მსხვილკალიბრიანი სანადირო და სპორტული მოკლელულიანი იარაღი

08Born

შეიძლება ბევრისთვის ეს ახალი ამბავი იყოს, მაგრამ მოკლელულიანი იარაღი ძალიან დიდიხანია, რაც გამოიყენება ნადირობაში.  მოკლელულიანში მე ვგულისხმობ, როგორც რადიკალურად დამოკლებულ გლუვ და ხრახნილულიან თოფებს და კარაბინებს ასევე ტრადიციული კონსტრუქიის რევოლვერებს და ავტომატურ პისტოლეტებს.  თავდაპირველად მოკლელულიანი იარაღი, ძირითადად გამოიყენებოდა დაჭრილი ნადავლის მოსაკვლელად ახლო მანძილიდან. ბევრი თვლის რომ ეს უკვე ნამეტანია, მაგრამ ახლო მანძილიდან მიწაზედაგდებულ ცხოველზე სროლა ძლიერი იარაღიდან უბრალოს სახიფათოა. ამიტომაც ბევრი მონადირე ატარებდა ასეთ იარაღს, როგორც წესი რევოლვერს (მაშინ ავტომატური პისტოლეტები ჯერ მხოლოდ ჩნდებოდნენ). არსებობდა ასევე უნიკალური იარაღის ტიპ, პისტოლეტი ე.წ. ჰაუდა. ამაზე მე უკვე დავწერე ჩემ ლოგზე. პრაქტიკულად ორ ან ცალ ლულიანი მსხვილ კალიბრიანი პისტოლეტი ან გლუვლულიანი თოფი რადიკლაურად დამოკლებული ლულებით და მოჭრილი კონდახით. ის გამოიყენებოდა უფრო სახიფათი ცხოველებისგან ახლო  მანძილებზე თავდასაცავად და მაინც და მაინც ვერ ჩაითვლება სანადირო იარაღად.   ცხადია ეხლა ის მონადირეები, როგორც წესი უმაღლესი საზოგადოების წევრები, რომლებიც იყენებდნენ რევოლვერებს, უყურებდნენ მას, როგორც  მათი სტატუსის სიმბოლოს ანუ რევოლვერი უნდა წარმოადგენდეს ისეთივე ხელოვნების ნიმუშს, როგოგორც მათი ლებო კურალის ან ჯეიმს პერდეს შექმნილი შედევრები. ასეთი რევოლვერები, როგორც წესი მოხატული იყო სხვა და სხვა სანადირო სცენებით და მოპირკეთებული იყო ძვირფასი ლითონებით.

დრო მიდიოდა და ტექნოლოგიები ვითარდებოდა, გასული საუკუნის დასაწყისში ჩნდება მაგნუმის ტიპის ვაზნები, მეტალურგიის დონე შესაძლებელს ხდიდა იარაღი გამხდარიყო უფრო მცირე გაბარიტებიანი და უფრო ძლიერი ვაზნები მოენელებინა.  1950–ნი წლები  შეიძლება ჩაითვალონ საწის წერტილად საიდანაც დაიწყო ნადირობა  მოკლელულიანი იარაღით და გაჩნდა იარაღი სპეციალურად ამ მიზნებისთვის შექმნილი. 1950 წელს რემინგტონმა და სმიტ ვესონმა დაიწყეს .44 მაგნუმზე მუშაობა, და ამავე კალიბრზე გათვლილი რევოლვერზე.  1956 წელს რუგერმა გამოუშვა თავისი ლეგენდარული Blackhawk–ის პირველი თაობა. 1959 წელს კი  გამოვიდა მოდიფიცირებული “შავი ქორი”, ცნობილი რევოლვერების ექსპერტის ელმერ კეიტის რჩევების გათვალისწინებით. დღემდე .44 მაგნუმი ითვლება ყველაზე უნივერსალურ სანადირო ვაზნად. ტყვიის წონა იწყება 188 გრანიდან და მთავრდება შთამბეჭდავი 300 გრანით. ემერგია საშუალოდ შეადგენს 1000 ჯოულს რაც ორჯერ უფრო დიდია ვიდრე .45ACP ვაზნის ენერგია. მოკლელულიანით ნადირობის სეზონი გაიხსნა.   ეს იძლევა საშუალებას ინადირო როგორც მღრნელებზე (ვარმინტი) ასევე ტახზე, და ბუფალოზეც კი. შუაში კიდე ირმების ყველანაირი სახეობებია. შეიძლება ითქვას, რომ .44 კალიბრით ირმებზე ნადირობა უკვე კლასიკაა აშშ–ში. ზოგადად ითვლება, რომ .44 მაგნუმი არის ერთ ერთი თუ არა ყველაზე დიდი სიზუსტის პოტენციალის მქონე ვაზნა.  იმ დროს ცხადია ისეთი გრანები, როგორც კოლტი და სმიტ ვესონი ასევე უშვებდნენ ძალიან კარგ რევოლვერებს, მათ შორის მოდელებს, რომლებიც გამოდგებოდა სანდიროთ. სმიტ ვესონი მოდელი 29 კალიბრში .44 მაგნუმი, კოლტი ანაკონდა ამავე კალიბრში, გრძელი ლულებით, რეგულირებადი სამიზნეებით ისინი იდეალურად იყვენენ მორგებული ნადირობას.  არც ისე დიდიხანია, ამ კომპანიებს შეუერთდა ტაურუსი. ყველანი ერთად უშვებენ შესანიშნავ უკვე სპეციალიზირებულ სანადირო რევოლვერებს, უნივერსალური სამაგრებით, ანტაბკებით და ერგონომიული სახელურებით. კალიბრიები იწყება .38 სპეციალურიდან ასევე .357 მაგნუმი, 10 მმ აუტო, .41 მაგნუმი, .44 მაგნუმი. რამოდენიმე წელია ორმაგი მოქმედების რევოლვერებში სმიტ ვესონნმა გამოიყენა ზეძლიერი საკუტარი კონსტრუქციის ახალი ვაზნები  .464 სმიტ ვესონ მაგნუმი და .500 სმიტე ვესონ მაგნუმი.  და გამოუშვა ამ ვაზნებზე გათვლილი რევოლვერების მთელი სერია. სმიტ ვესონი მიუთითებს, რომ მათი დანიშნუელბა არა მხოლოდ ნადირობაა არამედ ასევე ველური ბუნების პირობებში სახიფათო ცხოველებისგან თავდაცვა. სმიტ ვესონის კატალოგში არის კომპლქტი, რომელიც ველურ ბნებაში გადასარჩენად გამოდგება. პლასტიკურ ყუთში სხვა და სხვა საჭირო წვრილმანებთან ერთად მოთავსებულია ერთი დიდ რამიანი (XL) რევოლვერი.

დათვისგან თავდაცვის  აუცილებელი კომპლექტი. არ ვიტყოდი უარს ასეთ კომპლექტზე. ამბობენ ეს იაარაღი სათანადო შეაფასეს ალასკაზე თევზაობის მოყვარულებმა. დათვის მანდ ისევე გადაეყრები, როგორც ჩვენთან მაწანწალა ძაღლს.

163463_case_lg

 

სმიტ ვესონი მოდელი 500,  კომპენსატორი, უნივერსალური სამაგრი და ქამარი. იდეალური სანადირო სპეციალიზირებული რევოლვერი.

Smith_&_Wesson_Model_500

არ ჩამორჩება ან ცდილობს არ ჩამორცეს სმიტ ვესონს ასევე მისი კონკურენტი, Sturm Ruger Co.  მისი რევოლერები გათვლილია უძლიერეს ვაზნაზე .454 Cassul, Super Redhawk Alaskan, რომელიც წარმოადგენს თავდაცვით იარაღს და სტანდარტული “წითელი ქორი”, რომელიც გამოდგება სანადიროთ. ორივე რევოლვერი არის ორმაგი მოქმედების. რუგერი ასევე უშვებს მსხვილკალიბრიან ერთჯრეადი მოქმედების რევოლვერებს.

სურათზეა სტანდარტული ზომის წითელი ქორი

IMG_0828

ასევე არც თუ ისე დიდიხნის წინ ამ ორ გრანდს, შეუერთდა ბრაზილიური კომპანია Taurus International Manufacturing Inc, ორი მოდელის რევოლვერით გათვლილ .44 მაგნუმზე, Raging Bull და Tracker.

ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს “მონსტრი” რევოლვერები. ასეთ ზარბაზნებს უშვებენ Freedom Arms და Magnum Research.   Freedom Arms-ის მიერ წარმოებული პრემიერ გრეიდის კატეგორიის რევოლვერი მოდელი 83 წარმოადგესნ ნამდვილ შედევრს.  ის გამოდის კლაიბრწებში: .500 Wyoming Express, .475 Linebaugh, 454 Casull და “კონვენციონალურ” .44 Remington Magnum.41 Remington Magnum და .357 Magnum.   როგორც ხედავთ პირველი სამი არაკონვენციონალური კალიბრი არის უკვე სპეციალურად ნადირობისთვის შექმნილი ვაზნები. მათი გამოყენება სამსახურეობრივ ან სამოქალაქო თავდაცვის იარაღში შეუძლებელია.  მაგალითად  .454 Casull შეიქმნა 1959 წელს, დიკ კასულის და ჯეკ ფალმერის მიერ.  დიზაინი დაფუძნებული იყო .45 Colt ის ვაზნაზე.  აღნიშნული ვაზნა იყენებს მცირე ზომის შაშხანის კაფსულებს, მათი გამოყენება წარმოქმნის ძალიან დიდი წნევას. 16 გრამიან ტყვია ასეთი რევოლვერიდან იღებს საწყის სიჩქარეს 560 მ.წ.–ში რაც წარმოქმნის არარეალურ ენერგიას, რომელიც 2700 ჯოულს აღწევს.

Freedom Arms Model 83. კალიბრი .454 Cassul.  მის უკან მისი მთავარი კონკურენტი რუგერის “წითელი ქორი” იგივე კალიბრში.

ST_454casull_200905-A

დაახლოებით ოცი წელია რაც დედამიწაზე არსებობს .475 Linebaugh ვაზნა. შექმნილი ჯონ ლაინბოს მიერ  ლეგენდარული .45/70 შაშხანის ვაზნის გარშემო ის აბსოლუტურად განსახვავებულ მიდგომას წამროადგესნ სანადირო რევოლვერების ვაზნის შექმნაში. იდეა იყო არა სწრაფი და მსუბუქი ტყვიის გამოყენება არამე მძიმე და სწრაფის. :) წარმოიდგინეთ 425 გრანიანი ვაზნა საწყისი სიჩქარით  430 მეტრი წამში! ის არ არის უნივერსალური როგორც, .41 ან .44 მაგნუმი მაგრამ მისი განსხვავება ის არის, რომ ის ეუიცავს წარმოუდგენელ ენერგიას და შემაჩერებ ძალას იარაღში, რომელიც ადვილად მოთავსდება ქამარზე.  ალბათ იდეალური იარაღი იმ ადგილებში სახეტიალოდ სადაც დიდი დათვებია.

45

 ასევე ძალიან საინტერესო ექსტრემალურ სანადირო რევოვერესბ უშვებს კომპანია Magnum Reseach, დიახ იგივე კომანია, რომელიც ასევე უშვებს დეზერტ იგლებს. მათი რევოლვერები BFR (Biggest Finest Revolvers ან ასევე ცნობილი როგროც Big Fucking Revolvers) არიან ნამდვილად უნიკალურები. და უნიკალურ კალიბრებში, ესენია შაშხანუს კალიბრები .45/70, .444 Marlin, და .450 Marlin. ასევე .480 Ruger .475 Linebaugh,  .500 S&W და .50AE. რა არის .45/70? შაშხანის ვაზნა რომელიც აბსოლუტურად ადეკვატურად მიიჩნევა დათვზე სანადიროდდა ეს მოკლელულიან კომპაქტურ იარაღში (კარაბინტან შედარებით). რა არის .450 მარლინი?   350 გრანიანი ტყვია საწყისი სიჩქარით 540 მეტრი წამში. ასეთი ციფრებისაგნ თაბრი დაგეხვევა. სხვა და სხვა მაგნუმები მოგეჩვენება რაღაც არასერიოზულ სათამაშოებად.  რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები? იმიტომ რომ შეუძლიათ. აქვტ ამის საშუელება. მიუხედავათ იმისა, რომ იარაღები პრაქტიკულად ხელით იწყობა და ხარსხის კონტროლი ძალიან მაღალ დონეზეა BFR რევოლვერები საშუალოდ იყიდება 1100 დოლარად. ორჯერ უფრო ნაკლები ვირდე Freedom Arm–ის პროდუქცია.  რევოლვერი, საკმაოდ გაბარიტულია და გრძელი ლულით იწონის 1.8 კგ–ს.

BFR კალიბრი .45/70

BFR_45-70

 

თუ შეავადარებთ, ვნახავთ, რომ რევოლვერებს აქვთ შეუდარებელი წონიდა და საცეცხლე ძალის პროპორცია. წონა 2 კგ–მდე რაც უფრო მსუბუქია ვიდრე ნებისმიერი შაშხანა ან კარაბინი ან თოფი. მცირე განარირები და საშულება ატარო იარაღი ქამარზე ისე, რომ გადადგილებისაში შენ არ შეგაწუხებს, როგორც გრძელულიანი იარაღი. ამასთანავე არარეალური ენერგიები და საკმაოდ უნივერსალური კალიბრები. სიზუსტე 100 მეტრამდე დიდად არ განსხვავდება კარაბინისგან და ბევრად აღემატება ტყვიის სიზუსტეს გლუვლულიანი იარაღიდან. რა გასაკვირია, რომ აშშ–ში ხარობს ნადირობა მოკლელულიანი იარაღით. ცხადია ის მოითხოვს მონადირისგან ძალიან დიდი ხელოვნებას და უნარს მაქსიმალურად მიუახლოვდეს ნადირობის ობიექტს შეუმჩნევლად. ასვე ცხადია ითხოვს ზუსტი სროლის უნარს.  ნადირობა ხდება უფრო რთული და აზარტული, ხოლო წარმატების შემთხვევაში მონადირეს მეტი მიზეზი აქვს იამაყოს თავისი თავით. რა თქმა უნდა ასეთი კონსტრუქტორული შედევრის ფლობა ასევე ძალიან სასიამოვნოა.

ცალკე ასევე უნდა გამოიყოს ცალვაზნიანი სანადირო მოკლელილიანი იარაღი. პირვლ რიგში Thompson Center Arms–ის განთქმული “კონტენდერი”.  Thompson Center Arms დაარსდა 1965 წელს. ორი წლის შემდეგ გამოვიდა პირველი ცალვაზნიანი პისტოელტი Contender.  ასევე არსებობს ამ პისტოლეტის უფრო მსხვილკალიბრიანი ვერსია სახელად Encore. ტექნიკურად ის წარმოადჰენს ცალ ვაზნიან პისტოლეტს, რომელიც სანადირო თოფის მაგვარი საკეტებეი გააჩნია ანუ “გადატეხვით” იტენება.  შესაბამისად შესაძლებელია სხვა და სხვა კალიბრის ლულების გამოყენება ერთ იარაღში. მაღალი ხარსხი, ფართო ასორტიმენტი, კონსტრუქციის სიმარტივემ განაპიორბა ამ იარაღის დიდი პოპულარობა. მაგალიტად კონტენდერის მეორე თაობის პისტოლეტი გამოდის 22 (!!!) კალიბრში დაწყებული ,45/70–დან და დამთავრებული .22lr-ით. წომა იწყება 1.3 კილოგრამიდან.

contender

კონტენდერის ბაბუა, რემინგტონ 1865. ის არ იყო შექმნლი როგორც სანადირო და სპორტული იარაღი. ის შეიქმნა აშშ–ს საზღვაო ზალების დაკვეთით და სპეციალურად რპმ უზრუნველყოფილიყო საიმეოობა ნესტიან პირობებში.

remington-1865-navy-rolling-block-pistol-11

თავის დროზე Springfield Armory უშვებდა კომპლექტს, რომელიც გადააკეთებდა M1991A1–ს ცალვაზნიან კარაბინად. კომპლექტს ერქვა Springfield Armory Single Shot.

DSCN1416

1988–1994 წლებში ასევე გამოდიოდა Pachmayr Dominator, ცალ ვაზნიანი იარაღი ასვე აწყობილი M1991A1 რესივერზე.

Dominator1

ცხადია ეხლა ეს არ იყო ეფექტური დიზაინი, უცანური გიბრიდები და ამიტომაც მათ დიდი წარმატება არ ნახეს.

 

კონტენდერის ანალოგის გამოშვება დაიწყო ასევე უკვე ხსენებულმა Freedom Arms-მა. ცალ ვაზნიანი მოდელი 2008. იწონის 1.7 კგ–ს.და საკმაოდ კარგად გამოიყურება და ასევე ხელმისაწვდომია 10 სხვა და სხვა კალიბრში. ფასი 1490 დოლარი.

სურათზეა მოდლი 2008.

DSC05052

ცალვაზნიანი მოკელლულიანი სანადირო იარაღის ერთ ერთ კატეგორიას ასევე წამროადგენს პისტოლეტები “ბოლტიანი” საკეტით.  

ყველაზე გავრცელებული არის ორი მოდელი  Savage–ის  Stryker და Remington–ის  XP-100 (წარმოება შეწყვეტილია).  უფრო ნაკლებად ცნობილია HS Precision 2000 და Weatherby Mark V CFP (Compact Firing Platform).  გამოდიან შაშხანის კალიბრებში, და წარმოადგენენ იმას რაც ცნბოლი იყო რეოლიციურ რუსეთში როგორც “აბრეზი” ანუ რადიკალურად დამოკლებული შაშხანა ან კარაბინი, შექმნილი ფარული ტარებისთვის, როგორც ალტერნატივა პისტოლეტისათვის. ცხადია ამერიკაში ამ ტიპის იარაღი შეიქმნა სულ სხვა მიზნებისთვის, როგორც სპორტული და სანადიორ იარაღი. დიდი წონდა განაპირობებს უკუცემის შემცირებას და მსხვილი კალიბრების გამოყენებას. კარგი ერგონომიკა და საკმაოდ გრძელი ლულა ასევე განაპირობებს მისაღებ სიზუსტეს. მაგალითად Weatherby Mark V CFP იყიდება ქარხნული გარანტიით, რომ სიზუსტე არ იქნება 1.2 MOA-ზე ნაკლები 100 მეტრზე.   განსხვავებით რევოლევრებისაგნ ასეთი იარაღი არ გამოდგება,  როგორც თავდაცვის  იარაღი ველურ ბუნებაში მაგრამ წარმაოდგენს სანადირო კომპაქტური იარაღის ერთ ერთ სახეობას. თან ყველაზე ზუსტ სახეობას.  ასევე ყველაზე ძვირ სახეობას.  HS Precision–ის პისტოლეტები ღირს 2300 დოლარიდან და ზევით. ყველა აღნიშნულ მოდელს აქვს ინტეგრირებული მჭიდი 4 ან 5 ვაზნაზე. რემინგტონი ასევე ადრე უშვებდა ცალვაზნიან პისტოლეტს, ცენტრში განლაგებული ტარით.

რემინგტონ XP-100 ადრიმდელი მოდელი

xp100bag

ულტრა თანამედროვე HS Precision 2000

PSP_VAR_708-New

და სანადირო Savage Striker

SavageStriker22WMRinNeallamlamin-1

 ეს არის და ეს. რა შეიძლება ამას ყვეკლაფერს დაუმატო. ამერიკა უნიკალური ქვეყანაა, ეიძლება იდაო იქ გამოშვებულ პისტოლეტებზე, შაშხანებზემაგრამ უდაოდ ამერიკა უშვებს მსოფლიოი საუკეთესო რევოლვერებს, მათ შორის ნამდვილად უნიკალურ მოდელებს. ცხადია ეხლა ბევრი ვერ გაიგებს სანდიორ მოკლელულაინი იარაღის მუღამს, მაგრამ ჩემის აზრით კომპაქტური საიმედო და ძლიერი იარაღზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა. გარდა თავიი პრაქტიკული დანიშნულებისა ეს იარაღი გამოირჩევა ასევე თავისი უნიკალურობით და დიდი ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს მის მფლობელს. ხოლო ის ვინც წარმატებას მიაღწევს მოკლელულიანი იარაღუთ ნადირობაში ჩაითვლება უდაოდ ძლიერ მონადირეთ.  ხალხი ნადირობს შვილდისრით, არბალეტით, ლულიდან დასატენი შავ დენთზე მოქმედი შაშხანებით, ზოგი აკმ–ით ნადირობს და ვერტმფრენიდან ტყვიამფრქვევით. ვინ უფრო არის მოანდირის ტრადიციების მატარებელი და ვინ არის მონადირე და ვინ მავნებელი მგონი გასაგებია. ამ სტატიის მეორე ნაწილში, მე მიმოვიხილავ სანადირო და სპორტულ მსხვილკალიბრიან პისტოლეტებს ავტომატურ პისტოლეტებს.



2 Responses to “მსხვილკალიბრიანი სანადირო და სპორტული მოკლელულიანი იარაღი”

  1. zhenya says:

    levan mainteresebs tu gamodis turquli an raime sxva qveynis warmoebis CZ-eebi.

დატოვეთ კომენტარი