რუსული სპეც დანიშნულების რაზმი “Вымпел”

წარმოგიდგენთ ჩემი კოლეგის (მეტ სახელი G.I.G.N) მიერ მომზადებულ სტატიას რუსული სპეც დანინულების რაზმზე. 

vympel_special_forces 

რაზმის ემბლემები

ავღანეთში “კგბ” არასაშტატო სპეცრაზმების მოქმედებამ აჩვენა რომ საჭირო იყო შექმნილიყო საშტატო სტრუქტურა რომელიც შეძლებდა შეესრულებინა სპეციალური ამოცანები მტრის ღრმა ზურგში. ეს მოსაზრება გამოთქვა გენერალ-მაიორმა დროზდოვმა ანდროპოვთან შეხვედრის დროს, 1979 წლის ბოლოს.1980 წლის განმავლობაში ეს იდეა ხშირად განიხილებოდა მთავრობაში და პოლიტბიუროზე.ბოლოსდაბოლოს “კგბ” დათანხმდა შეექმნა ესეთი სტრუქტურა.
1981 წლის 19 აგვისტოს შედგა სსრკს მინისტრების და პოლიტბიუროს დახურული სხდომა სადაც გადაწყდა შეექმნათ კგბს დაქვემდებარებაში სრულიად საიდუმლოდ სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც უნდა შეესრულებინა ამოცანები სსრკს ფარგლებს გარეთ განსაკუთრებულ პერიოდში. პირველი მეთაური გახდა 1 რანგის კაპიტანი ევალდ გრეგორის-ძე კოზლოვი. რაზმს დაარქვეს ვიმპელი. ოფიციალურად სრუქტურის დასახელება იყო -სსრკს კგბს ცალკეული სასწავლო ცენტრი.
რაზმისთვის ბრძანების გაცემა შეეძლო მხოლოდ კგბს თავჯდომარეს და ისიც მხოლოდ წერილობით.ვიმპელის ზოგიერთმა წევრმა არალეგალურად გაიარა “სტაჟირება” ნატოს სპეცრაზმებში.
ვიმპელი თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე მოითხოვდა ახალ, სპეციალურ საწვრთნელ პროგრამას,რათა საჭირო დროს ჩაეტარებინა სპეცღონისძიება მტრის ზურგში მათი დეზორგანიზებისთვის.საჭირო იყო მოემზადებინათ მაღალკვალიფიცირებული და მოაზროვნე მებრძოლები, რომლებსაც უნდა შეძლებოდათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და თუ საჭირო გახდებოდა თავიც კი შეეწირათ სამშობლოსთვის. პროგრამა პრაქტიკულად ნულიდან დაიწერა. გამოყენებული იქნა საჰაერო-სადესანტო ჯარების, მესაზღვრეების,კგბს ოპერატიული შემადგენლობის გამოცდილება. მის შემუშავებაში დიდად დახმარება КУОС (ოფიცრების მომზადების სრულყოფილი კურსი) გამოცდილება და რეკომენდაციები.
მებრძოლების დაზაბული საბრძოლო მომზადება დაიწყო ვიმპელის შევსებიდანვე. რაზმში თავიდან იღებდნენ მხოლოდ ოფიცრებს. ძირითადად ესენი იყვნენ ის ოფიცრები რომლებმაც გაიარეს “კასკადი” (სპეცდანიშნულების რაზმი) და КУОС. მაგრამ რადგან რაზმის რიცხოვნება გაიზარდა 1000 კაცამდე დაიწყეს მესაზღვრების და საჰაერო-სადესანტო ჯარებიდანაც ხალხის მიღება. მკაცრი შერჩევის შედეგად 10 მსურველიდან მხოლოდ 1 ხვდებოდა რაზმში.
დიდი ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ მომზადებას, საბრძოლო ხელოვნებას. მაღალ დონეზე იყო სამთო მომზადება. ასწავლიდნენ სროლას ყველაფრიდან რაც ისვრის, მანქანის და ჯავშანმანქანის ტარებას.დიდი ყურადღება ეთმობოდა ამფეთქებლის საქმის შესწავლას. მებრძოლები სწავლობდნენ ასაფეთქებელი ნივთიერების მომზადებას საოჯახო ქიმიური ნივთიერებებისგან ( სარეცხი ფხვნილი, ჟელე..). ასწავლიდნენ კავშირგაბმულობას. და ბევრ სხვა რამეს. ვიმპელის მებრძოლებმა იცოდნენ ერთი ან ორი უცხოური ენა და ყველაფერი (მოსახლეობის რიცხოვნება, მათი ულტურა , ადათ წესები) იმ ქვეყნის შესახებ ვის წინააღმდეგაც აპირებდნენ ბრძოლას.
არასაკმარისი დაფინანსების მიუხედავათ მიღწეული იქნა მებრძოლების მომზადების და ასევე შეიარაღების მაღალი დონე. ვიმპელის წარმატების მთავარი საიდუმლო გახლდათ იმაში რომ რაზმი დაკომპლექტებული იყო სპეცრაზმის ნამდვილი ფანატებით, რომლებიც მუშაობდნენ თავიანთ თავზე არამხოლოდ სამუშაო საათებში არამედ თავისუფალ დროსაც. ასევე მებრძოლები პერიოდულად იგზავნებოდნენ სტაჯირებაზე ავღანეთში სადაც მიდიოდა ომი, ასევე ვიეტნამში, კუბაში, ნიკარაგუაში, ანგოლაში, მოზამბიკში. სადაც იღებდნენ ფასდაუდებელ გამოცდილებას. ვიეტნამელებისგან და კუბელებისგან სწავლობდნენ შენიღბვის და გადაადგილების უნიკალურ მეთოდებს. ნიკარაგუელებისგან ისწავლეს პისტოლეტის სროლის მაღალი კლასი. მყვინთავ-მზერავებმა 17 სპეც. დანიშნულების ნაწილიდან ასწავლეს წყალში მოქმედება. დოსაფში სეისწავლეს მოტოდელტაპლანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვიმპელის ყველა მებრძოლი ყველაფერ ამაში იყო სპეციალისტი. რაზმში ყველაფერი იყო განაწილებული. დაყოფილი იყო ჯგუფებად რომელთაც თავიანთი განსაზღვრული სამოქმედო არეალი ქონდათ . ნულიდან მებრძოლი რო ჩამოეყალიბებინათ პროფესიონალად საჭირო იყო 5 წელი.
დროთა განმავლობაში რაზმის მომზადების დონე ამაღლდა და არ ჩამოუვარდებოდა მსოფლიო დონის ისეთ სპეცრაზმს როგორიცაა sas. იმისდა მიუხედავათ რომ ვიმპელს არ მიუღია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ( ასე ამტკიცებს დროზდოვი) მაინც ითვლება მსოფლიოში ერთ ერთ საუკეთესო სპეცრაზმად.

მსვიდობიან პერიოდში ვიმპელი დაკავებული იყო მნიშვნელოვანი ობიექტების სუსტი წერტილების შესწავლით და შემდეგ ობიექტების “დაკავებით”. გასათვალისწინებელია ის რომ ობიექტები დაცვა წინასწარ იყო ხოლმე გაფრთხილებული, მიუხედავათ ამისა ვიმპელი მაინც 5 ასრულებდა დაკისრებულ ამოცანას.
ვიმპელი მოქმედებდა ყოფილი სსრკს ყველა ცხელ წერტილში: ბაქო, ერევანი, ნახიჩევანი, ყარაბაღი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, ჩეჩნეთი, მოსკოვი.
1991 პუდჩის შემდეგ ვიმპელი გადავიდა უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში. 1993 წელს რაზმი აღმოჩნდა პრეზიდენტის დაცვის სამსახურში. ვიმპელს დაუსახეს ახალი ამოცანები: ატომური ობიექტების ტერორისტებისგან გაწმენდა, ნარკობიზნესთან, უკანონო შეიარაღებულ ბანდ ფორმირებებთან ბრძოლა. მებრძოლებს მოუწია ახალი მეთოდების ათვისება. 1993 წელს ჩატარდა სწავლება. ტერორისტებმა დაიკავეს ატომური ყინულმჭრელი “სიბირი”. ვიმპელმა 25 კაცის შემადგენლობით დაიწყო შტურმი სამი მხრიდან : ხმელეთიდან, წყლიდან და ჰაერიდან. შტურმიდან 7 წუთში უფროსობას მოახსენეს რომ გემი გაწმენდილია ტერორისტებისგან.
ოქტომბრის მოვლენების დროს ვიმპელმა და ალფამ უარი თქვეს პარლამენტის შურმზე. რის გამოც რაზმი გადავიდა შსს დაქვემდებარებაში. სადაც სახელი შეუცვალეს და დაარქვეს ვეგა. რამოდენიმე ასეული მებრძოლიდან მხოლოდ 50 დათანხმდა პოლიციაში სამსახურს. როდესაც გაიგეს ვიმპელის დაშლის თაობაზე შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდნენ უშიშროების აგენტები და შესთავაზეს სამსახური. სპეცრაზმელებმა უარი უთხრეს. ზოგიერთი მათგანი წავიდა საგარეო დაზვერვაში, ეხმარებოდნენ რუსეთის მოქალაქეების აფრიკის ცხელი წერტილებიდან გამოყვანაში.

1995 წლის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ვიმპელი შევიდა ეფესბეს ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტში. სამმართველო “ვ”
ვიმპელის არსებობის მანძილზე დაიღუპა რამოდენიმე ათეული ადამიანი, ძირითადად ავღანეთში და ყოფილ სსრკს ტერიტორიაზე. 1993 წლის მოვლენების დროს თეთრ სახლთან სნაიპერმა მოკლა 1 ალფელი რომელიც მანამდე ვიმპელში მსახურობდა.

ფედერალური უშიშროების სამსახურიში შედის “სპეციალური დანიშნულების ცენტრი”, რომლის ამოცანაა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვა და ტერორიზმთან ბრძოლა. ცენტრში შედის სამმართველო “ა” (ალფა) და სამმართველო “ვ” (ვიმპელი).

a_492-web

 

a_494-web

ამ რამზის მებრძოლების იდენტიფიცირება აღჭურვილობის და ფორმის მიხედვით საკმაოდ ძნელია გამომდინარე იქიდან, რომ სპეცრაზმელების აღჭურვილობა არ არის ეთნარირი ხოლო რამზის მებრძოლები თავისუფლები არიან საჭირო აღჭურვილობის შერჩევაში და შეძენაში.  უპირატესობა ენიჭება საფრენ კომბინზონებს და არა სტანდარტულ სამხედრო კამუფლიაჟს.  ასევე იდნტიფიცრების ერთ ერთ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს ახლი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. ბოლო სურათზე პირველ ორ მებრძოლს უკავია СР-2 “ვერესკ” ტიპის პისტოლეტ–ტყვიამფქვევი, ხოლო ზურგით მდგომს  9მმ მცირე გაბარიტიანი ავტომატი СР-3 “Вихрь”. ორივე იარაღის ტიპი პრაქტიკულად არ გამოიყენება რეგულარულ საჯარისო ნაწილებში და არც საჯრისო სპეცრაზმებში.

 მომზადებულია agentura.ru-ს მასალების გამოყენებით.



5 Responses to “რუსული სპეც დანიშნულების რაზმი “Вымпел””

  1. amgenma da zenitma da muslimta batalionma chaatara 1979 arnaxuli operacia sul ssrks mxares 600 mebrdzoli iko 2 shilka 4 btr da 1 bmp xolo mtris 2000ze meti samxedro da amocyvites …. gaanadgures 200 mtris da 1700 daatyveves …. operacias storm-333 erqva….. aramgonia roemlime qveyanas eseti ram eqna

  2. Shooter says:

    ki sakmaod shtambechdavi operacia iko. rusul alfaze dzalian bevri informacia maqvs dagroili da savaraudot tslis bolomde sakmod vrceli statiac momzaddeba.

  3. Giorgi says:

    saintereso iqneba alfazec informacia.
    xshirad vatvaliereb am saits, sainteresod cer da velodebi xolme axali masalebis dadebas.

  4. საბა says:

    კარგი სტატიები იყო განსაკუთრებით მაიამის შეტაკება შეიძლება დავაკოპირო? წყაროს მივითითებ რათქმაუნდა

  5. Shooter says:

    დააკოპიეთ :)

დატოვეთ კომენტარი