“რედაქტორის სვეტი”

ამ ბლოგში თავმოყრილი მაქ ჩემი სტატიები, თარგმნები და სხვა თემები, რომლებიც მე ბოლო 3 წლის განმავლობაში დავწერე. მათი უმეტესობა თავის დროზე გამოქვეყნებული იყო სხვა და სხვა ფორუმებზე, შემდეგგადმოვიტანე აქ. ასევე ვამატებ მასალებს, რომელბიც უკვე ფიორუმებზე არ დევს. ჯერ ჯერობიტ ბლოგზე არის მხოლოდ ჩემი და კიდ ერთი მეგობრის სტატიები. რაც უფრო გაიზრდება მონაწილეების რაოდენობა მით უფრო მალე დავამატებ ფორუმს სადაც შესაძლებელი იქნება სტატიების განხილვა. ჯერ ჯერობით საკუთარი სახელობის ფორუმის გახსნა არ მინდა. თუმცა მიმაჩნია, რომ მოთხოვნა ფორუმზე სადა ყოველგვარი ტაბუების და ცენზურის გარეშე  თემების განხილვა შესაძლებელი იქნება, არის დღეს  აუცილებელი.

ბლოგზე წარმოდჰენილი სტატიები არის ჩემს მიერ შედგენილი ინტერნეტში და შესაბამის ლიტერატურაში ამოკრეფილი ინფორმაციის საფუძველზე. ასევე რა თქმა უნდა ჩემ პირად გამოცდილებაზე. როგორც წესი, სტატიაში მე ავღნიშნავ ხოლმე ამას. ასევე უთითებ წყაროებს.   მე არ ვარ პროფესიონალი ექსპერტი (თუ ვიმსჯელებთ მსოფლიო სტანდარეტბით ;) ) ვარ უბრალოდ იარაღის მოყვარული და მოყვარული მსროლელი. დაახლოებით 10 წელია ვარ კანონმორჩილი იარაღის მფლობელი, და ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი, დავაგროვე საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა შესაბამის თემატიკაზე, საკმაოდ დიდი თეორიული ცოდნა და გარკვეული პრაქტიკული გამოცდილებაც.  შეიძლება დაეთანხმოდ ჩემ სტატიებს, შეიძლება კრიტიკულად მიიღოთ, შეიძლება სეცდომებიც მიპოვოთ, მე მზად ვარ მივიღო ყველანაირი შენიშვნა და წინადადება და ის გავითვალისწინო.

მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში არის იარაღთან ურთიერთობის კულტურის დეფიციტი, ამას აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. აღნიშნული კულტურა არ არის ჩვენთვის ახალი ხილი, საუკუნეების განმავლობაში იარაღი იყო ქართველის ჩვეულებრივი ატრიბუტი. შემდომ ის გახდა სიმბოლური ატრიბუტი, შემდეგ ის გახდა უკვე სტატუსის სიმბოლო და გამორჩეულების პრივილეგია. ცხადია კულტურა ჰაერიდან არ ჩნდბა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ პირველ რიგში აქტიური ინტერნეტ საზოგადოება, რომელიც დაინტერსებულია იარაღით და სროლით უნდა მოახდინოს ინტეგრაცია უცხოურ ინტერნეტ სივრცეში და გაეცნოს იმ ღიორებულებებს და ფასეულობებს რაც ამ კულტურას გააჩნია. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, რომ 2009 წლის მდგომარეობით შესაბამის ქართულ რესურსებზე არის ყველაფერი გარდა იარაღის კულტურისა რაც დასანანია. ჩემთვის აუხსნელი მიზეზებით, ეხლანდელი “იარაღის მოყვარულთა” ინტერნეტ საზოგადოება რატომღაც პირიქით მხარს უჭერს შესაბამისი კანონების გამკაცრებას და არ ეთანხმება მის ლიბერალიზაციას. იმის ვერსია თუ რატომ ხდება ასე (რაც უნიკალურია) მე მაქვს მაგრამ ამაზე სვხა დროს ვისაუბრებ.  არც ხელუსფლებას არ ესმის ამ კულტურის აღორძინების მნიშვნელობა, კანონმორჩილი იარაღის მფლობელი არის სახელმწფოს საუკეთესო დამცველი და სამართალადამცავების დამხმარე და ამას ყველაფერს სახელმწიფო მიიღებს უფასოდ მილიარდების დახარჯვის გარეშე, და კიდე მოგებას ნახავს იმ კომპანიებისგან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ამ ადამიანების მოთხოვნებს, იარაღზე, ტყვიაწამალზე და ასე შემდეგ. ეს აქსიომაა.  საქართველო დღეს გარკვეულ კულტურულ  იზოლაციაში იმყოფრბა, საკმაოდ რთულია ევროპაში ინტეგრაცია, როდესაც ევროპა საკმაოდ შორსაა, მაგრამ არსებობს ინტერნეტი. ინტერნეტს საზღვრები არ აქვს, მათ შორის ჯერ ჯერობით საქართვეოშიც, და ინტერნეტი არის ის ფანჯარა სროლის და იარაღის სამყაროში, რომელიც აუცილებლად უნდა გააღოთ.

ჩემი უმთავრესი მიზანია, დავაინტერესო იარაღით და სროლით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, უბიძგო მათ როგორც მე თავის დროზე გადავიდნენ ინფრომაციის შეუჩერებელ ძიებაზე და აღმოაჩინონ თავისთვის მთელი სამყარო, რომელსაც წარმოადგენს იარაღი და სროლა და ასევე თვითდახვეწის  ამოუწურავი საშუალება.  ამ ბლოგით მე შევეცდები პატარა წვლილი შევიტანო საქართველოში იარაღთან ურთიერთობის კულტურის აღორძიენბაში და განვითარებაში,

პატივისცემით,

!!!WARNING!!!

ყველა სტატია, რომელიც არის ჩემ ბლოგზე და ასევე ყველა თარგმანი დაცულია საავტორო უფლებების დაცვის  1952 წლის ჟენევის საერთაშორისო კონვენციით. მასალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ავტორთან შეთანხმების საფუძველზე.



7 Responses to ““რედაქტორის სვეტი””

  1. DatuNiko says:

    Pirvelad vWer qarTuli saitidan migebuli siamovnebis aRsaniSnavad. Mixaria,rom gmochda pirovneba da ,,blogi,, romelTa gacnoba sainteresoa.
    VkiTxulobdi da mixaroda, rom chem fiqrebs, Tqveni azrebiT axorcielebT.
    Tqven, im inteleqtualuri safexuriT daiWkeT saqarTvelos iaragis mokvarulTa kulturis WarmoCena, rom Ukve SegiZliaT dameTanxmoT,rom პატარა წვლილი შეიტანet საქართველოში იარაღთან ურთიერთობის კულტურის აღორძიენბაში და განვითარებაში.
    GMADLOBT.Vecdebi ,,კანონმორჩილი იარაღის მფლობელი, rom არის სახელმწფოს საუკეთესო დამცველი და სამართალადამცავების დამხმარე და ამას ყველაფერს სახელმწიფო მიიღებს უფასოდ მილიარდების დახარჯვის გარეშე,, mivaWvdino mavans, mxari dauWiron Tqven WamoWkwbas.
    DiliT vikidi ,,QarTul Srifts,, exla ki gisurvebT kvela im siZneleebis gadalaxvas, rac Tovlian gzaze xvdeba yvela ,,pirvel mekvles,,.

  2. Shooter says:

    didi madloba gamoxmaurebisatvis!

  3. temuri says:

    გამარჯობა,
    როგორც მივხვდი ამ ბლოგის ავტორს ლევანი ქვია, ხოდა კარგო კაცო დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ბლოგის გაკეტებისთვის!
    stoeger cougar 8000-ე ვეძებ სამი თვეა რამე წასაკითხს (ყიდვა მინდა და ვერ გადამიცყვეტია) და ძლივს ვიპოვე ადამიანურ გასარკვევ ენაზე დაწერილი, რისთვისაც კიდე ერთხელ გიხდი მადლობას!
    მაგარი ბლოგია, ძაან ძაან გახარებული ვარ ამ ბლოგის პოვნით!
    ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ასე გააგრძელეთ!!

  4. გიორგი says:

    გამარჯობა. ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფოს შემცველი ბლოგია. ჩემი თხოვნა იქნება ბლოგის ავტორმა შემოგვთავაზოს სანადირო თოფებზე(ფაბარმი, ბენელი,სტოგერი და ა.შ.) თავისი ავტორიტეტული აზრი. მე რასაც ვუყურებ ქართულ ინტერნეტ სივრცეში, თქვენ ყველაზე ობიექტური და მცოდნე ბრძანდებით სხვადასხვა იარაღის საკითხებში. ბატონო ლევან თქვენ მგონი guns.ge ფორუმელიც ბრძანდებით??? ლისის სასროლეთზეც შეგხვედრილვართ, ლოსის კარბინის ტესტირებაზე.

  5. გიორგი says:

    ps: ბატონო ლევან თქვენი ბლოგი ძალიან მომწონს და ასევე თქვენი სტატიები. თუ შეიძლება ზოგ თქვენს სტატიას გამოვაქვეყნებთ მონადირეთა ფორუმზე და სადაც მითითებული(აუცილებლად) იქნება თქვენი ბლოგის ვებ. მისამარძთი და თუ გნებავთ თქვენი სახელი და გვარი(გვარი არ ვიცი თქვენი)????

  6. Shooter says:

    დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის!

  7. ანა says:

    რა მაგარ ბლოგს მოვაგენი..)

დატოვეთ კომენტარი