AR-17

13508895_2085057061718831_2767363565811090840_n (1)

13567338_2085057065052164_1132157479897324620_n

სურათებზე ნაჩვენები მსუბუქი ნახევრად ავტომატური ორ ვაზნიანი გლუვლულიანი თოფი, გამოდიოდა 1964 წლიდან 1965 წლამდე ანუ ერთი წელი სულ. თოფი გამოირჩეოდა მსუბუქი და კომპოზიტური მასალების გამოყენებით. ტიბჟირი და კონდახი პლასტმასის, რესივერი და ლულა ალუმინის, ანოდირებული ოქროს ფერში. ცხადია ლულას არხში ქონდა ფოლადის “ლეინერი”. ლულა ასევე აღჭურვილი იყო ცვლადი ჩოკებით, სულ კომპლექტში სამი მოყვებოდა. მსუბუქი მასალების ფართო გამოყენების წყალობით თოფის წონა სულ რაღაც 2.5 კგ-ს შეადგენს. ის გადატენვისთვის იყნებს უკუცემის ძალას, საკეტი იკეტება ბრუნვით ლულაზე. კონდახში განლაგებულია დამაბრუნებელი ზამბარა ბუფერით. კონდახის “კუთხე” ისეთია, რომ უკუცემა მაქსიმალურად იყოს მიმართული მსროლელის მხარში და ლულისს ხტომა იყოს მინიმალური. თოფი ორ ვაზნიანია ისევე როგორც ბრაუნინგ “დაბლ აუტო” და უფრო თანამედროვე სპორტული Beretta UGB25 Xcel. ჩაფიქრებული როგორც სპორტული თოფი (ტრაპის და სკიტისითვის) ის გამოდგა ზედმეტად მსუბუქი, სასხლეტი ქარხნულ კონფიგურაციაში იყო ძალიან მძიმე, ხოლო სამიზნე მოწყობილობების კონფიგურაცია (თოფი იყენებს მხოლოდ ერთ “მუშკას” ლულის ბოლოს) არ იყო ადეკვატური სპორტული სროლისთვის, რის გამოც თოფი ცუდად იყიდებოდ და მისი წარმოება მალევე შეწყდა. სურათების დათვალიერებით და იარაღის ტექნიკური აღწერილობიდან გამომდინარე წესით უნდა დაინახოთ ამ თოფის აშკარა “კონცეპტუალური” მზაგავსება AR-15-თან და ეს იმიტომ, რომ, თოფი არის “არმალაიტის” მიერ წარმოებული AR-17, რომელშიც გამოყენებული იქნა ყველა ის ინოვაცია რაც გვხდება კომერციულად ბევრად უფრო წარმატებულ AR-15-ში. თოფის კონსტრუქტორიც იყო თავად იუჯინ სტოუნერი, AR-10/15-ის დიზაინის ავტორი. დასანანია, რომ ყველა ეს ინოვაცია გამოყენებული AR-17-ში არ აღმოჩნდა საკმარისი რომ თოფი გამხდარიყო კომერციულად წარმატებული პროდუქტი. ერთი წლის განმავლობაში იყო გამოშვებული სულ 1200 ცალი AR-17.



დატოვეთ კომენტარი