CZ-75

13775581_2100549703502900_4414326279984973555_n

დღის იარაღი და ამ გვერდის ადმინის ერთ-ერთი ფავორიტი. ჩეხო-სლოვაკიური CZ-75. ეს იარაღი შეიქმა იქ და იმ დროს სადაც წესით ასეთი იარაღი არ უნდა შექმნილიყო. 1974 წელს, სოციალისტურ ჩეხო-სლოვაკიაში. გათვლილი 9მმ “პარაბელუმის” ვაზნაზე, ის იყო ევროპაში ერთ-ერთი პირველი ამ კალიბრის პისტოლეტი, ორ რიგიანი 15 ვაზნიანი მჭიდით და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. პისტოლეტმა თავისი შეუდარებელი ერგონომიკის და ძალიან კარგი სროლისუნარიანობის გამო ეგრევე დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა დასავლეთის ექსპერტებს შორის. მათ შორის ვინც მოხიბლული დარჩა ამ პისტლეტით იყო ჯეფ კუპერი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იქნებოდა იდეალური პისტოლეტი ერთი პირობით თუ ის გამოვიდოდა .45 კალიბრში. პიტერ კოკალისი წერდა ამ პისტოლეტზე რომ განსხვავებით სხვა ანალოგებისგან ამ პისტოლეტის დაშლისას ვერ აღმოაჩენდით უამრავ დეტალს და ზამბარას რომელიც მზად იყო ამოვარდნილიყო და თვალში მოხვედრილიყო პატრონს.
პისტოლეტი გამოირჩეოდა შესაშური ერგონომიკით, გამძლე კონსტრუქციით. თავიდან პისტოლეტეები მთლიანად ფოოლადისგან მზადდებოდა ხოლო მოგვიანებით გაჩნდება მოდელები ალუმინის და პოლიმერის ჩარჩოებით. ნაჭედი ლულის, საკეტის რომელიც მოძრაობს ჩარჩოს შიგნით, ლულის დაბალი ღერძის, კარგი სამიზნე მოწყობილობების და შესანიშნავი დარტყმელ-სასხლეტი მექანიზმის წყალობით პისტოლეტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით და სროლა ამ პისტოლეტიდან ადვილი და კომფორტულია. ეს თვისებები სათანადად იქნა შეფასებული სპორტსმენი მსროლელბის მიერ და 1992 წელს ჩნდება ამ პისტოლეტის პირველი სპეციალიზირებული სპორტული მოდელი “ჩემპიონი”. CZ-75-ის კლონებს და მასზე დაფუძნებულ მოდელებს უშვებდა უამრავი ქვყანა, იტალია, შვეიცარია, თურქეთი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ფილიპინები, რუმინეთი, რუსეთში და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი დრო გავიდა CZ-75-ის გამოჩენიდან, ის კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტსმენებს, სროლის და იარაღის ენთუზიასტებს შორის. CZ-75 არასდროს არ იყო “მეინსტრიმ” პისტოლეტი, როგორც “გლოკი” ან “1911″, მას ნაკლებად იღებდნენ კინოფილმებში, მაგრამ მისი რეპუტაცია სასროლოსნო სამყაროში ძალიან მაღალია. ეს პისტოლეტი ასევე ძალიან გავრცელებულია საქართველოში და დამსახურებული სიყვარულით სარგებლობს.



დატოვეთ კომენტარი