Макаров vs Glock

dsc07925

ჩემი კუთვნილი ბულგარული მაკაროვი და გლოკ 19

ყოველთვის ვიძახდი, რომ ყველაფერი რაც ჩემ ბლოგზე იწერება ძირითადად აგთვლილია ხლახზე, რომელიც ეხლა იწყებს ახლო ურთიერთობას იარაღთან ანუ ახლაბედებზე.  შესაბამისად ზედმეტად რთულ მატერიებს და საკიტხებს მე არ ვეხები. არ ვეხები კიდევ იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვარ გურუ ამ საკითხში და შორს ვარ აქიდან. ისე ხდება, რომ ამ შეკითხვას, გლოკია უფრო მაგარი თუ მაკაროვი ვაწყდები ბევრ ადგილას ნუ შესაბამისად მეც მეკითხებიან ხოლმე, რომელი გირჩევნიაო. მეც ვპასუხობ ხოლმე. ეხლა სრულიად შემთხვევით იცით ალბათ ეგეთი საიტი odnoklassniki.ru   მივაგენი ხალხს, რომელიც გაერთიანებულია იარაღის მოყვარულთა ჯგუფში. ჯგუფის შემქნელი და მოდერატორი არის სიმპატიური ცისფერთვალება მანდილოსანი, რაც პირდაპირ ვთქვათ საკამოდ უჩვეულოა.  იქაც ერთ ერთი ყველაზე აქტიური თემა ზუსტად ეს არის. რა გირჩევნია გლოკი თუ მაკაროვი? მე შევეცდები გავცე ამ კითხვაზე სრული და ამომწურავი პასუხი. მაშ დავიწყოთ:

ჯერ გავარკვიოთ, რატომ გლოკი და მაკაროვი და არა ვთქვათ მაკაროვი და კოლტი ან მაკაროვი და  მაუზერი? პირველ რიგში იმიტომ რომ ერთი ძალიან გავრცელებულია საქართველოში, როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში სადაც ჩვენი მამებიდ და ბაბუები და ჩვენი თაობის ხალხიც კი  ამ იარაღით მსახურობდით.  ასე რომ მააკროვს უმეტესობა იცნობს თუ არა პირადად ახლობლების მონაყოლიდან მაინც. ჩემი პირველი გაცნობა მაკაროვთან მოხდა როდესაც 16 წლის ვიყავი და პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელმა, მანახა მაკაროვი, მისი ტყვია და მითხრა, მაკაროვი იმით არისო კარგიო, რომ მოხვდება ადამიანს ფეხზე არ ტოვებსო.  არის ამ სიტყვებში სიმართლე, ტოკარევის ტტ–ს ძალიან ხანმოკლე კარიერა ქონდა და პირველივე სერიოზული გამოცდის შემდეგ (მეორე მსოფლიო ომი)  შემდეგ ის სწრაფად მოხსენს შეიარაღებიდან და შეცვალეს 9მმ–ნი მაკაროვით. ამის მიზეზად სახელდებოდა მისი (ტტ–ს) ზედმეტი წონა და გაბარიტები და ასევე პატარა შემაჩერებელი ძალა. მე მახსოვს ერთ ერთი ვეტერანი რუსი პარტიზანის ინტერვიუ სადაც ის ტტ–ზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ გერმანელი გუშაგის ნეიტრალიზაციისას, გუშაგს მას მერე რაც ტტ–დან ნასროლი ტყვია მოხვდებოდა მაინც ახერხებდა იარაღის მომარჯვებას და შეტევაზე გადასვლას, თუმცა უკვე ქონდა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა.    ისიც აღწერა, როგორ ატარებდნენ ტტ–ს. უბეში, ტილოში გახვეულს, ასე რომ საიმედოობაც, როგრც ჩანს  რთულ პიორბებში არ იყო დამაკმაყოფილებელი.  ასე რომ ომის დასრულებისთანავე, რუსებმა უბრალოდ აიღეს, როგორც პროტოტიპი იმ დროის საუკეთესო კომპაქტური იარაღი და სწრაფად დაიწყეს ვალტერ პპ–ს მსგავსი იარაღის გამოშვება ახალ 9მმ ვაზნაზე (რომლის პროტოტიპი ასვე იყო გერმანული ვაზნა 9X18 ულტრა). მაკაროვის სუსტ და ძლიერ მხარეებზე შეიძლება დიდხანს ილაპარაკო და ბევრი რამე დაუწუნო მაგრამ ამ იარაღს აქვს თავდაცვის იარაღის ყველაზე მთავარი თვისება – საიმედოობა ნებისმიერ პირობებში. უკვე ეს ფაქტი არ აძლევს არავს უფლებას მისცეს მაკაროვს დაბალი შეფასება.

რაც შეეხება გლოკს – აქ ყველაფერი გასაგებია. ავსტრიელმა ბატონმა გასტონ გლოკმა, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონია იარაღთან, შეკრიბა თავის ოფისში კონსტრუქტორები გაესაუბრა მათ და რეკორდულ ვადაში გამოუშვა პისტოლეტი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა პირადი თავდაცვის იარაღში.   დიზაინი იმდენად გენიალური იყო, რომ 30 წლის განმავლობაში  მისი პისტოლეტების დიზაინი არ შეცვლილა და ის დღემდე რჩება ყველაზე გავრცელებულ თანამედროვე მოკლელულიან იარაღად.  მეტსაც ვიტყვი დღემდე არც ერთი კომპანია არ სთავაზობს ისეთ ფართო არჩევანს ზომებში და კალიბრებში, როგორსაც სთავზობს გლოკი და ვერც ერთი კომპანია ვერ უზრუნველყოფს დეტალების თავსებადობას ისე, როგორც გლოკის პისტოლეტები. რეპუტაციას რაც შეეხება აქაც ყველაფერი კარგადაა. გლოკი დღემდ რჩება საიმედოობის და გამძლეობის სტანდარტად. ბუნებრივია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი ყველაზე ცნობილი სახელის მქონე (სახელის იმიტომ რომ იარაღს პრიბალტიკას თუ არ ჩავთვლით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში  ზედაპირულად იცნობენ) იარაღს მუდმივად ერთმანეტს ადარებენ.

ეხლა გავარკვიოთ რას ვადარებთ? გლოკის 4 ზომის  ვარიანტი არსებობს 11 კალიბრში. მაკაროვი ვერ დაიტრაბახებს ასეთი მრავალფეროვნებით მაგრამ არსებობს “კლასიკური” 8 ვაზნიანი მაკაროვი და მოდერნიზირებული 12 ვაზნიანი ორ რიგინი მჭიდით.  ვის ვირჩევთ შედარებისთვის?  მაკაროვის შემთხვევაში იყოს კლასიკური საბჭოთა 8 ვაზნიანი მაკაროვი კალიბრით 9Х18ПМ. გლოკის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მაგალითად .380 კალიბრის მოდელი. ბევრმა არ იცის, მაგრამ გლოკი უშვებს ამ ვაზნაზე ორ მოდელს. გლოკ 25 და გლოკ 28–ს. პირველი კომპაქტური ზომისაა მეორე კი სუბკომპაქტური.

glock-25

ეს მოდელები ძირითადად ლათინოამერიკული ქვეყნების ბაზარზეა გათვლილი, სადაც მოქმედებენ შეზღუდვები კალიბრებზე.  ბრძენი ამერიკელები საერთოდ კრძალავენ მათ იმპორტს აშშ–ში. ის უბრალოდ ვერ აგროვებს საკმარის ქულებს, რომ მოიპოვოს იმპორტის ნებართვა. რუსებმა, რომ შეეძლოთ მაკაროვების ექსპორტი აშშ–ში აყენებდნენ მათზე რეგულირებად სამიზნე მოწყობილობებს და სხვა რამემბსაც ცვლიდნენ, რაც საკამრის ქულებს აძლევდა მათ ნებართვის მოსაპოვებლად.    მე მაინც მგონია, რომ ადეკვატური იქნებოდა სევადაროტ მაკაროვს გლოკ 19. ანუ ის დაახლოებიტ იგივე ქომა წონისაა და ორივე შექმნილი იყო, როგორც კომპაქტური სამსახურეობრივი იარაღი. ასე, რომ ვიღებთ საბჭოთა 9მმ მაკაროვს და ასევე 9მმ–იან გლოკ 19–ს. თავიდანვე შევთანმხეთ, რომ კონსტრუქციიდა გამომდინარე მაკაროვს აქვს მცირე ფორა ისევე როგრც ზომა წონის შემთხვევაში.

შედარების კრიტერიუმები:

კონსტრქუციის სიმარტივე და დეტალების რაოდენობა

მომსახურების სიადვილე

ერგონომიკა და ზომები

სიზუსტე

რესურსი

ვაზნის შესაძლებლობები

საცეცხლე ძალა

ფასი

საექსპლუატაციო თვისებები

კონსტრქუციის სიმარტივე და დეტალების რაოდენობა

glockexplodeddrawingmakarov

ორივე იარაღი მარტივია და შეილება იფიქრო რომ პრიმიტიულიც კი.  ორივეს მინმალური რაოდენობის დეტალი აქვთ. მიუხედავატ იმისა, რომ მაკაროვი უფრო კონსტრქციულად მარტივ სისტემას წარმაოდგენს, თავისუფალი საკეტი, ფიქსირებული ლულა შედგება იგივე რაოდენობის დეტალისგან რაც კონსტრუქციულად უფრო რთული გლოკი მოძრავი ლულით.  29 დეტალი მაკაროვში  და 32 გლოკში. ამის გარდა გლოკის დეტალები დამზადებისას მინიმალურ დამუშავებას საჭიროებენ, პისტოლეტში ყველაზე შრომატევადი ნაწილი – რესივერი მზადდება პლასტამსისგან მაღალწნევიანი ჩამოსხმით, რაც განაპირობებს ნარჩენების გარეშე წარმოებას. მაკაროვის დეტალები, მზადდება ფრეზირებით და საკამოდ შრომატევად პროცესებს ითვალისწინებენ და ნარჩნებეიც ბევრი რჩება. ეს გამოწვეულია მისი დეტალების რთული ფორმებით. ასევე გლოკის საკეტი, მეორე ყველაზე შრომატევადი დეტალი, ასევე მარტივი ფორემბისაა და ნაკლებ პრიოცედურას ითხოვს დამზადებისას. ის პრაქტიკულად კუბის ფორმისაა და მინიმალურ დამუშავებას ითხოვს. ტექნოლოგიურიბით გლოკი ჯობნის მაკაროვს, რაც გასაკვირი არაა, ავსტრილეები 1920–ნი წლების მერე წინ წაიწიენ ტექნოლოგიურ პროცესებში, მაშინ როდესაც მაკაროვი უკვე მაშინ ვალტერ პპ–საც ჩამორჩებოდა ტექნოლოგიურობით და დამზადების სიმარტივით.  ასეა თუ ისე  ორივე იარაღი მარტივია და დეტალების მცირე რაოდნეობა აქვთ.  თუ პირველი არანარიად არ უნდა ადარდებდეს მფლობელს და მისთვის თეორიულ საკითხს წარმოადგენს, მეორე ფაქტორი უკვე მნიშვნელოვანია. ნაკლები დეტალი ნიშნავს ნაკლებ შესაძლო პრობლემებს ხოლო კონსტრუქციის სიმარტივე ზრდის საიმედოობას და აადვილებს მოსმახურებას .

მომსახურების სიადვილე

გლოკიც და მაკაროვიც იშლება პრინციპში ინსტრუმენტების გარეშე. გლოკს სრული დაშლისთვის ჭირება ერთიდეტალი ე.წ. “ვიკოლოტკა” ან რაიმე ლურსმნის ნაირი ნივთი, იმისთვის რომ ამოიღოთ სამი შტიფტი და დაწიოთ დაბლა დამრტყმელი, რომ დაშალოთ საკეტი. პრინციპში საველე პიორბებში ამ ინსტრუმენტის მოძიენა ან თავად დამადება არაა პრობლემა ისვე როგორც ნებისმიერ სახლში მოიძებნება ლურსმანი. ამიტომაც ჩემი აზრით უნდა ჩაითვალოს რომ გლოკიც და მაკაროვიც სპეციალური ინსტრუმენტების გარეშეც იშლება. მაკაროვი თავის მხრივ საკეტის შემაჩერებლის ზამბარის გასათავისფლებლად და ტარის სახელურს ხრახნის დასაშვებად გამოიყენება მისივე მჭიდის ძირი. ორივე იარაღი იშლება ბოლომდე, როგორც რესივერი ასევე საკეტი. თუმცა, სულ დამავიწყდა! ლურსმანი ან მაკაროვის საშტატო შომპოლი იქნება საჭირო ექსტრაქტორის ამოსაღებად.  ასე რომ ამჯერად ვაღიაროთ რომ ორივე იარაღი ერთნაირად მარტივია დაშლა აწყობისას. მომსახურებას რაც შეეხება ანუ წმენდას, გლოკი გამომდინარე თავისი დიზაინიდან და ჩემი გამოცდილებით უფრო ადვილად და ხანმოკლე დროში იწმინდება. დეტალების სპეციალური დაფარვის წყალობით გლოკი იტანს წყლით რეხცვას ან იტანს  საერთოდ წმენდის არ არსებობას.  მაკაროვი მეტ ყურადღებას საჭირობს, მისი ფოლადი უფრო ადვილად იჯანგება და ასევე დენთის წვის პროდუქტები მავნე გავლენას ახდნენ რკინაზე მაშინ როდესაც მაგალიტად გლოკის პოლიმერის რესივერი საერთოდ არ რეაგირებს დენთის წვის პროდუქტებზე და საწმენდ ქიმიაზე.  რაც შეეხება ლულის მოვლას გლოკის პოლიგონალურ ხრახნიანი ლულა უფრო ადვილად იწმინდება ვიდრე კლასიკური დაკუთხულ ხრახნიანი მაკაროვის ლულა.   ანუ დავასკვნათ, რომ ორივე იარაღი საჭიროებს მინიმალურ მოსმახურეობას, ორივე იარაღი იტანს ცუდ მოსმახურება ან საერთიდ მის არ არსებობას, თუმცა მაკაროვს ეს შეეტყობა უფრო მალე ვიდრე გლოკს (იგულისხმება დეტალების დაზიანების ალბათობა წმენდი და მვლის არ არსბეობის შემთხვევაში) ამასთანავე უფრო ნაკლები დრო გასაწმენდად ჭირდება გლოკს.

ერგონომიკა და ზომები

ერგონომიკა სუბიექტურია და აქ მე ცემ აზრს ვერ გავასაღებ, როგორც აბსოლუტურ სიმართლეს მაგრამ მაინც გარკვეული შედარება შეიძლება. პირველ რიგში, სროლისას მაკაროვის ვიწრო ტარი არ არის კომფორტული. ტკივილი მაჯაში სავსებით შესაძკლებელია, მაშინ როდესაც გლოკის ქარხანაში პისტოლეტების გამოცდებისას მსროლელები არ ატარებენ სპეციალურ ხელთათმანებს რა და დღეში უწევთ უამრავი პისტოლეტის ტესტირება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მაკაროვს არ გააჩნია მჭიდის ამოგდების ღილაკი, როგორც გლოკზე. ორი ხელი საჭიროა რომ ამოიღო მჭიდი მაკაროვიდან. ეს საგრძნობი მინუსია და აქ გლკი წინ გადის იმიტომ, რომ მას აქვს დამატებით უპირატესობა ვაზნების რაოდენობაში.  15 –ი  8–ის წინააღმდეგ.  გლოკის ორ რიგიანი მჭიდი, ერთ რიგიანი გამოსვლით ტავში უფრო ვიწროა რაც აადვილებს მის განიერ სახელურში მოთავსებას. სახელურს ფროამშიგნიდან ზაბრის ფორმისა რაც ამ პროცედურას კიდევ უფო აადვილებს. მაკაროვის მჭიდის სწრაფი მოტავსება სახელურში მეტ დროს მოითხივს ან მეტ მომზადებას.  მაკაროვის თავისუფალი საკეტი განაპირობებს ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის არსებობას რაც მეტ ზალას მოითხოვს საკეტის გადატენვისას. გლოკს პირიქით რბილი ზამბარა აქვს და გადატენვა უფრო ადვილა. ექსტრემალურ პირობებში ამას შეიძლება მნიშვნელობა ქონდეს ტან მაკაროვს საკეტზე კიდე დამცველი აქვს განლაგებულირამაც ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს მსროლელს.  მაკაროვს აქვს არავატომატური დამცველი, რაც საშუალებას იძლევა ატარო იარაღი ვაზნით სავაზნეში და ჩაკეტილი დამცველზე. გლოკს მხოლოდ ავტომატუირ დამცველები აქვს და ის მუდამ მზადაა სროლისთვის.  ვინ რას აირჩევს თქვენი საქმეა. შევთანხმდეთ, რომ  ერგონომიკით გლოკი ბევრად წინ დგას მაკაროვზე.  რაც შეეხება ზომა წონას. მაკაროვი ვაზნების გარეშე იწონის 730 გრამს. ლულის სიგრძე 94მმ. მთლიანი სიგრძე 161მმ. გლოკ 19–ს თავის მხრივ  წონა ვაზნების გარეშე 595 გრამი (!!!) სრული სიგრძე 174 მმ, ლულის სიგრძე 102მმ. ასევე გლოკს უფრო გრძელი დამიზნების ხაზი აქვს ის არის მაქსიმალური გამომდინარე მისი სრული სიგრძიდან.  მაკაროვი თხელია და ოდნავ მოკლე, გლოკი უფრო მსუბუქია, უფრო გრძელი დამიზნების ხაზი აქვს, უფრო გრძელი ლულა და ბოლოს და ბოლოს 15 უფრო ძლიერი  ვაზნა 8–ის წინააღდმეგ.   დასკვნებს არ ვაკეთებ. მაკაროვის უპირატესობა არის მისის უფრო მცირე სისქე. არც ერტ იარაღს აქ ავს მკვეთრად გარეთ გამოშვერილი დეტალები. ყველაფერი ეს უზრუნველყოფს მათი ფარული ტარების სიადვილეს. ქონაში მაკაროვი უფრო მძიმეა, ფიზიკური გაბარიტებით ოდნავ მოკლეა და გაცილებით თხელი.  ვიანიდან ორივე იარაღი საკმაოდ კომპაქტურია არც ერთი და არც მეორე არ შექმნის სირთულეებს ფარული ატრებისას. ვერ ვიტყვი რომ ამ შედარებაში მაკაროვს აქვს სერიოზული უპირატესობა განპირობებული მისი ზომებით. მაგრამ ის მაინც არის.

comparison

ერთ მეორეზე დადებული, მაკაროვი და გლოკ 19. სხვაობა უმნიშვნელოა.

dsc07922

ამ სურათზე ჩანს რომ მაკაროვი უფრო თხელია რაც ნიშნავს, რომ მისი ფარული ტარება უფრო ადვილია, თუმცა ვერ იტყვი რომ მაკაროვი გლოკზე ბევრად უფრო თხელია.

რესურსი

როგორც ცნობილია მაკაროვი გარანტირებული რესურსი შეადგენს 5 000 გაროლას. გლოკის რამდენი შეადგენს ზუსტად არავინმა არ იცის.  ის ბევრად უფრო მეტია 5 000–ზე. ცნობილია რომ ჩაკ ტეილორის (სერიოზული ექპსერტი იარაღებში)  კუთვნილი პირველი თაობის გლოკ 17–ის დათვლილი გასროლების რაოდენობა შეადგენს 380 000 გასროლას. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ 2006 წლის სექტემბრის Combat Handguns-ის გამოცემაში ეს პატიოსანი კაცი იუწყება, რომ განიცადა პირველი დაბრკოლება გლოკ 17–ში სროლისას  ზუსტად 199.992–ე გასროლაზე,  როდესაც მწყობრიდან გამოვიდა ექსტრაქტორი. მე ვიცნობ ხალხს, რომლებსაც აქვთ გასროლილი გლოკებიდან 10–25 ათასი გასროლა დეტალების შეცვლის გარეშე. თეორიულად გლოკის ლულას პოლიგონალური ხრახნების წყალობით მეტი რესურსი ექნება.  აქამდე მე ვერ დავადგინე, რომელი ძირითადი დეტალი გლოკში გამოდის მწყობრიდან პირველი. ანუ იმ ინფრომაციით რაც მე მაქვს შეცვლას საჭიროებენ ხოლმე ზამბარები , ბოლომდე გაცვეთილი გლოკი მე არ მინახია და არც მსმენია ეგეთზე. ამ ეტაპზე მე გამოვაქვეყნე გამოკვლევა გლოკის მოყვარულთა ამერიკულ ფორუმზე სადაც ვთხოვე აეღწერათ რაიმე ძირითადი ნაწილის (რესივერი საკეტი ლულა)  ცვეთის შედეგად გამოცვლის შესახებ.  რეზულტატებს აქ გამოვაქვეყნებენ. ამავე დროს ცნობილია, რომ შეპტალოს ცვეთის შედეგად მაკაროვი გადადის ჯერებით სროლაზე. ასევე საკეტში ჩნდება ბზარი. ასევე საბრძოლო ზამბარა პლასტინის ფორმის თეორიალდ უფრო ნაკლებად საიმედოა ვიდრე ხვეული ზამბარა გლოკში.  მოდით ასე ვთქვათ, ეს სიტყვა რესურსი არის ქართველი იარაღის მფლობელისთვის თეორია და მეტი არაფერი.   თუმცა გლოკს უფრო დიდი რესურსი აქვს.

დამატებით ეს სურათი მინდა განხოთ. გადღებულია გერმანიაში, კომპანია ჰირტენბერგერბა (ვაზნების ავსტრიული მწარმოებელი) გატესტა ეს გლოკ 17. წარწერიდან ვკითხულობთ, რომ ამ იარაღიდან გასროლ იქნა 348.210 ვაზნა.

g17_-_348210_rds

ვაზნის შესაძლებლობები

აქ ყველაფერი მარტივადაა. ვიღებთ ყველაზე ძლიერ კომერციულ 9Х18 ვაზნას და  ერთ ერთ ყველაზე ძლიერ 9მმ პარაბელუმის ვაზნას.

ამერიკული Cor Bon.  ტყვიის ტიპი Sierra JHPმ წონა 95 გრანი.  სიჩქარე 345 მეტრი წამში.  ეს არის საუკეტესო თავდაცვითი ვაზნა ამ კალიბრში.

სტანდარტული რუსული ვაზნის ტიპი. ტყვიის წონა 6 გრამი. სიჩქარე 315 მეტრი წამში. ენერგია 360 ჯოული.

თავის მხრივ 9X19 სთავაზობს ყველაზე “ცხელ” ვარიანტში 115 გრანიან ტყვიას რომელიც ავითარებს 435 მეტრ წამში სიჩქარეს და ენერგიას 707 ჯოული.

სტანდარტული 124 გრანიანი ვაზნა სთავაზობს საშუალოდ 360 მეტრს წამში სიჩქარეს და 518 ჯოულს.

ანუ აქ არაფერის განხილვა არც არის საჭირო. იმას დავამატებ, რომ 9მმ პარაბელუმის ვაზნა უფრო იაფია და უფრო იშოვება ვიდრე 9მმ მაკაროვის ვაზნები.

საცეცხლე ძალა

მე ეხლა აქ შეიძლება ველოსიპედი ხელახლა გამოვიგონო მაგრამ ამ ტერმინის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ მრავალი ფაქტორის ერთობლიობა.  სტანდარტული მჭიდის ტევადობა, გადატენვის სისწრაფე, სამიზნე მოწყობილობების სრულყოფილება, ვაზნის კალიბრის და ტიპი.  მჭიდის ტევადობა უკვე ვთქვით 15–ი 8–ის წინააღმდეგ.  გადატენვა უკვე დავასკვენით, რომ უფრო სწრაფია გლოკში. ვაზნაზეც აღარ ვდაობთ. ამის გარდა დავამატებ რომ გლოკ 19–ში  შესაძლებელია გლოკ 17–ის  17 ვაზნიანი მჭიდების გამოყენება ისევე როგრც 33 ვაზნიანი დაგრძელებული მჭიდების. სამიზნე მოწყობილობები გლოკს აქვს უფრო დახვეწილი ფორმის, შეუძლებელი მათ მიერ ხალის ტრავმირება განსხვავებით მაკაროვის ბასრი მუშკა ცელიკისგან. გლოკში ადვილად შესაძლებელია, სასურველ მოდელზე მუშკა ცელიკის შეცვლა. მაკაროვს საკეტთან ერთად ამოჭრილი მუშკა აქვს, ხოლო გამოსაცვლელ ცელიკს საერთოდ ვერ იპოვით.  საცეცხლე ძალაში აშკარა უპირატესობა უჭირავს გლოკს. რას გასაკვირი არაა.  გლოკს ასევე აქვს უნივერსაკლური სამაგრი რაც სააშუალებას იძლევა პირდაპირ დააყენოთ ტაქტიკური ფაბარი, ან ლაზერი ან ორივე ერთად.  ან წინა სახელური ან მოსახსნელი კონდახი. მაკაროვის აქსესუარები ცოტაა… პრქტიკულად მხოლოდ სხვა და სხვა ფორმის ტარის სახელურები.

საექსპლუატაციო თვისებები

დავიწყოთ მარტივით. რამდენად იტანს გლოკი ყოველდღიურ ექსპლუატაციას. რამდენად მალე აისახება მასზე ექსპლუატაციის ნიშნები. პასუხი მარტივია. დიდი ალბათობით არასდროს. მე ჯერ არ შემხვედრია იარაღი, რომელიც უძლებდეს ყოველდღიურ სტრესებს და ცვეთას. მისიდ დაფარვა არ იცვიტება წლების განმავლობაში. ქიმიური პროცესი რომელსაც გადიან გლოკის ფოლადის დეტალები, ქმნიან მის ზედაპირზე ძალიან თხელ დამცავ ფენას რომლის სიმკვრივე უტოლდება ალმასს. ის არ კაწრება და აძლევს ფოლადის დეტალს უჟანგავი ფოლადის თვისებებს.   “ტენიფერი” ქვია და მის ტექნოლოგიაზე შეგიძლიათ გაიგოთ ინტერნეტის და ვიკიპედიას საშუალებით.  შავი დაფარვა წარმოადგენს “ტენიფერიზაციის” მეორე ტექნოლოგიურ ეტაპს. სპეციალური შავი საღებავის დაფრქვევა ფოლადზე, კიდევ უფრო ზრდის ფოლადის დაცვას და იარაღს სასურველ ფერს აძლევს. ერთ დროს პოპულარული იყო ამ ფენის მოშორება, რის შედეგადაც საკეტი ხდებოდა ვერხლის ფერი და აღნიშნული არანაირად არ ამცირებდა ფოლადის თვისებებს. ტენიფერს ვერ ააცლი.  ასეთივე მაღალ შეფასებებს იმსახურებს პოლიმერის რესივერი. ის უძლებს ტემპერატურას ცელსიუსით 200 გრადუსიდან, – 60 გრადუსამდე.  ის ასევე არ იკაწრება და არ იცვითება.  ანუ ახალ გლოკს, რომ იყიდით, ექსპლუატაციის დროს ის უბრალდო არ “გაიქუცება” და მუდამ ექნება სასიამოვნო ახალი იარაღის გარეგნობა. მაკაროვი კიდე იჟანგება.  დაფარვა მალევე იცვითება. ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებში მაკაროვს რეგულარულად დაჭირდება დაფარვის აღდგენა. იჟანგება სახელურის ქვეშ რკინის ტარი, ოფლი იქ აღწევს და იწყებს რკინაზე ზემოქმედებას. გლოკსაც აქვს პრინციპში ერთი სუსტი წერტილი. პლასტმასის მუშკა. არასაშტატო სიტუაციაში, თუ დაგივარდა ან წაარტყი რამეს ის შეიძლება მოძვრეს. მე ერთი ორჯერ მოვისმინე პლასტმასის მუშკის დაკარგვის შესახებ, და ვერ ვიტყვი რომ ეს ავადმყოფობაა გლოკის ან სუსტი წერტილი, უბრალოდ ხდება რა ეგეთი რამე. ჩემსასზე აყენია რკინის სამიზნე მოწყობილობები და მე ეგ პრობლემა არ მადარდებს.  დარწმუნებით ვიტყვი, რომ  საექსპლუატაციო თვისებებით გლოკი უფრო მაღლა დგას ვიდრე მაკაროვი.  ამას ვიძახი როგორც სხვა და სხვა დროს  4 გლოკის და 5 სხვა და სხვა ქვეყნის გამოშვებული მაკაროვის პატრონი. სხვათაშორის ყველაზე გამძლე დაფარვა აქვს კომერციულ ბულგარულ მაკაროვებს. არც ის არის იდეალური მაგრამ ის ბევრად უკეთესია იმაზე რაც მინახია სხვა მაკაროვებზე.  ორივე იარაღს არ ეშინია დაბინძურების და რთული პირობების. მაკაროვი ცნობილია თავისი საიმედოობით, გლოკი ასევე მაგრამ საქარტველოში ნაკლებად.  გლოკი ერთნაირი წარამტებით ემსახურება ალასკის პოლიციას, ნორვეგიულ არქტიკულ პატრულს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ერაყში სადაც მას აფასებენ იმის გამო რომ უნაკლოს მუშაობს ქვიშით და მტვერით სავსე ადგილებში.  სუსტი დაფარვა და პლასტამსის მუშკა გლოკზე. მეტ სუს წერტილს მე ვერ დავასახელებ.  გლოკი ბევრად უფრო გამძლე იარაღია ძალიან მაღალტექნოლოგიური პროცესბის გამოყენების წყალობით.

სიზუსტე

ეს ძალიან სპეციფიური და სუბიექტური საკითხია. ცხადია უფრი სწრაფი და ბალისტიკურად უკეთესი ფორმის 9მმ პარაბელუმის ვაზნა დაჩაგრავს მაკაროვს. შორ მანძილებზე სროლისას უკეთესი სამიზნე მოწყობილობები, როგორც წესი უკეთესი სასხლეტი და დამზინების უფრო გრძელი ხარსხი გლოკ 19–ს ხდის ფავორიტად. ახლო მანძილებზე ტექნიკური სიზუსტე არ მგონია იყოს განსხვავებული.  ჩემი გამოცდილებიდან და არსებული იფორმაციით  ზოგადად გლოკი უფრო ზუსტია მაკაროვზე მაგრამ ორივე იარაღი გონივრულ დისტანციაზე აჩვენებენ აბსოლუტურად ადეკვატურ სიზუსტეს.  მაგრამ ვიმეორებ უფრო დახვწეილის ამზინე მოწყობილობები, უკეთესი სასხლეტი, გრძელი დამზინების ხაზი, უკეთესი ვაზნა და უფრო გრძელი ლულა ხდის გლოკ19–ს გამარჯვებულს ამ კრიტერიუმითაც.

გარდა ამისა უნდა ისიც დავამატო, რომ აქსესუარების ნაირსახეობები იძლევა საშუალებას მოირგოთ გლოკი, მისცეთ მას მეტი შეასძლებლობები, დაუყენოთს სხვა და სხვა აქსესუარები, გაუზარდოთ მჭიდის ტევადობა, შესაძლებელი გახადოს ჯერებით სროლაც კი. ანუ პრაქტიკულად მის ბაზაზე ააწტოთ კონკრეტული სპეციფიკიდან გამომდინარე სასურველი კომპლექსი.

ამით დავსრულოთ ეს თემა. მგონი ბოლომდე ამოვწურე ეგ საკითხი. თუ გინდათ რამე დავამატო, მომწერეთ მეილზე levano007@hotmail.com – ზე და დიდი სიამოვნებით ამ თემას გავამდიდრებ.   საბოლოო დასკვნისგან თავს შევიკავებ , როდესაც რამეს მეკიტხებიან ანუ ერთი ჯობია თუ მეორე მე თავს ვიკავებ მზა რეცეპტებისგან და კატეგროული პასუხებსიგან, თუ დრო მაქვს ყველა ფაქტორს ჩამოუთვლი და ვაძლევ საშუალებას თავად გადაწყვიტოს. ჩემი მოსაზრებების აბსოლუტურ სიმართლედ გასაღების უფლება და  მე ჯერ არ მაქვს.

dsc07923

ამ სურათზე კარგად ცანს რომ დამიზნების ხაზი გლოკ 19–ს უფრო გრძელი აქვს რაც ზრდის სიზუსტეს.

პს

თემას ხვალ ნა ზეგ დავამტებ უფრო მეტ საკუთარ სურათს და ილუსტრაციას.

პს2

და ფასი? აქაც ყველაფერი მარტივია. საქართველოში მაკაროვის ფასი არის 600 ლარი, გლოკის დღეავნდელი დმგომარეობით 3800 – 4000 ლარი. ამერიკაში მაკაროვი ღირს 150 –350 დოლარი, ახალი გლოკი 560 დოლარი.  მეორადი 350 დოლარიდან.  დასკვნებს არ ვაკეთებთ. ;–)



One Response to “Макаров vs Glock”

  1. giorgi says:

    Zalian mainteresebs arcus98 -is Sesaxeb kompetenturi azri, monacmebi da gamoxmaurebebi rogorc saqarTveloSi ise ucxoetSi

    (axali nayidi maqvs arcus98 DAC, Hi-power-is klonia da aSkarad !!! makarovs bevrad ufro rbili sasxleti aqvs !!!! , da Zalian mainteresebs yvela hi-power-s aseti sasxleti aqvs Tu marto arcus98-s? )

დატოვეთ კომენტარი