mistaaravim

აღნიშნულ სტატიაში თავი მოუყარე ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების ერთ ერთი ყველაზე სპეციფიური და მაღალი დონის სპეც რაზმზე.

მისტაარავიმ ნიშნავს ივრიტზე “იყო არაბი”. ეს არის რამოდენიმე სპეციალური დანიშნულბის ნაწილი იზარელის შეიარაღებული ძალების და ძალოვნების შემადგენლობაში, რომლებიც სპეციალურად არიამ მომზადებულები ისმითვის, რომ არაბებივით გადაცმულებმა შეაღწიონ მოწინააღმდეგის (პალესტინის) ტერიტორიებზე და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე გაანადგურონ ან აიყვანონ ძებნაში მყოფი ტერორისტები.

ასეთი პროფილის ცალკე ნაწილები შეიქმნა პირველად 1988 წაელს თუმცა მანამდე ცალკეული სტრუქტურები თავად ახორციელებდნენ ანალოგიურ ოპერაციებს, მაგრამ თითო ოპერაცია მზადდებოდა ცალკე და განსაკუთრებულ რეჟიმში. ადრეც იზრაელის დაარსებამდე და დაარსების შემდეგ ებრაელები იყენებდნენ შენიღბვას და იხმარებდნენ ბედუინებს იმისთვის რომ განეხორციელებინად ოპერაციები საზღვრის ორივე მხარეს. 1988 წელს წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება გამოყენებულ იქნა ცალკეული სპეციალური დანიშნილების ნაწილის შექმნით. 1987 წელს დაიწყო პირველი ინტიფადა (აჯანყება) და საჭირო გახდა ურო ეფექტური კონტრეტერორისტული კამპანისი დაწყება. მისტაარავიმს ცალეკეულ ელემნეტად გამოყოფა იყო ლოგიკური ნაბიჯი.
სხვათაშორის იზრაელის ყოფილი და თუ არ ვცდები ეხლანდელი პრემიერ მინისტრი ეხუდ ბარაკი იყო ცნობილი იმით რომ სულ მარტო ერთი პისტოლეტით შეიარაღებული და გადაცმული ქერათმიან ქალად დადიოდა პალესტინელების ბანაკებში და ანადგურებდა ძებნილ ტერორისტებს არა და რომ შეხედო რას წარმოიდგენ რომ ამის გამკეთებელი იყო. საინტერესოა ვინმეს ჩვენი პატრიოტულ-მეომარ ხელისუფლებიდან თუ უმსახურია საერთოდ ჯარში? ცნობისთვის ასევე არიელ შარონი იყო პირველი სპეც დანიშნულების რაზმის მეთაური და ასევე შთამბეჭდავი საბრძოლო ბიოგრაფია აქვს.

ეს კიდევ ერთი მისი სურათი. ალბათ უპრობლემოდ იცნობთ (გადაცმული აეროპორტის მუშაკად მეორე მარცხნიდან). 1972 წელი. სპეცრაზმი საიერეტ მატკალი შტურმით იღებს ბელგიური ავიაკომპანია საბენას საჰაერო ხომალდს.
5

მოქმედების სპეციფიკა
გამომდინარე დანიშნულებიდან, ასეთი ნაწილის ოპერატორები გადიან გაძლიერებულ ტოპოგგრაფულ მომზადებას და ასევე სწავლობენ პალესტინურ ქალაქების გადატვირთულ და ქაოტურ ქუჩებში ოროენტაციას. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მიწიდან შენობების იდენტიფიკაციას, რომელიც მათ მხოლოდ საჰაერო სადაზვერვოს საშულაბებით არის დაფიქსირებული.
არაბული ენის და დიალექტების ცოდნა, განსაკუთრებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადეაბა და რა თქმა უნდა საშტატო და არა საშტატო იარაღის ვირტუოზული ფლობა. თვალთვალი და თვალთვალის აღმოჩენა.
განსაკუტრებულად აღსანიშნავია, რომ მისტაარავიმის ნაირი ნაწილები არ მოქმედებნ ტრადიციული სქემით, როემლიც ახასიათებს სხვა ნაწილებს, ანუ მათ არ გააჩნიდა მხარდაჭერა, დაფარვა, დაზვერვა და რეზერვი. ასეთი სქემით ტრადიციულად მოქმედებნ სპეც რაზმები (ოპერაციებისას მოქმედებს 5 რგოლი რომელიც შეიძლება შედგებოდეს სხვა და სხვა რაზმებისგან: 1უშუალოდ ობიექტზე მომუშავე ელემენტი, ამ ელენტის დაცვა, ობიექტზე თვალთვალი, კავშირგაბმულობა და კოორდინაცია, ყველა ელემენტის დამცველი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს მხარდაჭერას ტერიტორიის დატოვებისას ან თუ რამე დამატებითი პრობლემები შეიქმნება. სხვა და სხვა რაზმებს კვალიფიკაციის მიხედვით აქვთ უფლება იყონ ოპერაციაში ერთ ერთი ელემენტი. ყელაზე ელიტარული ნაწილები და ყველაზე მცირერიცხოვანი მოქმედებნ როგორც პირველი ელემენტი. ასეთებია მაგალიტად გენერალური შტაბის დაქვემდენარებაში მყოფი სპეც რაზმი საიერეტ მატკალ, საზღვაო ზალების სპეც რაზმი შაიეტე 13 და კიდევ რამოდენიმე ნაწილი.
როგორც უკვე ვთქვი მისტარავიმის შემთხვევაში ისნი სულ მარტო მოქმედებენ. აქცენტი კეთდება მოულოდნელობაზე ამომწურავ წინასწარს ადაზვერვო ინფორმაციაზე და იდეალურ შენიღბვაზე.

რაზმები
beltpin014
საერეტ რიმონის ემბლემა

საიერეტ რიმონ (ანუ სპეცრაზმი – სადაზვერვო რამზი ყუმბარა). შექმნილია 70-ან წლებში. ერთ ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური ნაწილი, რომელიც იყო პირვეი ცალკეული ნაწილი სექმნილი ოპერაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელიც ფართო მასშტაბით იყენებდა შენიღბვას და კონსპირაციას. მას მოგვიანებით მოყვა სხვა ანალოგიური ნაწილების შექმნა. მოქმედებდა როგორც უკვე ვთქვი მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ მიერ ჩატარებულ ოპერაციებს ახასიათებდა ზალადობის უკიდურესი დონე. პრველი მეთაური ყიო მეირ დაგანი, ეხლანდელი მოსადის (საგარეო დაზვევრვის) შეფი. ამ ნაწილში პირველად იქნა აპრობირებული ის მეთოდები რაც შემდგომსი გახდება დამახასიათებელი სხვა ანალოგიური ნაწილებისთვის. ტერორისტების ლიკვიდაციები ტარდებოდა ზალზედ ეფექტურად, როგორც წესი ოპერატორები არ ჩედრებოდნენ ტერიტორიებზე დიდხანს. მას მერე რაც სამიზნე აღმოჩენილ იქნებოდა, შენიღბული რაზმია დგილზე მიემართებოდა და სამიზნეს ანადგურებდა. ანუ აქ არ იყო მართვადი ჭკვიანი იარაღი, არტილერია, საჰაერო დესანტი და ასე შემდეგ, რამოდენიმე ოპერატორი მიდიოდა ადგილზე და უბრალოდ ცხრილავდა იარაღიდან ტერორისტებს და ტოვებდა თავდასხმის ადგილს. რა თქმა უნდა ასეთი ოპერაციები არ ფასდებოდა ერთგვაროვნულად. მალე ზედმეტი სისასტიკის გამო ნაწილი დაშალეს.

შიმშონ
1987 წლის ინტიფადა განსხვავდებოდა ანალოგიური “აქციებისაგნ” იმით რომ შეიარაღებულმა წინააღმდეგობამ მიიღო მასობრივი ხასიათი და სარგებლობდა ადგილობრივი მოსახლეობის სრული მხარდაჭერიტ რს გმოც კონვენციონალური პოლიციური ოპერაციები უკვე ზედმეტად სახიფათო და არაეფექტური იყო. ტრადიციულ ოპერაციებმა დაკარგა აზრი. ოპერატიული რაზმები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ დღის შუქზე ადვილად ამოიცნობოდენ და ეგრევე ეხვეოდნენ ადგილობრივების ალყაში, რომლებიც შეუძლებელს ხდიდნენ ოპერაციის წარმოებას.

საიერეტ შიმშონი შეიქმნა უკვე არა როგორც სადაზვერვო ნწილი არამედ როგორც მოიერისე ელემენტი. როგორც ცახალის (იზრაელის ტავდაცვის ძალები) შემადგენლობაში ანუ საჯარისო ნაწილი მას უნდა ემოქმედა ჰაზას სექტორში. ნაწილის ოფიცილაური ნომერი იყო 367. სახელი წამოვიდა ბიბლირუი გმირისგამ სამსონი (შიმშონ) დატყვევებული პალესტინელების მიერ ის დაანგრევს კედლებს და დამარხავ მათ ქვეშ პალესტინელბსაც და საკუთარ თავს. 1994 წელს როდესაც ოსლოს მოლაპარაკებების შემდგე ჰაზას ტერიტორია გახდა ოფიცილუარდ პალესტინი საკუთრება, სამხედრო ნაწილებს აეკრზალათ მანდ მოქმედება და შიმშონი გააუქმეს. 2002 წელს მეორე ინტიფადას დროს ის ისევ აღადგინეს.

მეორე ნაწილი გახლდათ საიერეტ დუვდევან (იუდეა და სამარიას რაიონი). უდვდევან ივრიტზე ნიშნავს ბალს. ნაწილის ნომერი 217. ნაწილი მოქმედებს დღემდე და ითვლენა ერთ ერთ ყველაზე ელიტარულ ნაწილად იზრაელს შეიარაღებულ ძალებში.
2002 წელს ნაწილის სტრუქტურამ ცვლიბები განიცადა. ცამოყალიბდა ახალი სტრუქტურა, ორი გასაუდმლოებული ნაწილი და ასევე გამოეყოთ ცალკე შენობა შტაბისთვის და გაეზარდათ წვრთნის და მომზადების საშუალებები.

საიერეტ დუვდევანის ემბლემა
051

ამალოგიური ნაწილები შეიქმნა ასევე სასაზვრო დაცვის სამსაურში. ცნობილი, როგორც იამას ( YAMAS Yehidat Mistaaravim). ნაწილი გაყოფილია სამად, იგივე პრინციპით რაც სამხედრო ნაწილები მაგრამ იერუსალიმს “ემსახურება” კიდევ ერთი ცალკეული ქვედანაყოფი. იყენებს ანლოგიურ ტატქტიკას მაგრამ განსხვავდება იმით, რომ ნაწილშ მსახურობენ მხოლოდ სასაზღვრო დაცვი სასმახურის კადრები და მათ შორის დრუზები და ბედუინები, რომლებიც მმეგობრულად არიან განწყობილები იზრაელის სახელმწიფოს მიმართ.

მომზადება
კანდიადატების მომზადება გრძელდება 14-20 თვე და ის რადიკალურად განსხვავდება სხვა ნაწილების მომზადებისგა. კანდიდატები სწავლობენ ტიპიურ პალესტინურ დასახლებებშო ორიენტაციას, სწავლობენ ადგილობრივების ჩვევებს და ტრადიციებს. განსაკუტრებული ყურადღება ენიჭება სროალს, მათ შორის არასტანდარტული მდგოამრეობებიან, მანქანის ფანჯრებიდან და ასე შემდეგ. ასევე ცნობილია რომ ოპერატორები აბარებენ ნორმატივებს სროლაში მაშინ როდესაც რამოდენიმე ტანამებრძოლო კრავენ მას ხელს ფეხს ან სულა ურტყავენ.

შეიარაღება და აღჭურვილობა
განსხვავდება და გამომდინარეობს ოპერაციის მოტხოვნებიდან. ამ ნაწილის ოპერატორებმა პირველად დაიწყეს “გადაჭრილი” M-16-ის და CAR-15-ის გამოყენება. დაფინანსების არ არსებობის გამო ისინი იძულებულები იყვნენ მარტივად გადაეჭრათ საშტატტო კარაბინები იმისთვის რომ მიეღოდ მაქსიმალურად კომპაქტური და ძლიერი იარაღი. ანალოგიურ მანიპულაციაბს სხვაათაშორის ატრებენ ასევე კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებიც ერაყში და ავღანეთში საკუთარი შენიღბული ჯგუფებისთვის კაპიკებში ყიდულობენ კალაშნიკოვის ავტომატებს და შემდეგ მაქსიმალურად ამოკლებენ მათ იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს მოულოდნელად და სწრაფად ალო მანძილზე დიდი საცეცხლე ძალის განვითარება.
საშტატო პისტოლეტი მისტააარავიმის სამხედრო ნაწილებში უკვე დიდიხანია არის ზიგ ზაუერი P226, ასევე ფართოდ იყენებენ .22 კალიბრის მაყუჩიან პისტოლეტებს, ოპერაციების დროს ძაღლების გასანადგურებლად.
შეიარაღებაშია ასევე სხვა და სხვა სნაიპერული სისტემები.
ასევე განსაკუტრებული აქვს ავტოპარკი. დაჟანგებული და გარედან დამტვრეული მანანქნები პალესტინური ნომრებით, მაგამ ამავე დროს ფორსირებული ძრავებით, დაჯავშნული ძარის ელემენტებით და ტყვიაგაუმტარი შუშებით.
სურათი
გადაჭრილი CAR-15

ოპერაციები
მისტაარავიმ ჩაატარა ათასობით ოპერაცია, დააკაავ და გაანადგურა მრავალი ასეული ტერორისტი, რა თმქა უნდა ზუსტი მათი რაოდენობა უცნობია მაგრამ არსებიობს საკმარისზე მეტი გახმაურებული ოპერაცია, რომელიც ჩაატარეს მისტაარავიმის ნაწილებმა. აღსანიშნავია, რომ ხშირად ოპერატიული ჯგუფები მიმართავნე იმპროვიზაციას და ოპერაციები ხორციელდება ყოველგვარი წინასწარი მომზადების და დაგეგმარების გარეშე. დანაკარგების ზუსტი რაოდენობა უცნობია მაგრამ ცნობილია რომ ყველაზე აქტიურმა ნაწილმა 1998 წლიდან 2002 წლამდე დაკარგა 13 ოპერატორი და არც ერთი მათგანი არ დაიღუპა მტრის მოქმედებების შედეგად!
ზუსტად არწერა მათი ტაქტიკის სეუძლებელია, იმიტომრომ შაბლონური მეთოდები არ არსებობს. ძალიან ბევრი არის დამოკიდებული ოპერატორების ინდივიდუალურ მომზადებაზე და მეთაურების კვალიფიკაციაზე. იმპროვიზაცია არის ის რაც ყველაზე უფო ახასიათებს ამ ნაწილებს.

მაგალითისვის ცამოვთვლი რამოდენიმე ცნობილ ოპერაციას. 2003 წელს ჯენინში იამასის ოპერატორების რამოდენიმე ჯგუფმა გაანდგურა (ჩაცხრილეს მანქანაში) “ისლამური ჯიხადის” მეთაური აშრაფა საადი და ორი მისი მცველი.

2001 წელს დუვდევანის ოპერატორებმა დააკავეს ყველა 14 ეჭვმიტანილი რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ ორ რეზერვისტს, როემლიც სემტხვევით აღმოჩდნენ პალესტინელების ტერიტორიებზე. ამავე წელს მატ დააკავეს იასი არაფატის დაცვის უფროსი.

1994 წელს დუდვდევანმა პრაქტიკულად საკუთარი ძალებით გაანადგურა ერთი ტერორისტული დაჯგუფება. “პანტერების” ოთხი მეთაური შეიკრიბა ნაბლისში ერთ ერთ კონსპირაციულ ბინაში. შეხვედრის დაწყების თანავე დუდვდევანის რაზმი შეიჭრა ბინაში და ოთხივე მეთაური ჩაცხრილა. ერთ რეიდში განადგურდა ტერ. ორგანიზაციის მთელი ხელმძღვანელობა.

ბალაკის ლტოლვილთა ბანაკის შუაგულში დუვდევანის ოპერატორება გაანადგურეს ალ აქსის ბრიგადების ხელმძღვანელი აჰმად სანაკი. 4 მისი თანამზრახველი დაკავებული და გადაყვანილ იქნენ იზრაელის ტერიტორიაზე.
ეს რამოდენიმე მაგალითი უკვე იძლევა საშუალებას წარმოიდგინოთ თუ რა პირობებში მოქმედებნ ასეთი ნაწილები, და მიუხედავად ამისა საოცრად დაბალი დანაკარგები აქვთ.

nfibh5
შენიღბული დუვდევანის ოპერატორები

nfibnb
და სრულ საბრძოლო ეკიპირებაში

დუვვდევანის ისტორიაში შავი თარიღი არის 2000 წლის აგვისტოს როდესაც ერთ ერთი ოპერაციის დროს დაიღუპა სამი ოპერატორი, აღმოჩნდა რომ სანიპერება ვერ მოახერხეს ოპერატორების იდენტიფიცირება და გაუხსნეს მათ ცეცხლი. თუმცა ცეცხლის გახსნა იზარელის სხვა ნაწილებისგან აქამდეც მომხდარა. 1992 წელს ჯარისკაცებმა ვერ ამოიცნეს დუვდევანის ერთ ერთი ოპერატორი და ადილზე მოკლეს ის. შენიღბვის გამო მათი იდენტიფიცირება ძალზედ გართულებული იყო. ამ შემთხვევვის შემდეგ ნაწილის ტაქტიკა და სტრუქტურა გადახედილ იქნა, იმსითვის რომა ასეთი შემთხვევები მომავალში გამორიცხული ყოფილიყო.

სრულყოფილი სტატია დუვდევანზე უნიკალური სურათებით იხილეთ აქ
http://www.waronline.org/IDF/Articles/duvdevan.htm



დატოვეთ კომენტარი