იარაღის მისროლა. როგორ გავასწოროთ იარაღი “რკინის” სამიზნე მოწყობილობებით

vepr-1

მე და ჩემი ვეპრი.

პირველად ამის შესახებ დავწერე ფორუმზე  http://monadire.ge/forum/index.php?showforum=48 და ეხლა დავწერ ჩემ ბლოგზეც.

ესეიგი საქმე ეხება ღია სამიზნეების გასწორებას, ანუ ტრადიციულ მუშკა ცელიკს.  პირველ რიგში გაუხარდებათ  მოსინების პატრონებს, მათ მუშკა ოგორც ზევით ქვევით ასევე მარკვნივ მარცხნივ მოძრაობს.   

გთავაზობთ უნივერსალურ ფორმულას, რომლის მიხედვითაც ადვილად გაასწორებთ პრაქტიკულად ნებისმიერ იარაღს.

ფორმულა შემდეგია:

დამიზნების ხაზის სიგრძე გამრავლებული ცდომილებაზე და გაყოფილი სროლის მანძილზე. ყველა ციფრი გადაგვყავს მილიმეტრებში.

პრაქტიკული მაგალითი.:

მაგალითად როგორ “გავასწორე” მე ჩემი სკს–ი.  ”. სროლისას მიქონდა მარჯვნივ. 10 გასროლიანი ჯგუფი ვისროლე. დავადგინე მოხვედრის საშუალო წერტილი. ის იყო მარჯვნივ 25 სმ–ით.

დამიზნების ხაზის სიგრძე ამუ მანძილი მუშკიდან ცელიკამდე სკს–ში არის 48 სმ. გავზომეთ სანტიმეტრით ადგილზე. სროლის მანძილი 100 მეტრი.

ფორმულა გამოიყურბა შემდეგ ნაირად

480 Х 250
_________= 1.2
100 000

1.2 მმ-ი არის ის მანძილი რამდენიაც უნდა გადაიწიოს მუშკა. ეს ფორმულა მოქმედებს როგორც ვერტიკალური ასევე ჰოიზონტალური შესწორების შეტანისას.

მუშკის გაწევა ხდება საშუალო მოხვედროს წერტილის სასურველი გადაადგილების საპირისპიროდ. ანუ უნდა გავწიო მარჯვნივ რომ მოხვდეს მარცხნივ.

ანუ ჩემ შემთხვევაში 1.2 მილიმეტრით მუშკამ გადაიწია მარჯვნივ.

შემდეგმა სროლებმა დაადასტურეს შეტანილი შესწორებების სიზუსტე.

გისურვებთ წარმატებულ სროლას.

პატივისცემით,



One Response to “იარაღის მისროლა. როგორ გავასწოროთ იარაღი “რკინის” სამიზნე მოწყობილობებით”

  1. tu shemexmianebi facebook-ze didad damavalebt dzalian saintereso formulaa mec maqvs sks-i da minda gavasworo.

დატოვეთ კომენტარი