ბრაზილიური BOPE

ბრაზილიური BOPE (Batalhão de Operações Policiais Especiais, ანუ სპეციალური პოლიციური ოპერაციების ბატალიონი) არის ერთ ერთი ყველაზე სახელგანთქმული ასეთი ტიპის ქვედანაყოფი ლათინურ ამერიკაში.

 

ასეთი ტიპის ნაწილი არის უნიკალური იმიტომ რომ ის პირველ რიში გამოირჩევა ოპერაციების დიდი რაოდენობიტ დ მარალი ინტენსივობიტ და სევე ზალს გამოყენების სიხშირით და საცეცხლე ძალით. ის ერთ რიგში დგას იზრაელის იმ სპეცრაზმებტან, რომლებიც მოქმედებენ ოკუპირებულ ტერიტორიბზე ანუ ატარებენ უფრო საბრძოლო ვიდრე პოლიციურ ოპერაციებს.

BOPE-ს ისტორია იწყება 1979 წელს, როდესა მოხდა ერთ ერთი პოლიციური სპეცრამზის Núcleo da Companhia de Operações Especiais რეორგანიზაცია. ახალ სპეც რაზმს დაერქვა Companhia de Operações Especiais და ის ექვემდებარებოდა სამხედრო პოლიციის შტაბს. 1991 წლამდე ნაწილმა რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელი და მოქმედებდა რიო დე ჟანეიროში ხოლო 1991 წელს მისი იურსდიქცია განისაზღვრა მთლიანად რიოს შტატის ფარგლებით, და ახალ ქვედანაყოფს დაერქვა BOPE. ამ სახელით და ფორმით ის დღემდე არსებობს.

აბრა BOPE-ს შტაბ ბინაში და ყაზარმებში შესასვლელთან. წარწერა ნიშნავ “მოგესალმებით სტუმარო მაგრამ ნუ გააკეთეთ მკვეთრ მოძრაობებს”.
8cff8c60dfcf

რა განსხზაღვრავს ამ ნაწილის უნიკალურობას? პირველ რიგში გარემო რომელშიც ეს ნაწილი ახორციელებს ოპერაცეიბს ეს არის რიო დე ჟანეიროს ყველაზე ღარიბი და კრიმინალიზირებული უბნები ანუ ე.წ. ფაველები, რომლებიც სოკოებივით იზრდება რიოს მდიდარი ცენტრის გარშემო და სადაც ცხოვრობენ უკიდურესად გაჭირვებული ხალხი და გამომდინარე აქედან მანდ არ არსებოსბ არანაირი სახელმწიფო მართვი ინსტიტუტები, ანუ პოლიცია, თვითმართველობა, მუნიციპალიტეტები ან ესეთი რამეები. პრაქტიკულად ხდება ხოლმე ფაველების იზოლირება და ბლოკირება ქალაქის სხვა უფრო განვითარებული ნაწილებისგან.

ტიპიური ფაველა
171232-Rocinha-Favela-0

სურათიდან უკვე კარგად ჩანს რა სირთულეებს წარმოადგენს ფაველა მანდ ოპერაციის განხორციელების მზინით. რა გასაკვირია რომ პოლიციის ოპერაციები მანდ იმეორებენ ამერიკელების ან ებრაელების ოპერაციებს ძალიან არასტუმართმოყვარე ერაყულ ან პალესტინურ დასახლებულ პუნქტებში. ანუ ადგილი სადაც თავდასხმა ხდება მოულოდნელად და ნებისმიერი მიმართულებიდან. შესაბამისი ტაქტიკაც გამოიყენება, გაძლიერებული კონვოი შესაბამისი ავტოტრანპორტით შედის ოპერაციის ზონაში, დამხმარე ნაწილები კეტავენ უკან გასაქცევ გზებს ახორციელებენ ოპწერაიის ზონის იზოლაციას. ხოლო შემდგომ ოპერაციის ზონაში შედიან მოიერიშე რაზმები. დავალებები არის ძირითადად ეჭვმიტანილების დაკავება, სპეციალური რეიდების ჩატარება, მუნიციპალური პოლიციის მხარდაჭერა და ასევე ციხის ბუნტების ჩახშობა. ომის პერიოდში ნაწილმა შეიძლება შეასრულოს ოპერაციები განსაუთრებულად რთული რელიეფის პირობებში, ქალაქებში, მთებში და ასე შემდეგ.

აღნიშნული გარკვეულ წილად უნიკალური მოთხოვნები განაპირიობებენ BOPE-ს შეიარაღების და აღჭურვილობის არჩევანს. პრაქტიკულად საცეხცლე ძალით BOPE-ს ტიპური რაზმი დგას ერთ რიგში მექანიზირებულ ქვეით შენაერთან, მძიმე დაჯავშნული მანქანები, მსხვილ კალიბრიანი ავტომატური იარაღი. ამით ის განსხვავდება გაცილებით უფრო მსუბუქი შეიარაღებით აღჭურვილი ჩვეულებრივი პოლიციის ნაწილებისგან. ასევე BOPE-ში იყენებენ სხვა ანალოგიური ნაწილებისთვის ტიპირ აღჭურვილობას. ეს არის მოიერიშე კიბეები, ტაქტიკური ფარები, უროები რომლიტაც ხდება შეღწევა შენობაში. ასევე BOPE-ს შემადგენლობაშუი არიან ოპერატორები სპეცილაურად მომზადებული ძაღლებით
45751d7bb6f1
ოპერაციის შემდეგ გადაღებული სურათი. BOPE აქტიურად მონაწიელეონს ერთობლის ოპერაციაში აქ ამ სურატზე როგროც ამ ნაწილის ასვე პოლიციური სპეც რაზმის ოპერატორები არიან.

BOPE-ს სავიზიტო ბარათი არის ძალიან აგრესიული გარეგნობის მქონე მძიმე დაჯავშნული ავტოტრანსპორტი ე.წ. “Caveirões” (კავეირო – თავის ქალა) ან “Pacificador” (მშვიდობისმყოფელი). ფორდის მარკის მოდიფიცირებული მიკროავტობუსები, რომლებიც უფრო გვანან დეკორაციებს ფილმიდან მოსამართლე დრედი ვიდრე რეალურ საბრძოლო მანქანას. სტანდარტული ფორდის მარკის მიკროავტობუს აძლიერებენ ფოლადის ფირფიტებით და ბამპერებით, ტავზე ყენდება დაჯავშნული ტურელი მსხვილკალიბრიანი ტყვიამრქვევით და გვერდებზე პატარა “ბოინიცები” საიდანაც BOPE-ს ოპერატორები ახორციელებენ თვალთვალს ან ისვრიან საჭიროების შემთხვევაში.
e133ff3d8d9a

შეიარაღება
შეიერაღება არის ზალზედ მრავალფეროვანი და როგორც ცანს ამ მხრივ ოპერატორები არ არიან დიდად შეზღუდულები, ყველა ტიპის არ-15 სისტემის იარაღი, Para-FAL, AK 47 HK G3 HK PSG, Madsen, M1, Benelli M3 პისტოლეტები Taurus PT 92 Taurus PT 100, ეხლახან მიიღეს გლოკები მოდელები 17 და 19
პისტოლეტ ტყვიამფრქვევები HK MP5 და MP5K, FN P90, HK21 A1. ყველა ტიპის ხელყუმბარები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამრქვევები და სხვა და სხვა ტიპის ასაფეტქებელი საშუალებები.
ამ სურათზე კარგად ცანს არსენალის მრავალფეროვნება
98ae3e44e7ea

მადსენის ტიპის “მსუბუქი” ტყვიამფრქვევი, რომელსაც BOPE დღემდე იყენებს
8e9be75d1bf4

5fd03aa7f2ca
მომზადება
ცოტა რამ არის ცნობილი ნაწილის მოზადების და ასევე კანდიდატების გადარჩევის შესახებ. ალბათ მომზადბაც და გადარჩევაც სპონტანურია, ბოლოს და ბოლოს ბრაზილია და ამ მხრივ საკმაოდ მოუწესრიგებელი ქვეყანაა, რაიმე სისტამიტიზაციაზე ლაპარაკი ზედმეტია და როგორც ჩემთვის ცნობილია რაიმე განსაკუთრებულ ნოუ ხაუს ისინი არ ფლობენ, როგორც ერთ კონკრეტულ რეგიონზე მიბმული ნაწილი, ის ძალიან სპეციალიზირებულია და მხოლოდ ასეთევიე სპეციალიზირებული უნიკალური გამცილების დაგროვება ხდება. ასევე არ იქნება არავისთვის პოლიტიკუად მომგებიანი ქონდეს ურთიერთობა ნაწილათან, რომელსაც მტელი ტავი დაეთმო ნიუ იორკის უნივერსიტეტის მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა უკანონო მკვლელობებს. BOPE-ს მანდ განსაკურებული ყურადღება დაუთმეს როგორც ზედმეტად არატრანსპარენტულ გასაიდუმლოებულ ქვედანაყოფს, რომელიც სარგებლობდა სტატუსით იმისთვის, რომ განეხორციელებინა ეჭვმიტანილების ლიკვიდაციები.
გამომდინარე სპეციფიკიდან BOPE-ს ოპერატორებია სევე იყვნენ და არიან ჩართულები ნახევრად ლეგლურ ფარულ ოპერაციებში. ასევე ფართოდ დამოიყენებენ დაკითხვის მეთოდებს, რომლებიც ითავლსწინებენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, წამებას და ასე შემდეგ. მიუხედავათ ამისა საკმაოდ პოზიტიური დევიზი აქვთ Respeito Integridade Responsabilidade Profissionalismo – პატივისცემა ერთობა პასუხისმგებლობა პროფესიონალიზმი.

ცნობილია რომ ოპერატორები გადიან შემდეგ კურსებს:

Curso de Operações Especiais (COE)
საბაზო მომზადების კურსი

Curso de Policiamento de Choque
პოლიციური ოპერაციები, ანუ სამხედრო პოლიცლები სწავლობენ პოლიციური ოპერაციების სპეციფიკას.

Curso de Cinotecnia
ძაღლებთან მუშაობის და მათი მომზადების კურსი

Curso de Negociação
მოლაპარაკებების კურსი, ანუ მოლაპრაკებების წარმოება სხვა და სხვა კრიზისული სიტუაციების დროს.

Curso de Segurança de Dignatários
პირდაი მცველების კურსი.

Curso de Patrulhamento Tático Móvel (PATAMO)
ამ კურსზე ოპერატორები სწავლობენ ტაქტიკური გადაადგილების სირთულეებს.

Curso de Operações Química
გაზის და სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების კურსი.

Curso de Tiro de Combate
ცეცლხლასროლი იარაღიდან სროლის კურსი

Curso de Salvamento Aquático
ეს კურსი ითვალისინებს წყალე სამაშველო ოპერაციების გამხრორციელებას.

ორგანიზაცია
ქვედანაყოფი შედგება შტაბისგან, სეკრეტარიატისგან რომელშიც შედის სამსხურები, რომლებიც უზრუნველყოფენ BOPE-ს ფუნქციონირებას და იმეორებენ ე.წ. ამერუკულ მოდელებს (ჯეი 2 ჯეი 3 და ასე შემდეგ)

ასევე BOPE-ში შედის რა თქმა უნდა ტაქტიკური ნაწილებიც, სულ 5, რომლებსაც აქვთ გადანაწილებული მისიები დაგადიან სესაბამის მომზადებას და აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა.

ოპერაციები
BOPE-ს რუტინულ ოპერაციებს წარმოადგენს კვრაში ორჯერ სამჯერ ფაველაში გასვლები, მიზანი არის ნარკოტიკებით მოვაჭრეების და სხვა კრიმიანლების პროვოცირება იმისთვის, რომ შემდგომ ანადგურონ ისინი პირდაპირ შეტაკებაში.
745a0e3b744c
სურათზეა დროებითი სათვალთვალო პუნქტი. მობინადრეები გაყრილებია არიან სახლიდან. როგორც წესი მოხდება ერთი ღამის გათენება და საპასუხო ცეცხლი თუ ბანდები თავსდაესხმებიან მათ.
ხანდახან “ოკუპირება” გრძელდება უფრო დიდხანს მარამ პერამნენტული პოლიციური კონტროლი ვერ ხერხდება.
ასეთი ოპერაციების შედეგად ხახლის სიკვდილი არის ჩვეულებრივი რამე. მათ შორის უდანაშაულო ხალხის. წლის განმავლობაში ასეთ სეტაკებებში ატასზე მეტი ადამიანი იღუპება, რაც დამეთნხმებით ცილდება ჩვეულებრივ კრიმინალურ აქტივობას და უფრო წააგავს მცირე ლოკალურ ომს.
db92d5e4c9c9

ეს კი ვის წინააღმდეგ იბრძვის BOPE ახალგაზრდული კარგად შეიარაებული ბანდები.
9b9993d93f5e




დატოვეთ კომენტარი