რუსეთის მიერ ისრაელისგან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის შესახებ

Wednesday, April 15th, 2009

საკმაოდ საინტერესო პრეცენდენტია და არ შემიძლია ამაზე ერთი ორი სიტყვა არ დავწერო.  პატარა ანალიტიკური დასკვნა ჩემგან.  იმედია საინტერსო იქნება ბევრისთვის.

 

 რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის აპირებს გააფორმოს ისრაელთან ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალები მიიღებენ იზრაელის წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს.  კონტრაქტის ღირებულება შეადგენს 50მლნ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი გარკვეულ წილად პრეცენდენტს წარმოადგენს. აქამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებდა საკუთარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. ანუ ასეთი მასშტაბური შეძენა უცხოური წარმოების შეიარაღების და ტექნიკის არ ყოფილა. გარკვეულ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ერთი წლის წინ სპეცსამსახურებისთვის შეძენილი მცირეკალიბრინი ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ცალსახად გახდა პირველი ნიშანი, რომ რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ვერ ახერხებს ახალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ძირითადად მოძველებული ტექნოლოგიების და აღჭურვილობის და ასევე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, რაც შექმნილია თითქმის ყველა მსხვილ რუსულ კომპანიაში, რომელიც უშვებს სამხედრო დანიშნულების პროდუქციას. თავისთავად 50 მლნ აშშ–ს დოლარი არც თუ ისე დიდი თანხაა და რეალურად საკმარისია მხოლოდ 3–4 აპარატის და მათთვის მართვის  კომპლექსის შესაძენად. შესაბამისად ამ კონტრაქტს მოყვება გაგრძელება და   განვითარების შემდეგი შესაძლებელი ვარიანტები განიხილება:

  1. ეს კონტრაქტი არის მხოლოდ პირველი ნაწილი და მას მოყვება შემდგომი უფრო ძვირად ღირებული კონტრაქტები. ამ ეტაპზე და ეს ნაწილობრივ დასტურდება, ლაპარაკია მხოლოდ მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფაზე და სპეციალისტების მომზადებაზე, რომლებიც მიიღებენ ამ პროექტში მონაწილეობას რუსეთის მხრიდან. პირველ კონტრაქტს მოყვება დამატებითი უფრო ძვირადღირებული, როდესაც მოხდება კონკრეტული ტექნიკის ერთეულების შეძენა. ამავე დროს ნაკლებად სავარაუდოა რომ რუსეთის არმია მთლიანად გახდეს დამოკიდებული უცხოელ მწარმოებელზე.
  2. 50მლნ დოლარით მოხდება რამოდენიმე ერთეული უპილოტო საფრენი აპარატის შეძენა და მათი შესწავლა რუსი სპეციალისტების მხრიდან, იმისთვის რომ შეიქმნას მისი ანალოგები. აღნიშნული ნაკლებად სავარაუდოა მაგრამ შესაძლებელია ვინაიდან იზრაელის მხარე განმარტავს, რომ კონტრაქტი დეტალურად ასახავს რა მიზნებისთვის და რა პირობებში რუსეთი მოახდენს შეძენილი ტექნიკის ექსპლუატაციას. ჯერ ჯერობით გაურკვეველია რა პირობებზეა ლაპარაკი, უშუალოდ ისრაელის წარმოებული აპარატების არ გამოყენებაზე საბრძოლო პირობებში (რაც გულისხმობს რომ რუსეთი თავად დაიწყებს მათ წარმოებას) ან პირიქით ისრაელმა მიიღო დაპირება, რომ რუსეთი არ შეეცდება მათ კოპირებას და შემდგომ გაყიდვას. არის კიდევ ერთი მომენტი, ისრაელის წარმოებული იარაღის გამოყენებამ შეიძლება პოლიტიკური პრობლემები შექმნას. კონკრეტულად კი არსებობს მაგალითი, როდესაც ისრაელის წარმოებული იარაღის გამოყენება პოლიტიკური პრობლემა შექმნა. ლაპარაკია 2003 წელს აშშ–ს მიერ ერაყში დაწყებული საბრძოლო მოქმედბები, როდესაც იზრაელის წარმოებული რაკეტების ნამსხვრევებმა წარწერით: made in Israel  გამოიწვიეს ნეგატიური გამოხმაურება არაბულ სამყაროში. გამომდინარე იქიდან რომ, ისრაელისგან შეძენილი აპარატების გამოყენების არეალი გარანტირებულად იქნება ჩრდილო კავკასია, ამან შეიძლება გარკვეული პრობლემა წარმოშვას. ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა რუსული წარმოების ტექნიკის გამოყენება.
  3. რუსეთი და ისრაელი ერთობლივად განაგრძობენ მუშაობას და შექმნიან აპარატებს ერთობლივი პროქტის ფარგლებში. საპასუხოდ იზრაელის კომპანია მიიღებს წილს რუსეთის არმიის მიერ უპილოტო საფრენი აპაარტების უზრუნველყოფაში.

აბსოლუტურად ლოგიკურია რუსეთის მიერ პარტნიორად ისრაელის არჩევა. რა თქმა უნდა ისრაელს ფართო გამოცდილება აქვს ასეთი ტექნიკის გამოყენებაში და წარმოებაში, თუმცა ისინი არ იყვნენ პიონერები (პირველად მეტ ნაკლებად დაფიქრებულად უპილოტო აპარატების გამოყენება აშშ–მ ვიეტნამის ომის დროს დაიწყო). საქმე იმაშია, რომ ასეთი აპარატების წარმოებისას განსხვავებით ევროპული და ამერიკული კომპანიებისგან, ისრაელის კომპანიები იყენებენ საკმაოდ მარტივ ტექნოლოგიას და მასალებს, რაც რუსეთისთვის ხელსაყრელია ამ ტექნიკის წარმოების სწრაფი ათვისებისთვის.

 

 nd0503082820birdeye400

Bird-Eye 400 გამოფენაზე დემონსტრირებისას

 

ასევე უნდა ითქვას, რომ გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება, იმ აპარატების კლასის მხრივ, რომელთა შეძენას აპირებს რუსეთი. ლაპარაკია მსუბუქი და საშუალო კლასის უპილოტო საფრენი აპარატების შეძენაზე. კონკრეტულად სახელდება შემდეგი მოდელები Bird-Eye 400, I-View MK150 და Searcher Mk II (ყველას აწარმოებს Israel Aircraft Industries). ეს გარკვეულ გაკვირვებას იწვევს ვინაიდან აღნიშნული კლასის აპარატები რუსეთში ასეა თუ ისე იწარმოება და არსებობს მათი გამოყენების მწირი მაგრამ მაინც გარკვეული გამოცდილება. აღნიშნული კლასის საფრენი საშუალების წარმოება წარმოადგენს არატრივილაურ ამოცანას. მაგალითად Bird-Eye 400 არის პრაქტიკულად რადიომართვადი თვითმფრინავის მოდელი აღჭურვილი თვალთავლის მარტივი სისტემით. მისი „ეკიპაჟი“ შედგება ორი ადამიანისგან. ასეთი აპარატის აყწობა შეუძლია ნებისმიერ მოყვარულ ავიამოდელისტს. სხვათაშორის პიველი სათვალთვალო უპილოტო აპარატი ზუსატდ ასე კუსტარულად შეიქმნა ისრაელში 1973 წელს. დანარჩენი ორი აპარატი ასევე არ წარმოადგენს რაიმე რთულ ტექნოლოგიურ სისტემას თუმცა საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ. ამ შემთხვევაში ლოგიკური იქნებოდა უფრო მაღალი კლასის აპარატების შეძენა მათ შორის ისეთების, რომლებსაც აქვთ საშუალება გამოიყენონ მართვადი იარაღი აქვთ სატელიტის საშუალბთ მართვის სისტემა და შეუძლიათ მრავალსაათიანი თვალთვალის განხორციელება დახვეწილი დაკვირვების სისტემების საშუალებით.  ამ შემთხევაში სავარაუდოდ ასეთი აპარატების შეძენაზე უარი ითქვა იმის გამო, რომ ასეთი კომპლექსების ძირითად ელემენტს წარმოადგენს სატელიტური სანავიგაციო სისტემა ანუ ამ შემთხვევაში GPS –ი რუსეთი დიდიხანია ცდილობს მწყობრში შეიყვანოს და დაიწყოს საკუთარი ალტერნატიული სანავიგაციო სისტემის GLONASS–ის გამოყენებას, მაგრამ ცნობილია, რომ სისტემას ჯერ ჯერობით არ გააჩნია საკამრისი თანამგზავრების რაოდენობა და არასრულყოფილია, როგორც ათვლების სისტემა ასევე არასრულია დაფარვის ზონა.  ასევე სავარაუდოდ ამ ეტაპზე ტექნიკურად შეუძლებელია რუსეთისთვის უცხოური წარმოების აპარატში GPS-ის მარტივი შეცვლა GLONASS-ით.

 

 ai080810wm1

ასე გამოიყურება უპილოტო საფრენი აპარატის “პილოტის” სამუშაო ადგილი

 

მსუბუქი და ახლოს მოქმედი კომპლექსები არის რუსეთის არმიის შეიარაღებაში. პირველ რიგში ეს არის კომპლექსი Пчела-1, 80-ნი წლების ბოლოში იაკოვლვის საკონსტრუქტორო ბიურის მიერ გამოშვებული, რომელიც გამოიყენებოდა მეორე ჩეჩნურ კამპანიებში. აღნიშნული კომპლექსის „ჭკუაზე მოყვანა“ მრავალი წელი გრძელდებოდა და გამოყენებაც ეპიზოდური იყო. ასევე არსებობს შედარებით შორ მანძილზე მოქმედი 1970–იან წლებში  ტუპოლევის საკონსტრუქყორო ბიუროს მიერ შექმნილი Ту-243 Рейс და Рейс Д. ბოლო ტიპის აპარატები უკვე დიდიხანია მოძველებულია და შესაძლებელია, რომ ამ ტიპის აპარატები საერთოდ არ იმყოფებიან მწყობრში. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ ცადა პირველი ტიპის აპარატის გამოყენება და სარდლობა უკმაყოფილო დარჩა მათი ეფექტურობით. კონკრეტულად ამის შესახებ განაცხადა გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსმა გენერალ ლეიტენანტმა ვლადიმერ შამანოვმა. მისი განცხადებიდან ჩანს, რომ ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულეს. როგორც ჩანს აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში მიხვდნენ, რომ ამ საკითხის გაწელვა მიუღებელია და რადიკალური ნაბიჯები გადადგეს. ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთში დღემდე ათეულობით კომპანია ცდილობდა უპილოტო საფრენი აპარატების შექმნას და ამ მიზნებზე სახელმწიფო პროგრამით 1მლრდ რუბლიც უკვე დაიხარჯა. მიუხედავათ ამისა არც ერთი რეალური პროტოტიპი შექმნილი არ იქნა.   

 

 255149

რუსული წარმოების Пчела გამშვებ პლატმორფაზე, რომელიც დესანტის საბრძოლო მანქანის შასიზეა განლაგებული.

 

ასევე შესაძლებელია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მიღება არმიის  შეიარაღებაში გადაიდება. სამაგიეროდ შეძენილი აპარატები გადაეცემა სპეც სამსახურებს და ნაწილობრივ კვლევით დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობენ საბრძოლო ავიაციის ტაქტიკის დახვეწაზე. პირველი კლიენტები იქნებიან სპეც სამსახურები, რომელბზეც დიდი დატვირთვა მოდის მას მერ რაც პრობლემურ რეგიონებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები აღარ  მიმდინარეობენ.  ისინი გამოიყენებენ შეძენილ აპარატებს თავის ინტერესებში, რასაც არ დაჭირდება მასშტაბური მოქმედებები, ანუ მომზადდება რამოდენიმე დროებითი დანაყოფი, რომელიც დაიწყებს აპარატების ექსპლუატაციას. შეძენილი საფრენი აპარატები თითქმის მთლიანად პასუხობენ მოთხოვნებს, რომელბიც შეიძლება ქონდეთ ასეთ სამსახურებს. დაბალი შემჩნევადობა, საჭირო პერსონალის მცირე რაოდენობა, საშუალება იმოქმედონ ან ასაფრენი ბილიკების გარეშე ან იმპროვიზირებული ბილიკებიდან, შესაბამისად მცირე მოქმედების რადიუსი უკვე აღარ ხდება ნეგატიური ფაქტორი.  ანალოგიურად, აშშ–ში შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის პირველი მომხმარებელი გახდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ასევე ნახსენები მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ასევე რუსული სპეც სამსახურების მოთხოვნების დასაკმაყოფილებალად მოხდა. 

 

 air_uav_mq-1_predator_armed_landing_lg

ერთ ერთი პირველი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-1 Predator. დააკვირდით, რომ ერთი რაკეტა გასროლილია.

 

რაც შეეხება მეორე მხარეს, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, როგორც გამოცხადებულია ოფიცილაურად დაიწყებენ აპარატების შესწავლაას და დაადგენენ ასეთი ტიპის აპარატების გამოყენების ეფექტურ ტაქტიკას, შეიმუშავებენ მოთხოვნებს მომავალი აპარატების მიმართ ანუ ჩაყრიან მათი პრაქტიკული გამოყენების თეორიულ საფუძველს, ხოლო  ადგილობრივი კომპანიები შეძლებენ მალე ასეთი აპარატების წარმოებას. ამას გარკვეულწილად ადასტურებენ ფაქტები, კონკრეტულად, როგორც უკვე აღინიშნა აპარატის ტიპები, ადრინდელი განცხადებები, ასევე ის ფაქტი რომ იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების კვლევის ცენტრის გამოყოფა ცალკე ელემენტად და ამავე დროს ცხადდება ახალი გეგმის მოზმადების შესახებ, რომელიც მისცემს საშუალებას მსხვილ რუსულ კომპანიებს დაიწყონ კვლევითი სამუშაოები და შექმნან მოქმედი პროტოტიპები.  აქიდან გამოდინარე არ არის გამორიცხული, რომ ასეთი აპარატების აპრობირება პირველ რიგში მოხდება რუსეთის ტერიტორიაზე ცხელ წერტილებში (ჩეჩნეთი, ინგუშეთი) და  საქართველოში, კონფლიქტურ ზონებში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან ასეთი ცდების დროს ავარიაბის ალბათობა მაღალია და რუსეთის მხარე თავს აარიდებს ასეთი სიტუაციის შექმნას.  ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ ისრაელის წარმოებული ტექნიკის გამოყენება საქართველოს ცაში დაძაბავს ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებს.

 

 global_hawk-1

მსოფლიოში ალბათ ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი უპილოტო საფრენი აპარატი, ამერიკული RQ-4 Global Hawk



One Response to “რუსეთის მიერ ისრაელისგან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის შესახებ”

  1. mamon says:

    3-4 aparati araaa kompleqtia da titoshi, tu ar vcdebi, 6 aparatia.

დატოვეთ კომენტარი