ერთი დიდი მითი შუალედურ ვაზნაზე

რუსები რატომღაც დარწმუენბულები არიან რომ შუალედური ვაზნა და ავტომატიც ანუ დასავლეთში იარაღი ცნობილი, როგორც საიერიშო შაშხანა არის მათი თანამემამულის ევგენი ვლადიმირის ძე ფიოდოროვის მიერ. მოგეხსენებათ, რომ ე.წ შუალედური ვაზნა არის სიმძლავრით სადღაც შუაში პისტოლეტის ვაზნასა და შაშხანის ვაზნას შორის (ცხადია სახელიც აქიდან გამომდინარეობს). ავტომატი ანუ საიერიშო შაშხანა შესაბამისად არის იარაღი, რომელიც განკუთვნილია ამ ვაზნის გამოსაყენებლად და გადატენვის ციკლი ხორციელდება მსროლელის მონაწილეობის გარეშე, როგორც წესი დენთის აირების გამოყენებით.

აი რას წერენ რუსული წყაროები ამაზე:

რუსული ვიკიპედია: В 1911 — 1913 годах сконструировал автоматические винтовки под штатный патрон калибра 7,62 мм и под 6,5 мм патрон собственной конструкции (1913), предвосхитив тем самым идею использования промежуточного патрона для автоматического оружия.

http://www.armoury-online.ru/: В конце 1920-х – начале 1930- х гг. Федоров и другие советские конструкторы – Дегтярев, Шпитальный, разработали на основе автомата целое семейство унифицированных образцов стрелкового оружия, в том числе ручные и танковый пулемёт, спаренную и строенную авиационные пулеметные установки. Этим они в некоторой степени предвосхитили послевоенные концепции унификации стрелкового оружия в СССР, США и других странах на 30-40 лет

სტატიას Русский Порталъ-ზე პირდაპირ ასე ქვია: Первый в мире автомат. 

მოკლედ იმის თქმა მინდა, რიომ ჩვეულებრივი რუსისთვის, რომელის ინტერესდება იარაღით ეჭვიც არ ეპარება რომ ყველა საიერიშო შაშხანის ბაბუა არის მათი თანამემამულე, ხოლო შუალედური ვაზნა, რომელმაც შეცვალა ფეხოსნის შეიარაღების იერსახე მათი მოგონილია ჯერ კიდევ 1916 წელს. სწორედ ამ წელს მიიღეს შეზღუდულად შეიარაღებაში ფიოდოროვის იარაღი. უბრალოდ აქ არის ორი ნიუანსი. ფიოდოროვის კარაბინი რომელიც მიიღეს შეიარაღებაში იყო გათვლილი იაპონურ ვაზნაზე 6.5 მმ “არისაკა”, ხოლო ფიოდოროვის ექსპერიმენტული ასევე 6.5მმ-ნი ვაზნა სულაც არ იყო შუალედური. რატომ რუსული იარაღი იაპონურ ვაზნაზე? იმ დროს რუსეთს იმდენად ჩამორჩენილი და არასრულყოფილი წარმოება ქონდა რომ ომის პირობებში ახალი ვაზნის წარმოება იყო შეუძლებელი მაგრამ საწყობებში იყო საკმარისად დიდი მარაგი იაპონური ამუნიციის. გარდა ამისა სხვაობა იაპონურ და რუსულ ვაზნებს შორის იყო მინიმალური….

graf1aიმისთვის, რომ ადარწმუნდეთ: ა) ფიოდოროვის ვაზნა არ იყო შუალედური; ბ) არისაკას და ფიოდოროვის ვაზნები პრაქტიკულად იდენტურია,  მე ეს გრაფიკი მოვამზადე, სადაც მოცემულია შედარების მიზნით შემდეგი ვაზნების მონაცემები, იაპონური 6.5მმ “არისაკა”, ფიოდოროვის 6.55-ნი ვაზნა, პირველი შუალედური ვაზნა, რომელიც მასობრივად მოხვდა შეიარაღებაში 7.92X33 Kurz, ერთ-ერთი პირველი გერმანული შუალედური ვაზნა დამზადებული GECO-ს მიერ და ისევ რუსული შუალედური ვაზნა 7.6X39. 

აქიდან სამი ნამდვილად კლასიფიცირდება როგორც შუალედური, გამომდინარე საწყისი სიჩქარიდან და მასიდან ხოლო ორი პირველი ვერანაირად ვერ კლასიფიცირდება როგორც შუალედური. ფიოდოროვი მხარს უჭერდა კალიბრის შემცირებას რაც იყო სწორი გადაწყვეტლება (უბრალოდ რუს გენერლებს ეს არ ესმოდათ) მაგრამ ენერგია მისი ვაზნის იყო შთამბეჭდავი 3100 ჯოული რაც არ არის შუალედური ვაზნის ენერგიის შესაბამისი. შედარებისთვის რუსულ 7.62Х54R-ს ქონდა ენერგია 3500 ჯოული, ამერიკულ 30-06-ის 3800 ჯოული (მაშინდელი დოქტრინა ითვალისწინებდა სროლას შორი მანძილებიდან და სუსტი ვაზნები არ იყო “მოდაში”). ასევე ფიოდოროვის ვაზნის სიგრძე იყო შთამბეჭდავი 81მმ! ეხლა დახედეთ ცხრილს და მიხვდებით, რომ თითქმის 15 წლის წინ შექმნილი არისაკას იგივე კალიბრის ვაზნა გაცილებით უფრო “შუალედური” იყო ვიდრე ფიოდოროვის ვაზნა. სასაცილოა არა? თავისთავად იაპონური შაშხანის ვაზნები დაფუძნებული იყო მანლიხერის (ავსტრია) ვაზნებზე, რომლებიც არანაირად არ იყვნენ შუალედურები. უფრო მეტსაც გეტყვით, დახედეთ ცხრილს და ნახავთ რომ ფიოდოროვის ვაზნა უბრალოდ ასლია იაპონური ვაზნის და ფიოდოროვმა უბრალოდ გააკეთა ის რასაც მუდამ აკეთებდნენ რუსები, ჩაყარა მასრაში მეტი დენთი და მიიღო გაძლიერებული “ახალი” ვაზნა, რომელიც რა თქმა უნდა იყო უნიკალური, განუმეორებელი და ყველაზე უკეთესი. ასე გაჩნდა მაგალითად 5.45X18 ПСМ პრატიკულად ფრანგული 5მმ “კლემან”-ის კოპია და არც ისე დიდიხნის წინ რუსებმა “მოიგონეს” 9მმ პარაბელუმი, დაუმატეს დენთი, ტყვიის გულა გააკეთეს რაღაც ზე მყარი მეტალისგან და დაარქვეს 7Н29. ბუნებრივია “ახალი” ვაზნა პიარდებოდა, როგორც უფრო უკეთესი ვიდრე 100 წლის 9მმ პარაბელუმი. პირველ ცხრილში გამოირჩევა რეალურად გერმანული 7.92X33, ხოლო დარჩენილი ორი რუსული ვაზნა თავისი ორი გერმანელი და იაპონელი “თანაკლასელის” იდენტურია. საქმე იმაშია, რომ გერმანელიც და იაპონელიც უფრო ადრე “დაიბადნენ” ვიდრე რუსები.

ფაქტებს, რომ დაუბრუნდეთ პირველი შუალედური ვაზნა და იარაღი მასზე გათვლილი, მასობრივად მიღებული შეიარაღებაში გახლდათ გერმანული 7.92X33 და საიერიშო შაშხანა Stg 44. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საბჭოთა კავშირში გაიაზრეს შუალედური ვაზნის სარგებელი და საკუთარი ვერსია გამოუშვეს, ლეგენდარული 7.62X39, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა ტყვიამფრქვევ “რპდ”-ში. ითვლება, რომ ეს ვაზნა ინსპირირებულია   გერმანული 7.92X33-ით (რაც ბუნებრივია). მაგრამ სინამდვილეში 7.62X39 პრაქტიკულად ზუსტი ასლია სხვა გერმანული ვაზნის რომელიც თითქმის 10 წლით ადრე შექმნა გერმანულმა კომპანია GECO-მ. ეს არის 7.7×39.5 M-35, შექმნილი GECO-ს მიერ ჰაინრიხ ფოლმერის ექსპერიმენტული იარაღებისთვის. აშკარა მზგავსება რუსულ და გერმანულ ვაზნებს შორის კარგად ჩანს გრაფიკებიდან, რომელიც ქვევით არის ნაჩვენები.

graf1b

 

კარგით რა ვუყოთ მითის ნაწილს რომ პირველი ავტომატი რუსებს ეკუთვნით?

ter1

გაიცანით, გერმანული 1906 წლის (!!!) მაუზერის ავტომატური შაშხანა. მას ქონდა მოსახსნელი 25 ვაზნიანი მჭიდი და ის ისროდა ჯერებით. 1915 წელს გერმანელები მას უკვე იყენებდნენ საჰერო ბრძოლებში სადაც პილოტები იყენებდნენ მათ მოწინააღმდეგე კოლეგების წინააღმდე. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ 1906 წლის შაშხანის ტესტირებისას პოლ მაუზერმა თვალი დაკარგა, როდესაც პროტოტიპი სროლისას ვაზნის დეტონაცია განიცადა.

 ფიოდოროვი ინტუიციურად ხდებოდა საითკენ უბერავდა ქარი, მაგრამ როგორც ჩანს ომი, ბიუროკრატია და რუსი ოფიცრების ტრადიციული კონსერვატიზმი (არც ისე დიდიხნის წინ სწორედ ეს გენერალიტეტი ამტკიცებდა რომ მჭიდიანი შაშხანა ჯარისკაცის ხელში გამოიწვევდა ვაზნების ზედმეტ ხარჯვას) ხელი შეუშალეს მას ბოლომდე დაეხვეწა თავისი იდეები. საქმე იმაშია, რომ კომუნისტურ მონსტრს სწრაფად ჭირდებოდა ახალი იარაღი, ხოლო ვიანიდან საკუთარი კონსტრუქტორული სკოლა იყო სუსტი ისევე, როგორც წარმოება, ყველა ხვდებოდა,რომ გაცილებით უფრო მარტივია მოიპარო სხვისი მოგონებები, მოარგო ის ჩამორჩენილ არასრულყოფილ წარმოებას და  სწრაფად გაუშვა სერიულ წარმოებაში. ამიტომაც რუსეთი ამხელა ქვეყანა პრაქტიკულად ვერ დაიტრაბახებს პიონერული გამოგონებების სიუხვით და ეს მარტო ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას არ ეხება.

 მე ვერ მოვიძიე .7×39.5 M-35-ის კარგი ხარისხის სურათი, მაგრამ ვიპოვე მისი მასრის სურათი, რომელიც ძალიან მაგონებს ჩვენთვის საყვარელ “აკაემის” მასრას. 

m35

 

ცხადია მე არ ვარ პირველი ვინც წერს იმაზე რომ რუსული პოპულისტურ-პატრიოტული გამოცემები ცდებიან. მითითებები რომ ფიოდოროვის წვლილი შუალედური ვაზნის და პირველი “ავტომატის” შექმნაში არც ისე დიდია (რბილად რომ ვთქვათ) აქვთ ისეთ ცნობილ რუს ავტორებს, როგორებიცაა მაქსიმ პოპენკერი და იური ლედიაგინი.



One Response to “ერთი დიდი მითი შუალედურ ვაზნაზე”

  1. jurkha says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა ბატონო ლევან. ყველაფერზე დიდი მადლობა

დატოვეთ კომენტარი