საქართველოში აწყობილი AR-15-ის თავისებურებები

არც ისე დიდიხანია საქართველოში შესაძლებელი გახდა სამოქალაქო AR-15-ის შეძენა. იყიდება ისინი, როგორც მეორადი იარაღის ბაზარზე ასევე მინიმუმ ერთ მაღაზიაში თბილისში. არა და სულ რაღაც ორი წლის წინ ეს იარაღი დიდი იშვიათობა იყო და მე მქონდა ერთ-ერთი პირველი აქ აწყობილი  AR-15. ვინ აწყობს მაგათ მე აქ წერას არ დავიწყებ, სტატიის მიზანი არ არის მათი ნახელავის შეფასება. ყველაფერი ცხადია ლეგალურად ხდება, უბრალოდ ვიტყვი, რომ მინიმუმ ორი ხელოსნების ჯგუფი ცდილობს მათ აწყობას და ამით კონკრეტული ფინანსური მოგების ნახვას. რაც ცუდი არ არის ცხადია.

მიუხედავად იმისა, რომ  AR-15 ნამდვილად ძალიან ადვილად იწყობა გამზადებული დეტალებისგან, არის გარკვეული ასე ვთქვათ წყალქვეშა ქვები, რომლის შესახებ ასეთი იარაღის შეძენის მსურველმა უნდა იცოდეს. ადვილ აწყობას რაც ეხება მე ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ როგორც წესი თუ ნაყიდია შესაბამისი კონფიგურაციის დეტალები კარგი მწარმოებლისგან აწყობისას  AR-15 არ ითხოვს ხელით მორგებას გინდაც 20 სხვადასხვა მწარმოებლის ნაწილები გამოიყენოთ. მე არ დაგღლით ტექნიკური სიღრმეებში ხანგრძლივი ექსკურსით უბრალოდ მიგითითებთ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება AR-15-ის ყიდვისას, ხოლო როდესაც გეცოდინებათ რას უყუროთ ადვილად მიხვდებით კონკრეტულად რა უნდა ეძებოთ და დააზუსტოთ ნეტში.

პირველ რიგში კომპონენეტების ხარისხს აქვს მნიშვნელობა. AR-15-ის კომპონენტებს უშვებს ალბათ ასობით კომპანია. დაწყებული ცნობილი მწარმოებლებიდან დამთავრებული საერთოდ უსახელო გუშინ-წინ შექმნილი მცირე სახელოსნოებით.

მე ვთვლი რომ ლულაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი  AR-15-ში არის საკეტი. ის არის ამ ტიპის იარაღის გული და ბევრი რამე დამოკიდებულია მის ხარისხზე. AR-15 არის ისეთი ტიპის იარაღი, რომელიც უნდა ისროდეს სულ. დაბალი ხარისხის ლულა შეიძლება არ მოგცეთ განსაკუთრებული სიზუსტე მაგრამ ის მაინც იქნება ადეკვატური ამ ტიპის იარაღისთვის ხოლო უხარისხო საკეტს შეუძლია გამოიწვიოს იარაღის გაჭედვა ან სერიოზული დაზიანებაც. ამიტომ არის საკეტი ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ამ სისტემის იარაღში.  ეხლა საქმე იმაშია, რომ იმის გარკვევა რა ტიპის საკეტი აყენია თქვენ იარაღში შეიძლება იყოს შეუძლებელი (ლაპარაკია ნაწილებიდანა აწყობილ იარაღზე). იმიტომ, რომ უმეტსობა საკეტების მარკირებული არ არის საერთოდ არანაირი დამღებით. ხოლო საკეტის ფასი თავის მხრივ მერყეობს 100 დოლარიდან 500 დოლარამდე. ამიტომ ეს დეტალი იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას. გასაგებია, რომ ქარხნულ AR-15-ში, რომელიც აწყობილია კარგი რეპუტაციის მქონე ქარხანაში ექნება კარგი საკეტიც. აქ ლაპარაკია აქ აწყობილ იარაღებზე სადაც ამწყობის მიზანია მიიღოს მაქსიმალური მოგება მინიმალური დანახარჯით. თუ ვიზუალურად კარგი და ცუდი საკეტი ერთნაირად გამოიყურება დიდი ალბათობით ჩვენი ქართველი „მეიარაღე-ბიზნესმენები“ აირჩევენ ყველაზე იაფ საკეტს რომელიც კი შეიძლება იყიდო.

proper bolt

ხარისხის ნიშნებია შიგნიდან ქრომირებული საკეტის ჩარჩო (რაშიც მოძრაობს საკეტის თავი), შესაბამისად დაფიქსირებული “საკეტის გასაღები” (carrier key) (1) და დამღა რომელიც მეტყველებს რომ დეტალმა გაიარა ტესტირება სანამ გაყიდვაში მოხვდებოდა (2). უკანასკნელი კარგია თუ იქნება მაგრამ მისი არ არსებობა ჯერ არ ნიშნავს რომ საკეტი დაბალი ხარისხისაა.

მე ერთხელ ჩავატარე ექსპერიმენტი. ჩემ მეგობარს შესთავაზეს AR-15-ის აწყობა. დაუანგარიშეს ყველაფერი და დაამატეს, რომ თუ ექნებოდა სურვილი მისის სპეციფიკაციებით აუწყობდნენ იარაღს. ცხადია ადამიანმა, რომელსაც ნანახი აქვს AR-15 მხოლოდ სურათებში ვერანაირი  პერსონალური პრეფერენციები ვერ ექნებოდა ამ მხრივ. სამაგიეროდ მე მქონდა ეს პრეფერენციები და ვათქმევინე ჩემ მეგობრას რაც მსურდა მე, ყველაზე უბრალო ე.წ. „მილ-სპეკ“ კარაბინი საშუალო ფასიანი კომპონენტებისგან. პასუხიც მალე მივიღეთ, თქვენი გემოვნეებიტ აწყობილი AR-1-ის ფასი იქნება 3300 დოლარი. ჩვენი სპეციფიკაციებით: 1700 დოლარი. გინდათ გითხრათ რა ღირს ყველაზე იაფი დეტალებისგან აწყობილი AR-15? საქართველოში მისი ფასი ვერანარიად ვერ იქნება 900 დოლარზე მეტი ყველა ხარჯის გათვალისწინებით.

დამღებს რაც შეეხება. დამღები MPI და HPT ხანდახან გვხვდება საკეტზე ან ლულაზე. რა არის High Pressure Test (HPT დამღა)?. ეს არის ტესტირების ერთ-ერთი მეთოდი, როდესაც დეტალი მოწმდება სატესტო (მაღალი წნევის) მუხტის გასროლით. ამით დასტურდება, რომ დეტალი ვარგისია ექსპლუატაციისათვის. ყველა კარგი კომპანია არ მიმართავს ამ ტესტს და ნაცვლად ტესტავს ცალკეულ დეტალებს პარტიებიდან. თუ რომელიმე დეტალმა ვერ გაუძლო ტესტირებას, მთლიანი პარტია იბრაკება.  აღნიშნელ ტესტს  AR-15-ში გადის საკეტის თავი და ლულა. ბუნებრივია იაფი კომპონენტები ასეთ შემოწმებას არ გადიან.

რა არის   Magnetic Particle Inspection (MPI დამღა). ეს არის ტექნიკური, არა-ძალოვანი ტესტი, რომლის მიზანია გამოვლინდეს ფარული დეფექტები მეტალის სტრუქტურაში, რომლისგანაც მზადდება დეტალი ( AR-15-ის შემთხვევაში ისევ საკეტის თავი და ლულა). როგორც წინა შემთხვევაში ყველა კარგი მწარმოებლი არ ახდენს ყველა დეტალის აუცილებელ ტესტირებას. ხოლო იაფი დეტალების მწარმოებლები საერთოდ არ იტკიებენ თავს ზედმეტი შემოწმებებით.

განვიხილოთ შემდეგი კომპონენტი. ქვედა ჩარჩო ე.წ. “ლოვერი/ლოუერი”. არის როგორც წესი ორი ტიპის ალუმინის ლოუერი. ე.წ. „მილ-სპეკი“ ანუ დამზადებული ჯერ ნაჭედი ალუმინის ნაჭრისგან და შემდგომ ფრეზირების მეთოდით დამუშავებული და მთლიანად ფრეზირების მეთოდით დამზადებული (არსებობს კიდე ჩამოსხმული ლოუერები, მაგრამ ისინი უკვე დიდი იშვიათობაა ამერიკაშიც). პირველი ჩემი აზრით უკეთესია იმიტომ რომ ალუმინი უფრო მყარია და გარდა ამისა კლასიკური  AR-15-ის იერსახეს აძლევს იარაღს. მეორე მეთოდს არაფერი ცუდი არ გააჩნია გარდა თეორიულად უფრო ნაკლებად მყარი ალუმინისა. ბოლოს და ბოლოს ქვედა ჩარჩო არის ქვედა ჩარჩო, ის არ იტვირთება ექსპლუატაციის დრო და მისი რესურსი ბევრად აღემატება ლულის და საკეტის რესურს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უმეტესობა აქ აწყობილი  AR-15-ების აღჭურვილია “ლოურებეით”, რომლებიც გამოიგზავნა საქართველოში ნახევრად დამზადებული ფორმით, ხოლო მათი ბოლომდე მიყვანა ხელოსნებმა აქ დაასრულეს.


lower 1-2

მარცხნივ დამთვარებული „ლოუერი“, რომელიც აშშ-ის კანონით ითვლება იარაღად და დაუმთავრებელი „ლოუერი“, რომელიც თავისუფლად იყიდება აშშ-ში როგორც ალუმინის ჯართი.

ასეთი ლოუერები შეიძლება იყოს ანოდირებული ან ანოდირების გარეშე (ანოდირება არის ალუმინის დეტალის ზედაპირის ქიმიური დამუშავება, რაც ზრდის ზედაპირის სიმკვირივეს და უკეთ იცავს კოროზიისგან, ანოდირების ორი ტიპი არსებობს და მეორე ტიპის ანოდირება არის სასურველი და დიახ ალუმინი განიცდის კოროზიას). აბსოლუტური უმეტესობა ჩარჩოების შეღებილია საღებავით. რა საღებავით უცნობია ხოლო მისი მდგრადობა გამოჩნდება მხოლოდ ექსპლუატაციის შემდეგ. აუცილებელია ანოდირება? არა. ანოდირებული  ალუმინი უფრო მყარ ზედაპირს იღებს და უფრო გამძლეა ნაკაწრების წინააღმდეგ მაგრამ ალუმინის მარკა რომლისგანაც ეს დეტალი მზადდება ისედაც ძალიან მყარია და განსაკუთრებული საჭიროება ალუმინის ანოდირების არ არის. (კიდევ ერთი მიზეზი ეძებოთ “მილ-სპეკ” “ლოუერი”). ხარისხი აქ დამზადებული ქვედა ჩარჩოსი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი, გააჩნია რომელმა ხელოსანმა დაასრულა ის. გარედან ეს დეტალი პრაქტიკულად არ საჭიროებს დამუშავებას მაგრამ შიგნიდან ითხოვს საკმაოდ ბევრ შრომას და ამიტომაც ეს დეტალი შიგნიდან უნდა დაათვალიეროთ. როგორც წესი “ლოუერის” დასრულებისას გამოიყენება სპეციალური შაბლონი, რის გამო შეცდომის დაშვება ძალიან ძნელია მაგრამ შესაძლებელია. კოსმეტიკური დეფექტები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რამდენადაც მნიშვნელოვანია რომ უველა ნახვრეტი იყოს გაბურღული ზუსტად რაც უზრუნველყოფს დამცემ სასხლეტი მექანიზმის საიმედო მუშაობას.

ეხლა რა არის უკვე ორჯერ ნახსენები ამ სტატიაში “მილ-სპეკი”? Mil-spec, Military Specifications, არის სტანდარტი, რომლიც განსაზღვრავს როგორი ტექნოლოგიებით და რა ზომების და სპეციფიკაციების დაცვით უნდა დამზადდეს სამხედრო  AR-15 ტიპის იარაღი (M4/M16) აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის. ფოკუსი იმაშია, რომ იარაღი ითვლება “მილ-სპეკად” თუ მან გაიარა შემოწმება სახელმწიფოს მიერ დანიშნული ინსპექტორის მიერ ამიტომაც წარწერა კომერციული დეტალის ყუთზე რეალურად არის ტყვილი. კი დეტალი შეიძლება აკამყოფილებდეს სამხედრო სტანდარტს, მაგრამ ის ვერ იქნება “ნაღდი მილს-სპეკი” თუ არ არის მოხსნილი ამერიკული შეიარაღებული ძალების კუთვნილი იარაღიდან.

წლების განმავლბაში აშშ-ის შეიარაღებულიი ძალები და კოლტი აგროვებდა გამოცდიელაბს  M4/M16-ის ექსპლუატაციის შესახებ და შეძლებისდაგვარად აუმჯობესებდა კონსტრუქციას. შედეგები ამ შრომის არის წარმოდენილი კოლტის ტექნიკური მონაცემების პაკეტში (Colt’s Technical Data Package (TDP) ). ბელგიური FN, რომელიც კოლტის გარდა უშვებდა იარაღებს ამერიკული ჯარისთვის ასევე იყენებდა კოლტის ამ დოკუმენტს.

კიდე უფრო მოკლედ რომ ავხსნა „მილ-სპეკი“ არის რეცეპტი მუშა AR-15-ის მინიმალურ შესაძლო ფასად, რომელიც დააკმაყოფილებს აშშ-ის ჯარის მოთხოვნებს. ანუ ეს არ არის საუკეთესო AR-15-ის რეცეპტი და მითუმეტეს არ არის “ოქროს სტანდარტი”.

 არის თუ არა “მილ-სპეკ” მზგავსი AR-15 საუკეთესო  ამ ტიპის იარაღი? არა არ არის. ნებისმიერი high-end AR-15-ს ექნება ყველაფერი რაც “მილ-სპეკ” AR-15-ს დამატებული უამრავი სხვა დეტალი, რომელთა გამოყენება სამხედრო იარაღში არ იქნებოდა მიზანშეწონილი მაღალი ფასის გამო. მაგალითად ზე-მდგრადი დაფარავა, მონოლითური ლულის კოლოფი (ე.წ. აპერი)  და ასე შემდეგ.

“მილ-სპეკი” კარგია, როდესაც აწყობთ იარაღს, იმიტომ, რომ როგორც მინიმუმ არსებობს მეტ ნაკლებიად დიდი ალბათობა იმისა, რომ ?ე.წ. “მილ-სპეკ” დეტალებს პრაქტიკულად არ დაჭირდბება მორგება. მაგალითად ჩემი კუთვნილი კარაბინი აწყობილია სულ ე.წ. “მილ-სპეკ” მზგავსი დეტალებით და გეფიცებით, იარაღი ისე აიწყო რომ არც ერთ დეტალს მორგება არ დაჭირდა.  ვარჩევ დეტალს, აწერია მილ-სპეკი ესეიგი ყველაფერი ნორმაშია. მილ-სპეკ აპერი წავა მილ-სპეკ ლოუერზე, მილ-სპეკ ლოურზე დაყენდება მილ-სპეკ ბუფერის მილი და ასეთივე მილ-სპეკ კონდახი. შეცდომა გამორიცხულია.

მოიცადე და აბა წყალქვეშა ქვებიო? პირველი წალქვეშა ქვა მე უკვე დაგანახეთ. ეს არის იაფი, უსახელო კომპანიების დეტალები.

შემდეგი წყალქვეშა ქვა არის მაგალითად კონდახი. აქ კიდე შეცდომის დაშვება ადვილია. AR-15-ის ტელესკოპური კონდახი მაგრდება რესივერის დამაგრძელებელზე, რომელსაც ასევე უწოდებენ ბუფერის მილს. ის ორი ტიპის არის, ე.წ. “მილ-სპეკი” და კომერციული სტანდარტის.  საქმე იმაშია, რომ კომერციული კონდახები უფრო მეტია და შესაბამისად აზრი აქვს კომეცრიული “მილის” დაყენებას. მე მაინც “მილ-სპეკ” ავირჩიე. როგორც წესი მწარმოებელი უთითებს რა სტანდარტის არის მისი კონდახი ან “მილი”. კომერციული მილები უფრო განიერია და შესაბამისად კომერციულ კონდახს ექნება საკამოდ დიდი ლუფტი თუ დააყენებთ მას “მილ სპეკ” მილზე.

თუ გნებავთ კიდე ერთი საინეტერესო ჩემი დაკვირვება. ჩვენი “მეიარაღე ბიზნესმენები” აყენებენ ყველაზე იაფ სამიზნე მოწყობილობებს. დამზადებული ჩინეთში ეს ალუმინის ჯართი არ უნდა ეყენოს იარაღზე, მაგრამ ის იაფია და კარგად გამოიყურება.  თუ კომპლექტი, კარგი მაღალი ხარისხის წინა და უაკანა სამიზნე მოწყობილობების ღირს 100 დოლარიდან და მეტი, ჩინური კომპლექტის ფასი იქნება 30-40 დოლარი.

როგორც წესი აქ აწყობილი AR-15 ძალიან ღარიბ კომპლექტაციაში იყიდება ყველაზე იაფი ტიბჟირით, სახელურით და კონდახით.

ბუფერი, დეტალი, რომელიც თამაშიბს დიდ როლს AR-15-ის საიმედოობაში. ეს ის დეტალია, რომელიც აწვება საკეტს და გასროლის შემდეგ ასკდება მას უკნიდან და კეტავს ლულაზე. მისი წონა განსხვავდება იმის და მიხედვით თუ რა კონფიგურაცია აქვს AR-15-ს, დენთის აირების მილის და ლულის სიგრძის კომბინაციას ვგულისხმობ. მეტ წილად ბუფერები არ არის მარკირებული ხოლო თუ ქარხნულ AR-15-ში მწარმოებელმა კარაგდ იცის რა წონის ბუფერი ჩადოს, რა დევს აქ აწყობილ იარაღში კაცმა არ იცის. მართალია უნდა ავღნიშნო, რომ ნახევრად-ავტომატურ AR-15-ში ბუფერის წონას არ აქვს კრიტიკული  მნიშვნელობა. შაშხანის და კარაბინის ბუფერები განსხვავებულია.

კიდე ერთი წყალქვეშა ქვას წარმოადგენს განსხვავება დეტალებში, რომლებიც განკუთვნილია კარაბინისთვის და შაშხანისთვის ერთმენეთისგან განსხვავდება. იციან ამის შესახებ იმათმა ვინც აწყობს AR-15-ს საქართველოში? მე არ ვიცი. ჩემ თვალწინ ხელოსანმა დააყენა უკანა სამიზნე მოწყობილობა უკუღმა, მეორეს არ ესმოდა სხვაობა .223 რემ-ის და 5.56 NATO-ს შორის, კიდე ერთი ვერ არჩევდა ნაჭედ და ფრეზირებულ “ლოუერებს”, ასე, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩემი რჩევა იქნება იმათთვის ვინც შეეცდება ააწყოს საკუთარი ძალებით AR-15 ან ექნება არჩევანი სხვადასხვა ტიპის AR-15-ს შორის, აირჩიოს 7 ინჩიანი კარაბინის სიგრძის დენთის აირების სისტემა და 14.5 ინჩიანი ლულა. ეს კომბინაცია წლები,ა ექსპლუატაციაშია და ლომის წილი სამოქალაქო AR-15-ის ასეთი კონფოგურაციით იყიდება (მართალია 16.5 ინჩიანი ლულებით, როგორც ამას აშშ-ს კანონმდებლობა ითხოვს მაგრამ 7 ინჩიანი დენთის აირების სისტემა მაინც საუკეთესო არჩევანია). ასეთი კონფიგურაციის სუსტ და ძლიერ მხარეებზე ცნობილია ყველაფერი.  გარდა ამისა ასეთი კონფიგურაციისთვის საჭირო დეტალების რაოდენობა ურიცხვია. ყველაზე საიმედო AR-15? ეს არის შაშხანა 11 ინჩიანი დენთის აირების სისტემოით და გრძელი 20 ინჩნიანი ლულით.  მე ნამდვილად არ დავიწყებ ახსნას რა ტექნიკური სხვაობებია შაშხანასა და კარაბინის შორის. განსხვავდება ბუფერები, ბუფერის მილები, სავაზნეში მისაწოდებელი “რამპები”, საკეტები.

ლულები. AR-15-ის ლულები ძირითადად მზადდება ორი ტიპის ფოლადისგან. 4150 და 4140. რომ არ წავიდეთ ტექნიკურ სიღრმეებში სამოქალაქო AR-15-თვის გამოდგება ორივე. სამხედროებს მოწონთ 4150, ისევე, როგორც მოწონთ გრძელი ჯერებით სროლა და ამიტომაც ირჩევენ ამ მარკას. სამოქალაქო მსროლელი ვერასდროს ვერ ნახავს სხვოაბას ორს შორის ისევე, როგორც გაუჭირდება “დაანგრიოს” ლულა დამზადებულია 4140 ფოლადისგან. ფოლადის მარკაზე უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამეები. მაგალითად ქრომირება. აქ ყველაფერი ცნობილია. ქრომის გარეშე ლულები უფრო ზუსტია, ქრომირებული ლულები უფრო უძლებენ ინტენსიურ ექსპლუატაციას. რა გჭირდებათ თქვენ თავად გადაწყვიტეთ. არჩევანი ნომერი ორი რომელიც ლულებს უკავშირდება და რომელიც უნდა გააკეთოთ: უკვე დაყენებული დენთის აირების ბლოკი თუ შემდგომ დაყენებული აქ, თუნდაც საქართველოში? ჩემი რჩევა იქნება იყიდოთ ლულა უკვე დაყენებული ქარხნული წესით დენთის აირების ბლოკით. იმიტომ, რომ აქ გვაქვს გარანტია (თუ მწარმოებელი კარგია), რომ დენთის აირების ბლოკი შეესაბამება სპეციფიკიაციებს და დაყენებულია პროფესიონალის მიერ. არასწორედ დაყენებული ან ცუდი ხარისხის დენთის აირების ბლოკი პრაქტიკულად გაანდგურებს იარაღის საიმედოობას. ძალიან ბევრი ლულა იყიდება უკვე დაყენებული დენთის აირების ბლოკით. ასევე მასზე უკვე წამოცმულია ლულის ქანჩი. ასე, რომ ერთი შეძენით თავს არიდებთ დენთის აირების ბლოკის მორგებას და ცალკე ლულის ქანჩის ყიდვას. მე ზუსტად ასეთი ლულა ვიყიდე და არასდროს არ მინანია.

pins ar

დენთის აირების ბლოკი მაგრდება ლულაზე ორი შტიფტით (ზოგ მოდელში ხრახნით). თუ ამ დეტალებს ეტუობა ნაკაწრები უხეში მორგების ნიშნები ესეიგი ბლოკი საქართველოში დაყენდა. დაყენდა ან კარგად ან ცუდათ მაგრამ თუ ეს დეტალი არასწორედ დაყენდა მაშინ ის უბრალოდ  გაგაწამებთ.

რა სხვაობაა “.223 ლულას” და “5.56 ლულას” შორის. სხვაობა არის ვაზნაში და სავაზნის კონსტრუქციაში. დაიმახსოვრეთ: .223 რემინგტონზე გათვლილ იარაღში 5.56 NATO-ს ვაზნის გამოყენება აკრძალულია! .223 რემის გამოყენება უკანასკნელში შესაძლებელია. ყოველთვის იყიდეთ “5.56 ლულა”. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გუგლს, მაგრამ შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ, სხვაობა ამ ორს შორის არსებობს.  როგორც წესი ლულა მარკირებულია, მაგრამ ყოველთვის არა ამიტომ თუ ყიდულობთ აქ აწყობილ AR-15-ს ნუ მიაქცევთ ყურადღებას რა წერია ქვედა ჩარჩოზე. ნახეთ ლულა. ლულაზე უნდა იყოს დამღა 5.56NATO, თუ ის არ არის მაშინ გამოიყენეთ მხოლოდ .223 რემინგტონის ვაზნები. კიდე ერთი პრობლემა არის, რომ ხანდახან ლულას აკლია მწარმოებლის დამღაც, რის გამოც ლულის იდენტიფიცრება ხდება პრობლემური.

ტვისტს რაც შეეხება ანუ ხრახნების ბიჯს, ზე-პოპულარულია უნივერსალური 1:9. რატომ? იმიტომ რომ ეს ბიჯი მუშაობს 5.56X45 კალიბრის ტყვიის  ყველაზე პოპულარულ წონებთან ანუ 52-65 გრანიან ტყვიებთან.

ასე, რომ კითხვაზე რა ლულა ვიყიდოთ ავარჩიოთ? ჩემი პასუხია, 14.5 ინჩიანი ლულა, ქრომირებული ლულის არხით და სავზნით, ტვისტი 1.9, დენთის აირების სიგრძე 7 ინჩი, ქარხნულად დაყენებული დენთის აირების ბლოკით. ეს არჩევანი კარგია თუ გინდათ უნივერსალური კომპაქტური კარაბინი. თუ გინდათ 10 ინჩიანი ლულა ან “ვარმინტ  AR-15″ ყველაფერი გაცილებით რთულდება და ხარჯებიც იზრდება (ბოლო შემთხვევაში).

ეხლა დენთის აირების ბლოკს რაც შეეხება. სტანდარტული A2 ტიპის, ტიპიური სამკუთხედი ფორმის დენთის აირების ბლოკი არის ორი სიმაღლის და ორი ტექნოლოგიით დამზადებული. ე.წ. F ტიპის არის უფრო მაღალი და განკუთვნილია კარაბინისთვის, იმიტომ რომ კარაბინი მოკლეა და მანძილიც სამიზნემდე მცირდება. საჭირო გახდა მისის ამაღლება. ტექნლოგიოას რაც შეეხება ის მზადდება ჩამოსხმის მეთოდით (cast) და ჭედვით (forged). უკანასკნელი უმჯობესია თუმცა პირველიც კარგად მუშაობს. F ტიპის სამიზნეს შეიძლება ქონდეს F დამღა და შეიძლება არ ქონდეს. ხვდებით რომ არც ისე მარტივია ყველაფერი?

მჭიდები შეიძლება იყოს პრობლემატური. მჭიდი იყო და იქნება AR-15-ის აქილევსის ქუსლი. იმისთვის, რომ იარაღმა იმუშაოს საიმედოთ საჭიროა კარგი მჭიდები. ჩვენი მაღაზიები ყიდიან 12 დოლარიან შესანიშნავ Magpul-ის მჭიდებს „სულ რაღაც“ 80 ლარად. კიდევ კაი, რომ კარგი AR-15-ის მჭიდი ღირს პრაქტიკულად იგივე რავ ცუდი მჭიდი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევდა ყიდვა 80 ლარად უკვე ცუდი მჭიდების. მიუხედავად ამისა მე მაინც შემხვედრია უსახელო დაბალი ხარისხის მჭიდები.

რაც შეეხება მარკირებებს, ეს თემა, რომ განვავრცოთ, ამერიკული კანონმდებლობით რესივერი/“ლოუერი“ უნდა იყოს მარკირებული შემდეგი წესით. მასზე დატანილი უნდა იყოს კომპანიის სახელი, მისი ასე ვთქვათ რეგისტრაციის მისამართი (ქალაქი და შტატი) და სერიული ნომერი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დაიმთადებული ქვედა ჩარჩო აშშ-ში არ ითვლება იარაღად და მასზე უმეტეს შემტხვევაში არ არის არანაირი დამღები. შესაბამისად მარკირება ხდება აქ და აქ რას დააწერენ კაცმა არ იცის. ასე, რომ განსაკუთრებული ეჭვით უნდა შეხედოთ ცნობილი ბრენდების AR-15-ებს. შეიძლება თვქენ წინ სულაც არ იყოს Noveske-ს ან თუნდაც Bushmaster-ის კარაბინი არამედ აქ აწყობილი იარაღი. არაფერი ცუდი თავის მხრივ არ არის აქ აწყობილ იარაღში თუ ის აწყობილია კარგად, კარგი და სწორედ შერჩეული კომპონენეტებისგან. მთელი სიკეთე ამ სისტემის როგორც უკვე ავღნიშნე არის ის რომ თუ კომპონენტები კარგი ხარისხისაა იარაღი არ საჭიროებს არანაირ მორგებას. “ჰედსპეისის” (მანძილი საკეტის სარკიდნ სავაზნეს ბოლომდე) AR-15-ში მოწმდება უბრალოდ გადაზღვევის მიზნით მაგრამ, როგორც წესი არასდროს არ ხდება საჭირო მორგება. ამასთან შედარებით კალაშნიკოვი, რომლის სათადარიგო დეტალები მზადდება სერიოზული პლუსით ზომებში მათი შემდგომი მორგებისთვის კონკრეტულ იარაღზე არის უბრალოდ გასული საუკუნე. მიუხედავად ამისა მაინც მე ძალიან ხშირად მესმის პრობლემებზე ამ იარაღებთან. არ ტენის,  არ მუშაობს სუსტ ვაზნებთან და ასე შემდეგ.  ჩემ პირველ Ar15-ზე გვერძე გადახრილი წინა სამიზნე იყო რაც მეტყველებდა არასწორად მორგებულ ლულაზე. მე ვნახე აქ აწყობილი AR-15, “ახალი”, რომელსაც ამოჭმული ქონდა საკეტის სარკე რაც მეტყველებდა რამდენიმე ათას ნასროლ ვაზნაზე. იარაღის სხვა ნაწილები ახალი იყო ანუ იმან ვინც ეს იარაღი ააწყო დაუყენა მას ნახმარი საკეტის თავი. ჩემი მეგობარი ესტუმრა მაღაზიას, რომელიც ყიდიდა აქ აწყობილ AR-15-ს და გაოცებული დარჩა ქვედა ჩარჩოს დაბალი ხარისხით და იმ ფაქტით, რომ 5-დან 3 იარაღზე მცველი არ მუშაობდა (ვინც ერკვევა იმან იცის რომ იმისთვის რომ მცველმა სწორედ იმუშაოს ხანდახან საჭიროა მცირე მორგება). ყველაფერი ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ასეთი მიდგომა გაანადგურებს ამ იარაღის რეპუტაციას საქართველოში. არავინ არ დაიწყებს გარკვევს მიზნებში რის გამოც აქაური AR-15-ები ვერ მუშაობენ კარგად და ძალიან ცოტა ადამიანი ალბათ წაიკიტხვას ამ სტატიას და მიხვდება რაშიც არის საქმე. მე? მე ჩემი AR-15-ით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ და ის აბსოლუტურად საიმედოა.

პრობლემა მძიმდება იმით, რომ არავის აქ ბოლომდე ზუსტად არ ესმის ეს სისტემა, და პრობლემის შემთხვევაში ჯერ უნდა დასვათ დიაგნოზი, დანიშნოთ სწორი მკურნალობა და შემდგომ დაწვათ ვაზნების არც ისე მცირე რაოდენობა, რომ დარწმუნდეთ რომ პრობლემა აღარ არსებობს. ეს კიდე ჩვენ პირობებში შეიძლება იყოს ძალიან რთული და ბევრისთვის საერთოდ შეუძლებელი.

გაგიჩნდათ სურვილი თავად ააწყოთ იარაღი? მეგობრებო იარაღის აწყობის უფლება საქართველოს კანონმდებლობით აქვთ მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირებს, ხოლო თუ გაქვთ შეკითხვები რა რაზე მიდის და რა რასთან მუშაობს იყიდეთ ეს წიგნი: Gunsmithing - The AR-15 by Patick Sweeney (ინგლისურ ენაზეა) ხოლო თუ არ იცით ინგლისური და გინდათ ააწყოთ AR15 მოემზადეთ “საინტერესო” თავგადასავლებისთვის. ეს სტატია არ ეხება საკუთარი ძალებით იარაღის აწყობას. მაგას არც სტატია ეყოფა და არც წიგნი.

და ბოლოს, სტატია არ არის და ვერ იქნება სრული. ჩემი მიზანია კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მყიდველი და ავარიდებინო მას თავი სერიოზულ პრობლემებს.  სამწუხაროდ იმის იმედი, რომ მაღაზიებში მივიღებთ ზუსტ, ამომწურავ პასუხს ჩვენ კითხვებზე არ უნდა გქონდეთ.



დატოვეთ კომენტარი