იარაღის ღვედის არჩევაზე

ადრე ერთ-ერთ წიგნში მე წავიკითხე, რომ ბრიტანულ სპეცრაზმ SAS-ში  უარი ქონდათ ნათქვამი შაშხანის ღვედების გამოყენებაზე და ასე სპეცრაზმელები სწავლობდნენ არასდროს არ გაეშვათ ხელი იარაღისთვის. ეს იდეა მე ძალიან მომეწონა და წლების განმავლობაში მე საერთოდ არ ვაქცევდი ღვედებს არანაირ ყურადღებას და დავათრევდი იარაღს ხელებით. სასროლად იარაღი მგზავრობდა მანქანით ხოლო სამიზნებდე გასეირნებისას იარაღი ხელში მეკავა. როგორც კი მე გაუხშირე ლაშქრობები და საჭირო გახდა მეტ ნაკლებად კომფორტული იარაღის ტარება, ვიყენებდი იმას რაც პირველი მომხვდებოდა ხოლმე ხელში, მეტ წილად სტანდარტულ რუსულ/საბჭოთა ღვედებს.  ერთი ასეთი ლაშქრობისას მარცხენა მხარზე გადაკიდებულმა „ვეპრმა“ ისე ამაქერცლა კანი ზურგზე თავისი სახელურით რომ მერე ზურგი კარგი ორი კვირა მიხორცდებოდა. ასევე თხელი ბრეზენტის ღვედი მიხეხავდა ხოლმე კისერს და ზოგადად ეს საბჭოთა ქამრები იყო ძალიან მოკლე და მოუხერხებელი. ასევე არ მომწონდა რომ რკინის საღვედეები კაწრავდა იარაღს და აზიანებდა ხის დეტალებს. მოკლედ გახდა საჭირო შემეძინა კარგი ხარისხის კომფორტული  და მოსახერხებელი იარაღის ღვედი. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მე ათამდე სხვადასხვა ღვედი შევიძინე და გარკვეული გამოცდიელბაც დავაგროვე.  მე არ ვარ ექსპერტი ღვედებში, რასაც მე გიამბობთ არის მხოლოდ ღვედების ანაბანა და ჩემი მწირი გამოცდილება, რამაც წარმოდგენა უნდა შეგიქმნათ რა ხდება ღვედების სამყაროში. საბოლოო არჩევანი თქვენზეა და თქვენ თვითონ უნდა იპოვოთ ის ღვედი რომელიც გამოგადგებათ თქვენ და შეესაბამება თქვენ მოთხოვნებს.

არსებობოს სამი ძირითადი იარაღის ღვედის ტიპი. განსხვავდებიან ისინი იმ წერტილების რაოდენობით რა წერთილებითაც მაგრდება იარაღზე. ერთ წერტილიანი, კლასიკური ორ წერტილიანი და სამ წერტილიანი. უკანასკნელი მაგრდება იარაღზე ორ წერტილზე მაგრამ რეალურად  არის მესამე საკიდიც, რომელიც თავად ღვედზე მაგრდება.

დავიწყოთ ერთ-წერტილიანებით.

ერთ წერტილიანი ღვედის დადებით მხარეებს განეკუთვნება ორმხრივობა. როგორც წესი ასეთი ღვედი მაგრდება იარაღის შუა ნაწილში და შესაბამისად არის შესაძლებელი სროლისას მხარის სწრაფი შეცვლა, რაც ამოფარებული მდგომარეობიდან სროლას მნიშვნელოვნად აადვილებს. ეს არის ამ ტიპის ღვედის ყველაზე სერიოზული უპირატესობა. ასევე ღვედზე დამაგრებული იარაღი შეიძლება დამალოთ კურთუკის ქვეშ. უმეტესობა ერთ წერტილიანი ღვედების იძლევა საშუალებას იარაღის მოხსნის ღვედის გახდის გარეშე. უბრალოდ ხელით ხსნით საკეტს და იარაღი თავისუფალია. არც ღვედი ტანიდან არსად არ დაიკარგება. ფასი. ასეთი ღვედი არ ღირს ძვირი. თუნდაც საუკეთესო ძვირიანი მოდელები არ ღირს ბევრი. მათი ჩინური ასლები კიდე უფრო იაფია და ჯდება 15 დოლარამდე.

უარყოფით მხარეებს განეკუთვნება ის, რომ იარაღი არ არის სტაბილურად დამაგრებული მსროლელზე და ამ ნაკლს მოყვება მთელი რიგი თანდაყოლილი პრობლემების. ერთ წერტილიან ღვედზე დაკიდებული იარაღი ითხოვს მუდმივ კონტროლს ერთი ხელით, მაგალითად სიარულისას და მითუმეტეს სირბილისას. პატარა მოძრაობაც და იარაღი იწყებს იქით-აქით ხტუნაობას. იარაღი დამაგრებულია ტანზე შედარებით დაბლა ლულით ქვევით. საკმარისია ოდნავ დაიხაროთ და ლულა ერჭობა მიწაში. პისტოლეტზე გადასვლისას, თუ გადაიხრებით წინ, კარაბინი დაეკიდება თავისუფლად ჰაერში და თავისი წონით დაგირღვევთ ბალანსს.

გარდა ამისა ის ფაქტი რომ 3-4 კილოგრამიანი იარაღი თავისუფლად მოძრაობს სხეულის ირგვლივ საკმაოდ სერიოზულად ტვირთავს ზურგს და ასაკიანი მსროლელები ან ისინი ვისაც აქვთ პრობლემა ხერხემალთან მალევე იგრძნობენ სერიოზულ დისკომფორტს.

თავისუფლად მოძრავი იარაღი ედება და ეჯახება ყველაფერს, ხელებს, ფეხებს, აღჭურვილობის სხვა ელემენტებს.

ასეთ ღვედზე დამაგრებული იარაღი ათავსუფლებს მხოლოდ ერთ ხელს. ნებისმიერი მცირე მოძრაობისას ის ითხოვს მეორე ხელით დაფიქსირებას.

როგორც წესი იარაღი იშვიათად არის აღჭურვილი სამაგრი ადგილით ასეთი ღვედისთვის და საჭიროა იარაღის მოდიფიცირება.

გამოყენება: გამოდგება მხოლოდ შედარებით მოკლე იარაღისთვის, ტაქტიკური კარაბინი, მოკლე თოფი, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. კარგი ვარიანტია სახლის დაცვის იარაღზე, მაქსიმუმ ქალაქის პირობებში ან ტრანსპორტით გადაადგილებისას ან როდესაც საჭიროა იარაღის დამალვა ტანსაცმლის ქვეშ. აბსოლუტურად გამოუსადეგარია შედარებით გრძელ იარაღზე და თუ იგულისხმება იარაღის ტარება ლაშქრობისას/ნადირობისას ანუ როდესაც საჭიროა ბევრი სიარული.

Gear-Sector-Asp-Single-Point-Sling

ერთ წერტილიანი ღვედი 

ეხლა რაც შეეხება ორ წერტილიან ღვედებს. დამიჯერეთ მეგობრებო, არაფერი არ ჯობია კლასიკურ დროით და პრაქტიკით გამოცდილ ორ წერტილიან ღვედს! ასეთი ღვედის დადებით მხარეებს განეკუთვნება უნივერსალურობა. შესაძლებელია იარაღის ტარება ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში. მარცხენა მხარზე, მარჯვენა მხარზე, ლულით ქვევით, ლულით ზევით, წინ მკერდზე ან უკან ზურგზე. ორივე ხელი შეიძლება იყოს თავისუფალი. იარაღი ახლოს არის სხეულზე და არ მოძრაობს გადაადგილებისას.

ფასი. ორწერტილიანი ქამარი ასევე იაფია. ხელმისაწვდომია იაფი ჩინური ქამრები რომელთა ფასი 5 დოლარიდან იწყება, ასევე ოროგონალური სამხედრო ქამრები ან თანამედროვე ტაქტიკური ან სანადირო მოდელები.

უარყოფითი მხარეები ცხადია უკვე გასაგებია. მხარის შეცვლა ითხოვს ღვედის მოხსნას და საკმაოდ რთულ მანიპულაციებს (ერთ წერტილიანთან შედარებით). პისტოლეტზე გადასვლისას იარაღის ღვედზე დაკიდება ასევე ითხოვს უფრო რთულ მოძრაობებს, მაშინ როდესაც ერთ წერტილიან ქამარზე დამაგრებულ იარაღს შეგიძლიათ უბრალოდ ხელი გაუშვათ. შესაბამისად რეგულარული ვარჯიში იარაღის მხრიდან სწრაფად მოხსნის მიზნით და სასროლოსნო დგომის დაკავებით არის აუცილებელი. ასევე აუცილებელია ივარჯიშოთ პისტოლეტზე სწრაფ გადასვლაში.

როგორც წესი ორ წერტილიანი ღვედი სწრაფი რეგულირების გარეშე მაინც უფრო უმჯობესია ვიდრე ერთ წერტილიანი. მიუხდავად იმისა რომ ასეთი ღვედი მუდმივად ან ცოტათი უფრო გრძელია ან ცოტათი უფრო მოკლეა კონკრეტული მოძრაობების შესრულებისას ის უფრო უნივერსალურია და გამოსადეგი ხოლო უკვე ორ წერტილიანი ღვედი სწრაფი რეგულირების საშუალებით არის საუკეთესო ღვედი ჩემი აზრით. სწრაფი რეგულირება გულისხმობს რომ ღვედში არის ჩანართი, რომელიც ერთი ხელის მოძრაობით ზრდის ან ამოკლებს ღვედის სიგრძეს. ასეთი სიგრძის რეგულირების საშუალება არის კარგი, იმიტომ რომ შესაძლებელია სწრაფად, იარაღის მოხსნის გარეშე დაარეგულიროდ მისი სიგრძე. ეს ოფცია არც ისე დიდიხანია გაჩნდა ორ წერტილიან ღვედებზე. ჩემი აზრით ორ წერტილიანი ღვედი სწრაფი რეგულირებით არის საუკეთესო ღვედის ტიპი.

k_with-sling1[1]_366

სურათზე არის Vtac Sling, სიგრძის სწრაფი რეგულირების საშუალებით.  ერთ ერთი საუკეთესო ღვედის კონსტრუქცია. ფასი 

თუ პირველი ორი ღვედის ტიპი გამოსადეგია გარკვეული სიტუაციებში, სამ წერტილიანი ღვედი ჩემი აზრით არის აზრს მოკლებული კონსტრუქცია. რატომ? იმიტომ რომ ის არის ძალიან რთული. ის ფარავს იარაღის ერთ მხარეს. ეს შეიძლება არ იყოს პრობლემა, როდესაც თქვენ ისვრით მარჯვენა მხრიდან და იარაღი არის მაგალითად 12 კალიბრის „პომპა“, რომლის მარცხენა მხარე სულ თავისუფალია. მაგრამ თუ ხართ ცაცია ან არ ხართ ცაცია მაგრამ იარაღი არის AR15? მაშინ ღვედი გადაფარავას საკეტის დაშვების ღილაკს და მცველს. ხოლო მარცხენა მხრიდან სროლისთვის ის საერთოდ არ გამოდგება. რთული კონსტრუქციის გამო, სტრესის პირობებში ადვილად შეიძლება დაიბნეთ სად და როგორ გაუყაროთ ხელი რომ გადაიკიდოთ იარაღი ან მოიხსნათ ის. სამ წერტილიანი ღვედი მოიგოინეს რომ შემცირებულიყო  მანძილი ღვედის დამაგრების წერტილებს შორის და იარაღი ყოფილიყო გადაკიდებისას უფრო საიმედოთ დაფიქსირებული. ორ წერტილიანი ღვედის სწრაფი რეგულირების ოფცია გაცილებით უფრო მარტივია და ასევე მოსახერხებელი ვიდრე სამ წერტილიანი ქამარი. დღეს სამ წერტილიანი ქამარი დიდი იშვიათობაა პროფესიონალების წრეებში ზემოდ ჩამოთვლილი უარყოფითი მხარეების გამო. ის ასევე საკმაოდ ძვირიც ჩირს.

[1]tps

სამ წერტილიანი ღვედი. ყველა მისი ნაკლოვანება ჩანს ამ სურათიდან.

რაც შეეხება ღვედის არჩევას თუ ჩამოყალიბდით რომელი ტიპი თქვენთვის უმჯობესია, უნდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა უფრო ძვირი ღვედი როგორც წესი უფრო უკეთესიც არის (რა გასაკვირია?). კარგი რეპუტაციის მწარმოებელი პრაქტიკულად ყოველთვის უშვებს კარგ და გამძლე ღვედებს ნაფიქრი კონსტრუქციის. იქნება ეს 50 დოლარიანი Vtac თუ 8 დოლარიანი უმარტივესი კონსტრუქციის ორ წერტილიანი ღვედი Blackhawk-ისგან. მაგრამ საქმე ასევე იმაშია, რომ ჩინური კომპანიები უშვებენ ცნობილი მწარმოებლების პროდუქციის კოპიებს და ეს ის იშვიათი შემთხვევა არის როდესაც აზრი აქვს ჩინური პროდუქციის ყიდვას. მთლად უსახელო პროდუქტის შეძენას არ გირჩევთ მაგრამ UTG-ის, Condor-ის ან თუნდაც NcStar-ის ღვედები საკმაოდ კარგი ნივთებია თუ რა თქმა უნდა მათი კონსტრუქცია შეესაბამება თქვენ მოთხოვნებს. ორ წერტილიანი, სწრაფად რეგულირებადი ღვედის ფასი იქნება 15-25 დოლარამდე რაც ორჯერ ნაკლებია ვიდრე ცნობლი ბრენდის პროდუქტის ფასი. სხვაობა რა თქმა უნდა არის. პირველ რიგში უფრო ძვირიან ღვედში იქნება გამოყენებული უკეთესი/გამძლე მასალები, დამზადების უფრო მაღალი ხარისხიც იქნება, მაგრამ საქათველოში რბილი კლიმატია და სავარაუდოთ ის გამძლეობის მარაგი რაც აქვთ ჩინურ ღვედებს ჩვეულებრივ მომხმარებელს ეყოფა ყელამდე. თქვენ არასდროს არ მოხვდებით ისეთ ყინვაში როდესაც დასკდება პლასტმასის საღვედეები. ან არ იქნებით იმდენი ხანი ჭაობში და ნესტიან ჯუნგლებში, რომ დალპეს ძაფები რითიც ჩინური ღვედი არის შეკერილი. რა გირჩევნიათ თქვენ თავად გადაწყვიტეთ.

ბოლოს რამდენიმე რჩევა. ღვედი სულ უნდა იყოს იარაღზე, ის უნდა იყოს მისი განუყრელი ნაწილი. ხოლო თქვენ უნდა ისწავლოთ სწორი მანიპულაციები იარაღთან რომელიც ღვედით არის აღჭურვილი. მოიხსნად და დაკიდოთ იარაღი ისე რომ ლულა არ უმიზნებდეს არავის და დაცული იყოს უსაფრთხოება. დაკიდოთ იარაღი ღვედზე და სწრაფად გადახვიდეთ პისტოლეტზე, შეიცვალოთ პოზიცია და დგომი ასევე მხარე რომელზე მიბჯენილი გაქვთ იარაღი. დარწმუნდით, რომ დაყენებული ღვედით იარაღის ყველა მართვის ორგანო (საკეტის სახელური, მცველი) მისაწვდომია ხოლო ღვედი ხელს არ უშლის მასრების ექსტრაქცციას ან საკეტი გახსნა დაკეტვას ერთი სიტყვით იარაღის საიმედო მუშაობას.

დარწმუნდით რომ ღვედი არ ედება ლულას და რომ ის უბრალოდ არ დაიწვება  ლულის სიცხისგან.

დარწნუნდით რომ ღვედი ისე არ არის განლაგებული რომ ის შეიძლება ადვილად მოექცეს სროის დროს ლულის წინ.

დარწმუნდით  რომ საღვედეებს არ აქვთ ბასრი კუთხეები, რომლებიც იწვევს ღვედის ნაჩქარებ ცვეთას.

ღვედი არ უნდა ხმაურობდეს, რკინის რკინაზე მოხვედრის ხმა ძალიან შორს ისმის ამიტომაც მე მაინც მომწონს შესაბამისად მყარი და უფრო “ჩუმი” პლასტმასის დეტალები.

მასალებს რაც შეეხება მე უპირატესობას ვანიჭებ სინტეტიკურ ქსოვილებს. ის უკეთესად უძლებს ნესტის ზემოქმედებას ვიდრე ტყავი ან ნაჭერი, ის არ იწოვს ნესტს და თუ დასველდა პრაქტიკულად არ მძიმდება. ის ძალიან გამძლეა და ადვილად ექვემდებარება შეკეთებას. აბსოლუტური უმეტესობა თანამედროვე ღვედების მზადდება ამა თუ იმ სინთეტუკური მასალისგან. ის არ ღირს ძვირი და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერებში.

რა თქმა უნდა ყველა ეს რჩევა ეხება უფრო ტაქტიკურ/თავდაცვით ირაღებს და მათ ღვედებს. სხვა „დისციპლინებში“ სხვა ნიუანსებია, რომლებიც ასევე ითხოვენ ყურადღებას. მაგალითად გრძელ იარაღში მძლავრ კალიბრებზე ხელის განლაგება საღვედეს უკან შეიძლება დამთავრდეს სერიოზული ტრავმით. უკუცემა დაძრავს იარაღს და საღვედე დაეტაკება ხელს. ანუ ტიბჟირის წინა ნაწილში განლაგებული ღვედის სამაგრი წერტილი არ გამოდგება ასეთ შემთხვევაში ან მაგალითად გარკვეულ პრობლემებს ქმნის ანალოგიური ტიპიური ღვედის სამაგრი წერტილი შაშხანებზე, რომელბსაც აქვთ პლასტმასის მსუბუქი კონდახები. დაწოლამ ქამრისგან შეიძლება გადაბრიცოს თხელი პლასტმასა, რაც გამოიწვევს შეხებას ლულასთან. ეს კი გასროლისას შეცვლის კონდახის ქცევას და ლულის ვიბრაციის ამპლიტუდას რაც ნეგატიურად აისახება გასროლის სიზუსტეზე  და ა.შ.

კარგი ღვედებს უშვებენ:

Vickers Tactical, www.vickerstactical.com

Blue Force Gear, www.blueforcegear.com

Viking Tactics, www.vikingtactics.com

Specter Gear, www.spectergear.com

LaRue Tactical, www.laruetactical.com

Troy Industries, www.troyind.com

Daniel Defense, www.danieldefense.com

GG&G, www.gggaz.com

DeSantis, www.desantisholster.com



დატოვეთ კომენტარი