ჩეხოსლოვაკიური მორიელი – სტატუსის სიმბოლო ტერორისტებისთვის ეხლა უკვე ხელმისაწვდომია სამოქალაქო პირებისთვისაც

1970 წლის 12 იანვარს ვიეტნამელი პარტიზანების ჯგუფმა ცადა იერიშის მიტანა ამერიკულ საჰაერო ბაზაზე. ჯგუფი აღმოჩენილ იქნა დარაჯი ძაღლების მიერ და პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ბაზის დაცვის მიერ. მთელი ჯგუფი ჩეხო-სლოვაკიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით – Vz. 61  ”სკორპიონებით’ იყო შეიარაღებული.

1978 წლის 9 მაისს, რომის ერთ-ერთ ქუჩაში მიტოვებული მანქანის საბარგულში იპოვეს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ალდო მოროს ცხედარი. მას მოხვედრილი ქონდა 10 ტვყია „სკორპიონიდან“ და ერთი ტყვია 9მმ-ნი პისტოლეტიდან. მკვლელობა დაბრალდა ტერორისტულ ორგანიზაცია წითელ ბრიგადებს.

1981 წელს 2 მარტს, მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ზულიფქართან და პაკისტანის სახალხო პარტიასთან ასოცირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა გაიტაცა პაკისტანური ავიახაზების “ბოინგ” 720. ტერორისტები ითხოვდნენ 50-მდე აქტივისტის პაკისტანის ციხეებიდან გათავისუფლებას და საკუთარი განზრახვის სერიოზულობის დამტკიცების მიზნით  ერთ-ერთმა ტერორისტმა, სალამულახ ტიპუმ მოკლა ჰომალდის კაპიტანი. ისტორიაში შევა სურათი რომელშიც სალამულახ ტიპუ ჟურნალისტებს ხელს უქნევს თვითმფრინავის კაბინიდან და მეორე ხელში მას „სკორპიონი“ უჭირავს.

1999 წლის 1 მარტს რუსეთში, მოსკოვში ორი გასროლით საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს უკანასკნელი  პატიოსანი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტი რუსეთში, ვლადისლავ ლისტიევი. ერთ-ერთი გასროლა „სკორპიონიდან“ განხორციელდა.

1999 წლის 31 მარტს აშშ-ში, ხაკერი ტომას ანდერსონი და მისი მეწყვილე ცნობილი მეტსახელით „ტრინიტი“, იერიშს მიიტანენ მეგა-სიტის ცენტრში განლაგებულ დაცულ 20 სართულიან შენობაზე. მძიმედ შეიარაღებული წყვილი დაუპირისპირდება შენობის დაცვას და დამხმარე სწრაფი რეაგირებს ჯგუფს, რასაც დიდი მსხვერპლი მოყვება შენობის დამცველების მხრიდან.  შენობის მისაღებში  შეტაკებისას ტომას ანდერსონი მათ შორის გამოიყენებს ორ Vz61-ის იუგოსლავიურ კლონს: Model 84-ს.

იარაღი, რომელიც ყველა ამ შემთხვევაში და “შემთხვევაში” ფიგურირებდა არის გარკვეულ წილად უნიკალური, იმიტომ, რომ მე მიჭირს გავიხსენო იმ ეპოქის მიკრო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ასეთ კალიბრზე, რომელიც ნახავდა სამსახურს ჯარში, პოლიციაში, სპეცსამსახურებში, ტერორისტულ ორგანიზაციებში ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში და უკვე შემდგომ დაიპყრობდა სამოქალაქო მსროლელების გულებს მთელ მსოფლიოში. მიღებული შეიარაღებაში ჩეხოსლოვაკიაში 1963 წელს ( პროტოტიპები მზად იყო  1961 წელს და სახელიც აქიდან დაერქვა, მოდელი 61) ის დღემდე (!!!) იწარმოება. თავდაპირველად მას უშვებდა კომპანია „ჩეშსკა ზბროიოვკა“, შემდეგ ლიცენზიით იუგოსლავია, და ეხლა უკვე ერთი ჩეხური კერძო კომპანიაც (CSA), რომელიც ამ იარაღის სამოქალაქო ვერსიას უშვებს.  1963 წლიდან 1979 წლამდე სულ გამოშვებულია დაახლოებით 210 000 ერთეული Vz. 61.

vz-61.12

Vz61 Scorpion-ის ავტორი Miroslav Rybář. (12.03.1924 – 6.12.1970)

კონსტრუქციის ავტორია ჩეხი კონსტრუქტორი მიროსლავ რიბარი, რომელმაც შექმნა ეს იარაღი, როგორც ასე ვთქვათ თავისი სადიპლომო ნაშრომი, როდესაც ის სწავლობდა ჩეხო-სლოვაკიის სამხედრო ტექნიკურ აკადემიაში. პირველი პროტოტიპი ინდექსით S 59 იყო მზად 1959 წელს. 1961 წელს დაიწყო გამოცდები ხოლო 1963 წელს იარაღის სერიული წარმოებაც დაიწყო. უნდა ავღნიშნო, რომ რიბარი იყო საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი, იმიტომ, რომ “სკორპიონი” ძალიან ჭკვიანურად არის აგებული და სერიაში გაშვებამდე ამნ მინიამალური ცვლილებები განიცადა და ასევე ეს მათ შორის გარკვეულწილად აისახა “სკორპიონის” ევოლუციაზეც. “სკორპიონის” მისი უკანასკნელი მოდიფიკაცია, მოდელი 68 ითვალისწინებდა მთელ რიგ ტექნიკურ სიახლეებს, უმეტესობა რომლების იყო მათ შორის დაცული პატენტებით. მაგალითად  მჭიდის მოძრავი მიმწოდებელი და ასევე სროლის ტემპის შემანელებელი, რომელიც განლაგებული იყო არა სახელურში (როგორც მოდელში 61) არამედ უშუალოდ საკეტზე. სამწუხაროდ რიბარი ახალგაზრდა გარდაიცვალა 1970 წელს, 46 წლის ასაკში და ვერ შეძლო თავისი ნიჭის ბოლომდე გამოყენება.

kipvzor

“სკორპიონის” კონსტრუქციაზე დაფუძნებით 1971 წელს საბჭოტა კავშირში რუსებმა შექმნეს მისი ანალოგი  OЦ-02 Кипарис.  მიროსლავ რიბარმა შექმნა “სკორპიონი” მარტო და სერიაში ის წავიდა 4 წლის შემდეგ. რუსებმა 10 წლის შემდეგ წარმოადგინეს თავისი “სკორპიონი”, რომლის “შექმნაზე” მუშაობდა უკვე სამი კონსტრუქტორი და მათთან ერთად მთელი საკონსტრუქტორო ბიურო, რომელსაც ეს იარაღი “აზრზე მოყავდა” 1991 (!!!) წლამდე. რა თქმა უნდა, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა რუსების შემთხვევაში იარაღი გამოვიდა პროტოტიპზე უფრო გაბარიტული და მძიმე. 

როგორც უკვე ავღნიშნე მინიმალური ცვლილებების შემდეგ 1963 წელს “სკორპიონის” სერიული წარმოება დაიწყო და ის შეიარაღებაშიც მიიღეს. ახალი კომპაქტური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით იარაღდებოდნენ ჩეხო-სლოვაკიის უსაფრთხოების სამსახურების პერსონალი, სამხედროები, რომლებსაც არ ჭირდებოდათ ავტომატი, მაგრამ ჭირდებოდათ პისტოლეტზე უფრო ძლიერი თავდაცვის იარაღი. ერთი პერიოდი რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს “სკორპიონი” იყო გარკვეული საჰაერო-სადესანტო ნაწილების მებრძოლების ძირითადი შეიარაღებაც.  გარდა ჩეხო-სლოვაკიისა, ეს იარაღი შეიძინა ასევე დაახლოებით 13 ქვეყანამ. ზოგ ქვეყანაში ის დღემდე არის შეიარაღებაში. უნდა ავღნიშნო, რომ სანამ “სკორპიონს” შეიარაღებაში მიიღებდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა მცდელობები Cz52 ტიპის პისტოლეტის გადაკეთების ჯერებით სასროლად. აღნიშნული პისტოლეტი იყენებდა შედარებით ძლიერ 7.62X25 კალიბრის ვაზნას და ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

“ჩზ” უშვებდა “სკორპიონის” რამდენიმე მოდიფიკაციას. რა თქმა უნდა თავდაპირველი მოდელი 61 გამოდიოდა ყველაზე დიდი რაოდენობით. მის გარდა გამოდიოდა ასევე მოდელი Vz. 64, გათვლილი .380 ACP-ზე. Vz. 65 უკვე იყენებდა საბჭოთა 9×18 ვაზნას. Vz. 68 იყო საექსპორტი ვერსია გათვლილი ბევრად უფრო ძლიერ 9მმ ლუგერზე.  ამის გამო 68-ე მოდელის საკეტის მასა გაიზარდა ორჯერ და შესაბამისად გაიზარდა იარაღის გაბარიტებიც და მასაც. Vz 82 იყო გათვლილი ისევ საბჭოთა 9მმმ-ან ვაზნაზე, მაგრამ დამზადების ტექნოლოგია განსხვავდებოდა.  რაც შეეხება Vz. 61-ში გამოყენებულ ჯონ ბრაუნინგის კონსტრუქციის ვაზნას ის საკმაოდ სუსტია მაგრამ გასული საუკუნის დასაწყისში იყო ძალიან პოპულარული, როგორც კომპაქტური პისტოლეტების კალიბრი. ამ ვაზნის ტყვიის კალიბრი არის 7.65, მასა 5 გრამი, ხოლო საწყისი სიჩქარე 310 მ/წ-ში (რაც აადვილებს იარაღის “დახშობას” მაყუჩის გამოყენებით). ენერგეტიკა სტანდარტული ვაზნის არის 210 ჯოული, დავამატებ, რომ შედარებისთვის 9მმ ლუგერს აქვს ორჯერ მეტი ენერგია.

sk9x19b

Vz.68 ალბათ არის “სკორპიონის” ევოლუციის პიკი. გათვლილი ძლიერ 9X19 ვაზნაზე მასში მთელი რიგი ინოვაციური პატენტებით  დაცული ტექნიკური გადაწყვეტილებებია გამოყენებული. 

.

mongvzor

მონღოლეთის ანტი-ტერორისტული დანაყოფი საჩვენებელი წვრთნების დროს. თვითმფრინავის ბორტზე ოპერაციისთვის “სკორპიონი” ალბათ არც ისე ცუდი არჩევანია….. 

1997789

“შტაზის” (აღმოსავლეთ გერმანიის უსაფრთხოების სამსახური) მუზეუმში ერთ ერთი ექსპონატი არის ჩემოდანი, რომელშიც ჩამალულია “სკორპიონი”. სროლა შესაძლებელია ჩემოდნის გახსნის გარეშე. 

სამოქალაქო “სკორპიონები” (ყველა, რაც მე მინახია “ჩზ”-ს კონვერსიული/გადაკეთებული ვარიანტები) დიდიხანია იყიდება საქართველოში, მაგრამ დღეს გახდა შესაძლებელი მათი მაღაზიაში შეძენა საკმაოდ დაბალ ფასად, რა შესაძლებლობასაც ჩვენ ვერ გაუშვებდით და ამიტომაც შევიძინეთ ერთი ცალი, ტესტირების და შესწავლის მიზნით.

P1020665

ასეთ კომპლექტაციაში იყიდება “სკორპიონები”. ტყავის შალითას არანაირი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს მაგრამ მჭიდების ჩანთა და საწმენდი კომპლექტი გამოსადეგია. 

რას ამჩნევთ იარაღის დათვალიერებისას? დიზაინზე არაფერს არ ვიძახი. დიზაინს მე დიდ ყურადღებას ვერ მივაქცევ იმიტომ, რომ ჩემთვის პირველ რიგში მთავარია ფუნქციონალურობა და ამ მხრივ “სკორპიონი” ძალიან კარგად გამოიყურება.  მას აქვს დასაკეცი კონდახი, რომელიც ადვილად იშლება და იკეცება, საკეტის შემაკავებელი, რომლის გააქტიურება ღილკაზე დაჭერითაც შეიძლება, მჭიდის მოხსნა დაყენება ადვილია და მასში არც მეტი არც ნაკლები 20 ვაზნა ჩადის. ზოგს უყვარს ამ იარაღის უდაოდ სპეციფიური გარეგნობა, ზოგი მას ვერ იტანს. მე კიდე მომწონს ეს იარაღი, მისი ისტორია და ასე ვთქვათ საგვარეულო. თავდაპირველად ასევე შეიძლება იფიქროთ, რომ „სკორპიონს“ აქვს ძალიან მოკლე ლულა (მე ასე ვფიქრობდი). მაგრამ საქმე იმაშია, რომ იარაღში გამოყენებულია ტელესკოპური საკეტი, რომლიც „ეცმევა“ ლულას. ამის გამო იარაღი გამოვიდა კომპაქტური, ხოლო ლულის სიგრძე შეადგენს 115მმ-ს რაც აბსოლუტურად საკმარისია ასეთი ტიპის იარაღისთვის. კლასიკური ხრახნების რაოდენობა არის 6, ლულის არხი და სავაზნე ქრომირებულია. “სკოპრიონის” ლულა თავიდან იყო 250მმ-ნი ბიჯით ხოლო შემდეგ გადავიდნენ 350მმ-ან ბიჯზე რაც უზრუნველყოფდა მეტ ნაკლებად ზუსტ სროლას 150 მეტრამდე, როგორც ამას ითხოვდა დამკვეთების ტექნიკური დავალება. ლულების ხრახნების ბიჯის ოპტიმიზაციის პროცესზე და ასევე „სკორპიონის“ „პერიფერიული“ მოწყობილობების შექმნა დახვეწახე პასუხისმგებელი იყო ინჟინერი ოტოკარ გალაში.  აღსანიშნავია, რომ “250-ნი” ლულები შეიძლება შეგვხვდეს სამოქალაქო „სკორპიონებზეც“, რომლებიც თუ ისინი Cz-ს წარმოების არის სავარაუდოთ ნიშნავს, რომ მათზე ყენდება სათადარიგო ლულები ძველი მარაგებიდან.

P1020675

სელექტორს ისევ აქვს სამი პოზიცია, ციფრი 20 რომელიც ნიშნავდა ავტომატურ რეჟიმს წაშლილია (ამოჭრილი წრე). შუა მდგომარეობა არის მცველი, ხოლო წინა და უკანა პოზიციები ერთნაირად მუშაობს და იძლევა ერთჯერადი გასროლების წარმოების საშუალებას. ეს გარკვეულწილად კარგიც არის, იმიტომ, რომ თუ სროლა დააპირეთ უფრო ადვილია სწრაფად გაწიოთ სელექტორი წინ ვიდრე უკან.

საკეტი თავისთავად არის თავისუფალი, იმიტომ რომ ასეთი კალიბრისთვის რამე სხვა ჩაკეტვის სქემის გამოყენება უბრალოდ უაზრო იქნებოდა. დამცემ-სასხლეტი მექანიზმი არის ჩახმახიანი. ასეთი სქემა განაპირობებს ზუსტ სროლას ერთჯერადი გასროლებით და მეტ ნაკლებად ეფქტურ სროლას ცეცხლის წარმოების ავტომატურ რეჟიმში.

vz-6100002

“სკორპიონის” მოწყობილობა.

იარაღის ყველაზე ორიგინალური დეტალი არის სროლის ტემპის ინერციული დამწევი ან თუ გნებავთ უწოდოთ მას პირობითად “შემანელებელი”. ის წარმოადგენს მარტივი და ეფექტური კონსტრუქციის მაგალითს. გასროლის შემდეგ საკეტი ეჯახება შემანელებელს და ასევე მას “იჭერს” კაუჭი. ინერციული შემანელებელი ასრულებს მოძრაობას და ზამბარის მოქმედებით იწყებს ისევ მოძრაობს ზევით და აიძულებს კაუჭს გაუშვას საკეტი წინ. ამ მექანიზმის გარეშე მსუბუქი და მოკლე სვლიანი საკეტი განავითარებდა ძალიან მაღალი სროლის ტემპს (წუთში 1100 გასროლაზე მეტს)  რაც არაპრაქტიკული იქნებოდა. მიუხედავად ამისა  სროლის ტემპი არ არის ძალიან დაბალი  და შეადგენს 850 გასროლას წუთში.

Vz610000

მასრების ექსტრაქცია ხდება ზევიდან და წინ, რაც კარგია, ვინაიდან მასრები არ შეეყრება გვერძე მდგომ მებრძოლს სახეში. სამიზნე მოწყობილობებიც კარგად ჩანს. უკანა სამიზნე მოწყობილობას აქვს ორი მდგომარეობა, 75 და 150 მეტრამდე სასროლად.

იარაღი ძალიან ადვილად იშლება. საკმარისია გამოწიოთ ერთი შტიფთი და იარაღი შუაზე გადაიხსნება, გამოწიეთ საკეტი უკან ისე, რომ გამოაცალოთ მას საკეტის ორი “კოჭა” და შესაძლებელი გახდება საკეტის ამოღება. ეს საკმარისია, რომ იარაღი გაიწმინდოს და დაიზეთოს.

vz6100001

ამ დეტალზე დაჭერისას შესაძლებელია კონდახის მოხსნა. 

სროლას რაც შეეხება მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ჯერებით სროლაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო “სკორპიონი” მხოლოდ ნახევრად-ავტომატურ რეჟიმში ისვირს. პოპულრული მოსაზრება, რომ იარაღი ეფექტურად ისვრის ჯერებით ერთი ხელიდან მე არადამაჯერებლად  მეჩვენება, ხოლო ნახევრად ავტომატურ რეჟიმში იარაღი აჩვენებს შესანიშნავ სიზუსტეს.  არც პრაქიკულად სწორ კუთხიანი ტარი არ ქმნის პრობლემას. სხვათაშორის სახელურის ასეთი კუთხე განპირობებულია მასში არსებული ტემპის შემანელებელით და ასევე იმ ფაქტით რომ მოკლე კონდახის პირობებში დახრილი სახელური იქნებოდა მოუხერხებელი. იარაღს არ აქვს დიდი უკუცემა (მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ უკუცემა საერთოდ არ არის). პრობლემა დამიზნებისას გაშლილი კონდახით არის ის, რომ უკანა სამიზნე მოწყობილობა იმდენად ახლოს არის თვალთან რომ ძალიან ბუნდოვნად ჩანს. მაგალითად რუსებმა თავის „კიპარისზე“ გამოიყენეს შემდეგი მეთოდი,  კონდახის გაშლისას იხსნება დიოპტრიული უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს ზუსტ სროლას.  ხელიდან სროლისას ისევ იქმნება პრობლემა სამიზნე მოწყობილობებთან მაგათი პატარა ზომების გამო. ჩემი აზრით ორ დიოპტრიანი მარტივი უკანა სამიზნე მოწყობილობა იქნებოდა საუკეთესო არჩევანი ასეთი ტიპის იარაღისთვის. სასხლეტი საკმაოდ რბილი და მსუბუქია, მაგრამ სვლა ერთგვაროვანი არ არის.  ვიმეორებ წყნარი სროლის პირობებში “სკორპიონი” ძალიან ზუსტია. ხოლო კონდახი თუნდაც ასეთი პრიმიტიული მნიშვნეოვნად ზრდის სროლის ეფექტურობას. რაც შეეხება სიზუსტეს, გაშლილი კონდახით, მუხლიდან 50 მეტრზე ის შეადგენს 10-12სმ-ს რაც ძალიან კარგია ასეთი კომპაქტური იარაღისთვის.  უფრო ახლო მანძილებზე კონდახის გამოყენებით სროლა შესაძლებელია ქირურგიული სიზუსტით. დაკეცილი კონდახით იარაღი კომპაქტურია, ნორმალური ბალანსით და სროლაც პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა მე კვლავ ავღნიშნავ, რომ არ მგონია ამ იარაღიდან შესაძლებელი იყოს ხელიდან ჯერებით სროლა. ბოლო გასროლის შემდეგ საკეტი დგება შემაკავებელზე. მცველის გააქტიურება ასევე კეტავს საკეტს, რომლის გახსნა ხდება შეუძლებელი. რეკომენდირებული იყო იარაღის ტარების შემდეგი მეთოდი, საკეტი იხსნებოდა და მცველი ირთვებოდა. ეს ერთის მხრივ კეტავდა სასხლეტს და ტოვებდა საკეტს ღია მდგომარეობაში. რატომ იყო არჩეული ასეთი ტარების მეთოდი ჩემთვის უცნობია, უნდა ვივარაუდოთ რომ ეს უკავშირდებოდა იარაღის გარკვეული დეტალების სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებას და ასევე უსაფრთხოებას, იმიტომ, რომ გარეგანი დათვალიერებით შეუძლებელია დადგინდეს არის თუ არა ვაზნა სავაზნეში და რა მდგომარეობაშია დამცემ-სასხლეტი მექანიზმი. დასაკეცი კონდახი იშლება ხელის ერთი დარტყმით და საიმედოთ ფიქსირდება გაშლილ მდგომარეობაში. რუსეთში კონდახის ფორმის გამო ამ იარაღს  ”ტრამვაიც” კი შეარქვეს.   იარაღთან ურთიერთობის გარკვეული დროის შემდეგ გესმის მისი უპირატესობები და ნიშა, რომელიც მას ეკავა. ის პრაქტიკულად ისეთივე კომპაქტურია, როგორც სრული ზომის პისტოლეტი, მაგრამ ამავე დროს მას აქვს 20 ვაზნიანი მჭიდი (ჯერებით სროლის საშუალება) და კონდახი რის გამოც მისი გამოყენების ეფექტურობა იზრდება. მე ტყვილა არ ვახსენე “წითელი ბრიგადები” სტატიის დასაწყისში. “სკორპიონს” და “წითელ ბრიგადებს”, იტალიურ მემარცხენე რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციას ბევრი რამ აკავშირებთ. აღნიშნული ორგანზიაციის წევრები გადიოდნენ მომზადებას ჩეხოსლოვაკიაში განლაგებულ გასაიდუმლოებულ ბანაკებში. სადაც მათ შორის მათ ასწავლიდნენ სროლას “სკორპიონებიდან” სუკ-ის ჩეხოსლოვაკიური ანალოგის “სტბ”-ს (Štátna bezpečnosť, სახელმწიფო უშიშროება) ინსტრუქტორები.  ტერორისტებმა სათანადოდ შეაფასეს “სკორპიონის” ძლიერი მხარეები და პირველ რიგში კომპაქტურობა და საცეცხლე ძალა ახლო მანძილებზე ისევე როგორც შედარებით სუსტი ვაზნის გამო კარგი სიზუსტე ჯერებით სროლისას. იმ დროს არც ერთი სხვა იარაღი ასეთ კომბინაციას არ სთავაზობდა. იმ დროს მეტ წილად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ნიშა ეკავათ მეორე მსოფლიო ომისთვის შექმნილ დიდ და მძიმე იარაღებს, რომლებსაც ვერ შეინახავდი პერანგის ქვეშ. ასევე იმ დროს მცველები და პოლიციელები არ ატარებდნენ ჯავშან-ჟილეტებს, ხოლო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე იჩხრიკებოდა, როგორც წესი მხოლოდ ხელბარგი.  ასეთ პირობებში მსუბუქი ადვილად კონტროლირებადი საიმედო ავტომატური იარაღი ზედგამოჭრილი იყო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც სათანადოდ შეაფასეს ჩეხოსლოვაკიური “სკორპიონი” და პირველ რიგში ეს ეხებათ იტალიურ “წითელ ბრიგადებს”, რომლის წევრებმაც ეს იარაღი გამოიყენეს დადასტურებულად 15 ტერორისტულ აქტში.  იტალიის ისტორიის ამ პერიოდში რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც Anni di piombo (ტყვიის წლები), “სკორპიონმა” ითამაშა თავისი როლი. 70-ან წლებში, როდესაც ევროპა გახვეული იყო მემარცხენე რადიკალური ტერორისტული ჯგუფების მიერ დაწყებულ ძალადობის კამპანიაში, ჩეხოსლოვაკიური “სკორპიონი” იქცა პრაქტიკულად სტატუსის სიმბოლოდ ტერორისტებს შორის. “წითელი ბრიგადების” გარდა ის იყო საფირმო იარაღი დასავლეთ გერმანული ბაადერ-მაინხოფის ბანდის წევრებისთვის  და ალბათ ყველაზე ლეგენდარული ტერორისტი კარლოს რამირესი მეტსახელად “ტურა” აფასებდა “სკორპიონის” მაღალ საბრძოლო თვისებებს. პირველ რიგში სწორედ ამ მხრივ არის საინტერესო ეს იარაღო, რომელიც წარმოადგენს იარაღის და არა მარტო იარაღის ისტორიის საინტერესო ნაწილს და რომელიც შესაძლებელია დღეს შეიძინოთ სასაცილო ფასად, 900 ლარად. ეს მითუმეტეს საოცარია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროპაში “სკოპრიონი” ღირს 1000 ევროს ფარგლებში. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში იყიდება ორიგინალური “ჩზ”-ს “სკორპიონები” და არა ახლად გამოშვებული იარაღები, რაც კიდე უფრო ზრდის მის საკოლექციო ღირებულებას.

მე ტყვილად არ ავღწერე სტატიის დასაწყისში სცენა მხატვრული ფილმიდან მატრიცა, რომელიც მოვაყოლე არც ისე სახალისო მომენტებს ისტორიიდან. “სკორპიონი” სპეციფიური გარეგნობის და რეპუტაციის გამო ხშირად გვხვდება მხატვრულ ფილმებში, სერიალებში და კომპიუტერულ თამაშებში. მიუხედავად ანემიური ვაზნისა ეს იარაღი არ ეძლევა დავიწყებას და კიდევ დიდი ხანი გაახარებს მის მფლობელებს რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი არის.

P1020688

დახრილი მჭიდი განპირობებულია გამოყენებული ვაზნის სპეციფიკით, რომელის “ფლანეცის” დიამეტრი აღემატება მასრის დიამეტრს. სხვა კალიბრის ვაზნებზე გათვლილ სკორპიონებს უკვე სწორი მჭიდები აქვთ.  Cz-ს იარაღს კომპლექტში სამი მჭიდი მოყვება, ორი 20 ვაზნიანი და ერთი 10 ვაზნიანი.

რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ იარაღს, “სკორპიონსაც” აქვს თავისი სუსტი მხარეები. ხშირად ისმის პრეტენზიები საკეტის სახელურების მიმართ. ვერ კიდებ თურმე კარგად ხელს, ხელთათმანებში ხელი აგიცურდება და ვერ გადატენი და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ასეთ სახელურებს აქვთ ერთი დიდი პლიუსი. სროლისას ისინი ვერაფერს ვერ წამოედებიან და არ გაჭედავს იარაღს.  ეს განსაკუთრებულად აქტუალურია იარაღისთვის, რომელიც გამოიყენება დახურულ/ვიწრო სივრცებში. ამ მხრივ უფრო მოსახერხებელი მეჩვენება „უზი“ სახელური, რომელიც ზევიდან არის განლაგებული ან გადაწყვეტილება გამოყენებული გერმანული H&K MP5-ში, რომლის სახელური არის ცალკე დეტალი და სროლის დროს საერთოდ არ მოძრაობს. ხელის ტრავმირებაც გამორიცხულია არა და ეს საფრთხე რეალურია, იმიტომ, რომ ეს იარაღი ითხოვს საყრდენი ხელის მოთავსებას მჭიდზე რაც ბევრისთვის უჩვეულო იქნება.

P1020809

როგორც Cz-ს ყველა პისტოლეტი, “სკოპრიონიც” არის გაყიდვამდე შემოწმებული,  მისროლილი  და იყიდება საკონტროლო სამიზნესთან ერთად. ეს ჯგუფი ნასროლია 50 მეტრიდან და ამ კონკრეტული იარაღის გაფანტვა ამ მანძილზე შეადგენს 9.5სმ რაც ძალიან კარგი შედეგია. 

სხვა სისუსტეებს რაც შეეხება, მაგალითად ეს შეიძლება იყოს რესივერის  თხელი ხუფი, რომელშიც მოძრაობს საკეტი. პატარა შეჭეჭყილობა თხელ ხუფზე და საკეტი გაიჭედება. ასევე ყურადღებას ითხოვს ის ფაქტი, რომ სამოქალაქო „სკორპიონებზე“ მოხსნილია სროლის ტემპის შემანელებელი. საქმე იმაშია, რომ ეს დეტალი განლაგებული ტარში ამცირებს საკეტის სიჩქარეს, რის გამოც საკეტი ეჯახება ვაზნას მჭიდში, როდესაც გასროლის შედეგად რხევა შემცირებულია და ზამბარა და მიმწოდებელი მჭიდში უკვე „დაწყნარებულია“. ამ დეტალის ამოღებისას არის თეორიული ალბათობა იმისა, რომ საკეტი დაიწყებს წინ მოძრაობას მანამდე სანამ მორიგი ვაზნა მჭიდში იქნება მზად მიწოდებისთვის, ხოლო შედეგი ამისა იქნება დაბრკოლება სროლაში. ვიმეორებ ეს ჯერ-ჯერობით თეორიული საკითხია და რამდენად ეს გამოიხატება რეალურ ექსპლუატაციაში უცნობია. „სკორპიონი“ იქმნებოდა ტემპის შენელების აუცილებლობით და შესაბამისად პრობლემაზე, რომელიც ეხებოდა მჭიდის ზამბარის ინერტულობას უბრალოდ არავინ არ ფიქრობდა. ეს საკითხი წამოიჭრა მხოლოდ მას მერე, რაც დაიწყეს „სკორპიონების“ კონვერსია სამოქალაქო იარაღში. კონვერსიას რაც შეეხება, საინტერესოა, რომ ადრინდელი კონვერსია გულისხმობდა მხოლოდ შტიფტის ჩაყენებას, რომელიც გამორიცხავდა ცეცხლის რეჟიმის გადამრთველის გადართვას ავტომატური ცეცხლის წარმოების მდგომარეობაში. საკმარისი იყო ამ შტიფტის ამოღება კონსტრუქციიდან და „სკორპიონი“ ისევ ხდებოდა ავტომატური იარაღი. ერთი პერიოდი ჩეხეთში აიკრძალა იარაღის გაყიდვა სამოქალაქო პირებზე, რომელიც წააგავდა სამხედრო იარაღს და სამოქალაქო „სკორპიონების“ წარმოება შეწყდა. 2003 წლიდან ეს შეზღუდვა გაუქმდა მაგრამ „სკორპიონების“ გადაკეთების ტექნოლოგიაც შეიცვალა. კონსტრუქციიდან ამოიღეს ყველა დეტალი, რომელიც საჭირო იყო ავტომატური ცეცხლის წარმოებისთვის, მათ შორის სროლის ტემპის შემანელებელიც.

მიუხედავად ამისა “ჩზ”-ს მიერ თუნდაც კასტრირებული “სკარპიონი” მაინც ჩემი აზრით არ კარგავს თავის ღირებულებას და ხიბლს. ის არ არის მაკეტი და არ არის სასიგნალო პისტოლეტი, ის ნამდვილი იარაღია (ფორმდება საქართველოში როგორც პისტოლეტი) და ჩემი აზრით ის დაამშვენებს ნებისმიერი იარაღის მოყვარულის კოლექციას. გამოდგება ის როგორც თავდაცვის იარაღი? არ მგონია და ავხსნი რატომ.  ეს იარაღი ფორმდება შენახვის უფლებით, ესეიგი მისი ძირითადი უპირატესობები, ფარულობა და კომპაქტურობა იკარგება, ხოლო წინა პლანზე გამოდის სუსტი ვაზნა და თეორიულად შემცირებული საიმედოობა. სუსტ ვაზნას რაც შეეხება, საქმე იმაშია, რომ ჩვენ პირობებში დამნაშავე ელემენტებისთვის (ყაჩაღებისთვის) ადვილად ხელმისაწვდომია სამხედრო ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ასეთ მტერთან დაპირისპირება ითხოვს სერიოზულ მომზადებას და იარაღს, ამიტომაც არ მგონია .32ACP-ზე გათვლილი მოკლელულიანი იარაღი იყოს საუკეთესო არჩევანი სახლის დასაცავად. თუმცა სუსტი იარაღი ჯობია საერთოდ იარაღის არ ქონას. ვიწრო ადგილებში გადაადგილებისას, მისაღები ოთახი, სადარბაზო, დერეფანი “სკორპიონი” ძალიან მოსახერხებელია ხოლო კონდახი აადვილებს ზუსტ და სწრაფ სროლას. რა თქმა უნდა 20 ვაზნიანი მჭიდიც ზრდის გადარჩენის შანსებს.

ბოლოს ვიტყვი, რომ მე ყოველთვის მაოცებდნენ ჩეხი იარაღის კონსტრუქტორები. ისინი ქმნიდნენ რთულ პირობებში შესანიშნავ და კონსტრუქციულად ძალიან საინეტერესო და დახვეწილ იარაღებს. ამ მხრივ “სკორპიონიც” არ არის გამონაკლილი. ულტრა კომპაქტური და მსუბუქი, ის ისვრის დახურული საკეტით, იყენებს სროლის ტემპის შემანელებს და არის ძალიან მარტივი კონსტრუქციის მქონე. ის ნმადვილად წარმოადგენს საინტერესო და უნიკალურ იარაღს, რომლის შეძენას და რომელთანაც გაცნობას მე არ ვნანობ და მიხარია რომ ამის საშუალება მომეცა.

vz2014

PS

როგორც იცით, ჩემი ბლოგი არის 100% დამოუკიდებელი რესურსი და მე არავინ არ მეხმარება არ მიკვეთავს სტატიებს და არ მიხდის ფულს რეკლამაში, რის გამოც მე არასდროსს არ ვასახელებ მაღაზიას, რომელშიც იარაღი იქნა შეძენილი. უფრო მეტიც მე არ მომწონს თბილისის მაღაზიების მუშაობის სტილი და გაყიდვების პოლიტიკა.  მაგრამ ეხლა გამონაკლისს გავაკეტებ და მიზეზი ამისა არის პირველ რიგში ის მომსახურება, რომელიც მე მივიღე ამ იარაღის შეძენისას Global Arms-ის მაღაზიაში. ზრდილობიანი თავაზიანი კონსულტანტი-გამყიდველი, რომელმაც მომცა საშუალება ამერჩია იარაღი რამდენიმე ცალიდან, ასევე არ დაიზარა და გადმომცა ძირითადი ინფორმაცია ამ იარაღზე და გამაცნო უსაფრთხოების წესები ასევე ფასები, რომელიც მე ვნახე იარაღზე ამ მაღაზიაში იყო ძალიან დაბალი  (მე არ მახსოვს ასეთ ფასად რამე იყიდებოდეს როდესმე რომელიმე თბილისის მაღაზიაში) ჩემთვის ყველაფერი ეს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო და იმედია რომ ეს მაღაზია შეინარჩუნებს მომსახურების ხარისხს და მას სხვებიც მიბაძავენ.



დატოვეთ კომენტარი