პატრონტაში ცალვაზნიანი მცირეკალიბრიანი შაშხანისთვის

უკვე სადღაც ორი თვეა რაც მაქვს ძალიან კარგი 1955 წელს გამოშვებული ცალვაზნიანი საბჭოთა მცირეკალიბრიანი შაშხანა.  ამ იარაღში ყველაფერი მომწონს და პირველ რიგში მისი სქელი გრძელი ლულა და დიოპტრიული სამიზნე მოწყობილობა.  ჩემის აზრით ამ იარაღს აქვს ორი მინუსი, პიველი, რომ მისი საკეტს არ აქვს საბრძოლო უპორები და იკეტება შპინგალეტის პრინციპით და მეორე რომ მისი დატენვა საკმაოდ გართულებულია. ის რომ ის ცალვაზნიანი მე არ მადარდებს, სამაგიეროდ მე ვაკონტროლებ თითო ვაზნის დატენვის   პროცესს და დარწმუნებული ვარ რომ მიწოდებისა ვაზნის დეფორმაცია არ მოხდება, სწრაფი სროლა კი ჩემი მიზანი არაა,ეს რომ მდომებოდა ვიყისდიდი ტოზ–99–ს ან G22-ს. პრობლემა ისაა რომ საკამოდ ძნელია საველე პირობებში ისე განტავსდე რომ პატარა ვაზნები ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. ჯიბეში რომ ცაიყარო სხვა და სხვა სასროლოსნი პოზიციებისას შეიძლება ჯიბიდან ვაზნების მოღება გართულდეს თან ჯიბეში ისინი თბება რაც ამცირებს მათ ბალისტიკურ სტაბილურობას. მიწაზე წინ ვერ დაიყრი, დიკარგება და დაბინძურდება, თან პატარებია და სულ სადრაც ხან გადაგორდებიან ხან შეგორდებიან.  მოკლედ დავფიქრდი და მალევე მივხვდი რისი გაკეტება მნდოდა.  კომპაქტური პატრონტაში (ეგ რუსული სიტყვა არაა, პატრონი ვაზნაა გერმნაულად ტაში კიდე ჯიბე იმავე ენაზე), რომელიც დამაგრდებოდა პირდაპირ იარაღზე.   იდეა ნამდილად მე არ მეკითნის, არსებობდა როგორც იარაღზე დამაგერბული პატრონტაშები ისევე მოწყობილობები, რომელიც აწდიდა ვაზნებს ცალვაზნიან სისტემებში. პატრონტაშები ძირითადად ორი ტიპისაა, პირველი იძლევა საშუალებას გადაიტანო ვაზნები და მჭიდები იარაღზე, ისინი მაგრდება როგორც წესი კონდახზე ან კონდახის შიგნით და არსებობს ისეტები, რომლებიც აადვილებენ იარაღის დატენვას და ზრდიან მის სრაფსროლას. ასეთი მოწყობილობები ყენდება სავაზნესტან ახლოს. მგალითად როგროც ამ 12 კალიბრის ტაქტიკურ თოფზე

untitled

უბრლოდ მე დავფიქრდი, როგორ გამეკეთებინა ეს იმ მასალებიტ რაც ამ მომენტში სახლში მქონდა და ამავე დროს ყველაფეს ქონოდა ლამაზი ესთეტიური გარეგნობა.  მოკლედ წარმოგიდგენთ “ლევანის მოწყობილობას” :–) :

centr

 

როგორც ხედავთ ეს არის პატარა პლასტმასის პატრონტაში, დამაგრებული იარაღის მარჯვენა მხარეს (თქვენ შეგიძლიათ ის მარცხენა მხარეს დააყენოთ, მე მარცხენა მხრიდან ვისვრი და ამიტომაც ასე მერჩივნა). მასში თავსდება 10 ვაზნა. პატრონტაში არ გამოდგება ვაზნების გადასატანად, ვაზნები ქიდან გადმოიყრება, მაგრამ მოქცემტ საშუალებას კომფორტულა ისროლოტ საველე პირობებში.

როგორ გავაკეთე. ავიღე 50ვაზნიანი პლასტმასის ვაზნბეის ყუთი. მოვაჭერი ერთი რიგი, შევღებე შავ ფრად, შემდეგ ”სამარეზებით”   დავამაგრე კონდახზე. ეს არის და ეს. ძალიან ადვილი გასაკეთებლად და პრაქტიკული მოწყობილობა.

gaketeba

როგორც სურათიდან ჩანს, ჩემის აზრით საკმაოდ საინტერესო რამ გამოვიდა.  იარარს არ ამძიმებს, არ არის უშნო და როგორც უკვე ვთქვი ძალიან პრაქტიკულია. ვისაც გინდათ შეგიძლიად იგივე გააკეთოთ ან უკეთესი.

DSC08468

 

აღნიშნული მოწყობილობა გამოჩნდა მთელი სილამაზით კინოში, ნაკლებად ცნობილი მაგრამ ძალიან კარგი კინო Silent Trigger დოლფ ლუნდგრენის მონაწილეობით. პოსტერზე კარგად ჩანს როგორ მაგრდება მსხვილკალიბრინი ვაზნბი მძიმე სნაიპერულ შაშხანაზე.  ვაზნების ასეთი დამაგრება იარაღზე ასევე ვნახე რუსეთში სნაიპერების შეჯიბრერებში მონაწილე ერთ ერთი სნაიპერის იარაღის სურათზე ასე რომ არის რაღაცა ამ მოწყობილობაში :–)

silent_trigger

კადრი ფილმიდან

1_silenttrigger-imfadenkreuzdeskillers_detail



დატოვეთ კომენტარი