14.5 ინჩიანი AR-15(M4)-ის „განულება“

რა არის საერთოდ „განულება“? გასწორება? მისროლა? ყველაფერი ეს ნიშნავს ერთი და იგივეს, პროცედურების ერთობლიობას, რომლებიც მიზნად ისახავენ, რომ კონკრეტული იარაღიდან ნასროლი ტყვია სასურველ დისტანციაზე მოხვდეს  ხვდებოდეს  იმ ადგილს რომელსაც უმიზნებთ. ანუ კონკრეტულ დისტანციაზე მოხვედრის საშუალო წერტილი დაემთხვევა დამიზნების წერტილს. რომელ დისტანციაზე და რატომ? რა განაპირობებს განულების დისტანციის არჩევას და საერთოდ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? დისტანცია როდესაც დამიზნების ხაზი გადაკვეთს ტყვიის ტრაექტორიას აირჩევა მსროლელის მიერ, მაგრამ  ეს არჩევანი ყოველთვის უნდა იყოს განპირობებული კონკრეტული მოთხოვნებით. ამ სტატიაში მე შევეცდები გავცე პასუხები ამ კითხვებზე. სტატია არ ისახავს მიზნად აღწეროს განულების პროცედურა დეტალებში (სად რა და რამდენით დაატრიალოთ) არამედ მიზნად ისახავს ახსნას განულების მანძილის სწორი არჩევანის მნიშვნელობა კონკრეტული იარაის მაგალითზე – 14.5 ინჩინია ლულით აღჭურვილი AR-15 ტიპის კარაბინი, გათვლილი  5.56X46 კალიბრზე. იგივე კონფიგურაციის იარაღი (Bushmaster XM15) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების და პოლიციის შეიარაღებაშიც.

ამჟამად ამერიკულ არმიაში მიღებულია იარაღის განულება 300 მეტრზე (M16A1 ნულდებოდა 250 მეტრზე). პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე ჯარში გამოიყენება სატნდარტული სამიზნე რომლითაც იარაღის გასწორება ხდება 25 მეტრზე სროლისას. რატომ 25 მეტრი? ეს არჩევანი განპირობებულია რიგი პრაქტიკული მიზეზებით.  ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი 300 მეტრიანი სასროლეთი, ხოლო 25 მეტრიანი სასროლეთის მოწყობა საველე პირობებშიც არ არის პრობლემა. გარდა ამისა 300 მეტრზე განულებისას 25 მეტრზე არის ახლო ნული ანუ წერტილი სადაც დამიზნების ხაზი და ტყვიის ტრაექტორია იკვეთება პირველად. შემდეგ ტყვია აგრძელებს აწევას ჰაერში, აღწევს მაქსიმალურ სიმაღლეს და იწყებს დაშვებას, რა დროსაც დაახლოებით 300 მეტრზე ის ხელმეორედ კვეთს დამიზნების ხაზს. ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული 25 მეტრიანი სამიზნეები ზედ დატანილი მისროლის ინსტრუქციებით ასევე შესაბამისი საველე ინსტრუქცია FM 3-22.9. დავამატებ მხოლოდ რომ რეკომენდირებულია ასევე მიღებული შედეგების გადამოწმება 300 მეტრზეც მაგრამ ჩავთვალოთ, რომ სტანდარტული განულების პროცედურა 25 მეტრზე არის მინიმუმი რაც უნდა გაკეთდეს.

პატარა შენიშვნა. ტყვია როდესაც ტოვებს ლულას არ იწევა მაღლა ეს შეუძლებელია. საქმე იმაშია რომ იარაღი მზადდება ისე, რომ როდესაც სამიზნე მოწყობილობების ერთმანეთის მიმართ გასწორებულია ლულა იყურება ოდნავ ზევით.


სტანდარტული 25 მეტრიანი სამიზნე (ორი ტიპის, M4-ის და M16-ის განულებისთვის)  არის მარტივი გამოყენებაში, (როგორც წესი მისროლის პროცესი სამიზნეზე არის აღწერილი). თითო ოთხკუთხედი უდრის ერთ კლიკს მექანიკურ სამიზნეში. თუ მოხვედრის წერტილი არის ხუთი ოთხკუთხედით ზევით და სამი ოთხკუთხედი მარცხნივ ზუსტად ამდენი კლიკით უნდა დაატრიალოთ ჯერ წინა სამიზნე მოწყობილობა, რომ დაწიოთ მოხვედრის წერტილი დაბლა და შემდეგ უკანა სამიზნე მოწყობილობა რომ გადაიტანოთ მოხვედრის წერტილი მარჯვნივ.

შენიშვნა: სანამ გასწორებას დაიწყებთ, იარაღი უნდა განულდეს მექანიკურად. ამისთვის აყენებთ უკანა სამიზნე მოწყობილობას შუაში ხოლო წინა სამიზნე მოწყობილობას ისე რომ „მუშკის“ ფუძე გაუტოლდეს სამიზნის ბაზას. ამის მერე ხორციელდება გასროლა სამიზნეში და აუცილებელი შესწორებების შეტანა. თუ უკანა სამიზნე მოწყობილობას არ აქვს სკალა მაშინ გადაწევთ მას ბოლომდე ერთ მხარეს, შემდეგ გადაწევთ საპირისპირო მხარეს ასევე ბოლომდე და დაითვლით კლიკებს. რაოდენობას გაყოფთ ორზე და ამ რაოდენობით დააბრუნებთ სამიზნეს, რომელიც ზუსტად ცენტრში გაჩერდება. მისროლისას გამოიყენება ყველაზე ვიწრო აპერტურიანი სამიზნე მოწყობილობა, მაქსიმალური სიზუსტის მიღწევის მიზნით.

როდესაც განულება დასრულებულია და ტყვიები ხვდება სამიზნეს ზუსტად იქ სადაც უმიზნებთ თქვენ რეალურად დაასრულეთ მხოლოდ პირველი ნაწილი იარაღის გასწორების, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, არა მარტო მოარტყათ სამიზნეს ვთქვათ 300 მეტრზე არამედ ზუსტად იცოდეთ რა გზას გადის ტყვია სანამ ის ამ მანძილს მიაღწევს. თუ ისვრით 150 მეტრზე, სად მოხვდება ტყვია? სილუეტს მოხვდება ყველა შემთხვევაში მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა ქონდეთ უნარი მოარტყათ უფრო პატარა სამიზნეებს და ეს ისე, რომ ხელი არ ახლოთ სამიზნე მოწყობილობებს. ბრძოლაში ამის დრო დიდი ალბათობით არ იქნება.ეხლა კიდე უკვე მივედით დეტალამდე, რომელიც ზოგადად წარმოადგენს მთავარ ნაწილს ამ სტატიის? რა მნიშვნელობა აქვს განულების დისტანციას? ამისთვის ნახეთ ცხრილი დაბლა.

ცხრილიდან ჩანს, რომ ე.წ.“200 მეტრიანი ნული“ უფრო მიესადაგება .223 კალიბრის ტყვიის (M855) ტრაექტორიას და 200 მეტრამდე უზურუნველყოფს მინიმალურ გადაცდომებს დამიზნების ხაზიდან. სამიზნეების სმაღლე ლულასთან მიმართებაში არის 2.5 ინჩი, (M4/AR15-ის სტანდარტული რკინის სამიზნეებს სიმაღლე). ვაზნა არის სტანდარტული ამჯერად შეიარაღებაში მყოფი M855, თუმცა თუ თქვენ სხვა ვაზნას იყენებთ მოგიწევთ აღნიშნული ცხრილის თავად შედგენა და გაანალიზება რა მანძილზე მისროლა გაძლევთ ოპტიმალურ შედეგეს. რკინის სამიზნე მოწყობილობების შემთხვევაში მოქმედებს ერთი პრინციპი, რაც უფრო ნაკლებია გადახრები დამიზნების ხაზიდან მით უკეთესი.

თავისთავად ცხადია „განულების“ ეს მეთოდი ჩემი მოგონილი არ არის. 200 მეტრიანი ნულის შესახებ კარგად ცნობილია „ტაქტიკურ“ საზოგადოებაში და ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში. ხოლო პირველად 200 მეტრიანი ნულის უპირატესობაზე და განულების მეთოდზე დაწერა ამერიკელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ჩარლზ სანტუზიმ. მან დაარქვა თავის მეთოდს Improved Battlesight Zero, ანუ გაუმჯობესებული საბრძოლო ნული. უნდა აღინიშნოს, რომ  შეიარაღებული ძალები ძალიან კონსერვატიული ორგანიზაციიაა (მათ შორის აშშ-იც) და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აშშ-ს და საქართველოს ჯარშიც ჯერ ჯერობით გამოიყენება 300 მეტრზე განულების მეთოდი. გარკვეული შესწორებები და განმარტებები წარმოდგენილია აშშ-ის შეიარაღებული ძალების საველე ინსტრუქციაში FM 3-22.9 (პარაგრაფი 5-49, 5-50), რომელიც გამოიცა 2011  წელს. ასევე „ასიმეტრიული საბრძოლო მოქმედებების ჯგუფმა“ შეიუმაშავა სასწვალო პროგრამა, სადაც ის იყენებს 200 მეტრზე განულების მეთოდს და ამ მეთოდს იყენებს რამდენიმე ცალკეული სბრძოლო შენაერთი, როგორც განულების სტანდარტულ მეთოდს.

2011 წელს, აშშ-ის  შეიარაღებული ძალების კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები (Research Report 1947. Training Aids for Basic Combat Skills: Obtaining a200 M Zero with M16 Rifle and M4 Carbine), რომელიც მიზნად ისახავდა შეესწავლა განულების ახალი მეთოდიკა სამხედრო მოსამსახურეების წინასწარი მომზადების პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. დოკუმენტი 33 გვერდისგან შედგებოდა და მათ შორის იყო აღწერილი ახალი ტიპის სამიზნეები, რომლებსაც უნდა შეეცვალა აქამდე არსებული. განულების მანძილი აქაც აღებულ იქნა 200 მეტრი. კვლევამ, რომელიც ითვალისწინებდა ასევე რეალურ სროლებს აჩვენა ახალი მეთოდების უპირატესობა, ისევე როგორც ხაზი გაუსვა 200 მეტრიანი ნულის უპირატესობებს აქამდე არსებულ მეთოდთან შედარებით.

აღნიშნული სამიზნეები (დააჭირეთ სურათს უკეთესი გამოსახულებისათვის) გამოიყენებოდა 200 მეტრიანი ნულის მისაღწევად. კვლევის პროცესი ითვალისწინებდა მეთოდს, რომელიც იყენებდა სამი ტიპის სამიზნეს. სროლა ხორციელდბა  25 მეტრზე თუმცა სამიზნეზე არის „გამოტანილი“ ზონა სადაც უნდა მოხდეს ტყვიები. შედეგების გადამოწმება ხდება 100 და 200 მეტრზე. ასევე გათვალისწინებულია კოლიმატორის გამოყენება Aimpoint CompM2 (CCO).

ყველაფერი ზემოაღნიშნული, გვაძლევს ჩვენ უფლებას დარწმუნებით გამოვაცხადოთ, რომ 200 მეტრი არის საუკეთესო განულების მანძილი. განვმარტავ ლაპარაკია საბრძოლო/თავდაცვით იარაღზე, რომლის გამოყენება ხდება საბრძოლო პირობებში. აქ არ არის ლაპარაკი ზუსტ სროლაზე მაქსიმალური ქულების რაოდენობის დასაგრივებლად.

დამატებით უნდა ავღნიშნო, რომ გარდა 200 და 300 მეტრიანი ნულებისა ასევე გამოიყენება ორი სხვა განულების მეთოდიც. პირველი არის განულება 100 მეტრზე. ამ მეთოდისას ტყვია არასდროს არ ადის დამიზნების ხაზის ზევით და კვეთს მას 100 მეტრზე რის შემდეგაც ბუნებრივია ტყვია სულ ვარდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს მეთოდი გარკვეული პოპულარობთ სარგებლობს აშშ-ს სპეციალური დანისნულების ძალების ოპერატორებში. მკვეთრი ვარდნა 100 მეტრის შემდეგ პრობლეემას არ წარმოადგენს თუ გამოიყენება დახვეწილი სამიზნე მოწყობილობა ტყვიის ვარდნის კომპენსირების საშუალებით მაგრამ სტანდარტულ ა2 ტიპის სამიზნისთვის ეს მეთოდი ნაკლებად გამოსადეგარია. მეორე მეთოდს  უწოდებენ Maximum Point Blank Zero. პრინციპი არის მარტივი. ტყვია ტოვებს ლულას და ადის დაახლოებით 6 სმ-ის სიმაღლეზე (ჩვენი ეტალონური იარაღის მაგალითში) რა დროსაც ის პირველად კვეთს დამიზნების ხაზს, ის აღწევს ტრაექტორიის უმაღლეს წერტილს რომელიც ასევე უდრის 6 სმ-ს და შემდგომ იწყებს დაშვებას რა დროსაც კვეთს დამიზნების ხაზს მეორედ და ჩამოდის დაბლა ისევ 6 სმ–ით. ანუ ტრაექტორია არ ცილდება დამზინების ხაზს არც ზევით და არც ქვევით წინასწარ განსაზღვრული სიდიდით.  გარვეული რკინის სამიზნეებიანი M4-ის შემთხვევაში პირველი (ახლო) ნული იქნება 39 მეტრზე და მეორე ნული დაახლოებით 220 მეტრზე.  ბუნებრივია წარმოიშვება  პრობლემა რეზულტატის გადამოწმებისას თუ სასროლეთი არ ითვალისწინებს ასეთ მანძილებს.

მაქსიმალური მიბჯენითი სროლის მანძილის Maximum Point Blank Range-ის ილუსტრაცია. ამ მაჩვენებლის დაანაგრიშების ფუნქცია რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გააჩნია პრაქტიკულად ყველა ბალისტიკურ კალკულატორს.

სტატია არ ისახავს მიზნად განიხილოს ეფეტური სროლის მაქსიმალური მანძილები. ანუ რა ხდება ვთქვათ 200 მეტრის ზევით.  ჩემი აზრით ამ ტიპის იარაღის გამოყენების პრაქტიკული დისტანციები არის სწრორედაც, რომ 200 მეტრამდე. რა თქმა უნდა მე არ ვიძახი, რომ მხოლოდ და სულ ყოველთვის ეს დისტანცია არის საკმარისი. ყველა თავისთვის განსაზღვრავს თავისთვის ოპტიმალური განულების დისტანციას გამომდინაარე იქიდან რა აღჭურვილობა და იარაღი აქვს და რა პირობებში უხდება იარაღის გამოყენება. იგივე 200 მეტრიანი ნული არ გამოდგება თუ მსროლელი იყენებს “საბსონიკებს” ანუ ტყვიას რომლის საწყისი სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე ნაკლებია. საქართველოს პირობებში ჩემი აზრით 200 მეტრიანი ნული არის ადეკვატური ჯარისთვისაც და პოლიციისთვისაც და სწორედ ეს მეთოდი უნდა გამოიყენებოდეს. ასევე 200 მეტრიანი ნული არის სასურველი ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც აქვს სამოქალაქო ვერსია აღნიშნული იარაღის. ახლო მანძილებზე სროლისას, მსროლელმა ზუსტად უნდა იცოდეს რა მანძილზე სად მოხვდება მის მიერ ნასროლი ტყვია. ასეთ მანძილებზე შეცდომას შეიძლება მოყვეს საპასუხო, უფრო ეფექტური ცეცხლი ან დაშავდეს უდანაშაულო ადამიანი, უფრო შორი მანძილები გაძლევენ გადარჩენის უფრო მეტ შანს (მანძილი თქვენი საუკეთესო მცველია), შეცდომის დაშვების შემთხვევაში. დიახ AR15, 14.5 ინჩიანი ლულით არის უფრო ზუსტი პლატფორმა არის ვიდრე თქვენ ეს შეიძლება წარმოიდგინოთ. კონკრეტულად ავტორს არ ქონდა პრობლემა დაწოლილზე ყოვლეგვარი სადგარის გარეშე რეგულარულად გაერტყა რკინის სილუეტისთვის 450 მეტრის მანძილზე სტანდარტული სამიზნე მოწყობილობების გამოყენებით და დამიზნებაში შესაბამისი შესწორების შეტანით. ბუნებრივია საბრძოლო პირობებში კარგი განათება, სიწყნარე ირგვლივ და სტაციონარული სამიზნეები ალბათ არ იქნება, ამიტომაც საჭიროა უფრო რეალისტურად შევაფასოთ ჩვენი საკუთარი, იარაღის და ტყვიის შესაძლებლობები.

თუ თქვენ იცით თვქენი ვაზნის მონაცემები, წონა, სიჩქარე, ბალისტიკური კოეფიციენტი, ეს გაძლევთ საშუალებას შეადგინოთ საკუთარი სროლის ცხრილები და ისროლოთ სხვა და სხვა მანძილებზე ერთი და იგივე “ნულით”. უმეტესობა ქარხნული ვაზნის/ტყვიის მონაცემები ხელმისაწვფომია ინტერნეტით, ასევე პოპულარული ვაზნა/იარაღის ცხრილების მოპოვებაც არ არის პრობლემა.

 



დატოვეთ კომენტარი