მექანიკური ნული

ოპტიკურ სამიზნეს, რომელსაც თქვენ იძენთ აქვს თავისი ზღვრები შესწორებების შეტანაში. როგორც წესი ოპტიკური სამიზნის შესწორებების დიაპაზონი მერყეობს 80-დან 120 კუთხის წუთამდე (MOA) რაც ნიშნავს რომ 100 იარდის მანძილზე სამიზნის ჯვარს შეძულია “გადაადგილდეს”  დაახლოებით 200 სმ-ზე . (იმ პირობით რომ ერთი კუთხის წუთი = 25 მმ-ს 100 იარდზე, შესაბამისად 80 х 25 და ვიღებთ მაქსიმალურ შესაძლებელ შესწორების მოცულობას რაც არის 200 სმ). შესწორებების მარაგი ბუნებრივია იყოფა 2-ზე ანუ გამოდის 40 კუთხის წუთი ზევით და 40-ც ქვევით. როდესაც ოპტიკურ სამიზნეს აქვს თანაბარი შესწორებების მარაგი ორივე მხარეს (ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში) ეს არის ოპტიკური სამიზნის მექანიკური ნული.

ყოველთვის, როდესაც მე ვაყენებდი ოპტიკურ სამიზნეს შაშხანაზე, ინსტინქტურად მე მივისწრაფოდი ისეთი შედეგისთვის, რომ შემდგომ მისროლისას მე რაც შეიძლება ნაკლები მეტრიალებინა ოპტიკის შესწორებების დოლურები. მე ვერ ვიტყვი, რომ მე ვარ შორსმსროლელი ან მე მქონდა რაიმე განსაკუთრებული ზე-ზუსტი სისტემები, უბრალოდ მე ვფიქრობდი, რომ ვერტიკალური შესწორებების მოკლება ოპტიკის გასწორებისას იყო არასასურველი. მოგვიანებით ჩემთვის გახდა ცნობილი ოპტიკური სამიზნის მექანიკურ ნულზე.

შესწორებების შეტანის აუცილებლობა იარაღის გასწორებისას გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ არსებობს გარკვეული სხვაობა ოპტიკის ღერძსა და ლულის ღერძს შორის, რაც შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული. მაგალითად არაზუსტად დამზადებული ან დაყენებული ოპტიკის სამაგრი ან რგოლები, ან თუნდაც ლულა რომელიც არ ზის სწორედ ლულის კოლოფში ან ადგილები სამაგრებისთვის დამზადებულია არასწორედ.

მანძილის გაზრდასთან ერთად რა თქმა უნდა იზრდება შესწორების მოცულობაც და ამიტომაც სწორედ აქ იმალება პოტენციალური პრობლემა, რომელიც უკავშირდება მექანიკურ ნოლს. თუ ას მეტრზე რაიმე ხარვეზის გამო თქვენ მოგიწიათ შესწორებების შეტანა იმის გამო, რომ პირობითად ტყვია მოხვდა 100 მეტრზე განლაგებულ სამიზნეს დამიზნების წერტილიდან 25 სმ-ით დაბლა ეს ნიშნავს, რომ საჭიროა 10 კუთხის წუთის ტოლი შესწორების შეტანა. გამოდის, რომ იარაღის გასწორებისას 10 კუთხის წუთი გამოაკლდა იმ მარაგს რაც ოპტიკას გააჩნდა და შესაბამისად ამ ოდენობით ის აცდა ოპტიკური სამიზნის მექანიკურ ნოლს. გამომდინარე იქიდან თუ რა იარაღი გაქვთ და რა მანძილზე გიწევთ სროლა შესაძლებელია ამან გამოიწვიოს ის, რომ ოპტიკური სამიზნე ამოწურავს  შესწორებების მარაგს მანამ სანამ თქვენ მიაღწევთ თვქენი კალიბრის  ეფექტური სროლის მაქსიმალურ მანძილს. 10 კუთხის წუთი 100 იარდზე უდრის 2.5 მეტრ შესწორებას 1000 იარდზე, რომელიც თქვენ მოგაკლდათ იმის გამო რომ ოპტიკის მექანიკური ნოლი “აირია” ამა თუ იმ მიზეზის გამო.  იგივე პრობლემა შეიძლება წარმოიშვას, როდესაც თქვენი იარაღი გათვლილია .22lr-ზე, რომლის ტრაექტორიის თავისებურების გამო დიდი შესწორების შეტანა ხდება საჭირო რომ მოხდეს პატარა და მსუბუქი ტყვიის სწრაფი ვარდნის კომპენსირება.

მექანიკური ნოლი არ აქვს მხოლოდ ოპტიკურ სამიზნეს, ის პრინციპში აქვს ნებისმიერ უნივერსალურ რეგულირებად სამიზნეს (სამიზნე რომელიც არ არის გათვლილი კონკრეტულ კალიბრზე და მუხტზე). მაგალითად ჩემ ტაურუს 96-ზე აყენია რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა. იარაღი გასწოებულია და მოხვედრის საშუალო წერტილი და დამზინების წერტილი ერთმანეთს ემთხვევა.  მაგრამ ამავე დროს უკანა სამიზნე მოწყობილობა სამი დანაყოფით მარცხნივ არის გაწეული. ანუ იდეალურ ვარიანტში უკანა სამიზნე მოწყობილობა უნდა იდგეს ცენტრში მაგრამ დღევანდელი მასობრივი წარმოების პირობებში (არც ტაურუსი არ არის ტოპ კლასის იარაღის მწარმოებელი) ეს პრობლემა შეგხვდებათ მუდამ. როგორც წესი ეს დიდი პრობლემებს არ წარმოქმნის მაგრამ დიდი მანძილებზე სროლისას რა დროსაც მისროლისას გახარჯული “კლიკები” დაგაკლდებათ სასურველ მანძილზე გასვლისას.

ეხლა რაც შეეხება ოპტიკური სამიზნის მექანიკურ განულებას. მეთოდი პირველი გულისხმობს უბრალოდ დოლურას ბოლომდე დატრიალებას, შემდეგ “კლიკების” დათვლით საპირისპირო მხარეს ბოლომდე ამოტრილებას, “მიღებული” კლიკების რაოდენობა იყოფა ორზე და მიღებული რაოდენობით ისევ ხდება დოლურათი შესწორებების შეტანა. ოპტიკური სამიზნე მექანიკურად განულებულია. როდეასც დოლურა მიაღწევს მაქსიმალური კლიკების რაოდენობას და გაჩერდება ზედმეტი ძალის დატანება, რომ ის ბარემ ბოლომდე ჩაატრიალოთ არ შეიძლება!

პრობლემა, რომელიც უკავშირდება ოპტიკის ამ გზით განულებას არის ის რომ არა ყველა ოპტიკა ითვალისწინებს ერთი და იგივე შესწორებების მარაგს ზევით და ქვევით ოპტიკური ცენტრიდან. მეორე პრობლემა არის რომ ზოგი ოპტიკური სამიზნის დოლურა მასიმუმამდე მისვლისას მაინც დატრიალდება მაგრამ ბადე უკვე არ იმოძრავებს. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება ხარისხიანი ოპტიკის შემთხვევაში.

არსებობს კიდევ ორი მეთოდი მექანიკური განულების მაგრამ სიმართლე გითხრათ პირველ მეთოდთან შედარებით ეს ორი უფრო ალბათ არ არის ასეთი ზუსტი. ერთ მეთოდს უწიდებენ “US Optics method” იმიტომ, რომ ამ კომპანიამ დაიწყო ამ მეთოდის პოპულარიზება. ოპტიკური სამიზნე იდება V ფორმის სადგარზე და დამიზნება ხდება რამე მოშორებულ ობიექტზე. ოპტიკა ტრიალდება სადარგზე თავისი ღერძის ირგვლივ და ჯვარი იდეაში სამიზნეზე არ უნდა მოძრაობდეს. თუ ის მოძრაობს ესეიგი ოპტიკა არ არის მექანიკურად განულებული. შესაბამისად ბარაბნების ტრიალით ხდება შესწორებების შეტანა მანამ სანამ ჯვარი ოპტიკის ბრუნვისას არ იმოძრავებს სამიზნეზე და იქნება მის ცენტრში.

მეთოდი მესამე გულისხმობს ოპტიკის დამაგრებას სარკის წინ, და ისე აშორებთ და აახლოვებთ თვალს ოკულარის მიმართ ხოლო ობიექტივის სარკის მიმართსანამ ოპტიკაში არ დაინახავთ ორ ბადეს, ერთი იქნება უფრო მკაფიო და მუქი, მეორე უფრო ნათელი და ნაკლებად მკაფიო.  დოლურების ტრიალით ხდება მათი ერთი მეორესთან გასწორება. სიმართლე გითხრათ მე წარმოდგენა არ მაქვს ეს მეთოდი რა პრინციპით მუშაობს, მაგრამ ვალდებული ვიყავი მის შესახებაც დამეწერა.  იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მოვიპოვე ამ მეთოდს ყველაზე ნაკლებად ხმარობენ.

ჩემი არჩევანი არის “კლიკების” გადათვლის მეთოდი, რომეიც მე მიმაჩნია საუკეთესო ვარიანტად. ის გაძლევთ სრულ წარმოდგენას რა შესწორებების მარაგი გაქვთ, რა მანძილზე ოპტიკა “გაიჭედება” (თუ შეადარებთ შესწორებების რეალურ მარაგს ბალისტიკურ ცხრილს მიხვდებით რა მანძილამდე “გეყოფათ” ოპტიკა)  და გაძლევთ მაქსიმალურად ზუსტ მექანიკურ ნოლს.

გარდა ყველაფერი ზემოაღნიშნულისა მექანიკური განულება გაძლევთ საშუალებას დაითვალოთ თქვენი ოპტიკის შესწორებების რეალური მარაგი, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს პასპორტში ჩაწერილი მონაცემებისგან.

მას მერე რაც ოპტიკას იარაღზე დააყენბთ და გაასწორებთ (ანუ მიიღებთ რეალურ ნულს) სასურველ დისტანციაზე თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რამდენი შესწორების მარაგი დაგრჩათ. თუ გასწორებამ შეჭამა ჰორიზონტალური შესწორებები ეს პრობლემას როგორც წესი არ წარმოადგენს. თუ შეჭამა ვერტიკალური მარაგი მაგრამ საჭირო გახდა მოხვედრის წერტილის დაბლა დაწევა ეს კარგია, იმიტომ, რომ იზრდება ვერტიკალური შესწორებების მარაგი ანუ მეტი გრჩებათ ტყვიის ვარდნის კომპენსირებისთვის. ხოლო თუ ხდება პირიქით რაც ზევით დავწერე მაშინ ისევ და ისევ გამოაკელით შესწორებების რაოდენობა რელური ნულის მისაღებად ოპტიკის მექანიკურ ნულს და დათვალეთ, დარჩენილი “კლიკები” გყოფნით თქვენი მიზნების მოსაღწევად თუ არა.  თუ პასუხი არის არა მაშინ იწყება სულ სხვა თემა, რომელიც ამ სტატიის მიზანს ცილდება. დავწერ მხოლოდ, რომ გამოსავალი არის რამდენიმე. რგოლების ან ბაზის მოდიფიკაცია, მათი შეცვლა. იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმუმი მწარმოებლები გთავაზობენ მათ შორის დახრილ ბაზებს (tappered base) რომელიც გაძლევთ დამატებითი კუთხის წუთების მარაგს (როგორც წესი 15-20 კუთხის წუთს),

როგორც წესი ასეთ ბაზაზე/სამაგრზე მითითებულია შესწორებების მარაგი, რომელსაც ის სთავაზობს. ამ შემთხვევაში ეს არის 20 MOA-ს რაც .338 Lapua Magnum-ის პოტენციალის სრულ გამოყენებას უზრუნველყოფს.

ასევე შესაძლებელია რგოლების ყიდვა თვითცენტრირებადი “სადებებით” (Offset Insert Kit), შესაძლებელია shimming-ი ანუ რგოლში ან ბაზის სასურველი სისქის საფენის ჩამატება, რაც ცოტათი გადაბრიცავს ოპტიკურ სამიზნეს რგოლების დაჭერისას მაგრამ ამის გამოსწორებაც შესაძლებელია. შესაძლებელია ჩამატებული საფენის ზუსტი მორგება (lapping) ისე, რომ ოპტიკამ არ განიცადოს დეფორმაცია. კონკრეტულად რა მეთოდს და ხერხს მიმართავთ თქვენზეა დამოკიდებული. ხანდახან მუშაობს უბრალოდ რგოლების ადგილებით გამოცვლა.

Burris-ის რგოლები თავის “სადებებით”.

მე ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის მიღებული შედეგი დამოკიდებულია გამოყენებული კომპონნეტების ხარსხზე და ფასზე. მე მაგალითად 5 გასროლაში გავასწორე .308 კალიბრის CZ550, ისე, რომ დამჭირდა მინიმალური შესწორებები. ეს იმის პირობაზე, რომ რგოლები იყო უსახელო ჩინური წარმოების. არც ისე ძვირი რგოლები თითქმის ყოველთვის კარგ შედეგებს მაძლევდნენ .22 კალიბრის იარაღში.  თუმცა რა თქმა უნდა  ხარისხიანი კომპონენტბის გამოყენებისას პრობლემების წარმოქმნის ალბათობა მცირდება. თუ იარაღი არის შედარებით შორ მანძილებზე სასროლად  და იძლევა ამის საშუაალებას მე თავს დავიზღევდი და დავაყენებდი დახრილ ბაზას.

ps

ეს სტატია არის პრაქტიკულად ჩემი პირველი მცდელობა დამეწერა რამე ზუსტი სროლის შესახებ, ანუ თემატიკაზე, რომელიც მაინც და მაინც არ არის ჩემი სპეციალიზაცია (ისევე მაგალითად, როგორც ნადირობა და სანადირო თოფები). შესაბამისად მივესალმები კონსტრქუციულ კრიტიკას ადამიანებისგან ვინც ჩემზე მეტი ესმით ამ სფეროში.



დატოვეთ კომენტარი