TT – Тула Токарев

ამ პისტოლეტზე უამრავი ლეგენდა და მითი დადის, მას აქვს კილერების საყვარელი ირაღის რეპუტაცია და ზოგადად ითვლება, რომ საბჭოთა კავშირში შეცდომა იყო ტტ-ს მაკაროვისის სიტემის პისტოლეტით შეცვლა. სხვები იძახიან, რომ ტტ არის კოლტის ხელოვნურად გაფუჭებული ვერსია მაუზერის ვაზნაზე.

dsc03905_resize

ჩემი პირველი ტტ, 1952 წელს გამოშვებული იჟევსკის ქარხანაში

პირველ რიგში რაც შეეხება კოლტ ბრაუნინგის და ტტ-ს მსგავსებას. მსგავსება არის დაახლოებით ისეთი რაც ვალტერ პპ-ს და მაკაროვს შორის. ანუ აშკარად აღებულია კონკრეტული იარაღის კონცეფცია (ავტომატიკის სქემა, ძირითადი ტექნიკური გადაწუვეტილებები) მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ტტ არ არის კოლტ ბრაუნინგის პირდაპირი კოპია თუმცა ამ სისტემის გავლენა პირველზე აშკარაა. ერთჯერადი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, ჩაკეტვის სისტემა, ე.წ. “ვტულკა” საკეტზე რომელიც ადგილზე აკავებს ლულას და დამაბრუნებელ ზამბარას. არის განსხვავებებიც, ე.წ. მოდულური დამრტყმელ სსხლეტი მექანიზმი, რომელიც მოთავსებულია ერთად და დაშლისა მთლიანა ამოდის რამკიდან. შვეიცარიელ შარლ პეტერს ქონდა იგივე სისტემა თავის პისტოლეტში, და მან დაახლოებით ტოკარევთან სინქრონულად ან უფრო ადრეც განახორციელა იგივე რამ და ალბათ გამომდინარე იქიდან რომ ძირითადად რუსები იმეორებდნენ უცხოურ გადაწყვეტილებებს არაა გამორცხული რომ ტოკარევმა იცოდა პეტერის პისტოლეტზე და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის ასეთ კონსტრუქციაზე. გამოყენებული ვაზნა პრაქტიკულად მთლიანად იმეორებს მაუზერის 7.63 ვაზნას და ორივეს გამოყენება შეიძლება შესაბამის იარაღებში. 85-90 გრანიანი ვაზნას ქონდა საწყისი სიჩქარე 420 მეტრი წამში რაც ტყვიის მცირე დიამეტრტან ერთდ აძლევდა შთამბეჭდავ საბრძოლო თვისებებს, განსაკუთრებით სხვა და სხვა წინაღობების გახვრეტისას. დაბალი ტრაექტორია და მაღალი სიჩქარე იძლეოდა ზუსტი სროლის საშუალებას დიდ მანძილებზე თუმცა დაბალ წონიანი ტყვია შეადრებით მალე კარგავდა სიჩქარე ამიტომაც შორ მანძლებზე პისტოლეტ ტყვიმაფრქვევებში 9მმ ლუგერზე გათვლილი იარაღი უფრო ეფექტური იყო. ტტ-ს ასევე აქვს ზალზედ პატარა შემაჩერებელი ძალა. ხშირად მზვერავები (მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები) აღნიშნავდნენ რომ გუშაგების განადგურებისას ისინი ხშირად ასწრებდნენ საპასუხიო სროლას ან გადადიოდნენ ხელჩართულ ბრძოლაში. პასუხი ამაზე შეიძლება იყოს ექსპანსიური ვაზნების გამოყენება მაგრამ ჯერ ჯერობით ჩემი ცნობები ქარხნული ექსპამსიური ვაზნა 7.62X25 არ არსებობს. და არც მისი აუცილებლობაც არ არის. დრეს ამრტო იგოსლავია და ჩინეთი უშვებენ იარაღს ამ კალიბრში (ყველა ტტ-ს კლონი) და არც ერთი მათგანი არ არის ცოტათი მაიონც პოპულარული, როგორც სამოქალაქო, თავდაცვის ან სპორტული იარაღი.

ეხლა რაც შეეხება ტტ-ს მოდიფიკაციებს. პირობითად საბჭოთა ტტ-ები შეიძლება დავყოთ ოთხ ტიპად, ე.წ. 1930 წლის მოდელი, ომამდე გამოშვებული მოდელები, ომის დროინდელი და ომის შემდეგ გამოშვებული.

1930 წლის ტტ-ბი ნადვილი საკოლექციო იარაღია, ის განსხვავდება 1933 წლის მოდელებისგან იმით რომ განსხვავეული მოწყობილობის რამკა აქვს, ლულაზე საბრძოლო უპორები არ არის მთელ სიგრძეზე გაჭრილი და კიდე მცირე კოსმეტიკური განსხვაბები. ჩემი თვალით მე ასეთი ტტ არ მინახია. 1933 წლიდან კონსტრუქცია შეიცვალა უმნიშვნელოდ და ამს მერე მხოლოდ 1946 წლიდან თუ არ ვცდები საკეტზე არის სხვა ფორმის უფრო წვრილი “ნასეჩკები”. ომამდე გამოშვებული ტტ-ი თითქმის არ დარჩა. ნაწილი მეორე მსოფლიო ომის როს განდგურდა/ჩამოწერილ იქნა, ნაწილი გადაკეთდა ტრავმატულ იარაღად და მაკეტებად. ხარსხი კარგია, გამოშვებულია ტულაში.
ომის დროინდელი ტტ არის ალბათ უფრო ერზაც იარაღი, საშინელი ხარსხის რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამის მიზეზი იყო ჯერ ტულას ქარხანაში შექმნილი მძიმე პირობები და მასალების დეფიციტი და ასევე შემდგომი ევაკუაცია, პრაქტიკულად კუსტარული გამოშვება გადარჩენილ დაზგებზე ადრე დამზადებული ნაწილებისგან. ასეთი პისტოლეტები იყიდება 550 ლარად მაგრამ ჯობია დაამატო 50 ლარი და იყიდო ნორმალური იარაღი. ომის შემდეგ ტტ-ები გამდიოდა იჟევსკის ქარხანაში (ტულამ ამ დრომდე ვერ ახერხებდა ტტ-ს პისტოლეტების გამოშვების დაწყებას) სადაც ომის დროს გადაიტანეს ამ პისტოლეტების წარმოება. 1947 წლიდან 1952 წლამდე გამოშვებული ტტ-ს პისტოლეტები არის საუკეთესო ხარსხის იარაღი და მათი ყიდვა არის მიანშეწონილი. ძალიან ხშირად ასეთ პისტოლეტებს რემონტიც არ აქვთ გავლილი. 1953 წელს სულ რაღაც 2209 ტტ არის გამოშვებული და მათი ნახვის ალბათობა მცირეა.

62b3459be5df
ტტ-ს ნაირსახეობები.

არის თუ არა ტტ კარგი პისტოლეტი, ეფექტური, მაღალი საბრძოლო თვისბებით? პასუხი ორნაირია, როგორც სამოქალქო, თავდაცვის, სპორტული იარაღი არა, არანაირად არ არის. როგორც სამხედრო იარაღი ნაწილობრივ მაგრამ დიდი შეღავათებით. როგორც სამოქალაქო არ ვარგა ვაზნის გამო, ზედმეტი პენეტრაცია, რთული სამართვად სწრაფი სროლისას, დამცველის არ არსებობა. ერთჯერადი დსმ, ვერ უძლებს ინტენსიურ ექსპლუატაციას. იგივე ვეტერანი მზვერავები ჩემს მიერ ზემოთნახსენები, აღწერდნენ როგორ ატარებდნენ ტტ-ს. გულის ჯიბეში, სითბოში, ჩვარში გახვეული. როგორც სამხედრო პირველ რიგში შეიძლება გამოყენებულ იქნას ზუსტად ვაზნის გამო. ერთ ერთ ტელერეპორტაჟში ჩეჩნეთიდან სანიპერბეს ქონდათ ტტ-ს პისტოლეტები. მისი ტყვია ადვილად ხვრიტავს “ლიფჩიკს” ბუშლატს და სქელ ზამთრის ტანსაცმელს, ასე ახსნა სნაიპერნა თავისი არჩევანი. იყო თუ არა ტტ როდემსე ასე რომ ვთქვათ კონკურენტუნარიანი? კი იყო. 1930 წელს არც თუ ისე ბევრი იარაღი შეედრებოდა ტტ-ს ზომა წონაში და საცეცხლე ძალაში. დაბალი მასა, შედარებით კომპაქტური. წონა 910 გრამი. შედარებისთვის მაუზერ С96 1250 გრმაი, კოლტი M1911 1075 გრამი, პარაბელუმი P08 950 გრამი. არსებობს ლამაზი ისტორია არ ერთ რესურსზე გაჟღერებული თითქოს მაუზერმა და სხვა ვერსიით თავად ბრაუნინგმა ტტ-ს დანახვისას თქვეს, რომ ჯერ არავის არ შეეძლო ჩაეტია ასეთი საცეცხლე ძალა ასეთ პატარა რკინის ნაჭერში. ამ ისტორიის მომგონებს უბრალოდ გამორჩათ ის პატარ ფაქტი, რომ ტტ-ს გამოშვებამდე ბრაუნინგიც და ძმები მაუზერებიც კარგახანია გარდაცვლილები იყვენენ. ასეა თუ ისეა პრინციპში ეს სიმართლეა. ასეთი ზომის და წონის იარაღში მარტლა შთამბეჭდავი საცეცხლე ზალაა ტავმოყრილი. ბოლოს და ბოლოს თავად მაუზერის ვაზნა გამოიყენეს და კიდე კაი არაფერი არ დაუმატეს. თორე რა იცი რა გამოვიდოდა.

ამდენ ქებას ცოტა კრიტიკაც უნდა დაემატოს. პირველ რიგში ერგონომიკა. ძალიან მოუხერხებელი სწორი ტარი. კატასტროფული ნამდვილად არ არის ,აგრამ კომფროტულიც არაა. ამის გამო იარაღის უკუცემა საკამოდ საგრძნობია და ტრავმირებული ხელიც არ არის იშვიათობა, როდესაც საკეტი “კბენს” მაჯას. ასეთი საცეცხლე ძალის კონცენტრაციამასეთ პატარა “პაკეტში” წარმოშვა კიდევ უფრო გაცილებით სერიოზული პრობლემები. დაბალი რესურსი და რამოდენიმე სუსუტი წერტილი. ტტ-ს რესურსი თანამედროვე ვაზნებიტ ალბათ არის 3000 გასროლა დაახლოებით. რის მერე იარაღი ირყევა. ასევე არასაიმედო მჭიდი ფიქსაცია, დიდი ნასტრელის შემდეგ მჭიდის ამოვარდნა იშვიათობა არაა. ტტ გამოვიდა ასეთი კომპაქტური იმიტომ რომ საბრძოლო ზამბარა დამალულია ჩახმახის შიგნით. მუშაობს არა სტაბილური დატვირთვით და მალეც ტყდება. მაგალითად თანამედროვე სლოვაკიურ პისტოლეტში K100 იგივე ნაირად არის განლაგებული საბრძოლო ზამარ მაგრამ მისი კონსტრუქცია სხვანაირია ის რამოდენიმე ფოლადის მავთულისგან იკვრება და ასეთ დატვირთვას უძლებს. ასევე დაბალი რესურსი აქვს “სერგას” მოძრავ ნაწილს რომელიც აკავშირებს ლულას და რამკაში გაყრილ შტიფტს. დროთა განმავლობაში ეს ნაწილი იცვითება და ან ტყდება ან იწვევს ლულის არასწორ მოძრაობას რაც იწვევს დაბრკოლებებს ვაზნბის მიწოდება ექსტრაქციის დროს. ასევე დაბალი რესურსი აქვს შტიფტს რომელიც იჭერს ნემსას. მოკლედ ერთის მხრივ კი არის მთელი ბუკეტი პრობლემების მაგრამ მეორეს მხრივ იარაღისთვის რომელიც მხოლოდ გასართობად ან კოლექციისთვის არის ეს უკვე არც ისე მნიშვნელოვანია. კარგ დროს მე ერთ პისტოლეტზე გამომდიოდა წეილიწადში მაქსიმუმ 800 გასროლა. გამომდინარე დღევანდელი კანონებიდან და ვაზნების სიზვირიდან კარგი ტტ-ს გაცვეთა არის არარეალური.
საერთოდ იარაღი საკმაოდ საიმედოა, ბოთლის ფორმის ვაზნა ნიშნავს რომ მიწოდებისას ვაზნის თავი ბევრად ნაკლებია დიამეტრში ვიდრ სავაზნე რაც უზრუნველყოფს უპრობლემო საიმედო მიწოდებას.

19573275936b
არასრულად დაშლილი ტტ-ს პისტოლეტი

ხშირად ისმის რამოდენიმე პოპულარული შეკითხვა ტტ-ს შესახებ

1. არის თუ არა ტტ-ს ლულები ქრომირებული. კი და არა. ძირითადად არა, ქრომირებული იყო ლულები მხოლოდ 1952 წლიდან გამოშვებულებზე და ისიც მცირე ნაწილზე. ასევე სპეციალურად დაჯილდოებისვის დამზადებულ პისტოლეტებს ქონდათ ქრომირებული ლულები. იშვიათად მაგრამ ხდება ხოლმე, ზოგ ტტ-ზე არის “შავი” ოქსიდირებული ლულები. როგორც წესი ეს მიუთითებს რომ ლულა შეცვლილა სათადარიგოზე.

2. ტტ ხვრიტავს ნებისმიერ ჯავსანჟილეტებს. კიდევ ერთი მითი. კი ვაზნა ნამდვილად კარგად მუსაობს წინაღობებზე და მის გასაჩერებლა საჭიროა უფრო მაღალი დაცვის კლასისი ჯავშანჟილეტი. სწრაფი პატარა კალიბრის ტყვია, აბა როგორ გინდათ?

3. ტტ შორ მანძილებზე უფრო ზუსტია ვიდრე სხვა პისტოლეტები. არ ვიცირ ატომ მაგრამ თითქმის ყველა აღნიშნავს რომ ტტ-თი ზუსტი სროლა საკმაოდ პრობლემატურია. ანუ მე ეხლა არ მიცდია 100 მერზე სროლა ან 50-ზე მაგრამ ალბათ ეს შესაძლებელია კარგ პირობებში დაწყნარებული თუ ისვრი. მუშკა და ცელიკი თხელია, შორ მანძილე კარგად უმიზნებ, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი თუ ის დამუშავებულია ან გაპრიალებულია საკმაოდ კომფორტული სროლის პირობას იძლევა.

დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის თავისებურებები.
მე ასევე ვიყიდე ტტ რომ გამომეცადა ერთჯერადი მოქმედების დსმ. ასეთი ვარიანტი იძლევა საშუალებას ატარო იარაღი ვაზნით სავაზნეში მაგრამ ტტ-ს შემთხვევაში ეს პრობლემატურია იმიტომ რომ გამორიცხულია ტარება ვარიანტი cocked and locked (შეყენებული და ჩაკეტილი),რადგანაც არ არსებობს მექანიკური დამცველი ხოლო ე.წ. დამცავი შეყენება სახიფათოა იმით რომ ჩახმახზე დაცემისას შეიძლება ჩახმახი მოწყდეს და მოხდეს გასროლა. ბოლომდე წინ მიწევა ასევე არ არის უსაფრთხო. ხოლო თუ სწრაფ გადატენვას ამჯობინებთ ანუ ცარიელი სავაზნით ტარებას მაშინ მერწმუნეთ რომ კაი დიდი ზმის ბასრი ცელიკი ადრე თუ გვიან ტრავმას მოგაყენებთ. ნუ მოკლედ ერგონომიკისთვის ტოკარევს არ ეცალა. რას იზავ. უნდა შეეგუო. სხვათაშორის უნგრელებმა, ჩინელებმა და იუგოსლავებმა დააყენეს თავიანთ მოდიფიკაციებზე არაავატომატური დამცველები. ასევე გამოირიცხა გასროლა ჩახმახზე დაცემისას. ასევე მსროლელმა უნდა გამოიმუსავოს ჩახმახის სწრაფი შეყენების ჩვევა. ამ მეორე ხელით როგორც ამას კოვბოები აკთებდნენ თავისი ერთჯერადი მოქმედების რევოლვერებიდან ან ამოღებისას სასროლო ხელით. დროს კი კარგავ მაგრამ დროთა განმავლობაში ეჩვევი და დროც საჭირო ჩახმახის შეყენბაზე მცირდება.

მოვლა მომსახურება
ტტ ძველი იარაღია. მას გამსაკუტრებული მოვლა ჭირდება. ზეთის აბაზანები რომ მოშორდეს ოფლი და სინესტე უნდა ჩაუტარდეს პერიოდულად. დაფრავა ასევე არასაიმედოა და მალე იცვითება თუ ხდება იარაღის აქტიური ექსპლუატაცია. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ლულა. თანამედროვე ვაზნები არ შეიცავენ ნივთიერებებს რომლებიც იწვევენ კოოზიას მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ლულა უსაფრთხოდაა. მუდმივი წმენდა, კონტროლი და მოვლა აუცილებელია. ზეთის თხელი ფენა არ შექმნის პრობლემებს სროლისას მაგრამ დაიცავს ლულას კოროზიისგან. დაშლა აწყობისას გამოიყენეთ მხოლო ხის ან პლასტმასის ინსტრუმენტები, ვგულისხმობ რამკის მარჯვენა მხარეს განლაგებული ბრტყელი ზამბარის მოხსნისას და ასევე დამაბრუნებელი ზამბარის დაწვისას. ეს გამორიცხავს ნაკაწრებს და მეტალის და დაფარვის დაზიანებას.
ვაზნები
აღსანიშნავია რომ თანამედროვე ვაზნები გაცილებიტ უფრო ძლიერია ვიდრე რუსული სამხედრო ვაზნები. ეს ადგილზე დადსტურდა ტესტიებებით. თუ საბჭოთა სამხედრო ვაზნების სიჩქარე არის 420 მეტრი წამში, თანამედროვე კომერციული ვაზნები აღწევნ 510 მეტრ წამში სიჩქარეს.
იშოვება ბულაგრული ვაზნები (მასრის ფსკერზე ციფრი 10) საწყისი სიჩქარე 470 მეტრი წამში. ცეხური სელიერ ბელოტი – 500 მეტრი წამში და ძველი საბჭოთა ვაზნები. არსებობს ძალიან მცირე ალბათობა გადაეყაროთ გაძლიერებულ ჩეხურ ვაზნებს ინდექსით M48, რომელთა სიჩქარე არის 560 600 მეტრი წამში და მათი გამოყენება ტტ-ში გარანტირებულად გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს და დიდი ალბათობით ასევე სერიოოზულ ტრავმებს როდესაც იარაღი დაიშლება. ცეხები ასეთ ვაზნებს იყენებდნენ თავიანთ პისტოლეტში ჩზ52 (რომელიც MG42 ტყვიამფრქვევის ავტომატიკის სქემას იყენებდა, მოძრავი როლიკებით  ) და სხვა და სხვა მოდელების პისტოლეტ ტყვიამფრქვევებში. ასე რომ ვაზნების ყიდვისას იკითხეთ მათი წარმოშობა.

cz52pistolbig
ჩზ52 ან Vzor (მოდელი) 52.

რა არის საჭირო იმისთვის რომ ტტ გახდეს ადეკვატური პისტოლეტი ან ყოფილიყო ასეი თავიდან. პირველ რიგში ნორმალური უსაფრთხო დამცველი. შემდეგ დაცემისას შემთხვევითი გასროლის გამორცხვა. ერგონომიული ტარი, ეს ხომ ასეთი ძნელი არაა? კარგი საიმედო დაფრავა, ქრომირებული ლულა რომელიც არ მოითხოვს ზედმეტ ყურადღებას. შესაბამისი მარკის ფოლადი და საწარმოო პროცესი გამორიცხავდა მჭიდის ფიქსაციის ბაგებს და გაზრდიდა რესურსს. ადეკვატური კალიბრი, დღეს უკვე 7.62X25 პრქტიკულად მკვდარი კლაიბრია. 9მმ ვერსია კარგია მაგრამ ის ვერ შეედრება ტანამედროვე ცხრიანებს. გახადე ტტ .45 კალიბრის და მიიღებ M1911. ორიგინალურ კალიბრში კარგი ტტ არის ეს.

zastava_20m57_20lux

იუგოსლავიური (სერბული ანუ) ჩერვენა ზასტავას წარმოებული პისტოლეტი მოდელი M57 ლუქს

და არსებობს ყველაზე ბრუტალური ტტ მსოფლიოში. ისევ სერბული ისევ ზასტავას ტტ-ს რადიკალრუი მოდიფკაცია კალიბრით 10მმ აუტო!!! ეხლა უკვე ეს იარაღი კატალოგებში არ აქვთ ეტყობა შეწყვიტეს მისი წარმოება.

კითხვაზე რა ჯობია ტტ თუ მაკაროვი (ესეც ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ტემაა სხვა და სხვა ფორუმებზე) მე ვიტყვი რომ ტტ მირცევნია და ავხსნი რატომ. არც ტტ და არც მაკაროვი ცემის აზრიტ და ჩემთვის არ არის პრაქტიკული იარაღი. მაკაოვი დიდი და მძიმეა, არასრულყოფილი სამიზნე მოწყობილობები, ასევე არასაიმედო დაფარვა, ძნელია ისროლო ზუსტად, მოძველებული მჭიდისი ფიქსაციის მეთოდი. მოკლედ ნუ გამიბრაზდებიან მაკაროვის მოყვარულები და მფლობელები მაგრამ თანამედროვე თავდაცვის იარაღის სტანდარტებს მაკაროვი არ პასუხობს. მაგრამ როგორც გასართობი იარაღი ტტ-ს და მაკაროვს და ნაგანს შორის (იაფი იარაღი) გაცილებით მეტ დადებით ემოციას იძლევა ალბათ ტტ და თუ საჭიროა გენიალური მაუზერის კონსტრუქციის ვაზნა თავის საქმეს გააკეთებს.

 

ეს კიდე რამოდენიმე დღის წინ შეძენილი იუგოსლავიური ტტ, Zastava M57. კალიბრი ისევ და ისევ 7.62. იარაღი გამოირჩევა დამზადების მაღალი ხარსიხით, თუმცა თუ გარეან ის იდეალურია შიგნიდან ისე სუფთად არ არის დამუშავებული მაგრამ რა თქმა უნდა ეს მის საბრძოლო თვისებებზე გავლენას არ ახდნს.  იარაღს აქვს რამოდენიმე უპირატესობა ორიგინალთნა შედარებით.  პირველს რასაც ამჩნევ არის ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირებადი მუშკა, საკეტის ზედა ნაწილზე ამოყვანილი ხაზები რაც გამორიცხავს შუქის არეკვლას მის ზედაპირისგან, ასევე მას აქვს უფრო გრძელი ტარი 9 ვაზნაზე, რის გამოც ორიგინალური ტტ–ს მჭიდები ზასტავას არ მოერგება.  გარდა ამისა იარაღს აქვს მჭიდის დამცველი ანუ ის არ ისვრის მჭიდის გარეშე და რაც საკმაოდ კარგია, დამრტყმელის ამოღება უპრობლემოდ შესაძლებელია.  ასევე განსხვავებულია დამაბრუნებელი ზამბარის კონსტრუქცია. ის სრული სიგრძისაა და რამოდენიმე დეტალისგან შედგება.  იარაღი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს და გრძელი ტარის და უკეთესი დამუშავების ის ბევრად უფრო ერგონომიულია და ლამაზი ვიდრე ორიგინალური რუსული ტტ.

zastava1ge

ჩემი ზასტავა და იუგოსლავიის შეიარაღებული ძალების კოკარდა, რომელიც დიდიხნის წინ მაჩუქა სერბმა ოფიცერმა, რომელთანაც ერთად გერმანიაში ვსწვალობდით.

პატივისცემით,



6 Responses to “TT – Тула Токарев”

  1. levani says:

    magari iaragia martla zastava

  2. levani says:

    levan xromirebuli lulidan gasrolili vazna ufro dzlieria tu uxromo?

  3. Shooter says:

    Amas aranairi praqtikuli mnishvneloba ar aqvs

  4. achiko says:

    ლევან, ძალიან მომეწონა შენი სტატია, მით უფრო რომ ეხლა შევიძინე შენ ნაირი ქრომირებული ზასტავა M 57 რეზინის ტარით. ესეიგი მომიწონებ არჩევანს?! ხო კიდე რა მაიტერესებს, ამ მოდელებს ლულა ქრომირებული აქვს? და რეიმე განსაკუთრებული მოვლა ხომ არ უნდა?

  5. Shooter says:

    რამდენადაც მახსოვს ლულა ქრომირებული არ არის. შესაბამისად ყოველი სროლის მერე იარაღი კარგად უნდა გაიწმინდოს

  6. achiko says:

    მადლობა, გავითვალისწინებ.