თავდაცვითი VS საბრძოლო

რამდენიმე დღის წინ ისევ გადავაწყდი ერთ მინი-დისკუსიას ინტერნეტში მაკაროვის პისტოლეტზე. როგორც წესი აზრები ორად გაიყო, ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ “მაკაროვი” შესანიშნავი იარაღია, მეორემხარე კი პირიქით. უკვე მერამდენეჯერ მომიწია მეც ამ თემაზე დაფიქრება. “მაკაროვი” ერთის მხრივ ტექნიკურად საიმედო, გამძლე და იაფი პისტოლეტია, მეორეს მხრივ პისტოლეტია დღევანდელი სტანდარტებით ძალიან ცუდი ერგონომიკით არის, რომელიც უბრალოდ ხელს გიშლის სროლაში. და არ დავივიწყოთ მჭიდის ღილაკის განლაგება და მიკროსკოპიული სამიზნე მოწყობილობებიც, უკანასკნელი კარგად ჩანს მარტო მზიან ამინდში. საბოლოო ჯამი კარგია თუ ცუდი “მაკაროვი”? სად არის მისი ადგილი? ბოლო წლებში გაჩნდა და გავრცელდა ტერმინი “საბრძოლო პისტოლეტი” (fighting handgun). ამ კლასში იგულისხმება პისტოლეტი, რომელიც არის საიმედო ანუ თავიდანვე აგებული იმის გათვალისწინებით, რომ მისი ექსპლუატაცია მოხდება მკაცრ გარემოში: რთულ კლიმატურ პირობებში და  მინიმალური მოვლით. მას აქვს, როგორც წესი დიდი ტევადობის ორ რიგიანი მჭიდი, ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები, ხოლო ერგონომიულად ის უზრუნველყოფს სწრაფ, ზუსტ და კომფორტულ სროლას, ასევე გადატეენვას და იშვიათი დაბრკოლებების სწრაფ აღმოფხვრას. ნებისმიერი მანიპულაცია ასეთ პისტოლეტთან ითხოვს მინიმალურ დროის და ენერგიის დანახარჯებს. ათწლეულების განმავლობაში ამ მოთხოვნებს პასუხობდა დიდი, იმ დროინდელი კლასიფიკაციით ე.წ. სამხედრო ტიპის პისტოლეტები.  Browning High Power, Colt-ის 1911 წლის მოდელი, Walther P38. ყოველი მათგანი იყო საკმაოდ დიდი და მძიმე პისტოლეტი, საიმედო და მეტ ნაკლებად მოსახერხებელი. მათი გამოყენება ხდებოდა პრაქტიკულად მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, ჯარში.  შედარებით უფრო კომპაქტური პისტოლეტები ყველაფერში იყვნენ კომპრომისული ვარიანტები. მათ ახასიათებდათ შედარებით სუსტი კალიბრები, პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობები, ცუდი ერგონომიკა. ანუ ადრე დიდი/სამხედრო პისტოლეტი ნიშნავდა საბრძოლოს, ხოლო მოგვიანებით საიერიშოს (იყო ასეთი კლასიც) და კიდე უფრო მოგვიანებით ტაქტიკურს. შესაბამისას პატარა და სუსტი პისტოლეტების ექსპლუატაცია ხდებოდა პოლიციაში, სპეც სამსახურებში და სამოქალაქო მსროლელების მიერ. პისტოლეტეების აღმოცენება მოხდა ორი მსოფლიო ომის დროს, ამ პერიოდში მეფობდა შაშხანა, ტყვიამფრქვევი და მოგვიანებით პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, ხოლო პისტოლეტი რჩებოდა მეორეხარისხოვან იარაღად. ეს აისახებოდა, როგორც მათი კონსტრუქციის  ასევე მათი გამოყეენების ტაქტიკის განვითარებაზე. მომხმარებელი კმაყოფილდებოდა იმ მარგინალური საბრძოლო თვისებებით, რასაც მას სთავაზობდნენ კომპაქტური სამოქალაქო/პოლიციური პისტოლეტების მოდელები. ამათ ფონზე “მაკაროვი” გამორჩეულად იდგა, თავისი დიდი საიმედოობის გამო მაგრამ დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. დღეს მოდას კარნახობს სწორედაც, რომ სამოქალაქო სექტორი, რომელსაც გააჩნია საუკეთესო მსროლელები და საუკეთესო სასწავლო ბაზა. ბუნებრვია, რომ სამოქალაქო მომხმარებელს ჭირდება საბრძოლო პისტოლეტის ყველა დადებითი თვისება და ამავე დროს კომპაქტურ და მსუბუქ პაკეტში. ბუნებრვიაი “მაკაროვი” ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

მარცხნივ სამხედრო პისტოლეტები, რომელთა უმეტესობაც დღევანდელ სტანდარტებსაც პასუხობს, მარჯვნივ მათი სამოქალაქო, თავდაცვითი და პოლიციელი კოლეგები, რომლებიც დღევანდელი სტანდარტებით მორალურად მოძველებულები არიან.

“მაკაროვი” ბუნებრივია შედის კატეგორიაში, რომელიც სურათის მარჯვენა მხარეს არის დაჯგუფებული. ამ კლასს ახასიათებს ცუდი ერგონომიკა, სუსტი კალიბრები, სროლისუნარიანობაც არის დაბალი. ეს პისტოლეტები არ იქმნებოდა ბრძოლისთვის, ეს იყო ის რაც აძლევდა მათ მფლობელს უპირატესობას დანით ან ხელკეთით შეიარაღებული მოწინააღმდეგეს წინააღმდეგ. მინიმალური დაცვის ხარისხი, მცირე გაბარიტებით, ადვილად რომ იმალებოდეს ჯიბეში და არ ღლიდეს მის მფლობელს. მანამ სანამ მწარმოებლები დაიწყებდნენ მაღალი კლასის იარაღის ბუდეების წარმოებას, ჯიბე იყო ყველაზე გავრცელებული ბუდე. ჯიბის პისტოლეტების კლასიც ხარობდა. დღეს ჯიბის პისტოლეტეები კვლავ არსებობენ, მაგრამ გაცილებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ ვინაიდან სუპერ კომპაქტური ზომებიც და მსუბუქი წონდა ვერ აკომპენსირებენ დაბალ სროლისუნარიანობას. ლომის წილი პოლიციური სამსახურების იყო შეიარაღებული ასეთი პისტოლეტებით, ხოლო აშშ-ში პოლიცია კმაყოფილდებოდა სუსტი .38 კალიბრის საშუალო და პატარა ზომის რევოლვერეებით. “სამოქალაქო სექტორს” რაც შეეხება, მაშინ უბრალოდ არ იყო მიღებული ვეებერთელა “ხელის ზარბაზნების” ტარება, რომლებიც ელეგანტურ კოსტუმებს არ უხდებოდა. “მაკაროვი” მიუხედავად იმისა, რომ იქმნებოდა მათ შორის ჯარისთვის, დაფუძნებული იყო იმ დორისთვის სწორედ სამოქალაქო/პოლიციურ იარაღებზე და მას გადმოყვა ამ კლასისთვის დამახასიათებელი ბევრი ნაკლიც. ასეთი მიდგომა დამკვეთის მიერ არჩეული იყო იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დასკვნით, ფართო მასშტაბიანი ომის პირობებში პისტოლეტი იქნებოდა მეორეხარისხოვანი იარაღი და რაც უფრო ნაკლებად შეაწუხებდა ის ჯარისკაცს თავისი გაბარიტებით და წწონით მით უკეთესიც იქნებოდა. გარდა ამისა პატარა პისტოლეტი ითხოვს პატარა ვაზნას და შესაბამისად ნაკლებ მასალაებს მათ დასამზადებლად. როდესაც ლაპარაკია 2.5 მილიონიანი ჯარის გადაიარაღებაზე ასეთი ფაქტორები ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობენ, ხოლო სროლისუნარიანობა, სიზუსტე და ერგონომიკა გადადის მეორე პლანზე. “მაკაროვის” საფუძვლად არჩეულ იქნა იმ დროისთვის საუკეთესო კომპაქტური პისტოლეტი Walther PP/K, რომლის გავლება იგრძნობოდა არა მარტო მაკაროვის მიერ წარდგენილ პისტოლეტში არამედ სხვა კონკურსანტების იარაღებშიც. პისტოლეტი გამოვიდა საიმედო, როგორც ეს უნდა იყოს საარმიო იარაღის შემთხვევაში, მძიმე და ამავე დროს ის გამოირჩევა დაბალი სროლისუნარიანობით, რაც პრინციპში დამახასიათებელია, როგორც მისი ანალოგებისთვის ისევე ზოგადად საბჭოთა იარაღებისთვის. Walther PPK ცნობილია იმით, რომ ძალიან ავია .380 კალიბრში, არც “მაკაროვი” არ გამოირჩევა დიდი კომფორტით სროლაში. 5-6 მჭიდი ერთ ჯერზე ისროლეთ და მაჯაში არასასიამოვნო შეგრძნება გარანტირებულია. დამწყებ მსროლელებს არ მოწონთ არც ერთი და არც მეორე და ვერ აღწევენ დამაკმაყოფილებელ შედეგებს მათგან სროლისას.

დღეს, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ნამდვილი საბრძოლო პისტოლეტი შეიძლება არ იყოს ვეებერთელა იარაღი. დღეს ხელმისაწვდომია სუბ-კომპაქტური პისტოლეტებიც კი, რომლებიც მიუხედავად პატარა გაბარიტებისა ისეთივე ეფექტური არიან, როგორც მათი დიდი წინადმორბედები. და ასეთი მოდელების პისტოლეტების რაოდენობა იზრდება გეომეტრიულ პროგრესიაში. აღსანიშნავია, რომ თუ ადრე კომპაქტეები და სუბკომპაქტები იქმნებოდა სრული ზომის პისტოლეტების გაბარიტების შემცირებით (ხოლო უფრო ადრე ცდილობდნენ მსუბუქი შენადნობებით სამხედრო პისტოლეტების წონის შემცირებას მაინც) დღეს ისინი იქმნებიან ასე ვთქვათ პირობითად სუფთა ფურცლიდან. პირობითად, იმიტომ რომ მათ უმეტესობაში გამოყენებულია წლების განმავლობაში დახვეწილი და შემოწმებული გადაწყვეტილებები. მაგალითად აიღეთ ამერიკული კომპანია Kahr-ის პისტოლეტები. ეს კომპანია სპეციალიზირდება მხოლოდ კომპაქტურ და სუბკომპაქტურ პისტოლეტებზე და მათი პროდუქცია ამ კლასში ერთ ერთ საუკეთესოდ ითვლება.  ჯასტინ მუნი, კომპანია Kahr Arms-ის დამფუძნებელია, პატარა ასაკიდანვე იყო მოყვარული მსროლელი. ის იხსენებს, რომ, როდესაც მან აიღო ლიცენზია იარაღის ტარეებაზე მან უბრალოდ ვერ ნახა ადეკვატური კალიბრის კომპაქტური პისტოლეტი, რომელიც იქნებოდა დამაკმაყოფილებელი ხარისხის და იქნებოდა ადვილი სასროლად. ასე, რომ მანდ გადაწყვიტა თავად შეექმნა ასეთი პისტოლეტი. ეს იყო მოდელი K9, რომელიც გათვლილი იყო 9X19 კალიბრზე და ამავე დროს გაბარიტებით და წონით არ აღემატებოდა უკვე ნახსენებ Walther PP-ს ან სხვა ჯიბის .380 კალიბრის პისტოლეტს.


Kahr K9. მასა 650 გრამი, სისქე 23მმ. ამ პისტოლეტისთვის ჯასტინ მუნს 5 პატენტი აქვს აღებული.

თავისი მასით და გაბარიტებით ეს მსუბუქი და პატარა პისტოლეეტები პრაქტიკულად არ აღემატებიან პირველ სურათზე ნაჩვენებ “თავდაცვით” იარაღებს, ამავე დროს მათ აქვთ შესანიშნავი ერგონომიკა, კარგი სროლისუნარიანობა, ძლიერი კალიბრები, შესანიშნავი სიზუსტე.  სამედოობითაც დიდად არ ჩამორჩებიან სრული ზომის პისტოლეტებს.

ასე, რომ პირობითად მთელი ერთობლიობა უამრავი პისტოლეტების მოდელების შეიძლება დაიყოს “საბრძოლო” პისტოლეტებად და “თავდაცვით” პისტოლეტებად.  უკანასკნელი კლასი თვისებებით ჩამორჩება პირველს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არიან საიმედო მათი გამოყენება თავდაცვისთვის შესაძლებელია. ეს არ ნიშნავს, რომ ის ვისაც ჭირდება თავდაცვითი იარაღი ეგრევე უნდა შეზღუდოს არჩევანი მხოლოდ ამ კლასით. ამ კლასს კიდე შეიძლება უწოდოთ: რახან სხვა არაფერი არის ესეც წავა. დღეს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება თავდაცვის და უსაფრთხოების თემას, ვალდებულია განიხილოს მხოლოდ “საბრძოლო” პისტოლეტები/რევოლვერები. “მაკაროვი” და ძველი სკოლის თავდაცვითი პისტოლეტები მორალურად მოძველდნენ მაგრამ, როგორც თავდაცვითი იარაღი ისინი გამოდგებიან. ისინი არ არიან საუკეთესო არჩევანი, მაგრამ არაფერს ნამდვილად ჯობია. ზოგადად თავდაცვისთვის გამოდგება ყველაფერი რაც შეკრულ მუშტზე უფრო უკეთესია.  ხელკეტი, ქვა, .22 კალიბრის მიკრო რევოლვერი, მათ შორის მინიატურული 6.35 კალიბრის პისტოლეტიც, ასევე “მაკაროვიც” და Walther PPK-აც. თუმცა ჩემი პირადი აზრით ყველა 7.65 კალიბრის და უფრო სუსტი პისტოლეტები არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც თავდაცვის საშუალება. ვიმეორებ: არაფერს ისინიც ჯობნიან მაგრამ მათი გამოყენებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ.

“ბავშვური/baby” გლოკი, მოდელი 26 იყო პირველი წარმატებული სრულფასოვანი საბრძოლო სუბკომპაქტური პისტოლეტი, ის დღემდე რჩება ერთ ერთ საუკეთესო პისტოლეტად თავის კლასში. ის წარმოადგენს Glock17/19-ის რადიკალურად დაპატარავებულ მოდიფიკაციას, მაგრამ მას გადმოყვა დიდი გლოკების სისქე.

ესეც საბრძოლო პისტოლეტები, საბრძოლო სუბკომპაქტების კლასიდან. მსუბუქები, ძალიან კომპაქტურები, ძალიან ზუსტები და ძლიერ კალიბრებზე გათვლილი. არც ისე დიდიხნის წინ ასეთი პისტოლეტების წარმოება შეუძლებელი იქნებოდა მაგრამ ახალმა მასალებმა და მეცნიერულ-ტექნოლოგიურმა პროგრესმა ეს შესაძლებელი გახადა. გარდა S&W-ის პისტოლეტისა, ყველა შექმნილია სუფთა ფურცლიდან.

ერთხელ დამირეკეს და მკითხეს: რომელი ჯობიაო, Glock 17 თუ Glock 19. მე დავიწყე ახსნა, რომ პრინციპში ორივე პისტოლეტი იდენტურია, მაგრამ ერთს აქვს უფრო გრძელი ტარი, რომელიც იტევს 17 ვაზნიან მჭიდს და უფრო გრძელი ლულაც, მეორე უფრო კომპაქტურია. გასაგებია, მიპასუხეს მე, ესეგი 17 ჯობია და სანამ მოვასწარი ჩემი პასუხის დაკონკრეტება, ყურმილი დამიკიდეს. დეს პრინციპი: პატარა ესეიგი უარესი აღარ მუშაობს. ეს პატარა პისტოლეტები შექმნილია საუკეთესო მასალებისგან, თავის საქმის ნამდვილი ოსტატების მიერ. ეს იარაღები იქმნება ყველა იმ მოთხოვნის გათვალისწინებით რაც არსებობს სრული ზომის საბრძოლო პისტოლეტების მიმართ. დღეს იგულისხმება, რომ ასეთი იარაღის პატრონი ბევრ დროს გაატარებს სასროლეთზე პრაქტიკულ ვარჯიშებზე ასე, რომ პისტოლეტებს დიდი რესურსიც აქვთ. ყუარდღენა ენიჭება მაღალ სროლისუნარიანობასაც. კარგი სასხლეტები, დიდი და ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები, ეერგონომიული ტარები და ადვილად მისაწვდომი მართვის ელემენტები არის სტანდარტად ქცეული მოთხოვნები. ეს პრაქტიკულად უკომპრომისო პისტოლეტებია და მე მიმაჩნია, რომ ეს პისტოლეტები იმსახურებენ ნამდვილად საბრძოლო პისტოლეტების სტატუსს. სურათებზე ნაჩვენებია მხოლოდ რამდენიმე მოდელი, მაგრამ რა თქმა უნდა მათ გარდა სხვა მრავალი მოდელებიც არსებობს.

 

მმგელი ცხვრის ტყავში. Springfield Armory-ის ახალი პისტოლეტი: XD-S. მისი წონა სულ რაღაც 610 გრამია, პისტოლეტი სისქე არის მხოლოდ 25მმ. სიზუსტე 15 მეტრზე სროლისას ხელიდანსურათზე ჩანს. კალიბრი? არც მეტი არც ნაკლები .45ACP! ბოლო დროს სუბ-კომპაქტებზე გაჩნდა სამაგრები ფარანებისთვის და ლაზერული სამიზნეებისათვის. ეს იმიტომ, რომ ხშირად ასეთი სუბ-კომპაქტები ასრულებენ ძირითადი იარაღის როლს, რომლებზეც კკი ასეთი სამაგრები დღეს უკვე სტანდარტული ოფციაა. სურათის წყარო handgunsmag.com

იმისთვის, რომ დავასაბუთო სუბკომპაქტური საბრძოლო პისტოლეტების მაღალი  საბრძოლო თვისებები მოგახსენებთ, რომ  რომ გლოკის სპორტული სროლის ფედერაციაში (ეს ორგანიზაცია ატარებს სასროლოსოსნო შეჯიბრებებს მხოლოდ გლოკის პისტოლეტების გამოყენებით)  2012 წელს დაფიქსირდა შეჯიბრებები სადაც უმაღლესი ქულების რაოდენობა აღებული იყო “ბავშვური” გლოკ 26-ებით. ასევე მთელ რიგ სხვა ფორმატის  შეჯიბრებებზე ფიქსირდებიან გამარჯვებულები, რომლებიც ასპარეზობენ სუბ-კომპაქტური პისტოლეტებით.

სამწუხაროდ ის პროგრესი, რომელიც შეეხო პისტოლეტებს არ გავრცელდა რევოლვერებზე, რომლებსაც არ განუცდიათ ისეთი დრამატული ცვლილებები, რომლებიც გაზრდიდა მათ სროლისუნარიანობას.  მათი მასა და გაბარიტები ასევე სემცირდა, ხოლო კალიბრები გაიზარდა მაგრამ სროლისუნარიანობა იგივე რჩება. ცნობილია, რომ დაზგაში ჩამაგრებული .38 კალიბრის მოკლეცხვირიანი სმიტ&ვესონები ( J frame) 25 მეტრზე სროლისას არ ჩამოუვარდება უფრო გრძელ ლულიან და მძიმე რევოლვერებს იგივე კალიბრზე (K frame)  მაგრამ ხელიდან სროლისას სხვაობა ეგრევე ჩნდება, იმიტომ რომ პატარა რევოლვერი ნაკლებად მოსახერხებელია. პისტოლეტებში ეს ასე არ არის, მეტ წილად ასე არ არის. მიუხედავად იმისა რომ დღევანდელი მდგომარეობით თანამედროვე სუბ-კომპაქტები და მოკლეცხვირიანი რევოლვერები ერთ კლასში გადიან, სხვოაბა შესაძლებლობებში მათ შორის არის გრანდიოზული.  თუ მოკლეცხვირიანი რევოლვერის შემთხვევაში მისი მფლობელი სერიოზულ კომპრომისზე მიდის და ბევრს თმობს სრული ზომის რევოლვერთან შედარებით, პისტოლეტების შემთხვევაში მცირდება მხოლოდ ვაზნების რაოდენობა მჭიდში, მაგრამ ის მაინც უფრო მეტი იქნება ვიდრე ნებისმიერ რევოლვერში. მაგალითად ბლოგზე დევს სტატია სუბ-კომპაქტურ WaltherPPS-ზე. გამომდინარე მისი გაბარიტებიდან და დანიშნულებიდან მე ველოდი, რომ პისტოლეტი არ იქნებოდა მიანც და მაინც ზუსტი და კომფორტული სროლაში, მაგრამ მე შევცდი. ის არაფრით არ ჩამოუვარდებოდა სრული ზომის პისტოლეტებს. აქიდან გამომდინარე მე გავიყვადი ყველა მოკლეცხვირიან რევოლვერს თავდაცვითი იარაღის კლასში.

ერთ ერთი საუკეთესო საბრძოლო პისტოლეტები Glock 17 და Glock 19, მათ გვერძე კლასიკური თავდაცვითი იარაღი, Colt Detective Special. ოკეანეს მეორე მხარეს .38 კალიბრის მოკლეცხვირიანი რევოლვერები დიდიხანია ითვლებოდა საუკეთესო თავდაცვით/პოლიციურ იარაღად. გარკვეული პოპულარობით ეს რევოლვერები დღემდე სარგებლობენ.

ასევე  გლოკის პისტოლეტების ჭეშმარიტმა ფანატებმა იციან, რომ სუბ-კომპაქტური გლოკები ხშირად უფრო ზუსტები არიან ვიდრე სრული ზომის გლოკები. ამის მიზეზად ხანდახან სახელდება ორმაგი დამაბრუნებელი ზამბარები, რის გამო გასროლის დროს ასეთ ზამბარას ლულა უკეთესად უკავია და სიზუსტე მეტი გამოდის. არ ვიცი ამ მიზეზის გამო თუ არა მაგრამ მეოთხე თაობის სრული ზომის გლოკები ასევე ორმაგი დამაბრუნებელი ზამბარებით გამოდიან. გარდა ამისა პატარა გლოკში მიდის დიდი გლოკების მჭიდები და პრაქტიკულად გამოდის რომ არც მჭიდის ტევადობა არ მცირდება.

ავტორის კუთვნილი Glock 19, მე-17 მოდელის 17 ვაზნიანი მჭიდით და A&G-ის წარმოების ტარის ადაპტორით. Glock 19 ითვლება საუკეთესო 9მმ-ან პისტოლეტად, რომელშიც იდეალურად არის შეთავსებული კომპაქტურობა და დიდი საცეცხლე ძალა.



5 Responses to “თავდაცვითი VS საბრძოლო”

  1. jurkha says:

    ძალზე საინტერესო თემაა, დიდი მადლობა

  2. Eastt says:

    საინტერესო ბლოგი გაქვს და თუ შეგიძლია ბერრეტა 92ფს–ზე სტატია დაწერე

  3. Shooter says:

    devs blogze minimum ori statia beretta 92-ze

  4. muhamad says:

    es iaragi yvelaze magrad momwons

  5. giorgi says:

    imedia am ckvianuri statiis damceris migma gamocdili msroleli dgas da ara mxolod kargad ganscavluli teoretikosi. momecona msjeloba me vetanxmebi sruliad, analogiuria chem mosazrebastan.

დატოვეთ კომენტარი