როგორ ხდება ПСО-1-ის “განულება”

რუსული წარმოების ოპტიკური სამიზნე ПСО-1 საკმაოდ გავრცელებული მოდელია საქართველოში. მიზეზი ამისა არის ის რომ ეს ოპტიკური სამიზნეები თავის დროზე საკმაოდ დიდი რაოდენობებით მოხვდა საქართველოში, როდესაც რუსული იარაღი უპრობლემოდ შემოდიოდა ჩვენ ქვეყანაში და ეს ოპტიკური სამიზნეები კომპლექტში ძალიან ბევრ კარაბინს მოყვებოდა (ან ცალკე იყიდებოდა). მოყვებოდა ის როგორც “ტიგრებს” ასევე “საიგებს” და “ვეპრებს”. ეხლა უკვე ასევე მას ხშირად ვხედავ დაყენებულს პრაქტიკულად ყველაფერზე რაზეც შესაძლებელია ოპტიკა დაყენდეს, მოსინის კარაბინებზე, .22 კალიბრის კარაბინებზე, სკს-ებზე და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპტიკური სამიზნე 1963 წლიდან არის წარმოებაში, არის აშკარად მორალურად მოზველებული, ის ჩემი აზრით კვლავ არის საკმაოდ ეფექტური ხელსაწყო და გარდა ამისა ასევე გამოირჩევა გამძლე კონსტრუქციით და სიმარტივით. მოგეხსენებათ, რომ ПСО-1 შეიქმნა სპეციალურად დრაგუნოვის სისტემის შაშხანისთვის, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და მისი გამოყენების სიმარტივე პირველ რიგში უკავშირდება სწორედ დრაგუნოვის შაშხანას, სვდ-ს. ეს ოპტიკური სამიზნე გათვლილია მხოლოდ ამ შაშხანაზე და რუსულ 9.6 გრამიანი ტყვიის (ЛПС)-ის ბალისტიკაზე.

რომ ავხსნა რატომ არ გამოდგება ეს ოპტიკა ვთქვათ 7.62X39 კალიბრის იარაღისთვის უნდა ავხსნა ПСО-1-ის მოწყობილობა. მისი შესწორებების შეტანის მექანიზმის შედგება პრაქტიკულად ორი ელემენტისგან, პირობითად უწოდოთ მათ შესწორებების შეტანის ძირითადი დოლურები და დამხმარე დოლურები, ერთმანეთთან ისინი დაკავშირებულია ორი ხრახნით და ქმნიან პირობითად მთლიან დოლურას. პირობითად ძირითადი დოლურების (რუსული ტერმინოლოგიით маховик) თუ ის გათავისუფლებულია დამხმარე დოლურასაგან, ერთ დანაყოფზე გადაადგილება იწვევს მოხვედრის წერტილის გადადგილებას 5 სმ 100 მეტრზე. გარდა ამისა მთლიანი დოლურის ნაწილს წარმოადგენს მეორე ელემენტი, დამხმარე დოლურა (რუსული ტერმინოლოგიით лимб), რომელიც ისეა გრადუირებული, რომ ციფრი ზედ დატანილი შეესაბამება სვდ-დან, 7.62X54R კალიბრის 9.6 გრამიანი ტყვიის ტრაექტორიას, 6 = 600 მეტრს.  300 მეტრამდე დოლურა ფიქსირდება თითო თითო დანაყოფზე, შემდეგ უკვე ორ დანაყოფზე ანუ 3-ის მერე არ დგება ეგრევე 4-ზე არამედ დგება 3.5-ზე რაც შეესაბამება 350 მეტრს და ასე 10-მდე ანუ 1000 მეტრამდე. ეს განპირობებულია იმით რომ ტრაექტორია უფრო მკვეთრად მცირდება და საჭიროა უფრო ზუსტი შესწორებების შეტანა.

1). Маховик, ანუ პირობითად “ძირითადი” დოლურა, რომელიც ფიქსატორი ხრახნებით (3) გადაბმულია დამხმარე დოლურასთან лимб-თან (2).  CТП ნიშნავს Cредняя Точка Попадания ანუ მოხვედრის საშუალო წერტილი. ისარი ანიშნებს მიმართულებას რა მიმართულებითაც უნდა დაატრიალოთ დოლურა რომ მოხვედრის საშუალო წერტილი გადაადგილდეს  ქვევით ან ზევით და მარჯვნივ ან მარცხნივ. ზედა დოლურით შესაბამისა შეგყვათ ვერტიკალური შესწორებები, გვერდითა დოლურით ჰორიზონტალური შესწორებები.

განულებისას თუ სროლა ხორციელდება 100 მეტრზე, აყენებთ მთლიან დოლურას ციფრ 1-ზე. მისროლის/”განულების” დროს  შესწორებების შეტანა ხდება ძირითადი დოლურის გამოყენებით, ხოლო სანამ დაიწყებთ მის ტრიალს უნდა გაათავისუფლოთ ის დამხმარე დოლურასაგან, რომ მან არ იმოძრაოს დამოუკიდებლად, ამისთვის უშვებთ ფიქსატორ ხრახნებს 2-2.5 ბრუნით (ხრახნი მოკლეა და ფრთხილად იყავით რომ ის არ დაკარგოთ).მხოლოდ ამის მერე იწყებთ შესწორებების შეტანას მხოლოდ ძირითადი დოლურების ტრიალით. მაგალითად 100 მეტრზე განულებისას, ითვლით შესწორების მოცულობას. ვთქვათ მოხვედრის საშუალო წერტილი უნდა იყოს მარჯვნივ 5 სმ და ქვევით 11 სმ. ისე რომ დამხმარე დოლურა “ლიმბი” არ გაინძრეს შეგაქვთ შესწორება ძირითადი დოლურის გადაადგილებით, რაც უდრის მარჯვნივ ერთ დანაყოფს და ქვევით 2 დანაყოფს (შეგახსენებთ ძირითადი დოლურას ერთი “კლიკი”/დანაყოფი უდრის 5 სმ-ს 100 მეტრზე.) რწმუნდებით რომ დამხმარე დოლურა ლიმბი ისევ 1-ზე დგას. უჭერთ ფიქსატორ ხრახნებს (სროლა ხორციელდება დაჭერილი ხრახნებით) და ისვრით კიდევ ერთ ჯგუფს, რომ დარწმუნდეთ იმაში, რომ სასურველ შედეგს იღებთ. როდესაც მთლიანი დოლურა დაყენებულია ციფრ 1-ზე და მოხვედრის საშუალო წერტილი შეესაბამება დამიზნების წერტილს 100 მეტრზე, იარაღი განულებულია.

დააკვირდით, რომ სხვა და სხვა ციფრზე დაყენებით ვერტიკალური შესწორებების დოლურა (ლიმბი) სხვა და სხვა მანძილს გადის. მიღებული შესწორებები შეესაბამება 7.62X54R კალიბრის 9.6 გრამიანი ტყვიის ტრაექტორიას, რომელიც ბუნებრივია არ არის თანაბარი და ეს არათანაბარი ვარდნა “ჩაწერილია” ამ დოლურის კონსტრუქციაში.  სხვა კალიბრის ტრაექტორია განსხვავებულია და შესაბამისად ამ დოლურით მანძილის დაყენებისას წარმოიშვება შეცდომა.

ზუსტად “განულებული” სვდ ზუსტად ამიტომაც არის ძალიან მარტივი მოხმარებაში. გასროლამდე ადგენ სამიზნემდე მანძილს (იყენებ ბადეზე განლაგებულ მარტივ ოპტიკურ მანძილმზზომს), აყენებ დოლურას შესაბამის მაჩვენებელზე, იღებ შესწორებას ქარზე (გვერდითა დოლურით ან  ოპტიკური სამიზნის ბადეზე განლაგებული დანაყოფებით) და ახორციელებ გასროლას.

ასეთი მიდგომა, ანუ ოპტიკური სამიზნე გათვლილი ერთ კონკრეტულ იარაღზე არ არის ცალკეული შემტხვევა. მაგალითად ეს იაპონიაში დამზადებული ოპტიკური სამიზნე Nimrod გათვლილია Galatz-ზე (საქართველოში მას არასორედ უწოდებენ სნაიპერულ გალილს), იზრაელის მიერ წარმოებულ სნაიპერულ შაშხანაზე დასაყენებლად და შესწორებების მექანიზმი მორგებულია M118 ტიპის სნაიპერულ ვაზნაზე.

ასეთი სისტემის ჯარში ათვისება იყო ადვილი, სწრაფი და ზომიერად ეფექტური. შესაბამისად სხვა ტიპის იარაღში ამ ოპტიკის გამოყენება ყოველგვარ აზრს მოკლებულია, იმიტომ რომ იკარგება მთავარი უპირატესობა ამ ოპტიკური სამიზნის და შეუძლებელი ხდება შესწორებების მექანიზმის გამოყენება.  იმისთვის, რომ შეიტანოთ აუცილებელი ვერტიკლაური შესწორებები ყოველ ჯერზე უნდა ატრიალოთ ხრახნები იმისთვის, რომ გაათავისუფლოთ ზედა ძირითადი დოლურა.

გარდა ამისა საქმე იმაშია, რომ სვდ-სგან განსხვავებით ტიგრებს აქვთ შედარებით მოკლე ლულები, რის გამო ტრაექტორია თუნდაც იგივე 9.6 გრამიანი ტყვიით ვაზნის გამოყენებისას შეცდომას მაინც ექნება ადგილი ხოლო მანძილის ზრდასთან ერთად ეს შეცდომა ასევე გაიზრდება. ნახსენებია, რომ მოკლე ტიგრისთვის გამოიყენება მოსინის კარაბინის ცხრილები, ამის მიხედვით 600-მეტრზე სხვაობა ტრაექტორიაში ტიგრსა და სვდ-ს შორის იქნება 25 სმ, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. და რა მოხდება თუ იყენებთ ვაზნას, რომლის ბალისტიკა განსხვავდება სტაანდარტული ЛПС-გან?  აქიდან გამომდინარე ПСО-1 არც ტიგრისთვის არ არის იდეალური. არსებობს ПСО-1-ს სამოქალაქო მოდიფიკაციები სადაც შესწორებების მექანიზმი ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ ოპტიკურ სამიზნებში მაგრამ მე ასეთი არ შემხვედრია საქართველოში. ცხადია ასეთი ოპტიკის გამოყენებისას ყველა პრობლემა, რომელიც უკავშირდება სტანდარტულ ПСО-1-ს, ქრება. გამონაკლისი არის სვტ-40, რომლის სროლის ცხრილები პრაქტიკულად იდენტურია სვდ-ს ცხრილებთან. ამ მხრივ ПСО-1 სვტ-40-ს უფრო “უხდება” ვიდრე “ტიგრს”.

ამის წაკითხვის მერე ბუნებრივია უნდა მიხვდეთ, რომ ПСО-1-ის დაყენება სხვა კალიბრის იარაღზე გარდა 7.62X54-სა პრინციპში აზრს მოკლებულია. კი ასეთი იარაღი “განულდება” მაგრამ ვერტიკალური შესწორებების შეტანაზე დოლურების გამოყენებით დაივიწყეთ. არც სანადირო ოპტიკურ სამიზნეებში დოლურები არ არის ეგრევე ხელმისაწვდომი, როგორც წესი ისინი დაცულია მოსახსნელი ხუფებით, მაგრამ მაინც ხუფის მოხსნა ერთია და ორი პატარა ხრახნის დაშვება სხვა არის.

 

 



დატოვეთ კომენტარი