ტაქტიკური ფარანი – Streamlight TLR-1

წარმოგიდნეთ ჩემი აზრით იარაღზე დასამაგრებელ ერთ ერთ საუკეთესო ფარანს, რომლის დამაგრება შესაძლებელია სხვა და სხვა ტიპის სამაგრებზე  და რომელიც ამავე დროს არ ღირს იარაღის ფასი. Streamlight TLR-1-ის ფასი ვებ-საიტებზე, როგორც წესი არ აღემატება 105 დოლარს. კომპანია “სტრიმლაითი” არის ამერიკული, დაფუძნებულია 1973 წელს და მდებარეობს პენსილვანიას შტატში, ქალაქ იგლვილში. მათი ფარანიც შესაბამისად დამზედებულია აშშ-ში.

Streamlight TLR-1 წარმოადგენს კომპაქტურ იარაღზე დასამაგრებელ ფარანს. საპასპორტო მონაცემები შემდეგია.: უწყვეტი მუშაობის დრო 2.5 საათი, ნათების სიმძლავრე 160 ლუმენი; ფარანი იკვებება ორიცალი CR123 ტიპის ელემენტით. მისი კორპუსი არის ალუმინისგან დამზადებული. მანათობელი ელემენტის როლს ასრულებს C4 ტიპის დიოდი, რომლის რესურსი არის 50 000 საათი. წონა სულ რაღაც 118 გრამი.

ფარანი უძლებს დარტყმებს,  იტანს მტვერიან გარემოს და შეუძლია ხანმოკლე პერიოდით გაუძლოს წყალში ჩაძირვას. ბუნებრივია წვიმა მას ვერაფერს ვერ დაუშავებს.

კომპლექტში ფარანს მოყვება ადაპტორების კომპლექტი, რაც უზრუნველყოფს მის დაყენებას “პიკატინის” სამაგრზე, Glock-ის პისტოლეტებზე, Beretta 90-tw0-ზე, Smith&Wesson 99-ზე, ორი ელემენტი, ინსტრუქცია.

რაც შეეხება ფარანის სხვა თავისებურებებს, უნდა აღინიშნოს მისი შედარებით სწრაფი დაყენების და მოხსნის შესაძლებლობა. მწარმოებელი აცხადებს, რომ მისი დაყენება მოხსნის დროს ხელი ლულის წინ არ ხვდება რაც ამცირებს უბედური შემთხვევის ალბათობას. არ ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანია მაგრამ ის მართლაც ადვილად და სწრაფად ყენდება და იხსნება. დაატრიალეთ ღილაკი ფარანის მარცხენა მხარეს, დააჭირეთ მას ისე, რომ გვერდითა კბილი გაიწიოს და ფარანი ადვილად მოიხსნება და დაყენდება.

ჩართვა გამორთვის ღილაკი არის პრაქტიკულად “ტუმბლერი” რომელიც განლაგებულია ფარანის უკანა მხარეს. მარცხენა მხრიდან დაჭერა რთავს მას მანამდე სანამ ღილაკზე თითს აჭერთ. მარჯვენა მხრიდან დაჭერისას ის ირთვება პერმანენტულად. ეს კარგი გადაწყვეტილება არის. როდესაც მოძრაობთ სიბნელეში და პისტოლეტი ორივე ხელით გიჭირვათ, შეგიძლიათ აკონტროლოთ შუქი მარცხენა დამხმარე ხელით. თუ იარაღი ერთი ხელით გიჭირვათ, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით ახდენთ ფანრის ჩართვა გამორთვას.

ნათება არის ძალიან კარგი. ფანრის ეფექტური გამოყენება შესაძლებელია 100 მეტრამდე მანძილზე. ახლო მანძილიდან ნათება არის დამაბრმავებელი რაც დამატებითი უპირატესობა არის თავდასხმის მოგერიების შემთხვევაში. ფარანი არ კვდება უცბად, როდესაც იცლება ელემენტები. გარკვეული დროის განმავლობაში ნათების სიძლიერე იკლებს, რაც მიგანიშნებთ, რომ დრო მოვიდა ეელემენტი გამოცვალოთ.

სამიზნე იდეალურად არის განათებული, გარდა ამისა ირგვლივ ყველაფერი საკმაოდ კარგად ჩანს. განათებული სამიზნის ფონზე სამიზნე მოწყობილობები ძალიან კარგად ჩანს რაც აადვილებს დამიზნებას. გარდა ამისა დამატებითი წონა პისტოლეტის წინა მხარეს ამცირებს ლულის ხტომას.

TLR-1-ს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია, ის ითვლება ძალიან საიმედო მოწყობილობად და აბსოლუტური უმეტესობა მის შესახებ გამოხმაურებების არის ძალიან პოზიტიური. გარდა ამისა მისი ფასი არის ორჯერ ნაკლები ვიდრე კონკურენტების, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. TLR-1-ს აქვს გავლილი MIL-STD-810 სტანდარტის ტესტირება, რა დროსაც მოწყობილობა გადის ტესტირებას ყველა იმ გარემოში ფუნქციონირებაზე, რა გარემოშიც შეიძლება მოხდეს სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაცია.

მინუსებს რაც შეეხება აქ მარტო უნდა ავღნიშნო, რომ ფანარს არ აქვს დეაქტივაციის ოფცია, რაც ნიშნავს, რომ ფანრის დეაქტივირება და დაცვა არასასურველი ჩართვისგან შეუძლებელია თუ არ ამოიღებთ ელემენტებს. ხოლო მისი უნებლიე ჩართვა საკმაოდ ადვილია.  123 ტიპის ელემენტი კიდე საკმაოდ ძვირი ღირს! დავამატებ მხოლოდ, რომ ფარანი არ არის მოდულური, რაც ნიშნავს, რომ მისი კომპონენტების გამოცვლა მათი დაზიანების შემთხვევაში ან აპგრეიდდი ადვილი არ არის.

მთლიანობაში TLR-1 არის კომპაქტური, მსუბუქი და გამძლე მოწყობილობა ძალიან კარგ ფასად. მისი დაყენება შესაძლებელია, როგორც პისტოლეტზე ასევე ნებისმიერ იარაღზე, რომელსაც გააჩნია “პიკატინის” სამაგრი. ის გამოდგება, როგორც უტილიტარული ფარანიც, თუმცა რა თქმა უნდა ამ როლისთვის შესაბამისი დანისნულების მოდელები უფრო გამოდგება.  ჩემი აზრით TLR-1 არის ძალიან კარგი აღჭურვილობის ელემენტი, რომელიც ნამდვილად ღირს ის ფული, რომელსაც მასში ითხოვენ და უფრო მეტიც.  თუ ჩათვლით, რომ აფ ფარანს მოკრძალებული სიმძლავრე აქვს, დაამატეთ 30 დოლარი და იყიდეთ მოდელი TLR-1S, რომლის ნათების სიმძლავრე არის უკვე 300 ლუმენი.

1. ხრახნი, რომელიც აფიქსირებს ადაპტორს. 2. ხრახნი, რომლითაც ფარანი ეჭირება იარაღს. 3. ადაპტორი სხვა და სხვა სამაგრის ტიპებისთვის.  4. ჩართვა-გამორთვის ღილაკი. 5. ელემენტების ხუფის ფიქსატორი.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ინტერნეტით შესაძლებელია სხვა და სხვა ჩინური შედარებით იაფ-ფასიანი ფანრების ყიდვა და მათი ფასიდან გამომდინარე შესაძლებეელია ბევრს გაუჩნდეს მათი შეძენის სურვიილი. ჩემი რჩევა იქნება თავი აარიდოთ მათზე ფულის დახარჯვას. მე ადრე შევიძინე არც ისე იაფი ფანარი, ჩინური წარმოების. რომელიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა და შესანიშნავი ნათება ქონდა. ფატანი დაყენდა ჩემ AR-15-ზე და მოკვდა პირველივე გასროლის შემდეგ. ჩაიშალა ჩართვა-გამორთვის მექანიზმი.ჩინური პროდუქცია არის ხელმისაწვდომი, ლამაზად გამოიყურება და ხანდახან მუშაობს, მაგრამ დაფიქრდით, როდესაც დაგჭირდებათ იარაღზე დაყენებული რაფანი ეს იქნება სიკვდილ სიცოცხლის ამბავი და ამიტომაც მე არ მგონია იყოს ჭკვიანური ენდოთ სადღაც ჩინურ პროვინციაში დადბრეცილი ხელებით აწყობილ პროდუქტს.

და ბოლო რჩევა:  ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომელიც მოყვება პროდუქტს. ის მოიცავს მომხმარებლისთვის ძალიან საჭირო ინფორმაციას.

2 წელი ერაყში და ფარანი უპრობლემოდ მუშაობს. მას აქვს უკიდურესად გამძლე მოწყობილობის რეპუტაცია. სურათის წყარო blacksheepwarrior.com



დატოვეთ კომენტარი