“მაკაროვი” კრიტიკული თვალით

 

ეს პისტოლეტი, როგორც ჩანს არასდროს არ დაკარგავს პოპულარობას, ან როგორც მინიმუმ მასზე ჯერ კიდევ დიდხანს და ბევრს იკამათებენ და ილაპარაკებენ. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის ამ პისტოლეტის გამოჩენამ და შემდგომ რუსეთშიც კი შეიარაღებიდან მოხსნამ ჩაიარა ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ის კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას და მაღალ რეიტინგს. მიზეზი ამისი ბევრია. ეს იარაღი ძალიან დიდიხანი იყო ყოფილი სსრკ-ას რესპუბლიკების და რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ერთადერთი პისტოლეტი. მას მერე რაც ნაწილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნებადართული გახდა მოკლელულიანი იარაღის შეძენა უბრალო მოქალაქეებისათვის, ბუნებრივია „მაკაროვმა“ სწრაფად დაიკავა თავისი ნიშა, ისევე, როგორც გაჩნდა კასტა, რომელიც ბოლომდე ინარჩუნებდა ლოიალურობას ამ იარაღის მიმართ. მსროლელებში და იარაღის მოყვარულებში „მაკაროვის“ მიმართ განწყობები ვარირებენ აბსოლუტური აღფრთოვანდებიან თითქმის ფიზიკურ ზიზღამდე. ზოგი თვლის, რომ “მაკაროვი” საუკეთესო რამეა, რაც ოდესმე გამოგონილა იმიტომ, რომ იჟევსკში ხელოსნებმა იცოდნენ ჯადოსნური ფოლადის რეცეპტები და მაგიურ ძალის გამოყენებით ქმნიდნენ საუკეთესო პისტოლეტს. ზოგი თვლის, რომ “მაკაროვი” არის ძალიან ძნელად ასათვისებელი სროლის სიზუსტის მხრივ, ხოლო ნაწილს “მაკაროვი” უბრალოდ მობეზრდა იმის გამო, რომ ის ბევრია, ყველგან ყრია და ადვილად ხელმისაწვდომია. არც ერთი ეს მოსაზრება ჩემი აზრით არ არის ზუსტი და სიმართლე, როგორც ყოველთვის სადღაც შუაშია. მე პირადად „მაკაროვს“ ძალიან კარგად ვიცნობ. მე მქონდა აღმოსავლეთ გერმანული, საბჭოთა, ბულგარული კომერციული, ბულგარული კომერციული „ლუქს“ მოდელის და ბულგარული სამხედრო „მაკაროვები“. ყველა დანარჩენი პისტოლეტები სია 30 მოდელს აჭარბებს, ასე, რომ ალბათ მაქვს უფლება ერთი ორი სიტყვა ხანდახან პისტოლეტებზე დავწერო ხოლმე, მათ შორის ეხლა ამ სტატიაში „მაკაროვზე“. მე მინდა კრიტიკული თვალი გადავავლო ამ პისტოლეტს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის სუსტ და ძლიერ მხარეებს და გავაკეთო ეს გამომდინარე იმ ტენდენციებიდან, რაც დღეს არსებობს თავდაცვით იარაღში და იმ მოთხოვნებიდან რაც დღეს არსებობს ამ კლასის იარაღის მიმართ. ვნახოთ რა გამოვა.

მოგეხსენებათ, რომ ბევრ იარაღის მწარმოებელ კომპანიას აქვს ხოლმე სარეკლამო სურათები/პოსტერები, სადაც არის ასახულია პისტოლეტი და გვერძე არის მიწერილი მისი კონსტრუქციული თუ ერგონომიული უპირატესობები. მაგალითად: „ცვლადი ტარის პანელები უზრუნველყოფენ ტარის სწრაფ და მარტივ ადაპტაციას სხვა და სხვა ზომის ხელისთვის“; „დაბალპროფილიანი სამიზნე მოწყობილობები უზრუნველყოფენ მკაფიო სამიზნე გამოსახულებას და არ ედებიან ტანსაცმელს ან აღჭურვილობას“ და ა.შ. ისინი ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რაც მათი აზრით ქმნის კარგ პისტოლეტს.  გარდა ამისა ყველა „პისტოლეროს“ აქვს საკუთარი პრეფერენციები, რის მიხედვითაც ისინი განსაზღვრავენ რამდენად მისაღებია მათთვის ესა თუ ის პისტოლეტი. მეც მაქვს ჩემი პრეფერენციები და  ჩემთვის ესენია მაგალითად დაბალი ლულის ღერძი, მინიმუმი გამოშვერილი დეტალების, მექანიკური მცველის არ არსებობა, დაბალპროფილიანი სამიზნე მოწყობილობები,  გამძლე მუქი დაფარვა, ტარის “შახტის” პროფილი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ გადატენვას და ასე შემდეგ. შესაძლებელია დამატებით განვსაზღვროთ კიდევაც სია იმ „ოფციების“, რომელიც სასურველია ან აუცილებელია თუ გნებავთ, რომ იყოს პისტოლეტში. აი მაგალითად დღეს ძნელად წარმოსადგენია ავტომანქანა ABS-ის ან „აირბაგების“ გარეშე. არა და 10-15 წლის წინ ეს ყველაფერი ყოველთვის არ ყენდებოდა ყველა ავტომობილზე. ცოტათი უფრო დიდიხნის წინ არც უსაფრთხოების ღვედები არ იყო აუცილებელი. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბევრი, რამ რაც ცოტახნის წინ არ წარმოადგენდა კარგი პისტოლეტის ელემენტს არის თანამედროვე თავდაცვითი პისტოლეტის აუცილებელი ელემენტი. მცველის გადამრთველები ერგონომიული ფორმის არის, რომ ადვილად მოხდეს მათი გამოყენება, სამიზნე მოწყობილობები დიდი ზომის არიან და აადვილებენ დამიზნებას. მაღალტექნოლოგიური დაფარვა, რომელიც გაუძლებს ოფლის, ნესტის ზემოქმედებას არის უკვე სტანდარტი, და ასე ჩანს, რომ ყველა კომპანიას აქვს თავისი საფირმო დაფარვა, რომელიც სხვისას ჯობია, Sigarms-ის Nitron-ი, Kimber-ის Kimpro, Glock-ის Tenifer და ასე შემდეგ. თავისთავად ცხადია გაიზარდა პისტოლეტების შესაძლებლობებიც, საიმედოობა, სიზუსტე, რესურსი. გამოიყენება სულ უფრო მეტი თანამედროვე მასალები და სრულყოფილი საწარმოო პროცესები. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხნო იყავით რეალისტები! „მაკაროვი“ პრაქტიკულად არ შეცვლილა იმ დროიდან რა დროსაც ის მიიღეს შეიარაღებაში, ანუ 1951 წლიდან. თვალი, რომ გადაავლოთ იმ მოდლების გამას, რომელიც არსებობს კომპაქტური თვადაცვითი პისტოლეტების კლასში, ბუნებრივია გამოდის, რომ მაკაროვი არის მორალურად მოძველებული იარაღი, მაგრამ ეს ცხადია არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები.

ავხსნათ რატომ არის „მაკაროვი“ მორალურად მოძველებული. დავიწყოთ მთავარით, სროლით. თუ გაქვთ საშუალება შეეცადეთ გაატაროთ “მაკაროვი” სტანდარტულ ტესტირებაში, რომელიც მოიცავს თქვენთვის ტიპიურ ვარჯიშებს. მაგალითად აუცილებელი ვარჯიში პისტოლეტისთვის, რომელსაც გააჩნია ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი: პისტოლეტი ამოღება და ხორციელდება სწრაფი გასროლა დამიზნებით ჯერ ორმაგ რეჟიმში შემდეგ ერთმაგ რეჟიმში. შეადარეთ მიღებული რეზულტატი იმ რეზულტატებს, რომლებსაც აღწევდით თანამედროვე თუნდაც უფრო დიდი კალიბრის პისტოლეტებით. დამერწმუნეთ სხვაობა იქნება და თან დიდი. მიზეზი ამისა იქნება ორმაგ რეჟიმში საოცრად მძიმე “მაკაროვის” სასხლეტი. შემდგომ შეეცადეთ სწრაფად ისროლოთ ერთი ხელიდან ორმაგ რეჟიმში. ძალიან ძნელი იქნება მიაღწიოთ იგივე შედეგს, რასაც თქვენ აღწევთ თანამედროვე „ბლასტერებით“.

სამი გასროლა ორმაგ რეჟიმში 12 მეტრიდან. პისტოლეტი Sig Sauer P226. შეეცადეთ გაიმეოროთ ანალოგიური შედეგი “მაკაროვით”!

სხვაობას სროლის შედეგიანობაში ცხადია შეამჩნევთ თუ იცით პისტოლეტიდან სროლის თუნდაც საფუძვლები და გარკვეული გამოცდილება გაგაჩნიათ სხვა და სხვა პისტოლეტებთან. თუ არა, მენდეთ სიტყვაზე, სხვაობა არის. ანუ კიდევ ერთხელ, რომ ავხსნა, მაკაროვიდან შეიძლება სროლა, შეიძლება სწრაფად სროლა და შესაძლებელია ზუსტი სროლა, მაგრამ  ნებისმიერი თავდაცვითი პისტოლეტი კარგი მწარმოებლისგან იქნება გაცილებით უფრო ეფექტური/სწრაფი/ზუსტი. თუნდაც .40 ან .45 კალიბრის.

მიუხედავად იმისა, რომ მაკაროვი დიდი და მძიმე იარაღია, 30-40 გასროლის შემდეგ ხელი აგტკივდებათ. მას საკამოდ არაკომფორტული და ხისტი უკუცემა აქვს. ტარის ფორმის გამო ორი ხელით მისი ჭერა საკმაოდ პრობლემატურია, თუმცა ეს ეხება ნებისმიერ ანალოგიური კლასის იარაღს გარდა რამდენიმესა.

Smith&Wesson-ის მიერ წარმოებული Walther PPK-ს თანამედროვე ვერსია. დააკვირდით ტარის ზედა უკანა ნაწილს (1) და ანალოგიურ დეტალს ადრინდელ ვალტერში (2). ის გამორიცხავს ხელის ტრავმირებას. „მაკაროვში“ ეს არც ისე იშვიათია თუ იარაღი გიჭირავთ მაღალი ჭერით, როგორც ეს დღეს „საუკეთესო სახლებში“ არის მიღებული (3).

მაკაროვის მჭიდში მხოლოდ 8 ვაზნა ჩადის. შესაბამისად მჭიდის გამოცვლის საკითხი ეგრევე იძენს აქტუალურობას. აქაც მაკაროვი დიდს ვერაფერს ვერ გთავაზობთ. თუ თანამედროვე პისტოლეტში (მჭიდის ღილაკით აღჭურვილები) მჭიდის გამოცვლა შესაძლებელია ერთი ხელით, “მაკაროვში” ეს შეუძლებელია.

“მაკაროვის” ტარი შორს არის ერგონომიულობისგან. ის გვერდებიდან აბსოლუტურად ბრტყელია და საკმაოდ მოუხერხებელია.  ხანგრძლივი სროლა იწვევს ხელში არასასიამოვნო შეგრძნებას. იარაღის კონტროლი სწრაფი სროლისას ძალიან ძნელია. მაგალითად Walther PPS-ზე ტარი ასვე თხელია, მაგრამ მისი ფორმა ნაფიქრია, რის გამოც ამ პისტოლეტის ჭერა და სროლის დროს კონტროლირება ადვილია. „მაკაროვის“ საბჭოთა ტარს აქვს ერთი პლიუსი, ის კომპაქტურია. ბულგარულ „მაკაროვებზე“ ყენდებოდა უფრო ერგონომიული ტარები, მაგრამ ეს საგრძნობლად და უარყოფითად აისახება პისტოლეტის კომპაქტურობაზე.

სამიზნე მოწყობილობები მაკაროვის ყველაზე დიდი ნაკლია. ასეთი სამიზნე მოწყობილობები იყო აქტუალური 60-70 წლის წინ, როდესაც მაკაროვს აპროექტებდნენ. დღეს ამხელა პისტოლეტზე ასეთი რუდიმენტული მოწყობილობები უკვე მიუღებელია. ცუდი განათების პირობებში „მაკაროვიდან“ ზუსტი სროლა შეუძლებელია. კარგი განათების პირობებშიც მიკროსკოპული „მუშკის“ დანახვა სწრაფი დამიზნებისას საკმაოდ რთულია, და კიდე უფრო რთული იქნება ამის გაკეთება მსროლელისთვის სუსტი მხედველობით. როდესაც იყენებთ ალტერნატიულ დამიზნების მეთოდებს (სილუეტით და ასე შემდეგ) სიტუაცია ცოტათი უმჯობესდება.

ჯამში მაკაროვი არ გამოირჩევა კარგი სროლისუნარიანობით, რის გამოც ტირის პირობებში ნელი სროლის რეჟიმში სიზუსტით ის ჩამოუვარდება ბევრ სხვა პისტოლეტს. თუმცა მას გააჩნია აბსოლუტურად ადეკვატური სიზუსტე თავდაცვითი პისტოლეტისთვის.

დღეს ყველაზე კომპაქტური პისტოლეტებიც კი აღიჭურვება ადეკვატური სამიზნე მოწყობილობებით.

 

 

ავტორის კუთვნილი „მაკაროვი“. სავარაუდოთ ამ პისტოლეტის ხელახალი ოქსიდირება საქართველოში მოხდა. ამის გამო რკინის თხელი ფენაც მოიხსნა.  ავტორი არ თვლის, რომ ეს არის მინუსი. ე.წ. „ბეველინგი“ ანუ უხეში კუთხეების „დამრგვალება“ იარაღის კომფორტული ტარებისთვის მიღებული წესია თავდაცვით იარაღში. ამ შემთხვევაში მას ეს უფასოდ ერგო. „მაკაროვს“ არც ერთი ბასრი კუთხე ან დეტალი არ დარჩა.


პროფესიონალურად შესრულებული ე.წ. „ბეველინგის“ ნიმუში.

დაფარვაზე რამის თქმა ზედმეტია. საბჭოთა „მაკაროვები“ დაცულია ოქსიდირებით, რომელიც კარგი ხარისხის არის, მაგრამ ის არ უძლებს საკმარისად კარგად ნესტის და ოფლის მავნე ზემოქმედებას, ის ასევე შედარებით მალე იცვითება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არის ფოლადი ტარის ქვეშ და თუ იარაღით ხშირად ვარჯიშობთ ანუ ეს ადგილი ხელის ოფლის ზემოქმედებას ხშირად განიცდის, ჯობია რეგულარულად პისტოლეტს ტარი მოხსნათ და ეს ადგილი გაწმინდოთ.

როგორც უკვე ავღნიშნე, მაკაროვი თავისი კლასისითვის დიდი და მძიმე იარაღია. ის 730 გრამს იწონის ვაზნების გარეშე. ამდენს და ცოტათი უფრო ნაკლებს იწონიან კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტები ხოლო სუბკომპაქტურები კიდე უფრო ნაკლებს.  ფოლადის ასეთი რაოდენობის გამო “მაკაროვი” საკმაოდ გამძლეა. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ პისტოლეტის უნებლიე დაზიანება. რისკის ქვეშ არის მხოლოდ საბრძოლო ზამბარის წვერი. არასწორი აწყობის შემთხვევაში ის შეიძლება გატყდეს. მე არასდროს არ შემხვედრია მაკაროვი რაიმე მექანიკური დაზიანებით. ჩემი აზრით „მაკაროვის“ დიდი გაბარიტები და მასა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საბჭოთა კავშირში იყო სერიოზული პრობლემები ხარისხიანი დენთის წარმოებაში, რის გამოც პარტიიდან პარტიამდე წნევები, რომელიც იქმნებოდა მასრაში გასროლის მომენტში აჭარბედნენ დასაშვებ ნორმებს. იარაღს უნდა ქონოდა საკმარისი გამძლეობა, რომ ასეთი რამეებისთვის გაეძლო, რის გამოც ის გახდა ასეთი მასიური. ცნობილია პრობლემები უცხოურ იარაღებთან, რომელთა ექსპლუატაცია ხდება რუსეთის ტირებში და როდესაც გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ვაზნები. მათი რესურსი ხშირად ვერ აღწევს გარანტიით გათვალისწინებულ ნორმას, თუმცა საზღვარგარეთ მარავლჯერ გადაცილებული რესურსი არის ნორმა. ასევე ცნობილია პრობლემების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნება რუსეთის მიერ წარმოებული ტყვია-წამლის გამოყენებისას, რომლებსაც აქვთ მეტალის მასრები.  ეს მაგალითად იწვევს ექსტრაქტორების ნაადრევ ცვეთას. ამიტომაც შედარებით დაბალი ხარისხის ამუნიცია ჩემი აზრით ასევე არის იმის მიზეზი, რომ მაკაროვი გამოვიდა ასეთი მძიმე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არის. „მაკაროვის“ შემქმნელი ნიკოლაი მაკაროვი წერდა თავის მემუარებში, რომ პისტოლეტს უნდა გაეძლო 3000 გასროლას. დღევანდელი სტანდარტებით ეს უბრალოდ სასაცილოა. ცხადია რეალური რესურსი ალბათ უფრო მეტი იქნება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დამაბრუნებელი ზამბარის დროულ შეცვლას. თუ ის “დაჯდება” მაშინ გასროლიდან გასროლამდე დატვირთვა პისტოლეტის კონსტრუქციაზე იზრდება და ის მალევე გამოდის მწყობრიდან. ყველაზე გავრცელებული დეფექტია, ბზარი საკეტში.

საერთოდ რატომ მოხდა თავიდანვე ასეთი ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების ფორმირება, რატომ მოხდა პრაქტიკულად სამოქალაქო პისტოლეტის კონცეფციის ადაპტირება სამხედრო დანიშნულებისთვის  ჩემთვის უცნობია. ერთ ერთი ვერსიით მიჩნეულ იქნა, რომ TT-ს პისტოლეტი ზედმეტად დიდი და მძიმე იყო ჯარისკაცისთვის და ოფიცრისთვის. რის გამო არჩეულ იქნა ასეთი მსუბუქი „წონითი“ კატეგორია. კონკურსის ფარგლებში ტესტირებისას შედარებისთვის გამოიყენებოდა სწორედაც რომ ანალოგიური კლასის პისტოლეტები, Walther PPK, Mauser HSc, Browning M22, Sauer 38h, Beretta M1934.

„მაკაროვის“ კალიბრს, რაც შეეხება, შეიძლება აღინიშნოს, რომ ხელმისაწვდომია 9X18 კალიბრის  მხოლოდ მთლიანად გარსით დაფარული მრგვალთავიანი ტყვიები, რაც რბილად, რომ ვთქვათ არ არის საუკეთესო არჩევანი. სამწუხაროდ საქართველოს ნაირ ქვეყანაში, სწორედ რომ მხოლოდ ასეთი ტიპის ამუნიცია არის ხელმისაწვდომი და დიდი არჩევანიც არ არის, უფრო სწორედ არჩევანი საერთოდ არ არის. სამაგიეროდ „მაკაროვი“ იქმნებოდა ასეთი ტიპის ტყვიის ირგვლივ და ამიტომაც ამ ტიპის ამუნიციით პისტოლეტი საიმედოდ იმუშავებს. მაგრამ კალიბრის შემცირებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ზუსტი სროლის მიმართ, თუმცა როგორც ერთმა ავტორმა დაწერა ვერც ერთი პისტოლეტის კალიბრი ვერ მოახდენს არაზუსტი სროლის კომპენსირებას. ზოგადად 9X18 და მისი დასავლური ანალოგი .380 ACP წარმოადგენს დაბალ ზღვარს თავდაცვითი კალიბრის სიძლიერის მხრივ და ისიც ადეკვატური თავდაცვითი მუხტის პირობებში. მთლიანად გარსით დაფარული ტყვიის გამოყენების შემთხვევამ და თანაც არც ისე კარგი სროლისუნარიანობას გადაყავს „მაკაროვი“ კატეგორიაში, რომელი არ შეიძლება იქნას რეკომენდირებული თავდაცვისთვის, მაგრამ ეს „იქ“, „იმათი“ სტანდარტებით. ჩვენ კი შეიძლება უბრალოდ სხვა არჩევანი არც გვქონდეს.  სულ არაფერს 9X18 ნამდვილად ჯობია.

თანამედროვე თავდაცვითი პისტოლეტი უნდა იყოს უსაფრთხო. ის უნდა იყოს ძალიან უსაფრთხო, აბსოლუტურად. „მაკაროვს“ გააჩნია მექანიკური მცველი, მაგრამ მას არ გააჩნია დამრტყმელის ავტომატური მცველი (დღეს აუცილებელი ელემენტი ნებისმიერ პისტოლეტზე). დამრტყმელი თავისუფლად მოძრაობს ვინაიდან მას არ აქვს ზამბარა. თეორიაში „რბილ“ ამაალებლიანი უცხოური ვაზნის სავაზნეში ყოფნის და საკმარისი სიმაღლიდან მყარ ზედაპირზე ვარდნის კომბინაციამ  შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევითი გასროლა მაგრამ მე ასეთი შემთხვევის შესახებ არ მსმენია.

და ბოლოს შედარებისთვის. შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი სუბ-კომპაქტური პისტოლეტი Steyr S9 “მაკაროვის” წინააღმეგ. პისტოლეტი უფრო სქელია ვიდრე მაკაროვი მაგრამ აქვს იდენტური გაბარიტების და სისქის ტარი, რომელიც იტევს 10 უფრო ძლიერ ვაზნას, ამ შემთხვევაში 9X19  კალიბრის. იარაღს გააჩნია ძალიან გამძლე დაფარვა Tennifer-ი, სამიზნე მოწყობილობები, იდეალური სწრაფი სროლისთვის და ბევრი სხვა რამ, რაც უნდა იყოს პრემიუმ კლასის თავდაცვით პისტოლეტში. ის ორჯერ ნაკლები ღირს ვიდრე მისი ანალოგები და სამჯერ უფრო მეტი ვიდრე “მაკაროვი”. დეტალების დამზადების დიდი სიზუსტის, ხარისხიანი ლულის, კარგი სასხლეტის და სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობების წყალობით ამ პატარა პისტოლეტის ეფექტური გამოყენება შესაძლებელია 0-დან 100 მეტრამდე მანძილებზე. არასდროს არ მქონია სურვილი “მაკაროვის” ასეთ მანძილზე „გაყვანა“, იმიტომ რომ ტიპიურ მანძილებზეც კი მაღალი რეზულტატის მიღწევისთვის „მაკაროვი“ მსროლელისგან ითხოვს კონცენტრაციის მაღალ დონეს.

დღეს მიუხედავად იმისა, რომ Walther PP/K-ს კლასის იარაღი აღარ სარგებლობს დიდი პოპულარობით, გამომდინარე იქიდან, რომ იგივე წონით კატეგორიაში შემოიჭრნენ პისტოლეტები გათვლილი უფრო სერიოზულ კალიბრებზე, მაინც .380 და კალსიკური ფორმების მქონე პისტოლეტები ჯერ კიდევე დიდხანს იქნებიან ჩვენთან. დღემდე საკამოდ ბევრი მწარმოებელი უშვებს ამ ტიპის პისტოლეტებს და ბუნებრივია ადგილი აქვს ამ კონცეფციის ევოლუციას. ქვედა სურათზე სწორედ, რომ ამ ევოლუციის შედეგია. არგენტინული პისტოლეტი  Bersa Thunder. კალიბრი არის .380ACP  რაც 9X18-ის ექვივალენტია. წონა შეადგენს 570 გრამს, ვაზნების გარეშე. იარაღს აქვს შესანიშნავი ერგონომიკა და სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობები. არც მჭიდის გამოცვლა არ არის პრობლემა ამ პისტოლეტში. როგორც თავდაცვითი იარაღი ის აშკარად უკეთესია ვიდრე “მაკაროვი”.

მე მიმაჩნია, რომ იარაღი, რომელიც არის საიმედო იმსახურებს პატივისცემას, შეიძლება ის არ გიყვარდეთ, როგორც მე არ მიყვარს მაგალითად კალაშნიკოვის სისტემის იარაღები მაგრამ მე მათ ასე ვთქვათ პატივს ვცემ, იმიტომ, რომ „კალაშასაც“ და „მაკაროვსაც“ აქვთ პირადი იარაღის მთავარი თვისება – საიმედოობა. საიმედოობის გათვალისწინებით “მაკაროვს” აქვს თავისი ნიშა. ის შედარებით კომპაქტური იარაღია, ის ძალიან საიმედოა და ძალიან იაფია. იაფი და საიმედო იარაღი საკამოდ იშვიათია. სწორედ ამის გამო არის მაკაროვი დასაფასებელი. სამწუხაროდ მეტი დადებითი მხარე მას დღევანდელი გადმოსახედიდან არ გააჩნია. საიმედოობა კი მიღწეულია იმის წყალობით, რომ შეიარაღებაში მიღებამდე „მაკაროვმა“ გაიარა ძალიან რთული ტესტირება, რომელიც იქნებოდა ჩათვლილი, როგორც ზედმეტი სამოქალაქო იარაღისთვის. ტესტირების მსვლელობის პერიოდში მის კონსტრუქციაში შედიოდა შესაბამისი ცვლილებები, რომ მიღწეულ ყოფილიყო შესაბამისი საიმედოობის მაჩვენებლები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი პისტოლეტი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსში „მაკაროვის“ ჩათვლით ვერ დააკმაყოფილა ბოლომდე თავიდან წაყენებული რიგი მოთხოვნები, რომლებიც ეხებოდა მასას და გაბარიტებს და ასევე სიზუსტეს. მაკაროვი უბრალოდ აღმოჩნდა საუკეთესო და გამოცხადდა გამარჯვებულად. არის მაკაროვი კარგი პისტოლეტი? დიახ არის. არის ის საუკეთესო? არა. საუკეთესო თუნდაც თავის კლასში? არა.

 

 



13 Responses to ““მაკაროვი” კრიტიკული თვალით”

  1. Misha says:

    GAMARJOBAT BATONO LEVAN. TQVENI STATIEBI CAVIKITXE DA AGFTOVANEBULI DAVRCHI, NAMDVILI PROFESIONALI XART. 1 SHEKITXVA MAQVS TQVENTAN: MAKAROVIS PISTOLETIDAN TU SHEIZLEBA VISROLO EXSPANSIURI VAZNEBI? (EXSPANSIURSHI DENTIS CONA 0,4 GRAMIA, XOLO CHVEULEBRIVSHI KI MXOLOD 0,25GR) AMXELA DENTIS MASIS VAZNA PMM-ZE XOM AR ARIS GANKUTVNILI DA CHEMS PM-S XOM AR DAMIZIANEBS? CINASCAR DIDIMADLOBA

  2. Shooter says:

    gamarjobat,

    tu zustad metkvit ra vazna aris getkvit. dentis tsonashi martlac didi sxvaobaa magram tu vazna ar vici romelia, zustad ver getkvit. masris dzirze tu atseria rame magitac sheidzleba dadgena ra vazna aris.

    levani

    ps
    madloba gamoxmaurebisatvis

  3. Misha says:

    ICOCXLE BATONO LEVAN ! WWW. OCHOPINTRE-ZE DEVS, SHEXVALT: – ყველაფერი იარაღის შესახებ, იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები, SHEMDEG – ტყვიები, SHEMDEG KI – 9X18 Mak. (ПМ) ვაზნები მაკაროვისთვის DA MAND ARIS GANXILULI – ფორუმის წევრი, Pensia_27 CERS MAG STATIAS. CINASCAR MADLOBA DIDI DA BODISHI ROM GACUXEBT. AI LINKIC : http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=4805

  4. dato says:

    gamarjobat levan, mainteresebs makarovis lula qromirebulia?

  5. Shooter says:

    diax

  6. Shooter says:

    დიახ. საბჭოთა და რუსული და ბულგარული და აღმოსაველთ გერმანული მაკაროვების ლულები ქრომირებულია

  7. რატი says:

    გამარჯობა. ძალიან სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ეს ბლოგი. ერთი კითხვა მექნება მაკაროვზე. ამ პისტოლეტის სასხლეტის სიმძიმესთან დაკავშირებით დავძებნე ინფორმაციები და იუთუბზე წავაწყდი ვიდეოებს, სადაც გვირჩევენ, როგორ უნდა გავქლიბოთ გარკვეული დეტალები, რომ სასხლეტი გახდეს ბევრად რბილი. თუ გსმენიათ ამის შესახებ და რამდენად მისაღები და დასაშვებია იარაღის ამგვარი გადაკეთება?

  8. Shooter says:

    sasxletis modifitsireba aris profesioanli xelosnebis prerogativa. tu ar itsit ras aketeebt da rogor joba sasxletis detalebs xeli ar axlot

  9. levani says:

    gamarjobat batono levan mainteresebs samxedro makarovi da samoqalaqo riti gansxvavdeba?

  10. Shooter says:

    Arafrit

  11. ალექსანდრე says:

    გეთანხმებით

  12. tariel says:

    gamarjobat batono levan. baikalis axal makarovebze ras gvetyvit magaziebshi ro yidian axlebs. madloba winacwar

  13. Shooter says:

    არ დამითვალიერებია. წესით არ უნდა იყოს ცუდი.

დატოვეთ კომენტარი