Taurus 96 – ლეგენდარული რევოლვერის ხელმისაწვდომი მემკვიდრე

წლების განმავლობაში მე გარკვეული სიმპათიები გამიჩნდა რევოლვერების მიმართ. რაც უფრო მეტს ვიგებ მე ამ ტიპის იარაღზე მით უფრო მეტად მომწონს ის. ფაქტია, რომ დამწყებისთვის რევოლვერი მოხმარებაში უფრო ადვილია ვიდრე პისტოლეტი, მაგრამ იმისთვის, რომ გამოიყენოთ მისი შესაძლებლობების მეტი ნაწილი უნდა მართლაც სერიოზულად მომზადებული მსროლელი იყოთ. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში რევოლვერების არჩევანი არის ძალიან მწირი. მეტ ნაკლებად ხშირად გვხვდება მხოლოდ ბრაზილიური Taurus-ის და Rossi-ს რევოლვერები. მიუხედავათ იმისა, რომ ტაურუსი  მსოფლიოში ყველაზე დიდი სამოქალაქო იარაღის ბაზარზე – აშშ-ში, ყიდის უფრო მეტ რევოლვერს ვიდრე Smith&Wesson ან Ruger-ი, მე მაინც და მაინც არ ვარ დიდი აზრის ამ ორი კომპანიის რევოლვერებზე და ზოგადად ვთვლი, რომ მაგალითად ტაურუსის პისტოლეტები ბევრად უფრო უკეთესი იარაღებია ვიდრე იგივე კომპანიის რევოლვერები. მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტაურუსის პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო კომპანია საკმაოდ აგრესიულად სთავაზობს მომხმარებლებს ნაირ-ნაირ რევოლვერებს და საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებსაც დგავს მათი დიზაინის დახვეწისას. არჩევანი მკითხველისთვის მომინდია, მაგრამ მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა ვიქონიო მსხვილ-კალიბრიანი რევოლვერი მე ტაურუსს ალბათ ჯერ არ შევიძენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ შედარებით ხელმისაწვდომი ფასი, მიუხედავად იმისა, რომ რევოლვერი, რომელიც მე განსაკუთრებით მომწონს ეხლაც დევს ერთ ერთი მაღაზიის დახლზე.  ეს არის მსხვილ  ჩარჩოიანი რევოლვერი 4 დუიმიანი ლულით, კალიბრით .357 მაგნუმი. მსხვილი ჩარჩოს დიდი მასა დაახშობს უკუცემას ხოლო რეგულირებადი სამიზნე შესაძლებელს გახდის ზუსტ სროლას .357 მაგნუმის ეფექტური მოქმედების მანძილების მთელ დიაპაზონში. სხვა დროს მე არც დავფიქრდებოდი ისე შევიძენდი მაგ რევოლვერს მაგრამ დღეს მიწევს მეტი სიფრთხილის გამოჩენა.  ეს რევოლვერი (მოდელი 66) ღირს 1900 ლარი, რაც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე არც ისე ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ მე გადავწყვიტე ცოტახანი დამეცადა, როდესაც მომეცა საშუალება შემეძინა სხვა ტაურუსის რევოლვერი მე უკვე ცდუნებას ვერ გაუძელი და აგიხსნით რატომ. ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ .22 კალიბრის ტაურუსის რევოლვერის მიმოხილვა. ამ რევოლვერის ფასის, გარეგნობის და კონფიგურაციის ერთობლიობამ მე სხვა გზა არ დამიტოვა. ჩვენ ტესტირებისთვის და შესწავლისთვის ხელთ გვაქვს .22lr კალიბრის ტაურუსი მოდელი 96. მსხვილი და მძიმე რევოლვერი, ეფექტური 6 დუიმიანი სქელი ლულით და 6 ვაზნიანი დოლურათი.

პირველი რასაც ეგრევე მიაქცევთ ყურადღებას არის რევოლვერის გაბარიტები და წონა, რომელიც არანაირად არ შეესაბამება მცირე კალიბრს და მხოლოდ 6 ვაზნიან დოლურას. დღეს 96- ტაურუსის წონის მესამედის მქონე რევოლვერები გათვლილია ძლიერ .357 მაგნუმზე.

პირველად, როდესაც მე ის ხელში ავიღე ვიფიქრე, რომ ეს ალბათ რაღაც ბრაზილიურ იუმორის შედეგია. „გეკოს“ რევოლვერი და იწონის, როგორც მსხვილკალიბრიანი „მაგნუმი“! ამასთანავე შეუძლებელი იყო გულგრილი დარჩენილიყავი მისი სილამაზის მიმართ. სურათები, რომელიც განცხადებაში იყო თანდართული უბრალოდ არ გადმოსცემდნენ ამ რევოლვერის სილამაზეს. ეხლა უკვე აღარ მიკვირდა რატომ გაუჭირდა ასე მის პატრონს ამ რევოლვერის გასხვისება. 96-ე ტაურუსს გააჩნია ძალიან ლამაზი და ჰარმონიული ფორმები, დაფარვა არის შესანიშნავი ხარსხის, ტარზე მე უკვე ვხედავდი „Hogues“-ს რეზინის „მონო-სახელურს“ და ამიტომაც ტრადიციული ტაურუსის ხის ტარს არც ვამჩნევდი.

რევოლვერი იდო ტაურუსი ტრადიციულ შავ, მუყაოს ყუთში, მოყვებოდა ინსტრუქცია, საგარანტიო სერტიფიქატი და უხმარი ლულის ჯაგრისი. თვითონ რევოლვერი იდო საკონსერვაციო ზეთით სავსე ცელოფანში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ირაღის შენახვის საუკეთესო და ყველაზე პრაქტიკული მეთოდია, მაგრამ იარაღი გარეგნულად იყო იდეალურ მდგომარეობაში  მიუხედავად იმისა, რომ ის მაღაზიაში შეძენიდან 14-15 წელი ინახებოდა ერთ ოჯახში.  არც ისე ცუდია თუ გავითვალისწინებთ, რომ იარაღი მერგო მე უფრო დაბალ ფასში ვიდრე მაგალითად სხვა მცირეკალიბრიანი იარაღები. გარდა ამისა პატრონმა გამოიჩინა სიკეთე და გამოაყოლა რევოლვერს ვაზნების ისეთი არჩევანი, რომლის ნახვის შემდეგ მე ნოსტალგია გამიჩნდა იმ დროზე, როდესაც თბილისის მაღაზიები გაძეძგილი იყვნენ ნაირ-ნაირი იარაღებით და ამუნიციით. აქ იყო ჩეხური Sellier&Bellot-ის 40გრანიანი მაღალ სიჩქარიანი ვაზნები, Remington-ის Yellow Jacket, 32 გრანიანი ექსპანსიური ვაზნა შთამბეჭდავი საწყისი სიჩქარით 500 მ/წ-ში და ასევე Winchester Super X-ის მაღალ სიჩქარიანი ვაზნები. სულ ყველა ამა თუ იმ სახის გარსით დაფარული ტყვიებით რაც დაიცავს ლულას ტყვიით ზედმეტი დაბინძურებისგან.  დარწმუნებული ვარ მცირეკალიბრიანი იარაღის მოყვარულებს გული ცოტათი მაინც აუჩქარდებოდა ასეთი დასახელების ჩამოთვლის შემდეგ. დღეს ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია იშოვნით რამე ნორმალური სწრაფი მცირეკალიბრიანი ვაზნები.  თავისთავად ცხადია ეს მინი არსენალი კიდე უფრო ამცირებდა იარაღის ღირებულებას.

რაც შეეხება რევოლვერს ასეთ კონფიგურაციაში, ცხადია სრული ზომის მცირეკალიბრიანი იარაღი არ არის ტაურუსის გამოგონება.  სანამ ტაურუსი საერთოდ იარაღის მწარმოებლების რუქაზე გამოჩნდებოდა, საკმარისად იღბლიან მსროლელებს ქონდათ საშუალება შეეძინათ (ხოლო საუკეთესო მსროლელები ვალდებულად თვლიდნენ თვაის თავს ქონოდათ ის თავის არსენალში)  სმიტ&ვესონის რევოლვერი მოდელი K-22 Masterpiece.  აქ აქვს მნიშვნელობა მოვყვეთ ამ შესანიშნავი იარაღის ისტორია, იმიტომ, რომ ის მოყვება ჩვენი ტაურუსის გაჩენის ისტორიას. დაახლოებით 20-ნი წლების მიწურულს სმიტ&ვესონმა დაიწყო მიღება თხოვნების დაეწყოთ გამოშვება სრული ზომის .22 კალიბრის რევოლვერის.  მოდელები არსებული მანამდე იყვნენ მსუბუქი და შეიძლება ითქვას მინიატურული რევოლვერები და ასევე ცალ ვაზნიანი სპორტული პისტოლეტები. დაახლოებით იგივე პერიოდს დაემთხვა პირველი მაღალ სიჩქარიანი მცირეკალიბრიანი ვაზნების გამოჩენა, რომლების გამოშვებაც დაიწყო რემინგტონმა. სმიტ&ვესონმა დააკმაყოფილა მოთხოვნები და ახალი რევოლვერის წარმოება დაიწყო 1931 წელს. აგებული .38 Special-ის „K” ჩარჩოზე ის ატარებდა სახელს Outdoorsman და კონფიგურაციით იმეორებდა სმიტ&ვესონის რევოლვერის Military&Police Target-ს, რომელიც ზუსტი სროლისთვის იყო განკუთვნილი. „Outdoorsman“-ს მალევე  ჩაენაცვლა მოდელი „Masterpiece“ უფრო მსხვილი უკანა სამიზნე მოწყობილობით და რიგი სხვა გაუმჯობესებებით. მას მერე რაც სმიტ&ვესონი გადავიდა მოდელების დასახელების ახალ სისტემაზე, ამ რევოლვერს მიენიჭა ინდექსი 17. რა გასაკვირია K-22 ეგრევე გახდა დიდი წარმატება სმიტ&ვესონისთვის. მართალია სპორტში მან ვერ ჰპოვა განსაკუთრებული აღიარება, ვინაიდან იმ დროს უკვე დომინირებდნენ კოლტის სპორტული პისტოლეტები, სამაგიეროდ K-22 გახდა საყვარელი იარაღი, მონადირეებისათვის, ტრაპერებისათვის, სამოქალაქო მსროლელებისათვის. პოლიციელებმა და სამხედროებმა ასევე სათანადოდ შეაფასეს იარაღი, რომელიც ერგონომიკით და გაბარიტებით იმეორებდა სამსახურეობრივ რევოლვერს და ამავე დროს „იკვებებოდა“ ბევრად უფრო იაფი ვაზნებით. მათთვის K-22 გახდა სტანდარტული სავარჯიშო იარაღი.

 

Smith&Wesson K-22 და თანამედროვე მისი მემკვიდრე Smith&Wesson 617.

K-22-ის დღევანდელი მემკვიდრეები იყენებენ უფრო მსხვილ  ლულებს, 10 ვაზნიან დოლურებს მაგრამ  ტაურუსი 96 ზუსტად იმეორებს სწორედ იმ პირველ K-22-ებს, 6 დუიმიანი ლულით და 6 ვაზნიანი დოლურათი. რამდენიმე წლის წინ სმიტ&ვესონმა განაახლა კლასიკური მოდელების რევოლვერების გამოშვება   და 2009 წელს ასევე განახლდა Model 17-ის გამოშვებაც თავდაპირველი კონფიგურაციით. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტაურუს 96-ის სასხლეტი ისეთი კარგი არ არის, როგორც სმიტ&ვესონის რევოლვერში, ხოლო სტანდარტული ხის ტარიც ითხოვს შეცვლას, მაგრამ მას გააჩნია შესანიშნავი რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები და სიზუსტე, რომლითაც ის არ ჩამოუვარდება კარაბინებს.   „საგვარეულო“, რომელიც მას თან ახლავს არის მდიდარი და საინტერესო. მასად აიუბმა ტყვილა არ შეიყვანა K-22 თავის წიგნში „Greatest Handguns of The World”, სადაც სულ 21 მოდელის იარაღზეა მოთხრობილი.

 

განიერი სუფთა სასხლეტი, იდეალურია ერთმაგ რეჟიმში სროლისთვის, ხოლო მის უკან მოჩანს ჩარჩოში განლაგებულ, სასხლეტის სვლის მარეგულირებელი (Trigger Stop). მარეგულირებელი ხრახნი დამალულია ტარის ქვეშ.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რევოლვერზე, რომელიც პრაქტიკულად ზუსტი კოპია არის იარაღის, რომელსაც აქებდნენ მსოფლიოს ყველაზე გამოცდილი მონადირეები  და ლეგენდარული პიროვნებები იარაღის და სროლის სამყაროში, როგორებიცაა მაგალითად ელმერ კეიტი, ჯეფ კუპერი, ედ მაკ გივერნი, ჯეკ ო’კონორი, ჩვენი (ჩემი) მხრიდან რაიმე ნაკლოვანებებზე საუბარი იქნება დაახლოებით იგივე რომ აკაკი ბობიხიძეს დაეწყო ამერიკული საარჩევნო სისტემის კრიტიკა.  დიახ ის მძიმეა მაგრამ სამაგიეროდ ის ხელში კარგად ზის და უკუცემაც არ იგრძნობა. დიახ ის გაბარიტულია, მაგრამ სამაგიეროდ 6 დუიმიანი ლულა უფრო სრულად იყენებს .22 ბალისტიკურ პოტენციალს ხოლო იარაღი შესანიშნავად „ზის“ ხელში. გარდა ამისა მისი გარეგნობა არ დატოვებს გულგრილს ადამიანს, რომელიც თუნდაც საერთოდ არ ერკვეოდეს იარაღში, რაც ბუნებრივია იწვევს სიამაყის გრძნობას ასეთი იარაღის ფლობისგან, თუნდაც ის იყოს ბრაზილიაში დამზადებული.

რაც შეეხება .22 კალიბრს, ჩემი ღრმა რწმენით ზიანი, რომლის მიყენებაც ამ პატარა ტყვიებს შეუძლიათ არანაირად არ შეესაბამება მათ პატარა ზომებს. თავისთავად ცხადია მე არავის არ ურჩევ ამ კალიბრს თავდაცვისთვის, მაგრამ .22-ს აქვს ძალიან ბევრი ძლიერი მხარე და უამრავი პრაქტიკული გამოყენება განსაკუთრებით თუ ქალაქგარეთ გაქვთ რეზიდენცია. .22 კალიბრის რევოლვერი არის კლასიკური და მოქნილი კომბინაცია. ჩვენ ვიცით უამრავი ამ ტიპის იარაღი, რომელიც ფენომენალური რაოდენობებით იყიდებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა იარაღის მოყვარულთა ძალიან ფართო წრეებში. მაგალითად  ესეთებია უკვე ნახსენები K-22, Ruger Single-Six ან Smith&Wesson .22 Kit Gun და ასევე მათი ურიცხვი კლონები.

shooterscentral.ge- დასკვნა: Taurus 96 არის ლეგენდარული K-22-ის ზუსტი ასლი. თუ მისი გაბარიტები, წონა თქვენთვის მისაღებია მე მიჭირს დავასახელო იარაღი, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს სიზუსტეში და საიმედოობაში. ფასი ასეთი რევოლვერების მეორად ბაზარზე არ არის მაღალი, მაგრამ კონკრეტულად 96-ე მოდელის შოვნა პრაქტიკულად არარეალურია. ფასი უნდა იყოს 800-900 ლარის ფარგლებში თუ რევოლვერი საუკეთესო მდგომარეობაშია. ტაურუსი 96 რევოლვერია და შესაბამისად განსხვავებით პისტოლეტებისგან ის მოინელებს ნებისმიერი სიმძლავრის და ხარისხის .22 კალიბრის ვანზებს. სიზუსტე შესანიშნავია. ასეთი ტიპის იარაღისგან უნდა ელოდოთ 2.5-5 სმ-ან ჯგუფებს 50 მეტრზე. მინუსებს განეკუთვნება ტაურუსი საფირმო ხის ტარი, რომელიც არ არის მოსახერხებელი და ასევე ბრაზილიური რევოლვერების ხარისხი. გარეგნულად მოდელი 96 არის უნაკლო, თუმცა ხანგრძლივი და ინტენსიური ექსპლუატაციის გაძლება არასდროს არ იყოს ტაურუსის რევოლვერების ძლიერი მხარე.

 

 



დატოვეთ კომენტარი