რას ვესროლოთ?

 

უამრავი სტატია იწერება იმაზე თუ რა ისროლო, საიდან ისროლო და როგორ ისროლო, მაგრამ გაგიჭირდებათ იპოვოთ სტატია იმაზე თუ რას ესროლოთ. ანუ როგორ სამიზნეს. მორიგი სტატია, რომელსაც მე ვამზადებდი ეხებოდა ისევ პისტოლეტს, ისევ ავსტრიულ გლოკს. სტატია პრაქტიკულად დასრულებული იყო როდესაც მე გამახსენდა, რომ დიდიხანი მინდოდა ბლოგის მეშვეობით გამეზიარებინა ჩემი მოსაზრებები და გამოცდილება სხვა და სხვა სამიზნეების ტიპებთან „მუშაობისას“, ისევე, როგორც დამეწერა სხვა და სხვა სამიზნეების ტიპების მოკლე მიმოხილვა.  განვმარტავ მხოლოდ, რომ საუბარი წავა სამიზნეებზე, რომლებიც გამოსადეგია თავდაცვითი იარაღიდან სროლაში ვარჯიშისთვის და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდება მათი ანალიზი.

საქართველოს პირობებში სადაც არ არსებობს შაშხანისთვის განკუთვნილი სასროლეთები, ჩემ შემთხვევაში საუკეთესოდ მუშაობს ასეთი მუყაოს ყუთები. მისი დადგმა შესაძლებელია ყველგან. თუ მის შიგნით ძირში მოათავსებთ ქვებს (უმჯობესია მიწა) ის საკმარისად მდგრადია და ქარი მას ვერ წააქცევს. მის ზედაპირზე ადვილად მაგრდება  ქაღალდის ნებისმიერი სამიზნე. ასეთი სამიზნის მინუსია, რომ ის შედარებით დაბლა დგას და ეს ყოველთვის შეიძლება არ იყოს მოსახერხებელი. იარაღი არის მოსინ-ნაგანის სისტემის შაშხანა ATI-ს კონდახში, ხოლო სროლის მანძილი შეადგენდა 100 მეტრს.

ყველაზე გავრცელებული ტიპის სამიზნეებია, ერთ განზომილებიანი და დამზადებული როგორც წესი ქაღალდისგან. მათი პოპულარობის მიზეზი არის დამზადების სიმარტივე და დაბალი ფასი. გარდა ამისა ბრტყელ სიბრტყეზე შეიძლება აისახოს ნებისმიერი გამოსახულება და ტაქტიკური სცენარი (მაგალითად მძევალს ამოფარებული დამნაშავე და ა.შ.). თუ გაქვთ სახლში პრინტერი ასეთი სამიზნის დამზადება თქვენც შეგიძლიათ.  ასეთი სამიზნეები, პირობით ჯგუფებად რომ დავყოთ გამოდის, რომ არსებობს შემდეგი ერთ განზომილებიანი სამიზნეების ტიპები:

shoot-n-сee-ს წარმოებული მრგვალი ერთ განზომილებიანი სამიზნე. ღია ფერის ქვედა ფენა დაფარულია შავი საღებავით, რომელიც ჩამოიფშვნება მორტყმის ადგილას რის გამოც ნასროლის დანახვა შესაძლებელია უფრო დიდი მანძილიდან. მათი ფასი შედარებით მაღალია ხოლო პრაქტიკაში ის რამე უპირატესობას არ იძლევა. სამიზნეს მოყვება მისაწპებელი ნაჭრები, რის გამოც მისი “სიცოცხლის ციკლი”  ცოტათი იზრდება

„გრფიკული სამიზნეები“ ანუ პოსტერები ზედ აღბეჭდილი სამიზნეების გამოსახულებებით უკეთესია ვიდრე მრგვალი სპორტული სამიზნეები თუმცა მათაც გააჩნიათ ბევრი ნაკლოვანებები. არსებობს სამიზნეები საკმაოდ პირობითი გრაფიკული ნახატები მინიმალური დეტალიზაციით და  არსებობს  უფრო დეტალიზირებული სამიზნის გამოსახულებებით ხანდახან პრაქტიკულად ფოტო სურათებით სადაც მოდელები ახდენენ ტაქტიკური სიტუაციის იმიტაციას.  ასეთი სამიზნეები ძალიან პოპულარულია ისევ და ისევ დამზადების სიმარტივის და ფასის გამო. ასევე ასეთი ტიპის სამიზნე შეიძლება განსხვავებულ სამიზნეებს ასახავდეს. არაბ ტერორისტს, მოწინააღმდეგეს ჯარისკაცს, მძევალს ამოფარებულ დამნაშავეს და ასე შემდეგ. ნაკლოვანებებს რაც შეეხება, ერთ განზომილებიან ნახატი სურათი აღთქმის თვალსაზრისით ისეთივე რეალისტურია, როგორც მულტფილმი. ანუ კი ხვდებით რას ხედავთ მაგრამ არ აღიქვამთ ნანახ სურათს, როგორც რეალურ გამოსახულებას. ამ მხრივ ცოტათი უკეთესი ფოტო სამიზნეებია, თუმცა ნახატი სამიზნეების არჩევანი გაცილებით უფრო მდიდარია. პრინციპში ამ ტიპის სამიზნეები, როგორც უკვე აღვნიშნე დღეს არის ყველაზე გავრცელებული.

პოპულარული ერთ განზომილებიანისილუეტები“. მარცხნიდან მარჯვნივ: B27 (აშშ) - მრავალი წელი იყო სტანდარტული სავარჯიშო სამიზნე აშშ-ის პოლიციურ სამსახურებში. სამინზე ნომერი 4 (სსრკ-რუსეთი), როგორც B27 ასევე სტანდარტული ტიპის სამიზნე ჯარისთვის და მილიციისთვის. პრაქტიკული სროლის კონფედერაციის სტანდარტული სამიზნე გამოიყენება ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში და შესაბამისად ძალიან გავრცელებულია.

 

რკინის სამიზნეები ბოლო წლებში ასევე ძალიან პოპულარული გახდა. ასეთი სამიზნეები არიან ორი ძირითადი ტიპის – ე.წ. „გონგები“ და „პოპერები“. მათი გეომეტრიული ზომები განსხვავდება ხოლო მორტყმის იდენტიფიცირება ხდება პირველის შემთხვევაში ხმით, მეორეს შემთხვევაში ხმით და მათი დაცემით, მესამე შემთხვევაში სამიზნე იღებება და მორტყმა უბრალოდ აცლის საღებავს და ხდება გასაგები სად მოხვდა ტყვია სამიზნის განახლება ხდება უბრალოდ საღებავის ახალი ფენის გადასმით.  პირველ შემთხვევაში (გონგი) სამიზნე უფრო „ადვილია“, იმიტომ რომ რა ნაწილშიც არ უნდა მოარტყათ, ხმას მაინც გაიგებთ და ესეიგი სამიზნე დაზიანებული. მეორე შემთხვევა უფრო რთულია, იმიტომ რომ პოპერი ვარდება თუ ტყვია მას მოხვდება კარგად (ამისთვის საჭიროა „პოპერის“ სადგარის შესაბამისი რეგულირება). მესამე პრაქტიკულად უბრალო რკინის ფილები მყარად დამაგრებული გამოიყენება როგორც წესი სპორტსმენების მიერ. ასვრით სამიზნეს, ეგრევე ღებულობთ „გამოხმაურებას“, ისმის ხმა და ტყვიის მორტყმის ადგილიც ეტყობა, შემდეგ უბრალოდ აეროზოლით უბრალოდ მიასხავთ საღებავს და აგრძელებთ სროლას. სამიზნის განახლებაზე იხარჯება მინიმალური დრო, ესეიგი მეტი დრო რჩება სროლისთვის. უბრალოდ ჩემი აზრით „პოპერები“ და „გონგები“ ყოველთვის უნდა იღებებოდეს საღებავით და ყოველთვის უნდა ხდებოდეს სროლის რეზულტატების კონტროლი. მორტყმის ხმა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სამიზნეს თქვენ „კარგად“ მოარტყით.

 

„სკრინშოტზე“ ჩანს რკინის მყარად დამაგრებული სილუეტი, რომელსაც მკაფიოდ ეტყობა ტყვიის ორი მორტყმის ადგილი. მომენტალური გამოხმაურება მორტყმის ხმით და ადვილად ხილვადი მორტყმის ადგილი, რამდენიმე მოძრაობა აეროზოლიანი საღებავის ქილით და სამიზნე კვლავ განახლებულია.

 

„გონგების“ და „პოპერების“ ნაკლოვანება არის ის რომ არსებობს რიკოშეტის ან ტყვიის ნამსხვრევით დაზიანების საფრთხე (თუ დგეხართ სამიზნესთან საკმარისად ახლოს). უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ასეთ სამიზნეებს ტყვია უნდა ხვდებოდეს რაც შეიძლება სწორი კუთხით, რომ გამოირიცხოს რიკოშეტი. თავისთავად ცხადია გამოყენებულ უნდა იქნას ტყვიები რბილი გულებით.  ზოგადად ამ ტიპის სამიზნეები გამოიყენება ღია სასროლეთებში.

 

ტიპიური პოპერი და გონგი ხოლო მარჯვნივ არისმოსიარულესამიზნე. ტყვიის მორტყმა აიძულებს მას გადაადგილდეს მიწაზე რაც დამატებით სირთულეებს უქმნის მსროლელს და იძულებს მას შეიტანოს შესწორებები დამიზნებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის ერთ განზომილებიანი სამიზნეები და მათ შემდეგ „პოპერები“ და „გონგები“ ყველაზე გავრცელებული ტიპის სამიზნეებია, რომელსაც წვრთნისას იყენებენ ამავე დროს მათ გააჩნიათ მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას კრიტიკული ნაკლი. ასეთი სამიზნეები არის ერთ განზომილებიანი. ისინი მუშაობენ თუ თქვენ დგეხართ უშუალოდ მათ პირდაპირ. პრაქტიკულად რომ აგიხსნათ რაში მდგომარეობს ნაკლი გთავაზობთ ასეთ ექსპერიმენტს: დადექით სამიზნის წინ, შემდეგ გადადგით 10 ნაბიჯი მარცხნივ ან მარჯვნივ და ის რაც სამიზნეში პირდაპირ კუთხით სროლისას  არის მასის ცენტრი ავტომატურად ხდება სამიზნის პერიფერიული ნაწილი თუ გადაინაცვლებთ მარჯვნივ ან მარცხნივ. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი ნაკლოვანება ასეთი სამიზნეების და აქიდან მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, ერთ განზომილებიანი სამიზნე არ შეიძლება იყოს ერთადერთი სამიზნეს ტიპი, რომელსაც თქვენ ესვრით. ხოლო აღნიშნული ფაქტორის არ გათვალისწინებამ შეიძლება გამოიმუშავოს სროლის წარმოების არასწორი უნარ ჩვევები რასაც შეიძლება ცუდი შედეგები მოყვეს. ისევ ჯიმ სირილოს და მის მიერ დაწერილ წიგნს, რომ დაუბრუნდეთ იქ არის აღწერილი ზუსტად ასეთი სიტუაცია.  ორი მეწყვილე იჯდა ჩასაფრებაში და ელოდება შეიარაღებულ მძარცველს. მისი გამოჩენისთანავე მათ ცეცხლი გაუხსნეს მას და ის ეგრევე დაბლა დაეცა. მიუხედავად ამისა ისს ცდილობდა მიწვდომოდა მიწაზე დავარდნილ იარაღს. ბუნებრივია პოლიციელები აგრძელებდნენ სროლას მაგრამ დამნაშავე არ ნებდებოდა. ამ მომენტში ჯიმის მეწყვილე მიხვდა რომ მისი ნასროლი ტყვიები (ის უმიზნებდა იქ სადაც ასწავლიდნენ, მკერდში)  ცერად ხვდებოდა მიწაზე დავარდნილ დამნაშავეს და ტყვიები  უბრალოდ ხვდებოდნენ ბეჭებს და ვერ აღწევდნენ სხეულის შიგნით. მხოლოდ მას მერე რაც მან დაუმიზნა დამნაშავეს ქამრის ცოტა ზევით და განახორციელა რამდენიმე გასროლა დამნაშავემ შეწყვიტა მოქმედებები. სულ გასროლილ იქნა 27 ვაზნა რაც ასეთი ტიპის დაპირისპირებისთვის იყო ძალიან ბევრი.

ყოველთვის უნდა ეცადოთ გაართულოთ სროლის პირობები. ეს მუყაოს საშუალოზე პატარა სილუეტი პრაქტიკულად ერთი ფერის არის ფონთან, რაც ართულებს დამზინებას მაგრამ მიუხედავად ამისა მას მოხვდა ორი კარგად დამიზნებული სლაგი Mossberg 590-დან.

მატერიალური სამიზნეები. საზამთროები, კვახი, კოკა-კოლას ქილები, თოფის მასრები და ა.შ. ბევრი აღითქვავს მათ როგორც სამიზნეებს არასერიოზული გასართობი სროლისთვის, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. ყველა ეს „მატერიალური“ სამიზნე როგორც წესი არის პატარა ზომის, სამ განზომილებიანი და არც ისე კონტრასტული. ასეთ სამიზნეს აქვს ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო ახალბედა მსროლელისთვის. თუ ასეთ სამიზნეს ააცილეთ არანაირი ამის მტკიცებულება ან კვალი არ დარჩება. მსროლელი ივიწყებს აცილებას და არაფერი მას ამის შესახებ არ ახსენებს. შესაბამისად არც ფსიქოლოგიურ დისკომფორტს არ უქმნის. სამიზნე დგას, გამზადებული ახალი ცდისთვის. ეს ქმნის სროლისს კომფორტულ პირობებს ვინაიდან არავინ არ ხედვას ახალბედას აცილებას და მას შესაბამისად  არ უჩნდება სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა. ის არ კომპლექსდება, ხოლო განადგურებული სამიზნე ანიჭებს მას ცოტა მეტ თვითდაჯერებულობას და უბიძგებს გააგრძელოს სროლა მანამ სანამ ის უფრო ხშირად მოარტყავს ვიდრე ააცილებს.  ამ მეთოდის შემდგომი  გამოყენება მაინც და მაინც არ არის სასარგებლო ვინაიდან მსროლელს უნდა ყოველთვის ახსოვდეს, რომ ის აგებს პასუხს ყოველ მის გასროლილ ტყვიაზე და ჩვენ აქ შეგახსენებთ ვსაუბრობთ თავდაცვით სროლაზე მჭიდრო დასახლებულ ადგილებში და არა ცეცხლზე მოწინააღმდეგის სავარაუდო ადგილმდებარეობის მიმართულებით საშტატო, ავტომატური იარაღიდან. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მატერიალური სამიზნეების გამოყენების შემდეგ უბრალოდ არ უნდა დაგავიწყდეთ აკრიფოთ მათი ნარჩენები. ამ მიზეზის გამო მე მატერიალური სამიზნის როლში შუშის ნაკეთობების გამოყენების წინააღმდეგი ვარ.

კეგლები ხშირად გამოიყენება, როგორც სამიზნე და არსებობს სპორტული სროლის მინიმუმ ერთი სახეობა სადაც სამიზნის როლში მხოლოდ ეს სპორტული ინვენტარი გამოიყენება. კეგლი ზომით და პროფილით წააგავს გულის, ხერხემლის თავის ქალის ფუძის და ტვინის ცენტრალურ ნაწილს, და ყველა ეს ნაწილი არის ყველაზე სასურველი მორტყმის ადგილი.

 

ჩემი აზრით უნარი სხვა და სხვა მანძილებიდან  მოარტყათ პატარა სამიზნეს  არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამიზნე ყოველთვის არ იდგება თქვენს პირისპირ და სრულ სიმაღლეში. თუ ბოროტმოქმედი იმალება, ცდილობს რამეს ამოეფაროს საჭირო იქნება იმ ნაწილში მორტყმა, რომელიც თქვენთვის იმ მომენტში ხილვადია. კედელს ამოფარებული სამიზნის ფეხის წვერი თუ გამოშვერილი იარაღი, თქვენ უნდა გქონდეთ საშუალება მოარტყათ ასეთ სამიზნესაც. ამისთვის კარგად უნდა იცოდეთ თქვენი იარაღი, როგორ ისვრის ის და როგორ იცვლება მორტყმის ადგილი სხვა და სხვა მანძილზე. ამ მიზნის მისაღწევად გამოდგება პატარა სამიზნეები, როგორც ნახატი ასევე რკინის ან მატერიალური.

„aim small, miss small“. სიმართლე გითხრათ მე არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული რა დგას ამ „კონცეფციის“ უკან მაგრამ ეს იდეა პირველად გაჟღერდა ამერიკულ მხატვრულ ფილმში „პატრიოტი“. ლეგენდის თანახმად მელ გიბსონმა, რომელიც ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებდა ეს ფრაზა მოისმინა ერთ ერთი ექსპერტისგან, რომელიც მუშაობდა კონსულტანტად აღნიშნული ფილმის გადაღებებზე. ფრაზა მას ისე მოეწონა, რომ მან ის გამოიყენა სცენაში, სადაც ის ასწავლიდა სროლას მოხალისეებს.  აღნიშნული მეთოდის თანახმად თუ თქვენ უმიზნებთ მთლიანად მოწინააღმდეგის ჯარისკაცს თქვენ შეიძლება მას ააცილოთ, მაგრამ თუ თქვენ უმიზნებთ, მაგალითად ჯარისკაცის ეკიპირების რომელიმე ნაწილს, ქამარს მაგაალითად, შეიძლება ააცილოთ ქამარს მაგრამ მაინც მოარტყავთ ჯარისკაცს. გთავაზობთ თავად შეამოწმოთ აღნიშნული მეთოდის სისწორე, ხოლო თუ მე ეს თავად გადავამოწმე, შედეგების შესახებ აუცილებლად დავწერ.

თოფის გასროლილი მასრა არის ძალიან მცირე ზომის და მომთხოვნი სამიზნე, შეამოწმეთ შეგიძლიათ თუ არა სტაბილურად მოარტყათ მას 10-15 მეტრის მანძილზე. იარაღი სურათზე არის მცირეკალიბრიანი Taurus 96 Target Scout. ასეთი იარაღით ამ ვარჯიშის შესრულება ცოტა ადვილია, 9მმ-ნი პისტოლეტით ცოტა უფრო ძნელი.

 

და ბოლოსთვის შემოვიტოვე ყველაზე საუკეთესო სამიზნეები, სამგანზომილებიანი მანეკენები. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი სამიზნეები სამგანზომილებიანია, იხსნება ძირითადი ტაქტიკური შეზღუდვა დაკავშირებული ყველა წინად აღწერილ სამიზნესთან. ძნელია წარმოიდგინოთ სტატიკური სამიზნე, რომელიც უფრო მეტად წააგავს ადამიანს ვიდრე მანეკენი ჩაცმული რეალურ ტანსაცმელში. მართალია ასეთ სამიზნეებს აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მინუსი, მისი კუსტარულად დამზადება შეუძლებელია, სამიზნე ღირს ძვირი, ხოლო მისი ექსპლუატაციის ვადა საკმაოდ მცირეა, მაგრამ ის რჩება ყველაზე კარგ თუ არა იდეალურ სამიზნედ.  ასეთი მანეკენების სიძვირე განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ „მდიდარი“ უწყებები იყენებენ მათ.

პრაქტიკულად ყველა აღნიშნული სამიზნის ტიპი შეიძლება გახდეს მოძრავი რაც მეტ რეალიზმს უზრუნველყოფს. არსებობენ ე.წ. სვინგერები ანუ სამიზნე რომელიც მოძრაობს ინერციით წინ და უკან, არსებობს კარუსელები, ბრუნავდი სამიზნეები. თუ გნებავთ მეტი დინამიკა აქ ყველაფერი შეზღუდულია იმ საშუალებებით რაც ხელთ გაქვთ და რამდენად ცოცხალი ფანტაზია გაგაჩნიათ.

დაჯგუფებული სამიზნეები, მხოლოდ სამიზნე შავ ქუდში არის „ცუდი ბიჭი“. ამაზე მეტი რეალიზმის უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. ილუსტრაცია აღებულია ლუის ავერბუკის წიგნიდან Hit or myth.

ცნობილ ინსტრუქტორს, სამხრეთ აფრიკელი ლუის ავერბუკს აღწერილი აქვს თავის წიგნში მოძრავი სამგანზომილებიანი სამიზნე კომპლექსი, რომელიც შედგება თავად სამიზნესგან (ის შეიძლება ერთ განზომილებიანიც იყოს) და შასისგან (ხის ჩარჩო ოთხი პატარა ბორბლით), რომელზეც ეს სამიზნე დამაგრებულია ზამბარის მეშვეობით. მოძრაობისას ასეთი სამიზნე ირხევა და სვინგერისგან განსხვავებით ეს მოძრაობები ქაოტურია რაც საგრძნობლად ართულებს მასზე სროლას.

მოძრავი სამგანზომილებიანი სამიზნე. ილუსტრაცია წიგნიდან Hit or myth.

არსებობენ სამიზნეები ან სასროლეთები, რომელიც უზრუნველყოფენ სამიზნის გადაადგილებას ელექტროძრავების მეშვეობით. არსებობს ხერხები უზრუნველეყოთ სამიზნის მექანიკური გადაადგილება ტროსების საშუალებით.  ერთ ერთ გადაცემაში, რომელიც ეძღვნებოდა ლოს ანჯელესის პოლიციური სპეცრაზმის სნაიპერების მომზადებას მე ვნახე ალბათ ყველაზე იდეალური სამიზნე კომპლექსი. ეს იყო სამგანზომილებიანი მანეკენი, რომელიც დაყენებული იყო ზამბარით აღჭურვილ ღერძზე, რითიც მიიღწეოდა მისი ქაოტური მოძრაობა, ხოლო გადაადგილებას უზრუნველყოფდა დისტანციურად რადიო მართვადი შასი ელექტრო ძრავით, (რომელიც წინა ცხოვრებაში იყო დისტანციურად მართვადი მანქანის მოდელი) რომელზეც ეს კომპლექსი დაყენებული იყო.  მე შევეცადე მეპოვნა ეს გადაცემა ინტერნეტში ან რამე სურათი ამ კომპლექსის მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე სრულყოფილი სამიზნე, რომლის შესახებ მე ოდესმე მსმენია. იმპროვიზაციის კარგი  მაგალითი მე ვნახე ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც აღწერილი იყო ისრაელის არმიის სნაიპერების მომზადება. სამიზნეს წარმოადგენდა ფერადი ბუშტები, რომელსაც აგორებდნენ გორაკიდან და სანამ ისინი დაბლა მიგორავდნენ სნაიპერები მათ ესროდნენ. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თუ გესმით რა უნარჩვევების გამომუშავება გსურთ და რისთვის ამზადებთ მსროლელებს, შესაძლებელია შედარებით მინიმალური დანახარჯებით მიიღოთ სრულყოფილი სამიზნეები და ააგოთ ადეკვატური საცეცხლე მომზადების კურსი.

აღნიშნული სამიზნეები წარმოადგნენ სამგანზომილებიანი სამიზნის იაფ/გამარტივებულ ვარიანტს.


შესაძლებელია ერთგანზომილებიანი სამიზნე გახდეს სამგანზომილებიანი. სუერათი გადაღეულია ლუის ავერბუკის სასწავლო ცენტრში სადაც დიდი ყურადღება ენიჭება სროლის მიმართულებებს და ტრაექტორიებს.

სტატიის ბოლოს მინდა ვახსენო ასევე ისეთი რამ, რაც უბრალო ადამიანებისთვის არის (ჩვენ შემთხვევაში) მიუწვდომელი. ლაპარაკი მაქვს ინტერაქტიულ ტირებზე. სადაც გამოიყენება სპეციალურად მოდიფიცირებული იარაღები და ძლიერი კომპიუტერები, რომლებიც ქმნიან რეალური სიტუაციის იმიტაციას, როგორც რეალური ვიდეოკლიპების ასევე კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით. ასეთი კომპლექსები შეიძლება წარმოადგენდნენ შედარებით მარტივ პორტაბელურ დანადგარებს ასევე ძალიან რთულ და ძვირადღირებულ სტაციონარულ კომპლექსებს. არსებობს სისტემები, რომლებიც მონტაჟდება ტირში, გამოსახულება პროეცირდება ეკრანზე ხოლო სროლა საბრძოლო ამუნიციის გამოყენებით მიმდინარეობს. ზოგ სისტემას აქვს ასევე ფუნქცია, რომელიც მაგალითად იძლევა ინფორმაციას მსროლელის მიერ სასხლეტის დამუშავებაზე გასროლამდე და გასროლის შემდეგ, რაც შეიძლება ძლიერი ინსტრუმენტი გახდეს მაღალი დონის მსროლელის მომზადებისთვის. მე გამაჩნია გარკვეული გამოცდილება ასეთ სისტემებთან მუშაობის მათ შორის საკმაოდ რთულ და დახვეწილ კომპლექსთან. ჩემი აზრით ასეთი სისტემები შეიძლება იყოს შესანიშნავი სასწავლო სისტემა, მაგგრამ რომელიც ნამდვილად ვერ გამორიცხავს რეალური იარაღიდან სროლას, თუმცა შეიძლება იყოს დამატებითი სასწავლო საშუალება, რომელიც მაგალითად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოში ძირითადი საბაზისო ცოდნის გადაცემას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ და შემდგომ უზრუნველყოფს ვთქვათ გარკვეული ტაქტიკური სიტუაციების იმიტაციას. თან ეს მოხდება ამუნიციის და იარაღის რესურსის დაზოგვით.  ამართლებენ თუ არა ასეთი კომპლექსები მაღალ ფასს? მე არ ვიცი. არ ვარ დარწმუნებული. გააჩნია გარემოებებს, რომელიც არსებობენ და მოთხოვნილებებს, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. ჩემი აზრით მსხვილ სასწავლო ცენტრებში სადაც რამდენიმე სტრუქტურის პერსონალი მზადდება ასეთი კომპლექსი ნამდვილად არ იქნება ზედმეტი. მასში შეიძლება „გატარდეს“ ხანმოკლე პერიოდში უამრავი „სტუდენტი“ ხოლო სამიზნეების განახლება ხდება უბრალოდ ღილაკის დაჭერით რაც უზრუნველყოფს ასეთი სასროლეთის მუდმივ მზადყოფნას ვარჯიშის ჩატარებისთვის. თავისთავად ცხადია იარაღის ტიპი, რომელიც გამოიყენება ასეთ კომპლექსებში უნდა იყოს იგივე მოდელის რა იარაღსაც ატარებენ „სტუდენტები“ რეალურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში ეს თითქოს და უმარტივესი და გასაგები პირობა რატომღაც დაცული არ იყო. ჩემი  გარკვეული სიფრთხილეა საჭირო სწავლების ხანგრძლივობის და ინტენსიურობის გათვლისას. გარკვეული დროის მერე ეს ყველაფერი ხდება ვიდეო-თამაში და მსროლელი კარგავს კონცენტრაციას, მას ავიწყდება რას სწავლობს და ის იწყებს „თამაშს“.

საბოლოო ჯამში ცუდი ვარჯიში უკეთესია ვიდრე საერთოდ არანაირი ვარჯიში. იმისთვის, რომ მოაწყოთ რეალისტური სასროლეთი არ არის ყოველთვის საჭირო ძვირად ღირებული ტექნიკა და აღჭურვილობა. თუ არის სურვილი, ხოლო ის მიზნები, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას გასაგებია, შედეგების მიღებაც შესაძლებელი ხდება ნებისმიერ პირობებში ძალიან შეზღუდული რესურსებითაც.

პს

აღნიშნული ტიპის სამიზნე არის ავტორის იდეა. პირობითად მას ქვია Ghost Target. ასეთი სამიზნის ძირითადი იდეა არის არა კონტრასტული სამიზნის შექმნა, რომლის ფორმები იქნება ბუნდოვანი და არა მკვეთრი, რაც იმიტაციას უკეთებს ცუდ ხილვადობას ან მხედველობის დეგრადაციას სტრესის პირობებში. შესაძლებელია მხოლოდ ასეთი „აჩრდილის“ გამოყენება, შესაძლებელია იგივე ფორმის აჩრდილის გადაფარება უფრო მკვეთრ ნახატ სამიზნეზე და შემდგომ სროლის რეზულტატების კონტროლი. შესაძლებელია სხვა და სხვა აჩრდილის „დახატვა“ ხოლო მის უკან აისახოს უფრო მკვეთრი სამიზნის სურათი სასიცოცხლო ორგანოების  მითითებით. სროლის შემდეგ შესაძლებელია ამის მეშვეობით ზუსტად დადგენა რა ტიპის დაზიანებებს მიიღებს სამიზნე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



დატოვეთ კომენტარი