და ისევ გლოკი

1982 წლის ოქტომბერში გლოკის პისტოლეტებზე პირველად დაიწერა ბელგიურ სპეციალიზებულ ჟურნალში.  მოკლე სტატია იუწყებოდა, რომ გლოკის სისტემის პისტოლეტი გახდებოდა სტანდარტული შეიარაღება ავსტრიის შეიარაღებულ ძალებში.

ამ მომენტამდე იარაღის მოყვარულთა ასე ვთქვათ ფართო მასებში ავსტრიული კომპანია გლოკის შესახებ პრაქტიკულად არ იყო არაფერი ცნობილი. პირველ კომერციულ წარმატებას კომპანია მიაღწია 1978 წელს და ის არ უკავშირდება ცეცხლსასროლ იარაღს. უბრალოდ ამ წელს ავსტრიულმა არმიამ მიიღო შეიარაღებაში ამ კომპანიის მიერ წარმოებული სამხედრო დანა მოდელი 78. მას მოყვა ხელყუმბარა, რომელიც ამ კომპანიამ შექმნა “დინამიტ-ნობელთან” ერთად. ხელყუმბარას ქონდა პლასტმასის კორპუსი და აფეთქებისას ის წარმოქმნიდა დაახლოებით 5 000 -ს ნამსხვრევს.

კომპანია გლოკი დაარსდა 1962 წელს ავსტრიაში, ქალაქ დოიჩ-ვაგრამში

გლოკი (Glock) გერმანულად ნიშნავს ზარს, და ის არის ამ კომპანიის მფლობელის გასტონ გლოკის გვარი. 1980 წლამდე გასტონ გლოკს ქონდა ნული გამოცდილება ცეცხლსასროლ იარაღში. მიზეზი, რის გამოც ის ჩაერთო ამ საკითხში ერთ ერთი წყაროს მიხედვით იყო სურვილი მიეღო სამეწარმეო კომპენსაცია იმ შემთხვევაში თუ ავსტრიული არმიისთვის არჩეული იქნებოდა უცხოური წარმოების პისტოლეტი. 1980 წელს ავსტრიის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაცხადა კონკურსი ახალ პისტოლეტზე, რომელსაც უნდა შეეცვალა იმ დროისთვის შეიარაღებაში მყოფი გერმანული Walther P38-ის მოდიფიკაციები. თუ წყაროს დაუჯერებთ ნიჭიერი ინჟინერი გაოცებული დარჩა იმ ტექნოლოგიებით, რომლებიც გამოიყენებოდა პისტოლეტების წარმოებისთვის  და გადაწყვიტა გარკვეული რამეების შეცვალა და წარმოედგინა საკუთარი ხედვა იმაზე თუ როგორი უნდა ყოფილიყო თანამედროვე პისტოლეტი. აქ უნდა აღინიშნოს, რომ გასტონ გლოკი არ იყო ბიზნესმენი, რომელმაც უბრალოდ გამოიყენა სხვისი ნიჭი და ცოდნა და ის ფულად აქცია. ეს ასე არ არის. ის არის ამ პისტოლეტის უშუალო ავტორი. სწორედ მან შეიძინა თავდაპირველად რამდენიმე პოპულარული იმ დროს პისტოლეტი და შეისწავლა მათი კონსტრუქცია და მოქმედების პრინციპები. მას ასევე ამოიღო საპატენტო არქივიდან სხვა პისტოლეტების ნახაზი და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან გამოეყენებინა დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მუშაობის პრინციპი, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა ავსტრიულ როტ-შტეირში. ეს პისტოლეტი კი შექმნილი იყო 1907 წელს. ის თავად ცდიდა პირველ გლოკებს და როგორც ერთი წყარო იუწყება გასტონ გლოკი ისროდა მარცხენა ხელით, იმიტომ რომ თუ პისტოლეტი აფეთქდებოდა მას დარჩებოდა მარჯვენა ხელი, რომლითაც ის გააგრძელებდა ნახაზების შედგენას. ამ ისტორიას აქვს ბევრი საერთო მეორე ისტორიასთან, რომელიც უკავშირდება რონი ბარეტს და მის მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანას, რომელმაც ასევე ბევრი რამ შეცვალა იარაღის წარმოების სამყაროში. ბარეტს ასევე არ ქონდა გამოცდილება, ის ასევე იყენებდა მეთოდებს, რომელიც დღეს სასაცილო იქნებოდა.  მაგალითად ხაზავდა სამზარეულოს მაგიდაზე და პირველ სროლებს ახორციელებდა სასხლეტზე მიბმული ზონარის საშუალებით. ამ ორივე დილეტანტმა მიუხედავად ყველაფრისა შეცვალეს ძალიან ბევრი რამე და ორივე ამისთვის იმსახურებს პატივისცემას და აღიარებას.

გასტონ კლოკმა შეიტანა განაცხადი პატენტზე 1981 წლის 30 აპრილს . ვინაიდან ეს იყო მისი მე-17 განაცხადი, პისტოლეტს დაერქვა გლოკ 17.

გასტონ გლოკი. დღეს ის 83 წლის არის და კვალვ ხელმძღვანელობს თავის კომპანიას. “ის რომ მე არ ვიცოდი  არაფერი (პისტოლეტებზე) იყო ჩემი უპირატესობა” განაცხადა მან ერთ ერთ ინტერვიუში.

გასტონ გლოკს დაჭირდა კიდევ ხანმოკლე კონსულტაციები გერმანულენოვან ექსპერტებთან, რის შემდეგაც პისტოლეტის პირველი პროტოტიპი მზად იყო 6 თვეში, რაც იმ დროინდელი სტანდარტებით იყო ძალიან ხანმოკლე პერიოდი.

1983 წელს, როდესაც დასრულდა საგამოცდო პროგრამა,  გლოკმა მიიღო პირველი შეკვეთა 25 000 პისტოლეტზე. იმ დროს გლოკის წარმოებაში მუშაობდა 45 კაცი.

მე არ ვიქნები პირველი და უკანასკნელი, თუ დავწერ რომ გლოკმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა პისტოლეტების წარმოებაზე პისტოლეტების დიზაინი და იქონია უდიდესი გავლენა თანამედროვე პისტოლეტების დიზაინზე. დღეს გლოკი მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არის გამორჩეული, კვლავ არის თანამედროვე და კვლავ იყენებს თანამედროვე მასალებს ის ისეთივე კლასიკური იარაღია, როგორც Colt Single  Action Army ან Luger P08. ის აბსოლუტურად ადეკვატურად გამოიყურება, როგორც სპეცრაზმელის ასევე ტეხასელი კოვბოის ხელში.

გასტონ გლოკის კონცეფციის წარმატებაზე მეტყველებს მისი პისტოლეტის კლონების რაოდენობა, რომლებიც პრაქტიკულად ბოლომდე იმეორებენ ავსტრიული პისტოლეტის კონცეფციას, მაქსიმალური სიმარტივე და ტექნოლოგიურობა, პოლიმერის ჩარჩო, ხელის მცველის და ჩახმახის არ არსებობა.

დღეს კომპანია გლოკში ასეულობით ადამიანი მუშაობს. კომპანიას აქვს მსხვილი აშშ-ს ფილიალი და ორი მაღალტექნოლოგიური სასროლეთი, ასევე გააჩნია წარმომადგენლობები სამხერთ ამერიკაში, ურუგვაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ჰონგ-კონგში. კომპანია მოღვაწეობს ქველმოქმედებაში, ყავს საკუთარი სასროლოსნო ნაკრები, აფინანსებს NASCAR-ში მონაწილე სარბოლო ნაკრებს. გასტონ გლოკს ასევე ეკუთვნის ავსტრიის საუკეთესო საჯინიბოც.

1985 წელს გლოკმა გახსნა წარმოამდგენლობა აშშ-ში, ხოლო 1986 წლის იანვარში გლოკის პისტოლეტების პირველი პარტიის იმპორტი მოხდა.

უდიდესი როლი გლოკის წარმატებაში ითამაშა აშშ-მ. გლოკი გაჩნდა საჭირო დროს და საჭურო ადგილას.  80-ან წლებში მიდიოდა აშშ-ის პოლიციური სამსახურების მასიური გადაიარაღება. რევოლვერს ცვლიდნენ ავტომატური პისტოლეტები, ხოლო გლოკი იყო ყველაზე მარტივი, ყველაზე იაფი, ყველაზე საიმედო და ყველაზე ადვილი სასწავლებლად.  ფუნქციურად ის დიდად არ განსხვავდებოდა რევოლვერისგან, მოათავსე მასში სავსე მჭიდი, მოათავსე ვაზნა სავაზნეში და ის მზადაა გამოყენებისთვის.  ძალიან მალე მომხმარებლები მიხვდნენ რომ გლოკი არ არის იაფი ერთჯერადი იარაღი. ის არის გამძლე, საიმედო და ზუსტი. უფრო გამძლე, უფრო საიმედო და უფრო ზუსტი ვიდრე ნებისმიერი სხვა პისტოლეტი, რომელიც იმ დროს იყო ხელმისაწვდომი.

უნდა კიდევე ერთხელ აღინიშნოს, რომ გლოკი არ იყო პიონერი არც პოლიმერების გამოყენებაში ისევე როგორც მისი პისტოლეტი არ იყო უნიკალური კონსტრუქციულად. მანამდე 10 წლით ადრე, გერმანულ კომპანია ხეკლერ&კოხს ქონდა საკამოდ საინტერესო ორი პისტოლეტი Vp70 და P9, რომლებსაც ბევრი საერთო ქონდათ გლოკთან თუმცა მთლიანობაში ორივე ეს პისტოლეტი აღმოჩნდა წარუმატებელი და დიდი გავლენა არ იქონია საერთოდ პისტოლეტების კონსტრუქციის განვითარებაზე. მეორეს მხრივ გლოკმა შეძლო გაეერთიანებინა მის პროექტში როგორც ტექნოლოგიურობა ასევე თავად პისტოლეტის შესანიშნავი საბრძოლო თვისებები. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობეს გლოკის პისტოლეტების წარმატება და რაც გამოარჩევს მას დღესაც, როდესაც უკვე 30 წელია გასული.  დღეს ყველაფერი ქვემოთ ჩამოთვლილი არავის შეიძლება არ მოეჩვენოს რაიმე განსაკუთრებულად მაგრამ 80-ან წლებში ეს თავისებურებები იყო პრაქტიკულად რევოლუციური.

 

აშშ-ში გლოკი გახდა ბესტსელერი. ის ისეთივე მარტივია მოხმარებაში როგორც რევოლვერი, განსხვავებით იმ დროს არსებული სტერეოტიპებისგან ის იყო აბსოლუტურად საიმედო და მარტივი, ხოლო BATF-მა აღიარა მისი მექანიზმი როგორც მხოლოდ ორმაგი მოქმედების და ამით გახადა ის აბსოლუტურად პოლიტკორექტული პოლიციისთვის, რომელსაც არ სურდა “განსაკუთრებულად საშიში” – შეყენებული იარაღის ნახვა მათი თანამშრომლების ხელში. სურათზე არის ასახული პოლიციური იარაღის ორი პარადიგმა, მარცხნივ Smith&Wesson Model 10, რომელიც თითქმის 100 წელი იყო განსახიერება პოლიციური იარაღის და მისი შემცვლელი Glock 17, რომელიც ასეთია უკანასკნელი 30 წელი.

ტექნოლოგიურობა. გლოკის წონის 83% -ს შეადგენენ ლითონის დეტალები, 17% პოლიმერისგან დამზადებული დეტალებია. გლოკი არ იყო პირველი პისტოლეტი, რომელიც იყენებდა პოლიმერის დეტალებს, თუმცა ის იყო ყველაზე ტექნოლოგიური. გლოკის ჩარჩოს დასამზადებლად საჭიროა 80 წამი ხოლო საკეტის დასამზადებლად რკინის საჭრელი დანადგარების გამოყენებით 8 საათი. ყველა დეტალი (გარდა ჩამკეტი ბლოკისა) განლაგებული ჩარჩოში არის დამზადებული პრესით (stamping, штамповка) რაც ძალიან იაფი გამოდის. მინიმალური პროცესების რაოდენობა არის საჭირო მაგალითად საკეტის დასამზადებლად. ეს ასევე მიიღწევა სპეციალურად გლოკისთვის დამზადებული რკინის საჭრელი დანადგარების გამოყენებით. თავისთავად საკეტიც მარტივი ფორმისა არის და არ არის გადატვირთული ზედმეტი ელემენტებით, რომლებიც საჭიროებენ “გამოჭრას”.

გლოკმა ასევე გამოიყენა მაღალტექნოლოგიური ფოლადის დამუშავების მეთოდები. დაფარვა ცნობილი კომერციული სახელით Tenifer-ი ქმნის უნიკალურად მდგრად ზედა ფენას, რომელიც უძლებს პრაქტიკულად ნებისმიერ დატვირთვას, რომელსაც პისტოლეტი განიცდის ექსპლუატაციის დროს და ასევე იცავს დეტალს მავნე ზემოქმედებისგან. სოფლურ ენაზე რომ აღვწერო ეს პროცესი, რკინის დეტალები იძირება 500 გრადუსამდე გაცხელებულ ციანიდის აბაზანაში რა დროსაც ხდება რკინის დეტალის ზედაპირის „ცემენტირება“. ასეთი ზედაპირს (მისი სისქე შეადგენს დაახლოებით 0.05 მმ-ს) უფრო ძლიერი ანტი კოროზიული თვისებები აქვს ვიდრე უჟანგავ ფოლადს, ის არ იკაწრება და არ იჭეჭყება. როკველის სკალით მისი სიმკვრივე 68-64 ერთეულს შეადგენს, რაც ცოტათი უფრო ნაკლებია ვიდრე საწარმოო დანიშნულების ალმასის სიმკვრივე. გარდა მკაცრი ოფიციალური ტესტირებებისა ყველგან სადაც გლოკი შეიარაღებაში იქნა მიღებული,  რამდენი სამოყვარულო ტესტირება აქვს გავლილი ამ პისტოლეტს იმისთვის, რომ დაედგინათ სად გადის მისი გამძლეობის ზღვარი. პისტოლეტებს ათრევდნენ მანქანაზე გამობმულს, აგდებდნენ სახურავიდან, ვერტმფრენიდან, თვითმფრინავიდან, ესროდნენ „გეკოს“ მარხავდნენ მიწაში რამდენიმე წლით, ძირავდნენ ოკეანეში და ინახავდნენ მოყინვის საწინააღმდეგო ქიმიურ ხსნარში. მე ჯერ ასეთი ტესტირების შედეგად განადგურებული გლოკი არ მინახავს. თუ მომაწოდებთ ინფორმაციას დიდი სიამოვნებით გავეცნობი მას. არის კიდევე ერთი მაგალითიც, რომლის შესახებ ჩემთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. ქარიშხალ კატარინას დროს ბევრი პოლიციური განყოფილება დაიტბორა. მას მერე რაც წყალი წავიდა და შესაძლებელი გახდა საიარაღო ოთახებამდე მიღწევა როგორც ამბობენ, მხოლოდ გლოკის პისტოლეტები იმყოფებოდნენ მუშა მდგომარეობაში, მაშინ როდესაც სხვა მწარმოებლის პისტოლეტების უმეტესი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდნენ კოროზიის გამო….

 

ეს გლოკი რამოდენიმე კვირა იდო წყლის ქვეშ, ჩაძირულ სახლში. მიუხედავად კოროზიისა იარაღი მზადაა გამოყენებისთვის. ორი სხვა იარაღი ზიგი და ხეკლერი მწყობრიდან გამოვიდა. გლოკებიც იჟანგება უბრალოდ ის უკეთესად არის დაცული კოროზიის ზემოქმედებისგან. ეს ცხადია მხოლოდ ერთი შემთხვევაა მაგრამ ის გამოდგება, როგორც კარგი ილუსტრაცია.

იარაღის ინტენსიური ექსპლუატაცია (ანუ სროლა)  იწვევს შეხების წერტილებში დატვირთული დეტალების დეფორმაციას (peening, наклеп). ეს განსაკუთრებულად აქტუალურია ბიუჯეტური იარაღისთვის, რომლებსაც აქვთ დაბალი ხარისხის ან საერთოდ არ აქვთ დატვირთული დეტალების თერმული დამუშავება. მე მინახია ბიუჯეტური პისტოლეტები ასეთი ცვეთის ნიშნებით. ასევე მე დავათვალიერე სულ ახალი ჩემი Glock 17 და Glock 19 რომლიდანაც 9 წლის განმავლობაში გასროლილი იქნა მინიმუმ 25 000 ვაზნა. ორივე იარაღის დეტალების მდგომარეობა იყო პრაქტიკულად იდენტური და მხოლოდ ექსპერტის თვალი თუ შეამჩნევდა მცირე სხვაობებს რამდენიმე ადგილას.

კონსტრუქციის სიმარტივე. გლოკი არ არის პრიმიტიული იარაღი მიუხედავად იმისა, რომ შედგება 33 დეტალისგან რაც  დაახლოებით ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე იმ დროს ტიპიურ პისტოლეტების კონსტრუქციაში იყო გათვალისწინებული. დეტალების სიმცირე და კონსტრუქციის სიმარტივე მიიღწევა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით და კონსტრუირების მაღალი დონით.

 

დააკვირდით ამ სამ ნახაზს, და შეაფასეთ გლოკის კონსტრუქციის სიმარტივე სხვა იმ ეპოქისთვის ორ ტიპიურ პისტოლეტთან შედარებით: Beretta 92 და  CZ 75.

1983 წლიდან დღემდე გლოკს პრაქტიკულად არ განუცდია არანაირი მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ცვლილება. ტექნიკურად და ერგონომიულად გლოკი დღეს ისეთივეა, როგორც 30 წლის წინ რაც მეტყველებს თავდაპირველი იდეის სრულყოფილებაზე. ყველაზე რადიკალური ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს მეოთხე თაობის გლოკები, რომლებიც გარედან განსხვავდებიან „კლასიკური“ გლოკებისგან. კონსტრუქცია დარჩა უცვლელი, შეიცვალა რამდენიმე ელემენტი მხოლოდ. ტარს დაემატა მოსახსნელი სხვა და სხვა ზომის პანელები, მჭიდის ღილაკი გახდა ორმხრივი, შეიცვალა ტარის ტექსტურა და ასევე შეიცვალა დამაბრუნებელი ზამბარის კონსტრუქცია.  თავდაპირველად მომხმარებლებმა არ მიიღეს კარგად ახალი გლოკები. გარკვეულ წილად ამის მიზეზი იყო გარკვეულმა პრობლემებმა ამ მოდიფიკაციის სერიაში გაშვებისას, თუმცა ეხლა მეოთხე თაობის გლოკები პრაქტიკულად ისეთივე პოპულარულია, როგორც წინა თაობის პისტოლეტები. მე პირადად მიმაჩნია, რომ საუკეთესო გლოკები არიან მესამე თაობის, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

გლოკის ოთხივე თაობა.

 

1992 წელს გლოკმა შეცვალა რამოენიმე დეტალის დიზაინი და შესთავაზა უფასო “აპგრეიდი” ყველა გლოკის პატრონს. ცვლილებები ეხებოდა დამრტყმელს, ექსტრაქტორს, დამრტყმელის მცველს, ექსტრაქტორის ზამბარის ღერძს და სასხლეტის ბერკეტს. ეს არის პირნციპში ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გლოკის “შიგნეულობებს”.

ერთ ერთი მნიშვნელოვანი  უპირატესობა, რაც გააჩნია გლოკს ჩემი აზრით არის ის, რომ ის მთლიანად იშლება პრაქტიკულად ერთი ლურსმნის დახმარებით. შეიძლება ეს არ არის კრიტიკული მნიშვნელობის კრიტერიუმი, მაგრამ  მე მიმაჩნია მნიშვნელოვან უპირატესობად ის, რომ შესაძლებელია პისტოლეტის დეტალური დათვალიერება და გაწმენდა ნებისმიერ პირობებში, სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე. საკეტში არ არის არც ერთი შტიფტი. ჩარჩოში განლაგებული სამი შტიფტი, რომლების ამოსაღებად არ არის საჭირო დარტყმები საკმარისია უბრალოდ დააწვეთ მათ ხელით.

მეორე თაობის გლოკების წარმოება დაიწყო 1988 წელს

ტექნოლოგიურობა და სიმარტივე განაპირობებს იმ ფაქტს, რომ გლოკების პისტოლეტების არსენალი არ საჭიროებს მაღალკვალიფიციურ მეიარაღეებს. გლოკის მეიარაღეების სასერტიფიკაციო კურსი გრძელდება მხოლოდ 1 (ერთი) დღე ….

ბუნებრივია, ნაკლები დეტალების რაოდენობა ამცირებს ალბათობას რაიმე ტექნიკური პრობლემების. თუმცა ეს თეზისი ყოველთვის არ არის სწორი რა თქმა უნდა. გლოკის საიმედოობაზე რამე ახლის დაწერა შეუძლებელია. რეალობა ადასტურებს, რომ გლოკის ერთ ერთი ყველაზე ძლიერი მხარე არის საიმედოობა და ეს მინიმალური მოვლის პირობებში. კონტრაქტორები “ქვიშიან ქვეყნებში” ცალმხრივად ირჩევენ მხოლოდ გლოკებს ხოლო ინტერნეტში გახდა ტრენდი, ეგზოტიკური და უჩვეულო ტესტის მოგონება, რომელიც აიძულებს გლოკს “გაჩუმდეს”. გლოკი უბრალოდ გახდა საიმედოობის სინონიმი.

Glock 20 და 29 გათვლილი ძლიერ კალიბრზე 10mm Auto ითვლებიან ერთადერთ პისტოლეტებად, რომლებიც უპრობლემოდ მუშაობენ მთელი სიცოცხლის ცილის განმავლობაში ამ კალიბრის ყველაზე ძლიერ მუხტებთან.

ურთიერთ თავსებადობა. ავსტრიის არმიის მოთხოვნები ითვალისწინებდა დეტალების სრულ თავსებადობას, რომლებიც არ უნდა საჭიროებდნენ ხელით მორგებას. ჭკვიანურმა მოთხოვნამ შესანიშნავი შედეგები გამოიღო. იმისთვის, რომ დადასტურებულიყო ამ მოთხოვნის შესრულება, რამდენიმე ათეული პისტოლეტი დაიშალა, ნაწილები აირია და ამ  დეტალებისგან მოხდა პისტოლეტების ხელახლა აწყობა, რის შემდეგაც ტესტირებები განახლდა. ამის წყალობით ერთი და იგივე მოდელის პისტოლეტები თავსებადია 100%. თავისთავად ცხადია ეს მიიღწევა დეტალების ხარისხის და ზომების მკაცრი კონტროლით. გლოკის წარმოებაში ეს პროცესი მთლიანად ავტომატიზებულია.

შემდგომ გასტონ გლოკი უფრო შორს წავიდა და მომდევნო მოდელებიც პროექტირდებოდნენ ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, რის წყალობითაც დეტალების თავსებადობა სხვა და სხვა მოდელის გლოკებს შორის შეადგენს 65%-დან 95%-მდე. ბუნებრივია, რომ სხვა და სხვა კალიბრის პისტოლეტებში იქნება განსხვავებული გეომეტრიის დეტალები.  მჭიდები ასევე თავსებადია, თუ კალიბრი იდენტურია უფრო დიდი მჭიდის გამოყენება შეიძლება უფრო მცირე ზომის პისტოლეტში (გამონაკლისი არის Glock 36, რომელიც იყენებს უნიკალურ ერთ რიგიან მჭიდს).

სროლისუნარიანობა გარდა ყველასთვის ცნობილი გლოკების თავისებურებებისა (ტარის კუთხე, ლულის ღერძის დაბალი სიმაღლე და ა.შ.) მე დამატებით აღვნიშნავდი იმას, რომ იარაღი არის თხელი, არ აქვს გარეთ გამოშვერილი დეტალები, რაც აადვილებს თუნდაც ყველაზე დიდი .45 და 10მმ-ნი კალიბრის მოდელების ტარებას. საკეტის ზედა ნაწილი ბრტყელია და ერთგვაროვანი, რის გამოც ის პრაქტიკულად გამოიყენება, როგორც სამიზნე ხარიხა თოფებში.  სწრაფი „საბრძოლო/თავდაცვითი“ სროლა ადვილია. გლოკის სასხლეტი ერთნაირია პირველიდან ბოლო გასროლამდე. ეს კიდე ზოგავს დროს პისტოლეტის ათვისებისას. მოგეხსენებათ ორმაგი მოქმედების პისტოლეტების სასხლეტს გააჩნია ორი რეჟიმი, სროლა შეყენებული და დაშვებული ჩახმახიდან, ეს კიდე გულისხმობს მეტ დროს და ამუნიციას, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ორივე რეჟიმის ათვისებისთვის. ორმაგი მოქმედების პისტოლეტის მფლობელის სპეციფიური ვარჯიშია გასროლა დაშვებული ჩახმახით და მოყოლებული მეორე გასროლა უკვე ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. გლოკის პატრონი თავისუფალია ასეთი სირთულეებისგან. გლოკების სროლისუნარიანობაზე მეტყველებს მისი ფართო გავრცელებაც პრაქტიკული სროლის ყველა დისციპლინებში.

რესურსი. შეიძლება ვცდები, მაგრამ გლოკი არის პირველი პისტოლეტი, რომლის შემთხვევაშიც რესურსის საკითხი მსროლელისთვის გახდა წმიდა თეორიული საკითხი. არსებობს უამრავი დოკუმენტირებული ტესტირება, რომლის დროსაც გლოკის პისტოლეტებმა გადააბიჯეს 100 000 გასროლიან ზღვარს და ეს პრაქტიკულად წვრილმანი დეტალების გამოცვლის გარეშე. თუ ამუნიცია არის ხარისხიანი და ჯდება სპეციფიკაციებში გლოკის რესურსი პრაქტიკულად იქნება ამოუწურავი. ცნობილია ჩაკ ტეილორის და მისი Glock 17-ის ტესტი. თუ სწორედ მახსოვს ბოლო ჩვენება იყო 380 000 გასროლა. ავსტრიულმა კომპანია ჰირტენბერგერმა ასევე გამოცადა გლოკი და სულ გასროლილ იქნა 342 000 ათას ვაზნამდე. ეს იარაღი გამოფენილი იყო ერთ ერთ გამოფენაზე შესაბამისი განმარტებით. 342 ათასზე პისტოლეტს გაებზარა ლულა. საქმე იმაშია, რომ 342 000 ვაზნიდან 60%-ს შეადგენდა ე.წ. სატესტო მუხტები, რომელთა წნევა ბევრად აღემატება სტანდარტული ვაზნების სამუშაო წნევებს.

სხვა თავისებურებები. თავდაპირველად მე არ მომწონდა იდეა იარაღის ტარების, ვაზნით სავაზნეში, რომელსაც არ გააჩნდა მცველი და ამავე დროს იქნებოდა ნახევრად შეყენებული. გლოკის ადრინდელ ინსტრუქციებში ასევე ეწერა რჩევა, რომლის მიხედვითაც მფლობელს უნდა მოეთავსებინა ვაზნა სავაზნეში უშუალოდ სროლის წინ. პრაქტიკულმა ექსპლუატაციამ დაადასტურა, რომ შეუძლებელია გამართული გლოკიდან მოხდეს გასროლა თუ არ მოხდა სასხლეტზე დაჭერა. ხოლო ყველაფერთან ერთად გლოკი სავაზნით სავაზნეში ითხოვს სასხლეტის თითის დისციპლინის  შესრულებას რაც არის კარგი. პისტოლეტს არ გააჩნია ორი ღოლაკი, მჭიდის და საკეტის  შემაკავებლის. არანაირი მცველი, „დეკოკერი“ ან ასეთი რამე. ის არის ძალიან მარტივი და ეფექტური მოხმარებაში. მისი შესწავალა დვილია. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის გაკონტროლება შესაძლებელია სასხლეტის მდგომარეობის მიხედვით. თუ ის წინ არის იარაღი ნახევრად შეყენებულია, თუ უკან ესეიგი სავაზნე ცარიელი უნდა იყოს. ეს თავისთავად არ ნიშნავს ახალ სიტყვას იარაღის უსფრთხოებაში თუმცა ინფორმირებას უკეთებს მსროლელს მისი პისტოლეტის შესაძლო მდგომარეობის შესახებ. მჭიდები არის ნებისმიერი ავტომატური პისტოლეტის სუსტი წერტილი. მაგრამ არა გლოკის. გლოკის მჭიდებზე გათვლილი რამდენიმე სხვა იარაღი. იმიტომ, რომ ეს მჭიდები არიან პრაქტიკულად უკვდავი. ჩემთვის უცნობია, რატომ აქვს გლოკის მჭიდის ხუფს ისეთი კონსტრუქცია, რომელიც დამატებით აფიქსირებს მათ მჭიდის კორპუსზე, მაგრამ ფაქტია, რომ გლოკის მჭიდები იტანენ ექსპლუატაციას ყელაზე რთულ პირობებშიც კი. ბევრი კომპანია უშვებს მჭიდებს გლოკებისთვის, მაგრამ ორიგინალურ მჭიდებს ჯერ ვერც ერთმა ვერ აჯობა.

გლოკ 17-ის (პირველი გლოკის პისტოლეტების ოჯახში) მჭიდის დიდი ტევადობა განისაზღვრა იმ მოთხოვნით, რომელიც წარმოადგინა ავსტრიის არმიამ. დიდი ტევადობის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა მხოლოდ ერთი მჭიდი კომპლექტში ნაცვლად ორისა, რაც დაზოგავდა სახსრებს.

სამწუხაროდ არის კატეგორია დაკომპლექსებული, გაუწვრთნელი  მსროლელების, რომლებსაც ჭირდებათ ბევრი მცველი პისტოლეტზე, იმისთვის რომ დაძლიონ შიში იარაღის მიმართ. გლოკი ისვრის მხოლოდ მაშინ როდესაც აჭერთ სასხლეტს. მე ეს მაკმაყოფილებს. ყველაფერი დანარჩენი არის ისტორია.: 10 მლნ გამოშვებული პისტოლეტი, 65-70% ამერიკელი ძალოვნების, რომლებიც იყენებენ გლოკს,  50 ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები, რომლებმაც შეისყიდეს გლოკის პისტოლეტები, უამრავი კლონი და კოპია და ა.შ.  საქართველოშიც კი სადაც ჯერ ჯერობით სერიოზული პრობლემებია ყველაფრის ათვისებაში, რაც ცოტათი უფრო რთულია ვიდრე ქვა, გლოკი სერიოზული რეპუტაციით სარგებლობს.  გლოკი მუშაობს და მუშაობს კარგად.  პისტოლეტი, რომელიც ქარხნულ კონფიგურაციაში ჰპოვებს აღიარებას, სამოქალაქოებში, პოლიციელებში, სპორტსმენებში, „სპეცებში“ და სამხედროებში იმსახურებს პატივისცემას.

 

 

დეივ სევინი, სპორტსმენი მსროლელი, რომელიც ცნობილია იმით, რომ იგებდა ნებისმიერი ფორმატის სასროლოsნო შეჯიბრებებს პრაქტიკულად ქარხნული გლოკით და ჯობნიდა მსოფლიო კლასის მსროლელბს, რომლებიც იყენებდნენ მძიმედ მოდიფიცირებულ სპეციალიზირებულ პისტოლეტებს. სურათზე ის არის თავისი საფირმო Glock 34-ით.

პს

იარაღს და მათ შორის გლოკებსაც აწარმოებენ ადამიანები, ადამიანები აკონტროლებენ ავტომატიზირებულ წარმოებას და ადამიანები ქმნიან იმ დაზგებს და რობოტებს, რომლებიც აწარმოებენ იარაღს. შეცდომები ხდება და არც გლოკი არის გამონაკლისი. ხანდახან ადგილი აქვს ბრაკს ან ტექნოლოგიის დარღვევას, რასაც მოყვება პისტოლეტის დეტალების თვისებების დეგრადაცია. გარდა ამისა ჩემთვის დღემდე გასაკვირია, რატომ არ შეცვალა გლოკმა პლასტმასის სამიზნე მოწყობილობების კონსტრუქცია. ეს ნაწილები არ არის ისეთი გამძლე, როგორც დანარჩენი იარაღი. ამიტომაც კარგი ხარისიხს რკინის სამიზნე მოწყობილობები არის აუცილებელი რამ გლოკზე. ხოლო მათი გამოცვლა ამ პისტოლეტზე არის ადვილი, შესაბამისად ბევრი სხვა და სხვა მოდელიც ხელმისაწვდომია. ორი სიტყვით მინდა შევეხო „დანგრეული“ გლოკების სურათებს. ეს აიხსნება ჩემი აზრით იმით, რომ გლოკი მილიონობით არის გამოშვებული და ის არის ალბათ ყველაზე მოდიფიცირებადი პისტოლეტი, ის იაფია და ამიტომაც მას ხშირად იყენებენ როგორც მოდიფიკაციის ბაზას. ბუნებრივია, რომ დღეს როდესაც ყველას აქვს ტელეფონში ციფრული კამერა ინტერნეტში ყველანაირ სურათს ვნახავთ. ხშირად ასეთ სურათს არ ახლავს ტან დეტალური ახსნა იმისა, თუ რა მოხდა. შემიძლია მხოლოდ დაგარწმუნოთ, რომ შემთხვევები, როდესაც გლოკმა უმტყუნა მსროლელს და განიცადა სტრუქტურული დაზიანება ეხება მხოლოდ გადატენილი ვაზნების გამოყენებას. მეორეს მხრივ თუნდა ვაზნის დეტონაციის შემთხვევაშიც, მაქსიმალური დაზიანება, რომელსაც იღებს პატრონი არის ხელზე  მცირე ნაკაწრები და უმნიშვნელო დამწვრობა. ჩემი აზრით “ფეთქებადი” გლოკები არის წმიდა ინტერნეტ-ფენომენი, ვინაიდან მე ასეთი პრობლემის არსებობის შესახებ სპეციალურ ლიტერტაურაში ჯერ არსად არ წამიკითხავს.

 



6 Responses to “და ისევ გლოკი”

  1. giga says:

    gamarjoba levan,

    rac gavxdi glokis mflobeli mas mere mivxvdi mis upiratesobas sxva pistoletebze.

    III da IV taobis glokebs shoris aris kidev erti gansxvaveba. III taobas aqvs 3 shtifti charchoshi, xolo IV-s mxolod 2.

  2. Shooter says:

    orives aqvs sami shtifti. ori shtifti aqvs mxolod gen1 da adrindel gen2-ebs ;)

  3. giga says:

    ra vici levan, or shtifts vadzrob xolme da ise vshli.mesame stifti sadac III taobas aqvs saxelurtan iq IV-s aqvs damatebiti saxelurebis dasamagreblad.kovel shemtxvevashi chemsas egre aqvs :)

    tu ginda suratebs gadaugheb da gamoushveb

  4. Shooter says:

    is mesame ara marto saxelurs ichers aramed damrtkmel sasxlet meqanizms. tu ar amoighe bolomde ver dashli. mesame da meotxe taobebs orives aqvt sami shtifti. ori tsin da erti ukan. ;)

  5. paata says:

    ra gansxvavebaa glpk 19-sa da glok 17-s shoris zomebshi sxvaobis garda?

  6. Shooter says:

    meti arts araferi

დატოვეთ კომენტარი