“რედაქტორის სვეტი” 10.09.2012 -თურქული თოფები და ა.შ.

თემა, რომელსაც მინდა შევეხო ძალიან აქტუალურია და ეხება თურქულ იარაღს, კონკრეტულად კი თურქულ თოფებს. ქართულ ფორუმებზე და დარწმუნებული ვარ სუფრებზეც სადაც მონადირეები ან ისინი ვინც თავის თავს ასეთად თვლის იკრიბებიან ეს არის ნომერ პირველი განხილვის თემა. მიზეზი ამისი ცხადია არის ამ ქვეყანაში წარმოებული თოფების მომრავლება.  ალბათ ლომის წილი მოდელების გამის, რომელიც წარმოდგენილია დღეს მაღაზიებში არის თურქული წარმოების. ფასებიც მიმზიდველია, თოფები კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან აქ მთავრდება ამ თოფების პლუსები. ავხსნი ჩემ პოზიციას, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში „პომპები“ ჩემი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის. მათ შორის მეც მქონდა და მხვდება სხვის ხელებში საკმაოდ ბევრი თურქული თოფიც. ჩემი პრეფერენციები ამ კლასის იარაღში ბლოგის მკითხველებისთვის ცნობილია, ეს არის ამერიკული მოსბერგის, 590 სერიის თოფები. წლების განმავლობაში მე რამდენიმე ათასი ვაზნა მაქვს ნასროლი სხვა და სხვა თოფებიდან ისევე, როგორც თვალს ვადევნებ სხვა თოფების ინტენსიურ ექსპლუატაციას ჩემი მეგობრების ხელებში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე არ მინახია არც ერთი პრობლემა, უფრო მეტიც არც ერთი დაბრკოლება ამერიკულ „პომპებთან“. მე მინახია რამდენიმე იშვიათი პრობლემა ვაზნების მიწოდებაში იტალიური FABARM-ის თოფებში და მინახია საკმაოდ ბევრი პრობლემა თურქულ თოფებთან. ჩემ Stoeger Sp312-ზე დაახლოებით 300-350 ვაზნის შემდეგ გატყდა დამრტყმელი. დაახლოებით 150 ვაზნის შემდეგ აქ დამზადებული ეს დეტალი ისევ გატყდა და ასევე გატყდა მეორე Sp312 დამრტყმელიც (ნემსა), რომელიც ჩემ მეგობარს ეკუთვნოდა. სულ ახალი, ყუთიდან, Akkar Karatay Taktik არ მუშაობდა და არ აწვდიდა ვაზნებს. ამის შესახებ მე ვწერდი უკვე ჩემ ბლოგზე. სულ ბოლოს პიროვნებამ მოიტანა სულ ახალი, გაუხსნელი, მაღაზიაში ნაყიდი Hatsan Escort, რომელიც ეგრევე გავიტანეთ სასროლად. თოფი ისევ არ აწვდიდა ვაზნებს. სწორედ ამ შემთხვევამ მიბიძგა ეს „მინი-სტატია“ დამეწერა.  სათქმელი უნდა ითქვას. ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც იყიდეს ATA-ს ფირმის ნახევრად-ავტომატური თოფები და მალევე გაყიდეს პრობლემატური საიმედოობის გამო. ვიცნობ რამდენიმე ფორუმის წევრს, რომლებმაც იყიდეს იგივე თოფები, ძალიან აქებდნენ და მერე ზედმეტი ხმაურის გარეშე ასევე გაყიდეს. მეორად ბაზარზე პრაქტიკულად ახალი ATA-ს თოფების სიმრავლე საკმაოდ დაბალ ფასად, ასევე გარკვეულ დასკვნებამდე მივყავართ. ორმა ჩემმა მეგობარმა იყიდეს Armsan-ის „პომპები“. ორივე უჩიოდა პრობლემურ მიწოდებას და ერთმა თოფი გაყიდა ამის გამო.  ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ მე ჯერ არ მინახია, არ გამიგია არც ერთ პრობლემაზე თუნდაც ძალიან ნახმარ ამერიკულ „პომპასთან“. იმ ასობით და ათასობით ვაზნაზე, რომელიც მე გავისროლე, ამერიკულ თოფთან მე მქონდა ერთი პრობლემა არ ამოგდებული მასრა გასროლის შემდეგ. მეტი არაფერი. მიუხედავად მათი უხეში დიზაინისა და დამზადებისა, მოსები, რემები და ვინჩოები, მავერიკებთან ერთად ვირივით მუშა თოფები არიან. ეს არის ფაქტი. თურქები? დიდი მადლობა, პირადად მე  თავს შევიკავებ. ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან, აქვთ უნაკლო ლულები მაგრამ, საიმედოობა არ აქვთ დამაკმაყოფილებელი. გასართობად, ტყეში ლასქრობებში სათრევად, უბრალოდ, რომ იყოს, „თურქი“ გამოდგება. სერიოზული საქმისთვის მე მას არავის არ ურჩევ. არის კიდე ალბათობა, რომ თურქეთიდან შემოდის უბრალოდ არა ლიკვიდური საქონელი, ხოლო უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია მიდის უფრო მნიშვნელოვან ბაზრებზე, რუსეთის და აშშ-ის მაგალითად. გარდა ამისა თურული თოფები ისედაც ვარირებენ მუშა მოდელებიდან აბსოლუტურ ნაგვამდე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ნაგავია საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება. აქ დავასრულებდი მაგრამ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ყველაფერი, რაც მე დავწერე ჩემი პირადი აზრია და ჩემ პირად დაკვირვებებზეა აგებულია მხოლოდ და მხოლოდ. შეიძლება მე არ ვხედავ სრულ სურათს, მაგრამ ეს არის რასაც მე ვხედავ ჩემი თვალებით ჩემი გადმოსახედიდან. ამდენს იმიტომ ვწერ, რომ ნამდვილად არ მინდა ვინმემ დაიწყოს ლაპარაკი, რომ თურქული თოფები ნაგავია, იმიტომ რომ ამას „შუტერი“ წერს თავის ბლოგზე. ყოველთვის აღმოჩნდება კმაყოფილი თურქული თოფის პატრონი, რომელიც ეგრევე გამომაცხადებს მე არიფად, რომელიც საკითხში არ ერკვევა. ამის მიზეზის მიცემა მე არ მინდა, იმიტომ, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშედაც ჩვენ ინტერნეტ-პროვინციაში უკვე გაჩნდნენ „ექსპერტები“, რომლებიც თავის რეპუტაციას ქმნიან ჩემი ლანძღვით (ეს მაშინ როდესაც, ჩვენში დარჩეს და როგორც ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობელ ქვეყანაში იძახიან сами  х.. от пальца отличить не могут). ასე, რომ ნამდვილად არ მინდა, რომ ეს „ბრწყინვალე“ კასტა კიდე უფრო გაიზარდოს, თუმცა გულზე ხელი, რომ დავიდო ჩემთვის სიმართლე გითხრათ სულ ერთია. ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის.  …мне ругань дураков милее всех похвал….

საინტერესო იარაღი უჩვენეს ტელევიზორში რამოდენიმე დღის წინ. ის ეკუთვნოდა ბარამბოს  შოკოლადის მოყვარულ რამდენიმე ქართველს და რამდენიმე უცხოელსაც, რომლებსაც ისე უნდოდათ მსოფლიოში ცნობილ ლოპოტას ტბის კურორტზე დასვენება, რომ გადაწყვიტეს რეისს არ დალოდებოდნენ და კუთხე მოეჭრათ, ასე რომ პირდაპირ აქით, ფეხით გადმოვიდნენ. რა მოხდა მერე ყველამ ვიცით ან არ ვიცით. იარაღი, რომელიც კადრებში გამოჩნდა ძალიან წააგავდა Steyr-ის სნაიპერულ შაშხანას, რომელიც შეიძლება ეგზოტიკურ ნივთად ჩაითვალოს სამთო ლაშქრობების მოყვარული ტურისტების ხელში.  თუმცა ცალკე დაყენებული სადგარი  (შტეირს ინტეგრირებული სადგარი აქვს, ხოლო მოდელი ელიტი, რომელსაც სადგარი არ აქვს განსხვავებული დიზაინის კონდახი აქვს) და მისი საკეტის უკანა ნაწილმა, ისევე როგორც ლულის კონფიგურაციამ, მე ვიტყოდი 85% დამარწმუნა, რომ ეს არის, რაღაც ნახევრად-კუსტარულად დამზადებული შაშხანა, რომელიც „ჩასმულია“ ATI-ს იაფფასიან პლასტმასის კონდახში, რომელიც თავიდან გათვლილია მაუზერის სისტემის შაშხანებისთვის.  100% არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ჩემი აზრით ის იარაღი არ არის Steyr Scout-ი. პარტიზანების და მეამბოხეების შეიარაღებაში ეგზოტიკური იარაღი იშვიათობა არ არის, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ გავიხსენოთ Steyr AUG-ები სირიელი პარტიზანების ხელში, ან ცოტათი უფრო შორს, რომ წავიდეთ SiG Stg 510-ები, რომლებითაც კოსოვოელი მეამბოხეები სარგებლობდნენ და ასე შემდეგ. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან ისე ხდება, რომ იარაღი ხვდება იქ სადაც ის არანაირად თითქოს არ შეიძლება, რომ მოხდეს. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება იარაღს, რომელიც მათ შორის სამოქალაქო ბაზარზე იყიდება.  მაგრამ მე მაინც მგონია, რომ царь вовсе не царь.

ბლოგმა იერსახე ცოტათი შეიცვალა. იმედია მოგეწონათ :) შესაძლებელია სურათებზე „დაკლიკება“ და მათი გადიდება. ცოტათი უფრო კითხვადი გახდა სტატიები. ცოტა გავაქტიურდი, ეტყობა ზაფხულში სიცხე მიშლიდა და ეხლა სტატიებს რეგულარულად ვამატებ.  სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო ისე აქტიურად უკვე არ ვახორციელებ ჩემი არსენალის როტაციას, მაგრამ წლების განმავლობაში იმდენი მასალა დაგროვდა, რომ კიდე დიდხანს მეყოფა. გადამზიდავი კომპანიებიც აქტიურად მუშაობენ და ახალი წიგნები რეგულარულად ჩამომდის ასე, რომ ბლოგი თავის ფუნქციონირებას გააგრძელებს კიდევ დიდხანს.



6 Responses to ““რედაქტორის სვეტი” 10.09.2012 -თურქული თოფები და ა.შ.”

  1. levani says:

    ძაღლი ყეფს, ლევანი მუშაობს.
    ლევან უწინდელად ენერგიულად გააგრძელე ახალი სტატიების წერა, გარწმუნებ შენი ბლოგი სულამოუთქმელად იკითხება.
    ყველაფრის მცოდნე ვითომ ექსპერტები (,,გეკოთი” 400 მეტრში კლავ, პომპით სანადიროდ ვინ დადის და სხვა მარგალიტები) ყოველთვის იყო და იქნება.
    როგორც ვხედავ ქართულ ინტერნეტსივრცეში ცეცხლსასროლი (და არა მარტო) საჭურველის ერთადერთი კვალიფიციური მიმომხილველი ხარ.

    პატივისცემით მკითხველი

  2. Shooter says:

    მადლობა გამოხმაურებისთვის! როდესაც ამ პროექტს ვიწყებდი არ ვიყავი მზად, რომ ჩემზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, როგორც დადებით ასევე უარყოფით კონტექსტში. ეხლა ვხვდები რომ ეს გარდაუვალია და ამას უნდა შევეგუო.

  3. giga says:

    gisurveb carmatebebs, mkitxveli da sheni shromis damfaseblebi namdvilad ar mogakldeba:)

  4. misha says:

    ლევან წარმატება მინდა გისურვო.სიამოვნებით ველოდები ხოლმე შენ მორიგ სტატიას, შენ ყველა სტატიაში იგრძნობა დიდი შრომა და დრო რომელსაც შენ ხარჯავ, ეს ძალიან დასაფასებელია. კიდევ ერთხელ მადლობთ სტატიებისთვის.
    თუ არის შესაძლებელი კარგი იქნებოდა შეტყობინება ფოსტაზე ახალი სტატიის გამოჩენასთან დაკავშირებით.
    წარმატებები!!!

  5. Shooter says:

    madloba gamoxmaurebisatvis :)

  6. რაკლი says:

    გამარჯობათ ბატონო ლევან! თქვენი ბლოგი და სტატიები საკმაოდ შემეცნებითია!
    თქვენთან, როგორც საკითხის მცოდნე პიროვნებასთან, მაქვს რამდენიმე ტექნიკური სახის კითხვა(არ ვიცოდი სად(რომელ იმეილზე?) მომეწერა და ამიტომ კომენტარის სახით გწერთ).

    1. ხომ არ იცით რა პროცედურები უნდა გაიაროს ამერიკის მოქალაქემ, საქართველოში ერთეული ეგზამპლარი(ან რამოდენიმე) იარაღის და ამუნიციის ჩამოსატანად?
    2.უნდა განაბაჟოს თუ არა ჩამოტანილი იარაღი ამერიკის მოქალაქემ, თუ ეს იარაღი მისი პირადი კუთვნილებაა და გასაყიდად არ ჩამოაქვს?
    3. აქვს თუ არა ამერიკის მოქალაქეს ჩამოტანილი იარაღის, საქართველოს მოქალაქეზე გაჩუქების უფლება?
    4. როგორი სიტუაციია ამუნიციასთან დაკავშირებით: რამდენი ერთეული ამუნიციის შემოტანა შეუძლია ერთ პიროვნებას და ა.შ.?
    წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის!
    პატივისცემით-ირაკლი.

დატოვეთ კომენტარი