Fitz Special

 

Sunday, March 15th, 2009

 

“გადაჭრილი” რევოლვერის ისტორია

საუბარი წავა იარაღზე რომელმაც პრაქტიკულად არ დატოვა კვალი იარაღის ისტორიაში და მის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის რამე. მაგრამ ამ იარაღმა და უფრო სწორედ ამ იარაღის ტიპმა გარკვეული გაველნა მოახდინა კომპაქტური ფარული ტარებისთვის განკუთვნილი იარაღის კონცეფციაზე. ლაპარაკია გადაჭრილ და დამოკლებულ რევოლვერებზე ანუ ე.წ. Fitz Special-ზე, რომელთა შემქმნელი გახლდათ ჯონ ჰენრი ფიცჯერალდი (John Fitzgerald). ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტი და გამოცდილი მსროლელი, რომელიც წარმოადგენდა კოლტის კომპანიის როგორცე ეხლა იძახიან “სარეკლამო სახეს” 1918-1940 წლებში. ე.წ. Fitz Special არის მისი იდეა, რომელმაც დაიმსახურა თავისი ადგილი მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ისტორიაში. პირველად მე ასეთი იარაღის შესახებ წავიკითხე წიგნში Shooting To Live (ავტორები W.E. Fairbairn და E.A. Sykes). ავტორები ახსენებდნენ ასეთი ტიპის იარაღს, როგორც ყველაზე მოხერხებულ და სასურველ სისტემად სახიფათო ადგილებში ფარული ტარებისთვის. მოგეხსენებათ აღნიშნული ორი პიროვნება იყვნენ პოლიციელები შანხაიში იმ დროს როდესც შანხაი უფრო საშიში ადგილი იყო ვიდრე ნებისმიერი ქალაქი ველური დასავლეთის დროს. აღნიშნული წიგნი მიუხედავათ იმისა რომ ძალზედ სპეციფიურია, მაინც ითვლება წიგნად, რომელიც ნებისმიერმა სროლელმა უნდა/ვალდებულია წაიკითხოს.

რას წარმოადგენს ე.წ. Fitz Special? ტიპიური ვარიანტი არის მცირე ან საშუალო ზომის რევოლვერი, რომელსაც უმოკლებენ ლულას, აჭრიან ჩახმახს და რაც მთავარია აჭრიან სასხლეტის დამცავი რგოლის ნახევარს. ასევე შესაძლებელია უკეთესის ამიზნე მოწყობილობების დაყენება, სახელურის დამოკლება და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დამუშავება. გადაჭრილი ჩახმახის ზედაპირი დამატებით მუსავდებოდა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლებულიყო რევოლვერის შეყენება თუ საჭირო იყო განსაკუტრებულად ზუსტი ან შორი გასროლა. მოკლედ მთავარი იდეა ამ კონცეფციის უკან იყო და არის მაქსიმალურად კომპაქტური და “სწრაფი’ იარაღის შექმნა, რომლის ტარება შესაძლებელი იქნებოდა ჯიბეში და ასევე შესაძლებელი იქნებოდა ძალზედ სწრაფად პირველი გასროლის წარმოება და უნდა ვაღიაროთ, რომ ბატონმა ჯონ ფიცჯერალდმა, როგორც გამოცდილმა მსროლელმა და ირაღის პრაქტიკული გამოყენების ექსპერტმა შექმნა შესანიშნავი სისტემა.

სურათზეა არც თუ ისე ტიპიური Fitz Special – .38 კალიბრის კოლტი მოდელი პოლის პოზიტივ სპეშელი, ქარხნული მოდიფიკაცია. სპეცილაურად დამზადებული ლულა, დამოკლებული და გადაჭრილი ექსტრაქტორის ღერძი, გადაჭრილი ხახმახი, დამოკლებული სახელური და შესანიშნავი გრავიურები. დღეს ამ კონკრეტული რევოლვერის ფასი შეადგენს 10 000 დოლარს.
rad4A92A4826-A

ასეთი ტიპის გადაკეთებები რა თქმა უნდა არ ხდებოდა მხოლოდ კოლტის ქარხანაში. ერიკ საიქსი და უილიმა ფეირბარნი ფიტცჯერალდის იდეის თანახმად თავად ახორციელებდნენ მათ განკარგულებაში არსებული იარაღის ანალოგურ მოდერნიზაციას. ასევე გარკვეული დროის მანძილზე ასეთი მოდიფიკაციები კეთდებოდა კუსტარული მეთოდით და განსხვავდებოდა შესრულების და შესრულებული სამუშაოების ხარისხით.

ალბათ ისიც უნდა ითქვას რომ ბატონი ფიცჯერალდი არ იყო პირველი, ვინც განახორციელა სტანდარტული რევოვერის კასტომიზაცია, მისი ზომების შესამცირებლად და ერგონომიკის ოპტმიზაცია სპეციფიკური მოთხოვნების მიხედვით. ისტორიას ახსოვს სრული ზომის რევოლვერები (კოლტები და სმიტ ვესონები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მოდელები) რომლებსაც ქონდათ გადაჭრილი ან საერთოდ მოჭრილი ლულები, ასევე საკმაოდ გავრცელებული იყო სასხლეტის მიდურება უკანა პოზიციაში როდესაც სროლა იწარმოებოდა ჩახმახის კამოკვრით (ე.წ. sling shot მეთოდი). უბრალოდ ჯონ ფიცჯერალდმა აიყვანა ეს საქმე უფრო მაღალ დონეზე რაც რა თქმა უნდა არ ამცირებს მის დამსახურებას და ტალანტს. იგი თავად ატარებდა ორი ასეთი ტიპის იარარს და შესანიშნავად იცოდა მათი ხმარება.

მემსმის რომ ბევრი იტყვის ეხლა რომ ასეთი მოდიფიკაციები სახიფათოა და შეიძლება უკვე არც ტუ ისე აქტუალური, მაგრამ ჯერ ეს ერთი არავის არ უთქვია, რომ Fitz Special არის იარაღი ყველასთვის და მეორეც, ეს იარაღი არს მოწონებული და ნაქები ისეთი ხალხისგან, რომელიც ქუჩაში უფრო მეტი ვაზნა აქვთ ალბათ ნასროლი ვიდრე ტირში. მათ შორის უკვე ნახსენები უილიამ ფაიერბარნი და ერიკ საიქსი. ასევე პოლკოვნიკი რექს ეპლგეიტი (Rex Applegate) ავტორი წიგნისა “მოკალი ან იყავი მოკლული”, რომელიც ეხება ხელჩართულ ბრძოლას და საბრძოლო სროლას პისტოლეტიდან. ასევე აღნიშნულ იარაღს მოიხსენიებს პოლკოვნიკი ჩარლსზ ასკინსი (Col. Charles ‘Boots’ Askins) თავის წიგნში “მოუნანიებელი მცოდველი” სადაც ის წერს შემდეგს: “ყველაზე დიდებული თავდაცვის იარაღი, რომელიც მე შემხვედრია იყო .45 კალიბრის კოლტი მოდელი ნიუ სერვის, ორ დუიმამდე დამოკლებული ლულით, გადაღუნული ჩახმახით, დამოკლებული ტარით და სასხლეტის დამცველი რგოლის მოშორებული წინა ნაწილით…. ის იყო საუკეთესო რამე იმისთვის რისტვისაც იყო განკუთვნილი”.
მესმის, რომ ბევრისთვის შეიძლება ეს სახელები არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ამ ხალხიდან დაიწყო იმის კულტივირება რასაც ქვია საბრძოლო სროლა მოკლელულიანი იარაღიდან. და ამათმა ეს დაიწყეს უფრო ადრე ვიდრე ჯეფ კუპერი, მასად აიუბი და კლინტ სმიტი. ანუ ის ხალხი რომელიც დღეს ქმნის (ქმნიდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჯეფ კუპერის შემთხვევაში) ამინდს ამ საქმეში.

ილუსტრცია წიგნიდან Shooting To Live

fitzbc0_th

კოლტის მუზეუმში დღესაც ინახება გადაჭრილი .45 კალიბრის ნიუ სერვისი როემლსაც აწერია “რექსს ფიტცისგან”.

თანამედროვე ულტრა კომპაქტური რევოვერი სმიტ&ვესონ მოდელი M4P 340PD
G163073

სურათზეა ჩარტერ არმზის წარმოებული რევოლვერი, კუსტარულად გადაკეთებული და ამორებული პოლიციური ოპერაციის დროს. რაც მეტყველებს იმაზე რომ ეს სისტემა დღესაც აქტუალურია. აშშ-ში ასევე რამოდენიმე ოსტატი სტავაზობს მომხარებელს ნებისმიერი რევოლვერის მოდიფიკაციას ჯონ ფიცჯერალდის იდეების გათვალისწინებით.

Posted in ისტორია | Comments Off



დატოვეთ კომენტარი