უნიკალური Cosmi

Tuesday, July 21st, 2009

cosmi-5a

ალბათ ერთ ერთი ყველაზე უნიკალური კონსტრუქციის გლუვლულიანი თოფი, რომელსაც ოდესმე მიუღწევია სერიულ წარმოებამდე, თუმცა სერიულ წარმოებას ვერ უწოდებ იმას, რა მეთოდითაც Cosmi Americo e Figlio S.N.C. უშვებს თავის სუპერ ელიტარულ სანადირო თოფებს.   ერთი შეხედვით Cosmi გავს ძვირადღირებულ ცალ ლულინ თოფს,  მაგრამ სინამდვილეში ის არის ყველაზე უცნაური და უნიკალური ნახევრად ავტომატური თოფი მსოფლიოში.   კონსტრუქციაზე მისი გამომგონი იტალიელი  როდოლფო კოზმი დაახლოებით 20 წელი მუშაობდა, ხოლო თავისი კონსტრუქციის ნახევრად ავტომატური თოფების წარმოება დაიწყო 1925 წლიდან.  პატენტი კოზმის კონსტრუქციაზე გაიცა 1920 წელს. როგორც ნადირობის დიდი მოყვარული, როდოლფო კოზმი ხშირად ფიქრობდა იმაზე თუ, როგორი უნდა იყოს იდეალური სანადირო თოფი.  თავისი პირველი სანადირო თოფი ჩვეულებრივი კონსტრუქციის მან გამოუშვა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში.  ამისთვის მან გასაშლელი ქოლგის ნაწილები გამოიყენა.  1905 წლიდან ის იწყებს უკვე უფრო რთულ ნახევრად ავტომატურ თოფებზე მუშაობას.  1900 წელს დაიწყო რევოლიციური ბრაუნინგ აუტო 5–ის წარმოება და ძალიან ბევრმა იარაღის მწარმოებელმა დაიწყო ავტომატურ თოფებზე მუშაობა.   როდოლფო კოზმიმ გამოცადა ახალი აუტო 5 და  იღებს მისგან  იმ დროის ყველაზე საუკეთესო კონსტრუქციის – ბრაუნინგის დამრტყმე სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციას და იღებს გადაწყვეტილებას უარი თქვას ლულის ქვეშ განლაგებულ მჭიდზე, მისი ცუდი ბალანსის გამო და გადაქვს მჭიდი კონდახში. იდეა არ არის ახალი თუმცა სანადირო თოფებში მგონი მან პირველმა გააკეთა ეს.  გარკვეული როლი ითამაშა ასევე ესთეტიკის საკითხმა.  კლასიკურ ორ/ცალ ლულიან თოფთან შედარებით მაშინდელი ნახევრად ავტომატები გამოიყურებოდნენ უფრო, როგორც სამხედრო უხეში იარაღები. ამ მხრივ Cosmi–ს თოფები საოცარი ელეგანტურობით გამოირჩევიან.  1937 წელს როდოლფო კოზმი გარდაიცვალა და მისი საქმე მისმა შვილებმა გააგრძელეს, მარსელომ და ამერიკომ.  თავის სიკვდილამდე კოზმიმ გამოუშვა დაახლოებით 400 თოფი, რომელთა უმეტესობა ინახება კერძო კოლექციებში.  ეხლა კომოპანიას მართავს მისი ვილიშვილი, რომელსაც ასევე როდოლფო ქვია.  1940–1945 წლებში კომპანიამ დროებით შეწყვიტა თოფების გამოშვება. 1925 წლიდან დღემდე გამოსულია სულ რაღაც 8 000 ცალი თოფი.  უნდა აღინიშნოს, რომ თოფები იწყობა მთლიანად ხელით, შედგება ასი ნაწილისგან და თოფის გამოშვების მთელი ციკლი სრულდება Cosmi–ს ქარხანაში.  ოსტატების 18 კაციან გუნდს (კომპანიის მფლობელის ჩათვლით) ჭირდებათ დაახლოებით 200 სამუშაო საათი ერთი თოფის დასამზადებლად.  1990 წლიდან კომპანია ასევე უშვებს თოფს ტიტანისგან დამზადებული ნაწილებით (მოდელი Titanio). Cosmi-ს თოფების წონა არ აღემატება 3.2 კგ–ს ხოლო ტიტანის და მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული თოფის წონა სულ რაღაც 2.8 კგ–ია.  მაგალითად მოდელი Titanio 12 კალიბრში იწონის 3.1 კგ–ს რაც 400 გრამით ნაკლებია ვიდრე მოდელი ჩვეულებრივი ფოლადისგან.  სხვა მხრივ 80 წელზე მეტი Cosmi-ის  თიოფების დიზაინი არ იცვლება.  კომპანია უარს იძახის თოფების სერიულ წარმოებაზე თანამედროვე დაზგა დანადგარების გამოყენებით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის იარაღის მასიური წარმოება წარმოუდგენელია.

კონდახის მასალდ გამოიყენება მხოლოდ გადარჩეული თურქული კაკალი.  თოფებზე გრავირებას ასრულებენ მსოფლიოში საუკეთესო ოსტატები: მაურო დასა, გალეაცი, ჩეზარე ჯოვანელი.

ლულები მზადდება Boehler-Antinit–ის ფოლადისგან (Boehler წარმოებლის სახელი, Antinit ფოლადის მარკა). აღნინული მარკის ფოლად სიყენებენ მხოლოდ უმაღლესი კლასის მწარმოებლები, როგორებიცაა Krieghoff, Merkel, Perazzi და Kemen.  იგივე მწარმოებლის ფოლადი გამოიყენება რესივერის დასამზადებლად.

cosmi-10a

გამომდინარე იქიდან რომ როდოლფო კოზმი ყველანაირად ცდილობდა შეენარჩუნებინა კლასიკური სანადირო თოფის ერგონომიკა თოფის გახსნა დასატენად ისევე ხდება როროგც ორ ლულიან თოფებში, ასევე ანალოგიურად განლაგებულია დამცველი. დამაბრუნებელი ზამბარის რგოლები მცირე დიამტერისაა  ვინაიდან არ არის საჭიროება მისი განლაგებისა მჭიდის ირგვლივ.  ასევე თოფს გააჩნია ბუფერის მაგვარი კონსტრუქცია, რომელიც ამცირებს უკუცემის ძალას.  რესივერის შიგნით განლაგებულია საკეტი, რომელსაც გააჩნია ორი ექსტრაქტორი, შიგნით განლაგებულია მოდული დამრტყმელით.  ავტომატიკის სქემა ისევე როგორც დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი  წააგავს ბრაუნინგ აუტო–5–ს.

cosmi-8a1

დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი

იარაღოს დასატენად უნდა გადახსნათ ლულა, პირველი ვაზნა თავსდება პირდაპირ სავაზნეში დანარჩენი კიდე მჭიდში.  ბოლო ვაზნის გასროლისა საკეტი ღია რჩება.  სავარაუდოთ ასეთი ტიპის თოფი გადატენვისას მისი მოძ5რავი ნაწილები შეიძლება დაბინძურდეს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ასეთი კლასის და ტიპის თოფები არ არის განკუთვნილი უხეშ ექსპლუატაციაზე. ასეთი ნადირობებისთვის სხვა ტიპის თოფები არსებობენ.

cosmi-chamber-open

ჩაკეტილი და გახსნილი საკეტებით

Cosmi–ს თოფები გამოდის სამ კალიბრში (12,16,20) და სამი ტიპის რესივერი აქვთ, ფოლადის,  მსუბუქი შენადნობის და ტიტანის.  ფასი როგორც წესი არ არის 10 000 დოლარზე ნაკლები.  ის ყველაზე ძვირადღირებული ნახევრად ავტომატური თოფია მსოფლიოში.

მიუხედავათ იმისა, რომ თოფი საკმაოდ რთულია ის უნაკლოდ მუშაობს. კომპანიის წარმოამდგენლები ირწმუნებიან, რომ სულ პირველი პროტოტიპი დღემდე იმყოფება მუსა მდგომარეობაში. ასევე კომპანია თვალს ადევნებს თოფის მფლობელებს და თვითონ აღიცხავს მათ.  ცნობილია რომ Cosmi-ს თოფები ქონდათ ბენიტო მუსოლინის და ლეონიდ ბრეჟნევს.

ჩემის აზრით საოცარია რომ ХХI საუკუნეში ჯერ კიდევ შემორჩა ასეთი ტიპის საოჯახო წარმოებები სადაც ასეთი მაღალი კლასის და უნიკალური იარაღი იწარმოება.  არაფერი არ მაქვს წინააღმდეგი თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ მაგრამ დასანანი იქნება თუ ასეთი კომპანიები შეეწირებიან პროგრესს. მე არ ვიცი არის ტუ არა Cosmi საქართველოში მაგრამ მაგის მფლობელების მაგრად შემშურდებოდა



One Response to “უნიკალური Cosmi”

  1. [...] წყაროა: shooterscentral.ge Posted in გლუვლულიანი Tags: Cosmi « Copper JohnCopper John You [...]

დატოვეთ კომენტარი