.357 SIG-ის ისტორია

Friday, March 20th, 2009

357SIG1

“თუ მსროლელს, ჭირდება ყველაფერი: მაღალი ენერგია, კარგი ტრაექტორია, მაღალი სისწრაფე, დიდი სიზუსტე, ღრმა შეღწევა და დიდი საცეცხლე ძალა და მხოლოდ ერთ ვაზნაში, რომელიც ჩადის კომპაქტურ და მსუბუქ და სროლისას კომფორტულ იარაღში, ასეთებისათვის ზედგამოჭრილია .357 Sig.” ციტატა სტატიიდან ჟურნალში Handguns, 1996 წლის აპრილის გამოცემა. 

1994 წელს, აწი უკვე ჩვენთვის კარგად ცნობილმა კომპანია ზიგ-მა კომპანია ფედერალ კარტრიდჯ-თან ერთად წარმოადგინა თავისი უახლესი ქმნილება: ახალი ძლიერი ვაზნა, რომელსაც დაარქვეს .357 Sig. სხვათაშორის პირველი პისტოლეტის ვაზნა ბოთლის ფორმის მასრით, შექმნილი ბოლო 75 წლის განმავლობაში . ვაზნის ასეთი “სპეციფიური” ასოციირებული ლეგემდარილ .357 მაგნუმთან სახელი ტყვილად არ იქნა არჩეული. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, შექმნილიყო პისტოლეტის ვაზნა, რომელიც გაუტოლდებოდა რევოლვერის (ამ შემთხვევაში .357 მაგნუმს) სიმძლავრეში და შესაბამისად ეფექტურობაში. ორივე კომპანიის სპეციალისტებმა კარგად გაითვალისწნეს ძლიერი 10მმ Auto-ს ნეგატიური გამოცდილება და შექმნეს ნადვილად ტექნოლოგიურად ძალიან დახვეწილი ვაზნა, რომელსაც ძალიან კარგი მაჩვენებლები ქონდა და იმავე დროს ბევრად უფრო უნივერსალური იყო ვიდრე თავის სიმძლავრის გამო  ძალზედ სპეციფიური 10მმ აუტო.
უბრალოდ და მარტივად რომ ავხსანთ .357Sig არის პრაქტიკულად .40 S&W მასრა, რომელშიც თავსდება 9მმ ტყვია. (40 სვ-ის ვაზნა ვერ გამოდგება .357Sig-ზე გადასაკეთებლად იმიტომ, რომ ორიგინალური ზიგ-ის მასრა ოდნავ გრძელია) კომპანიის განაცხადის მიხედვით მათი ახალი ვაზნა იმეორებდა .357 მაგნუმის 124 გრანიანი ტყვიის მაჩვენებლებს 90მმ სიგრძის ლულიდან გასროლისას. ასეთ შემთხვევაში 124/125 გრანიანი 9მმ ტყვია ტოვებს ლულას საწყისი სიჩქარით 440 მეტრი წამში რაც ნამდვილად შთამბეჭდავია.
კიდევ ერთხელ სოფლური ენით, მარტივად რომ ავხსნათ: სტანდარტული 125 გრანიანი ტყვია ანალოგიურია შესაბამისი .357 მაგნუმის “რბილი” ვაზნებისა ან 9მმ პარაბელუმის ცხელი ვარიანტებისა – ანუ +P/+P+ (გაძლიერებული მუხტით). .357 Sig–ს საკმაოდ დიდი უკუქცევის ძალა აქვს, მაღალი ხმა და ლულის ცეცხლი მაგრამ მაინც უფრო დაბალი ვიდრე 10მმ Auto-ში და ორიგინალურ 357 მაგმუნმში. შესაძლებელია რა თქმა უნდა უფრო სუსტი მუხტების გამოყენება, მაგრამ მაშინ პრაქტიკულად ამ კალიბრის ყველა პლიუსი იკარგება.
ყველაზე დიდი პლიუსი ამ ვაზნის არის მაღალი საწყისი სიჩქარე და გაცილებით უფრო “ბრტყელი” ტრაექტორია. ასევე ის ეფექტურია სხვა და სხვა ბარიერებში გავლისას და მათ უკან განლაგებულ სამიზნეებზე საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს. ასევე დადებით მხარეს წარმოადგენს ვაზნის ფორმა. ბოთლის ფორმის ვაზნა ძალიან საიმედოა მიწოდებისას ვინაიდან უფრო ვიწრო მისი “თავი” უნდა შევიდეს უფრო განიერ სავაზნეში,  ამიტომ ითვლება, რომ ამ კალიბრის იარაღი თეორიულად უფრო საიმედოა. დენთის მწარმოებელი მსხვილი კომპანია Acurate Arms-ის განცხადებით .357 Sig-ი არის ყველაზე ბალისტიკურად სტაბილური მოკლელულიანი იარაღის ვაზნა, სიჩქარის დევიაცია ყველა ტესტირების დროს შეადგენდა მაქსიმუმ 3 მეტრს წამში, საშუალო კი მხოლოდ 1.5 მ.წ. !!! ანუ მაქსიმალური სხვობა გასროლიდან გასროლამდე არის პატარა რაც უზრუნველყოფს მეტ სიზუსტეს. სხვაობა მხოლოდ 3 მ.წ. ვისაც ესმის, ნამდვილად ძალიან კარგი მაჩვენებელია პისტოლეტის ვაზნისთვის. იგივე კომპანიის ახსნით, ასეთ სტაბილურ მაჩვენებლებს ხელს უწყობს მასრის ფრომა და მაღალი “სამუშაო” წნევა.
რა თქმა უნდა ვაზნას აქვს ასევე უარყოფითი მხარეები. მაღალი სისწრაფე ნიშნავს საკმარისზე მეტ შეღწევას სამიზნეში ანუ არსებობს საშიშროება, რომ სხეულში მოხვედრის შემთხვევაში ტყვია გახვრიტავს მას და შეინარჩუნებს საკმარის ძალას, რომ დაჭრას უდანაშაულო გამვლელები. შესაბამისათ კომპანიებმა, რომლებიც დაიწყეს ამ ვაზნის გამოშვება უბრალოდ ვერ შეძლეს არსებული 9მმ ტყვიების გამოყენება, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მაღალი საწყისი სიჩქარე 9მმ ექსპანსსიურ ვაზნებს (გათვლილები 9მმ პარაბელუმის სიჩქარეებზე) უბრალოდ ფეთქდებოდნენ მიზანში და ხდებოდა მათი სრული ფრაგმენტაცია. შედეგად ტყვია ვერ აღწევდა საკმარის შეღწევის სიღრმეს, რომელიც ოპტიმალურია ბიოობიექტის მწყობრიდან გამოსაყვანათ. რა თქმა უნდა დღეს დღეისობით გამოდის .357Sig-ის ვაზნები სხვა და სხვა დიზაინის ტყვიებით, მაგრამ ასეთი იარაღი ჯერ არ არის საკმარისად პოპულარული და “ბრძოლაში გამოცდილი”, ამიტომ ადრეა ლაპარაკი მის წარმატებულობაზე. ბევრი თვლის და ეს გასაგებიცაა, რომ არსებული აპრობირებული კალიბრები სხვა და სხვა ტიპის ტყვიებით გააკეთებენ ყველაფერს, რასაც სთავაზობს მომხმარებელს .357SIg-ი.
აშშ-ში სადაც ყველა შესაბამისი პროფილის სამსახური და პოლიციის დეპარტამენტი თავად ირჩევენ იარაღს, 357Sig-მა უკვე მოიკიდა ფეხი. აშშ-ს საიდუმლო სამსახური, და ფედერალური დაცვის სამსახური, ასევე მთელი რიგი პოლიციის დეპარტამენტები, არიან შეიარაღებული პისტოლეტებით აღნიშნულ კალიბრში.

ამ სურათზე მითითებულია ვაზნბეის მონაცემები და ტიპი, კარგად ჩანს კვალი რომელსაც ისინი ტოვებენ ბალისტიკურ ჟელატინში, შეღწევის სიღრმე და ტყვიის ფორმა ჟელატინის გავლის შემდეგ.

comparison



დატოვეთ კომენტარი