წამიერი ნაცნობობა ნაგანთან

Справа наган,
Да слева шашка,
Цейсс посередке,
Сверху — фуражка…

Э. Багрицкий, “Разговор с комсомольцем Н. Дементьевым”

არ დაგიმალავთ აქამდე მე ნაგანს ყოველთვის ძალიან დაბალ შეფასებებს ვაძლევდი. ალბათ იმიტომ, რომ აქამდე მე ის რამოდენიმეჯერ მეჭირა ხელში და რამოდენიმე ვაზნა მქონდა გასროლილი, რამაც დამარწმუნა, რომ ნაგანი იყო მოძველებული მოუხერხებელი რევოლვერი, რომლის სერიოზულ თავდაცვის ან საბრძოლო იარაღად აღთქმა არ შეიძლებოდა.  როდესაც, პირველად ავიღე ხელში გავოცდი, იმით თუ რამდენად არანორმალურად მძიმე სასხლეტი ქონდა. ეს იარაღი სწორედ ამის არის ცნობილი აქტიურ მსროლელებში. მე შემიძლია, როდესაც საჭიროა მთელი დღე ვათრიო ეზოში 50კგ-ნი ცემენტის შეკვრები მაგრამ, ჩემთვის იყო ძალიან პრობლემატური არა თუ სასხლეტზე თითის დაჭერა არამედ ამ პროცესში იარაღის დამიზნების ხაზზე შენარჩუნება.

ბელგიელების, ძმები ემილ და ლეონ ნაგანის  კონსტრუქციის რაევოლვერი პირველად მიღებულ იქნა შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1878 წელს, ბელგიის შეიარაღებული ძალების მიერ.

ეხლაც, როდესაც მომეცა საშუალება კიდე უფრო ახლოდან გავცნობოდი ამ რევოლვერს, მე არ გამიკვირდა, როდესაც არაბუნებრივად მძიმე სასხლეტმა პირველივე წამებიდან შემახსენა თავისი თავი. საბოლოო ჯამში მე ისე გავწვალდი, რომ გავიფიქრე, ალბათ რაღაც პრობლემები იყო დამალული იარაღის შიგნით. იმდენად არაბუნებრივად მძიმე იყო სასხლეტზე დაჭერა.

სურათმა, რომელიც მე დავინახე იარაღის დაშლის შემდეგ სიმართლე გითხრათ ძალიან არ გამაკვირვა. იარაღი გამოტენილი იყო საკონსერვაციო საფოხით. მე არ მიკვირს, რომ ბოლო დროს გახშირდა ტენდენციები, როდესაც იარაღის მაღაზიები ყიდიან მთლად მწყობრიდან გამოსულ იარაღს არა (თუმცა ესეთი შემთხვევებიც არის) არამედ იარაღს, რომელიც რბილად, რომ ვთქვათ ბოლომდე არ არის მზად გამოყენებისთვის. მე მიმაჩნია, რომ წესით და რიგით იარაღის „დეკონსერვაცია“ უნდა მოხდეს გაყიდვამდე, ან როგორც მინიმუმ მყიდველმა უნდა მიიღოს მინიმალური ინფორმაცია ‘დეკონსერვაციის“ შესახებ. იდეალურ ვარიანტში მაღაზია უნდა ყიდიდეს მოხმარებისთვის ბოლომდე გამზადებულ იარაღს.


ცივ ამინდში ეს საფოხი გამაგრდება და იარაღიდან გასროლის განხორციელება იქნება შეუძლებელი

დავანებოთ ამას თავი და დაუბრუნდეთ რევოლვერს და მის შეფასებას. ნაგანი არის საკმაოდ დიდი და მძიმე. მისი მასა შეადგენს 750 გრამს, რაც დღეს უდრის თანამედროვე სრული ზომის პისტოლეტის წონას. მიუხედავად დიდი ზომებისაა ტარი არც ისე მოსახერხებელია და პატარაც კი მომეჩვენა. მე საკმაოდ დიდი ხელები მაქვს მაგრამ არა გიგანტური. მომეჩვენა, რომ ნაგანის ტარი, რომ ყოფილიყო ერთი ორი მილიმეტრით უფრო მოკლე, ის ჩემთვის იქნებოდა სერიოზული დისკომფორტის გამომწვევი.

ჩახმახის შეყენებას დიდი ძალა ჭირდება. ტაოტის მოშორების და დაზეთვის შემდეგაც, ჩახმახის შეყენება და დაშვება არ იყო კომფორტული. ორმაგი მოქმედების რეჟიმში ის დარჩა მძიმედ. მეორეს მხრივ ერთმაგი მოქმედების რეჟიმში სასხლეტი იყო მძიმე მაგრამ პრინციპში დიდ და გადაულახავ პრობლემას აღარ ქმნიდა, როგორც გაწმენდამდე. არსებობს ნაგანის სასხლეტის გაუმჯობესების მეთოდი აღწერილი შესაბამის ინსრტუქციაში, რომელიც მათ შორის მოიცავს საბრძოლო ზამბარის შეთხელებას და სხვა პროცედურებს.

1895 წელს ნაგანის რევოლვერი მიღებულ იქნა შეიარაღებაში ცარის რუსეთში. მას მიენიჭა ოფიციალური სახელი  ’3-линейный револьвер системы Нагана образца 1895 года”.  ერთი სახელის ქვეშ იმალებოდა ორი მოდიფიკაცია, ოფიცრის მოდელი, დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმით ორმაგი მოქმედების და ე.წ. “ჯარისკაცის მოდელი” ერთმაგი მოქმედების მექანიზმით. რუსი გენერლების აზრით ეს შეამცირებდა ვაზნების ზედმეტ ხარჯვას.

მე ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა სროლა, მაგალითად ყოველი გასროლის წინ დამხმარე ხელის მეშვეობით ჩახმახის შეყენებით. პირველი მცდელობების შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იმუშავებდა.  ჩახმახს აქვს გრძელი კუდი და ის უკანა პოზიციაში მოყვანისას “კბენს” ხელს, რომლითაც ის გიჭირავთ. საკმაოდ მტკივნეული რამოდენიმე მცდელობის შემდეგ, მე შევეშვი ექსპერიმენტირებას. მერე გავიხსენე ვესტერნები. გაშლილი ხელის გულით ჩახმახის შეყენებება. არც ამან არ იმუშავა, ჩახმახის კუდი ვიწროა და თან ბასრი კუთხეებით.  ბოლოს მივხვდი, რომ ყვლაფერი რაც მე ვიცოდი მოკლელულიანი იარაღიდან სროლაზე ნაგანის შემთხვევაში უბრალოდ არ მუშაობდა. საიდუმლო ნკვდ-ს ტექნიკის გაცნობის სურვილი მე არ გამჩენია, ამიტომაც შევეშვი სასხლეტზე ფიქრებს.  ვიტყვი ძალიან მარტივად და პირდაპირ, ამ იარაღს პრაქტიკულად აქვს “ერზაც” ორმაგი მოქმედების რეჟიმი, რომლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ძალიან ახლო მანძილებზე ან ძალიან კრიტიკულ სიტუაციებში. ის ძალიან ძალიან მძიმეა და ალბათ არსებობს გარკვეული კატეგორია მამაკაცების, რომლებიც უბრალოდ ვერ შეძლებენ ფიზიკურად ორმაგ რეჟიმში განახორციელონ გასროლა ნაგანიდან. შეიძლება ასეთი მძიმე სასხლეტის მიზეზი არის (გარდა დენთის აირების ჩაკეტვის სქემისა, რომელიც ითვალისწინებს ასევე დოლურას წინ მიწევას, ორმაგ რეჟიმში გასროლის განხორციელების პროცესში) ის, რომ ორმაგი მოქმედების ოფცია გაჩნდა მოგვიანებით რუსეთში ტესტირებების შემდეგ და კონსტრუქტორებს არ ქონდათ საკმარისი დრო ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თავიდან წარმოდგენილი რევოლვერები იყო ერთმაგი მოქმედების. სხვა მოთხოვნებს, რაც შეეხება უნდა ავღნიშნო, რომ კომისია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ახალი რუსული რევოლვერის მიმართ მოთხოვნილებების შემუშავებაში, ასევე უარი თქვა მასრების ერთდროულ ექსტრაქციაზე. მიზეზი? ვაზნების ხარჯვის შემცირება. ერთ ერთი ვერსიით რუსეთის გენერალიტეტი იყო შეშფოთებული რევოლვერის ვაზნების დიდი ხარჯვით რუსეთ–თურქეთის ომის დროს. მხოლოდ ეს თუ ახსნის იმას რომ შემცვლელს (ნაგანს) უფრო არაეფექტური გადატენვის სქემა აქვს ვიდრე შეცვლილს (სმიტ&ვესონის ე.წ. რუსულ მოდელს).

დენთის აირების ჩაკეტვის იდეა და ვაზნა, რომელშიც ტყვია მთლიანად დამალულია მასრაში , არ ეკუთვნის ძმებ ნაგანებს. იდეის ავტორია სხვა ბელგიელი მეიარაღე – ჰენრი პიპერი. ნაგანებმა დახვეწეს და გაამარტივეს დენთის აირების ჩაკეტვის სქემა, ხოლო ვაზნა პრაქტიკულად უცვლელად გადმოიღეს.

ეხლა უფრო კონკრეტულად რაც შეეხება გადატენვას. მე ვიყავი გაოცებული, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეჟეტქორი არა ამარტო გვერძე უნდა გაწიო, რომ დაიწყო მისი გამოყენება, არამედ მანამდე კიდე თავისი ღერძის გარშემო უნდა დაატრიალო, იმისთვის რომ ის გამოათავისუფლო.  მართალია ტექნიკურად გამართულ იარაღში მისი გამოყენება საერთოდ არ არის საჭირო (მასრები პირდაპირ ცვივა დოლურადან), მაგრამ მაინც მე ეს საოცრად მოუხერხებლად მიმაჩნია. განსაკუთრებით იმის, ფონზე, რომ იმ დროს როდესაც ნაგანი იქმნებოდა უკვე  20-30 წლით ადრე არსებობდა ყველა მასრის ერთდროული ექსტრაქციის სქემები.

როდესაც სათითაოდ გადმოყრით მასრებს, ასევე სათითაოდ უნდა ჩადოთ ახალი ვაზნები. ამას უნდა ბევრი დრო და ბრძოლის/შეტაკების პირობებში სერიოზულად მეეჭვება ეს საერთოდ იყოს შესაძლებელი. საინტერესოა, რომ დასატენი „კარების“ გაღებისას ის თავისი მეორე ბოლოთი ზემოქმედებს პაზებზე, რომლებიც ამოჭრილია დოლურას უკანა კედელზე. ამ პაზების მეშვეობით ხდება დოლურას  პოზიციონირება, ისე რომ მოხდეს სათითაოდ ვაზნის ჩადება/ამოღება. კარები იმდენად დიდია, რომ შესაძლებელია ერთდროულად ორი ვაზნის ჩადება მაგრამ პაზები ისეა განლაგებული, რომ ღიად რჩება მხოლოდ ერთი სავაზნე. გასაგებია, რომ ეჟექტორი ერთია, და ცალობით შეუძლია მასრების ექსტრაქცია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა უნდა მომხდარიყო ორ ორი ვაზნის ექსტრაქცია და დატენვა, ან თუ მასრის ამოსაღებად ეჟექტორი, როგორც წესი საჭირო არაა, მაშინ საკმარისი იქნებოდა   დოლურას ხელით დაფიქსირება და მისი ისე გამოყენება. არ ვიცი შეიძლება, რაღაც სისულელეებს ვწერ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ასეთმა კონსტრუქციამ, როგორ დაიმსახურა მოწონება მეფის რუსეთში. ცეცხლის ქვეშ ნაგანის გადატენვა ალბათ იქნება ღამის კოშმარი ნებისმიერი მსროლელისთვის.  ცნობილია, რომ ერთ ერთ მოდიფიკაციად განიხილებოდა ავტომატური ეჟექტორის გამოყენება, მაგრამ მასზე უარი თქვეს სირთულის გამო.  მთელი ექსპლუატაცციის მანძილზე პრაქტიკულად ნაგანს ცვლილებები არ განუცდია, თუ არ ჩავთვლით მცირე კოსმეტიკურ გაუმჯობესებებს. რა გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსინ-ნაგანის შაშხანა ასევე უცვლელად დარჩა, არც მას არ ეღირსა უფრო კომფორტული ნახევრად-პისტოლეტის ტარიანი კონდახი, დახრილი საკეტის სახელური და ნორნალური მცველი.

1895 წლიდან 1944 წლამდე გამოშვებულ იქნა დაახლოებით 2 000 000 “რუსული” ნაგანი. თავდაპირველად ნაგანის რევოლვერები იწყობოდა ბელგიაში. 1899 წლიდან წარმოება მთლიანად გადავიდა რუსეთში, ტულას ქარხანაში.

სამიზნე მოწყობილობები ძალიან მარტივია. სრულფასოვანი „მუშკა“ არის ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირების ოფციით და უკანა სამიზნე მოწყობილობა, წარმოდგენილია რევოლვერის ჩარჩოში გაჭრილი ღარის სახით, რაც სრული ზომის რევოლვერზე ჩემი აზრით უბრალოდ ნონსენსია. ასეთი გადაწყვეტილება უფრო მისაღებია კომპაქტური „მოკლეცხვირიანისთვის“, მაგრამ სრული ზომის სამხედრო რევოლვერზე???  სამიზნეების ეფექტური გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კარგი განათების პირობებში, მათი მიკროსკოპული ზომების გამო. არ არის გასაკვირი, რომ ტირის პირობებში, გრძელი ლულის, დაბალი უკუცემის და გრძელი სამიზნე ხაზის გამო ნაგანი საკმაოდ ზუსტი იარაღია. საბრძოლო პირობებში ზუსტი სროლა მოითხოვდა მსროლელისგან მაღალ ოსტატობას.

ნაგანის სამიზნე მოწყობილობები თანამედროვე Sig Sauer P226-ის სამიზნეებთან შედარებით. ასეთი რუდიმენტარული სამიზნე მოწყობილობები დამახასიათებელია იმ ეპოქის იარაღისთვის და მოგვიანებითაც საბჭოთა წარმოების იარაღისთვის.

1924 წლიდან 1932 წლამდე გამოდიოდა ე.წ. “სამეთაურო მოდელი”, მოკლე ლულით და ტარით. კიდე უფრო იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მოდიფიკაცია იყო მოკლე ტარით და სტანდარტული სიგრძის ლულით. დროის ხანმოკლე პერიოდში ასევე გამოდიოდა რევოლვერი კონდახით და გრძელი ლულით. სუსტი ვაზნის გამო ამ მოდელის წარმოება მალევე შეწყდა.

ეხლა რაც შეეხება ნაგანის რევოლვერის კალიბრს – 7.62x38mmR. ის დღეს აშკარად სუსტად გამოიყურება.  7 გრამიანი ტყვია, საწყისი სიჩქარე  მაქსიმუმ 270 მ/წ–ში და ენერგიით, რომელიც შეადგენს მხოლოდ 240 ჯოულს. ანალოგიური წონის .38 special–ის ენერგია მინიმუმ იქნება 320 ჯოული, არა და არც .38 special არ არის თანამედროვე ვაზნა.  გარდა იმისა, რომ 7.62x38mmR არის სუსტი კალიბრი,  ის ასევე არის „მკვდარი“ კალიბრი, ანუ ეს კალიბრი აღარ არის წარმოებაში.  მას მგონი დღემდე უშვებს კომპანია Fiochi, მაგრამ არ ვარ ამაში დარწმუნებული. ის ვიცი, რომ მათ ძალიან შეამცირეს დენთის მუხტის წონა და სიჩქარე დაეცა ანემიურ 200მ/წ–მდე. ეს გაკეთდა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ნაგანები ამდენი წლის მერე ზოგადად ძალიან ცუდ ტექნიკურ მდგომარეობაშია.  ამის გარდა ძველი საბრძოლო ვაზნების შოვნა მისაღებ მდგომარეობაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო საბჭოთა წარმოების სპორტული ვაზნები (ტყვია წითელი ლაკით არის დაფარული), განკუთვნილია მიზანში სროლისთვის და გავრცელებული ხმების მიხედვით ვერ ხვრიტავს სქელ ტყავის ქურთუკსაც კი.

ერთ ერთი ვერსიის თანამხმად კალიბრი 7.62 არჩეული იქნა მისი უნიფიკაციის მიზნით შაშხანის კალიბრთან და რევოლვერის წარმოებისას  შაშხანის ხარვეზიანი ლულების გამოყენების შესაძლებლობით.

დაახლოებით ორი საათის ურთიერთობის მერე მე მივხვდი, რომ ნაგანის შეფასებას თანამედროვე გადმოსახედიდან აზრი არ ქონდა. ეს იარაღი არის მორალურად მოძველებული, რთული გამოყენებაში მაგრამ ის არ არის უნიჭო და ის არ არის წარუმატებელი კონსტრუქცია. ეს არის რაშიც მე დავრწმუნდი. მას აქვს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და ბელგიელი კონსტრუქტორების კომპეტენცია აქ არაფერ შუაში არ არის.  პრინციპში, მათ შექმნეს ის რასაც მათ თხოვდნენ წარმომადგენლები არც თუ ისე მოწინავე სამხედრო მანქანის – ცარის რუსეთის არმიის გენერლები.

ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ კონკურსზე ნაგანის რევოლვერთან ერთად იყო წარდგენილი ექვს ლულიანი რევოლვერი (!!!), რომლის ავტორი გახლდათ სერგეი მოსინი, რომელიც ნაგანის კონსტრუქციის  შაშხანის”გააუმჯობესებით”   შევა ისტორიაში.

როდესაც ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ ჩემ თვალ წინ არ არის თავდაცვის საშუალება, იმ გაგებით, რა გაგებითაც მე მიჩვეული ვარ აღვითქვა იარაღი – მე ნაგანს უკვე სხვა თვალით შევხედე და დავიწყე დადებითი მხარეების შემჩნევა. პირველ რიგში იარაღი არის ძალიან მარტივი. მისი ბოლომდე დაშლა არ წარმოადეგნს პრობლემას და ამისთვის სულაც არ არის საჭირო რაიმე ფოტო ან ვიდეო ინსტრუქცია. დასაშლელად დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი სახრახნისი, მეტი არაფერი. ყველა ნაწილი მსხვილი და სოლიდურია. რა უნდა მოხდეს, რომ ისინი მწყობრიდან გამოვიდეს მე არ ვიცი. რევოლვერი ტოვებს შთაბეჭდილებას უკიდურესად გამძლე კონსტრუქციის იარაღის.

მიუხედავად იმისა, რომ დაშლა და აწყობა შესაძლებელია ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, მისი სწორი თანმიმდევრობით დაშლას შეიძლება ვერ მიხვდეთ, არა და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გამორიცხავს საბრძოლო ზამბარის დაზიანების ალბათობას. საქმე იმაშია, რომ რევოლვერის დაშლისას ზამბარა არ უნდა ამოაგდოთ პირველ რიგში.  ჯერ დააფიქსირეთ ხრახნის დაყენებით სპეციალურ ნახვრეტში ზამბარის ზედა ბოლო,  და შემდეგ დაიწყეთ იარაღის დაშლა. არავითარ  შემთხვევაში არ შეეცადოთ  ზამბარის ჩასმა ინსტრუმენტების დახმარებით, ერთ „მშვენიერ“ დღეს თქვენ ზამბარას უბრალოდ გატეხავთ. საერთოდ არ იქნებოდა ურიგო გაეცნოთ ოფიციალურ დოკუმენტს/ინსტრუქციას, რომელიც მოიცავს ბევრ სასარგებლო ინფორმაციას.

სურათებზე კარგად ჩანს, სად უნდა დამაგრდეს ხრახნი, რომ ზამბარა არ ამოხტეს თავისი ადგილიდან.  ასევე ის თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ზამბარა. ამ მეთოდის გამოყენება კიდე უფრო  გაგიადვილებთ დაშლა აწყობას და დიაცავს ზამბარას დაზიანებისგან. საბრძოლო ზამბარის მოხსნის დაყენების ამაზე ადვილი და უფრო ელეგნატური მეთოდი მე ჯერ არ შემხვედრია.

რა შეიძლება ითქვას ნაგანის მთავარ თავისებურებაზე, დენთის აირების ჩაკეტვაზე. მე პირადად არ მესმის ეს იდეა. იმ დროს, როგორც ჩანს არ არსებობდა ზუსტი მოწყობილობები, თორე ცხადი გახდებოდა, რომ დენთის აირების დანაკარგებზე ფიქრი და ღელვა საჭირო არ არის. დენთის აირების დანაკარგები ძალიან უმნიშვნელოა, ხოლო ჩვენ შემთხვევაში ამ უმნიშვნელო დანაკარგების შენარჩუნების მცდელობას შეეწირა…. არა სიმარტივე არ შეეწირა, რევოლვერი მარტივია მიუხედავად ყველაფრისა. სინამდვილეში ამ სისტემამ შეიწირა საიმედოობის მცირე წილი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად დაამძიმა სასხლეტი. საიმედოობა  ”დაზარალდა” იმიტომ, რომ გაუმართავ რევოლვერში ზამბარას, რომელიც დოლურას შიგნით არის მოთავსებული (და რომელსაც კუმშავს მსროლელი სასხლეტზე დაჭერით)  შეიძლება ძალა არ ეყოს, რომ დოლურა და ლულა განაცალკევოს და იარაღი გაიჭედება. ნაგანის რევოლვერის კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო თავისებურებაა (გამოწვეული დენთის აირების ჩაკეტვის პრინციპით) ის მოძრავი დეტალი, რომელიც უკან “მისდევს” დოლურას და კეტავს ვაზნას, რომელიც ცილდება ჩარჩოს, დოლურას წინ სვლის შედეგად. ამის გამო დამრტყმელი განლაგებული ჩახმახზე არის ასეთი უცნაური ფორმის და თანაც საკმაოდ გრძელი. ასეთი მოძრავი დეტალის გამოყენება ეფექტური და ორიგინალური გადაწყვეტილებაა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე თუ რამდენად ნიჭიერი კონსტრუქტორები იყვნენ ძმები ნაგანები. დენთის აირების ჩაკეტვამ ასევე განაპირობა ნაგანის რევოლვერში მაყუჩის გამოყენების ეფექტურობა. ასეთი მოწყობილობა სახელით Брамит (Прибор Братьев Митиных) 1930–ნი წლებიდან იწყობოდა და შეზღუდულად გამოიყენებოდა.

ეს “ეშმაკური” მოძრავი დეტალი, უზრუნველყოფს საყრდენს ვაზნისთვის, გასროლის მომენტში. ის იგივე ფუნქციას ასრულებს რაც საკეტის სარკე ავტომატურ პისტოლეტებში.

საკმაოდ ორიგინალურია ტარის კონსტრუქციაც, ის იტევს ძლიერ ბრტყელ საბრძოლო ზამბარას და ხის ორ დეტალს, რომელიც ქმნიან ტარის პანელებსს, ხე ასევე არის ტარის წინა და უკანა მხარეს. ხრახნები პირიქითაა გაყრილი და შიგნიდან იჭერენ ხის დეტალებს.  ტარის ქვეშ არის მოთავსებული საკმაოდ სასარგებლო, ქამრის გასაყრელი.

 

საკონსერვაციო საფოხისგან გაწმენდილი და ასაწყობად გამზადებული რევოლვერი. ძალიან მარტივი და გამძლე კონსტრუქციის მაგალითი.

სულ ეს არის, რისი თქმაც მე შემიძლია ნაგანთან ურთიერთობის რამოდენიმე დღის შემდეგ. მე ვერ და არ ურჩევს არავის ამ იარაღის შეძენას თავდაცვის მიზნით. არც გასართობად გამოდგება ცუდი ერგონომიკი, ძვირი ვაზნების და უაზრო კანონის გამო.  საკოლექციოდ კი ეს რევოლვერი ნამდვილად  გამოდგება. ის იწვევს შეგრძნებას, რომ თქვენ ხელში არის იარაღის ისტორიის ნაწილი “იმ” ეპოქიდან, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ძველი რომანებიდან, დეტექტივებიდან ან მხატვრული ფილმებიდან. აარჩიეთ ყველაზე კარგად შენახული და სიმპატიური ნაგანი, კარგად გაწმინდეთ, დაზეთეთ და შეინახეთ სეიფში. პერიოდულად ამოიღეთ სეიფიდან და წარმოიდგინეთ რომ ხართ ცარის “ახრანკის” აგენტი, რომელიც ბნელ ეზოებში ანარქისტებს დასდევს ან წითელი კომისარი, რომელიც წინ უძღვება შეტევას სადმე სტალინგრადის მახლობლად ან ხართ ნკვდ-ს „ზონდერი“ და ახლო მანძილიდან კეფაში გასროლით  ანადგურებთ კომუნისტური რეჟიმის მტრებს (ხუმრობაა).

საინტერესო ფაქტია, რომ ნაგანი დღემდე გამოიყენება რუსეთში გასამხედროებული დაცვის დანაყოფების მიერ, ხოლო ბელორუსიაში ის ოფიციალურად მოიხსნა შეიარაღებიდან მხოლოდ 2005 წელში.

თავის დროზე ამ იარაღის საშუალებით ცარის რუსეთმა მიიღო მარტივი, ტექნოლოგიური, იაფი და უკიდურესად გამძლე და საიმედო იარაღი, რომელიც გამოდგებოდა ცუდათ მომზადებული ჯარისკაცების და ოფიცრების შესაიარაღებლად. რაც რუსეთმა მოითხოვა, ძმებმა ნაგანება ის მიაწოდეს. რუს გენერლებს, რომ ცოტა უფრო განსხვავებული და შორსმხედველი მოთხოვნები წარედგინად, რევოლვერიც სხვანაირი და ალბათ უფრო უკეტესიც გამოვიდოდა.  მიუხედავად ამისა დროის აღნიშნული პერიოდისთვის ასეთი ორიგინალური და ამავე დროს მარტივი და გამძლე იარაღის შექმნა ნამდვილად სერიოზული მიღწევა იყო და ამის იგნორირება და არ დაფასება იქნება სისულელე  და უბრალოდ არასერიოზული საქციელი. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, კონსტრუქციის მხრივ ნაგანი არის ძალიან საინტერესო და ორიგინალური რევოლვერი, წარმოშობით ქვეყნიდან, რომელიც ცნობილია თავისი იარაღის წარმოების მდიდარი ტრადიციებით.

 

 



დატოვეთ კომენტარი