.22lr-ის სამხედრო კარიერა

Thursday, March 26th, 2009

ამ პატარა ვაზნაზე ალბათ უფრო მეტი მითი და ლეგენდა არსებობს ვიდრე ნებისმიერ სხვაზე , მას ხან არაეფექტურ და სუსტ ვაზნად მოიხსენიებენ, რომელიც მარტო ქაღალდის სამიზნების გახვრეტაში ან ციყვის მოკვლაში ვარგა ხან კიდე მიაწერენ რაღაც განსაკუთრებულ საბრძოლო თვისებებს. რა არ მსმენია პირადად მე ამ ვაზნაზე, ყველაზე ბოლოს მე ამიხსნეს რომ თურმე .22 განსაკუთრებით სახიფათოა შორ მანძილებზე, უფრო სახიფათო ვიდრე 7.62X54–იც კი.

ჩვენი ფორუმის წევრებში ამ კალიბრის იარაღი საკმაოდ გავრცელებულია ისევე როგორც ზოგადად საქართველოში ამიტოამც დარწმუნებული ვარ ეს პატარა სტატია ბევრს დააინტერესებს. 

მე მინდა მოკლედ მიმოვიხილო .22lr-ის (შემდეგში უბრალოდ .22)  სამხედრო კარიერა.  ვინც დაინტერესბულია იმისთვის ცნობილია, რომ .22 არის იდელაური სავარჯიშო ვაზნა, იაფი და არ მოოითხოვს განსაკუთრებულ უსაფრთხოების ზომებს. გამოგონილი 1857 წელს ის წარმატებით გამოიყენებოდა დღემდე, როგორც სავარჯიშო და სპორტული ვაზნა.  როგორც სამხედრო სავარჯიშო იარაღს თავდაპირველად მაგალიითად გერმანელები უშვებდნენ თავის მაუზერის 98 კარაბინის ვერსიას ამ კალიბრზე, ინგლისელებს ქონდათ გადაკეთებული ცალ ვაზნიანი ენფილდები MKIV, დღეს კი ისინი ხმარობენ სპეციალურ კომპლექტებს რომლებიც იძლევიან საშუალებას გამოყენებულ იქნას .22 ვაზნა მათ სტანდარტულ მოიერიშე შაშხანაში. ამ იმპროვიზირებულ სტატიაში მე აქცენტს ამჯერად გავაკეთებ .22 ვაზნის განმოყენებაზე საბრძოლო პირობებში სხვა და სხვა საბრძოლო დავალებების შესრულებისას.

ალბათ ყველაზე პირველად .22 კალიბრის იარაღი გამოყენება საბრძოლო ამოცანბეის გადასაწყვეტად დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს. აშშ-ში შექმნილმა სპეციალური სადაზვევრო სამსახურმა (ცენტრალური სადაზვევრო სააგენტოს წინადმორბედი), რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს, სპეციალური დავალებების შესასრულებლად და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ე.წ. ოპერატიული ელემენტები, ანუ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ოპერაციებს ფრონტის წინა ხაზზე და ფრონტის მიღმა მტრის ზურგში.  პირველად სწორედ ამ ნაწილებმა დაიწყეს .22 კალიბრის იარაღის გაოყენება.  მათი არჩევანი იყო ორი ყველაზე მაღალი ხარსხის და საიმედო იარაღი, რომელიც აშშ–ში გამოდიოდა. ესენია:  Colt Woodsman და High Standard. ორივე ეს პისტოლეტი  ჭურვილი იყო სხვა და სხვა კონსტრუქციის მაყუჩებით და საკმაოდ ინტენსიურად გამოიყენებოდა. რატომ? იმიტომ რომ ასეთი იარაღიდან ჩუმი გასროლის წარმოება შესაძლებელი იყო ძალიან ახლო მანძილებიდან. მაყუჩი უზრუნველყოფდა იარაღის გამოყენებას უშუალოდ ობიექტზე მუშაობისას. ეს მხოლოდ ილმებშია რომ ისვრიან მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და არავის არაფერი არ ესმის ხოლმე, სინამდვილეში რა თქმა უნდა მაყუჩი ახშობს ხმას მაგრამ არა სრულად და ახლო მანძილებიდან ასეთი გასროლის გასროლად  აღქმა საკმაოდ ადვილია.  ამ შემთხვევაში მაყუჩი მაგლითად ქალაქის პირობებში უფრო ახდენს გასროლის ხმის მასკირებას და ის ადვილად გადაიფარება სხვა ხმაურებით რაც დიდ ქალაქშია არის მაგრამ ოთახიდან ოთახში ხმა მაინც გააღწევს. ბევრად უფრო ჩუმია იარაღი თავიდანვე დაპროექტებული როგორც ჩუმი იარაღი სადაც არა მარტო ინტეგრირებული მაღალი ეფექტურობის მქონე მაყუჩია არამედ კიდევ კონსტრუქციაში შეტანილი მთელი რიგი ელემენტების რომელიც დამატებით “სიჩუმეს” უზრუნველყოფენ, მაგალითად გამორიცხავენ საკეტის მოძრაობის/ჩაკეტვის ხმას ან საერთოდ კეტავენ საკეტს და იარაღი ხდება ხელით გადასატენი ყოველი ახალი გასროლსი წინ.  კოლტიც და ჰაი სტანდარტიც ამ მხრივ რა თქ,ა უნდა იყო სპეცილიზირებული იარაღი, გამომდინარე მათი კალიბრიდან ისინი საკმარისად ჩუმი იარაღები იყვნენ, ასევე 10 ვაზნიანი მჭიდი იმ დროისთვის მაღალი ტევადობის, სწრაფი და ზუსტი სროლის საშუალებას იძლეოდა და ახლო მანძილებზე უზრუნველყოფდა მაღალ ეფექტურობას.

1944 წელს ჰააგის კონვენციის მიხედვით აიკრძალა  .22 კალიბრის ტყვიების გამოყენება რომლებსაც არ ქონდათ ფოლადის გარსი. ჩაითვალა რომ გარსის არ არსებობის გამო ასეთი ტყვიები ქსოვილევბში მოხვედრისას იწყებდნენ ფრაგმენტაციას, შესაბამისად იწვევდნენ ღრმა ნაგლეჯ ჭრილობებს რაც ზედმეტ ტანჯვას აყენებდა მეომარს და შესაბამისად იყო არაჰუმანური.  შესაბამისად სპეც რაზმების მებრძოლებს ავტომატურად აეკრძალა .22 კალიბრის იარაღის გამოყენბა ხოლო სამოქალაქო პერსონალი აკრძელებდა მის გამოყენას შეზღუდვების გარეშე. ანუ არც იმ დროს და არც ეხლა .22 არ გამოდიოდა გარსით დაფარული ტყვიებით.  ლითონს გარსის არ არსებობა ერთ ერთი ფაქტორია .22–ის სიიაფის.  რა თქმა უნდა ომის დროს თავდაპირველად სამხედრობმაც გაუკეთეს იგნორირება ამ ბრძანებას, თუმცა სულ მალე პირველი პარტია .22 კალიბრს ვაზნების, გარსით დაფარული ტყვიებით იქნა მიწოდებული. ასეთი ტიპის ვაზნას მიენიჭა ინდექსი T-42.
ომის ბოლოს ჰაი სტანდარტი უკვე დომინირებდა, როგორც ძირითადი ასეთი ტიპის იარაღი და შემდგომ ის გახდა ერთადერთი .22 კალიბრის პისტოლეტი აშშ-ს ჯარის და სპეც სამსახურების შეიარაღებაში.
აღნიშნულ იარაღს ასევე იძენდა ცენტრალური სადაზვევრო სააგენტო (CIA). 1961 წლის 1 მაისს სვერდლოვკთან საბჭოთა კავშირის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ამერიკული სადაზვევრო თვითმფრინავი U2, რომელსაც მართავდა ფრენსის პაუერსი. (მას თან მიაყოლეს ერთი საკუთარი გამანადგურებელიც, რომელიც ვერ ამოიცნეს).  იმ დროს CIA ატარებდა და იყო პასუხისმგებელი მაღალი სიმაღლეებიდან სადაზვერვო ფრენების წარმოებაზე საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში და პილოტები “ეკუთვნოდნენ” ამ სამსახურს. პაუერსი მიწაზე დაშვებისას კონტუზია მიიღო და ის მალევე დააკავეს ადგილობრივმა მცხოვრებმა.  ჩხრეკისას მას აღმოიჩინეს საბჭოთა კავშირში გადარჩენის  პაკეტი, სხვა და სხვა ქვეყნის ვალუტა, ოქროს ნივთები (ზოგიერთი წყაროს მიხედვით პორნო ჟურნალები)  და .22 კალიბრის ჰაი სტანდარტი, რომელცი ეხლა თუ სწორედ მახსოვს მოსკოვში საჰაერო თავდაცვის მუზეუმში ერთ ერთ ექსპონატად ინახება.  სხვათაშორის ცენტრალური სადაზვევრო სააგენტოს მიერ შეკვეთილ პისტოლეტებს არ ქონდათ წარწერა “აშშ-ს მთავრობის საკუთრება”, როგორც სხვა იარაღს.

hsmodelb_6_and_4_inches_1991
ჰაი სტანდარტის ორი განსხვავებული მოდელი

 

coltwoodsman

კოლტ ვუდსმენი

აღნიშნულ პისტოლეტს ასევე დემდე იყენებენ საზღვაო სპეციალური დაიშნულების ნაწილები, კონკრეტულად ცნობილი ქვედანაყოფი “SEAL” და საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის პირველი სადაზვერვო ასეული, რომელიც წარმოადგენს აშშ–ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის სპეციალური დანიშნულების ნაწილს. “პირველის” შეიარაღებაში გარკვეული დრო ასევე იყო კიდევ ერთი ცნობილი ამერიკული “მელკაშკა” რუგერი MKII მაგრამ, როგორც ჩანს ამ იარაღმა მანდ არ გაამართლა და ამჯერად იქ ისევ რჩება ხმოლოდ ჰაი სტანდარტი. 
24ath1

.22-ს ასევე შრამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს იზრაელში. მოთხოვნილება პატარა და ჩუმი იარაღზე ყოველთვის იყო იზრაელში გარკვეული პირობების გამო. სპეციფიკამოითხოვდა მას , თავხედური და გამბედავ ოპერაციებში ძალზედ ჩუმი და კომპაქტური იარაღი არ დარჩებოდა გამოყენების გარეშე, და .22 კალიბრის იარაღი ფიგურირბდა რამოდენიმე ასეთ ოპერაციაში, რომელიც გახდა ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის.
მაგალითად 1972 წლის 16 სექტემბერს მოსადის მიერ შექმნილი ლიკვიდატორების ჯგუფის წევრებმა ორი .22 კალიბრის იარაღიდან 12 გასროლით მოკლეს ცნობილი ტერორისტი და 1972 წლის მიუნხეის ოლიმპიადაზე მოწყობილი ტერორისტული თავდასხმის ერთ ერთი ორგანიზატორი ვაელ აბუ ცვაიტერი. 
ასევე 1990 წელს სავარაუდოთ მოსადის აგენტებმა ბრიუსელში მოკლეს ჯერალდ ბული, კანადელი ინჟინერი რომელიც მონაწილეობდა ერაყის თავდაცვის პროგრამებში (კონკრეტულად სუპერ ზარბაზანის შექმნაში). მანდ ასევე ფიგურირებდა .22 კალიბრის პისტოლეტი. ინჟინერი ისე მოკლეს თავისის სახლის დერეფანში, რომ გასროლის ხმა არავის არ გაუგონია. 

იზრაელში ამერიკისგან განსხვაბებით ფეხი კარგად მოიკიდა იტალიურმა ბერეტა 70(1)-მა. მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებდნენ სპეცსამსახურების აბსოლუტური უმეტესობა. მოსადი, სხვა და სხვა სპეც დანიშნულების ნაწილები, ჯარი და ასევე აგენტები, რომლებიც იცავდნენ საჰაერო ჰომალდებს გატაცებისგან. ერთ ერთი პირველი “სკაი მარშალი” მორდეხაი რახამიმი შევიდა ისტორიაში, როდესაც 1969 წელს ოთხი შეიარაღებული პალესტინელი ტერორისტი შევარდა ციურიხის აეროპორტში და თავს დაესხა იზრაელის ავიაკომპანია ელ ალის თვითმფრინავს. მორდეხაი რახამიმი მარტო გაუმკლავდა ოთხ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებით შეიარაღებულ ტერორისტ და მოკლა ერი თავისი ბერეტა 71 მოდელის პისტოლეტიდან და ასევე დაეხმარა აეროპორტის დაცვას დაეკავებინა სამი დარჩენილი ტერორისტი. დღეს ის ერთ ერთი უმსვილესო კერძო უსაფრთხოების კომპანიის (Hawkeye International Security Consultancy,) დამფუძნებელია. იზრაელის სკაი მარშალები ბოლო დრომდე იყენებდნენ .22 კალიბრის ბერეტბს, იმის გამო, რომ ტყვია ვერ გახვრეტდა თვითმფირნავის კორპუსს და ამვე დროს უფრო სწავლებისას აქცენტს აკეთებდნენ ზუსტი გასროლების დიდ რაოდენობაზე, რომელიც უზრუნველყოფდნენ ტერორისტის სწრაფ გამოყვანას მწყობრიდან და ნაკლებ საფრთხეს შეუქმნიდა მგზავრებს და თვითმფრინავს. ამჯერად ბერეტა შეცვალა იზრაელში წარმოებულმა  9მმ-მა პისტოლეტმა იერიხო.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ სანამ იზრაელის ჯარი და პოლიცია მიიღებდა მიტინგის დასაშლელად განკუთვნილ არალეტელურ იარაღს, ისინი იყენებდნენ .22 კალიბრის შაშხანებს მათ შორის საბჭოთა სპორტულ მოდელებს იმისთვის, რომ ზუსტი გასროლებით დაეჭრათ ყველაზე აქტიური და მოუსვენარი მომიტინგეები. შემდგომ ისინი შეცვალა რუგერის შაშხანებმა. ცნობილია, რომ ამან გამოიწვია დიდი მსხვერპლი პალესტინელებს შორის, რის გამოც შაშხანები მალევე დააბრუნეს საწყობებში და დააჩქარეს რეზინის ტყვიების  და სხვა ანალოგიური საშუალებების მიწოდება.

beretta_711
ბერეტა 71 და იგივე პისტოლეტი მაყუჩით

მოთხოვნა .22 კალიბრის მაღალი ხარსხის იარარზე არსებობს დღემდე, რასაც ადასტურებს აი ეს ქმნილება. .22 კალიბრის სნაიპერული სისტემა დამზადებული რუგერის M77 ტიპის მცირეკალიბრინია შაშხანის ბაზაზე კომპანია Tactical Operations-ის მიერ.  ჩემის აზრით ულამაზესი და ძალიან კარგად დაპროექტებული იარაღი.
greenhornet31
შაშხანას გააჩნია ინტეგრირებული მაყუჩი. გამოიყენება სხვა და სხვა სპეციალური დავალებების შესასრულებლად. მაგალითად ლამპიონების ჩაქრობა, ოპერაციის ზონაში ძაღლების განადგურება, და რა თქმა უნდა ჩუმი და ზუსტი გასროლის წარმოება განსაკუთრებულად ახლო მანძილებიდან. შაშხანა უკვე მიეწოდაბა სხვა და სხვა შტატების პოლიციის სპეც რაზმებს.

არსებობს ასევე რუსული მცირეკალიბრიანი სნაიპერული სისტემა СВ-99 შექმნილი სპორტული შაშხანის ბიატლონ-7-ის ბაზაზე.

untitled1
СВ-99
რაიმე ინფორმაცია მის გამოყენებაზე მე ვერ ვიპოვე თუმცა არ არის გამორიცხული რომ ის პატარა რაოდენობით არის შეიარაღებაში.

რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში აუცილებლად დავამტებ ამ სტატიას.



2 Responses to “.22lr-ის სამხედრო კარიერა”

  1. irakli says:

    kargi statiaa. martlac kargia 22LR savarjishod

  2. irakli says:

    amomwuravi statiaa didxans vedzebdi msgavss, madloba

დატოვეთ კომენტარი