ხელმისაწვდომი იარაღი – Taurus 85

კომპანიის Taurus International Manufacturing Inc. -ის ლოგო. Taurus ლათინურად ნიშნავს ხარს

მოგეხსენებათ არსებობს ეგეთი ტერმინი იარაღების და არა მარტო იარაღების მოყვარულებში, რასაც ქვია საუკეთესო საყიდელი თავის ფასში. ანუ როდესაც ზომიერ ფასად ყიდულობს სამომხმარებლო თუ გნებავთ ჩვენ შემთხვევაში საბრძოლო თვისებებით გამორჩეულ ნივთს. შეიძლება ასეთი ფორმულირების გამოყენებაც: ბევრი იარაღი მცირე ფასში, ან რაღაც ამდაგვარი. შინაარსი არის ერთი, იაფად იყიდოთ კარგი იარაღი. ბევრი ძალიან სკეფტიკურად უყურებს იარაღების ასეთ კატეგორიას, როგორ შეიძლება იყიდო იაფი იარაღი! რატომ უნდა იყიდო იაფი როდესაც არის უკეთესი? ამავე დროს თვითონ დადიან მეორადი, საზღვარგარეთ ჯართში ჩასაბარებლად  განწირული ავტომანქანებით და ხშირად სტუმრობენ ლილოს ბაზრობას. ჩემი აზრით იაფი და კარგი იარაღი არსებობს და აქ მე  ნამდვილად არ ვგულისხმობ მხოლოდ მაკაროვის პისტოლეტს. მთავარია გვესმოდეს, რომ იაფი იარაღის შეძენისას ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმაზე მეტს ვიდრე მას შეუძლია ჩვენ შემოგვთავაზოს. მათი ყველაზე დიდი ნაკლი თუ შეიძლება ასე ითქვას არის რესურსი. დიახ, Heckler&Koch-ის მაღალ ფასს მაგალითად ამართლებს ისიც, რომ USP-ს ტიპის პისტოლეტი უპრობლემოდ გაუძლებს ათობით ათას გასროლას, ნებისმიერი დეტალის გამოცვლის საჭიროების გარეშე. იგივიეს სავარაუდოთ ვერ ვიტყვით იაფ და კარგ ბულგარულ Arcus 98–ზე. მაგრამ დაფიქრდით ასე ძალიან გჭირდებათ თქვენ რესურსი 40 000 გასროლა? ჩვენი ქვეყნის პირობებში? ალბათ არა. შესაბამისად ეს ბულგარული პისტოლეტი რომელიც 5–ჯერ ნაკლები ღირს USP-ზე და ამავე დროს არის საიმედო და მოსახერხებელია,  100%–ით გადაფარავს თქვენ მოთხოვნილებას იქონიოთ საიმედო თავდაცვის საშუალება. მოსაზრება, რომ ნამდვილი ჯიგიტები არ კადრულობენ ბულგარულ იარაღს დარჩეს იმ ჯიგიტების სინდისზე, რომლებიც თვლიან, რომ 10 წლის “salvage” კონტეინერით ჩამოსული მაგრამ სამაგიეროდ ხმამაღალი სახელით პრესტიჟულობის ნიშანია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ აღნიშნული კატეგორიის იარაღი უნდა სარგებლობდეს მეტი ყურადღებით ჩვენი ქვეყნის პირობებში სადაც მოკლელულიანი იარაღი განსაკუთრებით ისე კი ზოგადად ნებისმიერი სამოქალაქო/თავდაცვის იარაღი არის მნიშვნელოვნად შეზღუდული. ზუსტად ერთ ერთ ასეთ იარაღზე გვექნება ჩვენ ამ სტატიაში საუბარი და გპირდებით კიდე უფრო მეტ სტატიებს ასეთ “ბიუჯეტურ” იარაღებზე.

Taurus International Manufacturing Inc. –  ბრაზილიური კომპანია, რომელიც უშვებს ცეცხლსასროლ იარაღს უკვე 1941 წლიდან, ძალიან კარგად არის ცნობილი მსოფლიოში და ცოტათი უფრო ნაკლებად ჩვენ ქვეყანაში.  კომპანიის დამფუძნებლები არიან ბრაზილიელები ჯონ კლუვე უმცროსი და ძმები ოსკარი და ჰენრი პარპერ ადმარ ზანკი. ქარხანა და მტავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ პორტო ალეგრეში (ბრაზილია). პრაქტიკულად კუსტარული ადგილობრივი წარმოებიდან, მოკლელულიანი იარაღის ერთ ერთ  ყველაზე მსხვილ საერთაშორისო  მწარმოებლამდე ამ კომპანიამ  საკმაოდ დიდი გზა გაიარა. 1970–ან წლებამდე ტაურუსი (Forjas Taurus) უშვებდა იაფაფასიან რევოლვერებს, რომელიც წარმოადგენდა სხვა და სხვა რევოლვერების კომპილაციებს და ასე სხვა და სხვა აღჭურვილობას და ინსტრუმენტებს. 1968 წელს მათ შეეცადნენ აეთვისებინად ყველაზე პერსპექტიული ჩრდილო–ამერიკული ბაზარი, რის გამოც მიმართეს ადგილობრივ დისტრიბუტორებს მაგრამ ამ მცდელობას დიდი წარმატება არ მოყოლია. ამერიკელები ტრადიციულად ეჭვის თვალით უყურებენ იარაღს, რომელსაც არ აქვს სრულ ფასოვანი ტექნიკური და საგარანტიო მხარდაჭერა. ამ მხრივ ტაურუსის მაგალითი ნამდვილად არ არის იზოლირებული. გავიხსენოთ თუნდაც ავსტრიული Steyr-Mannlicher–ის თავგადასავლები აშშ–ში. კომპანიის პროფილი მნიშვნელოვნად შეიცვალა, როდესაც 1971 წელს, ის და ამერიკული Smith&Wesson მოექცნენ ერთი ფინანსური ჯგუფის მმართველობის ქვეშ. ამის წყალობით ბრაზილიურ კომპანიას გადაეცემოდა ამერიკული კომპანიის  მეორადი დაზგა–დანადგარები, ნახაზები და სხვა მოწყობილობები, რის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მეტ ნაკლებად ხარისხიანი რევოლვერების წარმოების დაწყება, რომლებიც პრაქტიკულად მთლიანად აკოპირებდნენ ამერიკულ “სმიტ&ვესონებს”.  უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიურ კომპანიის ვერსიით, ამერიკელები  იგებდნენ თანამშრომლობით უფრო მეტს ვიდრე ბრაზილიელები. პირადად ჩემი აზრით, შეიძლება მატერიალური საშუალებები ბრაზილელებისგან მეტი იყო შეთავაზებული, მაგრამ ინტელექტუალური საკუთრება ჩემი აზრით უფრო მეტი ღირებულების სწორედ მათ მიიღეს ამერიკიდან. ამერიკული რევოლვერების გავლენა ტაურუსის რევოლვერებში აშკარად იგრძნობა, მაგრამ “სმიტ&ვესონები” ყოველთვის უფრო მაღლა კოტირებდნენ ბრაზილიურ რევოლვერებთან შედარებით. მაშინაც და ეხლაც.

1977 წელს ტაურუსი კვლავ ხდება დამოუკიდებელი კომპანია, და ამ პერიოდიდან იწყება მისი, როგორც დამოუკიდებელი ბრაზილიური მწარმოებლის ისტორია, მწარმოებლის, რომელიც იწყებდა კონკურენტული სამოქალაქო და სამხედრო იარაღის გამოშვებას და ორიენტირებული იყო საერთაშორისო ბაზარზეც.

კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა  ბერეტას მიერ ბრაზილიაში, სან პაოლოში აშენებული ქარხნის მის მიერ შეძენა. კონტრაქტის პირობა, რომლის მიხედვითაც იტალიურმა ბერეტამ მიიღო დიდი შეკვეთა ბრაზილიის შეიარაღებული ძალებისგან იყო ქარხნის აშენება ბრაზილიის ტერიტორიაზე. კონტრაქტის შესრულების შემდეგ სრულად აღჭურვილი ქარხანა ტაურუსმა იყიდა. ქარხანას “კომპლექტში” მოყვა ნახაზები და გამოცდილი მუშა ხელი. ამის შედეგად ამ კომპანიამ დაიწყო პისტოლეტების გამოშვებაც. ორი მოდელი Taurus PT-92 და 99 პოპულარული Beretta 92-ის მოდიფიკაციებს წარმოდგენდა.

 

“ბრაზილიური ბერეტა” გამოირჩევა ორიგინალისგან პირველ რიგში მცველის განლაგებით ჩარჩოზე, ნაცვლად საკეტისა.

1984 წლიდან კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყველა მის მიერ წარმოებულ იარაღზე ვრცელდებოდა უპირობო სამუდამო საგარანტიო რემონტის პირობა. ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც აშშ–ში წარმოამდგენლობის გახსნამ განაპირობა კომპანიის გაყიდვების ზრდა და გაფართოება.  ამავე დროს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღეს თუ მყიდველი ამ მომსახურებით სარგებლობს მას უწევს რამოდენიმე თვიანი ლოდინი სანამ მისი იარაღი გარემონტდება ან შეიცვლება.  მიზეზი სავარაუდოთ უნდა იყოს დაბრუნებული იარაღების დიდი რაოდენობა. ასეა თუ ისე, ჩემი აზრით ასეთი ტიპის გარანტია ძალიან კარგი და სამართლიანი შემოთავაზებაა. 

დღეს კომპანია ტაურუსი უშვებს მრავალი ტიპის მოკლელულიან იარაღს, მათ შორის რევოლვერებს, პისტოლეტებს ფოლადის, მსუბუქი შენადნობის და პოლიმერის ჩარჩოებით, M1911A1 ტიპის პისტოლტის კლონებს, ორი მოდელის გრძელლულიან იარაღს.  თუ ადრინდელი მოდელები იმეორებდნენ უცხოურ სისტემებს მათი პოლიმერის ჩარჩოიანი მოდელები უკვე მთლიანად დამოუკიდებელი პროექტებია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია იზრდება და ვითარდება.

ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად Taurus 85-ს, რომელსაც ეძღვნება ეს სტატია. ამ მოდელის რევოლვერები მინიმუმ ორ მაღაზიაში იყიდება დღეს თბილისში, ისევე, როგორც ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე კერძო განცხადებების რესურსებზე. შესაბამისად ეს სტატიაც საკმაოდ აქტუალურიც არის ქართველი მკითხველებისთვის და იარაღის მოყვარულებისთვის. მწარმოებელი კომპანიის საიტის მიხედვით მოდელი 85 არის ყველაზე გაყიდვადი მოდელი ამ კომპანიის იარაღის ასორტიმენტიდან.

ტექნიკურად ის წარმოადგენს .38 Special კალიბრის 5 ვაზნიან რევოლვერს, რომელიც კონსტრუქციულად და გაბარიტებით წააგავს Smith&Wesson-ის ე.წ. J-ჩარჩოიან სერიის რევოლვერებს. შესაბამისად მაგალითად უკანასკნელზე გათვლილი ბუდე, გამოდგება ბრაზილიური რევოლვერისთვისაც, მაგრამ ნაწილები ცვლადი არ არის.

ალბათ ყველაზე კლასიკური 5 ვაზნიანი 85–ე მოდელი, ფოლადის, შავი ოქსიდირებით, ხის საფირმო ტარით და 2 დუიმიანი ლულით.

Taurus 85-ის დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმი ორმაგი ან მხოლოდ ორმაგი მოქმედების არის.

დოლურას ტევადობა, როგორც უკვე ავღნიშნე 5 ვაზნას შეადგენს, უფრო ახალი მოდელი ინდექსით 856 უკვე 6 ვაზნას იტევს, 5 ვაზნიანი რევოლვერის ჩარჩოს გაბარიტების შენარჩუნებით.

წონა 480 გრამიდან (მსუბუქი მოდელი), 630 გრამამდე (უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მოდელი) მერყეობს.

სტანდარტული ლულის სიგრძე არის 2 დუიმი (5სმ), 5 ხრახნით. ლულა არ არის ქრომირებული არხით. ლულა როგორც წესი ორ დუიმიანია, თუმცა არსებობს ადრინდელი გამოშვების 3 დუიმიანებიც. დღეს ასეთი ლულის სიგრძით 85–ე მოდელი აღარ გამოდის.

სამიზნე მოწყობილობები შედგება მარტივი სწორი “მუშკიდან” და ღარიდან, რომელიც გაჭრილია ჩარჩოში. ზოგ მოდელზე ყენდება “მუშკა” ოფტიკურ–ბოჭკოვანი მილით ან ადვილად დასანახი ფერადი პლასტმასის დეტალით შიგნით.

რაიმე განსაკუთრებული თვისება რაც გამოარჩევს ამ მოდელს მას არ აქვს, გარდა რა თქმა უნდა ფასისა, რომელიც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია მის ამერიკულ ანალოგთან შედარებით. 1996 წლიდან ყველა ტაურუსის რევოლვერი აღჭურვილია შიდა საკეტით, რომელიც იკეტება გასაღებით. თუ თქვენ იარაღს საკეტი არ აქვს ე.ი. ის 1996 წლამდე არის გამოშვებული.

დაცვის “პოლიტკორექტული” სისტემა. იარაღი გასაღებზე იკეტება. სურათი Taurus USA–ს საიტიდან.

განსხვავებით მაგალითად Rossi-ს რევოლვერებისგან, ტაურუსში დამრტყმელი ჩახმახზე არ არის განლაგებული. ის იარაღის ჩარჩოშია მოთავსებული ხოლო, დარტყმა მას გადაეცემა სპეციალური ასაწევი “გადამცემის” მეშვეობით, რომელიც იწევა ზევით სასხლეტზე თითის დაჭერისას. თუ სასხლეტი მას ზევით არ აწევს, ჩახმახი დამრტყმელს არ მიწვდება. ეს ზრდის იარაღის უსაფრთხოებას და ჩემი აზრით საჭირო და სასარგებლო ელემენტია.

Taurus 85-ის კალიბრი არის .38 Special (9×29.5mmR). შექმნილი 1989 წელს კომპანია Smith&Wesson-ის მიერ ის თავდაპირველად იყო გათვლილი შავ დენთზე.შედარებით მცირე უკუცემა, სიზუსტის უდიდესი პოტენციალი და საშუალება ააწყო მასზე გათვლილი კომპაქტური რევოლვერები განაპირობა ის ფაქტი, რომ ეს კალიბრი ცოცხალია და დღემდე ჩვენთან ერთად არის. თანამედროვე +P კატეგორიის ვაზნები საკმაოდ ეფექტურია და მაგალითიად 10 გრამიან ტყვიას აძლევენ საწყის სიჩქარეს 270 მ/წ–ის ოდენობით. ასეტ შემთხვევაში ენერგეტიკით ის აღემატება ყველაზე ცხელ 9X18 კალიბრის მაკაროვის ვაზნების ვარიანტებს და უახლოვდება სტანდარტული წნევის 9X19-ის ვაზნებს. კარგია ამბავი ისიც არის, რომ Taurus 85 გათვლილია +P კატეგორიის ვაზნების გამოყენებაზე.

85–ე მოდელის ირგვლივ არსებობს მთელი ოჯახი რევოლვერების, მათ შორის უახლესი მოდელები პოლიმერის ჩარჩოთი, ასევე მაგალითად საკმაოდ საინტერესო და თანამედროვე CIA მოდელი. არა ეს აბრივიატურა არ ნიშნავს ცენტრალურ სადაზვევრვო სააგენტოს, ის იშიფრება როგორც Carry It Anywhere, ანუ “ატარე ის ყველგან”.  ის 5 ვაზნიანია, ძალიან კომპაქტურია, აქვს ჟანრის ტრადიციებიდან გამომდინარე დამალულია ჩახმახი, რაც აადვილებს მის ფარულ ტარებას.

პოლიმერულ–ფუტურისტული რევოლვერი ასევე დაფუძნებული 85–ე მოდელზე, Taurus Protector Polymer. სურათი მწარმოებლის საიტიდან.

განსხვავდება 85-ე მოდელის რევოლვერების ჩარჩოს მასალებიც. აქ რამოდენიმე ტიპის მსუბუქი შენადნობია, ნაჭედი ფოლადი და ეხლა უკვე პოლიმერიც (მოდელი 85PLYSS2 Polymer Protector). მოდელები HY-LITE Magnesium  ნიშნავს, რომ ჩარჩო მსუბუქი შენადნობისგან არის დამზადებული.  სრული მიმოხილვა დაფარვების, მოდელების და  სხვა თავისებურებების ამ სტატიის მიზანში არ შედის. ეწვიეთ საიტს და თავად დაათვალიერედ კატალოგი.

როგორც უკვე ავღნიშნე 85–ე მოდელის ოჯახი ყველაზე გაყიდვადია ამ კომპანიის იარაღის მოდელებიდან. ამას ხელს უწყობს დაბალი ფასი ისევე, როგორც ასეთი კომპაქტური რევოლვერის გამოყენების სპეციფიკაც. ამ იარაღს ურჩევენ (არასწორი რჩევაა სხვათაშორის) ახალბედა მსროლელებს, მოუმზადებელ მსროლელებს, რატომრაც ქალებს, ასევე უფრო გამოცდილი მსროლელები ირჩევენ, როგორც დამხმარე ან მეორეხარისხოვან იარაღს. ადამიანებისთვის ვინც ირჩევენ ასეთ იარაღს ფასი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად გამაწყვეტი ფაქტორი. დამერწმუნეთ რომ ადამიანს რომელიც ეძებს კომპაქტურ თავდაცვის იარაღს და საერთოდ იარაღში არ ერკვევა და ადამინს რომელსაც უნდა მსხვილკალიბრიანი ძლიერი რევოლვერი მაგალიტად სახიფათო ნადირობებისას თავის დასაზღვევად, სხვა და სხვა მოთხოვნები აქვთ. პირველს უნდა იაფი ხელმისაწვდომი თავდაცვის საშუალება მისი გამოყენების მინიმალური ალბათობით, მეორეს უნდა 100%–ად საიმედო ინსტრუმენტი, რომელსაც მან უნდა თავისი სიცოცხლე ანდოს. ამ ორ განსხვავებულ შემთხვევაში ფასის ფაქტორი სხვა და სხვა როლს თამაშობს. ზუსტად ამიტომ 85–ე მოდელები ასე კარგად იყიდება. ნახმარი იდეალურ მდგომარეობაში მყოფი Taurus 85 აშშ–ში ღირს 200–დან 250 დოლარამდე . ახლების ფასი 300 დოლარიდან იწყება. ეს კი ძალიან იაფია. დაუმატეთ ამას სამუდამო უფასო საგარანტიო რემონტი, მიმზიდველი გარეგნობა, დიდი ასორტიმენტი მოდელების და მიხვდებით, რატომ ტაურუსის მოგება ყოველ წლიურად იზრდება.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს ის პრონციპში იგივეა რაც სხვა იაფ ფასიანი იარაღის მოდელების შემთხვევაში. იაფი ფასი ნიშნავს, რომ მწარმოებელი ნაკლებ ყურდღებას აქცევს ხარისხის კონტროლს, დამზადების ხარისხს, გამოყენებული მასალებს.  ტაურუსი კარგ იარაღს უშვებს, და მისი პროდუქცია არ არის იაფი ამ სიტყვის ცუდი გაგებით. მაგრამ ტაურუსის რევოლვერი მაგალითად ვერ შეედრება Smith&Wesson-ის რევოლვერებს. ალბათობა მიიღოთ რევოლვერი რომელიც ან არ მუშაობს ან ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა უფრო დიდია ვიდრე ამერიკული რევოლვერის შეძენისას.  ხარისხითაც რუგერები და სმიტები უფრო უკეთესია. ესტეთიური თვალსაზრისით ამერიკული რევოლვერები უფრო უკეთესები არიან.  ასევე ზოგადად სმიტი ან რუგერი უფრო ზუსტი იქნება, საიმედო და დიდ რესურსიანი ვიდრე ბრაზილიური რევოლვერები. ეს გასაკვირი არც არის, ყველაფერ აღნიშნული ამერიკული რევოლვერის შემთხვევაში არ არის უფასო. შესაბამისად ნახმარი J Frame უფრო ძვირი ღირს ვიდრე ახალიTaurus 85. ხოლო ნახმარი 85–ის ყიდვა არის გავარტყი–ავაცილეს პრინციპით თამაში. ყველაზე ხშირი პრობლემა ნახმარ 85–ე მოდელთან არის “მსუბუქი დარტყმები”, როდესაც ჩახმახს არ ყოფნის ძალა რომ აამოქმედოს ამაალებელი. ასე, რომ პირველ რიგში შეამოწმეთ საიმედოობა ორმაგ რეჟიმში სროლისას. ორმაგ და ერთმაგ რეჟიმებში ჩახმახი სხვა და სხვა მანძილს გადის, ორმაგ რეჟიმში უფრო მოკლეს და ძალაც ნაკლები აქვს.

გარდა ამისა საქმე კიდევ იმაშია, რომ რევოლვერი თავისი კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე ასე, რომ ვთქვათ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს დამზადებისას. ცოტათი მეტ დაკვირვებას, ცოტათი მეტ საბოლოო დამუშავებას, იმისთვის, რომ ყველაფერი კარგი საათის მექანიზმივით მუშაობდეს. დამიჯერეთ, მე ვიცი რაზეც ვლაპარაკობ, ნებისმიერი თუნდაც უკანასკნელი არიფი პირველი წამებიდან იგრძნობს სხვაობას მაგალითად 2 დუიმიან Colt Python-ს და Rossi-ს შორის. თუ ერთმაგი მოქმედების რეჟიმში სხვაობა სასხლეტებს შორის ძალიან არ ყვირის, ორმაგი მოქმედების რეჟიმში სხვოაბა უკვე აშკარად საგრძნობი ხდება. თითის დაჭერისას რევოლვერის შიგნით იწყება მრავალი პროცესი, რომელშიც ბევრი დეტალი მონაწილეობს, სწორედაც, რომ მილიმეტრის მეასედები ნაწილების დამუშავებაში და ალბათ ხელოსენბის ინდივიდუალური ჯადო თუ გნებავთ და ასევე ზედმეტი დახარჯული ყურადღება რევოლვერის მექანიზმის აწყობისას განაპიორბებს ორმაგი მოქმედებისას რევოლვერის სასხლეტის რბილ ერთგვაროვან და მოკლე სვლას. ეგრევე ხდება გასაგები, რაში ყველაზე უფრო გამოიხატება ეს სხვაობა ფასში. კარგ რევოლვერში ორმაგ რეჟიმში დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი არის არარეალურად რბილი, მსუბუქი და მოკლე სვლით. ცოტა უფრო იაფ ფასიანებში ეს მაჩვენებელი მერყეობს, მისაღებიდან საშინელამდე, რაც მოითხოვს დამატებით მორგებას, დამუშავებას, პოლირებას ან აისახება სიზუსტეზე და ეფექტური სროლის სისწრაფეზე.

მეორეს მხრივ პირდაპირ ვიტყვი მეეჭვება დღეს არსებობდეს კომპაქტური 5 ვაზნიანი “მოკლეცხვირიანი” რევოლვერი, რომელიც გაუწევდა კონკურენციას თანამედროვე ტაურუსის 85–ე სერიის რევოლვერს, იმ კრიტერიუმში რასაც ქვია ფასი–ხარისხი. მეორადი კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი Taurus 85 1000 ლარამდე ფასში შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო საყიდლად. ერთ მაღაზიაში უფრო ნაკლებ ფასადაც იყიდება ეს რევოლვერები, მაგრამ მათი ტექნიკური მდგომარეობა თითქმის ყოველთვის შორსაა დამაკმაყოფილებლისგან.

ავტორის კუთვნილი შედარებით იშვიათი 3 დუიმიანი მოდელი. 3 დუიმიანი ლულა, შესანიშნავი დაფარვა,  და იდეალური მდგომარეობა გახდა მისი შეძენის მიზეზები.

ბოლოს დავამატებ, რომ რევოლვერის ეფექტური სროლა მოითხოვს აბსოლუტურად განსხვავებულ უნარჩვევებს. როგორც ავტოტრანსპორტში, თუ ატარებთ მსუბუქ მანქანას (ისვრით პისტოლეტებიდან) შეძლებთ გაატაროთ მიკროავტობუსიც, მსუბუქი მანქანაც და სატვირთო მანქანაც (ისროლოთ პისტოლეტი ერთმაგი, ორმაგი მოქმედებით, დახურული დამრტყმელით და ღია ჩახმახით), ხოლო რევოლვერი არის მოტოციკლი. მის სასროლად/სამართავად განსხვავებული ცოდნაა საჭირო. აქ მე ვგულისხმობ საბრძოლო სროლას ორმაგი მოქმედების სასხლეტით და არა დუელიანტის პოზიციიდან სამიზნეში წინასწარ ხელით შეყენებული ჩახმახით. იგივე თავისთავად ეხება რევოლვერის სწრაფ გადატენვას

shooterscentral.ge-ს დასკვნა. Taurus 85 ნამდვილად არის კარგი რევოლვერი თავის ფასში. ახალი ის ბოლომდე გადაფარავს ყველა მოთხოვნას, რაც მას შეუძლია წაუყენოს საქართველოში იარაღის მფლობელმა, რომელსაც სურს ხელმისაწვდომი და საიმედო თავდაცვის საშუალება. ნახმარი რევოლვერის ყიდვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დეტალების მდგომარეობას და ასევე ჩახმახის საიმედო მუშაობს ორმაგ რეჟიმში სროლის დროს. მეორადი რევოლვერის შეძენისას სროლით შემოწმება აუცილებელია. გამომდინარე ფასიდან, რომელიც მერყეობს 1000–დან 2000 ლარამდე და ვაზნის ფასიდან, რომელიც 3 ლარს შეადგენს უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევაში ავტომატური 9მმ–ნი პისტოლეტი ყოველმხრივ იქნებოდა უპირატესი არჩევანი, ხოლო თუ მყიდველს სურს იქონიოს კომპაქტური რევოლვერი ხელმისაწვდომ ფასად, Taurus 85 არის ერთ ერთი საუკეთესო არჩევანი.

 

p.s.

სამწუხაროდ მაგრამ უკვე ტრადიციულად რევოლვერის ცოცხლად ტესტირება გადადებულია სანამ საქართველოში უკეთესი დრო არ დადგება.

 



One Response to “ხელმისაწვდომი იარაღი – Taurus 85”

  1. jurkha says:

    ბატონო ლევან გილოცავთ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით. სტატია კი როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა.
    დიდი მადლობა.

დატოვეთ კომენტარი