კიდევ ერთხელ “ნულევოი” “მაკაროვზე”

September 15th, 2009

makarov

ცოტა ხნის წინ შევიარე თბილისის ერთ ერთ იარაღების მაღაზიაში. შესვლისთანავე დავინახე, რომ ერთ ერთი მაღაზიის სტუმარი ასე რომ ვთქვათ, გამადიდებელი შუშის (ცნობილი, როგორც ლუპა)  საშუალებით ათვალიერებდა მაკაროვს. მე დამაინტერესა რა ხდებოდა, და მივიწიე ცოტა ახლოს.  სტუმარმა უყურა უყურა და მერე სიტყვებით: არა არ ჩანს ნომერი, დაუბრუნა იარაღი პატრონს და გავიდა მაღაზიიდან.   რაღაც მომენტში მე კი მინდოდა მეთქვა რაშია სამქე და ამეხსნა ამ ნომრის ამბები, მაგრამ გადავიფიქრე.  

არსებობს ფართოდ ცნობილი მოსაზრება, რომ წარმოებისთანავე ხდებოდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტების გრადაცია სიზუსტის მიხედვით. ყველაზე უფრო კარგებს ცელიკზე ერტყათ ნული და ყველაზე უფრო ცუდებს სიზუსტის მხრივ ციფრი 4. “ნულევოის” მალე ჩვენთან “აფიცერსკი” შეარქვეს.  სიმართლე გითხრათ მე მგონი ვიცი საიდან ჩნდება ეს სახელები: ლისიჩკა, გეკო, პლიტა მატორი, კისტის თოფი, ბოტასები და ასე შემდეგ. სიტყვები სადაც მეტი არსად არ გვხდება და ბევრმა ზუსტდაც არ იცის საიდან და რატომ დაერქვა ამა თუ იმ ნივთს ესა თუ ის ახალი სახელი. მაინც ჩვენ გარკვეულ წილად იზოლირებული ვართ მეზობლებისგან და ასე ვთქვათ მეტ წილად საკუთარ წვენში ვიხარშებით, როგორც იტყვიან. ხო და ამ პროცესში იბადება ასეთი უნიკალური და პრინციპში არაზუსტი ცნებები. პლიტა მატორი რას ნიშნავს მე მაგალითად მოვისმინე მინიმუმ 5 განმარტება, დიამტრალურად განსხვავებული.  გეკო, როგორც ჩანს დამკვიდრდა მას მერე, რაც გერმანული ფირმის GECO (შემოკლებული Gustav Genschow & Co)  მიერ წარმოებული 5.6მმ–ნი მცირეკლაიბრიანი ვაზნები გაიყიდა დიდი რაოდენობით.  იგივე ეხება ბოტასებს, ჩეხური სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელი ფირმა Botas a.s., რომლის პროდუქცია ერთ დროს შემოვიდა საქართველოში და მანამდე არც კი ვიცოდით რა იყო სპორტული ფეხსაცმელი, და ამის მერე ყველა სხვა სპორტული ფეხსაცმელი გახდა ბოტასი. კისტის თოფი ალბათ იმიტომ, რომ ტყვიების ნაწილს ფუნჯის ტიპის სტაბილიზატორები ქონდათ დამაგრებული. ყოველ შემთხვეაში ამ ალბათ მცირე კულტურული ფენომენის ახსნა იმსახურებს ცალკე თემას.  ევროპაშიც იყო ანალოგირუი სიტუაცია, ერთ დროს ყველა ავტომატურ პისტოლეტს უძახდნენ ბრაუნინგს, მაგრამ ეს იყო მიანც ერთი საუკუნის წინ…….

botas

ბოტასის ფირმის სპორტული ფეხსაცმელი “კლასიკ  66″. რაღაც ამდაგვარი შემოიტანეს საქართველოში მრავალი წლის წინ.

 დაუბრუნდეთ “აფიცერსკი” მაკაროვების თემას. პირველ რიგში ვიტყვი, რომ არანაირი გრადაცია მაკაროვების სიზუსტის მიხედვით არ ხდებოდა.  მაკაროვი ითვლებოდა ვარგისად თუ 25 მეტრზე 4 გასროლი ტყვიის გაფანტვა შეადგენდა 15სმ–ს. ხოლო 4 გასროლიდან საშუალო მოხვედრის წერტილი არ იყო 5 სმ–ზე შორს საკონტროლო წერტილისგან.  შესაბამისად ნომერი ცელიკზე აღნიშნავს მის სიმაღლეს. თუ მოხვედრის წერტილი იყო გადაცილებით, ჰორიზონტალური შესწორება შექონდათ ცელიკის მარჯვნივ მარცხნივ გადაწევით, ხოლო ვერტიკალუირ შესწორება შედიოდა შესაბამისი სიმაღლის ცელიკის შერჩევით.  იმიტომ რომ მაკაროვის ცელიკი ვერტიკალურ სიბრტყეში არ გადაადგილდებოდა.

ეს არის ცელიკების სიმაღლე ნომრების მიხედვით. 1970 წლამდე: (ნომერი, სიმაღლე)  N1   5,25მმ; N2 5,5 მმ; N3     5,75 მმ;  N4 6,0 მმ; N5 6,25 მმ.  1970 წლის შემდეგ.  N1 4,75მმ. N2 5,0 მმ. N3 5,25 მმ. N4 5,5 მმ. N5 5,75 მმ. N6 6,0 მმ. N7 6,25 მმ. დავამატებ რომ ცელიკის 1 მმ–ით გადაადდგილება გამოიწვევს მოხვედის საშუალო წერტილი ცვლილებას 19სმ–ით 25 მეტრზე.

726865-626x1024 

მონაცემები ეფუძნება ცალკეული ენტუზიასტების მიერ ჩატრებულ გამოკვლევებს და ეხება მხოლოდ საბჭოტა კავშირში გამოშვებულ მაკაროვის პისტოლეტებს.  არსებობს ინფორმაცია, რომ ე.წ. “ნულევიოიც” არსებობს ანუ ციფრი ნოლით. მე არ მინახავს ასეთი.  80–ნი წლების ბოლოდან მარკირება, რიგირც ჩანს არ ხდებოდა. სტანდარტული ცელიკი შეესაბამებოდა 4 ნომერს.  ასე რომ დიდ ყურადღებას ამ ნომრებს ნუ მიაღწევთ.  საუკეთესო გზა შეამოწმოთ სიზუსტ არის ესტუმროდ ტირს და თავად დარწმუნდეთ იარაღის შესაძლებლობებში.

 

0001tkkd

 

PS

დიდ მადლობა სურათებისთვის ჩემ ლიტველ მეგობარს და კოლეგას Sanych–.  

http://glockoholic.livejournal.com/



დატოვეთ კომენტარი