Arcus 98 – ბულგარული ბრაუნინგი

როდესაც ამ მორიგი სტატიის სათაურს ვწერდი, მივხვდი რომ ბრაუნინგი ბულგარეთიდან ორაზროვნულად ჟღერს და ალბათ ცოტა უაზროდ, დღეს აბსოლუტური უმეტესობა ავტომატური პისტოლეტების მოიცავს გენიალური კონსტრუქტორის მიერ მოგონილ სქემებს და გადაწყვეტილებებს, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი საერთოდ ყველა ავტომატურ პისტოლეტს ავტომატურად უწოდებდნენ ბრაუნინგებს. მაგრამ ასეთი სათაურის გამოყენება მაინც აბსოლუტურად მართებულია, იმიტომ, რომ პისტოლეტი, რომელზეც წავა საუბარი ლეგენადრული FN High Power-ის თითქმის ზუსტი კოპიაა. ეს არის 9მმ-ან პისტოლეტი Arcus და მისი ორი ძირითადი მოდიფიკაცია – 94-ე და 98-ე მოდელები. ამ სტატიაში ჩვენ შევეხებით ყველა მოდელს და კონკრეტულად მოდელ 98DAC-ს. აქ რა სახსენეებელია მაგრამ მხოლოდ საქართველოში, “კონსტრუქტორებმა” უარი თქვეს ბრაუნინგის მემკვიდრეობის გამოყენებაზე და შედეგიც შესაბამისი მიიღეს. ბულგარელები სხვა გზით წავიდნენ და საკმაოდ კარგი პისტოლეტი შექმნეს.

ტრადიციულად, როდესაც ვყვები პისტოლეტზე ვიწყებ ხოლმე მწარმოებელზე საუბრით. ხომ უნდა ვოცოდეთ ვინ დგას ამა თუ იმ იარაღის უკან, ერთი ნიჭიერი ან არც ისე მეწარმე, სარდაფი სადღაც ანკარას გარეუბანში ხმამაღალი სახელით ილდიზ ბილდიზ სილახ ბლა ბლა ბლა,  თუ კომპანია სერიოზული რეპუტაციით და ისტორიით, რომელზეც ღირს ერთი ორი სიტყვის დაწერა. ამ შემეთხვევაში ჩვენ ალბათ უკანასკნელ ვარიანტთან გვაქვს საქმე. არკუსი არის ბულგარული, შეიარაღების მწარმოებელი  კომპანია, რომელიც არსებობს 1965 წლიდან (მდებარეობს  ქალაქ ლიასკოვეცის მახლობლად).  ის წარმოადგენს საკამოდ მსხვილ წარმოებას, რომელშიც 2800 კაცი მუშაობს და კიდევ 120 ინჟინერი, რომელიც კვლევის და განვითარების საკითხებით არიან დაკავებულები. მათი საიტიდან ვარკვევთ, რომ კომპანიას აქვს ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი iso9001 და პისტოლეტების გარდა ასევე უშვებს ამუნიციას, როგორც ცეცხლსასროლი იარაღისთვის ასევე ნაღმტყორცნებისთვის, ამფეთქებლებს,  ყუმბარტმტყორცნებს და ნაღმტყორცნებს. კატალოგში ასევე არის ერთი რევოლვერიც და მათი პისტოლეტებისთვის განკუთვნილი მცირეკალიბრიანი ადაპტორის ნაკრები.  თუ გადავალთ გვერდზე, რომელიც ეხება საწარმოო საშუალებებს, დავინახავთ ძალიან გრძელ სიას, სადაც მათ შორის ნახსენებია გალვანურ-ნიტრიდული დაფარვები, სპორტული ინვენტარი, ლადას და მოსკვიჩის ნაწილები, ელექტრო-მაგნიტური სარქველები და ა.შ.  ანუ სპექტრი მათი საქმიანობის საკმაოდ დიდია და მაღალტექნოლოგიურ პროცესებს და დანადგარებს მოიცავს.

პისტოლეტს რაც შეეხება მე სიმართლე გითხრათ დიდიხანია ყურადღებით ვაკვირდები ამ პისტოლეტს მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ის არ მოხვდა იმ 80 იარაღის სიაში, რომელიც ჩემ ხელში გაიარა. სტატიის მომზადებისას ეს მაინც და მაინც არ არის პრობლემა თუ სასურველი იარაღი თვქენი მეგობრის საკუთრებაშია. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გადაწყვიტეთ რამის დაწერა იარაღზე, ქონდეთ საშუალება პირადად შეაფასოთ იარაღი, დააკვირდეთ მას, ისროლოთ თუ მასი საშუალება გაქვთ, იმიტომ რომ ყველა წიგნი და სტატიაც, რომ წაიკითხოტ ეს არ არის საკმარისი, რომ სწორი აზრი შეგექმნათ და ეს აზრი გადასცეთ სხვას. მოკლედ ასე  გახდა  შესაძლებელი, რომ კიდევ ერთხელ და ამჯერად ახლოდან და პერსონალურად გამეცნო ეს იარაღი. მანამდე და ეს უნდა განსსაკუთრებით ავღნიშნო, რომ განსხვავებით სხვა დაბალფასიანი იარაღებიდან მე არასოდეს არ მსმენია ცუდი გამოხმაურებები არკუსზე საქართველოში და ამიტომაც კიდე უფრო მეტად დაინტერესებული ვიყავი იმით თუ რას წარმოადგენდა ეს იარაღი რეალობაში.

როგორც უკვე ავღნიშნე ამ პისტოლეტს, რომელიც პირველად გამოჩნდა 1994 წელს, საფუძვლად უდევს ბელგიური ჰაი პაუერი, კლასიკად ქცეული ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტი, პოპულარული ევროპაში და არა მარტო ამ კონტინენტზე. მოდელი 94 ისევე, როგორც მისი ბელგიური პროტოტიპი იყენებს ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმის. მოდელი 98 (გამოჩენის წელი 1998)  უკვე ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი აქვს, რაც ჩემის აზრით არის უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი და მთავარი განსხვავება ბელგიურ და ბულგარულ პისტოლეტს შორებს.  98-ე მოდელი ორ ვარიანტში გამოდის, სრული ზომის მოდელი DA და კომპაქტური DAC.  აბრივეატურა იშიფრება, როგორც double action და double action compact, ორმაგი მოქმედების და ორმაგი მოქმედების კომპაქტური, შესაბამისად.

ვიზუალური სხვაობები ორ პისტოლეტს შორის ამ სურათიდან ჩანს. არკუსში იგრძნობა თანამედროვეობა,  ”ეკონომიური” ბასრი ფორმები, დაკუთხული სასხლეტის დამცველი (trigger guard), სრულფასოვანი სამიზნე მოწყობილობები.

პირველი შთაბეჭდილებები. იარაღი გარედან კარგად და სუფთად არის დამზადებული. კარგად ჯდება ხელში, თუმცა ჩარჩოს “კუდი” დიდია და აწვება ხელს ზევიდან, დიდი ხელების პატრონებს ეს არ მოეწონება. ტარი ძალიან წააგავს ამერიკული კომპანია  Hogue-ს მიერ წარმოებულ  Wrap Around სერიის ტარებს, მაგრამ გაცილებით უფრო მკვრივი მასალისგანაა დამზადებული და ამიტომაც ისეთი კომფორტული არაა, როგორც ამერიკული სახელური, მაგრამ აბსოლუტურად მისაღებია, როგორც სტანდარტული ოფცია.  უფრო თხელი, ხის პანელების დაყენება შეამცირებს პისტოლეტის სიგანეს.  სამიზნე მოწყობილობები წარმოადგენენ კლასიკურ სამ წერტილიან მოწყობილობებს, თეთრი წერტილებით. მოწყობილობები საკამოდ დაბალია და უფრო პატარა ზომისაა ვიდრე სამიზნეები სხვა ანალოგიურ პისტოლეტებზე, მაგრამ ბევრად უკეთესი ვიდრე რუდიმენტარული და არასრულფასოვანი სამიზნეები  მაკაროვებზე და სხვა გასული საუკუნის სამხედრო იარაღებზე, მათ შორის ადრინდელ ბელგიურ ჰაი პაუერებზე.

ახალ იარაღი დევს ეკონომიურ, მუყაოს ყუთში, მოყვება ინსტრუქცია, საწმენდი და ორი მჭიდი.

დაფარვას (ოქსიდირება) მაინც და მაინც არ ეტყობა, რომ ის არის გამძლე. ხანმოკლე ექსპლუატაციის შემდეგ მას გარკვეულ ადგილებში ფერი ეცვლება, კუთხეები უთეთრდება, მაგრამ რაიმე კატასტროფულ ცვეთას ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში ადგილი ალბათ არ ექნება.  არსებობს ორ ფერიანი შესრულებაც და მთლიანად გაპრიალებული ქრომირებული მოდელები.

ორ ფერში შესრულებული 98DAC. ჩარჩოზე წინ არის ამერიკული იმპორტიორის დამღა.

სასხლეტი არის მე ვიტყოდი ალბათ ერთ ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა ამ იარაღში. მშრალი სროლისას ის თითქოს მძიმე და “ხრაშუნა” არის, მაგრამ სროლისას ის არის აბსოლუტუად ადეკვატური და კიდევე ავღწერდი მას, როგორც ალბათ სწრაფს. მე ვიტყოდი, რომ ის არის თითქმის იდეალური მასობრივი იაფი იარაღისთვის, რომლის დანიშნულება არის პატრონის დაცვა. ის არ გამოდგება სპორტული პისტოლეტისთვის, მაგრამ თავდაცვითი იარაღისთვის ის აბსოლუტუად ადეკვატურია.  იაფფასიან იარაღში არავინ არ დაეძებს სასხლეტს, რომელიც იქნება იდეალური და დააკმაყოფილებს მაღალი დონის მსროლელის მოთხოვნეებს. მთავარია ის იძლეოდეს საშუალებას აწარმოოთ სწრაფი და ზუსტი გასროლები და ამაში ხელს არ გგიშლიდეთ ზედმეტი სიმძიმით, სვლით და ასე შემდეგ. არკუსის შემთხვევაში სასხლეტივიმეორებ  აბსოლუტურად ადეკვატურია . უნდა ვივარაუდოთ, რომ დროთა განმავლობაში ის უფრო გაუმჯობესდება. გარდა ამისა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის გამო მისი პოლირება და დამუშავება უფრო ადვილი იქნება ვიდრე ორიგინალურ ჰაი პაუერზე.

იარაღს გააჩნია არაავტომატური დამცველი განლაგებული ჩარჩოზე და ასევე დამრტყმელის მცველი, რომელიც კეტავს მას და ითიშება მხოლოდ,  როდესაც თითი სასხლეტს აჭერს. არაავტომატურ სასხლეტს რაც შეეხება ის ისევე, როგორც ბელგიურ პისტოლეტში არის ცოტათი არასწორ ადგილას განლაგებული და დღევანდელი სტანდარტებით ცოტათი მოუხერხებელი ფორმის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იარაღი ორმაგი მოქმედების არის ეს გენეტიკური ნაკლი პრაქტიკულად ქრება.  თუ ვერ გაიგეთ ავხსნი, ერთმაგი მოქმედების პისტოლეტის სტანდარტული ტარების მეთოდი არის შეყენებული&ჩაკეტილი ანუ ვაზნა სავაზნეშია, ჩახმახი შეყენებულია და მცველი ჩაკეტილია(ამიტომაც საბჭოთა ТТ არის არასრულყოფილი პისტოლეტი).   შესაბამისად, იმისთვის, რომ სწრაფად დაიწყოთ სროლა მცველი უნდა იყოს ადვილად ხელმისწავდომი, მაგრამ მისი განლაგების ადგილი და ფორმა ჰაი პაურზე ცოტათი ამისთვის მოუხერხებელია.  ორმაგი მოქმედების პისტოლეტში დამრტყმელის ავტომატური მცველით შესაძლებელია არაავტომატური მცველის, მისი ფორმის და განლაგების იგნორირება.

არც ისე სწორი  და სწორი მცველის განლაგება და ფორმა.  არკუსი და 1911A1.

დამატებით იარაღი ასევე აღჭურვილია მჭიდის მცველით ანუ გასროლა შეუძლებელია თუ მჭიდი არ არის იარაღში მოთავსებული და თუ ეს არ  არის ვინმესთვის საკმარისი, ჩახმახი  ნახევრად შეყენების საშუალებას იძლევა (half  cock). უკანასკნელი, სწორი თექნიკის გამოყენების შემთხვევაში დამრტყმელის მცველთან ერთად გამორიცხავს ჩახმახის დაშვებისას დამრტყმელის მოხვედრას ვაზნის ამაალებელზე და გამორიცხავს შემთხვევით გასროლას.

იარაღის მჭიდი (როგორც 98DAC ასევე 94)  იტევს 13 ვაზნას და კომპაქტური მოდელი ადვილად იღებს ორიგინალურ ჰაი პაუერისთვის გათვლილ მჭიდებს. სრული ზომის მოდელი 98DA (მჭიდის ტევადობა 15 ვაზნა) იდეაში ასევე იღებს 13 ვაზნიან მჭიდებს მაგრამ არა ყველა მწარმოებლის. (ტარის სიგრძის გამო).  დავამატებდი, რომ  ჩემი აზრით იაფი პისტოლეტების სუსტი წერტილი თითქმის ყოველთვის არის მჭიდი, იმიტომ, რომ მასზე ასევე ცდილობენ ეკონომიას (იაფი მასალები, დამზადების დაბალი ხარისხი, სუსტი დაბალრესურსიანი ზამბარები). არკუსის მჭიდებში მე რაიმე ასეთი არ შემიმჩნევია, მაგრამ კარგია, რომ შესაძლებელია უპრობლემოდ მაღალი ხარსხის მჭიდების გამოყენება, რომელიც ჰაი პაუერისთვის მზადდება. მაგალითად Mec Gar-ის მაღალი ხარისხის მჭიდების.

ჩემი არჩევანი დღეს ალბათ იქნებოდა ეს ერთმაგი მოქმედების უფრო კლასიკური და სრული ზომის Arcus 94, იმიტომ, რომ ორმაგი მოქმედების პისტოლეტი უკვე მაქვს. ამავე დროს ორმაგი მოქმედების 98-ე მოდელი დღევანდელი სტანდარტებით უფრო სრულყოფილი თავდაცვის იარაღია.

შიგნიდან იარაღს ყველგან ეტყობა ინსტრუმენტებით დამუშავების ნაკვალევები, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ასეთივე ნაკვალევები ეტყობა მაგალითად ჩეხურ CZ-ეებს, რომლებიც 2-ჯერ მეტი ღირს. თუმცა ამას არავინ არასდროს არ უჩივის. დაშლისას აღმოვაჩენთ კარგად ნაცნობ ბრაუნინგის ავტომატიკის სქემის ელემენტებს. სასხლეტის ბერკეტი უკვე პირდაპირ არის გადაბმული ჩახმახთან და განლაგეებულია შესაბამისად ჩარჩოში და არა საკეტში, როგორც  ეს ბელგიურ  ჰაი პაუერში არის შესრულებული. არასრული დაშლა და აწყობა ისევე ხდება, როგორც ორიგინალური ჰაი პაუერის შემთხვევაში. საკეტი იხსნება და ნაწილობრივ გახსნილი ყენდება დამცველზე, შემდეგ საკეტის შემაკავებელი იწევა მაღლა და მარცხნივ, გამოდის ჩარჩოდან და საკეტი ცილდება ჩარჩოს. ხსნით ზამბარას თავისი ღერძით და უკვე ლულა ტოვებს საკეტს. სულ ეს არის. წმენდისთვის ეს საკმარისია.

ლულა ჩვეულებრივი ხრახნებით არის და არ არის ქრომირებული. ყველა ლულა ქარხანაში გადის ტესტირებას და შემოწმებას, რომ გამოირიცხოს დეფექტური ლულის დაყენება პისტოლეტში.

ეხლა კი რაც შეეხება მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. მოგეხსენებათ ჰაი პაუერი ძველი იარაღია. ისიც მოგეხსენებათ, რომ ცნობილია, რომ ეს იარაღი მაინც და მაინც დიდი გამძლეობით არ გამოირჩევა. ისევე, როგორც მაშინდელი 9მმ-ნი ლუგერის ვაზნა და დღევანდელი 9მმ-ნი +P+ ვაზნა ცოტა განსხვავებული რამეებია. ბევრი მითქმა მოთქმა იყო იმაზეც, რომ ბელგიური პისტოლეტები მზადდებოდდა რბილი ფოლადებისგან რაც განაპირობებდა მათი ჩარჩოების და საკეტების შედარებით მცირე რესურსს. გავიხსენოთ ასევე  ბილ ლაუდრიჯის (ცნობილი კომპაიიდან cilinders&slides) მოსაზრებას, რომ იდეალური ჰაი პაუერი არის .40 S&W კალიბრის მოდელი კონვერტირებული 9X19 კალიბრში (ეს მოსაზრება ბლოგზე ერთხელ უკვე ნახსენებია, სტატიაში ჰაი პაუერზე). თუ თქვენ ეს ყველაფერი გადარდებთ, გაგახარებთ, რომ არკუსის საკეტი და ჩარჩო უფრო გაძლიერებულია.  უფრო მსხვილებია და შესაბამისად მძიმეც. ასე, რომ თუნდაც თეორიულად არკუსი უფრო გამძლე უნდა იყოს ვიდრე მისი ბელგიური პროტოტიპი. შესაბამისად თუ ყიდულობთ ბუდეებს, გაითვალისწინეთ, რომ ბელგიური პისტოლეტისთვის უფრო ზუსტად დამზადებული ვიწრო ბუდეები  არ ან გაჭირვებით მიიღებენ ცოტათი უფრო მსხვილ არკუსს. გვერდითი შედეგი ასეთი გამსხვილების არის ნაკლები უკუცემა და გაადვილებული კონტროლი სწრაფი სროლისას.

რაც შეეხება გამოხმაურებებს სპეციალიზირებულ პრესაში და ინტერნეტში ისინი მხოლოდ პოზიტიურია. მე მაქვს რამოდენიმე წიგნი, სადაც ცნობილი ექსპერტები განიხილავენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავდაცვის სხვა და სხვა ასპექტებს. ყველა ამ წიგნში არის თავი, რომელშიც მიმოხილულია  მოკლელულიანი იარაღები - პისტოლეტები და რევოლვერები.  სამ წიგნში ოთხიდან, ნახსენებია Arcus 98, აღწერილი, როგორც იაფი და ეფექტური თავდაცვის საშუალება. შედარებისთვის  ოთხი წიგნიდან მხოლოდ ერთში განხილულია ჩეხური CZ-ს პისტოლეტები. მანდვე ვკითხულობთ სიზუსტეზე. 25 მეტრზე საყრდენიდან სროლისას  ის შეადგენს 5-დან 10 სმ-დე, სხვა და სხვა ვაზნების გამოყენებისას. ეს მაჩვენებელი აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია თავდაცვის იარაღისთვის. ტესტირებებისას აღინიშნება, რომ იარაღი უპრობლემოდ ინელებს ექსპანსიურ ვაზნებს. ეს კარგი თვისებაა თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ უკანასკნელი თაობის ჰაი პაუერები ინელებენ ასეთ ვაზნებს.  ჩვენი დამოუკიდებელი ტესტირება გადადებულია იმ დრომდე სანამ შეიცვლება მსოფლიოში  ერთ ერთი ყველაზე აბსურდული კანონი - საქართველოს კანონი იარაღის შესახებ.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. თუ 94-ე მოდელი ასე თუ ისე პრაქტიკულად ორიგინალური ჰაი პაუერის კოპიაა, და კონსერვატიული მსროლელების მოწონებას იმსახურებს, 98-ე მოდელი უკვე უფრო განსხვავებული პისტოლეტია. ის ატარებს ორიგინალური ჰაი პაუერის ყველა დადებით მხარეს: თხელი, კომპაქტური, დაბალი ლულის ღერძი და ამავე დროს არის უფრო გამძლე, არის ორმაგი მოქმედების, აქვს უფრო მსუბუქი სასხლეტი, სრული ზომის მოდელს დამატებით აქვს მჭიდები ორი ვაზნით უფრო მეტი ტევადობის.  არც თუ ისეთი კარგი ხარისხის დაფარვა და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალები მთლიანობაში არ ამცირებენ ამ იარაღის ღირებულებას, იმიტომ რომ ის ჩემი ღრმა რწმენით არის, როგორც ამერიკელები იტყვიან შამპანიური ლუდის ფასად. მე არ მეგულება სერიოზული მწარმოებლის 9მმ-ნი პისტოლეტი, რომლის შეძენა საქართველოში რეალურია 700 ლარად ხოლო ახალი ღირს 980 ლარი და რომელიც ამავე დროს იქნება საიმედო და გამძლე. ესთეტიურობა და ამაღლებული გრძნობები ამ იარაღს არ ეხება. მას არ ინახავნ ხის, ხავერდით გაწყობილ ყუთებში, ის ინახება ინსტრუმენტებით სავსე უჯრაში. იმიტომ, რომ ის არის უბრალო სამუშაო ინსტრუმენტი, რომელიც თავის საქმეს გააკეთებს.  არც მეტი არც ნაკლები.  კი ბელგიური ბრაუნინგი არის ბრაუნინგი, ღირს 3-4 ათასი ლარი, არის “დონე” იარაღი, მაგრამ რეალობაში 900 ლარიანი არკუსი დიდი ალბათობით უფრო ეფექტური თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს. 9მმ-ნი მთლიანად ფოლადის, 13 (15) ვაზნიანი ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი, ორმაგი დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმით, საიმედეო მცველებით, მხოლოდ 980 ლარად (მეორადი 700-800), ჩემი აზრით დღეს დღეისობით ეს არის საუკეთესო შემოთავაზება.

 

ps

მიუხდავათ მწარმოებლის საიტზე და სხვა რესურსებზე არსებული ინფორმაციისა ჩვენ პისტოლეტზე არ იყო მჭიდის მცველი.



8 Responses to “Arcus 98 – ბულგარული ბრაუნინგი”

  1. longbowman says:

    საინტერესო იარაღია და კარგი სტატიაა. 700-1000 ლარიც კარგი ფასია საქართველოში თავდაცვითი პისტოლეტისთვის, მაინც უნდა გედოს და გლოკი რო იყიდო და გედოს ცოტა რთულია ოთხიათასი ლარის დადება. ერთადერთი მაკაროვია ამაზე იაფი, მაგრამ ეს ათჯერ ჯობია. ისე საიტზე შევიჭყიტე და ერთერთი მოდელისთვის .22 კალიბრზე გადამყვანი აქვს სროლისთვის. ამას აქ ვერ ჩამოიტან თორემ ისე კარგი რამე იქნებოდა იაფ ფასად.

  2. soso arcus98 dac says:

    me maqvs Arcus 98DAC, rogorc vici bulgareTis policiisa da armiis zogierTi nawilis SeiaraRebaSia, Tavis fasSi kargi iaraRia, aqvs mcire ukucema da kargi damcveli, naklad SeiZleba CauTvalo zomaze metad msxvili tari romelic Cems xelSi mTlad kargad ar jdeba da sasxleti Caxmaxi Tu Seyenebuli ar aris makarovze bevrad meti(7.6 kg) Zala unda. Llula qromirebuli Tu ar iyo ar vicodi arada rom Sexedav TiTqos qromirebulia. Zalian mainteresebs lulis resursi (ramdeni gasrolaa) da madlobeli viqnebi Tu mipasuxebT.

  3. Shooter says:

    gamarjobat. resursi lulis damokidebulia vaznebze da movlaze. rame konkretuli cifri ar gamigia, dartsmunebuli var minimaluri resursi 5 000 gasrola mainc iqneba.

  4. გია says:

    არკუსის სრლის რესურსი არის გარანტირებული 10 000 გასროლა, დადებით მხარეებში შეიძლება დაემატოს ის, რომ მისი ყველა ნაწილი ურთიერთშემცვლელია, ე.ი. დაშალე რამდენიმე არკუსი სრულად და ააწყე ერთმანეთის ნაწილებით…. იდეალურად მუშაობს… გამოცდილი მაქვს…

  5. lasha says:

    me makvs arcusi98das aris zalian magari pistoleti lulis resursi atic aqvs da 40 000atasic lula xromirebulia

  6. ბაქარი says:

    გამარჯობათ, გავეცანი სტატიას და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, იმდენად ზედმიწევნით და სრულადაა ჩამოყალიბებული ,,არკუსის” T T M. თუ იცით სად, რომელ მაღაზიაში იყოდება რომ მიმასწავლთ. მადლობა წინასწარ.

  7. ბაქარი says:

    გამარჯობათ, გავეცანი სტატიას მართლაც კმაყოფილი დავრჩი. არაჩვეულებრივადაა ჩამოყალიბებული ,,არკუსის” Т Т М. თუ იცით, ეგებ მირჩიოთ სად და რომელ მარაზიაში შევიძინო არკუს 98 ან თუნდაც 94. გმადლობთ.

  8. Shooter says:

    ამჟამად მგონი აღარ იყიდება. მაგრამ მაიმარკეტზე ხანდახან დევს ხოლმე განცხადებები მაგათ გაყიდვაზე

დატოვეთ კომენტარი