პისტოლეტ ტყვიამფრქვევ უზის ისტორია

Monday, March 16th, 2009

ალბათ როგორც იტყვიან икона ХХ века და ყველაზე პოპულარული და ყველასთვის ცნობილი იარაღი მსოფლიოში, რომელიც კონკურენციას თავად კალაშნიკოვის ავტომატს გაუწევს, და რომლის გარშემო მთელი სუბკულტურა შეიქმნა. ლაპარაკია ლეგენდარულ იზრაელში გამოგონილ უზის პისტოლეტ ტყვიამფრქვევზე. 

ჩემთვის ძნელია რაიმეს დაწერა ამ იარაღზე, მითუმეტეს როდესაც მე მისგან არ მისვრია და ამიტომაც მიჭირს ხოლმე და ტავს ვარიდებ იმაზე საუბარს რაც თავად არ მინახია და შემიმოწმებია, მაგრამ პატარა სტატიის დაწერა ამ იარაღზე მაინც ალბათ კაი საქმე იქნება, და იმისთვის რომ ასეთი სტატია დაიწეროს სულ არ არის საჭირო უზიდან სროლა. მიუხედავათ იმისა რომ უზიზე შეიძლება წიგბის დაწერა, მე შემოვიფარგლები ძირითადი მომენტებით რაც უკავშირდება ამ ლეგენდარულ იარაღს.

Uzi-26
“კლასიკური” უზი ხის ფიქსირებული კონდახით

შექნის ისტორია
ირაღის დიზაინერა გალდათ კაპიტანი უზიელ გალი. იმ დროს როდესაც კაპიტანმ დაიწყო მუშაობა ტავის იარაღზე იზრაელს ქონდა იარაღის და მისი უნიფიკაციის პერმანენტული პრობლემა. ცახალი (იზრაელის თავდაცვსი ძალების სახელი) და სხვა გასამხედროებული ორგანიზაციები იყენებდნენ უამრავი სახის იარაღს, რომელიც მცირ პარტიებით ხშირად ჰახევრად ლეაგლურად ხვდებოდა ქვეყანაში. ასეთი იარაღის მოვლა მომსახურება და ტყვიაწამლით უზრუნველყოფა იყო მუდმივი პრობლემა.

სურათი
კაპიტანი უზიელ გალი

კაპიტანმა გალმა წარადგინა თავისი იარაღი ოფიცილაურ ტესტირებებზე 1950 წელს და 1951 წელს დაიწყო მისი სერიული წარმოება “იზრელს მილიტარი ინდასტრის” (სახელმწიო საკუთრებაში მყოფი იარაღის მწარმოებელი კომპანია) საწარმოო საშულაბებზე. უზიმ აჯობა თავის კონკურენტებს პირველ რიგში წარმოების სიმარტივით და საიმედოობით. გარკვეული როლი იტამაშა იმანაც, რომ კაპიტან უზიელ გალს ქონდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება და ის მას იყენებდა იმისთვის, რომ შეექმნა მაქსიმალურად მოსახერხებელი, მარტივი და საიმედო იარაღი. იარაღში გამოყენებული სქემა, რესივერის შუაში განლაგებული სახელური, რომელშიც თავსდებოდა მჭიდი, რის გამოც იარაღი გამოირჩეოდა პატარა ზომებით და კარგი ბალანსით და ერგონომიულობით.
მარტივი წარმოების ერთ ერთი წინაპირობა იყო ის რომ იარაღის რესივერი იწარმოებოდა “შტამპოვკით” და ყოველგვარი მისი შემდგომი დამუშავება არ იყო აუცილებელი. რესივერი იწარმოებოდა ორი ოპერაციით, პირველი ჭრიდა ფოლადის ფურცლისგან შესაბამისი ფორმის ნაჭერს ყველა აუცილებელი ხვრელით, მეორე კი ღუნავდა მას საჭირო ადგილებში და კრავდა რესივერს.

ds
უზის წარმოება (1970 წელი)

ტექნიკური დახასიათება
ტექნიკურად უზი წარმოადგენს პისტოლეტ ტყვიამფრქვევს, რომელიც ისვრის ღია საკეტიდან და გააჩნია მარტივი პირდაპირი უკუცემის პრინციპით მომუშავე ავტომატიკა. სროლის ტემპი შედარებით მცირეა, 600 გასროლა წუთში რაც მისაღებია ასეთი ზომის და წონის იარაღისთვის და იძლევა საშუალებას იწარმოოს საკმარისად ზუსტი სროლა ავტომატურ რეჟიმში. კიდევ რთი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ზუსტ სროალს არის ზუსი საკეტის კონსტრუქცია, ცნობილი როგორც ტელესკოპური საკეტი. ტელესკოპური საკეტი არ იყო პირველა გამოყენებული უზიზე, ანალოგიური კონსტრუქციის საკეტი უკვე გამოიყენებოდა ჩეხურ პისტოლეტ ტყვიამფრქვევებზე და სავარაუდოთ უზიელ გალმა იცოდა ამის შესახებ და გამოიყენა იგივიე პრინციპი. ტელესკოპური საკეტი განსხვავდება კონვენციონალური საკეტისგან იმით რომ, გადადის ლულაზე ანუ ეხვევა მას და სროლის დროს იკეცება და იწყებს უკუსიარულს. უზის შემთხვევაში ეს გამოიხატა იმაში, რომ შემცირდა იარაღის სიგრძე (ამას ასევე მჭიდის განლაგებამ სახელურში შეუწყო ხელი), გახდა შესაძლებელი გაზრდილიყო საკეტის მასა და შემცირებულიყო სროლის ტემპი. სროლის ტემპის შემცირება კი ასეტი მასისი და ზომის აიარაღში როგორც წესი ითხოვდა ხოლმე დამატებთი მექამიზმების გამოყენებას და ზრდიდა კონსტრუქციის სირთულეს. (დაბალი სროლის ტემპი პატარა იარარში არის კრიტიუკული, როდეაც საუბარია სიზუსტეზე ჯერებიტ სროლისას, უფრო დაბალი ტემპი უდრის უფრო მეტ კონტროლს იარაღზე და შესაბამისად უდრის მეტ სიზუსტეს).
პირველი უზის ქონდა ხის კონდახი და ცევიო, შემდგომ მოდელებზე უკვე უფორ მოსხერხებელი პალსტმასის ცევიო და სახელური და რკინის დასაკეცი კონდახი. სამიზნე მოწყობილობები წარმოადგენენ ცელიკს და მარტივი კონსტრქუციის დიოპტრს რომლებიც გვერდიდან დაცულები არიან ზემოქმედებისგან ფოლადის ფირფიტებით.
იარაღის სიგრძე 65 სმ კონდახით და 47 სმ კონდახის გარეშე. წონა 3.5 კგ ვაზნბების გარეშე და 4 კგ სავსე 25 ვაზნიანი მჭიდით. ასევე არსებობს 20 – 32 -40 და 50 ვაზნიანი მჭიდები.
იარაღის ძირითადი კალიბი არის 9X19 მაგრამ გამოდიოდა სხვა კალიბრებში ძალიან მცირე ან უნნიშვნელო საცდელი პარტიები (კალიბრები: .22ლე, 10მმ აუტო, .45, .41 ექშნ ექსპრეს და ასე შემდეგ).
იარაღს აქვს ორი დამცველი, ერთი არავტომატუირ და ერთი ავტომატური. ავტომატური დამცველი წარმოადგენს ღილაკს, რომელიც განლაგებულია ტარის უკანა მხარეს და გამორიცხავს სროლას მისი დაჭერის გარეშე (როგორც მაგალითად M1911 სისტემის პისტოლეტებში).
უზის კლონებს ლიცენზიით და ლიცენზიის გარეშე უშვებდნენ ხორვატია, ბელგია, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა.

uzi-full-kit-folder-clr

იყო თუ არა უზი პირველი?
ეს არის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული დისკუსიის თემა. უზის თაყვანისმცემლები ამტკიცებენ რომ უზი იყო პირველი იარაღი სადაც იყო გმოყენებული სახელურში მჭიდის განლაგება. ასეა ეს თუ ისე უცნობია მაგრამ მისი ანალოგის ჩეხური პისტოლეტ ტყვიამფრქვევები Model 23/24/25/26Са24 მართლაც ძალიან გვანან უზის, არა მარტო გარედან არამედ კონსტრუქციულად. ერთადერთი რაც არ ადასტურებს ავტომატურად იმას რომ გალმა ისარგებლა ჩეხური გამოცდილებით არის ისინი თითქმის ერთი და იგიივე დროის პერიოდში იყვნენ შექმნილები და მიღებული შეიარაღებაში. სხვაობა სულ 2-3 წელია. ეს სხვოაბა რომ ყოფილიყო ცოტა მეი ალბათ არც არავინ არ იდავებდა ამ თემაზე. მაგრამ ერთ წლიანი სხვოაბა პრინციპული არაა. უცნობია იცოდა თუ არა უზიელ გალმა ჩეხური იარაღის შესახებ დღემდე უცნობია. იყო ჩეხეთში უფრო ადრინდელი მოდელებიც რომლებიც იგივე სქემა იყენებდნენ, მაგალითად ZK-476, რომელიც სულ რამოდენიმე ერთეულის სახით არსებობდა. საკითხავია, როგორ და რა გარემოენენში შეიძლებოდა ქონოდა კაპიტან გალს საშუალება შეესწავლა ჩეხური პისტოლეტ-ტყვიამფქვევები, შეიძლება ჩეხებმა მიაწოდეს არაბებს იარაღი და ის მერე ჩაუვარდათ ხელში ებრაელებს, ან შეიძლება ჩეხური იარაღის პარტიებთან, რამოდენიმე მაგ დროისთვის ულტრა ტანამედროვე იარაღი მოხვდა იზარელში. მემ გმონი რომ ეს ნაკლებად იყო შესაძლებელი, თუმცა რუსული წყაროები ირწმუნებიან რომ კაპიტანმა გალმა იცოდა ცეხური იარაღის შესახებ და გამოიყენა იგივე ტექნიკური გადაწყვეტილებეი. ალბათ ამას არც თუ ისე დიდი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, სხვა და სხვა ტექნიკური გადაწყვეტილებების გამოყენება არ არის ცუდი და დასაგმობი საქციელი. ფაქტია ისიც რომ უზიელ გალმა უფრო დახვეწა ჩეხური დიზაინი და გაცილებით უფრო ტექნოლოგიური და ეფექტური სისტემა შექმნა. რაზეც მე უკვე დავწერე ზევით.

m23
სა24

უზის მოდიფიკაციები
მინი უზი პირველად გამოჩნდა 1980 წელს. იარაღის სიგრძე კონდახის გარეშე მხოლოდ 360 მმ-ია. ის ასევე გამოდიოდა ვარიანტში რომელიც ისროდა დახურული საკეტიდან. ლითონის დასაკეცი კონდახი უფრო მსუბუქი კონსტრუქციის ქონდა ვირდე სრული ზმოის მოდლეებში. სროლის ტემპი საოცარი 12ოო გასროლა წუთში, რაც არ შეიძლება ცაითვალოს ამ იარაღის დადებით მაჩვენებლად.
mini

უზის კარაბინი
შექმნილია როგორც სამოქალაქო იარაღი სპეციალურად აშშ-ს ბაზრისთვის. იარაღის დიდი სიგრძე განპირობებულია იმ რეგულირებებით რომლებიც აწესებენ ასეთი კლასისი იარაღის მინ. სიგრძეს დაკეცილი კონდახით.
500px-UziCarbineModA

მიკრო უზი
1990-ან წლებში შექმნილი კიდებ უფრო შემცირებული ზომების იარაღი. სიგრძე დაკეცილი კონდახით 240მმ.
Micro-Uzi

Micro Uzi Para
Micro Uzi Pro
ყველაზე უახლესი უზის მოდიფიკაცია. შექმნილია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. მას აქვს შეცვლილი ფორმის სახელური რომელიც ითავსებს გლოკ 17-ის 17 და 33 ვაზნიან მჭიდებს. რესივერის ზედა ნაწილში მას აქვს სტანდარტული პიკატინის უნივერსალური სამაგრი, ხოლო საკეტის სახელური გადაინაცვლა რესივერის მარცხენა მხარეს.
მას დღემდე იყენებენ იზრაელის ყველაზე ელიტარული კონტრ ტერორისული ნაწილების ის დანაყოფები რომელტა სპეციალიზაცია წარმოადგენს სენობებში შეღწევა სპეციალური მათ შორის ალპინისტური საშუალებების გამოყენებით. მათ შეიეარაღებაში მყოფი მიკრო უზის უყენია მაყუჩი, ლაზერის სამიზნე მოწყობილობა და კოლიმატორი.
paraUzi

საბრძოლო ბიოგრაფია
უზიმ ძალიან მალე მიიღო დამსახურებული აღიარება. მარტივი, საიმედო და ძალიან ეფექტური ის მალე გახდა საყვარელი იარაღი და არა ამრტო იზრაელის შეიარაღებულ ძალებში. რა თქმა უნდა ის რასდროს არ იყო ქვეითთა ძირითადი შეიარაღების სისტემა მაგრამ ის კარგად მსახურობდა საჰაერო-სადესანტო, საინჟინრო საერტილერიო და სპეც დანიშნულების ნაწილებში. პირველი ნათლობა შედგა 1956 წელს. “6 დღიან ომში” კომპაქტური ზომების გამო მას ასევე იყენებდნენ მოიერიშე ნაწილები, რომლებიც შტურმით იღებდნენ ბუნკერებს, დასახლებულ პუნქტებს და არაბების მიერ შექმნილ რულ საფორტიფიკაციო ნაგებობებს. უზი პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე იბრძოდა. ასევე პოპულარული იყო ის აფრიკაში სადაც უზის პარტიები ნახევრად ლეგალურად ხვდებოდა.ვის არ მოეწონებოდა, პატარა ზუსტი და საიმედო იარაღი, რომელცი მინიმუმ ყურადღებას ითხოვდა. რაიმე კონკრეტულ ეპიზოდის ან ეტაპის აღწერა არ ღირს. სადაც საჭირო იყო უზი კარგად მსახურობდა და სიყვარულს იმსახურებდა.

უზი დღეს
იზრაელის გარდა უზი იყო 90-ზე მეტ ქვეყანის შეიარაღებაში მათ შორის გერმანიაშიც სადაც უზი იყო ტანკის ეკიპაის წევრების საშტატო იარაღი. მას ასევე მრავალი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები იყენებდნენ.

კომპანიამ რომელიც უშვებდა უზის ასევე აითვისა სამოქალაქო ბაზარი. აშშ-ი უზის ალბათ ყველაზე შტამბეჭდავი დებიუტი ქონდა. ერთ დღეში უზი გახდა ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი იარაღი. 1981 წელს 30 მარტს ქალაქ ვაშინგტონში ჯონ ხინკლი უმცროსმა დაჭრა აშშს-სპრეზიდენტი და რონალდ რეიგანი და კიდევ სამი ადამიანი. კამერებმა დააფიქსირეს ეს ყველაფეი და მათ შორის აშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების უჩვეულო იარაღი.

reagan10

assassinationscene

სპეციალურად აშშ-სთვის 1984 წლიდან უშვებდა უზის სისტემის პისტოლეტს, რომელი პატარა ზომის იყო და არ ქონდა ჯერებით სროლის საშუალებას. ის ასევე ისროდა დახურული საკეტიდან.

ამჯერად იზრაელში მხოლოდ სპეც. დანიშნულების ნაწილებს შემორჩათ უზის პატარა რაოდენობები. M4-მა და საკუთარი წარმოების გალილის დამოკლებულმა ვარიანტებმა მთლიანად შეცვალეს უზი. სხვა ქვეყნებში უზი ასევე ისე ფართოდ არ არის წარმოდგენილი. ის შეიცვალა ან საკუტარი წარმოების მოდელებიტ ან უფრო უნივერსალური მოდელებით. უზის ერთ ერთი სუსტი მხარე არის ისრ ომ მისი ადაპტირება სპეციალური დავალებებისთვის თითქმის შეუძლებელია. ის ითხოვდა პსეციალური სამუსაოების ცატარებას, ორიგინალურ სამაგრებს და ასე შემდეგ. გარდა ამისა სროლის მაღალი ტემპი ძალიან ძნელს ხდიდა მისგან ეფექტური სროლის წამროებას. შეიძლება ითქვას რომ უზიმ ამოწურა თავისი ტავი, თიუმცა ანალოგიური კონსტრუქციის მქონე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები დღემდე გამოდის.

უზის შვილიშვლი უახლესი გერმანული ხეკლერ&კოხი MP-7
mp7-1



დატოვეთ კომენტარი