“კალაშნიკოვის” ორი ნომერი

შაბათს, ”გუდვილში” შევიძინე ორი ნომერი რუსული ჟურნალის ”Калашников”. გადავიხადე არც მეტი არც ნაკლები 12 ლარიცალში. როგორც ჩანს პროდუქციის იმპორტიორები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ წაგლიჯავს მომხმარებელს რაც შეიძლება მეტ ფულს. ჟურნალს რაც შეეხება, მე ის მომწონს. შედარებით მაღალი დონის სტატიებია, აქვს ძალიან პრაქტიკული მიმართულებები და თითქმის არ ეხება ნადირობის თემატიკას.

რატომ ვწერ ეხლა ამ სტატიას? იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო ფოტო სურათები, სტატისტიკა და ინფორმაცია ვნახე ამ ორ ნომერში.

ეს ჟურნალი ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობს რუსეთში ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრებებს, მათ შორის პრაქტიკულ სროლაში.  წლიდან წლამდე ფოტო რეპორტაჟებიდან ვხედავ, რომ  რუსული სპორტსმენების არსენალი სულ უფრო მრავალფეროვანი და სპეციალიზირებული ხდება. უკვე ვერავის ვერ გააკვირვებ მძიმედ მოდიფიცირებული ”რეის განებით”, რომელთა უმეტესობა არის საიგების და ვეპრების ბაზაზე აწყობილი,  თუმცა სულ უფრო იზრდება AR15-ის წილი და მასთან ერთად სხვა უცხოური სისტემების.  პისტოლეტებში დომინირებენ რუსეთისთვის სერტიფიცირებული უცხოური მოდელები,  Cz, Sphinx, Grand Power, Glock. მათ შორის სპეციალურად შეჯიბრებებისთვის მოდიფიცირებული ”რეის განები”. შესაბამისად ვითარდება ამ სპორტის გარშემო არებული ინდუსტრია, იარაღის რემონტის და მოდიფიცირების.

ჟურნალიდან ვიგებთ, რომ წელს რუსეთში ჩატარდა 62 შეჯიბრება პრაქტიკულ სროლაში. წინა წელს მხოლოდ 15. პროგრესის სახეზეა.

დიახ, აღინიშნება პრობლემები შეჯიბრებების ორგანიზებისას, დიდია დისკვალიფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ წლიდან წალმდე შეჯიბრებების დონე მაღლა იწევს.

დავამტებ რომ ტრადიციად იქცა საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება სნაიპინგში და ტაქტიკურ რაზმებს შორის. რუსი სნაიპერები და სპეცრაზმები პერიოდულად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ ანალოგიურ შეჯიბერბებში დასასწრებად.  მათი შეიარაღება მეტ წილად უცხოური წარმოებისაა, Sako, Tikka, Remmington, AW, ასევე შედარებით ახალი რუსული წარმოების სნაიპერული შაშხანა СВ98. ოპტიკა ასევე უმაღლესი კლასის.  ყველაფერი ეს ძირითადად მაინც ეხება შსს-ს და სპეც სამსახურების რაზმებს. ჯარი კვლავ შეიარაღებულია მორალურად მოძველებული СВД-ს ტიპის შაშხანებით. რის გამოც სამხედრო სანიპერები სატურნირო ცხრილში ყოველთვის ბოლო ადგილებზე არიან.  პირველ ადგილებზე მყოფი მსროლელების  შეიარაღება არის მეტ წილად შეკვეთით დამზადებული შაშხანები სერიოზული და ხანდახან ეკზოტიკური მწარმოებლებისგან. მაგალითად Prechtl, Farley და სხვა.

რუსი სნაიპერები ჩეხეთში, საერთაშორისო შეჯიბრბაზე. 2011 წელი. ტყავის ქურთუკებში ასპარეზობა არის ФСБ-ს სნაიპერების ტრადიცია. (ყველა სურათი ხსენებული ორი  ჟურნალის ნომრიდანაა აღებული).

წლიდან წლამდე სულ უფრო დახვეწილი ხდება სპეცრაზმების შეიარაღება. ბოლო მოდელების საბრძოლო ოპტიკა, ლაზერები, ფარანები, სხვა დამხმარე აღჭურვილობა.  უცხოური წარმოების უმაღლესი კლასის ეკიპირება.

იმათთვის ვინც ფიქობს, როგორც  ვაჟას ლექსში: ვაჯკაცს გული ლომისა აბჯარი თუ გინდა ხისა (მაპატიეთ თუ არასწორედ ვციტირებ), შევახსენებ, რომ ჩაბარდა ისტორიას ის დრო, როდესაც  ერთი კარგი მსროლელი მოდიფიცრებული მოსინით აჯობებდა ხოლმე მსროლელებს მაღალი კლასისი იარაღით აღჭურვილ მსროლლებს, მხოლოდ ოსტატობი წყალობით. სნაიპერების მომზადების დონე აიწია იმდენად მაღლა, რომ ასეთი კურიოზები უკვე შეუძლებელია.  აიწია არა მარტო დონე მსროლელების არამედ გაიზარდა სნაიპინგის დონეც. წელს ჩეხეთში ჩატარებულ სნაიპერების საერთაშორისო შეჯიბრებაზე, მაგალითად მონღოლეთიდან ჩამოსულ სნაიპერებს ორგანიზატორებმა სასწრაფო წესით გამოუყვეს ჩეხური სნაიპერული შაშხანები, იმის გამო, რომ მათი საშტატო СВД-ეებით შეუძლებელი აღმოჩნდა შეჯიბრის რეგლამენტით გათვალისწინებული დავალებების შესრულება.

რუსული ”ტრი განი”,  და სპორტსმენების არსენალი

ბოლოს გამართულ შეჯიბრებაზე ტაქტიკურ რაზმებს შორის, რომელიც მოიცავდა სხვა და სხვა სცენარის ვარჯიშებს ღამით ან ცუდი განათების პირობებში ადგილობრივი შსს-ს  სპეც რაზმებმა, უბრალოდ ვერ შეძლეს ვარჯიშების შესრულება, იმიტომ, რომ ეს აღმოჩნდა შეუძლებელი შიშველი ”კალაშებით” დამატებითი აღჭურვილობის გარეშე.  მწირ ტექნიკურ საშუალებებს, ტაქტიკურ ფანრებს მებრძოლები როტაციის წესით შეძლბისდაგვარად იყენებდნენ და რა გასკვირია ბოლო ადგილები დაიკავეს.

ეს არის რუსული სპეცრაზმ ალფას მებრძოლები და მათი შეიარაღება. მათ შორის M4 ტიპის კარაბინებიც. არ არის გამორიცხული ”ქართული” წარმოშობის.  უმაღლესი კლასის საბრძოლო ოპტიკა, აღჭურვილობა ასევე სახეზეა.

ჩაბარდა ისტორიას ის დროც, როდესაც სამხედროები და სხვა ძალოვნები იმის წყალობით, რომ ”მუქთა” ვაზნები ქონდათ ადვილად იგებდნენ ღია შეჯიბრებებს. დღეს სამოქალაქო მსროლელები დომინირებენ, და მონაწილეობენ სპეცრაზმელების მომზადებაში.  იგივე ტენდენცია არსებობს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც არსებობს სამოქალაქო სასროლოსნო სპორტი.

შეგახსენებთ, რომ მე ვსაუბრობ ქვეყანაზე, რომელიც არის ჩვენი მტერი. შესაბამისად ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რა შეიძლება დაუპირისპიროთ ჩვენ ამას ყველაფერს.  ჯერ ჯერობით არაფერი. საკუთარ წვენში ვიხარშებით, სადაც დამატებულია დიდი რაოდენობით ძველი, გაცვეთილი მითები, მათ შორის:  კალაშნიკოვეზბე, რომლებცი არ ჭედვენ, СВД-ეებზე,რომლბიც ერთ კილომეტრში ისვრიან, მაკაროვებზე ერთი ტყვიით, რომ დაბლა აგდებენ  და ასე შემდეგ. უცნობია (ნაცნობია) ჩვენი სპეცრაზმების ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების დონე, რაც გაირვკეოდა შესაბამისი ფორმატის სპეციალიზირებულ შეჯიბრებებში მონაწილეობით, რომლებიც საზღვარგარეთ ტარდება.  ასეთი ღონისძიებები ასევე სთავაზობენ გამოცდილების გაცვლის საუკეთესო საშუალებას და ეს პრაქტიკა მსოფლიოში მიღებულია.  ასეთი ტიპის აქტიურობა ასევე სასრგებლოა, რომ ის ვინც თვლის რომ ძალიან მაგარია უბრალოდ ან ამაში დარწმუნდეს ან პირიქით მიხვდეს, რომ სასწავლი ჯერ კიდევ ბევრია. სამწუხაროდ ის ფოტო და ვიდეო მასალა, რაც ხელმისაწვდომია, დიდი ოპტიმიზმის საბაბს ჩემი აზრით არ იძლევა. კარგი მასალა დარწმუნებული ვარ ნამდვილად არის, უბრალოდ ალმასები უნდა დამუშავდეს და იქცეს ბრილიანტებად.



One Response to ““კალაშნიკოვის” ორი ნომერი”

  1. longbowman says:

    საინტერესო ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში, არის ხალხი რომელსაც უნდა დახარჯვა ფულის და ამ ფულით კარგი იარაღის შეძენა (ნორმალურ ფასად ოღონდ და არა გლოკი 2000 დოლარში) პლუს ეს ხალხი წავა და ასევე თავისი ხარჯებით ივარჯიშებს სროლაში თუ იყიდის ასევე ნორმალურ ფასად შესაბამის ამუნიციას, ასევე ადგება ეს ხალხი და ბოლობოლო რელოადს მიყოფს ხელს. რაც ყველაზე სამწუხაროა ამას კრძალავს კანონი და იგივე კანონი უზრუნველყოფს იმას რომ ხალხში იარაღი არ გავრცელდეს. შესაბამისად მერე ჩნდება ზემოთხსენებული მითები რაც იგივე უცოდინრობის ბრალია და არა სხვა რამის. სამწუხაროდ ამის აღმოფხვრაზე არც არავინ ფიქრობს და არც არავის აინტერესებს და ეს ყველაფერი ხდება ტერიტორიადაკარგულ ნაომარ და საომარ ქვეყანაში. ყაზახეთშიც კი უკეთესადაა ამ კუთხით საქმე და ბალტიისპირეთზე საერთოდ არაფერს ვამბობ.

დატოვეთ კომენტარი