მითები და რეალობა Ar15-ზე Vol. 2

მორიგი მოკლე სტატია ემატება ჩვენ ახალ განყოფილებას. ამჯერად პოპულარულ მითზე, რომელიც ეხება HK416-ის და FN SCAR-ის გამოჩენას აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, რაც როგორც წესი აიხსნება იმით, რომ ჯარი უკმაყოფილოა კოლტის მიერ წარმოებული M4A1-ის კარაბინით.  ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ რეალობა ცოტა განსხვავებულია.

ბელგიური FN SCAR (Special Operations Command Assault Rifle) ადრინდელი პროტოტიპი და გერმანული Heckler Koch 416, ერთ დროს მოიაზრებოდნენ, როგორც M4A1-ის ალტერნატივები აშშ-ის სპეციალური დანიშნულების  ძალებში.

სანამ ეს ორი იარაღი გამოჩნდებოდა და მათ ბედზე საუბარს დავიწყებდი შეგახასენებთ, რომ მანამდე იყო კიდევ ორი მცდელობა შეცვლილიყო ის ორი ძირითადი იარაღი, რომელიც ამერიკელი ფეხოსნის შეიარაღებას წარმოაგენდა იმ დროს და ეხლაც კარაბინი M4A1 და შაშხანა M16A2/A3).  ამ მცდელობებიდან მხოლოდ ერთის შემთხვევაში ფიგურირებდა მეტ ნაკლებად ახალი და ინოვაციური იარაღი, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა ვიდრე წინა თაობის ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი. ეს არის XM-29 OICW – კონვენციონალური 5.56 კალიბრის შაშხანის და 25მმ-ნი ავტოამტური ყუმბარმტყორცნის ჰიბრიდი. მოგვიანბით მრავლი ცვლილების შემდეგ პროგრმამა გაიყო და დარჩა ცალკე ახალი შაშხანა, რომელიც გახდა მოგვიანებით XM8 და ცალკე ავტოამტური ყუმბარმტყორცნი.  Heckler&Koch-ის XM8-ზე (მეორე მცდლობა) ასევე დიდი იმედენს ამყარებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ეს პროგრამაც დაიხურა, იმ მიზეზით, რომ ეს სისტემა არ სთავაზობდა გადმწყვეტ უპირატესობას უკვე არსებულ M4-ზე და M16-ზე. მოგეხსენებათ XM8 პრაქტიკულად წარმოადგენდა ამავე კომპანიის მიერ წარმოებული G36 ტიპის შაშხანის მოდიფიკაციას.  ამ ორისგან განსხვავებით, SCAR-ის და HK416-ს გაცილებით მოკრძალებული პერსპექტივები ქონდათ.  SCAR-ი გაჩნდა, აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობის (SOCOM) მოთხოვნების საპასუხოდ. იდეაში იქიდან ის უნდა გავრცელებულიყო  დანარჩენ შეიარაღებულ ძალებში, როდესაც ახალი სისტემის უპირატესობები გახდებოდა აშკრა ყველასთვის. გაგახსენებთ თავის დროზე ასე მოხვდა M16-ზეც გადაიარაღებაც. ის ჯერ აშშ-ის საჰაერო ძალებში მოხვდა და იქიდან პირდაპირ საბრძოლო ნაწილებში.  თავის მხრივ გერმანული იარაღი პრაქტიკულად კერძო ინიციატივების საფუძველზე მოხდა იგივე სარდლობის ცალკულ დანაყოფებში.  ორივე აღნიშნულ სისტემას ქონდა გარკვეული უპირატესობები, როგორც ადრინდელ ორ პროექტთან ასევე შეიარაღებაში მყოფ M4-თან და M16-თან.  ეს გასაკვირი არაა თუ გავითვალისწინებთ სამივე სისტემის ”ასაკს”.

SCAR-ი (უფრო სწორდ მოთხოვნები რის საფუძველზეც ის შეიქმნა)   ასე ვთქვათ გამოჩნდა ჰორიზონტზე იმის გამო, რომ მას უნდა დროებით შეეცვალა 5.56 და 7.62 კალიბრის იარაღები, სანამ უფრო დახვეწილი ახალი თაობის ინდივიდუალური იარაღი გამოჩნდებოდა. გარდა ამისა SCAR-ი თავიდან იყენებდა მკვვდრად შობილ იდეას ლულის და კალიბრის სწრაფი გამოცვლისა, რომელიც იმ დროს სანამ ამ იდეის ნაკლოვანებები გამოჩნდებოდა საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურებოდა. მაგრამ რეალობამ მალევე დაადასტურა, რომ ჯარს არ ჭირდება მულტი კალიბრის ოფცია (რიგი მიზეზების გამო, რომელთა დასახელება არ შედის ამ სტატიის მიზნებში). გარდა ამისა მთავარი იდეა SCAR-ის პროგრამაში იყო, რომ ეს იარაღი შეინარჩუნებდა საერთო რესივერს და ამავე დროს სამი კალიბრის ოფციას (5.56X45, 7.62X51, 7.62X39). სულ მალე აღმოჩნდა, რომ სპეცრაზმელებს, რომლებიც ცდიდნენ SCAR-ს არ სურდათ იარაღი, რომელიც იქნებოდა M4-ზე მძიმე (რა გასაკვირია???). SCAR-ი იყო მძიმე იმიტომ, რომ თუ გათვალისწინებულია მულტი კალიბრის ოფცია, მაშინ იარაღი თავიდანვე უნდა იყოს გათვლილი ყველაზე ძლიერ ვაზნაზე (7.62X51) და ის შემდგომ გადაიწყობოდა 5.56 კალიბრზე. ეს კი თავის თავად გულისხმობს, რომ იარაღი იქნებოდა მძიმე (ნახევარი კილოგრამით უფრო მძიმე ვიდრე მისი კოლტის კონკურენტი) . გარდა ამისა ყველაზე დიფ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საპირისპიროს ამტკიცებდა, ლულის შეცვლისას საჭირო იყო იარაღის ხელახლა მისროლა.  კომპანია FN-ს მე დიდ პატივს ვცემ მაგრამ SCAR-ის შემთხვევაში მათ საშინაო დავალება აშკარად ვერ შეასრულეს. მოგეხსენებათ M4-ში “აპერის” გამოცვლა არ ითხოვდა მისროლას, იმიტომ რომ ოპტიკა უკვე არის ზედ დაყენებული. FN-მა შეეცადა ვითარება გამოესწორებინა, ერთიანი პლატფორმა გაიყო ორად, და მთელი SCAR-ის “მუღამიც” დაიკარგა. გარდა ამისა ვიწრო, სპეციალიზირებულ წრეებში ცირკულირებენ ხმები, რომ სისტემა ვერ უძლებს ექსპლუატაციას და მას თავისი წილი პრობლემები აქვთ (ვერ დასტურდება/მტკიცდება). ეხლა ცნობილია, რომ აღნიშნული კომპანია კვლავ დაუბრინდა ერთიანი პლატფორმის იდეას და ალბათ შეეცდება წარმატების მიღწევას სხვა ბაზრებზე. საქმე კი ალბათ იმაშია, რომ უბრალოდ SCAR-ი არ არის რევოლუციური და საკმარისად ინოვაციური, რომ ასე ადვილად მიაღწიოს წარმატებას.  დღეს SCAR-ის პროგრამა დახურულია იმის გამო, რომ სისტემამ ვერ აჯობა მნიშვნელოვნად უკვე არსებულ კარაბინს იმდენად, რომ ღირდეს გადაიარაღება. გარდა ამისა Сolt-მა წარმოადგინა თავისი ვერსია მულტი-კალიბრიანი მოდულური იარაღისა Сolt Modular Carbine CM901, რომლიც ასევე ხელმისაწვდომია 7.62X51 კალიბრში რაც შეუძლებელი იყო M4A1-ის შემთხვევაში.


CM901 ტიპის რამოდენიმე იარაღი, არაოფიციალური სადემონსტრაციო სროლებისას.

არსებობს ინფორმაცია, რომ უკვე ნაწილობრივ შეიარაღებაში მყოფი მსუბუქი SCAR-ი შეიცვლება მძიმე მოდელით და მას დაემატება 5.56 კალიბრის კომპლექტი. რეალურად რა ხდება ჯერ ჯერობით ბოლომდე უცნობია, თუმცა ყველა გაცემული იარაღი (გადაეცა სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობაში შემავალი ოთხი კომპონენტისგან სამს) 2013 წლამდე ამოღებული იქნება ექსპლუატაციიდან. სულ სპეც. დანიშნულების ძალებს დაახლოებით 850 ”მსუბუქი” SCAR-L გადაეცა.

ეხლა რაც შეეხება HK416-ს. ის გამოჩნდა სპეც რაზმში, შეიძლება ითქვას ფორმალური პროცედურბის და ბიუროკრატიული ბარირების გვერდის ავლით. პრაქტიკულად ამ იარაღის გამოჩენა განპირობებულია ერთი გასაიდუმლოებული რაზმის ოპერატორების პირადი ინიციატივით ისევე, როგორც იარაღი იქმნებოდა ამ შენაერთის ვეტერანების აქტიური მონაწილობით.  ლაპარაკია რა თქმა უნდა დანაყოფზე, რომელიც ცნობილია, როგორც ”დელტა”. ძირითადი მიზეზი მისი გამოჩენის ცალკეულ სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში იყო ის, რომ სპეცრაზმელებს ძალიან სურდათ დაეყენებინად მაყუჩები მათი დამოკლებულ M4A1-ზე. ამ სისტემის გაზრდილი საიმედოობა აქ პრინციპში არაფერ შუაში არ არის (სიურპრიზი!!!!), თუმცა თუ გაზრდილი საიმედოობა, იქნება დამატებითი ფაქტორი რა ჯობია ამას? ეხლა რაც შეეხება დამოკლებულ M4A1-ს ანუ Mk18-ს, იგივე M4A1 CQBR-ს (Close Quarters Battle Receiver). აღნიშნულ კარაბინს აქვს 10.3 ინჩიანი ლულა, ძალიან მოკლე ლულა. მასზე მაყუჩის დაყენება რიგი მიზეზების გამო იწვევს პრობლემებს იარაღის საიმედოობასთან. ეს უკავშირდება ზედმეტ დაბინძურებას და ავტომატიკის მუშაობის ციკლში სინქრონულობაში დარღვევას, ანუ სტაბილური წნევის შექმანას სროლის მთელი ციკლის განმავლობაში, რაც აუცილებელია ავტომატიკის საიმედო მუშაობისთვის. ასეთი მოკლე ლულის გამო Mk18-ზე ასევე ყენდება სტანდარტულზე უფრო მოკლე დენთის აირების მილი.  მოკლე AR15-ებს ძალიან მძიმე ბიოგრაფია ქონდათ აშშ-ის ჯარში მათი გამოჩენის თანავე და იმ დროიდან ტექნოლოგია წინ წავიდა და რიგი პროლემების, რაც ვერ წყდებოდა მაშინ გადაწყვეტადი გახდა დღეს.  მიუხედავად იმისა, რომ მოკლე 10 ინჩიანი ლულით M4-ის მოდიფიცირება შესაძლებელია მაყუჩის გამოყენებისთვის, ამისთვის საჭიროა ნაწილების სპეციალური კომპლექტი, განსხვავებული დეტალების დაფარვები, შესაბამისად ზედმეტი ხარჯები. ანუ იარაღი სპეციალურად უნდა იყოს აღჭურვილი/მოდიფიცირებული მაყუჩის გამოყენებისათვის.  არსებული ბიუროკრატიული სისტემა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ქარხანაშივე წარმოებისას ამ ცვლილებების შეტანას. ადგილზე მოდიფიცირება დააკმაყოფილებდა ერთი ორი კონკრეტული შენაერთის მოთხოვნილებას, მაგრამ ვერ გადაწყვიტავდა პრობლემას მთლიანად სპეიალური დანიშნულების ძალების მასშტაბებით. სამართლიანობისთვის უნდა ავღნიშნო, რომ იარაღის დიზაინი აქ პრინციპში არაფერ შუაში არ არის. როგორც ყველა კონსტრუქციას, სტოუნერის კონსტრუქციასაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვრები.  ეს არ ნიშნავს, რომ კონსტრუქცია ხარვეზიანია, გავიხსენოთ, რომ თავდაპირვალად (ნახევარი საუკუნის წინ) სტოუნერი ქმნიდა შორს მსროლელ 7.62Х51 კალიბრის შაშხანას (!!!) და არა მოკლე 5.56 კალიბრის კარაბინს.  ისიც უნდა ავღნიშნო რომ ისტორია არ იცნობს AR-15-ზე უფრო უნივერსალურ და ადვილად მოდერნიზირებულ სისტემას, რომელიც დომინირებს გრძელ ლულიანი იარაღის გამოყენების  მთელ სპექტრში, ახლო ბრძოლებიდან დაწყებული და 1000 მეტრამდე ზუსტი სროლით დამთავრებული.  ყველა აქ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე  იდეა გამოყენებულ ყოფილიყო მისი მოკლე და თითქმის იდენტური ანალოგი HK416, იყო ბუნებრივი. მასში გამოყენებული ავტომატიკის სქემა (დგუში მოკლე სვლით) გამორიცხავდა პრობლემებს საიმედოობასთან მაყუჩის გამოყენების შემთხვევაში, თანაც ყოველგვარი გადაკეთების გარეშე. გარდა ამისა HK416-ის  ”აპერი” ანუ ზედა ნაწილი, პირდაპირ დაყენდებოდა არსებულ M4A1-ის რესივერზე, რაც კიდე უფრო შეამცირებდა ხარჯებს. დაუზუსტებელი ცნობებით თავის დროზე დამატებით 85 ასეთი კომპლექტი შეძენილ იქნა კუნძულ ოკინავაზე ბაზირებული სპეციალური დანიშნულების ჯგუფის მიერ.

HK416C  იქნებოდა შესანიშნავი დამატება ან ალტერნატივა M4A1 SOPMOD-ისთვის, სპეციალიზირებული დავალებების შესასრულებლად. ასევე მასზე დაყენდებოდა უმეტესობა იმ აქსესუარების და მოწყობილობების რასაც SOPMOD პაკეტი მოიცავს.  სამწუხაროდ პროექტი ჩავარდა წმიდა პოლიტიკური მიზეზების გამო.

რა თქმა უნდა ამ იარღის შემთხვევაშიც ყველაფერი იდეალურად არ იყო. HK416-ს აქვს თავისი ნაკლოვანებები. პირველ რიგში ის არის მძიმე ვიდრე M4, და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტრუქციას დაემატა დგუში. ლულის ზედმეტი ვიბრაციების გამო, რაც გამოწვეულია ძალის გადატანით ლულისგან დგუშზე, გერმანელი ინჟინრები იძულებული გახდნენ დამატებით გაესქელებინათ ლულა. გარდა ამისა მოუგვარებელი დარჩა ზედმეტი ვერტიკალური გაფანტვა ჯერებით სროლისას, რაც იგივე მიზეზებით იყო გამოწვეული, რის გამოც მოხდა ლულის გასქელება. ისტორია დასრულდა იმით, რომ ერთი წლის წინ ყველა სპეც დანიშნულების ნაწილში გადაცემული HK416 ამოღებულ იქნა და დაბრუნდა საწყობებში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ორი ნაწილი იყო შეიარაღებული ამ იარაღით ეს არის AWG (Assymetric Warfre Group) და ცნობილი ”Delta”.  სულ დაახლოებით 240 ცალი იყო შეძენილი მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.  სულ ყველა ამოღებულ იქნა შეიარაღებიდან, მიუხედავადვ იმისა, რომ ამას მოყვა ოპერატორების სასტიკი წინააღმდეგობა. არა, იმიტომ არა, რომ HK416 იმდენად უფრო კარგი იარაღია, რომ M4A1-ზე დაბრუნება იქნებოდა დიდი ნახტომი უკან. უბრალოდ იმიტომ, რომ ჩაბარებული იარაღის სანაცვლოდ ისინი მიიღებდნენ საწყობებიდან  ”ძველ” M4-ებს (არა A1 მოდელებს), ხოლო გამომდინარე იქიდან, რიომ უწყვეტი ავტომატუირ სროლის რეჟიმი სწორედ სპეცრაზმელების მოთხოვნით გაჩნდა ამ იარაღზე, რა გასაკვირია რომ ამდენი წლის მერე სპეცრაზმელებს არ სურდათ ისევ ფიქსირებულ სამ გასროლიანი რეჟიმის მქონე იარაღებთან დაბრუნება.

სამხედო საზღვაო ძალების სპეც დანიშნულების ნაწილის მებრძოლი, შეიარაღებული Mk18-ით.

დამატებით არ შეიძლება არ ვახსენო ის ფაქტი, რომ “პირდაპირი შეფრქვევის” სისტემის ტრანსფორმირება დგუშიან სისტემაში არ არის განსაკუთრებულად ახალი იდეა.  მე ჩემ არქივში მაქვს 1985 წლის ამერიკული ჟურნალის ნომერი სადაც აღწერილია ერთ ერთი აღნიშნული სისტემა, რომლის კონსტრუქცია ეკუთვნის კომპანია Rhino International-ს. მარტივი კომპლექტი, რომლიც ყენდება სტანდარტულ AR15-ზე და აუქმებს პირდაპირ შეფრქვევის სისტემას.  მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემები დიდიხანია ჩვენთან ერთად არიან, ტოპ კლასის მწარმოებლები კვლავ ანიჭებენ უპირატესობას “პირდაპირი შეფრქვევის” სისტემას მისი უპირატესობების გამო,  მათი მაღალი კლასისის იარაღის წარმოებისას. ბოლო რამოდენიმე წელს იყო ხანმოკლე ინტერესი დგუშიანი AR15-ების მიმართ, თუმცა ამ სქემის AR15-ების კომერციულ წარმატებებზე მაინც და მაინც არაფერი განსაკუთრებული არ ისმის. ჩემი აზრით ეს ინტერესი და ახალი მოდელების გამოჩენა აიხსნება იმით, რომ კომპაანიები შეეცადნენ გარკვეული მოგება ენახათ იმ ჭორებზე, რომელიც “პირდაპირი შეფრქვევის” სისტემის და მის არასაიმედოობის ირგვლივ ტრიალებდა. თუმცა დღეს ორიგინალური სტოუნერის დიზაინი კვალვ აბსოლუტურად დომინირებს წარმოებულ AR15-ს შორის.

მე არ მინდა ვთქვა, რომ  ”პირდაპირი შეფრქვევა” უფრო საიმედოა ვიდრე დგუშიანი სისტემები მოკლე სვლით.  დიდი ალბათობით უკანასკნელები გაცილებით უფრო საიმედოა რთულ პირობებში და ცუდი მოვლის შემთხვევაში. მაგრამ, როგორც ჩანს ამ ეტაპზე პირველი სისტემის უპირატესობები (დაბალი მასა, სიმარტივე, მეტი სიზუსტე), ისევე როგორც მდიდარი საბრძლო გამოცდილება, გადაწონის იმ დადებით მხარეებს, რაც დგუშიან სისტემებს გააჩნია.  ერთი შეხედვით პარადოქსალური სიტუაციაა. სენატორები, კონგრესმენები, პოლიტიკოსები, მედია ჯგუფები ცალკეული აქტივისტები ითხოვენ უკეთეს იარაღს ჯარისთვის, ხოლო ჯარი კბილბით იცავს M4-ს და M16-ს. შეიძლება იმიტომ, რომ ცნობები ამ სისტემის არასაიმედოობაზე უბრალოდ ძალიან გადამეტებულია?



4 Responses to “მითები და რეალობა Ar15-ზე Vol. 2”

  1. longbowman says:

    ისე მე პირადად შეხება მეტნაკლებად მქონია ხმ-8 სთან და მეეჭვება გ-36ზე საიმედო სისტემა ქონდეს არ-15ს. ამას ვამბობ როგორც ტექნიკოსი და არა როგორც მომხმარებელი. შესაბამისად გ-36 იყენებს რა თანამედროვე სისტემების ყველა საუკეთესო საკვანძო რგოლს არის ბევრად მარტივი ვიდრე არ-15 თავისი ოდნავ მოძველებული ტექნიკით და დამეთანხმებით ალბათ რომ მოკლე სვლის სისტემა ბევრად უფრო საიმედოა ვიდრე არ-15ის გაზის მილი რომელსაც სჭირდება შესაბამისი მიხედვა.

    ეხლა მივუბრუნდეთ იმ საკითხს თუ რატომ იცავს ამერიკის ჯარი კბილებით მ-16 და მ-4. ჯარი როგორც წესი და ეს წესი ამერიკის ჯარზეც ვრცელდება, არის კონსერვატორი, აი ისეთი კონსერვატორი როგორც არავინ. ძნელად ეგუება როგორც ტაქტიკის ისევე იარაღის ცვლილებას და თუ ვინმემ რქებით არ გაიტანა, ვერ შეცვლის ვერც იარაღს და ვერც ბრძოლის წარმოების ხერხებს. წაკითხული გექნებათ ალბათ რამდენი ხანი და რა ბრძოლები დასჭირდა სენატორთა გარკვეულ ჯგუფს იმისთვის რომ თავისი გაეტანათ პირველი პარტია მ16ების შესულიყო ამერიკულ არმიაში. ასევე იყო რუსეთშიც, როდესაც შაშხანა მუშურ-გლეხურ, ხოლო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ბურჟუაზიის იარაღად მიაჩნდათ და ასე არის ყველგან. ასე იცავდა ამერიკის არმია მ-14-ს მ1 კარაბინს, მ1 გარანდს და თუნდაც სპრინგფილდს რომელიც გარანდზე ბევრად კარგი გადაწყვეტილება იყო იმ დროს. რეალურად სამხედრო და თუნდაც საპოლიციო ძალები არიან ყოველთვის კონსერვატორები და ზოგჯერ ისეთი კონსერვატორები რომ მარაზმამდეც დადიან. რეალურად კი ხმ-8 და სკარი რეალურად შეიძლება იყვნენ მომავლის იარაღები და ოცი წლის მერე თქვენ მათ იხილავთ აშშს და არამარტო აშშს ჯარში ისეთივე იარაღად როგორიც დღეს მ-16-ია. შესაბამისად ჯარს არგუმენტად ვერ მოვიყვანთ ამ შემთხვევაში.

    ხოლო რაც შეეხება მულტიკალიბრს და მულტიფუნქციას, დამერწმუნეთ ოცი წლის შემდეგ ან შეიძლება ათისაც, თქვენ მოხვალთ და მეტყვით რომ მულტიკალიბრი მაგარი ვეშია და მულტიფუნქცია უფრო მაგარი ვეშია, იმიტომ რომ ამ ტიპის იარაღებს გამოიყენებს მთელი მსოფლიო და თანამედროვე და მოწინავე საჯარისო კონცეპციებიც ამაზე აიგება.
    დღეს უკვე ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცების სრული აღჭურვილობა შეადგენს 65-70 კილოს იგი უკვე დაყოფილია უამრავ კონფიგურაციად სხვადასხვა დროს და სახვადასხვა ადგილას გამოსაყენებლად. შესაბამისად იქნება იარაღიც და დამერწმუნეთ 1-2 კგ 1-2 წლის ამბავია. შესაბამისად სკარზე ვერ გეტყვით მაგრამ ხმ-25 პროექტს ნამდვილად ქონდა შანსი გამხდარიყო მომავლის იარაღი. უბრალოდ ჯარის ხისთავიანობამ და გარკვეული კონგრესმენების ინტერესმა გადაწყვიტა ის რომ ამერიკის ჯარმა წინ არ წაიწიოს.

    ხო კიდე არასდროს თქვათ რომ ტექნიკურად დგუშიან სისტემებზე მარტივია პირდაპირი შეფრქვევის სისტემები, არც მასზე იაფია. მე მაქვს ნანახი 2004 წლის სამხედრო მ-4 და გ-36 თვითღირებულების შედარება და ეს უკანასკნელი ერთნახევარჯერ ან ორჯერ ნაკლებია პირველზე.

    ხოლო თანამედროვე ომის კონცეპციებს თუ უკეთ გაეცნობით იმასაც მიხვდებით რომ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ავტომატს, მთავარია დამხმარე საშუალებები რაც ავტომატს ეხმარება, იგივე ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი.

    პ.ს გთხოვთ წინა პოსტი წაშალოთ ენთერს დამეჭირა.

    პ.პ.ს. სოპმოდის სისტემა ჩავარდნილი არ არის, მას იყენებს რამდენიმე ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმი რომელსაც პირდაპირ knight armamentთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

  2. Shooter says:

    პასუხი დავწერე მაგრამ ეტყობა არ დაიფოსტა ამიტომაც კიდევ ერთხელ დავწერ

    შესაბამისად გ-36 იყენებს რა თანამედროვე სისტემების ყველა საუკეთესო საკვანძო რგოლს არის ბევრად მარტივი ვიდრე არ-15 თავისი ოდნავ მოძველებული ტექნიკით და დამეთანხმებით ალბათ რომ მოკლე სვლის სისტემა ბევრად უფრო საიმედოა ვიდრე არ-15ის გაზის მილი რომელსაც სჭირდება შესაბამისი მიხედვა.

    1. დიდი ალბათობით ასეც არს. 2. მილი მიხედვას არაფერი არ უნდა. უფრო ადვილია ვიდრე დგუშიანი სისტემსი წმენდა თუ იცით როგორ უნა გაიმინდოს და შესაბამისი ინსტრუმენტი გაქვთ. მილს წმენდა პრაქტიკულად არ არის ხოლმე საჭირო.

    ეხლა მივუბრუნდეთ იმ საკითხს თუ რატომ იცავს ამერიკის ჯარი კბილებით მ-16 და მ-4. ჯარი როგორც წესი და ეს წესი ამერიკის ჯარზეც ვრცელდება, არის კონსერვატორი, აი ისეთი კონსერვატორი როგორც არავინ. ძნელად ეგუება როგორც ტაქტიკის ისევე იარაღის ცვლილებას და თუ ვინმემ რქებით არ გაიტანა, ვერ შეცვლის ვერც იარაღს და ვერც ბრძოლის წარმოების ხერხებს. წაკითხული გექნებათ ალბათ რამდენი ხანი და რა ბრძოლები დასჭირდა სენატორთა გარკვეულ ჯგუფს იმისთვის რომ თავისი გაეტანათ პირველი პარტია მ16ების შესულიყო ამერიკულ არმიაში.

    მ16 გამოჩენა ვიეტნმაში საბრძოლო ნაწლებში მთლიანად როერტ მაკნამარას მაშინდელი თვადაცვი მინისტრის და მისი გუნდის დამსახურებაა.

    ასევე იყო რუსეთშიც, როდესაც შაშხანა მუშურ-გლეხურ, ხოლო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ბურჟუაზიის იარაღად მიაჩნდათ და ასე არის ყველგან.

    ასე ნამდვილად არ არის ყველგან. ხოლო რუსეთში ომის პერიოდში პპ-ების წილი თუ სწორედ მახსოვს მუდმივად იზრდებოდა.

    ასე იცავდა ამერიკის არმია მ-14-ს მ1 კარაბინს, მ1 გარანდს და თუნდაც სპრინგფილდს რომელიც გარანდზე ბევრად კარგი გადაწყვეტილება იყო იმ დროს.

    ვერ იცავდა კარგად იმიტომ რომ მ14 მალევე შეიცვალა მ16-ით. ხოლო გარანდი ყვეალფრით უპირატესი იყო სპრინგფილდზე როგორც ფეხოსნის შეიარაღების სისტემა. იმ დროს ავტომატუ იარაღზე გადასვლა იყო აუცილებელი და შესაბამისად სპინგფილდი უკვე იყო მორალურა მოძველებული სისტემა და ის უნდა შეცვლილიყო ავტომატური იარაღით. ხოლო გარანდი არის მეორე მსოფლიო ომის უდაოდ საუკეთესო თვიდამტენი შაშხანა. თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ.

    რეალურად სამხედრო და თუნდაც საპოლიციო ძალები არიან ყოველთვის კონსერვატორები და ზოგჯერ ისეთი კონსერვატორები რომ მარაზმამდეც დადიან.

    ეს აშკარა გადამეტებაა. თუმცა კარგია რომ ზოგჯერ დაამატეთ. კონსერვატიმზის ჯანსაღი გმოხატულებაა თუ ეს მუშაობს ესეიგი შესაცვლელი არაა. ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებლი ახსნაა.

    რეალურად კი ხმ-8 და სკარი რეალურად შეიძლება იყვნენ მომავლის იარაღები და ოცი წლის მერე თქვენ მათ იხილავთ აშშს და არამარტო აშშს ჯარში ისეთივე იარაღად როგორიც დღეს მ-16-ია. შესაბამისად ჯარს არგუმენტად ვერ მოვიყვანთ ამ შემთხვევაში.

    20 წლის მერე მე მეეჭვება ვინმემ მიღოს 30-40 წლის იარაღი შეიარაღებაში. ;) მე მოვიყვან იმ არგუმნტებს რაც იმ დროს იარსებებს. :)

    ხოლო რაც შეეხება მულტიკალიბრს და მულტიფუნქციას, დამერწმუნეთ ოცი წლის შემდეგ ან შეიძლება ათისაც, თქვენ მოხვალთ და მეტყვით რომ მულტიკალიბრი მაგარი ვეშია და მულტიფუნქცია უფრო მაგარი ვეშია, იმიტომ რომ ამ ტიპის იარაღებს გამოიყენებს მთელი მსოფლიო და თანამედროვე და მოწინავე საჯარისო კონცეპციებიც ამაზე აიგება.
    დღეს უკვე ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცების სრული აღჭურვილობა შეადგენს 65-70 კილოს იგი უკვე დაყოფილია უამრავ კონფიგურაციად სხვადასხვა დროს და სახვადასხვა ადგილას გამოსაყენებლად. შესაბამისად იქნება იარაღიც და დამერწმუნეთ 1-2 კგ 1-2 წლის ამბავია. შესაბამისად სკარზე ვერ გეტყვით მაგრამ ხმ-25 პროექტს ნამდვილად ქონდა შანსი გამხდარიყო მომავლის იარაღი. უბრალოდ ჯარის ხისთავიანობამ და გარკვეული კონგრესმენების ინტერესმა გადაწყვიტა ის რომ ამერიკის ჯარმა წინ არ წაიწიოს.

    არ მესმის კავშირი აღჭურვილობის წონის და მულტიკლაიბრი ოფციის შორის. მოგახსენებთ, რომ მულტიკლაიბრი არ ითვალისწინებს უშუალოდ ბრძოლის ველზე კალიბრის შეცვლას იმიტომ, რომ ლულის გარდა მაშინ ორმაგი საბრძოლო კომპლექტი უნდა ატაროს თან :) რაც შეუძლებელია. იდეა მკვდრად შობილია, დიდისხნის წინ დ აამს მერე ცალკეულ ეკზემპლიარებს და მწირი გაყიდვების გარდა ამ იდეას მეტი წარმატება არ ხვდა წილად. მომავალის სისტემა არის მოდულური სისტემა რა გაცილებით მეტს სთავაზობს ვიდრე სათადარიგო ლულა/
    კალიბრი.

    ო კიდე არასდროს თქვათ რომ ტექნიკურად დგუშიან სისტემებზე მარტივია პირდაპირი შეფრქვევის სისტემები, არც მასზე იაფია. მე მაქვს ნანახი 2004 წლის სამხედრო მ-4 და გ-36 თვითღირებულების შედარება და ეს უკანასკნელი ერთნახევარჯერ ან ორჯერ ნაკლებია პირველზე.

    თქვენ ცდებით. პირდაპირი შეფრქვევის სიტემა უფრო ნაკლები დეტალისგან შედგება, პრაქტიკულად არ გააჩნია მოძრავი დეტალები და უფრო იაფიდა დამზადებაში. ეს აშკარაა მატი სქემების ნახვისას. ის რომ ცალკეული იარაღი ნაკლები ღირს ვიდრე 40 წლით ადრე მოგონილი დიზაინი ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. თუმცა მეჭვება ოპტიკური სამზინით აღჭურვილი გერმანული გ36 ღირდეს 680 დოლარი. ისევე როგორც მ16.

    ხოლო თანამედროვე ომის კონცეპციებს თუ უკეთ გაეცნობით იმასაც მიხვდებით რომ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ავტომატს, მთავარია დამხმარე საშუალებები რაც ავტომატს ეხმარება, იგივე ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი.

    ძალიან გთხოვთ გამომიგზავნოთ ლინკი ამ კონცეფციაზე რომ უკეთ გავეცნო :) ))))))))))) იმის გამო რომ შაშხანა აღარ თამაშობს იმდენად დიდი როლს ამიტომაც არ უღირთ უმნიშვნელოდ უკეთეს იარაღზე გადასვლა. ზუსტად ამაშია საქმე ასე რომ იმათაც კარგა ესმით ეს კონცეფცია და მეც:)))

    პ.პ.ს. სოპმოდის სისტემა ჩავარდნილი არ არის, მას იყენებს რამდენიმე ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმი რომელსაც პირდაპირ knight armamentთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

    მე არ მითქვამს რომ სომპოდი ჩავარდა. ყურადღებით წაიკითხეთ. ;) ისევე როგორც არ მესმის რა შუაშია აქ ნაიტ არმამენტი. ;)

    საერთოდ ასეთ პოსტებს მე ვშლი ხოლმე მაგრამ ვინაიდან ამდენი წერეთ პოსტს დავტოვებ უბრალოდ მოგიწოდებთ უფრო თანმიმდევრული და ყურადღებიანი იყოთ. ;) თქვმი პოსტისი დიდ ნაწილს მე ჩემ სტატიას ვერ უკავშირებ.

  3. longbowman says:

    ჩემდა სამარცხვინოდ (პროგრამისტი ვარ) არ ვიცი ქუოთინგი როგორ გაქვთ აწყობილი, ამიტომ თქვენს ნაწყვეტებს გადავნომრავ და ისე გიპასუხებთ.

    1. ნუ არამარტო წმენდაზეა აქ საუბარი, თქვენ როგორც თქვით ამ მილს გარკვეული “გარბენის” მერე შეცვლა უნდა და როგორც თქვენ აღნიშნეთ კვალიფიციური დიაგნოსტიკა უნდა.
    2. რა თქმა უნდა მეც ამას ვგულისხმობდი, ანუ ვინმე ტიპი უნდა იყოს ისეტი ვინც კბილებით გაიტანს ამა თუ იმ პროექტს, იგივე ხდება ნებისმიერი იარაღის შეიარაღებაში მიღებისას.
    3. მე არ ვგულისხმობდი ომის პერიოდს, სადაც ასე ვთქვათ სისხლის ფასად ხდებოდა კონცეპციების ცვლილება, მე ვამბობ პერიოდზე, როდესაც საერთოდ შემოვიდა წითელ არმიაში ანუ ოცდაათიანი წლების სადღაც შუაში. ოცდათხუთმეტ წელს გამოვიდა პპდ და 41 წელს უკვე მიირეს პპშ. ზუსტად იგივე ხალხმა კორობოვის ბევრად უკეთეს ავტომატს ამჯობინა კალაშნიკოვის ავტომატი.
    4. ეგ შეცვლა ძირითადში ვიეტნამში აღმოჩენილმა კალაშნიკოვებმა გამოიწვია, ანუ მოწინააღმდეგე იყო აღჭურვილი შუალედურ ვაზნაზე შექმნილი ავტომატური იარაღებით. მ14 კი შაშხანის მძლავრ ტყვიაზეა აგებული. აქ კიდე ერთვება უამრავი ფაქტორი, მათ შორის მეტი ამუნიციის გადატანა, ზედმეტად ძლიერი ტყვია და ა.შ.
    5. არაა გადამეტება, თუ გამოცდების და შეიარაღებაში მიღების სპეციფიკას თუ გავეცნობით მაშინ არ გაგვიკვირდება ეს კონსერვატიზმი.
    6. ნუ ოცი წლის მერე უკვე გაბატონებული იქნება რომელიმე მულტიკალიბრული და მოდულური სისტემა, სკარი ერქმევა ამას ბარი თუ სხვა რამე არ აქვს მნიშვნელობა.
    7. აღჭურვილობის წონა და მულტიკალიბრის წონა რა შუაშიაო ახსენეთ, თანამედროვე ჯარისკაცის აღჭურვილობა შედგება ათასი რამიდან დაწყებული ჯიბის მულთითულით დამთავრებული ტენტით და საძილე ინვენტარით შესაბამისად ერთად ამ ყველაფრის წაღება არარეალურია და ომის, სწავლების ან კონკრეტული ოპერაციის შესაბამისად ამოირჩევა. მაგალითად არავინ არ წაიღებს მწერებისგან თავდასაცავ ბადეს ცივ ადგილას, ასევე დათბილულ ქურთუკს ჯუნგლებში. ასევეა იარაღიც, ხანდახან ხდება რომ აუცილებელია ტყვიის კალიბრის შეცვლა თუნდაც ლოჯისტიკური პრობლემების, ან თუნდაც იმის გამო რომ აუცილებელია იქ თქვენი კვალი არ დაფიქსირდეს. შესაბამისად ისე ცვლით ამ ყველაფერს და არგებთ რაც გნებავთ როგორც გაგიხარდებათ. ვერც მოდულურობას ვერ დაუწუნებთ მსგავს იარაღებს.
    8. ნუ სისტემაზე არ ვიდავებ. მე და თქვენ საერთო აზრამდე ვერ მივალთ, რაც შეეხება ფასს, მეეჭვება რომ თქვენ 680 დოლარად ვინმემ სამხედრო მ4 შემოგთავაზოთ. მისი ფასი მინიმუმ 2500 მწვანეა, სხვადასხვა ნავაროტებიანად კი კაცმა არ იცის სად არტყავს. ნუ ეგ დაახლოებით ის ბაზარია როდესაც რემინგტონ მილსპეკ 5R ღირს 900 მწვანე და მ24 სადღაც 3200-3500 ეგეც ა1 მოდიფიკაცია. და ეს არამარტო იმიტომ
    გ-36 კი 2000 მწვანეში იღება.
    9. შემიძლია http://call.army.mil/ ამათი რასსილკაში ჩაჯდომა შემოგთავაზოთ. ასევე შინსეკის და შვარცკოფის ხედვები, რომლებიც ხელთა მაქვს.

  4. Shooter says:

    უყურადღბოთ კითხულობთ.
    1. მე არსად არ დამიწერია რომ დენთის აირების მილი იცვლება. მისი შეცვლა შესაძლებელია მაგრამ მისი რესურსი ძალიან დიდი და ლულის რესურს უტოლდება.

    3. კორობოვის ავოტმატის უკეთესობა ოფიციალური წყაროებით (ცდების შედეეგები) არ დასტურდება. ის უფრო ინოვაციური იყო მაგრამ ნაკლება საიმედო და სხვა ნაკლოვანებებიც ქონდა.

    5. არის ისეთი მაგალითებიც და ასეთიც. ამაში გასაკვირი არაფერი არაა.

    6. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თქვენი წინა კომენტარიდან გამომდინარე. სკარი არაა მოდულური დიზაინის. არის სხვაობა მოდულურ დიზაინს და მულტი კალიბრის ოფციას შორის.

    7. ზუსტად ამიტომ მულტიკლაიბრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო ადვილია ბაზაზე სხვა მზა საჭირო იარაღი იქონიო. გარდა ამისა ჯარისკაცი უნდა გადაამზადო სხვა კალიბრის იარაღის გამოყენებაზე რაც არამიზანშეწონილია. სწორედ ამის გამო არც ერთ ჯარში დედამიწის ზურგზე მულტი კალიბრის იარაღი არ არსებობს.

    8. დავა იმაზე რაც აშკარაა საჭირო არაა. საკმარისია უბრალოდ შეხედოთ ნახაზებს. ფასი 680 დოლარი არის ოფიცილაური ფასი რაც აშშ-ს ჯარს უჯდება მ4 ტიპის კარაბინის შეძენა კოლტისგან. მარტივი გადამოწმების ამბავია. ინტერნეტი ამის საშუალებას იძლევა. ბაზარი არ ვიცი რა არის, მე ბაზარში პროდუქტების შესაძენად დავდივარ ;)

    9. კი ბატონო. თქვენივე ხედვა სამომავლო ომების ადასტურებს რატომ არც ხმ8 არც სკარი და არც 416 არ და ვერსადროს ვერ შეცვლის მ4-ს ამ მ16-ს.
    მითითებულ ლინკზე არის ტავფურცელი საიტის და არა კონცეფცია.

დატოვეთ კომენტარი