ახალი განყოფილება ბლოგზე

ბლოგზე ვხსნი ახალ განყოფილებას, რომელიც მთლიანად ეხება იუჯინ სტოუნერის  AR-15 ტიპის შაშხნას და მის ბაზაზე შექმნილ სხვა მოდელებს, მათ შორის აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში მყოფ კარაბინს M4-ს  და შაშხანას M16-ს.  მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა ამ სისტემის იარაღით არის ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები აღჭურვილი და რამე, რომ მოხდეს შეიძლება მოგვიწიოს ამ იარაღით ბრძოლა. შესაბამისად ეს განყოფილება და მასში განთავსებული სტატიები ასევე შეიძლება გარკვეულ ინტერესს წარმოადგენდეს იმათთვის ვისაც უწვეს ამ იარაღით მსახურება.

რა შეიძლება ორი სიტყვით ითქვას ამ ოჯახის იარაღებზე? იმით დავიწყებ, რომ AR15-ზე ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია დადის, განსაკუთრებით იქ სადაც ეს იარაღი ფიზიკურად მიუწვდომელია. ყველა კომპიუტერულ თამაშში და კინოში ეს იარაღი ფიგურირებს, მაგრამ “ლაივში” კინოს და თამაშების მოყვარულებს AR15 არ უნახავთ. მინდა გითხრათ, რომ ამ სისტემის იარაღი ძალიან თავისებურია, მისი მოვლა და კარგ ფორმაში ყოფნა მოითხოვს სპეციფიურ ცოდნას, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება იმას, რაც აქამდე იცოდით იარაღის მოვლაზე. გარდა ამისა იარაღს აქვს ე.წ. “სახარჯი მასალები” ანუ დეტალები, რომელიც უნდა გამოიცვალოს გარკვეული “გარბენის” შემდეგ. ხოლო მათი დროული არ გამოცვლა გავლენას მოახდენს იარაღის საიმედოობაზე. ასევე თუ გაგაჩნიად AR15, საჭიროა იცოდეთ  იარაღის ძირითადი ელემენტების დიაგნოსტირება, რომ გამორიცხოთ პრობლემების წარმოქმნა. დამატებით არსებობს ცვლადი დეტალების კომბინაციები, რომლებიც არ მუშაობენ ერთად, მაგალითად დენთის აირების მილის სიგრძეები და ბუფერის (საკეტის ზამბარის) წონები და ექსტრაქტორის ზამბარები. ჩანს როგორც რთული, რამ მაგრამ თავიდან, რომ გაერკვევით პრობლემებიც არ შეგექმნებად. დამატებით გეტყვით, რომ ეს ის იარაღია, რომლის ინსტრუქცია კარგად უნდა წაიკითხოთ და მას ერთი ორი წიგნიც დაუმატოთ, რომ ბოლომდე გაერკვეთ მის თავისებურებებში. თუ ყველა კომპონენტი სწორედ არის არჩეული  AR15 სისტემის იარაღი ისეთივე საიმედოა, როგორც ნებისმიერი სხვა ანალოგიური სისტემა. არ მინდა, რომ იფიქროთ თითქოს AR15 არის კონსტრუქტორი “сделай сам”. კარგი მწარმოებლის გამოშვებული AR15 იქნება აბსოლუტურად საიემედო და არ მოითხოვს არანაირ გაუმჯობესებებს, მაგრამ იუჯინ სტოუნერი იყო გენიოსი და შექმნა იარაღი, რომელზეც ნებისმიერი ოპერაცია დაწყებული ტარის გამოცვლით და ლულის დაყენებით არის ძალიან მარტივი და არ მოითხოვს განსაკუთრებულ დაზგებს ან ინსტრუმენტებს. ამით ბევრი სარგებლობს და ხშირად უბრალოდ მუღამისთვის ნა წმიდა ფინანსური თვალსაზრისით თავად აწყობენ იარაღებს. მაგალითად AR15 მოყვარულთა ფორუმზე ერთ ერთი წევრი ყვებოდა თუ როგორ ააწყო მან AR15 450 დოლარად.

გარდა ამისა AR15-ებს, როგორც მთლიან შაშხანაბეს და კარაბინებს და ასევე მათ კომპონენტებს უშვებს უამრავი კომპანია. ეხლა, რომ მთხოვოტ ეგრევე დაგისახელებთ 20-30 კომპანნიას. ანუ იმის თქმა მინდა, რომ არის სხვა და სხვა ხარსხის AR15 სისტემის იარაღები.  შესაძლებელია კონკრეტული მონაცემებით AR15 ღირდეს 900 დოლარი და შესაძლებელია ღირდეს 2500 დოლარი. სხვაობა ფასში განაპირობებს სხვაობას ხარისხში.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საიმედოობასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი უკავშირდება AR15-ის მჭიდებს. მჭიდები პრაქტიკულად სახარჯი მასალაა. მსუბუქი (ეს უნდა თავად ნახოთ რომ გაიგოთ) ალუმინის მჭიდებს საბრძოლო პირობებში შედარებით მოკლე სიცოცხლის ციკლი აქვთ და საჭიროა მათი მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. ახალი მაგპულის P-Mag-ებმა (პლასტმასისი მწიდები) პრაქტიკულად ეს პრობლემაც მოაგვარეს. აღნიშნული კომპანიის მჭიდები გამოირჩევიან ფენომენალური გამძლეობით და რამოდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა ავღანეთიდან მომწერა რომ ამ მჭიდების მისაღებად AR15-ის ოპერატორები სპეციალურად აფუჭებენ სტანდარტულ ალუმინის მჭიდებს.  ორიგინალური ალუმინის მჭიდები ნამდვილად არ არიან ცუდი კონსტრუქციის და სამოქალაქო იარაღზე პრობლემებს სავრაუდოთ არასდროს შეგიქმნიან, მინიმალური მოვლის პირობებში, მაგრამ ომის პირობებში ისინი მაინც კარგად ვერ უძლებენ სტრესებს და ეს არის  ფაქტი. სამაგიეროდ ისინი იაფია და მარტივებია.

ყველაფერი ამის ფასად რაც მე ზევით დავწერე ჩვენ ვღებულობთ შემდეგს:

AR15 არის მარტივი იარაღი, უფრო მარტვიად იშლება ვიდრე კალაშნიკოვის სისტემის იარაღები, არ აქვს არანაირი პატარა და ბევრი ადვილად დასაკარგი დეტალი, რომლეზეც ხშირად წერენ ინტერნეტში.

ერგონომიკით და shootability-ით ის ათი თავით მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი კალაშნიკოვის ავტომატი, განსაკუთრებით ეს უპირატესობები იგრძნობდა არასტაბილური პოზიციებიდან სროლისას ან დინამიური ტაქტიკური ვარჯიშების შესრულებისას. სროლისას იარაღი არ ინძრევა, უკუცემა მინიმალურია, ლულა არ დახტის. AR15-ის  მოდერნიზაციის პოტენციალი არის პრაქტიკულად შეუზღუდავი და ყველა პროცედურის შესრულება ჩვეულებრივ ავტოფარეხში შესაძლებელია, ძალიან მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით.

AR15 ტიპის კარაბინები არარეალურად მსუბუქი და კომპაქტურებია. ძალიან კომპაქტურებია. ერგონომიკით AR15-ს დღემდე ვერც ერთი სისტემა ვერ შეედრება. ის ძალიან სწრაფია. გადატენვა და სროლა ელვის სისწრაფით შესაძლებელია. ასევე ის ძალიან ზუსტია. ლულის და საკეტის ზამბარის გამოცვლით შესაძლებელია მიიღოთ ვარმნიტ კლასის ზეზუსტი შაშხანა ან კომპაქტური კარაბინი, რომელიც პისტოლრტ-ტყვიამფრქვევის გაბარიტების იქნება. ეხლა რა თქმა უნდა მე ცოტა ვაადვილებ ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს მაგრამ, დამერწმუნეთ ტრანსფორმაციის და მოდერნიზაციის პოტენციალი არის უზარმაზარი. ამიტომაც ეს სისტემა გამოდის უფრო მეტ კალიბრზე ვიდრე ნებისმიერი სხვა სისტემა. კალიბრების არჩევანი იწყება .22lr-დან და მთავრდება .50BMG-თი, შუაში კი 20-მდე სხვა კალიბრია.

ასეთი დიაზაინი, შეასძლებლობები და ერგონომიკა განაპრირობებს იმას, რომ სასროლოსნო სპორტის იმ სახეობებში სადაც იარაღიც და ადამიანიც შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ AR15 სისტემის იარაღი დომინირებს, მათ შორის უკვე რუსეთშიც, სადაც პრაქტიკული სროლის დისციპლინები სწრაფად ვითარდება. ანუ ვისაც კი იქ შეუძლია (რუსეთში AR15 ძალიან ძვირი ღირს)  გადადიან ამ სისტემის იარაღზე. ვისაც ამის საშუალება არ აქვს, “დარბიან” მძიმედ მოდიფიცირებული კალაშნიკოვის ავტომატების კლონებით, მათზე დაყენებული უშველებელი კომპენსატორებით და მძიმე კრონებით ოპტიკისთვის, იმიტომ, რომ AR150ზე ოპტიკა ყენდება უპრობლემოდ ხოლო “აკმოიდზე” კარგი კრონის დაყენება ძვირი სიამოვნებაა და პროფესიონალი ხელოსნის ჩარევას ითხოვს. მე კიდე რამდენი მორყეული კრონშტეინი მინახია საიგებზე, СКС-ებზე, სროლისას სეირნობას, რომ იწყებდნენ ან საერთოდ ძვრებოდნენ.

მე ინტერნეტში მცხოვრებ კაცს  არ მეგონა თუ მოვესწრებოდი დროს როდესაც რუსულ ფორუმებზე AR15-ის ფანატები გაჩნდებოდნენ. როდესაც თემა გავხსენი ჩემ AR15-ზე ერთი ფორუმელი წამომიხტა: გავკარი იმ ავტომატსო საკეტის წინ მისაწევი ცალკე დეტალი რომ ექნებაო. მე ვერც მოვასწარი ხმის ამოღება, როდესაც  თავისივე თანამემამულეებმა “ჩაწიხლეს”!   მერე კიდე მათ საკუთრებაში არსებული მოდიფიცირებული AR15-ის სურათები გამომიგზავნეს. საკეტის მისაწევი, რატომ არის ცალკე დეტალი მე ერთ ერთ სტატიაში ავხსენი, და ეს სტატია ამ განყოფილებაშია.  AR15-ის მფლობელები ყოველთვის მზადყოფნით გაგცემენ სრულ პასუხებს ნებისმიერ კითხვაზე. ეს ძალიან მეგობრული. თბილი და სოლიდარული კასტაა, რომელიც შესაშური ერთგულებით გამოირჩევიან როგორც AR15-ის სისტემის იარაღის ასევე სხვა AR15-ის მფლობელების მიმართ.

მოკლედ თვალი ადევნეთ ჩემ ბლოგს და მალე თქვენ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი გეცოდინებათ AR15 სისტემის თავისებურებებზე.



4 Responses to “ახალი განყოფილება ბლოგზე”

  1. bidzina says:

    gamarjoba levan.
    mivesalmebi am ganyofilebis sheqmnis ideas, ara mgonia shenze uket shedzlos chventan vinmem am iaragis shefaseba. arada es tema mizezta gamo dzalian aqtualuria.
    tu ishoveba saqartveloshi normaluri vaznebi da tu moidzebneba kerdzo sasroleti albat adre tu gvian am iaragis nachveneb gafantvasac gvetyvi.
    dzalian saintereso iqneba bevristvis darwmunebuli var.
    warmatebebi :)

  2. Shooter says:

    bidzina, didi madloba gamoxmaurebisatvis. vecdebi imedebi gavamartlo :)

  3. მიშა says:

    გამარჯობათ ბატონო ლევან,დიდი მადლობა ასეთი ვრცელი ინფორმაციისთვის,მაინტერესებს როგორ შეაფასებდით FN15 კარაბინს რომელიც იყიდება როგორც ამბობენ ქარხნულ მდგომარეობაში და არის საქართველოში ერთ ერთ მაღაზიაში მადლობა წინასწარ

  4. Shooter says:

    FN უშვებს ძალიან მაღალი ხარისხის იარაღს ყოველთვის. თუ მოდელი და კონფიგურაცია მისაღებია ფნ-ი გულს არ დაგწყვიტავთ წესით..

დატოვეთ კომენტარი