16 სექტემბერი 2009

 September 21st, 2009

საერთოდ მე მიუხედავათ იმისა, რომ ბევი საკითხის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი, ერთგვარ წეს მაინც ვიცავ, რომლის მიხედვითაც შეგნებულად ჩემ ბლოგში არ ვწერ კრიტიკულ “სტატიებს”. ზოგადად კერძო საუბრებში და ფორუმებზე სადც მე დარეგისტრირებული ვარ ყოველთვის ძალიან კრიტიკული ვარ, მაგრამ აქ მაინც მინოდა უფრო დადებითი ფონი შემექმნა და სხვა საკითხებზე მესაუბრა. მაგრამ ის რაც მოხდა სამი დღის წინ მე პირადად არ დამტოვა გულგრილი და ძალიან გამაოცა და გამაღიზიანა. ლაპარაკი მაქვს უზნაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტე, რომლის დროსაც მძიმედ დაიჭრა სამი პოლიციელი, ერთ ერთი კი 29 წლის გივი აფციაური მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. წმიდა ტექნიკური თვალსაზრისით, რაც მოხდა არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა. ფიზიკურად სუსტმა (სპეციალური მომზადების არ მქონე) ახლგაზრდამ დანით მოახერხა სამი პოლიციელის დაჭრა, რომელიც მის დაკავებას ცდილობდნენ ანუ ინიციატივა მათ ხელში იყო. ასეთი შემთხვევის შედეგად, როგორც წესი ხდება დაკავების პროცედურების, პოლიციელების მოზმადების და მათი აღჭურვილობის სერიოზული გადახედვა/ანალიზი, ისევე როგორც პასუხისმგებელი თანამდებობის პირების გადაყენება. ჩნდება ლოგიკური შეკითხვები: როგორ მოახერხა ჩვეულებრივი ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირმა სამი პოლიცილეის მძიმედ დაჭრა. რატომ არ გამოიყენეს პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღი ან თუნდაც ის არალეტალური იარაღი, რომლის გამოყენების უფლება მათ ავრალურ რეჟიმში მისცა პარლამენტმა კანონში შესაბამისი ცვლილებების მიღებით? რატომ არ იყვნენ პოლიციელბი დაცვის საშუალბებით აღჭურვილი? და კითხვა, რომელიც უფრო საქმეში ჩახედულ ადამიანებს გაუჩნდებოდათ: მოყვება ამას თუ არა რაიმე ცვლილებები, რაც მომავალში გამორიცხავს ასეთ შემთხვევას? ვიმეორებ ასეთი შემთხვევა ნორმალურ ქვეყნებში ყოველთვის ხდება საფუძვლლიანი და ტრანსპარენტული გამოძიების საბაბი. ამს პირველ რიგში საზოგადოება ითხოვს. ასეთ შემთხვევას ყოველთვის აქვს დიდი რეზონანსი, ნორმალურ საზოგადოებაში. სამწუხაროდ მე არ ვიცი რა მოუვიდა ხალხს ამ ქვეყანაში, მაგრამ არც ერთი განცხადება, მოსაზრება და იშვიათი შეკიხვა არ იყო სწორი და ადეკვატური. მეორე დღეს კი პრაქტიკულად ყველას დაავიწყდა ყველაფერი. არ ვიცი შსს–ში რა დასკვნებს გამოიტანენ, ერთი ფაქტია, რომ საზოგადოებამ ეს ამბავი უყურადღებოდ გაატარა. გმირულად დაიღუპა პოლიციელი, რამოდენიმე სიუჟეტი ტელევიზორში და მორჩა გათავდა. გივი აფციაური და ორი მისი კოლეგა უდაოდ არიან სამაგალითო ვაჟკაცები, როგორც ყველა ის ვინც კეთილსისნდისიერად ასულებენ თავის მოვალეობას სამართალდამცავ სტრუქტურებში. ერთ ერთი ვერსიის თანახმად პოლიციელები არ იმყოფებოდნენ მოვალეობის შესრულებისას და უბრალოდ შეესწრნენ მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს და რეაგირება მოახდინეს, რაც ნამდვილად ვაჟკაცუირ საქციელია. მათ არ ქონდათ იარაღი და მაგირომ არ მოხდა მისი გამოყენება. არ განხროციელებულა გამაფრთხილებელი გასროლაც, რაც ამ ვერსიას ადასტურებს. აქვე მინდა გამოვიტანო მარტივი დასკვნა (რახან სხვა არაფერს არ იძახის), პოლიციელს უნდა ქონდეს იარაღი ყოველთვის. და წარმოიდგინეთ, რომ ერთ ერთ მოქალაქეს ქონოდა იარაღი, მოვლენები დიდი ალბათობით სულ სხვანაირად განვითარდებოდა. სამწუხაროდ 26 წლის ნაძირალამ ვიონმე რატი რეხვიაშვილმა კაცი მოკლა. ორი მძიმედ დაჭრა. ძალიან მარტივია, ზოგს კულტურის დონე აძლევს საშუალებას მიიტანოს ნაგავი სანაგვემდე, ზოგს კულტურის ონე აძლევს საშუალებას ხმადაბლა ილაპარაკოს რესტორანში და თავისი ბღავილით გვერძემჯდომები არ შეაწუხოს, ზოგს აქვს კულტურის დონე იყოს იარაღის მფლობელი და არ გაუხვრიტოს თავი პირველივე შემხვედრს. ასეთი ადამიანები არიან სამართალდამცველი სტრუქტურების საუკეთესო მოკავშირეები. ერთი ასეთი კაცის მანდ ყოფნა დარწმუნებული ვარ ყველაფერს შეცვლიდა. მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. სამწუხაროდ ვომეორენ სწორი შეკითხვები არ დასმულა. გმირულად დაიღუპა და წერტილი. უდაოდ გივი აფციაურის ნაირ ხალხზე დგანან ხოლმე ქვეყნები, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეს ამბავი ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს, მეტ ჩაძიებას და უფრო ღრმა ანალიზს. რატომ მოხდა ეს, როგორ მოხდა, როგორ აღმოჩნდა რატი რეხვიაშვილი თავისუფლებაზე, ხდეოდა ტუ არა მისი კონტროლი ტავისუფლებაზე გაშვების შემდეგ. შეკითხვების დასმა სცადა ნანა ლეჟავამ ტელეკომპანია კავკასიის გადაცემაში. ტელეკომპანია კავკასია არის ძალიან სუბიექტური, ისევე როგორც ნებისმერი სხვა არხი საქართველოში. მათ გადაწყვიტეს კრიტიკული რეპორტაჟის გაკეთება და ეს სწორია, მაგრამ გეზი არასწორი აიღეს. აქცენტი გააკეთეს დახმარების არადროულ აღმოჩენაზე. რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაც არსებობდა სხვა კითხვები უნდა დაესვათ. რატომ არ მოხდა იარაღის გამოყენება ( თუ ის ქონდათ)? თუ არ ქონდათ, რატომ არ ქონდათ? რატომ არ ქონდათ პოლიციელებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები? ხელჩართული ბრძოლის რა ხარსხის მომზადებას გადიან პოლიციელბი, ემზადებიან თუ არა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში. ქონდათ თუ არაკავშირგაბმულობის საშუალებები, იმისთვის რომ დროულად გამოეძახად დახმარეაბ და სასწრაფო? რამდენი პოლიციცელი იყო სულ? რატომ გართულდა მათი იდენტიფიცირება, როგორც პოლიციელების? ხდეაბ თუ არა პოლიციელბის არალეტალური იარაღით გადაიარაღება? ეხლა ლაპარაკი კომპლექსებზე რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია, ისაც შეეძლო იარაღის გამოყენება და არ გამოიყენა არის დამნაშავე იმაში რაც მოხდა. ის რმ საზოგადიოების გარკვეულ ნაწილში არის პროტესი ოლიციელების მოქმედებების მიმართ არ უნდა გახდეს მიზეზი პოლიცილების დაღუპვის ან იმ პირების გამართლებაში, რომლებსაც უნდა ემოქმედათ და ამ “კომპლექსის” გამო არ იმოქმედეს. ჩემი დაკვირვებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება მოყვება არა პოლიციის მიერ იარაღის გამოყენაბის ფაქტს, არამედ ამ იარაღის გამოყენების შემთხვევების გამოძიების არატრანსპარენტულობა და დამნაშავეების ზედმეტად რბილი დასჯას. რაც შეეხება თავად პოლიციის ქმედებებს, გასათვალისწინებელია, რომ პოლიციაში ჩატარდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც ლოგიკურად გამოიწვია პოლიციელების მომზადების ხარსხის შემცირება. საჭიროა დრო, რომ ცვლილებებმა დაგვანახოს ან დადებითი ან უარყოფითი შედეგები, ისევე როგორც ახალ კონტინგენტს ჭირდება დრო შეიძინოს საირო ცოდნა და უნარჩვევები. იმისთვის, რომ ეს მოხდეს დეტალურად უნდა გაანალიზდეს მოხმდარი შემთხვევები და დადგინდეს პრობლემის გადაჭრის გზები. მიღებული შედეგები უნდა აისახოს პოლიციელების მომზადებაში და მათ აღჭურვილობაზე და პროცედურენზე, რომლებსაც ისინი იყენებენ. სამწუხაროდ საზოგადოება პასიურობს და არ აკვირდება ამ პროცესებს, არ ითხოვს ანგარიშს. ეს უკვე გახდა ტრადიციული დამოკიდებულება ბევრი მნიშვნელოვანი პროცესის მიმართ. მე ვერ დავადებ თითს ვერავის და ვერ ვიტყვი, რომ ის არის დამნაშავე პოლიციელის სიკვდილში, თუმცა გარკვეული ჩემი მოსაზრებები მაქვს, რომლებაც ჩემთვის დავიტოვებ, მაგრამ მე ვიცი და 100% დარწმუნებული ვარ, რომ იმ განცხადებებზე დაყრდნობით რაც მოვისმინე იქ არ ეძებენ სადაც საჭიროა და უკვე ხდება ისრების გადაყვანა. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ტრაგიკულ შემთხვევას, მოყვება რაიმე შედეგი და არა მხოლოდ ორი წინადადება ინტერნეტ საიტზე და სამი ორი სიუჟეტი ტელევიზორში. წინააღმდეგ ემთხვევაში ასეთი შემთხვევები კიდე გამეორდება.



დატოვეთ კომენტარი