პოპულარული მითები – ენერგიის გადაცემის მითი

ენერგიის გადაცემის მითი.

 

მოკლე წინასიტყვაობა სანამ გადავალთ უშუალოდ მითების განხილვაზე. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ინტერნეტის და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის ეპოქაში, ფორუმები, ჩატები, ბლოგები, ეხლა უკვე ვიდეო ფაილების რესურსები, როგორიც არის youtube და ასე შემდეგ გაძლევენ საშუალებას გააცნოთ ყველას თვქენი აზრები, სურათები და ვიდეო კლიპები. ყველაფერი ეს ქმნის ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს, რომელშიც გაერკვიო და რომელიც გაფილტრო არის ძალიან ძნელი, გამოუცდელი მომხმარებლისთვის თითქმის შეუძლებელი. ამავე დროს ამ რესურსების მომხმარებლების ვინაობა, როგორც წესი არის დამალული. თქვენ არ იცნობთ მის ბექგრაუნდს, არ იცით რა ალაპარაკებს კოლეგა ფორუმელს ან მორიგი ვიდეო ტესტირების ავტორს. დამიჯერეთ, ამდენი დამაჯერებელი სისულელე, რასაც თქვენ მაგალითად ფორუმებზე წააწყდებით ვერ ნახავთ ვერსად. მე 10 წელი დავხარჯე ფორუმებზე და უამრავ დისკუსიაში, კამათებში და პროექტებში ვიყავი ჩართული, იარაღის მოყვარულებთან დაწყებული ამერიკიდან და დამთავრებული ლივანით და პაკისტანით. მაგრამ როდესაც მე გამიჩნდა მოთხოვნა უფრო საფუძვლიანად სიღრმისეულად გავრკვეულიყავი ჩემთვის საინტერესო საკითხებში მე მივხვდი, რომ ამისთვის ინტერნეტი და ფორუმები არის უბრალოდ გამოუსადეგარი. ეს იგივეა, რომ ისწავლო ქიმია ჟურნალიებიდან სტატიებით. ეხლა მე ვარ რამოდენიმე ფორუმზე უბრალოდ იმისთვის, რომ მქონდეს კონტაქტი ჩემ უცხოელ მეგობრებთან, რომლებსაც მე ვიცნობ კარგად. ქართულ ფორუმებზე ინფორმაციის გადაცემის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა თითქმის ყველგან. დისკუსიების და კამათების დრო ყოველ პირველ მოხალისესთან უკვე უბრალოდ არ მაქვს. დიახ, ინტერნეტს აქვს ბევრი პლუსი და შესაძლებლობა. ის სასარგებლოა თუ გონივრულად მას გამოიყენებთ და არ დაიხარჯებით უაზრო კამათებზე. მაგალითად, ინტერნეტში არის სერიოზულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სატატიების ელექტრონული ვერსიები, არის სკანირებული წიგნები, ტორენტებზე არის სასწავლო ფილმები. ყველაფერი ეს ძალიან სასარგებლოა და საჭირო,  მაგრამ თუ გინდათ შეიძინოთ ღირებული ცოდნა მაშინ არის მხოლოდ ერთი გზა – წიგნი. სერიოზული ავტორიტეტული ავტორების ნაშრომები. ავხსნი. ყველაფერი არის მარტივად, ეს ხალხი თავისი ცოდნით შოულობს პურის ფულს. ისინი თავის უნიკალურ ცოდნას არ გადაცემენ უფასოდ ყველა მსურველს youtube-ის ან twitter-ის მეშვეობით. ამაში ისინი დამსახურებულად და სამართლიანად იღებენ ფულს საკუთარ სასროლოსნო სასწავლებლებში და თავისი დაწერილი წიგნების და სპეციალურად გადაღებული ვიდეო ინსტრუქციების მეშვეობით. დღეს ჩვენ ქვეყანაში წიგნი არ არის მოდაში, ისევე როგორც ბიბლიოთეკები. ამიტომაც მე უბრალოდ ჩამოვწერე ყველაზე ცნობილი სახელები სროლის სამყაროდან, ჯეფ კუპერი, მასად აიუბი, გეიბ სუარესი, მაიკ პანოუნი, პატრიკ სვინი, ბრაიან ენოსი და ასე შემდეგ. შემდეგ ვიპოვე მათი ბიბლიოგრაფიები და დავიწყე მათი წიგნების გამოწერა აშშ-დან. ბოლო წელმა ინფორმაციის მიღების მხრივ ადვილად გადაფარა 10 წელი დახარჯული ინტერნეტში, ფორუმებზე. ეს წიგნები არ ღირს ძვირი მაგრამ ინფორმაციას, რომელიც შიგნით ინახება უბრალოდ  ფასი არ აქვს. თუ თქვენ სერიოზულად ხართ დაინტერესებული საკუთარ ზრდაში, დაზოგეთ დრო და გააკეთეთ იგივე. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ინტერნეტს. ინტერნეტი არის ინფორმაციის  გავრცელების სწრაფი გზა, ჭორი ინტერნტეში ასევე ელვის სისწრაფით ვრცელდება. მცდარი ინფორმაცია თუ ის დამაჯეერებლად ჟღერს იძენს აბსოლუტური სიმართლის ფორმას. მონადირემ ესროლა ირემს მოარტყა და ვერ დააგდო. ის გაიქცა და დაიკარგა. რას იზავს თანამედროვე მონადირე. წავა, იყიდის და წაიკითხვას ოვენის და სმიტის წიგნს „მაღალი სიწრაფის ჭურვებით მიყენებული ჭრილობები“ თუ  შევა ფორუმზე და იქ იკითხვას დაახლოებით ასეთი ფორმით: ეს .45 Government არის ნაგავი, ვესროლე,მოვარტყი და მაინც გამექცა, ხომ არ იცით რატომ მოხდა ასე? და მიიღებს ათასგვარ პასუხს ათასი ადამიანისგან, რომელთა შესახებ მან იცის მხოლოდ მათი გეოგრაფიული  ადგილმდებარეობა და ნიკი. სხვა მომხმარებელი, რომელიც ამ თემას წააწყდება ასევე გაუჭირდება რამე გაიგოს. პრობლემაში გარკვევის არასწორი გზა, თუმცა ადვილი.  ვაზნის ეფექტურობის ერთ ერთ პოპულარულ და აბსოლუტურად მცდარ განმსაზღვრელად ითვლება ე.წ. ენერგიის გადაცემის „თეორია“, რომელიც ძალიან პოპულარულია ინტერნეტში. ამ თეორიის მიხედვით რაც უფრო მეტი ენერგია გადაეცემა სამზინეს მით უფრო უკეთესია. გადაცემული ენერგიის გაზომვა ხდება შემდეგნაირად, ვიღებთ ტყვიის მასას და სისწრაფეს სამიზნეში შეღწევამდე და იგივე მაჩვენებლებს სამიზნის გახვრეტის შემდეგ. რაც უფრო მეტი ენერგია იხარჯება/რჩება სხეულში მით უფრო უკეთესი ვაზნა არის. ჩნდება აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვა, სად მიდის ეს ენერგია, რაში იხარჯება? თავისთავად ენერგია ხომ არ აარის დამაზიანებელი ფაქტორი არა? იხარჯება ეს ენერგია მაგალითად   ქსოვილების დაზიანებაში თუ ვთქვათ თავად ტყვიის დეფომაციაში? ეს მეთოდი არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან რამეს: თუ რა გააკეთა ტყვიამ ქსოვილებში შეღწევისას, არ ითვალისწინებს ჭრილობის არხის ზომას და შეღწევის სიღრმეს.  ამ მეთოდის მიხედვით გამოდის, რომ .22lr კალიბრის ტყვია, რომელიც დარჩა სხეულში უფრო ეფექტურია ვიდრე .357 მაგნუმის კალიბრის ტყვია, რომელმაც გაიარა სხეულში. კიდევ ერთი მაგალითი ჩვენვის უკვე ცნობილი დოქტორ ფაკლერის ნაშრომიდან, ფნელი 7.62 მმ-ანი ტყვია ნასროლი AK47-დან დიდ ზიანს აყენებს არაელასტიურ ქსოვილებს მაგრამ გაცილებით ნაკლები ეფექტი გააჩნია ელასტიურ ქსოვილებზე, ამავე დროს .223 Rem კალიბრის ტყვია ქსოვილებში გავლისას დამატებით ფრაგმენტირდება. ტყვიის ფრაგმენტები სერავენ ქსოვილებს, ქმნიან დამატებით ჭრილობის არხებს ხოლო ცენტრიფუგის ეფექტის შედეგად წარმოქმნილი ენერგია იხარჯება მეტ წილად ამ ახალი ჭრილობის არხების დამატებით გაზრდაზე რაც წარმოქნის დამანგრეველ ეფექტს, ეს ენერგია არ იშთანთქება ისე ეფექტურად და ნაკლები ზიანის გამოწვევით დაუზიანებელი მთელი ქსოვილების, მიერ როგორც მათში AK-დან ნასროლი ტყვიის გავლის შემთხვევაში.

კიდევ ერთი მაგალითი , რომელიც ადასტურებს ენერგიის გადაცემის თეორიის არასრულყოფილებას უკავშირდება ისრებს და ტყვიებს. სანადირო ისარს, რომელიც გამოიყენება სახიფათო ცხოველის მოსაკლავად გააჩნია ენერგია მხოლოდ 68 ჯოულის ოდენობით. ეს უფრო ნაკლებია ვიდრე .22lr კალიბრის ტყვიის ენერგია. საქმე იმაშია, რომ ისარი ხარჯავს ამ ენერგიას უფრო ეფექტურად ვიდრე ტყვია. ის ჭრის თავისი ბასრი წვერით ქსოვილებს, ტყვია კიდე ანგრევს. იგივე ენერგიის შემთხვევაში გაჭრა უფრო ეფექტურია ვიდრე ნგრევა, ხოლო ნგრევა უფრო ეფექტურია ვიდრე ქსოვილების დაზიანება მათი გაწელვით, როგორც ეს ხდება დროებითი ჭრილობის არხის წარმოქმნისას.  

ანუ თვითონ ენერგიის ხარჯვა არაფერს არ განაპირობებს თავისთავად, მთავარია რაზე იხარჯება ეს ენერგია, ამას ეს თეორია არ ხსნის. არა და ენერგია ფაკლერის მიხედვით ასევე იხარჯება: 1) ზებგერითი ტალღების შექმნაზე ქსოვილებში გავლისას; 2) ქსოვილების გაცხელებაზე; 3) ჭურვის გაცხელებაზე; 4) ტყვიის დეფორმაციაზე; 5) მოძრაობაზე, რომელიც გადაეცემა ობიექტს (მაგალითად ჟელატინის ბლოკის გადაადგილება ტესტირების დროს მასში სროლისას. არც ერთი ეს მოქმედება არ იწვევს ქსოვილების დაზიანებს მაგრამ მოითხოვს ენერგიის ხარჯვას! დააგდეთ კვერცხი მიწაზე და ის გატყდება, დააგდეთ იგივე წონის რეზინის ბურთი იგივე სიმაღლიდნ და მას არაფერი არ მოუვა. არა და ორივე მიიღებს ერთი და იგივე მოცულობიდ კინეტიკურ ენერგიას. ხოლო ადამიანის სხეული უფრო ახლოსაა რეზინის ბურთთან ვიდრე კვერცხთან.  

 ასევე ესეთი მნიშვნელოვანი და საბედნიეროდ შედარებით ადვილი დასადგენი ფაქტორი, როგორიც არის შეღწევა, საერთოდ იგნორირებულია.  ენერგიის გადაცემის თეორიის მომხრეებს აქვთ  ერთი დადებითი მხარე. რომელიც გამომდიანრეიბს იმ მოსაზრებიდან, რომ თუ ტყვია რჩება სამიზნეში ეს არის კარგი. ანუ ზედმეტი შეღწევის და უდანაშაულო ხალხის დაჭრის ალბათობა არ არის. ამ კონცეფციას შეზღუდული აღიარება მოყვა პროფესიონალურ წრეებში. მიჩნეული იყო, რომ ამ თეორიის უკან საღი აზრი მაინც არის  და ბევრმა სპეციფიურმა ორგანიზაციამ  ამას უპასუხია სპეციფიური კალიბრის ან სპეციფიური ტყვიაწამლის გამოყენებით. ადრინდელი ისრაელის შეიარაღებული ბორტგამცილებლები იყენებდნენ .22lr კალიბრის პისტოლეტებს და საცეცხლე მომზადებისას აქცენტს აკეთებდნენ მაღალი ტემპით ზუსტ სროლაზე სამიზნის თავში. ამერიკაში ერთ დროს პოპულარული იყო ფრაგმენტირებადი ტყვიები ძალიან უმნიშვნელო შეღწევით. შექმნილი ენერგიის გადაცემის მითის გავლენით ასეთ ვაზნებს ხანმოკლე პოპულარობა ქონდათ. რეალურ სამყაროში ამ თეორიამ არ იმუშავა. დღეს ისრაელში შეიარაღებული ბორტგამცილებლები ხმარობენ 9მმ–ან ავტომატურ პისტოლეტებს ხოლო ფრაგმენტირებადი ტყვიები როგორიცაა ერთ დროს პოპულარული და ფართოდ რეკლამირებული Glaser Safety Slug, უკვე ეკზოტიკას განეკუთვნებიან. რატომ? ახსნა მარტივია.  აშშ–ს სტატისტიკით, შეიარაღებულ შეტაკებაში ნასროლი ტყვიები მხოლოდ 14% ხვდება სამიზნეს, დანარჩენი 86% სამინზეს ცდება და ესეიგი ხვდება რამე სხვას ან ვინმე სხვას. ასე, რომ ეს 86% აცდენების უფრო დიდი და სერიოზული პრობლემაა ვიდრე ზედმეტი შეღწევა. არის სტატისტიკა, რომელიც იუწყება რომ უდანაშაულო ხალხს ხვდება ტყვიები, რომლებმაც გახვრიტეს ბოროტმოქმედები, არის სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ უამრავი პოლიციელი იღუპება იმის გამო, რომ მათ მიერ ნასროლი ტყვია საკმარისად ღრმად არ შევიდა.  ეს პრობლემა არის და ახლო მომავალში ის სრულად არ გადაწყდება.



One Response to “პოპულარული მითები – ენერგიის გადაცემის მითი”

  1. jurkha says:

    დიდი მადლობა ბატონო ლევან ასეთი საინტერესო სტატიებისათვის. გისურვებთ წარმატებებს.

დატოვეთ კომენტარი