მომენტალური მწყობრიდან გამოყვანის გამომწვევი ფაქტორების შესახებ

არსებობს მოსაზრება, რომ შეიარაღებული კონფლიქტის ანუ ომის პირობებში უფრო მომგებიანია დაჭრა მოწინააღმდეგეს ჯარისკაცი ვიდრე ის მოკლა. თუ მეომარი მოკვდა ის ეთიშება ბრძოლას, საჭიროა მხოლოდ ის დაკრძალო და თუ ბევრი დაიღუპება უბრალოდ დაკრძალავ ყველას ერთად ერთ დიდი საფლავში. მაგრამ თუ ის  დაიჭრა საჭიროა ის ჯერ ბრძოლის  ველიდან გაიყვანო შემდეგ კიდე უმკურბნალო. ეს ყველაფერი დამატებით რესურსებს ითხოვს, რაც საბოლოო ჯამში მოწინააღმდეგე მხარეს ასუსტებს. როდესაც საქმე ეხება თავდცავას ასეთი მიდგომა არ არის გამართლებული. ჩვენი მიზანი არის არა დავასუსტოთ მოწინააღმდეგე არამედ სწრაფად და ეფექტურად აღვკვეთოთ ჩვენს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები. ამ მომენტში თავდამცველი იბრძვის თავისი ან სხვისი სიცოცხლისთვის. მოწინააღმდეგის/თავდამსხმელის სწრაფი გამოყვანა მწყობრიდან არის გარანტია აგრესიული ქმედებების შეწყვეტის. სწრაფი ნეიტრალიზაცია თავდამსხმელის მით უფრო აქტუალურია თუ თავდამსხმელი არ არის მხოლოდ ერთი არამედ რამოდენიმე. მსროლელს, რომელიც თავს იცავს ან იცავს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ უნდა თავდამსხმელის სიკვდილი, მას უნდა მისი სწრაფად და მომენტალურად მწყობრიდან გამოყვანა და ამით აგრესიული ქნედებების შეჩერება. ხოლო მომენტალური/სწრაფი მწყობრიდან გამოყვანა და სიკვდილი ერთი და იგივე არ არის. მაიმიში, 1986 წელს მაიკლ პლატი უკვე იყო მკვდარი, როდესაც მან მოკლა ორი და დაჭრა რამოდენიმე ფედერალური ბიუროს აგენტი. მიუხედავათ იმისა, რომ მან შეტაკების დასაწყისშივე მიიღო სასიკვდილო ჭრილობა, ის მანიც აგრძელებდა ბრძოლას და მოკლა ორი აგენტი სანამ სხვებმა მოახერხეს მისი საბოლოო ნეიტრალიზება, თუმცა ის მაინც მოკვდებოდა სასიკვდილო ჭრილობისგან, რომელიც ის არ გააჩერა საკმარისად სწრაფად. აქიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი სხვაობა სასიკვდილო ჭრილობის მიყენების და სამიზნის მომენტალური მწყობრიდან გამოყვანას შორის. ეს სხვაობა იზომება მეტრებით და წამებით, მეტრებით რომელიც შეიძლება დაფაროს სასიკვდილოდ დაჭრილმა მაგრამ არანეიტრალიზირებულმა თავდამსხმელმა და დრო, რა დროსაც მას შეუძლია განაგრძოს აგრესიული ქმედებები.  ამავე დროს სამიზნის ნეიტრალიზებას ყოველთვის არ მოყვება სიკვდილი. შევეცადოთ უფრო დაწვრილებით გავაანალიზოთ ეს ყველაფერი.

 რა იწვევს სამიზნის მწყობრიდან მომენტალურ გამოყვანას?  რა იგულისხმება ამ შეკითხვის ქვეშ?  ანუ რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ადამინი მომენტალურად შეწყვეტს აგრესიულ მოქმედებებს? ეს არის რა თქმა უნდა მხოლოდ მომენტალური სიკვდილი. მომენტალურ სიკვდილს იწვევს მხოლოდ ორი რამ, თავის ტვინის სიკვდილი ან ცენტრალური ნერვული სისტემის კოლაფსი. ნუ აურევთ ამას სასიკვდილო ჭრილობაში, სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობამ, რომელმაც არ გამოიყვანა ადამიანი მწყობრიდან მომენტალურად, ეს შეიძლება იყოს სისხლდენა, ინფექცია, ტყვიით მოწამვალა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მოხდება გარკვეული დროის განმავლობაში, რამოდენიმე წუთში, საათში, დღეში, წელიწადში. დრო ჩვენი მტერია ამ შემთხვევაში. გამომდინარე აქიდან, რაც ეხლა დაიწერა გამოდის, რომ მხოლოდ ტყვიის მორტყმა პირდაპირ თავის ტვინში ან ზედა ხერხემალში იძლევა გარანტიას, რომ თავდამსხმელი ეგრევე გამოვა მწყობრიდან და შეწყვიტავს აგრესიულ მოქმედებებს. ყველა დანარჩენ სხეულის ნაწილებში მოხვედრა ამის გარანტიას შესაბამისად არ იძლევა. მათ შორის არც გულში მორტყმა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გულის განადგურების შემდეგ, ტვინში რჩება საკამრისი ჟანგბადი, რომ ადამიანმა გაგაგრძელოს მოქმედება 15–20 წამის განმავლობაში. ნებისმიერი, მონადირე მოგიყვებათ თქვენ ისტორიას სადაც, ცხოველი ახერხებდა გაქცევას და კვდებოდა საკმაო მოშორებით დაჭრის ადგილიდან და მთლიანად განადგურებული გულით. თუ ცხოველი ამას ახერხებს არ არსებობს არანაირი მიზეზი, რატომ იგივეს ვერ შეძლებს ადამიანი.   არსებობს უმრავი დოკუმენტირებული შემთხვევა, როდესაც ადამიანები უძლებდნენ 5, 9, 12 „კარგ“ მორტყმას ადეკვატური კალიბრის იარაღიდან და აგრძელებდნენ ბრძოლას. ნიუ იორკის პოლიციის ვეტერანი ჯიმ სირილიო თავის წიგნში აღწერს შემთხვევას, როდესაც ადამიანმა მიიღო ორი ჭრილობა მკერდში 12 კალიბრის ტყვიით ახლო მანძილიდან და მაინც დარჩა ფეხებზე. ადამიანი წერს ის, არის ყველაზე გამძლე ცხოველი.  

აქ მნიშვნელოვანია განვმარტოდ, რომ ჩვენ ეხლა ვლაპარაკობდით გარანტირებულ მომენტალურ მწყობრიდან გამოყვანაზე. არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მომენტალურად გამოდიოდა მწყობრიდან ერთი ტყვიის მორტყმის შემდეგ, რომელიც არ აზიანებდა არც ზედა ხერხემალს და არც თავის ტვინს. რა იწვევდა ამას? არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამას ახსნიდა და პირველ რიგში ფსიგოლოგიური ასპექტი (ამაზე ოდნავ ქვევით). არსებობს სხვა ვერსიებიც, მაგალითად დოქტორ დენის ტობინის თეორია, რომლის მიხედვითაც მარტივად, რომ ავხსნათ არსებობს ე.წ. ნევროლოგიური შოკის მექანიზმი, რომელიც მოდის მოქმედებაში ტყვიის ქსოვილებში გავლისას და ამის შედეგად წარმოქმნილი დროებითი ჭრილობის არხი, რომელიც თიშავს ორგანოებს მათი ფიზიკური დაზიანების გარეშე. ეს ისევ და ისევ ეწინააღმდეგება  წინა ნაწილში აღწერილი დოქტორ ფაკლერის თეორიას. მინიმუმ ერთი ანალოგიური თეორია არსებობს ასევე რუსულ სამეცნიერო წრეებში.შეიძლება ანალოგია გავალოთ საბრძოლო ხელოვნებებთანაც. ასეთი საბრძოლო ხელოვნებების ოსტატები დაგიდასტურებენ, რომ სხეულის გარკვეულ ნაწილებში დარტყმა ადვილად გამოყავს ოპონენტი მწყობრიდან საერთოდ ქსოვილების დაზიანების გარეშე. გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული მებრძოლები ნებდებოდნენ და ითიშებოდნენ ასეთი დარტყმების შედეგად და ეს ვერ აიხსნება ფსიქოლოგიური ფაქტორით, და მხოლოდ იმის გათვითცნობიერებით, რომ მათ ხელი ან ფეხი დაარტყეს.

 

ფსიქოლოგიური ასპექტი. ადამიანის ფსიქოლოგიური რეაქცია, რეაქცია ტყვიით დაჭრაზე არის ისეთი რამ, რისი პროგნოზირებაც და წინასწარ გამოთვლაც  შეუძლებელია. ვერავინ ვერ დაითვლის, რომ 9მმ-ან 124 გრანიან +P ვაზნას კონკრეტული ტიპის ტყვიით აქვს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ვთქვათ 10 ბალი 12-დან, რომელიც გაზომავს მის ეფექტურობას. ეს შეუძლებელია. ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ადრენალინი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ყველაფერმა ამან შეიძლება განაპირობოს ჭრილობაზე განსხვავებული რეაქცია. ჭრილობის მიღება აიძულებს ზოგ ადამიანს მომენტალურად დაეცეს მიწაზე და შეწყვიტოს მოქმედება, ზოგს პირიქით უბიძგებს უფრო აგრესიული ქმედებებისკენ. ადამიანის სხეულს მიუხედავათ იმისა, რომ ის არის ნაზი და სუსტი გააჩნია გადარჩენის მრავალი ილეთი, მათ შორის ტკივილის გრძნობის ჩახშობა და უბრალოდ მისი გადადება სხვა უფრო მოსახერხებელი დროისთვის. ერთ ერთი ასეთი მექანიზმი ცნობილია, როგორც Fight or Flight სინდრომი, რომელიც პირველად 1920 წელს აღწერა ფსიქოლოგმა ვოლტერ კენონმა. ანიშნული სინდრომი არის დადმიანის სხეულის რეაქცია, გამოწვეული რაიმე ძლიერი სტრესით და ის „ჩაწერილია“ ჩვენ ტვინში და წარმოადგენს გენეტიკურ ინსტინქტს, რომელიც ადმიანს შემორჩა იმ დროიდან, როდესაც ის ემალებოდა და გაურბოდა მტაცებლებს რამოდენიმე ათასი წლის წინ. ეს ინსტინქტი გვიცავს ჩვენ ფიზიკური ზიანისგან. ის უკავშირდება ტვინის ნაწილს სახელად ჰიპოტოლამუსი, რომელიც, ძლიერი სტრესის პირობებში იწვევს ნერვული უჯრედების ამოქმედებას და გამოიმუშავებს ქიმიკატებს, რომლებიც ამზადებენ ადმიანის სხეულს სამკვდრო სასიცოხცლო ბრძოლისთვის ან სწრაფი გაქცევისთვის სასიკვდილო საფრთხისგან თავის დაღწევის მიზნით. ასეთი რეაქციის დროს სისხლს მიეწოდება ადრენალინის, ნორადრენალინის და კორტიზოლის ძლიერი კოქტეილი.  ნერვული უჯრედების აქტიურიბა და ქიმიქატები ერთობლიობა იწვევენ ჩვენ ორგანიზმში დრამატულ ცვლილებებს. სუნთქვა ხდება ხშირი, სისხლი მიემართება კუნთებში და კიდიურებში, თვალის გუგები ფართოვდება. მხედველობა მკვეთრდება, გონება ხდება უფრო მობილიზებული, რეაქციები ჩქარედება. ტკვილის გრძნობა ქრება ხოლო იმუნური სისტემა ძლიერდება. ორგანიზმი და გონება მზადაა სასტიკად იბრძოლოს ან დიდი არაბუნებრივი სიწრაფით გაიქცეს სიცოხლის გადასარჩენად. ადამიანი პრაქტიკულად ხანმოკლე პერიოდით ხდება სუპერმენი სუპერ შესაძლებლობებით. რა შეუძლია ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ცნობილია. არსებობს დოკუმენტირებული შემთხვევები, როდესაც ადამიანი ავითარებდა არაბუნებრივ ძალას და სიჩქარეს, მაგალითად ბებია, რომელმაც ააყირავა პიკაპი იმისთვის, რომ მის ქვეშ მოყოლილი თავისი შვილიშვილი გადაერჩინა და ასე შემდეგ. ეს შემთხვევები დოკუმენტირებულია და აღწერილია, ეს არის ფაქტები, მათი იგნორირება არ შეიძლება. აღწერილი  რეაქცია პრაქტიკულად ავტომატურად ანეიტრალებს ტყვიის მოხვედრით გამოწვეულ თითქმის ყველა ფსიქოლოგიურ ეფექტს, ადამიანი უბრალოდ ფიზიკურად არ გრძნობს ტყვიის მოხვედრას. თუ ოდესმე ბრძოლაში დაჭრილ მეომრებთან ამ თემაზე გისაუბრიათ, უმეტსობა გეტყვით, რომ გაცხარებულ ბრძოლაში ტყვიის მოხვედრისას მათ იგრძნეს მხოლოდ დარტყმა მოხვედრის ადგილას, ტკვილი, შოკი, გათვითცნობიერება, რომ თქვენ დაგჭრეს ჩნდება მოგვიანებით.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის? იმას, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორები თამაშობენ უმთავრეს როლს თავდამსხმელის შეჩერებისას თუ ადილი აქვს ტანში მოხვდრებს ანუ არ არის დაზიანებული თავის ტყვინი ან ზედა ხერხემალი. გათვითცნობიერება რომ დაგჭრეს, ტკივილი (ხშირად „გადადებული“), სისხლის დენა (საკუთარი სისხლის დანახვა), შიში, იმ ფაქტის გათვითცნობიერება რომ თქვენ იარაღი გესროლეს, ყველაფერმა ამან შეიძლება მომენტალურად აიძულოს   თავდამსხმელს შეწყვიტოს მოქმედება, მაგრამ იგივე მიზეზების გამო მან შეიძლება განაგრძოს აგრესიული ქმედებები უფრო მეტი აგრესიით და შემართებით. ალბათობა რამდენად ხშირად ფსიქოლოგიური ფაქტორი იქნება თქვენს მხარეს ვერ გამოითვლება.

საინტერესო ფაქტი:

ტულაში ლექციების კურსში შემაჩერებელი ძალის ძალიან საინტერესო განმარტებას კითხულობენ. ის ასე ჟღერს: შემაჩერებელი ძალა ეს არის დრო მომენტიდან, როდესაც სამიზნეს მოხვდება ტყვია და მომენტამდე, როდესაც სამიზნე შეწყვიტას ყურადღების მოპყრობას.



One Response to “მომენტალური მწყობრიდან გამოყვანის გამომწვევი ფაქტორების შესახებ”

  1. Pensia_27 says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა ლევან. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე… ზოგადად ყველაზე მწირი ინფო ამ საკითხში მოიპოვება და ამიტომაც აქვს დიდი ფასი შენს ამ სტატიას.

დატოვეთ კომენტარი