Archive for February 26th, 2019

Kimber Solo – პატარა, მძლავრი მაგრამ…. სპეციფიური?

Tuesday, February 26th, 2019

solo2

გაშვებული გაყიდვაში 2011 წლის იანვარში, “კიმბერის” ულტრა კომპაქტური ახალი პისტოლეტი „სოლო“ იყო ამ კომპანიის პასუხი ულტრა კომპაქტურ და ძლიერ ვაზნაზე გათვლილი იარაღებზე გაზრდილ მოთხოვნაზე . კონსტრუქციული და ერგონომიული თვალსაზრისით “სოლო” იყო ბრწყინვალე დიზაინი. ის პრაქტიკულად წარმოადგენდა კოლტის 1903 წლის მოდელის და კოლტ მ1911-ის ერთგვარ ჰიბრიდს, რისი წყალობითაც პისტოლეტი გამოვიდა პატარა ზომის (სიგანე სადღაც 24 მმ, წონა 480 გრამი), კარგი ერგონომიკით და ასევე კარგი სროლისუნარიანობით და სიზუსტით, რაც დამეთანხმებით ძნელად შეთავსებადია ჯიბის პისტოლეტის ფორმატის იარაღში, რომელიც თან ისვრის ძლიერ 9×19 ვაზნას. პისტოლეტის შესრულება ასევე იყო უმაღლესი, ხოლო იერსახე დახვეწილი, როგორც ეს ყოველთვის ხდება “კიმბერის” შემთხვევაში. ყველაფერი ამის გათვალისიწნებით “კიმბერ სოლო” წესით უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი თავის კლასში, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელმა თავიდანვე დააწესა გარკვეული შეზღუდვები და წინაპირობები, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ “სოლოს” საიმედოთ ემუშავა.  თავად განსაჯეთ, მაგალითად ინსტრუქციის თანამხმად იარაღს ჭირდებოდა გასახმარისება 24 ვაზნით სანამ ჩაითვლებოდა, რომ პისტოლეტი მზად არის გამოყენებისთვის პირდაპირი დანიშნულენით, ანუ თავდაცვისთვის. გარდა ამისა დამაბრუნებელი ზამბარის გამოცხადებული რესურსი იყო სულ რაღაც 1000 გასროლა. იყო სხვა წინაპირობებიც, კიმბერის რეკომენდაციით, უნდა გამოყენებული მხოლოდ ვაზნებით 124 გრანიანი ტყვიით ან უფრო მძიმე,  ხოლო საუკეთესო შედეგს გპირდებოდნენ მხოლდო სამი კონკრეტული თავდაცვითი მუხტის გამოყენებისას. ასეთი მიდგომა ჩემი და ალბათ ყველა სხვას აზრით მიუღებელი უნდა ყოფილიყო ასეთი ფასის მქონე იარაღში, რომლის საბაზისო მოდელის რეკომენდირებული ფასი შეადგენდა 950 დოლარს, რაც საკამოდ კი არა და ძალიან ძვირი იყო ჯიბის პისტოლეტისთვის. “სოლო” თითქმის ორჯერ უფრო ძვირი ღირდა ვიდრე მისი კონკურენტები. მაგრამ ჩემი აზრით მიუხედავად ამდენი თავისებურებებისა და მაღალი ფასისა, პისტოლეტი მაინც უნდა გამხდარიყო წარმატებული. სასროლოსნო საზოგადეობა შეხვდა პისტოლეტს დიდი ენთუზიაზმით იმიტომ, რომ გავმეორდები “კიმბერში” თითქოს ერთი შეხედვით, სოლოში შეძლეს შეათავსონ შეუთავსებელი. 1903 წლის მოდელის “კოლტისგან” მას ერგო მცირე გაბარიტები, ლაკონური/დამრგვალებული ფორმები და სქემა შიდა დამრტყმელით, რაც ძალიან სასურველია ჯიბის პისტოლეტისთვის.  1911-სგან კი მან მიიღო ტარს კუთხე და მცველის განლაგება. განსხვავებით 1903 წლის კოლტისგან “სოლო” ასევე იყო აბსოლუტურად უსაფრთხო (მაგ. გააჩნდა დამრტყმელის მცველი).  ერგონომიული თვალსაზრისით “სოლო” იყო შეუდარებელი. მიუხედავად პატარა ზომებისა, ყველა ვისაც უსვრია ამ იარაღიდან აღნიშნავდა, რომ მიუხედავად “ორ თითიანი” ჭერისა და პატარა მასისა, პისტოლეტიდან იყო შესაძლებელი ეფექტური სროლა, თუ ის არ გაჭედავდა…..  სამწუხაროდ, “სოლოს” შეექმნა პორბლემები იქ სადაც პრობლემები არის დაუშვებელი. მწარმოებლის დაწესებული ყველა წინაპირობის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც კი, პისტოლეტი უბრალოდ არ მუშაობდა საიმედოთ და გაჯერებული იყო ტექნიკური პრობლემებით. დამოუკიდებელმა რესურსებმა, როგორც ყოველთვის აჯობეს გულწრფელობაში და ობიქტურობაში მეინსტრიმ მედიას. ერთი მეორეს მიყოლებით ისინი აღნიშნავდნენ, რომ პისტოლეტს გააჩნია სპეციფიური მადა და ხშირად მას თან ახლავდა სხვა პრობლემები. იარაღი ბანალურად ჭედავდა და ხშირი იყო სხვა ტიპის მტყუნებებიც. უნდა აღინიშნოს, რომ “კიმბერს” აქვს ერთ-ერთი საუკეთესო კლინეტების მოსმახურების სქემა, რომელიც როგორც ჩანს გადატვირთული იყო მოთხოვნებით “სოლოს” შეკეთებებზე, იმიტომ რომ ზოგ დამოუკიდებელ ბლოგერს და “იუთუბერს”  დაჭირდათ “სოლოს” შეკეთებაზე ორჯერ და სამჯერ გაგზვანა იონკერში განლაგებული კიმბერის საწარმოში. ზოგ შემთხვევაში ორი სამი ვიზიტის შემდეგაც “სოლო”  არ მუშაობდა. რა თქმა უნდა იმის თქმა,რომ ყველა “სოლო” იყო დეფექტური ან თუნდაც აბსოლუტური უმეტესობა, იქნებოდა გადაჭარბება, მაგრამ პრობლემები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ პისტოლეტის რეპუტაცია სერიოზულად შელახულიყო.  2017 წელს “სოლო” გაქრა “კიმბერის” კატალოგებიდან და მას ჩაენაცვლა უფრო ტრადიციული დიზაინის მქონე მოდელი “მიკრო” (.380) და “მიკრო 9″(9×19). ორივე ეს პისტოლეტი დაფუძნებული იყო კარგად აპრობირებულ და გამოცდილ „კოლტ მუსტანგის“ “პლატფორმაზე”  და ამიტომაც ცხადია თექნიკური თვალსაზრისით და საიმედოობის მხრივ ეს პისტოლეტი უფრო გამომდგარი იქნებოდა, ხოლო “სოლო”, “სოლო” შესაბამისად  ჩაბარდა ისტორიას. ჩემთვის ძნელია იმაზე მსჯელობა რატომ მოხდა ის რაც მოხდა, შეიძლება მომხმარებლები თავის მასაში უბრალოდ არ კითხულობენ ინსტრუქციებს და ასეთ სპეციფიურ პისტოლეტს უბრალოდ ვერ გაუგეს. შეიძლება ხისტი კონკურენციის კვალობაზე “კიმბერმა” უბრალოდ იჩქარა და გამოუშვა ბაზარზე ნედლი, ბოლომდე გამოუცდელი იარაღი (შეცდომა რომელიც დაუშვია ბევრ სხვა მწარმოებელს), თუმცა ის ფაქტი, რომ “კიმბერმა” უარი თქვა “სოლოს” დახვეწაზე მეტყველებს იმაზე, რომ პრობლემები ბევრად უფრო ღრმა და სერიოზული იყო და უბრალოდ მათი გამოსწორება მოითხოვდა დიდ დროს და ხარჯებს. . შეიძლება როლი ითამაშა “კიმბერის” გამოუცდელობამ შიდა დამრტყმელიანი პისტოლეტის გამოშვებაში, იმიტომ რომ თუ არ ჩავთვლით ზე-იშვიათ Kimber KPD-ს, ამ კომპანიას არ ქონდა „სტრაიკერების“ წარმოების გამოცდილება. სხვათაშორის  2005 წელს დაანონსებული KPD-ს ასევე საინეტრესო ბედი ეწია. “კიმბერის” პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სრული ზომის 9მმ-ნი პოლიმერის “სტრაიკერი” აქტიურად რეკლამირდებოდა თითქმის 2 წელი, მაგრამ მერე “კიმბერმა” ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საერთოდ შეწყვიტა ამ პისტოლეტის ხსენება, ხოლო ერთი წლის შემდეგ „რუგერმა“ გამოუშვა თავისი SR სერია, რომელიც საეჭვოდ გავს KPD-ს. რეალურად რა მიზეზით არ დაიწყო KPD-ს გაყიდვები და რა კავშირი არსებობს რუგერის „სრ“-ის პისტოლეტებს და კიმბერის KPD-ს შორის არავინმა არ იცის, დაეს ალბათ კარგი კვლევის საგანი იქნებოდა იარაღის ისტორიკოსებისთვის. ასეა თუ ისე „სოლოს“ წარმოება შეწყდა და ის შეუერთდა სხვამხრივ წარმატებული კომპანიების წარუმატებელი პროექტების სიას, სადაც მას გვერდს დაუმშვენებენ ალბათ H&K VP70, Willson Combat ADP,  Remington R51 და სხვა იარაღები, რომლებმაც გარკვეულ წილად დროს უსწრებდნენ, გამოირჩეოდნენ საინეტერო/ორიგინალური დიზაინით, მაგრამ უბრალოდ რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდეს.  ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ ვინმეს შეხვდა “სოლო” რომელიც მუშაობს, მეეჭვება ის ამ პისტოლეტს ადვილად შეელიოს.

Ps

როგორც ჩანს „კიმბერი“ არ კმაყოფილედება იმით, რომ უკან ჩამოიტოვა “კოლტიც” და “სპრონგფილდ არმორიც” და უშვებს ყველაზე მეტ 1911-ის ტიპის პისტოლეტს, ამიტომ თავისი პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის ფარგლებში, 2018 წელს ნოემბერში წარმოადგინა რიგით მესამე თავისი „სტრაიკერი“, 9×19 ულტრა კომპაქტური მთლიანად მეტალის პისტოლეტი საკმაოდ საინტერესო ოფციებით. რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ეს პროექტი, დრო გვაჩვენებს.