Archive for December 30th, 2018

ბულპაპების ევოლუცია

Sunday, December 30th, 2018

bulpup evo

დაზუსტებით ალბათ არავინმა არ იცის საერთოდ საიდან გაჩნდა ტერმინი “ბულპაპი”, მაგრამ ზოგადად მიჩნეულია, რომ “ბულპაპების” კატეგორიას განეკუთვნება გრძელულიანი იარაღები, რომელთა ავტომატიკის სქემის ელემნეტბი განლაგებულია სახელური უკან. ტექნიკურად არ იქნებოდა სწორი იმის თქმა რომ, რომ ასეთ იარაღებში მჭიდიც არის ყოველთვის უკან განლაგებული, იმიტომ, რომ არსებობენ “ბულპაპის” კონფიგურაციის იარაღებს უჩვეულო/არატპიური კვების მექანიზმებით, როგორც მაგალითად ექსპერიმენტული გერმანული G11, ბელგიური პისტოლეტ ტყვიამფრქვევი P-90 და რიგი სხვა მოდელების, სადაც მჭიდი არ არის განლაგებული სახელურის უკან, არამედ მაგალითად ლულის გასწვრივ ზევიდან. რა უპირატესობებს სთავაზობს ესეთი კონფიგურაცია? პირველ რიგში კონვენციონალური იარაღებში კონდახი იშვიათად გამოიყენება რაიმე მოწყობილობის “დასაბინავებლად” (გამონაკლისებია მაგალითად AR-15 და FN-FAL), “ბულპაპის” კონფიგურაცია თავის მხრივ უფრო ეფექტურად იყენებს კონდახის მიერ დაკავებულ სივრცეს, რაც იძლევა საშუალებას მიიღოთ კომპაქტური იარაღი შედარებით გრძელი ლულით. თუ ტიპიური კონვენციონალური საბრძოლო შაშხანის სიგრძე მერყეობს სადღაც 900-1000მმ-ს შორის, ტიპიური “ბულპაპების” სიგრძე იქნება 800მმ-მდე, მაგრამ გარდა ამისა “ბულპაპს” ექნება 18-20 ინჩიანი ლულა, რაც უზრუნველყოფს უკეთეს ბალისტიკას.

ბულპაპის მთავარი უპირატესობა, მისი კომპაქტურობა შეიძლება სამოქალაქო პირის თვალსაზრისით არ იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, მაგრამ ჯარის თვალსაზრისით ეს იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი.  კომპაქტური იარაღი იგივე სიგრძის ლულით რაც შაშხანა. არის მოსახერხებელი, როგორც უბალოდ ფეხოსნისთვის ასევე იმათთვის ვისაც არ შეუძლია სრული ზომის შაშხანის ტარება, მძღოლები, საბრძოლო მანქანის ეკიპაჟები, მედესანტეები, არტილერიული გათლები. “ბულპაპის” შემთხვევაში ყველა მიიღებდა უნიფიცირებულ იარაღს და აღარ იქნებოდა საჭიროება კარაბინებში, პისტოლეტ-ტყვამფრქვევებში, ფიქსირებულზე უფრო ფაქიზ დასასაკეც კონდახებში. ყველაფერი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმოადგენს სერიოზულ ეკონომიკურ ფაქტორს, ხოლო როდესაც ლაპარაკია შეიარაღებული ძალების შეიარაღებაზე, ეკონომიკური ფაქტორი ხდება მნიშვნელოვანი და ხანდახან გადამწყვეტი.

რა თქმა უნდა “ბულპაპის” კონფიგურაციას აქვს თავისი მინუსებიც.  ავტომატიკის ელემენტების გადატანა სახელური უკან ნიშნავდა რომ მასრების ექსტრაქციაც მოხდებოდა მსროლელის სახესთან ახლოს. სტატისტიკურად მოსახლეობის 20% არიან ცაციები, რაც ნიშნავდა, რომ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მასრების ექსტრაციის მიმართულების შეცვლის შესაძლებლობა. ეს ასევე ნიშნავდა, რომ ბრძოლის ველზე ცაცია ვერ ისარგებლებდა სხვისი იარაღით, სანამ არ დაშლიდა მას და არ შეცვლიდა მასრების ექსტრაქციის მხარეს. გარდა ამისა წონის გადატანა უკან ნეგატიურად აისახება სროლის ეფექტურობაზე ავტომატურ რეჟიმში, მოკლე იარაღი ამცირებს ხიშტის ეფექტურობას, რაც ნაკლებად აქტუალურია ალბათ დღეს მაგრამ 50-ან 60-ან წლებში ეს იყო მნიშვნელოვანი. ასევე ხშირად მსმენია მოსაზრება, რომლს მიხედვითაც მჭიდის მოთავსება “ბულპაპში” უფრო ძნელია და ითხოვს მეტ დროს, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის უფრო ვარჯიშის და პრაქტიკის საკითხი და ალბათ არ შეიძლება ეს განიხილოს, როგრც “ბულპაპის” ნაკლი.  ასევე კონფოგურაციიდან გამომდინარე სამიზნი ხაზი ბულპაპში არის მოკლე რაც ასევე ნეგატიურად აისახებოდა სროლის ეფექტურობაზე. ყველაფერი ეს წარმოადგენდა სერიოზულ გამოწვევებს იმ ხალხისთვის, ვინც იყო ჩართული “ბულპაპების” კონსტრუირებაში. პირადად მე  რაც  მომწონს “ბულპაპებშ” არის ის რომ ეს იარაღები ყოველთვის გამოირჩევიან ორიგინალური ტექნიკური გადაწყვეტილებებით, ინოვაციურობით და ფორმებით.  შესაბამისად ამ სტატიაში ჩვენ მიმოვიხილავთ “ბულპაპების” ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპებს და ტექნიკური თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო მოდელებს.

დავიწყოთ იმით, რომ ჩემი აზრით “ბულპაპები” იყოფა სამ ძირითად ჯგუფად,  “ბულპაპები” შექმნილი სუფთა ფურცლიდან, კონვერსიული “ბულპაპები” ანუ “კლასიკური” სქემის იარაღები გადაკეთებული “ბულპაპებად” და “ბულპაპები” ეკზოტიუკური კვების სისტემებით, რომლებიც არ იყენებენ სექტორულ მჭიდებს. ევოლუციის გზის აღწერის საწყის წერტილად მე ავიღებდი ბრიტანული (მაგრამ პოლონური ფესვებით) EM-1-ს და მისი უფრო დახვეწილ ვარიანტს EM-2-ს. EM-1 თავდაპირველად ერქვა 40-ნი წლების ბოლოს პოლონელი კორსაკის მიერ შექმნილ ტყვიამფრქვევს, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენდა გერმანული FG-42-ის გადაკეთებულ ვარიანტს და იყო “ბულპაპ” კონფიგურაციის, მოგვიანებით იგივე სახელი დაერქვა საბრძოლო შაშხანის პროტორიპს, რომელიც კალიბრით, დანიშნულებით და ტექნიკურად ძალიან განსხვავდებოდა კორსაკის პროტოტიპისგან. ზოგადად პროტოტიპები, რომლებიც ტექნიკურად წარმოადგენენდნ “ბულპაპის” სქემას, ბევრად ადრე გაჩნდნენ მაგრამ რეალურად ბრიტანული EM-1 და EM-2 იყო პირველი დასრულებული და სრულყოფილი იარაღები გაზმადებული მასობრივი წარმოებისთვის.

em11341

EM-1 უკვე როგორც .280 კალიბრის საბრძოლო შაშხანა. “ბულპაპის” სქემა, ოპტიკა, როგორც ძირითადი სამიზნი მოწყობილობა და “შუალედური” ვაზნა გამოარჩევდა ამ იარაღს. 

შემდეგი პროტოტიპი EM-2 სქემით გავდა EM-1-ს მაგრამ იყენებდა განსხვავებულ ავტომატიკის სქემა, რომელიც ბრიტანელებმა აიღეს გერმანული G43-დან.  უნდა აღინიშნოს რომ სამივე პროტოტიპი, კორსაკის ტყვიამფრქვევი, EM-1 და EM-2-იც იყენებდნენ ავტომატიკის სქემებს, რომლებიც აღებული იყო გერმანული იარაღებიდან.  ჩემი აზრით ყველაზე “აზრზე მოყვანილი” და დახვეწილი პროტოტიტიპი EM-2  იყო უდაოდ რევოლუციური იარაღი, როგორც კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით, ასევე გამოყენებული ერთ-ერთი პირველი ჭეშმარიტად “შუალედური” ვაზნით 7x43mm/.280 British. ყველაფერ ამას ასევე ემატებოდა ის ფაქტი, რომ იარაღის ძირითადი სამიზნი მოწყობილობის როლს ასრულებდა ოპტიკური სამიზნი ხოლო “რკინები” ასრულებდნენ მხოლოდ დამხმარე სამიზნი მოწყობილობების ფუნქციას. რაზეა საუბარი EM-2 იყო ინოვაციური, უნიკალური იარაღი, რომელიც ბევრად უსწრებდა თავის დროს. ის იყო შედეგი იმ უზარმაზარი გამოცდილების და მწარე გაკვეთილების რაც ბრიტანელებმა გამოიტანეს მეორე მსოფლიო ომიდან.  წესით იარაღს ელოდებოდა ბრწყინვალე მომავალი, 1951 წელს ის მიიღეს კიდევაც შეიარაღებაში, მაგრამ 1952 EM-1 უკვე ოფიცილურად დარქმეული Rifle No.9 Mk1 ჩაანაცვლეს 7.62×51 კალიბრის ბელგიური FN -FAL-ით.  სევდიანი ისტორია, რომელიც აღწერს იმას თუ, როგორ აიძულეს ბრიტანელებს ეთქვათ უარი ახალ იარაღზე და პრაქტიკულად ძალით შეტენეს ამერიკულ ვაზნაზე გათვლილი ბელგიური შაშხანები, მოიცავს ცნობილ პოლიტიკოსებს, ბინძური ინტრიგებს და ალბათ კორუფციის ელემენენტებსაც. ამაზე უფრო სევდიანი ისტორია ალბათ მხოლოდ იყო 30 წლის შემდეგ FN-FAL-ის ჩანაცვლება L-85-ით, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით.  მოკლედ ბრიტანული EM-1 იყო ბრწყინვალე გამოგონება, რომელსაც არ ხვდა წილად ის წარმატება, რომელსაც ის იმსახურებდა და ბრიტანელებმა თავი იმით უნდა დაიმშვიდონ, რომ EM-1 შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი “ბულპაპი” მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კონფიგურაციის შაშხანები როგორც უკვე აღვნიშნე არსებობდა მინიმუმ 50 წლით ადრე, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო დაყვანილი მზადყოფნის ისეთ დონემდე როგორც ბრიტანული შაშხანა.

კონცეფციას მიაქციეს ყურადღება სხვა ქვეყნებში და შედეგიც მალე დადგა. 70-ნი წლების ბოლოს თითქმის ერთდროულად საფრანგეთმა და ავსტრიამ მიიღეს შეიარაღებაში “ბულპაპის” ტიპის საბრძოლო შაშხანები გათვლილი NATO-ს ქვეყნებისთის სტანდარტულ 5.56×45 ვაზნაზე. შემდეგ მათ მიბაძეს ბრიტანელებმა და ჩინელებმა. ყველა ამ ქვეყანამ სუფთა ფურცლიდან შექმნეს საკუთარი კონსტრუქციის “ბულპაპები”.  Steyr-Mannlicher AUG (1977 წელი), ბრიტანული L-85 (1985 წელი), ფრანგული FAMAS (1979 წელი), ჩინური QBZ-95 (1995 წელი), ყველა თავიდანვე იყო დაპროექტებული სუფთა ფურცლიდან. ავსტრიული, ჩინური და ბრიტანული იარაღები მეტ წილად იყვნენ დაპროექტებული სტანდარტული და აპრობირებული ტექნიკური გადაწყვეტილებების გამოყენებით, მაგალითად ყველა იყენებდა დგუშიან დენთის აირების სიტემას და ჩაკეტვას ბრუნავი საკეტით. AUG და QBZ გამოირჩეოდნენ პლასტმასის  ფართო გამოყენებით, მაშინ როდესაც L-85 დამზადებულია ნაშტამპი ფოლადის ნაწილებისგან. ჩინური იარაღი ასევე განსხვავდება იმით, რომ იყენებს ჩინურ ორიგინალურ შუალედურ კალიბრს 5.8×42-ს.  ფრანგული FAMAS   თავის მხრივ გამოირჩევა იმით, რომ იყენებს ავტომატიკის საკმაოდ უჩვეულო სისტემას, ბერკეტიანი ნახევრად-თავისუფალი საკეტით. ამ სისტემის ავტორობა ეკუთვნის უნგრელ კონსტრუქტორ პალ კირალის. ავტომატიკის ეს სქემა არ ითვალისწინებს დენთის აირების აღებას ლულიდან. ისევე როგრც მაგალითად H&K G3-ის შემთხვევაში, ფრანგულ ბულპაპს არ გააჩნია დენთის აირების სისტემა, რაც ამარტივებს არაღის საერთო კონსტრუქციას.

famasf11

FAMAS-ის პირველი მოდიფიკაციები ასევე იყენებდნენ ორიგინალურ მჭიდს 25 ვაზნიანი ტევადობით. ყურადღებას ასევე იქცევს ბიპოდი, რომელიც მუდმივად იარაღზეა დამაგრებული. საკეტის სახელური მოთავსებულია ზევიდან და ერთნაირად მოსახერხებელია “მერმაჯვენესთვის და მემარცხენესთვის”. ასევე შესაძლებელი იყო მასრის ექსტრაქციის მიმართულების გამოცვლა, რისთვისაც საჭირო იყო იარაღის დაშლა და გარკვეული ნაწლების გამოცვლა. 

ბრიტანული L-85 მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იყო შეიარაღებაში შედარებით გვიან, 1985 წელში (კონსტრუირების და გამოცდების შედარებით ხანგრძლივი პერიოდის გამო), გამოდგა ყველაზე ნაკლებად საიმედო და მოუხერხებელი საბრძოლო შაშხანა. უფრო მეტიც, ის ალბათ განიხილება როგორც ყველა დროის ყველაზე უვარგისი 5.56 კალიბრის საბრძოლო შაშხანა. თავდაპირველად, როდესაც ყალიბდებოდა მოთხოვნები ახალი ბრიტანული საბრძოლო შაშხანის მიმართ, ბრიტანელები წავიდნენ სწორი მიმართულებით, აირჩიეს კომპაქტური “ბულპაპის” სქემა, სწორი კონდახით (რაც ამცირებდა უკუცემას), ამის გამო შედარებით  მაღლა დაყენებული ოპტიკური სამიზნით, რომელიც სტანდარტული იყო იარაღზე და ზრდიდა სროლის ეფექტურობას. ავტომატიკის სქემაც იყო აღებული სტოუნერის AR-18-დან. ნაშტამპი დეტალების გამოყენება ამცირებდა იარაღის წამოების შრომატევადობას და ხარჯებს.  სამწუხაროდ ამაზე როგორც ჩანს მუხტი და შემართება ამოიწურა და ბრიტანელებმა ვერ შეძლეს ეს ყველაფერი ერთად “შეეკრათ” მუშა იარაღში. L-85 გამოვიდა არასაიმედო, რომელსაც თან ქონდა უამრავი მექანიკური პრობლემა, რის გამოც მან მიიღო “საპატიო” სახელწოდება, როგორც ყველაზე ყველა დროის ყველაზე უვარგისი საბრძოლო შაშხანა. მხოლოდ 90-ნი წლების ბოლოს, გერმანული Heckler&Koch-ის დახმარებით მოხდა ამ არაღის კონსტრუქციის გადახედვა და გარკვეული ცვლილებების შეტანა, რამაც გააუმჯობესა საიმედოობის მაჩვენებლები. რაც შეეხება მარცხენა მხრიდან სროლის საშუალებას, ბრიტანელები მიუდგნენ ამ საკითხს უკომპრომისოდ. ისწავლეთ სროლა მარჯვენა მხრიდან და მორჩა. L-85-ზე მასრების ექსტრაქციის შეცვლა შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრინდელ FAMAS-ზე და AUG-ზე ეს შესაძლებელია.

L85A2 L85 იყო ჩაფიქრებული, როგორც იაფი, ეფექტური და მარტივი წარმოებაში იარაღი, რაც აუცილებელი იყო გლობალური ომის პირობებში. ჩანაფიქრი კარგი იყო მაგრამ შესრულება სამწუხაროდ მოიკოჭლებდა. სურათზე ბრიტანელი ჯარისკაცი მოდერნიზებული შაშხანით, რომელზეც 2008 წელს სასწრაფო წესით დამონტაჟდა ამერიკული Daniel Defense-ის წარმოების ტიბჟირი სამაგრებით, ხოლო სტანდარტული ოპტიკური სამიზნი “SUSAT” ოთხჯერადი გადიდებით შეიცვალა Trijicon ACOG -ით.

აბსოლუტურად სხვა ბედი ელოდა ფუტურისტული გარეგნობის მქონე ავსტრიულ AUG-ს, რომელსაც უშვებდა Steyr-Mannlicher-ი. ის გამოვიდა საიმედო და გამძლე იარაღი. ის ასევე არის ყველაზე გავრცელებული მსოფლიოში “ბულპაპის” ტიპის შაშხანა.  მიღებული შეიარაღებაში 1977 წელს,  ის გამოირჩეოდა პლასტმასების ფართო გამოყენებით, ასევე იყო აღჭურვლი დაბალი გადიდების ოპტიკით, რომელიც იყო ძირითადი სამიზნი მოწობლობა. ამ იარაღის თავისებურებებს განეკუთვნებოდა ლულის სწრაფი გამოცვლის შესაძლებლობა, რაც ხდიდა მას კიდე უფრო უნივერსალურ იარაღად ვინაიდან ის შეცვლიდა არა მარტო შაშხანას, კარაბინს და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს არამედ ასევე მსუბუქ ტყვიამფრქვევსაც. AUG-ში ასევე შესაძლებელი იყო მასრის ექსტრაქციის მიმართულების გამოცვლა, რისთვისაც საჭირო იყო იარაღის დაშლა და საკეტის თავის გამოცვლა.

ასევე AUG-ი ცნობილია თავისი ცუდი სასხლეტით, რომელიც არის მძიმე, გრძელი და არაინფორმატიული. ზოგადად აქ უნდა აღვნიშნო, რომ კარგი სასხლეტი “ბულპპაში” არის დიდი იშვიათობა, იმიტომ რომ სქემიდან გამომდინარე მანძილი სასხლეტსა და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დანარჩენ ნაწლს შორის არის ძალიან დიდი, აც ითხოვს გრძელი დამაკავშირებელი ღერძის გამოყენებას. AUG-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი არის ნაწილობრივ პლასტმასის, რაც ასევე ბუნებრივია არ აისახება დადებითად სასხლეტის მახასიათებლებზე.  მიუხედავად ამისა, როგორც აღვნიშნე, დღემდე, AUG-ი ფორას მისცემს ნებისმიერ ბულპაპს გავრცელებულობის თვალსაზრისით. ასევე მისი მოდულური კონსტრუქცია აადვილებდა მის მოდიფიცირებას. მოგვიანებით გაჩნდა უამრავი მისი მოდიფიკაცია, როგორც საბრძოლო შაშხანის ასევე სამოქალაქო ვარიანტებში, არსებობს ასევე 9მმ-ნი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ვერსიაც, რომელიც შეიძლება აიწყოს სტანდარტული შაშხანისგან.  40 წლის შემდეგაც AUG განიხილება, როგორც კლასიკური იარაღი და საუკეთესო “ბულპაპი”, რაც დასტურდება კარგი გაყიდვებით და იმ ქვეყნების გრძელი ჩამონათვალით სადაც ეს იარაღი არის მიღებული შეარაღებაში.

xRN8Inv

AUG Mod 14, რომელსაც იყენებს ირლანდიის არმია. AUG-ის მოდულურმა კონსტრუქციამ მისცა მათ საშუალება მხოლოდ ერთი დეტალის გამოცვლით მოეხდინათ იარაღის მოდერნიზება და სტანდარტული დაბალი გადიდების ოპტიკური სამიზნის ჩანაცვლება Tijicon ACOG-ებით. 

70-ან 80-ან წლებში “ბულპაპებით” გატაცებას, მოყვა საკმაოდ მე ვიტყოდი გიჟური პროტოტიპების გამოჩენა. ერთ-ერთი ასეთი არის გლუვლულიანი “ბულპაპი” Pancor Jackhammer შექმნილი აშშ-ში ჯონ ანდერსონის მიერ. თოფი იყო ნახევრად ავტომატური, მუშაობდა დენთის აირების ენერგიის გამოყენებით და გააჩნდა მოძრავი მოსახსნელი დოლურა გათვლილი 10 ვაზნაზე. ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ამ ქმნილებას სერიოზულად ცდიდნენ ამერიკის ჯარში და განიხილავდნენ მის შეარაღებაში მიღებას, მაგრამ “ჯეკჰამერის” ისტორიას ბედნიერი დასასრული არ ქონდა. სამხედროებმა უარი თქვეს მასზე და კომპანია გაკოტრდა.

Jackhamme

Pancor Jackhammer-ის ყველაზე უჩვეულო თვისება იყო, ის რომ მისი დოლურის გადაკეთება შესაძლებელი იყო ნაღმად. მას უყენდებოდა ქვევიდან აალების სისტემა ხოლო ზევიდან მექნიზმი სატერფულით, რომელზე დაწოლაც იწვევდა ყველა ვაზნის ერთდროულ ზევით გასროლას.

იმ ქვეყნებს რომლებსაც სურდათ “ბულპაპი” მაგრამ რიგი მიზეზების გამო არ ქონდათ დრო და რესურსი ახალი იარაღის შესაქმნელად, მიმართეს კონვერსიას და უკვე არსებული იარაღები გადააწყვეს “ბულპაპის” კონფიგურაციზე. ასე მოიქცა მაგალითად სამხრეთ აფრიკა ასევე რუსეთი და უკრაინა. სამივე შემთხვევაში “ბულპაპის” კონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენდა კალაშნიკოვის სისტემის იარაღები. რუსებმა და უკრაინელებმა თავდაპირველად წავიდნენ საერთო კონსტრუქციის ღრმა მოდერნიზაციის გზით, სამხრეთ-აფრიკელებმა უბრალოდ მოათავსეს ძველი იარაღი ახალ პლასტმასის გარსაცმში.

cr21_m05

Vektor CR21 დაშლილი. კარგად ჩანს პალსტმასის გარსაცმი და დანარჩენი იარაღი დამზადებული ფოლადისგან. ყუარადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ოპტიკა დამაგრებულია მეტალის რესივერზე და არა პლასტმასის გარსაცმზე. 

სამხრეთ აფრიკული Vektor CR21-ის ფუტურისტული იერსახის ქვეშ იმალება ბანალური 5.56 კალიბრის საბრძოლო შაშხანა R-4, ისრაელში “დაბადებული” “გალილის” სამხრეთ-აფრიკული ვარიანტი. მინიმალური დრო და ფული იყო საჭირო, რომ სტანდარტული შაშხანა მოთავსებულიყო პლასტმასის გარსაცმში და მიგვეღო “ბულპაპის” ტიპის “ახალი” იარაღი. თუმცა СR21 არ იყო წარმოდგენილი, როგორც იარაღი. ის შეთავაზებული იყო, როგორც “აპგრეიდის” პაკეტი უკვე არსებული იარაღისთვის, რომელიც იყო სამხრეთ-აფრიკის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში. R4 ტიპის შაშხანასთან შედარებით СR21 იყო უფრო მოკლე მაგრამ ამავე დროს იარაღზე არ იყო გათვალისწინებული მექანიკური სამიზნე მოწყობილობები, ექსტრაციის მიმართულების შეცვლაც იყო შეუძლებელი, თუმცა იარაღების ცნობილი ექსპერტი პიტერ კოკალისი ირწმუნებოდა, რომ CR-21-დან სროლა მარცხენა მხრიდან შესაძლებელია, გარსაცმზე შესრულებული პლასტმასის დეფლექტორის წყალობით, რომელიც ქვევით ისხლიტავდა მასრებს.   საბოლოო ჯამში არც სამხრეთ აფრიკის ჯარმა და არც პოლიციამ ეს იარაღი შეიარაღებაში არ მიიღო. ხოლო CR21 შევიდა ისტორიაში როგორც ყველაზე ფუტურისტული იერსახის მქონე “ბულპაპი”. ეს ნაწილობრივ იმის გამო, რომ ჯერ დიზაინერული კომპანიის მიერ შემუშავდა მისი იერსახე და მერე ინჟინერებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ მოთავსებულიყო შიგნით R4.

800px-D9cr213

თავისი გარეგნობის წყალობით СR21 მოიწონეს კინოინდუსტრიაში. კადრი შესანიშნავი ფილმიდან District 9. იარაღის დიზაინზე მუშაობდა ცნობილი დიზაინერული სახლი Pentagraph. 

ჩინური QBZ-95, პირველად გამოჩნდა ჩინელი ჯარისკაცების ხელში 1997 წელს. როგორც აღვნიშნე უნიკალურობა ამ იარაღის მდგომარეობს იმაში, რომ ის იეყენებს ორიგინალურ ჩინურ “შუალედურ” ვაზნას (5.8×42mm). ერგონომული თვალსაზრისით ჩინური “ბულპაპი” არის ალბათ ყველაზე მოუხერხებელი. ისევე, როგორც ბრიტანულ L-85-ში, ექსტრაქციის მიმართულების შეცვლა შეუძლებელია. მცველი/სელექტორი ერთმხრივია, მჭიდის ღილაკი განლაგებულია უკან მჭიდთან, რესივერის ქვეშ. თანაც მცველი/სელექტორი განკლაგებულია იარაღის უკანა ნაწილში, მარცხენა მხრიდან. ერთადერთი პლიუსი ერგონომიკის თვალსაზრისით არის მხოლოდ საკეტის სახელური, რომელიც განლაგებულია ზევიდან და ერთნაირად ხელმისაწვდომია ორივე მხრიდან და ალბათ მჭიდის ღილაკი. 5.56 კალიბრის სამოქალაქო საექსპორტო ვარიანტებზე მჭიდის ღილაკი მარჯვნიდან არის განლაგებული, გამომდინარე იქიდან რომ იარაღი გათვლილია STANAG მჭიდზე და არა “კალაშნიკოვის” ტიპის მჭიდზე. ავტომატიკის სქმემა არის “კალაშნიკოვის” და ჩეხური Vz58-ის “ჰიბრიდი”. იარაღი იყენებს სტრაიკერს ჩახმახის ნაცვლად. საკეტი იკეტება ბრუნვით. იარაღის კონსტრუქცია არის ძალიან მარტივი და გამძლე. იარაღი ადვილად იშლება, მათ შორის რეგულირებადი დენთის აირების სისტემაც. თუ AUG-ი ყვეკლაზე გავრცელებული “ბულპაპია” მსოფლიოში, QBZ-95 არის ყველაზე მრავალრიცხოვანი, სულ დაახლოებით 1.6 მლნ ერთეულია გამოშვებული.

Rifle_Type_95

QBZ-95 არის მარტივი იარაღი გათვლილი მასობრივ წარმოებაზე. მისი გაუმჯობესებული ვარიანტი გამოდის 2010 წლიდან. სელექტორი გადატანილია სახელურთან, მასრების ექსტრაქცია ხდება პირველი საათის მიმართულებით რაც აძლევს საშუალებას მსროლელს გარკველი სიფრთხილიდ მაგრამ მაინც აწარმოოს სროლა მარცხენა მხარიდან. გათვალისწინებულია ასევა ოპტიკური სამიზნეების დაყენების შესაძლებლობა. 

საბჭოთა კავშირის და პოსტ-საბჭოთა კავშირის ქვეყნებს რაც შეეხება, ინტერესს წარმოადგენენ პირველ რიგში გერმან კორობოვის პროტოტიპები და ასევე მცდელობები რუსეთსა და უკრაინაში, “კალაშნიკოვის” ბულპაპის კონფიგურაციაში ტრანსფორმირების.  პროტოტიპების განხილვა არ შედის ამ სტატიის მიზნებში, მაგრამ მე ვალდებული ვარ ვახსენო კორობოვი, იმიტომ, რომ ჩემი აზრით მისი პროტოტიპები აშკარად უსწრებდნენ დროს, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია “ბულპაპების” შეიარაღებაში მიღება მანდ არასდროს სერიოზულად არ განიხილებოდა. კორობოვს “ბულპაპი” ქონდა წარდგენილი გამოცდებისთვის ჯერ კიდევ 1945 წელს. გამოცდების შედეგად საბჭოთა არმიამ მიიღო შეიარაღებაში კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი. 60-ან წლებში კორობოვი ისევ დაუბრუნდა ბულპაპების კონსტრუირებას და შექმნა რამდენიმე მუშა პროტოტიპი გაერთანებული ერთი სახელის ქვეშ ТКБ-022, თუმცა კონსტრუქციულად მათ შორის იყო მნიშვნელოვანი განსხვავებები. პროტოტიპებს შორის იყო, როგორც კლასიკური ბულპაპები ასევე საკმაოდ საინტერესო “კონცეპტი”  ТКБ-022 №1, რომელშიც მჭიდი იყო განთავსებული სახელურში, როგორც უზი-ს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში. ანალოგიურ გადაწყვეტილებას გამოიყენებს შვედური “ინტერდინამიკი” რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრასმ ამაზე ცოტა მოგვიანებით. ყველაზე დახვეწილი და ინოვაციური კორობოვის პროტოტიპებიდან იყო ალბათ მოდელი ინდექსით ТКБ-022ПМ, სადაც კორობოვმა გადაწყვიტა მასრების ექსტრაციის პრობლემა და ექსტრაცია ხდებოდა წინ, ლულის დაბოლოებასთან (ასე წერენ ღია წყაროებში, მაგრამ ერთადერთ სქემაზე მასრების ექსტრაქცია ხდება ქვევიდან მჭიდის წინ განლაგებული არხიდან) რაც ერთნაირად მოსახერხებელი იყო ნებისმიერი მხრიდან სროლისას. 70-ან წლებში საბჭოთა კავშირში მიიღეს ახალი მცირეკალიბრიანი ვაზნა 5.45×39 და შესაბამისად ყველა პერსპექტიული პროტოტიპი პროექტირდებოდა უკვე ახალი ვაზნის ირგვლივ.  მაგრამ ამჯერად ახალ კალიბრზე გათლილი კორობოვის პროტოტიპი ТКБ-072, იყენებდა კონვენციონალურ სქემას. მიუხედავად პოტენციალისა კორობოვის ავტომატებმა ვერ მიაღწიეს თუნდაც მცირე სერიით წარმოებამდე სრულყოფილი საჯარისო გამოცდებისთვის, უნდა ვივარაუოდთ რომ სამუშაოების გასაიდუმლოებული იყო და კორობოვის არ მოუდენია გავლენა “ბულპაპების” ევოლუციაზე.  90-ებში, რუსეთში დაფიქსირდა ბულპაპების მიმართ ინტერესის მკვეთრი ზრდა. 1993 წელს, ტრაიციულად დიდი დაგვიანებით, რუსეთში გაჩნდა “ბულპაპი” მეტ ნაკლებად გამზადებული სერიული წარმოებისთვის.  შექმნილი АК-74-ის ბაზაზე, ОЦ-14 წარმოადგენდა პრაქტიკულად “კალაშნიკოვს”, წინ გადატანილი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. ამის გამო საერთო სიგრძის და ლულის სიგრძის შეფარდებაც არ გამოვიდა საუკეთესო. 840მმ და 415მმ შესაბამისად.  შედარებისთვის, ჩინური QBZ-95 ეს მონაცემები აქვს 745მმ და 463მმ, ავსტრიული AUG, 790მმ და 508მმ. გარდა ამისა რუსებმა რატომღაც აირჩიეს კალიბრი  7.62×39 და არა 5.45×39-ზე. არანაირი მცდელობას იარაღი გამხდარიყო ორმხრივი ადგლი არ ქონდა. მასრების ექსტრაქციის მიმართულებაც ისევე როგორც ბრიტანულ L-85-ში არ იცვლება. ოპტიკური სამიზნე არ არის ძირითადი, რაც ცუდია გამომდინარე იქიდან რკინის სამიზნე მოწყობილობების სამიზნი ხაზი არის ძალიან მოკლე. არსებული ინფორმაციით 95-96 წლებში ამ იარაღს ცდიდნენ ჯარში მაგრამ მისი შეიარაღებაში მიღება არ მომხდარა.  1991 წელს რუსეთში იყო ასევე რეანიმირებული 80-ანი წლების დასაწყისში განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებში მოხდა სვდ-ს ტიპის შაშხანის  ბაზაზე ბულპაპის კონსტრუქციის კომპაქტური სნაიპერული იარაღის შექმნა. ამ შემთხვევაშიც კონვერსიულ “ბულპაპს” სახელწოდებით СВУ, გადმოყვა ყველა მინუსი, რომელიც ახასიათებდა ОЦ-14-ს, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს იარაღი მცირე რაოდენობით მაგრამ მაინც მოხვდა შეიარაღებაში.


0_5d88d_a3381518_xl

СВД-ს დაჭირდა ბევრად უფრო სერიოზული ჩარევა კონსტრუქციაში იმისთვის, რომ მომხდარიყო მისი ტრანსფორმირება “ბულპაპში”, საჭირო გახდა ავტომატიკის და დენთის აირების სისტემის საფუძვლიანი გადაკეთება. 

СВУ  არ იყო პირველი სნაპერული ბულპაპი, 1982 წელს Walther-მა გამოუშვა WA-2000, ნახევრად ავტომატური სნაიპერული შაშხანა, გათვლილი სამ კალიბრზე მათ შორის მძლავრ .300 Winchester Magnum-ზე.  ძალიან მაღალი ფასის გამო WA-2000-ის წარმოება მალევე შეწყდა და ის ეხლა წარმოადგენს ნებისმიერი სერიოზული კოლექციონერის ოცნებას. ფასების მიმოხილვა არ წარმოადგენს ამ სტატიის მიზანს მაგრამ მაინც დავწერ, რომ WA-2000-ის ფასი დღეს აღწევს 70 000  დოლარს. СВУ ასევე არ იყო პირველი “ბულპაპად” გადაკეთებული ავტომატური შაშხანა. 80-ნი წლების დასაწყისში ისრაელში შეიქმნა “ბულპაპის” ტიპის სნაიპერული შაშხანა  Sardius M36 Sniper Weapon System.  საფუძვლად აღებული იყო ამერიკული M14/Springfield M1 შაშხანა, რომელიც საფუძვლიანად გადაკეთდა.  იარაღი გამოდიოდა მცირე რაოდენობით და ისევე, როგორც СВУ შეზღუდუდლად მიღებული იყო შეიარაღებაზე სანამ უარი ითქვა მცირე პარტიებით შეძენაზე და მის ნაცვლად მიღებულ იქნა შეიარაღებაში აშშ-დან მიღებული Remington M-24.

fsXYeQBu6OE

ყურადღებას იქცევს მასიური დეფლექტორი რომელიც ფარავს იარაღის რესვიერს და იცავს მსროლელს მასრებისგან. ექსტრაქცია მხოლოდ მარჯვნივ ხდებოდა. სურათზე არის მოდელი M89 AR, რომელსაც უშვებდა ასევე ისრაელის Technical Equipment International, “სარდიუსის” გაკოტრების შემდეგ. СВУ-სგან განსხვავებით M89 იყიდებოდა ესქპორტზეც. 

90-ან წლებში რუსეთში, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნებისმიერი ახალი იარაღი/პროტოტიპი განიხილებოდა როგორც საექსპორტო პროდუქტი და ასევე AK-74 პერსპექტიული შემცვლელი. ყოველი ასეთი პროტოტიპის შესახებ ხდებოდა ეგრევე ცნობილი, რაც განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირში მიღებულ პრაქტიკისგან, როდესაც ყველა პერსპექტიული პროექტი იყო მკაცრად გასაიდუმლოებული. 90-ან წლებში შექმნილი რუსული იარაღები მეტ წილად წარმოადგენდნენ რუსული/საბჭოთა და უცხოური წარმოების არაღებში გამოყენებული გადაწყვეტილებების კომპილაციებს და მათ შორის ასევე იყო მართლაც რომ უცნაური მოდელები, რომელთა ზუსტი დანიშნულების გამოცნობა დიდ სიძნელეს წარმოადგენს. “ბულპაპების” ევოლუციის თვალსაზრისით გარკვეულ ინეტერესს წარმოადგენს ტულას საკონსტრუქტორო ბიუროს ქმნილება სახელწოდებით А-91. ეს არის საბრძოლო შაშხანა გათვლილი შუალედურ ვაზნებზე. იარაღში ფართოდ არის გამოყენებული პლასტმასები, ხოლო მის თავისებურებებს განეკუთვნება მასრების ექსტრაქცია წინიდან, ლულის ზევიდან განალგებული მილის გამოყენებით და ასევე ინტეგრირებული ყუმბარმტყორცნი. ეს იარაღი დღემდე არ გაცდა პროტოტიპის სტადიას, ხანდახან ხდება მისი დემონსტრირება  სხვადასხვა გამოფენებზე, მაგრამ მისი შეძენის მსურველი დღემდე არ გამოჩენილა. რუსებმა ტრადიციულად მიიწერეს მასრების წინ ექსტრაქციის სქემის გამოგონება, მართლაც კორობოვის და აფანასიევის პროტოტიპები ასეთ სქემას იყენებდნენ, მაგრამ მასრების წინ ექსტრაქცია გვხვდება ბევრად ადრე ჯერ კიდე მაქსიმის ტყვიამფრქვევში, ასე რომ ……

A-91556

სურათზე ასახული არის А-91-ის საექსპორტო ვარიანტი გათვლილი 5.56 კალიბრის ვაზნაზე. ყურადღებას იქცევს ერთმხრივი მცველი/სროლის რეჟიმების გადამრთველი და ასევე ის ფაქტი, რომ იარაღი იყენებს “კალაშნიკოვის” ავტომატის მჭიდს, თუმცა საექსპორტი ვარიანტი უნდა ჩემი აზრით იყოს პირველ რიგში გათვლილი STANAG-ის მჭიდზე.  იგივე “დეფექტი”  გადმოყვა 5.56 კალიბრის “კალაშნიკოვების” სამოქალაქო ვარიანტებსაც. 

კონვერსიული “ბულპაპის” კიდევ ერთი მაგალითი არის უკრაინული “Вепр” “შექმნილი” 2000-ნი წლების დასაწყისში. მე გამიჭირდება კლასიფიცირება ამ პროექტების კონსტრუქციული თვალსაზრისით იმიტომ, რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იარაღები იქმნებოდა ერთი მიზნით, თითიდან გამოწოვილი მოტივით, კორუფციული შეთნახმების საფუძველზე მათი “შეტენვა” თავდავცის უწყებისთვის და ფულის გაკეთება. უკრაინის და ალბათ რუსეთის შემთხვევაში სწორედ ეს იყო ლეიბ-მოტივი, რომელმაც განაპირობა კონვერსიული “ბულპაპების” გამოჩენა. რაიმე სერიოზულ კვლევით საქმიანობაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ორივე შემთვევაში იარაღები იყო ძალიან ნედლი და არასრულყოფილი.

im578x383-malyuk

უკრაინელების კიდევ ერთი მცდელობა “კალაშნიკოვების” ჩანაცვლების, “ბულპაპი” სახელად “Малюк”,  რომელიც პრაქტიკულად იმეორებდა სამხრეთ-აფრიკული СR-21-ის კონცეფციას. აიღე იარაღი რომელიც გაქვს და გაახვიე ლამაზ შეფუთვაში, მერე შეთავაზე სახელმწიფოს და არ დაგავიწყდეს “ატკატი”.

ობიექტურობისთის უნდა აღინიშნოს, რომ კალაშნიკოვის ბულპაპად ქცევის მცდელობები ასევე “დაფიქსირდა’ ბულგარეთში (გ.დ. ბაკალოვის პროტოტიპი, 90-ნი წლები), ფინეთში (Valmet M82 80-ნი წლების დასაწყისი), და სომხეთში (K-3, 1999 წელი), მაგრამ მცირე პარტიებით წარმოებას საქმე არ გაცდა. ჩემთვის უცნობია ხდებოდა თუ არა რამე ანალოგიური საქართველოში, თუმცა მე გამიგია, რომ იყო მცდელობების “კალაშნიკოვების” კუსტარული წესით “ბულპაპებად” გადაკეთების, მაგრამ ასეთი ტრანსფორმაციის მიზეზი ყოველთვის იყო მიღებული იარაღის არალეგალური მიზნებისთვის (დანაშაულებრივ საქმიანობაში) გამოყენება.

წესით ამ დროისთვის უნდა გაგიჩნდეთ კითხვა, რა ხდებოდა ამასობაში აშშ-ში? “ბულპაპების” თვალსაზრისით საინტერესო არაფერი.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ის შეიარაღებული ძალები სერიოზულად არც განიხილავდნენ ‘ბულპაპების” სქემის იარაღის შეიარაღებაში მიღებას და საქმე არ გაცდა ცალკეულ პროტოტიპებს. სანამ M14-ს მიიღებდნენ შეიარაღებაში არსებობდა ჯონ გარანდის მიერ შექმნილი 7.62 კალიბრის პროტოტიპი ინდექსით T31, რომელიც აგებული იყო ბულპაპის სქემით. გარანდმა გამოიყენა ეს სქემა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა მაქსიმალური დასაშვები წონის პრობლემები. იარაღი გამოვიდა მაინც საკმაოდ მძიმე, ავტომატიკის სქემა რომელიც იყენებდა დენთის აირების “მახის” პრინცპს და თან უზრუნველყოფდა ლულის და გარსაცმის იძულებით გაგრილებას, ასევე იწვევდა დენთის აირების სისტემის მნიშვნელოვან დაბინძურებას. საბოლოო ჯამში მასზე უარი ითქვა.  რამდენიმე  “ბულპაპი” შეიქმნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ინიცირებული “სპეციალური დანიშნულების ინდივიდუალური იარაღის” პროგრამის და მისი განშტოებების ფარგლებში, მაგრამ საქმე არ გაცდა რამდენიმე ძალიან ნედლი პროტოტიპის შექმნას. ამჯერად აშშ-ის შეიარაღებული ძალები არ იყენებენ “ბულპაპის” ტიპის იარაღებს, მაგრამ “ბულპაპები” ფართოდ არიან წარმოდგენილი  სამოქალაქო ბაზარზე.

ერთ-ერთი იარაღების კლასი, სადაც ბულპაპის სქემა ფართოდ იქნა გამოყენებული, არის მსხვილკალიბრიანი შაშხანები, როგორც სპაიპერული იარაღის ვარიანტში ასევე, როგორც უფრო ადრინდელი კონცეფციით, ტანკ-საწინააღმდეგო იარაღის როლში.  ასეთი იარაღები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მარტივი ან თუ გნებავთ პრიმიტიული კონსტრუქციით, ხოლო გრძელი ლულის და დიდი მასის გამო, ასეთი იარაღები ყოველთვის იმყოფებოდნენ დასაშვები წონის და გაბარიტების ზედა ზღვარზე. ბუნებრივია “ბულპაპის” სქემა განიხილებოდა და აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ყველზე ეფექტური  საშუალება, როგორც მინიმუმ იარაღის გაბარიტების შემცირების, რაც გახდიდა ამ იარაღს უფრო მანევრირებადს და ადვილად გადასატანს. ძალიან ადრინდელი მოდელები, როგორიც მაგალითად Solothurn S18 (1934 წელი)  წარმოადგენდნენ პრაქტიკულად “ნახევრად ბულპაპების” (მჭიდი განლაგებული გვერდიდან სახელურის თავზე), უფრო გვიან შექმნილი მოდელები უკვე იყენებენ კლასიკურ “ბულპაპის” სქემას.  ასეთი იარაღები წარმოდგენილია, როგორც ნახევრად-ავტომატურები მაგალითად .50 კალიბრის Barret XM500 (აშშ, 2006 წელი) ასევე გრძივად მოძრავი საკეტით, მაგალითად რუსული  12.7მმ-ნი ВМ-2000 (2000-ნი წლების დასაწყისი). ამ კლასისი იარაღების ზოგი მოდელი შეიძლება იყოს გათვლილი 20მმ-ან ჭურვებზე და იყენებდეს სხვა საინტერესო ტექნიკურ გადაწყვეტილებებს. 

rt20cro

გამოშვებული 90-ან წლებში ხორვატიაში, ეს 20მმ-ნი შაშხანა/ქვემეხი იყენებს “რეაქტიულ” კონტრ-უკუცემის სისტემას, რომელიც მოიხმარს ლულიდან აღებულ დენთის აირებს უკუცემის დახშობის მზინით, დაალოებით იგივე პრინციპით რაც განხორციელებულია რეაქტიულ ყუმბარმტყორცნებში.” ბულპაპის” სქემის გამოყენებით ამ მძლავრი იარაღის სიგრძე სულ რაღაც 1300მმ-ია, საიდანაც ლულის სიგრძე 920მმ-ია. 

ასე, გამოვიდა, რომ სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის ამ მძიმე კლასში, “ბულპაპის” კონფიგურაცია გახდა შედარებით უფრო ათვისებული და პროცენტულად სწორედ ამ კლასში “ბულპაპის” სქემა ყველაზე ფართოდ არის წარმოდგენლი. რაც გასაკვირი არ არის. გაბარიტებით და წონით, მსხვიკალიბრიანი შაშხანების ყოველთვის იმყოფეოდნენ დასაშვები წონის და გაბარიტების ზედა ზღვარზე და ზომის და წონის შემცირების პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ ამ კლასში დგას.

რახან ვახსენეთ კორობოვის და გარანდის პროტოტიპები, იქნებოდა უსამრთლო ასევე არ გვეხსენებინა შვედური კომპანია “ინტერდინამიკი”, სადაც მოღვაწეობდა ნიჭიერი შვედი კონსტრუქტორი გეორგ კელლგრენი. 70-ან წლებში ამ კომპანიაში, რომლის სახელი ალბათ არც გაუგია იარაღების მოყვარულების უმეტესობას, საკმაოდ საინტერესო რამეები იქმნებოდა. პირველ რიგში ეს იყო პერსპექტიული მცირეკალიბრიანი საბრძოლო შაშხანები “ბულპაპის” კონფიგურაციაში და ასევე პერსპექტული მცირეკალიბრიანი (4.5მმ) წრიული აალების ვაზნები.

mks cmr

5.56 კალიბრრის ინტერდინამიკის პროტოტიპი MKS, სადაც მჭიდი განთავსებულია სახელურში. მოგვიანებით კელგრენი გამოუშვებს იგივე სქემის მქონე სამოქალაქო .22WMR კალიბრის СMR-30 კარაბინს 

inter5y

ინტერდინამიკის 4.5 კალიბრის “ბულპაპი” MKR. ამ იარაღს ბევრი თავისებურება ქონდა მაგრამ ალბათ მთავარი იყო, ის რომ  მთელი იარაღი აწყობილი იყო სქელი და ხისტი ლულის ირგვლივ. 

MKR-ში გეორგ კელლგრენმა ორიგინალურად გადაწყვიტა მასრების ექსტრაქციის პრობლემა. ექსტრაქცია ხდებოდა მჭიდის უკან განალგებული არხიდან, ქვევით. ბუნებრივია ასეთი გადაწყვეტილება გამორიცხავდა საკეტის უკან დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ელემენტების განლაგებას და ამიტომ MKR ისროდა ღია საკეტიდან. ახალი 4.5x26r ვაზნა იყენებდა მკვეთრად გამოხატულ კონუსური ფორმის მასრას, რის გამოც მისი მჭიდი იყო ნახევარწრის ფორმის.  MKR გამოვიდა მოსახერხებელი საერთო სიგრძით მხოლოდ 800მმ, მსუბუქი – იწონიდა 3 კილოგრამამდე და დიდი ტევადობის – 50 ვაზნა. ტყვიის მაღალი საწყისი სიჩქარე იძლეოდა  300 მეტრამდე ეფექტური სროლის წარმოების შესაძლებლობას. სამწუხაროდ, დასავლეთის ქვეყნების მიერ 5.56×45  კალიბრის მასიურმა მიღებამ შეიარაღებაში არ მისცა საშუალება ინტერდინამიკს განევითარებინა თავისი პროექტები და სამუშაოებიც შეწყდა.

უკვე შემდგომ კელლგრენი გადადის სამუშაოდ აშშ-ში, სადაც აფუძნებს კომპანიას სახელად Kel-Tec СNC. ეს კომპანია დღესაც გამორჩევა იმით, რომ უშვებს არაორდინარულ იარაღს, რომელიც რბილად, რომ ვთქვათ არ გავს სხვა კომპანიების ტიპიურ ნაწარმს. მსუბუქი, მარტივი პისტოლეტები ძალიან დაბალ ფასად, დასაკეცი 9მმ-ნი კარაბინები, .22WMR კალიბრის 20 ვაზნიანი პისტოლეტი, ყველაფერი ეს კომპანიას კარგად ეყიდება და როგორც ჩანს მისცა საშუალება კელგრენს გაეგრძელებინა მუშაობა ორიგინალური კონსტრუქციის “ბულპაპის” ტიპის შაშხანებზე. 2008 წელს “კელ-ტეკმა”, ფლორიდას შოტ-შოუზე წარმოადგინა .308 კალიბრის ნახევრად-ავტომატური ბულპაპი “RFB”. ფუტურისტული დიზაინის იარაღი გამოირჩეოდა იმით, რომ პირველ რიგში იყო გათვლილი ძლიერ .308 Win კალიბრზე. გამოყენებული იყო სქემა, რომელსაც კელგრენი იყენებდა თავის ადრინდელ პროტოტიპებში. ასეთ სქემაში ლულა თითქოს ასრულებდა იარაღის “ხერხემლის” როლს (სიტყვა ხერხემალს თავისი იარაღის კონსტრუქციის აღწერისას კელგრენი თავად იყენებს), და მასზე იყო აწყობილი დანარჩენი იარაღი.  საკეტის ჩაკეტვა ხორციელდებოდა ვერტიკალურ სიბრტყეში, ვაზნების ექსტრაქცია ხდებოდა ზევით, სპეციალურ არხში, რომელიც ყრიდა მასრებს წინიდან ლულის დაბოლოებასთნ. აღნიშნული სქემა კელგრენმა ასევე გამოიყენა უფრო ადრინდელ თავის იარაღში, კომპაქტურ კარაბინში SUB-16. დენთის აირების სისტემა იყო უფრო ტრადიციული, დგუშიანი, მოკლე სვლით და ასევე აღჭურვილი იყო დენთის აირების რეგულატორით.

kelfnpara

Kel-Tec RFB. ამ მოდელის პროტოტიპებზე მუშაობისას კელგრენი ექსპერიმენტირებდა სხვადასხვა ექსტრაქციის ვარიანტებთან, აქიდან ყველაზე საინტერესო იყო მოდელი, რომელიც იკვებებოდა ორი ერთმანეთისგან დაშორებული ერთრიგიანი მჭიდებიდან, რომლებიდანაც რიგ-რიგობით  ხდებოდა ვაზნების მიწოდება, ხოლო ადგილი მათ შორის იყო გამოყენებული მასრების ქვევით ექსტრაქციისთვის. შემდეგ კელგრენმა ამ სქემაზე უარი თქვა და დაუბრუნდა ექსტრაქციას წინიდან და ტრადიციული კონსტრუქიის მჭიდს (FN FAL-ის). 

RFB-ს მოყვა 5.56 კალიბრის მოდელი RDB (RFB Round ejecting Front Bullpup, RDB – Rounds ejecting Down Bullpup).  როგორც სახელიდან ხდება გასაგები, ამჯერად კელგრენი დაუბრნდა პირველად MKR-ში განხორციელებულ ექსტრაქციის სქემას, მჭიდის უკან განლაგებული არხის მეშვეობით. ორივე ამ გადაწყვეტილებამ ეფექტურად მოაგვარა “ბულპაპების” ორმხრივობის პრობლემა.  აღარ არის საჭირო მასრის ექსტრაქცის მიმართულების შეცვლა, მართვის ელემენტები ორმხრივია და საღვედეებიც კი, განლაგებულია ორივე მხრიდან. მხოლოდ საკეტის სახელურის განლაგების შესაცვლელად არის საჭირო იარაღის დაშლა, რაც არ არის კრიტიკული შეზღუდვა.  პრობლემა რომელიც უკავშირდება ჩახმახის განლაგებას, გადაწყდა მისი უკიდურესად უკან, კონდახში განლაგებით, და იმისთის რომ მიწვდეს ნემსას ის ასრულებს საკმაოდ გრძელ მოძრაობას, რომ “გადაახტეს” ექსტრაქციის არხს და მიწვდეს საკეტს, რომელშიც არის განლაგებული ნემსა. დღევანდელი მდგომარეობით, Kel-tec RDB არის ალბათ ყველაზე მარტივი, ტექნოლოგიური და ერგნომიული ბულპაპის სქემის 5.56 კალიბრის იარაღი. მხოლოდ დავაზუსტებ იმას, რომ ორივე ეს იარაღი არანაირად არ იქმნებოდა, როგორც სამხედრო-საბრძოლო იარაღი. თავისი კონცეფციით და კონსტრუქციით ეს არის წმიდა სამოქალაქო იარაღები.

378569c4d86a843c6bfeac62f1dea00f--shotguns-firearms

ცნობილმა და ცეცხლსასროლი იარაღის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა, ბელგიურმა “FN”-მაც შეიტანა თავისი წვლილი “ბულპაპების” ევოლუციაში. ამ კომპანიას ეკუთვნის ორი სერული წარმოების “ბულპაპის” ტიპის იარაღი, რომელიც იმსახურებს ამ მიმოხილვაში მოხვედრას. ეს არის ფუტურისტული 5.56 კალიბრის საბრძოლო შაშხანა FS-2000 და არანაკელბ ფუტურისტული 5.7მმ კალიბრის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი P90.  ორივე ეს იარაღი არის ორმხრივი მართვის ელემენტებით და ექსტრაქციის სქემითაც,  მაგრამ ექსტრაქციის პრობლემა გადაწყვეტილია ორივე იარაღში განსხვავევბულად. FS-2000  ახორციელებს ექსტრაქციას ლულის წინიდან და იკვებება სტანდარტული 30 ვაზნიანი მჭიდებიდან, რომელიც არის სახელურის უკან განალგებული, როგორც კლასიკურ “ბულპაპებში”. P90-ში მასრების ექსტრაქცია ხდება ქვევიდან, ხოლო იკვებება იარაღი მჭიდიდან რომელიც ისევე როგორც გერმანულ ექსპერიმნტულ H&K G11-ში განლაგებულია ლულის ზევიდან. გარდა ამისა ვაზნები მჭიდში განლაგებულია ლულის პერპენდიკულარულად, და მიწოდების დროს სპეციალური მოწყობილობა უზრუნველყოფს მათ შეტრიალებას და ასე მიწოდებას. FS-2000-ში მასრების “გადამისამართება” ლულის ზევიდან განალგებულ საექსტრაქციო არხში  ხდება მოძრავი ღარის მეშვეობით.  სხვა “ბულპაპისგან”  (მაგ. Steyr AUG)  P90-ს ერგო მოსახსნელი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდული განლაგებული იარაღის უკანა ნაწილში და პრაქტიკულად მთლიანად (ჩახმახის ჩათვლით) დამზადებული პლასტმასისგან. P90 შექმნილი როგორც ჯარისკაცის ინდივიდუალური დაცვის იარაღი თავის ვაზნასთან ერთად, შესაძლებლობით დაამარცხოს ინდივიდუალური ჯავშანი (ჟავშანჟილეტი, ჩაფხუტი), ანუ ის ასრულებს იმ როლს რისთვისაც შექმნა. გარდა ამისა ის არის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური “ბულპაპი”, რომელიც ოდესმე შექმნილა და ამ ეტაპზე მსოფლიოშ ერთადერთი, რომელსაც გააჩნია კვების ასეთი ორიგინალური სისტემა. FN თავისმხრივ იმსახურებს ქებას, რომ შეძლო შეექმნა ასეთი ორიგინალური იარაღი, რომელიც თან მუშაობს საიმედოთ.

kelfn2000

ვაზნების ექსტრაქციის სქემა ლულის ზევით განლაგებული საექსტრაქციო არხის მეშვეობით.  მარცხნივ FN-2000 მოძრავი ღარით, მარვნივ Kel-Tec RFB ორმხრივი ვერტიკალურად მოძრავი ექსრაქტორით. 

fs2000p90

P90 (ზევით) გამოდგა კომერცილად უფრო წარმატებული ვიდრე FS-2000, თუმცა ორივე იარაღი არის ზუსტი, საიმედო და უკიდურესად ფუტურისტული. 

ალბათ ყველა ბულპაპიდან ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო ბიოგრაფია აქვს ისრაელში IWI-ის მიერ გამოშვებულ 5.56 კალიბრის ‘ტავორს”. TAR-21, Tavor Assault Rifle-21 ანუ 21-ე საუკუნის საიერიშო შაშხანა, შეზღუდულად იყო მიღებული შეიარაღებაში ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ ჯერ კიდევ 2001 წელში. ტექნიკურად “ტავორი” გამოიყურება საკმაოდ უჩვეულოდ, როგროც პრაქტკულად ყველა “ბულპაპი”. სისტემა იყენებს ტრადიციულ ჩაკეტვის და ავტომატიკის სქემას, ბრუნავი საკტით და დენთის აირების გამოყენებით, დგუშის გრძელი სვლით. იკვებება “ტავორი” სტანდარტული STANAG-ის მჭიდებიდან. ექსტრაქციის პრობლემა გადაწყვეტილია ისევე, როგორც AUG-ში, იცვლება საკეტის თავი, ექსტრაქციის ფანჯრის ხუფის გადაადგილებით და სურვილის მიხედვით საკეტის სახელურის გადანაცვლებით. პირადად ჩემი აზრით ყურადღებას იქცევს ის რომ, როგორც ჩანს “ტავორი” აგებულია, როგორც Kel-Tec RFB, სადაც ლულა ასრულებს იარაღის ხერხემლის როლს და ოპტიკაც და სხვა ელემენტებიც მაგრდება ზედ. განსხვავება კიდე ის არის, რომ RFB-ს ლულა არის ამის გამო სპეციალურად სქელკედლიანი, ხოლო “ტავორის” ლულა არა. შესაბამისად ჩნდება კითხვა, როგორ რეაგირებს იარაღი ხანგრძლივი სროლის შედეგად გახურებაზე და ხომ არ იცვლება ამის გამო მოხვედრის წერტილი? მე ასევე არ მომწონს ის ფაქტი, რომ იარაღის ოპერატორს არ შეუძლია ექსტრაქციის მიმართულების შეცვლა. თუ აშშ-ში იყიდიდით X-95-ს იმისთვის რომ ექსტრაქციის მიმართულება შეგეცვალათ უნდა გაგეგზავნათ ის კომპანიაში, რომელიც შეასრლებდა ამ სამუშაოებს თქვენთვის და ასევე იარაღთან ერთად დაგიბრუნდებდათ გამოცვლილ საკეტის თავს. რატომ უბრალოდ არ ხდებოდა საკეტების გაყიდვა ჩემთვის უცნობია, მაგრამ ალბათ რაღაც მიზეზები არსებობს.  გასაგებია შეიძლება ვიღაცას ქონდეს მთელი სახელოსნო ფარეხში ყველანაირი ინსტრუმენტით და “ტავორის” საკეტის მოდულის დაშლა არ წარმოადგენდეს პრობლემას, ისევე როგროც საკეტის “მარცხენასაჭიანი” გულის შეკვეთა, მაგრამ თუ რამე არ იშლება ინსტრუმენტების გარეშე, რამე არ წერია ინსტრუქციაში და არ მოყვება საჭირო დეტალები, არ შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს ოფცია იარაღს გააჩნია. ასე რომ ეს ცალსახად არის “ტავორის” კონსტრუქციის მინუსი, რაც მიუხედავად ამისა არ უშლის მას ხელს იყოს ერთ-ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული “ბულპაპი”.

Tavor-SAR-300-conv-kit-displayed

ტავორის ძირითადი ნაწილები. ყუარდღებას იქცევს ჯონსონ/სტოუმერის საკეტი, შედარებით თხელ ლულაზე შესრულებული სამაგრები რომელზეც ყენდება “პიკატინი”. საკეტის და დამაბრუნებელი ზამბარების მოდული არ იშლება ოპერატორის მიერ, რაც ჩემი აზრით არ არის სწორი გადაწყვეტილება.  სურათზე ასახულია .300 კალიბრზე გადამყვანი ნაკრები, მაგრამ სურათი ხარისხის გამო გამოდგება “ტავორის” მოწყობილობის ასახსნელად.

ისრაელის  ჯარში მოხვედრის შემდეგ, ამ იარაღმა განიცადა უამრავი ცვლილება.  2006 წლიდან ჯარმა დაიწყო  CTAR-21 (ლულის სისგრძე 38 см) მიღება, 2009 წლიდან MTAR-21 (ე.წ.  “მიკრო-ტავორი” ლულის სიგრძით 33 სმ) და 2014 წლიდან – მოდერნიზირებული “მიკრო-ტავორების”. პარალელურად გამოიყენება მოდელები ოთხჯერადი “ტრიჯიკონებით” და ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნებით. ამჟამად “ტავორებით” არის შეიარაღებული თითქმის ნახევარი ქვეითი შენაერთების და ასევე სპეცდანიშნულების შენაერთების გარკვეული რაოდენობა. სპეცრაზმებში არის საკმაოდ მაღალი კადრების როტაცია და საკმაოდ მრავალფეროვანი არსენალები, რის გამოც ბუნებრივია მათი გადაყვანა “ტავორზე” გაგრძელდება დიდი დრო ან ეს მოხდება მხოლოდ ნაწილობრივ. 2018 წელს უნდა დასრულებულიყო სარეზერვო ნაწილების გადაყვანა “ტავორებზე”. გარდა ყველაფერი ამისა “ტავორი” არის ყველაზე კარგად გაყიდვადი ისრაელის წარმოების იარაღიც, რომლის ლიცენზიური წარმოებაც კი არის დაწყებული ან იგეგემება რიგ ქვეყნებში.   ”ტავორის” სამოქალაქო ვარიანტი – X-95, არის ყველაზე კარგად გაყიდვადი სამოქალაქო “ბულპაპი” აშშ-ში.   2004 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის პარადზე გამოჩდნენ “ტავორები” ქართველების ხელში, რამაც საკმაოდ დიდი გაკვირვება გამოიწვია ყველგან. ჩემთვის უცნობია როგორ გამოიჩინა თავი “ტავორმა” საქართველოში, მაგრამ როგორც ჩანს რაიმე მასშტაბურ გადაიარაღებამდე საქმე არ მივიდა და ამჯერად “ტავორებით” მოძრაობს მხოლოდ დაცვის პოლიცია.

ალბათ ყველაზე ახალი ‘ბულპაპი” რომელიც იქნებოდა როგორც საბრძოლო იარაღი არის 2014 წელს წარმოდგენილი პოლონური “Grot”, რომლის წარმოება იგეგმება FB “Łucznik” Radom-ის ახალ ქარხანაში. იარაღი თავიდან ბოლომდე არის პოლონური პროექტი, რომლის მიზანი არის ახალი 5.56 კალიბრის საბრძოლო იარაღების ოჯახის შექმნა, რომლითაც შეიარაღებდა პოლონეთის არმია. უნიკალურობა ამ პროექტის მდგომარეობს იმაში, რომ ერთი და იგივე რესივერს იყენებს ორი პერსპექტიული იარაღი, ერთი შექმნილი როგორც კონვენციონალური შაშხანა, მეორე, როგორც ბულპაპი. 7 ნაწილის გამოცვლა/დაყენება არის საჭირო, რომ კონვენციონალური შაშხანა გადაიქცეს ბულპაპად. ოპერატორს შეუძლია განახორციელოს ტრანსფორმაცია საკუთარი ხელებით. თექნიკური თვალსაზრისით ასეთი მიდგომა იმსახურებს მოწონებას, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით რა უპირატესობები აქვს ასეთ სქემას ჯარისკაცისითვის/მსროლელისთვის ჩემთვის გაუგებარია. დანარჩენში იარაღი მეტ წილად ტრადიციული კონსტრუქციის არის.  AR-18 ტიპის საკეტი, ორ პოზიციანი დენთის აირების რეგულატორი, ორ ადგილას სახელურთან და მჭიდთან  განლაგებული მჭიდის ღილაკი. ექსტრაქცია ხდება მარჯვნიდან ან მარცხნიდან.  მე ვერ მოვიპოვე ინფრომაცია რამდენად ადვილია ექსტრაქციის მიმართულების შეცვლა, მაგრამ როგორც სურათებიდან ჩანს, საჭირო იქნება საკეტის თავის გამოცვლა და რესივერზე განლაგებული ხუფის ადგილის შეცვლა.

GROTB

იარაღების ოჯახი, რომელიც შეიქმნა ერთიანი რესივერის ირგვლივ ითვლის 10 განსხვავებულ მოდელს, 5 “ბულპაპს” და 5 კლასიკური სქემის იარაღს. 

სამოქალაქო ბაზარზე წარმოდგენილ “ბულპაპებს”  რაც შეეხება, ძალიან ბევრი წვრილი კომპანია (და არც ისე), ცდილობდა ექცია “ბულპაპის” ფუტურისტული დიზაინი გაყიდვის ფაქტორად და შესაბამისად საკმაოდ ბევრი ასეთი მოდელი არსებობდა და არსებობს . ზოგი ცნობილი, ზოგი ნაკლებად ცნობილი, ზოგ მუშა იარაღი, ზოგი საერთოდ უვარგისი. მე შეგნებულად არ გამყავს ამ კატეგროაში სამოქალაქო იარაღების მწარმოებელი  Kel-Tec-ი, იმიტომ რომ  გეორგ კელგრენი თავიდან ქმნიდა საბრძოლო იარაღს, ზოგადად იყო გატაცებული ბულპაპის კონცეფციით  და ალბათ ნაკლებად ადარდება ფინანსური საკითხი ან სურვილი მომხმარებლების შეტყუების უჩვეულო დიზაინებით.

სამოქალაქო ბაზარზე “ბულპაპები” არსებობს პრაქტიკულად ყველა ვარიანტში, შაშხანა, თოფი და თუ გნებავთ პისტოლეტის და რევოლვერის ფორმატშიც კი, ბევრი პევმატური “ბულპაპიც” არსებობს. გარდა ამისა იყიდება ნაკრებები, რომლებიც იძლევიან საშუალებას პოპულარული მოდელების კონვერტაციას “ბულპაპებში”. ჩემი აზრით უმეტესობა ამ იარაღების სხვა არაფერია თუ არა გასართობი საშუალება ჰიპსტერისთვის და ალბათ არც ერთი მათგანი არ კვალიფიცირდება, როგორც სერიოზული საბრძოლო/თავდაცვითი  იარაღი, მხოლოდ ძალიან იშვიათი გამონაკლისებით. ასეთ იარაღებში არ უნდა ეძებო ერგონომიკა, საიმედოობა და დიდი რესურსი. როგორც წესი მწარმოებელბი  არც ორმხრივობის პრობლემაზე იტკიებდნენ თავს. იმისთვის, რომ დავაკმაყოფილო თვქენი ცნობისმოყვარეობა მე შემოგთავაზებთ რამდენიმე  მოდლეის მოკლე მიმოხილვას, იმისთვის, რომ შეგექმნათ წარმოდგენა რამდენად მრავალფეროვანია სამოქალაქო “ბულპაპების” ოჯახი.

mos50090bul

პოპულარული მოდელის “ბულპაპის” ვარიანტის კარგ მაგალითს წარმოადგენს ზე-პოპულარული Mossberg 500-ის “ბულპაპი”, რომელსაც კომპანია ადრე უშვებდა ქარხნული წესით. ბუნებრივია რამე ორმხრივობაზე და ერგონომიკაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ ფუტურისტული დიზაინის გამო ეს თოფი მოხვდა რამდენიმე 80-ნი 90-ნი წლების ბლოკბასტერში და არც ისე ცუდათ იყიდებოდა. ამჯერად რამდენიმე კომპანია უშვებს ნაკრებებს, რომლებიც გაძლევენ საშუალებას გადააკეთო “მოსბერგ 500″ და “რემინგტონ 870″.  ალბათ საუკეთესო “ბულპაპი” გამოვიდოდად “იტაკა 37″-ის ბაზაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს “პომპა” მასრების ექსტრაქციას ქვევიდან ახორციელებს.

1475061256

რა თქმა უნდა თურქეთი ვერ დატოვებდა “ბულპაპებს” ყურადღების გარეშე და იქ გამოდის რამდენიმე 12 კალიბრის ბულპაპი. ზოგადად, გლუვლულიანი თოფების ყველაზე უცნაური და გიჟური ვარიანტებით თურქეთი უსწრებს მთელ მსოფლიოს, მაგრამ “იუთუბზე” ეხლაც დევს ვიდეო სადაც ერთი ადამიანი ხსნის რამდენიმე შეფუთვას ასეთი ახალი თოფებით, საიდანაც უმეტესობა ან არ მუშაობს ან ეგრევე იკეთებს ბზარებს რესივერზე, სულ რაღაც 5-10 გასროლის შემდეგ.  მიუხედავათ ამისა ფუტურისტული “ბულპაპ” თოფები ბოლო რამდენიმე წელი ვირუსივით მრავლდებიან და ერთგვარ ფენომენსაც წარმოადგენენ, ხოლო მათ უმტეტესობას უშვებენ თურქული კომპანიები. ალბათ ამის მიზეზი არის ტექნოლოგიების განვითარება, რაც იძლევა საშულებას უმოკლეს ვადებში კომპიუტერლი პროგრამებით და კომპიუტერით მართვადი დაზგებით, მოხდეს ახალი იარაღის დაპროექტება და გამოშვება. იმის თქმა რომ ყველა თურქული 12 კალიბრის ბულპაპი ნაგავია იქნება არასწორი, მაგრამ თუ ეძებთ საიმედო თოფს ალაბთ ყველაზე ბოლოს უნდა განიხილოთ ასეთი ვარიანტები. სურათზე არის Uzkon-ის წარმოების 12 კალიბრის ნახევრად-ავტომატური “ბულპაპი”.

rjzk22

პოპულარული და მოსახერხებელი გამოდგა თავდაპირველად ამერიკული Red Jacket Firearms-ის მიერ გამოშვებული ნაკრები ZK-22, რომელიც აქცევდა რუგერის პოპულარულ მცირეკალიბრიან შაშხანას “ბულპაპად”.

IMG_5456

პოპულარული და იაფი იარაღების კატეგორიაში ყოველთვის იყო “სურპლუს” იარაღიც (რასაც ჩვენთან “ენზეს” იარაღს ეძახიან). ბუნებრივია გაჩნდებოდა ვინმე ვინც შეეცდებოდა მათ გადაკეთებას “ბულპაპად”. სურათზე არის  ამერიკული Center Balanced Rifle Platform Systems-ის ნაკრები დაყენებული საბჭოთა 7.62 კალიბრის СКС-ის ტიპის კარაბინზე.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ასევე ხსენებას იმსახურებს 1992 წელს ამერიკული “ბუშმასტერის” მიერ გამოშვებული 5.56 აკალიბრის “ბულპაპი”, რომელსაც საფუძვლად ედო ავსტრალიური შაშხანა, რომელმაც წაგო კონკურსი ავსტრიულ AUG-თან.  Bushmaster M17S გამოდიოდა არც მეტი არც ნაკლები თითქმის 13 წელი და დარწმუნებული ვარ უმეტსობას, ვინც წაიკითხავთ ამ სტატიას არც გსმენიათ მისი არსებობის შესახებ. ტექნიკურად ის შედარებით მარტივია, ასევე იყენებს სტოუნერ/ჯონსონის ტიპის საკეტს და დენთის აირების სისტემას მოკლე სვლით. იარაღი გამოირჩევა იმით, რომ ტიბჟირი, რესივერი და კონდახი შესრულებულია, როგორც ერთიანი დეტალი, ალუმინის ნაჭრისგან ფრეზირებით. იარაღი ასევე იყენებს სტანდარტულ STANAG-ის მჭდებს. ამ იარაღის მოდერნიზირებულ და სახეშეცვლილ ვარიანტს დღემდე უშვებს ამერიკული K&M Arms.

თუ Kel-Tek RDB არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი თანამედროვე “ბულპაპებიდან”, Desert Tech MDR არის ალბათ არანაკლებ თუ არა უფრო მსოსახერხებელი, მაგრამ ბევრად უფრო რთული და ორიგინალური კონსტრუქციის მქონე, რის გამოც მასზე მე უფრო დაწვრილებით გიამბობთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ  კომპანია “Desert Tech” არის ძალიან ახალგაზრდა, დაფუძნებული 2007 წელს და 11 წლიანი პერიოდი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ კომპანიას დაემკვიდრებინა თავი, როგორც ერთ-ერთი ლიდერი “ბულპაპების” წარმოებაში. სინამდვილეში ყველა მათი იარაღები (SRS, HTI და MDR) არის “ბულპაპის” სქემით აგებულები და გარდა ამისა ყველა არის მულტი-კალიბრის, რაც ნიშნავს რომ სხვადასხვა კალიბრზე გადაყვანისთვის საჭიროა მხოლოდ რამდენიმე დეტალის გამოცვლა და ერთი სახრახნისი (კალიბრის შეცვლა ასევე განხორციელებადია მსროლელის მიერ და არ ითხოვს ოსტატის ჩარევას). SRS და HTI სნაიპერული შაშხანებია გრძივად მოძრავი საკეტით, მაშინ როდესაც MDR არის ნახევრად ავტომატური “ტაქტიკური” შაშხანა. მთავარი თავისებურება, რაც განასხვავებს უკანასკნელს ყველა სხვა ბულპაპისგან და ალბათ უმეტესობა სხვა ავტომატური შაშხანებისგან არის ის რომ ერთი და იგივე იარაღი გათვლილია ძლიერ .308Win-ზე და ასევე შუალედურ კალიბრებზე .300 BLK და 5.56×45. იარაღის მართვის ელემენტები ასევე არის ბოლომდე ორმხრივი და თუ ეს არ არის საკმარისი, მჭიდის ღილაკიც კი ორნაირი აქვს, განლაგებული სასხლეტთან და უკან მჭიდთან. მაგრამ ყველაზე ორიგინალურად არის გადაწყვეტილი ამ იარაღში ექსტრაქციის პრობლემა. იარაღს გააჩნია ორივე მრიდან საექსტრაქციო ფანჯარა, რომელზეც განლაგებულია საინტერესო კონსტრუქციის ხუფები.  ერთ ხუფზე შესრულებულია მოკლე საექსტრაქციო მილი, სადაც ხვდება  გასროლილი მასრა და რჩება მანდ დაფიქსირებული ზამბარით, სანამ მომდევნო გასროლის შემდეგ მოიგი ცარიელი მასრა მიწოდებული საკეტით მას არ ამოაგდებს გარეთ. მეორე ხუფზე არის განლაგებული მექანიზმი, რომელიც ზემოქმედებს საკეტთან და ცვლის  ექსტრაქციის მიმართულებას. დააყენეთ ხუფი მარცხნიდან ექსტრაქცია მოხდება მარჯვნიდან, დააყენეთ მარჯვნიდან და მოხდება მასრების ექსტრაქცია მარცხიდან. ხუფების ადგილების გადასანაცვლებლად არ არის საჭირო იარაღის დაშლა, ისინი დამაგრებულია რესივერზე გარედან პატარა საკეტელას მეშვეობით და იარაღის გამოყენება შეიძლება საექსტრაქციო ხუფის გარეშეც. დაყენებული ხუფით მასრების ექსტრაქცია  ხდება პირველი საათის მიმართულებით თუ იარაღს ზევიდან დავხედავთ.

dtexac

სურათზე კარგად ჩანს ხუფების მოწყობილობა და განლაგება. მასრების ექსტრაქციის პრობლემა, მოგვარებულია ორიგინალურად, მართალია კონსტრუქცია გართულდა, მაგრამ, როგორც ჩანს ეს სიტემა მუშაობს საიმედოთ. სამაგიეროდ ხუფები არ იძლევა საშუალებას ვიზუალურად შეამოწმოთ სავაზნე და დარწმუნდეთ, რომ იარაღი ნამდვილად განმუხტულია. 

დღეის მდგომარეობით Desert Tech MDR არის ალბათ ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური “ბულპაპი” რომელიც ალბათ “ყველაზე ორმხრივია” და ამავე დროს გამოხმაურებების მიხედვით ძალიან საიმედოც არის.

ამ სტატიაში მე ასვევ ვახსენე ბულპაპ პისტოლეტები და რევოლვერები. რა თქმა უნდა “ბლპაპის” სქემის რეალიზება ხელის იარაღში ალბათ შეუძლებელია, იმიტომ რომ მჭიდის  უკან გადატანას არანაირი აზრ არ აქვს, მაგრამ არის მინიმუმ ორი იარაღი, რომელსაც პირობითად მაგრამ შეიძლება ვუწოდოთ მოკლელულიანი “ბულპაპები”. პირველი არის ამერიკული წარმოების Boberg Arms-ის პისტოლეტი XR9 მეორე საბჭოთა რევოლვერი ТОЗ-81. XR-9-ს უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ვაზნების ამოღება მჭიდიდან ხდება საკეტის უკან და მიწოდება შესაბამისად წინ მოძრაობისს. ამის წყალობით პისტოლეტი გამოვიდა შედარებით მოკლე საერთო სიგრძის მაგრამ შედარებით გრძელი ლულით. გამომდინარე იქიდან, რომ ვაზნის ამოღება მჭიდიდან ხდება დიდი სისწრაფით, უნდა გამოყენებულ იქნას მოლოდ მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული მუხტები, წინააღმდეგ შემთხვევაში საკეტის სისწრაფე იმდენად მაღალია რომ საკეტმა შეიძლება უბრალოდ დაშალოს ვაზნა. ტყვია ამოძვრება მასრიდან და იარაღი გაჭედვას.

boberg

XR9 უდაოდ არის ერთ-ერთ თუ არა ყველზე ორიგნალური და განსხვავებული ავტომატური პისტოლეტი, რომელიც გარკვეული შეზღუდვებით მაგრამ საიმედოთ მუშაობს. სამაგიეროდ 9×19 კალიბრის ეს პისტოლეტი უფრო კომპაქტურია ვიდრე .38 კალიბრის მოკლეცხვირიანი რევოლვერი და თანაც აქვს აქვს თითქმის 100მმ-ნი სიგრძის ლულა. არსეობს მოდელი უფრო გრძელი ლულითაც. ამჯერად ამ პისტოლეტს უშვებს ამერიკული Bond Arms ახალი სახელით Bullpup9.

რაც შეეხება რევოლვერებს, შეიძლება ჩაითვალოს რომ საბჭოთა ТОЗ-78 “Марс” არის “ბულპაპ რევოლვერი”, სადაც დოლურა განლაგებულია სახელურის ზევიდან. ასე გახდა შესაძლებელი შედარებით გრძელი დოლურას (გათვლილი 5,45×39 და .410 ვაზნებზე) და ლულის გამოყენება ირაღის მოკრძალებილი გაბარიტების შენარჩუნებით. იარაღი ჩაფიქრებული იყო, როგორც გადარჩენის იარაღი, რამაც განაპირობა კალიბრების ასეთი არჩევანი და ასევე რიგი სხვა გადაწყვეტილებების, როგორიც არის მაგალითად გასაშლელი ხიშტი/დანა რომელიც იკეცება და იმალება ლულის ზევიდან განლაგებულ ღარში და ასევე მოსახსნელი ლითონის დუგლუგი.

oz-81

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ასეთი რევოლვერი არსებობს, შეიძლება ჩაითვალოს რომ ის არის ალბათ ერთადერთი “ბულპაპ” რევოლვერი, რომელიც არსებობს რკინაში და თანაც მუშაობს. 

რაც შეეხება ჩემ პირად გამოცდელებას “ბულპაპებთან”, მე მქონდა უშუალო შეხება მხოლოდ ორ ასეთ იარაღთან. ერთი იყო Walther G22, მგერმანული მცირეკალიბრიანი შაშხანა გათვლილი წრიული აალების ვაზნებზე და მეორე იყო შესანიშნავი Desert Tech SRS კალიბრში .338 LM. Walther G22-მა შერეული შთაბეჭდილებები დამიტოვა, იმის გამო, რომ პირველ რიგში იყო ძალიან რთული კონსტრუქციის უამრავი დეტალით, თუმცა იარაღი იყო ერგონომიული და გართობის ფაქტორიც საკმაოდ დიდი იყო.  პლინკერი ალბათ ეგეთი უნდა იყოს, თან კარგად ისროდეს და თან ქონდეს უჩვეულო, ყურადღების მიმქცევი დიზაინი.

SRS-მა დამიპყრო თავისი უნაკლო შესრულებით, ნაფიქრი კონსტრუქციით, ერგონომიკით და რა თქმა უნდა სიზუსტით. ასევე, რაც შევამჩნიე SRS-ში, იყო ის რომ ეს არ არის რაღაც ჰიპსტერის სათამაშო, რომელმაც უნდა განაცვიფროს თქვენი ძმაკაცები იერსახით და საფასარით.  ეს იყო რეალურად, სერიოზული ინსტრუმენტი სერიოზული მსროლელისთვის, რაზეც მათ შორის მეტყველებს კომპლექტაცია, რომლითაც ეს იარაღი მიეწოდება მყიდველს.

ასევე Walther G22-ს უკავშირდება ერთი ნაკლებად სასიამოვნო ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან, რის გამოც მე გავამახვილე “დახურული” სქემის ბულპაპების თავისებურებაზე, რომელიც არ გაძლევს საშუალებას ვიზუალურად შეამოწმოთ სავაზნის მდგომარეობა. ერთხელ G22-ის განმუხტვისას, მე მოვხსენი იარაღს მჭიდი და რამდენჯერმე გადმოვწიე საკეტი, რასაც წესით უნდა მოყოლოდა გაუსროლელი ვაზნის ექსტრაქცია, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ საექსტრაქციო ფანჯარა განლაგებული იყო მარცხნიდან და ვიზუალური გადამოწმებისთვის იარაღის შეტრიალება იყო საჭირო, მე არ გავაკეთე ეს და ჩავთვალე რომ 4-5 მოძრაობა საკეტით იყო საკმარისი. ეს იყო დიდი და სახიფათო შეცდომა ჩემი მხრიდან. ასეთი გულუბყვილობა დაუშვბელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გაქვს ჰიპსტერულ/არასერიოზულ იარაღებთან.  აღმოჩნდა, რომ ექსტრაქტორი უბრალოდ გადაახტა სავაზნეში გაჭედილ ვაზნას, ხოლო საკონტოლო დაშვებისას იარაღმა გაისროლა ჭერში. მართალია იმის ალბათობა, რომ რამე ანალოგიური მოხდეს ხარისხიანად დამზადებულ  “ბულპაპში” ძალიან დაბალია, მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს რომ ხანდახან ყველაფერი ხდება. იგივე ეხება დაბრკოლების აღმოფხვრას. ისეთ “დახურულ” იარაღში, როგორიც არის FS-2000 ან RDB, ჩახედვა შიგნით, დაბრკოლების ტიპის დადგენა და მისი აღმოფხვრა მოითხოვს იარაღის დაშლას. “ბულპაპში” რომელსაც აქცს ექსტრაქციის მიმართულების ცვლილების ოფცია, ასეთ შემთხვევაში თქვენ მაინც გაქვთ საექსტრაქციო ფანჯარა რომელშიც ჩანს საკეტიც და სავაზნეც ასე რომ გამოდის უნდა აირჩიოთ ორ მიდგომას შორის: ერთი, სრული ორმხრივობა და მიუწვდომელი საკეტი და სავაზნე ან სელექტიური ექსტრაქცია და შესაძლებლობა დაბრკოლების უფრო სწრაფი იდნეტიფიცირების და აღმოფხვრის. მაყუჩის დაყენების შემთხვევაში ალბათ “დახურული” სქემა უფრო ხელსაყრელია, იმიტომ რომ არ მოხდება დენთის აირების გამოსროლა მსროლელის სახის საიხლოვეში, რაც შეიძლება საკმაოდ დიდი პრობლემა იყოს. ბუნებრივია “ბულპაპი” მაყუჩით მაინც იქნება კომპაქტური. ბევრს ასევე არ მოწონს ის ფაქტი, რომ გასროლის პროცესი გადმოტანილია სახესთან ახლოს და არ არის წინ გატანილი, როგორც ჩვეულებრივ შაშხანაში. სიმართლე გითხრათ, რომ დავუფიქრდე არც მე არ ვიგრძნობიდ თავს .50 კალიბრის “ბარეტის” ბულპაპიდან სროლისას იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ ყბა მექნება მიდებული ადგილზე სადაც მოხდება 115 გრამიანი “ჭურვის” მუხტის აალება. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ძალიან სუბიექტურია.

ცალკე მინდა ვახსენო, ცუდი სასხლეტების საკითხი, რომელიც ხშირად გვხვდება, როდესაც ვისმენთ ან ვკითულობთ რომელიმე “ბულპაპის” შესახებ მორიგ მიმოხილვას. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში დიდი მანძილი სასხლეტსა და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დანარჩენ ნაწილს შორის. ზოგ მოდელში მაგალითად AUG-ში და P90-ში გამოყენებულია პლასტმასისგან დამზადებული  ჩახმახი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის სხვა დეტალები, რაც ბუნებრივია ასევე ნეგატიურად აისახება სასხლეტის თვისებებზე. ასევე სამხედრო დანიშნულების იარაღში ზოგადად სასხლეტის ხარისხს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და ასეთი იარაღების სამოაქალაქო ვერსიბსაც ერგოთ ეს თვისება.  მოლოდ ბოლო თაობის “ბულპაპებში” მწარმოებლები შეეცადნენ გაეუმჯობესებინად სასხლეტის თვისებები. მაგალითად Desert Tech MDR-ში ბერკეტი ქაჩავს და არ აწვება, ანუ პირიქით მოძრაობს ვიდრე ადრინდელ “ბულპაპებში”, Kel-Tec RFB-ში გამოყენებულია უფრო რთული მექანიზმი, გადაბმული ბერკეტებით და რეგულირებებით.

პირადად მე არ მაქვს იმხელა გამოცდილება “ბულპაპებთან”, რომ შემოგთავაზოთ ჩემი ვარიანტი პასუხის კითხვაზე: რა არის უკეთესი, ბულპაპი თუ კონვენციონალური შაშხანა. სიმართლე გითხრათ ინტერნეტშიც “ბულპაპეების” ჯარში ექსპლუატაციაზე ძალიან ცოტა რამ იწერება. სამოქალაქო სექტორში აზრი ორად არის გაყოფილი, ერთის მიხედვით “ბულპაპი” არის ცუდი ხუმრობა და არასრულფასოვანი იარაღი, ხოლო მეორეს მიხედვით, ბულპაპებს აქვთ თავისი ნიშა, მაგრამ მეეჭვება სადმე ნახოთ ავტორიტეტული წყარო, რომელიც განაცხადებს რომ ზოგადად “ბულპაპი” უკეთესია ვიდრე ტრადიციული სქემის იარაღი. მე ასევე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაზე ცნობილი სახეები ინსტრუქტორებს შორის, ან ჩუმად აიგნორებენ ბულპაპებს ან პირდაპირ გამოდიან ამ კონცეფციის წინააღმდეგ. დინამიური სროლის დისციპლინებში “ბულპაპები” საერთოდ არ ფიგურირებენ, რაც ასევე მეტყველებს იმაზე, რომ “ბულპაპი” უბრალოდ არ არის ისეთი სწრაფი და მოსახერხებელი, როგორც კონვენციონალური შაშხანები. ცუდი სასხლეტი ასეთ შეჯიბრებებში საერთოდ პრაქტიკულად განაჩენია იარაღისთვის. ამავე დროს ჯარის ან უფრო სწორად სახელმწიფოების ინტერესი ბულპაპის მიმართ გასაგებია, იდეა გქონდეს ერთი იარაღი ყველასთვის, არის ძალიან მიმზიდველი. საბოლოო ჯამში სახელმწიფოს უნდა ყველაზე იაფი და მარტივი და არა ყველზე კარგი გამოსავალი. ისეთ წვრილმანები, როგორიც არის ქალაქის ბრძოლაში ორივე მხრიდან სროლის შესაძლებლობა, “ზევით” არავის არ ადარდებს, მებრძოლებმა იკითხონ. ჩემი აზრით საქართველოს პირობებში, სამოქალაქო ბაზარზე, “ბულპაპებზე” უნდა იყოს მოთხოვნა. ასეთი იარაღი იქნებოდა კომპაქტური და თანაც ტარების უფლებით. ასეთი “მიკრო შაშხანები”, რომლებიც შეიძლება სულ თან გქონდეს მანქანაში ან პატარა ზომის  ჩანთაში კარგად და სარფიანად იყიდება იმპორტიორების მიერ და მეროად ბაზარზეც მათი გასხვისება არ წარმოადგენს პრობლემას. ჩვენ ქვეყანაში არსებული სუსლელური შეზღუდვების გამო ალბათ ბევრი დახუჭავდა თვალს  “ბულპაპების” გენეტიკურ ნაკლოვანებებზე. სამაგიეროდ მიიღებდა კომპაქტურ იარაღს ტარების უფლებით, რომელიც თან სრულყოფილად გამოიყენებდა ვაზნის ბალისტიკურ პოტენციალს.

რა გზით გაგრძელდება ამ კლასის ევოლუცია? ალბათ პირველ რიგში შემდეგი ნაბიჯი იქნება ექსტრაქციის ისეთი სისტემის შემუშავება რომელიც უზრუნველყოფს ერთი მოძრაობით ექსტრაქციის მიმართულების შეცვლას და ამავე დროს იოლ “დაშვებას” სავაზნემდე, რაც გადაწყვიტავს პრაქტიკულად ყველა ამჟამად არსებულ პრობლემას. როგორ განხორციელდება ეს? რამე პრინციპულად ახალი მექანიზმის გამოგონებით თუ უბალოდ მასრების მარტივი მოძრავი დეფლექტორის ინტეგრაცია უკვე არსებული იარაღის კონსტრუქციაში მე არ ვიცი. ალბათ წინ და ქვევით ექსტრაქცია შერჩება მხოლოდ სამოქალაქო იარაღებს და არასდროს არ განხორციელდება საბრძოლო იარაღზე.  იგივე ბელგიური FS-2000, შეისყიდა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაოდენობით მხოლოდ ბელგიამ და სლოვენიამ. უნდა ვივარაუდოთ რომ ჰიპსტერული გლუვლულიანი ბულპაპების მოდელების ნომენკლატურა მხოლოდ გაიზრდება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბაზარზე ერთი მეორეს მიყოლებით ჩნდება თოფები რომლებიც თითქოს ვიდეოთამაშებიდან არიან გადმოღებული. ეს ადასტურებს რომ მოთხოვნა მათზე არის, თუმცა მეეჭვება ასეთი იარაღი ახლო მომავალში იხილოთ, ნადირობისას, შეჯიბრზე ან მითუმეტეს სადმე შეიარაღებაში.

პს

აღნიშნული სტატია არნაირად არ წარმოადგენს სერიოზულ კვლევას, ის არის მხოლოდ მოკლე ექსკურსი “ბულპაპის” ტიპის იარაღების ევოლუციის ისტორიაში.  რა თქმა უნდა ერთ სტატიაში ყველა იარაღის და ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მოქცევა იქნებოდა შეუძლებელი, ამიტომ მე შევეცადე ყურადღბა გამემახვილებინა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან/საინტერესო მოვლენებზე და იარაღებზე.