Archive for August 5th, 2016

კალიბრს არ აქვს მნიშვნელობა, ან კიდევ ერთხელ ტერმინალურ ბალისტიკაზე

Friday, August 5th, 2016

ამ მოკლე სტატიაში მე მინდა შევეხო თემას, რომელიც ეხება კალიბრების ეფექტურობას. “ა” კალიბრი ჯობია “ბ” კალიბრს და “ც” კალიბრი ეგგრევე აგდებს ხოლო “დ” კალიბრი ხვრეტს…. ბუნებრივია ეს თემა ძალიან ბევრ გაცხარებულ კამათს იწვევს როგორც სპეციალიზირებული გამოცემების ფურცლებზე ასევე სპეციალიზირებულ ინტერნეტ რესურსებში და ეს გასაგებიც არის. საკითხი სპეციფიურია და მოითხოვს ბევრი რამის სიღრმისეულ ცოდნას, მათ შორის ანატომიის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, გარე და ტერმინალური ბალისტიკის საფუძვლების და ეს სულაც არ არის სრული სია. ამიტომ ბუნებრივია ასეთ დისკუსიებში საღი აზრი და სასარგებლო ინფორმაცია, როგორც წესი ძალიან ცოტა არის.

პირობითად შეიძლება ამ დისკუსიის ტიპიური მონაწილეები დავყოთ ორ ჯგუფად. პირველები, რომლებსაც ღრმად ჯერა რომ მილიმეტრები და ჯოულები გადამწყვეტია და მეორე ბანაკი,  რომლის წარმომადგენლები თვლიან, რომ მთავარია სად არტყავ,  თავში მორტყმული “გეკოც” და .45-იც ერთნაირად კლავს. შეიძლება ითქვას, რომ ორივე ბანაკის წევრები ერთნაირად მართლებიც არიან და ერთნაირადაც ცდებიან.
სიმართლის დადგენა რთულდება იმით, რომ არ არსებობს მეთოდოლოგია რომელიც ზუსტად დაადგენს რამდენად ეფექტური იქნება ესა თუ ის ვაზნა ვაზნა, პირველ რიგში იმის გამო რომ ყველაზე რთულია იწინსაწარმეტყველო როგორი სამიზნის წინააღმდეგ მოხდება იარაღის გამოყენება. იქნება ეს 60 კილოგრამიანი მამაკაცი სადღად ფლორიდაში, ჩაცმული თხელ მაისურში და შორტებში, თუ განრისხებულია 120 კგ-ნი რეზერვაციის მკვიდრი ალიასკაზე, სასმელისგან გაბრუებული, გამოწყობილი სქელ ტყავის ბეწვიან ქურთუკში და თბილ ტანსაცმელში. შესაბამისად “შემაჩერებელი ეფექტი”, “ტეილორის ნოკაუტის ფორმულა” და ტყვიის ეფექტურობის შეფასების სხვა უნივერსალური “მეთოდები” არის მცდარი. არ არსებობს მეთოდი რომელიც ზუსტად დაადგენს ტყვიის ეფექტურობას ოდნავ მისაღები რწმუნების ხარისხით.

მაგალითად მონადირეებმა ზუსტად იციან სად, რა დროს და რა ცხოველზე მოუწევთ ნადირობა და შესაბამისად არჩევენ იარაღს, კალიბრს და ვაზნებს. პოლიციელებს, სამხედროებს და ხშირად ადამიანებას ვინც იყენებენ იარაღს თავდაცვისთის ასეთი ფუფუნება არ აქვთ. ამასთანავე მონადირეებს შეუძლიათ იქონიონ იარაღი რომლის სიძლიერე იქნება საკმარისზე მეტი, დანარჩენებს არც ამის ფუფუნება არ აქვთ. აქიდან მოდის სწორი არჩევანის გაკეთების სირთულე. ავირჩიოთ ყველაზე დიდი კალიბრი იტყვით თქვენ, .45 ბევრად ჯობია 9მმ “ლუგერს”. კი? არა.

პირველ რიგში რაც შეეხება ჯოულებს და მილიმეტრებს. შაშხანის კალიბრებში ნომინალურად ერთი და იგივე კალიბრის ვაზნას შორის შეიძლება იყოს უშველებელი განსხვავება ენერგიაში. მაგალითად .30 კალიბრს განეკუთვნება 7.62x54r, ფართოდ გავრცელებული საქართველოში. მისი ტყვიის კალიბრი არის 7.92 მმ, ხოლო ენერგია 3600 ჯოულის ფარგლებში. იგივე კალიბრის 7მმ რემინგტონ ულტრა მაგნუმის ენერგია იქნება 4900 ჯოული. განსხვავება არის შთამბეჭდავი. რაც შეეხება მოკლელულიანი იარაღების კალიბრებს, მაგალითად .380 ACP-ს ტიპიური ენერგია არის 270 ჯოული, ხოლო 9მმ ლუგერის ორჯერ მეტი. ერთის მხრივ განსხვავება ორმაგია მაგრამ სამიზნეში მოხვედრისას ჩვენ მივიღებთ ორჯერ მეტ ეფექტურობას? რას გვაძლევს ეს ორმაგი უპირატესობა ჩვენ? .380 ACP არის შედარებით სუსტი კალიბრი, და ბევრის მიერ ის განიხილება როგორც ყველაზე დაბალი ზღვარი თავდაცვის იარაღისთვის. როდესაც გადავხედვათ ძლიერ პისტოლეტის ძლიერ კალიბრებს განსხვავება ისეთი შთამბეჭდავი აღარ არის როგორც შაშხანის კალიბრებში. 500-600 ჯოული “ლუგერისთვის” და 600-700 ჯოული .45ACP-თვის. როგორ გგონიათ 10-20% სხვაობა სიმძლავრეში და 2.7მმ სხვაობა ტყვიის დიამეტრში ხდის .45-ს რადიკალურად უკეტეს ალტერნატივად “ლუგერისთვის”? და ამ მარგინალური უპირატესობისთვის ჩვენ დავთმობთ მჭიდის ტევაოდბას რომელიც მცირდება არც მეტი არც ნაკლები ორჯერ? ავიტანთ პისტოლეტის გაზრდილ მასას და გაბარიტებს და უფრო დიდ უკუცემას? სიმართლე კი იმაშია რომ გინდა .380-ს და გინდა .45-ს მაინც აქვთ ძალიან ცოტა ენერგია და ამ ენერგიას თანაც ძალიან ხშირ შემთხვევაში არაეფექტურად იყენებენ. ენერგიის ეფექტური გამოყენების კარგი მაგალითია არბალეტის ისარი. არბალეტი გამოიყენება ყველა ტიპის ცხოველზე სანადიროდ მათ შორის აფრიკულ ხუთეულზე. რა ენერგია აქვს ისარს ნასროლს ძლიერი სანადირო არბალეტიდან? 68 ჯოული ანუ უფრო ნაკლები ვიდრე .22lr-ს.  უბრალოდ არბალეტის ისარი იყენებს ამ ენერგიას რაციონალურად და გააჩნია ეეფექტური დაზიანების მექანიზმი, განიერი ისრის თავი ბასრი პირებით კვეთს/ჭრის ქსოვილებს და მძიმე დაზიანებებს აყენებს ცხოველს.

თანამედროვე სწრაფი, გარსით დაფარული მრგვალთავიანი ტყვია, მიფრინავს შორს, ქმნის მინიმალურ წინაღობას, არის იდეალური აეროდინამიური ფორმის, მაგრამ ამავე დროს ისე გამოიყურება თითქოს ის შექმნილია ადამიანის მიერ რომელსაც ის უნდა მოხვედროდა და მან ისე გააკეთა რომ მოხვედრისას ამ ტყვიას რას შეიძლება მინიმალური ზიანი მიეყენებინა მისთვის. ტყვია წვრილია და გარსის წყალობით მკვირივია. ხშირად ის უბრალოდ ხვრიტავს ადამიანს და აგრძელებს ფრენას მასის და სიჩქარის შენარჩუნებით. ამან წარმოშვა მორიგი მითი. ერთ-ერთი ცნობილი მონადირე მაგალითად იძახდა რომ იდეალურმა სანადირო ტყვიამ უნდა გახვრიტოს ნადირი და გაჩერდეს მეორე მხარეს ტყავის ქვეშ.  ანუ თუ ტყვია რჩება სხეულში ესეიგი ის მთელ თავის ენეერგიას გადაცემს სამიზნეს და ის უფრო უკეთესია ხო?  არა. საქმე იმაშია, რომ ტყვიის ენერგია არ გადაეცემა სრულად სამიზნეს.  ის იხარჯება მინიმუმ ხუთ რამეზე: წნევის ტალღების შექმნაზე, ქსოვილების გახურებაზე, ჭურვის გახურებაზე, ჭურვის დეფორმაციაზე, ქსოვილების დაძვრაზე (ან ბალისტიკური  ჟელატინის ბლოკის დაძვრაზე ადგილიდან). ერთი და იგივე ენერგიის მქონე ტყვების ჭრილობები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ, გამომდინარე ტყვიის კონსტრუქციიდან და იმ დაზიანების მექანიზმებიდან რომლებსაც ის იყენებს.

რა დაზიანების მექანიზმები აქვს ტყვიას? პირველ რიგგში დაზიანებების ხარისხს და მოცულობას განაპირობებს როგორც ჭურვის თვისებები ისევე ქსოვილების თვისებებიც. ძირითადი დაზიანების მექანიზმი არის ქსოვილების განადგურება დარტყმის შედეგად. ჭურვი/ტყვია ანადგურებს იმ ქსოვილებს რომლებთანაც შედის უშუალო კონტაქტში. თუ ტყვია გადის ქსოვილებში სწორი კუთხით ანუ არ ყირავდება და ინარჩუნებს მდგომარეობას როგორც წესი ჭრილობის არხი არ აღემატება ტყვიის დიამეტრს. თუ ტყვია აყირავდა ქსოვილებში ეს რადიკალურრად ზრდის დაზიანებული ქსოვილების რაოდენობას და შესაბამისად ტყვიის ეფექტურობას. იმისთვის რომ გაიზარდოს დაზიანებული ქსოვილების რაოდენობა ასევე გამოიყენება ექსპანსია ანუ ტყვიის გაშლა რაც ზრდის მის დიამეტრს და შესაბამისად ზრდის ჭრილობის არხის მოცულობას და ფრაგმენტაცია, როდესაც ტყვია იშლება ქსოვილებში და ფრაგმენტები ხდებიან ინდივიდუალური დამაზიანებელი ელემენტები. ყველაფერი ეს ქმნის პერმანენტულ ჭრილობის არხს. ქსოვილებში ჭურვის მოხვედრა ასევე იწვევს კიდევ ორ რამეს, ზებგერითი ხმოვანი ტალღების გავრცელებას ქსოვილებში და კავიტაციას. კავიტაცია გამოწვეული ტყვიის გავლით ქსოვილებში ცდილობს განზე გაისროლოს ქსოვილები. გამომდინარე იქიდან რომ ქსოვილები ელასტიურია, ამის შემდეგ ისინი უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას. ნაცვლად პოპულარული მითისა, კავიტაცია (ხშირად წოდებული როგორც ჰიდრო-სტატიკური შოკი და ბლა ბლა ბლა) არ იწვევს ელასტიური ქსოვილების დაზიანებას. ტრავმა მიყენებული კავიტაციით წააგავს დაბეჟილობას და მას როგორც წესი რამე სერიოზული ზიანი არ აქვს. დავა დორებითი ჭრილობის არხის მნიშვნელობაზე ტყვიის ეფექტურობის შეფასებისას არ წყდება დღემდე, მაგრამ არსებული გამოქვეყნებული ნაშრომების და კვლევების ანალიზი, როგორც მინიმუმ გვაძლეევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რაიმე ეფექტურ და საიმედო დაზიანების მექანიზმზე ლაპარაკი ზედმეტია.

figure1

წლების განმავლობაში ითვლებოდა რომ მაღალსიჩქარიანი ტყვიები მეტ დაზიანებას აყენებენ, იმიტომ რომ არ იყო ზუსტი წარმოდგენა დაზიანების მქანიზმებზე. მაგრამ მარტო სიჩქარე არაფერს არ შვება. სურათზე არის ძალიან დიდი კავიტაციით გამოწვეული დროებითი ჭრილობის არხი  და ტყვიის დეფორმაციის წყალობით მიღებული განიერი პერმანენტული ჭრილობის არხი, რომელიც შექმნილია შედარებით ნელი 10.4 მმ-ნი ვეტერლის ტყვიით, რომლის სიჩქარე ორჯერ ნაკლებია ვიდრე თანამედროვე სამხედრო იარაღის კალიბრის ტყვიის სიჩქარეზე მაგრამ მისი ტყვია არ არის გარსით დაფარული და ამიტომ დეფორმირდა გაზარდა თავისი დიამეტრი რამაც გაზარდა მისი ეფექტურობა.  

სხვაობა ენერგიაში შაშხანის და მოკლელულიანი იარაღისთვის განკუთვნილ ვანზნებს შორის კოლოსალურია. მათ იმხელა ენერგია აქვთ, რომ დაზიანების მექანიზმები ხდება ძალიან ეფექტური. კავიტაცია ძალიან დიდია. ფრაგმენტაცია ასევე მნიშვნელვნად ზრდის ეფექტურობას. ტყვია ისეთი სისწრაფით ხვდება სამიზნეს და ისეთ დატვირთვას იღებს რომ “ტყდება” და ფრაგმენტები დამოუკიდებელ ჭურვებად იქცევა და უმძიმეს ჭრილობებს აყენებენ ადამიანს თუ ცხოველს.  მაგალითად 5.56×45-ის შემთხვევაში ტყვიის ფრაგმენტები კვეთენ ისედაც გაწელილ (კავიტაციის შედეგად) ქსოვილებს, რის გამოც ჭრილობები ძალიან სერიოზულია.  ძვალში მოხვედრილი შაშხანის ტყვია ძვლის ნატეხებს აქცევს ჭურვებად, ისე რომ  ისტორია “ტყვიამ ფეხი მოგლიჯა” ხდება აბსოლუტურად რეალური. ტყვიის აყირავება იწვევს პერმანენტული არხის მოცულობის ზრდას (იზრდება ტყვიის ზედაპირის ფართობი რომლითაც ის ეჯახება ქსოვილებს).  რა შეუძლია პისტოლეტი ტყვიას? დიდი არაფერი. ფრაგმენტაცია რომც მოხდეს, ფრაგმენტები დაბალი ენერგიის გამო პრაქტიკულად არანაირ ან მინიმალურ ზიანს აყენებენ ქსოვილებს, მაგრამ შედეგად პისტოლეტის ტყვია რადიკალურად კარგავს შეღწევის უნარს და ის შეიძლება უბრალოდ ვერ მიწვდეს შიდა ორგანოებს ან მინიმალური ზიანი მიაყენოს. ტყვიის აყირავებას მისი მოკლე სიგრძის გამო ასევე დიდი არაფერი ეფექტი არ მოყვება. თან როგორც წესი ის ყირავდება უკვე სულ ბოლოს როდესაც ენერგია ამოწურულია და ეს ასევე ამცირებს შეღწევის უნარს. რჩება მხოლოდ ექსპანსია, ანუ ისეთი კონსტრუქციის ტყვიის შექმნა რომელიც გაიშლება და ამის წყალობით მისი ეფექტურობაც მოიმატებს.  დაფიქრდით ამაზე, მიუხედავად ძალიან ძლიერი კალიბრებისა, ნადირობისას სავალდებულია ექსპანსიური ვაზნების გამოყენება, რომ ცხოველი სწრაფად და ზედმეტი ტანჯვის გარეშე მოკვდეს. ჰააგის კონვენცია კრძალავს ასეთი ტყვიების გამოყენებას, რომლებიც ვითომ “ზედმეტ ტანჯვას” აყენებენ ჯარისკაცებს. ჩემი აზრით ჰუმანური ტყვია არ არსებობს ხოლო რა არის უფრო უკეთესი მალე მოკვდე თუ დაიტანჯო უამრავი ჭრილობისგან მიყენებული არაეფექტური ტყვიებით…. რავიცი რა გითხრათ, ეს საკითხი უფრო მორალუ-ეთიკურ მხარეს განეკუთვნება და ცილდება ამ სტატიის შინაარს. როგორც ადამიანი, რომელიც ფლობს და მზად არის გამოიყენოს სამოქალაქო-თავდაცვის იარაღი, ჩემი სურვილია რომ იარაღის გამოყენებას მოყვეს ჩემს მიმართ აგრესიული ქმედებების მომენტალური შეწყვეტა, ეს კიდე სამწუხაროდ გარანტირებულია მხოლოდ აგრესორის სწრაფი გარდაცვალებით.  აგრესიის სწრაფი აღკვეთის  სხვა საიმედო მექანიზმი ამ ეტაპზე უბრალოდ არ არსებობს… თუ გამოჩნდება ასეთი იარაღი, რომელიც სწრაფად, საიმედოთ ანეიტრალებს აგრესორს მისი მოკვლის გარეშე მე ვიქნები პირველი ვინც ამ იარაღს იყიდის. დიდი პროგრესი შეიმჩნევა სხვადასხვა ტიპის “ტეიზერების” (ელექტრო-შოკური მოწყობილობების) შექმნაში მაგრამ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ასეთი მოწყობილობები ჩაანაცვლებენ ცეცხლსასროლ იარაღს.

პისტოლეტის და რევოლვერის ვაზნებში ეს ენეერგია უბრალოდ ძალიან ცოტა არის. რა თქმა უნდა იგულისხმება კალიბრები, რომლების ჩატევაც შესაძლებელია ზომიერი გაბარიტების და წონის ხელის იარაღში. აქიდან მიჩნეულია რომ “.357 მაგნუმი” არის ზედა ზღვარი სიმძლავრის, და იარაღი ამ კალიბრზე კონტროლირებადია თუ ის სრული ზომის არის. აღნიშნული კალიბრის უკუცემა მსუბუქი რევოლვერიდან სროლისას, უბრალოდ აუტანელია. პისტოლეტი არის პირადი იარაღი, განკუთვნილი ფარული ტარებისთვის, მას ვერ მიაბჯენ მხარზე რომ უკეთესად აკონტროლო, საყრდენის გამოყენებაც ძალიან შეზღუდულია. ამიტომ მაქსიმალური სიმძლავრე რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ შეზღუდულია. ამიტომ არსებობს ათობით შაშხანის კალიბრები და პისტოლეტების-რევოლვერების გავრცელებულ კალიბრებს ორი ხელის თითებზე ჩამოთვლით.

ზოგადად მიიჩნევა რომ პისტოლეტიდან ტყვია ანადგურებს იმ ქსოვილებს რომლებსაც უშუალოდ ეხება. ბუნებრივია რაც უფრო დიდია ჭურვი მით უფრო მეტი ქსოვილი ნადგურდება მასთან კონტაქტისას, მით უფრო დიდია სისხლდენა და ტკივილი, მით უფრო მალე გამოდის სამიზნე მწყობრიდან. ხო და სწორედ ამიტომ .45 (11.7მმ) უკეთესია “ლუგერზე” (8.8მმ). ხო? არა. მრგვალთავიანი ტყვია, იქნება ეს “ლუგერი” თუ .45 არის ცალსახად არაეფექტური ტყვია. ცნობილია რომ გაკვეთისას პათოლოგოანატომები ვერ არჩევენ ჭრილობებს და არ შეუძლიათ თქვან მხოლოდ ჭრილობის დათვალიერებით რომელი კალიბრის ტყვიით იქნა ის მიყენებული. მრგვალი ცხვირის გამო ასეთი ტყვიები შედიან ქსოვილებში როგორც პროფესიონალი წყალში მხტომი, მინიმალური წინაღობის შექმნით და წყლის (ქსოვილების) ამღვრევით, ქსოვილებიც ხომ მეტწილად სითხესგან შედგებიან?  ჭრილობის არხი  ასეთი ტყვიების გამოყენებისას არის ვიწრო.  ზედმეტი შეღწევაც არის სერიოზული საფრთხე.  მრგვალი ტყვია რიკოშეტირებს მსხვილი ძვლებისგან. არსებობს დოკუმენტირებული ინციდენტი, როდესაც ბოროტმოქმედის თავის ქალამ აისხლიტა ახლო მანძილიდან ნასროლი ხუთი .38 special კალიბრის მრგვალთავიანი ტყვია. ამის მიზეზი იყო როგორც ტყვიის ფორმა ასევე ის რომ ეს ტყვიები ნასროლი იყო მოკლე-ცხვირინაი რევოლვერიდან, რამაც კიდე უფრო შეამცირა ტყვიის საწყისი სიჩქარე და ენერგია. ამიტომ: მე მაქვს, .22lr პისტოლეტი და თუ რამეა თავში ვესვრი… დაივიწყეთ ეს სისულელე. როგორც თქვა ხენკმა “Braking Bad”-ში, თუ გჭირდება იარაღი დარწმუნდი რომ “საკმარისი” იარაღი გაქვს.

ზუსტად იმის გათვლა თუ როგორ მოიქცევა ტყვია შეუძლებელია. ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამაზე და მათ შორის უმთავრესი არის ცვალებადი და განსხვავებული სამიზნეები. საწყისი სიჩქარის ცვლილება (იცვლება როგორც გასროლის მანძილის ცვლილებით ასევე განსხვავებული სიგრძის ლულიდან სროლისას), მოხვედრის კუთხე, ტანსაცმელი რომელიც აცვია სამიზნეს, ადგილი სადაც მოხვდა ტყვია, შეხვდება თუ არა ტყვიას მსხვილი ძვალი, ყველაფერი ეს ახდენს გავლენას იმაზე თუ რამდენად ეფექტური იქნება ტყვია. ვერც ერთი ლაბორატორია ვერ შეძლებს ასეთი პირობების იმიტირებას. არის ურთიერთ გამომრიცხავი მოთხოვნებიც. მაგალითად თუ ტყვია ხვდება სამიზნეს მკერდში ჩვენ გვინდა რომ ტყვიამ ეგრევე განიცადოს ფრაგმენტაცია ან აყირავდეს, გაზარდოს ჭრილობის არხის მოცულობა და მაქსიმალური ზიანი მიაყენოს სამიზნეს. მაგრამ მაგალითად 168გრ .308 კალიბრის Sierra Match King ტიპის ტყვია ხშირად გადის ქსოვილებში 20-30 სმ და მერე იწყებს აყირავებას. შეიძლება ამ ტყვიამ ისე  გახვრიტოს სამიზნე რომ არც აყირავდეს. ეს ცუდია. მაგრამ თუ სამიზნეს ტყვია ხვდება გვერდიდან და ჯერ უნდა გავიდეს ხელში, შემდეგ ხელის ძვალში და მერე გახვრიტოს ნეკნები გვერდიდან, მაშინ ნაადრევი ფრაგმენტაცია/აყირავება სულაც უკვე არ არის სასურველი. იმ ცნობილი და საბედისწერო შეტაკებისას 1986 წელს, მაიამიში, ზუსტად ეს მოხდა. 115 გრანიანი 9მმ-ნი ექსპანსიური ტყვია გვერდიდან მოხვდა ბოროტმოქმედს, და გაჩერდა გულთან ერთ სანტიმეტრში. ბოროტმოქმედმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო მაგრამ სანამ სისხლისგან დაიცალა, მან მოკლა და დაჭრა რამდენიმე “ბიუროს” აგენტი. ამ შეტაკებამ და დიდმა მსხვერპლმა დააჩქარა უფრო ეფექტური ტყვიების კონსტრუციის ძიების პროცესი და საბოლოო ჯამში განაპირობა ახალი კალიბრის, .40S&W-ის გამოჩენა. .40S&W 90-ნი წლების დასაწყისში ითვლებოდა კალიბრად, რომელიც “გადაარჩენდა” სამართალდამცავებს. ვაზნას მართლაც შთამბეჭდავი ციფრები ქონდა და იარაღიც ამ კალიბრზე არ უნდა ყოფილიყო დიდი (პირველი .40 კალიბრის პისტოლეტები რეალობაში იყვნენ 9მმ-ნი მოდელები მინიმალური მოდიფიკაციებით) ხოლო ვაზნის გაბარიტები იძლეოდა საშუალება ორ რიგიანი დიდი ტევადობის მჭიდის გამოყენების. სულ მალე აღმოჩნდა რომ მაღალი წნევის გამო ის ზედმეტად ტვირთავდა პისტოლეტის კონსტრუქციას და საგრძნობლად ამცირებდა იარაღის რესურს.

ჩემი აზრით არც ერთი პისტოლეტის კალიბრი (მოკლე 9მმ-დან დაწყებული და .45-ით დამთავრებული)  არ სთავაზობს გადამწყვეტ უპირატესობას. პრაქტიკულად ყველა არის არასაკმარისად ძლიერი, რომ ჩაითვალოს ეფექტურად ადამიანის წინააღმდეგ. აქიდან გამომდინარე 50 ჯოული იქით და 50 აქეთ, ერთი მილიმეტრი იქით და ერთიც აქეთ დიდს არაფერს არ წყვიტავს. აი მჭიდის ტევადობა კიდე პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ეხება უნარს სწრაფად და ეფექტურად სროლის, რაც გულისხმობს ნაკლებ უკუცემას და ლულის ხტომას.

რამოდენიმე თვის წინ სანამ მე ამ სტატიის წერას ჩავუჯდებოდი, აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ გამოაცხადა რომ 9მმ “ლუგერი” გახდებოდა სტანდარტული კალიბრი მათი აგენტებისთვის. 100 წლის  9მმ “ლუგერი” ცვლის შედარებით ახალ .40S&W-ს, რომელიც შეიქმნა ამ ორგანიზაციის მიერ “ლუგერის” ჩასანაცვლებად.  წლებია “ბიურო” არის სხვადასხვა ვანზების ეფექტურობის კვლევის პროცესის ავანგარდში და გააჩნია პრაქტიკულად შეუზღუდავი რესურსები ამ საკითხის შესასწავლად. ინფორმაცია მათი კვლევების შესახებ გადაეცემა ყველა პოლიციურ სამსახურს აშშ-ში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბევრი პოლიციური სამსახური და უბრალო ადამიანი აყვება ამ ტენდენციას. სხვათაშორის ბიურომ დაადგინა რომ ლაბორატორიულ პირობებში ერთადერთი მოკლელულიანი ტყვიის თვისება რომლის დადგენა შესაძლებელია დანამდვილებით და სიზუსტით არის შეღწევა. მანდვე დაადგინეს შეღწევის ზღვარიც (დგინდება 10%ან ბალისტიკურ ჟელატინში სროლისას) 300-დან 450მმ-მდე. ამ მოთხოვნას აკკმაყოფილებს როგორც .45-ის სხვადასხვა მუხტები ასევე “სუსტი” .380 ACP ასე რომ ამ აღმოჩენას რაიმე ძირეული გადაადგილება კალიბრების რანგებში არ მოყოლია. და თუ ტყვია იდეალურად “გაიშალა” მაგრამ შეაღწია 15.5 ინჩით ის აღარ ვარგა? ბიურო თვლის რომ არა. საკმაოდ ბვრი სხვა ავტორიტეტი თვლის რომ პირიქით.

ეხლა რა შეიცვალა მას მერე? რის გამოც “ლუგერი” უცბად კვლავ გახდა აქტუალური? ბევრი არაფერი. მხოლოდ ტყვიის კონსტრუქცია და სწორედ აქ ჩემო მეგობრებო არის, როგორც იტყვიან ძაღლის თავი დამარხული. ალბათ უკვე თქვენ თვითონაც მიხვდით საით მიმყავს მე საუბარი. მოკლელულიან იარაღში გადამწყვეტია არა კალიბრი არამედ ტყვიის კონსტრუცია.  ბევრმა იცის ვინ არის გასტონ გლოკი, ჯონ ბრაუნინგი და სემუელ კოლტი. მაგრამ ვინ იცის ვინ არის ტომ ბურჟინსკი? ჩარლზ კელსი? ალან კორზინი? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ტყვიებს, ექსპანსიურ ტყვიებს. თანამედროვე ექსპანსიური ტყვია არის ტექნოლოგიური მიკრო შედევრი, რომელშის უფრო მეტი მეცნიერება და შრომა დევს ვიდრე თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ.

adaadblack

ვინჩესტერის “ბლექ ტალონი” იყო პირველი ექსპანსიური ტყვია, რომელიც იყენებდა გაკვეთას როგორც დამატებით ჭრილობის მიყენების მექანიზმს და არის ტექნოლოგიურად დახვეწილი ტყვიის კარგი მაგალითი. გაშლილისას ტყვია იკეთებდა კლანჭის ფორმის წვერებს რომლებიც დამატებით აზიანებდნენ ქსოვილებს. აღნიშნული ეფექტი მიირწევა იმით რომ ტყვიის ცხვირისკენ სპილენძი უფრო სქელია ხოლო ძირისკენ თხელი რაც ჭრილებთან ერთად ექსპანსიური ღრმულის ირგვლივ უზრუნველყოფს ერთნაირი ფორმის “კლანჭების” ფორმირებას. ტყვიის ზედაპირი დაფარულია შავი საფირმო ოქსიდირებით. აღსანიშნავია, რომ პისტოლეტიდან ნასროლი ტყვია სხეულში გავლისას ასწრებს  დაახლოებით, ერთი ერთ-ნახევარი ბრუნვის გაკეთებას, ანუ ის პროპელერივით არ ტრიალებს ქსოვილებში და არ ჩეხავს და აქუცმაცებს ყველაფერს. “ბლექ ტალონი” და მისი თანამედროვე ვარიანტები “Ranger T” არის ეფქტური ტყვიები.

ექსპანსიური ტყვია ქსოვილში მოხვედრისას იწყებს გაშლას და იდეალში იღებს სოკოს ფორმას. ამით იზრდება ტყვიის დიამეტრი და შესაბამისად დროებითი და პერმანენტული ჭრილობების არხი. სტატიის დასაწყისში მე უკვე გამოვთქვი მოსაზრება რომ მაღალი ბალისტილური მაჩვენებლების მიღწევას მოყვა ტყვიის ტერმინალური ეფექტურობის შემცირება. სწორედ ამიტომ მიუხედავად კოლოსალური ენერგიისა, თანამედროვე სანადირო მუხტების აბსოლუტური უმეტესობა არის კონტროლირებადი ექსპანსიით. მარტო ენერგია საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია რაზე და როგორ იხარჯება ენერგია. ჩემი კარგი მეგობარი, წარსულში სნაიპერი, ერთხელ მიყვებოდა როგორ ხდებოდა ცოცხალ მაწანწალა ცხოველებზე პრაქტიკული სროლები. მისი სიტყვებით ძლიერი .300 Win Mag ხვრიტავდა ცხოველს ისე რომ ის კიდე შორს გარბოდა და დიდხანს არ კვდებოდა მაშინ, როდესაც უფრო სუსტი იგივე ტყვიის დიამტერის მქონე .308 გაცილებით უფრო უკეთესად მუშაობდა, იმიტომ რომ .308 თუნდაც უფრო მცირე ენერგიას უფრო ეფექტურად იყენებდა და იყო უფრო ეფექტური ვიდრე ნომინალურად უფრო ძლიერი “სამასი ვინ მაგი”.

1424142848471

დროებითი და პერმანენტული (მუქად მონიშნული) ჭრილობის არხები. დროებითი არხი არის ის მოცულობა რომელიც იქმნება მას მერე რაც კავიტაციის ძალით ხდება ქსოვილების გაშლა, განზე გაწევა ტყვიის კურსიდან. უმეტესობა ექსპერტების თვლის რომ დორებითი არხი არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანს, ვინაიდან ქსოვილები უბრუნდებიან ჩვულებრივ მდგომარეობას.  ბევრიც თვლის რომ ამ “გაწელვას” და გაშლას შეიძლება მოყვეს სისხლძარღვების გაწყვეტა. პერმანენტული არხი იქმნება ქსოვილების განადგურებით, რომლებიც ნადგურდებიან ჭურვთან კონტაქტისას.  დროებითი არხი შეიძლება მოცულობით 30 ჯერ აღემატებოდეს ჭურვის მოცულობას. 

ჯიმ სირილო, გამოცდილი ნიუ იორკელი პოლიციელი, ექსპერტი, ტყვიების კონსტრუქტორი თვლიდა, რომ მუხტის (კონკრეტული მწარმოებლის კონკრეტული ვაზნა კონკრეტული ტიპის ტყვიით) ეფექტურობას პირველ რიგში უზრუნველყოფს ტყვიის კონსტრუქცია და კონფიგურაცია და მისი დიამეტრი. ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ იყო მოქმედი პოლიციელი, ბევრი შეიარაღებული შეტაკების მონაწილე  ის ასევე იყო მონადირე, სპორტსმენი მსროლელი და ტყვიების და იარაღების კონსტრუქტორი. მისი ორი წიგნი (Guns, Bullets and Gunfight და Tales of the Stake Out Squad) არის ექსკურსი იარაღის და ვაზნების გამოყენების პოლიციურ სამსახრუში და თვალების ამხელი საკითხში რომელიც უკავშირდება ტყვიების ეფექტურობას.

SafeStopBullet

ჯიმ სირილოს კონსტრუქციის ტყვიები. ფორმით ის გვანან “სემი-ვადკატერებს” ბრტყელი მაქსიმალური დიამეტრის ცხვირით, ბასრი კუთხეებით. ნაცვლად ღრმულისა ტყვიის თავში, სირილოს ტყვიას აქვს ერთი ჭრილი, რომელიც ორად შლის ტყვიას და მისი დიამეტრი თითქმის 120%-ით იზრდება რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაზიანებას.  რევოლვერი პისტოლეტისგან განსხვავებით არ არის სენსიტიური ტყვიის ფორმის მიმართ. 

სირილოს მეწყვილეს, ჯიმ ალარდი, პირველ ვაზნას ხელით ათავსებდა თავისი .45 კალიბრის კოლტში. ეს იყო გადატენილი ვაზნა, ტყვიით ისეთი განიერი ღრმულით ცხვირში, რომ მისი მჭიდიდან საიმედოთ მიწოდება შეუძლებელი იყო, ხოლო სპეციფიური ფორმის გამო ასეთ ტყვიებს უწოდებდნენ მფრინავ საფერფლეებს.  ერთ-ერთი ოპერაციისას ალარდის ნასროლი ეს ტყვია მომენტალურად დააგდებს მძარცველს ძირს და გადაარჩენს ჯიმ სირილოს სიცოცხლეს…

tng_BulletType

პისტოლეტი ტყვიეების ნაირსახეობები. ვაზნები განიერი ღრმულებით ცხვირში  და ასევე “სემი” და “ვად კატერები” ყველაზე მეტ პრობლემას ქმნიან, ვინაიდან ტყვიის ფორმის გამო მათი სავაზნეში მიწოდების საიმედოობა მცირდება. სწორედ ამიტომ რეკომენდირებულია დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ არჩეული მუხტი საიმედოთ მუშაობს პისტოლეტში. ძველი მოდელის პისტოლეტეები ხშირად საერთოდ ვერ მუშაობენ თანამედროვე თავდაცვით მუხტებთან.  

ჩვენ საქართველოში პრაქტიკულად არ ვიცნობთ თანამედროვე თავდაცვით მუხტებს. “ჰიდრაშოკი”, “გოლდენ სეიბერი”, “ბლექ ტალონი” ჩვენთვის ეკზოტიკაა, უცნობი და გაუგონარი. ხშირად მაღაზიებში რომ უხსენოთ ექსპანსიური ტყვია “დუმ დუმი”, შეშინებულ სახეს მიიღებენ, კი მაგრამ ეს ტყვიები ხომ აკრძალულია?! თუმცა ხანდახან მცირე პარტიებით ესა თუ ის მუხტი ჩნდება გაყიდვაში, მართალია ასტრონომიულ ფასად. ჩვენი სამართალდამცავები იყენებენ ვაზნებს ყველაზე უვარგისი ტყვიის ტიპით (FMJ). ამ მხრივ ჩვენ მაგრად ჩამოვრჩებით დანარჩენ მსოფლიოს თუმცა რა არის ამაში გასაკვირი…

სწორედ იმის წყალობით რომ ბოლო წლებია მიდის ჩუმი რევოლუცია ტყვიის ახალი კონსტრუქციების შექმნაში, ბებერი 9მმ “ლუგერი” ისევ ხდება დომინანტი კალიბრი ტაქტიკურ სამყაროში. ამ კალიბრს ბევრო პლიუსი აქვს.  თქვენ იღებთ კომპაქტურ პისტოლეტს, რომელშიც ჩადის ბევრი ვაზნა, რომელიც კომფორტულია სასროლად და ამავე დროს რესურსი ამ პისტოლეტის არის ძალიან დიდი. “რბილი”, შედარებით დაბალწნევიანი “ლუგერი” არ ტვირთავს პისტოლეტს ისე როგორც ავი .40S%W ან .357 SIG. თავის მხრივ .45ACP ასევე არ არის მაღალწნევიანი, მაგრამ მისი ზომა წონის გამო, პისტოლეტები ამ კალიბრზე დიდია, მჭიდის ტევადობა პატარაა (ორჯერ ნაკლები) ხოლო უკუცემა არ არის პატარა. იმის გამო რომ .45 დაბალსიჩქარიანია, მაყუჩის ან საპრესორის გამოყნება არ ითხოვს სპეციალურ ვაზნების გამოეყენას.  ჩემი აზრით მომავალი არის ამ ორი კალიბრის, რომლებიც უკვე ერთი საუკუნის არიან.

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ ყველაფრიდან? მნიშვნელოვანია არა ენერგიის აბსოლუტური მაჩვენებელი არამედ როგორ ხდება ამ ენერგიის გამოყენება. ამიტომ სირილო იყო მართალი. ტყვის კონსტრუქციას და კონფიგურაციას აქვს გადამწვეტი მნიშვნელობა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია პისტოლეტის/რევოვლერის კალიბრებისთვის, რომლებსაც ენერგიის დეფიციტი აქვთ.

რაც ადგება სხვას შეიძლება არ გამოგადგეთ თქვენ. თუნდაც ავიღოთ .40S&W. თუ ეს ვაზნა ამცირებს 500 დოლარიანი “გლოკის” რესურს 2-ჯერ, 500 დოლარიან 9მმ-ან “გლოკთან” შედარებით ეს უკვე პრობლემაა დიდი პოლიციური სამსახურისთვის, რომელიც უკავშირდება დიდი ხარჯებს. ამის გამო ადამიანმა საქართველოში თქვას უარი ამ კალიბრზე იქნება სისულელე. ჯარის, პოლიციის, რომელიმე საჯარო უწყების გამოცდილების გაზიარებას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, იმიტომ რომ გარდა ობიექტური კრეტირიებისა იქ არსებობს ბევრი სხვა ფაქტორი. ავიღოთ თუნდაც ჰააგის კონვენცია…

ექსპანსიური ტყვიები არ არიან ერთნაირები. “Golden Saber” იქმნებოდა იმისთვის რომ ქონოდა ტაქტიკური ბარიერებში გავლის უკეთესი შესაძლებლობა, ნაადრევი ექსპანსიის გარეშე. “Glaser safety slug” იქმნებოდა იმისთვის რომ ზედმეტი შეღწევის რისკი მაქსიმალურად შემცირებულიყო ადეკვატური ტერმინალური ეფექტის შენარჩუნებით. უკანასკნელი ვერ იქნება კარგი ვაზნა სქელ ზამთრის ტანსაცმელში ჩაცმული სამიზნის წინააღმდეგ. ზოგი ექსპანსიური ტყვია კარგად მუშაობს ერთ კალიბრში მაგრამ სხვა კალიბრში მისი ეფექტურობა უმნიშვნელოა. გამოიყენეთ ინტერნეტი და სპეციალიზირებული ლიტერატურა, რომ გამოიკვლიოთ საკითხი.

კალიბრი და თუნდაც ყველაზე დახვეწილი ტყვია არ აკომპენსირებს ცუდ სროლას და ამიტომ პრაქტიკა არის უმნიშვნელოვანესი. აირჩიეთ საჭირო მუხტი, დარწმუნდით რომ თქვენი იარაღი “ინელებს” ამ მუხტს და ბევრი ივარჯიშეთ.