Archive for September 23rd, 2014

“კომპენსირებული” პისტოლეტის თავისებურებები

Tuesday, September 23rd, 2014

ყოველთვის მეცინება ხოლმე, როდესაც ვხედავ ჟურნალებში ან ნეტში „ახალ“ სტატიას გლოკის რომელიმე პისტოლეტზე. სიტყვა ახალი ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი რომ თითქმის 30 წელი რაც ეს პისტოლეტები არსებობს, მათ განიცადეს მინიმალური კონსტრუციული ცვლილებები და თუ არ ჩავთვლით ცნობილ „6 ნაწილიან“ მოდერნიზაციას (შეიცვალა 6 დეტალის გეომეტრია) და არც ისე დიდიხნის წინ მეოთხე თაობის გლოკების გამოჩენას, ყველა დანარჩენი ცვლილება იყო კოსმეტიკური და არა ტექნიკური. ყველაფერი ეს ცხადია, მე ამას აღვნიშნავ მეტყველებს იმაზე თუ რამდენად სრულყოფილი იარაღი შექმნა გასტონ გლოკმა თავის დროზე. აქიდან გამომდინარე რა უნდა დაწერონ სტატიაში ახალი რაც ჩვენ არ ვიცით გლოკზე? პრინციპში არც არაფერს არ წერენ. იმეორებენ იმას რაც ზეპირად ვიცით ყველამ, „ტენიფერზე“, პოლიმერებზე, პოლიგონალურ ლულაზე და ტარის კუთხეზე, რომელიც დიახ ესეც ვიცით ზოგს არ მოწონს. დიახ დღეს სტატიები იარაღზე არ იწერება იმისთვის, რომ გვიამბონ რამე ახალი ან იმისთვის, რომ გამოცდილმა მსროლელმა მოგვიყვეს თავის დაკვირვებებზე/გამოცდილებაზე. დღეს სტატიები „მეინსტრიმ“ პრესაში იწერეება მხოლოდ იმისთვის, რომ მკითხველი სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიქცეს მაღაზიაში და იყიდოს ის რაზეც სტატიაში წერენ.

ჩვენი მორიგი სტატია იმდენად არ ეხება გლოკს რამდენადაც ის ეხება კომპენსატორს პისტოლეტზე. დასაშვებია თუ არა ამ მოწყობილობის არსებობა პისტოლეტზე, რომელიც თავდაცვისთვის გამოიყენება? კი მაგრამ რატომ არ უნდა იყოს რომ დაშვებული იკითხავთ თქვენ. საქმე იმაშია რომ არსებობს მინიმუმ სამი რამ რაზეც ამახვილებენ ყურადღებას ისინი ვინც წინააღმდეგი არიან პისტოლეტში კომპენსატორის არსებობისის: გაზრდილი გასროლის ხმა; გაზრდილი ლულის ალი; დამწვრობის მიღების საშიშროება. აღნიშნული თემა ხშირად ხდება განხილვის საგანი ფორუმებზეც სადაც რა თქმა უნდა დისკუსიაში მონაწილეების სწრაფად იყოფიან ორ ბანაკად.

პირველ რიგში რა არის კომპენსატორი? ჩვენ ვიცით (ვინც არ იცით ჩაიწერეთ და დაიხსომეთ, როგორც ჩემი სკოლის მასწავლებელი იძახდა), რომ ძირითადად ლულის მოწყობილობები გამოირჩევა სამი ეფექტით, აქრობენ ლულის ალს, ასრულებენ მუხრუჭის ფუნქციას, ამცირებენ ლულის ხტომას. არსებობენ მოდელები, რომლებიც მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებენ, არსებობენ ლულის მოწყობილობები, რომლებიც კომბინირებულ ფუნქციას ასრულებენ. გლოკზე აყენია სწორედაც რომ კომპენსატორით აღჭურვილი ლულა ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ გლოკზე აყენია „კომპენსირებული ლულა“, იმიტომ, რომ კომპენსატორი ლულის განუყრელი ნაწილია. ასეთ ლულებს/იარაღევს უწოდებენ “ported” ანუ გახვრეტულებსმ ხოლო კომპენსატორი გულისხმობს სპეციალურ ლულის მოწყობილობას, რომელიც დამატებით ყენდება ლულაზე. ასეთი ლულის მიზანია სროლის დროს ხტომის შემცირება, რამაც იდეაში უნდა ხელი შეუწყოს სწრაფ სროლას. მოდელები ასეთი ლულით აღნიშნულია დამატებით С ინდექსით (Сompensated/კომპენსირებული). როდესაც ესეთი ლულები პირველად გამოჩნდა არსებობდა ტერმინი СС (СompensatedCompetition) და ასეთი ინდექსი ქონდა გრძელ საკეტიან სპორტულ გლოკებს, რომლებიც დამატებით აღჭურვილები იყვნენ კომპენსირებული ლულებით. მოგვიანებით ეს ინდექსი ყველამ დაივიწყა.

Glock17C

ჩვენი ტესტის გმირი, Glock 17C

სავარაუდოთ პირველი მცდელობა ამ მწარმოებლის მიერ თავის პისტოლეტებზე კომპენსატორის გამოყენების იყო მოდელი Glock 17L რომელზეც თანმიმდევრულად განლაგდა სამი ნასვრეტი. სულ გამოშვებულ იქნა 800-1000 ასეთი პისტოლეტი და შემდგომ კომპენსატორის კონსტრუქცია შეიცვალა ორ ნასვრეტიანი სქემით. სანამ ეს შეცვლა მოხდებოდა, გლოკმა მოკლე პერიოდით შეწყვიტა კომპენსირებული ლულების გამოშვება, რამაც დაბადა ჭორი რომ ასეთ ლულებს ნასვრეტების ირგვლივ უჩნდებოდა ბზარები. მიუხედავად ამისა შეცვლილი კონსტრუქციის კომპენსირებული ლულები ისებ გაჩნდა გაყიდვაში და კიდე უფრო გვიან ნასვრეტებმა მიიღეს V ფორმა. განსხვავებული სქემა გამოიყენებოდა გაცილებით ნაკლებად გავრცელებულ გლოკ 18-ზე. თავიდან ეს პისტოლეტი აღჭურვილი იყო უფრო გრძელი ლულით და გამოშვერილ მის ნაწილზე განლაგებული იყო სამი დიაგონალური ნასვრეტი. შემდეგ დიზაინი შეიცვალა. აღნიშნული პისტოლეტი საკეტი გახდა გახსნილი ზევიდან და სტანდარტული სიგრძის ლულაზე განლაგდა ამჯერად ოთხი სხვადასხვა სიგანის ნასვრეტი (სიგანე იზრდება ლულის ბოლოსკენ).

6368441

რა მოხდება თუ კომპენსირებულ ლულას ჩადებთ ჩვეულებრივ გლოკში. სურათის წყარო pop-gun.ru

არსებული ინფრომაციით 2014 წლის იანვრიდან გლოკმა შეწყვიტა მესამე თაობის პისტოლეტების წარმოება კომპენსატორებით ამიტომაც ეს სტატია გარკვეულწილად არის გამომშვიდობება მესამე თაობის С მოდელებთან.

რა თქმა უნდა ჩვენ არ დავკმაყოფილდებოდით ზეპირი ახსნებით და სულ მალე მოგვცა საშუალება გვესროლა კომპენსირებული გლოკიდან და თავად გვენახა რა პლიუები და მინუსები აქვს კომპენსატორის გამოყენებას.

ტესტირებისას, ჩვენ დავადგინეთ, რომ ლულის ალს აქვს ადგილი და ღამით/სიბნელეში ის საკმაოდ ლამაზად „ანათებს“ მაგრამ იმის თქმა რომ ალი დამაბრმავებელია იქნბოდა გადამეტება. მოქალაქეები და ძალოვნები ათწლეულები ხმარობდნენ მსხვილკალიბრიან რევოლვერებს და არ წუწუნებდნენ ამის შესახებ. მე ვერ ვიტყოდი რომ ჩვეულებრივი გლოკ 17 იყო უფრო “ბნელი” ვიდრე კომპენსირებული გლოკ 17.

flash

გასროლა ღამით .357 მაგნუმიდან. მე ვერ ვიხსენებ სტატიას რევოლვერზე სადაც ავტორი იტყოდა, რომ არ იყიდოთ რევოლვერი, ის ზედმეტად „ანათებს“ ღამით ან მას ძალიან ხმამაღალი გასროლის ხმა აქვს. ეს ითვლება ტაქტიკურ პირობებათ, რომელიც უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ. იგივე ეხება კომპენსირებულ პისტოლეტებს. 

ცხადია ჩვენი პისტოლეტი იყო 9მმ-ნი და ცხადია, რომ უფრო ძლიერი კალიბრის პისტოლეტს უფრო მეტი ალიც ექნებოდა. რაც შეეხება დენთის აირების ზემოქმედებას, ესეც არის სიმართლე და ამჯერად ტანთან ახლოს სროლისას დარტყმა ახეში იგრძნობოდა და ხმაც საკმაოდ მაღალი იყო. ჩვეულებიივ პოზიციიდან სროლისას არანაირ პეობლემას ადგილი არ ქონდა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ კომპენსირებულ გლოკს ქონდა აშკარად ნაკლები ლულის ხტომა ვიდრე ჩვეულებრივს.  გამომდინარე იქიდნ თუ როგორ გაგლიჯა ჟურნალი დენთის აირებმა რომელმაც ლულა კომპენსატორიდან დატოვეს, უნდა ჩაითვალოს, რომ ეს ნასვრეტები იგივეა რაც ლულის ბოლო. ანუ არაფერი არ უნდა ეფარებოდეს მათ. ხელი მიიღეებს დამწვრობას, ტანსაცმელი დაზიანდება.

hg_closecombat_201005-b

Speed rock პოზიციიდან სროლისას სახეთი გრძნობთ დენთის აირების დარტყმას. არაფერი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ სასიამოვნოსაც ვერ უწოდებდი ამ პროცესს.  

გასრლოლის ხმას რაც შეეხება ის უმნიშვნელოდ გაზრდილია ჩვეულებრივ გლოკ 17-თან შედარებით. სხვა იარაღში/კალიბრში ეს განსხვავება შეიძოლება უფრო დიდი იყოს.

 რა თქმა უნდა კომპენსირებული პისტოლეტიდან (ანუ გახვრეტილი ლულით) ნასროლი ტყვია იქნება უფრო ნელი, საშუალოდ 4-8%-ით რაც თეორიული სხვაობაა და ჩემი აზრით ეს არ იმსახურებს  განხილვას.

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კომპენსატორი მუშაობს და იქცევა სხვადასხვანაირად, გამომდინარე მისი კონსტრუქციიდან და რა თქმა უნდა იარაღის კალიბრიდან. რაც უფრო „ცხელი“ კალიბრია მით უფრო ეფექტურად მუშაობს კომპენსატორი. 9მმ-ან პისტოლეტში კომპენსატორი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ზედმეტია. ეს ისედაც რბილი კალიბრია და ამ კალიბრის სრული ზომის პსიტოლეტიდან სროლა ადვილია და სასიამოვნო. კომპენსატორიც შედარებით ჩუმია და ნაკლებ „ცეცხლებს ყრის“.

გააკეთოთ თუ არა არჩევანი კომპენსირებულ არაკომპენსირებულ იარაღზე თქვენი გადასწყვეტია. კომპენსატორის არსებობა განაპირობებს შესაბამის ტქტიკას ასეთი იარაღის გამოყენების. გვერდებიდან დენთის აირებს აფრქვევენ რევოლვერებიც მაგრამ ამის გამო არავის არ დაუწუნია ეს იარაღი, უბრალოდ მას შესაბამისად იყენებენ, თან ალბათობა დაზიანდე დოლურადან გამოვარდნილი დენთის აირებით გაცილებით  უფრო მეტია ვიდრე იგივე ტიპის დაზიანება მიიღო „კომპენსირებული“ პისტოლეტიდან სროლისას.

რეალურად კომპენსატორის ექსპლუატაციისას აწყდებით ორ პრობლემას. ერთი არის უმნიშვნელო მეორე კი შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი. უმნიშვნელო არის ის, რომ პისტოლეტი უფრო ბინძურდება და საჭიროებს მეტ წმენდას. ეს ცხადია ხდება იმის გამო რომ დენთის აირები ხვდება საკეტის შიგნით. უნდა გაიწმინდოს ნასვრეტები და „ფანჯრები“ საკეტში ისევე როგორც საკეტი შიგნიდან საკმაოდ ბინძურდები დენთის წვის პროდუქტებით. ხოლო მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას თუ ვაზნებში რომელსაც ისვრით არის განსაკუთრებულად „ბინძური“ დენთი მაშინ წინა სამიზნე („მუშკა“) გაიმურება. ეს არ არის პრობლემა თუ ეს დეტალი სტანდარტულია, მაგრამ თუ გაიმურება საკმაოდ ძვირადღირებული ტრიტიუმის „მუშკა“ მაშინ ის ძალიან ფრთხილად უნდა გაწმინდოთ და არ დაგავიწყდეთ რომ საწმენდ საშუალებას ადვილად შეუძლია შეაღწიოს შიგნით და „მუშკა“ ჩააქროს. მე ვახსენე რომ გლოკებზე მოგვიანებით დაყენდა V ფორმის კომპენსატორი და ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ის, რომ გადაერჩინათ წინა სამიზნე მოწყობილობები გამურვისაგან. პირველი გლოკ 18-ები ცნობილი იყო იმით, რომ დენთის აირები ანადგურებდნენ წინა სამიზნე მოწყობილობას და ხანდახან საერთოდ გლიჯავდნენ მას.

რამდენად გჭირდებათ კომპენსირებული პისტოლეტი თქვენი გადასაწყვეტია. თუნდაც 9მმ-ან პისტოლეტში ხტომა ლულის შემცირებულია და ეფექტი იგრძნობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო ცხელი კალიბრის პისტოლეტებში ეფექტი კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. შესაბამისად მაღალი იქნება ხმაც და გარკვეული კალიბრის კომპენსირებული იარაღიდან დახურულ სივრცეში სროლისას შესაძლებელია სმენის პერმანენტული დაზიანება (თუ არ იყენებთ სმენის დაცვის საშუალებებს).

მე ადვილად შემიძლია დავასახელო ბევრი სცენარი როდესაც კომპენსირებული პისტოლეტი არ იქნება სასურველი, მაგალითად ავტომობილიდან სროლისას, ან როდესაც სროლა ხდება დახურულ სივრცეში და ადგილი ცოტა არის. ჩემი აზრით თუ არის არჩევანი, მყიდველმა უნდა თავი აარიდოს კომპესნირებულ პისტოლეტებს, ხოლო თუ არჩევანი არ არის მან უნდა გაითვალისწინოს კომპენსატორის არსებობა და ისწავლოს ასეთი პისტოლეტის უსაფრთხო გამოყენება.  მე არ მსმენია კომპენსირებული პისტოლეტების შესახებ სამხედროების/პოლიცილების სამსახურში, ერთადერთი გამონაკლისი არის ისრაელის საზღავაო ძალების სპეც რაზმი „შაიტეტ 13“, რომელიც იყენებს Glock 17C-ს.