Archive for the ‘ტაქტიკა და პრაქტიკა’ Category

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

Wednesday, November 7th, 2018

o-matic

ჩვენ ყველამ (წესით) ვიცთ იმ ფაქტორების შესახებ რომლებიც განაპრობენ ზუსტ სროლას, ჭერა, სუნთქვა, სასხლეტის დამუშავება და ასე შემდეგ. რათქმაუნდა იარაღიც უნა იყოს კარგი, დაკიდული ლულა და ეგეთი რამეები, მაგრამ ამის გარდა არსებობს კიდე გარკვეული ხრიკები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას უფრო კარგად გაასწორო იარაღი, მიიღო უკეთესი ჯგუფები და რაც მთავარია მიაღწიო სტაბილურობას, ანუ ისროლო სტაბილურად კარგად და ნებისმიერი იარაღის სიზუსტის პოტენციალი სრულად გამოიყენო თუნდაც საველე პირობებში. აღნიშნული ინფორმაცია სასარგებლო იქნება, როგორც ახალბედა ასევე შედარებით გამოცდილი მსროლელებისთვის. ყველაფერი, რასაც წაიკითხვათ დაფუძნებულია ჩემ პირად გამოციდლებაზე, შესაბამისად რაც მუშაობს ჩემთვის და ჩემ იარაღებზე შეიძლება არ იმუშაოს სხვისთვის და სხვის იარაღზე. როგორც ყოველთვის, მე მოგიწოდებთ არ მენდოთ ბრმად და ყველაფერი რასაც წაიკითხავთ ამ სტატიაში და ზოგადად ჩემ ბლოგზე გამოიყენოთ, როგორც საწყისი წერტილი და/ან დამატებითი კვლევის/შემოწმების საგანი.

ერთგვაროვნება. ერთ-ერთი დიდი და თემატური უცხოურ ფორუმის კარგად ცნობილმა პერსონაჟმა ერთხელ თქვა ძალიან ჭკვიანური რამე: ზუსტი სროლა არის მეცნიერება ერთგვაროვნებაზე (точная стрельба это наука о единообразии). იმისთვის, რომ მიიღოთ კარგი სიზუსტე ყველაფერი უნდა იყოს ერთგვაროვანი. ყველაფერი ნიშნავს ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს. ამინდი, ჰაერის ტემპერატურა, ქარი, განათება, იარაღის ჭერა, სასხლეტის დამუშავება. ასევე, თქვენი განწყობა, აზრები, სულიერი მდგომარეობა. აბსოლუტური ერთგვაროვნების მიღწევა ძნელია თუ არა საერთოდ შეუძლებელი მაგრამ სწორედ ამისკენ უნდა მივისწრაფოდეთ.   ერთგვაროვნების მიღწევს თვალსაზრისით შეიძლება ბევრი პრობლემა იყოს განპირობებული ფაქტორებით, რომელბსაც ვერ შევცვლით, როგორიც არს ამინდი/ქარი ან ფაქტორებით რომლებიც გამომდინარეობენ იარაღის კონსტრუქციიდან და უნდა გავითვალსიწინოთ.   მაგალითად ავიღოთ გადატენვის ციკლი ნახევრად-ავტომატებში. გასროლამდე, პირველ ვაზნას აწვდით ხელით დანარჩენების მიწოდება ხდება ავტომატურად, რაც განაპირობებს მცირე სხვაობას იმაში თუ როგორ ხდება ვაზნის განლაგება სავაზენში, ასევე მჭიდის დაცლასთან ერთად იცვლება ძალა რომლითაც მჭიდის ზამბარა აწვება ქვევიდან საკეტს და ამუხრუჭებს მას, ორმხრივი მიწოდებაც კი მოქმედებს ვაზნის სავაზნეში განლაგებაზე და შესაბამისად ყველა ეს ფაქტორები მოქმედებენ სიზუსტეზე. ეს უნდა გავითვალისწინოთ. საყრდენის ტიპის შეცვლა, კონდახის მიბჯენაშ ცვლილება, მუხტის ტემპერატრა (ვაზნები გათბა მზეზე), ლულა გახურდა მზეზე ერთი მხრიდან, ეს ყველაფერი არღვევს ერთგავროვნებას და ეს ყველაფერ აისახება სროლის შედეგებზე.  ამიტომ ერთგვაროვნების ხარისხის მაქსიმალური შენარჩნება უნდა იყოს მსროლელის  მთავარი პრიორიტეტი.  ერთგვაროვნებას მოყვება სტაბილურობა. ხანდახან პლანეტები თქვენ სასიკეთოდ დაეწყობიან და თქვენ რაღაცას მოარტყავთ, ან კიდე უფრო მაგარი, დასვავათ კარგ ჯგუფს და აიკლებთ რომელიღაცა ფორუმს, ან პირიქითვ ვითომ მოკრძალებულად დაწერთ, რომ ეს არაფერია და უფრო უკეთესი შედეგის დადებისთვის ემზადებით (მაგრამ მერე, როდესაც ვერაფერს ვერ მიაღწევთ იტყვით რომ ზუსტ სროლაში მიაღიწეთ ყველაფერს გაყიდით იარაღს და იყიდით ახალ აიფონს). ამიტომ ეს მეტამორფოზა, რომ არ განიცადოთ, უნდა კარგად გაათვითცნობიეროდ, რომ ფასი აქვს სტაბილურობას, სტაბილურად მაღალი შედეგების ჩვენებას, მიუხედავად პლანეტბის განლაგებისა მიუხედავად დაბრკოლებებისა. დაიმახსოვრეთ სიტყვა “ერთგვაროვნება, იმიტომ, რომ მას მე ამ სტატიაში ხშირად გამოვიყენებ.

L1120980

შორს ნუ გაფრინდებით. იმისთვის რომ გაანულოთ იარაღი ან შეამოწმოთ მისი სიზუსტის ხარისხსი, აიღეთ რეალისტური სროლის მანძილი. დღეს სტანდარტად ითვლება 100 მეტრი. ეს მანძლი არის იდეალური, რომ გაანულოთ იარაღი და დაიწყოთ იმის გამორკვევა თუ რამდენად ზუსტია ის. ეს მანძლი არც ძალიან ახლოს არ არის რომ დამალოს თქვენი შეცდომები სროლის ტექნიკაში და არც ძალიან შორს არ არის, რომ ფიზიკურად გაგიჭირდეთ დამიზნება და სროლა და ამის გამო დაკომპლექსდეთ. სამიზნესთანაც დაგჭირდებათ სიარული, რომ გამოთვალოთ მოხვედრის საშუალო წერტილი და გამოიანგარიშოთ შესწორების მოცულობა, შესაბამისად 100 მეტრიდან უკან დაბრუნებისას სუნთქვის და გულის რიტმის დასამშვიდებლად ნაკლებ დროს დახარჯავთ. ალბათ ოპტიკით აღჭურვილი  მაგნუმ კალიბრის შაშხანების შემთხვევაში იგივე მიზნით 200 მეტრი იქნება უფრო ოპტიმალური დისტანცია. მას მერე რაც დაადგენთ იარაღის სიზუსტეს, ასევე დარწმუნდებით რომ ყველა კომპონენტი სათანადოდ მუშაობს, შეგიძლიათ იარაღი გაასწოროთ იმ მანძილზე რომელზეც გსურთ და რომელიც უკეთესად პასუხობს თქვენ მოთხოვნებს. მოკლე დისტანციებზე შაშხანის განულების მე არ მჯერა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არს.

ისროლეთ რაც შეიძლება დიდი ჯგუფები. განულებისას ან სიზუსტის შემოწმებისას დიდი ჯგუფები,  5 გასროლა და მეტი აუცილებელია იმისთვის, რომ დაადგინოთ სანდო საშუალო მაჩვენებელი. შეიძლება გაგიმართლოთ და სამი ტყვია დაჯდეს ახლო-ახლო, თქვენ ჩათვალოთ, რომ უფ იარაღი ნახევარ MOA-ს ისვრის, დედა რა კარგია, მაგრამ იმ დროს უბრალოდ გაგიმართლათ და მეტი არაფერი. 5, 10 ან თუნდაც 20 გასროლიანი სერია, უფრო ზუსტ წარმოდეგანს შეგიქმნით და დაგანახებთ ასე ვთქვათ იარაღის და კონკრეტული მუხტის ხასიათს. სროლის ტემპიც უნდა იყოს ოპტიმალური. ისროლეთ სერია პაუზების გარეშე, რომ ლულა გახურდეს, გაფართოვდეს და უკეთ მიხვდეთ თერმული გაფართოება როგორ მოქმედებს სიზუსტეზე. თხელი პროფილის ლულები სწრაფად ხურდებაინ და იცვლიან მოხვედრის საშუალო წერტილს. თუ არ აპირებთ ინტენსიურ სროლას, მაშინ პირიქით, ხანგრძლივი სერიების მერე უნდა აცალოთ ლულას გაგრილება, რომ შედეგები არ აგერიოთ. ისვრით შეჯიბრზე თუ ნადირობთ, ცხადია რომ ლულის ტემპერატურული რეჟიმი იქნება განსხვავებული და ეს უნდა გაითვალისწინოთ განულებისას.

24301025_553787954963366_5432753108605873018_n

არსებობს სავარჯიშო და “საბრძოლო” ვაზნები. ვერ აიძულებ ცუდ ვაზნას ისროლოს კარგად. ცუდი მუხტი ცუდათ გაისვრის საუკეთესო იარაღიდანაც. თუ ვაზნა არ ვარგა, არანაირი აზრი არ აქვს წვალებას და ფულის ხარჯვას უკეთეს ოპტიკაზე ან რამე სხვა კომპონენტებზე. ამიტომ იმ ვაზნის/მუხტის დადგენა, რომელიც ყველაზე კარგად ისვრის თქვენი იარაღიდან არის აუცილებელი. განსხვავება სიზუსტეში, რომელიც შეიძლება მოგცეს ორმა თითქოს თითქმის იდენტურმა ვაზნამ შეიძლება იყოს კოლოსალური.  ასევე ცნობილია მაგალითად, რომ ორ კომპონენტიანი ტყვიები არ არის ისეთი ზუსტი, იმიტომ რომ ფოლადის გულის ტყვიის შიგნით ზუსტად და ყოველთვს ერთგვაროვნულად განთავსება საკმაოდ პრობლემატურია. პატარა გადაცდომა და ტყვია დაკარგავს სიზუსტეს. ამიტომ ასეთი მუხტები იქცევიან არასტაბილურად. მაგრამ აზრი აქვს ასეთი ვაზნების გამოყენებას მაგალითად ტაქტიკურ კარაბინში მხოლოდ სავარჯიშოდ. ის მუხტები, რომლებიც არის ზუსტი გამოიყენეთ მხოლოდ, მაშინ როდესაც საკუთარ თავს აბარებთ კვალიფიკაციას, ამოწმებთ ზეროს, რავიცი, ასპარეზობთ, ნადირობთ  და ასე შემდეგ. კარგი საასპარეზო დონის ვაზნები ძვირი ღირს, რაც ასევე გამორიცხავს ასეთი ვაზნების ხშირ გამოყენებას. ამიტომ იაფი და ნაკლებად ზუსტი ვაზნები იქნება სავარჯიშო, ზუსტი და ძვირიანი შესაბამისად “საბრძოლო”.

P1050910

როგორც წესი ძვირინაი საასაპრეზო კლასის ვაზნები უკეთეს შედეგს იძლევა მაგრამ არის გამონაკლისებიც. მაგალითად 100 მეტრზე ჩემი Savage 10 Hog Hunter-ი ყველაზე კარგად ისროდა სწორედ იაფი ბრაზილიური СBC-ის ვაზნებით.

20150110_162849

როდესაც ვსაუბრობთ მუხტის არჩევს მნიშვნელობაზე მე ვიყენებ მაგალითად ისტორიას Mossberg MMR-თან. 62 გრანიანი FMJ ვაზნით 100 მეტრზ ჯგუფი ძლივს ეტეოდა ა4 ფორმატის ფურცელზე. თავდაპირველად გვეგონა რომ იარაღი იყო დეფექტური ან ოპტიკა. პატრონმაც ყურები ჩამოყარა, განა რამდენით გაუმჯობესდებოდა შედეგი თუნდაც სხვა ვაზნის გამოყენებით? ნახევარი ა4-იც იქნებოდა მიუღებელი. მაგრამ,  იგივე ტიპის ვაზნის, ამჯერად 69 გრანიანი ტყვიით ჯგუფი შემცირდა ისეთ ზომებამდე რომ ყველა მორტყმას გადაფარავდა 20 თეთრიანი მონეტა. 

სამიზნი მოწყობილობები უნდა იყოს საკმარისი.  9hole reviews ქონდა მშვენიერი ვიდეო ორი სხვადასხვა ტიპის FN FAL-ის ტესტირებაზე, სადაც “პარა” მოდელმა მიუხედავად იმისა, რომ ქონდა პოტენციალი, ტესტირება პრაქტიკულ სიზუსტეზე ვერ გაიარა. ამის მიზეზი იყო არასაკმარსი სამიზნე მოწყობილობები გათვლილი მხოლოდ ორ ფიქსირებულ მანძილზე სასროლად. კარგი მაგალითია ასევე საქართველოში პოპულარული “Magpul”-ის დასაკეცი სამიზნი MBUS. ამ სამიზნეს აქვს ორი დიოტრი ახლო და შორ მანძილზე სასროლად მაგრამ მისი წვრლი დიოპტრიც, იდეაში შორ მანძილზე სასროლად გათვლილი, იმდენად განიერია, რომ წესიერად დამიზნება შეუძლებელა. შგნით ჩანს მთელი წინა სამიზნი მოწყობილობა, სამიზნე და სოლიდური მონაკვეთი სამიზნეს ირგვლივ. ასეთი სამიზნით კარგი შედეგეის მიღება შეუძლებელია.  ამიტომ თუ სხვა არაფერი ხელმისაწვდომი არ არის, ასეთ შემთხვევაში თუ გვინდა იარაღის სიზუსტის შემოწმება ან კარგად გასწორება უნდა ვისროლოთ 50 მეტრზე. ასეთ მანძილზე ის მოგვცემს ზუსტად სროლის საშუალებას. საერთოდ, როგორც წესი, 100 მეტრზე სასროლად გამოდგება ნებისმიერი შაშხანის სამიზნე მოწყობილობები, ასე რომ დიდი მადლობა “მაგპულს” რომ გახადა ეს შეუძლებელი. 

P1080693

გაყავით დამიზნება ორ ეტაპად. ეს ტექნიკა მე არ მახსოვს თვითონ მოვიფიქრე თუ სადღაც ამოვიკითხე, მაგრამ მე კარგი შედეგი მომცა და ამიტომ თქვენც მოგიყვებით. რკინებით, “პარტრიჯის” ტიპის (იგივე სექტორული) სამიზნე მოწყობილობებით დამიზნებისას, ნუ შეეცდებით ერთდროულად ერთმანეთს გაუსწოროთ კორა, თარაზო და სამიზნე. ჯერ გაუსწორეთ კორა და თარაზო ერთმანეთს და ასე ნელა “მიუყვანეთ” ისინი სამიზნეს. ანუ დამიზნება გაყავით ორ ეტაპად, ჯერ კორას და სამიზნეს უსწორებთ ერთმანეთს მერე,  მაგათ ორივეს სამიზნეს. ამ მეთოდმა ჩემთვის კარგად იმუშავა, როდესაც მე ინტენსიურად ვისროდი ე.წ. საბჭოთა “ნზ”-ს იარაღებიდან რომლებიც აღჭურვილი იყო სექტორული სამიზნე მოწყობილობებით.

DSC00749

სამიზნე უნდა იყოს საკმარისი. გამოიყენეთ კარგი კონტრასტული სამიზნეები, რომ საჭირო მანძილიდან დაინახოთ სამიზნე მთლიანად და ასევე წერტილი მასზე, რომლის მიმართ გაასწორებთ სამიზნეს. თუ სამიზნე მოწყობილობები არა საკმარისია, მაგალითად იყენებთ წყეულ MBUS-ს ან ოპტიკაზე გაქვთ ზედმეტად განიერი ჯვარი, გაზარდეთ სამიზნის ზომები. ადრე, როდესაც მე ძალან ბევრს ვისროდი მოსინებიდან, სკს-ებიდან  და სვტ-ეებიდან ჩემი საყვარელი სამიზნე იყო დიდი 20х20-ზე კონტასტული (შავი) კვადრატი თეთრ ფარზე. ასეთი სამიზნე მე მაძლევდა საშუალებას გამეადვილებინა დამიზნების პროცესი და შესაბამისად მიმეღო მაქსიმალური სიზუსტე. სპორტული სამიზნე არ არის პრაქტიკული სამიზნე, სპორტულმა სამიზნემ უნდა მოგცეთ საშუალება ისროლოთ კარგად და არა გაგირთულოდ სროლის პროცესი. პრაქტიკული სამიზნე უკვე სხვა თემაა და ის პირველ რიგში უნდა წააგავდეს რეალურ სამიზნეს რომელზეც მოგიწევთ სროლა და გარდა ამისა შეიძლება იყოს ისეთი რომ დამატებითი სირთულე შეგიქმნათ დამიზნებაში, იყოს არაკონტრასტული, რამეს ამოფარებული, თუნდაც მოძრავი.

20160522_103550

საიმედო საყრდენი. მე ვარ პრაქტიკული სროლის მომხრე. მაგიდები, სასროლოსნო გირაგები, ქვიშის ტომრები, ტრიპოდები ანუ ყველაფერი რასაც თან ვერ ათრევ 20კმ მე არ მაინტერესებს. ამიტომ მე ვარ ორფეხა სადგარების (ბიპოდის) დიდი მომხრე. იარაღზე დაყენებული ბიპოდი უზრუნველყოფს ერთგვაროვან საყრდენს იარაღისთვის და უზრნველყოფს სტაბილურ შედეგს.  ოდნავ ჩათხარეთ ფეხები მიწაში, მიაწექით ტანით იარაღს და მიიღებთ ზე-სტაბილურ პლატფორმას. მიწოლას იმიტომ გთავაზობთ, რომ შესაძლებელია ამ მიწოლის “რაოდენობის” გაკონტროლება და შესაბამისად გასროლიდან გასროლამდე ერთგვაროვანი მიწოლის უზრუნველყოფა. მიწოლა არ ნიშნავს, რომ იარაღი უნდა ჩამკვდარი იყოს მსროლელსა და მიწაში ჩათხრილს სადგარს შორის, არა. უბრალოდ საკმარისად მყარად უნდა იყოს განლაგებული, რომ იარაღი არ მოძრაობდეს. კარგ შედეგს იძლევა ასევე “დასორსლებული” ზურგჩანთა. ხსენებული 9hole reviews, სწორედ ასეთი მეთოდით ისვრიან მოიუხედავად იმისა, რომ ბენჩის და ბიპოდის გამოყენების პრობლემა არ აქვთ. გაითვალისწინეთ, რომ დიდი კალიბრის შაშხანაზე ბიპოდმა შეიძლება არ იმუშაოს კარგად თუ სარეცელი არ არის მყარი. თუ სარეცელი დამზადებულია თხელი პლასტმასისგან, მყარი ზედაპირიდან სროლისას ის შეასრულებს ზამბარის ფუნქციას და იარაღი უბრალოდ იხტუნავებს. ასეთ შემთხვევაში იმპროვიზირებული “ბალიში” ზურგჩანთისგან ან ქვაზე დადებული დახვეული ქურთუკისგან იქნება უფრო გამოსადეგი.

P1090207

თავდაცვით სიტუაციაში შაშხანის გამოყენების ეპიზოდების უმეტესობა ხდება პისტოლეტის მანძილებზე. რას გვეუბნება ეს ფაქტი ჩვენ? იმას, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ უნდა ვიცოდეთ სად მოხვდება ჩვენი ტყვია 400 მეტრზე, ასევე უნდა ვიცოდეთ სად მოხვდება ის 10 მეტრზე. შაშხანის მისროლის დასრულების შემდეგ მე ვისვრი 10-20 მეტრზე იმისთვის, რომ ვნახო სად მოხვდება ტყვიები და როგორ უნდა დავუმიზნო რომ გავარტყა პატარ/წერტილოვან სამიზნეს ზე-მოკლე დისტანციაზე.  სამიზნე არ იდგება სრული სიმაღლით თქვენს წინ, ხანდახან “ხელმისაწვდომი” იქნება მხოლოდ მისი პატარა ნაწილი და უნდა იცოდეთ სამიზნე მოწყობილობების სიმაღლის მიხედვით სად უნდა დაუმიზნოთ ან სამიზნი ბადის რომელი ელემენტით დაუმიზნოთ მას, რომ მოარტყათ.

P1060559

და ბოლოს ხანდახან გამოიყენეთ რეალისტური სამიზნეები. სპორტული სამიზნეები კარგია იარაღის ტესტირებისთვის და მიზანში სროლისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს იარაღის გამოყენების პრაქტიკული ასპექტები.  რეალურ სამყაროში სამიზნეს არ ექნება მკერდზე დაკრული კონტრასტული კვადრატები და “ხარის თვალები”, ამიტომ გამოიყენეთ სამიზნეები, რომლებიც გვანან იმას რაში სროლაც შეიძლება მოგიწიოთ თუნდაც ძალიან ნაკლებად სავარაუდო სცენარის განვითარების შემთხვევაში.

28169508_595385937470234_828071171_o

14 უბრალო ნივთი, რომელიც გამოადგება მსროლელს

Wednesday, October 31st, 2018

ამ სტატიაში მე მოგიყვებით ნივთებზე, რომლებიც იყიდება ჩვეულებრივ მაღაზიებში და გამოგადგებათ სხვადასხვა საქმეებში, რომლებიც უკავშირდება სროლას, იარაღებს და იარაღების მოვლას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროდუქცია არ არის ბრენდირებული, როგორც იარაღების აქსესუარები, ფასები თითქმის ყოველთვის არის ძალიან დაბალი, ხოლო სარგებელი მნიშვნელოვანი.

P1010057

1. საკვების შესანახი პლასტმასის კონტეინერები. გამოდგება ძალიან ბევრ რამეში.  ვაზნების, იარაღის ნაწილების ან ინსტრუმენტების შესანახად. ასევე როგორც აბაზანა განსაკუთრებულად ბინძური მოკლელულიანი იარაღისთვის, რომ დატოვოთ ის საწმენდ სითხეში დიდიხნით.  იყიდება პრაქტიკულად ყველგან. ღირს იაფი, როგორც წესი ლარიდან 5 ლარამდე.

dgdgtireink,

2. საბურავის წყალგამძლე მარკერი. ეს მარკერი გამოიყენება საბურავებზე წარწერების გაფერადებისთვის. არის სხვადასხვა ფერებში. ასეთი მარკერის “საღებავი” ძალიან გამძლეა და გამოდგება თქვენი მჭიდების ან სხვა აღჭურვილობის ან ნივთების მარკირებისთვის, იმისთვის რომ არ აგერიოთ სხვის ნივთებში. შეიძლება სხვა დანიშნულებითაც გამოყენება, მაგალითად იარაღის სამიზნე მოწყობილობებზე თუ გამუქდა თეთრი წერტილები, ასეთი მარკერი იდეალურია მათ განსაახლებლად. იყიდება სპეციალიზირებულ მაღაზიებში. ღირს 15-20 ლარი.

0027466_set-of-small-cleaning-brushes-pack-of-6

3. საწმენდი ჯაგრისების ნაკრები. დააწერეთ ამ ჯაგრისებს “რემინგტონი” ან “ვინჩესტერი” და ისინი გაიყიდება 15 ლარად. წყვილი ჯაგრისების  უსახელო ნაკრები (ნეილონის და თითბერის, როგორც სურათზე) მე ვიყიდე “ბრიკორამაში” 1.50-ად. ნეილონის ჯაგრისი გამოდგება დეტალების გასაწმენდად, თითბერის ჯაგრისი იდელაურია გამაგრებული/ჩამჯდარი ნამწვავის მოსაცილებლად. ასევე შესაძლებელია კბილის ჯაგრისების გამოყენება.  შეიძლება ყველაზე იაფფასიანის შეძენაც (3-5 ლარი) ან მეიორადი, გადასაგდებლად გამზადებულის გამოყენებაც, რაც საერთოდ არაფერი არ დაგიჯდებათ.

 WD-40 (400 ML)-700x500

4. WD-40. ის იყიდება ავტონაწლების მაღაზიებში და აქვს ბევრი გამოყენება. მე ხშირად ვიყენებ ამ სითხეს ლულის გამოსარეცხად, რომ მოვაცილო აგრესიული საწმენდი ქიმიის ნარჩენები. მაგალითად ნადების მოსაცილებელი “Robla” ისევე, როგორც ბევრი ანალოგიური სითხე დამზადებულია წყალზე. WD-40 გამოდევნის წყალს და ამიტომ გამოდგება ასეთი ქიმიის ლულიდან ან სხვა დეტალებიდან მოცილების მიზნით. უბრალოდ ნუ გააკარებთ მას ხის დეტალებს და თავი შეიკავეთ ჭარბი გამოყენებისგან, ასევე მიაქციეთ ყურადღება რომ სითხე არსად არ გროვდებოდეს.  WD-40-ის ფასი 8 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს, გააჩნია ქილის მოცულობას.

P1010977

5. Revell-ის საღებავები. გამოიყენება ავიამოდელირებაში, ხოლო ჩვენ შემთხვევაში გამოდგება კოსმეტიკური მიზნებისთვის, როგორც არის დამღების, წარწერების, მარკირებების გაფერადება. შეიძლება წინა სამიზნე მოწყობილობის თეთრი წერტილის კონტრასტული ფერით შეცვლა. იყიდება იქ სადაც არის მოდელიზმის სექციები. ფასი დაახლოებით 5 ლარი ერთ ქილაში. უბრალოდ იყიდეთ კრიალა და არა მკრთალი ფერები და ნახეთ ინტერნეტში გაფერადების შესახებ ვიდეოები ან პოსტები, სანამ ღებვას დაიწყებთ.

44787661_678952172491762_2849726619260551168_n

6. სახრნახნისი, დამატებითი პირების კომპლექტით. იარაღებისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული ნაკრებები აქ არ იშოვება და ზოგადად ღირს ძვირი. იყიდეთ კარგი ხარისხსი ჩვეულებრივი სახრახნისი და პირების დამატებითი კომპლექტი. საჭიროების შემთხვევაში ქლიბით მიიღებთ სასურველი ფორმის და სისქის პირს. მე უკვე 10 წელზე მეტია ვიყენებ “გუდვილში” ნაყიდ Black&Decker-ის ნაკრებს და ასევე ჩემს მიერ დაქლიბული პირების კომპლექტს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა იარაღებში გამოყენებისთვის. მაგალითად “ზიგ-ზაუერის” ტარის ხრახნებისთვის (გრძელი და თხელი პირი) ან ღარით შუაში, CZ75-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დასაშლელად.

gunmat111

7. პატარა ხალიჩები. ასეთი რეზინის ან ნაჭრის ხალიჩები, გამოდგება როგორც საფენი მაგიდისთვის, რომელზეც მუშაობთ იარაღთან. მისი ტექსტურა ისეთია, რომ პატარა ზამბარები და პინები არ იგორავენენ ზედ და არსად არ გადაგორდებიან. სქელი ნაჭერი იწოვს ზეთის და საწმენდი ქიმიის ნარჩენებს, ინახავს მაგიდის ზედაპირს.  ასეთი ხალიჩები არ ღირს ძვირი, დაახლოებით 8-დან 15 ლარამდე და იყიდება პრაქტიკულად ყველგან.

GKL5345

8. ბამბის ჩხირები. გამოდგება როგორც დეტალების და ძნელად მისაღწევი ადგილების გასაწმენდად, როგორიც არის მაგალითად დამრტყმელის არხი საკეტში,  ასევე იმისთვის, რომ დაიტანოთ დეტალებზე ზეთის თხელი დამცავი ფენა. იყიდეთ კარგი ხარისხის ჩხირები, რომლებიც არ ტოვებენ ბამბის ნაწილაკებს. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ გამოყენებისას ბამბის თავი არ მოძვრეს და სადმე არ გაიჭედოს. ბამბის ჩხირები იყიდება ყველგან და ღირს 2-5 ლარი.

drillwork

9. მინი-დრელი. ის გამოდგება უამრავ საქმეში, მათ შორის სახლის საქმეებში ასე რომ ეს არის კარგი ინვესტიცია. იარაღის შემთხვევაში მინი-დრელი იდეალურია დეტალების გაპრიალებისას, ზედაპირის გაწმენდისთვის. რამის დაქლიბვა, გადაჭრა იქნება ადვილი. ეს უნივერსალური ინსტრუმენტი დაგიზოგავთ დროს და ენერგიას.  ბოლო სამუშაოები ორმ დავასახელო, რაშიც ჩემი მინი-დრელი გამოვიყენე, ეს იქნება მჭიდის ზამბარების დამოკლება, MFT-ს კონდახის ფორმის შეცვლა, СZ-75-ის ლულის ზედაპირის გაწმენდა ჟანგისგან და გაპრიალება, Glock-ის ტარის ფორმის მოდიფიცირება. სურათზე არის ასახული “Arsenal SAR-SF”-ის სტანდარტულ ტიბჟირზე ფანრის მონტაჟის პროცესი. კარგი ხარისხის მინი-დრელი არ ღირს კაპიკები, მისი ფასი სადღაც 80 ლარიდან იწყება, მაგრამ ეს ნივთი გამოგადგებათ უამრავ, მათ შორის როგორც უკვე აღვნიშნე სახლის საქმეებში.

P1010102

10. ინსტრუმენტების კოლოფი. გამოდგება როგორც თავისებური ორგანაიზერი, იმისთვის, რომ ერთად შეინახოთ ყველა ინსტრუმენტი და საწმენდი საშუალება.  ასევე დანა-ჩანგლის შესენახი “ხონჩა” გამოდგება ინსტრუმენტების, ჯაგისების და შომპოლების შესანახად. მე მაქვს როგორც დიდი სადაც ვინახავ საწმენდ საშუალებებს და სითხეებს ასევე კომპაქტური “საველე” ვარიანტი, რომლის წაღება შეიძლება რენჯზე. ასეთი ორგანაიზერები იყიდება სპეციალიზირებულ მაღაზიებში და ყველა გიპერ-მარკეტში. კეისის ფასი 15-45 ლარი (გააჩნია ზომას), ხონჩა დაჯდება ალბათ 10 ლარამდე.

griptapeone

11. skateboard tape/grip tape. რამდენიც არ ვეცადე, ასეთი ფირი საქართველოში ვერსად ვერ ვიპოვე, მაგრამ მისი შეძენა ადვილად შესაძლებელია იგივე “ამაზონზე”. ნუ ეძებთ უკვე იარაღზე გამოყენებისთვის, წინასწარ ამოჭრილ ნაკრებებს, ისინი შედარებით ძვირი ღირს. იყიდეთ ფირის მთლიანი ნაჭერი და ჯერ დაამზადეთ ქაღალდის შაბლონი, მოარგეთ ის დეტალს რომელზეც აპირებთ ფირის დაკრობას  და უკვე მერე ამოჭერით. ასეთი ფირი იდეალურია იქ სადაც საჭიროა მეტი მოჭიდება. გამოიყენება იარაღის და დანის ტარებზე. განსაკუთრებულად ეფექტურია მცირე ზომის იარაღის ტარებზე. უბრალოდ შეეცადეთ არ იყიდოთ აბრაზიული ფირები, იმიტომ რომ ჭერის საიმედოობას კი გაზრდიან მაგრამ გახეხავენ და დაკაწრავენ ყველაფერს, რასაც მიედებიან. ასეთი ფირი დაჯდება 10-დან 20 დოალრამდე, მაგრამ ეყოფა უამრავ იარაღს.

stip109

12. სარჩილავი (паяльник).  ის ყველას არ გამოადგება, მაგრამ თუ თვალი და ხელი კარგი გაქვთ შესაძლებელია პლასტმასის ფურნიტურაზე სხვადასხვა მოხატულობის ამოწვა. სურათზე არის ავტორის მიერ დამუშავებული “გლოკის” და ბერეტა 92-ის სახელურები. ელექტრო-სარჩივალი იყიდება სპეციალიზირებულ მაღაზიებში და მშრალ ხიდთან. ფასი 15 ლარიდან.

P1050546

13. ქაღალდის წებოვანი ფირი (ე.წ. “მალიარნი სკოტჩი). იდეალურია სამიზნეებზე ნახვრეტების დასამალად. მარკერით მონიშვნაც მუშაობს, მაგრამ ხანდახან ნასროლები იმდენია, რომ კონტროლი სროლის შედეგების რთულდება. ასეთი ფირით შესაძლებელია სამზნის სწრაფი აღდგენა და სროლის შედეგების ზუსტი კონტროლი. ფირის ფასი 2-დან 10 ლარამდე, გააჩნია სისქეს და სიგრძეს. 

396083509_w640_h640_img_27319

14. ქლიბების ნაკრები. იარაღი დამზადებულია, რკინისგან, ხისგან და პლასტმასისგან. მასობრივი წარმოების იარაღში ხშირად დეტალების მორგება ისეთი კარგი არ არის და ამ პატარა წუნების გამოსასწორებლად დაგჭირდებათ ქლიბების კომპლექტი. სულ ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, საჭირო გახდა ახალი გლოკის პისტოლეტის ზედმეტად ხისტი საკეტის შემაკავებლის დაქლიბვა, რომ შესაძლებელი გამხდარიყო საკეტის შემაკავებლიდან მოხსნა ზედმეტი ძალდატანების გარეშე. კარგი ქლიბების ნაკრები არ ღირს ძვირი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით კარგი ქლიბების შეძენა შეიძლება ისევ და ისევ მშრალ ხიდზე. არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ “ტოლსენის”, ქლიბები რომლებიც არის ნაგავი.

DA/SA VS Striker

Tuesday, August 14th, 2018

არც ისე დიდიხნის წინ პისტოლეტები ორმაგი მოქმედების (DA/SA) ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით დომინირებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. “სტრაიკერები” არსებობენ ერთ საუკუნეზე მეტი, მხოლოდ 80-ნი წლების ბოლოს, “გლოკის” პისტოლეტების გამოჩენამ წარმოშვა თავისებური ტრენდი, როგორც მექანიზმზე შიდა დამრტყმელით ასევე რა თქმა უნდა პოლიმერის ჩარჩოზე. ამჟამად სწორედ პოლიმერის ჩარჩოიანი “სტრაიკერი” არის თანამედროვე სამსახურებრივი/თავდაცვითი პისტოლეტის ახალი პარადიგმა, მაშინ როდესაც სულ უფრო ნაკლები ახალი ორმაგი მქომედების პისტოლეტები ჩნდება ბაზარზე. მიუხედავად ამისა, მაინც ჯერ კიდევ დიდია რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც კვლავ უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურ DA/SA ტიპის მექანიზმს ისევე, როგორც მწარმოებლები ჯერ კიდევ უშვებენ საკმარისი რაოდენობის პისტოლეტებს ასეთი მექანიზმებით. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით შევადაროთ ორივე ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები და შევეცდებით დავადგინოთ მათი სუსტი და ძლიერი მხარეები.

ჯერ გავერკვიოთ ტექნიკურ ნიუანსებში. ჩახმახიანი DA/SA (Double Action/Single Action) მექანიზმი (რუსულად механизм двойного действия, ქართულად ორმაგი მოქმედების მექანიზმი) გულისხმობს  გარედან განლაგებულ ჩახმახს, პირველი გასროლის წარმოებას მისი წინასწარი შეყენებით (ერთმაგი რეჟიმი) ან შეყენების გარეშე (ორმაგი მოქმედება) მომდევნო გასროლებით ერთმაგ რეჟიმში. მეორეს მხრივ “სტრაიკერი” არის პისტოლეტი, როგორც წესი შიდა დამრტყმელით, ჩახმახის გარეშე. დამრტყმელის შეყენება ხდება საკეტის მოძრაობით. უნდა აღინიშნოს რომ “სტრაიკერში” იგულისხმება კონკრეტული კონსტრუქცია შიდა დამრტყმელით, ხოლო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი შეიძლება იყოს რამოდენიმე ტიპის, წინასწარი შეყენებით როგორც “გლოკი”, ერთმაგი მოქმედების როგორც Springfield XD, ან ჰიბრიდული როგორც Walther P99-ში სადაც გასროლის წარმოება შესაძლებელია დაშვებული დამრტყმელით და ასევე შესაძლებელია დამრტყმელის უსაფრთხო დაშვება ღილაკზე დაჭერით, როგორც დეკოკერის გამოყენებისას კლასიკურ DA/SA მექანიზმიან პისტოლეტში და უკვე ამის შემდეგ პირველი გასროლის წარმოება მხოლოდ სასხლეტზე დაჭერით, როგორც ტიპიურ DA/SA პისტოლეტში.

dasastriker1

“სტრაიკერში” საბრძოლო ზამბარის ფუნქციას ასრულებს დამრტყმელის ზამბარა, რომელიც უკანასკნელთან ერთად მოთავსებულია საკეტში. ტიპიურ  DA/SA პისტოლეტში საბრძოლო ზამბარა, რომელიც გადაცემს ძალას ჩახმახს განლაგებულია ტარში და აწვება ჩახმახს ქვევიდან, უფრო იშვიათად ის შეიძლება იყოს განლაგებული პირდაპირ ჩახმახის შიგნით (მაგალითად Grand Power K100, TT). (სურათი ჩასწორებულია).

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი ან უფრო სწორედ თავისებურება, რომელიც გააჩნია DA/SA პისტოლეტებს არის მათი სასხლეტის მოქმედების პრინციპი. მარტივად, რომ ავხსნა, თქვენ გაქვთ პისტოლეტი ორი სასხლეტით, მძიმე და გრძელი სვლით  ორმაგი მოქმედების რეჟიმში, მსუბუქი და მოკლე სვლით ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. ეს წარმოშობს პრობლემას, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობა DA/SA  პისტოლეტების პატრონებს ურჩევნიათ ისროლონ მხოლოდ ერთმაგ რეჟიმში და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას სროლას ორმაგი მოქმედების რეჟმში, სწრაფი მომდევნო გასროლით ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც უკავშირდება DA/SA  ტიპის პისტოლეტის ეფექტურ გამოყენებას. უნარი განახორციელოთ ზუსტი და სწრაფი გასროლა ორმაგ რეჟიმში და სწრაფი მომდევნო გასროლა ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. ამ ილეთის ათვისება არ არის რთული, უბრალოდ ის ითხოვს დროს და პრაქტიკას.  თუ ასეთი სროლის ტექნიკას თქვენ არ ფლობთ, თქვენ არ იცით სროლა DA/SA პისტოლეტიდან, სტრაიკერებს, მეორეს მხრივ პირველიდან ბოლო გასროლამდე სასხლეტი აქვთ ერთნაირი და ეს პრობლემაც არ არსებობს.

სტატიის კონტექსტიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს გერმანული პისტოლეტი Walther P99, რომელიც წარმოადგენს სტრაიკერის და DA/SA პისტოლეტის ჰიბრიდს. სროლა ამ პისტოლეტიდან შეიძლება როგორც “შეყენებული” დამრტყმელით ასევე “დაშვებული” დამრტყმელით, როგორც ტიპიური SA/DA პისტოლეტის შემთხვევაში. აღნიშნულ პისტოლეტს ასევე გააჩნია “დეკოკერი”. მაგრამ გარდა ამისა ამ ყველაფერისა მას აქვს სასხლეტი უნიკალური ფუნქციით, ვაზნის მიწოდების შემდეგ სასხლეტი რჩება უკიდურესად წინა მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ დამრტყმელი “შეყენებულია”. იმისთვის რომ განახორციელოთ გასროლა მას უნდა დააწვეთ რის შემდეგ ის გადადის უკან და იკავებს პოზიციას როგოროც შეყენებული დამრტყმელის შემთხვევაში, მათ შორის უკვე ყოველი მომდევნო გასროლის შემდეგაც. “ვალტერში ასეთ სასხლეტს დაარქვეს “Anti Stress”. ამ ჩემი აზრით ზედმეტი უსაფრთხოების მექანიზმის გადალახვა წააგავს DA/SA პისტოლეტის სასხლეტთან მუშაობის ტექნიკას, როდესაც გასროლის წინ სანამ აიტანთ პისტოლეტს სამიზნე ხაზზე თითით იწყებთ სასხლეტზე დაჭერას, იმისთვის რომ პისტოლეტის სამიზნე ხაზზე მოთავსების შემდეგ სასხლეტი “ვალტერზე” მოვიდეს “ნორმალურ” მდგომარეობაში ხოლო სასხლეტი DA/SA პისტოლეტზე იყოს ნაწილობრივ უკან მისული და საჭირო იყოს სულ ცოტათი ბოლომდე მასზე დაჭერა რომ მოხდეს გასროლა. ეს ტექნიკა არის განხილული რამდენიმე რესურსზე და არ გამოვრიცხავ, რომ არიან ინსტრუქტორები, რომლებიც ამ ტექნიკას ასწავლიან, მაგრამ ჩემი აზრით ასეთ ტექნიკას აქვს პოტენციალურად საშიში ნაკლი. სასხლეტთან იწყებთ მუშაობას სანამ პისტოლეტის მიმართულია სამიზნეზე. სტრესის პირობებში სასხლეტთან ასეთი ნატიფი მუშაობა შეიძლება არ გამოვიდეს და მოხდეს უნებლია გასროლა, მაგრამ ალბათ გააჩნია მსროლელის მომზადების დონეს.

რა თქმა უნდა არის სხვა მიზეზებიც რომლებმაც განაპირობეს “სტრაიკერების” დომინირება. პირველ რიგში ტიპიური “სტრაიკერი” შედგება ნაკლები დეტალისგან.  მაგალითად “გლოკი” შედგება სულ 32 დეტალისგან და აბსოლუტური უმეტესობა დეტალების (გარდა დამრტყმელისა და დამრტყმელის მცველისა) არის ნაშტამპი ან პლასტმასის რაც ბუნებრვია ამცირებს ასეთი პისტოლეტის ფასს. შედარებისთვის Beretta 92SF, კლასიკური DA/SA პისტოლეტი, შედგება 75 დეტალისგან.  შესაბამისად მწარმოებლისთვის ახალი სტრაიკერის შექმნაც და გამოშვებაც უფრო ადვილი და იაფია.

სტრაიკერების კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სასხლეტი ასეთ პისტოლეტებზე, როგორც წესი შედარებით მოკლე და მსუბუქია, ხოლო პირველი გასროლიდან ბოლო გასროლამდე, სასხლეტის სვლა და წონა არ იცვლება.  DA/SA პისტოლეტებს მეორეს მხრივ იმისთვის რომ განახორციელოთ პირველი გასროლა ორმაგი მოქმედების რეჟიმში უნდა შეკუმშოთ საკმაოდ მძიმე საბრძოლო ზამბარა და სასხლეტის სვლაც გრძელია, რაც ბუნებრივია საგრძნობლად ართულებს სწრაფ და ზუსტ სროლას. ყოველი შემდეგი გასროლა რა თქმა უნდა უკვე განხორციელდება უფრო “კომფორტულ” და მოსახერხებელ ერთმაგ რეჟიმში, მსუბუქი სასხლეტით და მისიმოკლე სვლით. რა თქმა უნდა შესაძლებელია DA/SA პისტოლეტის ტარება სულ შეყენებული ჩახმახით და მცველზე. ამის შესაძლებლობა გააჩნია მაგალითად CZ-75-ს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი და აბსოლუტურად ყველა უწყება, თვლის (სამართლიანად), რომ პისტოლეტი შეყენებული ჩახმახით არის ზედმეტი პასუხისმგებლობა. თუნდაც ეს პისტოლეტი იყოს აყვანილი მცველზე, ამიტომ ცხადია პისტოლეტის ტარება როგორც წესიყოველთვის ხდება დაშვებული ჩახმახით.  უშუალოდ იარაღის გამოყენებამდეც კი ჩახმახის შეყენება, მაგალითად ამერიკის პოლიციურ სამსახურებში განიხილებოდა, როგორც პოტენციალურად საფრთხის შემცველი მოქმედება, რამაც მათ შორის ასევე განაპირობა ამ ქვეყნის პოლიციურ სამსახურებში უარის თქმა პისტოლეტებზე ერთმაგი რეჟიმით, რომლებსაც ჩაენაცვლა ან “სტრაიკერები” ან პისტოლეტები გარეთ განლაგებული ჩახმახებით მაგრამ მისი შეყენების შესაძლებლობის გარეშე. ე.წ. DAO (Double Action Only, ქართულად მხოლოდ ორმაგი მოქმედების). პისტოლეტები ასეთი მექანიზმებით ჩადგნენ სადღაც შუაში “სტრაიკერებსა” და DA/SA პისტოლეტებს შორის.  მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პისტოლეტებიდან პრინციპში შესაძლებელია სწრაფი და ზუსტი სროლა მათ აქვთ უფრო ცუდი სასხლეტები ვიდრე “სტრაიკერებს” და ამავე დროს არ აქვთ ერთმაგი სროლის რეჟიმი, როგორც DA/SA პისტოლეტებს.  პისტოლეტებს ასეთი “პოლიციური” სასხლეტებით უშვებდნენ მაგალითად Para-Ordnance (LDA), Sig-Sauer (DAK), H&K (LEM).  ყველა ეს სისტემა იყო გათვლილი იმაზე, რომ მოხსნილიყო შეყენებული ჩახმახის ფაქტორი, როგორც დამატებითი პასუხისმგებლობის ფაქტორი პოლიციური სამსახურებისთვის. შეყენებული ჩახმახი განიხილებოდა, როგორც ზედმეტად სახიფათო მდგომარეობა გაუწვრთნელი პოლიციელებისთვის და გარდა ამისა ის გამოიყენებოდა როგორც სამხილი პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოიყენეს იარაღი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.  დიახ, 80-ნი წლების დასაწყისში იყო რამდენიმე პრეცენდენტი, როდესაც გასროლა დაბრალდა შეყენებულ ჩახმახს, რომლის შეყენებაც ჩაითვალა სასამართლოს მიერ, როგორც  ქმედება, რომელმაც მოყვანა იარაღი “პოტენციალურად საშიშ” მდგომარეობაში. ვიღაცას გაეცინება მაგრამ ასეთ პრეცენდნენტებს მოყვა ძალიან შორს მიმავალი შედეგები. აშშ-ში, 70-ან წლებში ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლიდი მხოლოდ ორმაგი მოქმედების რევოლვერებს და ანალოგიური პისტოლეტები პრაქტიკულად არ არსებობდა. 2000-ან წლებში ასეთი პისტოლეტები და რევოლვერები ქონდა პრაქტიკულად ყველა მეტ ნაკლებად  მსხვილმწარმოებელს. “სტრაიკერების” გამოჩენიდან და მათი მოდელების რიცხვის ზრდასთან ერთად “მხოლოდ ორმაგი” მოქმედების პისტოლეტების პოპულარობამ და გავრცელებამ მკვეთრად იკლო. მხოლოდ ორმაგი მოქმედების ჩახმახიანი პისტოლეტები ჩემი აზრით არის ის იარაღი, რომელზეც ადამიანმა არჩევანი არ უნდა გააკეთოს. ასეთი იარაღის გამოჩენა განპირობებული იყო იურიდიული ნუანსებით და არა იმით, რომ გაუადვილოს ადამიანს იარაღის ეფექტური გამოყენება ან თუნდაც გაზარდონ იარაღის უსაფრთხოების ხარისხი.

P1030574

ავტორის კუთვნილი H&K P2000LEM არის ტიპიური 2000-ნი წლების დასაწყისის პოლიციური იარაღი. LEM (Law Enforcement Module)  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის თავისებურება იყო ის რომ შესაძლებელი იყო ჩახმახის შეყენება მისი ვიზუალური შეყენების გარეშე. ეს მიიღწეოდა ორიგინალური დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის გამოყენებით, რომელიც პრაქტიკულად იეყნებდა ორად გაყოფილ ჩახმახს, შიდა ჩახმახი შეყენდებოდა მაგრამ გარე ჩახმახი ბრუნდებოდა ისევ უკიდურესად წინა მდგომარეობაში. როგორც წესი ყიველთვის, როდესაც იგონებ რთულ/უცნაურ იურიდიულ ბარიერებს  იბადება ასეთივე  რთული და უცნაური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ბარიერებს გვერდს უვლიან. 

ერთი შეხედვით “სტრაიკერი” უპირობოდ უკეთესია ვიდრე მხოლოდ ორმაგი ან DA/SA პისტოლეტები და გაყიდვებიც და მწარმოებლების კატალოგებიც ამას ადასტურებენ მაგრამ ჩემი აზრით თუ მხოლოდ ორმაგი მოქმედების პისტოლეტები უნდა ჩაბარდნენ წარსულ,  DA/SA პისტოლეტების ჩამოწერა ჯერ აშკარად ნაადრევია. ასეთ პისტოლეტებს გააჩნიათ თვისებები, რომლებიც არ აქვთ “სტრაიკერებს” და ეს თვისებები ვიღაცისთვის შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი და მან ჩათვალოს, რომ DA/SA პისტოლეტი მისთვის უფრო მისაღებია.  მაგალითად DA/SA პისტოლეტი ვაზნით სავაზნეში, მცველზე აყვანის გარეშეც არის ისეთივე უსაფრთხო, როგორც მაგალითად დატენილი რევოლვერი. ჩახმახის წონის და გრძელი სვლის გამო ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე “სტრაიკერი” ვაზნით სავაზნეში. გასაგებია, რომ “სტრაიკერი” არ გაისვრის ჩახმახზე დაჭერის გარეშე, მაგრამ ადამიანი არის ძალზედ არასრულყოფილი არსება, რომელიც უშვებს შეცდომებს და ამიტომ ცხადია ალბათობა უბედური შემთხვევის პირველ შემთხვევაში იქნება უფრო ნაკლები ვიდრე მეორეში. ხშირად ამას იყენებენ იმისთვის, რომ გააკრიტიკონ “სტრაიკერები” როგორც სახიფათო იარაღი და რახან “გლოკი” ყველაზე პოპულარული “სტრაიკერია” ყველაზე მეტი ხვდება სწორედ მას. რეალობა ის არის რომ ნებისმიერი პისტოლეტი არის პოტენციურად სახიფათო ინსტრუმენტი, ამიტომ  უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა აუცილებელია. თუ ტექნიკის დარღვევას მოყვა გასროლა, ეს არ არის იარაღის ბრალი, ეს არის მსროლელის ბრალი. მე პირადად მოხარული ვიქნები თუ ეს მარტივი ჭეშმარიტება დავა იმ ადამიანებამდე ვინც ყვებიან საზარელ ისტორიებს სახიფათო “გლოკებზე”, რომლებიც თურმე თავისით ისვრიან. დიახ, თეორიულად პისტოლეტის ოთხი მცველით იქნება უფრო უსაფრთხო ვიდრე პისტოლეტი მცველის გარეშე, სადაც თითო მცველი იქნება თავისებური ბარიერი რომელიც ამოქმედდება უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევის შემთხევაში და შეამცირებს უნებლიე გასროლის ალბათობას, მაგრამ ამავე დროს ყოველი დამატებითი მცველი არის დამატებითი დეტალები, რაც ართულებს კონსტრუქციას და არის დამატებითი მანიპულაციები, რაც საჭიროა რომ პისტოლეტი მოვიყვანოთ საბრძოლო მდგომარეობაში. სახელგანთქმულ შეხვედრაზე სადაც გასტონ გლოკი შეხვდა პოლიციის და ჯარის წარმომადგენლებს გადაწყდა რომ მექანიკური მცველი მომავალ პისტოლეტზე საერთოდ იქნებოდა ზედმეტი. გარდა ამისა ფაქტი ჯიუტია, ორ ალბათ ყველაზე გავრცელებულ პისტოლეტზე მსოფლიოში – “სტრაიკერ” “გლოკზე” და DA/SA SIG Sauer P226-ზე მექანიკური მცველი საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

ზოგადად ითვლება, რომ “სტრაიკერი” ვაზნით სავაზნეში აუცილებლად უნდა იდოს კარგი ხარისხის ბუდეში. პირადად მე მაგალითად თავს ვიგრძნობ არაკომფორტულად, თუ მექნება “გლოკი” ვაზნით სავაზნეში, გაყრილი “მექსიკურად” ქამარში ან უბრალოდ იდება ჯიბეში ან ეგდება ზურგჩანთაში. დამეთანხმებით პისტოლეტი ყოველთვის არ შეიძლება რომ იყოს მოთავსებული ბუდეში. ასეთ მდგომარეობაში “გაშიშვლებული” სასხლეტი, რომელსაც აქვს მოკლე სვლა და საჭიროა მხოლოდ 2.5-3 კგ ძალა რომ ის ამოქმედდეს არის პირადად ჩემთვის პოტენციალურად სახიფათო სიტუაცია. მეორეს მხრივ Beretta 92FS ვაზნით სავაზნეში, დაშვებული ჩახმახით, სასხლეტის  გრძელი სვლით და წონით 6კგ-ის ფარგლებში გაცილებით ნაკლები ალბათობით გამოიწვევს რაიმე სახიფათო სიტუაციის წარმოშობის ალბათობას. ვისთვის როგორ,მაგრამ ჩემთვის ასეა და ბევრი იფიქრებს ჩემნაირად.

tgholster1

ე.წ. “trigger holster”არის საკმაოდ პოპულარული უსაფრთხოების სისტემა “სტრაიკერისთვის”, რომელიც ნაწილობირვ პასუხობს სტრაიკერის შენახვა-ტარების პრობლემას ბუდის გარეშე. ის უფრო კომპაქტური და მსუბუქია ვიდრე ბუდე და ამავე დროს უფრო იაფიც ღირს.   

განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი N1. ადამიანს საძინებელთან, მაღვიძარას გვერძე უდევს “გლოკი” ვაზნით სავაზნეში. მაღვიძარა რეკავს, კაცი ცდილობს ნახევრად ძილში, ხელით მიაგნოს მაღვიძარას და შემთხვევით აჭერს ხელს სასხლეტს. ისმის გასროლა, ტყვია ხვდება კაცს ხელში და მძიმე ჭრილობას აყენებს მას.

პრაქტიკული მაგალითი N2. ქალი პოლიციელი ბრუნდება სახლში. სთხოვს თავის ქმარს რაღაცა ამოიღოს ჩანთიდან. რამდენიმე წამში ისმის გასროლა და ქმარი კვდება ადგილზე. ჩანთაში იდო პისტოლეტი ვაზნით სავაზნეში. აღარ მახსოვს ეს იყო “გლოკი” თუ .38 კალიბრის რევოლვერი. ასეთი რამე შეიძლება მოხდეს ნებისმიერი იარაღით. “გლოკიც” და “ბერეტაც” გაისვრის ჩახმახზე დაჭერისას. უბრალოდ “ბერეტას” შემთხვევაში დაჭირდება უფრო ძლიერი დაჭერა, რაც ამცირებს უნებლიე გასროლის ალბათობას.ეს არის და ეს. შედარებით ხისტი სასხლეტი გრძელი სვლით ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას თუ ხელზე კიკეთიათ სქელი ხელთათმანები.

ასეთი შემთხვვა შეიძლება მოხდეს ნებისმიერი იარაღით, მაგრამ ცხადია რაც უფრო მეტი ძალა არის საჭირო სასხლეტზე დასაჭერად მით უფრო მცირდება ასეთი შემთხვევის დადგომის ალბათობა. სწორედ ამიტომ ყველაზე პოპულარლ “სტრაიკერზე” “გლოკზე” ერთი დრო იყო პოპულარული სასხლეტის დამძიმება, როგორც მცდელობა თავის დაზღვევის უნებლიე გასროლებისგან. მოგვიანებით, როდესაც მოხდა სასწავლო პროგრამების ადაპტაცია, გამოჩნდა ახალი ტიპის და ახალი მასალების ბუდეები, მომხმარებლებმა უკეთ შეისწავლეს პისტოლეტი, საჭიროება ხელოვნურად დამძიმებულ სასხლეტებში პრაქტიკულად გაქრა.

. აქვე უნდა დავძინო, რომ DA/SA პისტოლეტზე, ჩახმახის ხელით დაწევა არის პოტენციურად სახიფათო მოქმედება. სწორედ ამიტომ ბევრი მწარმოებელი იყენებს “დეკოკერს”, მოწყობილობას, რომელიც გაძლევს საშუალებას დაუშვა ჩახმახი უსაფრთხოდ ცალკე ღილაკზე დაჭერით. ზოგ პისტოლეტზე დეკოკერი ოფციონალურია (მაგალითად СZ-75-ზე), ზოგზე სტანდარტული ოფცია (მაგალითად SIG Sauer P226 ან Beretta 92FS-ზე).  თუ გაქვთ DA/SA პისტოლეტი დეკოკერის გარეშე, აუცილებლად უნდა ისწავლოთ ჩახმახის უსაფრთხო დაშვების ტექნიკა, რომელიც გულისხმობს ჯერ ჩახმახის საიმედო დაფიქსირებას, შემდეგ სასხლეტზე დაჭერას მისი გათავისუფლების მიზნით და როგორც კი ის გათავისუფლდება აუშვათ თითი სასხლეტს, რითიც გააქტიურდება დაცვის მექანიზმები რომლებიც გამორიცხავენ გასროლას თუ ჩახმახი გაგისსხლტად. ყველა თანამედროვე პისტოლეტი არის დაცული ამისგან, ერთი პირობით, სასხლეტზე არ უნდა იყოს დაჭერილი თითი. წინააღმდეგ შემთხვევაში პისტოლეტი “ჩათვლის” რომ თქვენ გინდათ სროლა და გაისვრის კიდევაც.  DA/SA პისტოლეტის მაღალ თანდაყოლილ უსაფრთხოების დონეს ასევე უზრუნველყოფს მაგალითად ის, რომ ბუდეში მოთავსებისას, სწორი ტექნიკის გამოყენებით (დიდი თითი კეტავს ზევიდან ჩახმახს) შეუძლებელია მოხდეს გასროლა, არა და იარაღის ბუდეში მოთავსება არის ასევე პოტენციურად 0 სახიფათო მოქმედება რა დროსაც სტატისტიკურად ძალიან ბევრი შემთხვევითი გასროლა ხდება

gdfgdf

დიდი თითი კეტავს ჩახმახს, სასროლი თითი არის შორს სასხლეტისგან. სწორედ ასე უნდა მოათავსოთ ჩახმახიანი პისტოლეტი ბუდეში. როგორც ავიაციაში თვითმფრინავის აფრენა-დაშვებისას ისე სროლაში, უმეტესობა უბედური შემთხვევების ხდება იარაღის ამოღება-ჩადებისას.

ეხლა რაც შეეხება სასხლეტებს. გასაგებია, რომ “სტრაიკერებს” სასხლეტი აქვთ ერთნაირი, პირველიდან ბოლო გასროლამდე, მაგრამ ამავე დროს, ჩემი აზრით პირდაპირ ყუთიდან, უმეტესობა DA/SA პისტოლეტს ერთმაგი მოქმედების რეჟიმში აქვს შესანიშნავი სასხლეტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ბევრად ჯობია “სტრაიკერის” სასხლეტს. ეს ყოველგვარი ჩარევის, ტუნინგის, კასტომიზაციის და ნაწილების გამოცვლის გარეშე. ეს გემოვნების და მიჩვევის ამბავია მაგრამ ალბათ ამაშიც ბევრი დამეთანხმება.

რაც შეეხება პირველ გასროლას ორმაგ რეჟიმში, ეს თავისებურება დაიძლევა მხოლოდ პრაქტიკით. უმეტესობა კარგი ხარისხის პისტოლეტებზე ორმაგი მოქმედების რეჟიმში სასხლეტი არ არის იმდენად მძიმე და უხეში, რომ სროლა გახადოს შეუძლებელი. უბრაოდ არის საჭირო პრაქტიკა. ბევრი მსროლეი და წლების განმავლობაში მეც, ვერ უძლებენ ცდუნებას და ყოველთვის პირველ გასროლამდე წინასწარ აყენებდნენ ჩახმახს. რეალურ ცხოვრებაში, როდესაც მოგიწევთ იარაღის გამოყენება, ამის ფუფუნება შეიძლება არ გქონდეთ, ამიტომ უნდა გამოიმუშავოთ უნარი განახორციელოთ სწრაფი პირველი გასროლა ორმაგი მოქმედების რეჟიმში და სწრაფი დაყოლილი გასროლა უკვე ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. როგორც აღვნიშნე ეს უნარი მიიღწევა ვარჯიშით.

მას მერე რაც დახვეწავთ ორმაგი მოქმედების რეჟიმში სროლას, გაოცებულები დარჩებით რამდენად სწრაფად და ზუსტად შესაძლებელია ასე სროლა, რასაც ეს სამიზნე ადასტურებს. არსებობს კიდევ დამატებითი საიდუმლოებები, როგორ გააუმჯობესოთ DA/SA პისტოლეტის სასხლეტი ორმაგი მოქედების რეჟიმში. მაგალითად DA/SA Beretta 92-ზე მხოლოდ ორმაგი მოქმედების მოდელიდან აღებული საბრძოლო ზამბარის დაყენება და ა.შ. 

უმეტესობა DA/SA პისტოლეტების (და ნაწილი “სტრაიკერების”) აღჭურვილია მექანიკური მცველებით. მექანიკური მცველი არის დამატებითი უსაფრთხოების საფეხური, მაგრამ ამავე დროს დამატებითი საფეხური, რომელიც უნდა გადალახოთ რომ შეძლოთ გასროლის წარმოება. ამიტომ იარაღის ამოღებისას მცველის მდგომარეობის შემოწმება უნდა გახდეს ავტომატური მოქმედება. მცველს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა.  თუ მოხდა საშინელება და თქვენ იარაღი წაგართვეს, თავდამსხმელს ასევე მოუწევს ჯერ გარკვევა როგორ მოხსნას იარაღი მცველიდან. მაგალითად Beretta 92-ზე მცველი ირთვება მისი გადაწევით ზევით, მაშინ როდესაც საქართველოში ბევრად უფრო გავრცელებულ “მაკაროვზე” პირიქით, ღილაკის გადაწევით ქვევით. სანამ თავდამსხმელი გაერკვევა რატომ ვერ ისვრის თქვენი პისტოლეტიდან, ეს მოგცემთ პატარა, მაგრამ შანს, თავი დააღწიოთ საფრთხეს გაქცევით ან შეეცადოთ დაიბრუნოთ იარაღი ან თუ უკიდურესად კარგად ხართ მომზადებულები გამოიყენოთ დამხმარე (მეორე) იარაღი.

czcl

მექანიკური მცველი СZ-75-ზე ირთვება მხოლოდ შეყენებულ ჩახმახზე. ჩემი აზრით ყველა პისტოლეტზე მექანიკური მცველი უნდა იზიარებდეს ამ თავისებურებას.

ჩვენ პოლიციაში ერთმაგი მოქმედების “სტრაიკერების” და შეიარაღებულ პროფესიონალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული მოდელის (Blackhawk SERPA) ბუდეების გამოჩენას მოყვა ტალღა უნებლიე გასროლების და რამდენიმე შემთხვევაში ამას მოყვა სიცოცხლის მოსპობა. წლების წინ ბევრმა ამერიკულმა პოლიციის სამსახურმა ანალოგიური შეცდომები დაუშვა “სტრაიკერებზე” გადაიარაღებისას, ან თუნდაც უფრო ადრე, როდესაც რევოლვერებს ჩაენაცვლა მცველიანი პისტოლეტები, რის გამოც გახშირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციელები აყოვნებდნენ ცეცხლის გახსნას, იმიტომ რომ ავიწყდებოდათ მცველის გამორთვა. ვერანაირი მცველი და უსაფრთხოების სხვა სისტემები, ვერ დაიცავენ ადამიანს თუ ის არ იცავს უსაფრთხოების წესებს და არ იცნობს თავის იარაღს.  იარაღის მოწყობილობის და უსაფრთხოების წესების ცოდნა, უსაფრთხოების წესების დაცვა, კარგი ხარისხის აღჭურვილობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ უბედური შემთხვევის ალბათობა დავიდეს მინიმუმამდე.  თუ ლაპარაკი გვაქვს უწყებებზე, შესაბამისად თანამშრომლების ადეკვატური ტრენინგი და კარგი ხარისხის აღჭურვილობით უზრუნველყოფა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

როგორც ხედავთ ძირითად განსხვავებები “სტრაიკერებსა” და DA/SA პისტოლეტებს შორის მეტ წილად უკავშირდება უსაფრთხოებას და სასხლეტის “ხასიათს” და ეს ნამდვილად ასე არის, მაგრამ არის კიდე სხვა ნიაუნსები, რომლებსაც მე მინდა, რომ თქვენ ყურადღება მიაქციოთ და ამჯერად ეს ნიუანსები გამომდინარეობეს უფრო ორივე ტიპის პისტოლეტების კონსტრუქციულ თავისებურებებიდან. როგორც აღვნიშნე, სტრაიკერები უფრო მარტივი კონსტრუქციის არიან და იყენებნ უფრო მარტივ დეტალებს. ეს ნიშნავს რომ თეორიულად “სტრაიკერები” უფრო იშვიათად უნდა ფუჭდებოდნენ ხოლო თუ რომელიმე დეტალი გამოვიდა მწყობრიდან მისი ღირებულება იქნება ნაკლები. იგივე “გლოკის” დამრტყმ;-სასხლეტი მექანიზმის დეტალები პრაქტიკულად კაპიკები ღირს. ასევე “სტრაიკერები” წარმოადგენენ დახურულ კონსტრუქციას. საკეტი როგორც წესი დახურულია ხუფით და ყველა მოძრავი დეტალი არის საკეტის ან ჩარჩოს ქვეშ მოთავსებული. მეორეს მხრივ ნებისმიერი რამ (ტანსაცმლის ნაწილი, თითი, ტალახი) მოთავსებული გარედან განლაგებულ ჩახმახსა და დამრტყმელს შორის, პრაქტიკულად გამორიცხავს გასროლას. უკიდურესად კომპაქტურ პისტოლეტებში, რომელთა ტარება მოისაზრება ჯიბეში, გარედან გნლაგებული ჩახმახი შეიძლება რამეს წამოედოს მაშინ როდესაც უფრო გარსშემოდენილი “სტრაიკერის” შემთხვევაში ეს არ მოხდება.  თავის მხრივ ხშირად მესმის მოსაზრება, რომ განსხვავებით “სტრაიკერისგან”, DA/SA პისტოლეტის შემთხვევაში თუ მოხდა ვაზნის მტყუნება, შესაძლებელია სასხლეტზე ხელმეორედ დაჭერით მაინც მოახდინოთ გასროლა. თეორიულად ეს ასე არის, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვაზნის მტყუნება არის იმდენად იშვიათი, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ისროლოთ პისტოლეტებიდან და ასეთი მტყუნება არ განიცადოთ.

იმედია აღნიშნულ სტატიაში თქვენ იპოვეთ პასუხები შეკითხვებზე, რომლებიც გაწუხებდათ და  დაგეხმარეთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

ექსპერტის იარაღის განმარტება

Tuesday, May 22nd, 2018

რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი ფეისბუქზე, იარაღის სამყაროში ორი საკმაოდ ცნობილი ადამიანის მიმოწერას. განხილვის თემა იყო Glock 42, უფრო კონკრეტულად ის თუ რატომ მოწონს ყველას ასე ეს პატარა პისტოლეტი. საბოლოო ჯამში დისკუსიის ყველა მონაწილე (და მათთან ერთად, მთლიანად სასროლოსნო საზოგადოება) შეთანხმდნენ, რომ Glock 42 არის ყველასთვის კომფორტული პისტოლეტი. დაახლოებით იგივე დასკვნა ამ პისტოლეტზე ჩვენც გამოვიატანეთ.  Glock 42 არის პრაქტიკულად ჯიბის (ულტრა კომპაქტური)  პისტოლეტი, რომლიდანაც შესაძლებელია თუნდაც მთელი დღის განმავლობაში კომფორტულად მიზანში სროლა. იქვე ახსენეს Glock 43, რომელიც კონცეპტუალურად იმეორებს Glock 42-ს. ულტრა კომპაქტური, თხელი პისტოლეტი, ერთ რიგიანი მჭიდით, გათვლილი უფრო მძლავრ ვაზნაზე და შესაბამისად ცოტათი უფრო გაბარიტულია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან კომპაქტურია. ორივე პისტოლეტი არ უჩივის გაყიდვებს და ძალიან პოპულარულია.

დისკუსიის მონაწილეებმა ეგრევე აღნიშნეს, რომ Glock 43-ს აქვს საკმაოდ ხისტი უკუცემა. “Glock 43 არის ექსერტის იარაღი!” -  ასეთი დასკვნა გამოიტანა დისკუსიის მონაწილემ, მაიკლ ბეინმა Shooting Gallery-ის უცვლელმა წამყვნამა. ამ ტერმინმა, “ექსპერტის იარაღი”,  დამაფიქრა იმაზე თუ რას ნიშნავს საერთოდ და არსებობს თუ არა ისეთი რამე, რასაც შეიძლება დაერქვას ექსპერტის იარაღი. ექსპერტის იარაღი პირველ რიგში, ალბათ ჩემი აზრით, არის იარაღი, რომლის ეფექტური გამოყენება შეუძლია მხოლოდ გამოცდილ მსროლელს. რატომ? შევეცდები ავხსნა. მაგალითად, არის H&K USP Expert,  ექსპერტის იარაღი? მიუხედავად დასახელებისა ჩემი აზრით არა. ამ პისტოლეტიდან კარგად სროლას შეძლებს პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი. დიახ საასპარეზო სასხლეტი, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები და უშველებელი „მაგველი“ მისცემს ექსპერტ მსროლელს უპირატესობას, მაგრამ იმისთვის, რომ კარგად ისროლო ამ პისტოლეტიდან ექსპერტი მსროლელი ნამდვილად არ უნდა იყო.  მეორეს მხრივ ექსპერტის იარაღად უდაოდ ჩაითვლება მსუბუქი .44 მაგნუმის კალიბრის რევოლვერები, ცნობილი როგორც ე.წ.  ‘მთის რევოლვერები“.  მთის რევოლვერის კონცეფცია დაიბადა პრინციპში პირველ მასობრივი წარმოების და საკმარისად ძლიერი და ამავე დროს გამძლე რევოლვერთან ერთად. საუბარი მაქვს Smith&Wesson Model 29-ზე. ამ დიდმა და მძლავრმა .44 კალიბრის რევოლვერმა, რომელიც დღემდე გამოდის საკმაოდ გრძელი გზა გაირა და ერთ-ერთი მისი ყველაზე პრაქტიკული და პოპულარული ვარიანტია, სწორედ მთის რევოლვერის ფორმატი. საშუალო სიგრძის კონუსური ფორმის “მსუბუქი” ლულა, კუთხეებიანი სრული ზომის სახელური გამოარჩევს მას “მაგნუმების” სხვა მოდელებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ ტექნიკურ ლიტერატურაში რევოლვერის სახელურს უწოდებენ სარეცელს (ложе, stock) და არა სახელურს ან ტარს. “სმიტ&ვესონის” მიზანი იყო შექმნილიყო ზომიერად მსუბუქი რევოლვერი, რომელიც არ დაღლიდა ადამიანს ფეხით ხანგრძლივი ლაშქრობისას, მაგრამ ამავე დროს ექნებოდა სერიოზული საცეცხლე ძალა. მოგვიანებით ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა ასეთი რევოლვერის წონის დამატებითი შემცირება სპეციალური შენადნობების გამოყენებით.

163414_01_lg_1

Smith&Wesson 329PD Airlite არის 21-ე საუკუნის მთის რევოლვერი. ის იყენებს ალუმინის ჩარჩოს და ტიტანის დოლურას, რისი წყალობით რევოლვერის წონა დავიდა 714 გრამამდე (!!!). ეს იარაღი არის “ექსპერტის იარაღის” საუკეთესო მაგალითი, იმიტომ, რომ მხოლოდ ექსპერტი მსროლელი შეძლებს ამ რევოლვერის მოთვინიერებას.  ყურადღებას იქცევს მასიური ხის სარეცელი, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან უხდება რევოლვერს ასევე აძლევს მსროლელს საშუალებას აკონტროლოს იარაღი ხელში, რომელსაც უძლიერესი უკუცემის იმპულსი აქვს. ფარული ტარების შესაძლებლობა მთის რევოლვერში არ არის პრიორიტეტული, კომფორტული და საიმედო ჭერა უფრო მნიშველოვანია. 

ულტრა კომპაქტური დიდი კალიბრის პისტოლეტები და რევოლვერები, იგივე Glock 43 ან მაგალითად მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული .357 კალიბრის „მოკლე ცხვირიანი“ რევოლვერი, მძლავრი და მსუბუქი შაშხანები გრძივად მოძრავი საკეტით, ორ ლულიანი “ექსპრესები”,  არიან ექსპერტის იარაღები. ასევე მაგალითად მხოლოდ ექსპერტი მსროლელი შეძლებს ავტომატური (ჯერებით მსროლელი) პისტოლეტის მოთვინიერებას და ეფექტურად გამოყენებას. ზოგადად ჯერებით მსროლელი ნებისმიერი ხელის იარაღის მოთვინიერებას შეძლებს მსროლელი მხოლოდ სერიოზული მომზადებით, ანუ ექსპერტი.

დაუშვებელი, არიფული შეცდომაა იფიქრო, რომ გაზრდილი საცეცხლე ძალა (დიდი კალიბრი, მაღალი ტევაოდობა) კომპენსირებას გაუკეთებს სროლის უნარების არ არსებობას. ასეთივე შეცდომაა იფიქრო, რომ დიდი საცეცხლე ძალის მქონე იარაღის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭიროა დიდი ფიზიკური ძალა ან ძლიერი აღნაგობა. ინტერნეტი სავსეა ვიდეოებით სადაც სუსტი აღნაგობის მანდილოსნები ეფექტურად იყენებენ მძლავრ ცეცხლსასროლ იარაღებს. მთავარია სწორი ტექნიკა, რომელიც მიიღწევა და ნარჩუნდება რეგულარული ვარჯიშებით.

ასე, რომ ექსპერტის იარაღად შეიძლება ჩაითვალოს მეტ წილად სპეციალიზირებული იარაღები,  საცეცხლე ძალასთან შედარებით მცირე წონის და გაბარიტების მქონე, რომელთა ეფექტური გამოყენება საჭიროებს პრაქტიკას და უნარების გარკვეული დონის არსებობას. რა თქმა უნდა იგივე Glock 43 არ არის ისეთი რთული გამოსაყენებლად როგორც მსუბუქი .44 კალიბრის რევოლვერი, მაგრამ იმისთვის რომ ეფექტურად გამოიყენოთ 500 გრამიანი 9×19 კალიბრის პისტოლეტი ვიწრო და მოკლე ტარით, დაგჭირდებათ პრაქტიკა და სროლის უნაკლო ტექნიკა. ექსპერტის იარაღი არ პატიებს შეცდომებს. როგორც წესი ასეთ იარაღს აქვს შეზღუდული ტევადობა, რაც ყოველ გასროლას უფრო ძვირფასს ხდის. რაც უფრო ნაკლები ვაზნების რაოდენობაა მით უფრო ნაკლები შანსებია შეცდომების (აცილების) გამოსწორების.

მე უკვე აღვნიშნე, რომ სამთო რევოლვერზე, რომელიც თანაც მსუბუქი მასალებისგან არის დამზადებული, კომფორტული სრულფასოვანი ტარი არის აუცილებლობა, იმისთვის რომ შეძლოთ იარაღის გაკონტროლება. საქმე იმაშია, რომ იარაღებში, რომლებიც განკუთვნილია ფარული ტარებისთვის, მწარმოებელი ყოველთვის ცდილობს ტარის გეომეტრიული ზომების შემცირებას, იმიტომ, რომ ფარული ტარებისას, ტარი არის პისტოლეტის ან რევოლვერის ყველაზე რთულად “შესანიღბი” ნაწილი. მოკლე და ვიწრო ტარი განაპირობებს ორ სერიოზულ პრობლემას. პირველი პრობლემა არის უკვე ნახსენები შემცირებული მჭიდის ტევადობა, რაც ნიშნავს, რომ აცილების შემთხვევაში შეცდომის გამოსწორების შანსები მცირდება. მეორე პრობლემა არის იარაღის მართვის სირთულე. არასრულყოფილი ჭერა ხელს გიშლით უკუცემის უკეთეს კონტროლში და იარაღის დამიზნების ხაზზე შენარჩუნებაში. თავისთავად როლს თამაშობს ასევე მოკლე საკეტი, რაც ნიშნავს მოკლე სამიზნე ხაზს (მანძილს კორასა და თარაზოს შორის), რაც ასევე ამცირებს იარაღის თანდაყოლილ სიზუსტეს. ყველა ეს შეზღუდვა უნდა დაძლეულ იქნას სროლის ექსპერტის დონის უნარებით, რომელიც უკავშირდება უკუცემის კონტროლს და მაღალი სიზუსტის მიღწევას.

20170727_SSA_GMW_Grip00028_1-750x375

მოკლე და ვიწრო ტარი უკვე არის გამოწვევა მსროლელისთვის, დაუმატეთ ამას იარაღის მსუბუქი წონა და ძლიერი კალიბრი, თქვენ მიიღებთ იარაღს, რომლიდანაც ზუსტ და სწრაფ სროლას შეძლებს მხოლოდ გამოცდილი მსროლელი, ისიც გარკვეული პრაქტიკის და იარაღთან მიჩვევის ეტაპის შემდეგ.

იმისთვის რომ მოხდეს ამ ნაკლოვანებების კომპენსირება საჭირო იქნება,  როგორც პრაქტიკა ასევე ტექნიკის ადაპტაცია. იარაღის ჭერის შეცვლა, ჭერის ძალის გაზრდა, იდაყვების ჩაკეტვა, აგრესიული წინ გადახრილი დგომი, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მიაღწიოთ ადეკვატურ კონტროლს იარაღზე. სწორედ ამიტომ იარაღები, რომლებიც საჭიროებენ ყველაფერ ამას შეიძლება ჩაითვალონ ექსპერტის იარაღებად.

womande

მძლავრი კალიბრი, ყოველთვის არ არის ექსპერტის იარაღის ელემენტი. სახელგანთქმული პისტოლეტი Desert Eagle იყენებს მათ შორის ზე-ძლიერ .50AE კალიბრს, მაგრამ კონსტრუქციული თვისებების და დიდი მასის გამო, ამ პისტოლეტიდან სროლას შეძლებს პრაქტიკულად ნებისმიერი. თუმცა ბევრს არ მოერგება ზედმეტად მსხვილი ტარი და არ მოეწონება გასროლის მაღალი ხმა.

ვიღაცა ალბათ გაიფიქრებს, რომ მერე რა, მე მაკმაყოფილებს ჩემი Glock 17-ით ან СZ85-ით, კი ბატონო, მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს, რომ ვისაც უწევს იარაღის თავის “კისერზე თრევა” უპირატესობას ანიჭებს კომპაქტურ და მსუბუქ იარაღებს. გავიხსენოთ თუნდაც, როგორ მისტიროდნენ გამომძიებლები “მაკაროვების” მოხსნას შეიარაღებიდან და Jericho 941-ზე გადაიარაღებას. უბრალოდ ამ შემთხვევაში ალბათ ნაკლებად ფიქრობდნენ პისტოლეტების სროლისუნარიანობაზე ან ჩათვლებზე სროლაში რომელიც არ არსებობს.  ზოგს უბრალოდ უდევს იარაღი, როგორც სტატუსის სიმბოლო და არც უფიქრდება შეძლებს თუ არა ზუსტად და სწრაფად სროლას ამ სტატუსის სიმბოლოდან. ჩემი აზრით იარაღის მფლობელისთვის ასეთი ქარაფშუტობა უნდა იყოს მიუღებელი.

საბრძოლო იარაღის არალეტალური ალტერნატივა

Thursday, August 31st, 2017

არც ისე დიდიხნის წინ ჩვენ პრესაში აქტიურად განიხილებოდა პოლიციის მიერ ე.წ. “არალეტალური  იარაღის” შეიარაღებაში მიღება და შესაბამისი კანონში ცვლილებების პაკეტი. მოგეხსენებათ ყველა ის საშუალება, რომელსაც იყენებს პოლიცია უნდა გაწერილი იყოს კანონში პოლიციის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიციას აქვს უფლება ეს საშუალებები გამოიყენოს. სიმართლე გითხრათ ეხლა იმ ცვლილებების შინაარსობრივი ანალიზის სურვილი მე არ მაქვს, ისევე როგორც უნდა ვაღიარო, რომ ამ ტიპის იარაღები და საშუალებეები არასდროს არ ყოფილა ჩემი ინტერესების სფეროში, მაგრამ მაშინ ამ საკითხმა მიიქცია ჩემი ყურადღება იმით, რომ ხსენებული ტექნიკური საშუალებები მოიხსენიებოდა, როგროც “არა-ლეტალური” იარაღი. პირდაპირ ვიტყვი, ჩემი აზრით ტექნიკურად არასწორია უწოდო “არა ლეტალური” FN-ის წარმოების პნევმატურ მარკერს FN-303-ს, რომელიც ისვრის რეზინის ან პლასტმასის ჭურვებს და ახლო მანძილიდან შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება ადამიანისთვის. ამ იარაღმა და საერთოდ ნებისმიერმა კინეტიკურმა ე.წ. “არა-ლეტალურმა” იარაღმა, შეიძლება გარკვეული ალბათობით გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი უბრალოდ ასეთი სისტემები არ იქმნება, როგორც ლეტალური იარაღი და შესაბამისად ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა არის მცირე, მაგრამ გავიმეორებ ეს არ არის გამორიცხული. სწორედ ამიტომ ტექნიკურად უფრო სწორია ასეთ იარაღს უწოდო “ნაკლებად ლეტალური”. თავის მხრივ უფრო “ჰუმანური” საშუალებები, როგორიც არის წიწაკის აეროზოლი, სხვადასხვა ტალღური სისტემები შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ “არალეტალურ” იარაღად, იმიტომ რომ მათი გამოყენებით სსიკვდილის გამოწვევა პრაქტიკულად შეუძლებელია. პრობლემა იმაშია, რომ იმ ზღვარს რომელიც გადის ლეტალურ, არა-ლეტალურ და ნაკლებად ლეტალურ იარაღებს შორის არავინ არ ავლებს,  ხოლო ასეთი საშუალებების მომხმარებლები ეყრდნობიან მათი მწარმოებლების რეკომენდაციებს და ინსტრუქციებს.

ჩვენ უკვე მოგიყევით ისრაელში, .22lr კალიბრის კარაბინების გამოყენებაზე “ნაკლებად ლეტალური”  იარაღის როლში. ცეცხლსასროლი, თუნდაც მოკრძალებული სიმძლავრის იარაღის გამოყენებას მოყვა მსხვერპლი, ნეგატიური გამოხმაურება, უფლებადამცველი ორგანზიაციების პროტესტი, რამაც აიძულა ებრაული მხარე მოეხდინა ამ იარაღის ხელახალი კლასიფიკაცია, ამჯერად ლეტალურ ცეცხლსასროლ იარაღად. ეს მაგალითი არის კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად არეულია კლასიფიკაცია და რამდენად არაერთგავროვანი შეხედულებები და მიდგომები არსებობს როგორც ამ იარაღის კლასიფიკაციის ასევე მისი გამოყენების და შემდგომი ეფექტურობის შეფასების მხრივ. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად რუსეთში, მიღებულია სტანდარტი, რომლის მიხედვითაც  იარაღი კლასიფიცირდება როგორც “ტრავმატული” არის 91 ჯოული.  ანუ ასეთი იარაღიდან ნასროლი ჭურვის ენერგია არ უნდა აღემატებოდეს 91 ჯოულს.

ჩემი აზრით “უკონტაქტო” საშუალებები, როგორიც არის აეროზოლები, სხვადასხვა ტალღური მოწყობილობები და უფრო ეკზოტიკური საშუალებები, ისეთი როგორიც მაგალითად წებოვანი ქაფი ან თუნდაც ელექტროშოკერები, შეიძლება ჩაითვალოს როგორც უკვე ვთქვი ჭეშმარიტ “არა-ლეტალურ” იარაღად, იმიტომ რომ მათი გამოყენებით სიკვდილის გამოწვევა შეუძლებელია თუ “სამიზნეს” არ აქვს რაღაც სამედიცინო კონდიცია ან გარდაცვალება გამოწვეული იქნა რაიმე ქმედებებით რაც მოყვა ასეთი საშუალების გამოყენებას. მაგალითად ელექტროშოკერის გამოყენებისას “სამიზნე” დაეცა დაარტყა თავი და მოკვდა (ელექტროშოკერების თემას ჩვენ კიდე დავუბრუნდებით ამ სტატიაში).  ასევე მწვავე ალერგიამ წიწაკაზე შეიძლება გამიწვიოს სიკვიდილი ასეთი აეროზოლის გამოყენებისას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ძალის გამოყენებას ადამიანის წინააღმდეგ ყოველთვის შეიძლება მოყვეს სიცოცხლის მოსპობა ხოლო კინეტიკური “ნაკლებად ლეტალური” იარაღი ამ მხრივ ყველაზე სახიფათოა.

თავისთავად ტერმინი “ნაკლებად ლეტალური” იარაღი გაჩნდა 90-ან წლებში აშშ-ი. სომალიში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების დროს გენერალმა ენტონი ზინმა პირველად წარმოადგინა კონცეფცია საპოლიცია საშუალებების გამოყენების შეიარაღებული ძალების მხრიდან, იმისთვის რომ მომხდარიყო მსხვერპლის შემცირება მშვიდობიანი მოსახლეობის შორის. აშშ-ში 1996 წლიდან  ”ნაკლებად ლეტალური” იარაღის სამხედრო პროგრამა მიმდიანარეობს დღემდე  და  დღეისთვის მაგალითად აშშ-ს შეიარაღებული ძალები იყენებენ 50-მდე სახეობის “ნაკლებად ლეტალური”  იარაღის და ამუნიციის სახეობას (ამერიკელები გამოიყენებენ ტერმინს “არა ლეტალური”, რაც ალბათ განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით). აშშ-ის შეიარაღებული ძალები გეგმავენ ასეთი იარაღის გამოყენებას ჰუმანიტარული, სამაშველო ოპერაციების და პანდემიის დროს.

ცხადია “ნაკლებად ლეტალური” და “არა ლეტალური” იარაღის სხვადასხვა სახეობები ასევე ხელმისაწვდომია სამართალდამცავებისთვის და უბრალო მოქალაქეებისთვის. სამართალდამცავებისთვის “ნაკლებად ლეტალური” საშუალებების გამოყენება ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ვინაიდან განსხვავებით ჯარისგან, სიცოცხლის გადარჩენა არის მათი მთავარი ამოცანა.  ყველაზე მასიურად ასეთი იარაღების გამოიყენება ხდება მასობრივი არეულობების დროს. ბოლო დროს “ტეიზერების” და სხვა ელექტროშოკური მწოყობილობების ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლო გახადა მათი მასიური გამოყენება, რამაც მნიშვნნელოვნად შეამცირა პირველ რიგში დაზიანებების ხარისხი და ასეთი შემთხვევების რაოდენობა დაკავებებისას, როგორც პოლიციელებს ასევე ეჭვმიტანილებს შორის. მაგალითად აგრესიული ეჭვმიტანილის დასაკავებლად ადრე მოხდებოდა მასზე ფიზიკური ზემოქმედება, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით რაც ზრდიდა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ალბათობას და ასევე დიდი რისკს ატარებს პოლიცილებისთვის, რომლებმაც შეიძლება ასევე მიეღოთ ჭრილობები. მეორეს მხრივ “ტეიზერი”, ელექტროშოკული “პისტოლეტი” რომელიც ისვრის სადენებს და იწვევს სამიზნის პარალიზებას, აძლევს საშუალებას პოლიციელს გაანეიტრალოს საფრთხე მასთან ფიზიკური კონტაქტის და ზედმეტი მიახლოების გარეშე.

N0UzQUFGMDBCQkU0MEVERTBDODI6ZjcxYTM3MjJkZThhZGE2MDlkM2EzMGY4OTBmNTEzM2M6Ojo6OjA=

პოლიციური ხელკეტი, “ნაკლებად ლეტალური” იარაღის ერთ-ერთი პირველი ტიპი, რომელიც მე-18 საუკუნიდან გამოიყენება სამართალდამცავების მიერ.

თვაის მხრივ უბრალო მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია ძირითადად სამი ტიპის “ნაკლებად ლეტალური” იარაღის სახეობა. აეროზოლები, ელექტროშოკერები და ე.წ. ტრავმატული ცეცხლსასროლი იარაღი. ყველა ამ საშუალებას გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები. მაგალითად  თავდაცვითი აეროზოლების საკმაოდ ფართო არჩევანი არსებობს. ის როგორც წესი იაფია, მის შესაძენად არ არის საჭირო ნებართვა. აეროზოლის ხმარება შეუძლია ალბათ ყველას. არსებობს როგორც მცირე მოცულობის აეროზოლები (25მლ), რომელიც ჩაეტევა ქალის პატარა ჩანთაში, ასევე 600მლ-მდე და მეტი მოცულობის. ბოლო დრომდე აეროზოლების ყველაზე დიდ მინუსად ითვლებოდა დამოკიდებულება ქარზე, თუ ქარი სახეში გიბერავთ დიდი ალბათობით თქვენც აღმოჩნდებით “დაზიანების ზონაში’, თქვენც და ირგვლვი მყოფები. არც ისე დიდიხანია რაც გამოჩნდა საშუალებები რომლებიც აფრქვეევენ არა აირს ან სითხეს არამედ გელს ან ქაფს, რომელიც არ ორთქლდება, ეწეპება კანზე თავდამსხმელს და მისი ჩამორეცხვა შედარებით ძნელია.  თავისთავად ცხადია, რომ ასეთი საშუალებები უფრო გამოიყენება საყოფაცხოვრებო კონფლიქტების დროს, რომელიც მაგალითად გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ან თქვენ თავს დაგესხათ ზედმეტად აგრესიული მძღოლი, უკმაყოფილო თქვენი მანქანის მართვის სტილით, “გოპნიკი” ან ე.წ. “კაი ბიჭი” რომელსაც უნდა 5 ლარი რომ პახმელიაზე გამოვიდეს და არ გშორდებათ.  მოტივირებული (წინააღმდეგ, ყაჩაღი, მკვლელი, მძარცველი) და თან შეიარაღებული აგრესორის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი ალბათ ნაკლებად გამოდგება, მაგრამ სხვა თუ არაფერი არ არის მოგიწევთ “იომოთ” იმით რაც გაქვთ.

defense-gadget

შედარებით ახალი ტიპი თავდაცვითი საშუალების, რომელიც იყენებს წიწაკას არის პნევმატური “პისტოლეტები”, რომლებიც წნევით ისვრიან წიწაკის სითხეს, როგორც მაგალითად Kimber Pepper Blaster, ან ბურთულებს, როგორც პეინტბოლის იარაღი, იმ განსხვავებით რომ წიწაკის შემცველი ნივთიერება ბურთის შიგნით არის მოთავსებული. სურათზე არის SALT gun, რომელიც ისვრის ბურთებს  შიგნით წიწაკის აირით , რომელიც სკდება სამიზნეში მოხვედრისას. თითო ბურთულა ქმნის 20-25 სმ-ის დიამეტრის აირის ღრუბელს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ თითო ასეთ ბურთულას შეუძლია ადამიანის 15 წუთით მწყობრიდან გამოყვანა.  მისი ღირებულება 300-400 დოლარს შეადგენს. 

ელექტროშოკერების განხილვა ცალკე სტატიის თემას წარმოადგენს, ამიტომ მოკლე აღწერილობით შემოვიფარგლებით. დავიწყოთ ყველაზე მარტივი და იაფი მოწყობილობით, კონტაქტური ელექტროშოკერით. კონტაქტური ელექტროშოკერი გულისხმობს იმას, რომ უნდა შეხვიდეთ აგრესორთან კონტაქტში, იმისთვის რომ მიადოთ მას შოკერი და გადასცეთ დენის იმპულსი. აღნიშნული ეწინააღმდეგება თავდაცვის წესს, რომელიც გულისხმობს მანძილის მოგებას, იმიტომ რომ რაც უფრო შორს ხართ საფრთხისგან მით უფრო უსაფრთხოდ ხართ. სამაგიეროდ ასეთი “შოკერი” შედარებით იაფია და ასევე არ ითხოვს გაფორმებას. საქართველოში ასეთი შოკერების ფასი იწყება 100 ლარიდან. სიმძლავრე უნდა იწყებოდეს მინიმუმ 500 000 ვოლტიდან, უფრო სსტი შოკერი გამოდგება მხოლოდ მაწანწალა ძაღლებისგან დასაცავად. კონტაქტური “შოკერების” მილიონი ვარიანტი და შესრულება არსებობს და ამიტომ კონკრეტული მოდელის ყიდვამდე ჯობია მოიძიოთ და წაიკითხოთ სტატიები და მიმოხილვები და მხოლოდ ამის მერე ჩამოყალიბდეთ რა ტიპის კონტაქტური “შოკერი” გჭირდებათ თქვენ.

მეორე ტიპის შოკერებს განეკუთვენება დისტანციური მოქმედების მოწყობილობები, როგორიც არის მაგალითად ე.წ. “ტეიზერი”, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეკუმშული აირის ენერგიის გამოყენებით ესროლოთ მოწინააღმდეგეს ორი ელექტროდი 7-10 მეტრის მანძილზე. მინუსების ასეთი სისტემის არის ის რომ ის პრაქტიკულად ერთჯერადია ანუ მხოლოდ ერთი გასროლა გაქვთ, რომლის მერე უნდა გამოცვალოთ კარტრიჯი, და ასევე ფასი, რომელიც ძალიან მაღალია და 500 დოლარს აღწევს.  ეხლა “ტეიზერებს” ეძახიან პრაქტიკულად ნებისმიერ შოკერს მაგრამ “Taser International” (ეხლა უკვე უბრალოდ Axon) არის ამერიკული კომპანია, რომელმაც პირველად შესთავაზა საზოგადოებას ე.წ. დისტანციური ელექტროშოკერი. მართალია მათი პროდუქცია ღირს უფრო ძვირი ვიდრე ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მაგრამ ამ ფასში თქვენ მოგდით საკმაოდ მაღალტექნოლოგიური საშუალება, აღჭურვილი ლაზერული დამიზნების სისტემით, ფარნით და სულ ბოლო მოდელიდან შეიძლება ორი გასროლის წარმოება გადატენვის გარეშე. ტეიზერი თავიდან იყო წოდებული, როგორც არა-ლეტალური იარაღი მაგრამ შემდგომ კომპანიამ მას უწოდა “ნაკლებად-ლეტალური”.  2017 წელს სააგენტო “როიტერსის” გამოძიებამ დაადგინა რომ 2000 წლების დასაწყისიდან ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა “ტეიზერის” ზემოქმედების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ “ტეიზერს” იყენებს აშშ-ის პოლიციური სამსახურების 90%, 16 წლის განმავლობაში 1000  ლეტალური შედეგი ნიშნავს, რომ სტატისტიკურად ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა “ტეიზერის” გამოყენების შემთხვვაში არის ძალიან დაბალი, დაახლოებით 0.3%. მეორეს მხრივ აშშ-ის იუსტიციის დეაპარტამენტის კვლევებმა დაადასტურეს, რომ “ტეიზერის” გამოყენება ამცირებს ფიზიკური ზიანის მიყენების რისკს დაკავების დროს, როგოც დამნაშავესთვის ასევე სამართალდამცავისთვის.

tazer-taser-x2-black-kit-600_grande

უახლესი Taser X2 Defender. მისი გამოყენება შესაძლებელია ასევე, როგორც კონტაქტური “შოკერის”, გასროლის წარმოების გარეშე. მისი ფასი 1400 დოლარია.

შესაძლებელია საბრძოლო იარაღში “ნაკლებად ლეტალური” ამუნიციის გამოყენება და ამ მხრივ ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი არის 12 კალიბრის თოფი. მიზეზი მარტივია, 12 კალიბრის მასრაში საკმარისი ადგილია რომ დაეტიოს საკმარისი ზომა-წონის ჭურვი. ძალიან ბევრი ტიპის “ნაკლებად ლეტალური” 12 კალიბრის ამუნიცია არსებობს. რეზინის “კარტეჩი”, რეზინის ტყვიები. ყველაზე “ბრუტალური” საშუალება არის, პოლეთილენის ტომარაში მოთავსებული 9 ნომერი საფანტი ე.წ. bean-bag ტიპის ვაზნა. ასეთი ჭურვის საწყისის სიჩქარე 90-100 მ/წ-ის. გასროლის დროს ის იშლება დაახოლებით 6 კვ.სმ-ის სიგანეზე  და ძლიერ დარტყმას აყენებს სამიზნეს. არსებობს ასევე თვითნაკეთი არალეტალური ვაზნების რეცეპტები, რომლებიც შეიძლება მოიძიოთ ინტერნეტში. მათ შორის არის ვაზნის დატენვაც მარილით (დიახ ეს შესაძლებელია), მაგრამ ჩემი აზრით ქარხნული ვაზნების გამოყენება უფრო მიზანშეწონილია. თუ რამე წავიდა არასწორედ ყველაფერი დაბრალდება ვაზნის მწარმოებელს. თვითნაკეთი ვაზნის გამოყენებას შეიძლება მოყვეს არასასურველი სამართლებრივი შედეგები. ქარხნული წარმოების “ნაკლებად ლეტალური” ვაზნების არჩევისას მოქმედებთ იგივე პრინციპით რაც იარაღის ან ტყვიაწამლის არჩევისას. ინტერნეტში  ნახულობთ მიმოხილვებს, ტესტირების შედეგებს და ასე შემდეგ.  ჩემი აზრით ვისაც აქვს 12 კალიბრის თოფი ასევე უნდა ქონდეს მომარაგებული “ნაკლებად ლეტალური” ვაზნებიც.  წვრილი საფანტი ახლო მანძილზე (და თავდაცვა ხდება სწორედ ასეთ მანძილებზე)  ლულას ტოვებს როგორც ერთიანი ჭურვი და ეფექტის იქნება შესაბამისი. როგორც ისრაელის მაგალითი გვასწავლის საბრძოლო იარაღის ვაზნები, თუნდაც სუსტი არის ლეტალური და მათი გამოყენება სამართლებრივად ჩაითვლება როგორც  ლეტალური ძალის გამოყენება.

შემდეგი ჩვენ სიაში “არა ან ნაკლებად ლეტალური საშუალებების” არის ე.წ. ცეცლსასროლი ტრავმატული იარაღი, აგებული როგორც საბრძოლო ცეცხლსაროლი იარაღი იმ განსხვავებით, რომ ტყვიის ნაცვლად გამოიყენება რეზინის ჭურვი წვრილი საფანტი ან ცრემლმდენი აირი. დამატებით (გააჩნია რეგულაციებს კონკრეტულ ქვეყანაში) ასეთი იარაღის ლულები შეიძლება იყოს აღჭურვილი ტიხრებით, რომელშიც გაძვრება რეზინის ბურთი მაგრამ შეუძლებელი იქნება მყარი ჭურვის გამოყენება. ბუნებრივია ეს ზომა მიმართულია იმაზე, რომ არ მოხდეს ამ იარაღის “კონვერტაცია” საბრძოლოში. რეალურად ეს “დაცვის მექანიზმები” არ მუშაობს და  სინამდვილეში ტრავმატული იარაღის გადაკეთება გახდა ჩვეულებრივი ამბავი იმ ქვეყნებში სადაც საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი ხელმიუწვდომელია მაგრამ ხელმისაწვდომია ე.წ. “ტრავმატული” იარაღი რომელიც მუშაობს  იგივე პრინციპით.  ასეთი იარაღი ხშირად მზადდება იაფი შენადნობებისგან და ალბათ განურჩევლად მწარმოებლისა, თითქმის ყოველთვის გათვლილია ეპიზოდურ გამოყენებაზე და ვერ უძლებს ხანგრძლივ ექსპლუატაციას. ეს შემიძლია დავადასტურო პირადი გამოცდილებითაც. მაგალითად როდესაც იდეაში კარგი ხარისხის ტრავმატული „ზიგ ზაუერი“ უბრალოდ დაიშალა ჩემ ხელებში, ძალიან ხანმოკლე ექსპლუატაციის შემდეგ, პრაქტიკულად მისი სახლიდან გატანის გარეშე. ამავე პისტოლეტმა ერთხელ გაისროლა თავისით, ტექნიკურ გაუმართაობის გამო, საბედნიეროდ არავინ არ დაშავდა.  ხოლო როდესაც მე გადავწყვიტე მისი გამოყენება, როგორც სავარჯიშო ირაღის ის უბრალოდ დაიშალა. ჯერ ამოტყდა საკეტის სარკე (ადგილი საიდანაც გამოდის ნემსა)  და ბოლოს გაიბზარა საკეტი. ეს ყველაფერი, ვიმეორებ სროლის გარეშე.  ასეთი შემთხვევები, ვგულისხმობ არასანქიონირებულ გასროლებს, მოუვიდათ ჩემ მეგობრებსაც და კვლავ საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა.  მე მინახავს სხვა ანალოგიური იარაღები, რომლებიც პრაქტიკულად ერთჯერადი იარაღების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ჩემ წრეში ასეთი იარაღები აღარავის არ აქვს.  გარდა ამისა, შეხედეთ ამ იარაღს ასეთი კუთხით, პისტოლეტი ისედაც სუსტი იარაღია და როგორ გგონიათ ეხლა 124 გრანიანი ექსპანსიური ტყვია, რომ შეცვალოთ რეზინის ბურთით ან წვრილი საფანტის მწიკვით, მიიღებთ ეფექტურ თავდაცვის საშუალებას? ვიღაცა იტყვის, შიშველ ხელებს ხომ ჯობია მაინც? არ ვიცი, შეიძლება ჯობია. ერთი ვიცი რომ შიშველი ხელი არ გაისვრის თავისით ვაზნის მიწოდებისას და არ ჩამოიღებს სარკეს მისაღებ ოთახში. რუსეთში სადაც ასეთი იარაღები ძალიან გავრცელებულია მათ ჭკუაზე მოყვანას ეძღვნება მრავალგვერდიანი თემები თემატურ ფორუმებზე და ეს დამატებითი თავის ტკივილია ასეთი იარაღის პატრონისთვის. მიზეზი ამისა არის ტრავმაული ამუნიციის არასტანდარტული ფორმები და ბევრად დაბალი წნევა, რომელიც იქმნება ლულაში. პრაქტიკა ადასტურებს რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ნახო იარაღი რომელიც ჯეროვნულად ადაპტირებულია ტრავმატული ვაზნების გამოყენებისთვის და მას არ დაჭირდება დაქლიბვა და მორგებები. ნაწილობრივ ეს აიხსნება იმით, რომ არავინ, მწარმოებლების ჩათვლით არ აღითქვავს ასეთ იარაღს სერიოზულად.  

ხანდახან ისეთ ქვეყნებში სადაც აკრძალულია საბრძოლო იარაღი,  საკმაოდ საინტერესო კონცეფციები ჩნდება. ჩემი აზრით რუსეთი დღეს უშვებს ტრავმატული იარაღის ყველაზე დიდ ასორტიემნტს და რამდენიმე ტიპი ასეთი იარაღის ჩემი აზრით გამოდგება,  როგორც ეფექტური თავდაცვის საშუალება თუ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეზღუდულია. მაგალითად ორ ან ოთხ გასროლიანი ტრავმატული პისტოლეტები, რომლებიც იყენებენ ორ ან ოთხ ლულიან შეკვრებს და დამაზიანებელ ელემენტად იყენებენ 10-11 გრამიან მყარი რეზინის ჭურვს. შედარებისთვის 9მმ-ნი რეზინის ბურთის წონა სულ რაღაც 0.7 გრამია. ასეთი იარაღი მაგალითად არის რუსული წარმოების ОСА ПБ-4-1. “ოსადან” ნასროლ 11 გრამიან ჭურვს ექნება სიჩქარე 110 მ/წ-ში, ხოლო ენერგია – შთამბეჭდავი 80 ჯოული. შედარებისთვის ტიპიური 9მ-ნი რეზინის ჭურვის ენერგია, რომელიც გამოიყენება ტრადიციული კონსტრუქციის პისტოლეტებში იქნება ორჯერ ნაკლები – 40 ჯოული. ამასთანავე „ოსა“ რომელიც არ იყენებს მოძრავ ნაწილებს იქნება 100%-ით საიმედო, სილუმინისგან და მეტალის ფხვნილისგან დამზადებული “კვაზი-პისტოლეტისგან” განსხვავებით.  ეფექტიც ასეთი ჭურვისგან იქნება გაცილებით მეტი ვიდრე 0.7 გრამიანი რეზინის “ფურთხისგან”. ტიპიური თავდაცვის მანძილებისთვის მისი სიზუსტე არის ადეკვატური. ჩემი აზრით „ოსა“ და სხვა ანალოგიური კონსტრუქციის იარაღი ბევრად უკეთესი თავდაცვის საშუალებაა ვიდრე რეზინის ან საფანტის „ტრავმატები“. საქართველოში რომ იყიდებოდეს ასეთი საშუალებები მე მაგათ ვიყიდიდი, უბრალოდ თავს ნუ მოიტყუებთ, ეს არ არის „არალეტალური“ იარაღი.  80 ჯოული საკმარისია სასიკვდილო ჭრილობის მისაყენად. თავში ნასროლი ასეთი ჭურვი გარანტირებულად მიაყენებს უმძიმეს ტრავმებს და დიდი ალბათობით გამოიწვევს სიკვდილს. ასეთი იარაღის გამოყენება ითხოვს მომზადებას.

ტექნიკური და ნაწილობრივ სამართლებრივი ნიუანსების განხილვის შემდეგ, მოდით გადავიდეთ “არა-ლეტალური” იარაღის ტაქტიკურ ასპექტებზე.  თუ ჩემ ბლოგს ყურადღებით კითხულობთ ან უბრალოდ კარგად ერკვევით თავდაცვის ასპექტებში, უნდა იცოდეთ, რომ თავდაცვის ობიექტის უმთავრესი მიზანია თავდასხმის ობიექტის სწრაფი განეიტრალება იმისთვის, რომ მან შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები. ხოლო ამის გარანტიას იძლევა მხოლოდ მომენტალური სიკვდილი. თუნდაც მძიმედ დაჭრილს, თუნდაც სასიკვდილოდ დაჭრილ თავდამსხმელს სანამ ის მოკვდება ან გაითიშება ჯერ კიდევ შეუძლია ზიანის მიყენება. სწორედ ამიტომ “ნაკლებად-ლეტალური” იარაღი ხდება “ნაკლებად ეფექტური თავდაცვის საშუალება”. მაგრამ გააჩნია საფრთხეს. საფრთხეები, რომლის წანააღმდეგ გამოიყენება ლეტალური და არა ლეტალური იარაღი იწყება მაგალითად მაწანწალა ცხოველებიდან და მთავრდება ორგანიზებული შეარაღებული ბანდიტური დაჯგუფებით.  ასე, რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ “არა-ლეტალური” იარაღი არ არის ალტერნატივა “ლეტალური იარაღის”. ის ხშირად არის არასრულფასოვანი მაგიერი და გადაფარავს მხოლოდ შესაძლო საფრთხეების ნაწილს. მას აქვს თავისი გამოყენების ნიშა, მაგრამ ამ ნიშის იქეთ მისი გამოყენება არაეფექტურია და შეიძლება უკუეფექტიც ქონდეს.

განსხვავებით სამართალდამცავებისგან, რომლებიც თითქმის ყოველთვის იტოვებენ ლეტალური იარაღის გამოყენების ოფციას, უბრალო მოქალაქეებს შეიძლება ეს ოფცია საერთოდ არ ქონდეთ და მათი უსაფრთხოება უნდა იყოს დამოკიდებული საშუალებებზე, რომლებსაც სახელმწიფო აღიარებს როგორც ნებადართულს გამოყენებისთვის, ანუ დამოკიდებული მეტ წილად იმ საშუალებებზე, რომლებზეც მე მოგიყევით. მაგალითად რუსეთში, თადაცვითი ცეცხლსასროლი იარაღი აკრძალულია და შესაბამისად მოქალაქეები შეზღუდულები არიან საშუალებებით, რომლებიც რუსეთის კანონმდებლობით კლასიფიცირდება როგორც “შეზღუდული დაზიანების იარაღი”. ამ კლასში შედის რამოდენიმე ტიპის იარაღი, მათ შორის “გაზის”, ლულის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღი, ტრავმატული ცეცხლსასროლი იარაღი და ასე შემდეგ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ასეთი საშუალებები საერთოდ არ არის კლასიფიცირებული და პრინციპში არც იყიდება. 10-15 წლის წინ საფანტის და “გაზის” იარაღები უხვად იყიდებოდა, მაგრამ როგორც კი მათი ფლობა და გამოყენება ისევე შეიზღუდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღის, მათი გაყიდვები პრაქტიკულად შეწყდა. ამჯერად საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ იაფ-ფასიანი წიწაკის აეროზოლები და კონტაქტური ელექტროშოკები.

ასევე ჩემი აზრით ხშირად იგნორირებული საკითხია ასეთი ტიპის იარაღების გამოყენებაში მომზადება. ეს საკითხი წარმატებით იგნორირდება, როგორც სამართალდამცავების ასევე უბრალო მოქალაქეების მხრიდან.  როგორც ყველა იარაღი, “ნაკლებად ლეტალური” იარაღიც ითხოვს მის ცოდნას, მის გამოყენებაში მომზადებას და პროცედურების დაცვას. წიწაკის აეროზოლის გამოყენება ქარიან ამინდში მაგალითად არ შეიძლება, ხოლო ქარი თუ თქვენ სახეში გიბერავთ წიწაკის აირებისგან თქვენ უფრო დაზარალდებით ვიდრე აგრესორი. პნევამტური გამშვებები, ყუმბარტმტყროცნები, რეზინის ვაზნების არასწორ გამოყენებას მოყვება მძიმე დაზიანებები და ფატალური შედეგიც. ზოგი ასეთი იარაღი რეგულირებადია რაც აძლევს მსროლელს შესაძლებლობას აირჩიოს სასურველი ენერგია რა ენერგიითაც მოხდება ჭურვის გასროლა. ქართულ პრესაში დაიბეჭდა ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის სურათები რომელსაც ასეთი პნევმატური მარკერიდან ესროლეს. ის გადარჩა მაგრამ ჭრილობები იყო უმძიმესი. პოლიციის მიერ “ნაკლებად ლეტალური” იარაღების გამოყენება წამების მიზნით ასევე არის რეალური პრობლემა, რომელიც მათ შორის გამომდინარეობს უცოდინრობიდან ასეთი იარაღის შესაძლებლობების შესახებ.  სამწუხაროდ მცდარი მოსაზრება, რომ „ტრავმატი“ არალეტალურია, იწვევს მფლობელის მხრიდან მის უფრო თამამ გამოყენებას, რასაც შეიძლება მოყვეს არასასურველი შედეგი.  ისევ “ტეიზერის” გამოყენების თემას რომ დავუბრუნდეთ, აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება აშშ-ში ხშირად ხდებოდა მაშინ როდესაც გამოძახების მიზეზი იყო სამედიცინო დახმარება, ანუ “ტეიზერს” იყენებდნენ შფოთიანი ავადმყოფების, ძლიერი ნერვული აშლილობის მქონე ან ფსიქიურად დაავადებული ადამიანების “დასაწყნარებლად”.  ნაწილ ასეთ და სხვა შემთხვევებს მოყვა სასიკვდილო შედეგი და დაზარალებულების მხარემ უჩიოდა სახელმწიფოს. ამის წყალობით დაზარალებულებმა მიიღეს მინიმუმ 172 მლნ დოლარი კომპენსაციების სახით. 2013 წელს კომპანიამ გამოსცა რეკომენდაცია, არ გამოიყენონ მისი იარაღი ასეთი “სამიზნეების” წინააღმდეგ, თუმცა ცხადია ტექნიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების შემუშავება იმათი ვალდებულებაა ვინც იყენებს ამ საშუალებებს და არა იმისი ვინც ასეთ საშუალებებს უშვებს.  ასე, რომ “ნაკლებად ლეტალური” იარაღი ისევე ითხოვს მომზადებას და მის ცოდნას როგორც ნებისმიერი სხვა იარაღი. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ “არა ლეტალური” საშუალებები არ უნდა მოხვდეს ბავშვების ან სხვა პირების ხელში.

ჩემი აზრით არჩევანის გაკეთება ამა თუ იმ თავდაცვის საშუალებაზე იქნება ეს დამოკლებული 12 კალიბრის ნახევრად-ავტომატური თოფი თუ წიწაკის 50მლ-ნი “სპრეი”, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი და იმ საფრთხეებზე, რომელიც მას შესაძლებელია, რომ ემუქრება. კარგია, რომ ყოველთვის თან გქონდეს თავდაცვის საშუალება, რომელიც მოგცემს საშუალებას თავი დააღწიო საფრთხეს ლეტალური ძალის გამოყენების გარეშე მაგრამ, სამწუხაროდ ტექნოლოგიების განვითარების ამ ეტაპზე მაღალი ეფექტურობის “არა ლეტალური” ალტერნატივები ძალიან ძვირია, გაბარიტულია, გულისხმობს საფრთხესთან ახლოს ყოფნას ან უშუალო კონტაქტს და ხშირად არაეფექტურია ან საერთოდ უძლურია ერთროულად რამდენიმე აგრესორის წინააღმდეგ. გარდა ამისა ფარულად ატარო პისტოლეტი და “ტეიზერი” ან კონტაქტუირ “შოკერი” პრაქტიკულად შეუძლებელია. მანქანაში, სხვა საქმეა. ასევე ჩანთაში. დანამდვილებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ ‘არა ლეტალური” იარაღის გამოყენების შემდეგ გაცილებით ნაკლები წვალება და ახნსა-განმარტებების მიცემა დაგჭირდებათ სამართალდამცავებისთვის ვიდრე ვთქვათ, რომ განახორციელოთ გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან, თუნდაც რომ  საერთოდ არავის არ მოარტყათ. იგივე აქტუალურია ამ საშუალების გამოყენებისას მაწანწალა ცხოველის თავდასხმის მოსაგერიებლად. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო სადაც საგამოძიებო და სასამართლო სისტემები კვლავ საბჭოთა კავშირში იმყოფებიან, სადაც თავდაცვის უფლება განიხილებოდა პრაქტიკულად დანაშაულად და ეს სისტემები ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან კრიმინალურ ელემენტს და კანონმორჩილ მოქალაქეს.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელითაც მინდა ეს მოკლე მიმოხილვა დავასრულო. ქვეყანაში სადაც უხვად არის არალეგალური იარაღი, ტრავმატული იარაღის გამოყენება, რომელიც არაფრით არ განსხვავდება საბრძოლო იარაღისგან და თქვენს მიერ ნატყორცნი რეზინის “ფურთხის” საპასუხოდ, შეიძლება მოფრინდეს მთლიანად გარსით დაფარული 7 გრამიანი ჭურვი რომელიც თანაც მოფრინავს 20-ჯერ უფრო დიდი ენერგიით. მე ვიცი ბევრი შემთხვევა, როდესაც გაზის/საფანტის იარაღის დემოსნტრირებას და გამოყენებას მოყვა საპასუხო ცეცხლი საბრძოლო იარაღიდან და ეს ძალიან ცუდათ დასრულდა „ტრავმატის“ პატრონისთვის ხოლო მისი გამოყენება შემდგომი გარჩევის დროს იყო მოწოდებული, როგორც მტკიცებულება ლეტალური იარაღის გამოყენების მართლზომიერების.

არის თუ არა “არა ლეტალური” იარაღი ალტერნატივა? ამ ეტაპზე არა, მაგრამ “არა ლეტალური” იარაღის იგნორირებაც არ არის კარგი ვინაიდან ეს სეგმენტი სწრაფად ვითარდება და სულ უფრო უკეთესი და ეფექტური საშუალებები ჩნდება და მათი ადგილი მლიძებნება ნებისმიერი ადამიანის არსენალში, რომელიც სერიოზულად უდგება საკუთარი და თავისი ახლობლების უსაფრთხოების საკითხს. გამონაკლისია ალბათ მხოლოდ ცეცხლსასროლი ტრავმატული იარაღი, რომელიც ჩემი აზრით არ შეიძლება ჩაითვალოს სანდო და ეფექტურ თავდაცვის საშუალებათ.

თავდაცვის მითები და რეალობები

Wednesday, August 2nd, 2017

ამ სტატიაში მე მინდა შევეხო ისეთ თემებს, რომლებიც არ არის ჩვენთან პოპულარული და ხშირად განხილვადი. შეიძლება იმ არგუმენტებმა, რომლებსაც მე მოვიყვან დიდ დიკსომფორტი გამოიწვიოს მკითხველის მხრიდან ან თუნდაც პროტესტის გრძნობა, მაგრამ ჩემი აზრით ამ თემებზე საუბრის დრო დიდიხანია მოსულია. ქვეყანაში უამრავი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის არის კერძო საკუთრებაში და  ამ იარაღის გამოყენების უფლება თავდაცვის მიზნით არის ტაბუ დადებული თემა, ხოლო ის შემთხვევები რომლების შესახებ ჩემთვის ცნობილია მეტყველებს იმაზე, რომ არც საზოგადოება არც სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა არ არიან მზად ობიექტურად განიხილონ ასეთი შემთხვევები.  მე შორს ვარ იმ მოსაზრებიდან, რომ ჩემი ბლოგი ქმნის საზოგადოებრივ აზრს ან მით უმეტეს გამოიწვევს, რაიმე ცვლილებებს ქვეყანაში ან საზოგადოებაში, მე უბრალოდ დავწერ იმას რაც ვფიქრობ  და გავამყარებ ჩემ ნათქვამს მყარი არგუმენტებით, იმის იმედით რომ ეს გამოიწვევს დისკუსიის გაგრძელებას და ადამიანები დაფიქრდებიან ამ თემაზე.  მკითხველმა თავად გამოიტანოს დასკვნები წაკითხულიდან. ყურადღება: სტატია შეიცავს ბმულებს კადრებზე სადაც ასახულია ძალადობის და სიკვდილის სცენები.

რა არის თავდაცვა ცეცხლსასროლი იარაღით? ეს არის სიტუაცია, როდესაც მოქალაქემ მიიღო გადაწყვეტილება დაიცვას თავისი თავი ლეტალური ძალის გამოყენებით, იმიტომ რომ მას ან სხვა მის გარშემო მაგ მომენტში მყოფ პირებს დაემუქრა საფრთხე. ცხადია ვისაც არ უნდა კითხო ყველას თავისი აზრი აქვს, როგორ უნდა მოიქცეს (რა თქმა უნდა სხვა იმიტომ რომ თავის თავს ვერ წარმოიდგენენ) ადამიანი ასეთ სიტუაციაში და როგორია საფრთხე, რომელიც გაამართლებდა ლეტალური ძალის გამოყენებას.  თავისთავად იდეა, აზრი დაიცვა შენი თავი იარაღით, ბევრისთვის უხერხული და როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოში საერთოდ ტაბუ დადებული თემაა. ბევრს ურჩევნია ჩვენთან გახდეს დაყაჩაღებული, გაძარცვული, შელახული ღირსებით და მერე აბრალოს ეს ყველაფერი პოლიციას და სახელმწიფოს ვიდრე აიღოს თავის თავზე საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების ნაწილში, ფიზიკური დაპირისიპირება, ლანძღვა-გინება, სხვისი ქონების დაუფლება არის როგორ გითხრათ ყოველ დღიური ცხოვრების ნაწილი. ჩხუბი ქორწილში ან სუფრაზე ჩვეულებრივი ამბავია, ვინმეს ცემაც არ ითვლება აქ მძიმე დანაშაულად ან საერთოდ არ ითველბა დანაშაულად. მე ეხლა ცოტას ვუტრირებ, მაგრამ უდაოდ ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში “რიტუალური დაჭრის” ტრადიციაც არსებობს რასაც კრიმინალური ქრონიკა ადასტურებს, რა მუხლით აღიძრება საქმე? ჯანრთელობისთვის ზიანის მიყენება? როდესაც დასტურდება რომ განზრახ იქნა ჩადენილი იარაღის გამოყენება ხდება დამძიმება კვალიფიკაციის თუ რახან ბედმა გაუღიმა დაზარალებულს და ის გადარჩა მუხლი რჩება უცვლელი? პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, საჯარო მოხელეებს ისე ცემენ, რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოყვება. ან როგოგ გადმოცემს მას-მედია თავდაცვის შემთხვევებს, შელაპარაკებას სროლა მოყვა, ბანდიტური გარჩევები მაგრამ მე არ მახსოვს მომესმინოს რეპორტაჟი ან წამეკითხოს სტატია სადაც იქნებოდა აღწერილი როგორ დაიცვა მოქალაქემ თავი, იმიტომ რომ ჟურნალისტები და საზოგადოება უყურებს იარაღის გამოყენებას (მიუხედავად მიზეზისა) როგორც რაღაცა ცუდს რაც არ უნდა ხდებოდეს. იმიტომ რომ საზოგადოებას ეუხერხულება აღიაროს რომ ნორმალურ საზოგაოებაში კარგი ადამიანები ხანდახან ესვრუან ცუდ ადამიანებს. ამის მაგივრად საზოგადოება აყოლილია უტოპიურ რწმენას, რომ არსებობს ისეთი საზოგადოება სადაც არ არსებობენ მტაცებლები, რომლებიც ნადირობენ მსხვერპლზე.  გამომდინარე აქიდან უნდა გავიაზროთ, რომ სახელმწიფოს თვალში ჩვენ აპრიორი ეჭვმიტანილები ვართ ყველა და, რომ  იარაღის გამოყენებით თავის დაცვა პრაქტიკულად გვაქცევს ჩვენ პრობლემის ნაწილად და მოგვიევს დაპირისიპირება პირდაპირი გაგებით მთელ სამყაროსთან, მოკლული თავდამსხმელის ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, სახელმწიფოსთან გამოძიების და სასამართლოს სახით და საზოგადოებასთან, რომელიც თვლის რომ იარაღი ცუდია და არვისზე სროლა არ შეიძლება. მაგალითად ქართულ ენაში არც არის განსხვავება kill-სა და murder-ს შორის. პირველი ნიშნავს  სიცოცხლის წართმევას, რომელიც შეიძლება იყოს სრულად ლეგიტიმიური და გამართლებული, მაგალითად როდესაც ჯარისკაცი კლავს მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცს, ან როდესაც ადამიანი თავის დაცვის მიზნით კლავს თავდამსხმელს და murder, ანუ “არამართლზომიერი”, მკვლელობა რომელსაც არ გააჩნია გამამართლებელი გარემოებები, “არალეგიტიმური” სიცოცხლის უფლების წართმევა. ჩვენთან ასევე პრაქტიკულად არ გამოიყენება ისეთი ცნება როგორიც არის “კანონმორჩილი ადამიანი” ანუ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კანონების და წესების დაცვით რაც მას განასხვავებს იმათგან ვინც ასე არ ცხოვრობს ანუ კრიმინალური ელემნეტებისგან, “პრობლემების შემქნელებისაგან”. სახელმწიფოს და ასე გამოდის რომ საზოგადოების თვალშიც ყველა მოქალაქე არის ეჭვმიტანილი ნარკომანიაში, კრიმინალურ საქმიანობაში და ასევე ითვლება უნარშეზღუდულად სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს ცნობების წარდგენით, რის შემდეგაც სახელმწიფო აღიარებს, რომ ასეთ პიროვნებას აქვს უფლება დაიწყოს სამსახური, მართოს მანქანა ან შეიძინოს იარაღი. ჩვენი საყოველთაო გატაცება გამოცდებით, ტესტირებებით, ატესტაციებით, ნებართვების გაცემით ყველაფერზე  და სურვილით შევზღუდოთ სხვისი უფლებები (მათ შორის იარაღის ტარების უფლება) ასევე ადასტურებს, რომ როგორც სახელმწიფო ვერ ახერხებს გაყოს ადამიანები კანონმორჩილებად და “პრობლემების გამომწვევებად” ისევე საზოგადოება ვერ ახერხებს იგივეს და ყველა ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებს.  ასეთი საზოგადოება ეძებს დაცვას თავისი შიშებისგან ,რაღაც ადმინისტრაციულ ბარიერებში მიუხედავად იმისა რომ კეთილი განზარხვებით შექმნილი ასეთი ბარიერები უბრალოდ არ მუშაობენ. ჩვენ გვირჩევნია დავიჯეროთ, რომ ჯანმრთელობის ცნობებს გაცემს კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი პროფესორებით, რომლებიც ყოველმხრივ აფასებენ ადამიანს და აკეთებენ ყველაფერს, რომ იარაღი არ მოხდეს გიჟის ხელში, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ეს ცნობა პრაქტიკულად  ავტომაურად გაიცემა ერთი საკითხავი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ექიმის მიერ, რომელიც უყურებს ამ პროცედურას, როგორც აუცილებელ პირობას მიიღოს რამდენიმე ლარი და არა როგორც ვალდებულბას დაიცვას საზოგადოება გიჟებისგან. შესაბამისად გიჟები, კრიმინალები და “პრობლემების გამომწვევები” თავისუფლად დადიან ქუჩებში და უტოპიაში მცხოვრები საზოგადოება ვერ ხვდება რომ მათგან დაცვა ყოველი კონკრეტული საზოგადოების წევრის ვალდებულებაა. სხვათაშორის კიდევ ერთი ფაქტი, რომ ეს ბარიერები არ მუშაობს არის ქაოსი და განუკითხაობა ჩვენ გზებზე, რომელსაც ქმნიან გამოცდა ჩაბარებული “ცნობა მოტანილი” ხალხი, რომელმაც მოიპოვეს პრივილეგია მართონ მანქანა ისე რომ  მანქანის მართვა არ იციან და ამის გამო ყოველ დღე ვიღაცა კვდება და სახიჩრდება.  სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ გამოცდების და ტესტირებების, იმიტომ, რომ სახელმწიფო აქცევს ამას ფორმალურ პროცედურად, რომლის მიზანია საფასურის მიღება და არა მოქალაქეების დაცვა და ამ პროცედურებს შედეგი არ მოყვება. გარდა ამისა ასეთი პროცედურები ყოველთვის ტრადიცულად არის კორუფციის წყარო.

სახელმწიფო და საზოგადოება რომელიც ცხოვრობს ასეთ ილუზიებში, ბუნებრივია ასეთივე ილუზიებით უყურებს აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის იმას თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავისი თავი. მოდით დავასახელოთ და გავარჩიოთ ის მცდარი სტერეოტიპები, რომლებიც ასე ძალიან გავრცელებულია და ხშირად მეორდება ყველგან, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დიასახლისი, პოლიციელი თუ კიდე ვინ: რატომ ესროლა შეუარაღებელ ადამიანს? რატომ არ გააფრთხილა წინასწარ? რატომ არ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა? რატომ ჯერ ფეხში არ ესროლა? რატომ ესროლა ორჯერ, მოკვლა უნდოდა ალბათ ხო? რატომ ქონდა ვაზნა სავაზნეში? რატომ იანახავდა დატენილ იარაღს?  მაგრამ ერთია როგორ გაგნსჯის საზოგადოება და მეორეა როდესაც ამას გამოიყენებს სახელმწიფო შენს წინააღმდეგ ან როდესაც შენ ხარ სამართალდამცავი და გაიძულებენ გამოიყენო ეს მიდგომები  მოვალეობის განხორციელების დროს. ხელმძღვანელობას ეშინია არ გაგივარდეს იარაღი და გიკრძალავს ვაზით სავაზნეში იარაღის ტარებას, სამსახურის რეპუტაცია შელახულია და შენ გიკრძალავენ შეუიარაღებელი საფრთხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას და არ შესრულების შემთხვევაში  ჩვენ ვემუქრებით პოლიციელს (ან თუნდაც უბრალო მოქალაქეს)  სამართლებრივი დევნით, სამართალდამცავის კარიერის დასრულებით, იარაღის ფლობის უფლების წართმევით. ეს უაზრო ვალდებულებები შეიძლება იყოს გაწერლი კანონში, ცალკეულ კანონქვემდებარე აქტში, სამსახურეობრივ ინსტრუქციაში ან უფრო უარესი, წარმოადგენდეს არაფორმალურ პოლიტიკას, ხელმძღვანელობის ნებას, რომელიც უნდა შესრულდეს თუ რა მაშინ პრობლემები გექნება. ადამიანი რომელზეც ეს ვალდებულებები ვრცელდება ვიმეორებ შეიძლება იყოს უბრალო მოქალაქე რომელიც გახდა თავდასხმის ობიექტი ან პოლიციელი რომელსაც მოუწია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იარაღის გამოყენება. ასეთი “პროცედურის” დაწესება, სწავლება, წახალისება არის უდიდესი სისულელე და უსამართლობა და სახელმწიფო ამით უტოვებს ასეთ ადამიანებს ორ ალტერნატივას ან დიდი ალბათობთ მოკვდნენ ან დასახიჩრდნენ ან გახდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები, მხოლოდ იმიტომ რომ ამ ვალდებულების ავტორები (აპოლოგეტები) არიან იდიოტები, რომელბსაც წარმოდგენა არ აქვთ რა არის ახლო მანძილზე შეიარაღებული დაპირისპირება მოტივირებულ აგრესორთან. ასეთი შეხედულებებიდან გამომდინარეობენ ისეთი მცდარი, სახიფათო და სამწუხაროდ გავრცელებულ პრაქტიკები როგორებიც არის: სიტყვიერი გაფრთხილება, იარაღის დემონსტრირება, გამაფრთხილებელი გასროლა, არასასიკვდილო გასროლა (როგორც წესი კიდურებში).  განვითარებულ ქვეყნებში არც მოქალაქეს და არც სამართალდამცავს არ გააჩნია ვალდებულება გამოიყენონ რომელიმე ზემოხსენებული, მანამდე სანამ იქნება გამოყენებული ლეტალური ძალა საფრთხის მიმართ. ხდება გარჩევა მხოლოდ ლეტალური ძალის გამოყენების მართლზომიერების და არა იმის რა საშულებით და ფორმით იქნა გამოყენებული ეს ძალა. რა თქმა უნდა არსებობს აუცილებელი მოგერიების გადამეტება, მაგრამ მოგერიების გადამეტებაში არ შედის შაშხანის გამოყენება ან განმეორებითო გასროლები. რა თქმა უნდა მე იმის თქმა არ მინდა რომ თავდაცვის შემთხვევების გარჩევა განვითარებულ ქვეყნებში საათის მექანიზმივით მუშაობს, იქაც უამრავი პრობლემაა მაგრამ ჩვენთან უბრალოდ პრობლემის მასშტაბი ბევრად უფრო დიდია. სასამართლო გარჩევის დროს ასეთ ქვეყნებში არაკეთილსინდისიერი ადვოკატები, მაგალითად ცდილობენ გამოიყენონ ფაქტორები, იმისთვის რომ გაამტყუნონ მსროლელი და გამოიყვანონ ის აგრესორად რომელიც შარს ეძებდა, მაგრამ როგორც წესი ეს მთავრდება უშედეგოდ, იმიტომ რომ გამომძიებლები, იურისტები და მოსამართლეები კარგად ერკვევიან თავდაცვის ასპექტებში და გარდა ამისა არიან უამრავი ექსპერტები, რომლებსაც იწვევენ სასამართლო გარჩევებზე და მათ ექსპერტულ აზრს იყენებნ სიმართლის დასადგენად. ჩვენთან ეს ასე არ არის და ეს სერიოზული პრობლემაა.

როდესაც სახელმწიფო ან სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობა ცდილობს თავი დააღწიოს იმ ნეგატიურ ეფექტს, რაც მოყვება სამართალდამცავის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს  სიცოცხლის მოსპობას, მაშინ მათ შემოაქვთ ფორმალური თუ არაფორმალური შეზღუდვები, რომლებიც ხელს უკრავენ პოლციელებს, რომლებიც ქუჩაში მუშაობენ. გადავხედოთ ჩვენ რეალობას. რამდენჯერ მოხდა პოლიციის მიერ იარაღის გამოყენება? მართებული თუ არა, ამას ყოველთვის მოყვა ნეგატიური რეაქცია საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. რატომ? მიზეზი ისევ იგივეა. ჩვენ ვერ ვასხვავებთ ცუდ და კარგ ტიპებს და ვინმეს რომ კლავენ ჩვენ ეგერევ ვარდებით ეჭვებში, იქნებ ისინი “უდანაშაულო ბიჭები” იყვნენ და მერე თავს კიდევ ერთხელ ვიტყუებთ როდესაც ვიწყებთ სამართალდამცავების განსჯას. რა თქმა უნდა მიზეზი არის პოლიციის დაზარალებული რეპუტაციაც, გახმაურებული უბედური შემთხვევების გამო. ცოტა სხვა შემთხვევაა მაგალითად დაუდევრობის შეეგად გასროლები და ამას მოყოლილ მსხვერპლი, ან როდესაც საქმე გვაქვს  არაკომპეტენტური სამართალდამცავების ქცევასთან,  რომელიც ეწინააღმდეგება მოდით ესე ვთქვათ პოლიციელის ქცევის კოდექს და რასაც ხანდახან მოყვება არამართლზომიერი იარაღის გამოყენება და მსხვერპლი. არავის არ გაგვიჭირდება დავასახელოთ ბევრი ასეთი შემთხვევა და ასეთ შემთხვევებს ხელისუფლებები გადაყოლია.  ნორმალურ ქვეყნებში ასეთი შემთხვევების დადგომის რისკის შემცირება შესაძლებელია ადეკვატური მომზადებით, პროცედურების შეცვლით და კადრების უკეთესი შერჩევით, მაგრამ ეს რთული გზაა, რომელიც ითხოვს დროს, ფულს და შრომას.  გაცილებით ადვილია მაგალითად შეუზღუდო პოლიციელებს წვდომა იარაღზე და ასე შეამცირო რისკი, რომელიც უკავშირდება იარაღის გამოყენებას და ამით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტს. ცხადია ეს ხდება სამართალდამცავების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩვენ ალბათ ყველას გავხსოვს გახმაურებული შემთხვევა, რომელიც მოხდა რამდენიმე წლის წინ თბილისში, როდესაც დანით შეიარაღებულმა ნარკომანმა, რომელიც სხვათაშორის იყო სუსტი აგებულების, მძიმედ დაჭრა სამი შეუიარაღებელი პოლიციელი, რომელიც მის დაშოშმინებას ცდილობდნენ და მგონი ერთი პოლიციელი გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობებისგან. აღმოჩნდა, რომ პოლიციელებს აიძულეს იარაღი ჩაებარებინად სახლში წასვლამდე. ბევრი სხვა შემთხვევის დასახელება შემიძლია, როდესაც სამართალდამცავებს უბრალოდ ართმევდნენ იარაღს და ისინი გადიოდნენ დავალებებზე და გადიან პატრულირებაზე იარაღის გარეშე, იმიტომ რომ ბერვი იარაღის „გავარდნის“ შემთხვევა მოხდა, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო და სროლა არ უნდა მოხმდარიყო ან რაღაც უაზრო წესებია სადღაც მიღებული. ან რად ღირს ის ფაქტი რომ ჩვენი პოლიციელები დღემდე არ არიან აღჭურვილები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – რბილი ტიპის ჯავშანჟილეტები. ეკიპირების ეს ელემენტი აუცილებელია ლამის ყველაზე ჩამორჩენილი და ღარიბი ქვეყნების პოლიციურ სამსახურებში, მაგრამ ჩვენთან რატომღაც ეს ასე არ არის. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. რატომ ვახსენე ნარკომანის სუსტი აგებულება?  იმიტომ, რომ ხშირად გვესმის და გვხდება ასეთი მოსაზრება, პოლიციამ (შეიარაღებულმა მოქალაქემ) არ უნდა გამოიყენოს იარაღი შეუარაღებელი საფრთხის წინააღმდეგ, მოდით ამ სტერეოტიპის განხილვით დავიწყოთ დანარჩენი მავნე სტერეოტიპების და პრაქტიკების განხილვა. მოსაზრება, რომ არ შეიძლება ესროლო შეუიარაღებელ ადამიანს არის მცდარი, რასაც სამი პოლიციელის დაჭრა ადასტურებს.  სუსტი აღნაგობის ნარკომანმა, რომელიც არ უნდა გამოირჩეოდეს ნინძას უნარებით, არ ქონდა მოულოდნელობის ეფექტი მაინც  შეძლო დაეჭრა სამი პოლიციელი.   140 კილოგრამიანი აგრესიული ყაზილარს შიშველი ხელებით თავისუფლად შეუძლია სასტიკად გაუსწორდეს მაგალითად ქალ პოლიციის ოფიცერს ან თუნდაც სტანდარტული აღნაგობის კაც ოფიცერს.  შეიარაღებული ბლაგვი საგნით და ნარკოტიკული საშუალების ქვეშ მყოფი ის უკვე არის განრისხებულ მტაცებელზე უარესი საფრთხე. იგივე ეხება ადამიანებს, რომლებიც არიან მომზადებულები ორთაბრძოლაში და მათ ერთი  კარგად დაყენებული დარტყმით შეუძლიათ დაასახიჩრონ ან მოკლან ადამიანი ერთი თვალის დახამხამებაში. ვიდეო გადაღებული პოლიციის მანქანიდან, სადაც შეუიარაღებელი მამაკაცი შიშველი ხელებით სასტიკად უსწორდება ქალ პოლციელს, რომელიც ცდილობდა მის გაჩხრეკას თვალნათვლივ ადასტურებს, რომ იარაღი არ არის საჭირო, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილება ლეტალური ძალის გამოყენებაზე. სამწუხაროდ ასეთივე მიამიტური შეხედულებები ბევრს გააჩნია დანასთან მიმართებაში არა და დანა არის ზესახიფათო და ეფექტური იარაღი იმ სივრცეებში სადაც, როგოც წესი  ხდება კონფლიქტები ადამიანებს შორის, ვგულისხმობ სასაუბრო დისტანციებს.  1983 წელს ამერიკელმა პოლიციის ინსტრუქტორმა ჯონ ტულერმა შეიმუშავა ვარჯიში, როდესაც 6 მეტრის მანძილიდან შეიარაღებული დანით “თავდამსხმელი” იწყებს მოძრაობას ოფიცერზე, რომელმაც უნდა მოასწროს ირაღის ამოღება და ზუსტი გასროლის წარმოება. ეს ვარჯიში მოგვიანებით გახდა პრაქტიკულად მთელი არაფრომალური დოქტრინა სახელწოდებით “21 ფუტის წესი” და ის გავრცელდა მთელ სამართალდამცავ საზოგადოებაში. მე არ ვიცი ამ ვარჯიშის დოქტრინად  ქცევა კარგია თუ ცუდი, მაგრამ ცადეთ თქვენც ეს ვარჯიში, და სანამ დანით შეიარაღებული “თავდამსხმელი” დაფარავს 6 მეტრს და დაგარჭობთ დანას თავის ქალაში, ცადეთ და გააფრთხილეთ ის ან ეცადეთ ესროლოთ ფეხში ან განახორციელეთ გამაფრთხილებელი გასროლა, მაგრამ მანამდე დარმწუნდით რომ რა მიმართულებითაც ახორციელებთ გამაფრთხილებელ გასროლას, არავინ არ დგას და რიკოშეტიც არავის არ ემუქრება. მომზადების გარეშე უმეტესობა იარაღის ამოღებასაც ვერ მოასწრებს ქამარზე გარედან დამაგრებული არა თუ პერანგის ქვეშ დამალული ბუდიდან. ეს ვიდეო მძიმე სანახავია და საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს დანა აგრესიული და მოტივიებული ადამიანის ხელში.  ეს ყველაფერი ხდება არა დახურულ სივრცეში, არამედ გაშლილ ღია ადგილას, ერთ პოლიციელს ხელში „კალაშნიკოვი“ უჭირავს დანარჩენები შეიარაღებულები არიან პისტოლეტებით. რამდენიმე წუთი ისინი ცდილობენ დააწყნარონ კაცი და აიძულონ მას დააგდოს დანა და ჩაბარდეს მათ, რაღაც მომენტში ისინი მოდუნდნენ და აღმოჩდნენ მასთან ახლოს, ის თავს ესხმის მათ და წამებში ორი პოლიციელი იღებს სასიკვდილო ჭრილობებს და კვდებიან ადგილზე კამერების წინ. ასე, რომ დანა და ნებისმიერი მძიმე ბლაგვი საგანი სერიოზული საფრთხეა და სრულად ამართლებს ლეტალური ძალის გამოყენებას.

ეხლა რაც შეეხება გაფრთხილებას (ვერბალური ან გასროლით) და სროლას კიდურებში.  20 წლის წინ როდესაც ვიდეო კამერები დიდი იშვიათობა იყო, კასეტები შეიარაღებული დაპირისპირებებით და სიკვდილის სცენების ჩანაწერებით არალეგალურად იყიდებოდა შავ ბაზარზე. ეხლა ასეთი ჩანაწერები უხვად დევს ინტერნეტში და ხელმისაწვდომია ყველასთვის. არის რესურსებიც რომლებიც აანალიზებენ ასეთ ჩანაწერებს. ჩანაწერების ნახვისას დაინახავთ, რომ ძალიან ხშირად ეს შეტაკებები ისე იწყება და მთავრდება, რომ გიწევს უკან გადახვევა და მეორედ ყურება რომ მიხვდე რა მოხდა. ამ ჩანაწერებში ხალხი კვდება იმიტომ რომ ვერ ასწრებენ იარაღის ამოღებას, ვაზნის მიწოდებას სავაზნეში, კვდებიან ისე რომ ვერც ხვდებიან რა მოხდა. ასეთ სიტუაციაში გაფრთხილება გინდა ყვირილით გინდა სროლით სისულელეა ისევე როგორც იგივე მიზეზის გამო სისულელეა ეს მოთხოვნები აქციო ვალდებულებად.

როგორც ერთი ლიტერატურული ნაწარმოების გმირი იძახდა: „არ არსებობს არმია, რომელიც გაუძლებდა თავდასხმას ზურგიდან და თანაც ღამით“. მოულოდნელი თავდასხმის მოგერიება უკიდურესად ძნელია,  და თავდასხმის ობიექტს აქვს ძალიან ცოტა შანსი გამოვიდეს უვნებელი ასეთი სიტუაციიდან. თავდასხმა ხდება წამებში, ამ დროს ადამიანმა უნდა მიიღოს თავის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე უმნივნელოვანესი გადაწყვეტილება, დაიცვას თავი და წაართვას სხვა ადამიანს სიცოცხლე. მან უნდა მოასწროს სიტუაციის გაანალიზება, იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება, იარაღის ამოღება და ზუსტი გასროლის განხორციელება რაც თავისთავად უკვე სერიოზული გამოწვევაა და ითხოვს მომზადებას, წვრთნას, მენტალურ მდგრადობას. ამას კიდე დაუმატო ვერბალური გაფრთხილება, გამაფრთხილებელი გასროლა (სად? ჰაერში, მეზობლის იავანში? ასფალტში? და რიკოშეტის საფრთხე?) არის აბსურდი და სისულელე. სამართალდამცავი უწყება ან სახელმწიფო რმელიც ავალდებულებს ამას თავის მოსამსახურეებს/მოქალაქეებს პრაქტიკულად მათ წირავს.

სამწუხაროდ რიგ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს აკრძალვა იარაღის ტარებაზე ვაზნით სავაზნეში. აბსურდული შეზღუდვა, რომელმაც უნდა დაგვაჯეროს, რომ სახელმწიფოს სურს დაუდევრობით გამოწვეული იარაღის გავარდნების შემცირება. ანალოგიურად აბსურდული მოთხოვნებია ვალდებულება იარაღის შენახვის სეიფში ან იარაღის და ვაზნების ცალკე შენახვა.  თავდაცვის იარაღი უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში გამოყენებისთვის. ეს არის აქსიომა. ვაზნის მიწოდება სავაზნეში შეიძლება ბევრისთვის იყოს უკვე რეფლექსური მოძრაობა, მაგრამ ბევრისთვის შეიძლება არ იყოს. თუ ვინმეს სურს იარაღის და ვაზნების შენახვა ცალცალკე ან იარაღის ტარება ცარიელი სავაზნით ეს მისი პასუხისმგებლობაა, სახელმწიფო ან ხელმძღვანელობა, ამას არ უნდა ავალდებულებდეს.

კიდურებში გასროლას, რაც შეეხება ეს ტექნიკა ჩემი აზრით წამოვიდა იმ დროიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნათელი კომნიზმისკენ სიარულის პროცესში აღმოჩნდა ციხეში და ბანაკებში,  ამიტომ გუშაგები გაქცეულებს ჯერ ფეხებში ესროდნენ და მერე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უკვე ესროდნენ მოსაკლავად. ეს ტაქტიკა მუშაობს, როდესაც ხარ გუშაგი ტუნდრაში და ესვრი ადამიანს, რომელიც გაგირბის და წინააღმდეგობას არ/ვერ გიწევს. ხოლო თუ გასროლისას იარაღი ახტა და შემდეგი ტყვია გაქცეულს კეფაში მოხვდა, დიდი არაფერი, პარტია ჩამოწერს დანაკარგებს.  შეიარაღებული დაპირისიპირების დროს საერთოდ როგორ წარმოგიდგეიათ ფეხში გასროლა? ფეხი არის პატარა, მოძრავი სამიზნე, მასში მორტყმა ერთი გასროლით ძალიან ძნელია. ფეხში მორტყმა თითქმის არასდროს არ იწვევს საფრთხის ნეიტრალიზაციას. მიწაზე დავარდნილი აგრესორს კვლავ შეუძლია საპასუხო ცეცხლის გახსნა.  ამიტომ კიდურებში გასროლა თავდაცვის მიზნით არის არაეფექტური, სახიფათო ტაქტიკა. მე არ ვიძახი რომ არასდროს არ უნდა ესროლოთ საფრთხეს ფეხებში, გააჩნია სიტუაციას, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ სროლას ფეხებში როგორც წესი არ გამოყავს მწყობრიდან ადამიანი.

ერთხელ მე ერთ ყოფილ სპეცრაზმელს ვანახე ვიდეო, სადაც პოლიციელები გამოიყვანენ არაფხიზელ ადამიანს რესტორნიდან, რა დროსაც ის ამოიღებს  უბიდან, თუ სწორედ მახსოვს პნევმატურ პისტოლეტს. ორივე პოლიციელი ხსნის ცეცხლს რა დროსაც, რაღაც წამებში დამნაშავის მიმართულებით ხორციელდება 20-მდე გასროლა. სპეცრაზმელმა გაკვირვებულმა ამომხედა და მკითხა, ამდენი რა პონტში ესროლესო?  თუ სპეცრაზმელმა ჩათვალა, რომ ადგილი ქონდა არაპროპორციულ ძალის გამოყენებას, რას ჩათვლის საზოგადოება ან სასამართლო? არ არის ძნელი მიხვდე, პოლიციელები, რომლებიც აკეთებდნენ თავის საქმეს გახდებიან ცუდი ტიპები. რეალობა კი ის არის,რომ  პისტოლეტის კალიბრების 99.9% სუსტია და არ უზრუნველყოფს ადეკვატურ ტერმინალურ ეფექტს,  ძალიან ბევრი პოლიციელი იღუპება საპასუხო ცეცხლისგან, რომლებსაც ხსნიან დამნაშავეები, მათ შორის დაჭრილები არაერთი ტყვიით. დიახ, არასასიამოვნო საყურებელია მაგრამ საფრთხეს ესვრიან მანანმდე სანამ ის მოძრაობს. ხოლო მერე მას ჩხრიკავენ და ადებენ ბორკილებს. იმიტომ, რომ ხანდახან მათ გონება უბრუნდებათ და ისინი ზურგში ესვრიან იმათ ვინც ჩათვალა, რომ რახან სამიზნე დაეცა და არ ინძრევა ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ასე რომ აგრესორი/დამნაშავე წარმოადგენს საფრთხეს მანამ სანამ არ იქნება გაჩხრეკილი და ბორკილებ დადებული. დიახ ასეთი ვიდეოები არ არის სასიამოვნო საყურებელი, მაგრამ პოლიცია იძულებულია მოახდინოს თავისი ქმედებების დოკუმენტირება მათ შორის გადაღება, დამერწმუნეთ კრიმინალებმა რომ დაიწყონ იგივეს კეთება, მათი ვიდეოები ათასჯერ უფრო საზარელი სანახოაბა იქნებოდა, ეს უნდ აგავხსოვდეს ყოველთვის სანამ დავიწყებთ განსჯას პოლიციის მხრიდან იარაღის გამოყენების ესთეტიურ მხარეზე. არ არსებობს ლამაზი და სუფთა ომი, ისევე როგორცს სასიკვიდლო შეტაკება ვერ დაემსგავსება რინგზე შერკინებას. ერთადერთი რასაც აქვს მნიშვნელობა, არის ვინ არის მტყვანი და ვინ არის მართალი.

ასევე მინდა შევეხო იარაღის დემონსტრირებას.  იმის იმედზე ყოფნა, რომ აგრესორი იარაღის დანახვაზე  შეშინდება და უკან დაიხევს, დიდი სისულელია. ეს კიდე უფრო დიდი სისულელეა თუ ასეთი “დემონსტრატორი” არ აპირებს ან არ არის მზად იარაღი გამოიყენოს თუ იარაღის დემონსტრირებას ეფექტი არ მოყვება. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი რომ ეს ტექნიკა არ მუშაობს, როდესაც “ბნელი და საშინელი” 90-ნი წლების დროს, დისკოტეკის დაცვის წევრის მიერ დაშინების მიზნით იარაღის ამოღებას ხალხით გადაჭედილ საცეკვაო დარბაზში, მოყვა კოლექტიური აგრესიულობა დისქოტეკის სტუმრების მხრიდან და დაცვის წევრს თავისივე იარაღით თავი გაუტეხეს. გადაჭედილ დისკოთეკაში , მარტო, უპირისპირდები ნასვამ ახალგაზრდებს. იღებ იარაღს იქ სადაც გასროლა საფრთხის მიმართულებით 99% ალბათობით გამოიწვევს უდანაშაულო ადამიანის დაჭრას. თანაც მოწინააღმდეგე არა ერთი, არამედ რამდენიმეა, ესეიგი სროლა მოგიწევს ინტენსიური. და ბოლოს კარგავ შენ იარაღს. არასწორ გადაწყვეტილებას მოყვა სამწუხარო შედეგიც. რა იქნებოდა გამოსავალი? მე არ ვარ ექსპერტი თავდაცვაში მაგრამ დაპირისპირების დეესაკალაცია არის აუცილებელი  თუ ამის შანსი არსებობს.  გამოდი გარეთ, გამოიძახე სხვა დაცვის წევრები ან პოლიცია. ბოლო-ბოლო თუ საქმე მივიდა სროლამდე,  ეს სროლა მოხდება იქ სადაც შანსი მოარტყა უდანაშაულოს ნაკლებია. იარაღის ამოღება უნდა მოხდეს მაშინ როდესაც შენ მორალურად მზად ხარ გახსნა ცეცხლი. თუ არ ხარ მხად ჯობია სხვა რამე მოიფიქრო. იარაღის დემონსტრირება შეიძლება გახდეს დაპირისპირების ესკალაციის მიზეზი. არ დაგვავიწყდეს რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და დროით გამოცდილი მეთოდი საფრთხისგან თავის დაღწევის არის – გაქცევა.

მე კარგდ მესმის, რომ ეს სტატია ბევრში გამოიწვევს პროტესტს, ბევრისთვის იქნება მიუღებელი ის რაც აქ წაიკითხა, ბევრი დამიწუნებს გამოყენებულ ტერმინოლოგიას და რავიცი კიდე რას არ იპოვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ განვითარებულ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ძალადობა არის მიუღებელი. თუ შენ დააპირე ვინმეს ცემა შენ შეიძლება გესროლონ და სახელმწიფო და საზოგადოება ჩათვლის რომ მსროლელის იყო მართალი, შენ შეძვრები სხვის სახლში შენ მოგხვდება ტყვია, შენ დააპირებ ვინმეს “დაჩმორებას” შენ შეიძლება მოგხვდეს ტყვია.  ძალადობა და ხელისუფლების წარმომადგენლისადმი არდამორჩილება არის საკმარისი მიზეზი ლეტალური ძალის გამოყენებისთვის. ასეა ნორმალურ ქვეყანაში. არანორმალურ ქვეყანაში შეიძლება კამერების წინ გცემონ და ამას არანაირი რეაგირება არ მოყვება. რა მოხდა კაცები არიან და იჩხუბეს…. ვის არ მოსვლია? ან კარგი მაგალითია ბოლოდროინდელი სკანდალი სადაც საზოგადოების ცნობილი წევრები ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ იმათ ვინც არ იზიარებდა მათ შეხედულებებს. ეს როდესაც ხდება რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც სამწუხაროდ ხშირად ვერ აცნობიერებენ რას აკეთებენ ეს ერთია, ეს ხდება ყველგან, როდესაც იგივეს ჩადიან საჯარო პირები, რომელბსაც გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მოეკითხებათ ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ეს ნიშნავს, ჩემი აზრით იმას, რომ მათ არ ეშინიათ პასუხისმგებლობის და არ ელოდებიან წინააღმდეგობას. სწორედ ამიტომ შეიარაღებული საზოგადოება არის თავაზიანი და წყნარი საზოგადოება. როდესაც ყველას ესმის რომ სხვაზე თავდასხმას დიდი ალბათობით ადეკვატური მოყვება პასუხი და გარდაუვალი სასჯელი.

სტატიის ბოლოს, მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო, რა ხდება როდესაც ერთი მხარე იყენებს არაეფექტურ ტაქტიკას და თავდაცვის საშუალებებს. ეს შემთხვევა მოხდა ბალიზე, ინდონეზია, სადაც დასახლდა შერეული ორთაბრძოლების ფრანგი ოსტატი ამოკრან საბეტი. არსებული ინფორმაციით ის სარგებლობდა ხულიგნის და აგრესიული ადამიანის რეპუტაციით, ხშირად ახდენა კონფლიქტების პროვოცირებას და უპირისპირდბოდა როგორც ადგილობრივებს ასევე ტურისტებს. როდესაც საბეტის ვიზას ვადა გაუვიდა ადგილობრივ პოლიციას მიეცა შანსი კონფლიქტური სპორტსმენი გაეძევებინა ქვეყნიდან.  მის დასაკავებლად საკმაოდ დიდი პოლიციელების ჯგუფიც გამოიყო. საბეტის დაკავების მცდელობა აღბეჭდილია ვიდეოზე.  ამოკრანი თავიდანვე აგრესიულად იქცეოდა და იყო საკამოდ დიდი დანით შეიარაღებული, ის არ ემორჩილებოდა პოლიციას. პოლიციელებმა გამოიყენეს ყველაფერი, სიტყვიერი გაფრთხილება, სროლა ჰაერში, და მათ შორის ნაკლებად ლეტალური საშუალებები (რეზინის ტყვიები). არაფერმა არ იმოქმედა. მას მერე რაც ამოკრანს მოხვდა პირველი რეზინის ტყვიები, ნასროლი სავარაუდოთ 12 კალიბრის “პომპებიდან” ის თავს დაესხა პოლციელებს და დაჩეხა დანით ერთი თანამშრომელი, სანამ მას ესროდნენ ფეხებში, ესროდნენ რეზინის ტყვიებს და სავარაუდოთ პისტოლეტებიდან. ყველაფერი დასრულდა 5,56 კალიბრის შაშხანიდან რამდენიმე გასროლით, მაგრამ საბეტის მიერ დაჭრილი პოლციელი ადგილზე გარდაიცვალა.  რა მოხდებოდა ამერიკაში? რამდენიმე მკაფიო გაფრთხილების და არდამორჩილების შემთხვევაში მას უბრალოდ ცეცხლს გაუხსნიდნენ და ადგილზე მოკლავდნენ.  ვიღაცა იტყოდა იარაღი არ ქონდა რატომ ესროლესო, იქნება ფეხში დაეჭრათ და დაეკავებინათო, მაგრამ რეალური ცხოვრება ყოველთვის ადასტურებს ამ “მანტრების” მცდარ ხასიათს. იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

არც ერთი სერიოზული ინსტრუქტორი ან სკოლა რომელიც ასწავლის თავდაცვას იარაღის გამოყენებით არ ასწავლის უკონტროლო აგრესიის გამოყენებას. საფრთხისთვის თავის არიდება, კონფლიქტის დეესკალაცია და პასიური თავდაცვა (სიგნალიზაცია, რკინის კარები, ძაღლი, კამერები, უსაფრთხო რაიონის არჩევა) არის თავდასხმის რისკის შემცირების და იარაღის გამოყენების აცილებლობის თავიდან არიდების პირობები. არ მინდა შეგექმნათ წარმოდგენა თითქოს აშშ-ში ასწავლიან კილერებს, რომლებიც ღამე კარებს ღია ტოვებენ რომ იქ შესული მძარცველი მერე დაცხრილონ. ეს ასე არ ხდება. შეიარაღებული მოქალაქე ხვდება რომ თუ მან იარაღი გამოიყენა ის გახდება გამოძიების ობიექტი, მას მოუწევს ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცედურა ამ სიტყაციიდან თავის დაღწევის, დაუმატეთ ამას ფსიქოლოგიური ტვირთი და მიხვდებით რომ ნებისმიერი შეიარაღებული ადამიანი ყველანაირად შეეცდება თავი აარიდოს კონფლიქტს. ეს ძნელად ესმით იმ საზოგადოებაში სადაც ცემა-ტყეპა, გაწევა-გამოწევა და დაჭრები არის ჩვეულებრივი ამბავი და ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. სწორედ ამიტომ გვესმის ხშირად: ყველა დაიწყებს იარაღით სიარულს და სროლას. არა არ დაიწყებს და ვინც დაიწყებს წავა ციხეში ან მიიღებს ტყვიას.

დიახ, იარაღს გააჩნია თანდაყოლილი საფრთხე. ხანდახან კარგ კაცს დაუდევრობით გაუვარდება იარაღი და მოხდება ტრაგედია, დიახ ხანდახან პოლიცია ესვრის ბავშვს რომელსაც ქონდა ხელში სათამაშო პისტოლეტი. შეიარაღებულ საზოგადოებაში ეს გარდაუვალია, ისევე როგორც “მოტორიზირებულ” და ელექტრიფიცირებულ საზოგადოებაში ვიღაცა მოკვდება ავტო-ავარიაში ან დენის დარტყმისგან ან ავიაკატასტროფაში, ბერვად უფრო მეტი ადამიანი იხრჩობა ბასეინში ვიდრე კვდება იარაღთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებში მაგრამ არავინ არ ითხოვს ბასეინში მოცურავეთა ლიცენზირებას და გაოცდის ჩაბარებას ბასეინში ჩახტომამდე. ჩვენ მივიდვართ რისკებზე ყოველ დილა როდესაც სახლიდან გამოვდივართ და ამ რისკებს ვეგუებით იმიტომ, რომ გვინდა სწრაფად მივიდეთ სამსახურში მანქანით ან გადავფრინდეთ თვითმფრინავით სხვა ქვეყანაში. ადამიანი არ უნდა იღუპებოდეს იმიტომ, რომ მას ირაციონალური შიშების და მცდარი სტერეოტების გამო წაართვეს ან შეუზღუდეს თავდაცვის უფლება.

იარაღის მისროლა ერთი გასროლით

Saturday, October 15th, 2016

ამ მოკლე სტატიაში მინდა გიამბოთ ძველ და კარგად ნაცად მეთოდზე რომელიც გულისხმობს იარაღის გასწორებას ერთი ვაზნით. ხანდახან ისე ხდება ხოლმე რომ არ გაქვს საშუალება გაანულო/გაასწორო შაშხანა, სათანადოდ.  არ გაქვს პირობები, არ გაქვს საკმარისი ვაზნები ან უბრალოდ არ იცი როგორ უნდა გააკეთო ეს ან არ გაქვს საშუალება გაარკვიო ეს ინტერნეტით ან ლიტერატურის წაკითხვით. ასეთ შემთხვევებში ეს მეთოდი გამოდგება. გასროლა უნდა განხორციელდეს 50 მეტრის სიშორეზე განლაგებულ სამიზნეში. იარაღი უნდა იყოს მყარად დაფიქსირებული. როგორ მოახერხებთ ამას თქვენზეა დამოკიდებული. შესაძლებელია იარაღის მყარად დაფიქსირება ან ისე დაფიქსირება, რომ გასროლისას თუ ის დაიძრა ადგილიდან, შესაძლებელი იყოს მისი ზუსტად იგივე მდგომარეობაში დაბრუნება როგორშიც ისი ყო გასროლამდე. სამიზნე უნდა იყოს ზომიერად დიდი, რომ ტყვია მოხვდეს მას თუნდაც დიდი გადახრით. დაუმიზნეთ ხარის თვალს და გაისროლეთ. ნახეთ სად მოხვდა ტყვია და მოხვედრის ადგილიდან 3-4 სმ-ით ზევით მონიშნეთ ადგილი, ახალი ხარის თვალი. დაუბრუნდით იარაღს, რომელიც იმყოფება იგივე მდგომარეობაში რაც გასროლამდე და სამიზნის შესწორებით (ისე რომ იარაღი არ გაინძრეს) ისე  გააკეთეთ რომ ამჯერად იარაღი უმიზნებდეს ახალ “ხარის თვალს”, რომელიც 3-4 სმ-ით მაღლა არის იმ ადგილზე სადაც მოხვდა ტყვია. იარაღის გასწორება დასრულებულია. ეს მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს ოპტიკიან იარაღზე მაგრამ თუ ყველაფერი სწორედ გააკეთებთ ნებისმიერი ტიპის იარაღის გასწორება არის შესაძლებელი ამ მარტივი მეთოდის გამოყენებით. შაშხანებს, რაც შეეხება,  ასეთი მისროლისას  .223 ან .308 კალიბრების უმეტესობა 100 მეტრზე მოხვდება 7-8სმ-ით მაღლა, 150 მეტრზე მიაღწევს ტრაექტორიის ყველაზე მაღალ წერტილს და დაიწყებს დაშვებას სადაც დაახლოებით 270 მეტრის მანძილზე ისევ გაუტოლდება დამიზნების წერტილს და 300-350 მეტრამდე, მორტყმის ეფექტური ზონა დარჩება ადამიანის სილუეტის ფარგლებში. ამ მეთოდით ყოველგვარი რთული ბალისტიკური გათვლების და მისროლის პროცედურების გარეშე გექნებათ საშუალება მოარტყათ სამიზნეს თქვენი იარაღიდან. ეს მეთოდი არის პრიმიტიული მაგრამ ის მუშაობს. ყოველთვის იარაღის მისროლა სახელმძღვანელოს მიხედვით შეუძლებელია. იარაღი იშვიათ ვაზნაზეა გათვლილი და ეს ვაზნები არ იშოვება. ქალაქში ცხოვრობთ და არ გაქვთ საშუალება ეწვიოთ მოშორებულ, ძნელად მისაღწევ სასროლეთს, მაშინ ეს მეთოდი გამოგადგებათ.

პრაქტიკული/საბრძოლო ზერო

Tuesday, July 5th, 2016

აღნიშნული სტატია არ არის სახელმძვანელო ან იარაღის “განულეების” საუკეთესო მეთოდის აღწერა. ეს სტატია არის ავტორის მსჯელობა “საბრძოლო ზეროზე” და მისი დადგენის ოპტიმალურ მეთოდზე და იმ ფაქტორებზე რომელიც მსროლელმა უნდა გაითვალისწინოს იარაღის სასურველი “საბრძოლო/პრაქტიკული ზეროს” არჩევისას და იარაღის გასწორებიას. მაგალითისთვის მეტწილად აღებულია გრძელლულიანი ტაქტიკური იარაღი (ტაქტიკური კარაბინი) რკინის სამიზნე მოწყობილობებით, მაგრამ აღწერილი პრინციპები აქტუალურია ნებისმიერი ტიპის  ხრახნილლულიანი  იარაღისთვის. საკითხი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ არ არის უმაღლესი მათემატიკა, ეს არის საფუძვლები, რომლებიც უნდა იცოდეს ნებისმიერმა ადამიანმა რომელიც ფლობს იარაღს არა მარტო სტუმრებთან სატრაბახოდ.

ads

აღნიშნული ილუსტრაცია აგიხსნით, როგორ გამოიყურება გარე ბალისტიკა და რა კავშირი არის ტყვიის ტრაექტორიასა, დამიზნების ხაზს, და ლულის რერძს.

ძლიერ კალიბრებზე გათვლილი შაშხანები, აღჭურვილი როგორც წესი ძლიერი/დიდი გადიდების ოპტიკური სამიზნე მოწყობილობებით, იყენებენ შესწორებების შეტანის პრეციზიულ მექანიზმებს, რომლებიც იძლევიან საშუალებას შეიტანოთ შესწორება სამიზნეში უშუალოდ გასროლის წინ, დოლურას დაყენებით საჭირო მდგომარეობაში. არანაირი სპეციალური ინსტრუმენტი ამისთვის საჭირო არ არის.  პრაქტიკაში, როგორც წესი სნაიპერს აქვს თავისი მოქმედების ზონის გეგმა-ნახაზი სადაც მან იცის ორიენტირების განლაგება და მათი მანძილები რაც აძლევს მას საშუალებას წინასწარ გაემზადოს და ასევე სამიზნის გამოჩენისთანავე ორიენტირების მიმართ მისი მდგომარეობის შედარებით მიიღოს საკმარისად ზუსტი მანძილი სამიზნემდე და ან შეიტანოს შესწორება უშუალოდ ოპტიკურ სამიზნეში ან კომპენსირება მოახდინოს დამიზნებით (დაიუჭიროს ოდნავ დაბლა ან მაღლა, გამოიყენოს  ოპტიკური სამიზნის ბადის ელემენტები, ბალისტიკური კომპენსატორები და ა.შ.). სნაიპერები ასევე იყენებენ ლაზერულ მანძილმზომებს, სადაც ერთი თითის დაჭერით იღებ ზუსტ მანძილს სამიზნემდე რაც მნიშვნელოვნად უადვილებს საქმეს მსროლელს. ასევე სნაიპერის ნაკრებში შედიან კომპაქტური და ზუსტი ინსტრუმენტები, ქარის სიჩქარის საზომები, ბალისტიკური კალკულატორები და ა.შ. ყველაფერი ეს აძლევს მას საშუალებას სწრაფად და ზუსტად გამოთვალოს რა მანძილზე სად მოხვდება მის მიერ ნასროლი ტყვია. სნაიპერული გუნდი არის როგორც მინიატურული საარტილერიო გათვლა რომელიც მუშაობს იმაზე რომ ზუსტი ცეცხლის წარმოებით გაანადგუროს სამიზნეები იარაღის ეფქტური სროლის მანძილების მთელ დიაპაზონში. ამისთვის დისტანციის გარდა ისინი იყენებენ უამრავ სხვა ფაქტორს, ქარის სიჩქარეს, ატმოსფერულ წნევას, მუხტის ტემპერატურასაც კი იმიტომ რომ რა მანძილეებზე სნაიპრები ისვრიან ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ტაქტიკურ მსროლელს, რომელიც მოქმედებს დინამიურ მუდამ ცვლად გარემოში ასეთი ფუფუნება როგორც წესი არ აქვს. ისევ როგორც მანძილებიც გაცილებით უფრო მოკლეა. ტაქტიკური მსროლელისვის სამიზნეების აღმოჩენის და იდენტიფიცირების საშუალებები ასევე როგორც წესი შეზღუდულია საკუთარი მხედველობის ან მოკრძალებული ოპტიკური სამიზნის შესაძლებლობებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ოპტიკური სამიზნე მოწყობილობების გამოყენება ტაქტიკურ კარაბინებზე გახდა ჩვეული აბსოლუტური უმეტესობა ნახევრად-ავტომატური კარაბინების აღჭურვილია საქართველოში მხოლოდ სტანდარტული „რკინის“ სამიზნე მოწყობილობებით, რომლებიც (თუ სამოქალაქო იარაღის “წინაპარი” სამხედრო იარაღი იყო) ხშირად გათვლილია ერთი ტიპის ვაზნაზე, რომელიც გამოიყნებოდა იმ დროს კონკრეტული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. მაგალითად რომ ავიღოთ 7.62×39 კალიბრის რუსული საიგა, მისი უკანა სამიზნე მოწყობილობა გათვლილია 100-დან 300 მეტრამდე სროლისთვის სტანდარტული 123 გრანიანი ტყვიით.  300 მეტრი ხელოვნური შეზღუდვაა სამოქალაქო იარაღისთვის და რა მოხდება 400 მეტრზე სროლისას?  ზოგი იარაღი იყენებს კიდე უფრო პრიმიტიულ სამიზნე მოწყობილობის კონფიგურაციას სადაც მხოლოდ ერთი პოზიცია არის, და შესწორებების მექანიზმი გამოიყენება მხოლოდ ერთხელ იარაღის გასწორებისას და მერე მას ხელს აღარ ახლებენ. იგივე ეხება კოლიმატორსაც.

რჩევა: იაფფასიანი ოპტიკური სამიზნის შესწორების მექანიზმის ნდობა არ შეიძლება. ამიტომ ერთხელ გასწორების შემდეგ, ყოველთვის როდესაც ეს შესაძლებელია უნდა მოხდეს შესწორება დამიზნებით წერტილის შეცვლით. 

მიუხედავად იმისა, რომ ოპტიკურ სამიზნეებს შესწორების უფრო დახვეწილი მექანიზმები აქვთ და შესწორების შეტანა ადვილია და სწრაფი, ტაქტიკურ მსროლელი უნდა იყოს მზად რომ უმეტესობა შემთხვევაში მას დოლურების ტრიალის დრო არ ექნება. ამიტომ შესწორება ხდება დამიზნების წერტილის შეცვლით. იმისთვის რომ სროლის ეფექტურობა გაიზარდოს, ნაწილი ტაქტიკური “სკოპების” იყენებს ბადეებს რომლებიც წინასწარ გათვლილია ან ადაპტირებადია სხვადასხვა ტრაექტორიებისთვის.

გამომდინარე ზემოხსენებულიდან ტაქტიკური მსროლელი ასწორებს იარაღს ერთხელ, ერთ კონკრეტულ მანძილზე რამაც უნდა მისცეს მას საშუალება აწარმოოს ეფექტური ცეცხლი სამიზნე მოწყობილობებში შესწორებების შეტანის გარეშე და დამიზნებაში მინიმალური შესწორებებით. აღნიშნული პირველ რიგში მიიღწევა კონკრეტული იარაღის ბალისტიკის და გამოყენების სპეციფიკი გათვალისწინებით ოპტიმალური საბრძოლო/პრაქტიკული ზეროს დადგენით და შესაბამისად იარაღის ამ მანძილზე ზუსტი გასწორებით. დღეს როდესაც ოპტიკური სამიზნეები ფართოდ არის გავრცელებული, რკინის სამიზნე მოწყობილობები, როგორც წესი მეორად, დამხმარე ფუნქციას ასრულებენ. იარაღზე ოპტიკის არსებობა არ ნიშნავს, რომ “რკინები” არ უნდა იყოს გასწორებული.

რჩევა: უმეტესობა თანამედროვე სამიზნე მოწყობილობებს მოყვება ინსტრუქციები სადაცც მითითებულია მონაცემები, გასწორების მეთოდიკა და სხვა საჭირო ინფორმაცია. მისროლის პროცედურა უნდა დაიწყოს ამ ინსტრუქციების შესწავლით.

საწყისი წერტილი პასუხის გაცემისას კითხვაზე რომელი ზერო არის თქვენთვის უკეტესი, არის თქვენი იარაღიდან ნასროლი ტყვიის ტრაექტორიის დადგენა. დიახ სანამ გავარდებით სასროოლად ჯერ უნდა დაჯდეთ და იპოვოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: რა მანძილზე ვაპირებ მე სროლას? რა მნძილზე გავანულო ჩემი იარაღი? სად მოხვდება ტყვია თუ სროლის მანძილი იქნება ნაკლები ან მეტი განულების მანძილზე?

 რჩევა: იარაღის გასწორებისას თუ ანალოგიური იარაღი და კალიბრი არის შეიარაღებაში შეიძლება მისროლა/გასწორებისას გამოიყენოთ სტანდარტული ოფიციალური ინსტრუქციები, რომლებიც ადვილად მოიპოვება ინტერნეტით. მაგალითად 5.45 კალიბრის BSR-74-ის პატრონებმა გასწორებისას შეიძლება გამოიყენონ რუსული სახელმძღვანელო Руководство по 5.45-мм автомату Калашникова სადაც მოცემულია როგორც მისროლის პროცედურის აღწერილობა ასევე სროლის ცხრილები და ტყვიის ფრენის ტრაექტორიები. 

თუ თქვენი იარაღი არის პოპულარული იარაღი-კალიბრის-ვაზნის ტიპის კომბინაცია  ყველაზე იოლი გზა არის მოიპოვოთ ინფორმაცია ინტერნეტიდან ან ლიტერატურიდან. მაგალითად კაილ ლამბის წიგნში “Green Eyes Black Rifles” რომელიც მე მაქვს მოცემულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია 5.56 კალიბრის M4-ის კარაბინის ბალისტიკაზე მათ შორის სხვადასხვა წონის ტყვიების, გამზადებული ცხრილების სახით, სხვადასხვა მანძილზე განულების და შესაბამისი ტრაექტორიების მითითებით. არაფრის თვლა და გამოკვლევა მე არ მინდა. თუ მე ჩავთვლი რომ 25 მეტრზე განულებით მივიღებ ჩემთვის სასურველ შედეგს მე უბრალოდ წავალ სასროლეთზე და გავასწორებ იარაღს 25 მეტრზე და წიგნში მოცემული ცხრილებიდან მეცოდინება სად მოხვდება ტყვია 0-დან 400 მეტრამდე სროლისას.

რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ ამერიკაში მეტ წილად ზომავენ დისტანციას იარდებში და ინჩებში. გაითვალისწინეთ ეს სტანდარტული ინსტრუქციების გამოყენებისას. 

რატომ არის ცხრილებში მითითებული განულების სხვადასხვა მანძილები? იმიტომ რომ სხვადასხვა მანძილზე განულებული იარაღი მოგვცემს დამიზნების ხაზიდან ტრაექტორიის ამაღლების სხვადასხვა მაჩვენებლებს.

როგორ დავადგინოთ ჩვენთვის ოპტიმალური „საბრძოლო ზერო“? პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ რა არის ჩვენთვის ეფექტური სროლის მაქსიმალური მანძილი? ამ შემთხვევაში ეს განპირობებულია როგორც იარაღის შესაძლებლობებით ასევე ტაქტიკური პირობებით. ჩემი აზრით და ღრმა რწმენით ტაქტიკური კარაბინისთვის .22 კალიბრის (5.56, 5,45) და საშუალოსტატისტიკური მსროლლისთვის  ეს უნდა იყოს მაქსიმუმ 200 მეტრი.  მანძილის ასეთი არჩევანი განპირობებულია ეფექტური სროლის წარმოების შესაძლებლობის, ტყვიის ლეტალურობის და სამიზნის იდენტიფიკაციის შესაძლებბლობების გათვალისწინებით. აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში მიღებულია მაგალითად სროლა სილუეტზე 500 მეტრის მანძილზე და უმეტესობა საზღვაო ფეხოსნების წარმატებით და მაღალი ქულებით აბარებს ამ გამოცდას რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენებით მაგრამ საბრძოლო პირობებში ალბათობა წააწყდეთ სტაციონარული სილუეტის ტიპის კონტრასტულ სამიზნეს ძალიან დაბალია, ისევე როგროც იდენტიფიკაცია ასეთ მანძილზე სამიზმის პრაქტიკულად შეუძლებელია მსროლელისთვის ამიტომ პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ვარჯიში აზრს მოკლებულია თუმცა ზუსტი სროლის უნარის დემონსტრირების კარგი საშუალებაა.
მნიშვნელოვანია დაადგინოთ თქვენთვის ეფექტური სროლის მაქსიმალური მანძილი და აწარმოოთ გათვლები ამ მანძილის შიგნით.  მაგალითად როგორც ვთქვი მე მაქვს 5.56 კალიბრის სუბ-კარაბინი. მე მიმაჩნია, რომ 200 მეტრი არის მაქსიმალური სიშორე რა სიშორეზეც მე მინდა ამ იარაღის სროლა. შესაბამისად ჩემი სურვილი არის რომ იარაღმა 0-დან 200 მეტრამდე შესწორების გარეშე ურტყავდეს სტანდარტული სილუეტის მასის ცენტრში.  გამოთვლებით მე დავადგინე რომ თუ მაქსიმალური სროლის დისტანცია 200 მეტრი ჩემთვის მისაღება ყველაზე ოპტიმალური განულების დისტანცია არის 25 მეტრი. ანუ ჩემთვის ოპტიმალური განულების დისტანცია არის 25 მეტრი.

 მას მერე რაც ჩამოყალიბდებით მაქსიმალური სროლის დისტანციაზე უნდა გამოთვალოთ ტრაექტორია და ნახოთ მაქსიმალური გადახრები სხვადასხვა „ზეროს“ შემთხვევაში.

როგორ გავიგოთ ტრაექტორიები? ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ბალისტიკური კალკულატორი, რომლის უფასო ვერსიებიც საკმარისად ბევრია. ინტერნეტი ასეთ შემთხვევაში თქვენი საუკეთესო მეგობარია. მოიპოვეთ თქვენი ვაზნის მონაცემები, საწყისი სიჩქარე, კორექციით ლულის სიგრძეზე.  თუ თქვენი იარაღის მოდელი პოპულარულია, ადვილად იპოვით საწყის სიჩქარეებს გავრცელებული მუხტების შემთხვევაში. მაგალითად რომ აკრიფოთ „გუგლში“ M855 velocity out of 16.5 inch barrel, ეგრევე მიიღებთ სასურველ მონაცემს. რა თქმა უნდა საუკეთესო გზა არის ქრონომეტრის გამოყენება მაგრამ ის ყველას არ აქვს.

cvlileba sichqarisada

აღნიშნული ცხრილი მოგცემთ შესაძლებლობას დაინგარიშოთ საწყისი სიჩქარე თუ არ გაქვთ ქრონომეტრი და ინტერნეტში ვერ ნახეთ საჭირო ინფორმაცია.

გარკვეულ სირთულეს შეიძლება წარმოადგენდეს ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტის დადგენა, იმისთვის რომ შემდგომ ჩაატაროთ საჭირო გამოთვლები. დრაგ ფუნქციის და ბალისტიკური კოეფიციენტების მოდელების ახსნა არ შედი ამ სტატიის მიზნებში, პრაქტიკულად ყველა პოპულარული ტყვიის ბალ. კოეფიციენტი მოიპოვება ინტერნეტით ასე რომ წესით და რიგით ტაქტიკური კარაბინისთვის გათვლილი მუხტის ტყვიის ბალ. კოეფიციენტის დადგენა არ უნდა გაგიჭირდეთ ისევ და ისევ „გუგლის“ ან მწარმოებელის საიტის გამოყენებით. ასევე გჭირდებათ სხვა ინფორმაცია, როგორიც არის სამიზნე მოწყობილობების დამიზნების ხაზის სიმაღლე ლულის ღერძთან მიმართებაში, ტყვიის მასა. აღნიშნული მონაცემების  მოპოვება ადვილია. მას მერე რაც შეიყვანთ საჭირო მონაცემებს, გადათვალეთ ეს სხვადასხვა განულების მანძილის შეყვანით.  იდეაში ჩვენ გვინდა ისეთი ტრაექტორია, რომ ეფექტური სროლის მანძილზე, ჩვენ დავჭირდეს მინიმალური შესწორებები. ზევით და ქვევით მაქსიმალური გადახრების ჯამი გვაძლევს ეფექტური მორტყმის ზონას კონკრეტულ დისტანციაზე, ეს მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ეფექტური ზონის განლაგება სამიზნეზე.

 არსებობს კიდევ ალტერნატიული მეთოდები, მაგალითად როდესაც თქვენ წინასწარ არ ადგენთ მაქსიმალური სროლის დისტანციას, არამედ ადგენთ ეფექტური მორტყმის ზონას. ვთქვათ ეს შეიძლება იყოს სტანდარტული სილუეტი ან წრე კონკრეტული დიამეტრის. ასეთ შემთხვევაში საწყისი წერტილი თქვენთვის არის ეფეექტური მორტყმის ზონის სიმაღლე და ბალისტიკური კალკულატორი მოგცემთ საშუალებას აირჩიოთ ისეთი „ზერო“ რომელიც მოგცემთ ასეთი ეფექტური ზონის დაზიანების საშუალებას მაქსიმალურ სიშორეზე (ე.წ Point Blank Range). Point blank range -  პირდაპირი სროლის მაქსიმალური მანძილი არის მანძილი რომელზეც კონკრეტული იარაღიდან კონკრტული ვაზნით შესაძლებელია კონკრეტული სიდიდის სამიზის სასიცოცხლო ზონაში მორტყმა  ისე რომ მსროლელს არ დაჭირდეს იარაღის აწევა იმისთვის რომ დაძლიოს ტყვიის ვარდნა

poblra

აღნიშნული ნახაზი არის წინასწარ განსაზღვრული ეფექტური მორტყმის ზონის (12სმ) და ტყვიის ტრაექტორიის კავშირის კარგი ილუსტრაცია. 

ეხლა ისევ დაუბრუნდეთ “საბრძოლო/პრაქტიკული ზეროს” განმარტებას. ოპტიმალური განულების დისტანცია ან „პრაქტიკული/საბრძოლო ზერო“ არის ამერიკის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის საველე სახელმძღვანელო 3-01A-ს შესაბამისად, ისეთი მდგომარეობა, რომელიც აძლევს საშუალებას ფეხოსანს ახორციელოს საბრძოლო პირობებში ეფექტური სროლა 0-დან 300 მეტრამდე. აშშ-ს არმიის საველე სახელმძღვანელო 3-22.9 განმარტავს საბრძოლო ზეროს შემდეგნაირად: სამიზნე მოწყობილობების მდგომარეობა, რომლის საშუალებით მსროლელი ყველაზე მაღალი ალბათობით და დამიზნების წერტილის მინიმალური შესწორებით აზიანებს უმეტესობა პრიორიტეტულ სამიზნეებს ბრძოლის ველზე, ნოლიდან 250 მეტრამდე M16A1 შაშხანიდან და ნოლიდან  300 მეტრამდე M16A2 შაშხანიდან.

100200300

აღნიშნული გრაფიკი თვალსაჩინოდ უნდა აგიხსნათ რატომ არის განულების დისტანცია მნიშვნელოვანი. 100, 200, 300 არის განულების მანძილები.

როგორც ხედავთ საზღვაო ფეხოსნები და არმია იყენებენ განსხვავებულ მიდგომბს სადაც არმია ასწორებს შაშხანას 25 მეტრზე ხოლო კორპუსი 300 მეტრზე. ეხლა კიდე დაუბრუნდეთ გასწორების მანძილის მნიშვნელობას.  მაგალითად თუ მე გავანულებ ჩემ 5.56 კალიბრის „არსენალის“ SAR-SF-ს 50 მეტრზე, 200 მეტრზე სროლისას ტყვია მოხვდება დამიზნების წერტილზე 36სმ-ით დაბლა, ხოლო თუ გავანულებ 25 მეტრზე, ტყვიის ვარდნა იქნება 22 სმ.  ამავე დროს 100 მტრამდე სროლისას გადახრა 25 მეტრიანი „საბრძოლო ზეროს“ შემთხვევაში იქნება 3-დან 5 სმ-მდე ზევით მაშინ როდესაც 50 მეტრიანი „საბრძოლო ზეროს“ შემთხვევაში მხოლოდ მაქსიმუმ 1.8 სმ. ჩემზეა დამოკიდებული მე რა უფრო მაწყობს. არ არსებობს კარგი და ცუდი „ზეროები“ არსებობს „ზერო“ რომელიც გაწყობთ თქვენ.

იარაღის გამოყენების სპეციფიკას აქვს დიდი მნიშვნელობა. ავიღოთ მაგალითად სამოქალაქო მსროლელი, რომელიც იყენებს კარაბინს თავდაცვისთვის. როგორც კლინტ სმიტი, Thunder Ranch-ის წამყვანი ინსტრუქტორი იძახის: თავდდაცვის მიზნით შაშხანის გამოყენების უმეტესობა შემთხვევებს ადგილი აქვთ პისტოლეტის დისტანციებზე ანუ 0-დან 25 მეტრამდე. ასეთ მანძილებზე სამიზნე მოწყობილობების სიმაღლე თამაშობს გარკვეულ როლს და შესაბამისად ტყვიები მოხვდება სამიზნე დამიზნების წერტილიდან რამდენიმე სანტიმეტრით ქვევით, გააჩნია რა სიმაღლეზე დგას სამიზნე მოწყობილობა ლულის ღერძთან მიმართებაში. ეს პრობლემა არ არის თუ სამიზნე თქვენს წინ დგას და კარგად ჩანს, მაგრამ თუ ის ამოფარებულია რამეს და ჩანს მარტო თავის ნაწილი ან ფეხის ქუსლი? თუ არმია იყენებს  25 მეტრიან „საბრძოლო ზეროს“ სიადვილის და პრაქტიკულობის გამო, კორპუსი იყენებს 300 მეტრიან „საბრძოლო ზეროს“ იმიტომ რომ ტრადიციულად კორპუსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზუსტი სროლის ოსტატობას შორ მანძილებზე. ამერიკული სპეცდანიშნულების რამზები  იყენებენ მაგალითად 100 მეტრიან ზეროს. 100 მეტრიანი „საბრძოლო ზერო“ იძლევა 200 მეტრის შიგნით მინიმალურ გადახრებს და 200-ის ზევით სწრაფ ვარდნას, მაგრამ ეს რაზმები მოქმედებენ მეტ წილად ახლო მანძილებზე და მათთვის  მნიშვნელობა აქვს შესაძლებლობას აწარმოონ ზუსტი სროლა ახლო მანძილებზე ვიდრე შეუტიონ შორს განლაგებულ სამიზნეებს. ამავე დროს უმეტესობა სკოლების რომლებიც ამზადებენ მოქალაქეებს სროლაში ტაქტიკური 5.56 კალიბრის კარაბინებიდან იყენებენ 50-200 მეტრიან „საბრძოლო ზეროს“ როგორც ყველაზე უნივერსალურს.

რჩევა:  საუკეთესო შედეგისთვის ოპტიკური სამიზნე უნდა იყოს განლაგებული რაც შეიძლება ახლოს (დაბლა) ლულის ღერძთან. 

განულების მანძილის არჩევა შედარებით ადვილია, როდესაც საქმე ეხება მსუბუქ და სწრაფ ტყვიებს, სწორი ტრაექტორიებით. ასეთი მაჩვენებლები იყო ერთ-ერთი მიზეზი ასეთი კალიბრების შეიარაღებაში მიღების (5.56NATO, 5.45×39) გარდა სხვა უპირატესობებისა. განსაკუთრეებით ეს ადვილია ტაქტიკური/თავდაცვითი ან თუ გნებავთ სამხედრო შაშხანების/კარაბინების გასწორებისას სადაც სროლის მანძილები არ აღემატება  300 მეტრს (როგორც წესი).

რჩევა” ნუ გაეკიდებით აბსოლუტურ მაჩვენებლებს. იყავით რეალისტები. 500 მეტრიანი მაქსიმალური  სროლის მანძილი 7.62×39 კალიბრის “საიგისთვის” არის არარეალისტური მოლოდინი. რა მანძილზე იარაღს შეუძლია სროლა და რა მანძილზე თქვენ შეგიძლიათ მორტყმა ხშირად ორი სხვადასხვა რამეა. 

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ 25 მეტრზე გასწორება ადვილია და სწრაფია. არ არის საჭირო გრძელი რენჯის ძიება, ბევრი დროს ხარჯვა. მაგრამ ახლო მანძილის გამო შეიძლება განულება არ იყოს მთლად ზუსტი, ამიტომ მაინც საჭიროა „ზეროს“ გადამოწნება უფრო შორ მანძილებზე რომ იარაღი მაქსიმალურად ზუსტად გასწორდეს.  გამომდინარე იქიდან რომ ჩემი იარაღი არის პრაქტიკულად სუბ-კარაბინი და 99% დროის მე ვისვრი 50 მეტრამდე მანძილებზე ჩემთვის 25 მეტრიანი ზეროს სიზუსტე მისაღებია. უფრო შორ მანძილებზე მსროლელისთვის უფრო გრძელი განულების დისტანცია უფრო ზუსტ შედეგს იძლევა.

რჩევა: ასე რომ „განულებისას“ მოქმედებს ორი წესი. პირველი: რაც უფრო დიდია მანძილი მით უფრო ზუსტ შედეგს ვიღებთ. მეორე: რაც უფრო მეტ ვაზნას ისვრით საკონტროლო ჯგუფის მისაღებად მით უფრო უკეთესი, იმიტომ რომ მეტი ნასროლი გაძლევთ საშუალებას უფრო უკეთ დაინახოთ როგორ იქცევა თქვენი იარაღი.

arzerovardist

აღნიშნული სურათი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ეფექტური მორტყმის ზონის სიდიდე, მის განლაგება, როგორ იცვლება ეს მაჩვენებლები სხვადასხვა “საბრძოლო ზეროს” გამოყენებისას.  მაგალითისთვის აღებულია 5.56 კალიბრის  AR-15-ის ტიპის კარაბინის ბალისტიკური მონაცემები. 

ზედა სურათი რომ გავაანალიზოთ დავინახავთ რომ მაგალითად 25 მეტრიანი ზერო ადვილია, სწრაფად შეიძლება იარაღის გასწორება მაგრამ ეფექტური მორტყმის ზონა (ერთობლიობა ყველა მორტყმების, ეფექტური სროლის მანძილების სრულ დიაპაზონში) არის განლაგებული სილუტის  ზედა ნაწილში, ხოლო თუ ამას დავუმატებთ მსროლელის შეცდომებს, და მანძილის ზრდასთან ერთად გაფანტვის ზრდას, შეიძლება დავასკვნათ, რომ 25 მეტრიანი ზერო არც ისეთი კარგი არჩევანია, ხოლო 200 ან 300 მეტრიანი „ზერო“ უფრო ხელსაყრელია, მაგრამ 200-300 მეტრზე იარაღის განულებას ჭირდება მეტი დრო და ვაზნები ისევე როგორც 200-300 მეტრიანი რენჯი. ასევე აღნიშნული ილუსტრააციიდან ჩანს, რომ 5.56 კალიბრის ტყვიის სწორი ტრაექტორიის წყალობით ეფექტური მორტყმის ზონები საკმაოდ პატარებია და განლაგებულია სამიზნის ცენტრში.

მას მერე რაც გამოთვლები დასრულდება იწყება იარაღის გასწორების პრაქტიკული ნაწილი. ყველა გამოთვლების სიზუსტე უნდა დადასტურდეს რეალური სროლებით, რაც შეიძლება იდეალურ პირობებში, რომ მინიმუმდა დაყვანილ იქნას მსროლელის ფაქტორის და სროლის პირობების ზეგავლენა სროლის შედეგებზე.

იარაღის გასწორების პროცედურის აღწერა არ არის ამ სტატიის მიზანი მაგრამ მე მაინც მოგიყვებით რამდენიმე ხრიკზე რომელიც დაგეხმარებათ იარაღის გასწორებაში.  რა თქმა უნდა სასროლოსნო პოზიცია და იარაღი უნდა იყოს ისე, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მსროლელის გავლენა სროლის სიზუსტეზე. როგორც ერთი ჭკვიანი კაცი იტყოდა, ზუსტი სროლა არის ერთგვაროვნებაზე მეცნიერება. გასროლიდან გასროლამდე ყველაფერი უნდა იყოს ერთგვაროვანი. პოზა, სუნთქვა, იარაღის ჭერა და თუ გნებავთ აზრებიც თავში.

რჩევა: იარაღის მისროლისას სროლის პირობები უნდა იყოს იდეალური. არ უნდა იყოს ქარი, წვიმა, მსროლელი უნდა იყოს დასვენებული და დაწყნარებული

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამიზნეს. სამიზნე უნდა იყოს ისეთი რომ მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად ზუსტად ისროლოთ. ვარჯიშებისას ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავირთულოთ სროლა და ვიმუშაოთ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე. მისროლისას სხვა მიდგომა არის საჭირო. ყველაფერი უნდა იყოს იდეალური და ხელს უწყობდეს მაქსიმალურად ზუსტი შედეგის მიღებას. სამიზნე მაქსიმალურად კარგად უნდა ჩანდეს (ადვილად ხილვადი, კონტრასტული). მაგალითად “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღის გასწორებისას გამოიყენეთ კონტრასტული მართკუთხედი რომლის სიგანე იქნება 25 სმ. 100 მეტრზე 25 სმ-ნი შავი მართკუთხედი სიგანეში იქნება ზუსტად იმხელა რამხელაც იქნება “კალაშნიკოვის” წინა სამიზნე მოწყობილობა. საბჭოთა არმიის ინსტრუქციის თანახმად დამიზნება ხდება მართკუთხედის ძირში და შესაბამისად ის იქნება თითქოს როგორც “მუშკის” გაგრძელება რაც აადვილებს ზუსტ დამიზნებას.

თუ თქვეთვის უცნობია კონკრეტული სამიზნე მოწყობილობებში შესწორების შეტანის წესი გამოიყენეთ ფორმულა რომელიც მოგცემთ საშუალებას ზუსტად დაადგინოთ რამდენი მმ-ით უნდა გადაწიოთ “მუშკა” რომ მიიღოთ სასურვეელი შესწორება.  ამისთვის გთავაზობთ შემდეგ პრაქტიკულ მაგალითს: 100 მეტრზე სროლისას საბჭოთა სკს-დან მოხვედრის საშუალო წერტილი არის მარჯვნივ 25 სმ–ით. დამიზნების ხაზის სიგრძე ამუ მანძილი მუშკიდან ცელიკამდე სკს–ში არის 48 სმ. გადაგვყავს ყველა ციფრი მილიმეტრებში და ფორმულა გამოიყურბა შემდეგნაირად:

480Х250
_________=1.2
100 000

1.2მმ მარცხნივ არის ჩვენი შესწორების მოცულობა.

რჩევა: შესწორების გამოთვლის და შეტანის შემდეგ ყოველთვის გადაამოწმეთ შედეგი სროლით. 

 

ჭკვიანი მსროლელის საიდუმლო იარაღი – “მშრალი ვარჯიში”

Wednesday, November 18th, 2015

იმისთვის, რომ გახდეთ უკეთესი მსროლელი თქვენ გინდათ ორი რამე, სურვილი, დრო და ფული, რომელიც არასდროს არ არის საკმარისი. ამბობენ რომ საჭიროა 10 000 საათი რომ შეისწავლო საქმე ოსტატის დონეზე, საინტერესოა რამდენ ვაზნაში გამოიხატება ეს 10 000 საათი, კითხულობს ცნობილი ინსტრუქტორი კლინტ სმიტი და ეს კითხვა აბსოლუტურად მართებულია იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში სადაც ყველაფერი ხუთჯერ მეტი ღირს, სადაც არ არის ტირები და სასროლეთები, ხოლო სროლის შესწავლის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს. სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ თქვენ გიწევთ კვირაში 5 დღის გატარება სამსახურში და თუ ოჯახი გყავთ შაბათ-კვირაც გადატვირთული იქნება ოჯახის საქმეებით და ამიტომ სროლისთვის ნაკლები დრო რჩება, თუნდაც ქვეყანაში ამის ყველა შესაძლებლობა იყოს.  არსებობს ორი გზა ვარჯიშის ხარჯების შემცირების, ერთი არის ძირითადი იარაღის იდენტური მაგრამ მცირეკალიბრიანი იარაღის შეძენა და პრაქტიკა ასეთი იარაღით რაც ამცირებს ხარჯებს ტყვიაწამალზე და ასევე ზოგავს თქვენი ძირითადი იარაღის რესურსს, ხოლო ერთდროულად დროის და ფულის ხარჯს შეგიმცირებთ მშრალი ვარჯიში ანუ ვარჯიშით სროლის გარეშე. მოგეხსენებათ ტაქტიკური სროლა (და ამ ტიპის სროლას და დაკავშირებულ საკითხებზე ყველაზე მეტ დროს ვუთმობთ ჩვენ ბლოგზე) არის ფსიქომოტორული ფსევდოათლეტიკური უნარი, რომლის ეფექტურ გამოყენება ანუ ეფექტური (სწრაფი/ზუსტი) სროლა, დამოკიდებულია კონკრეტული ქმედებების კონკრეტული თანმიმდევრობით განხორციელების დამახსოვრებაზე. ეს დამახსოვრება მიიღწევა ცხადია მათი ხშირი და რეგულარული გამეორებით და სწორედ ამიტომ მშრალი ვარჯიში არის მნიშვნელოვანი.

მშრალი ვარჯიში გაძლევთ საშუალებას განავითაროთ საჭირო უნარები, ისეთები როგორც მაგალითად არის გადატენვა, უსაფრთხო მანიპულაციები, იარაღის სამიზნე ხაზზე გატანა და ა.შ. ერთადერთი რასაც ვერ მოახერხებთ მშრალი ვარჯიშით არის უკუცემის კონტროლის სწავლას. იარაღთან მოპყრობის ყველა სხვა უნარჩვევის დახვეწა შესაძლებელია იარაღის გასროლის გარეშეც. არ ჩათვალოთ, რომ მშრალი ვარჯში არის შემცვლელი რეალური სროლის, რომ ის არასერიოზულია და არ ღირს ამაზე დროის დახარჯვა. მშრალი ვარჯიში არის ყველა პროფესიონალი მსროლელის ვარჯიშის პროგრამის შემადგენელი ნაწილი არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სპორტსმენი თუ ინსტრუქტორი. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ძირითადად მშრალი ვარჯიშის უზრუნველყოფას თავდაცვითი იარაღით თუმცა მაგალითისთვის სხვა ტიპის იარაღთან ვარჯიშის მაგალითებსაც მოვიყვან. ნებისმიერ შემთხვევაში პრინციპები და მიდგომა არის ერთი და იგივე.

airreal

კიდევ ერთი გზა უნარების განვითარების ზედმეტი ხარჯების გარეშე არის „აირსოფტის“ იარაღების გამოყენება, რომლებიც პრაქტიკულად ვიზუალურად და მართვის ელემენტებით ზუსტად იმეორებენ საბრძოლო იარაღს, თუმცა მათი ფასი შეიძლება საკამოდ მაღალიც იყოს. სურათზე არის ნამდვილი და აირსოფტის გლოკ 26, რომლებიც პრაქტიკულად იდენტურებია. 

სტატისტიკა არ იტყუება და თავდაცვითი იარაღის გამოყენების აბსოლუტური უმეტესობა ხდება უკიდურესად ახლო/სასაუბრო დისტანციებზე და ცუდი განათების პირობებში. ნებისმიერი სახლის/ბინის პირობებში ასეთი პირობების იმიტაცია არ წარმოადგენს პრობლემას, რაც ნახევარ საქმეს უდრის. ამით პასუხი გაცემულად ჩავთვალოთ კითხვაზე თუ სად ვივარჯიშოთ. არ არის საჭირო უსაფრთხო და მოშორებული ადგილის ძებნა. დროის, საწვავის, ვაზნების ხარჯვა. უბრალოდ გამოიყენეთ ამისთვის თქვენი ბინა, სახლი, ეზო, ავტოფარეხი.

რა თქმა უნდა უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მშრალად ვარჯიშისას იარაღში არ უნდა იყოს მოთავსებული სავსე მჭიდი, უნდა დარწმუნდეთ რომ იარაღი განმუხტულია. სამიზნეებს რომლებსაც გამოიყენებთ ნუ განალაგებთ ფანჯრებში. თუ მოხდა საოცრება და მაინც შემთხვევით გაისროლეთ, ტყვია უნდა მოხდეს სქელ ბლოკის/აგურის კედელს ან სხვა საიმედო წინაღობას და არ უნდა დატოვოს სახლი/ბინა თუ ავტოფარეხი, გააჩნია სად ვარჯიშობთ. უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი. რამდენიმე დღით ადრე მე გადავაწყდი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს სადაც თბილისის ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდვლები საუბრობდნენ იარაღზე ამასობაში იარაღებს შლიდნენ მჭიდის მოხსნის და სავაზნის მდგომარეობის შემოწმების გარეშე რაც არის უსაფრთხოების ტექნიკის უხეში დარღვევა. ერთია ამ ვიდეოს არსებობა მეორე ის არის რომ არავინმა კომენტარებში არ აღნიშნა ასეთი უხეში შეცდომები. ეს მეტყველებს რომ უსაფრთხოების თემა კვლავ ყბადაღებულია და ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ არის უფრო მეტი მონდომებით ვიმუშაოთ ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებაზე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ისე რომ არავინმა არ დაგინახოთ, იმიტომ რომ უცხო თვალისთვის ადამიანი იარაღით ყოველთვის განგაშის ნიშანია.

ვარჯიშების ორგანიზებისას მიუდექით საკითხს ენთუზიაზმით და არასტანდარტულად. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა თქვენს ხელთ არსებული საშუალებები და რა თქმა უნდა მოუფრთხილდით იარაღს. მაგალითად გადაუდებელი გადატენვისას მჭიდის იატაკზე (ჩემ შემთხვევაში იატაკი ბეტონის არის) დაგდება არ იქნება კარგი იდეა. მე ვიყენებ ამისთვის ბრტყელ-ეკრანიანი ტელევზორის ყუთს რომელიც ფეხებთან მიდევს და იცავს მჭიდს ბეტონზე დაცემისგან, მუყაოს ორი სქელი ფენა ასევე დაიცვას მჭიდს დაზიანებისგან. მე არ მაინტერესებს რა წერია იარაღის ინსტრუქციაში მაგრამ მშრალად სროლისას მოათავსეთ სქელი რეზინის ნაჭერი ჩახმახსა და ნემსას შორის ან სპეციალური სავარჯიშო ვაზნები იარაღში რომელსაც არ აქვს გარე ჩახმახი (ინგლისურად ფუჭ სავარჯიში ვაზნებს ქვია snap-caps). თუ გაქვთ შესაძლებლობა თქვენი იარაღის აირსოფტის ვერსია ან თუნდაც სათამაშო ასლი შეიძინოთ, ძალიან კარგი. გამოიყენეთ ის მაქსიმალურად. მაგაალითად პლასტმასის ბუდიდან იარაღის ხშირი ამოღება ადრე თუ გვიან დაეტყობა იარაღის დაფარვას ხოლო მისი ასლის გამოყენება შეგინახავს საბრძოლო იარაღს.

tacbar1

სავარჯიშო სივრცის მოწყობის მაგალითი. ძველი საწოლის “დსპ” ფიცრისგან დამზადებული ტაქტიკური ბარიერი, სამიზნეები დაკიდებული ავტოფარეხის კედელზე. მოწყობის მთლიანი ხარჯი 0 ლარი. 

მშრალი ვარჯიშისას დაიცავით პრინციპი: ივარჯიშოთ ისე როგორც აპირებთ ბრძოლას. გაანალიზეთ თქვენი სისუსტეები, როგორი იქნება სავარაუდო სცენარი იარაღის გამოყენების, სახლის დაცვა, თუ პატრულის ოფიცერი ხართ გამოიყენეთ საშტატო აღჭურვილობა და ასე შემდეგ. მე ვერ გასწავლით ამ სტატიით როგორი უნდა იყოს საუკეთესო პროგრამა ვარჯიშის მაგრამ მე შევეცდები აგიხსნათ რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოდ და რას მიაქციოთ ყურადღება. უმეტეს წილად მშრალი ვარჯიშები სრულდება არა მაქსიმალური სისწრაფით არამედ თქვენი მაქსიმალური სისწრაფის 50-60%-ით. ასევე ტემპის შენელება თქვენ გაძლევთ საშუალებას ყურადღება გაამახვილოთ მოძრაობების სრულყოფილად შესრულებაზე რაც მნიშვნელოვანია. თქვემი მიზანია არა N რაოდენობის მოძრაობის არამედ N რაოდენობის სრულყოფილი მოძრაობის განხორციელება. თქვენი მიზანი უნდა იყოს  არა უკეთესი დროის ჩვენება მშრალი ვარჯიშისას არამედ პირველ რიგში სხვადასხვა შესაძლო სცენარების დროს თქვენი მოქმედებები შესრულდეს უნაკლოდ და ავტომატურად. ითვლება რომ სტრესის პირობებში ქვეცნობიერად თქვენ ყველაფერს ისე გააკეთებთ როგორც ისწავლეთ. ჯიმ სირილო, ცნობილი ნიუ-იორკელი პოლიციელი, ინსტრუქტორი და ჩემპიონი მსროლელი იხსენებდა, რომ თავისი პირველი შეიარაღებული შეტაკებისას მას ქონდა განცდა რომ მისი რევოლვერიდან ვიღაცა სხვა ისროდა. იმ შეტაკებაში მან გაიმარჯვა სამ შეიარაღებულ ბოროტმოქმედზე აქიდან ერთს მან გაარტყა თავში, რომლის მეოთხედი ჩანდა მხოლოდ. ყველაფერი რამდენიმე წამი გაგრძელდა.  ასე რომ ეს მაგალითი უნდა იყოს თქვენთვის დამატებითი მოტივაცია დაფიქრდეთ მშრალი ვარჯიშის პროგრამის შედგენაზე.

მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროს  გეცვათ ისე როგორც გაცვიათ ჩვეულებრივად ან დიდი ალბათობით გეცმევათ მაშინ როდესაც მოგიწევთ იარაღის გამოყენება. აღნიშნული ასევე მოგცემთ საშუალებას დაადგინოთ რამდენად თქვენი ტანსაცმელი მოსახერხებელია თუ გიწევთ სირბილი, სწრაფად გაჩერება ან პირიქით აჩქარება, ხომ არ გიშლით ხელს ზედმეტად მოტკეცილი შარვალი, ან ხომ არ გიშლით ხელს იარაღის ამოღებისას ქურთული ან პერანგი. მშრალად ვარჯიშის დროს ეკიპირების და აღჭურვილობის ტესტირება არის კარგი რამ რაც შეიძლება გააკეთოთ. პატრულის ოფიცერი უნდა ვარჯიშობდეს ფორმაში, ჯარისკაცი იგივე აღჭურვილობით რომლითაც მას მოუწევს ბრძოლაში წასვლა. ძალიან ადრე მე ერთ-ერთი უწყების ტირში ვნახე სავარჯიშო იარაღები, რომლებიც არ იყო ამ უწყების შეიარაღებაში. ასეთი მიდგომა მიუღებელია.

რაც შეეხება გამოყენებად სამიზნეებს. მე კვლავ ვრჩები ჩემი მოგონილი კონცეფციის ghost target-ის მომხრე. მუქი, არამკვეთრი, არაკონტრასტული სილუეტი. ტიპიური ვარიანტია, ყავისფერ მუყაოს ნაჭერზე შავი სპრეი-საღებავით დახატული სილუეტი. რეალურ სამყაროში ცოცხალი „სამიზნეები“ არ ირბენენ მკერდზე დახატული „ხარის თვალებით“ და ამიტომ არ არის საჭირო მიჩვევა კონტრასტულ სამიზნეებთან მუშაობაზე. გამოდგება ასევე ნებისმიერი ნივთები დალაგებული ან ჩამოკიდებული ირგვლივ. მუყაოს სამიზნის დროებით ჩამოკიდება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია მათი განთავსება კარებებში, კიბეზე, ოთახის სიღრმეში და გამოყენება დამიზნებისთვის.

ghosttt

Ghost Target (სამიზნე აჩრდილი) მაქსიმალურად წააგავს რეალურ სამიზნეს, ბუნდოვანი ფორმებით, არაკონტრასტული, ადვილი და  იაფი დასამზადებლად. სპორტული ტიპის სამიზნეები, წრეებით,  ”ხარისთვალით” კარგია საბაზისო უნარების დახვეწისას. 

რა უნარების განვითარება შესაძლებელია მშრალი ვარჯიშით? გარდა რა თქმა უნდა საფუძვლებისა (სასხლეტთან მუშაობა, სამიზნე მოწყობილობების გასწორება, იარაღი ჭერა, დგომი) რაც მნიშვნელივანია, ასევე ყველა მანიპულაცია იარაღით, ამოღება, გადატეენვა, ბუდეში დაბრუნება, გადაადგილება სამიზნე ხაზის შენარჩუნებით და ასე შემდეგ. უბრალოდ დასაცავი არის თანმიმდევრობის პრინციპი. ვიწყებთ საფუძვლებით და ტექნიკის დახვეწის თანავე გადავდივართ უდრო რთულ უნარებზე მაგრამ არ ვივიწყებთ საფუძვლების პერიოდულ გამეორებას. საფუძვლების გარდა მაგალითად ადამიანისთვის რომელიც იყენებს თავდაცვისთვის პისტოლეტს უფრო კომპლექსური ვარჯიში უნდა მოიცავდეს იარაღის ბუდიდან სწრაფ ამოღებას და სამიზნე ხაზის დამიზნების ხაზთან გასწორება.

losloa

თავდაცვა თავდამსხმელისგან არის რეაქციული ქმედება ანუ ჩვენ ვრეაგირებთ საფრთხეზე და თავდამსხმელს აქვს უპირატესობა მოულოდნელობის ეფექტის სახით. რა შეუძლია ადამიანმა ამას დაუპირისპიროს? პირველ რიგში ის რასაც ინგლისურად ქვია situational awareness, ანუ ყურადღების მიქცევა გარემოზე, იმაზე რა ხდება ჩვენს ირგვლივ. მაგალითად ღამით ცარიელ ქუჩაში ჩვენ სწრაფად გვიახლოვდება ადამიანი. ეს უკვე სიგნალია ჩვენთვის შესაძლებელი საფრთხის შესახებ ხო? თუ ჩვენ ცხვირი ცაყოფილი გაქვს სმარტფონში სანამ აგური თავში არ მოგვხდება ვერაფერს ვერ გავიგებთ. ირგვლივ გარემოზე დაკვირვება გვაძლევს ჩვენ საშუალებას ადრე შევამჩნიოთ საფრთხე. მას მერე რაც ჩვენ ვრწმუნდებით რომ ვართ სერიოზული საფრთხის ქვეშ ჩვენი მიზანია მოვიმარჯვოთ ის თავდაცვის საშუალება რაც არის ჩვენ განკარგულებაში, პისტოლეტი, დანა, წიწაკის აეროზოლი ანუ მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი რეაქციის დრო და პირდაპირ პროპორციულად გვაზარდოთ გადარჩენის შანსები. სწორედ ამიტომ უნარი სწრაფად მოვიმარჯვოთ თავდაცვის იარაღი არის უმნიშვნელოვანესი უნარი რომლის დახვეწისთვის სულაც არ არის საჭირო ვაზნები და სასროლეთზე სიარული. მიზანშეწონილია ყოველი იარაღის ამოღება დავასრულოთ დამიზნების ხაზზე გატანით და სამიზნეზე დამიზნებით. ყურადღება მისაქცევია ერთ მნიშვნელოვან ნიუანსზე რომელიც ეხება უსაფრთხოებას. ყოველი იარაღის ამოღება არ ნიშნავს რომ აპირებთ სროლას, თუმცა შესაძლებელია იარაღის ამოღება დაიწყოთ იმიტომ რომ უკვე მოახდინეთ სამიზნის იდენტიფიცირება და უნდა განახორციელოთ გასროლა. როგორც იცით საქართველოში ეხლა უკვე უნდა ჩააბაროთ გამოცდა, რომელიც მათ შორის მოიცავს კითხვებს რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას. გამოცდის ავტორები თავისი მწირი ცოდნიდან გამომდინარე შეცდომები დაუშვეს კითხვების და პასუხების შედგენისას და ერთ -ერთი შეცდომა სწორედ ეხება იმას თუ როდის უნდა მოთავსდეს თითი სასხლეტზე. ორი რამე უნდა მოხდეს რომ თქვენ თითი დადოთ სასხლეტზე, თქვენ უნდა დააპიროთ გასსროლა და იარაღი უნდა იყოს მიმართული სამიზნეზე (გამოცდაში მხოლოდ ერთი გარემობა – სროლის დაპირება არის მითითებული).  თუ თქვენ დააპირეთ სროლა მაშინ როდესაც იარაღი ჯერ ბუდეშია, იარაღის ამოღებისას თითი მაინც არ უნდა იყოს სასხლეტზე, მხოლოდ როდესაც იარაღი გაუსწორდება სამიზნეს თითი თავსდება სასხლეტზე და ხდება გასროლა. ბუნებრივია მეორე სცენარისას იარაღის ამოღებისას ყოველთვის არ იქნება საჭირო გასროლა, სამიზნე აგრესიულად იქცევა მაგრამ გაქვთ დისტანცია და უბრალოდ უნდა მიმართოთ იარაღი საფრთხეზე და დაელოდოთ მოვლენების განვითარებას. დაიმახოვრეთ: სანამ გადაწყვეტილება გასროლაზე მიღებული არ არის და იარაღი არ უმიზნებს სამიზნეს თითი სასხლეტს არ ეხება. ეს უნარი არის საკვანძო ელემენტი იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის ტექნიკის და მშრალად ვარჯიში გახდის ამ ელემენტს თქვენი ტექნიკის განუყრელ ნაწილს. თანამედროვე იარაღი ისეა აგებული, რომ ის არ გაისვრის თუ სასხლეტს არ დააჭირეთ, არც დავარდნა, არც დარტყმა, მოკლედ ვერაფერი ვერ აიძულებს რომ იარაღმა ისროლოს თუ სასხლეტი ხელუხლებელია. ეს მარტივი წესი დაგიცავთ თქვენ 99,9% უნებლიე გასროლისგან თუნდაც ძლიერი სტრესის პირობებში.

brassonsight

სასარგებლო ვარჯიში, რომლის მიზანია გამოიმუშავოთ სასხლეტზე დინჯი ერთგვაროოვანი დაჭერის ჩვევა, არის  მასრის მოთავსება იარაღზე და ისე დაჭერა სასხლეტზე რომ მასრა არ გაინძრეს და მითუმეტეს არ ჩამოვარდეს. ასეთი ვარჯიში აუცილებელია დამწყები მსროლელისთვის და არ აწყენს უფრო გამოცდილ მსროლელსაც. 

მე დავიწყე მშრალი ვარჯიშის პროგრამაზე საუბარი ამ ორი ელემნტით (იარაღის ამორება, დამიზნების ხაზზე მიტანა) იმიტომ რომ ეს ორივე ელემენტი არის ქვაკუთხედი ჩემი მშრალი ვარჯიშის პროგრამის, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ რისი დახვეწა გინდათ და არის თქვენი პრიორიტეეტი. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იარაღის სწრაფი გადატანა სამიზნიდან სამიზნეზე და ასევე დამიზნება ჩემს გვერდით და უკან განლაგებულ სამიზნეებზე პოზიციის სწრაფი შეცვლით. ახალბედა მსროლელებმა მშრალი ვარჯიშით ყურადღება უნდა მიაქციონ ჯერ ზუსტი სროლის საფუძვლებს, დგომა, იარაღის ჭერა, სუნთქვა, სამიზნე მოწყობილობების გასწორება სამიზნის მიმართ და მუშაობა სასხლეტთან. მშრალი ვარჯიში მოგცემთ საშუალებას ავტომატიზმამდე დაიყვანოთ თქვენი მოქმედებები. გააშალაშინოთ ტექნიკა. სულ მალე მოძრაობებისს გახდება ეკონომიური, ეფექტიანი და შესაბამისად სწრაფი. მოდით ავიღოთ სხვა მაგალითი, თქვენ ხართ საპატრულო პოლიციის ოფიცერი, ჩემი აზრით პრაქტიკა მანქანის გამოყენებით იქნება აუცილებელი. შეისწავლეთ მანქანის მოწყობილობა, ნახეთ სად არის ყველაზე უსაფრთხო ადგილები ამოფარვისთვის. დახვეწეთ მანქანის როგორც ბარიერის ან საყრდენის გამოყენება. თუ თქვენ არ ჩანხართ ეს არ ნიშნავს რომ დაცული ხართ ტყვიისგან. სიბნელეშიც არ ჩანხართ მაგრამ სიბნელე ტყვიას არ აჩერებს. გადით ქალაგარეთ მანქანით სადმე წყნარ ადგილას და ივარჯიშეთ. ფაქტი რჩება ფაქტად, ყველა წარმატებული პოლიციელი ან თუნდაც კარგი მაგალითია სამხედრო სნაიპერები, იყვნენ წარმატებულები, იმიტომ რომ სროლის და გადარჩენის ტექნიკაში ისინი ვარჯიშობდნენ ან მანამდე სანამ ფორმას ჩაიცმევდნენ ან დამატებით დროს იმის მაგივრად რომ დაესვენათ სამსახურისგან. ნუ ენდობით სასწავლო პროგრამებს ჯარში თუ პოლიციაში. სახელმწიფოს უფრო ნაკლები უჯდება დაღუპული ოფიცრების დამარხვა და კომპენსაციის გადახდა ვიდრე ყველა ოფიცრის ადეკვატური მომზადება და აღჭურვა. სამკვდრო-სასიკვდილო ბრძოლაში მტერთან თქვენ არავინ არ გიშველით და თქვენ დამოკიდებულები იქნებით მხოლოდ საკუთარი უნარების დონეზე. მოწადინებული მსროლელი არის მსროლელი რომელიც ფიქრობს.

hqdefault

იმპროვიზაცია თქვენი მეგობარია. კარგი მაგალითი არის ტექნიკა რომელსაც ხმაროებენ თეფშებზე მსროლელები. თითქოს როგორ უნდა ივარჯიშოს “სტენდავიკმა” სახლში? როგორ და თოფის ლულაში თავსდება ფარანი, ვიწრო სხივით, და მსროლელი უბრალოდ თოფით “მიყვება” ოთახის კუთხეებს და ხაზებს და სწავლობს თოფის მოძრაობას ან თოფის შეგდებას მხრაზე. თოფისთვის ფარნის სხივის სიგანე არ ქმნის პრობლემას მაგრამ ხრახნილულიანი იარაღის პატრონემბა შეიძლება იგივე მიზნებისთვის გამოიყენონ ყველაზე იაფი ლაზერის მარკერები დამაგრებული იარაღზე.

მოდით აგიღწერთ ჩემ ტიპიურ სრულ მშრალი ვარჯიშის სესიას. ასეთი სესია მე მაქვს კვირაში მინიმუმ ორჯერ, როგორც წესი სამჯერ. ხანგრძლივობა 15-30 წუთი. ვარჯიში მოიცავს ორი ტიპის იარაღს, პისტოლეტს და ტაქტიკურ კარაბინს. როგორც უკვე ვთქვი მე მაცვია ჩემი ყოველდღიური ტანსაცმელი (იგივე რაც ჩვეულებრივად უბრალოდ ვიყენებ ძველ ტანსაცმელს რომ ახალი არ გავაფუჭო). არ არის საჭირო ისე ჩაცმა თითქოს იყოთ რომელიღაცა სპეცრაზმის ოპერატორი მაშინ როდესაც არ ხართ. ვარჯიშს როგორც წესი ვიწყებ ძალიან მარტივი მოძრაობებით, დამიზნების ხაზზე მიტანა, რამდენიმე დაჭერა სასხლეტზე ერთმა და ორგამ რეჟიმში, შემდეგ უკვე გადავდივარ უფრო კომპლექსურ ქმედებებზე,  პისტოლეტის კურთუკის, მაისურის ქვეშიდან სწრაფი ამოღება და სამიზნეზე მიმართვა. შემდეგ იგივე უკვე მზადყოფნის პოზიციიდან, როდესაც იარაღი უკვე ხელში მაქვს. შემდეგ გადატანები სამიზნიდან სამიზნეზე, რამდენიმე სამიზნეზე შეტევა.  შემდეგ იარაღის ამოღება მოძრაობაში და რამდენიმე სამიზნეზე შეტევით, სტატიკური პოზიციიადან გვერდებიდან და უკან განალგებულ სამიზნეებზე შეტევა. შემდეგ ვმუშაობ ტაქტიკურ ბარიერთან, ისე რომ ყოველი სასროლოსნო ადგილიდან დამიზნება და გასროლა რამდენჯერმე მაინც რომ გავიმეორო. შემდეგ იგივე უკვე კარაბინით. კვირაში მინიმუმ ერთხელ ვვარჯიშობ იარაღის გადაუდებელ და ტაქტიკურ გადატენვაში. სრული ვარჯიში ყოველ დღე არ გამომდის მაგრამ ვცდილობ აუცილებლად იარაღის ამოღება და დამიზნება ვიმეორო სტაბილურად ყოველ დღე. თუ დრო მაძლევს საშუალებას ვარჯიშისას ასევე ვცდილობ მივიღო ფიზიკური დატვირთვა აზიდვებით, განტელებით ან პრესის ვარჯიშებით. ძლიერი ფეხები, უნარი სწრაფად მოწყდე ადგილიდან და დამუხრუჭდე არის მნიშვნელოვანი ამიტომ მე ვცდილობ რომ ყოველთვის ჩავრთო პროგრამაში ჩაჯდომები, ადგილიდან სტარტის აღება და დამუხრუჭება. ტაქტიკური ბარიერი მაძლევს საშუალებას დავტვირთო მუხლები იმისთვის რომ სწრაფად მივიღი არასტანდარტული მაგრამ სტაბილური სასროლოსნო პოზიციები. თავდაცვითი სროლა პისტლეტიდან არის ორთაბრძოლის ნაირსახეობა ისევე, როგორც მაგალითად კარატე და სწორედ ასე უყურეთ სროლას და იგივე მიდგომები გამოიყენეთ. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ ფორმას, გონებრივ განწყობას და ტექნიკას.

ეს პროგრამა არის შექმნილი ჩემთვის, როგორი უნდა იყოს თქვენი პორგრამა დამოკიდებულია იმაზე თუ რა მიზნების მიღწევა გსურთ და რა თქმა უნდა რა იარაღს იყენებთ. როდესაც მე გატაცებული ვიყავი შაშხანებით მე ვსწავლობდი მანძილის დადგენას “მილ-დოტის” ტიპის ბადითმ რისთვისაც შაშხანიდან ვიღებდი საკეტს, ვირჩევდი ორიენტირს და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე გამომეთვალა მანძილი და შემდგომ ვამოწმებდი გამოთვლების სიზუსტეს. იარაღებს მე ვფლობ უკანასკნელი 15 წელი მაგრამ აქიდან 5 წელი უკავშირდება ჩემი უნარების და ცოდნის განვითარებას, 10 წელი მე ტყვილა დავკარგე იმიტომ რომ მქონდა ურთიერთობა ხალხთან, რომელიც არ იყო დაინტერესებული განვითარებით და მეც ვიყავი განწყობილი არასერიოზუალად. ვერ ვიტყვი რომ ჩემი ხარჯები გაიზარდა ბოლო 5 წელი, უბრალოდ დროის და ფულის ხარჯვა გახდა რაციონალური და გაცილებით მეტი შედეგის მოტანა დაიწყო.

მიმართეთ  ”იუთუბს” და ინტერნეტს სადაც უამრავი ვიდეო გაკვეთილი და სტატია დევს მშრალ ვარჯიშზე (აკრიფეთ საძიებო ველში dry fire). მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია უფასოა და ხელმისაწვდომი ყოველ დღე მე ვხედავ რომ ჯიუტად ხდება ამ მართლაც რომ საოცარი შესაძლებლობის იგნორირება. ეს ინტერნეტის იგნორირების ფენომენი რჩება ჩემთვის ამოუცნობ გამოცანად. ნუ დაემზგავსებით ამ ხალხს, იფიქრეთ, ისწვალეთ, შეამოწმეთ და გადაამოწმეთ თქვენი უნარები და ცოდნა.

სტატიის ბოლო მე მინდა მოგიყვეთ თქვენ ერთ ადამიანზე, რომელიც გამორჩეულია სროლის სამყაროში მაგრამ სამწუხაროდ მის შესახებ ბევრისთვის არ არის ცნობილი. ეს არის ბრიტანელი დევიდ ვესტერჰაუტი, ადამიანი რომელიც სათავეში ედგა როდეზიაში საბრძოლო პისტოლეტიდან სროლის დისციპლინის ჩამოყალიბების პროცესს. როდეზია პრაქტიკულად იყო “თეთრი” ანკლავი სამხრეთ აფრიკაში, არაღიარებული სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა ყოფილი ბრტიანული კოლონიის სამხრეთ როდეზიის საზღვრებში (ეხლანდელი ზიმბაბვე). როდეზიამ იარსება სულ რაღაც 14 წელი მაგრამ იმის გამო  რომ მათ ცალმხრივად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან და ასევე ჩაებნენ ომში რადიკალურ მემარცხენე კომუნისტურ მოძრაობებთან (ე.წ. Bush War). ეს ქვეყანა მოექცა სანქციების ქვეშ და ბუნებრივია, რომ ომის და სანქციების პირობებში სპორტზე ზედმეტი იყო ფიქრი. მიუხედავად ამისა, ვესტერჰაუტმა შეძლო და გაიყვანა თავისი პრაქტიკული სროლის გუნდი მესამე ადგილას ჯგუფურ ჩათვლაში 1975 წელს შვეიცარიაში, ხოლო 1976 წელს ავსტრიაში გავიდნენ პირველ ადგილზე და დაამრცხეს ამერიკელების უძლიერესი გუნდი. მოპოვებული ავტორიტეტის და პერსონალური ქარიზმის წყალობით მან მოიპოვა უფლება ჩაეტარებინა ჩემპიონატი როდეზიაში სადაც მისმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ამერიკელებთან ისევ გამოვიდა გამარჯვებული ხოლო ვესტერჰაუტი გახდა როდეზიის 1977 წლის საუკეთესო სპორტსმენი. ეს ყველაფერი ვესტერჰაუტმა და მისმა კოლეგებმა შეძლეს უმძიმეს პირობებში. ავსტრიაში ჩემპიონატზე როდეზიის გუნდს ქონდა მხოლოდ ერთი პისტოლეტი მთელ გუნდზე (მეორე მწყობრიდან გამოვიდა). ისინი თავად ტენიდნენ ვაზნებს და ასხავდნენ ტყვიებს. როდეზიის გუნდის ბრწყინვალე სამწლიანი ჩემპიონობა ადასტურებს, რომ შესაძლებელია შედეგის მიღწევა თუნდაც ძალიან შეზღუდული რესურსებით და სწორედ ამაში იყო ძლიერი ვესტერჰაუტი. ვესტერჰაუტი გატაცებული იყო იდეით გაზრდილიყო მსროლელების ოსტატობა მაგრამ ისე რომ გამოყენებულიყო მინიმალური რაოდენობის ძვირფასი ვაზნები. თავის ექსპერიმენტები მან ჩაატარა ჯარისკაცების ორი ჯგუფით საიდანაც ერთი ჯგუფი დაკავებული იყო ინტენსიური მშრალი ვარჯიშებით მისი შექმნილი პროგრამით, ხოლო მეორე მხოლოდ “ცხელი” ვარჯიშებით მაგრამ შეზღუდული რაოდენობის ტყვიაწამლით. პირველმა ჯგუფმა კვალიფიკაციისას აჩვენა ოდნავ უკეთესი შედეგი. სწორედ ასეთი მეთოდური მიდგომებით იყო ცნობილი ვესტერჰაუტი და სწორედ ასე მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა როდეზია შევიდა პრაქტიკული/ტაქტიკური სროლის ისტორიაში. როდეზიას ხშირად სტუმრობდნენ ჯეფ კუპერი და ბილ ჯორდანი, ადამიანები,, რომლებმაც შექმენს პრაქტიკული სროლა მაგრამ შემდგომ დაშორდნენ ამ დისციპლინას, იმიტომ რომ ის გადაიზარდა სპორტულ დისციპლინაში და არ დარჩა როგორც საბრძოლო ხელოვნება, როგორც ეს მის შემქმნელებს სურდათ. ასევე პირველად სწორედ როდეზიაში 1977 წელს მოხდა შეჯიბრში რკინის სამიზნეების გამოყენება. დევიდ ვესტერჰაუტი  ეხლცა ცხოვრობს ზიმბაბვეში და ისევ დაკავებულია სროლით. მისი წყალობით ზიმბაბვე დღემდე მონაწილეობს შეჯიბრებებში პრაქტიკულ სროლაში. 2012 წელს ამ ქვეყანაში ჩატარდა აფრიკის ზონის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპიც.

Dave

დევიდ ვესტერჰაუტი

“AK” VS “AR” – პრაქტიკული შედარება

Saturday, October 31st, 2015

ალბათ არც ერთი თემა იარაღის სამყაროში არ იპყრობს იმდენ დაუმსახურებელ ყურადღებას როგორც საბჭოთა „კალაშნიკოვის“  და ამერიკული „ემთექვსმეტის“ შედარება.  მითების და ლეგენდების გამოყენებას არგუმენტების როლში ჩაენაცვლა შედარებით უფრო პრაქტიკული რეალური შედარებები, სიზუსტის, ერგონომიკის, გართულებულ პირობებში სროლით და ასე შემდეგ.  ამ უამრავი ტესტირებიდან და მიმოხილვებიდან ჩვენ ვიგებთ რომ ამერიკული კარაბინი სულაც არ არის ისეთი არასაიმედო ხოლო საბჭოთა ავტომატი სულაც არ არის ისეთი არაზუსტი.  ასე, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად არის და ცალსახა აბსოლუტურად სწორი პასუხი არ შეიძლება რომ არსებობდეს. ორივე იარაღი კარგია და ორივეს გააჩნია სუსტი და ძლიერი მხარეები და სწორედ ამ მხარეების შესწავლით და ანალიზით უნდა იყოს დაკავებული სერიოზული ადამიანი და არა რიტორიკული კითხვების დასმით, იმიტომ რომ კითხვა რომელია უკეთესი “ეიარი”თუ “კალაშა” არის რიტორიკული, ანუ არ ითხოვს პასუხს.

ცოდნა ამ ორი სისტემის არის აუცილებელი იმისთვის, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი.  ადამიანმა უნდა გააკეთოს ეს არჩევანი თავისთვის იმის გათვალისწინებით თუ რა გარემოში მოუწევს მას იარაღის გამოყენება და რა ჭირდება მას იმ იარაღისგან რომელსაც ის აირჩევს. სწორი არჩევანის გაკეთებისთვის კიდე აუცილებლად უნდა გავიაზროთ რა ფილოსოფიით იქმნებოდა ამერიკული AR-15 და საბჭოთა „კალაშნიკოვი“ იმიტომ რომ ეს ორი იარაღი მიუხედავად ერთნაირი დანიშნულებისა ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც ცა და დედამიწა. შედარებები და უკეთესის ძებნა, დავა იმაზე თუ რომელი ჯობია დამახასიათებელია ნებისმიერ წრეებისთვის, რომლებიც აერთიანებენ გატაცებულ ადამიანებს მაგრამ არ შეიძლება ეს კამათები აღთქმული იყოს სერიოზულად როდესაც საუბარი მიდის ამდენად განსხვავებულ იარაღის სისტემებზე. „AR-15“ და „კალაშნიკოვი“ შექმნილია აბსოლუტურად განსხვავებული ხედვებით იმაზე თუ როგორი უნდა იყოს საბრძოლო იარაღი ამიტომაც მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას რამდენად გამოსადეგია კონკრეტული იარაღი იმ მიზნებისთვის რისთვისაც იარაღი ჭირდება კონკრეტულ მფლობელს. რომელია უკეთესი საარმიო შაშხანა? მე არ ვიცი. მე არ მიმსახურია, და დამიჯერეთ საარმიო იარაღი არ ირჩევა მხოლოდ იმისდამიხედვით თუ რამდენი კილოგრამი ტალახი ჩაეტევა შიგნით მანამდე სანამ იარაღი გაჭედავს. საარმიო იარაღის შერჩევის კრიტერიუმები ცილდება ჩემ ცოდნას და გამოცდილებას და მე კი გამაჩნია ჩემი აზრი ამ საკითხზე მაგრამ არ მინდა გამოვიდე მორიგი თეორეტიკოსი-ექსპერტი ინტერნეტიდან  რომელიც საუბრიბს იმაზე რასთანაც შეხება არასდროს არ ქონია. ეს სტატია აანალიზებს ამ ორ პოპულარულ “პლატფორმას” სამოქალაქო მსროლელის თვალსაზრისით და მათ შორის ჩვენ იმაზეც ნახევრად ხუმრობით ვისაუბრებთ, რა ტიპის სამოქალაქი მსროლელები არსებობენ. აღნიშნული სტატიის მიზანია, გადმოქცეთ თქვენ ამომწურავი ცოდნა ამ ორი “პლატფორმის” თავისებურებებზე და ძლიერ და სუსტ მხარეებზე იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ რომელი იარაღი არის საუკეთესო თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის.

წლების განმავლობაში მე მქონდა საშუალება მესროლა საკმაოდ ბევრი ვაზნა სხვადასხვა სამოქალაქო და არასამოქალაქო „კალაშნიკოვებიდან“ თუმცა ჩემი მცდელობა კარაბინის როგორც საბრძოლო ისტრუმენტის საფუძვლიანად შესწავლის რამდენიმე წლის წინ პირდაპირ დაიწყო AR-15-ით და ამ სისტემის ყველანაირ იარაღთან მქონდა შეხება, 10-ნი და 20 ინჩიანი ლულებით, ტაქტიკური კარაბინებით და ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი სისტემებით, მქონდა საშუალება მესროლა ავტომატური იარაღებიდან მათ შორის დენთის აირების პირდაპირი შეფრქვევით და დგუშიან სისტემაზე გადაყვანილები. იმის თქმა მინდა რომ ეს სტატია გამყარებულია ასევე ჩემი პირადი გამოცდილებითაც.

„კალაშნიკოვებს“ შორის, რომლებმაც ჩემ ხელში გაიარეს იყო ოთხი კალიბრის (5.56×45, 5.45×39, 7.62×39, .308win) როგორც АКСУ-ს ფორმატის ასევე ე.წ. „დრაგუნოვის“ ტიპის იარაღები. ორი იარაღის შედარებისას ჩემი აზრით კალიბრების შედარებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ორივე სისტემა ხელმისაწვდომია „ერთმანეთის“ კალიბრებში ხოლო AR-15 ხელმისაწვდომია კიდე უამრავ სხვა დამატებით კალიბრში. ასე რომ ამ შემთხვევაში არჩევანი დიდია და კალიბრი არანაირ შეზღუდვას არ წარმოადგენს.  გინდათ AR-15 კალიბრში 7.62×39? არის ესეთი. „კალაშნიკოვი“ .223 კალიბრში? ეგეთიც ხელმისაწვდომია. კალიბრის არჩევანი დამოკიდებულია, ფასზე, ხელმისაწვდომობაზე, გარემოზე და მიზნებზე რისთვისაც უნდა იქნას იარაღი გამოყენებული. ჩემი აზრით რომ არ მივაქციოთ ყურადღება ფასის და ხელმისაწვდომობის ფაქტორს, სტანდარტული „კალაშნიკოვები“ უმჯობესია იყოს 5.56/5.45 კალიბრზე გათვლილი. მოკლე ლულიან იარაღებში 7.62 კალიბრი უმჯობესია, ვინაიდან ორი პირველი ეფექტურობა პირდაპირ დამოკიდებულია მაღალ საწყის სიჩქარეზე, მაგრამ ეს ავტორის სუბიექტური აზრია. შაშხანის .30 კალიბრის (.308win, 7.62x54r) „კალაშნიკოვის“ კლონის შეძენა ჩემი აზრით გამართლებულია თუ სხვა არჩევანი არ არის. ზუსტი სროლისთვის ეს იარაღი არ გამოდგება ხოლო სანადიროდ ერგონომიული და ესთეტიური თვალსაზრისით უფრო უკეთესი იარაღები არსებობს. AR-ის შემთხვევაშო .30 კალიბრისთვის გათვალისწინებულია AR-10-ის პლატფორმა, რომელიც თავიდანვე გათვლილი იყო შაშხანის კალიბრზე და ამიტომაც ბევრად უფრო უკეთესი იარაღია ვიდრე შაშხანის კალიბრის “კალაშნიკოვი”.  ასე მაგალითად “კალაშნიკოვის” შემთხვევაში პირადად ჩემი საყვარელი არის АКСУ-ს “ფორმატი”: ზე-კომპაქტური კარაბინი 215სმ-ნი ლულით და დასაკეცი კონდახით.  ასეთ ფორმატში ამ იარაღს ურბალოდ არ ყავს კონკურენტი. ავტომატიკის სქემა დგუშის გრძელი სვლით უზრუნველყოფს საიმედოობას რომელიც არ ჩამოუვარდება „სტანდარტულ“ „კალაშნიკოვს“ და აღემატება ყველაზე მოკლე AR-15-ის საიმედოობის ხარისხს. ამავე დროს დასაკეცი კონდახის წყალობით კარაბინის სიგრძე ხდება სულ რაღაც 50სმ რაც გაცილებით უფრო ნაკლებია ვიდრე ნებისმიერი “მოკლე” AR-15, რომელსაც კონსტრუქციიდან გამომდინარე კონდახი ვერ მოეკეცება სროლის წარმოების საშუალების შენარჩუნებით.  სწორედ ამ თვისებების ერთობლიობის გამო, რასაც ემატება საშუალება იყიდო ასეთი იარაღი შედარებით ზომიერ ფასად და გავრცელებულ კალიბრში (სტატიის დაწერის მომენტში ბულგარული SAR-SF 5.56×45 იყიდება 1900 ლარად) ეს იარაღი არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი თავდაცვის კარაბინისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ამაზე კომპაქტური იარაღი ტარების უფლებით უბრალოდ არ არსებობს.

12088388_1934993920058480_2884947223564185500_n

ავტორის კუთვნილი Arsenal SAR-SF, გამოდგა აბსოლუტურად საიმედო, ადეკვატურად ზუსტი და ძალიან/ყველაზე კომპაქტური ტაქტიკური კარაბინი. მიკრო ტაქტიკურ კარაბინებში AKC-74У-ფორმატიარის საუკეთესო. ჩეხური Vz 58 ერგონომიული თვალსაზრისით რამდენიმე საფეხურით მაღლა დგასკალაშნიკოვზე“, გააჩნია საკეტის შემაკავებელი, მოსახერხებელი მცველი, კონსტრუქციულად უფრო მარტივია და არანაკლებად საიმედო. Vz58 ადასტურებს ჩეხების ნიჭს და უნარს შექმნან საიმედო და მოსახერხებელი იარაღი

მოდით დასაწყისისთვის გულწრფელად ვაღიაროთ, რომ “კალაშნიკოვი” არის უბრალოდ ხანდაზმული იარაღი.  ის არის შექმნილი მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებით 30-ნი 40-ნი წლების გერმანული ტექნოლოგიებით და უკვე მაშინ არ გამოირჩეოდა კონსტრუქციის ინოვაციურობით და რაიმე კოცნეპტუალური სიახლეებით. რუსებმა მიიღეს ჭკვიანური გადაწყვეტილება და შექმნეს იარაღი გერმანული კონცეფციით, რომელიც იყენებდა აპრობირებულ და ნაცად ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და გერმანული “შუალედური” ვაზნის 7.75×39mm GeCo-ს კონსტრუქციაზე დაფუძნებულ მის “საბჭოთა” ასლს. ტრადიციულად დიდი ყურადღება ექცეოდა საექსპლუატაციო გამძლეობას და საიმედოობას რთულ პიორობებშო სროლისას.  ამის გამო იარაღი გამოვიდა რა გასაკვირია კარგი მაგრამ იმ დროისთვის.  იმ დროს კიდე ტრადიციულად ნაკლები ყურადღება ენიჭებოდა ერგონომიკას. მთავარი იყო სიიაფე, სიმარტივე, მასობრივი წარმოების შესაძლებლობა. მსოფლიო ომში იმარჯვებდა ის ვინც ბევრს გამოუშვებდა და არი ის ვინც საუკეთესოს. გერმანული „ტიგრები“ და „პანტერები“ ბევრად უკეთესები იყვნენ ვიდრე ამერიკული „შერმანები“ მაგრამ სანამ გერმანია უშვებდა ერთ „ტიგრს“, ამერიკა უშვებდა 5 „შერმანს“. მეორე მსოფლიო ომი იყო გლობალური კონფლიქტი, რესურსების ომი, სადაც ისეთ რამეს როგორც პირადი ცეცხლსასროლი იარაღის ერგონომიკა ნაკლები ყურადღება ექცეოდა. მაგალითისთვის აიღეთ თუნდაც ბრიტანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „სტენი“, ან ამერიკული M3 სადაც ტექნოლოგიურობა, ნედლეულის ეკონომია და სიიაფე იყო მთავარი.

ჯიმ ფულერმა (აშშ-ში ერთ ერთი ყველაზე ავტორიტეტული „კალაშნიკოვების“ ექსპერტი და Rifle Dynamics-ის დამფუძნებელი)  ერთხელ დაწერა რომ „კალაშნიკოვი“ არის იარაღი შექმნილი ბრძოლისთვის (მან იხმარა სიტყვა gunfight). ამით მან შეეცადა ალბათ ჩემი აზრით ორ რამეზე ყურადღების გამახვილება. პირველი, რომ საბრძოლო იარაღი უნდა იყოს ხარისხიანი (რასაც მისი კომპანია წარმატებით ასრულებს) და მეორე ის რომ ეს არ არის სპორტული, პოლიციური იარაღი. სწორედ ამ განაცხადიდან მინდა დავიწყო საუბარი „კალაშნიკოვის“ ფილოსოფიაზე.  ეს იარაღი შექმნილია იყოს მაქსიმალურად საიმედო და გამძლე. საიმედო იმიტომ რომ არ უმტყუნოს მებრძოლს ყველაზე რთულ პირობებში გამოყენებისას, გამძლე, რომ გაუძლოს ისეთ მომხმარებელს, რომლის ხელში მანამდე ყველაზე რთული ინსტრუმენტი იყო თოხი. ყველაფერი „კალაშნიკოვში“ შესრულებულია ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მაგალითად მასიური ხის კონდახი, რომლითაც შესაძლებელია კარების შემტვრევა, ავტომატიკა გრძელი სვლით, მოძრავი ნაწილების დიდი მასით და სიჩქარით, რაც დიდ დაშვებებთან ერთად გასროლისას ამოფერთხავდა იარაღიდან ყველანაირ ჭუჭყს, ტალახს და ქვიშას. დააგდეთ კალაშნიკოვი ძირს, ირბინედ ზედ ფეხებით, იარაღს არაფერი არ მოუვა. “კალაშნიკოვს” უნდა შეენაჩუნებინა სროლის საშუალება თუნდაც ყველაზე უხეში მოპყრობის პირობებშიც კი. მას უნდა გაეძლო ექსპლუატაციას, გაუნათლებელი, ჩლუნგი, არამოტივირებული წვევანდელების ხელში, ორ მილიონიან ჯარში სადაც ერთად იმსახურებდნენ სტუდენტები მოსკოვიდან და ესკიმოსები ტუნდრიდან.

ხაზი, რომ გავუსვათ რუსების და ამერიკელების განსხვავებულ მიდგომებს და შეხედულებებს, მაგალითისთვის გამოვიყენოთ მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ახალ საარმიო იარაღს უნდა ქონოდა უნარი სროლის რთულ პირობებში. „კალაშნიკოვი“ აგებულია ისე რომ ჭუჭყის შეღწევის შემთხვაში იარაღმა მაინც იმუშაოს. AR-15-ში პირიქით, იარაღი ისეა აგებული, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ჭუჭყის შეღწევისგან. ცხადია რომ ორივე ეს მიდგომა ხანდახან იმუშავებს ხანდახან არა. AR-ზე თუ საკეტი დარჩა ღია მდგომარეობაში იქ ჭუჭყი მაინც შეაღწევს, ხოლო “კალაშნიკოვში” შესაძლებელია იმხელა უცხო სხეული გაეტიოს რესივერსა და ხუფს შორის რომ საკეტს უბრალოდ არ მისცეს მოძრაობის საშუალება.

ერგონომიულად „კალაშნიკოვი“ საკმაოდ მოუხერხებელია და ამას ეგრევე იგრძნობს  მოწადინებული მსროლელი ანუ ადამიანი რომელიც მუშაობს საკუთარ თავზე და სურს გახდეს უფრო ზუსტი და უფრო სწრაფი. მაგალითად ავიღოთ კალაშნიკოვის მცველი, იმიტომ, რომ სწორედ ეს დეტალი მე მაჯავრებს ამ იარაღში ყველაზე მეტად. მისი ჩართვა გამორთვისთვის უნდა მოაშოროთ ხელი ან ტიბჟირს ან სახელურს მაშინ როდესაც AR-15-ზე საკმარისია თითი აკრათ ღილაკს. AR-15-ზე ორმხრივი მცველის დაყენება შესაძლებელია ორ წუთში და სულ რაღაც 20 დოლარიანი ნაწილის შეძენის შემდეგ. „კალაშნიკოვზე“ ორმხრივი მცველი ვერ დაყენდება.   პრობლემა მძიმდება იმით, რომ შეიძლება შეგხვდეთ იარაღი, რომლის მცველიც ძალიან ხისტია და მის ჩასართველად დიდ ძალით უნდა დააწვეთ მას.  დღეს უსაფრთხოებას ენიჭება ძალიან დიდი ყურადღება და თანამედროვე ტაქტიკურ იარაღზე მცველი უნდა ირთვებოდეს/ითიშებოდეს სწრაფად და ითხოვდეს მინიმალურ მოძრაობებს. გარდა ამისა AR-ზე შესაძლებელია იარაღის დაშლა, განმუხტვა, დატენვა ჩართული მცველით. კალაშნიკოვზე ეს შეუძლებელია რაც ნიშნვს პირველის მეტ თანდაყოლილ უსაფრთხოებას.

safetyakoper

მე მარცხენა მხრიდან ვისვრი და მცველს ვრთავ მარჯვენა ხელის ერთი მოძრაობით, მარჯვენა მხრიდან სროლისას, მცველს რომ მიწვდეთ იარაღს ხელი ქვევიდან უნდა გაუყაროთ ან გადაწვდეთ ზევიდენ ან მარჯვენა ხელი გამოიყენოთ და სახელურს მოაცილოთ, რაც არღვევს იარაღის ჭერას და ითხოვს გაცილებით მეტ დროს. სურათზე, თუ მცველი საკმარისად თავისუფლად მოძრაობს შეიძლება მიწვდეთ მას მარჯვენა ხელით ჭერის უმნიშვნელო შეცვლით (1).  ასე ასწავლიან (2) მცველის მოხსნას ქართველი ინსტრუქტორები უკრაინელ მებრძოლებს. ეს მეთოდი მეტ დროს საჭიროებს, უფრო მიუხერხებელია, მაგრამ  ვინაიდან სხვადასხვა იარაღებს სხვადასხვა მცველები აქვთ ეტყობა ასე გარანტირებულად მიიღწევა მცველის საიმედო ჩართვა-გამორთვა. (3) კრებსის მოდიფიცირებული მცველი, რომლის ჩართვა გამორთვა არ ითხოვს იარაღის ჭერის შეცვლას.  (4) ცაციასთვისკალაშნიკოვისმცველი ნაკლებ პრობლემას ქმნის და ოდნავ უფრო მოსახერხებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხდება გადაადგილება კარგი ჩვევაა მოათავსოთ ხელი, თითი მცველზე ხოლო თუ საჭირო გახდა სროლა იარაღის სამიზნე ხაზზე მიყვანა და მცველის მოხსნა უნდა მოხდეს ერთდროულად რაც ამცირებს რეაქციის დროს . 

მეორეს მხრივ „კალაშნიკოვი“ ომის იარაღია და არა “რენჯის” მკაცრი უსაფრთხოების წესებით და იქ ნაკლებად გაგიკონტროლებენ როდის არის იარაღი მცველზე. ომის პირობებში კიდე, როგორც სერჟანტი ნორმ „ჰუტ“ გიბსონი იტყოდა ფილმიდან “Black Hawk Down”, ეს არის  ჩემი მცველი სერ (თითი). პრობლემა იმაშია, რომ სასხლეტს მარტო თითი შეიძლება არ დააწვეს ის უბრალოდ შეიძლება რამეს წამოედოს და ამიტომ მცველის გამოყენება მაინც საჭიროა. მაგრამ  ვის აღელვებს მცველის მდგომარეობა, როდესაც სანგარში ზიხარ და ზევიდან 155მმ-ნი ჭურვები სკდება? ვინ ფიქრობდა 40-ან წლებში უსაფრთხოების პროტოკოლზე?

რა თქმა უნდა მცველის ასეთ კონსტრუქციას, რომელიც კალაშნიკოვმა როგოც ჩანს გადმოიღო ამერიკული მე-8 მოდელის რემინგტონიდან აქვს გარკვეული პლიუსები. დახურულ მდგომარეობაში ის იცავს იარაღის რესივერს ჭუჭყისგან. ასევე მცველის დახურულ მდგომარეობაში ყოფნისას სავაზნის მდგომარეობის შემოწმება ადვილი და უსაფრთხოა. უბრალოდ გამოწიეთ საკეტი ბოლომდე სანამ მას მცველი გააჩერებს და ვიზუალურად შეამოწმეთ არის თუ არა ვაზნა სავაზნეში. იგივეს AR-15-ზე გაკეთება ითხოვს მეტ მოქნილობას, ერთდროულად უნდა გამოწიოთ საკეტის სახელური იარაღი უკანა ნაწილში განლაგებული და შეამოწმოთ სავაზნე დამხმარე ხელით. საკეტის სახელურის გაშვებისას დამატებით უნდა დაარტყათ ხელი “forward assist”-ს რომ საკეტი გარანტირებულად ბოლომდე მივიდეს წინ. “კალაშნიკოვს” აქვს ე.წ. “მოძრავი” საკეტის სახელური, რომელიც წარმოადგენს საკეტის განუყრელ ნაწილს. ეს აძლევს სმსროლელს სრულ კონტროლს საკეტზე და საშუალებას ძალით შეტენოს სავაზნეში დაზიანებული, დაბინძურებული ვაზნები და ასევე მეტი ძალა დაატანოს საკეტის გახსნას თუ მას რამე ხელი უშლის. ამერიკულ იარაღში სახელუი გაძლევს საშუალებას მხოლოდ გახსნა საკეტი, მისი ძალით წინ მიწევა შესაძლებელია forward assist-ზე მრავალჯერადი დაჭერით.

შემდეგ მაგალითად ავიღოთ საკეტი და ვაზნის მიწოდების პროცედურა, სროლის დაწყების წინ.  როდესაც იწყებთ ვარჯიშს, AR-15-ზე „T“ ფორმის სახელურს გამოიყენებთ ალბათ ერთხელ, რომ პირველი ვაზნა მიაწოდოთ ხოლო საკეტის სახელური ერთნაირად მიღწევადია მარჯვენა და მარცხენა მხარიდან სროლისას. შემდეგ უკვე მჭიდის დაცლისას საკეტი დარჩება ღია და ვაზნის მიწოდება სავაზნეში მოხდება იარაღი მარცხენა მხრიდან განლაგებულ ღილაკზე დაჭერით და საკეტის სახელურს რენჯზე ვიზიტის დასრულებამდე აღარ გამოიყენებთ. 30 დოლარად  AR-15-ზე შესაძლებელია მოწყობილობის დაყენება, რომლითაც საკეტის გათავისუფლება მოხდება მარჯვენა მხრიდან ღილაკზე დაჭერით. T ფორმის სახელურს აქვს ფიქსატორი, რომელიც კბილი ედება რესივერს და სახელური სროლის დროს არ მოძრაობს. ადვილად შესაძლებელია სტანდარტული სახელურის ორმხრივით შეცვლა. ამისთვის საკმარისია გადახსნათ კარაბინი, ამოიღოთ სტანდარტული სახელური და ჩასვათ ახალი, ორმხრივი.

„კალაშნიკოვის“ საკეტის სახელური მარჯვენა მხრიდან არის განლაგებული. რომ ის გადატენოთ უნდა მოაცილოთ ხელი სახელურს ან გამოიყენოთ მარცხენა ხელი რომელიც უნდა გაუყაროთ იარაღს ქვევიდან ან იარაღი დახაროთ მარცხნივ .45 გრადუსით და ისე გადატენოთ. საკეტის ღიად დატოვების ფუნქცია არ არსებობს. ყველაფერი ამის შედეგად იზრდება „კალაშნიკოვის“ გადატენვის დრო. „კალაშნიკოვი“ მომზადებული დინამიური სროლის დისციპლინებისთვის დიდი ალბათობით გადაკეთებული იქნება ისე რომ საკეტის სახელური გადატანილი იქნება მარცხენა მხარეს. ასეთ შეჯიბრებებზე სწრაფმა გადატენვამ შეიძლება შეჯიბრი მოგაგებინოთ.  ავტორი მარცეხნა მხრიდან ისვრის ამიტომაც არ აქვს პრობლემა სახელურის განლაგებასთან. პარადოქსია მაგრამ „კალაშნიკოვი“ უფრო მოსახერხებელი ჩანს მარცხენა მხრიდან მსროლელებისთვის. მე-20 საუკუნის 50-ნი წლებიდან იარაღის კონსტრუქტორებმა უარი თქვეს საკეტის სახელურის ტრადიციულ მარჯვენა მხარეს განლაგებაზე, როგორც გრძივად მოძრავ საკეტიან შაშხანებში. რევოლუციურ გერმანულ STG-44-ს საკეტის სახელური მარცხენა მხარეს ქონდა. 40-ნი წლების ლეგენდარული FN-FAL-ის პროტოტიპი ასევე იყენებდა სახელურს მარცხენა მხარეს.

akboltleft

საზრიანი ამერიკელები ენთუზიაზმით მიუდგნენ საკეტის სახელურის საჭირო მხარეს გადატანის საკითხს და რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავეს, როგორც საკეტის მარცხენა მხარეს გადატანის ასევ ტექნიკურად უფრო რთული სქემა როდესაც საკეტით ოპერირება ხდება ისევე როგორც H&K G3-ში

ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ, საკეტი AR-15-ზე რჩება ღია მდგომარეობაში და მსროლელი ეგრევე ხვდება რომ იარაღი ცარიელია. საკმარისია დააწვე ღილკას ამოაგდო მჭიდი, მოათავსო ახალი, დაარტყა ხელი საკეტის შემაკავებელს და მზად ხარ სროლა გააგრძელო. “კალაშნიკოვში” შეიძლება ვერ მიხვდებით რომ იარაღი დაიცალა სანამ სასხლეტზე დაჭერისას არ გაიგონებთ “კლიკს” “ბახის” ნაცვლად.

გადატენვისას „კალაშნიკოვი“ ნელია ასევე მჭიდის ფიქსირების სქემის გამოყენების გამო. AR-15-ში მჭიდი უნდა მოათავსოთ იარაღში ისევე როგორც მაგალითად პისტოლეტში, ერთი მოძრაობით. თუმცა თუ მანამდე იქ ტალახმა შეაღწია მჭიდის მოთავსებით ტალახი უფრო ღრმად შეაღწევს და შეიძლება მჭიდიც ვეღარ ჩაეტიოს.  მჭიდი რომ გამოცვალოთ საკმარისია დააჭიროთ ღილაკს და ის თავისით ჩამოვარდება. კალაშნიკოვზე მჭიდი უნდა „მიაბა“ იარაღს ორი მოძრაობით (ჯერ წამოდო წიინა ნაწილი და მერე „ჩასვა“ უკანა), ხოლო მოსახსნელად ერთდროულად უნდა დააწვე ღილაკს და  გამოაძროთ მჭიდი. მაგრამ კალაშნიკოვი ხომ ომის იარაღია, რა მნიშვნელობაა რამდენი დრო გინდა მჭიდის გამოსაცვლელად თუ ირგვლის მოწინააღმდეგეების პოზიციაზე შტურმისას მთელი შენი ბატალიონის პირადი შემადგენლობა მორბის.

„კალაშნიკოვის“ დასაცავად უნდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო მსროლელის თვალსაზრისით, ალბათობა რომ დაგჭირდება 30 ვაზნიანი მჭიდით აღჭურვილი იარაღის გადაუდებელი გადატენვა ისედაც საკმაოდ მცირეა. გარდა ამისა აუდიო-ვიზუალური დადასტურება რომ მჭიდი ჩაჯდა იარაღში „კალაშნიკოვში“ უფრო ადვილია ვიდრე AR-15-ში ამიტომ ინსტრუქტორები ასწავლიან მსროლელს ხელით (მჭიდის ჩამოქაჩვით) დაადასტურონ რომ მჭიდი ბოლომდე ზის AR-15-ში.  ალბათობა რომ სტრესის პირობებში „კალაშნიკოვში“ მჭიდს არასწორედ მოათავსებ პრაქტიკულად მინიმალურია თუმცა მეორეს მხრივ ეს პროცესი მეტ მოძრაობებს ითხოვს. მაგრამ თუ იარაღმა საბრძოლო ვითარებაში შეწყვიტა მოქმედება აღარ არის საჭირო როგორც AR-ში ჯერ მჭიდის შემოწმება ზის თუ არა ის კარგად, ეს ისედაც ჩანს, ამიტომ გადადიხართ პირდაპირ საკეტზე და ენერგიულად ტენით მას. ამას ქვია გადაუდებელი მოქმედება რომ იარაღმა განაგრძოს სროლა. ამერიკულ იარაღში ის ითხოვს მჭიდზე ხელის დარტყმას ქვევიდან, საკეტის ხელით გადატენვას და forward assist-ზე ხელის დარტყმას. “კალაშნიკოვში” ეს ხდებბა მხოლოდ საკეტის გადატენვით რაც უფრო მარტივია.

AR-15-ის კიდევ ერთი თავისებურებაა გარედან მოძრავი ნაწილების არ არსებობა. თუ საკმარისი ადგილი არსებობს რომ მასრა ამოვარდეს AR-15 გაისვრის. ეს ნიშნავს, რომ  შესაძლებელია იარაღის საყრდენთან/ტანთან მაქსიმალურად ახლოს მოათავსოთ, ისე რომ საკეტის სახელური ვერ წამოედება ვერფაერს და ვერ გაჭედავს იარაღს. მოძრავი ნაწილების არსებობის გამო “კალაშნიკოვში” არსებობს გარკვეული ნაკლებად სასიამოვნო ტრავმების მიღების ალბათობა. ჩემ მეგობარს მოყვა ხელი საკეტსა და დახურულ მცველს შორის და სერიოზული ჭრილობა მიიღო. მე საკეტმა ერთხელ ხელზე წამარტყა გასროლის დროს იმის გამო რომ ვიჩქარე გასროლა სანამ  დამხმარე ხელს კარგად მოვკიდებდი იარაღს. ნებისმიერ შემთხვევაში გინდათ ომში გინდათ წვრთნაში ხელთათმანების გამოყენება აუცილებელია.

junkprone

junkyard prone არის სასროლოსნო პოზიცია (შემუშავებული კაილ ლამბის მიერ), რომელიც უზრუნველყოფს მსროლელის მაქსიმალურად დაცულობას და ამავე დროს იძლევა საშუალებას აწარმოოთ დამიზნებით სროლა. “კალაშნიკოვისმოძრავი და გარეთ გამოშვერილი საკეტის სახელურის გამო, არსებობს საფრთხე რომ საკეტის სახელური წაარტყვას რამეს მათ შორის მსროლელის ხელს და იარაღი გაჭედავს, პრაქტიკულ სროლაში შეჯიბრების დროს ასეთ შემთხვევებს აქვს ხოლმე ადგილი.

akarbolts

კალაშნიკოვისდა AR-15-ის საქსტრაქციო ფანჯრები და საკეტები.  ”კალაშნიკოვსგანიერი ფანჯარა აქვს რის გამოც მასრა ნაკლები ალბათობით გაიჭედება ექსტრაქციისას. ამერიკულ იარაღში საექსტრაქციო ფანჯარა ვიწროა და აღჭურვილია დამცავი ფირფიტით, რომელიც არ აძლევს ჭუჭყს საშუალებას შეაღწიოს რესივერში. “კალაშნიკოვისსაკეტის სახელური მოუხერხებელი ნახევარ- მთვარის ფორმის არის მაგრამ თუ იარაღმა გაჭედა შესაძლებელია მას ფეხის ქუსლი დაარტყათ ან რამეს წამოარტყათ რომ დაძრათ გაჭედილი საკეტი. AR-15-ზე ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია იარაღის კონდახით მყარ ზედაპირზე დარტყმა, ერთდროულად “T” ფორმის სახელურზე გამოკვრით. ამერიკული იარაღის დასაკეცი კონდახები ნაკლებად გამძლეა ვიდრე ფიქსირებული ვარიანტები, რის გამოც შესაძლებელია იარაღის დაზიანება. ფაქტია, რომ საბჭოთა ჯარში ასეთ პროცედურას ემსხვერპლებოდა აღურიცხავი რაოდენობის კარაბინები. პრაქტიკული თვალსაზრისით ალბათობა, რომ ანკალაშნიკოვიან  AR-15 ისე გაიჭედება, რომ დაჭირდება ფეხების რტყმა ძალიან მცირეა. წლების განმავლობაში ავტორს არასდროს არ დაჭირვებია ჭიდაობა გაჭედილ საკეტთან.  

AR-15-ის სამიზნე მოწყობილობების სიმაღლის გამო, რაც განპირობებულია ლულის და კონდახის ერთ ხაზზე განლაგებით, იძლევა საშუალებას იარაღი მაქსიმალურად მყარად დაიჭიროთ ხელში, მათ შორის დამხმარე ხელი ისე ჩაავლოთ ტიბჟირს, რომ მაქსიმალურ კონტროლს მიაღწიოთ. კალაშნიკოვის დაბალი სამიზნე მოწყობილობების გამო იმისთვის რომ უზრუნველყოთ მაქსიმალური კონტროლი უნდა გამოიყენოთ ვერტიკალური სახელური, რომელიც უნდა ჯერ დააყენოთ იარაღზე. ამასთანავე “კალაშნიკოვზე” რკინის სამიზნე მოწყობილობების სიმაღლე  ლულის ღერძთან მიმართებაში არის 50მმ. AR-15-ზე 65მმ. ახლო მანძილებზე სროლისას ეს ნიშნავს რომ “კალაშნიკოვიდან” ნასროლი ტყვიები ისე დაბლა არ მოხვდება როგორც ამერიკულ იარაღზე (ახლო მანძილებზე ამ მილიმეტრებს აქვს მნიშვნელობა) მაგრამ 1.5სმ არ არის მაინც და მაინც დიდი სხვაობა. გამომდინარე იქიდან რა მეთოდით არის ოპტიკა დაყენებული ორივე იარაღზე ეს სხვაობა სიმაღლეში შეიძლება იყოს მცირე ან დიდი მაგრამ მსროლელმა უნდა გაითვალისწინოს ეს ახლო მანძილებზე სროლისას. როდესაც ახლო მანძილიდან პატარა სამიზნეს ესვრით ეს სანტიმეტრები განასხვავებენ კარგ გასროლას ცუდისგან.

cclamptech

იარაღის ჭერის ეფეტქური ტექნიკა C-clamp არ იმუშავებსკალაშნიკოვზერკინის სამიზნეებით ან თუ ოპტიკა ახლოს დგას ლულის ღერძთან.    

არასრულყოფილი, პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობები იყო ნორმა იმ ეპოქის იარაღისთვის და „კალაშნიკოვის“ სამიზნე მოწყობილობები 1947 წლიდან ისეთივე უცვლელი დარჩა როგორც მოსინის სწორი კონდახი. AR-15-ის „რკინების“ ავოლუცია პირიქით, გამოიხატა საკმაოდ ეფექტური A2 ტიპის სამიზნე მოწყობილობებში, ორ ნაირი აპერტურით ახლო და შორ მანძილებზე სასროლად. თანამედროვე სამიზნე მოწყობილობები კიდე უფრო გამძლე და დახვეწილია. მაგრამ კალაშნიკოვი ომის იარაღია, ოცმეთაური გვეტყვის რა მანძილზეა მტერი, დავაყენებ „ცელიკს“ საჭირო დანაყოფზე და „კამანძირი“ ხელით მანახებს საით ვისროლო. ღამით სროლა? ამისთვის მგეზავი ვაზნები არსებობს!

მეორეს მხრივ AR-15-ზე გამოყენებული სამიზნე მოწყობილობები იძლევა ეფექტური სროლის წარმოებას 0-დან 450 მეტრამდე. ახლო მანძილზე სწრაფი სროლისას შეიძლება გამოყენებულ იქნას სამიზნე მოწყობილობების ბაზები როდესაც „ცელიკის“ ფუნქციას ასრულებს უკანა სამიზნე მოწყობილობის დამცავი „ყურები“, ხოლო „მუშკის“ როლს ასრულებს წინა სამიზნე მოწყობილობის ფუძე მთლიანად (ეს ტექნიკა პირველად აღწერილია კაილ ლამბის მიერ). ას მეტრამდე იდეალურია დიდი ეპერტურა, რომელიც ატარებს ბევრ შუქს და დამიზნება ადვილია. 450 მეტრამდე სროლაც არ წარმოადგენს პრობლემას პატარა აპერტურის გამოყენებით. ვინც ამბობს რომ აპერტურები შუქს ცუდათ ტარებენ და ამ მხრივ “კალაშნიკოვის” სექტორული სამიზნე მოწყობილობა უკეთესია უბრალოდ არ იცის რაზე ლაპარაკობს.

უკანასკნელი რამდენიმე წელი ტაქტიკური კარაბინის ახალი სტანდარტი არის ოპტიკური სამიზნის გამოყენება. არც ისე დიდიხანია, რაც მწარმოებლებმა დაიწყეს ისეთი ოპტიკური სამიზნეების გამოშვება, რომელიც გაუძლებდა ინტენსიურ ექსპლუატაციას ტაქტიკურ იარაღზე და გარდა ძალიან მაღალი გამძლეობისა ასევე იყენებენ ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიას რის გამო მცირე ზომის ელემენტზე ასეთი სამიზნე წლების განმავლობაში იმუშავებს, მუდამ ჩართულ მდგომარეობაში. ამის გამო კოლიმატორი გახდა ტაქტიკური კარაბინის განუყრელი ნაწილი. “კალაშნიკოვის” რესივერის კონსტრუქციის გამო, სადაც რესივერის ზედა მხარეს წარმოადგენს მოსახსნელი თხელი მეტალის ხუფი ოპტიკის დაყენება შეიძლება გახდეს დიდი პრობლემა. AR-15 იყენებს მყარ რესვიერს,  ბრტყელი ზედა ნაწილით, რომელზეც შესრულებულია უნივერსალური პიკატინის სამაგრი რის გამოც ოპტიკის დაყენება ადვილზე ადვილია. პრობლემა “კალაშნიკოვთან” უარესდება განსხვავებებით რესივერის კონსტრუქციაში სხვადასხვა მწარმოებლებს შორის, რის გამოც ოპტიკის სამაგრის არჩევა შეიძლება გართულდეს. არსებობს რამდენიმე ვარიანტი “კალაშნიკოვზე” ოპტიკის დაყენების: დენთის აირების მილის გამოცვლით: რესივერის ხუფის გამოცვლით; გვერდითა სამაგრის გამოყენებით. გვერდითი სამაგრის გამოყენება თითქოს ყველაზე ადვილია მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპტიკის კრონშტეინი არ დგება ლულის პარალელურად რის გამოც საჭირო გახდება კრონშტეინის მორგება რაც ისეთი პროცესია, რომელსაც ყველა ვერ განახორციელებს. ამის გამო ოპტიკის დაყენება შეიძლება საკმაოდ „სახალისო“ პროცესი გახდეს თუ გავითვალისწინებთ, რომ შეკვეთისას არ გექნებათ საშუალება ჯერ შეხედოთ პროდუქტს და თუ მოგეწონათ მერე იყიდოთ. კოლიმატორის დაყენება ცხადია უფრო ადვილი იქნება ვიდრე გამადიდებელი ოპტიკური სამიზნის, რომელიც მერ სიზუსტეს ითხოვს. წაიკითხეთ გამოხმაურებები ინტერნეტ მაღაზია “ამაზონზე” და ნახავთ რამდენად ხშირად უჩივიან მყიდველები ვიზუალურად გადახრილ სამაგრებს რაც ადასტურებს თავსებადობის პრობლემის არსებობას. გარდა ამისა ოპტიკის დაყენებისას ჩნდება რიგი შეზღუდვები, მაგალითად აუცილებლობა მოხსნათ გვერდითა სამაგრი რომ შეძლოთ იარაღის დაშლა გასაწმენდად. ან თუ ცვლით დენთის აირების მილს, ახალი დეტალი მაგრდბა ორი გადაბმით ლულაზე საჭირო სიხისტის მისაღწევად და მილის წმენდა მოგიწევთ მოხსნის გარეშე რაც ნაკლებად სასიამოვნოა. სწორედ ამიტომ ეკონომიას სამაგრებზე აზრი არ აქვს იმიტომ რომ ისედაც “კალაშნიკოვზე” ოპტიკის მონტაჟი ვერასდროს ვერ იქნება იდეალური და ადვილი და იაფი კომპონენტების შეძენა კიდევ უფრო გაზრდის პრობლემების გაჩენის ალბათობას. არგუმნტი: ჩვენა პაპებმა ფაშისტები დაამარცხეს კოლიმატორების გარეშე აქ არ მუშაობს. თავდაცვით კარაბინზე ოპტიკა არის აუცილებელი და მისი დაყენების სირთულე და საფასური არის „კალაშნიკოვების“ ალბათ ყველაზე დიდი ნაკლი.

მჭიდი არის ნებისმიერი ავტომატური იარაღის ალბათ ყველაზე სუსტი ნაწილი და მიზეზი 99% დაბრკოლებების სროლის დროს. ლომის წილი  AR-15-ის საიმედოობის პრობლემების  უკავშირდება სწორედ რომ მჭიდებს. მეც შემხვდა მჭიდი, რომლიც უბრალოდ არ მუშაობდა ჩემ კარაბინში. ვიზუალურად მჭიდი უნაკლო იყო, მაგრამ უბრალოდ ამ მჭიდით კარაბინი იწყებდა სტაბილურად ჭედვას. მჭიდი იყო და იქნება  AR-15-ის აქილევსის ქუსლი. თავდაპირველად ჯერ კიდევ 50-ან წლებში ითვლებოდა რომ მომავალ საარმიო შაშხანას ექნებოდა ერთჯერადი მჭიდები. შემდეგ უკვე გადაწყდა 20 ვაზნიანი მსუბუქი ალუმინის მჭიდების გამოყენება, რის გამოც იარაღის რესივერი გაკეთდა სწორ კედლიანი მჭიდის გამოყენებაზე გათვლილი, და როდესაც საჭირო გახდა 30 ვაზნიანი მჭიდი ის გამოვიდა უცნაური ფორმის, სწორი ზედა ნაწილით (რომ ჩაეტიოს რესივერში) მაგრამ „მოღუნული“ ქვედა ნაწილით. ალუმინის მჭიდი არ გამოირჩევა მაღალი ექსპლუატაციური გამძლეობით განსხვავებით „კალაშნიკოვის“ მჭიდებისგან, რომლებიც ძალიან გამძლეებია. მე მინახია საშინლად გაცვეთილი ბაკელიტის მჭიდები, დაკაწრული, ამოტეხილი ადგილებით მაგრამ ეს მჭიდები მუშაობდნენ საიმედოთ. AR-15-ის შემთხვევაში მჭიდები სახარჯი მასალაა, მჭიდი გაფუჭდა? გადააგდე და შეცვალე ახალით. AR-15-ის კარგი ხარისხის მჭიდის შეძენა შესაძლებელია აშშ-ში 12-15 დოლარად. ჩვენთან “ბიზნესმენები” მათ ყიდიან 80 ლარად და ზევით.  მიუხედავად იმისა რომ არსებობს მეტალის, ალუმინის და პლასტმასის მოდელები არც ერთი არ გამოდგა იმდენად უკეთესი სხვებზე რომ განედევნა და ჩანაცვლებოდა სხვა კონსტრუქციის მჭიდებს. სამივე ტიპის მჭიდს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავის დროზე ჯერ კოლტმა და შემდეგ ჰეკლერ&კოხმა შესთავაზა არმიას იარაღის გადაკეთება ისე რომ შესაძლებელი ყოფილიყო უკეთესი მჭიდების გამოყენება მაგრამ უარი მიიღეს. იდეა ჩათვლილი იყო მიზანშეუწონლად. სამხედროებმა ჩათვალეს რომ ეს საკითხი არ იმსახურებდა ყურადღებას ხოლო სამოქალაქო მსროლელები აბსოლუტურად ბედნიერები არიან არსებული მჭიდის კონსტრუქციით.

akarmag

ამერიკული იარაღის მჭიდი პრაქტიკულად სწორკედლიანია და არ გააჩნია გამოშვერილი ნაწილები. 7.62 კალიბრის “კალაშნიკოვისმჭიდი მოხრილია და აქვს გამოშვერილი კბილი, რომლის გამოც ხანდახან მჭიდი იჭედებაპაუჩშიდა აფერხებს იარაღის სწრაფ გადატენვას.

ასეა თუ ისე ჩემი აზრით “კალაშნიკოვის” საიმედოობის უზრუნველყოფაში გამძლე მჭიდები დიდ როლს თამაშობენ და პირიქით, AR-15-ს მჭიდები უქმნიან ყველაზე მეტ პრობლემას. ცნობილია, რომ პოლიმერის მჭიდები იბზარებიან თუ სავსეები ვარდებიან მყარ ზედაპირზე. მე მინახია 10 ვაზნიანი DPMS-ის მჭიდი, რომელიც მზეზე ისე გაცხელდა და დარბილდა, რომ ზამბარამ გარეთ ამოყარა ვაზნები. სახელი არაფერს არ ნიშნავს, ცნობილ მწარმოებლებსაც შეიძლება ქონდეთ არც თუ ისე კარგი მჭიდები და კარგ მოდელებში პერიოდულად ირევა ცუდი პარტიები. ჩემი პირადი გამოცდილებით Magpul P-mag (სავსე არ დააგდოთ ასფაკტზე)  და Lancer L5AWM არიან ძალიან კარგი მჭიდები.

თუ ისვრი ბევრს, ადრე თუ გვიან იარაღის ნაწილები დაიწყებენ მწყობრიდან გამოსვლას. და აქ უკვე გამოდის პირველ ადგილზე რემონტის სიადვილე, ნაწილების თავსებადობა და ხელმისაწვდომობა. AR-15-ს აქვს სტანდარტები, რომელიც მეტ ნაკლებად არის დაცული, ხოლო სამხედრო სტანდარტი ე.წ. “MilSpec” უზრუნველყოფს დეტალების და აქსესუარების სრულ თავსებადობას. იყიდეთ 30 მწარმოებლის „Milspec“ დეტალები და ავტოფარეხში ააწყობთ მუშა კარაბინს. „კალაშნიკოვებში“ ასეთი სტანდარტები დაცული ნაკლებად არის. AR-15-ის  დეტალებს პრაქტიკულად არასდროს არ ჭირდება მორგება და მათ გამოსაცვლელად იმპროვიზირებული ინსტრუმენტები იქნება საკმარისი. კალაშნიკოვის დეტალები ზოგ შემთხვევაში საჭიროებენ მორგებას, მათი ნაწილი მზადდება ე.წ. პლიუსით, რომ ქლიბის გამოყენებით მოერგოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოშვებულ იარაღებს. რიგი პროცედურების განხორციელება შეუძლებელია სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე. თითქოს AR-15 უკეთესია ამ მხრივ? კი და არა. საქმე იმაშია, რომ  დიდი ალბათობით საშუალო ხარისხის AR-15 უფრო მალე შეწყვიტავს სროლას ვიდრე საშუალო ხარისხის „კალაშნიკოვი“. მაგრამ ამავე დროს  AR-15-ის მწყობრში დაბრუნება უფრო ადვილი და იაფი იქნება. მაღალი კლასის AR-15 გაისვრის ათასობით ვაზნას დაბრკოლების გარეშე, მაგრამ მაღალი კლასის AR-15 ღირს ძვირი. თუ ადამიანს უნდა ბევრი სროლა და AR-15-ის საკუთარი ძალებით აწყობა ეს ადამიანი უნდა ძალიან კარგად ერკვეოდეს ამ სისტემის თავისებურებებში, აარჩიოს პრემიუმ კლასის ნაწილები და ყურადღებით ადევნოს თვალი იარაღს რომ პრობლემის გაჩენის პრევენცია მოახდინოს. არც „კალაშნიკოვები“ არ არიან ისეთ უმანკოები, როგორც ბევრი თვლის რომ ისინი არიან. საბჭოთა სამხედრო ავტომატების ხაირსხი დიდიხანია ჩაბარდა ისტორიას. ისევე როგორც ხარისხის კონტროლი და სამხედრო იარაღის მიღების მკაცრი წესები. ეს ეხება რუსული იარაღის სამოქალაქო და სამხედრო იარაღსაც. თანამედროვე სამოქალაქო „კალაშნიკოვები“ ისეთივე ლატარეა არის როგორც იაფფასიანი იარაღი.  შეიძლება გაგიმართლოს შეიძლება არა.  იჟევსკის და ვიატსკიე პოლიანის ქარხნები პერიოდულად ცვლიან სპეციფიკაციებს, სტანდარტებს და ხარისხის კონტროლი არის საშინელი. იგივე ეხება სხვა მწარმოებლებს სხვა ქვეყნებიდან. ზოგი ისეთია, ზოგი ასეთი, ზოგი „კალაშნიკოვის“ ბაზაზეა, ზოგი „კალაშნიკოვის“  ტყვიამფრქვევის ბაზაზე. ზოგი ფრეზირებული რესივერით ზოგიც არა. საქართველოში კიდე „საიგების“ და „ვეპრების“ გარდა არის აქ ადგილზე აწყობილი გაურკვეველი წარმომავლობის „კალაშნიკოვები“, ასევე პოლონური და ბულგარული იარაღები. რუსული „საიგა“ მაინც უმეტეს წილად არის მეტ ნაკლებად ხარისხიანი იარაღი. ამერიკელები თვლიან რომ რუსული და ბულგარული იარაღები საუკეთესო სამოქალაქო კალაშნიკოვებია აქიდან რუსულები ბევრად უფრო უკეთესად ინარჩუნებენ სტანდარტს პარტიიდან პარტიამდე და საუკეთესო საბაზისო მოდელებია, რომ მათ ბაზაზე აიწყოს ტოპ-კლასის „კალაშნიკოვი“. ფულერი, კრებსი და სხვა „კალაშნიკოვის“ გურუები სწორედ რუსულ იარაღს ანიჭებენ უპირატესობას თავიანთი მაღალი კლასის იარაღების წარმოებისას, იმიტომ რომ სხვებთან შედარებით იქ ნაკლები სიურპრიზებია. რუსეთში კარგი „საიგის“ არჩევა სულების გამოძახების რიტუალს წააგავს. ყველას უნდა მაგრამ არავინ არ იცის ზუსტად ეს როგორ გააკეთოს. არიან კომპანიებიც, რომლებიც ვაჭრობენ „ამორჩეული/გადარჩეული“ და „შემოწმებული“ იარაღებით და ფასი ასეთ იარაღებზე უფრო მაღალია ხოლო რეკლამაციები ხარისხზე მაინც არის.  მიზეზი რის გამოც რუსები უჩივიან ხარისხს და ამერიკელები არა ალბათ იმაშია, რომ ამერიკელები იყენებენ იარაღის ძირითად ნაწილებს და აწყობენ მას პრაქტიკულად თავიდან, მაღალკვალიფიციური ოსტატების ხელით. თან აწყობენ ცალობით, ანუ ყოველ იარაღს დიდი ყურადღება ექცევა. თან ტრადიციულად რუსები ცდილობენ პრიორიტეტულ ბაზარზე საუკეთესო ხარისხის პროდუქცია გააგზავნონ. ასე, რომ დიდი ალბათობით ნაწილების კომპლექტებისგან აწყობილი ამერიკული კარაბინი ბევრად უფრო უკეთესი იქნება ვიდრე იგივენაირად აწყობილი “კალაშნიკოვი”, ვინაიდან მეორე ითხოვს ხელობას, ოსტატობას, ცოდნას და სპეციალურ ინსტრუმენტებს. ინტერნეტის ხიტი გახდა პოპულარული რესურსის Iraqveteran8888-ის მოწყობილი ტესტი სადაც კალაშნიკოვმა შეძლო მიყოლებით მოხლოდ 265 ვაზნის გასროლა რის შემდეგაც იარაღი მწყობრიდან გამოვიდა, რაც ადასტურებს რომ ყველა “კალაშნიკოვი” ერთნაირი არ არის.  მეორე ტესტში AR-15-მა ისროლა 830 ვაზნა სანამ ის წმყობრიდან გამოვიდა ამასთანავე მწყობრიდან გამოსული AR-ის გასაცოცხლებლად საჭიო იქნებოდა ახალი ლულა (100-150 დოლარი) და მისი გამოცვლა ავტოფარეხში იქნებოდა შესაძლებელი. მეორესმხრივ “კალაშნიკოვი” მოითხოვდა ოსტატს და სპეციალურ ინსტრუმენტებს. ეს ორი ტესტი ნათელზე ნათლად ასახავს სხვაობას ამ ორ იარაღს შორის და ასევე იმას, რომ ნებისმიერი “კალაშნიკოვი” სულაც არ არის  უფრო საიმედო და გამძლეა ვიდრე AR-15.  update: AR-15-ის ორიგინალური დიზაინის მიხედვით დენთის აირების თხელი ფოლადის მილი ასრულებდა ელექტრონული მცველის მაგვარ ფუნქციას, როგორც კი სროლის ტემპი გაცდებოდა დაშვებულ ლიმიტებს (ზედიზედ 800-900 გასროლა) და იარაღი გადახურდებოდა დენთის აირების მილი სკდება და სროლა ხდება შესაძლებელი მხოლოდ ერთი გასროლით და ხელით გადატენვით. დენთის აირების მილის გამოცვლის შემდეგ რომელიც  კაპიკეპი ღირს იარაღის ბრუნდება მწყობრში.მეორეს მხრივ  ”კალაშნიკოვში” დაშვებული ლიმიტის გადაჭარბება გამოიწვს ლულის/იარაღის განადგურებას. 

AR-15 საკეტი ადვილად იშლება ბოლომდე და ადვილად იწმინდება. ეს დეტალი არის გული ამ სისტემის იარაღის და თუ მას არ მიაქციეთ ყურადღება ამას შეიძლება მოყვეს იარაღის გაჭედვა ან სულაც მწყობრიდან გამოსვლა. საკეტი უნდა იყოს დამზადებული შესაბამისი მარკის ფოლადისგან და შემოწმებული დეფექტებზე. დენთის აირების მიმღები (gas key) მაგრდება ორი ხრახნით და ეს ორი ხრახნი უნდა იყოს დაფიქსირებული (stacked). თუ ეს ასე არ არის დროთა განმავლობაში ხრახნები დაიშვება ამას მოყვება დენთის აირების გაპარვა და იარაღი დაიწყევს ჭედვას მერე კიდე შეიძლება დაზიანდეს იარაღის ზედა რესივერი. დენთის აირების რგოლები (Gas Rings) არ უნდა იყოს გაცვეთილი თირე იარაღი გაჭედავს. იმისთვის, რომ შემოწმდეს რგოლების მდგომარეობა აწყობილი და გაშლილი საკეტი უნდა დაიდოს მაგიდაზე და თუ საკეტი საკუთარი წონის ქვეშ დაიკეცა და წაიქცა რგოლები უნდა გამოცვლილ იქნას. მეტი საიმედოობისთვის ექსტრაქტორის ზამბარა უნდა იყოს მოთავსებული რეზინის რგოლში. თუ რგოლი დაჯდა, დაიბზარა ის უნდა გამოცვლილ იქნას. სწორედ ასეთი  ნიუანსების გამო ბევრი თვლის რომ  AR-15 ზედმეტად რთულია, იმიტომ რომ “კალაშნიკოვის” საკეტი საერთოდ არანაირ მომსახურებას არ საჭიროებს. მე პირადად არ მაქვს პრობლემა გამართული ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფის ჩემ AR-15-ზე მაგრამ ზოგი ჩათვლის, რომ ეს მეტის მეტია.  კარგი ხარისხის საკეტი, გაუძლებს 10 000-ზე მეტ გასროლას, დეტალების შეცვლის გარეშე. დეტალების გამოცვლით კიდე მაგდენს. AR-15-ის საიმედოობა პირდაპირ დამოკიდებულია გამოყენებული კომპონენტების ხარისხზე და ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია. მეორეს მხრივ “კალაშნიკოვს” საერთოდ ვერ ააწყობ კომპონენტებისგან.

AR-15-ის კონსტრუქციას ბევრი უპირტესობა აქვს სამოქალაქო მსროლელისთვის. ადამიანი რომელიც ყიდულობს AR-15-ს ყიდულობს პლატფორმას რომელიც შემდეგ შეიძლება აქციოს ტაქტიკურ კარაბინად ან შაშხანად ზუსტი სროლისთვის და ამისთვის მას დაჭირდება რამდენიმე იაფი ინსტრუმენტი. ვინც ყიდულობს „კალაშნიკოვს“ განწირულია ქონდეს იმ კონფიგურაციაში რომელშიც ის თავიდან შეიძინა. ტექნოლოგიურად ორივე იარაღი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. რუსები აშკარად მოექცნენ გერმანული “სახალხო”, “ერზაც” ირაღების კონცეფციის გავლენის ქვეშ, რომელიც ითვალისწინებდა მაქსიმალურად იაფ, გამარტივებულ წარმოებას მოძველებულ დანადგარებზე. ამერიკელები პირიქით მოექცნენ მაღალიტექნოლოგიური პრაქტიკულად საავიაციო ტექნოლოგიების გავლენის ქვეშ და აქცენტი გააკეთეს ალუმინის, კომპოზიტების და თანამედროვე დაზგა-დანადგარების გამოყენებაზე.  მე არ ვარ იარაღის კონსტრუქტორი და ინჟინერი და არ შემიძლია ობიექტურად შევაფასო ორივე იარაღის ტექნოლოგიურობა მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკული იარაღი უფრო მარტივი კონსტრუქციის არის და უფრო ტექნოლოგიურიც, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ბოლომდე დაშლა აწყობა შესაძლებელია პრაქტიკულად შიშველი ხელებით. ერთადერთი რთული ოპერაცია არის ლულის ქანჩის მოხსნა, რისთვისაც ინსტრუმენტის კუსტარულად დამზადება არის ძალიან ადვილი თუ რა თქმა უნდ არ გაქვთ საშუალება იყიდოთ სპეციალური ქანჩი. ამის გამო  AR-15-ზე ქარხნული დეტალის საჭირო კონფიგურაციის სხვა დეტალით შეცვლა ძალიან ადვილია. შესაბამისად გაცილებით მეტი საშუალებაა და უფრო ადვილი და იაფიც არის  AR-15-ის მორგება ან ადაპტაცია.

akargassys

AR-15 არის ალბათ ერთადერთი ტაქტიკური კარაბინი რომელზეც შესაძლებელია ლულის თავისუფლად დაკიდება. დენთის აირის პირდაპირი შეფრქვევის სისტემის გამოყენებამ, გაათავისუფლა ლულა ზემოქმედებისგან, მოძრავი ნაწილების მცირე მასამ  და რაოდენობამ, ისევე როგორც ლულის და კონდახის ერთ ხაზზე განლაგებამ, განაპირობა AR-15-ის მაღალი თანდაყოლილი სიზუსტე და კონტროლირებადობა.  ყველა თუნდაც ყველაზე იაფ AR-15- შეიძლება გააჩნდეს საკმაოდ დიდი სიგრძის პიკატინის სამაგრები რაც აადვილებს მათ ადაპტაციას. “კალაშნიკოვსაღჭურვილს პიკატინის სამაგრებით ეღირება ორი საბაზისო AR-15-ის ფასი ამასთანავე  AR-15-ის ტიბჟირის სისტემა შეიძლება იყოს მონოლითური და გადაბმული რესივერთან რაც იძლევა საშუალებას დააყენოთ მასზე ოპტიკა

სიზუსტეს რაც შეეხება, ეს არგუმენტი ხშირად გამოიყენება, „კალაშნიკოვი“ კი საიმედოა მაგრამ „ემოთხი“ უფრო ზუსტია. სიმართლე გითხრათ ეს ისეთი თემაა, რომელიც ჩემი აზრით დეტალურად უნდა აიხსნას. დიახ AR-15 უფრო ზუსტია, მათ შორის უფრო ზუსტია ვიდრე AK-74 და ბევრად უფრო ზუსტია ვიდრე 7.62 კალიბრის კალაშნიკოვი. ეს ეხება, როგორც ჯერებით და ერთჯერად სროლას. მე არ მინდა დიდხანს გიყვებოდეთ ჩემ ექსპერიმენტზბე და გამოცდილებაზე მაგრამ ამაში მე თავად დავრწმუნდი. AR-15 შეიძლება იყოს ფენომენალურად ზუსტი. რისი მიზეზებიც არის ძალიან მაღალი ხარისხის ლულები, რომლებიც ამ იარაღებზე ყენდება, საშუალება პრაქტიკულად თავისუფლად გამოკიდო ლულა რაც შეუძლებელია „კალაშნიკოვზე“, მოძრავი ნაწილების პატარა მასა, ლულის და კონდახის ერთ ხაზზე განლაგება, დგუშის არ არსებობა რის გამოც ლულაზე არ მოქმედებს დენთის აირების ენერგია რომელიც დგუშს გადაეცემა. ვაზნებიც როგორც წესი უფრო უკეთესი ხარისხია და როგორც აღვნიშნე სტანდარტული AR-15 უფრო მოსახერხებელია ზუსტი სროლისთვის ვიდრე სტანდარტული „კალაშნიკოვი“. ისევე, როგორც „კალაშნიკოვის“ საიმედოობაში ასეთ სიზუსტეში ისევე როგორც დაბალ მასაში გადახდილია გარკვეული ფასი.  გამოყენებული სქემა გამორიცხავს დასაკეცი კონდახის გამოყენებას. დენთის აირების სისტემა უფრი მგძნობიარეა ლულის სიგრძის და ვაზნების მიმართ. AR-15 ყველაზე მოკლე ლულით (თეორიულად) ნაკლებად საიმედოა ვიდრე გრძელ-ლულიანი კარაბინები და მეტ ყურადღებას და მომსახურებს ითხოვს. მოძრავი ნაწილების მცირე მასა და რესივერის კონსტრუქცია ნაკლებად მდგრადია დაბინძურების მიმართ.

არის კალაშნიკოვი არაზუსტი იარაღი? რა თქმა უნდა არა. რუსები თვლიან, რომ თუ “საიგა” ისვრის 50მმ-ან ჯგუფებს 100 მეტრზე ესეიგი თქვენ გაგიმართლად. 50მმ ას მეტრზე აბსოლუტურად საკმარისია ტაქტიკური კარაბინისთვის. სამოქალაქო მსროლელისთვის, რომელიც იყენებს კარაბინს თავდაცვისთვის ისევე როგორც სამხედრო მოსამსახურისთვის სხვაობა 30მმ-ან და 60მმ-ან ჯგუფს შორის არის სუფთა თეორია და ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხი. ორივე შემთხვევაში ეს სიზუსტე საკმარისია რომ ყველა მიზანი რომელიც დგას ტაქტიკური კარაბინის წინაშე მიღწეულ იქნას. IPSC-ის სტანდარტული სამიზნის ალფა ზონის სიგანე არის 150მმ, ჩარლი ზონის –  200მმ. ადამიანი მკერდის საშუალო სიგანე დაახლოებით 400მმ. თავის სიგანე დაახლოებით 250 მმ. თავდაცვით მანძილებზე სხვაობები სიზუსტეში ორ პლატფორმას შორის უკვე თეორიულ სიბრტყეში გადადის (თუ იარაღი რა თქმა უნდა მისროლილია).  AR-15 ის სიზუსტეზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს “პლატფორმა” ყველაზე ზუსტია თავის კლასში.

AK-74M

AK-74M არის ძალიან კარგი იარაღი და ალბათ საუკეთესო კალაშნიკოვი. დაბალი უკუცემა აადვილებს ეფექტურ სროლას და გარკვეულ წილად ნიველირებას უკეთებს ჩავარდნებს ერგონომიკაში, ამავე დროს ის ისეთივე გამძლე და საიმედოა, როგორც 7,62 კალიბრის „AK”.  მაგალითად დროის მოგების მიზნით, მცველის მოხსნისას და გასროლისას იარაღი გაპატიებთ არასწორ ჭერას თუ წაავლებთ მას ხელს არა ტიბჟირზე არამედ მჭიდზე. იარაღი მაინც იქნება კონტროლირებადი და დროც იქნება კარგი. 7.62 კალიბრისკალაშნიკოვიგაცილებით ნაკლებად ტოლერანტულია და შესაბამისად ნელი. 7,62 კალიბრის კალაშნიკოვზე ჩემი აზრით აუცილებელია კომპენსატორის გამოყენება. .223 კალიბრისკალაშნიკოვიასევე ძალიან კონტროლირებადი და მოსახერხებელია. განსაკუთრებულ  აღნიშვნას იმსახურებს დასაკეცი კონდახი, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში კი ზრდის იარაღის გაბარიტებს მაგრამ ამავდროულად არის ისეთივე გამძლე როგორც ფიქსირებული კონდახი და გადაბმის მექანიზმიც ძალიან გამძლეა

როგორც ერთმა თქვა, კალაშნიკოვის ძლიერი მხარეები AR-15-თან შედარებაში მაშინ იჩენენ თავს, როდესაც მთავრდება მისი სამოქალაქო გამოყენება ისევე როგორც AR-15-ის კომფორტის ზონა მთავრდება იქვე სადაც მისი სამოქალაქო გამოყენება ანუ იქ სადაც საჭირო ხდება ჯერებით სროლა. ძნელია ამ აზრს არ დაეთანხმო. დაფიქრდით ამაზე, მოსახლეობა მასიურად გადადის საცხოვრებლად ქალაქებში, იზრდება ქალაქების რაოდენობა და მათი ზომები. ქალაქები ხდება სტრატეგიული სამხედრო ობიექტები და ლომის წილი საბრძოლო მოქმედებების დიდი ალბათობით იქნება კონცენტრირებული ისევ ქალაქებში. მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. იქ სადაც ნაკლებად არის ქვიშა, ტალახი, ჯუნგლები სქელი თიხით და ა.შ. იმისთვის რომ AR-15-მა იმუშაოს საიმედოთ საჭიროა მისი დაზეთვა, კალაშნიკოვი მეორეს მხრივ ისევ და ისევ დიდი დაშვებების გამო და მოძრავი ნაწილების მასის და მოძრაობის სიჩქარის გამო ნაკლებად მგრძნობიარეა ზეთის მიმართ. ამავე დროს ძნელია წარმოიდგინო სად უნდა აღმოჩნდეს სამოქალაქო მსროლელი სადაც არ არის ზეთი რაიმე ფორმით. ჩვენ ერთხელ იარაღი მწყობრში დავაბრუნეთ მანქანის ძრავიდან ამოღებული ზეთით.

საშუალო სტატისტიკური იარაღის მფლობელიც ასევე ცხოვრობს ქალაქში და მას ნაკლებად აინტერესებს რა მოუვა იარაღს თუ ის დატოვე ტალახში ორი სამი დღით. ისევე როგორც სამოქალაქო „კალაშნიკოვის“ პატრონს ალბათ არასდროს არ მოუწევს კარებების და კედლების კონდახით მტვრევა  რომ გააღწიოს ალყაშემორტყმული შენობიდან. „კალაშნიკოვის“ საიმედოობა კარგია, მაგრამ ამის საფასური საკმაოდ დიდია. სამოქალაქო მსროლელს პირველ რიგში უნდა იარაღი, რომელიც „არ ჭედავს“ და „არ ფუჭდება“.  მეორეს მხრივ გამოცდილმა მსროლელმა იცის, რომ თუ საკმარისად ბევრს ისვრი და საკმარისად ინტენსიურად ვარჯიშობ, გაჭედავს და გაფუჭდება ნებისმიერი იარაღი. და შესაბამისად ასეთს ჭირდება იარაღი, რომელიც ადვილად დაბრუნდება მწყობრში.

მოდით ავიღოთ ჩემი მაგალითი, ძნელად წარმოსადგენია რა უნდა მოხდეს, რომ მე ვერ გავწმინდო იარაღი? ან რა უნდა მოხდეს რომ ჩემი იარაღი გაიტენოს ტალახით? AR-ები მე მაქვს უკვე ალბათ 5-6 წელი. არც ერთს არასდროს არ გაუჭედია და არ გამოსულა მწყობირდან, გარდა იმ შემთხვევისა ერთ ალუმინის მჭიდთან. მინახია მე პრობლემური AR-ები? დიახ მიანხია. ისევე როგრც მინახია პრობლემური გლოკები, ისევე როგორც მინახია, როგორ გაუჭედია “კალაშნიკოვს”. იარაღი საჭიროებს მოვლას, წმენდას და დაზეთვას. თუ თქვენ ვალდებულას მოუაროთ იარაღს სათანადოდ არ ასრულებთ დიდი დრო არ გავა სანამ იარაღი დაგაღალატებთ.

corammodamge

ბევრი შეცდომით თვლის რომ “კალაშნიკოვი” არ საჭიროებს წმენდას რაც უდიდესი შეცდომაა. როგორც წესი  საბჭოთა კალიბრზე გათვლილი “კალაშნიკოვიდან” ხშირად იყენებენ კოროზიულ ვაზნებს, ვაზნებს რომლებიც ამაალებელ ფისტონში იყენებენ ნივთიერებებს, რომლებიც შემდგომ ილექება ლულაში და სხვა ნაწილებზე მარილების სახით, რომლებიც იწოვენ ნესტს ჰაერიდან და ქმნიან პირობებს დაჩქარებულ კოროზიისთვის. თუ იარაღი არ გაწმინდეთ კოროზიული ვაზნების გასროლის შემდეგ დადგება ისეთივე შედეგი როგორც სურათზე.  დასავლური მწარმოებლები კარგახანია კოროზიულ ვაზნებს არ იყენებენ და შესაბამისად წმენიდს გადადებას ასეთი მძიმე შედეგი არ მოყვება.

მე შევეცადე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მომეწოდებინა ორი “პლატფორმის” ძლიერ და სუსტ მხარეებზე და აქცენტი გავაკეთე იმაზე რასაც ჩემი აზრით აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა და რისი გათვალისწინებაც ღირს. მე არაფერი არ მითქვამს წონაზე, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს მაინც და მაინც არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მითუმეტეს ორივე “პლატფორმა” ამ მხრივ ახლოს დგას ერთმანეთთან. ბუნებრივია ვინც ამ სტატიას წაიკითხვას მივა სხვადასხვა დასკვნებამდე და არჩევანიც იქნება განსხვავებული იმიტომ რომ განსხვავებულ ხალხს განსხვავებული მოთხოვნები აქვს.

არსებობენ სხვადასხვა იარაღის „მომხმარებლები“ დიამეტრალურად განსხვავებული მოთხოვნებით და შეხედულებებით.  მაგალითად მოსამსახურეები, რომლებსაც ევალებათ იარაღის ჭერა და ამ იარაღით უწევთ მსახურობა. უმეტეს წილად მათ ჭირდებათ იარაღი, რომელიც ყოველთვის გაისვრის როდესაც სასხლეტს დააჭერ. დრო დახარჯული იარაღის წმენდაზე და მოვლაზე მოსამსახურეს ურჩევნია დახარჯოს ძილზე და ჭამაზე, რაც ცხადია გასაგებია იმიტომ რომ ჯარისკაცობა ძალიან დამღლელია. პირველ ადგილზე გადმოდის არა იარაღის საბრძოლო არამედ უფრო საექსპლუატაციო თვისებები და განსაკუთრებულად ისეთ ჯარში სადაც საბრძოლო მომზადებას ნაკლები დრო ეთმობა მათ შორის არასაკამრისი დაფინანსების გამო. იარაღი ისვრის? კარგია. სად, როგორ, და რა ხდება მერე ნაკლებად საინტერესოა. სწორედ ამიტომ „კალაშნიკოვი“ რჩება ფავორიტად ჩვენ სამხედროებში და „სვდ“-ს მიმართ სიყვარულზე უკვე უკრაინელებიც გვეღადავებიან. ყველას გვყავს მეგობრები, რომლებიც თვლიან რომ მაკაროვი სუპერია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ატარებდნენ მას, როგორც ტაბელურ იარაღს და ქონდათ რწმენა რომ იარაღი გაისვრის, რომ ის არ ფუჭდება (იმიტომ რომ არ ისვრიან) მაგრამ არასდროს არ ქონდათ საშუალება დარწმუნებულიყვნენ რომ საღამოს 6 საათის შემდეგ მაკაროვის სამიზნე მოწყობილობების გამოყენება უკვე შეუძლებელია, ისევე როგორც დარწმუნებულიყვნენ 9×18-ის მრგვალთავიანი ტყვიის არაეფექტურობაში.

არის კატეგორიაც ხალხის, რომელსაც უბრალოდ უნდა რომ ქონდეს მუშა კარაბინი. ყველას არ აქვს დრო და საშუალება და არც უნდა AR-15-ის ექსპლუატაციის ნიუანსებში გარკვევა ან უბრალოდ არ აქვს ამ სისტემის ნდობა და მას სურს რამე რაც მისი აზრით იყიდი ერთხელ, დააგდებ და რომელიც ყოველთვის იმუშავებს. რომელსაც არ ჭირდება ვაზნების შერჩევა, მუშა მჭიდების ძებნა და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანი ენდობა „კალაშნიკოვის“ რეპუტაციას და იყიდის მას. თუ ასეთი ადამიანი ოდესმე დაფიქრდება იმაზე თუ სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი, რამდენად სწრაფი და ზუსტი შეიძლება იყოს ის ძალიან მალე მიხვდება რომ მის როგორც მსროლელის ზრდას „კალაშნიკოვი“ ხელს უშლის. შესაძლებელია „კალაშნიკოვის“ ერგონომიკის გამოსწორება? ნაწილობრივ კი, მეტ წილად არა. საქართველოს პირობებში ალბათ არა. შესაძლებელია კონდახის, ტარის, ტიბჟირის გამოცვლა, მაგრამ მართვის ელემენტების განლაგებას ვერ შეცვლი. ამერიკაშიც კი, მოთხოვნა „მძიმედ“ მოდიფიცირებულ „კალაშნიკოვებზე“ არც ისე დიდია მათი ძალიან დიდი ფასის გამო.  გამოსაცვლელი ნაწილები მისაღები ხარისხის ძალიან ძვირია და ამას ემატება უკვე ნახსენები სხვაობები სხვადასხვა წარმოშობის „კალაშნიკოვებს“ შორის რის, გამოც აქსესუარების შერჩევა შეიძლება სერიოზულად გართულდს. განსაკუთრებით თუ უკვთავ ინტერნეტით და არ გაქვს საშუალება მოაზომო დეტალი იარაღს.

ასევე არიან ასეთი როგორ გითხრათ თამადა-მსროლელების, რომელბსაც უყვართ ბევრი საუბარი იარაღზე, წელიწადში რამდენჯერმე სადღაც მინდორში გადიან და რამდენიმე ვაზნას ისვრიან. ამ ხალხის პრობლემა ის არის რომ ისინი არასდროს არავის არ ეჯიბრებიან, ტრევის ხალეის 15 გასროლა სამიზნის ცენტრში 2 წამში მაგათთვის არის რაღაც ფოკუსი ცირკიდან კლოუნებისთვის. ესეთი ხალხი არის ტიპიური „კალაშნიკოვის“ და სხვა „ნაღდი რუსული რკინის“ მოყვარულები.  რა მნიშვნელობა აქვს რეაქციის დროს, გადატენვის სისწრაფეს, სპლიტებს, როდესაც მას ხელში უჭირავს იარაღი, რომელიც „არასდროს არ ჭედავს“, „ნაღდი რუსული რკინაა“ გამოჭედილი მორდორის სამჭედლოებში, ერთმორწმუნე კომუნისტების მიერ, საიდუმლო სამხედრო ტექნოლოგიებით. სხვათაშორის სწორედ ეს ფენომენი ხსნის, რატომ იყიდება მორალურად მოძველებული საბჭოთა სკს-ები უფრო ძვირად ვიდრე თუნდაც „კალაშნიკოვის“ ბულგარული კლონები ან სკს-ზე ბევრად უფრო უკეთესი ჩეხური Vz58. ეს ხალხი აფასებს იარაღს არა როგორც ინსტრუმენტს არამედ როგორც ფეტიშს და ასეთი ხალხისთვის იარაღის ფერი და კუთხეების და ხაზების სიმეტრიულობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საბრძოლო თვისებები.

ადამიანს (სამოქალაქო პირს) შეიძლება ქონდეს იარაღთან მოპყრობის საბაზისო ჩვევები, შეიძლება მიზანშიც კარგად ისროდეს, მაგრამ ტაქტიკური/რეალისტური ვარჯიშები არის შემდეგი საფეხური რომლის დაძლევა საქართველოში ითხოვს ძალიან დიდ მონდომებას და ასეთი ხალხი ქმნის საქართველოში ყველაზე პატარა მსროლელების კატეგორიას ე.წ. მოწადინებულ მსროლელებს. ყველას ნამდვილად არ აქვს დრო, საშუალება, სურვილი, მოთმინება, გაატაროს რენჯზე საათები და მაქსიმალურ ეფექტიანობას მიაღწიოს, ისროლოს მაქსიმალურად ზუსტად, „დაამუღამოს“ მაქსიმალურად ეფექტიანი პოზიციები, ექსპერიმენტირებდეს სხვადასხვა ტექნიკებთან, დახარჯოს დრო სავარჯიშო ინფრასტრუქტურის და ინვენტარის მოწყობაზე არა და მოწადინებული მსროლელი სწორედ ამით არის დაკავებული.  მოწადინებულ სმროლელებში არ უნდა აგვერიოს ხალხი, რომელიც უბრალოდ ქვეცნობიერად სურს დაემზგავსოს „სპეცნაზელს“ და უბრალოდ მოდას მიყვება. თქვენ ხმარობთ ტაიმერს? იცით თქვენი სპლიტების დრო? თქვენი რენჯზე გასვლა უფრო წააგავს დარბაზში ვარჯიშს თუ დამაწყნარებელ ბოულინგის სესიას? გააქვთ ვარჯიშის რეგლამენტი? ადევნებთ თვალს ვარჯიშების შესრულების დროს და საკუთარ პროგრესს? ფიზიკური მომზადება არის თქვენი პროგრამის ნაწილი?  თუ პასუხი არის კი, თქვენ მოწადინებული მსროლელი ხართ და სწორ გზას ადგეხართ, თუ არა მაშინ მოეშვით ფულის ტყვილა ხარჯვას და გადახედეთ თქვენ პრიორიტეტებს და მიზნებს.  ასეთი მსროლელი ადრე თუ გვიან მივა AR-15-თან იმიტომ რომ ეს იარაღი უდაოდ ყველაზე ერგონომიული და სწრაფი კარაბინია. მისი ერგონომიკის მაჩვენებლები იმდენად მაღალია, რომ მთელი რიგი ახალი სისტემების შეიქმნა, რომლებიც სრულად იმეორებენ AR-15-ის მართვის ელემენტებს. სპეცრაზმები, ინსტრუქტორები, სპორტსმენები, ყველანი ირჩევენ AR-15-ს შეუდარებელი ერგონომიკის, სიზუსტის, სისწრაფის, ადვილი რემონტის და ადაპტაციის განისაზღვრელი შესაძლებლობების გამო. ახალბედა მსროლელიც რომ ავიღოთ რა თქმა უნდა პროგრესი მას უფრო სწრაფი ექნება ბევრად უფრო მოსახერხებელ AR-თან, ეს კიდე ნიშნავს შედეგის მიღწევას ნაკლებ დროში და ნაკლები ხარჯით. იარაღის ფასზე ფიქრისას დაფიქრდით ამაზე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

უნდა აღვნიშნო, რომ წაკითხულიდან არ უნდა გააკეთოთ დასკვნა, რომ AR-15 არის ექსპერტის იარაღი, ხოლო „კალაშნიკოვი“ არიფის. სამოქალაქო მსროლელი იხდის იარაღში საკუთარ ზოგჯერ სიმწრით ნაშოვნ ფულს. არჩევანს განაპირობებს გარდა იარაღის საბრძოლო, საექსპლუატაციო თვისებებისა და ემოციური ფაქტორებისა, ასევე მისი ფასი და ხელმისაწვდომობა. ადამიანი, რომელმაც ჯარში იმსახურა „კალაშნიკოვით“ და სურს კარაბინი თავდაცვისთვის და ისევ იძენს „კალაშნიკოვს“ იმიტომ, რომ იცნობს ამ იარაღს, იღებს სწორ გადაწყვეტილებას. თუ ის განაგრძობს წინ სვლას, ის მალევე გადავა უფრო მოსახერხებელ სისტემაზე ან თუ ეს შეუძლებელია ის შეეცდება მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ის იარაღი რომელიც მას აქვს. როდესაც კარგი მსროლელი ცუდი იარაღით შეხვდება ცუდ მსროლელს კარგი იარაღით, კარგ მსროლელს დარჩება კარგი იარაღი.  ამბობენ სწრაფი ადაპტაციის უნარი არის ის რაც ხდის ადამიანს დომინანტ სიცოცხლის ფორმად დედამიწაზე. როგორც პილოტები-გამანადგურებლები იციან თავისი და მოწინააღმდეგის გამანადგურებლების შესაძლებლობები და გამარჯვევბისთვის იყენებენ თავისი იარაღის ძლიერ მხარეებს და სწორ ტაქტიკას სწორედ იგივენაირად  მსროლელმა უნდა იცოდეს თავისი იარაღის ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისი ტექნიკის და ტაქტიკის ადაპტაციით ის მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს. ამისთვის კიდევ მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ვარჯიში და განვითარება. მე ვაგრძელებ გზას და არ არის გამორიცხული ერთ ორ წელიწადში შევცვალო ჩემი აზრი აქ განხილულ საკითხებზე, თქვენც ბრმად ნუ დამიჯერებთ და გამოიკვლიეთ ის რაც მე გიამბეთ, თავად გადაამოწმეთ და მოხარული ვიქნები თუ მიამბობთ თქვენ გამოცდილებზე.