Archive for the ‘საავტორო/ექსკლუზიური სტატიები’ Category

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია

Wednesday, August 4th, 2010

დღეს ქართული თემატური ფორუმების უმეტესობა აბსოლუტურად გამოუსადეგარია საუბრებისათვის და დისკუესიბისთვის. სულ 4 წელი გავიდა მას მერე, რაც მე დროებით მოვცილდი უცხოურ ფორუმებს და გადმოვერთე ქართულ ინტერნეტ სივრცეზე. მინდა ვთქვა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ეს იყო მხოლოდ უაზრო ნერვების მოშლა და დროის ხარჯვა. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ერთმანეთის მოსმენის კულტურა არ არსებობს საერთოდ, მე ამაში არ ვგულისხმობ, რომ ორი მოსაუბრე ერთდროულად საუბრობს. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია ადმიანს არ ეთანხმებოდე მაგრამ უბრალოდ აცალო მას ლაპარაკი ისე, რომ არ გადახვიდე შეურაწყოფებზე და შეეცადო შენი ოპონენტი დაამცირო ან დაცინო.  საერთოდ ფორუმები იმიტომაც ფასობს, რომ ფორუმზე ანუ ვირტუალურ სივრცეში უფრო განეწყობი გულახდილი ლაპარაკისკენ,რადგანაც იქ მეთი თავისუფლებაა. სამწუხაროდ ქართულ ფორუმებზე  ამ თავისუფლებას ძალიან ტავისბური გამოყენება უპოვეს.   განსაკუთრებულად ღიმილს იწვევენ ფორუმის წევრები, რომლებსაც აერთიანებთ მილიტარისტულ–პოლიციური ნიკები, ავატარები და ფაშისტური ან “ურაპატრიოტული” ციტატები “სიგნატურებში”.  აგრესიულები, თავხედები და უცოდინრები, ქმნიან აუტანელ კლიმატს ყველგან სადაც გამოჩნდებიან. სამწუხაროდ ქართულ ფორუმებზე ხანმოკლე გამოჩენაც საკმარისი იყო, რომ ყველაზე “ნიჭიერებს” ჩემს შესახებ მოეფიქრებინათ ჭორები და მითები.  როგორც ჩანს “რეალში” ვერ დამკვიდრდენ და ასე იქმნიან “პატრიოტების” ვირტუალურ იმიჯს. სამწუხაროა ისიც, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც ქართული ინტერნეტი წარამტებით გადავიდა თვითცენზურის რეჟიმში, ასეთი თავშეუკავაბელი და დაბალი ინტელექტის მქონე ინტერნეტ–მომხმარებლები გადავიდნენ, რამოდენიმე უცხოურ ფორუმზე სადაც აქტიურად დაიწყეს ჰაერის გაფუჭება.  მოკლედ ყველგან კარგია სადაც ჩვენ არ ვართ …… დაველოდოთ კიდევ 15–20 წელი და იქნებ კულტურის დონე აიწევს იმ დონემდე, რომ შესაძლებლია გახდება ქართულ ფორუმებზე “მოღვაწეობა”. მე მხოლოდ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სიმართლეში, რაც გამოიხატა დამოუკიდებლად ბლოგის შექმნაში.  ვნახოთ რა იქნება შემდეგ.

გეგემებში არის სტატიები იუჯინ სტოუნერის შენიღბული პისტოლეტ–ტყვიამფრქვევის შესახებ, ბრაუნინგის ცნობილ პისტოლეტზე High Power, Cz97-ზე, Cz92-ზე, თარგმნის პროცესშია რამოდენიმე სტატია და ასევე ნელ ნელა წინ მივიწევ და მალე დავასრულებ ნაშრონს ჭრილობების ბალისტიკაზე. სანამ ზაფხულია და ცხელა ხოლო კონდიციონერი რჩება ფუფუნებად,   შრომისუნარიანობაც მექნება დაქვეითებული  ;)

საწმენდი საშუალებების ნაკრები დამწყებისათვის

Monday, August 2nd, 2010

კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ: თუ ხართ სრულწლოვანი და ბავშობაში გიყვარდათ ომობანას თამაში, ხოლო სათამაშო იარაღი იყო ყველაზე სასურველი საჩუქარი მინდა შეგახსენო, რომ საქართველოში ნებადართულია სხვა და ხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ფლობა. ასე, რომ გირჩევთ გადადგათ პირველი ნაბიჯი და იყიდოთ თქვენი პირველი იარაღი. ჩემი პირველი იარაღი იყო 12 კალიბრის 2 ლულიანი თურქული თოფი, რომელიც მე ვიყიდე როდესაც ვიყავი თ სწორედ მახსოვს 20 წლის.  კარგი თოფი იყო, “ტერმოსტაბილური” ვერტიკალური მოკლე ლულებით, ნიკელის დაფარვით…. ერთი ნაკლი ქონდა ანუ თურქული იყო ცუდი გაგებით. ის მალევე შეცვალა გაზის და საფანტის პისტოლეტმა ვოლტრა 85–მა.  მერე კიდე მაკაროვის სისტემის პისტოლეტი იყო…. მერ მოვხვდი ისეთ სამსახურში და ისეთ წრეში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი საყვარელი სასაუბრო და არა მხოლოდ სასაუბრო თემა იყო. მერეც დავრეგისტრირდი talks.guns.ru-ზე და დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება სადაც იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები არის ჩემი ცხოვრების განუყრელი და მთავარი ნაწილი.

ცხადია იარაღის შეძენის შემდეგ, გამიჩნდა სურვილი შემეძინა საჭირო  მოვლის და წმენდის საშულებები. რამოდენიმე წელი მშრალ ხიდზე კუსტარულად დამზადებული ნეიტრალური ზეთი, ე.წ. “შელოჩი” და საწმენდი ხსნარი ბერკუტი იყო ჩემი ძირითადი და ერთადერთი “ქიმია” ხოლო აკმ–ის “ზიპი” მთელი საწმენდი ნაკრები, რომელსაც ვიყენებდი, მაგრამ ცოდნა მემატებოდა, ხელფასიც მეზრდებოდა, იზრდებოდა იარაღის და გასროლილი ვაზნების რაოდენობაც.

DSC08592

ასე გამოიყურება ხოლმე ჩემი მაგიდა წმენდის პროცესში

დღეს 8 წლის შემდეგ მე შემიძლია თავს უფლება მივცე და დავწერო მოკლე “სტატია” ახალბედებისთვის და გაუადვილო მათ შესაბამისი “ქიმიის” და აქსესუარების შერჩევა. ვიმეორებ, სტატია არ ეხება გამოცდილ მსროლელებს და არ მიცავს რაიმე განსაკუთრებულ ხრიკებს და ფოკუსებს. სტატიის მიზანია დაეხმაროს ადამიანს, რომელმაც იყიდა ცხოვრებაში პირველი იარაღი გააკეთოს სწორი პირველადი არჩევანი და შეიძინოს მინიმალური ნაკრები ზედმეტი ფულის ხარჯვის გარეშე.  ეს არ არის ზუსტი ინსტრუქცია, ეს არის პატარა ”შპარგალკა”, ბოლო ბოლო მხრებზე საკუთარი თავი გაქვთ და ინტერნეტიც ასე თუ ისე ხელმისაწვდომია, ასე რომ გირჩევთ გამოიყენიოთ საკუთარი ტვინი, ხოლო ყველაფერი რაც დაბლა წერია ცოტას დაგეხმარებათ.

ნაბიჯი პირველი: საწმენდები

დაანებეთ თავი ძველ რუსულ ფოლადის შომპოლებს. ისინი არ ვარგა. ისისნი სახიფათოა. ისინი ადრე თუ გვიან გაგიფუჭებენ იარაღს. შეეცადეთ იქონიოთ მხოლოდ პლასტმასის ან ხის შომპოლები და “პრაწირკები”. უკიდურეს შემთხვევაში რბილი ფოლადისგან დამზადებული.  გრძელლულიანი იარაღის შომპოლს უნდა ქონდეს გადაკრული რეზინა ან პლასტმასი. დასაშვებია სხვა და სხვა დამხმარე ინსტრუმენტბის გამოყენება. კბილის საჩიჩქნები, ბაბმის ჩხირები, კბილის ჯაგრისები. ზედმეტად თავს ნუ გადაიტვირთავთ, თქვენი მიზანი არის მარტივი, მოაშოროთ რკინის მექანიზმს ჭუჭყი და დაფაროთ საჭირო დეტალები საჭირო ადგილებში ზეთით. რაც ამისთვის გამოდგება და იმუშვებს ის გამოიყენეთ. თუ ბამბის ჩხირებით ეს უკეთესად გამოგდით, იყიდეთ აფთიაქში ბამბის ჩხირები და გამოიყენეთ ისინი.  მაგალითად ზეთის თხელი ფენის დასატანად მე ვიყენებ პატარა სამხატვრო ფუნჯს. შესაძლებელია გამოთალოთ ხისგან სპეციფიური ფორმის საწმნდები. მთავარია ისნი არ უნდა კაწრავდნენ იარაღს, არც რკინას და არც დაფარვას.  მაგალითად: პისტოლეტის საწმნდად საკამრისი იქნება ერთი რბილი ფოლადის დახვეული ლულის საწმნდი ჯაგრისი, ერთი პლასტმასის “პრაწირკა”, ერთი ხის ჩხირი წაწვეტებული თავით რომ ძნელად მისაღწევი ადგილებიდან ამოიღოთ ჭუჭყი.  პირველ ეტაპზე მეტი არაფერი არ დაგჭირდებათ.

18895627_w434_h_q80

ე.წ. “პრაწირკა”. ამ შემთხვევაში ხისგან დამზაებული. ხე შედარებით მალე გამოვა მწყობრიდან ზეთის და სხვა ქიმიის ზემოქმედების გამო.

გრძელი იარაღის შომპოლი უნდა იყოს ფოლადის (რომ არ გაიღუნოს), გადაკრული გარედან რეზინით ან პლსტმასით, რომელიც გამორიცხავს რკინის კონტაქტს იარაღთან, სახელური უნდა თავისუფლად ტრიალებდეს. არ უნდა იყოს ზედმეტად დრეკადი.

!!!საწმენდების გამოყებებისას მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი რკინის რკინაზე კონტაქტი!!!

ნაბიჯი მეორე: ნეიტრალური ზეთი

პირველი რაც უნდა იყიდოთ არის კარგი ნეირალური ზეთი. ნეიტრალური ნიშნავს, რომ ზეთს არ გააჩნია მინარევები, რომლებიც შლიან ნამწვავს ან ჭუჭყს. მაგალითად მე დიდიხანი ვხნმარობდი ESSO-ს უნივერსალურ ზეთს, რომელიც 5 ლარად ვიყიდე მაღაზია გუდვილში. აღნიშნული ზეთი გამოდგება მხოლოდ იარაღის დასაზეთად. თავი შეიკავეთ სპრეების ყიდვისგან. ასეთი ზეთები ძალიან თხევადია, ერთ დაჭერაზე ბევრ ზეთს აფრქვევენ, რომელიც ყველგან ხვდება. აპრობირებული მეთოდია ზეთის თხელი ფუნჯით დატანა. ზემოაღნიშნული ზეთი სპრეია მაგრამ საკმაოდ ბლანტი და დაჭერისას ცოტა რაოდენობით გამოდის.  სხვა ზეთები რაც მინახა ძალიან თხევადია.

ნაბიჯი მესამე: საწმენდი სითხე.

იარაღის საწმენდი საშუალება და ზეთი ერთი არ არის!!!  ზეთის დანიშნულებაა რკინის დეტალებში ხახუნის შემცირება და იარაღის კოროზიისგან დაცვა, საწმენდი საშუალებები მეორეს მხრივ განკუთვნილია იარაღის დეტალებისგან და ლულიდან დენთის წვის პროდუქტების მოშორება. ამისთვის ისინი ქიმიურ რეაქციაში შედიან ამ პროდუქტებთან შლიან მათ, არბილებენ რაც აადვილებს მათ მექანიკური საშუალებებით მოცილებას.  თუ იარაღი სახლში სადებათ გაქვთ ეს დასახელება თქვენ არ გჭირდებათ. იარაღის საწმენდი ქიმია საკმაოდ აგრესიულია და დიდიხნით მისი იარაღში გაჩერება არ არის რეკომენდირებული. ასევე პროფილაქტიკური წმენდისას მისი გამოყენება საჭირო არაა.  დამწყებისთვის გამოდგება უნივერსალური ზეთის ერთ ერთი სახეობა Ballistol, რომელიც თბილისის მაღაზიებში იყიდება. ეს ძალიან კარგი ზეთია, მას გააჩნია მინარევები, რომლებიც შლიან დენთის წვის პროდუქტებს და სხვაგვარ ჭუჭყს, ამავე დროს იცავენ ფოლადს, ამცირებენ ხახუნს ანუ მოქმედებს, როგორც ზეთი და ამავე დროს არ აზიანებს ხეს და რკინის დაფარვებს. გამომდიანრე იქიდან, რომ ამ ზეთში არის მინარევები, რომლებიც რეაქციაში შედიან “ნაგართან” ანუ ტუტოვანი ეფექტი არის, მე ბალისტოლს არ ვიყენებ იარაღის დასაზეთად, მაგრამ ის არის შესანიშნავი რბილი არააგრესიული საწმენდი საშუალება.  პირველ ეტაპზე მე მას გირჩევთ იმისთვის, რომ გაწმინდოთ იარაღის მექამიზმებიდ და ლულა დენთის წვის პროდუქტებისგან. ბალისტოლის მინუსებია, რომ არის შედარებით ძვირი, არის ბლანტი და ძნელად ცილდება (ასე თუ ისე ზეთია მაინც) მაგრამ სამაგიეროდ არ აზიანებს ხეს. ცოდნა და გამოცდიელბა, რომ მოგემატებათ სხვა უფრო აგრესიულ ქიმიაზეც გადახვალთ, რომელიც გამოყენებისას გარკვეულ სიფრთხილეს საჭიროებს. დაიმახსოვრეთ, რომ საწმენდი სითხეები არ უნდა რჩებოდეს იარაღის დეტალებზე !!არასდროს!!. რაც უფრო ძლიერი ქიმია არიას მით უფრო აგრესიული ნივთიერბეი შედის მასში მით უფრო მავნე ზეგავლენას ახდენენ ფოლადზე და დაფარვაზე.  გაითვალისწინეთ, რომ ქიმიის მოხამრებისას უნდა იყოთ ძალიან ფრთხილები და ხსნარი უნდა ხვდებოდეს მხოლოდ იმ ნაწილებზე და კონკრეტულად იმ ადგილებში სადაც არის ნამწვი. გამხსნელი ადვილად ხსნის ნამწვს და ასევე ადვილად (თუ ის ძლიერია) გახსნის საღებავს, რომლითაც იარაღის დეტალებია ხანდახან შეღებილი.

ასეთი ნაკრები უნივერსალურია და მოსახერხებლი მაგრამ გარკვეული მისი ელემენტები შეიძლება არ დაგჭირდეთ ხოლო ასეთი ნაკრების ფასი 100 დან 200 ლარამდე მერყეობს.

იარაღის გასაწმენდათ ასევე გამოდგება ხსნარი WD-40, რომელიც იყიდება მანქანის აქსესუარების მაღაზიებში და ელიავას ბაზრობაზე. ეს არის ნავთის შემცველი სითხე, რომელიც არბილებს ჭუჭყს და აადვილებს მის მოშორებას. რაიმე განსაკუთრებუკლი საწმენდი თვისებები არ აქვს მაგრამ მე მას ვეძახი იარაღის სარეცხ წყალს ანუ ის თხევადია, წნევით გამოდის და კარგად გამორეცხავს მექანიზმებს. საველე პირობებში ის ხანმოკლე დროთ ნეიტარლურ ზეთსაც შეცვლის. დადებითი მხარეებია დაბალი ფასი, უარყოფითი ალბათ ის რომ რაიმე განსაკუთრებული საჭირო თვისებები არ აქვს.

დამატებით შემიძლია გირჩიოთ სპეციალიზირებული საწმენდი სითხე, რომელსაც მე უკვე 3 წელია ვხმარობ კარგი შედეგებით. ეს არის ერთ დროს ძალიან პოპულარული საწმენდი სითხე Hoppes 9.  ის არსებობს 1903 წლიდან!!! შლის ნამწვს, ჟანგს, ტყვიის და სპილენძის ნადებს.  დადებითი მხარეები ბევრი აქვს: არ არის ძალიან აგრესიული, არ არის ძალიან ტოქსიკური, არ ყარს საშინელი სუნით ისე რომ ოჯახის წევრები ჩხუბს გიწყებენ.  ასევე შლის კოროზიული კაფსულების შედეგად ლულაში დარჩენილ წვის პროდუქტებს.  აქვს ძალიან სასიამოვნო სპეციფიური სუნი.  უარყოფითი მხარე არის ის, რომ ის არ არის ძალიან ძლიერი და აგრესიული მაგრამ მსროლელების 99% ის სრულყოფილად დააკმაყოფილებს.  ეს არის ერთადერთი გამხსნელი/ საწმენდი საშუალება, რომელსაც მე შემიძლია რეკომენდაციუა გაუწიო ახალბედა მსროლელის შემთხვევაში.

ნაბიჯი მეოთხე: საწმენდი ტილოები

აქაც ბევრი ფილოსოია და ტვინისჭყლეტა არ არის საჭირო, ყოველშემთხვევაში პირველ ეტაპზე. ბამბის ძველი მაისურები (ღია ფერის, რომ ზედ ჭუჭყი კარაგდ ჩანდეს), ძველი ზეწრები … გამოდგება ყველაფერი რაც კარაგდ იწოვს სითხეს და არ ტოვებს ბუსუსებს.   ჩემი პრიბალტი მეგობრები წარმატებით იყენებენ ლიტვურ ტუალეტის ქაღალდს და ესთეთიკაზე ზედმეტად არც ფიქრობენ. მე ვიყენებ ჩემ ძველ მაისურებს, ხანდახან ე.წ. “ძონძებში” სპეციალურად ვყიდულობ თეთრ ბამბის მაისურებს. ვჭრი მათ ”პატჩებათ” (პატარა კვადრატულ ნაჭრებად) და მერე, როდესაც მჭირდება უკვე გამზადებულებს ვხმარობ.

ნაბიჯი მეხუთე: ადგილის მოწყობა

საერთოდ, როდესაც ქიმიასთნა მუშაობთ კარგია თუ ოთახი იქნება კარგად განიავებული. დაიცავით მაგიდა ზეთის და სხვა ქიმიის ზემოქმედებისგან ასევე ნაკაწრებისგან. კარგი განათებაც აუცილებელია.

პატარა რჩევები და ხრიკები:

1. აი ასეთი მოწყობილობა გადაგიწყვიტავთ ქიმიის მობილურობის საკითხს. მე ხან ვერანდაზე ვწმინდავ იარაღს, ხან ბაღში ხან ოთახში და ასეთი მარტივი მოწყობილობა აადვილებს სითხეების შენახვას და გადაადგილებას.  მზადდება მარტვიად, ამ შემთხვევაში მაგთი ფიქსის ყუთზე, ჯერ შემოიხაზება ჭურჭელი ფანქრით, მერე ამოიჭრება ზედმეტი მუყაო და ეს არის სულ. საკმაოდ მოსახერხებელია. ბოთლები არ გადაყირვდება და სითხეები არ დაიქცევა.

DSC00415

2. თუ გაქვთ საშუალება იყიდეთ საწმენდები ინტერნეტით. ბევრად უფრო დიდი არჩევანია და ფასებიც ზომიერი გამოდის. მაგალითად აი ეს ნაკრები (L.L.Bean Elite Otis Gun Cleaning Kit) საკმარისი იქნება ნებისმიერი კალიბრის რამოდენიმე პისტოლეტისთვის და დიდიხანი მოგემსახურებათ.

3. როგორც იარაღი ისევე საწმენდები უნდა იყოს წესრიგში და სისუფთავეში. ცხელი წყლით და სახეხი ფხვნილით ან ხსნარით გაწმენდილი ჯაგრისების სიცოცხლე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

4. საკმაოდ კარგი ინვენტარის ყიდვა შეიძლება საყოფაცხოვრებო პროდუქციის განყოფილებები ან მაღაზიებში. მაგალითად კბილის ჯაგრისები, გრილის სახეხი ლატუნის ჯაგრისები კარგად წმინდავენ უჟანგავი რკინისგან დამზადებულ რევოლვერებს და პისტოლეტებს, ხის საჭრელი დაფები მოსახერხებელია ირაღის დასაშლელად და ზედ სამუშაოდ, ფეხის გასაწმენდი ნოხები (რა თქმა უნდა ახალი), რომელიც სახლის შესასვლელში დევს, გამოდგება მაგიდაზე დასადებად და ზედ სამუშაოდ, ისინი რბილია, ზედ არ დაგორავენ პატარა ნაწილები და იარაღიც რბილად დევს.  მოკლედ თუ რამეს ვერ პოულობთ სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ “სამოქალაქო” მაღაზიების დახლებზე. მთავარია დაგეხმაროთ მიზნის მიღწევაში ანუ იარაღის გაწმენდაში. ცხადია ეს არ იქნება ესტეთიკის თვალსაზრისით ისეთივე სასიამოვნო, როგოც სპეციალიზირებული საქონელი მაგრამ ხანდახან სხვა გამოსავლი უბრალოდ არ არის. გარდა ამისა ის რასაც იარაღის მწარმოებლის ბრენდი აკრია ყოველთვის უფრო ძვირია.

და ბოლოს არ დაგავიწყდეთ, იარაღი იწმინდება რაც შეიძლება მალე სროლის შემდეგ და თვეში ერთხელ მაინც პროფილაქტიკის მიზნით.  ასევე შეგახსენებთ ერთ ძველ წეს, რომელიც დაგეხმარებათ იარაღი სისუფთავეში იქონიოთ, ეს წესი ერთ ერთ ძველ წიგნში ამოვიკითხე: საუკეთესო წესი შეინახო იარაღი სისუფთავეში არის, ნაკლებად შეეხო მას ბინძური ხელებით.

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

პს

ეს დასაფენი მე შევიძინე ისევ გუდვილში. ღირდა სულ 7 ლარი. იწოვს სითხეებს, ზედ დალაგებული ნაწილები არ დაგორავენ იქით აქით და არ იკარგებიან ხოლო იარაღი ზედ რომ დევს არ იკაწრება.

9

იარაღის კულტურა და არალეგალური იარაღი

Thursday, February 4th, 2010

მინდა ცალმხრივდა პირდაპირ და გასაგებათ დავწერო,  არალეგალური იარაღი და იარაღის კულტურა შეუთავსებელი რამეებია. იარაღის კულტურა ცალსახად გულისხმობს კანონმორჩილებას. მესმის, რომ არსებობს უამრავი შეზღუდა და არასამრთლიანი დებულებები, იარაღი ძვირია, სროლა ძნელია, ტყვიაწამლი ასევე ძვირია, მაგრამ   რაღაცა, ხომ არის?  არალეგალური იარაღი არის დანაშაული, დანაშაული და კულტურა შეუთავსებელია. ხანდახან მესმის ხოლმე, სასტავს ტტ გვაქვს ან ჩვეულებრივი ადამიანი მეკითხება სად იშოვოს გაუფრომებელი იარაღი ან ასეთი სისულელეები. ასეთი რამე, რომ მესმის ვსვავ მარტივ კითხვას. და რათ გინდა? რომელი განგსტერი შენ ხარ ან “ბაევიკი”? თუ უბრალო მოქალაქე ხარ რად გინდა გაუფორმებელი იარაღი? თავს მაგით ვერ დაიცავ, თავის ფუნქციას ეს იაარღი არ შეასრულებს და ის შენ არაფრში არ გჭირდება მითუმეტეს როდესაც სრულიად ლეგალური ტტ–ები დევს ყველა მაღაზიაში. სიტუაცია არის მარტივი, თუ გინდა ან თვლი საჭიროდ რომ გჭირდება იარაღი უნდა გქონდეს ლეგალური საშუალება ეს მოთხოვნა დაიკმაყოფილო.  გინდა? უნდა გქონდეს. არ გინდა? შენი უფლებაა. ასე, რომ პრობლემაში და მათ შორის არალეგალური იარაღის ბრუნვაში და მასთან დაკავშირებულ  დანაშაულში წვლილი მიუძღვის მათ შორის სახელმწიფოსაც, რომელიც ან დაბალი ხარსხის რეგულირებებიტ ან მათი არ მირბით ანუ უმოქმედობით წარმოქმის პრობლემას . დიდი ნაბიჯი წინ გადაიდგა, როდესაც გახდა შეასძლებელი იარაღის ლეგალიზაცია. ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იყო. უამრავი ძველი არარეგისტრირებული და შესაბამისად არალეგალური იარაღი მოექცა სამართლებრივი რეგულიების ქვეშ. კიდე უფრო შორს უნდა წავიდეთ, და იარაღის ჩაბარების სტიმულირება უნდა დავიწყოთ.  100 გრამი ტროტილი – 50 ლარი. მოიტანე, ჩააბრე მიიღე ფული. მოხდება კიდე უფრო დიდი მასის არალეგალური იარაღის და საბრძოლო მასალების ამოღება. რა არის ამაში ცუდი? მე ეხლა ველოსიპედი კი არ გამოვიგონე, ეს პრაქტიკა დიიდხანი გამოიყენება უამრავ ქვეყანაში და დიდი წარმატებით.

თემის სათაურს, რომ დაუბრუინდეთ შეიძლება მივიღოთ მარტივი ფორმულა იარაღის კულტურა პირველ რიგში არის კანონმორჩილების კულტურა. არა მარტო კანონის იარაღის შესახებ არამედ საერთოდ ყველა კანონის. ის ადამინი, რომელიც ფლობს იარაღს, კარგად ათვითცნოიერებს თავის პასუხისმგებლობას დამერწმუნეთ ასევე ძალიან კარგად ათვითცნობიერებს ისეთ რამესაც როგორიცაა მაგალითად ის, რომ მთვრალი საჭეზე დაჯდომა არის სისულელე.

ხშირად მესმის, მე არ მინდა პსიტოლეტი, იმიტომ რომ შეიძლება დავთვრე და რამე გავაკეთო. ეს იგივეა რომ აღიარო, რომ ხარ იდიოტი. გამარჯობათ მე ვარ იდიოტი, იმიტომ რომ რიოდესაც დავთვრები შეიძლება გესროლოთ იარაღი. არ მესმის სიმთვრალეში,  რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი ვიღაცას ესროლო იარაღი? თუ მიდრეკილება გაქვს დანაშაულისკენ მაშინ ადრე თუ გვიან აღმოჩნდები  საკანში. კარგი, იარაღი სროლა დანაშაულია და ხმამაღლა გინება რესტორანში სადაც ხალხი ოჯახებით არის მისული რა დანაშაული არ არის? საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არის დანაშაული, ნალებად მძიმე ვიდრე იარაღით ადმაინის დაჭრა მაგრამ შინაარსობრივად ორივე ქმედება მაინც არის დანაშაული.  დანაშაული მსუბუქი თუ მძიმე არის დანაშაული.

თუ გინდა რარაცა გარშემო შეცვალო დაიწყე შენი თავით, თუ შენში შეცვლი ერთ პატარა რამეს შენს გარშემო შეიცვლება ყველაფერი. ჩემის ღრმა რწმენიტ დღეს საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს იარაღის ბრუნვას უნდა მთლიანად შეივცვალოს დღეს ის არის არასამართლიანი და არასწორი. დღეს ეს კანონები წარმოქნიან არა კანომორჩილ იარაღის მფლობელებს არამედ უფრო დამნაშავეებს. იმ სიტუაციაში, რაც ეხლა დღეს საქართველოშია თანაბარი წვლილი მიუძღვის, როგორც მოქალქეებს ასევე იმ საკანონმდებლო სისტემას, რომელიც დღეს არსებობს. ერთ მხარეზე აქ ჯოხი არ უნდა გადატყდეს.

იგივე სუტუაციაა ნადირობაში, დღეს არ არსებობ ერთიანი პოლიტიკა, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას. ნადირობების უმეტესობა ტარდბა კანონის და რეგულრებების სრული დარღვევით. რა თქმა უნდა დღევანდელი მონადირეების კულტურაც დაბალზე დაბალია, მარამ აქაც ორივე მხარეა დამნაშავე. ჩემის აზრით პირველი ნაბიჯი ისევ სახელმწიფომ უნდა გადადგას და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადებითი ცვლილებების შედეგად დარჩება ხალხი, რომელცი კვლავ ამჯობინებს წავიდეს დანაშაულზე მაშინ ასეთი ხალხის მიმართ ნებისმიერი სანქცია იქნება გამართლებული და სამართლიანი.

mymarket.ge როგორც იარაღის კულტურის სარკე

Saturday, January 23rd, 2010

თუ სარგებლობთ ამ საიტით ალბათ დაკვირვებული ხართ, ხოლმე ხანდახან კი არა და თითქმის ყოველთის განხადებები უფრო კურიზოებს წარმოადგენენ ვიდრე საჭირო ინფორმაციის მატარებელ განცხადებას.  დახასიათებები როოგც “უძლიერესი იარაღია”, “ვინც იცის იმას რეკომენდაცია არ უნდა” და ასე შემდეგ პრინციპში დიდი არფერია მაგრამ ხშირად მართლა საოცრებებს წაწყდები. იმაზე არაფერს არ ვიძახი ორფოგრფიაზე და გრამატიკაზე, მეც არ ვარ ამაში ძლიერი მაგრამ მგონი დიდი ჭკუა იმას არ უნდა, რომ სწორედ დაწერო რამოდენიმე სიტყვა. ეს ტრი კალცა, პულიმიოტის ლულა, ნიგვზის კონდახი, პლიტა მატორები და “იყიდებაა სასწწრაფოოო” არის რავიცი ალბათ მაჩვენებელი იმისა თუ საერთოდ რა ხდბა და რა დონეზეა იარაღის კულტურა ჩვენ ქვეყანაში.  კალიბრების სერიოზული პრობლემაც არის: 357მმ, მეცხრე კალიბრი, 12 მმ–ნი სანადირო თოფი და ასე შემდეგ, და კიდე ის რაც მე პირადად ძალიან მაღიზინებს: მაკაროვის ტყვია, პულიმიოტის ტყვია, ეგ მარტო მაგ საიტზე კი არა სპეციალიზირებულ და არც ისე სპეციალიზირებულ პრესაში იწერება მუდამ.  მერე რატომღაც არ იგებენ ფასს იარაღის, რომელსაც ფლობენ, ადამიანი რომელიც 2000 დოლარად ცდილობს გაყიდოს ნახმარი თოფი, რომელიც ახალი მააღაზიაში 800 ლარად იყიდება ნუ რავიცი რა ღიმილს გამოიწვევს ალბათ და ვინმეს კარგ ხასიათზე დააყენებს ან პირიქით ათქმევინებს რომ ვიღაცა არიფია. კიდე ერთი გავრცელებული შეცდომა გაფუჭებული ან ძველი იარაღის შეფასება გამომდინარ მისი სიძველიდან. ხალხნო იარაღს აქვს ფასი თუ ის საბრძოლო მდომარეობაშია და არ არის ნაცვეთი, ხოლო მარტო სიძველე მას ფასს არ მატებს (თუ ანტიკვარიატზე არ გვაქ ლაპარაკი), ვნახე განცხადება სადა პიროვნება 400 დოლარიან იარაღის გაყიდვას ცდილობს 5000 დოლარად. რა ქვია ეხლა ამას?  ბოლო ბოლო გაარკვიეთ რა არის თქვენი იარაღის ფასი, შედით gunbroker.com-ზე და ნახეთ ფასები, დაუმატეთ ამას ქართული რეალობა (+ალბათ 50% ფასზე) და მიიღებთ თქვენი იარაღის ფასს.   მაიძულა ეს დამეწერა ბლოგზე აი ამ შემთხვევამ, ვინმე პიროვნება ასხვისებს მოსინის კარაბინს, რომელსაც საქარტველოში არასწორედ უწოდებენ КО44-ს. კო44 არის რუსეთში გადაკეთებული და სამოქალაქო ბაზრისთვის სერტიფიცირებული მოსნინის 1944 წლის კარაბინი.  საქართველოში არდე სავარაუდოთ ასეთი გადაკეთებული იარაღი მოხვდა მაგრამ დღეს რაც იყიდება არის აბსოლუტურად ორიგინალური სამხედრო კარაბინი. სურათს დააკვირდით, სიდანღაც იშოვა ჩემი გადაღებული სურათი, რომელიც მე გადაუღე მოსინს, როდესაც მან გაჭედა.  გაჭედლი იარაღის სურათის გამოფენას რა აზრი აქვს ჩემთვის უცნობია…..

23

სამაგიეროდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს მართლა წესიერად დაწერილი განცხადების ნახვა სადაც ეტყობა ადმიანს, რომ ესმის რაზე ლაპარაკობს. 

ბოდიში ნეგატივისთვის :–)

კულტურა და ანტი კულტურა

Wednesday, November 25th, 2009

ფაქტია, მაგრამ კულტურა სუფთა და ცარიელ ადგილას თავისით არ ჩნდება. არ ვიცი რით არის ეს ყველაფერი განპირობებული მაგრამ 90–ნი წლებში საქართველოში იყო რეგიონში ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებდა იარაღის ბრუნვას. მიუხედავათ იმისა, რომ ქვეყანას პრაქტიკულად მართავდა გუშინ ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის ნომენკლატურა, საქართველოში მაინც მიღებულ იქნა ძალიან ლიბერალური და რა თქმა უნდა არასრულყოფილი კანონმდებლობა. პლუსი იყო ის, რომ ბევრი რამ დასაშვები იყო. მას მერე, რაც ომი აფხაზეთში მორჩა და რეალური გახდა ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობა ცხადია ჩვემა ქვეყანამ მიიღო უდიდესი მხარდაჭერა ევროპისგან და ამერიკისგან. მათი სურვილი დაემყარებინად მჭიდრო ურთიერთობა ჩვენ ქვეყანასთან გამოიხატა მათ შორის იმაში,  რომ იარაღის ექსპორტი საქართველოში იყო გაადვილებული და ასევე იყო რამოდენიმე საინტერესო პროექტის იდეაც, რომელი შექმნიდა სამხედრო სამრეწველო კომპლექსს საქართველოში.  ლაპარაკი მაქ პირველ რიგში ზიგ ზაუერი ასაწყობი ხაზის მშენებლობა და ვაზნების ადგილობრივი წარმოება. მარტო თბილისში მოქმედებდა ათამდე ტირი. მაღაზიები ბევრი იყო და გადატენილი აბსოლუტურად ყველანაირი იარაღით საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში. მახსოვს 2000 დოლარი დეზერტ იგლში მომეჩვენა დიდ ფასად არა და დღეს რას იყიდი ორი ათას დოლარად? ნახმარ ჩზ–ს და თუ გაგიმართლა ნახამრ გლოკს.  ყველა მაღაზიაში წუწუნებენ ემბარგოზე და იმაზე, თუ როგორ გაურთულდათ იარაღის შემოტანა. რეგრესი აშკარაა. მახსოვს მაღაზია კავკასიონი სოლოლაკში, იქ შესვლა იყო არ ვიცი რა, რაღაც ჯადოსნური ადილი იყო. ნამდვილი ზღაპარი. ყველანაირი იარაღი რაც გულს გაუხარდებოდა. მახსოვს თავლი დავადე ჩზ100–ს, 600 ლარი ღირდა ახალი!!!  იარაღის გაფორმების პროცედურები იყო უმარტივესი. 50  ლარი მაღაზიაში და მეორე დღეს იარაღი თქვენია.   დღეს რა თქმა უნდა არსებობს მომსახურების სააგენტო, ლამაზი შუშებიანი  შენობა, კომპიუტერული მონაცემთა ბაზა და ყველაფერი, მაგრამ გაფორმება იარაღის და ეს ფაქტია კი არ გაადვილდა და გაიაფდა არამედ გაძვირდა და გართულდა. დღეს რომ ერთ დღეში აიღო საბუთი გჭირდება დამატებით 80 ლარის გადხდა, დაუმატეთ ამას აუცილებელი გადასახადები და ფასი ადის 150 ლარმდე. ასევე პირდაპირ მაღაზიაში კი არ იღებ იარაღს და ნებართვას, გიწევს იქით აქით სირბილი ქაღალდებით. აბსოლუტურად არანორმალურ ფსიქოს პრაქტიკაზე ხომ საერთოდ არაფერს არ ვამბობ. უვადო საბუთს აძლევს და სამ წლიან ფსიქოს ვადას სამჯერ უმცირებ. მარაზმ…..

დღეს თბილისში და ზოგადად ქვეყანაში არ მოქმედებს არც ერთი სასროლეთი, რომელიც იძლევა შაშხანის სროლის საშუალებას. მოკლელულიანი იარაღის ტარებაც და გადატანაც საერთოდ აკრძალულია.  მოქმედებს თუ ამას მოქმედება ქვია ორად ორი ტირი. სადაც დაშლილი ნახევრად მკვდარი ერთი ორი მარგოლინის სისტემის პისტოლეტია. მორჩა და გათავდა. არ მოქმედებს არც ერთი   სასწავლო ცენტრი ან ინსტრუქტორი, რომელიც შეასწავლიდა მსურველებს იარაღის ფლობას დ სროლას. არა და საქართველოში იყო დარეგისტრირებული პრაქტიკული სროლის კონფედერაცის საქართველოს ფილიალი. იყო გახსნილი ტირიც მაგრამ ეხლა დახურულია და ფილიალის სტატუსი უცნობია. პრაქტიკულად სახეზეა სასროლოსნო სპორტის და სროლსთან ასოციირებული ყველა დარგის სრული ბიოლოგიური სიკვდილი. ეს ერთის მხრივ. მაგრამ მეორეს მხრივ მოსახლეობაში რჩება უამრავი იარაღი, მათ შორის არალეგალურიც. მახსოვს ერთი შსს–ს თანამშრომელი ისე გაბრაზდა როდესაც უთხარი, რომ შესაძლებელია გამოსყიდვა არალეგალური იარაღის და საბრძოლო მასალების. როგორო??? კიდე ფული უხადოთო იარაღშიო??? რა ვქნა ეხლა კაცმა არ იცის არც არსებული გამოცდილება და არც დაფიქრება არ უნდა, როგორ გადაწყვიტოს პრობლემა.  ტანზანიამ აჯობა საქართველოს ამ საკითხში და მის გამოცდილებას ევროპული ქვეყნებიც სწავლობდნენ. მობილური ბრიგადები ორი მანქანით, ერთში ზის სარეგისტრაციო მობილური ჯგუფი და მოლარე, მეორე მანქანაზე განლაგებულია რკინის საჭრელი დაზგა. ჩადის ეს ჯგუფი მიყრუებულ აფრიკულ სოფლებში და იარაღას, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც სამოქალაქო იქვე უკეთებს ლეგალიზაციას და შეყავს კომპიუტერულ ბაზაში, ხოლო აკრძალულ იარაღს და საბრძოლო მასალებს იქვეიუბარებს, აღრიცხავს, უხდის ფულს მათ ჩამბარებელს და ადგილზევე ანადგურებენ. ეს არის და ეს. დაუბრუნდეთ იარაღის კულტურის საკითხს. ცხადია, რომ ნაწილი იმ ხალხისა, რომელსაც აქვს იარაღი უნდა ამ იარაღიდან ისროლოს. სასროელთი არაა, ასე რომ მიდის ეს ხალხი  ტყეში. ცხადია ეხლა რომ სასროლეთის გარეთ სროლა დაკავშირებულია უამრავ საფრთხესთან, რომელსაც ცხადია ამ ხალხის უმეტესობა უკეთებს იგნორიერაბას. უბრალოდ არ იცინა უსაფრთხოების წესები, ვინც იცის თავს არ იწუხებს მათი შესრულებით. იქ ტყეში და მიყრუებულ ადგილებში არანაირი კანონი და წესი არავის არ ახსენდება და არც არავინ იცავს. სასროლეთის არ არსებობა წარმოშობს უამრავი სახიფათო ინციდენტის საშიშროებას და საფრთხეში აგდებს როგორც მსროლელს ასევე იმ ხალხს, რომელიც შემთხვევით შეიძლება აღმოჩნდეს სროლის ხაზზე.    თავისი წვლილი პრობლემაში შეაქვთ იმ სულელ მსროლელებს, რომლებიც არც უსაფრთხოების წესები არ იციან და არც უფიქრდებიან იმას რას აკეთებენ.  ტრადიციული გართობა. ისროლა მარჯვნივ, მერე მარცხნივ მერე დაინახა ელექტრო დაგამცემი და მოდი ერთი მაგას ვესვრი. აი შედეგი:

DSC08428

DSC08426small

ასეთი კონსტრუქციას ეხლა შეუმცირდა ექსპლუატაციის ვადა ალბათ ორჯერ სამჯერ. ეს არის უბრალო მავნებლობა.

კიდე ერთ ამბავს მოვყვები, ვართ ერთ მიყრუებულ ადგილას და კარაბინიდან ვისვრით. ვხედავთ რომ ჩვენგან 30 მეტრში ჩერდება მანქანა და გადმოდის ორი ტიპი, და იწყებენ უშველებელი ფარის დაყენებას.   უყურებ და ვხვდები, ეხლა რომ ეს კრეტინები აყენებნ სამიზნეს პირდაპირ ჩვესნ გვერძე. გამოველაპრაკე, კარაბინის სროალს ვაპირებთო, მერე ვეუნბეი ჩვენ ვერ გვხედავთ აქ? თქვენ იქ ხართ ჩვენ აქ ვართო რა პრობლემაა? ერთ ხაზზე ჩვენთან დააყენა სამიზნე და აპირებდა კარაბინის მისროლას 600–700 მეტრიდან.  რა უნდა თქვა? დაუწყე ახსან, რომ ეს სახიფათოა, ასე არ შეიძლება, საერთოდ ასეთ ადგილას რომ შეხვდებიან ადამიანები ერთმანეთს უნდ გაუგოთნ ეს ორი კრეტინი კი ისე იქცეოდა გეგონება მე ტყვილა ვტეხავდი პანიკას. ბოლოს თავისი მოკლე ჭკუით დაგვითმეს და სანამ არ წახვალთ არ გავისვრიოთო. დიდი მადლობა!!! ორივე ნასვამი ჩანდა, ორივეს თავისი თავი ალბათ მაგარი მსროლელი გონია, ორვე არ იმსახურებენ უფლებას იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი. ჩემი ნება, რომ ყოფილიყო ვაცდიდი სროლას, და მერე ორივეს ავიყვანდი, დავაწერდი ჯარიმას და იარაღს ჩამოვართმევდი. ასე მოქმედება არის საჭირო, ასე მოხდება ამ საკითხში წესრიგის დაცვა. ცხადია და გასაგებია ამ მედალს აქვს ორი მხარე, და პრობლემა მდგომარობს არა მხოლოდ უპასუხისმგებლო იარაღის მფლობელებში არამედ იმაში, რომ არ არსებობს გარემო, რომელიც   უზრუნველყოფს პასუხისმგებელი იარაღის მფლობელების ჩამოყალიბებას.  ადამიანი, რომელიც ფლობს იარაღს, რომლის შესაძლებლობები არ იცის არის რეალური საფრთხე. ერთი “თანამშრომელი” შემხვდა, რომელიც ატარებდა ქალაქში საკამოდ სპეციფიურ იარაღს, დატენილი ქონდა ჯავსანგამტანი მცირეკალიბრინი ვაზნებით. რათ უნდა პოლიციელს ქალაქში პისტოლეტი ჯავშანგმტანი ტყვიებით? ისიც ალბათ არ უფიქრდება ამას ან არ იცის რასთან აქ საქმე. ჩემი ამერიკელი მეგობრის (პოლიციელის) პოლიციის დეპარტამენტში მიიტანეს აღნიშნული კალიბრის იარაღი გამოცდებზე. პირველივე ჯერით დახურულ ტირში, რიკოშეტებით სამი კაცი დაიჭრა (!!!).  აი ასე.  უნდა ავღნშნო და დაგარწმუნოთ, რომ გამოსავალი არ არის საერთოდ იარაღის მფლობელის უფლებების შეზღუდვა, ეს არ არის გამოსავალი!!!! გამოსავალი არის ცივილიზებული გარემოს შექმნა და ამისთვის ძალიან ცოტა რამ არის საჭირო. ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი ფუნქცია იქნება სამოქალაქო იარაღის ბრუნვის ზედამხედველობა, კანონი, რომელიც დეტალურად აღწერს იარაღის მფლობელის პასუხისმგებლობას და სასროლეთების შექმნა. ან ბოლო ბოლო ისეთი რეგულირებების შემოღება, რომელიც უბიძგებს სხვას გახსნას სასროლეთი. დღევანდელი რეგულირებებით ეს შეუძლებელია.  ერი, რომელიც ისვრის კარგად არის  ერი, რომელიც დაიცავს თავის თავს. ჩვენ გვიყვრას დღეს ლაზღანდარობა რისებზე, რა ბანძები არიან რა განუვითარებლები და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა იარაღის ბრუნვის საკითხებში ისე გაგვისწრო, რომ მათი დაწევა იქნება თითქმის შეუძლებელი. სასროლოსნო სპორტში ის ისედაც მაღალ პოზიციებს იკავებდა ყოველთვის, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაკეთდა უდიდესი ნახტომი, ბენჩრესტის, ვარმინტის და პრაქტიკულის სროლის განვითარებაში.

ეს არის ბალტიის სასროლსნო ცენტრი. 20 სახეობის სხვა და სხვა იარაღი მათ შორის პისტოლეტები. ყველაფერი, რომ ხარსხიანად დაისვენო. ერთ ერთი საუკეთესო ასეთი სახის დაწესებულება, როგორც რუსეთში ასევე ჩრდილო ევროპაში.   

pict_big_246_2

pict_big_249_4

 პრაქტიკული სროლის კონფედერაციის რუსული ფილიალის რეკლამა მოსკოვში.

2422583

წელს მოსკოვში გაიხსნა სრულიდ ახალი პრაქტიკული სროლის აკადემია, უშველებელი კომპლექსი,  რომელიც ვალერი ბალიკოემა გახსნა. დაინტერსდა პრაქტიკული სროლით, მანამდე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ბენჩრესტში. რუსეთში, მისი კორუფციიტ და ბიურიკრატიით ასეთი საოცრებები ხდება!  ჩვენთან რა ხდება? არაფერი.

ამის ფონზე სკა–ს ტირი, სადაც წყალი ჩამოდის და თავზე გენგრევა ყველაფერი და ვარკეთილში სტენდი, რომელიც უფრო დაბომბილ ობიექტს გავს გამოიყურება მე თვითონ არ ვიცი როგორ, როგორც სამარცხვინო რამე.  

შარშან რუსეთმა აიღო პირველი ოქროს მედალი ბენჩრესტის საერთაშორისო შეჯიბრებაზე. წელს რუსეთში გაიხსნა პირველი კერძო იარაღის წარმოებელი კომპანია, რომელიც უშვებს მსოფლიო დონის უზუსტეს შაშხანებს.  რა ხდება ჩვენთან ანალოგიური? არაფერი.  ნინო სალუქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ამ ამბავმა საერთოდ შეუმჩნევლად ჩაიარა.  353453

ესეც რუსული კომპანია Царь Пушка–ს, დამფუძნებელი ვლადისლავ ლობაევი თავის ქმნილებით

 

zp1080199_1252657553_full

ეს კიდე მედვედევის დაცვა ლობაევის იარაღით

ის თვითონ აღიარებს, რომ მას დაეხმარნენ მაღალჩინოსნები, მაგრამ ჩვენი მაღალჩინოსნებს თუ ადარდებთ ასეთი საკითხები? რატომ არ ხდება ჩვნთან იგივე? რატომ ამაზე არავინ არ ფიქრობს?

რუსეთში ყოველთ თვე ტარდება მსხვილი შეჯიბრებები პრაქტიკულს სროლაში და ზუსტ სროლაში სადაც ჩვეულბრივ ხალხთან ერთად მონაწილეობენ სპეც სამსახურების წარმომადგენლები.  რეგიონალური შეჯიბრებებზე არარ მაქვს ლაპარაკი.  ჩვენთან ხდბა რამე ანალოგიური? არაფერი.

ryazan

45678990

 

 ტარდება საიუბილეო და საერთაშორისო შეჯიბრებები, როორც პრაქტიკულ სრლაში ასევე შეჯიბრებები სხვა და სხვა სპეც დანიშნულების ნაწილების მონაწილეობით, მათ შორის საერთაშორისო. რეგულარულად ტარდება შეჯიბრებები ძალოვან სტრუტურებს შორის. როგორც ამ სურათიდან ჩანს, ისინი კაი ხანია  კირზის ჩექმებსი და ჯანგინაი კალაშებით არ დარბიან. რა ხდება ჩვენთან? არაფერი. 345

2297006

და ეს ყველაფერი ხდება რუსეთში. რა ხდება სხვაგნ არ დავწერ, იმიტომ რომ ხასიათი კიდე უფრო გაგიფუჭდებათ. თუ შევედარებით ყაზახეთს და ტაჯიკისტანს, მაშინ პრობლემა არაა, მაგრამ იგივე ბალტიის ქვეყნებმა ასევე გაგვისწრეს. ამერიკაზე, კანადაზე, შევიცარიაზე და ასე შემდეგ საერთოდ საუბარი ზედმეტია. ეს უკვე სხვა პლანეტებია ამ მხრივ ჩვენთვის.  რუსეთის მაგალითი მოვიყვანე სპეცილაურად, იქნებ ვინმე დაინტერესდეს და დაფიქრდეს რა ხდება საერთოდ.

რუსეთის მიერ ისრაელისგან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის შესახებ

Tuesday, October 27th, 2009

Wednesday, April 15th, 2009

საკმაოდ საინტერესო პრეცენდენტია და არ შემიძლია ამაზე ერთი ორი სიტყვა არ დავწერო.  პატარა ანალიტიკური დასკვნა ჩემგან.  იმედია საინტერსო იქნება ბევრისთვის.

 

 რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის აპირებს გააფორმოს ისრაელთან ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალები მიიღებენ იზრაელის წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს.  კონტრაქტის ღირებულება შეადგენს 50მლნ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი გარკვეულ წილად პრეცენდენტს წარმოადგენს. აქამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებდა საკუთარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. ანუ ასეთი მასშტაბური შეძენა უცხოური წარმოების შეიარაღების და ტექნიკის არ ყოფილა. გარკვეულ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ერთი წლის წინ სპეცსამსახურებისთვის შეძენილი მცირეკალიბრინი ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ცალსახად გახდა პირველი ნიშანი, რომ რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ვერ ახერხებს ახალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ძირითადად მოძველებული ტექნოლოგიების და აღჭურვილობის და ასევე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, რაც შექმნილია თითქმის ყველა მსხვილ რუსულ კომპანიაში, რომელიც უშვებს სამხედრო დანიშნულების პროდუქციას. თავისთავად 50 მლნ აშშ–ს დოლარი არც თუ ისე დიდი თანხაა და რეალურად საკმარისია მხოლოდ 3–4 აპარატის და მათთვის მართვის  კომპლექსის შესაძენად. შესაბამისად ამ კონტრაქტს მოყვება გაგრძელება და   განვითარების შემდეგი შესაძლებელი ვარიანტები განიხილება:

  1. ეს კონტრაქტი არის მხოლოდ პირველი ნაწილი და მას მოყვება შემდგომი უფრო ძვირად ღირებული კონტრაქტები. ამ ეტაპზე და ეს ნაწილობრივ დასტურდება, ლაპარაკია მხოლოდ მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფაზე და სპეციალისტების მომზადებაზე, რომლებიც მიიღებენ ამ პროექტში მონაწილეობას რუსეთის მხრიდან. პირველ კონტრაქტს მოყვება დამატებითი უფრო ძვირადღირებული, როდესაც მოხდება კონკრეტული ტექნიკის ერთეულების შეძენა. ამავე დროს ნაკლებად სავარაუდოა რომ რუსეთის არმია მთლიანად გახდეს დამოკიდებული უცხოელ მწარმოებელზე.
  2. 50მლნ დოლარით მოხდება რამოდენიმე ერთეული უპილოტო საფრენი აპარატის შეძენა და მათი შესწავლა რუსი სპეციალისტების მხრიდან, იმისთვის რომ შეიქმნას მისი ანალოგები. აღნიშნული ნაკლებად სავარაუდოა მაგრამ შესაძლებელია ვინაიდან იზრაელის მხარე განმარტავს, რომ კონტრაქტი დეტალურად ასახავს რა მიზნებისთვის და რა პირობებში რუსეთი მოახდენს შეძენილი ტექნიკის ექსპლუატაციას. ჯერ ჯერობით გაურკვეველია რა პირობებზეა ლაპარაკი, უშუალოდ ისრაელის წარმოებული აპარატების არ გამოყენებაზე საბრძოლო პირობებში (რაც გულისხმობს რომ რუსეთი თავად დაიწყებს მათ წარმოებას) ან პირიქით ისრაელმა მიიღო დაპირება, რომ რუსეთი არ შეეცდება მათ კოპირებას და შემდგომ გაყიდვას. არის კიდევ ერთი მომენტი, ისრაელის წარმოებული იარაღის გამოყენებამ შეიძლება პოლიტიკური პრობლემები შექმნას. კონკრეტულად კი არსებობს მაგალითი, როდესაც ისრაელის წარმოებული იარაღის გამოყენება პოლიტიკური პრობლემა შექმნა. ლაპარაკია 2003 წელს აშშ–ს მიერ ერაყში დაწყებული საბრძოლო მოქმედბები, როდესაც იზრაელის წარმოებული რაკეტების ნამსხვრევებმა წარწერით: made in Israel  გამოიწვიეს ნეგატიური გამოხმაურება არაბულ სამყაროში. გამომდინარე იქიდან რომ, ისრაელისგან შეძენილი აპარატების გამოყენების არეალი გარანტირებულად იქნება ჩრდილო კავკასია, ამან შეიძლება გარკვეული პრობლემა წარმოშვას. ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა რუსული წარმოების ტექნიკის გამოყენება.
  3. რუსეთი და ისრაელი ერთობლივად განაგრძობენ მუშაობას და შექმნიან აპარატებს ერთობლივი პროქტის ფარგლებში. საპასუხოდ იზრაელის კომპანია მიიღებს წილს რუსეთის არმიის მიერ უპილოტო საფრენი აპაარტების უზრუნველყოფაში.

აბსოლუტურად ლოგიკურია რუსეთის მიერ პარტნიორად ისრაელის არჩევა. რა თქმა უნდა ისრაელს ფართო გამოცდილება აქვს ასეთი ტექნიკის გამოყენებაში და წარმოებაში, თუმცა ისინი არ იყვნენ პიონერები (პირველად მეტ ნაკლებად დაფიქრებულად უპილოტო აპარატების გამოყენება აშშ–მ ვიეტნამის ომის დროს დაიწყო). საქმე იმაშია, რომ ასეთი აპარატების წარმოებისას განსხვავებით ევროპული და ამერიკული კომპანიებისგან, ისრაელის კომპანიები იყენებენ საკმაოდ მარტივ ტექნოლოგიას და მასალებს, რაც რუსეთისთვის ხელსაყრელია ამ ტექნიკის წარმოების სწრაფი ათვისებისთვის.

 

 nd0503082820birdeye400

Bird-Eye 400 გამოფენაზე დემონსტრირებისას

 

ასევე უნდა ითქვას, რომ გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება, იმ აპარატების კლასის მხრივ, რომელთა შეძენას აპირებს რუსეთი. ლაპარაკია მსუბუქი და საშუალო კლასის უპილოტო საფრენი აპარატების შეძენაზე. კონკრეტულად სახელდება შემდეგი მოდელები Bird-Eye 400, I-View MK150 და Searcher Mk II (ყველას აწარმოებს Israel Aircraft Industries). ეს გარკვეულ გაკვირვებას იწვევს ვინაიდან აღნიშნული კლასის აპარატები რუსეთში ასეა თუ ისე იწარმოება და არსებობს მათი გამოყენების მწირი მაგრამ მაინც გარკვეული გამოცდილება. აღნიშნული კლასის საფრენი საშუალების წარმოება წარმოადგენს არატრივილაურ ამოცანას. მაგალითად Bird-Eye 400 არის პრაქტიკულად რადიომართვადი თვითმფრინავის მოდელი აღჭურვილი თვალთავლის მარტივი სისტემით. მისი „ეკიპაჟი“ შედგება ორი ადამიანისგან. ასეთი აპარატის აყწობა შეუძლია ნებისმიერ მოყვარულ ავიამოდელისტს. სხვათაშორის პიველი სათვალთვალო უპილოტო აპარატი ზუსატდ ასე კუსტარულად შეიქმნა ისრაელში 1973 წელს. დანარჩენი ორი აპარატი ასევე არ წარმოადგენს რაიმე რთულ ტექნოლოგიურ სისტემას თუმცა საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ. ამ შემთხვევაში ლოგიკური იქნებოდა უფრო მაღალი კლასის აპარატების შეძენა მათ შორის ისეთების, რომლებსაც აქვთ საშუალება გამოიყენონ მართვადი იარაღი აქვთ სატელიტის საშუალბთ მართვის სისტემა და შეუძლიათ მრავალსაათიანი თვალთვალის განხორციელება დახვეწილი დაკვირვების სისტემების საშუალებით.  ამ შემთხევაში სავარაუდოდ ასეთი აპარატების შეძენაზე უარი ითქვა იმის გამო, რომ ასეთი კომპლექსების ძირითად ელემენტს წარმოადგენს სატელიტური სანავიგაციო სისტემა ანუ ამ შემთხვევაში GPS –ი რუსეთი დიდიხანია ცდილობს მწყობრში შეიყვანოს და დაიწყოს საკუთარი ალტერნატიული სანავიგაციო სისტემის GLONASS–ის გამოყენებას, მაგრამ ცნობილია, რომ სისტემას ჯერ ჯერობით არ გააჩნია საკამრისი თანამგზავრების რაოდენობა და არასრულყოფილია, როგორც ათვლების სისტემა ასევე არასრულია დაფარვის ზონა.  ასევე სავარაუდოდ ამ ეტაპზე ტექნიკურად შეუძლებელია რუსეთისთვის უცხოური წარმოების აპარატში GPS-ის მარტივი შეცვლა GLONASS-ით.

 

 ai080810wm1

ასე გამოიყურება უპილოტო საფრენი აპარატის “პილოტის” სამუშაო ადგილი

 

მსუბუქი და ახლოს მოქმედი კომპლექსები არის რუსეთის არმიის შეიარაღებაში. პირველ რიგში ეს არის კომპლექსი Пчела-1, 80-ნი წლების ბოლოში იაკოვლვის საკონსტრუქტორო ბიურის მიერ გამოშვებული, რომელიც გამოიყენებოდა მეორე ჩეჩნურ კამპანიებში. აღნიშნული კომპლექსის „ჭკუაზე მოყვანა“ მრავალი წელი გრძელდებოდა და გამოყენებაც ეპიზოდური იყო. ასევე არსებობს შედარებით შორ მანძილზე მოქმედი 1970–იან წლებში  ტუპოლევის საკონსტრუქყორო ბიუროს მიერ შექმნილი Ту-243 Рейс და Рейс Д. ბოლო ტიპის აპარატები უკვე დიდიხანია მოძველებულია და შესაძლებელია, რომ ამ ტიპის აპარატები საერთოდ არ იმყოფებიან მწყობრში. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ ცადა პირველი ტიპის აპარატის გამოყენება და სარდლობა უკმაყოფილო დარჩა მათი ეფექტურობით. კონკრეტულად ამის შესახებ განაცხადა გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსმა გენერალ ლეიტენანტმა ვლადიმერ შამანოვმა. მისი განცხადებიდან ჩანს, რომ ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულეს. როგორც ჩანს აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში მიხვდნენ, რომ ამ საკითხის გაწელვა მიუღებელია და რადიკალური ნაბიჯები გადადგეს. ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთში დღემდე ათეულობით კომპანია ცდილობდა უპილოტო საფრენი აპარატების შექმნას და ამ მიზნებზე სახელმწიფო პროგრამით 1მლრდ რუბლიც უკვე დაიხარჯა. მიუხედავათ ამისა არც ერთი რეალური პროტოტიპი შექმნილი არ იქნა.   

 

 255149

რუსული წარმოების Пчела გამშვებ პლატმორფაზე, რომელიც დესანტის საბრძოლო მანქანის შასიზეა განლაგებული.

 

ასევე შესაძლებელია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მიღება არმიის  შეიარაღებაში გადაიდება. სამაგიეროდ შეძენილი აპარატები გადაეცემა სპეც სამსახურებს და ნაწილობრივ კვლევით დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობენ საბრძოლო ავიაციის ტაქტიკის დახვეწაზე. პირველი კლიენტები იქნებიან სპეც სამსახურები, რომელბზეც დიდი დატვირთვა მოდის მას მერ რაც პრობლემურ რეგიონებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები აღარ  მიმდინარეობენ.  ისინი გამოიყენებენ შეძენილ აპარატებს თავის ინტერესებში, რასაც არ დაჭირდება მასშტაბური მოქმედებები, ანუ მომზადდება რამოდენიმე დროებითი დანაყოფი, რომელიც დაიწყებს აპარატების ექსპლუატაციას. შეძენილი საფრენი აპარატები თითქმის მთლიანად პასუხობენ მოთხოვნებს, რომელბიც შეიძლება ქონდეთ ასეთ სამსახურებს. დაბალი შემჩნევადობა, საჭირო პერსონალის მცირე რაოდენობა, საშუალება იმოქმედონ ან ასაფრენი ბილიკების გარეშე ან იმპროვიზირებული ბილიკებიდან, შესაბამისად მცირე მოქმედების რადიუსი უკვე აღარ ხდება ნეგატიური ფაქტორი.  ანალოგიურად, აშშ–ში შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის პირველი მომხმარებელი გახდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ასევე ნახსენები მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ასევე რუსული სპეც სამსახურების მოთხოვნების დასაკმაყოფილებალად მოხდა. 

 

 air_uav_mq-1_predator_armed_landing_lg

ერთ ერთი პირველი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-1 Predator. დააკვირდით, რომ ერთი რაკეტა გასროლილია.

 

რაც შეეხება მეორე მხარეს, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, როგორც გამოცხადებულია ოფიცილაურად დაიწყებენ აპარატების შესწავლაას და დაადგენენ ასეთი ტიპის აპარატების გამოყენების ეფექტურ ტაქტიკას, შეიმუშავებენ მოთხოვნებს მომავალი აპარატების მიმართ ანუ ჩაყრიან მათი პრაქტიკული გამოყენების თეორიულ საფუძველს, ხოლო  ადგილობრივი კომპანიები შეძლებენ მალე ასეთი აპარატების წარმოებას. ამას გარკვეულწილად ადასტურებენ ფაქტები, კონკრეტულად, როგორც უკვე აღინიშნა აპარატის ტიპები, ადრინდელი განცხადებები, ასევე ის ფაქტი რომ იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების კვლევის ცენტრის გამოყოფა ცალკე ელემენტად და ამავე დროს ცხადდება ახალი გეგმის მოზმადების შესახებ, რომელიც მისცემს საშუალებას მსხვილ რუსულ კომპანიებს დაიწყონ კვლევითი სამუშაოები და შექმნან მოქმედი პროტოტიპები.  აქიდან გამოდინარე არ არის გამორიცხული, რომ ასეთი აპარატების აპრობირება პირველ რიგში მოხდება რუსეთის ტერიტორიაზე ცხელ წერტილებში (ჩეჩნეთი, ინგუშეთი) და  საქართველოში, კონფლიქტურ ზონებში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან ასეთი ცდების დროს ავარიაბის ალბათობა მაღალია და რუსეთის მხარე თავს აარიდებს ასეთი სიტუაციის შექმნას.  ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ ისრაელის წარმოებული ტექნიკის გამოყენება საქართველოს ცაში დაძაბავს ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებს.

 

 global_hawk-1

მსოფლიოში ალბათ ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი უპილოტო საფრენი აპარატი, ამერიკული RQ-4 Global Hawk

მფლობელის თვალით – Winchester 1300 Defender

Tuesday, October 27th, 2009

xl1421

დაახლოებით 5 თვე უკვე გავიდა რაც ვარ ვინჩესტერ 1300–ის ბედნიერი მფლობელი.  ვინაიდან ეს იაარაღი საკმაოდ საინტერესოა და ორიგინალურია გადავწყვიტე ერთი ორი სიტყვა დამეწერა.

Winchester 1300 არის 1200 მოდელის გაგრძელება, რომელსაც ადრე უშვებდა კომპანია Olin / Winchester. შემდგომ ამ ბრენდის გამოყენების უფლება გადაეცა კომპანია US Repeating Arms Company (USRAC), რომელმაც გამოუშვა მოდელი 1300.  მას მერე რაც კომპანიამ დახურა თავისი ქარხანა, რომელიც უშვებდა იარაღს ვინჩესტერის ბრენდით, წარმოება განახლდა Winchester Repeating Arms Co ქარხანაში.  პირველი 1300 მოდელის თოფი გამოვიდა 1978 წელს.  სულ დეფნდერის მოდიფიკაციის სამი ვერსიაა.  საბაზისო მოდელი, მოდელი Practical Defender 8 ვაზნიანი მჭიდით, რომელსაც აქვს კომბინირებული კონდახი, პისტოლეტის ტარით და სრული ზომის კონდახით და Camp Defender შაშხანის ტიპის საზმინე მოწყობილობებით.  არსებობს ასევე  ამ მოდელის თოფის 10–ზე მეტი სანადირო და სპორტული მოდიფიკაცია.

 

win

ვტორის ვინჩესტერ 1300

ასეთი კლასის იარაღს მე დიდიხანი ვეძებდი, ვათვალიერებდი თურქულ ჰატსანებს, ჩერჩილებს, ამერიკულ და მექსიკურ მავერიკ 88–ს, პირველები კი ღირდა იაფი მაგრამ ინტენსიური ექსპლუტააციიდან გამომდინარე მაინც უპირატესობას ვანიჭებდი ამერიკულ ან იტალიურ თოფებს. ბოლო ორი საკმაოდ ძვირი ღირდა და ესეც მაჩერებდა. როდესაც სახლში მომიტანეს ნამდვილი ამერიკული ვინჩესტერ 1300 შედარებით ნორმალურ ფასში მე ეგრევე ის შევიძინე.  თოფი არ იყო ახალი და არც ნახმარი.  ასეთ იარაღს მე უძახი “ხელში ნაწვალებს” ანუ ტექნიკურად ახალი მაგრამ გარედან გაცვეთილი.  როგორც წესი ასეთი იარაღის შეძენა ყველაზე დაბალ ფასად შეიძლება, რაც კარგია. 

ჩემი ვინჩესტერი არის დეფენდერის საბაზისო მოდელი. 7 ვაზნიანი მჭიდით, სულ შავი, პლასტმასის შავი “ცევიოთი” და კონდახით.  უბრალო მუშკა ხოლო ცელიკი არ გააჩნია.  აქვს 76მმ სავაზნე.  ამაზე მარტივი აღარ არსებობს. თავიდან მე კი  ვიფიქრე რომ ეხლა უნდა მოვიყვანო ის ჭკუაზე, რომ გახდეს ის რაც მე მინდა. ანუ დაუყენდეს კარგი სამიზნე მოწყობილობები, დასაკეცი კონდახი წინა ვწერტიკალური სახელური ფანარით. შემდგომმა ექსპლუატაციამ დამარწმუნა რომ ეს ზედმეტია. იარაღი ზაიან მოსახერხებელია და ასრულებს ტავის ფუნქციესბ ყოველგვარი მოდიფიკაციების გარეშე.  ცხადია აღნიშნული მოდიფიკაციები გაზრდიან იარაღის შესაძლებლობებს, მაგრამ ამ ეტაპზე მე გადავწყვიტე დამეზოგა ფული. მერე კიდე ვნახოთ რა იქნება.

თავიდან ცოტა გამიკვირდა როდესაც დავადგინე, რომ იარაღის რესივერი იყო მსუბუქი შენადნობისგან. ყველასთვის სასურველი რემინგტონ 870–ს ფოლადის რესიერი აქვს და ცნობილია იმით, რომ უძლებს ვაზნის დეტონაცოასაც სავაზნის გარეთ და აქვს ამოუწურავი რესურსი .  როდესაც მე იარაღი პირველად დავშალე მივხვდი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე შემეძლო არ მეფიქრა იარაღის რესურსზე.  ვინჩესტერს აქვს უძლიერესი და გამძლე ჩაკეტვის სისტემა. იარაღს გააჩნიამასიური ფოლადის ბრუნავი საკეტი, რომელიც იკეტება პირდაპირ ლულაზე 4 საბრძოლო “უპორის” მეშვეობით. ასეთი ცაკეტვის სისტემა უზრუნველყფს იარაღის საიმედოობას და პრაქტიკულად არ ექვემდებარება ცვეთას. ასეთ შემთხვევაში მსუბუქი შენადნობის რესივერი უკვე ძალზედ აქტუალურია და სასურველი.  მსუბუქი და დიდი რესურსით მეტი რა გინდა?  ჩაკეტვის სისტემას აქვს კიდევ ერთი უნუკალური თვისება.  მოქმედებით ის უახლოვდება ინეციულ საკეტებს, როგორც ნახევრად ავტომატურ თოფებში. სასხლეტზე დაწერის მოემნტში საკეტი იხსნება და გასროლის ენერგია ნაწილობრივ იხარჯება საკეტის გახსნაზე, მსროლელმა მხოლდო ხელი უდნა წაახმაოს რომ გადატენვის ციკლი დასრულდეს.   ვინცესტერმა დაარქვა ამ სისტემას speed-pump და აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე სწრაფი “პომპა” მსოფლიოში და ეს ასეც არის. 3 გასროლა წამში, გინდ დაიჯერეთ გინდა არა.  გარდა ამისა ასეთი მექანიზმი უზრუნველყოფს გადატენვის ციკლის არ ნახულ სირბილეს და ძალიან პაარა ძალას საჭიროებს.  არც ერთი სხვა პოპმა არ იტენება ისე რბილად, ჩუმად და ნაზად როგორც ვინჩესტერ 1300.  პრაქტიკულად “ცევისო” მოძრაობისას იგრძნობა მხოლოდ მისი გადაადგილება და არავითარი სხვა პროცესი.  მე შევამოწმე ვანზების მიწოდება იარაღის მდებარეობის კუთხის შეცვლით, აყირავებით, ამობრუნებით. ყველა ვაზნა უპრობლემოდ მიწოდებოდა.  მიწოდების მომემნტში ვაზნა ძალიან ადრე ექცევა ექსტარქტორის ქვეშ, რომელიც საიმედოთ უჭირავს ვაზნა და მიაქ ის სავაზნეში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე ვერ შევძელი გამეჭედა ეს იარაღი. ის აბსოლუტურ საიმედოობას მაჩვენებს.

3445

ავტორი თავის ვინჩესტერ 1300–ით.  სამხედრო ტიპის ჟილეტი მოდა არ არის,  ჟილეტს აქვს სქელი ტყავის სამხარეები, რაც იცავს მხარს ძლიერი უკუცემის დარტყმისგან.

2334

ასეთ პირობებშიც ვინჩესტერმა უპრობლემოდ იმუშავა

არსებობს აზრი (ძირითად პოსტ საბჭოტა ქვეყნებშის სადაც “პომპა” ახალი იარაღია)  რომ ის არ არის იმდენად საიმედო, რომ სერიოზულ ნადირობაზე წაიღიო. ეს სისულელეა.  “პომპა” არის უმარტივესი სისტემის იარაღი და ძალიან საიმედოა. მე ვერ შევძელი მომეხდინა ისეთი სიტუაციის იმიტირება, რომ ჩემი ვინჩესტერი გაჭედილიყო.  არა და გარდა სპეციალური ცდებისა ეს თოფი ისედაც საკმაოდ მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა.  გამოყენებულ იქნა უამრავი ტიპის ვაზნა, მათ შორის მოკლე მასრით, გრძელი მასრით, ძველი საბჭოთა ობისგან გამწვანებული მასრებით და ასე შემდეგ.  5 თვის განმავლობაში ნასროლია უკვე დაახლოებით 350 ვაზნა ყოველგვარი პრობლემის გარეშე.  სროლისას იარაღს აქვს იდი უკუცემის ძალა, რომელიც არაკომფორტულს ხდის ხანგრძლივ ან სწრაფ სროლას.  სხვა ქვეყნებში დიდიხანი მოგონილია დაბალ მუხტიანი ვაზნები, რომელიც გამოიყენება თავდაცვისთვის და ძალოვნების იარაღში. საქართველოში გამოსავალია ან ხელით დატენვა ასეთი ვაზნების ან სრული სიმძლავრის სანადირო ვაზნების გამოყენება.  თავდაცვითი სცენარების იმიტირებისას საუკეთესო რეზულტატები იყო მიღწეული  8.5მმ კარტეჩის, ტყვიის და 0 საფანტის გამოყეენბისას. 0000 არ გამოდგა საერთოდ.  ტყვიით სროლისას, ტყვია ხვდებოდა დამზინების წერტილის მაღლა. ანუ დამიზნება საჭირო იყო სილუეტის ძირში.  8.5მმ კარტეჩი უზრუნველყოფდა 5–8 მოტყმას სილუეტში 25 მეტრამდე და 2–4–ის 50 მეტრის მანძილზე რაც სავსებით საკმარისია. 25 მეტრამდე საფანტი ნომერი 0 მთლიანად ფარავდა სილუეტის მკერდს. გაურკვეველი მიზეზების გამო საერთოდ არ გაამართლა “ოთხმა ნოლმა”.  25 მეტრზე ზევით გაფანტვა ისე იზრდებოდა, რომ საიმედო დაზიანების გარანტიას არ იძლეოდა.  ასვევ კარგი რეზულტატები იყო უფრო წვრილი კარტეჩის სროლისას. გამომდიარე იქიდან რომ ცალი მრგვალი 8.5 მმ ჭურვი უქვე დამოუკიდბელი დამაზიანაბელი ელემენტია 50 მეტრამდე მანძილზე 2–4 ასეთი მოხვედრა საკმარისია რომ ზიანი მიაყენო თავდამსხმელს. ახლო მანძილიდან ერთი გასროლის შედეგად 5–8 მორტყმა ეფექტით იგივეა რაც პისტოლეტ–ტყვიამფქვევიდან ჯერი.  ტყვილა არ არის, რომ 12 კალიბრის პომპა მსახურიბს უკვე ერთი საუკუკნა ჯარში და ცოტა უფრო ნაკლები დრო პოლიციაში და სპეც სამსახურებში.  ისიც არ არის გასაკვირი, რომ ქუჩურ ბრძოლებში ჩაბმული აშშ–ს არმიის ქვედანაყოფები გამუდმებით ითხოვენ მეტ 12 კალიბრის იარაღს და ვაზნებს.  ასევე დაცქარებულია და მალე დასრულდება ახალი ტიპის მოიერიშე თოფის მირება შეიარაღებაში. ის ქინება მსუბუქი, მაღალი ტევადობის და იმავე დროს ექნება ჰიდრავლიკური მოწყობილობით აღჭურვილი კონდახი, რაც შეამსუბუქებს უკუცემას.

rhmkydexshotgun2

ეს ვინჩესტერ 1300  გამოიყენებოდა ბრძოლაში როგორც “შეღწევის იარაღი”. ანუ მისი საშუალბეით ხდებოდა კარებების შემტვრევა და შენობაში შეღწევა. უარაღს უყებია  LOP Hogue პისტოლეტის ტიპის ტარი და მოთავსებულია ხელნაკეთ ბუდეში.

task-force-black

ეს სურათი ერაყშია გადაღებული.  დიდი ბრიტანეთის ყველაზე ელიტარული ქვედანაყოფის SAS-ის მებრძოლები.  დაკისრებული დავალებებიდან გამომდინარე ასეთი ქვედანაყოფები აქტიურად იყენებნ 12 კალიბრის თოფებს.

ასევე მინდა ავღნიშნო რომ  ვინჩესტერი საჭიროებს მინიმალურ მომსახურებას. უფრო ნაკლებს ვიდრე ნებისმიერი სხვა გლუვლულიანი იარაღი. როგორც წესი კარგად იწმინდება მხოლოდ ლულა. დანარჩენი სისტემა პრაქტიკულად არ ბინძურდება. 

იარაღის რესივერი შეღებილია შავ ფრად, ხოლო ფოლადის დეტალები ოქსიდირებულია.  იარაღი არ იჟანგება. ერთხელ მე მომიწია მისი წყლით გარეცხვა საველე პირობებში, იმიტომ რომ იარაღი ტალახით იყო გამოტენილი. სახლში მიტანის შემდეგ მე ის კარგად გავწინდე. კოროზიის ნიშნები ვერ აღმოვაჩინე.  ვინჩესტერი უშვებდა 1300–ებს უჟანგავი რკინისგანაც, მაგრამ მალე აღმოჩნდა რომ ასეთი თოფები უფრო მალე იჟანგება ვიდრე ჩვეულებრივი მოდიფიკაციები და ამიტომაც “უჟანგავი” ვინჩესტერების წარმოება შეწყდა.

ის ასევ ადვილად იშლება. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდული დამაგრებულია რესივერში ერთი შტიფტით. მისი ამოღებისას მთელი ბლოკი გამოდის გარეთ.  საკეტი იშლება ნაწილობრივ და მთლიანად. მთლიანად დაშლა შეადრებით ძნელია და საჭირო არ არის.  არასრული დაშლისთვის საკამრისია დააჭიროთ უკნიდან ნემსას, მოხსნათ საკეტს ძირი და ნემსა გამოვა გარეთ.  სრული დაშლისთვის უნდა საკეტის ზევიდან განთავსებული ხვრელიდან დააწვეთ ფოლადის ვტულკას, რომელიც იჭერს მის შიდა ნაწილ საკეტის კორპუსში, ის გამოვა მეორე მხრიდან, რის შემდეგაც საკეტიდან ამოვარდება ექსტრაქტორის ზამბარა ხოლო საკეტი გამოვა გარეთ საკეტის კორპუსიდან.  ეს არის და ეს. დავწერე ადვილად მაგრამ აწყობა უკვე ცოტა უფრო ძნელია და საველე პირობებში ინსტრუმენტების გარეშე შეუძლებელია.

 

saketi-da-lulaამ სურათზე კარგად ჩანს ნაწილობრივ დაშლილი საკეტი და აევე საკეტის საბრძოლო “უპორები” და ლულის ის ნაწილი რომელზეც იკეტება საკეტი.

კონკურენტებთან შედარებით ვინჩესტერს აქვს გარკვეული უპირატესობები. პირველ როგში რბილი და სწრაფი გადატენვის მექანიზმი.  ვინჩესტერს აქვს ძლიერი ცაკევის სსიტემა და ამვე დროს ის მსუბუქია და კომპაქტური. მას აქვს 76მმ სავაზნე. განსახვავებით რემინგტონ 870–სგან მას აქვს უფრო საიმედო მასრის ამრეკლის კონსტრუქცია.  არც რემინგტონს აქვს ეს ელემენტი მაინც და მაინც სუსტი მაგრამ არასწორი აწყობისას მისი დაზიანება რემინგტონში ადვილია.  ის მაგრდება მხოლდო  ერთ წერტილში, ვინჩესერშუ ორ წერტილში, რემინგტონში ის მოძრაობს იქეთ აქეთ და მას საკეტი იჭერს თავის ადგილას, ვინჩესტერში ამრეკლი მუდამ ფიქსირებულია ორ წერტილში. რემინგტონში საკეტის შეცურებისას თუ ამრეკლზე ხელში მიჭერა დაგავიწყდა ის ექცევა საკეტის უკნა და იღუნება და თუ ის ბოლომდე ძალით შეღუნე (ვა! რატომ არ შედი საკეტი ბოლომდე???)  შიგნით და სასხლეტს გამოკარი, ის ურტყვას პირდაპირ ამრეკლს და აზიანებს მას.  ეს ეხლა სუსტი წერტილი მაინც და მიანც არაა მაგრმ ეს არის კონსტრუქციის თავისებურება, რომელიც უნდა იცოდეს რემინგტონის პატრონმა და არ ცოდნის შემთხვევაში იარაღი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს. ვინჩესტერს ესეთი თავისებურება არ აქვს.   მოსბერგს უწუნებენ ხარისხს, ვინჩესტერი ძალიან კარაგდ არის დამზადებული, თუმცა მე ვისურებდი მოსბერგის ტიპის დამცველის ღილკს. თუმვა ვინჩესტერის დამცველიც თავის ფუნქციას ასრულებს.  გარდა ამისა ვინჩესტერი არის ბრენდი, ისტორია. ბავშობაში არავის არ უნატრია ვინჩესტერი? ჯერ თვითონ სახელის ჟღერადობა როგორი იყო? რაღაცა უცხო, მიმხიდველი იყო ამ სახელში.  ეხლა კიდე აი ბატონო ნამდვილი ამერიკული ვინჩესტერი სახლში გიდევს.  მოკლედ ამ იარაღმა ამ მხრივაც საკმაოდ კარგი ემოციებით დამასაჩუქრა.  :–)

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის თოფი საკმაოდ უნივერსალურია საქართველოს პირობებში.  ანუ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთდროულად, როგორც თავდაცვის იარაღი (ის ფორმდება ტარებით, განსხვავებით მოკლელულიანი იარაღისგან, თუმცა რა იგულისხმება ტარებაში ბოლომდე გაურკვვეველია), როგორც სანადირო იარაღი და როგორც გასართობი იარაღი. რა თქმა უნდა ის ვერ აჯობებს ბოლო ორ დისციპლინაში სპეციალიზირებულ თოფებს მაგრამ საშუალო ან დამწყები მსროლელისთვის/მონადირისათვის თავის საქმეს იზავს. მაგალითად მე მაქვს კარგი გამოცდილება მოკლე მოსბერგით მწყრზე ნადირობისას. ასევე დავრწმუნდი რომ 50 მეტრამდე იარაღი შესანიშნავად ისვრის კარტეჩს და ტყვიას.  ასე რომ ნამდვილად არ ღირს ამ იარაღის ჩათვლა, როგორც სუსტი თოფის.  გამოდგება ყველაფერში ნამდვილად.  საქართველოში ასეთი კლასის იარაღს ვერ აფასებენ, ვგულისხმობ ზოგადად ყველა მოდიფიკაციის “პომპას”.  ეს იარაღი მოითხოვს სპეციფიურ უნარჩვევბს მისი უსაფთხო ოპერირებისათვის.  ასეთი ტიპის იარაღი შედარებით გვიან გამოჩნდა და ამიტომაც უბრალოდ ჯერ ფეხი არ მოიკიდა, თუმცა მე ბოლო დროს დავინახე რომ ბევრმა ადამიანმა შეიძინა “პომპები” და დაიწყეს ამ იარაღის დაფსება.  მართლაც რა უნდა იყოს ცუდი მსუბუქ, კომპაქტურ და საიემდო 4 – 8 ვაზნიან 12 კლაიბრის თოფებში, რომლებიც თითქმის ისეთივე საიმედოა, როგორც ორ ლულიანი თოფი და არ ჭირდება ვაზნების დიეტა, როგორც ნახევრად ავტომატურ და ბევრად უფრო ტექნიკურად რთულ, მასიურ და მძიმე თოფებს.  გამონაკლისი ალბათ თოფებია ინერციული საკეტით, რომლებიც ასევე ძალიან მსუბუქი, საიმედო და მარტივებია.  თუმცა იტალური “პოლუავტიომატის” ფასად მოგივა 2–3 “პომპა” ასე, რომ ურჩევ ყველას უარი თქვას სტერეოტიპებზე  და მიაქციოს ყურადღება ამ ტიპის იარაღს, ეს იარაღი ამას ნამდვილად იმსახურებს.

Akkar Taktika – მოკლე მიმოხილვა

Tuesday, October 27th, 2009

აღნიშნული თოფი ჩემს მიერ შეძენილ იქნა დაახლოებით ორი კვირის წინ მარაზიაში, რომელიც ელბაქიზეს დაღმართზე მდებარეობს.  მანამდე დაახლოებით ერთი კვირა დავეძებდი რაიმე გლუვლულიან თოფს, რომელიც გამოდგებიოდა გსართობად, საჭიროების შემთხვევაში, როგროც თავდაცვის იარაღი და ასევე ნადირობისას. ორ ლულიანი თოფი კატეგორიულად არ მინდოდა. ნახევრად ავტომატუირ თოფები ძვირი ღირდა თან საკმაოდ დიდებია და მოიუხერხებელი. მოკლედ ტავიდანვე გადავწყვიტე სტერეოტიპებზე უარი მეთქვა და რაიმე თურქული “პომპა” მეყიდა.  Akkar–ი მომეწონა იმიტომ, რომ ზომერ ფასში (700 ლარი)  მე მომდიოდა საკმაოდ კარგი ხარსხის “პომპა”  დასაკეცი კონდახით, შაშხანის ტიპის მუშკა ცელიკით, 6 ვაზნიანი, 47 სმ–ნი ლულით და 76მ–ნი სავაზნეთი. ლულაზე საკმაოდ უცნაური ფორმის “ნასადკა” აქვს, რა როლს ასრულებს არ ვიცი ნამდვილად, ვერც წარმომიდგენია. დასაკეცი კონდახი, დაკეცილ მდგომარეიობაში იქცევა გადასატან სახელურად. სროლა შესაძლებელია დაკეცილი კონდახითაც.  ტექნიკუად ჩემი იფნრომაციით Akkar–ი არის იტალიური Fabarm-ის წამროებული “პომპების” კლონი.  რაზეა ლაპარაკი სურათიდანაც ჩანს, რომ ის საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება, ხარსხი კარგი ჩანდა და თოფი ეგრევე გავიფორმე და სახლში მივიტანე.  თვითონ მისი მწარობელი თურქული კომპანია Akkar Silah San. Ve Tic Ltd. Sti საკმაოდ ცნობილი თურქული კომპანიაა. მისი წარმოებული ნახევრადავტომატური თოფები Altay წარმატებით იყიდება რუსეთში და უკრაინაში. უკრაინაში Akkar–ის მიერ მიწოდებული ნაწილებსიგან ადგილზე იწყობა თოფები. ასვე Akkar–ის თოფები იყიდება აშშ–ში საკმაოდ ცნობილი კომპანიის Charles Daly–ის სახლით. Akkar–ი ასევე დიდი რაოდენობებით იყიდება ახლოაღმსოავლეთში. youtube-ზე აღმოვაჩიენ ბევრი ვიდეო სადაც ფილიპინელები იყენებენ ამ თოფებს პრაქტიკული სროლის შეჯიბრებებში.   ანუ იმის თქმა მინდა, რომ Akkar–ი რამე იაფაფსიანი სარდაფში დამზადებული ნახევრადფაბრიკატი ნამდვილად არაა. ყველაფერი ერთი შეხედვით ნდობის საბაბს იძლეოდა. მაგრამ ყველაფერი წინ იყო.

akkar-taktik

ჩემი Akkar Karatay Taktik. კონდახი გაშლილია.

როგორც უკვე ვთქვი გარეგნულად უნაკლო იყოს, სუფთა და ლამაზი. ლულა შიგნიდან ასევე კარ შთაბეჭდილებებს ტოვებდა. რა გასაკვირია რესივერი იყო მსუბუქი შენადნობის. მგონი მხოლოდ რემინგოტნი დღემდე გამოდის ფოლადის რესივერით.  ერთი შეხედვით მართლა კარგ რამეში დავხარჯე ფული. პრობლემები მერე დაიწყო. ფუნქციონალურობაზე შემოწმებისას გამოვლინდა პრობლემა. არ მიეწოდებოდა მჭიდიდან ვაზნა. უფრო მცირე მეორე პრობლემა გამოიხატა ათლილ ვაზნებში, ანუ მიწოდებისას ვაზნა ედებოდა სავაზნის პირს და ის მას პლასტმასას ათლიდა. ცხადია პირველი პრობლემა უფრო მნიშვნელოვანი იყო. ეხლა პირველი რჩევა ჩემგან:  თუ ასეთი რამე მოგივიდათ ეგერევე მოკიდეთ თოფს ხელი და წაიღეთ მაღაზიაში და მოითხოვეთ  ფულის დაბრუნება ან სხვა თოფი. ეს ქინება ყველაზე ონივრული და უპრობლემო გზა. მე სხვა გზა ავირჩიე ანუ წავედი პრინციპზე.  ვიმეორებ ეს არასწორი გზაა და დიდი ალბათობიტ დრცებით ხელში გაფუჭებული და უვარგისი იარაღით ან უკეთეს შემხტვევაში ბევრი წვალება და ფულის ხარჯვა მოგიწევთ!  ჯერ ვიფიქრე რომ თოფი ახალია და პრობლემა თავისით გაქრებოდა, ამიტომაც ორი დღე  ინტენსიურად ვამუშავებდი თოფს სახლის პირობებში. პრობლემა არ გაქრა.  ცხადია თოფს ამ ორ დღეში გაუჩნდა ცვეთის ნიშნები. პერსპექტივა მაღაზიაში მისვლისა და იქ გატრაკებისა არ მახარებდა თან ვხვდებოდი, რომ პრინციპში მოუგვარებელი არაფერი არ ჭირდა. გადავწყვიტე ბოლომდე წავსულიყავი და ან გამეკეთებინა თოფი ან ის ბოლომდე გამენადგურებინა. ნეგატიური გამოცდილებაც გამოცდილებაა,  ასე ვიმშვიდებდი თავს.  მოკლედ პირველ რიგში დაუსვი დიაგნოზი. პრობლემა კომპლექსური აღმოჩნდა. Akkar–ის მიწოდების სისტემის ორი ძირითადი ელემენტია ვაზნების ფიქსატორი და ინტერცეპტორი, განლაგებული რესივერში, დამაგრებული ორი შტიფტით,ზამბარიანი რკინის ორი ფირფიტა. ინტერცეპტორი ძლიერი ზამბარის ზემოქმედებით გვერდიდან აწვებოდა ვაზნას, როდესაც ის იწყებდა მჭიდის ზამბარის ზემოქმედებით მჭიდიდან ამოსვლას. შესაბამისად ის გამოდიდოა 5–6 მმ–ით და იჭედებოდა. ასევე პრობლემებს ქმნიდა ფიქსატორი. აქ უკვე ზამბარის ძალა არ ყოფნიდა რომ გათავისუფლებული ფიქსატორი დაეწია და ვაზნა გაეთავისუფლებინა.  ვაზნის ფიქსატორზე დაწოლის ძალა საკამრისი იყო რომ ფიქსატორი დარჩენილიყო დაკეტილი. ცხადია ეს ორივე ფაქტორი სავალალო გავლენას ახდენდა მიწოდების საიმედოობაზე.  ანუ იშვიათად თუ ხდებოდა ერთი მჭიდის გაჭედვის გარეშე დაცლა.  მას შემდეგ რაც დავრწმუნდი რომ დიაგნოზი სწორედ დავსვი, შეუდექი მკურნალობას. ამოვიღე ორივე შტიფტი, დავშალე ინტერცეპტორიც და ფიქსატორიც. გავაპრიალე ბუდეები, რომელშიც იჯდა ორივე ნაწილი, რომ წინაღობა შემემცირებინა. მთლიანად გაპრიალდა ორივე დეტალი. განსაკუთრებით ის ადგილები, რომლებიც ეხებოდა ვაზნებს. გავწელე ფიქსატორის ზამბარა, რომ მას მეტი ძალა დაეტანებინა. ინტერცეპტორი ამუშავდა ეგრევე მაშინ, როდესაც ფიქსატორი სამჯერ მოვხსენი და დავაყენე სანამ ის ამუშავდა.   მანამდე ნელ ნელა უცვლიდი პირის ფორმას. ეხლა კი თითქოს დიდი არაფერი არ იყო მაგრამ საკმაოდ ბევრი ვიწვალე, ჯერ მარტო ინტერცეპტორის ჩასმა და შტიფტის გაყრა იყო დამერწმუნედ საკამოდ რთული ოპერაცია სახლის პირობებში. დამჭირდა “ფსევფო–შტიფტის” დამზადება რომ ეს ოპერაცია ჩამეტარებინა. როდესაც საბოლოოდ ავაწყვე თოფი, სემდგომი ტესტირებისას ასევე შევნიშნე რომ 8 ნცალი 12 კალიბრის ვაზნა, რომელსაც ვიყენებდი ტესტირებებისას იმდენჯერ გავატარე თოფში რომ მათი მასრები იყო დეფორმირებული იმ ადგილებში სადაც მას ახებოდა ფიქსატროი და ინტერცეპტორი, ასე რომ ეს ფაქტორიც მოქმედებდა უარყოფუთად. ცხადია, როდესაც შევიძინე ახალი ვაზნები პრობლემა საერთოდ გაქრა. ხო და კიდევ, დამატებით გავაპრიალე მჭიდის ის ნაწილი საიდანაც ვაზნების მიწოდება ხდებოდა. ყველაფერმა ამან ჯამში საგრძნობლად დაარბილა თოფის მუშაობა  გარდა იმისა რომ მიწოდება აბსოლუტურად საიმედო გახდა. ათლილი მასრების პრობლემაც მოგვარდა შესაბამისი ადგილის პოლირებით. ანუ სამ დღიანი წვალება დასრულდა.  ძნელია ავღწერო საკუთარი თავით, როგორი კმაყოფილი ვარ ეხლაც.  მერჩივნა თავად მომეგვარებინა ეს პრობლემა ვიდრე მერბინა მაღაზიაში ან ხლოსნებთან, რომლებიც ვინ იცის რამდენ ფულს მომთხოვდნენ და როგორ გააკეთებდნენ. რა დასკვნების გამოტანა შეიძლება აქიდან? თუ მე ადრე ყველას ურცევდი თურქული თოფების შეძენას ეხლა ვურჩევ ყიდვამდე კარგად შეისწავლონ კონკრეტული იარაღი.  ვიმეორებ დამზადების ხარისხი ბევრად უკეთესია რუსულ თოფებზე, მაგრამ როგორც თვითონ რუსები იტყვიან, требует напилинга, ანუ ცოტა წვალება იქნება საჭირო, რომ იარაღმა იმუშაოს. კარგია თუ გაქვს სურვილი და უნარი თავად მოაგვარო ასეთი პრობლემები, მაგრმა ყველაზე კარგია თავი დაიზღვიო და კარგად შეამოწმო რასაც ყიდულობ, ხოლო პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჯობია თოფი მაღაზიაში დააბრუუნოთ. უნდა აღინიშნოს, რომ  თურქული თოფების ხარსხი ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა, მაგრამ, როგორც ეს პატარა ისტორია ადასტურებს ბრაკის ალბათობა არის. ანუ ხარსხის კონტროლის პრობლემა არსებობს.  ამიტომ ჩვენ თვითონ შევამოწმოთ.

ეხლა გადავიდეთ მთავარზე – ანუ სროლებზე

პირველ გასვლამდე მე სიმართლე გითხრათ ყველაფრის მერე ცოტა არასერიოზულად უყურებდი უკვე ჩემ Akkar–ს. მაგრამ მან ძალიან გამაკვირვა.  ერთის მხრივ უცნაური და მოუხერხებელი კონდახი სროლისას საკამოდ კარგად იქცეოდა.  თოფის მასა ახშობდა უკუცემის ძალას და სროლა უფრო კომფორტული იყო ვიდრე ვინჩესტერ 1300–დან. თავისთავად ცხადია ხრახნილლულიანებს მიჩვეული ძალიან ადვილად შევეწყვე Akkar–ის სამიზნე მოწყობილობებს.  რა თქმა უნდა მონადირეებს ასეთი სამიზნე მოწყობილობები თოფზე არ მოეწონებათ.  მარტივი მუშკა და პლანკა ბევრად უკეთესია ფრინველზე სწრაფი სროლისას მაგრამ მე რასაც მიჩვეული ვარ ის მირჩევნია.

სულ სადღაც 60–მდე ვაზნა გავისროლე. კარტეჩი, 10 ნომერი და “სლაგები”.  სროლა მიმდინარეობდა 25 35 მეტრიდან. გამოყენების სპეციფიკა სწორედ ასეთ მანძილებს გულისხმობს ა შორიდან სროლა არ მიცდია თუმცა მომავალში რა თქმა გავარკვევ Akkar–ის შესძლებლობებს შორ მანძილებზე.  რა თქმა უნდა თოფი ფუნქციონირებდა უპრობლემოდ. დამატებით 25 მეტრიდან 10 ნომრით გაუსწორდი ძველ კომპაქტ–დისკებს. ერთი გასროლა დისკს მტვერად აქცევდა, რამაც დამარწმუნა, რომ ერთადერთი ნადირობა, რომელიც მომწონს ანუ ნადირობა მწყერზე აუცილებლად რეზულტატიური იქნება .

dsc07850

ეს 25 მეტრიდან ნასროლი Bornaghi-ის 9მმ–ნი კარტეჩი

dsc07851

იგივე ტიპის ვაზნა უკვე 35 მეტრიდან. 35 მეტრზე ნასროლი კიდევ უფრო უკეთესი გამოვიდა. ძირში არის 35 მეტრიდან ნასროლი ორი “სლაგი”.

პრინციპში იარაღი მისროლილი იყო ანუ ტყვიას და კარტეჩს თითქმის ერთნაირად ისვრის, ცელიკი მაინც ოდნავ ავწიე (ცელიკი რეგულირებადია ისევე როგორც მუშკა რაც ძალიან კარგია), იმიტომ, რომ ტყვიის სროლა მაინც მეტ სიზუსტეს მოითხივს.  ჯამში Akkar–მა აღიდგინა რეპუტაცია ჩემ თვალებში, ასეთ კარგ რეზულტატებს მე არ მოველოდი ნამდვილად.

ყველაფრის მერე მაინც კმაყოფილი ვარ. თოფი მუშაობს. ისვრის კარგად, გამოცდილებაც და გაკვეთილიც კარგი მივიღე, ისტორიაც ალბათ საინტერესო გამოვიდა.

 

პს

გარკვეული პერიოდის შემდეგ შემიძლია ცემი სუბიექტური ვერდიქტი გამოვიტანო აღნიშნულ იარაღზე. ის გამოდგება როგორც გასართობი იარაღი, იმისთვის, რომ იდოს სახლში და იშვიათი ნადირობისთვის. სამწუხაროდ მე ჯერ ბოლომდე ვერ ვენდობი თურქულ თოფს ვინაიდან მე ვგულისხმობ მის ინტენსიურ ექსპლუატაციას ასე, რომ  მ პირადად ვხურავ თურქული იარაღების თემას.

კიდევ ერთხელ “ნულევოი” “მაკაროვზე”

Monday, October 19th, 2009

September 15th, 2009

makarov

ცოტა ხნის წინ შევიარე თბილისის ერთ ერთ იარაღების მაღაზიაში. შესვლისთანავე დავინახე, რომ ერთ ერთი მაღაზიის სტუმარი ასე რომ ვთქვათ, გამადიდებელი შუშის (ცნობილი, როგორც ლუპა)  საშუალებით ათვალიერებდა მაკაროვს. მე დამაინტერესა რა ხდებოდა, და მივიწიე ცოტა ახლოს.  სტუმარმა უყურა უყურა და მერე სიტყვებით: არა არ ჩანს ნომერი, დაუბრუნა იარაღი პატრონს და გავიდა მაღაზიიდან.   რაღაც მომენტში მე კი მინდოდა მეთქვა რაშია სამქე და ამეხსნა ამ ნომრის ამბები, მაგრამ გადავიფიქრე.  

არსებობს ფართოდ ცნობილი მოსაზრება, რომ წარმოებისთანავე ხდებოდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტების გრადაცია სიზუსტის მიხედვით. ყველაზე უფრო კარგებს ცელიკზე ერტყათ ნული და ყველაზე უფრო ცუდებს სიზუსტის მხრივ ციფრი 4. “ნულევოის” მალე ჩვენთან “აფიცერსკი” შეარქვეს.  სიმართლე გითხრათ მე მგონი ვიცი საიდან ჩნდება ეს სახელები: ლისიჩკა, გეკო, პლიტა მატორი, კისტის თოფი, ბოტასები და ასე შემდეგ. სიტყვები სადაც მეტი არსად არ გვხდება და ბევრმა ზუსტდაც არ იცის საიდან და რატომ დაერქვა ამა თუ იმ ნივთს ესა თუ ის ახალი სახელი. მაინც ჩვენ გარკვეულ წილად იზოლირებული ვართ მეზობლებისგან და ასე ვთქვათ მეტ წილად საკუთარ წვენში ვიხარშებით, როგორც იტყვიან. ხო და ამ პროცესში იბადება ასეთი უნიკალური და პრინციპში არაზუსტი ცნებები. პლიტა მატორი რას ნიშნავს მე მაგალითად მოვისმინე მინიმუმ 5 განმარტება, დიამტრალურად განსხვავებული.  გეკო, როგორც ჩანს დამკვიდრდა მას მერე, რაც გერმანული ფირმის GECO (შემოკლებული Gustav Genschow & Co)  მიერ წარმოებული 5.6მმ–ნი მცირეკლაიბრიანი ვაზნები გაიყიდა დიდი რაოდენობით.  იგივე ეხება ბოტასებს, ჩეხური სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელი ფირმა Botas a.s., რომლის პროდუქცია ერთ დროს შემოვიდა საქართველოში და მანამდე არც კი ვიცოდით რა იყო სპორტული ფეხსაცმელი, და ამის მერე ყველა სხვა სპორტული ფეხსაცმელი გახდა ბოტასი. კისტის თოფი ალბათ იმიტომ, რომ ტყვიების ნაწილს ფუნჯის ტიპის სტაბილიზატორები ქონდათ დამაგრებული. ყოველ შემთხვეაში ამ ალბათ მცირე კულტურული ფენომენის ახსნა იმსახურებს ცალკე თემას.  ევროპაშიც იყო ანალოგირუი სიტუაცია, ერთ დროს ყველა ავტომატურ პისტოლეტს უძახდნენ ბრაუნინგს, მაგრამ ეს იყო მიანც ერთი საუკუნის წინ…….

botas

ბოტასის ფირმის სპორტული ფეხსაცმელი “კლასიკ  66″. რაღაც ამდაგვარი შემოიტანეს საქართველოში მრავალი წლის წინ.

 დაუბრუნდეთ “აფიცერსკი” მაკაროვების თემას. პირველ რიგში ვიტყვი, რომ არანაირი გრადაცია მაკაროვების სიზუსტის მიხედვით არ ხდებოდა.  მაკაროვი ითვლებოდა ვარგისად თუ 25 მეტრზე 4 გასროლი ტყვიის გაფანტვა შეადგენდა 15სმ–ს. ხოლო 4 გასროლიდან საშუალო მოხვედრის წერტილი არ იყო 5 სმ–ზე შორს საკონტროლო წერტილისგან.  შესაბამისად ნომერი ცელიკზე აღნიშნავს მის სიმაღლეს. თუ მოხვედრის წერტილი იყო გადაცილებით, ჰორიზონტალური შესწორება შექონდათ ცელიკის მარჯვნივ მარცხნივ გადაწევით, ხოლო ვერტიკალუირ შესწორება შედიოდა შესაბამისი სიმაღლის ცელიკის შერჩევით.  იმიტომ რომ მაკაროვის ცელიკი ვერტიკალურ სიბრტყეში არ გადაადგილდებოდა.

ეს არის ცელიკების სიმაღლე ნომრების მიხედვით. 1970 წლამდე: (ნომერი, სიმაღლე)  N1   5,25მმ; N2 5,5 მმ; N3     5,75 მმ;  N4 6,0 მმ; N5 6,25 მმ.  1970 წლის შემდეგ.  N1 4,75მმ. N2 5,0 მმ. N3 5,25 მმ. N4 5,5 მმ. N5 5,75 მმ. N6 6,0 მმ. N7 6,25 მმ. დავამატებ რომ ცელიკის 1 მმ–ით გადაადდგილება გამოიწვევს მოხვედის საშუალო წერტილი ცვლილებას 19სმ–ით 25 მეტრზე.

726865-626x1024 

მონაცემები ეფუძნება ცალკეული ენტუზიასტების მიერ ჩატრებულ გამოკვლევებს და ეხება მხოლოდ საბჭოტა კავშირში გამოშვებულ მაკაროვის პისტოლეტებს.  არსებობს ინფორმაცია, რომ ე.წ. “ნულევიოიც” არსებობს ანუ ციფრი ნოლით. მე არ მინახავს ასეთი.  80–ნი წლების ბოლოდან მარკირება, რიგირც ჩანს არ ხდებოდა. სტანდარტული ცელიკი შეესაბამებოდა 4 ნომერს.  ასე რომ დიდ ყურადღებას ამ ნომრებს ნუ მიაღწევთ.  საუკეთესო გზა შეამოწმოთ სიზუსტ არის ესტუმროდ ტირს და თავად დარწმუნდეთ იარაღის შესაძლებლობებში.

 

0001tkkd

 

PS

დიდ მადლობა სურათებისთვის ჩემ ლიტველ მეგობარს და კოლეგას Sanych–.  

http://glockoholic.livejournal.com/

ТОЗ 8-ს ახალი სიცოცხლე

Monday, October 19th, 2009

Thursday, September 24th, 2009

ძალიან მიყვარს და ყოველთვის დიდი ენტუზუაზმით უდგები ხოლმე ელახული მოუვლელი იარაღის აღდგენას. აღდგენას ვეძახი ჟანგის მოშორებას, იარაღის გაწმენდას, ხის რესტავრაციას და მცირე კოსმეტიკურ სამუშაოებს. წმენდა ძველი იარაღის ადვილი არ არის, არ გეგონოთ რომ ეს ადვილად ხდება. მანდ საკმაოდ ბევრი საშუალება და ინსტრუმენტია საჭირო. ერთხელ 1984 წელს გამოშვებული და მას მერე გაუწმენდავი თოფს ვწმიდნავდი ერთი კვირა. თავდაპირველად საერთოდ არ მუშაობდა და საშინლად გამოიყურებოდა მაგრამ გამხმარი და გაქავვებული ტაოტრის ქვეშ პრაქტიკულად ახალი თოფი იმალებოდა. მოკლედ თემას რომ დაუბრუნდე, ხელში ჩამივარდა 1955 წელს გამოშვებული საბჭოთა მცირეკალიბრიანი შაშხანა ტოზ–8.  ლულა აქვს დაახლოებით 64 სმ. სქელი კედლებით, ძალიან უხეში დიდი და მძიმე კონდახით. კუსტარულად აქვს დაყენებული სპორტული დიოპტრიული სამიზნე. შაშხანა სევიძინე და გავიფორმე. შემდეგ კი ჩაუტარე შემდეგი სამუშაოები:

1. მთლიანად გადაკეთდა კონდახი, შეიღება და გაილაკა. ავირჩიე მსუბუქი და კლასიკური დიზაინი, მორგებული სპეცილაურად ჩემთვის, ანუ მარცხენა მხრიდან სასროლად. ხის დამუსავების ბოლო პროცედურა მე თვითონ გავაკეთე, დანარჩენზე ხელოსანმა იზრუნა.

2. იარაღს ქოპნდა მცირე ლუფტი, ჰორიზონტალური “ლუფტი” გამოსწორდა ხეში დატეხილი ბრიტვის ფირფიტების ჩაწეპებით, ვერტიკალური ლუფტი გამოირიცხა ტყავის “სალნიკის” დაყენებით.

3. იარაღს არ ქონდა უკანა ხრახნი, რომელიც ნაყიდი იქნა ელიავაზე და დაუყენდა მცირე გადაკეთების შემდეგ.

4. მთლიანად დავშალე და გავწმინდე  დიოპტრის მექანიზმი.

5. “ვიურტის” სითხით, WD-40–ით და ნეიტრალური ზეთით გავწმინდე და გავაპრიალე რკინის დეტალები. ერთი ოთხი დღე დამჭირდა რომ ჟანგი მომეცილებინა.  სადაც საჭირო იყო დაფარავ “ბრუნიტონით” აღვადგინე.

6. დაფარვის გარეშე დეტალები, სასხლეტი, საკეტი და საკეტის სახელური გაიწმინდა და გაპრიალდა. ასევე გაპრიალდა კონდახის რკინის “ზატილნიკი”.

7. შავად შეიღება სასხლეტის დამცველი, გაიწმინდა და ხელახლა “გაშავდა”  ხრახნები.

8. საფუძვლიანად გაიწმინდა ლულა, თუმცა ლულა საკამოდ სუფთა ქონდა და ბევრი არ მიწვალია.

9. WD-40-ით გამოირეცხა საკეტი. სხვათაშორის საკეტიც და რესივერიც შიგნიდან გამოტენილი იყო პლასტელინის ნაირი ნივთიერებით, რაც იყო დაუმწვარი დენთის, ნაგარის და ტაოტის ნარევი.

სურათებიდან კარგად ჩანს რა იყო და რა გახდა.

toz-old-1024x271

dsc08182-1024x768

აღდგენის შემდეგ:

toz-8-2

dsc08242-1024x768

რა თქმა უნდა სანამ ამას ყველაფერს დავიწყებდი გავსინჯე ღირდა თუ არა იარაღი წვალებად. დიოპტრმა კარგად იმუშავა. სიზუსტე არ ჩამოუვარდება ოპტიკიან კარ შაშხანას. მისროლა იყო ადვილი. კუსტარულად დაყენებული დიოპტრი აღმოჩნდა ძალიან კარგად მორგებული, სამიზნეზე გავიარე ზევით 20 სმ და არანაირი ჰორიზონტალური გადახრა არ მოყოლია.  ბოლომდე დაწეული დიოპტრით მოხვედრის და დამიზნების წერტილი ემთხვევა ზუსატდ 50 მეტრზე. ანუ დიოპტრმა საერთოდ არ მაწვალა. პირიქით საოცარი სიზუსტე მანახა.

1 სურათზე არის 10 გასროლიანი სერია 50 მეტრზე რუსული სპორტული ვაზნებით, მეორეზე ორი სერია (5+3) ყველაზე იაფი ვინჩესტერის “ჰოლოუპოინტებით”. სროლა მიმდინარეობდა გრუპების სიმცირეზე, იმ დღესვე 50 მეტრზე გავასწორე .

dsc08205

dsc08204

თავდაპირველად მინდოდა გამეკეთებინა ტაქტიკური ვარიანტი. სპორტული ორთოპედიული კონდახით, კარგი ოპტიკით და საყრდენით სამ წერტილზე. მაგრამ ვინაიდან დიოპტრმა დამაინტერესა და ყველა მოლოდინს გადაჭარბა გადავწყვიტე პირობიტად “სპორტერის” სტილში გამეკეთებინა. ელეგანტური ხის მსუბუქი და კლასიკური კონდახი, დიოპტრი და სქელი ვარმინტ ტიპის ლულა. მგონი ლამაზი იარაღი გამოვიდა. სულ დამიჯდა ზუსტად 240 ლარი. მგონი ძალიან იაფია ;–)

ps

დამატებით შევცვალე სპუსკი, ამისთვის უნდა ეუცვალო ფორმა ზამბარას ან იმ ადგილას სადაც ის რესივერზე მაგრება ჩაუდო “შაიბები”. ასევე გაპრიალდა მექანიზმის ნაწილები. სპუსკი ოდნავ დამძიმდა მაგრამ სამაგიეროდ ერთნაირად მუშაობს და უკვე მაგონებს იმ ყველაზე სასურველ გრძნობას, ანუ თითქოს შუშა ტყდებაო.