Archive for the ‘საავტორო/ექსკლუზიური სტატიები’ Category

მოკლედ “კოლიმატორების” შესახებ

Sunday, November 13th, 2011

მოგახსენებთ, რომ მე ძალიან ხშირად მიწევს იარაღზე და დაკავშირებულ თემებზე საუბარი, ბევრი ადამიანი მისვავს ბევრ კითხვას.  მე რა თქმა უნდა, მიყვარს ამ თემაზე საუბარი, იმ პირობით თუ მე მისმენენ და გებულობენ რასაც მე ვიძახი. არავითარ შემთხვევაში მე არ ვარ გურუ ან მეგა-ექსპერტი, უბრალოდ წლების განმავლობაში მე დიდ დროს, ენერგიას და ფულს ვხარჯავ ცოდნის მიღებაზე, ამაში მე ასევე ხელს მიწყობს რამოდენიმე უცხო ენის ცოდნაც. ბუნებრივია, რომ ჩემს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს სხვებისთვის და მათი სურვილი ეს ცოდნა მათ გაუზიარო ჩემთვის გასაგები და მისაღებია.  ვინც მე მიცნობს, იცის რომ მე არ მიყვარს კატეგორიულად რამის მტკიცება, მე შემიძლია კატეგორიულად ვიმეორო ფაქტები, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. ჩემი აზრით კატეგორიულობა ის თვისებაა, რომელიც საერთოდ არ არის კარგი საქმეში, რასაც ქვია იარაღი და სროლა. გარდა ამისა სხვებთან საუბარი ან მათი მოსმენა ჩემთვის საინტერესოა იმით, რომ მე ხანდახან ვგებულობს იმ არასწორ და მცდარ მოსაზრებების/დოგმების შესახებ, რომლებიც გავრცელებულია ჩვენ ქვეყანაში იარაღის მოყვარულთა და მფლობელთა შორის, რაც მაძლევს მორიგ თემას ახალი სტატიისთვის. როგორც წესი მე ვამზადებ სტატიებს, რომლებიც ცოტათი მაინც ნათელს მოფენენ ხოლმე ამა თუ იმ საკამათო და სადაო საკითხებს. ხანდახან, როგორც წესი საკამათო არაფერი არც არის და სწორედ ეს არის ასახსნელი. ხანდახან უბრალოდ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეებია ჩამოსათვლელი, რომ მკითხველმა არჩევანი თავად გააკეთოს. ნებისმიერი კამათისას ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი პოზიცია ყოველთვის ახსნათ შესაბამისი არგუმენტებით, იმიტომ, რომ ვინც გისმენთ შეიძლება სიტყვაზე გენდოთ და ამით შეექმნას არასწორი წარმოდგენა რაიმე საკითხზე. რა თქმა უნდა არგუმენტების ხარსხს აქვს მნიშვნელობა, ამიტომაც არგუმენტების შეფასების საშუალება მსმენელს უნდა მისცეთ ყოველთვის. ეს ყველაფერი აქტუალური უნდა იყოს თქვენთვის თუ გაქვთ სერიოზული საუბარი, თუ ადგილი აქვს უბრალო ბლა ბლა ბლა-ს, მაშინ გამოთქმას და ინტონაციას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე კარგ არგუმენტს. ეს სტატიაც, რომელსაც ეხლა გთავაზობთ სწორედ ასეთ თემას ეხება, რომელზეც ბევრი კამათობს მაშინ, როდესაც საკამათო უბრალოდ არაფერია. სტატია ინსპიირირებულია ერთი კონკრეტული პიროვნების აზრით, რომელიც მე მოვისმინე და ერთი ორი თემით, რომელსაც მე შემთხვევით გადავაწყდი რამოდენიმე დღის წინ ინტერნეტში ფორუმებზე. სტატია ეხება “დაპირისპირებას”  კოლიმატორების და კონვენციონალური სამიზნე მოწყობილობების მომხრეებს შორის. მოკლე შინაარსი ყველაფერი მოსმენილის არის შემდეგი: კოლიმატორები არის სათამაშოები, რომლებიც ადვილად ფუჭდება, მიზნად ისახავს დაარწმუნოს მსროლელი იმაში, რომ რამე ჯადოსსნური სამიზნით ის რამეს მოარტყავს და მე უფრო მაგრად ვისვრი “მუშკა ცელიკით”! ვიღაცას ასეთ პრიმიტიულ არგუმენტებზე პასუხი შეიძლება დროის უქმ ხარჯვად მოეჩვენოს მაგრამ სტატია, რომელიც ეხება ზოგადად რეფლექტორულ სამიზნეებს ე.წ. კოლიმატორებს, მათ ისტორიას, ამ მოწყობილობების დადებით და უარყოფით მხარეებს ყველა შემთხვევაში საინეტერსო იქნება. სტატია არ არის მეცნიერული/ენციკლოპედიური ნაშრომი, მისი მიზანია პოპულარულ/გასაგებ ენაზე აგიხსნათ ძირითადი, რაც ეხება იმას რასაც ჩვენთან კოლიმატორს ეძახიან, მისი მოწყობილობა, დანიშნულება და გამოყენება.
შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ პირველი აღნიშნული ტიპის სამიზნე მოწყობილობა გაჩნდა არ მეტი არც ნაკლები 111 წლის წინ. როდესაც 1900 წელს ირლანდიელმა ოპტიკის ოსტატმა და ტელესკოპეპების მწარმოებელმა სერ ჰოვარდ გრაბიმ შექმნა პირველი ასეთი რეფლექტორული ტიპის სამიზნე მოწყობილობა (სირცხვილია ბატონებო მოწყობილობის დანიშნულების კითხვის ქვეშ დაყენება, რომელიც ჩვენთან უკვე 100 წელზე მეტია). სერ ჰოვარდ გრაბიმ ძალიან კარგად იცოდა რას ქმნიდა. ეს არ იყო რაღაც შემთხვევითი აღმოჩენა. თავის ნაშრომში სახელად „სამიზნე მოწყობილობები დიდი და მცირე იარაღისთვის“ მან ძალიან გარკვევით ჩამოაყალიბა თავისი იდეა: სამიზნე მოწყობილობა, რომელიც იქნება ალტერნატივა რთულად გამოსაყენებელი რკინის სამიზნე მოწყობილობებისათვის, არ ექნება ისეთი ვიწრო ხედვის კუთხე, როგორც გამადიდებელ ოპტიკურ სამიზნეს, არ ექნება პარალაქსის ეფექტი და ამავე დროს თვალი იქნება დაცული ოკულარის დარტყმისგან“.

სერ ჰოვარდ გრაბი (1844 – 1931) და ნახაზი მის პატენტიდან #12108, რომელიც ასახავს პირველ რეფლექტორული სამიზნის სქემას

1901 წელს დოკუემნტში, რომელიც მან წარუდგინა დუბლინის სამეფო ორგანიზაციას, მან შემდეგნაირად დაახასიათა თავისი გამოგონება: “არის შესაძლებელი, რომ შუქის სხივმა გაანათოს სამიზნე და ისე გასწორდეს სროლის ტრაექტორისთან, რომ ტყვია მოხვდება იმ ადგილს, რომელიც განათებულია სხვივით, მაგალითად სამძებრო ფანარით შექმნილი. ცხადია ასეთი დანადგარი იქნება გამოუყენებელი გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ის ჩვენ გვიჩვენებს, რომ შუქი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი მიზნებისთვის. სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც ეხება ჩემი წერილი წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც კი არ ანათებს უშუალოს სამიზნეს არამედ პროეცირებს მასზე იმას, რასაც ოპტიკურ მეცნიერებაში ქვია ვირტუალური გამოსახულების პროექცია”.

ასე გაჩნდა პირველი რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობა.  ”რეფლექტ” არის ინგლისური სიტყვა და ნიშნავს არეკვლას ან ანარეკლს. სავარაუდოთ პირველად ასეთი ტიპის სამიზნე მოწყობილობები გამოჩნდნენ 1918 წელს გერმანულ გამანადგურებლებზე. 1930 წლამდე რეფლექტორული სამიზნეები უკვე ეყენა პრაქტიკულად ყველა საბრძოლო თვითმფრინავზე და სხვა შეიარაღებაზე სადაც საჭირო იყო სწრაფი სროლა მოძრავ სამიზნეებზე (ჰაერსაწინააღმდეგო არტილერია, საბრძოლო გემების ქვემეხები და ასე შემდეგ).

რას წარმოადგენს რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობა? მიუხედავად არეული ტერმინოლოგიისა და სხვა და სხვა აღწერილობებისა მე შევეცდები, რაც შეიძლება მარტივად და მოკლედ ავხსნა მისი მოწყობილობა. რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობა წარმოადგესნ  ოპტიკურ სამიზნე მოწყობილობას გადიდების გარეშე, რომელშიც მსროლელი ხედავს სამიზნე ბადის განათებულ პროექციას. ანუ კოლიმატორი არის ოპტიკური სისტემა, რომელიც წარმოქმნის პარალელული სხივების ერთობლიობას, წერტილს (სამიზნე ბადეს), რომელიც პროეცირებულია უსასრულობაზე. არსებობს ბადის პროეცირების ორი მეთოდი, ამრეკლი დაფარვის ან დახრილი სარკის გამოყენებით.

რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობების ტიპები, ბადის პროეცირების მიხედვით.

 
მწარმოებლების განცხადებებით ბადის გამოსახულება ფოკუსირებულია უსაუსრულობაზე და შესაბამისად მსროლელი ხედავ სამიზნეს და მასზე „დადებულ“ სამიზნე ბადეს ერთ სიბრტყეში. ბადე არ იცვლის მდგომარეობას იარაღის მიმართ, რომელზეც ის არის დამაგრებული და ეს მიუხედავათ მასზე ხედვის კუთხისა.  პრინციპი რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობების მუშაობის არის ერთი და იგივე, თუმცა სხვა და სხვა მწარმოებლები სხვა და სხვა ტექნოლოგიებს იყენებენ, რომ წარმოებული სამიზნე მოწყობილობა აკმაყოფილებდეს კონკეტულ მოთხოვნებს.  როგოც წესი მწარმოებლის საიტზე ეს ტექნოლოგიები გასაგებად და მარტივად არის ახსნილი.

ტიპიური რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობის სქემა

 
შესწორებების შეტანა რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობაში,  ხდება დოლურების მეშვეობით, რომლებიც გადაადგილებენ კოლიმატორის შიგნით განლაგებული ელემენტს, რომელზეც დაყენებულია შუქის წყარო (LED/დიოდი). იცვლება არეკვლის კუთხე, იცვლება მოხვედრის წერტილი.
        მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ კოლიმატორებში არ არის პარალაქსის ეფექტი ეს ასე სინამდვილეში არ არის. პარალაქსის ეფექტი თავის თავად არსებობს, გამომდინარე ოპტიკური სამიზნის კონსტრუქქციიდან უბრალოდ ნაკლებად არის გამოხატული რეფლექტორულ სამიზნეებში, და გამომდინრე მათი გამოყენების ტიპიური მანძილებიდან და კონსტრუქციის თავისებურებებიდან ის ნაკლებად მოქმედებს სროლის შედეგებზე. სხვა და სხვა მწარმოებლების შემთხვევაში პარალაქსი სხვა და სხვა გვარად არის გამოხატული გამომდინარე მათი კონსტრუქციიდან  მაგრამ ეს ეფექტი არსებობს ნამდვილად.

ეს სურათი შესანიშნავი საიტიდან  The Encyclopedia of Bullseye Pistol არის დამოუკიდებელი და ზუსტი ექსპერიმენტის შედეგი, რომელიც გვიჩვენებს პარალაქსის ეფექტს და მის შესაძლო გავლენას სროლის შედეგებზე. სხვა და სხვა კუთხით ხედვისას მოხდა გადახრების დაფიქსირება და შედეგად ორ სხვა და სხვა კოლიმატორს ორი სხვა და სხვა პარალაქსისის ეფექტის შედეგად გამოწვეული გადახრები დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ სამზინე მოწყობილობა არ არის რთული, მისი დამზადებისას საჭიროა უდიდესი სიზუსტე და ხარისხი, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს სიზუსტე დაცული არ იქნება, შეუძლებელი გახდება ასეთი სამიზნით ზუსტი სროლა. გარდა ამისა სხვა და სხვა მწარმოებლები იყენებენ სხვა და სხვა მეთოდებს მათი ეფექტურობის გაზრდით, სპეციალიზირებულ მოდელებბში წერტილი ფოკუსირება ხდება ისე, რომ მაქსიმალური ეფექტურობა იყოს მიღწეული კონკრეტულ მანძილებზე, ე.წ „ტკბილი მონაკვეთები“, სადაც კოლიმატორის გამოყენება მაქსიმალურ ეფექტს იძლევა სიზუსტის მხრივ. გარდა ამისა საჭიროა, რომ სამიზნე მოწყობილობა იყოს საიმედოთ დაცული დაზიენებებისგან, ქონდეს ელემენტების ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლი და შესწორებების შეტანის მექანიზმი ზუსტად და საიმედოდ მუშაობდეს. სწორედ ეს განაპირობებს ფასის სხვაობას იაფი ჩინური და კარგი ხარისხის რეფლექტორული სამიზნეებს შორის.
დღევანდელი რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობები შეიძლება დაიყოს ორ ტიპად, დახურული მილებით და ღია ტიპის. კოლიმატორი განეკუთვნება ოპტიკური სამიზნეების ნაირსახეობას. ამას იმიტომ ვიძახი, რომ ჩვენთან მსროლელები კოლიმატორებს ოპტიკურ ხელსაწყოებათ რატომღაც არ თვლიან.

დახურული და ღია ტიპის რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობები. მარცხნივ Aimpoint CompM2, მარჯვნივ  ITL MARS.

არ უნდა აურიოთ ისინი ასე ვთვქათ „კლასიკურ“ კოლიმატორებთან და ჰოლოგრაფიულ სამიზნეებთან. კოლიმატორი ტრადიციული გაგებით არის სამიზნე მოწყობილობის ტიპი, რომელიც არ არის გამჭირვალე, და მის (მილის) შიგნით იმყოფება განათებული ბადე, რომელსაც ხედავს ერთი თვალი თვალი. დამიზნება ყოველთვის ხდება ორი თვალით. ხდება ერთდროულად ორივე თვალიდან გამოსახულების აღთქმა, ერთი თვალი ხედავს სამიზნე ბადეს გაუმჭირვალე კორპუსში, მეორე თვალი ხედავს სამიზნეს, ხოლო ტვინი აღითქვავს კომბინირებულ გამოსახულებას, ანუ სამიზნე ბადეს სამიზნეზე პროეცირებულს. ასეთი ტიპის სამიზნეები დიდიხანია აღარ გამოიყენება. ამის მიზეზი სავარაუდოთ არის ის, რომ სხვა და სხვა მხედველობის მქონე მსროლელი განსხვავებული ეფექტურობით გამოიყენებენ ასეთ სამიზნეს. მცირე დაღრვევები მხედველობაში (მაგალითად გეტეროფორიის თუნდაც ძალიან მსუბუქი ფორმა) და მათ შორის გადახრები მხედველობაში გამოწვეული სტრესით ან გადაღლილობით პირდაპირ აისახება სროლის შედეგებზე.
ჰოლოგრაფიული სამიზნე მეორეს მხრივ  არის ის სამიზნის ტიპი, რომელშიც სამიზნე ბადის პროეცირებისთვის გამოიყენება ჰოლოგრაფიული დამოსახულება, რომელიც იქმნება ლაზერული გამოსხივების შედეგად.
დღეს კოლიმატორის ქვეშ ავტომატურადიგულისხმება რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობა, მაგრამ ძირითადად რუსულ წყაროებში. დასავლეთში უფრო მიღებულია ტერმინი Reflex Sight, შემოკლებული Reflector sight-დან. ხშირად ამ სახელს უკავშირებენ რეფლექსურ სროლას, რომელსაც ხელს უწყობს ასეთი მოწყობილობა, რაც არასწორია. ასევე გავრცელებულია სახელი “Red Dot”/წითელი წერტილი, პოპულარული და მარტივი სამიზნე ბადის ტიპის მიხედვით. ჩვენ მას ჩვენთვის ჩვეული სახელით, კოლიმატორით მოვიხსენიებთ.   წითელი წერტილის – ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სამიზნე ბადის ტიპის ზომა იზომება კუთხის წუთებში (Minute of Angle). 5 MOA-ს ტოლი წერტილი და უფრო პატარა გაამოდგება ზუსტი სროლისთვის, ხოლო უფრო დიდი ზომის წერტილები გამოიყენება სწრაფის სროლისას ახლო მანძილებზე. რაც უფრო დიდია წერტილი მით უფრო სწრაფია ის დამიზნებაში მაგრამ შესაბამისად უფრო მეტად ფარავს სამიზნეს.
ეხლა, რაც შეეხება მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის კოლიმატორების განვითარების ისტორიას. 1970 წლამდე ასეთი ტიპის სამიზნე მოწყობილობეი შეზღუდულად ყენდებოდა მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღზე. ცნობილია, რამოდენიმე ტიპის ასეტი სამიზნე მოწყობილობის მოდელი, რომელიც ყენდებოდა ცეცხლსასროლ იარაღზე გასული საუკუნის 40-ნი წლებიდან. 70-ნი წლების ბოლოს პირველად გაჩნდა ე.წ. „წითელი წერტილები“, სადაც სამიზნე ბადეს წარმოადგენდა მრგვალი წითელი წერტილი. პირველად ასეთი სამიზნის წარმოება დაიწყო შვედურმა კომპანია Aimpoint-მა. 1975 წელს მათ გამოუშვეს რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობა სახელით “Electronic”.  მას მერე რაც შესაძლებელია გახდა მსუბუი, მცირე ზომის და ელემენტების ხანგრძლივი სიცოცხლით კოლმატორების დამზადება, დაიწყო მათი ფართო გამოყენება, ტაქტიკურ, სამხედრო და სპოერტულ იარაღში.  ყველგან სადაც სროლა ხორციელდება ძალიან ახლო მანძიულებიდან 100-150 მეტრამდე და საჭიროა სიზუსტე და სისწრაფე სხვა და სხვა ტიპის კოლმატორები ფართოდ არის გავრცელებული.  საჯარისო სპეცრაზმებში კოლიმატორები გაჩნდა ასეთი დანაყოფების პერსონალის კერძო ინიციატივის წყალობით, ხოლო იქიდან გავრცელდა მთელს შეიარაღებულ ძალებში. დღეს კოლიმატორი წარმოადგენს ჯარისკაცის აუცილებელი  არჭუღვილობის ელემენტს პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში . სამხედრო დანიშნულების ახალი იარაღის მოდელების ნაწილი თავიდანვე არის აღჭურვილი კოლიმატორებით, რომლებიც წარმოადგენენ  იარაღის განუყოფელ ნაწილს.

კამათის თემას რომ დაუბრუნდეთ, რომელი ჯობია კოლიმატორი თუ რკინის სამიზნე მოწყობილობები, მინდა პირდაპირ გითხრათ რომ საკამათო უბრალოდ არაფერია. რეფლექტორული სამიზნეები 100 წლის წინ იყო ჩაფიქრებული, როგორც უფრო სწრაფი და ადვილი დამიზნების საშუალება ვიდრე ტრადიციული “მუშკა/ცელიკი” და ასეთად შეიქმნენ. ეს არის თუ გნებავთ ფაქტი.

კოლმატორებს ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. ვინაიდან არ არსებობს ფოკუსირების საჭიროება ბადეზე, არ არის ასევე საჭირო თვალის დაშორება სამიზნე მოწყობილობისგან მის გამოსაყენებლად, როგორც ეს გამადიდებელ ოპტიკურ სამიზნეების გამოყენებისას ხდება. რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობის ხედვის კუთხე არის პრაქტიკულად შეუიარაღებელი თვალის ხედვის კუთხე, კიდევ ერთი ასეთი ტიპის სამიზნე მოწყობილობის უპირატესობა. სამიზნეზე და მასზე პროეცირებული წერტილზე/ბადეზე ფოკუსირებისას თავად სამიზნე მოწყობილობის კორპუსი რჩება ფოკუსის გარეთ (ამას ხელს უწყობს ასევე სამზერი ფანჯრის დიდი ფართი), ხოლო წითელი წერტილი/სამიზნე ბადე უკვე ფოკუსირებულია სამიზნეზე ანუ როგორც უკვე აღინიშნა პრაქტიკულად ერთ სიბრტყეში ჩანს. არ არის საჭირო ფოკუსირება სამ ერთმანეთისგან დაშორებულ ობიექტზე, როგორც ტრადიციული სამიზნე მოწყობილობების გამოყენებისას სადაც თვალს უხდება სამი ელემენტის ერთმანეთთან გასწორება, “მუშკის”, “ცელიკის” და სამიზნის. ერთმანეთისგან დაშორებულ სხვა და სხვა ობიექტზე თვალის ფოკუსირება შეუძლებელია, რის გამოც ორი, სამი ელემენტისგან ჩანს ბუნდოვნად, ხოლო თვალი ხანგრძლივი და მრავალჯერადი ფოკუსირების გამო ერთმანეთისგან დაშორებულ ობიექტებზე მალევე იღლება. თვალის აგებულობა და მხედველობის ასეთი შეზღუდვები საერთოდ არ ახდენენ გავლენას სროლაზე კოლიმატორის გამოყენების დროს.

რეფლექტორული სამიზნის გამოყენებით დამიზნება შესაძლებელია მისგან თვალის დაშორების ნებისმიერი მანძილით.  ასეთი სამიზნე ერთნაირად ეფექტურია კარგი და ცუდი განათების პირობებში. ბადის/წითელი წერტილის განათების სიმძლავრის ვარირებით მიიღწევა მისი ადეკვატური გამოსახულება, როგორც ღამით ასევე დღისით მზიან ამინდში.   რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობა ქმნის უფრო სრულ სამიზნე სურათს, იმიტომ რომ სამიზნე ბადე პრაქტიკულად დაკიდულია ჰაერში და რკინის სამიზნე მოწყობილობები და იარაღი პრაქტიკულად არ იკავებენ ადგილს სამიზნე სურათში. ეს კი განსაკუთრებით ზრდის მოძრავ სამიზნეებზე სროლის ეფექტურობას. დამიზნება შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი კუთხით სანამ ჩანს სამიზნე ბადე. სროლისას ორივე თვალი ღიად არის, რაც განაპირობებს უკეთეს ხედვას სამიზნესი და ირგვლის არსებული ვითარების. ადამიანის ტვინი პრიორიტეტულად აღითქვავს გამოსახულებას დომინანტი თვალიდან და მეორე ღია თვალი არ შეგიშლით ხელს დამიზნებისას. არანაირი მუშკა ცელიკის გასწორება, ფოკუსირება სამიზნეზე, თვალის დახუჭვა, ბუნდოვანი მუშკა, არანაირი იარაღის სწორი აგდება და ასე შემდეგ. თუ თქვენ ხედავთ სამიზნეს და ზედ წითელ წერტილს, შეგიძლიათ ისროლოთ. ბევრი ვინც აყენებს კოლომატორებს იარაღზე, ვერ ხვდება, რომ დამიზნება ხორციელდება ორი ღია თვალით, ცდილობს კოლიმატორი გამოიყენოს ისევე როგორც “მუშკა-ცელიკი” ან ოპტიკური სამიზნე, იწყებს კოლიმატორში ჭვრეტას, როგორც საკეტის გასაღების ხვრელში (გეგონება შიგნით შიშველ ქალის დანახვას ელოდება). მიჩვეული ტრადიციულ რკინის სამიზნე მოწობილობებს ან ოპტიკურ სამიზნეს ის უბრალოდ ვერ ხვდება თუ რამდენად ადვილია რეფლექტორული სამიზნის გამოყენებით სროლა. ასე, რომ სანამ ნაჩქარებ და არასწორ დასკვნების გამოტანას დაიწყებდით ისწავლეთ მოწყობილობების სწორი გამოყენება! მაგალითი ცხოვრებიდან: ერთი ადამიანი აგინებდა გადაცემათა ავტომატურ კოლოფს, რომელიც მის მანქანაზე მწყობრიდან გამოვიდა. ასეთი სწრაფადფუჭებადი ნაგავი ჯერ არ მინახავსო. რაში იყო საქმე? ადგილიდან სწრაფად დასაძრავად ის ჯერ აჭერდა ბოლომდე აქსელერატორს და შემდეგ აგდებდა გადაცემათა კოლოფის სელექტორს D პოზიციაში ……

რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობებს დამატებით უპირატესობებს განეკუთვნება ასევე: რეფლექტორული სამიზნე მოწყობილობების ადვილი და სწრაფი ათვისება მსროლელის მიერ; შესაძლებლობა გამოყენებულ იქნას ღამის ხედვის ხელსაწყოებთან ერთად (შესაბამის მოდელებს აქვთ დამატებითი რეჟიმი, როდისაც სამიზნე ბადე ჩანს მხოლოდ ღამის ხედვის ხელსაწყოში). თოფის შემთხვევაში კოლიმატორის გამოყენებისას ყოველგვარი მნიშვნელობა ეკარგება თოფის მორგებულობას, კონდახის სიგრძეს, პიტჩს და ბალანსს. კოლიმატორის გამოყენება ასევე კარგია იმათთვის ვისაც აქვთ სუსტი მხედველობა და უჭირთ ამის გამო ტრადიციული “მუშკა-ცელიკის” გამოყენება.

ამ სურათიდან ჩანს ის რასაც ხედავს მსროლელი ღამით სროლისას კოლიმატორის გარეშე და კოლიმატორით. სამიზნე: ბეტონის ვერტიკალური ბოძის ფრაგმენტი. ფოტოკამერას ერთი ობიექტივი აქვს, რის გამოც კოლიმატორი ფარავს ხედვას, მაგრამ ორი თვალით დამიზნებისას ფოკუსს გარეთ დარჩენილი კოლიმატორის კორპუსის მხოლოდ ნახევრად გაამჭირვალე ჩრდილი თუ გამოჩნდება. ამავე დროს წერტილი და სამიზნე ერთ სიბრტუყეშია, ირგვლივ ყველაფერი ასევე კარგად ჩანს.  კოლიმატორის გარეშე სამიზნის ირგვლივ სურათი ბუნდოვანია, ფოკუსს გარეთ არის ისევე, როგორც სამიზნე. ”მუშკა” ფოკუსშია მაგრამ არ ჩანს, შეუძლებელია “მუშკის” და “ცელიკის”  გასწორება, მათი კონტურები ფარავენ ხედვას სამიზნე საერთოდ არ ჩანს. კოლიმატორის შემთხვევაში მეორეს მხრივ შესაძლებელია დამიზნული გასროლის განხორციელება.   

 ყველაფრის გააზრების შემდეგ რეფლექტორული სამიზნის/კოლიმატორის აშკარა და დიდი უპირატესობის გასაჩივრება ალბათ მხოლოდ წარმოქნის სამართლიან ეჭვებს ერთი მხარის კომპეტენტურობაში ან საერთოდ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში. მეტი არაფერი. ლაპარაკი და თუ ძლიან გნებავთ კამათი შესაძლებელია სხვა რამეზე. მაგალითად კოლიმატორების ფასზე, ან იმაზე თუ რას ვთმობთ იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ყველა ჩამოთვლილი უპირატესობით. უარყოფით მხარეებს ალბათ განეკუთვნება: კვების წყაროს არსებობა ბადის გასანათებლად და ცხადია ზოგადად კონსტრუქციის სირთულე „რკინის“ სამიზნე მოწყობილობებთან შედარებით.  ასევე თავისთავად ცხადია, რომ სამიზნე რაღაცას იწონის, გააჩნია გარკვეული გაბარიტები და როგორც ყველა მოწყობილობა ესეც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს. მოკლედ განვიხილოთ ყველა შესაძლებელი ნეგაატიური ფაქტორი.

1. ზომა და წონა. დაწყებული პირველი „წითელი წერტილიდან“ დღემდე, ნორმალური მწარმოებლის კოლიმატორები არასდროს არ იყო დიდი და მძიმე. თუ რუსებს აქვთ კოლიმატორები აგურის წონის, სადაც წონის ნახევარს წარმოიქმნება საოცარი კონსტრუქციის კრონშტეინი, დანარჩენ პატიოსანი მწარმოებლები არაფერ შუაში არ არიან. დღევანდელი კოლიმატორების წონა მინიმალურია, ხოლო კვების წყაროდ მცირე ზომის პრაქტიკულად საათის ელემენტები გამოიყენება.
2. გამძლეობა. ამ მხრივ ჩემი აზრით კოლიმატორის გამძლეობა პრაქტიკულად უტოლდება თვითონ იარაღის გამძლეობას, რომელზეც ისინი ყენდება. ძალიან გამძლე რკინის ან ალუმინის “კაფსულებში” მოთავსებული მექანიზმები, სქელი მინები განაპირობებენ საოცარ გამძლეობას. სამუშაო ტემპერატურები – 50 გრადუსიდან + 70 გრადუსამდე. ჰერმეტიული წყალგაუმტარი კორპუსები. განსხვავებით ოპტიკური სამიზნეებისგან ლინზების დაზიანება არ იწვევს ავტომატურად კოლიმატორის მწყობრიდან გამოსვლას.
3. კვების ელემენტები. ეკონომიური ბადის განათება არის ის, რითიც გამოირჩევა კარგი მწარმოებლის ოპტიკური სამიზნეები მათი იაფფასიანი ანალოგებისგან. აქ საათებზე აღარ არის ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი კოლიმატორის უწყვეტი მუშაობის წლებზე. მაგალითად უწყვეტი მუშაობის რეჟიმი წერტილის განათების მაქსიმალური სიმძლავრით, Aimpoint CompM3-ის სამიზნეში შეადგენს 50 000 საათს. ანუ ელემენტების მუშაობის დრო უკვე წმიდა თეორიული საკითხია და მას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. თუ 5/6 წელის მუშაობის დრო კოლიმატორის გათიშვის გარეშე თქვენთვის საკმარისი არ არის, შეგახსენებთ, რომ  არსებობენ რეფლექტორული სამიზნეები, რომლებსაც საერთოდ არ ჭირდებათ კვების ელემენტები ან არსებობენ სამიზნე მოწყობილობები კომბინირებული/ჰიბრიდული ბადის განათებით.
4. საიმედოობა. რამე კონკრეტული მაჩვენებელი მე ვერ ვიპოვე, ისევე, როგორც ცნობები გაფუჭებულ კოლიმატორებზე ძალიან ძალიან იშვიათია. სანამ ვინმე მე არ გამომიგზავნის ლინკს სარწმუნო ისტორიებით მიზეზის გარეშე მწყობრიდან გამოსულ “ტრიჯიკონეზბე” ან “ეიმპოინტებზე”, ჩავთვალოთ, რომ კოლიმატორები უკიდურესი საიმედოობით გამოირჩევიან. წერტილი.

ძალიან დიდი სურვილის შემთხვევაში კოლიმატორის გაფუჭება ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ალბათ უდაოდ შეიძლება დავასკვნად, რომ კოლიმატორული სამიზნე დღეს იმდენად საიმედოა რამდენადაც ეს შესაძლებელია მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე. ასევე შეგახსენებთ, რომ არც ტრადიციული რკინის სამიზმე მოწყობილობები მაინც და მაინც კარგად არ იტანენ მაგალითად დარტყმებს და მათი არევა და დაზიანება ასევე შესაძლებელია. რაიმე დამატებით შეზღუდვებს რაც შეეხება, ცხადია შესაძლებელია, რომ ბრძოლის დროს კოლიმატორის ლინზები დაბინძურდეს, მაგრამ ეჭვი მაქვს საკმაოდ დიდი ლინზის თითით გაწმენდა უფრო ადვილია ვიდრე “მუშკასა” და დამცავ ფრთებს შორის მოხვედრილი ტალახის ან თოვლის ამოქექვა. გარეთ განლაგებული დიოდი შეიძლება დაბინძურდეს, მაგრამ ასეთ სქემას სერიოზული მწარმოებლები პრაქტიკულად არ გამოიყენებენ და ეს სქემა გვხვდება მარტო რუსული წარმოების ან იაფფასიან ჩინურ კოლიმატორებში.

  

ეს არის ოთხი სკრინშოტი Daniel Defense-ის სარეკლმაო ვიდეოდან. ვიდეო არ ეხება ოპტიკას, არამედ ამ კომპანიის წარმოებულ იარაღს და მის ექსტრემალურ პირობებში ტესტირებას. პირველი კადრი, ტესტირება აფეტქებით. იარაღი ზედ დაყენებული Aimpoint-ის „კოლიმატორით“ და ასაფეთქბელი მასალა. მეორე კადრი უჩვენებს აფეთქევის სიმძლავრეს. მესამე კადრი, დაზიანებული კოლიმატორი. გასკდა ლინზა თუმცა სამიზნე მოწყობილობა მაინც მუშაობს და წითელი წერტილი მაინც ჩანს.. მეოთხე კადრი, ასეთი ტესტირების  შემდეგაც ხელსაწყო არა თუ მუშაობს არამედ არც არეულია.

რა ხდება რეალურად, ადასტურებს თუ არა რეალობა იმას, რომ კოლიმატორები ამართლებენ თავის დანიშნულებას? მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად აშშ-ში კოლიმატორები შედარებით ადრე გაჩდნენ, მათი მასიური გამოყენება და ათვისება დაიწყო მას, მერე რაც აშშ-ბმა გამოუცხადეს ომი ტერორიზმს. გაცილებით ადრე 1997 წელს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა გააფორმეს კონტრაქტი შვედურ Aimpoint-თან და შეიძინეს CompM2 ტიპის კოლიმატორები (საჯარისო ინდექსი CCO M68). ამას წინ უძღვოდა კომერციული მოდელების გამოყენების პრაქტიკა ცალკეულ სპეცდანიშნულების რაზმებში, სადაც მათი შეძენა ხდებოდა კერძო ინიციატივით და საკუთარი სახსრებით. კოლიმატორების ათვისება ნელი ტემპებით და არადამაკმაყოფეილბლად მიმდინარეობდა, მანამ სანამ ფეხოსნები არ დაუპირისპირდნენ ახლო ბრძოლებში ტალიბანის მებრძოლებს ავღანეთში. ინსტრუქტორებს, სერჟანტებს და ოფიცრებს უბრალოდ არ ესმოდათ არც კოლიმატორების დანიშნულება არც ის თუ, როგორ უნდა მომხდარიყო მათი გამოყენების სწავლება და არც ის საერთოდ, რა შესაძლებლობები ქონდათ მათ. ხანგრძლივმა და აქტიურმა საბრძოლო მოქმედებებმა ხელი შეუწყო კოლიმატორების გავრცელებას და დღეს ის შედის ამერიკელი ჯარისკაცის სტანდარტულ აღჭურვილობის კომპლექტში.  კოლიმატორების უცხოური მოდელების საკუთარი სახსრებით შეძენის პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული რუსეთის შეიარაღებული ძალების, პოლიციური და ანტიტერორისტული დანაყოფების მებრძოლებს შორის. როგორც ჩანს საბრძოლო გამოცდა კოლიმატორმა წარმატებით ჩააბარა. თუ ის მუშაობს ჯარისკაცის იარაღზე ქვიშიან გავარვარებულ ერაყში და გაყინულ მთიან ავღანეთში, დიდი ალბათობით ის ბოლომდე დააკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული სამოქალაქო მსროლელის მოთხოვნებსაც. დღეს მწარმოებლები უშვებენ კოლიმატორებს, რომლებსაც შეუძლიათ გაუძლონ ხანგრძლივ ექსპლუატაციას საბრძოლო მოქმედებების პირობებში, ხოლო კოლიმატორების კვების სისტემების სიცოხლის უნარიანობა და კონსტრუქციის შედარებითი სირთულე უკვე დიდიხანია გადავიდა თეორიულ სიბრტყეში და პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. დღეს მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ კოლიმატორი არის ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღის გარკვეული სახეობების სტანდარტული და განუყოფელი ნაწილი, თუ გნებავთ ისეთივე ბუნებრივი, როგორც რკინის სამიზნე მოწყობილობა. დღეს მხოლოდ ერთი რამე თუ შეაჩერებს სამოქალაქო მსროლელს კოლიმატორის შეძენისგან. ეს არის ფასი. ის დღეს ვარირებს 400 დოლარიდან ეკონომიურ მოდელებბში 1000 დოლარამდე სრულყოფილ საბრძოლო მოდელებისთვის.

არგუმენტი: ”მე ისედაც კარაგ ვისვრი ყოველგვარი ოპტიკები გარეშე” არ დასტურდება პრაქტიკული სროლის სამყაროში, სადაც მათ შორის ექსტრა კლასის მსროლელები იყენებენ კოლიმატორებს მასიურად პისტოლეტებზე, მოკლე მანძილებზეც სწრაფი სროლისას ხოლო გრძელ იარაღზე პრაქტიკულად ყოველთვის, თუ ეს დაშვებულია იმ კლასის წესებით, რომელშიც ასპარეზობენ.  სურათზე  ჯესი აბატე, რომელმაც მოიგო  2011 წლის Bianchi Cup, შეჯიბრება რომელიც ითვლება პისტოლეტიდან სროლის უიმბილდონად. იარაღი: კასტომიზირებული M1911 აღჭურვილი კოლიმატორით.

ეს ყველაფერი რაც ეხლა ამ სტატიასი დაიწერა ცხადია არ ნიშნავს, რომ უნდა დარჩეთ მხოლოდ კოლიმატორის იმედზე.  უბრალოდ უნდა ისწავლოთ ეფექტური გამოყენება ყველაფრის, რაც თქვენ განკარგულებაში არის, იქნება ეს ოპტიკური სამიზნე გადიდებით, კოლიმატორი, ლაზერული სამიზნე, ტრადიციული “მუშკა-ცელიკი” თუ ობოლი ლატუნის ბურთულა თქვენი თოფის ლულის წვერზე. უბრალოდ, როგორც ერთ დროს თქვა ცნობილმა ექსპერტმა მასად აიუბმა: თუ არის რამე, რაც გააუმჯობესებს თქვენი სროლის შედეგებს, ვერ ვხედავ ვერაფერს საპირისპიროს რომ არ იქონიოთ ის თქვენ იარაღზე.

პს

სტატია საკმაოდ რთული გამოდგა მოსამზადებლად, და დიდი დრო წაიღო. სიმართლე გითხრათ არ ვარ კმაყოფილი შედეგით. იმედია ყველაფერი გარკვკევით და გასაგებად არის ახსნილი.  თუ გაქვთ შენიშვნები, კითხვები, პრეტენზიები და საჩივრები, მომწერეთ და გპირდებით არც ერთ წერილს უპასუხოდ არ დავტოვებ.

“კალაშნიკოვის” ორი ნომერი

Monday, July 25th, 2011

შაბათს, ”გუდვილში” შევიძინე ორი ნომერი რუსული ჟურნალის ”Калашников”. გადავიხადე არც მეტი არც ნაკლები 12 ლარიცალში. როგორც ჩანს პროდუქციის იმპორტიორები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ წაგლიჯავს მომხმარებელს რაც შეიძლება მეტ ფულს. ჟურნალს რაც შეეხება, მე ის მომწონს. შედარებით მაღალი დონის სტატიებია, აქვს ძალიან პრაქტიკული მიმართულებები და თითქმის არ ეხება ნადირობის თემატიკას.

რატომ ვწერ ეხლა ამ სტატიას? იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო ფოტო სურათები, სტატისტიკა და ინფორმაცია ვნახე ამ ორ ნომერში.

ეს ჟურნალი ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობს რუსეთში ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრებებს, მათ შორის პრაქტიკულ სროლაში.  წლიდან წლამდე ფოტო რეპორტაჟებიდან ვხედავ, რომ  რუსული სპორტსმენების არსენალი სულ უფრო მრავალფეროვანი და სპეციალიზირებული ხდება. უკვე ვერავის ვერ გააკვირვებ მძიმედ მოდიფიცირებული ”რეის განებით”, რომელთა უმეტესობა არის საიგების და ვეპრების ბაზაზე აწყობილი,  თუმცა სულ უფრო იზრდება AR15-ის წილი და მასთან ერთად სხვა უცხოური სისტემების.  პისტოლეტებში დომინირებენ რუსეთისთვის სერტიფიცირებული უცხოური მოდელები,  Cz, Sphinx, Grand Power, Glock. მათ შორის სპეციალურად შეჯიბრებებისთვის მოდიფიცირებული ”რეის განები”. შესაბამისად ვითარდება ამ სპორტის გარშემო არებული ინდუსტრია, იარაღის რემონტის და მოდიფიცირების.

ჟურნალიდან ვიგებთ, რომ წელს რუსეთში ჩატარდა 62 შეჯიბრება პრაქტიკულ სროლაში. წინა წელს მხოლოდ 15. პროგრესის სახეზეა.

დიახ, აღინიშნება პრობლემები შეჯიბრებების ორგანიზებისას, დიდია დისკვალიფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ წლიდან წალმდე შეჯიბრებების დონე მაღლა იწევს.

დავამტებ რომ ტრადიციად იქცა საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება სნაიპინგში და ტაქტიკურ რაზმებს შორის. რუსი სნაიპერები და სპეცრაზმები პერიოდულად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ ანალოგიურ შეჯიბერბებში დასასწრებად.  მათი შეიარაღება მეტ წილად უცხოური წარმოებისაა, Sako, Tikka, Remmington, AW, ასევე შედარებით ახალი რუსული წარმოების სნაიპერული შაშხანა СВ98. ოპტიკა ასევე უმაღლესი კლასის.  ყველაფერი ეს ძირითადად მაინც ეხება შსს-ს და სპეც სამსახურების რაზმებს. ჯარი კვლავ შეიარაღებულია მორალურად მოძველებული СВД-ს ტიპის შაშხანებით. რის გამოც სამხედრო სანიპერები სატურნირო ცხრილში ყოველთვის ბოლო ადგილებზე არიან.  პირველ ადგილებზე მყოფი მსროლელების  შეიარაღება არის მეტ წილად შეკვეთით დამზადებული შაშხანები სერიოზული და ხანდახან ეკზოტიკური მწარმოებლებისგან. მაგალითად Prechtl, Farley და სხვა.

რუსი სნაიპერები ჩეხეთში, საერთაშორისო შეჯიბრბაზე. 2011 წელი. ტყავის ქურთუკებში ასპარეზობა არის ФСБ-ს სნაიპერების ტრადიცია. (ყველა სურათი ხსენებული ორი  ჟურნალის ნომრიდანაა აღებული).

წლიდან წლამდე სულ უფრო დახვეწილი ხდება სპეცრაზმების შეიარაღება. ბოლო მოდელების საბრძოლო ოპტიკა, ლაზერები, ფარანები, სხვა დამხმარე აღჭურვილობა.  უცხოური წარმოების უმაღლესი კლასის ეკიპირება.

იმათთვის ვინც ფიქობს, როგორც  ვაჟას ლექსში: ვაჯკაცს გული ლომისა აბჯარი თუ გინდა ხისა (მაპატიეთ თუ არასწორედ ვციტირებ), შევახსენებ, რომ ჩაბარდა ისტორიას ის დრო, როდესაც  ერთი კარგი მსროლელი მოდიფიცრებული მოსინით აჯობებდა ხოლმე მსროლელებს მაღალი კლასისი იარაღით აღჭურვილ მსროლლებს, მხოლოდ ოსტატობი წყალობით. სნაიპერების მომზადების დონე აიწია იმდენად მაღლა, რომ ასეთი კურიოზები უკვე შეუძლებელია.  აიწია არა მარტო დონე მსროლელების არამედ გაიზარდა სნაიპინგის დონეც. წელს ჩეხეთში ჩატარებულ სნაიპერების საერთაშორისო შეჯიბრებაზე, მაგალითად მონღოლეთიდან ჩამოსულ სნაიპერებს ორგანიზატორებმა სასწრაფო წესით გამოუყვეს ჩეხური სნაიპერული შაშხანები, იმის გამო, რომ მათი საშტატო СВД-ეებით შეუძლებელი აღმოჩნდა შეჯიბრის რეგლამენტით გათვალისწინებული დავალებების შესრულება.

რუსული ”ტრი განი”,  და სპორტსმენების არსენალი

ბოლოს გამართულ შეჯიბრებაზე ტაქტიკურ რაზმებს შორის, რომელიც მოიცავდა სხვა და სხვა სცენარის ვარჯიშებს ღამით ან ცუდი განათების პირობებში ადგილობრივი შსს-ს  სპეც რაზმებმა, უბრალოდ ვერ შეძლეს ვარჯიშების შესრულება, იმიტომ, რომ ეს აღმოჩნდა შეუძლებელი შიშველი ”კალაშებით” დამატებითი აღჭურვილობის გარეშე.  მწირ ტექნიკურ საშუალებებს, ტაქტიკურ ფანრებს მებრძოლები როტაციის წესით შეძლბისდაგვარად იყენებდნენ და რა გასკვირია ბოლო ადგილები დაიკავეს.

ეს არის რუსული სპეცრაზმ ალფას მებრძოლები და მათი შეიარაღება. მათ შორის M4 ტიპის კარაბინებიც. არ არის გამორიცხული ”ქართული” წარმოშობის.  უმაღლესი კლასის საბრძოლო ოპტიკა, აღჭურვილობა ასევე სახეზეა.

ჩაბარდა ისტორიას ის დროც, როდესაც სამხედროები და სხვა ძალოვნები იმის წყალობით, რომ ”მუქთა” ვაზნები ქონდათ ადვილად იგებდნენ ღია შეჯიბრებებს. დღეს სამოქალაქო მსროლელები დომინირებენ, და მონაწილეობენ სპეცრაზმელების მომზადებაში.  იგივე ტენდენცია არსებობს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც არსებობს სამოქალაქო სასროლოსნო სპორტი.

შეგახსენებთ, რომ მე ვსაუბრობ ქვეყანაზე, რომელიც არის ჩვენი მტერი. შესაბამისად ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რა შეიძლება დაუპირისპიროთ ჩვენ ამას ყველაფერს.  ჯერ ჯერობით არაფერი. საკუთარ წვენში ვიხარშებით, სადაც დამატებულია დიდი რაოდენობით ძველი, გაცვეთილი მითები, მათ შორის:  კალაშნიკოვეზბე, რომლებცი არ ჭედვენ, СВД-ეებზე,რომლბიც ერთ კილომეტრში ისვრიან, მაკაროვებზე ერთი ტყვიით, რომ დაბლა აგდებენ  და ასე შემდეგ. უცნობია (ნაცნობია) ჩვენი სპეცრაზმების ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების დონე, რაც გაირვკეოდა შესაბამისი ფორმატის სპეციალიზირებულ შეჯიბრებებში მონაწილეობით, რომლებიც საზღვარგარეთ ტარდება.  ასეთი ღონისძიებები ასევე სთავაზობენ გამოცდილების გაცვლის საუკეთესო საშუალებას და ეს პრაქტიკა მსოფლიოში მიღებულია.  ასეთი ტიპის აქტიურობა ასევე სასრგებლოა, რომ ის ვინც თვლის რომ ძალიან მაგარია უბრალოდ ან ამაში დარწმუნდეს ან პირიქით მიხვდეს, რომ სასწავლი ჯერ კიდევ ბევრია. სამწუხაროდ ის ფოტო და ვიდეო მასალა, რაც ხელმისაწვდომია, დიდი ოპტიმიზმის საბაბს ჩემი აზრით არ იძლევა. კარგი მასალა დარწმუნებული ვარ ნამდვილად არის, უბრალოდ ალმასები უნდა დამუშავდეს და იქცეს ბრილიანტებად.

ქართული პისტოლეტების წარმოების ბედი და ა.შ.

Saturday, June 18th, 2011

 სანამ იარაღის მიმოხილვას დავიწყებდით, მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელიც მე შემემეთხვა და რამოდენიმე წლის წინ მოხდა. ზუსტად არ მახსოვს, როდის მაგრამ ეს ნამდვილად იყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე. თუ სწორედ მახსოვს ახალი გამოსული იყო ჟურნალი არსენალი. დაახლოებით იმ დროს დაიბეჭდა მანდვე სტატია ავსტრიულ პისტოლეტზე Steyr-Mannlicher M9-ზე, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. მიიპყრო იმით, რომ მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ სტატია აღწერდა რაღაც სხვა პისტოლეტზე.  ანუ ილუსტრაციებიც კი არასწორედ იყო აღწერილი. მე გავაგზავნე ძალიან ზრდილობიანი და თავაზიანი ელექტრონული წერილი რედაქციაში, სადაც ძალიან დელიკატურად ავღწერე სტატიის სუსტი მხარეები და დამატებითი ტექნიკური ინფორმაცია მივაწოდე ამ იარაღთან დაკავშირებით. მადლობა მოუხადე, რომ ასეთი კარგი პროექტი წამოიწყეს და პარალელურად შევთავაზე თანამშრომლობა. პასუხი არ მიმიღია. ან ჩემი წერილი გზაში დაიკარგა ან წერილი მიიღეს და უბრალოდ ვერ მიხვდნენ რაზე ვწერდი. რა უფრო მაღალი ალბათობით დასაშვებია თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. ასეა თუ ისე ბუნებრივია მე კრიტიკულად განვეწყვე ამ ჟურნალის მიმართ უფრო სწორედ იმ განყოფილების მიმართ, რომელიც „ტესტირებას“ აწარმოებდა სხვა და სხვა იარაღის. სხვა განყოფილებებს უბრალოდ არ ვკითხულობდი, იმიტომ, რომ ბოლო 8-9 წელია ტანკების ავზების ტევადობა აღარ შედის ჩემი ინტერესების სფეროში.  მოგვიანებით, ტელევიზიაში და პრესაში და კონკრეტულად ჟურნალ არსენალში გამოჩნდა რიგი პუბლიკაციები, რომელიც ეხებოდა საქართველოში წარმოებულ პისტოლეტს სახელად ზგ, რომელიც ამ პუბლიკაციების მოკლე რეზუმირება, რომ მოვახდნოთ წარმოადგენდა თანამედროვე ცეცხცლსასროლ იარაღს, რომელიც იქნებოდა კონკურენტუნარიანი შიდა და გარე ბაზარზე. პუბლიკაციას არსენალში მოყვა ვრცელი სიუჟეტ, რომელიც გავიდა თუ სწორედ მახსოვს ტვ საქართველოზე.

საკმარისია ერთხელ შეხედოთ იარაღს, რომ მიხვდეთ, რომ როგორც მინიმუმ თანამედროვოობაზე ლაპარაკი აშკარად ზედმეტი იყო. ზგ არის ან იყო მცირეკლაიბრიანი (.25 Auto/6.35) ჯიბის პისტოლეტი, თავისუფალი საკეტით კონცეფციით იდენტური ბრაუნინგის 1906 წლის მოდელის. ზგ განეკუთვნებოდა იარაღის კლასს, რომელიც პრაქტიკულად მკვდარი იყო. გასაკვირი იყო, რომ ამ იარაღს აქებდა ტელეეთერში ისეთი ხალხი, რომელსაც წესით უნდა იცოდნენ რა ხდება პირადი ცეცხლსასროლი იარაღის სამყაროში და წარმატების რა შანსები ქონდა ასეთ პისტოლეტს. არაფერს არ ვიტყვი ტელე გადაცემის ულიდურესად დაბალ ხარისხზე სადაც ყველაფერი არეულ დარეული იყო.

უნდა ავღნიშნო, რომ მაშინ მე ძალიან ვაქტიურობდი სხვა და სხვა ფორუმებზე (მათ შორის ქართულ ფორუმებზეც) და შესაბამისად ერთ ერთ თემატურ განყოფილებაში სადაც ზგ-ს “იხილავდნენ” ჩემი მოკლე აზრიდავწერე. რა თქმა უნდა უარყოფითი. სამწუხაროდ მე იმ მომენტში არ ვიცოდი, რომ ამ პისტოლეტის ერთ ერთი ავტორი ან მისი ახლო ნათესავი  (ბოლომდე ვერ გავერკვიე). რომ ცმოდნოდა ცხადია მეტ დელიკატურობას გამოვიჩენდი. ჩემ “პოსტს”  რა გასაკვირია მოყვა არც ისე სასიამოვნო „დისკუსია“ (მაგრამ უცენზურო სიტყვების გამოყენებამდე არ მისულა საქმე). ამის შედეგად მე გამოვცხადდი ერის მოღალატედ, ლეიბორისტული პარტიის წევრად (არ ვხუმრობ) და ადამიანად, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხვას წყალს. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ვაკრიტიკებ ქართულ იარაღს (როგორ ვბედავ მე ამას?).

რა შეიძლება ითქვას თავად პისტოლეტზე? უმარტივესი კონსტრუქციის მქონე ჯიბის პისტოლეტი, რომლის ანალოგები კუსტარულად იწარმოებოდა ესპანეტში (ეიბარში) და ევროპის სხვა ქვეყნებში ურიცხვი რაოდენობით და რომლებიც ასე თუ ისე იმეორებდნენ ბრაუნინგის 1906 წლის მოდელს. სტატიებს, რომელიც აღწერდა ამ პისტოლეტს ახლდა უამრავი უზუსტობა და გაუგებრობა. კონკრეტულად იძახდნენ, რომ მხოლოდ ლულის და მჭიდის გამოცვლით იარაღი გახდებოდა 9მმ-ნი (სავარაუდოთ 9მმ მაკაროვის ვაზნაზე გათვლილი). როგორ უნდა მომხდარიყო ეს ტრანსფორმაცია ჩემთვის უცნობია, და ჩემი აზრით ტექნიკურად შეუძლებელი იმ გაბარიტებში, რა გაბარიტებშიც იყო ეს იარაღი. ცხადია ის ასევე ვერ შევიდოდა „მსოფლიო კატალოგებში“ იმიტომ რომ ის უბრალოდ არაფრით არ გამოირჩეოდა. ვერც გაიყიდებოდა, ფასი იყო გამოცხადებული 700-750 ლაარი, რაც ძალიან ბევრია. მარტო ფასიც არაფერ შუაში არაა, იარაღი განეკუთვნებოდა მკვდარ კლასს, მცირეკლაიბრიან ჯიბის პისტოლეტებს. მაღალი კლასის ასეთი იარაღი არ იწარმოება, ხოლო დაბალი კლასის 150 დოლარამდე ფასის საკმაოდ ბევრია და განკუთვნილია უკიდურეს ღარიბ მომხმარებლებზე. ფაქტი ის არის, რომ ასეთი იარაღები გაცილებით უფრო ტექნოლოგიურები და კომპაქტურებია ვიდრე ზგ. სავარაუდოთ უფრო საიმედოებიც. ცხადია რეპორტაჯების და პუბლიკაციების შემდეგ არავის ზგ აღარ გახსენებია.

ესეც პისტოლეტი ზგ. ილუსტრაციას რატომღაც აწერია არმაზი.

ამ ისტორიას, რომელიც მე შემემთხვა მოყვა აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება. ანუ რა თქმა უნდა იარაღი სერიაში არ წავიდა, ხოლო იარაღის ავტორებს ეკონომიკის სამინისტრომ დაზგები და შენობა ჩამოართვა. ზუსტი იურიდიული დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ პოსტი ამის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა იგივე ფორუმზე ჩემი ოპონენტის ავტორობით. თავის თავად ცხადიაქილიქს და ყვირილს “აი მე ხომ ვამბობდი!” მე არ ვაპირებდი და მწუხარება გამოვთქვი, რომ ყველაფერი ასე ცუდათ დამთავრდა აი ასე დასრულდა ქართული პისტოლეტის – ზგ-ს წარმოების ბედი. ვერ ვიტვყი, რომ გამიკვირდა მაგრამ ნამდვილად არ გამხარებია.

რაშია ეხლა პრობლემა. პრობლემა მარტო იმაში არაა, რომ მუშა ხელი არის დაბალკვალიფიციური, დაზგა დანადგარები ძველი, არ არიან ექსპერტები და საჭირო სახსრები. საქმე იმაშია უბრალოდ ვის ვედრებით ჩვენ? ვის გვინდა ვაჯობოთ ან გაუტოლდეთ? ანუ რას ფიქრობდნენ ზგ-ს ავტორები? საქართველოში არავინ არაფერს არ უშვებს მოდი ჩვენ გამოუშვებთ რამეს? არავინმა არ იცის არაფერი პისტოლეტზე და მოდი დავარწმუნებთ, რომ 6.35 კალიბრის ჯიბის პისტოლეტი სუპერ იარაღია? თუ ასე უნდა ეფიქრათ: მოდი ვნახოთ ვინ რას უშვებს მსოფლიოში და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია? როდესაც ჰორვატები ქმნიდნენ HS9 პისტოლეტს ისინი არ ქმნიდნენ რაღაცას, ისინი ქმნიდნენ იარაღს, რომელიც იქნებოდა კონკურენტუნარიანი, არა პაწაწინა ჰორვატიაში არამედ მსოფლიო ბაზარზე. და მათ წარმატებას მიაღწიეს. წარმოების უფლებები ჰორვატიულ პისტოლეტზე იყიდა ამერიკულმა გიგანტმა Springfield Armory-მ და დღეს პისტოლეტი XD არის ერთ ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული პისტოლეტი აშშ-ში. ასევე მე ვიცნობ იაროსლავ კურაცინას, სლოვაკს, რომელმაც სუფთა ფურცლიდან დაიწყო და შექმნა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტი, რომელსაც საკუთარ წარმოებაში უშვებს და ის წარმატებით იყიდება მთელ მსოფლიოში.

სკრინშოტი ვიდეო კლიპიდან. ეს არის პისტოლეტი არმაზი, რომელიც იგივე ავტორბს ეკუთვნით და 90-ნი წლების დასაწყისშია შექმნილი.  ნახაზებზე ჩანს მსხვილი პისტოლეტი, თავისუფალი საკეტით.  რამდენი სრული ზომის თავისუფალ საკეტიანი პისტოლეტი მოკლე 9მმ-ან ვაზნაზე გამოდის დღეს? არც ერთი.  გამონაკლისი ალბათ ასევე პოსტსაბჭოტა სივრცეში გამოშვებული, მეტ ნაკლებად ცნობილი პისტოლეტი “ფორტი” არის (უკრაინა).

 ისიც უნდა ვთქვათ, რომ მცდელობა ქართული თავდაცვითი პროდუქციის წარმოებების დიდი ისტორია არსებობს.  ქართული ჯავშანჟილეტები, ორიგინალუირ კონსტრუქციის ასაწყობი ხიდები, ხმაჩახშობილი ნაღმტყორცნები, ჯავშანმანქანები და ასე შემდეგ. ყველა ამ პროექტს ახასიათებს ბევრი ხმაური და რეალური შედეგის არ არსებობა.  ყოველთვის ეს იარაღები, ხიდები, მანქანები და ასე შემდეგ, იყვნენ ყველაზე მაგრები, კარგები და ყველაზე უკეთესები. როგორც ჩანს 20 წლის განმავლობაში არ გაჩნდა ხალხი, რომელიც რეალურად შეაფასებს იმას რაც ხდება  საქართველოში სამხედრო წარმოების ირგვლივ ისევე, როგორც ვერ შეაფასებენ ადეკვატურად კონკრეტულ ერთეულებს. როგორ შეიძლება სერიოზულად აღთქმულიყო  საბრძოლო მანქანა, რომელიც აწყობილია სამოქალაქო მანქანის ძარაზე, რომელსაც „რამაც“ კი არ გააჩნია (იყო ასეთი მცდელობა მრავალი წლის წინ)? ან როგორ უნდა უწოდო ქართული ნაწარმი ობიექტს, რომელშიც არც ერთი კომპონენტი ქართული წარმოების არ არის? ან როგორ უნდა აღითქვა 6.35მმ-ნი ჯიბის პისტოლეტი, რომელიც 2007 წელს ”შექმნილი“ კონსტრუქციულად ჩამორჩენა 1906 წლის მოდელს? შედეგი კი ასეთი პროექტების რა უნდა იყოს იკითხავთ თქვენ? არა ბატონებო, შედეგი არ არის  ტელე რეპორტაჟები, შეცდომებით და უზუსტობებით სავსე ბუკლეტები და სტატიები ან ტუნდაც პატრიოტული გრძნობების მოზღვავება. აგიხსნით მარტივად. მოგეხსენებათ იარაღის წარმოებასა და გაზქურების წარმოებას აერთიანებს ერთი რამ, ეს არის ბიზნესი და მას უნდა მოქონდეს მოგება. ნებისმიერი იარაღის და შეიარაღებული ტექნიკის მწარმოებელი ეძებს კონტრაქტებს და მათი (კომპანიის) წარამტების და რეკლამის საუკეთესო გზა არის მხოლოდ ერთი რამ, რაც მართლაც კოტირებს, ეს არის კონტრაქტი კონკრეტული პროდუქციის მიწოდებაზე სადაც იქნება კონკრეტული ციფრი, სასურველია აშშ-ის დოლარებში. აი ამ ციფრით იზომება პროექტის წარმატებულება. ყველაფერ დანარჩენს არავითარი აზრი და წონა არ აქვს.

მე ვთვლი, რომ მაგალითად გაცილებით უფრო წარმატებული იქნებოდა ზგ-ს ავტორებისთვის დაეწყოთ ძველი საბჭოთა პისტოლეტების კალიბრების კონვერტაცია. მაგალთად რევოლვერი ნაგანი ღირს 480 ლარი მაღაზიაში. მისი ვაზნა კი ღირს 5 ლარი ერთი ცალი. მე მაგალითად სიამოვნებით ვიქონიებდი ნაგანს .22LR კალიბრზე. ან მაგალითად კურიოზული პისტოლეტი ПСМ. ჩვენთან თურმე კილო ხორცი იგივე ფასია რაც ლონდონის ცენტრში მაგრამ ბ-ნ გიორგაძესთვის უცნობია, რომ საქართველოს უჭირავს მსოფლიო რეკორდი წარმოებაში არსებულ ვაზნის ფასზე. ПСМ-ის 5.45 კალიბრის ვაზნა ერთ დროს  ღირდა არც მეტი არც ნაკლები 50 ლარი, ერთ ცალში! ანუ მაგალითად ევროპაში შეკვეთით დამზადებული ექსტრა კლასის ხელოსნის მიერ დატენილი იშვიათი კალიბრის მსხვილკლაიბრიანი ვაზნაც კი არ ღირს ამდენი! ეხლა თურმე 15 ლარამდე ჩამოვიდა ფასი, გამოჩნდა გაყიდვაში, მაგრამ საინტერესოა, გამყიდველმა რა მოგებაზე “დასვა”? ის ხომ უეჭველი შეიძინა საბაზრო ფასად? და მაინც 15 ლარი ცალში?! რავიცი, რავიცი. ამას იმიტომ ვყვები, რომ 6.35მმ-ნი ან ისევ და ისევ .22LR-ზე გათვლილი ПСМ იქნებოდა სავარაუდოთ მიმზიდველი პროდუქტი. ან მაგალითად საკონვერტაციო ნაკრებები, რომ პოპულარული TT-ებიდან და ПМ-ებიდან გახდეს შესაძლებელი იაფი .22LR ვაზნების გასროლა. შეიძლება ეს აქამდე არავინმა არ გააკეთა იმიტომ, რომ ჩვენი ბანკები უფრო ადვილად ნარკომანს მისცემენ სესხს ათი მობილური ტელეფონის შეძენაზე ვიდრე სესხს მოტივირებულ ადამიანს ახალი ბიზნესის დაწყებაზე.

შექმნა დღეს რამე ორიგინალური ნამდვილად ძნელია.  გამომდინარე ზოგადად მსოფლიოში არსებული მდგომრეოიდან, მოთხოვნა პირად იარაღზე არის მაღალი როგორც არასდროს. მწარმოებლები ამას პასუხობენ გამოშვებული მოდელების და მათი ვარიანტების ნომენკლატურის გაზრდით და დიდ მოგებებს ნახულობენ. და მათ არ ჭირდებათ რამე რევოლუციური იდეები. გადახედეთ 2011 წლის ახალ მოდელებს. არც ერთი მათგანი არა თუ რევოლუციური ინოვაციურიც კი არ არის.

დაუბრუნდეთ უკვე ნახსენბი ჰორვატიული და სლოვაკური პისტოლეტები. არც ერთი მათგნაი ინოვაციურობის დონით არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას.  პოლიმერის ჩარჩოები უკვე 30 წელია ჩვენთან არიან, ერთი იყენებს ბრაუნინგი ავტომაიკის სქემას მეორე ლულის ბრუნვით ჩაკეტვის სქემას.   ერთს აქვს შიდა დამრტყმელი, მეორეს გარეთა ჩახმახი შიგნით დამალული საბრძოლო ზამბარით, როგორც საბბჭოთა ТТ-ს პისტოლეტში (მაგრამ განსხვავებით საბჭოთა პისტოლეტისგან მას ზამბარა არ უტყდება) .  ორივე მთლიანობაში წარმოადგენს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ტექნიკური გადაწყვეტილებების კომპილაციას.  ორივე კარგი პისტოლეტია და საკმაოდ წარმატებული კომერციული თვალსაზრისით.  პრაქტიკულად ყველაფერი უკვე მოგონილია, უბრალოდ ამ მოზაიკიდან რომელი შედგება სხვა და სხვა კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისგან უნდა აიგოს კარგი პისტოლეტი. კონსტრუქტორებო, გსურთ რომ მუზა გესტუმროთ? გადაათვალიერეთ უცხოური ფოუმები, მაგალითად გლოკის მოყვარულების ერთ ერთ ფორუმზე კარგახანია ითხოვენ გლოკისგან ცალ რიგიან 9მმ-ან სუბ კომპაქტურ პისტოლეტს პოლიმერის ჩარჩოთი. ბაზარზე მართლაც არც ისე ბევრია ესეთი იარაღი და შეასძლებელია მისი დამზადება და გაყიდვა.  მაგალითად პოლიმერის ჩარჩოს დამზადება შეუძლია ნებისმიერ ფაბრიკას, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მოწყობილობები პლასტმასის ფორმების გამოსაშვებათ.  დანარჩენი კომპონენტების დამზადება შესაძლებელია საქართველოშიც, უკვე არსებული ტექნიკური საშულებების გამოყენებით ან მათი მცირე მოდერნიზაიის შემდეგ. Glock 17 შედგება სულ რაღაც 32 ადვილად დასამზადებელი ნაწილისგან და უმარტივეს კონსტრუქციას წარმოადგენს. სულაც არაა საჭირო ველოსიპედის ხელახლა გამოგონება და ხალხის დაბოლება ზღაპრებით.  არაა საჭირო ამბიციური მიზნების დასახვა, რომელიც თავიდანვე მიუღწეველია. დავისახოთ რამე უფრო რეალური და მისაღწევი. აპრობირებული გადაწყვეტილებების გამოყენებით მარტივი პისტოლეტის გამოშვება.

ჰორვატიული HS9. უკვე ცნობილი გადაწყვეტილებების კარგმა კომპილაციამ წარმოშვა წარმატებული პისტოლეტი. უსაფრთხო დაშლა (საკეტის წინასწარი გახსნით), ავტომატური დამცველი, პოპულარული დღეს დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაცია და პოლიმერის ჩარჩო. ამის წყალობით და Springfield Armory-ს მარკეტინგის სპეციალისტების ხელშეწყობით დღეს ეს პისტოლეტი არის ერთ ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი აშშ-ში.

მე შეგნებულად არ ვსაუბრობ უკვე არსებული მოდელების ლიცენზირებულ წარმოებაზე ან აწყობაზე. არც ეს იქნებოდა ურიგო მაგრამ ეს არის ყველაზე მარტივი გზა და აქ უბრალოდ წმიდა ტექნიკური საკითხია, მოიპოვოთ უფლება წარმოების, საჭირო ნაწილები, ნახაზები და დაზგა დანადგარები. რაღაც რაოდენობის ტანფოლიოს მოდელები საქართველოში აიწყო, ისვევ როგორც ზიგ ზაუერების ერთი თუ ორი მოდელი. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ 90-ნი წლების დროს. გაგრძელება ამას არ მოყოლია. თუმცა ამითაც, რომ დაიწყოს არ იქნებოდა ურიგო. მაგალითად ისრაელის IMI ჯერ იერიხოს პისტოლეტებს ტანფოლიოსგან მიწოდებული ნაწილებით აწყობდნენ თავის პისტოლეტებს და ნელ ნელა უფრო მეტი დეტალების წარმოებას ითვისებდნენ.  

გავიხსენოთ ისტორიული მაგალითებიც, როგორ იქმნებოდა იარაღის წარმოება მაგალითად რუსეთში. პეტრე პირველი დიდი და ნამდვილი რეფორმატორი იყო. როდესაც ის მიხვდა, რომ მის თანამემამულეებს არ აქვთ ცოდნა და აუცილებელი ტექნიკური საშუალებები დაიწყონ თანამედროვე იარაღის წარმოება, მან დაიწყო უცხოეთიდან საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანა და ოქროთი უხდიდა მათ მათი ცოდნისთვის და შრომისთვის. ყველანაირად ხელს უწყობდა მათ და საუკეთესო პირობებს უქმნიდა ცხოვრებისთვის და მუშაობისთვის.  პირობა იყო ერთი, მათ თან უნდა ესწავლებინად ყველაფერი რუსი მოწაფეებისათვის. უდმურტიაში სწორედ გერმანელებმა და ჰოლანდიელებმა დაარსეს იარაღის წარმოება იმ ადგილას სადაც ეხლა იჟევსკია. ქალაქი, რომლის სახელიც კარაგდ ცნობილია ყველა იარაღის მოყვარულთათვის ჩვენ ქვეყანაში.

პირადად მე წინააღმდეგი ვარ სახელმწიფოს ჩარევის კერძო სექტორში, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელშეწყობის და სუბსიდირების გარეშე არაფერი არ გამოვა.  რა თქმა უნდა თუ ჩვენ გვინდა რამის მიღწევა, თუ გვინდა მაშინ სამწუხაროდ საკუთარი ძალებით აქ ვერაფერი ვერ გამოვა. მთავარია შედეგი იყოს რეალური კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და არა მხოლოდ მოკლევადიანი პიარი თუნდაც ძალიან ლამაზი და ეფექტური. მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია და ამას სავარაუდოთ გაცილებით უფრო ნაკლები ფული დაჭირდება ვიდრე ერთ საეჭვო მხატვრული ღირებულების ძეგლის დადგმას.  

სლოვაკიური K100. სურათი სპეცილურად ავიღე კანადური იმპორტიორის საიტიდან, რომელიც ამ ოჯახის  პისტოლეტებს წარმატებით ყიდის აღნიშნულ ქვეყანაში.

AR-15 ტესტირებისას ჩვენგან უმაღლეს შეფასებებს იღებს

Sunday, June 5th, 2011

 

მინდა შემოგთავაზოთ სტატია ცოტა უფრო უჩვეულ ფორმატში. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება ჩაგვეტარებინა მოკლე ტესტირება ცნობილი ამერიკული „შავი შაშხანის“ ანუ AR-15 ტიპის იარაღის. უდაოდ ლეგენდარული იარაღი, რომელზეც ბევრი მითი და ლეგენდა არსებობს. ჩვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა ლაპარაკია სამოქალაქო კარაბინზე, რომელიც ხელმისაწვდომია დღეს საქართველოში, როგორც სამოქალაქო იარაღი. ხელმისწავდომია ცხადია ეს ძალიან პირობითი განმარტებაა. ვგულისხმობ იმას, რომ მოქალაქეს აქვს უფლება ის იქონიოს კერძო საკუთრებაში და ეს სულაც არ ნიშნავს რომ თბილისი იარაღის მაღაზიებში იყიდება AR-15-ები და თანაც ხელმისაწვდომ ფასად. ბოლო AR-15 მაღაზიაში მე ვნახე 8 წლის წინ მაღაზიაში. ასე რომ ასე ნამდვილად არ არის და მითუმეტეს შანსი ასეთი იარაღის შემოწმების არის ძალიან იშვიათი და არ არის ხელიდან გასაშვები.

არ დავიწყებ აქ AR-15 შექმნის ისტორიის მოყოლას, ეს ინფორმაცია ბევრისთვის ცნობილია, ხოლო ვისთვისაც ცნობილი არ არის მიმართეთ Google-ს და საკმარისზე მეტ ინფორმაციას მიიღებთ.  გავჩერდები, მხოლოდ რამოდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტზე, რომელიც ეხება ამ იარაღის  შექმნას და ევოლუციას.

რა გვაქვს ჩვენ. სამოქალაქო AR-15. როგორც სამოქალაქო A3 „თაობა“ მისი რესივერის ზედა ნაწილი აღჭურვილია უნივერსალური სამაგრით (მას ეძახიან flat top, ანუ ბრტყელი ზედაპირი), რაც საშუალებას იძლევა მასზე დაყენდეს ურიცხვი რაოდენობის ოპტიკური სამიზნეები და კონვენციონალური რკინის დასაკეცი ან ფიქსირებული სამიზნე მოწყობილობები. ჩვენ შემთხვევაში ეს არის Magpul MBUS Gen1 დასაკეცი უკანა სამიზნე მოწყობილობა. წინა სამიზნე მოწყობილობა ტრადიციულია, თუმცა გამოდის ბევრი მოდელი ბრტყელი დენთის აირების ბლოკით, რომელზეც შეიძლენა დაყენდეს ასვე დასაკეცი წინა სამიზნე მოწყობილობა.  უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ფორმისა ტრადიციული წინა სამიზნე მოწყობილობა არ შეუშლის ოპტიკას, ის ახლოს იქნება ოპტიკის ობიექტივთან და მისი  ფოკუსის გარეთ.

საინტერესოა, რომ AR-15 არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Colt-ს, მაგრამ ეს სახელი გამოიყენება ზოგადად ამ იარაღის ოჯახის წარმომადგენლების მიმართ და ჩვენ ასე დაუძახებთ ჩვენ კარაბინს.  რა არის AR-15-ის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანთვისებები რაც მას გამოარჩევენ:

მსუბუქი ალუმინის რესივერი, რომელიც არ იჟანგება

მოდულური დიზაინი რაც აადვილებს იარაღის მოდერნიზაციას, მოდიფიკაციას და სხვა და სხვა მოწყობილობეების და აქსესუარების დაყენებას.

სწორი კონდახი და ერთ ხაზზე განლაგებული მოძრავი ნაწილები რაც ამცირებს ლულის ხტომას.

მცირე კალიბრის ვაზნა, მსუბუქი სწრაფი ტყვიით

სინთეტიკური ტარი. კონდახი და წინა სახელური. არ რეაგირებს სინესტეზე და ძალიან გამძლეა და მსუბუქი.

დენთის აირების პირდაპირი სქემა, რაც ამცირებს მოძრავი დეტალების რაოდენობას და მათ მასას.

ბრტყელი რესივერის ზედა ნაწილი (A3), რომელიც უზრუნველყოფს სხვა და სხვა ოპტიკური სამიზნეების დაყენებას.

მოდულური დიზაინი და კონსტრუქციის თავისებურებები განაპირობებს უდიდეს არჩევანს სხვა და სხვა კალიბრებს შორის, რომლებშიც ამ ტიპის იარაღია ხელმისაწვდომი. პრაქტიკულად ქვედა მოდულზე (lower reciver), რომელიც მოიცავს კორპუსს დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმით, მჭიდის „შახტას“, ბუფერს და პისტოლეტის ტიპის ტარს, შეიძლება დაყენდეს ზედა მოდული (upper reciver), პრაქტიკულად ნებისმიერი კალიბრის და ლულის ზომის კონფიგურაციით. კალიბრები, რომელზეც გამოდის AR-15 მოიცავს მაგალითად .22LR, 9mm, .204 Ruger, 5.45×39, 6.5 Grendel, 6.8 SPC, 7.62×39, .450 Bushmaster, .458 SOCOM, .50 Beowulf, .50 BMG და ასე შემდეგ.

დიზაინის თავისებურება გახლავთ ის, რომ იარაღი ვერ იქნებოდა აღჭურვილი დასაკეცი კონდახით, სანაცვლოდ იარაღი აღჭურვილია ადვილად საცნობი ტელესკოპური კონდახით (ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი კონდახიც), რომელიც „ჩამოცმულია“ ბუფერზე და არის 6 პოზიციაინი. ჩვენ კარაბინზე დაყენებული კონდახი გამოშვებულია ისრაელში. კონდახის უკანა ნაწილში იქ სადაც საბჭოთა შაშხანებს აქვთ საწმენდი კომპლექტი ჩვენ AR-15-ს აქვს ადგილი სათადარიგო ელემენტებისათვის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღზე დაყენებული ელექტრონული მოწყობილობებისათვის.

იარაღი აღჭურვილია ალუმინის მჭიდებით, რომლებიც ძალიან ძალიან მსუბუქია. ცხადია, მჭიდები განიხილებოდა ამ სისტემის სუსტ წერტილად, ზოგადად დაახლოებით 80% ყველა დაბრკოლებების ალბათ უკავშირდება მჭიდებს. მაგრამ მჭიდები იაფია, მათი გამოცვლა ადვილია და მათი ბოლო თაობა არის საკმარისად გამძლე და საიმედო. თავდაპირველად მჭიდი იყო 20 ვაზნიანი, შემდეგ იუჯინ სტოუნერს სპეციალურად სთხოვეს 30 ვაზნიანი მჭიდების შექმნა.

მთლიანობაში იარაღი არარეალურად მსუბუქია და წააგავს ალბათ პროფესიონალ მორბენალს სპრინტერს. მხოლოდ ძვლები და კუნთები, არაფერი ზედმეტი. თავის კლასში ეს კარაბინი დღესაც ყველაზე მსუბუქია.

სიზუსტე

სამწუხაროდ რთული სროლის პირობები და შეზღუდული დროის გამო ჩვენ ვერ შევძელით სრულყოფილად და ბოლომდე გვენახა ამ კონკრეტული იარაღის სიზუსტე სხვა და სხვა პოზიციებიდან სროლისას მაგრამ მიუხედავად ამისა პოტენციალი ნამდვილად გვაჩვენა. 100 მეტრზე წოლითი პოზიციიდან არასრულყოფილი განათების პირობებში, რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენებით საუკეთესო 5 გასროლიანმა ჯგუფმა შეადგინა 8სმ.  არც ისე ცუდია! კარგი ვაზნებით, კარგ პირობებში, კარგი ოპტიკით სანატრელი 3 სმ მიღწევა 100 მეტრზე  იქნება სავსებით რეალური. და ეს ირაღით, რომლის წონა 3კგ-ზე ნაკლებია ხოლო ლულის სიგრძე მხოლოდ 32სმ. ნასროლი იყო 60-მდე ვაზნა (მაპატიეთ მაგრამ ვაზნები ძვირი ღირს და რამდენის საშუალებაც გვაქვს იმდენს ვისვრით), მხოლოდ ერთი დაბრკოლება დაკავშირებული ვაზნის ამაალებელთან, რომელმაც არ გაისროლა.

რაც შეეხება ზოგადად ამ სისტემის სიზუსტეს. მინდა გითხრათ, რომ AR-15 სერიის იარაღი თავდაპირველად არ გამოირჩეოდა დიდი სიზუსტით.  მხოლოდ როდესაც გამოჩნდა 80-ნი წლების დასაწყისში A2 თაობა (სამხედრო და სამოქალაქო იარაღში), ამ სისტემამ გამოავლინა სიზუსტის სრული პოტენციალი და გახდა პრაქტიკულად სპორტული ზუსტი შაშხანა. M16A2 მოდიფიკაციაზე სამუშაოების ლომის წილი ეკუთვნის აშშ-ის არმიის ზუსტი სროლის გუნდს, რომელიც ბაზირებს ჯორჯიას შტატში ფორტ ბენინგში, კონკრეტულად კი ამ გუნდის მეთაურს ჯინ კლარკს, რომელსაც ეძახიან თანამედროვე ზუსტი AR-15 სისტემის იარაღის მამას. სწორედ ამ დანაყოფის სახელოსნოებში ხდებოდა თავდაპირველი დიზაინის დახვეწა, რამაც გახადა საბრძოლო შაშხანა პრეციზიულ მაღალი კლასის იარაღად, რომელმაც „დაძირა“ შეჯიბრებებში M14/M1A შაშხანები. გათვლილი, როგორც იარაღი „300 მეტრამდე“ კატეგორიაში, მძიმე ტყვიების გამოყენებით (77,80, 90 გრანი) იარაღი გადავიდა კატეგორიაში „600 მეტრი“.  A2 თაობას ბევრი სხვა ცვლილება მოყვა. გასქელდა ლულა (არა იმიტომ, რომ უფრო ზუსტი ყოფილიყო, უბრალოდ მას ხშირად ხმარობდნენ საყრდენად, რის გამოც მას ასევე ხშირად ღუნავდნენ), შეიცვალა სამიზნე მოწყობილობები, გამყარდა და შეიცვალა რიგი ელემენტების კონსტრუქცია. წონა გაიზარდა მხოლოდ 220 გრამით, მაგრამ ამ ცვლილებების შედეგად იარაღი გახდა ბევრად უფრო გამძლე და მოსახერხებელი.

რა შეიძლება კიდე ითქვას სროლაზე. როგორია უკუცემა? როდესაც მკითხეს როგორი უკუცემა აქვს., მე უპასუხე: სადაა უკუცემა რომ მასზე რამე ვთქვა? ყველაზე საოცარი კი არის როგორ იქცევა იარაღი სწრაფი სროლისას. მოძრავი ნაწილების დაბალი მასა და იარაღის სქემა სადაც კონდახი და მოძრავი ნაწილები ერთ ხაზზეა განლაგებული განაპირობებს იმას, რომ ლულა არ დახტის ზევით სროლის დროს. ეს არის ყველაზე უცნაური გრძნობა, რომელიც მე გამიცდია იარაღის სროლისას. ისვრი სწრაფად და ლულა ერთ ადგილას დგას. საოცარი გრძნობაა. ვიდეო რგოლებმა დაადასტურეს, რომ მიუხედავათ  სროლის სწრაფი ტემპისა ლულა პრაქტიკულად უძრავია. სწრაფი სროლა ადვილია, ეფექტურია და ძალიან სასიამოვნო. ყოველი ჩვენთაგანი აღრთოვანებული იყო იარაღის ამ თვისებით და მისი კონტროლირებადობით სწრაფი სროლის დროს. ასეთი ეფექტურობის მიღწევა კალაშნიკოვით არის უბრალოდ არარეალური. ბოლო დროს „მოდაში“ შემოვიდა დგუშიანი დენთის აირების სისტემის გამოყენება AR-15-ში. არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნული კომპლექტები შეძენილ იქნა საქართველოშიც. ეს არის არ არსებული პრობლემის იდეალური მოგვარება. აღნიშნული სისტემის დაყენება ამძიმებს იარაღს და ცვლის იარაღის ქცევას სროლისას. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ამ სისტემაზე უარი თქვეს, სხვაგან სადაც ეს სისტემა შეიარაღებაშია არავის არც განუხილავს ასეთი მოდიფიკაციების ჩატრება. ჩვენთან კვლავ გრძელდება ველოსიპედის გამოგონების მცდელობები და მუქთა ფულის ხარჯვა. სიმართლე არის მარტივი გასაგებათ.  AR-15 საჭიროებს მომსახურებას და ეს მომსახურება მარტო წმენდას არ გულისხმობს, ეს ასევე გულისხმობს მდგომარეობის კონტროლს და ნაწილების დროულ გამოცვლას.

AR-15 ორ ძირითად ნაწილად იშლება აქიდან ზედა ნაწილი არის ყველაზე ძვირად ღირებული, მანდ შედის საკეტის ჯგუფი, ლულა, დენთის აირის სისტემა და ლულა. აზრი ამის გამოცვლის? ხომ არ ჯობია უბრალოდ ვისწავლოთ იარაღის სწორი მოვლა და დროული მომსახურება?  და დავიწყოთ იმით მაგალითად, რომ არ დაუტეხავთ კარაბინებს დენთის აირების მილებს, მათი გაწმენდის მცდელობისას მაშინ როდესაც ცნობილია, რომ ეს ნაწილი არ საჭიროებს წმენდას მთელი მისი საექსპლუატაციო ვადის დროს. ამბობენ, რომ AR-15 რთული იარაღია. ვერ დაგეთანხმებით. ის ძალიან მარტივია, ტექნოლოგიურია და საოცრად ეფექტური დიზაინი აქვს. ჩემი აზრით უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ AR-15-ის ოპერატორმა კარგად იცოდეს დენთის აირების პირდაპირი სისტემის მუშაობის პრინციპები და მაგალითად კარგად ესმოდეს, რომ როდესაც ხეხვისას ის ამოაცლის საკეტს დენთის აირების რგოლებს (gas rings) მისი იარაღი მწყობრიდან გამოვა.

ითვლება, რომ AR-15-მა რევოლუცია მოახდინა საიერიშო შაშხანებში, იმით, რომ იყო მსუბუქი, ტექნოლოგიური და ეფექტური იარაღი. ამჯერად ამ კონკრეტულმა AR-15-მა რევოლუცია მოახდინა უკვე ჩემ აზროვნებაში. ძალიან მაღალფარდოვნულად ჟღერს მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. საქმე იმაშია, რომ ბოლო 9 წელი ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო მეტ წილად კალაშნიკოვის სისტემის იარაღები. სხვა და სხვა საიგები და ვეპრები ასევე სხვა თვითდამტენი სისტემები, როგორებიცაა СКС, СВТ40, СВД (Тигр). მე მივეჩვიე ამ სისტემებს, მათ ერგონომიკას უფრო სწორედ მის არ არსებობას. მე ვთვლიდი, რომ 5.45 კალიბრის რუსული ვეპრი იყო საუკეთესო თვითდამტენი შაშხანა, რომელიც მე ოდესმე მქონია. ამის მერე ჩემთვის სროლა AR-15-დან იყო ნამდვილი შოკი. მარტივი შედარება რომ გამოვიყენო, იგივეა რომ გადაჯდე რუსული ჟიგულიდან C კლასის მერსედესში. ავხსნი. პირველ რიგში როგორც უკვე ვთქვი – მასა. AR-15 არის ბუმბულივით მსუბუქი. ხელში ის აღითქმება, როგორც პლასტმასის სათამაშო. მესმის რატომ უყურებენ მას ასე ირონიულად „კალაშაზე“ გაზრდილი მსროლელები. ის ძალიან კომპაქტურია. ის არ გღლის. ერგონომიკა საუკეთესო არის. ის არ ტოვებს უროს შთაბეწდილებას, რომლითაც შეიძლება გაანგრიო კედელი ან მოწინააღმდეგეს ტავი მაგრამ ფაქტია, რომ AR-15  მუშაობს, ის არის ძალიან, ძალიან ზუსტი. ის არის მარტივი და საიმედო. დიახ დიახ მარტივი და საიმედო. არაფერი ზედმეტად რთული ამ იარაღში არ არის. კონსტრუქცია ადვილად იშლება და იწმინდება.

AR-15-ის დაშლილი საკეტი. ბევრად უფრო ადვილად იშლება ვიდრე იგივე დეტალი კალაშნიკოვის სისტემის ავტომატში

AR-15 საჭიროებს მიჩვევას, სპეციფიურ ჩვევებს მაგრამ კარგ რამეებს ადვილად ეჩვევი. ძალიან ადვილად. ცოტახანში ყველა მანიპულაცია იარაღთან ხდება ბუნებრივი და მარტივი. მე ვისვრი მარცხენა მხრიდან და პრინციპში ეს გარკვეულ პრობლემებს მიქმნის დამცველის და საკეტის შემაკავებლის ღილაკთან ოპერირებისას. ხელმისაწვდომია ორმხრივი დამცველები და პრობლემა მცირდება მოცულობაში. კომპანია Stag Arms უშვებს მოდელებს ცაციებისთვის, სადაც მასრების ექსტრაქციაც გადატანილია მარცხენა მხარეს. მიჩვევას საჭიროებს მჭიდის მოთავსებაც, ხანმოკლე გავარჯიშება და მჭიდი უკვე თავსდება თავის ადგილას მარტივად და სწრაფად. მიუხედავად აღნიშნული თავისებურებებისა ამ მხრივ კალაშნიკოვის სისტემასთან შედარება არც შეიძლება. უბრალოდ არ იქნება სამართლიანი.

ცაციებისთვის არის მოგონილი ამრეკლი /დეფლექტორი (ნაჩვენებია წითელი ისრით), რომელიც იარაღის ზედა რესივერის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. მასრები მას ხვდება და ირეკლება, რაც გამორიცხავს მათ სახეში მოხვედრისას. გარწმუნებთ, რომ ეს ამრეკლი მუშაობს.  მიაქციეთ ყურადღება სპილენძის ნადებს ამ დეტალზე, რომელსაც არეკლილი მასრები ტოვებენ.

რა შეიძლება დამატებით ითქვას ამ იარაღზე. ყველაფრის მერე მე კვლავ ვრჩები ჩემ აზრზე, რომ ამ იარაღის მიღება შეიარაღებაზე საქართველოში იყო დიდი და ძვირად ღირებული შეცდომა. როგორც ჩანს ეს იარაღი ვერასდროს  ვერ მიაღწევს სრულყოფილ ოპერაციულ მზადყოფნას. ის საჭიროებს იმას რაც საქართველოში არის იშვიათობა. ეს არის პედანტურობა და დისციპლინა. მომსახურება უნდა ჩატარდეს რეგულარულად,  წმენდა საფუძვლიანად, სწორედ და ასევე რეგულარულად. საჭიროა სპეციალური ზეთები და საწმენდი საშუალებები.

ასე გამოიყურება ტიპიური AR15 (ამ შემთხვევაში Bushmaster XM15-E2S)  წმენდის წინ.  რამე ზედმეტად რთული და გაუგებარი გეჩვენებათ? მე არა.

გარკვეული კითხვები რჩება იმასთან დაკავშირებით თუ რა სტანდარტით არის დამზადებული ეს კარაბინები. მოგეხსენებათ არსებობს სპეციალური სამხედრო სტანდარტი, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს სტანდარტული საბრძოლო შაშხანისთვის და კარაბინისთვის, თუ არ ვცდები ეს არის 48 ფურცლიანი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს იარაღის ყველა დეტალის სპეციფიკაციას. რატომ არის ეს სტანდარტი შემოღებული? ეს სტანდარტი უზრუნველყოფს სტაბილურ ხარისხის, როგორც დამზადების ასევე გამოყენებული მასალების. უზრუნველყოფს, რომ იარაღი სტაბილურად იმუშავებს სამხედრო ნაწილებში, რომლებიც განლაგებულია ჰავაის კუნძულებზე და ალასკაში. კომპანია Bushmaster უდაოდ არის სერიოზული მწარმოებელი და უდაოდ შესანიშნავ იარაღს უშვებს, მაგრამ ცნობილია, რომ მწარმოებლებს აქვთ საკუთარი პროდუქციის გრადაცია ხარისხის მიხედვით (დიახ ეს ნამდვილად ასეა). უფრო დაბალი ხარისხით დამზადებული იარაღი უფრო იაფი ღირს უფრო მაღალი ხარსხით უფრო მეტი, სავარაუდოთ სამხედრო სტანდარტის AR-15 (M4/M16) ყველაზე ძვირი იქნება (თუ არ ჩავთვლით ტოპ კლასის სამოქალაქო მოდელებს). რა ვიყიდეთ ჩვენ? როგორ მოხდა პარტიების მიღება? მოხდა თუ არა პარტიების შემოწმება უცნობია. დიდი ალბათობით არც მომხდარა. ასეა თუ ისე მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ გამოცდილ ოპერატორებს აქვთ დადებითი შეფასებები ამ იარაღზე, უმეტესობა შეფასებების არის მაინც ნეგატიური.

ინდივიდუალურ დონეზე იარაღს ეპყრობიან, როგორც წესი კარგად, სამხედრო ნაწილის დონეზე, როგორც წესი ცუდათ. ეს არის რეალობა.  არ შეიძლება არევა იარაღის წმენდის და მომსახურების. არა და ორივე პირდაპირ მოქმედებს იარაღის საიმედო ფუნქციონირებაზე.  გინახიათ ჩვენ რეზერვში რა ავტომატები აქვთ? მიხაილ კალაშნიკოვს ცუდ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა ასეთი ექსპლუატაციის პირობები.  და იქ კალაშნიკოვები ჭედავენ. მანდ ეს ჩვეულებრივი ამბავია. რა დღეში იქება AR15 ბევრად უფრო მომთხოვნი მომსახურების და წმენდის მიმართ,  არ არის ძნელი წარმოსადგენი.  ჯარში იარაღის ექსპლუატაცია ხდება მანამდე სანამ რაღაცა არ გატყდება და გაფუჭდება, მანამ სანამ იარაღი საერთოდ არ შეწყვიტავს მუშაობას. ასეთ პირობებში AR15 ტიპის იარაღის ”პარკის” შესაბამის ტექნიკურ დონეზე შენარჩუნება ხდება თითქმის შეუძლებელი.  რეზერვი და ჯარი განსხვავებული რამეებია მეტყვით თქვენ. მე კიდე გეტყვით რომ დიდი სხვაობა არ არის.  ჩემი ინფრომაციით ჯარში უბრალოდ არ არიან არც სპეციალიტები და არც ტექნიკური საშუალებები, რომლის საშუალებითაც  მოხდება იარაღის დიაგნოსტირება და მისი ზუსტი ტექნიკური მდგომარეობის დადგენა ისევე, როგორც მომსახურების რეგლამენტირება და დროული ჩატარება.  ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა არ იციან რა პრინციპებით მუშაობს მათი იარაღი, რა არის დაბრკოლებების მიზეზები კონკრეტულ სისტემებში და რა გააკეთონ სროლის დროს დაბრკოლებისას.

საუკეთესო გამოსავალი ნატოს სტანდარტებზე გადასვლისას (ნატოშიც შესვლა, როგორც ჩანს უკვე დღის წესრიგშიც არც დგას) იქნებოდა 5.56 კალიბრზე კალაშნიკოვის სისტემის რომელიმე დერივატის არჩევა. ისრაელის გალილი ან ბულგარული წარმოების კალაშნიკოვის კლონი ან ფინური ვალმეტის ბაზაზე შექმნილი. ეს იქნებოდა ყველაზე იაფი და ეფექტური გზა ნატოს სტანდარტებზე გადასვლის. მაგრამ პიარის მხრივ წამგებიანი, ვინ გაარჩევს ეხლა კალაშნიკოვს და კალაშნიკოვს პარადზე? ცხადია ნატოს სტანდარტები არ ეხება მარტო კალიბრს, მაგრამ როდესაც ლაპარაკია პატარა, მაგრამ მაინც მთლიანად ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძირითადი ცეცხლსასროლი იარაღით მომარაგებაზე, ბევრი კომპანია არ დაიხევს უკან და დააკმაყოფილებს სპეციფიურ მოთხოვნებს.

მიუხედავად ყველა მითქმა მოთქმისა M16 და M4 რჩება მრავალი ქვეყნის შეიარაღებაში. დიზაინის ეფექტურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეს სისტემა არის ყველაზე ხანგრძლივი დრო აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, უკვე დაახლოებით 40 წელი. შედარებისთვის სპრინგფილდის 1903 წლის მოდელი მსახურობდა 37 წელი, M1 გარანდი 22 წელი ხოლო M14 რომელიც მან შეცვალა მხოლოდ 11 წელი. არაფერს ვიტყვი სამოქალაქო ბაზარზე. ეს  რაღაცაზე და მეტყველებს.

რა შეიძლება ურჩიოთ AR-15-ის ოპერატორებს?

იარაღის მომსახურება უნდა ჩატარდეს ყოველი 5 000 გასროლის შემდეგ. პროფილაქტიკის მიზნით 5000 გასროლის შემდეგ იცვლება ექსტრაქტორი, მისი ზამბარა, მისივე შტიფტი, 0 ფორმის რეზინის რგოლი, რომელიც ექსტრაქტორის ზამბარაზეა მოთავსებული, დენთის აირების რგოლები. 15 000 გასროლაზე იცვლება ბუფერის ზამბარა. ყველა იარაღი უნდა შემოწმდეს უშუალოდ ნაწილის წინა ხაზზე გამგზავრებამდე. ყველა ეს ნაწილი ყენდება პირდაპირ ოპერატორის მიერ, არ საჭიროებს სპეციალურ ან რთულ ინსტრუმენტებს ისევე, როგორც არ საჭიროებს მორგებას.  კიდევ ერთი ნიშანი ეფექტური და რაციონალური დიზაინის.

ამ სურათზე კარგად ჩანს ორი ტიპის ექსტრაქტორის ზამბარა, ქვედა არის ე.წ. მილ სპეკი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის AR-15-ის საიმედოობას.

ყველა მჭიდი უნდა იყოს დანომრილი და მიწერილი კონკრეტულ მებრძოლზე/ოპერატორზე რომელიც მას ხმარობს. დეფექტური მჭიდები ეგრევე ამოიღება ექსპლუატაციიდან და გამოიყენება საჭიროების მიხედვით საწვრთნელი მიზნებით, რომ ოპერატორმა ისწავლოს დაბრკოლებების აღმოფხვრა და იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში სწრაფი დაბრუნება.

თითო იარაღზე უნდა იყოს აღრიცხვის წიგნი, სადაც ჩაიწერება ნასროლი ვაზნების რაოდენობა და ინფორმაცია ყველა მომსახურებაზე, დაბრკოლებაზე და გამოცვლილ ნაწილებზე.

წვრთნის და მომზადების პროგრამაში უნდა იყოს შეყვანილი თეორიული კურსი, რომელიც აუხსნის ოპერატორს AR-15-ის სისტემის მუშაობის პრინციპებს. სწორ წმენდას, მოვლას და მოსმახურებას. პრაქტიკული კურსი, რომელიც აუხსნის ოპერატორს ტიპიური პრობლემების და სროლისას დაბრკოლებების მიზეზებს და მათ სწრაფ აღმოფხვრას. მიზანი: ოპერატორმა უნდა იცოდეს როგორ მუშაობს მისი იარაღი.

უნდა არსებობდნენ პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ არსენალში მყოფი კარაბინების/შაშხანების „პარკის“ მონიტორინგს და შემოწმებას.

რა თქმა უნდა უნდა არსებობდნენ ადეკვატურად მომზადებული პროფესიონალი იარაღის ხელოსნები, სპეციალურად მომზადებულები შეიარაღებაში მყოფი იარაღის მოდელების მომსახურებისთვის და რემონტისთვის.

თუ ყველაფერი ეს მაგალითისთვის შესრულდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ლაპარაკი არასაკმარისად საიმედო M4-ბზე სავარაუდოთ შეწყდება.

სტატიის მომზადებისას გამოყენებული დამატებითი წყაროები:

The M16A2. Final Verdict. By Peter Kokalis. Soldier of Fortune. 1985

The Big Myth: Fouling caused by the direct impingement gas system makes the M4/M4A1 carbine unreliable. By Mike Panone. Rifles and Carbines. 2010

M4/M4A1 carbine reliability issues. By Mike Panone. Rifles and Carbines. 2008

The filthy 14. By Patrick Rogers. SWAT magazine. October. 2010

 

ps სტატიის გაგრძელება მალევე გამოქვეყნდება.

იარაღის შეძენა გასხვისების ადგილობრივი სპეციფიკა

Monday, March 28th, 2011

საერთოდ მე არ მიყვარს ერთდროულად იარაღთან და საქართველოსთან დაკავშირებულ  თემატიკაზე მუშაობა, იმიტომ, რომ სტატიის მოზადებისას არ გამომდის დადებითი ფონის და განწყობის შენარჩუნება, მაგრამ ეხლა მე გამონაკლისს გავაკეთებ და ალბათ ბევრისთვის საკმოად სასარგებლო სტატიას შემოგთავაზებთ. სტატია მთლიანად დაფუძნებულია ჩემ პირად გამოცდილებაზე და ხედვაზე, ასე, რომ თუ რამე არ მოგეწონათ ან არ დაეთანხმებით, მომწერეთ. შევეცდები არ ავტოვო არც ერთი გამოხმაურება უპასუხოდ და სურვილის არსებობის შემთხვევაში აქაც დავდებ.  

გამომდინარე ჩემი ხობიდან და ამ ბლოგის მიზნებიდან მე ხშირად მიწევს სხვა და სხვა იარაღების გამოცვლა. მიწევდა, იმიტომ, რომ თუ ჩემი ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად არ გაუმჯობესდა სავარაუდოთ მე ძალიან გამიჭირდება აბსურდული 76 ლარის გადახდა იარაღის რეგისტრაციაში. აქ იწყება პირველი ადგილობრივი სპეციფიკის მქონე პრობლემა.  ეს 76 ლარიანი გადასახადები მით უფრო აბსურდულია, იმიტომ რომ თქვენ  დამატებით მოგიწევთ საკუთარი ვაზნების (3 ცალი) მიტანა ბალისტიკური ექსპერტიზისათვის (ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს თუ თქვენ გაქვთ რარიტეტული იარაღი იშვიათ კალიბრზე) და გარდა ამისა ექსპერტიზის დროს იარაღის დაზიანებისთვის მე პასუხს ვერავის ვერ მოვთხოვ. დიდი ალბათობით აუხსნელი მიზეზების გამო ექსპანსიურ ვაზნებს არ მიიღებენ, ალბათ იმიტომ რომ ექსპანსიური ვაზნებით ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია (ვხუმრობ).  ლოგიკურია, რომ ასეთ პირობებში  სახელმწიფოს უნდა ქონდეს გარკვეული ვაზნების მარაგი, მათ შორის იშვიათი კალიბრების, იმისთვის, რომ მოხდეს იარაღის აუცილებელი ექსპერტიზა. ნორმალურ ქვეყნებში წინასწარ ბალისტიკურ ექსპერტიზაზე საერთოდ დიდიხანია უარი თქვეს  ამ პრპოცედურის უაზრობის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში იშვიათი და რარიტეტული იარაღი ან დარჩება გაუფორმებელი, ან გაქრება ან წავა უტილიზაციაში.  ან კიდევ მაგალითად მოხდება მისი დეაქტვიაცია, რაც უტილიზაციის ტოლფასია ჩემი აზრით. იმასაც შეგახსენებთ რომ დეაქტივაცია ანუ იარაღის საბრძოლო თვისებების გაუქმება საერთოდ არ არის გათვალისწინებული ჩვენი კანონით. ეხლა კანონზე იარაღის შესახებ ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, ის ფაქტიურად წარმოადგენს ერთ დიდი იურიდიულ და შინაარსობრივ კურიოზს, ამიტომაც ჯობია ისევ დაუბრუნდეთ თემას. თემა კი შეგახსენებთ ეხება მეორადი იარაღის შეძენას. სტატიები იარაღის არჩევაზე ამ ბლოგზე წერია, მაგრამ განხილულია კონკრეტული ტექნიკური მხარეები, ამ სტატიაში კი განიხილება თუ გნებავთ დამატებითი ადგილობრივი სპეციფიკის მქონე საკითხები და ასევე მორალურ ეთიკური მხარე მეორადი იარაღის შეძენის ან გასხვისების.

კიდევ ერთი რჩევა განპირობებული ადგილობრივი სპეციფიქით: ყოველთვის დარწმუნდით, რომ თქვენ ელაპარაკებით იარაღის პატრონს, რომლის იარაღიც არის რეგისტრირებული. არაა საჭიროა შეხვდეთ ადამიანს და შემდგომ აღმოჩნდეს, რომ თქვენ ელაპარაკებით საეჭვო პიროვნებას არალეგალური იარაღის შეძენაზე. და თუ ამ პიორვნებას უთვალთვალებენ ან უსმენენ? ჩვენ არეულ დროს ადვილად შეიძლება გახდეთ თანამონაწილე ან კიდე, რაღაც ამდაგვარი. მოკლედ ერიდეთ ყველანაირ სიტუაციას, რომელმაც შეიძლება მიგიყვანოთ „ყველაზე სამართლიან და ჰუმანურ სასამართლოში“. ასევე საერთოდ ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ საკითხებში, რომლებიც ეხება იარაღს, მის ბრუნვას, გამოყენებას და თავდაცვას ჩვენი მოსამართლეები აბსოლუტურად არაკომპეტენტურები არიან, ისევე, როგორც არაკომპეტენტურები იქნებიან ისინი ვისაც მიიწვევენ ექსპერტების სახით. ეს პრობლემა დგას მთელ მსოფლიოში, მაგრამ იქ როგორც მინიმუმ ამ პრობლემას იცნობენ და მხარეს ექნება უფლება მოიწვიოს კომპეტენტური გამოცდილი ესპერტები, იარაღის სამყაროდან, რომლებიც დაფარვენ მას და დაასაბუთებენ მისი მოქმედების ლეგიტიმურობას და აუცილებლობას. ჩვენთან ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. 

ასევე სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა მეორე მხარის მიმართ. მაგალითად მაღაზიები თავისუფლად ყიდიან გადატენილ ვაზნებს ქარხნულის ფასად, ძველ იარაღს ახლის სახით და ასე შემდეგ. ასევე თუ იარაღი გადადის ხელიდან ხელში, პატიოსანი ადამიანი ყოველთვის მოგცემთ თქვენ სიტყვას, რომ ის პასუხს აგებს იარაღზე. მაგრამ აქაც ეხლა ბევრი წყალქვეშა ქვა არის დამალული. პატრონი შეიძლება გულწრფელი იყოს და არ იცოდეს, პრობლემის შესახებ, თუმცა თუ აღმოჩნდა რომ იარაღი ის არ არის რაც მყიდველს უნდოდა ეყიდა, ჩემის აზრით იარაღი უნდა იყოს დაბრუნებული ყველა ხარჯების ანაზღაურებით თუ წინასწარ არ იქნდა დათქმული რომ პატრონი ყიდის იარაღს როგორც არის ყოველგვარი გარანტიების გარეშე. მომივიდა ასეთი შემთხვევა. შევიძინე შაშხანა საკამაოდ მაღალ ფასად, რომელსაც აღმოაჩნდა გახვრეტილი და შემდგომ დადუღებული ლულა.  ვიყიდე მონადირისგან. იარაღს ქონდა აშკარა დეფექტი, რომელიც გამოჩნდა კონდახის მოხსნის შემდეგ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი აშკარა დეფექტის შესახებ მან არ იცოდა. მე დაუკავშირდი მას და აუხსენი სიტუაცია და პასუხად მოვისმინე  რაღაც უაზრო ლაპარაკი უკვე დახარჯულ ფულზე და ასე შემდეგ. აშკარა იყო, რომ მე მომატყუეს, მაგრამ რას იზამ? ესეთებიც ხდება. და არსებობენ უნამუსო ადამიანები, რომლებიც ჩვენ ხანდახან გვხვდება. დაბრუნების სამართლებრივი მხარე კითხვის ქვეშ დგას, ვინაიდან ასეთი წესით გასხვისების პროცედურის სამართლებრივი სტატუსი ბუნდოვანია. სიტყვამ საქართველოში ყოველგვარი ფასი დაკარგა, ასე, რომ დიდი იმედი ნუ გექნებათ და ნუ გაგიკვირდებათ თუ მოცემულ სიტყვას არ შეასრულებენ, ხოლო არც თვქენ პატიოსან სიტყვას არ ენდობიან. ეს არის დღევანდელი რეალობა. ასე რომ ფრთხილად იყავით. მაინც შეგახსენებთ, რომ გათვითცნობიერეებით გაფუჭებული იარაღის გაყიდვა არის დიდი უპასუხისმგებლობა. ასეთ უპასუხისმგებლობას შეიძლება შეეწიროს სხვისი სიცოცხლე ან ჯანმრთელობა. ამაზე საერთოდ ზედმეტი უნდა იყოს ლაპარაკი. სარემონტო ძრავი გაყიდულ მანქანაში მაქსიმუმ მოითხოვს დამატებით ფულის და ნერვების ხარჯვას, მაგრამ მწყობრიდან გამოსული იარაღი სულ სხვა პრობლემებს ქმნის. ამავე დროს, პრობლემურ იარაღსაც ყავს თავისი მყიდველი. მე ერთხელ ასე იაფად შევიძინე სანადირო თოფი იჟ27, რომელიც საერთოდ არ მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ იარაღის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი  გამოტენილი იყო ძველი ტაოტის და ჭუჭყის გამხმარი მასით. ერთი კვირიანი წმენდის შემდეგ, ყველაფერი იდეალურად ამუშავდა.

თუ თქვენ არ გესმით იარაღი, არ იცით ის როგორ ისვრის ან რა მდგომარეობაშია, ტყვილად ნუ დაიწყებთ მის ქებას. აუხსენით, რომ იარაღი არ გესმით და ასხვისებთ მას, ისე როგორც არის. ყველა პასუხისმგებლობა და რისკი გადადის ახალ პატრონზე. მე ასე ცხადია ვერ ვიტყვი, ამიტომაც ვაფრთხილებ, თუ აღმოიჩნდა, რომ იარაღს აქვს რამე ტექნიკური დეფექტი ან ის არ მუშაობს ისე, როგორც მე გეუბნებით, მე მას ვიბრუნებ ყველა ხარჯის ანაზღაურებით. უმეტეს წილად მე მაქვს საჩვენებელი მიშენი, რომლიდანაც ჩანს, როგორ არის მისროლილი და რამდენად ზუსტი არის ის.  

მოერიდეთ თვითმარქვია ექსპერტების კონსულტაციებს. დღეს თუ ადამიანმა ერთი ორჯერ იარაღი დაიჭირა ის უკვე თავის თავს თვლის გათვითცნობიერებულ ადამიანად. ექპერტის „წოდებაც“ ჩვენ პირობებში სულაც არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად გარკვეულია თავის საქმეში. რამდენჯერ მომისმენია ენით აუღწერელი სისულელეები ასეთი „ექსპერტებისგან“, თუმცა მიუხედავად არაკომპეტენტურობისა ისინი საკმაოდ დამაჯერებლები არიან, როგორც წესი. ისევ ჯობია, რომ შეეცადოთ თავად მოიძიოთ პასუხები თქვნე კითხვებზე სპეციფიურ ლიტარატურაში და ინტერნეტით.

ერიდეთ პოლიციელების ან სამხედორბის საკუთრებაში მყოფ იარაღებს. ამ დაწესებულებებსი იარაღას საერთოდ არ უვლიან (ეს პრობლემა ამა თუ იმ ხარისხით ყველგან არსებობს). როგორც წესი ასეთი მოუვლელობის შედეგი არის უკიდურესად შელახული გარეგნობა და დროებითი პრობლემები საიმედოობასთან. თუმცა მძიმე სახის  ტექნიკური დეფეტქტები იშვიათობაა. ე.წ. „ოპერების“ იარაღის საფირმო ნიშნებია: „დაღეჭილი“ მჭიდები, ზედმეტი რაოდენობით ზეთები და საფოხები, ხშირად უცნობი კონსისტენციის, ჭუჭყი, ბუდის გარეშე ტარებისგან გაქუცული დაფარავა, დაკაწრული ლულები, იარაღის მყარ ზედაპირზე დავარდნის ნიშნები. იმიტომ, რომ უმეტესობა ატარებს იარაღს ქამარში გაყრილს და პერიოდულად იარაღი ძირს უვარდებათ. თუ მაინც და მაინც გინდათ ასეთი იარაღის შეძენა, ჯობია ორჯერ და სამჯერ გადაამოწმოთ რას ყიდულობთ. ხანდახან თუ გაგიმართლებთ უხეში და ნაცვეთი ექსტერიერის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს პრაქტიკულად ახალი იარაღი და თანაც ნახევარ ფასად.

800xzმიწაზე დავარდნის შედეგი. პატარა შეჭწჭყილობა. არ წარმოადგენს ტექნიკურ წუნს მაგრამ მე მინახია უფრო დაჭეჭყილი ლულებიც.  რევოლვერის შემთხვეაში ასეთ დავარდნას შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემები მოყვეს. მაგალითად რესივერის (ჩარჩოს) დეფორმაცია.

 179386_139054256158534_100001618811562_251740_1811970_n

ავტორის საკუთრებაში მყოფი Cz85B. ადრე ეს პისტოლეტი ეკუთვნოდა პოლიციის მაღალჩინოსანს. იარაღს აქვს შელახული დაფარვა, ლულას გარედან ქონდა მცირე კოროზიის ნიშნები, მცირე ჟანგი იყო იარაღის შიგნით. ასევე იარაღი საჭიროებდა სერიოზულ წმენდას. იარაღს არ ქონდა დავარდნის ნიშნები და სხვა ხარვეზები. შესაბამისი სარეაბილიტაციო პროცედურების შემდეგ, აღმოჩნდა რომ პისტოლეტიდან არის პრაქტიკულად  სულ რამოდენიმე ათეული ვაზნა გასროლილი. ერთადერთი რაც ვერ გამოსწორდა არის გაქუცული დაფარვა. იარაღს მოყვა ყუთი, პასპორტი და საკონტროლო მიშენი ქარხნიდან, იარაღის სერიული ნომრის მითითებით.

არის კიდე სპეცრაზმებ გამოვლილი იარაღები. მათი ყიდვა საერთოდ არ შეიძლება. მაგათ აქვთ ძალიან დიდი „ნასტრელები“, ვინაიდან ასეთი დანაყოფები შედარებით უკეთესად მარაგდებიან ვაზნებით და ხშირად ისვრიან. უმეტეს წილად ეს არის ამორტიზირებული და ჩამოწერილი იარაღი, რომელიც ახლოს არის სიცოცხლის ციკლის დასასრულთან. მათ ჩამოწერას და უტილიზაციის მაგივრად ისინი საჩუქრად გადაეცემა თანამშრომლებს. ე.წ. ტრეიდ ინ-ის პრაქტიკა არსებობს საზღვარგარეთ, როდესაც იარაღით მოვაჭრე კომპანიები ძალიან იაფად იძენენ პოლიციურ ჩამოწერილ იარაღს და შემდგომ ყიდიან მას კერძო პირებზე თავისი სავაჭრო ქსელის მეშვეეობით. მაგრამ გაყიდვამდე ეს იარაღი გადის სრულ შემოწმებას, ყველა საეჭვო ნაწილის შეცვლით და ხშირად ახალი გადაფარვით. ცხადია ჩვენთან ასე არ ხდება ამიტომაც მათი ტექნიკური მდგომარეობა საეჭვოა. ერთ ერთი ნიშანი ასეთი იარაღის არის მხოლოდ ერთი მჭიდი კომპლექტში ასევე ყუთის და ინსტრუქციის არ არსებობა, რომელიც ახალ იარაღს მოყვება. იქ უბრალოდ არავინ არ ინახვას ყუთებს და ინსტრუქციებს. ცუდი ტექნიკური მდგომარეობა ასეთი იარაღის თითქმის ყოველთვის არის ადვილად შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალით. არ გირჩევთ ასეთი იარაღის ყიდვას.

DSC00865

ეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი სავარაუდოთ ”გარემონტებულია” ან კუსტარულად ან ერთ ერთი ძალოვანი სტრუქტურის კუთვნილ სახელოსნოში. ის გადაეცა საჩუქრად პოლიციის თანამშრომელს და შემდგომ მოხდა ახალ მფლობელთან. რკინა დამუშავებულია უხეშად, ნაკაწრები ადვილად ჩანს, კუთხეები არასწორი გაპრიალების გამო გადამრგვალებულია . დაფრავა თხელი და სუსტია და მის ქვეშ რკინის დამუშავების დეფექტები ჩანს. იარაღი იმუშავენს მაგრმა ესტეთიური თვალსაზრისით ის გაფუჭებულია.

მოერიდეთ ადგილობრივი ხელოსნების მიერ „გარემონტებულ“ იარაღს. კაცმა არ იცის რა იმალება რემონტის და ახალი დაფარვის ქვეშ. არის ეგეთი „კუკლებიც“, მწყობრიდან გამოსული და კოსმტიკურად შენიღბული იარაღი. ყველაზე საწყენი არის არაკვალიფიციური ხელოსნის მიერ გაფუჭებული იარაღის ნახვა. მე ასე ვნახე შესანიშნავს მდგომარეობაში მყოფი კლასიკური შედევრი Sig Sauer P220, რომელსაც ქონდა ხელახლა დაფარული საკეტი. რკინის დამუშავების შედეგად ნაწილობრივ წაიშალა წარწერეები, კუთხეები დამრგვალდა, ხოლო არასწორი დაფრავის ტექნოლოგიამ გამოიწვია ის, რომ საკეტი იყო მუქი იასამის ფერი. ყველაფერი დანარჩენი იყო იდეალურ მდგომარეობაში. გული დამეწვა ეს სურათი, რომ დავინახე. მფლობელი შეეცადა დაემალა ცვეთის ნიშნები, რომლებიც რეალურად უმნიშვნელოდ დააგდებდნენ ფასს, თუმცა ამას მოყვა პრაქტიკულად იარაღის გაფუჭება. ესეთებიც ხდება და უარესებიც.

არ გეგონოთ, რომ მაღაზია არის გარანტია იარაღის ხარსხის. ერთხელ მაღაზიაში მე ავარჩიე ბრაუნინგ ჰაი პაუერი და მხოლოდ ახლო დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ საკეტი არის გაბზარული. ცხადია გამყიდველმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ხო, დავიჯერე. ასევე ღია არის საგარანტიო პირობების საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილია მხოლოდ სიტყვებზე, უმეტესობა მწარმოელბლების საგარანტიო პირობები არ მოქმედებს საქართველოში ან მაღაზიები არ უზრუნველყოფენ საგარანტიო პირობების შესრულებას. შესაბამისად არავინ არ მოგცემთ წერილობით გარანტიას გაყიდულ იარაღზე. სიტყვას არ ენდოთ, სიტყვას ფასი  აღარ აქვს, ასე რომ უპრიანია მაღაზიაში გასაყიდი იარაღიც ზედმიწევნით კარგად შეისწავლოთ და შეამოწმოთ. სამწუხაროა, მაგრამ ფატია იარაღის მაღაზიების კეთილსისნდისიერების დონე ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა. ყველას და ყოველთვის არ ეხება, მაგრამ ზოგადად სიტუაცია არასახარბიელოა.  თავისთავად მომხმარებლის დაბალი კულტურაც ამაში როლს თამაშობს. მაგალითად. როდესაც მაღაზიაში ფულის დაბრუნების ან გადაცვლის პრეტენზიებით მოიტანენ სტეჩკინის პისტოლეტს, ლულაში 6 გაჭედილი ჟანგიანი ტყვიით, ხოლო მჭიდში გაურკვეველ წელს გამოშვებული ობიანი ვაზნებით….. საერთოდ რაზეა ლაპარაკი? 

 

ცალკე კატეგორიად გამოიკვეთეება ძველი იარაღი, ძირითადად მოხვედრილი საქართველოში მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ან რაიმე სხვა გზებით. უმეტეტს წილად უცხოური წარმოების ლუგერები, მაუზერები, ფრომერები, ბრაუნინგები და ასე შემდეგ.  საბჭოთა კავშირში ექსპლუატაცია  მათზე როგორც წესი ძალიან ცუდათ მოქმედებს. ხანგრძლივი გადამალვის/შენახვის არასწორი პირობები, ნესტიან ადგილებში, ბუხრის მილებში და ასე შემდეგ ცუდათ მოქმედებს იარაღის დაფარვაზე და ფოლადის მდგომარეობაზე. ვაზნების არ არსბეობის გამო ბერვი ასეთი იარაღი კუსტარულად კეთდებოდა საბჭოთა კალიბრებზე. კუსტარულად ნიშნავს აბსოლოტურ უმრავლესობა შემთხვევაში – უხარისხოდ.   მე მინახია მაგალითად  1906 წლის ბრაუნინგი და ორტგისის სისტემის პისტოლეტები, რომლის ლულებში იყო ჩაპრესილი რკინის არმატურა და ლულა ხელახლა იყო გაბურღული საბჭოთა 5.45ПСМ კალიბრზე. ასეთ ლულას წინიდან, რომ შეხედოთ დაინახავთ ჩრდილიან ზოლს, რომელიც მიუთითებს ორ ფენა რკინაზე. მინახია პარაბელუმი გადაკეთებული 9X18 ვაზნაზე. მინახია უამრავი .380ACP კალიბრის  იარაღები, გაბზარული საკეტებით და ჩარჩოებით, იმიტომ რომ მათგან ისროდნენ 9X18 კალიბრის ვაზნებს, რომლების დიამტრიც 0.2-ი მმ-ით დიდია და ის უფრო მძლავრია ვიდრე .380ACP. ისევე როგორც 7.65 კალიბრის პისტოლეტები იგივე დეფეტქბეით, გადაკეთებული ისევ და ისევ 9X18 ვაზნაზე. გარდა ამისა ძალიან ბევრი ასეთი პისტოლეტი გაფუჭებულია უნიჭო „რესტავრაციის“ შედეგად. ნაწილობრივ ან მთლიანად წაშლილი წარწერები, უხარსხო „მონიკილება“ და ქრომირება და ასე შემდეგ. ხშირად მწყობრიდან გამოსული ორიგინალური ნაწილები გამოცვლილია კუსტარულად დამზადებული „ერზაც“ ნაწილებით. შესაბამისად ბევრი უცხოური სანადირო თოფი მინახია მათ შორის ძვირი იშვიათი მოდელები, რომლებიც სავსე იყო იჟების და ტოზების ნაწილებით. ასეთი ძველი იარაღი ორიგინალურ და კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში მე ამ წლების განმავლობაში მინახია სულ რამოდენიმე ცალი, ურიცხვი რაოდენობის ხელოვნურად გაფუჭებული იარაღების ფონზე. თუ ასეთი იარაღი არის ორიგინალურ მდგომარეობაში და არ არის რეგისტრირებული შესაძლებელია მისი ლეგალიზაცია და რეგისტრაცია. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ ეს იარაღი რაიმე დანაშაულში ფოგურირებდა ადრე თქვენ შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, თუ იარაღი კუსტარულად გადაკეთებულია ის არ დარეგისტრირდება. ასეა თუ ისე მე მოგიწოდებთ იქონიოთ მხოლოდ რეგისტრირებული ანუ ლეგალური იარაღი!!! კონსულტაციებისთვის მიმართეთ შსს-ს მომსახურების სააგენტოს.

ვაზნების ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. დარწმუნდით ყიდვამდე, რომ ვაზნები განკუთვნილი თვქენი იარაღისთვის იშოვება. 9mm Para, 9X18 ყოველთვის იშოვება,  .44 Magnum, .45ACP. .40S&W იშოვება მაგრამ არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ისინი არ არის გაყიდვაში. .357SiG, 10mm Auto-ს, მეორეს მხრივ შოვნა პრაქტიკულად არარეალურია. ასევე არარეალურია ძველი კალიბრების შოვნა. ასე, რომ დარწმუნდით, რომ ვაზნები არის გაყიდვაში და სანამ არიან მოიმარაგეთ ისინი. იარაღის შეძენისას მე ვითვლი არა მარტო იარაღის ფასს და გაფორმების ხარჯებს არამედ მინიმუმ 50 ვაზნის ფასსაც. ბუდეების, შომპოლების და დამატებითი მჭიდების ყიდვა დაიცდის, ვაზნები უნდა მოიმარაგოთ რაც შეიძლება მალე.  ზოგიერთი კალიბრი თავსებადია, მაგალითად 7.62 მაუზერი და 7.62 TT. არ დაუჯეროთ პატრონის სიტყვას, ნახეთ რა კალიბრის არის იარაღი და რა ვაზნები ჭირდება. ერთი შემთხვევა მახსოვს სადაც კერძო განცხადებაში იარაღზე, რომელიც გათვლილი იყო საკმაოდ ძველ .351sl ვაზნაზე ხოლო პატრონი იუწყებოდა, რომ იარაღი მუშაობდა თანამედროვე .357 მაგნუმით და შესაბამისად მყიდველს არ ექნებოდა პრობლემა ვაზნების შოვნასთან. პირველის ტყვიის დიამეტრი არის 8.9მმ, მეორის 9.1მმ. სხვაობებია მასრის ზომებშიც. ახალ მფლობელს პრობლემა არ ექნებოდა ვაზნების შეძენასთან მაგრამ აუცილებლად გაუჩნდებოდა პრობლემები ჯანმრთელობასთან და იარაღის ტექნიკურ მდგომარეობასთან. გამოსავალი იქნებოდა ვაზნების გადატენვის (რელოუდის) დაშვება, ანუ შესაძლებელია არსებული ტყვიების და მასრების გამოყენებით ძველი ტიპის იშვიათი კალიბრის ვაზნების აწყობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს აკრძალულია. ამ აკრძალვაში რამე ღრმა აზრი არ დევს, სავარაუდოთ შესაბამისი კანონის ავტორებმა არც იცოდნენ უბრალოდ რა არის რელოუდი …..

ეხლა რაც შეეხება გადატენილ ვაზნებს. თავისთავად არაფერი ცუდი არ არის ვაზნების გადატენვაში და მა გაყიდვაში, მაგრამ მყიდველმა უნდ იცოდეს რას ყიდულობს. პატიოსანი მცირე მწარმოებლის გადატენილ ვაზნებს, რომლებიც აწყობილია კარგი კომპონენტებისგან (მათ შორის ე.წ. remanufactured ammo) თუ ეს არის ტირში ნაყარი მასრებით აწყობილი ვაზნები სადღაც სარდაფში. საერთოდ წესი ასეთია, სხვის გადატენილ ვაზნებს არ ისვრიან. მოკლედ ასეთი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში რისკი და პაუხისმგებობა თქვენზეა. თავისთვად უხარისხოდ გადატენილი ვაზნებით ვაჭრობა და მათი გაყიდვა, როგორც ქარხნულების და  ქარხნულების ფასად ჩემი აზრით უნამუსობაა.  

4286061

თბილისში ნაყიდი გადატენილი ვაზნის მასრა გასროლისას გასკდა. ამ შემთხვევაში იარაღს ზიანი არ მიადგა. იარაღი, რომ გაგიფუჭდეთ ასეთი ვაზნებისგან, სავარაუდოთ ვერავის პასუხს ვერ მოთხოვთ. სასამართლოში გაგიჭირდებათ რამის დამტკიცება ასე, რომ დარწმუნდით, რომ ვაზნები ქარხნულია.

234

არც ქარხნული ვაზნების შეძენა არ დაგიცავთ ასეთი რამისგან ასე რომ მაინც ურიგო არ იქნება სათითაოდ ვაზნების ვიზუალური ინსპექცია. სურათი ინტერნეტიდანაა, თუმცა მე თავად ვიყიდე 50 .45 კალიბრის ვაზნა და შემდგომ 15 გადავცვალე აღმოჩენილი ვიზუალური დეფექტების გამო. ვაზნები გადატენილი იყო.

გადატენილი ვაზნების გამოირჩევა ჩვენ შემთხვევაში სხვა და სხვა მწარმოებლის მასრებით, (ნახეთ დამღები მასრების ძირებზე, თუ ისისნი სხვა და სხვა ნაირებია, 4, 5 და მეტი სხვა და სხვა მწარმოებლის, სავარაუდოთ ეს მასრები აკრეფილია სადღაც ტირში და შემდგომ გადატენილია), მასრის ვიზუალური დეფექტებით (შებერილობა, ნაკაწრები, ნაჭეჭყები, ბზარები). კაფსულები ჩასმულია არაერთგვაროვნულად.   გადატენილი ვაზნების პრობლემას კიდევ დაუბრუნდები, ამ საკითხის აქტუალურობის გამო.

to be continued….

საზეიმო სროლა ჰაერში

Tuesday, January 18th, 2011

ალბათ ყველას ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, გავიგეთ ამბავი, რაც წელს ახალი წლის ზეიმისას მოხდა. ლაპარაკი მაქვს უბედურ შემთხვევაზე, რომელიც მოყვა საახალწლო კანონადას, როდესაც სხვისი ნასროლი ტყვიით 10 წლის ბავშვი გარდაცივალა მუხიანში.  ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ახალ წელს თბილისში ჯერ კიდევ ისვრიან იარაღს და საკამაოდ ინტენსიურად , მიუხედავათ ყველანაირი არსებული პიროტექნიკური გასართობი საშუალებებისა. ჩემი სახლიდან მაგალითად კარგად ჩანს ტრასირები. ისვრიან ძირითადად გარეუბენებში, ცენტრში ძალიან იშვიათად. შარშან ტრასირებმა იგივე მგეზავმა ტყვიებმა გადაუფრინეს ჩემ სახლს და პირდაპირ ქალაქში დაეშვნენ. რა შედეგები მოყვება ასეთ სროლას? რა საფრთხეები არსებობს? კლავს თუ არა ციდან ჩამოვარდნილი ტყვია?shooterscentral.ge ჩვეული სკურპულოზურობით შეეცდება ამ კითხვებზე პასუიხის გაცემას.

 რა დასამალია, მრავალი წლის წინ თქვენი მონამორჩილსაც ”უწევდა” საახალწლოდ ჰაერში სროლა და ეს იყო მრავალი წლის წინ, სანამ მე ჩაუღრმავდებოდი ცეცხლასროლ იარაღს და მის ისტორიას. უკვე დიდიხანია მე ასეთი რამეებით აღარ ვერთობი. რატომ? ერთი ისტორიის მერე რაც მე მოვისმინე დიდიხნის წინ. ისტორია  მომიყვა ჩემმა მასაწვლებელმა, აშშ-ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის პოლკოვნიკმა, რომელიც მეთაურობდა საექსპედიციო ბრიგადას ალბანეთში არასაბრძოლო საევაკუაციო მისიის შესრულებისას. მისი მონაყოლის მიხედვით, არეულობას ქვეყანაში მოყვა სამხედრო არსენალების გაძარცვა, რის გამოც მოსახლოების ხელში მოხვდა ათასობით ერთეული ავტომატური იარაღის და მილიონობით ვაზნა, და დედაქალაქ ტირანას მთელი მოსახლოება დღე და ღამე ერთობოდა ჰაერში სროლით. მისი სიტყვებიტ ციდან ნადვილი წვიმა მოდიოდა ტყვეიბის. ერთი ასეთი ტყვია ზევიდან მოხვდა მის ჯარისკაცს ჩაფხუტში, აისხლიტა და წვივში დაჭრა. ასე ჩემთვის პირველად გახდა ცნობილი, რომ ციდან ჩამოვარდნილ ტყვიას შეუძლია დაჭრას ადამიანი. გავიდა მარავალი წელი და ციდან ჩამოვარდნილი ტყვიების თემა კვლავ მოხვდა ჩემი ასე ვთქვათ მხედველობის სფეროში, როდესაც მე ვკითხულობდი ჯულიან ჰატჩერის წიგნს (Hatchers Notebooks), სადაც ის ვრცლად აღწერდა ტესტირებებს, რომელიც ტარდებოდა ამ საკითხის გასარკვევად. შემდეგ სულ ცოტახნსი წინ გადაცემა Mythbasters-ში (Episode 50: “Bullets Fired Up”) ჩატარდა ასევე რიგი ექსპერიმენტების ჰაერში ნასროლი ტყვიების მეშვეობით. აქიდან გამომდინარე, ყველა ექსპერიმენტატორმა დაადგინა, რომ ციდან ჩამოვარდნილი ტყვია სახიფათოა. მან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.  ფიზიკის თვალსაზრისით, ყველაფერი რაც მიფრინავს მაღლა, ბრუნდება დაბლა. ტყვია კარგავს თავის სიჩქარეს გარკვეულ სიმაღლეზე და იწყებს უკან ვარდნას, აჩქარებით ვარდნას, იმ დრომდე სანამ მისი წონა გაუთანაბრდება ჰაერის წინაღობის ძალას. ტყვია უკან ბრუნდება ძირით ქვევით (ის უფრო მძიმეა). ჰატჩერის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში, სწორი კუთხით ჰაერში ნასროლი ტყვია კალიბრით 7.62მმ მასით 9.5გრამი უკან დაბრუნდა სიჩქარით  91მ/წ-ში.  ენერგია მიღებული იყო ორჯერ ნაკლები იმაზე ვიდრე მაშინდელი სტანდარტით მინიმალურად საჭირო იყო იმისთვის, რომ მიაყენო ადამიანს ჭრილობა. ანუ თითქოს სასიკვდილო არ არის, მაგრამ იგივე ტესტირებისას, ტყვია რომელიც ეცემოდა ხის ფიცარზე ტოვებდა სანტიმეტრნახევრიანი სიღრმის შეჭეჭყილობას, რაც უდრის კარგ ძლიერ დარტყმას ჩაქუჩით. გინდათ ახალი წლის ღამეს ვინმეს თავში ჩაქუჩი ჩაარტყათ? მოგვიანებით დოქტორი B. N. Mattoo თავის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში  Journal of Forensic Sciences, იუწყებოდა უფრო სრულყოფილ მეთოდიკაზე, რომლის გამოყენებისას მან დაადგინა, რომ .38 კალიბრის რევოლვერის ტყვია სიჩქარით სულ მხოლოდ 58მ/წ-ში აღწევდა კანის ქვეშ და შედიოდა ქსოვილში, იგივე ეფექტი მიიღწეოდა 000 კარტეჩით 65მ/წ-ში. ჰატჩერის ცდებიდან განსხვავებით ამ ექსპერიმენტში იყო გამოყენებული რეალისტიკური სამიზნე, შემდგარი ხორცისგან და კანისგან. 7.62 კალიბრის ტყვიამაც, შეაღწია ქსოვილში სიჩქარით, რომელიც მხოლოდ შეადგენდა 34 მ/წში და ეს მისი ტყვიის დიამტერის და მასის თანაფარდობის წყალობით.  ეხლა ეს ყველაფერი ეხებოდა ვერტიკალურად ჰაერში ნასროლ ტყვიას. ხოლო თუ ტყვია ნასროლია კუთხით, რაც უფრო მოსალოდნელია საზეიმო სროლებისას,  მაშინ ის იძენს ბალისტიკურ ტრაექტორიას. ტყვია ხდება უკვე სრულყოფილი დიდი ენერგიის მქონე ჭურვი, რომელიც სად დაეშვება და ვის ან რას მოხვდება კაციშვილმა არ იცის. დამატებით გაითვალისწინეთ, რომ ვერტიკალურად ან უბრალოდ ჰაერში ნასროლი ტყვია  შეიძლება მოხვდეს ანტენას, სარეცხის გასაფენ თოკს, ხის ტოტს, ელექტრო სადენს, აისხლიტოს და რადიკალურად შეიცვალოს ფრენის მიმართულება. დაფიქრდით ამაზე. გარდა ამისა ქალაქის სროლის პირობებში, უკან დაბრუნებული ტყვია შეიძლება  დაეცეს ვინმეს მანქანას და დააზიანოს ის. არავის არ მოეწონება დილით ახალი წლის პირველ დღეს გამოვიდეს გარეთ და საქარე მინაში იპოვოს გარჭობილი ტყვია.  გაითვალისიწნეთ ისიც, რომ შედარებით ნაკლებად მძლავრ პისტოლეტის ტყვიაც, 90 გრადუსით ვერტიკლაურად რომ ისროლოთ, ის მაინც 50 მეტრამდე მოშორებით დაეცემა იქით საითაც ქარი უბერავს. ანუ ვერ გააკონტროლებთ სად შეიძლება ჩამოვარდეს თქვენი ნასროლი ტყვია. ჰატჩერის ჩანაწერებიდან გამომდინარე, ცდებისას ნასროლი ტყვიების დიდი პროცენტი საერთოდ ვერ იქნა მონახული, იმდენად შორს ვარდებოდნენ ისინი. დაფიქრდით ამაზე.

 თუ მეცნიერული მხარე არ გაკმაყოფილებთ გადავალ პრაქტიკულ მაგალითებზე. პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ საზეიმო სროლა ჰაერში არის აღიარებული პრობლემა მსოფლიოში და მთელი რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ებრძვიან ამ პრობლემას. აი რამოდენიმე მაგალითი. 2003 წელს პაკისტანში დაფიქსირდა 50 დაზარალებული მხოლოდ ერთ დღეში, რამაც აიძული მთავრობას დაეწყო ფართო კამპანია ჰაერში სროლის წინააღმდეგ. 2004 წელს კიდევ უფრო მასშტაბური კამპანია ჩატარდა.   2005 წელს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ახალგაზრდა გოგო დაიჭრა პირდაპირ ცენტრალურ მოედანზე, ახალი წლის აღნიშვნის დროს და ორ დღეში გარდაიცვალა. ამის შედეგად UNDP-ის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ დაიწო კამპანია სახელით “Bullets are not Greeting Cards – Celebrate without Weapons”. 2005 წელს იორდანიაში, ქორწინების სეზონის დროს და უმაღლესში ჩაბარების აღნიშვნის დროს, საზეიმო სროლით გამოწვეული მსხვერპლის გამო ორგანიზაციამ Regional Human Security Centre დადო სამ წლიანი შეთანხმება ადგილობრივ საზოგადოებრივ ლიდერებთან, იმისთვის რომ მათ არ დაეშვათ საზეიმო სროლები. და ეს მხოლოდ რამოდენიმე მაგალითია. დააკვირდით ერთ რამეს. მოხდა ტრაგედია, მოხდა პორბლემის იდენტიფიცირება და მოხდა რეაგირება. რა ხდება ჩვენთან? პრობლემაზე ყველა თვალს ხუჭავს. უბედურ შემთხვევაში ეჭვმიტანილი გატელევიზორეს საუკეთესო ქართულ ტრადიციებში და მეორე დღეს უკვე ყველას დაავიწყდა ეს შემთხვევა. საერთოდ მე პირადად ჩემი აზრი მაქვს ქართულ მასმედიაზე უფრო სწორედ იმ წარმონაქმნებზე, რასაც მედიას უწოდებენ და არ მესმის რა ლოგიკით ან უფლებით  ექსპერტიზის დასკვნის და საერთოდ  ბრალის დადასტურების გარეშე უჩვენებენ აღიარებით ჩვენებას დე იურე უდანაშაულო ადამიანის და აცხადებენ მას დამნაშავედ. ეს არის პირდაპირი და უხეში დარღვევა მთელი რიგი საერთაშორისო ნორმების (ადგილობრივ კანონებზე არაფერს ვიძახი ვინაიდან გარკვეულ კატეგორიებს ამ ქვეყანაში აქვთ უფლება იგნორირება გაუკეთონ კანონებს და კონსტიტუციას) მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ეს კაცი არის უბედური შემთხვევის მსხვრეპლი, ის ხომ არ არის მექრთამე ჩინოვნიკი, გადასახადების დამმალავი ბიზნესმენი ან კანონიერი ქურდი, ანუ კრიმინალური ელემემტი? ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მოხვდა საშინელ სიტუაციაში. რა ხალხი მუშაობს ამ “ტელევიზიებში” მე არ ვიცი, თუმცა ვხვდები. ეტყობა სხვის უბედურებაზე თავისი რეიტინგის აწევა ძალიან  მომგებიანია . რა მოხდა იმ დღეს ჩემთვის უცნობია. არანაირი ტექნიკური დეტალი მე არ ვიცი გარდა იმისა, რომ ტყვია ბავშვს გვედიდან მოხვდა, რაც მეტყველბს იმაზე, რომ ტყვია იყო ასხლეტილი ან ქონდა ბალისტიკური ტრაექტორია ანუ იმ მომენტში იყო დიდი ალბათობა, ომ მას სულ სხვა ადგილიდან ბრმად ნასროლი ტყია მოხვდა.  გამომდინარე იქიდან, რომ მარტო ეს კაცი არ ისროდდა იმ მომნტში, როდესაც მას ატელევიზორებდნენ იყო დიდი ალბათობა, რომ ის საერთოდ შეიძლებოდა უდანაშაულო აღმოჩენილიყო, იმიტომ რომ, მან მხოლოდ დილით გაიგო რომ ბავშვი მომკვდარა. ანუ ეგრევე არ დაფიქსირდა რომ ბავში გარდაიცვალა უშუალოდ მისი ნასროლი ტყვიით.  მოყვა ამას რამე გამოხმაურება ოფიცილაური პირებისგან? არა. ეტყობა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებულები.

არის კიდევ ერთი მხარე, ნებისმიერი ასეთი შემთხვევა ყოველთვის იქნება გამოყენებული იმ წრეების მიერ, რომლებიც ითხოვენ სამოქალაქო იარაღის აკრძალვას ან მისი ფლობის უფლებიბების შეზღუდვას, და ნებისმიერი მსხვერპლი გამოყენებულ იქნება იმისთვის, რომ დაარწმუნონ ხალხი იმაში, რომ იარაღი უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ აიკრძალოს. გვაწყობსს ეს ჩვენ, კანონმორჩილ იარაღის მფლობელებს? არა არ გვაწყობს. დაფიქრდით ამაზე.

გარდა ამისა საზეიმო სროლა ჰაერში არის უკულტურობის ნიშანი ჩემის აზრით. ყველა შესაძლებელი უსაფრთხოების ზომის დაცვისას მაინც ეს არის პრიმიტიული ემოციების გამოხატვის საშუალება, რაც ახასიათებთ დაბლი განვითარების დონის ქმონე საზოგადოებებს. მეეჭვება ჯეფ კუპერი, კლინტ სმიტი ან მასად აიუბი ერთობოდნემ ახალ წელს მათი 1911–დან და რევოვლერებიდან ჰაერში სროლით ……..

რუსული გლოკი

Tuesday, December 7th, 2010

სანამ ჩვენ აქ ვკამათობთ ალის და ნინოს ესთეტიურ მხარეებზე, გადაგვაქ პარლამენტი ქუთაისში და ვერ ვთანხმდებით რას ნიშნავს ავტობუსით კომფორტული მგზავრობა (ანუ დაკავებული ვაღთ კაცორიობისთვი უმნიშვნელოვანესი პრობლემეის გადაწყვეტით), რუსეთში დაიწყო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული გლოკის სისტემის პისტოლეტის წარმოება.  როგორც რუსები იტყვიან: невероятно но факт.  აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს მთლად გლოკი არ არის.  მაგრამ არც მისი რუსული კლონია.  ეს არის გლოკის და გლოკზე გათვლილი სხვა კომერციული მაკომპლექტებელი ნაწილებისგან აწყობილი კონსტრუქტორი.  გენადი კოჟაევის განმარტებით, რომელიც სათავეში უდგას ამ პისტოლეტის წარმოებას თუ აწყობას, იგი ყიდულობს ორიგინალურ გლოკის რესივერს  ევროპაში, ხოლო ლულა და აწყობილი საკეტი ჩამოდის აშშ–დან. საბოლოო აწყობა ხდება რუსეთში.  ევროპაში რესივვერი არ ითვლება იარაღად და იყიდება თავისუფლად, აშშ–ში პირიქთ, საკეტი და ლულა იყიდება შეზღუდვების გარეშე.  იარაღის ფასი არის 2500 ევრო.  ეს იმის გამო რომ სათითაოდ ხდეა კომპონნეტების შეძენა, ჩამოტანა, დიდია მოსაკრებელი ერთ იარაღზე – 15 000 მანეთი.  კიდე ალბათ სხვა და სხვა ბიუროკრატიული ბარიერები, ალბათ ქრთამები და “ატკატები”.  ასე გამოდის ფასი 2500 ევრო.  გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში ლიბერალური და თავისუფალი ეკონომიკაა ხოლო კორუფცია არ არსებობს საერთოდ –  მზა გლოკი ჩვენთან ღირს იაფი,  2500 დოლარი მხოლოდ.  ასე ვთქვათ ნათლად ჩანს ჩვენი უპირატესობა ამ საკითხში.   აქაც გავასწარით რუსებს! მაგრამ დაუბრუნდეთ საკითხს. რუსული გლოკის რესურსი შთამბეჭდავია, 50–60 ათასი გასროლა ლულაზე, საკეტი და რესივერი უფრო დიდ რესურსიანია.  უცნობია გლოკის კომპანიის რეაქცია ამ გიბრიდზე.  კოჟაევის განცხადებით ავსტრიიდან მას ჯერ არავინ არ გამოეხმაურა პროეტსიტს გამოსაცხადებლად.  თვითონ გენადი კოჟაევი ცნობილი ბენჩრესტერი არის, ასევე ერთ ერთი იშვიათი კერძო პირი, რომელსაც აქვს იარაღის წარმოების ლიცენზია რუსეთის ტერიტორიაზე.  როგორც ჩანს პრაქტიკული სროლა სულ უფრო პოპულარული ხდება, ჯერ ასევე ყოფილმა ბენჩრესტერმა ვალერი ბალიკოევმა გახსნა ევროპაში უმსხვილესი პისტოლეტის სასროლოსნო ცენტრი მოსკოვის შემოგარენში და ეხლა აგერ კოჟაევმა დაიწყო პისტოლეტების წარმოება.   შეგახსენებთ, რომ პისტოლეტის შეძენა შეუძლიათ რუსეთში იურდიულ პირებს, ტირებს და ფედერაციებს. იარაღი თანხის გადახდის შემდეგ პირობითად გადაცემა კერძო პირს და მხოლოდ ის ხმარობს იარაღს ტირში მაგრამ იარაღი ინახება ისევე ტირში, ანუ სახლში ის მას ვერ წაირებს, ხოლო ტირების ტერიტორაზე ყველა პირობაა შექმნილის ავარჯიშოთ და იარაღის მოსავლელად. ასეთმა ცვლილებამ განაპირობა პრაქტიკული სროლის ბუმი რუსეთში.  ეს შეგახსენებთ იმის ფონზე რომ საქართველოში რა არის პრაქტიკული სროლა არავინმა არ იცის პრნციპში და პისტოლეტის სახლიდან გატანა საერთოდ აკრძალულია. ის კი არა სახლშიც მოაგდგებიან, რომ არწმუნდნენ რომ იარაღი მიუწვდომელია და ინახება დალუქულ, დადუღებულ, დაბეჭდილ სეიფში ისე, რომ სახლში ვიღაცა, რომც შემოიჭრას მას არ დახვდეს დაბრკოლება შუბლში ნასროლი ტყვიის სახით. ასე ვთვქვათ შეუქმნათ მძარცველებს კომფორტული და უსაფრთხო მუშაობის პირობები.

phoca_thumb_l_gmk2

რუსული გლოკი GM100 დაყენებული ლაზერული სამიზნით 

 

რა კომენტარის გაკეთება შეიძლება? ყველაფერი ეს ძალიან საწყენია, რომ მაფიოზურ ბანდიტურ კორუმპირებულ რუსეთში მოქალაქეებს აქვთ საშუალება იქონიონ იარაღი, ისროლონ ის, ტარდება შეჯიბრებები და მათი რაოდენობა წლიდან წალმდე იზრდება მაშინ როდესაც დემოკრატიულ ლიბერალურ განვითარებულ საქართველოში არ გვაქვს საერთოდ არაფერი. უბრალოდ არაფერი.

როგორი იქნება მომავალი სამიზნე მოწყობილობები პისტოლეტებზე?

Monday, November 15th, 2010

როგორც წესი, უმეტესობა სტატიების ამ ბლოგზე არის დაფუძნებული ინტერნეტში ან სხვა და სხვა ლიტერატურაში არსებულ მასალებზე, მცირე ნაწილი არის ექსკლუზიური მასალები, კიდევ უფრო მცირე ნაწილს წარმოადგენს ჩემი პირადი ანალიტიკა. ამჯერად მე შევეცდები წარმოგიდგინოდ ჩემი ხედვა იმაზე თუმ როგორი ტიპის სამიზნე მოწყობილობები და როგორ დაყენდება პისტოლეტებზე უახლოეს მომავალში.

აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციონალური რკინის სამიზნეები დარჩება სერიულ იარაღზე ჯერ კიდევ მრავალი წელი და ფასის და ეფექტურობის თვალსაზრისით მათ კონკურენცასი ვერაფერი ვერ გაუწევს .  უფრო მეტიც  მათი სერიულ იარაღში შეცვლას არანაირი აზრი არ აქვს. ისინი მუშაობენ და არიან ეფექტურები.  მათი კონსტრუქცია, როგორც არასდროს აქამდე არის გამძლე და მოსახერხებელი. არსებული მოდიფიკაციები კი ფარავენ მთლიანად ყველა იმ სპეციფიურ მოთხიოვნებს, რომელსაც შეიძლება აკმაყოფლებდეს იარაღი, მათი გამოცვლა ადვილია და არ მოითხოვს კვალიფიციურ ხელოსანს.  მაგრამ ამავე დროულად რკინის სამიზნე მოწყობილობებს აქვს ერთი დიდი მინუსი. მათი გამოყენება საჭიროებს რამდოენიემ თანმიმდევრული მოქმედების შესრულებას, კონკრეტულად კი უკანა და წინა სამიზნე მოწყობილობების გასწორებას სამიზნეზე. თვალის ფოკუსირება სამ სხვა და სხვა მანძილზე განლაგებულ პატარა ობიექტზე არის შეუძლებელი. შესაბამისად იდეალური დამზინება შეუძლებელი ხდება.  აქიდან უმეტესობა ინსტრუქტორების თანხმება, რომ სასურველი “სამიზნე სურათი” უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ბუნდოვანი ცელიკი, მკაფიო მუშკა და ასევე ბუნდოვანი, სამიზნეს სილუეტი, რომლის ცენტრში უნდა მოთავსდეს მკაფიოდ გამოსახული მუშკა. კი ბატონო, გასაგებია და მისაღები. აღნიშნული ტექნიკა ამცირებს რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენებისას  დამიზნების შეცდომებს. მაგრამ ხმოლოდ ამცირებს და არა მთლიანად აქრობს.  მაგალითისთვის,  აქ შეიძლება გამოვიყენოთ ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი ინსტრუქტორის და ტაქტიკოსის გაბრიელ სუარესის მაგალითი ამ ტექნიკასთან დაკავშირებით.  თავის ერთ ერთ წიგნში ის წერს, რომ მუშკაზე კონცენტრირება დაახლოებით იგივეა, რომ მანქანით ექსტრემალური მანევრირებისას თქვენ უყურებდეთ საჭეზე განთავსებული მტევნების დიდ თითებს იმის მაგივრად, რომ უყუროთ გზას.  გარკვეული ლოგიკა ასეთ კრიტიკაში დამეთანხმებით არსებობს.  სამიზნე თუ ჩანს ბუნდოვნად ასევე ბუნდიოვნად მაგალითისთვის გამოჩნდება სამიზნის მოქმედებები ან თუ ის რა ხდება მის გარშემო.  მიშვერით სროლა (polint shooting) სამიზნე მოწყოილობებსი გამოყენების გარეშე,  აბსოლუტური უმეტესობა სპეციალისტების აზრით არის მავნე ჩვევა, არაეფექტური და სახიფათო ტექნიკა.  ეს ტერმინი გაჩნდა ფაირბერნის და ეპლგეიტის წიგნში (Shooting to live)  ნახსენები ტექნიკის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად.  იარაღის დამიზნებისთვის (ორიენტაციისთვის) ჩვენებითი რეფლექსის გამოყენება არის არაეფექტური, იმიტომ რომ ეს რეფლექსი არ გაძლევთ საჭირო სიზუსტეს, და ეს განსაკუთრებით მაშინ არის აქტუალური, როდესაც გიწევთ სროლა სამიზნეში, რომელიც უდანაშულო ხალხს შორის არის განლაგებული. ასეთ სიტუაციაში დამიზნების გარეშე სროლა არის უბრალოდ სისულელე.  სხვა და სხვა გამოცდილმა სპეციალისტმა, რომლებსაც უწევდათ იარაღის გამოყენება გამოიგონეს, რიგი ტექნიკებისა, რომლებიც იძლევა ძალიან კარგ რეზულტატებს და მნიშვნელოვნად ამცირებს დამიზნების დროს.  მაგალითად ნიუ იორკის ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიციელი ვეტერანი ჯიმ სირილიო არის ე.წ. სილუეტური სროლის ტექნიკის ავტორი.  ის იყენებს რეფლექსებს, რომელიც მას გამომუშავებული აქვს რომ დაუმიზნიოს იარაღის სილუეტით. მეხსიერებაში ზის სწორედ მიმართული იარაღის გამოსახულება, თავისებურად გამოიყურება დამცველი,  იარაღის ჩახმახი, ანუ დამიზნება ხდება დაახლოებით ისე როგორც სანადირო თოფის.  ეს ტექნიკა კარგად მოქმედებს ახლო მანძილებზე, რასაც ადასტურებს თავად ჯიმ სირილიოს გამოცდილება.  კიდე რამოდენიმე ტექნიკა არსებობს, რომლის ავტორები არიან ცნობილი ინსტრუქტორები, მაგრამ ყველა ეს ტექნიკა არის რთული ასათვისებელი და მოითხოვს ბევრ დროს და ვარჯიშს და ასე თუ ისე იყენებს რკინის მუშკას და ცელიკს თუმცა ასე თუ იე ამცირებს დამიზნების დროს.  დემოკრტატია საშინელი რამეა, მაგრამ კაცობრიობას არ გამოუგონია ჯერ უკეთესი რამე. ეს სიტყვები უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის. როგორც ჩანს, რკინის მუშკა და ცელიკი მინუსების მიუხედავათ კვლავ რჩება ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ სამიზნე მოწყობილობებად პისტოლეტებში.  მაგრამ იქნება ასე ყოველთვის თუ რამე შეიცვლება?

propersightfocusqc6

ასე უნდა გამოიყურებოიდეს სწორი სამიზნე სურათი

როგორ უპასუხეს ყველა ამა გამოწვევას სფეროებში სადაც სწრაფი და ზუსტი სროლა არის აუცილებელი საჭიროება. ლაპარაკი მაქვს პირველ რიგში  ტაქტიკურ დანაყოფებზე, რომლებსაც უწევთ ხშირად ბრძოლის წარმოება ახლო მანძილებზე და სპორტსმენებზე, რომლბიც იბრძვიან მაღალი სპორტული შედეგების მისაღებად? პასუხი მარტივია. ბოლო დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ამ “პუბლიკაში” დომინირებენ ოპტიკური და ლაზერული სამიზნე მოწყობილობები.  მათი ყველაზე დიდი პლიუსი? წიტელი წერტილი კოლიმატორში და ლაზერშიც პროეცირდება პირდაპირ სამიზნეზე . შედეგად ვიღებთ სწრაფ და იოლ დამიზნებას ნებისნმიერი განათების პირობებში.  

მაგალითად 2001 წელს ერაყში, ოპტიკური სამიზნე სტანდარტულ M-16/4-ზე იყო ეკზოტიკა, ხოლო ასეთის არსებობა მიუთითებდა, რომ ჯარისკაცი ამ იარაღით მიეკუთვნებოდა, რომელიმე ელიტურ სპეცდანიშნულების რაზმს.  ცხადია ოპტიკური სამზინეები და მათი კვების წყაროები 20 წლის წინ და დღეს ასევე საკამოდ განსხვავებული რამეებია. დღეს M4 აღჭურვილი Trijicon–ის ან Eotech–ის კოლიმატორით უკვე ჩვეულებრივი ამბავია.  რა თქმა უნდა ოპტიკას გააჩნია მინუსები. ესენია დამოკიდებულება კვების წყაროებზე (Red Dot ტიპის კოლიმატორები), მათ კონსტრუქციაში შუშის ელემენტების არსებობა, რომლებიც შეიძლება გატყდეს.  თვითონ ოპტიკური სამიზნის კონსტრუქცია წარმოადგენს პრეციზიულ მექანიზმის, რომელიც ცუდათ იტანს დიდი დატვირთვებს. დღეს ინდუსტრიამ ადეკვატურად უპასუხა ყველ ამ გამოწვევას, რამაც განაპირობა ოპტიკური სამიზნეების ფართო გავრცელება და წარამტებული საბრძოლო კარიერა. პრაქტიკულად ოპტიკური სამიზნე დამხმარე მოწყობილობიდან გახდა ძირითადი დამიზნების სისტემა, ხოლო რკინის სამიზმე მოწყობილობებმა გადაინაცვლეს მეორე პლანზე და ძალიან ბევრ ახალ კარაბინში ან შაშხანაში ისინი შესრულებულია, როგროც დასაკეცი ელემენტები.   კითხვა ისმის ასე, მოხდება თუ არა ანალოგიური რევოლუცია პისტოლეტებშიც?

45

ოპტიკის ტრიუმფი, კომბინირებული სამიზნე მოწყობილობა Trijicon ACOG + Docter Red Dot. ასეთი კომბინაცია უზრუნველყოფს იარაღის (M4)  გამოყენებას ყველა ეფექტურ მანძილებზე, მიბჯენით სროლიდან 500 მეტრამდე სწრაფად და ზუსტად.  

 იგივე ეხება ლაზერულ სამიზნეებს.  ბოლო 20 წლის განმვლობაში მათი ზომა და წონა შემცირდა 300–400%. ასევე რამოდენიმეჯერ გაიზარდა მათი უწყვეტი მუშაობის დრო, ყველაზე კომპაქტურ მოდელებშიც კი ის არ შეადგენს 4 საათზე ნაკლებს.  გაიზარდა, ზოგადად კონსტრუქცის საიმედოობაც. იმის გამო, რომ ლაზერული სამიზნეს დაყენება არ ცვლის პისტოლეტის კონვეცნიონალურ სამიზნე მოწყობილობებს, ლაზერული სამიზნეები პისტოლეტში უფრი გავრცელებულია ვიდრე მაგალითად  კოლიმატორები.  თუ ლაზერი გამოვიდა მწყობრიდან, ყოველთვის შეიძლება კვლავ რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენება. ლაზერი ადვილად ყენდება იარაღის გადაკეთების გარეშე, არსებობს მოდლეები, რომლებიც არ საჭიორებენ იარაღის ბუდის შეცვლასაც და გაბარიტებს უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ ზრდიან, მაგალითად LaserMax ან Crimson Trace Laser Grips.  

67

სცენა ფილმიდან ტანგო და კეში (1989 წელი), დეტექტივ კეშს (კურტ რასსელი) უყენია Ruger GP100-ზე იმ დროისთვის ტიპიური ზომის ლაზერული სამიზნე ….

LaserMax2

…და პოპულარული დღეს Laser Max–ი, რომელიც წარმოადგენს ამ შემთხვევაში Glock 26-ის დამაბრუნებელი ზამბარის   ღერძს.

თუ გრძელ იარაღში ოპტიკამ დაიკავა თავისი ადგილი და დომინირებს, პისტოლეტებში ოპტიკური სამიზნეები დღემდე რჩება ეკზოტიკად. ამას აქვს გარკვეული მიზეზები.  პისტოლეტის, როგორც იარაღის მთავარი უპირატესობა არის მისი კომპაქტურობა. თუ იკარგება კომპაქტურობა, პისტოლეტი კარგავს თავის ფუნქციას.  გარდა ამისა ყველა დღეს არსებული ოპტიკური სამზინე პისტოლეტისთვის საჭიორბს პისტოელტის კონსტრუქციის გადაკეთებას კვალიფიციური ოსტატის მიერ.

sti_grandmaster

პასუხი მოთხოვნაზე სპორტული სამყაროდან. სურათზე არის STI Grand Master აღჭურვილი C-More კოლიმატორით. იდეალური სპორტში, აბსოლუტურად გამოუყენებელი, როგორც თავდაცვის იარაღი, რომელიც მუდამ თან უნდა იქონიო.  ასევე მიღებელია ფასიც – 3300 – 3700 დოლარი.  

 ამ სტატიაში მე ვერ დავასახელებ ყველა გზას, რომელიც შესაძლბელია, რომ არჩეულ იქნეს, მარამ გამოვყოფ ჩემის აზრით რამოდენიემ ნიშვნელოვან პრიორიტეტს.  კოლიმატორების და ლაზერების უპირატესობები იმდენად აშკარაა, რომ ადრე თუ გვიან ინდუტრია გადაწყვიტავს ამ საკითხს და ოპტიკური სამიზნეები იქნება ისევე ჩვეულებივი ამბავი პისტოელტებზე, როგროც დღეს Tijiconi–ი M4-ზე.

პისტოლეტი არის ბოლო შანსის იარაღი, შესაბამისად ყველა მისი კომპონენტი უნდა იყოს 100% საიმედო. პისტოლეტების მომხმარებლების უმეტესობა არის დაბალი კვალიფიკაციის მქონე მსროლელები შესაბამისად სამიზნე მოწყობილობები უნდა იყოს მარტივი და ადვილი ექსპლუატაციაში. ოპტიკური სამიზნის პატარა ზომა განაპირობებს კვების წყატროს პატარა ზომას. 4 საათი უწყვეტი მუშაობა როგორც ლაზერულ სამიზნეში არის მიუღებელი. კარგი იქნება თუ რკინის სამიზნე მოწყობილობები დარჩება იარაღზე, როგორც რეზერვი.  და ბოლოს, რაც მთავარია ასეთი სამიზნე მოწყობილობა უნდა იყოს იაფი და ხელმისაწვდომი. სასურველია, რომ ის ყენდებოდს იარაღზე ხელოსნის ჩრევის გარეშე, ამაზე უფრო დაწვრილებით ქვევით წაიკითხვათ.

პირველ რიგში მიმაჩნია, რომ პისტოლეტებზე უახლოეს მომავალში გაჩნდება (უნდა გაჩნდეს) საკეტზე უნივერსალური სტანდარტული სამაგრი. ისევე როგროც უივერის პლანკა გრძელლუალიან იარაღზე. ის უნდა წარმოადგენდეს საკეტის განუყოფელ ნაწილს და არ უნდა ზრდიდეს მის გაბარიტებს.  ასეთი სამაგრის არსებობა გახდის შესაძლებელს საჭიროების შემთხვევში მასზე დაყენდეს და მოიხსნას ოპტიკური სამიზნეები  ”ნოლის” დაკარგვის გარეშე. კომპაქტური და საიმედო პისტოლეტის კოლიმატორები უკვე ერსებობენ და საკამოდ დიდი ხანიც.  ზოგ მოდელზე შეასძლებელია მათი დაყენება და გამოყენება რკინის სამიზნე მიწყობილობების მოხსნის გარეშეც. სავარაუდოთ  შესძლებელი გახდება ძირითადი ოპტიკური სამზინის დუბლირება რკინის მუშკა ცელიკით, რომელიც განთავსდება იარაღის საკეტის გვერდიდან.

56

კოლიმატორი Trijicon RM02 დაყენებული Glock 17-ზე.

კოლმატორი უნდა ირთვებოდეს ავტომატურად იარაღის ხელში აღებისთანავე. უნდა ქონდეს ჰიბრიდული კვება, ანუ დღისით იყენებდეს ბუნებრივ განათებას ხოლო ღამით იკვებებოდეს ელემენტებისგან, რაც გაზრდის მუშაობის დროს. 

სავარაუდოთ გაიზრდება ეკზოტიკური სამიზნე მოწყობილობების რაოდენიობა, რომლის დაყენება არ მოითხოვს ხელოსნის ჩარევას, ანუ ისინი დაყენდება “მერცხალის კუდის” ტიპის სამაგრის გამოყენებით. მაგრამ ეს იქნება დორებითი მოვლენა სანამ არ გაჩნდება ახალი ტიპის უნიფიცირებული სამაგრი.

0

უდაოდ ორიგინალური და ინოვაციური კონსტრუქცია –  რკინის მუშკა ცელიკის და ლაზერული სამიზნის ჰიბრიდი  LaserLyte RSL

ყველაზე მთავარი, რამაც უნდა ხელი შეუწყოს ოპტიკური და ლაზერულის სამიზნეების გავრცელებას პისტოლტებში იქნება ხელმისაწვდომობა ანუ დაბალი ფასი და ხელოსნის ჩარევის გარეშე დაყენების ოფცია და ასევე მათ დასაყენებლად სამაგრი სისტემების უნიფიკაცია სხვა და სხვა მწარმიოებლებს შორის. მას მერე რაც პირველად Heckler&Koch–მა თავის USP სერიის პისტოლეტებში გამოიყენა უნივერასალური სამაგრ განმლაგებული რსივრზე გავიდა 17 წელი და დღეს ასეთის ამაგრი არის სტანარტული ელემენტი უმრავლესობა პისტოლეტის მოდელზე, და შესაბამისად არსებიოსბ ზღვა აქსესუარებუის, რომელიც ამ სამაგრზე ყენდება.  იგივე მოხდება თუ ასეთივე სამაგრი გამოჩნდება პისტოლეტებზე, ბოლო ბოლო ეს ინდუსტრიას დამატებით მოგებას მოიტანს, რაც უკვე საკამრისია, რომ ამაზე დაიწყონ ფიქრი უკვე დღეს.  ჯერ ჯერობით დღეს ისევე, როგორც ადრე 50 წლის წინ  გრძელლულაინ იარაღში , პისტოლეტზე კოლიმატორის დასაყენებლად საჭიროა ოსტატის ხელი და იარაღის გადაკეთება.  შეიცვლება თუ არა ეს მდგომარეობა, ოპტიკური სამიზნე გახდება ჩვეულებრივი ამბავი პისტოლეტზე ისევე, როგორც დღეს გრძელლულიან იარაღზე.

 

 

ზღაპარი

Tuesday, September 28th, 2010

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი:

ერთი წყნარ და მშვიდ პარასკევის საღამოა. თბილისის ერთ ერთ პრესტიჟული უბანი, ახალ აშენმებულ კორპუსი. ერთ ერთ ბინაში,  ცალკე ოთახში სპეციალურად  მოწყოილ იმპროვიზირებულ “არუჟეიკაში” ზის კაცი.  გვერძე მიყრუებულად გუგუნებს ტელევიზროი. ოთახში ბნელა მაგრამ მაგიდის თავზე ძლიერი ლამპა ანათებს. წინ მაგიდზაე შუქის ქვეშ  მას უდევს შაშხანა.  ეს არის აშშ–ში მაუზერის საკეტზე  აწყობილი კასტომიზირებული შაშხანა.  კალიბრი 8X68S, რომელიც არის თითქმის იდეალური სამთო ნადირობისთვის და იკავებს შუალედურ პოზიციას .30 კალიბრის მაგნუმებში. ამ იარაღში მან გადაიხადა 9 000 დოლარი და სამი თვე ელოდებოდა მის ჩამოსვლას. შაშხანას ამშვენებს აუცილებელი Harris-ის მოკლე “სოშკები” და ოპტიკა Zeiss Diavari Victory 6-24×56, რომელშიც ამ კაცმა გადაიხადა გზის ჩათვლით და აუცილებელი მაგრამ აბსურდული განბაჟებით 3000 დოლარი. წარმოგიდგენიათ არა რა შესანიშნავი კომპლექსია? წავიდა ის დრო როდესაც მას უწევდა გადაკეტებული ძველის ძველი მისინის შაშხანით ნადირობა. ვაზნმებს ეს კაცი ტენის თვითონ, ენდობა მხოლოდ საკუთარი ხელით დატენილი ვაზნებს, და ზეპირად იცის 300 მეტრზე განულებული შაშხანიდან 990 მ/წ სიჩქარით ნასროლი ტყვიის ვარდნა 1 კმ–მდე მანძილზე. გარდა ამისა 8X68S ბილისის მაღაზიებში საერთოდ არ იყიდება. Lee-ს დასატენ პრესს და აქსესუარებს ეს კაცი ასევე კარგახანი ელოდა და მისი დიდი წონის გამო გზაც საკამოდ ძვირი დაუჯდა. კომპონენტები მან თვითონ დიდი რისკის ფასად ბარგით ჩამოიტანა ევროპიდან.  დღეს ის აუჩქარებლად და დაფიქრებულად  სათითაოდ არჩევს ვაზნებს, წმინდავს და ეფერაბა თავის შაშხანას. ხვალ ხომ ის მიდის სანადიროდ! იქვე ახლოს,  კუთხეში გაშლილია აღჭურვილობა, პრაქტიკული გამძლე მაგრამ ძვირი Gore-Tex-იდან დამზადებული  მაღალყელიანი ფეხსაცმელი Nepal EVO GTX, სპეციალური სანადირო ტანსაცმელი Gander Mountain. სამთო ნადირობა რთულია და სახიფათო, ამიტომაც აღჭურვილობას და ეკიპირებას ეს კაცი დიდხანს არჩევდა და დიდხანს მოუთმენლად ელოდებოდა მის ჩამოსვლას. ბოლო მისი შენაძენი უკვე შემოწმებულია და დევს ჩანთაში – შესანიშნავი ბინოკლი და მანძილმზომი Leica Geovid, რომელიც  მას მისმა მეგობარმა მონადირეებმა აჩუქეს. საინეტერესოა რა დაუჯდათ ის, ინტერნეტში ის ხომ 2500 დოლარი ღირს.  ლეიკამ შეცვალა მისი ძველი და საიმედო Bushnell-ი, რომელიც მას ტან ახლდა არა ერთი ნადირობისას. მანდვე მეორე კუთხეში ყრია ის ნაგავი, რომელაც მას ნადიორბაში გაუთვითცნობიერებული ნაცნობები ჩუქნიდენ ხოლმე, თბილისის მაღაზიებში ნაყიდი ჩინური “შირპოტრები”, რომელიც ამ კაცს არაფერში არ ადგება და ეხლა უბრალოდ ადგილს იკავებს.   მას მერე რაც კაცი რწმუნდება, რომ გადარჩეულია საუკეთესო ვაზნები ხოლო შაშხანაა ზმადაა, ის წყნარად ალაგებს იარაღს და აღჭურვილობას, ჩააქვს ის თავის Toyota Land Cruiser-ში, რომელსაც ის ადრე როგორც ოჯახის მანქანას იყენბდა ეხლა კიდე ის გამოიყენება მხოლოდ სანადიორ ადგილებამდე მისაღწევად. სახლს და ფარეხებს დაცვის სმსახური იცავს. ხვალ დილით მას დაჭირდება მხოლოდ მანქაში ჩახტომა და სათრევი არაფერი ექნება. სანამ ის უკან სახლში ბრუნდება ტელეფონით კიდევ ერთხელ უთანხმებს თავის მეგობრებს შეხვედრის ადგილებს, დროს და მარშრუტს. ნადირობისთვის, რომელიც ხვალ დაიწყება ყველფრი მზადაა.  ეს კაცი საკმაოდ წარმატებულია იმისთვის, რომ უზრუნველყოს თავისი ოჯახიც და იმავე დროს დაიტოვოს დრო თავისის საყვარელი გატაცებისთვის, მთაში ნადირობისთვის.  მას უკვე შეატყობინეს რომ ადგილობრივებმა ნახეს ჯიხვების ფარა და მზად არიან გაყვნენ მას და მის მეგობარ მონადირეებს და ეს ადგილი ანახონ. კარგია, კუთხეში დაყრილი ნაჩუქარი ხლამის ნაწილი გამოდგება ადგილობრივების წასახალისებლად.  როგორც ჩანს მას არაფერი  არ დაავიწყდა ან გამორჩა. ყველაფერი მზადაა, ყველაფერი თავის ადგილას დევს. ცოლშვილი აგარაკზეა მშობლებთან, შეიძლება ძილის წინ ტელევიზორის ყურებაც. კაცი ხმას მაღლა უწევს, პირველი არხი…. ეკრანზეა ნაცნობი პეიზაჟები…. ვიღაცის ხელი სურათებიდან ხევს დათვის და ჯიხვის სურათებს. ეს არის ახალი გარემოს დაცვის ვირტუალური პროექტი – გაუფრთხილდი ბუნებას და ცხოველებს.  ნანხმა 15 წამიანმა კლიპმა დააფიქრა კაცი.  ხანმოკლე დუმილის შემდეგ მან აიღო ტელეფონი დარეკა  ბოლო აკრეფილ ნომერზე და აცნობა თავის მეგობარს, რომ ხვალ ვერ შეძლებდა მათთან ერთად წამოსვლას გადაუდებელი ოჯახური პრობლემების გამო…..

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია

Wednesday, August 4th, 2010

დღეს ქართული თემატური ფორუმების უმეტესობა აბსოლუტურად გამოუსადეგარია საუბრებისათვის და დისკუესიბისთვის. სულ 4 წელი გავიდა მას მერე, რაც მე დროებით მოვცილდი უცხოურ ფორუმებს და გადმოვერთე ქართულ ინტერნეტ სივრცეზე. მინდა ვთქვა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ეს იყო მხოლოდ უაზრო ნერვების მოშლა და დროის ხარჯვა. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ერთმანეთის მოსმენის კულტურა არ არსებობს საერთოდ, მე ამაში არ ვგულისხმობ, რომ ორი მოსაუბრე ერთდროულად საუბრობს. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია ადმიანს არ ეთანხმებოდე მაგრამ უბრალოდ აცალო მას ლაპარაკი ისე, რომ არ გადახვიდე შეურაწყოფებზე და შეეცადო შენი ოპონენტი დაამცირო ან დაცინო.  საერთოდ ფორუმები იმიტომაც ფასობს, რომ ფორუმზე ანუ ვირტუალურ სივრცეში უფრო განეწყობი გულახდილი ლაპარაკისკენ,რადგანაც იქ მეთი თავისუფლებაა. სამწუხაროდ ქართულ ფორუმებზე  ამ თავისუფლებას ძალიან ტავისბური გამოყენება უპოვეს.   განსაკუთრებულად ღიმილს იწვევენ ფორუმის წევრები, რომლებსაც აერთიანებთ მილიტარისტულ–პოლიციური ნიკები, ავატარები და ფაშისტური ან “ურაპატრიოტული” ციტატები “სიგნატურებში”.  აგრესიულები, თავხედები და უცოდინრები, ქმნიან აუტანელ კლიმატს ყველგან სადაც გამოჩნდებიან. სამწუხაროდ ქართულ ფორუმებზე ხანმოკლე გამოჩენაც საკმარისი იყო, რომ ყველაზე “ნიჭიერებს” ჩემს შესახებ მოეფიქრებინათ ჭორები და მითები.  როგორც ჩანს “რეალში” ვერ დამკვიდრდენ და ასე იქმნიან “პატრიოტების” ვირტუალურ იმიჯს. სამწუხაროა ისიც, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც ქართული ინტერნეტი წარამტებით გადავიდა თვითცენზურის რეჟიმში, ასეთი თავშეუკავაბელი და დაბალი ინტელექტის მქონე ინტერნეტ–მომხმარებლები გადავიდნენ, რამოდენიმე უცხოურ ფორუმზე სადაც აქტიურად დაიწყეს ჰაერის გაფუჭება.  მოკლედ ყველგან კარგია სადაც ჩვენ არ ვართ …… დაველოდოთ კიდევ 15–20 წელი და იქნებ კულტურის დონე აიწევს იმ დონემდე, რომ შესაძლებლია გახდება ქართულ ფორუმებზე “მოღვაწეობა”. მე მხოლოდ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სიმართლეში, რაც გამოიხატა დამოუკიდებლად ბლოგის შექმნაში.  ვნახოთ რა იქნება შემდეგ.

გეგემებში არის სტატიები იუჯინ სტოუნერის შენიღბული პისტოლეტ–ტყვიამფრქვევის შესახებ, ბრაუნინგის ცნობილ პისტოლეტზე High Power, Cz97-ზე, Cz92-ზე, თარგმნის პროცესშია რამოდენიმე სტატია და ასევე ნელ ნელა წინ მივიწევ და მალე დავასრულებ ნაშრონს ჭრილობების ბალისტიკაზე. სანამ ზაფხულია და ცხელა ხოლო კონდიციონერი რჩება ფუფუნებად,   შრომისუნარიანობაც მექნება დაქვეითებული  ;)