Archive for the ‘მოკლელულიანი იარაღი/handguns’ Category

გამადიდებელი შუშის ქვეშ – Kimber Micro 9

Thursday, February 14th, 2019

P1100472

2006 წელს ჩემ ცხოვრებაში მოხდა ფრიად მნიშვნელოვანი რამე. მე ვიყიე ჩემი პირველი ნამდვილი, სერიოზული იარაღების ჟურნალი. უნდა გახსოვდეთ, რომ თავისუფლების მოედნის მეტროს სადგურის გვერძე იყო საკმაოდ დიდი “მაცნეს” მაღაზია, სადაც გაზეთები და ჟურნალები იყიდებოდა. იქვე იდგა რკინის ყვითელი ყუთი სადაც უნდა ჩაგეგდოთ განცხადება, რომელიც გამოქვეყნდებოდა ჟურნალში “სიტყვა და საქმე” და სანამ mymarket-ი გაჩნდებოდა ასე გავასხვისე მე საკამოდ ბევრი ჩემი იარაღი.  პერიოდულად, მაგრამ მაინც იშვიათად “მაცნეს” მაღაზიაში წააწყდებოდით ხოლმე მართლა უცხოურ ჟურნალებს, რომლებიც უბრალოდ სხვაგან არსად თბილისში არ იყიდებოდა. ერთ დღეს ამ მაღაზიაში დამხვდა ამერიკული ჟურნალი Combat Handguns-ის ნომერი, რომელიც თანაც კაი ძვირი ღირდა. 12 თუ 13 ლარი, რაც 2006 წელს სხვა ფული იყო ვიდრე დღეს მაგრამ ჟურნალი მე მაინც ვიყიდე. ასე შედგა ჩემი პირველი რეალური ნაცნობობა ე.წ. “განვრაიტინგთან”. რუსულ ჟურნალებს არ ვთვლი, იმიტომ რომ მათი უმეტესობა იყო გათვლილი სახმედრო საქმის ენთუზიასტებზე და მონადირეებზე/სპორტსმენებზე. თუ არ ჩავთვლით Soldier of Fortune-ის რუსულ გამოცემაში სტატიების თარგმნებს, არავინ არ წერდა რუსულად სამოქალაქო თავდაცვით და ტაქტიკურ იარაღზე.  ჟურნალის წაკითხვის შემდეგ მე განცვიფრებული დავრჩი იმით, რომ ყველაფერი რაც შიგნით ეწერა იყო ხელმისაწვდომი უბრალო ადამიანისთვის ამერიკაში. ასევე პირველად გავეცანი იმას, თუ რამდენად სერიოზულად და მეთოდურად უდგებოდბნენ ამერიკელები იარაღის ფლობას და საკუთარი უსაფრთხოების დაცვას. პრინციპში ყველაფერი რაზეც იმ ჟურნალში ეწერა მე მოგვიანებით ჩემით ვიყიდე. ძალიან ლამაზი SOG-ის დანა, რომელიც მომეწონა სურათებიდან, პისტოლეტები “Sig-Sauer P226 “, “Glock 17″, “Springfield XD” და Glock-ის დანაც – M78. პირველი რევოლვერი, რომ ვიყიდე უკვე ამ ჟურნალიდან ვიცოდე, რომ უნდა მეყიდა HKS-ის სწრაფდამტენები.  ჟურნლში ასევე იყო საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა კლასიკური ამერიკული BBQ პისტოლეტის, Kimber 1911 Grand Raptor II-ის.  ეხლა უნდა განვმარტო რა არის BBQ პისტოლეტი ან რევოლვერი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ რანჩოზე სტუმრებს იღებთ,  ეზოში ღია ცეცხლზე ხორცი იწვება, ზიხართ თქვენთვის წყნარად, საუბრობთ სხვადასხვა თემებზე. ბუნებრივია, რომ თქვენი პერსონალური იარაღი არის ჩაცმულობის ნაწილი, მაგრამ ასეთი იარაღი არ შეიძლება იყოს “უბრალო” “გლოკი” ან “ზიგი”.  ეს უნდა იყოს პისტოლეტი, რომელიც თავისი დახვეწილი, გამორჩეული იერსახით თქვენც და თქვენ სტუმრებს მოგიყვანთ კარგ განწყობაზე, ხოლო მისი დიდი ისტორია, იქნება საფუძველი საინტერესო და ხანგრძლივი საუბრისთვის. ცხადია ამერიკის შემთხვევაში კლასიკური BBQ იარაღი არის და იქნება  1911, ხოლო “კიმბერის” Raptor-ი არავის არ დატოვებს გულგრილს თავისი უნიკალური იერსახით და დიზაინით. ნუ აურევთ bbq იარაღს ჰიპსტერულ და სამარიაჟო იარაღებთან, რომელთა დანიშნულება არის სხვებისთვის ნაცრის თვალებში შეყრა, bbq იარაღი არის ფუნქციონალური, კასტომიზირებული იარაღი, რომელსაც არ ატარებთ/იყენებთ ყოველ დღე. იარაღი განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის. თავისთავად იგულისხმება, რომ ასეთი იარაღის მფლობელიც კარად იცის, როგორ უნდა მისი პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება.  სწორედ ამ სტატიიდან მე გავიგე საერთოდ რა არის bbq იარაღი და ასევე ამ სტატიიდან ზოგადად, პირველად გავიგე “კიმბერის” შესახებ.

kimcover

რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მე ნელ-ნელა დავიწყე ახალი ტესტირების ობექტის  ძებნა, თავდაპირველი არჩევანი გავაკეთე Glock 43-ზე. ეს კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი, ერთრგიანი მჭიდით იყო მოდელი, რომლის გამოჩენას მსროლელები ალბათ ათწლეულები ითხოვდნენ გლოკისგან. როგორც ჩანს საქართველოშიც ეს პისტოლეტი კარგად იყიდება და ბუნებრივია ჩემთვისაც ის გარკვეულ ინტერესს წარმოადგენდა და თითქმის უკვე გადაწყვეტილი მქონდა მისი შეძენა, როდესაც მაღაზია “აპაჩიში” გამოჩნდა “კიმბერის” პისტოლეტები და  რევოლვერები პრაქტიკულად ყველანაირი შესრულებით, ხსენებული Raptor-ის ჩათვლით. იყო როგორც სრული ზომის 1911-ები ასევე “კიმბერის” ახალი “მიკრო” სერიის პისტოლეტები. რა თქმა უნდა მე პრაქტიკულად “ბავშვობის ოცნების” აღსრულების შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი და ამიტომ “გლოკ 43″-ის ტესტირება გადავდე და გადავწყვიტე “კიმბერის” შეძენა. ბოლოს და ბოლოს რას უნდა ველოდოთ ახალს გლოკისგან, გარდა მოსაწყენი საიმედოობისა და კარგი სიზუსტისა? სიმართლე გითხრათ სრული ზომის 1911-ის შეძენას მე თავიდანვე არ განვიხილავდი. სეიფში იდო ჩემი “Glock 21″, რომელიც ზამბარებთან და სახლეტთან ყოველგავრი ვუდუს გარეშე ისროდა შაშხანის სიზუსტით და თანაც ღირდა სამჯერ ნაკლები. ამიტომ “კიმბერთან” “გლოკ 21-”ის ღალატი მე არ მინდოდა და არჩევანიც გავაკეთე სწორედაც, რომ Micro 9-ზე. გადასაწყვეტი იყო კონკრეტულად რომელი მოდელი შემეძინა, იმიტომ, რომ ის 10-ზე მეტი შესრულებით იყიდებოდა. ზოგადად Micro-ს არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი. ეს პისტოლეტი გამოდის სამი შესრულებით, Kimber Custom Shop-ის მოდელები რომელთა ფასი 3000 ლარს ცდება, საშუალო ფასიანი მოდელები Сrimson Trace-ის ლაზერული სამიზნით სახელურში და ასევე ზოგ ვარიანტში Tru-glo-ს სამიზნე მოწყობილობებით (ფასი 2450-2650 ლარამდე) და პირობითად საბაზისო მოდელები (ფასი 2150 ლარი). სხვა განსხვავებებიც არის, მაგრამ პირობითად ყველა მოდელის ამ სამ ჯგუფში მოთავსება შესაძლებელია რაც დაგეხმარებათ მათ არჩევაში. Micro 9 ასევე გამოდის Raptor-ის დიდებული შესრულებით მაგრამ მისი ფასი ჩემთვის ნამეტანი დიდი გამოდიოდა და სიმართლე გითხრათ “თეთრი” მოდელი წითელი ხისგან დამზადებული ულამაზესი სახელურის ზესადებებით  ვიზურალურად მომეჩვენა ყველაზე ლამაზი (რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით Raptor-ს). დღის ბოლოს Kimber Micro 9 Stainless უკვე იყო ჩემთან სახლში.

“კიმბერის” მიკრო პისტოლეტების ეს ოჯახი მაღაზიაში წარმოდგენილია ორ კალიბრში .380 ACP (9mm Kurz) და 9×19 Parabellum.  ეს პატარა და ლამაზი პისტოლეტები კონსტრუქციულად  წარმოადგენენ კოლტის 1983 წლის .380 Government Model-ის ვარიანტს, რომელიც თავის მხრივ არის M1911-ის ულტრა კომპაქტური ვარიანტი. უნდა აღინიშნოს, რომ კომპაქტურ 1911-ის ვარიანტებს მაგალითად ესპანეთში გამოდიოდა ჯერ კიდე 30-ნი წლებიდან. ასეთ პისტოლეტებს უშვებდნენ Llama და Star. როგორც კი ამერიკაში გაჩნდა საკმარისი მოთხოვნა ულტრა კომპაქტურ პისტოლეტებზე “კოლტმაც” დაიწყო ანალოგიური მოდელების გამოშვება. 80-ან წლების ბოლოს სცენაზე უკვე გამოჩნდნენ პისტოლეტები პოლიმერის ჩარჩოთი, შიდა დამრტყმელებით და მათთვის კონკურენციის გაწევა იყო ძნელი ამიტომ “კოლტმა” შეწყვიტა მათი გამოშვება, მაგრამ ხანმოკლე შესვენების შემდეგ ინტერესი მიკრო 1911-ების მიერ თითქოს გაიზარდა. 2009 წელს “ზიგ ზაუერმა” გამოუშვა მოდელი P238, 2011 წელს “კოლტმა” განაახლა “მუსტანგების” წარმოება და 2016 წელს უკვე “კიმბერმა” გამოუშვა მიკრო 1911-ის თავისი ვარიანტები, მათ შორის გათვლილი შედარებით ძლიერ 9×19 კალიბრზე. “ზიგის” და “კიმბერის” გარდა ასევე .380 და 9×19 კალიბრის მიკრო 1911-ებს უშვებს Springfield Armory. რამდენადაც მე ვხვდები Micro 9-მ შეცვალა Solo, “კიმბერის” სხვა მიკრო პისტოლეტი, რომელიც ჩანაფიქრის დონეზე იყო ბრწყინვალე კონცეფცია, მაგრამ რეალური იარაღი საბოლოო ჯამში გამოდგა პრობლემური და “კიმბერმა” შეწყვიტა მისი წარმოება. შემდეგ იმის ნაცვლად, რომ დაეხვეწა “სოლო”, გამოუშვა Micro 9. წლევანდელ შოტ-შოუზე უკვე წარმოდგენილი იყო Micro 9-ების მეორე თაობაც.

kompleqtatsia

საფირმო ყუთში დევს ნეილონის ჩანთა, პისტოლეტი ორი მჭიდი, ინსტრუქცია,  ზეთის ერთჯერადი “ამპულა”, “სავაზნის ალამი”, უსაფრთხოების საკეტი, სტიკერი და ბროშურების ნაკრები. უნდა აღინიშნოს, რომ ორიგინალურ კომპელქტაციაში Micro იყიდება ერთი მჭიდით მაგრამ მაღაზია “აპაჩიმ” ცალკე ჩამოიტანა მჭიდები და დააკომპლექტა ყველა პისტოლეტი ორი მჭიდით. ასეთ მიდგომას და დამოკიდებულება კლიენტების მიმართ აქ ხშირად არ შეხვდები. ცლკე მჭიდი არ ღირს იაფი, მისი ფასი  32 დოლარია.   

პისტოლეტის აღწერას დავიწყებ პისტოლეტის კონსტრუქციით. Micro 9 წარმოადგენს ავტომატურ პისტოლეტს, გადაბმული საკეტით, რომელიც იყენებს მოდიფიცირებულ ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას. კონსტრუქციულად ის ძალიან გავს მის დიდი ძმას M1911-ს მაგრამ აქვს განსხვავებებიც.  კონსტრუქციდან ამოღებულია საყურე რომელიც აკავშირებს ლულას და რესივერს ამის მაგივრად ლულის ქვედა ნაწილზე არის შესრულებული ფიგურული კილო, რომელიც ზემოქმედებს რესივერში გაყრილ საკეტის შემაკავებლის ღერძთან (როგორც СZ-75-ზე). გარდა ამისა, იარაღის კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა ლულის “ბუშინგი” (როგორც კოლტის პისტოლეტის მოდიფიცირებულ ვარიანტზე სახელად “მუსტანგი”) და ასევე სახელურის მცველი. ამის წყალობით იარაღის დაშლა აწყობა ბევრად გაადვილდა, და დაშლის ალგორითმით ის იმეორებს СZ-75-ს. უბრალოდ გაწიეთ საკეტი უკან, გამოაძრეთ საკეტის შემალავებელი, მოაცილეთ საკეტი რესივერს, აოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა და ლულა. იარაღის არასრული დაშლა შესრულებულია. პისტოლეტის საკეტიც ადვილად იშლება, მასში არ არის გაყრილი პინები, დამრტყმელს და 1911 ტიპის შიდა ექსტრაქტორს იჭერს ფირფიტა, განლაგებული საკეტის უკან. დააჭირეთ ნემსას, ფირფიტის გასათავისუფლებლად, შემდეგ ჩამოწიეთ ქვევით და შესაძლებელი გახდება დამრტყმელის, დამრტყმელის ზამბარის და ექსტრაქტორის ამოღება.

იარაღის ლულის სიგრზე შეადგენს 89 მმ-ს და დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან (ტვისტი 1:16, მარცხენა მიმართულებით), ვაზნის მისაწოდებელი რამპა შესრულებულია ლულასთან ერთად, რაც თეორიულად უზრუნველყოფს უფრო საიმედო მიწოდებას ვიდრე ორიგინალური 1911-ის რამპა, რომელიც განალგებულია ჩარჩოზე. ლულის არხი არის უნაკლო, იდეალურად გაპრიალებული.  საკეტი ფოლადის არის, ჩარჩო ალუმინის (როგორც კოლტ მუსტანგის 1987 წლის მოდიფიკაციაზე სახელით “Pocketlite”). ამის წყალობით პისტოლეტის წონა არის ზომიერი 440 გრამი (სიგანე ასეთივე მოკრძალებული 27მმ). დეტალები დაფარულია “კიმბერის” საფირმო “Kimpro” დაფარვით. მჭიდი არის უჟანგავი ფოლადის ფირფიტისგან დამზადებული, რკინის მიმწოდებლით და პლასტმასის დამაგრძელებელი ხუფით, რისი წყალობით ტევადობა გაზრდილია 6-დან 7 ვაზნამდე.

kimberpartdis

არასრულად დაშლილი Micro 9, ყურადღებას იქცევს ზოგადად მაღალი შესრულების დონე, ასევე  დამაბრუნებელი ზამბარის სრული სიგრძის ღერძი და თავად ზამბარა, რომელიც არის ბრტყელი კვეთის. ჩარჩოს ზედა ნაწილში ჩანს ეჟექტორი, რომელიც უნდა დაწიოთ თითით შიგნით, სანამ ჩარჩოზე საკეტს მოათავსებთ .  

დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების, გარეთ განლაგებული ჩახმახით, ჩახმახის “ნახევრად შეყენებით” და მექანიკური მცველით, რომელიც ამ მოდელზე არის ერთმხრივი (ზოგ მოდელზე არის ორმხრივი) და კეტავს ჩახმახსაც და საკეტსაც. მცველის ჩართვა შეიძლება დაწეული ჩახმახითაც, მაშინ ჩაიკეტება საკეტიც. შეყენებულ ჩახმახზე მცველი საკეტს აღარ კეტავს და შესაძლებელია უსაფრთხოდ სავაზნიდან ვაზნის ამოგდება საკეტის გადაკვრით.  კონსტრუქციის ნაწილს წარმოადგენს ასევე დისკონექტორი, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას გაისროლოთ თუ საკეტი არ არის ბოლომდე დახურული. საკეტში ჩამალულია დამრტყმელის მცველი, რომელიც გამორიცხავს დამრტყმელის მოძრაობას თუ არ არის დაჭერილი სასხლეტზე.  სასხლეტის წონა შეადგენს მწარმოებლის ინფორმაციით დაახლოებით 3 კგ-ს, რაც მაინცდამაინც არ არის მსუბუქი “წონითი კატეგორია”, მაგრამ არც Micro 9 არ არის საასპარეზო “ბლასტერი”, რომელსაც ჭირდება ზემსუბუქი სასხლეტი.  ასევე შევამჩნიე, რომ სასხლეტის კონსტრუქცია არ არის ისეთი, როგორც დიდ 1911-ზე, ის მოძრაობს არა უკან არამედ ასრულებს წრიულ მოძრაობას პინის ირგვლივ რომელიც გაყრილია ჩარჩოში. პრაქტიკულად ამ განსხვავებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ მიკრო 1911-ზე არ არის გამოყენებული კლასიკური 1911-ის სქემა, ზუსტად უკან მოძრავი სასხლეტით.

DhJEvPkWkAI-NPY

რამდენად კომპაქტურია Micro 9 (სურათზე არის პისტოლეტი Desert Tan LG შესრულებით) ამ სურათითან მიხვდებით. სადაც ის დევს სრული ზომის .45 კალიბრის 1911-ის გვერძე. 

სამიზნი მოწყობილობას რაც შეეხება, ჩვენი პისტოლეტი აღჭურვილია ყველაზე მარტივი ვარიანტით, სამი დიდი თეთრი წერტილით. ზოგ მოდელზე გამოყენებულია True-glo-ს კორა და თარაზო შიგნით ოპტიკურ-ბოჭკოვანი მილებით და ასევე ღამის სამიზნე მოწყობილობები ტრიტიუმის მანათობელი ელემენტებით. სამიზნე მოწყობილობების ზომები დიდია და მათი გამოყენება ადვილია და ისინი დამზადებულია რკინისგან. ამ მხრივ Micro 9 არაფრით არ ჩამოუვარდება სრული ზომის თანამედროვე პისტოლეტებს. არსებობს ასევე “აფტერმარკეთ” მოწყობილობები, მაგრამ ყველა რაც მე ვნახე საკმაოდ ძვირი ღირს, როგორც წესი 100 დოლარი ან მეტი.

პლასტმასის მჭიდის ხუფი წარმოადგენს ტარის გაგრძელებას, საგრძნობლად ზრდის იარაღის ჭერის კომფორტს, ზრდის მჭიდის ტევადობას ერთი ვაზნით ხოლო მისი ფორმა იმეორებს “ბობ თეილის” ტიპის სახელურს, რომელიც პირველად გამოიყენა 1911-ების ექსპერტმა ედ ბრაუნმა. მან უბრალოდ სახელურს მოაჭრა უკანა კუთხე და ამის წყალობით მიიღო პისტოლეტი რომლის ფარულად ტარება და ჭერა უფრო კომფორტულია. ეს გადაწყვეტილება იმდენად მოსახერხებელი გამოდგა, რომ  ბევრმა მწარმოებელმა გამოიყენა ის თავის პისტოლეტებში. მჭიდის ხუფის ფორმის ერთადერთი მინუსი არის ის, რომ თუ ყურადღება არ მიაქციეთ შეიძლება მჭიდის მოთავსებისას იარაღში, ხუფსა და სახელურს შორის მოგყვეთ ხელი, რაც დამერწმუნეთ ნაკლებად სასიამოვნოა.  არსებობს ასევე მჭიდები ბრტყელი რკინის ძირებით, რომლებიც ბოლომდე იმალება ტარში, მაგრამ პისტოლეტები როგორც ჩას ქარხნულად სტანდარტულა კომპლექტდება მხოლოდ დაგრძელებული ვარიანტებით.

ed kimber

ეგრედწოდებული “bob-tail” სტილის 1911-ის სახელური, შესრულებული Micro 9-ზე (მარცხნივ, შესრულება ) და Ed Brown Cobra Carry 

შეიძლება ითქვას, რომ კონსტრუქციულად Micro 9-მ შეითავსა ყველა გაუმჯობესება რაც მანამდე განხორციელდა .380 კალიბრის “კოლტის” პისტოლეტებში, 1983 წლიდან 1993 წლამდე. ეს არის საკეტის გამარტივებული კონსტრუქცია ბუშინგის გარეშე, ალუმინის ჩარჩო წონის შესამცირებლად და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც პირველი დათვალიერების შემდეგ ჩვენი აზრით აკლია Micro 9 Stainless-ს არის “ჩეკერინგი” ტარის წინა ნაწილში, თუმცა იმის თქმა რომ ეს კრიტიკული ნაკლია იქნებოდა გადამეტება, მიუხედავად პატარა ზომებისა იარაღი კარგად ზის ხელში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 1911-ს ფენომენალურ ერგონომიკას, თუნდაც ასეთ პატარა ფორმატში. დავამატებ მხოლოდ, რომ  უფრო ძვირადღირებულ მოდელებზე ჩეკერინგი შესრულებულია და შესაბამისად ჭერის კომფორტიც უფრო მაღალია.

რა თქმა უნდა, დეტალების დამუშავების ხარისხი, მორგება, დაფარვა, ხის სახელურები ლაზერული გრავირებით არის უმაღლესი დონის, რომელსაც ვერ ნახავთ მასობრვი წარმოების იარაღის უმეტესობაზე და ეს განსაკუთრებულად და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს. “კიმბერების” დიზაინი და იერსახე ყოველთვის იყო კარგი გაყიდვების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. “კიმბერის” ყველაზე საბაზისო მოდელებიც  კი ყოველთვის გამოირჩევიან უნაკლო შესრულებით და ლამაზი დიზაინით. გარდა ამისა ყველაფერი ამ პისტოლეტში მუშაობს ისე როგორც საჭიროა. მცველის გააქტიურებისას გრძნობ და გესმის, როგორ დგება ან იხსნება იარაღი მცველიდან. მჭიდის ღილაკი ისეთი ზომის და სიგრძი არის როგორც საჭიროა, ხოლო მასზე დაჭერისას ეგრევე ხვები და გესმის რომ მოხდა მჭიდის გათავისუფლება. საკეტი რბილად მოძრაობს, ჩახმახიც ასევე “მკაფიოდ” მუშაობს. არაფერი პისტოლეტში არ თამაშობს, არ ხმაურობს ან გამოსცემს რამე უჩვეულო ხმებს, feels solid and tight როგორც იტყოდნენ ამერიკელები. ასევე მადლობა ღმერთს პისტოლეტზე არ არის სამარცხვინო წარწერები, “ისვრის როდესაც დატენილია”, “წაიკითხეთ ინსტრუქცია” და ასეთი სისულელეები. მე მქონდა შეხება .380 კალიბრის Llama-სთან. ეს იყო ლამაზი, კარგად შესრულებული პატარა პისტოლეტი, ასევე მქონდა საშუალება გავცნობოდი 9×19 კალიბრის Sig Sauer P938-ს, რომელმაც შერეული შთაბეჭდილებები დამიტოვა, ჩემი აზრით Kimber Micro 9 არის ყველაზე დახვეწილი ვიზუალური თვასლაზრისით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია Springfield-ის მიკრო 1911-ები საქართველოში არავის არ შემოუტანია. მეორად ბაზარზე ძალიან იშვიათად მაგრამ ხანდახან ჩნდება Llama-ს .380 კალიბრის მიკრო 1911-ები.

2A.-Micro-9-vs-Mustang

9მმ-ნი  Micro 9 Two-tone, .380 კალიბრის  Mustang Poketlite-თან შედარებით

საბრძოლო თვისებებს რაც შეეხება, არ არის დიდი საიდუმლოება, რომ “მიკროპისტოლეტები” არ გამოირჩევიან ისეთი სიზუსტით, საიმედოობით, უპრეტენზიო მადით და გამძლეობით, როგორც მათი დიდი ანალოგები.  ჩემი პირადი გამოცდილებაც ადასტურებს რომ პატარა პისტოლეტები შედარებით უფრო ხშირად განიცდიან დაბრკოლებებს სროლისას ვიდრე სრული ზომის მოდელები. ყველაფერი ასეთ მიკრო პისტოლეტებში ზღვარზე მუშაობს და ამიტომ მაგალითად კარგ წესად ითვლება, რომ როდესაც მიაგნებთ ისეთ მუხტს, რომლითაც ასეთი პისტოლეტი ისვრის ზუსტად და მუშაობს საიმედოთ, ყიდულობთ ამ მუხტის საკმარის მარაგს და შემდგომში იყენებთ მხოლოდ ამ მუხტით (იგულისხმება რომ მხოლოდ ამ მუხტით ატარებთ იარაღს, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თავდაცვისას).  ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, პრეტენზიული მადის მქონე პისტოლეტის მწარმოებელი წინასწარ უთითებს მუხტების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომლებთანაც პისტოლეტმა წესით კარგად უნდა მუშაობდეს. Micro 9-ს რამე შეზღუდვა ვაზნის ტიპზე არ აქვს გარდა ტრადიციული გაფრთხილებისა, რომ გამოიყენოთ ქარხნული წარმოების ვაზნები.  რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს პატარა პისტოლეტი თანამედროვე მძლავრ +Р კატეგორიის ვაზნებზეც კი არის გათვლილი.  მაგრამ ამავე დროს თუ ყურადღებით გავეცნობით პისტოლეტის ინსტრუქციას გავიგებთ, რომ მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას, დამაბრუნებელი ზამბარის გამოიცვლაზე 2000 გასროლის, ხოლო საბრძლო ზამბარის 5000 გასროლის შემდეგ. ორივე ეს დეტალი განიცდის როგორც ჩანს დიდ დატვირთვას სროლის დროს, გამომდინარე იქიდან რომ მოძრავი ნაწილების წონა არის შედარებით პატარა ასეთი ძლიერი კალიბრისთვის. მაგალითად საბრძოლო ზამბარები 1911-ში პრაქტიკულად უკვდავები არის. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ნუ ელოდებით მიკროპისტოლეტებისგან ყველაფრის მონელების უნარს და შესაძლებლობას ისროლოთ ათიათასობით ვაზნა ყოველგვარი მომსახურების გარეშე.  მიკრო 1911-ის “საბრძოლო მორიგეობაზე” დაყენებამდე უნდა დაადგინოთ საუკეთესო მუხტი თქვენი პისტოლეტისთვის და შემდგომი ექსპლუატაციის დროს, რეგულარულად წმინდოთ იარაღი და აკონტროლოთ მისი ტექნიკური მდგომარეობა. ეს ზოგადად უნდა გააკეთოთ ნებისმიერი იარაღის შემთხვევაში, მაგრამ თუ ახალი “გლოკ 17″-სგან ელოდები, რომ ის იმუშავებს პირდაპირ კოლოფიდან ნებისმიერი მუხტით და თუნდაც წმენდის გარეშე 10 000  ვაზნის შემდეგაც, მიკრო 1911-ის შემთხვევაში არ უნდა გაგიკვირდეს თუ ის რაღაც მუხტებთან არ იმუშავებს საერთოდ ან თუ საჭირო გახდება 200-300 გასროლა პისტოლეტის გასახმარისებლად.

Micro 9-ს პატარა ზომების და ლულის, საკეტის, ჩარჩოს მჭიდრო გადაბმის კვალობაზე, ჩვენ გვქონდა ყველა მიზეზი გვევარაუდა რომ ის არ გამოდგებოდა ყველაფრის მჭამელი როგორც “გლოკი”, ხოლო იმისთვის, რომ დაგვედგინა რამდენად ჟინიანი მადა გააჩნდა პატარა “კიმბერს”, ჩვენს მიერ შეძენილი იქნა მაქსიმალურად მრავალფეროვანი ასორტიმენტი 9მმ-ნი ვაზნების. მუხტები 124 გრანიანი (Sellier&Bellot, Magtech) და 115 გრანიანი (Barnaul, Federal, Fiochi) მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით, ასევე დაბალმუხტიანი ვაზნები, და ერთი მუხტი Hornady XTP ტყვიით. მეტი უბრალოდ ვერ ვიშოვეთ, იმიტომ რომ არჩევანი მაღაზიებში იყო ძალიან მწირი.

რენჯზე ტესტირებისს, დაახლოებით 80 გასროლაზე მივიღეთ 3 ამაალებლის მტყუნება და ერთხელ ვაზნის არ მიწოდება. მტყუნებები დაიწყო სადღაც მე-60 ვაზნაზე და მერე აღარ გამეორებულა. ერთი არ მიწოდება არ არის სერიოზული პრობლემა ასეთი სისტემის ახალ პისტოლეტზე, ვგულისხმობ იმას, რომ გარკვეული გასახმარისების (“აბკატკა”) შემდეგ უნდა ელოდო საიმეედობის რეალური ხარისხის გამოვლინებას. 1911-ის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 100-დან 2000 ვაზნამდე, გააჩნია რამდენად მჭიდროდ არის მორგებული დეტალები (იარაღის დანიშნულებიდან გამომდიანრე) და რა დაფარვებია გამოყენებული.  ბუნებრივია ზოგადი დანიშნულების 1911-ების გასახმარისების “ხანგრძლივობა” იქნება უფრო 100 ვზნისკენ ხოლო მაღალი დონის საასაპრეზო 1911-ების უფრო 2000 ვაზნისკენ. რაც შეეხება ამაალებლის მტყუნებას, ეჭვი მაქვს რომ უბრალოდ ჩვენ პისტოლეტზე იყო დაბნძურებული დამრტყმელის არხი, იმიტომ რომ მტყუნებები თავისით გაქრა. ყოველი შემთხვევისთვის საკეტი დაიშალა, არხი გაიწმინდა. თუ პრობლემა გამეორდა, უფრო საიმედოო აალების უზრუნველოფა არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. რამდენად ახალ “კიმბერს” საერთოდ უნდა ჭირდებოდეს ასეთი მანიპულაციები ცალკე თემაა მაგრამ იმისთვის, რომ დავსვათ უფრო ზუსტი დიაგნოზი საჭიროა მეტი დრო. ასეთი შემთხვევა ახალ პისტოლეტზე მე მქონდა როდესაც ვცდიდით Lionheart LH-9-ს, რომელშიც უბრალოდ გახმა ქარხნული საკონსერვაციო ზეთი. როდესაც ბევრი იარაღებიდან საკმარისად ბევრს ისვრი ყველანაირ უცნაურობას წააწყდები. ამ შემთხვევაში გავმეორდები, ეჭვი მაქვს ადგილი ქონდა არხის დაბიძურებას ან რამე ანომალიას, რომელიც არ უკავშირდება უშუალოდ პისტოლეტის კონსტრუქციას, იმიტომ, რომ როგორც წესი მხოლოდ ერთმაგი მოქმედების პისტოლეტებში ასეთი ტიპის პრობლემები არის ძალიან ძალიან იშვიათი. ე.წ. ფანქრის ტესტიც იარაღმა უპრობლემოდ გაირა. აღნიშნული მეთოდი არის ყველაზე მარტივი და “არამეცნიერული” გზა გაარკვიოთ იღებს თუ არა დამრტყმელი საკმარის ენერგიას საიმედოო აალებისთვის.  მოათავსეთ ფანქარი განმუხტული იარაღის ლულაში (ლულა მიმართულია ზევით 90 გრადუსით) დააჭირეთ სასხლეტს, რის შემდეგაც დამრტყელმა უნდა გამოისრლოს ფანქარი ლულიდან, რაც იქნება ნიშანი იმისა, რომ მას აქვს საკმარისი ენერგია ვაზნის აალებისთვის. მოკლედ თუ რამე ახალი გაირკვა აუცილებლად მოგახსენებთ.

რაც შეეხება სიზუსტეს, თავიდან გული დაგვწყდა ბევრი “ფლაიერის” გამო. მაგალითად 5 გასროლიანი სერიიდან სამი გასროლა ხვდებოდა ახლო-ახლო, ორი სამი დანარჩენი ჯგუფისგან საკმაოდ შორს და არ იყო მნიშვნელობა რომელ მუხტს იყენებდით. იქიდან გამომდინარე რომ, პისტოლეტზე დეტალების მორგება იყო უნაკლო, ვხვდებოდით რომ ამის მიზეზი არ იყო რაიმე მექანიკური ხასიათის ხარვეზი, არამედ უფრო ეს იყო იარაღის სპეციფიკის ბრალი. 440 გრამიანი მიკრო 1911 3.5კგ-ნი სასხლეტით, ძლიერი ვაზნით და მოკლე ტარით არის, რასაც ეძახიან “ექსპერტის პისტოლეტი”. ის ითხოვს გარკვეულ გაწაფულობას იმისთვის რომ შეძლოთ მისი ეფექტური გამოყენება. სროლისას პისტოლეტი ცდილობს თითქოს ამოხტეს ხელიდან და უკუცემა არის მართლაც ძალიან ხისტი. არც სახელურის კონფიგურაცია და მისი თხელი ხის ზესადებები ხელს არ უწყობენ მაინცდამიანც მყარ ჭერას. მოგვიანებით მივხვდი, რომ პისტოლეტი არა თუ მყარად არამედ მართლაც რომ ძალიან მყარად უნდა გეჭიროთ ხელში, თითქოს ვიღაცა აპირებს ხელიდან გამოგტაცოთ ის.  დიდი ყუარადღება უნდა მიაქციოთ 3.5 კგ-ან სასხლეტთან მუშაობას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არის მხოლოდ ერთმაგი მოქმედების, არ გამოირჩევა ისეთი თნადაყოლილი საასპარეზო სასხლეტის თვისებებით,  როგორც სტანდარტული 1911 სასხლეტი. მოკლედ ხისტი უკუცემის კონტროლის და კარგი სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით ზე-მყარ ჭერას აქვს ამ პისტოლეტის შემთხვევაში მართლაც, რომ კრიტიკული მნიშვნელობა.  შეცდომას სროლის ტექნიკაში ეს პისტოლეტი არ გაპატიებთ. ეს არ ნიშნავს, რომ სამიზნეს ვერ მოარტყავთ, უბრალოდ ჯგუფები ისეთი არ იქნება, როგორსაც მიჩვეულები ხართ.

kimber grip

ჩარჩოზე შესრულებული “თახვის კუდი” კარგად იცავს ხელს, მაგრამ ჩვეულეი ღრმა ჭერის გამო ის მაინც გიკბენთ (ზედა სურათი). ამიტომ მე გამოვიყენე ჭერა, გადაჯვარედინებული დიდი თითებით სადაც გარე თითი აწვება შიდას და ასე მიიღწევა საიმედო ჭერა. ამ ტექნიკამ ზომიერად კარგად იმუშავა. ადამიანებს სხვადასხვა ხელები აქვთ ამიტომ  ეცადეთ იპოვოთ ტექნიკა, რომელიც გამოგადგებათ თქვენ. 

first kimber

ბარნაულის 99მმ-ან ვაზნებმა აჩვენე სტაბილურად კარგი სიზუსტე. როდესაც თქვენ წილისამუშაოს კარგად ასრულებთ პისტოლეტიც მოგყვებათ. 

best groups

ადაპტაცია/მიჩვევის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ მიღებული სიზუსტე

micro all

ტესტირების შემდეგ, იმისთვის რომ მიიღოთ სრული წარმოდგენა იარაღის და თქვენ შესაძლებლობებზე, სამიზნეების გამოცვლისას, ახალი სამიზნე უბრალოდ ზევიდან დააკარით ძველს და სულ ბოლოს როდესაც მორჩებით სროლას, სულ პირველი სამიზნე მოხსენით და დაინახავთ ასე ვთქვათ სრულ სურათს თქვენი სროლის. ჩვენ შემთხვევაში ერთ-ერთ სამიზნეზე, ხელის გულით შეიძლებოდა 80% ყველა ნახვრეტის გადაფარვა რაც ნამდვილად არ არის პირველი ჯერისთვის ცუდი შედეგი.

ასევე ჩვენ დავადგინეთ რომ 10-15 მეტრზე 115 გრანიანი ვაზნა ხვდება დამზინების წერტილიდან დაახლოებით 3 სმ-ით მაღლა, ხოლო 124 გრანიანი ვაზნით 5-6 სმ-ით მაღლა.  სხვა მიმოხილვებშიც, რმლებიც მე წავიკითხე  ეს თავისებურება შეინიშნება. საუკეთესო სიზუსტე მივიღეთ S&B 124 გრანიანი FMJ მუხტით, შემდეგი იყო რუსული წარმოების 115 გრანიანი “ბარნაული”.  Magtech-მა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაზნა სუფთად იწვის და ძალიან საიმედოა, სიზუსტით ის ჩამოუვარდება უმეტესობა სხვა მუხტს რაც ჩვენთან იყიდება.  სიზუსტე ადეკვატურია, უბრალოდ ის არ არის ისეთივე ზუსტი, როგორც იზრაელის IMI, ამერიკული Federal AE ან ჩეხური S&B. წლებია ყველა ჩვენ ტესტირებაში საუკეთესო ჯგუფებს ვიღებთ, სწორედ ამ სამი მწარმოებლის ვაზნებით ხოლო ბრაზილიური “მაგტექი” ოდნავ უკან მოყვება. სიზუსტის მხრივ სასიამოვნო სიურპრიზი იყო “ბარნაულის”  ვაზნები. რკინის მასრის, ბინძური დენთის და ხარისხის სხვა პრობლემების გამო მე ალბათ არ ვურჩევდი ამ ვაზნებს არავის (ჩემი rule of thumb: რუსული ვაზნები მხოლოდ რუსულ/საბჭოთა იარაღებში) მაგრამ “კიმბერმა” უპრობლემოდ მოინელა ეს ვაზნა და კარგი სიზუსტეც აჩვენა. ექსტრაქცია იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა ერთი სამჯერ-ოთხჯერ მასრა დამეცა თავზე. გარდა ხსენებული დაბრკოლებებისა სხვა პრობლემები არ იყო და ყველაფერი მუშაობდა ისე როგორც უნდა ემუშავა. მასრების შემოწმებამ რამე ანომალიები არ აღმოაჩინა, ბზარები, შებერილობები ან ასეთი რამეები არ შეინიშნებოდა.

comabt accuracy

სწრაფი სროლისას ჯგუფი შეიძლება არ გამოიყურება ლამაზად მაგრამ ყველა მორტყმა პირობითი “ალფას” ზონაშია. ნებისმიერი ასეთი მორტყმა იქნებოდა დამაკმაყოფილებელი თავდაცვით სიტუაციაში. 

ეხლა გადავიდეთ დასკვნებზე. 440 გრამიან პისტოლეტს, რომელიც გათვლილია ძლიერ ვაზნაზე ექნება ხისტი უკუცემა. ეს გარდაუვალია და თუ არ გაქვთ იმის ტრაკი, რომ ასეთი პისტოლეტი მოათვინიეროთ, მაგრამ მაინც გინდათ მიკრო 1911, მაშინ იყიდეთ “კიმბერი” გათვლილი .380ACP-ზე, რომელიც კიდე უფრო კომპაქტურია მაგრამ ჩემი აზრით უფრო სასიამოვნო სასროლი იქნება. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ წითელი ხის ზესადებები არიან საოცრად ლამაზი და პისტოლეტს ძალიან უხდება, Hogue-ს რეზინის სახელური ან Talon Grip-ის ფირის დაკრობა სახელურის წინა ნაწილზე არის აუცილებელი. პისტოლეტს, ზომებთან შედარებით აქვს სიზუსტის მაღალი პოტენციალი, მაგრამ მისი გამოყენებისთვის საჭირო იქნება სახელურის მოდერნიზაცია, რკინის ჭერა და ბევრი პრაქტიკა. ალბათ სასხლეტის შემსუბუქებაც არ იქნებოდა ურიგო. Micro 9-ს გამოყენების ფილოსოფიიდან გამომდინარე, რაც არის თავდაცვა სასაუბრო დისტანციებზე, ეს პისტოლეტი არის აბსოლუტურად ადეკვატური. რაც უფრო ზრდით სროლის დისტანციას მით უფრო საგრძნობი ხდება ის შეზღუდვები, რომელბსაც გიწესებთ პისტოლეტის მოკლე სამიზნი ხაზი.

თავიდან ასევე არ მომეწონა ერთი თავისებურება, რომელიც ალბათ განპირობებულია იმით, რომ პისტოლეტი ახალია და მჭიდის ზამბარა ძალიან ხისტია. “პრეს ჩეკის” შესრულებისას, როდესაც საკეტს წევთ ოდნავ უკან რომ ვიზუალურად შეამოწმოთ სავაზნის მდგომარეობა, საკეტი წინ მისვლისა იყოლიებდა ვაზნას მჭიდიდან. მჭიდის ამოღებისას ვაზნის თავი ედებოდა ჩარჩოს და ის უბრალოდ ამოძვრებოდა მჭიდიდან. დროთა განმავლობაში ეს შეწყდა. გასახმარისება ამ პისტოლეტს ჭირდება, მაგრამ არ მგონია ეს იყოს ხანგრძლივი პროცესი და მოითხოვდეს ასობით ვაზნას. შემდგომი წმენდისას მე დავინახე რომ ნამწვავს ასევე მოყვებოდა ნაცრისფრი მტვერი, რაც არის დაფარვის ნარჩენები, რომელიც რაღაც რაოდენობა გასროლის შემდეგ გადავა მოძრავი ნაწილებიდან და პისტოლეტი ოდნავ “მოეშვება”, რაც დადებითად აისახება საიმედოობაზე. რაღაც ეტაპზე ყველა მოძრავი დეტალი მოჯდება, ზედმეტი დაფარვა მოიცვითება და პისტოლეტი საბოლოოდ მოვა მუშა მდგომარეობაში. ცალკე უნდა აღვნიშნო, რომ პისტოლეტის საკეტის გადაკვრა, თუნდაც დაშვებულ ჩახმახზე არის ძალიან ადვილი. დავწერდი, რომ ეს კარგი იქნებოდა ქალი ან სუსტი ხელების მქონე მსროლელისთვის, მაგრამ ასე მგონია საკეტის გადაკვრა ისეთი პრობლემა მათთვის არ იქნება, როგორც იარაღის ხისტი უკუცემა. ასე რომ ზოგადად ამ პისტოლეტს ქალებს მე მაინც არ ვურჩევ.

შეკითხვაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი “გლოკ 43″-ზე და ვიყიდოთ “Micro 9″ რომელიც 500-600 ლარით მეტი ღირს, მე პასუხის გაცემა გამიჭირდება, ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს. მე მომწონს ის ფაქტი, რომ შესაძლებელია პისტოლეტი გქონდეს ვაზნით სავაზნეში ხოლო დაშვებული ჩახმახით ის იქნება აბსოლუტურად დაცული შემთხვევითი გასროლისგან. მე, ეს მომწონს. ასევე მომწონს პისტოლეტის იერსახე და მისი გაბარიტები, მომწონს რომ ის ჩვენ ქვეყანაში შედარებით იშვიათია. მაგრამ გადამწყვეტი იყო ის, რომ ბლოგის და გამოცდილების გამდიდრების თვალსაზრისით Micro-9 იყო უფრო საინტერესო.  სხვას შეიძლება სხვა შეხედულებები და პრიორიტეტები ქონდეს. ასე, რომ ყველამ თავისთვის გადაწყვიტოს. თავისმხრივ მიკრო 1911-ის პლიუსს განეკუთვნება მათი მზგავსება დიდი ზომის 1911-თან. მართვის ელემენტების, კონსტრუქციის და ერგონომიკის მზაგვსება განაპირობებს იმას, რომ 1911-ის მფლობელს არ გაუჭირდება სწრაფად აითვისოს მიკრო 1911. ითვლება რომ “ბექ აპ” იარაღი უნდა იყოს ისეთივე როგორც ძირითადი იარაღი, სასურველია კალიბრიც რომ იგივე იყოს და მჭიდებიც. ამ კონცეფციას ყველაზე კარგად განასახიერებენ ისევ “გლოკის” პისტოლეტები. ბუნებრივია შეუძლებელია შექმნა ულტრა კომპაქტური .45 კალიბრის პისტოლეტი, მაგამ სხვა მხრივ მიკრო 1911 შეიძლება იყოს კარგი “ბექ აპი” სრული ზომის 1911-თვის.

რა უპირატესობები შეიძლება ქონდეს ერთმაგი მოქმედების პისტოლეტს გარე ჩახმახით ტიპიურ “სტრაიკერთან” შედარებით? ჩემი აზრით მხოლოდ ერთი ან ორი, პირველი უსაფრთხოების ხარისხი რაც წინა აბზაცში ვახსენე. მე მაინც ვთვლი რომ ბარიერი შედარებით მოკლესვლიანი 3.5კგ-ნი სასხლეტის ფორმით, არ არის საკმარისი რაც უზრუნველყოფს იარაღის უსაფრთხოებას, თუ რათქმაუნდა პისტოლეტი მუდამ არ იმყოფება ბუდეში. მეორეს მხრივ,  7 ვაზნა მჭიდში, ერთი სავაზნეში, დაშვებული ჩახმახით. პისტოლეტის არის უსაფრთხო ხოლო ჩახმახის შეყენება შეიძლება მილი-წამებში, ერთი, მსროლელი ხელით. შესაძლებელია ასევე პისტოლეტის ტარება შეყენებული ჩახმახით და მცველზე აყვანილი, მაშინ მისი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა კიდე უფრო სწრაფად შესაძლებელია.

მეორე ფაქტორი იქნება სასხლეტის ხასიათი. ყველას არ მოწონს გრძელი და რბილი სასხლეტები, რომლებიც არის ტიპიურ სტრაიკერებზე. წორედ ასეთი სასხლეტები აქვთ გლოკის პისტოლეტების უმეტესობას და მათთან ერთად უმეტესობა სხვა პოლიმერის სტრაიკერებს გარდა ისეთი პისტოლეტებისა, როგორიც არის Beretta Nano ან SCCY, რომლებსაც აქვთ უფრო ორმაგი მოქმედების რევოლვერის სასხლეტები, შედარებით მძიმე და შედარებით გრძელი სვლით.  თუ ეს არ გაწყობთ, გამოსავალი იქნება ერთმაგი მოქმედების მექანიზმით და გარე ჩახმახით. ორმაგი მოქმედების მიკრო პისტოლეტები პრაქტიკულად არ არსებობს იმიტომ რომ შედარებით რთული კონსტრუქციის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოთავსება მიკრო პისტოლეტში პრაქტიკულად შეუძლებელია და ალბათ არც არის ამის საჭიროება.

ერგონომიკის თვალსაზრისით, ჩემი აზრით სტრაიკერი უფრო მოსახერხებელია იმის გამო რომ მას არ აქვს ჩახმახი, რომელიც შეიძლება რამეს წამოედოს, დახურული კონსტრუქცია კარგად იცავს პისტოლეტს ჭუჭყისგან, რომელიც გროვდება ჯიბეებში, არ არის საჭირო მექანიკური მცველი. ულტრა კომპაქტური/ჯიბის პისტოლეტებში გარედან განლაგებული ჩახმახი სერიოზულად განსახილველი ფაქტორია, რის გამოც მაგალითად ჯიბის რევოლვერების პოპულარული მოდიფიკაცია გულისხმობდა ჩახმახის მოქლიბვას ან მის დაფარვას გარსაცმით, უკვე მგოვიანებით გაჩნდა მოდელები დახურული ჩახმახით. Micro 9-ს კორა არის გადახრილი და დამრგვალებული, ჩახმახსაც აქვს მრგვალი თავი და ის კარგად იმალება საკეტში და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ეს დეტალი ქმნიდა რამე პრობლემას იარაღის ამოღებისას, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა მაინც გავამახვილო თქვენი ყურადღება ამ საკითხზე.

rtyryr

Smith&Wesson Centennial (ზევით) და მისი თანამედროვე ანალოგი Kimber K6, ორივეს ფორმა უზრუნველყოფს სწრაფ და უპრობლემო ამოღებას ჯიბიდან ან ბუდიდან.  ორივეს ჩახმახი დამალულია ჩარჩოში. კიმბერის რევოლვერები ასევე იყიდება “აპაჩიში”. 

shooterscentral.ge-ს დასკვნა. 9×19 კალბრის Micro 9 ხისტი უკუცემის გამო  არ გამოდგება გასართობი სროლისთვის ან იმისთვის რომ დახვეწოთ თქვენი სროლის უნარები. ის არ არის ზოგადი დანიშნულების პისტოლეტი, რომელიც მისაღები ხარისხით გამოდგება ყველა როლში. “Micro 9″ არის ლამაზად და უნაკლოდ შესრულებული  ღრმა ფარული ტარებისთვის, ექსპერტი მსროლელისთვის განკუთვნილი სერიოზული თავდაცვითი იარაღი.

დაუბერებელი კლასიკა – Beretta 92

Wednesday, August 22nd, 2018

fdsfs35612

Beretta 92 ალბათ ჩემი ცხოვრების ბოლომდე დარჩება ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელ იარაღად. რამდენადაც მე არ უნდა ვუჭერდე მხარს ჯერ კიდევ სამურაების წავლებას, რომ არ შეიძლება მეომარი იყოს ზედმეტად ემოციურად მიჯაჭვული რომელიმე იარაღზე, უნდა ვაღიარო რომ მე მიყვარს ზოგადად იარაღი, უფრო მეტად ვიდრე უბრალო ინსტრუმენტი და ბუნებრივია მაქვს ჩემი პრეფერენციები და მათ შორის არის ეს იტალიური და ალბათ უკვე კლასიკური პისტოლეტიც.  თავდაპირველად მე აქ გავრცელებული ხმების გამო თავს ვიკავებდი ამ პისტოლეტის შეძენისგან, ჭედავსო, ისაო ესაო, მაგრამ მას მერე რაც 2009-ში ვიყიდე კარგად ნაცვეთი 92FS Stainless, მე ვიცოდი რომ ეს იარაღი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა ჩემი ფავორიტი იარაღების სიაში. გარდა ამისა ჩემი როგორც 80-90 წლების თაობის წარმომადგენლისთვის ეს პისტოლეტი ასოცირდება VHS ეპოქასთან, ნაქირავებ ვიდეო კასეტებთან, “სმერწელნი არუჟიესთან” და “კრეპკი არეშეკთან”, სადაც მთავარი გმირები “ბერეტებით” დარბოდნენ და ისროდნენ ხოლო სპეციფიური დიზაინის გამო არავის არ გაუჭირდებოდა ამ პისტოლეტის ამოცნობა თუნდაც ცალი თვალით, ერთ კადრში.  უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მე მქონდა ამ მოდელის რამდენიმე პისტოლეტი: შესანიშნავი 92FS Stainless; რამდენიმე სტანდარტული 92FS; M9A1 და ორი 92FS Trident Edition, აქიდან ერთი „ტრაიდენტი“ ეხლაც მაქვს. ასევე ამ პისტოლეტს მე მივუძღვენი რამდენიმე სტატია ჩემ ბლოგზე და ეს ნაშრომიც არის ერთგვარი ჯეროვანი დაფასება ამ შესანიშნავი იარაღის, იმის ფონზე, რომ 30 წლიანი სამსახურის შემდეგ ეს იარაღი მოხსნილ იქნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებიდან.

ბევრისთვის უცნობია, ბევრიც არ დამეთანხმება, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცეცხლსასროლი იარაღების ისტორია არის ერთი გრძელი სია სულელური და აბსურდული გადაწყვეტილებების, რის შედეგადაც იხარჯებოდა გადასახადის გადამხდელების მილიონები უპერსპექტივო და ხანგრძლივ პროგრამებში, მორალურად მოძველებული, უვარგისი იარაღი ხვდებოდა შეიარაღებაზე და ყველაზე მაღალ ფასს ამ შეცდომებში იხიდიდა ამერიკელი ჯარისკაცი რომელიც ბრძოლაში მიდიოდა ნედლი იარაღით ან საერთოდ საჭირო იარაღის გარეშე. ამის კარგი მაგალითია 1886 წელს დანიური კრაგ-იორგენსენის შაშხანის შეირაღებაში მიღება, რომელიც საბრძოლო თვისებებით ჩამოუვარდებოდა კონკურსში მონაწილე მაუზერის და ლის შაშხანებს, მაგრამ სამხედრო ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ სროლა ცალი ვაზნის ჩადებით, მჭიდის „გამოთიშვით“, დაზოგავდა ტყვიაწამალს და არჩევანიც გაკეთდა მორალურად მოძველებულ იარაღზე. პირველივე საომარმა კონფლიქტმა ესპანეთთან აჩვენა, რომ კრაგის შაშხანა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა საბრძოლო თვისებებით ესპანელების შეიარაღებაში მყოფ მაუზერებს. კრაგმა გასტანა შეიარაღებაში სულ რაღაც 12 წელი, რაც არ არის ბევრი ფეხოსნის ძირითადი საბრძოლო იარაღისთვის. 1959 წელს ამერიკამ მიიღო შეიარაღებაში მორიგი „ახალი“ საბრძოლო შაშხანა M14 (პრაქტიკულად გაუმჯობესებული 30-ნი წლების M1 Garand), რომელიც უკვე იმ დროს იყო მორალურად მოძველებული და საბრძოლო თვისებებით ჩამოუვარდებოდა სტოუნერის რევოლუციურ AR-10-ს და ბელგიურ FN FAL-ს, რომლებიც ასევე განიხილებოდნენ ჯარის მიერ. M-14 შეიარაღებაში მიღებამდე და მიღების შემდეგაც ჯარი წარმატებით საბოტირებდა AR-10-ის პროგრამას და ასევე ახალი პერსპექტიული მცირეკალიბრიან ვაზნის შექმნის მცდელობებს. შედეგად M-14 გახდა შაშხანა რომელიც რეკორდულად მოკლე პერიოდი იმყოფებოდა შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში. სულ რაღაც 5 წელი.  შეიარაღებული ძალების მხრიდან გამოჩენილი დაუდევრობის და გულგრილობის გამო, პერსპექტიული შაშხანის და მცირეკალიბრიანი ვაზნის (5.56 კალიბრის M16) შეიარაღებაში მიღებაც გაიწელა და დაშვებული უმრავი შეცდომის გამო,  ჯარისკაცები წავიდნენ ომში ნედლი იარაღით, თანაც ისე რომ არავის მათთვის არ უსწავლია ახალი იარაღის მოვლა-მომსახურება (შეცდომა რომელსაც თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიმეორებს ჩვენი საკუთარი თავდაცვის უწყება).  მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ დადებით მხარეს განეკუთვნებოდა ის, რომ ამერიკელები საქმიანად უდგებოდნენ ურთიერთობებს სხვა ქვეყნის მწარმოებლებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობას მიიღებდნენ.ანალოგიური ისტორიების მოყოლა შეიძლება ძალიან ბევრ იარაღზე, რომელიც მიღებული იყო ამერიკელების მიერ შეიარაღებაში და უფრო მეტზე, რომელიც მიღებული არ იყო, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ცილდება ამ სტატიის მიზნებს.

არ აცდა თავისი წილი პრობლემების ჩვენი სტატიის გმირსაც, Beretta 92FS-ს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი, რომელიც წინ უძღვოდა ამ პისტოლეტის შეიარაღებაში მიღებას, პრინციპში ჩატარდა სამართლიანად და შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს მართლაც საუკეთესო პისტოლეტი კონკურსზე წარმოდგენილებს შორის, პროცესი გამოდგა ხანგრძლივი და ძვირადღირებული. პისტოლეტის ჯარში ათვისებასაც არ ჩაუვლია უპრობლემოდ. პისტოლეტის მსახურობის ადრინდელ ეტაპზე ორი რამე მოხდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა Beretta 92-ის რეპუტაცია, მაგრამ იარაღი და მისი მწარმოებელი არაფერ შუაში არ იყო, უბრალოდ თავისი როლი ითამაშა შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულმა კორუფციამ, ბიუროკრატიამ და თანდაყოლილმა არაეფექტურობამ. პირველი პრობლემა უკავშირდებოდა პისტოლეტის საკეტის დაზიანების შემთხვევებს, რაც გამოწვეული იყო არასტანდარტული (ზედმეტად მაღალ წნევიანი) ვაზნების გამოყენებით, რომელიც შეძენილი იქნა ცალკე, სანამ დაზუსტდებოდა მოთხოვნები ახალი ტიპის ტყვიაწამლის მიმართ. შეგახსენებთ, რომ იტალიური პისტოლეტი იყო პირველი 9მმ-ნი პისტოლეტი მიღებული შეიარაღებაში ამერიკაში. ასევე გარკვეულ სპეც-დანიშნულების ნაწილებში პისტოლეტებზე კუსტარულად მაყუჩების დაყენებამ ზედმეტად დაამძიმა პრობლემის ხარისხი და სწორედ ამნდ მოხდა რამდენიმე შემთხვევა რასაც მოყვა მსროლელების ტრავმირება საკეტის ნამსხვრევებით. რა თქმა უნდა ასეთი რამეები (კონსტრუქციის თვითნებური ცვლილება, ექსპლუატაციის წესების დარღვევა, ზედმეტად ცხელი ვაზნები) ცილდებოდა იმ პარამატრებს რაზეც გათვლილი იყო პისტოლეტი და ბუნებრივია წარმოიშვა პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი არაფერ შუაში არ იყო, Beretta-მ შიატანა ცვლილებები კონსტრუქციაში. ასე რომ საკეტის გატეხვის შემთხვევაშიც მსროლელის დაზიანება უკვე გამორიცხული იყო. ასევე გამოვიდა მოდელები გაძლიერებული, ვიზუალურად გასქელებული საკეტებით, მაგრამ ეს მეტ წილად იყო სარეკლამო ხრიკი ვიდრე პრაქტიკული საჭიროებით განპირობებული ცვლილება. პისტოლეტები ასეთი საკეტით არასდროს არ იყო შეძენელი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ.

berettam9787

როდესაც ჯარი როგორც იქნა ჩამოყალიბდა იმაზე თუ როგორი უნდა იყოს 9მმ-ნი ვაზნა მას მერე პრობლემა საკეტების დაზიანებასთან არასდროს კვლავ აღარ წარმოჩენილა. მეორე შემთხვევა უკავშირდება ჯარის „თანხების დაზოგვის“ მცდელობას რის შედეგადაც მოხდა შესყიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეტალების (მაგალითად ლულის ჩამკეტი ბჯენის და მჭიდების) სხვა მწარმოებლებისგან. თანხების დაზოგვას თავდაპირველად ადგილი ნამდვილად ქონდა, მაგრამ რის ფასად? პისტოლეტებმა უბრალოდ შეწყვიტეს მუშაობა. აღმოჩნდა, რომ მჭიდების რესურსი შემცირებულია, ქვიშიან ჰავაში ეს მჭიდები არ მუშაობდნენ საიმედოთ, ხოლო ბჯენები ნაადრევად გამოდიოდნენ მწყობრიდან. პრობლემის იდენტიფიკაციის და გამოსწორების შემდეგ, საჩივრებიც საიმედოობაზე და რესურსზე შეწყდა. Beretta 92FS/M9 30-წელზე მეტი იყო შეიარაღებაში და ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჯარი საბოლო ჯამში მიმხვდარიყო რა არის საჭირო იმისთვის, რომ პისტოლეტების „პარკი“ ყოფილიყო მუშა მდგომარეობაში, მაგრამ ამ პერიოდისთვის პისტოლეტები უკვე იმდენად დაძველდნენ, რომ მათი შენახვა სახელმწიფოს სულ უფრო ძვირი უჯდებოდა, ამიტომ მიღებული იყო ლოგიკური გადაწყვეტილება ახალ პისტოლეტზე კონკურსის გამოცხადების. თავის მხრივ „ბერეტაც“ პატარ-პატარა ცვლილებებით კიდე უფრო ხვეწავდა პისტოლეტის კონსტრუქციას, რომელმაც საბოლოო ჯამში მიიღო რეპუტაცია  ზუსტი იარაღის უმაღლესი შესრულებით, რომელიც პრაქტიკულად არასდროს არ ჭედავდა. ვიზუალურად ეს ცვლილებები ნაკლებად შესამჩნევი იყო, მაგრამ პირველ რიგში ამ ცვლილებების წყალობით რადიკალურად იზრდებოდა პისტოლეტის რესურსი. რა თქმა უნდა ბერეტაში იცოდნენ იმ პრეტენზიების შესახებ, რომლებიც ქონდათ მომხმარებლებს მისი პისტოლეტების მიმართ. მათი უმეტესობა უკავშირდებოდა პისტოლეტის ზომას, წონას, ერგონომიკას, უნივერსალური სამაგრის არ არსებობას და ასე შემდეგ ამიტომ დროდადრო სპეციალურ საიუბილეო მოდელებთან ერთად გამოდიოდა პისტოლეტებს სხვადასხვა შესრულებით, ზოგი წარმატებული როგორც Elite II ან Vertec, ზოგიც არც ისე როგორიც მაგალითად სპეციფიური დიზაინის მქონე 90-two . სპეციალურად აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის გარდა FS მოდელისა ბერეტამ შექმნა ორი განსაკუთრებული იარაღი Beretta M9A1, წვრილმანებში დახვეწილი შესანიშნავი იარაღი, რომლის ძირითადი ვიზუალური განსხვავება იყო ჩარჩოზე შესრულებული MIL-STD 1913 ტიპის სამაგრი და ასევე რადიკალურად განახლებული M9A3, რომელიც უნდა გამხდარიყო ახალი პისტოლეტი რომელიც შეცვლიდა M9-ს (ასეთი ინდექსი მიენიჭა მას შეიარღებაში მიღების შემდეგ). M9A3 იყო ბერეტას მცდელობა ეპასუხა ყველა იმ საჩივარზე, რომელიც ოდესმა გამოთქმულია Beretta 92-ის მიმართ და ასევე მოერგო ის ახალ მოთხოვნებს რომელიც წამოაყენა ჯარმა. ცვლილებების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა: შეთხელებული ტარი, რომელიც ერგებოდა უმეტესობა მსროლელის ხელს; ადვილად ხილვადი ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობები; ლულა მაყუჩის დაყენების შესაძლებლობით. მცველი საკეტზე შენარჩუნებულ იქნა, მაგრამ შეიცვალა მისი გამორთლ მდგომარეობაში განლაგების კუთხე, რაც გამორიცხავდა მის შემთხვევით ჩართვას საკეტის გადაკვრის დროს.  რა თქმა უნდა პისტოლეტი აღჭურვილი იყო უნივერსალური სამაგრით და ასევე კომპლექტდებოდა 17 ვაზნიანი გაზრდილი საიმედოობის მჭიდებით. ყველაფერი ეს შეფუთული ლამაზ ქვიშის ფერ დაფარვაში. ჩემი აზრით M9A3 არის კვინტესენციური იარაღი, რომელშიც თავმოყრილია Beretta 92-ის ექსპლუატაციის მრავალწლიანი გამოცდილება და როგორც სხვა მოდელებში ნაცადი ასევე ახალი გადაწყვეტილებები. ბერეტას ჩანაფიქრით M9A3 უნდა ყოფილიყო ლოგიკური არჩევანი რომელიც ჩაანაცვლებდა მოძველებულ M9-ებს ზედმეტი დამატებითი ხარჯების გარეშე, რომელიც უკავშირდებოდა მეიარაღეების გადამზადებას, ტექნიკური/სასწავლო მასალების განახლებას და ასე შემდეგ.  მაგრამ  ჯარმა უარი თქვა ამ პისტლეტის განხილვაზეც კი და მიიღო შეიარაღებაში SIG P320. თანამედროვე პისტოლეტი, შექმნილი ყველა „მოდური“ ტრენდის შესაბამისად.  მოდულური, პლასტმასის ჩარჩოთი, შიდა დამრტყმელით…. და ქვიშის ფერში.

m9a3111

ბერეტა უშვებდა 92-ე მოდელის სხვადასხვა მოდიფიკაციებს, სადაც ექსპერიმენტირებდა სხვადასხვა ტექნიკური და დიზაინერული გადაწყვეტილებებით, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილებებმა თავი მოიყარეს სწორედაც რომ M9A3-ში.

Lucky Gunner-ის “Beretta 92″-თვის მიძღვნილ ვიდეოში აღნიშნეს ზუსტი ტენდენცია, რომელიც ასახავს ამ პისტოლეტის ამჟამინდელ მდგომარეობას. რეპუტაციის, იერსახის და ფასის გამო 92-ე მოდელი მოწონთ დამწყები მსროლელების გარკვეულ რაოდენობას, მისი პოპულარობა კლებულობს თანამედროვე „ფეშენ-ტაქტიკურ-იუთუბ“ წრეებში და უკვე შემდგომ აღმოაჩენთ, რომ ბევრი ავტორიტეტული ადამიანი იარაღების და სროლის სამყაროდან ძალიან აფასებს ამ კლასიკურ იტალიურ პისტოლეტს და უპირატესობას ანიჭებს მას სხვა ანალოგიური ტიპის 9მმ-ან პისტოლეტებთან შედარებით. მათ შორის არიან მასად აიუბი, კენ ჰაკატორნი, ერნსტ ლანგდონი, ბილ უილსონი (Willson Combat-ის დამფუძნებელი და ბერეტას იარაღების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კოლექციონერი).  ბერეტას ფასიც არ არის ტყუილა ნახსენები. აშშ-ში ახალი სტანდარტული ბერეტა 92 ღირს 500-600 დოლარის ფარგლებში. მეორადები შეასაბამისად კიდე უფრო ნაკლები. მე მეეჭვება 500 დოლარად ნახოთ იარაღი უკეთესი შესრულებით ან თუნდაც უკეთესო საბრძოლო თვისებებით ან საბრძოლო ბიოგრაფიით ვიდრე Beretta 92. ფასი დაბალია იმიტომ, რომ როდესაც ამდენიხანი უშვებ იარაღს და ყიდი ასეთი რაოდნეობით, მისი შექმნის და წარმოების ათვისების ხარჯები დიდიხანია ამოღებულია და ამიტომაც შესაძლებელია ფასის დაწევა. საქართველოში ახალი ბერეტას ფასი იწყება 1900-2000 ლარიდან და ანალოგიურად მე გამიჭირდება დავასახელო ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, რომელიც ამ ფასში იქნებოდა მასზე უკეთესი.

მაგრამ ამავე დროს რამდენადაც მე, სხვა მსროლელებს და კიდე ძველი სკოლის იარაღის გურუებს არ უნდა მოგვწონდეს ეს პისტოლეტი, ეჭვგარეშეა, რომ თუნდაც რადიკალურად განახლებული, “Beretta 92″ მაინც არის 60-ნი 70-ნი წლების იარაღი. მთლიანად მეტალის, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, გარედან განლაგებული ჩახმახით, საკეტზე განლაგებული მექანიკური მცველით. არაფერი ეს უკვე აღარ გვხვდება იარაღებში, რომლებსაც ეხლა უშვებენ მწარმოებლები. თუნდაც პისტოლეტის იერსახეც არის მოძველებული, უამრავი კუთხით, ღილაკებით და ბრკეტებით. დიახ, ნებისმიერი იარაღის მოყვარულისთვის “Beretta 92″-ის დიზაინი ისეთივე ნაცნობი და საყვარელი იქნება, როგორც ავტომოყვარულისთვის 60-ნი ლების ფორდ მუსტანგის ან პორშე 911 ფორმები, მაგრამ რეალობა ის არის, რომ უმეტესობა მაინც წავა და იყიდის ჰიუნდაი ელანტრას.

ასე, რომ P320-ის გამარჯვება იქნებოდა ლოგიკური და სამართლიანი, რომ არა ერთი ნიუანსი. ამჯერად ჯარმა ისევ მიქარა და მიიღო ნაჩქარები გადაწყვეტილება, კონკურსის ბოლომდე დასრულების გარეშე. ეტაპი, რომელიც გულისხმობდა კონკურსანტი პისტოლეტების გამოცდას, იმის დასადგენად თუ რომელი პისტოლეტის არის საუკეთესო იარაღი, უბრალოდ არ ჩატარდა. როგორც ჩანს გადამწყვეტი გახდა SIG Sauer-ის რადიკალურად დაბალი ფასი. ასე, რომ ჯარი როგორც ხედავთ „ტრადიციას“ არ ღალატობს. ერთის მხრივ გადაწყვეილება მიღებულ იქნა სწრაფად, დაიზოგა ასევე საკმაოდ ბევრი ფული, დრო  მაგრამ ამავე დროს კონკურსის ძალიან მნიშვნელოვან  ეტაპზე ითქვა უარი. დრო გვაჩვენებს, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და რამდენად შეძლებს SIG Sauer-ი ასეთ დაბალ ფასში კონტრაქტის პირობების შესრულებას.

ზემოთ ხსენებულ ბილ ვილსონს და ერნსტ ლანგდონს უკავშირდება ისტორია, რომელმაც თუ შეიძლება ასე ითქვას გააღვიძა ინტერესი ამ კლასიკური პისტოლეტის მიმართ. 2014 წელს ბილ ვილსონი დაუკავშირდა ერნსტ ლანგდონს და ორივემ გადაწყვიტეს კასტომიზირებული “Beretta 92″-ების გამოშვება, რომლებსაც ექნებოდათ ერნსტ ლანგდონის მიერ დახვეწილი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები (უკანასკნელი სპეციალიზირდებოდა ამ პისტოლეტების გაუმჯობესებაზე და საასპარეზო იარაღის დონემდე მიყვანაზე) და ასევე რიგი სხვა დამატებითი ოფციების. პირველი პისტოლეტი, რომელიც მათ გამოუშვეს იყო მოდელი Brigadier Tactical, სრული ზომის მოდელი 92, უნივერსალური სამაგრით, გაძლიერებული საკეტით და დეკოკერით ნაცვლად მცველისა, როგრც G მოდელებში. მას მოყვა მოდელი 92G Compact Carry, კომპაქტური პისტოლეტი ასევე დეკოკერით ნაცვლად მცველისა.  2017 წელს მათ დაემატა ალბათ „Beretta“-ს და „Willson Combat“-ის  საუკეთესო პრაქტიკული მოდელი “Сenturion Tactical”, რომელიც არის ერთგვარი ჰიბრიდი, Brigadier Tactical-ის სრული ზომის ჩარჩო, კომპაქტური საკეტით და მოკლე ლულით.

BerrettaCenturion123

WC-ის საფირმო დაფარვა, კასტომიზირებული საასპარეზო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, კენ ჰაკატორნის დიზაინის გაუმჯობესებული სამიზნე მოწყობილობები, ხელით მორგებული დეტალები, ახალი ქრომ-სილიკონის ზამბარების კომპლექტი, დამოკლებული ლულით დამცავი გვირგვინით, დამშვენებული WC-ის საფირმო ტარის  G-10-გან დამზადებული სალოყეებით Сenturion Tactical ალბათ არის 92-ე მოდელის ევოლუციის პიკი.

ახალ პისტოლეტებს WC-ს აწვდის Beretta, და WC-ს საწარმოში ხდება მათი „გადაკეთება“, გარდა ამისა ნებისმიერს შეუძლია გაუგზავნოს თავისი პისტოლეტი „გადასაკეთებლად“ და ასევე WC ყიდის დეტალებს, რომლის საშუალებით შეგიძლიათ თავად გააუმჯობესოთ თვქენი პისტოლეტი. ფასიდან გამომდინარე, რომელიც არ ცდება 1200-1300 დოლარს მთლიანად WC-ის მიერ გაუმჯობესებულ ახალ პისტოლეტში, ამ სერიის პისტოლეტები ალბათ არიან ერთ-ერთი თუ არა ყველაზე საუკეთესო 9მმ-ნი ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმიანი პისტოლეტები მსოფლიოში.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ Beretta 92-ის ევოლუცია წავიდა სწორი გზით, როდესაც აქცენტი კეთდებოდა პისტოლეტის ერგონომიკის და საბრძოლო თვისებების გაზრდაზე, რასაც თან ახლდა პისტოლეტის იერსახის გაუმჯობესებაც. ეს განსაკუთრებულად ნათლად ჩანს მისი “ისტორიული” კონკურენტის P226-ის ევოლუციასთან შედარებით, სადაც აქცენტი პირველ რიგში კეთდებოდა ვიზუალურ მხარეზე, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ე.წ. ლეგიონის სერიის პისტოლეტებამდე, რომლებიც უფრო “ტირის  სათამაშოების” კატეგორიას განეკუთვნებიან ვიდრე საბრძოლო იარაღს. რად ღირს თუნდაც რაღაც “ელიტარულ” კლუბში წევრობის ბილეთი, რომელიც ამ პისტოლეტებს მოყვებათ. ვერც ერთი სერიოზული ადამიანი ამ ამრკეტინგულ სვლას ვერ შეაფასებს ღიმილის გარეშე.  ნაწილობრივ ეს ალაბთ იმის ბრალია, რომ ორივე კომპანიამ აირჩია  განვითარების განსხვავებული გზები (SIG-ს სათავეში ჩაუდგა დევიდ კოენი, რომელიც მანამდე იყო “ტაურუსის” თავკაცი)  და ასევე იმით, რომ “ბერეტას” დახვეწაში ბოლოს ჩაერთო მძიმე არტილერია, ძველი სკოლის ექსპერტების, ერნსტ ლანგდონის და ბილ ვილსონის სახით და ბუნებრივია საბოლოო პროდუქტი უნდა ვივარაუდოთ არის ახლოს იდეალთან.

7e07c28fd7fcac1c78dad276e7aa

.45 Auto და Glock 21 Gen4

Thursday, March 15th, 2018

P1090061

ერთი საუკუნის წინ შექმნილი “ყველაზე ამერიკული” ვაზნა – .45 Auto (.45 ACP), დღემდე ბევრისთვის არის “ოქროს სტანდარტი” პისტოლეტის თავდაცვით კალიბრებში. ტყვიის კალიბრი 11.5მმ-ია. წონა 165-დან 230 გრანამდე. ენერგია სტანდარტული მუხტით (230 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვია) 500 ჯოულს შეადგენს. მიუხედავად სახელგანთქმული რეპუტაციის, შთამბეჭდავი ციფრების, ნამსახურებისა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცავ სტრუქტურებში, ამ ვაზნას ჩრდილო ამერიკის გარდა პრაქტიკულად არსად არ იყენებენ. პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ქვეყანამ მათ შორის რუსეთმა მიიღეს  გარკვეული რაოდენობით აშშ-დან პისტოლეტები ამ კალიბრზე , მაგრამ საქმე ამას არ გაცდა და მეტი არსად და არასდროს ამ კალიბრის პისტოლეტები შეიარაღებაში არ მიღებულა. ყოველ შემთხვევაში ისეთი რაოდენობით, რომ ამაზე ღირდეს საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში აშშ-იც არმიამ და მეტ წილად პოლიციამ უარი თქვა .45-ზე, “სამოქალაქო სექტორში” მას კვლავ ყავს ლოიალური მომხმარებლების არც თუ ისე მცირერიცხოვანი არმია. თუ არ ჩავთვლით ჩრდილო ამერიკას, .45 პოპულარობის ნაკლებობა შეიძლება აიხსნას ბევრი მიზეზით. მაგალითად ეს კალიბრი არ იყო არსად მირებული შეიარაღებაში, რაც ნიშნავს რომ არ არის ხელმისაწვდომი იაფი ტყვიაწამალი და კონვერსიული იარაღი. შესაბამისად ფასები ასეთ იარაღზე და ამუნიციაზე ყოველთვის იქნება მაღალი. გარდა ამისა .45 არის დიდი და მძლავრი კალიბრი, შესაბამისად იარაღიც ამ კალიბრზე იქნება დიდი, ხოლო კომპაქტურ იარაღში რთული მოსათვინიერებლად. თავის დროზე ორმა რამემ განაპირობა ამ ვაზნის ზომები და სიმძლავრე. ახალი ვაზნას ავტომატური პისტოლეტისთვის უნდა გაეწია კონკურენცია იმ დროს არსებული ამერიკული წარმოების  .45 კალიბრის რევოლვერებისთვის და ასევე ის თავიდან იქმნებოდა მაღალი ტერმინალური ეფექტურობის მიღწევისთვის, რა თქმა უნდა ცოდნის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა იმ დროს. ხოლო იმ დროს ნაკლები რამ იყო ცნობილი კონტროლირებად ექსპანსიაზე, ამიტომ ბუნებრივია, რომ არჩევანი გაკეთდა დიდი და მძიმე ტყვიაზე. საიდან ასეთი მოთხოვნები? საქმე იმაშია, .45 Auto-ს გამოჩენას აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში წინ უძღვოდა კამპანია ფილიპინებზე. ამერიკული ჯარი იმ დროს იყო შეიარაღებული  .38 Long Colt კალიბრის, 1892 წლის კოლტის სისტემის რევოლვერით. შექმნილი 1892 წელს ეს კალიბრი იყნებდა 9 გრამიან ტყვიას, საწყისი სიჩქარით 230 მ/წ-ში და ენერგიით 260 ჯოული. როგორც ხვდებით ეს იყო ძალიან მოკრძალებული მაჩვენებლები და იარაღი ასეთი ვაზნებით ვერანაირად ვერ გამოდგებოდა ეფექტური ახლო ბრძოლებში. როდესაც გახდა ცხადი, რომ ეს იარაღი არ იყო ეფექტური და ვერ უზრუნველყოფდა საფრთხის სწრაფ ნეიტრალიზაციას, ჯარს დროებით დაუბრუნეს ძველი მსხვილკლაიბრიანი რევოლვერები.

american-philippines

ამერიკელი ჯარისკაცები პოზირებენ სურათისთვის .38 კალიბრის საშტატო “კოლტებით”. მანილა, ფილიპინები.

1904 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების არსენალის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ქროზიერმა, მისცა ბრძანება ორ ოფიცერს გამოეკვლია თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი პირადი იარაღის ახალი კალიბრი.  ეს ოფიცრები იყვნენ კაპიტანი ჯონ ტომპსონი და სამხედრო ექიმი მაიორი ლუის ლაგარდი, ხოლო მათ მასშტაბურ კვლევას შემდგომ უწოდეს “ტომპსონ-ლაგარდის ცდები”. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ადამიანები ესროდნენ ცოცხალ და მკვდარ ცხოველებს და იწერდნენ შედეგებს. ბოლოს მათი რეკომენდაციით მომავალი იარაღის კალიბრი უნდა ყოფილიყო .45, თუმცა ასევე დაამატეს, რომ ჯარისკაცებმა უნდა შეისწავლონ ზუსტო სროლა, იმიტომ რომ ადამიანის სხეულის უმეტეს ნაწილებში მოხვედრა არ უზრუნველყოფს საჭირო ეფექტს, შოკით ან სხვა მექანიზმით მის შეჩერებას. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა ეს რჩევა სწორი გამოდგა და პისტოლეტის შემთხვევაში, გადაწმყვეტია არა კალიბრი არამედ ადგილი სადაც ტყვია მოხვდება სამიზნეს.  ეს განსაკუთრებულად იმათმა უნდა ჩაინიშნონ ვისაჯ ჯერა რომ დიდი კალიბრის პისტოლეტის ტყვია მოხვედრილი თუნდაც “ფრჩხილში” ავტომატურად გამოყავს სამიზნე მწყობრიდან. ეს ასე არ არის.  პისტოლეტის არის კომპაქტური იარაღი და შეუძლებელია ისეთი კალიბრის მასში ჩატევა, რომელიც უზრუნველყოფს გადამწყვეტ უპირატესობას და რადიკალურად გაზრდის იარაღის ეფექტურობას, იმის გარეშე რომ პისტოლეტის წონა და გაბარიტები არ გაფრინდეს კოსმოსში.

gfdffd

1911 წლის 28 მარტს .45ACP და M1911 ტიპის პისტოლეტი ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში.

.45 Auto არის გამორჩეული ვაზნა, გარკვეული უნიკალური თვისებებით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მას აქვს ბგერზე უფრო დაბალი სიჩქარე, რაც ნიშნავს, რომ ეს ვაზნა იდელაურია მაყუჩიანი იარაღისთვის, იმიტომ რომ საჭირო არ არის მისი სპეციალური “შენელება”. გარდა ამისა ვაზნა ოპერირებს ძალიან დაბალ წნევაზე და ის არ განეკუთვნება მაღალ წნევიან კალიბრებს. ამის გამო ის არ ტვირთავს იარაღის კონსტრუქციას და აქვს სტაბილური შიდა ბალისტიკა რაც ნიშნავს, რომ ის მუშაობს საიმედოთ, წარმოებისას დაშვებული გადაცდომები არ აისახება რადიკლაურად ვაზნის საიმედოობაზე და სიზუსტეზე, ვაზნას გააჩნია მაღალი თანდაყოლილი სიზუსტე. . უკუცემის იმპულსი რა თქმა უნდა არ არის ნებისმიერი გაგებით პატარა, მაგრამ ის არის დინჯი, თითქოს დროში გაწელილი და არა ხისტი და მკვეთრად გამოხატული. ამის, გამო იარაღი ასეთ ვაზნაზე გათვლილი, როგორც წესი გამოდის ძალიან ზუსტი და ძალიან დიდი რესურსით. მათ შორის, როგორც წესი უფრო ზუსტი ვიდრე ანალოგიური სისტემის, მაგრამ სხვა კალიბრებზე გათვლილი იარაღები. რაც შეეხება მინუსებს, პირველ რიგში, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე პისტოლეტი გათვლილი მსხვილ ვაზნაზე ასევე იქნება მსხვილი.  იარაღში, რომელიც მუდმივად და თანაც ფარულად უნდა ატარო ტანზე, გაბარტები და წონა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელსაც უნდა ყურადღება მიაქციოთ. გარდა ამისა არ უნდა იყო ბალისტიკსი ექსპერტი, რომ მიხვდე, რომ მსხვილკალიბრიანი შედარებით ნელი ტყვია არ იქნება ჩემპიონი წინაღობებში გავლის, თუმცა იმისთვის, რომ დაამარცხოს ისეთი ბარიერები, როგორიც არის ხის ან ავტომობილის კარი, საქარე მინა, სქელი ზამთრის ტანსაცმელი, .45-ს შეღწევა ეყოფა.

მე უპრობლემოდ ვურჩევ ადამიანს . 45 კალიბრის სრული ზომის პისტოლეტს იმ პირობით, რომ მას არ ექნება პრობლემა მის გაბარიტებთან, მაგრამ კომპაქტური   .45 კალიბრის პისტოლეტი უკვე სხვა თემა არის. უფრო სპეციფიური და თავისებური.  .45 ალბათ არ არის მაინცდამაინც საუკეთესო კალიბრი პატარა პისტოლეტში მოსათავსებლად. ლულის სიგრძის შემცირებასთან ერთად სწრაფად იკლებს საწყისი სიჩქარე, თუ 9მმ-ან სრული ზომის და კომპაქტურ  პისტოლეტებს შორის საწყისი სიჩქარე იკლებს საშუალოდ 10%-ით, იგივე მაჩვენებელი .45 კალიბრის შემთხვევაში იქნება 14% (აღებულია 5 ინჩიანი და 3 ინჩიანი ლულებიდან ნასროლი 10 სხვადასხვა მუხტის ტყვიების საწყისის სიჩქარეები). მე არ ვიძახი, რომ ეს განსხვავება სერიოზული და გადამწყვეტია, მაგრამ განსხვავება მაინც არის.  გარდა ამისა პისტოლეტის ზომის და წონის შემცირებას მოყვება მჭიდის ისედაც შემცირებული ტევადობის კიდე უფრო შემცირება და ასევე იზრდება უკუცემის იმპულსიც და რთულდება იარაღის კონტროლი.  საიმედო კომპაქტური .45 კალიბრის პისტოლეტის შექმნაც საკმაოდ რთული ტექნიკური დავალებაა. ასე, რომ კომპაქტურ .45 კალიბრის პისტოლეტში იკარგება ბევრი .45 კალიბრის იარაღის პლიუსი, რომელიც გააჩნია სრული ზომის პისტოლეტს  და ჩნდება მრავალი მინუსი. ჩემი აზრით ასეთი იარაღის არჩევას დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ, რომ არ შეგრჩეთ პისტოლეტი, რომელსაც უბრალოდ ვერ იყენებთ.

ამერიკული კალიბრის და ავსტრიული პისტოლეტის “ქორწინება” შედგა 1991 წელს, როდესაც “გლოკმა” გამოუშვა თავისი პირველი .45 კალიბრის პისტოლეტი “სწორ” ფორმატში, ეს იყო სრული ზომის იარაღი იმ დროისთვის უპრცენდენტო ტევადობის ორ რიგიანი მჭიდით, რომელშიც ჩადიოდა 13 ვაზმა. პისტოლეტს მიენიჭა ინდექსი “21″ და ეს მოდელი გამოჩენისთანავე გახდა დიდი წარმატება ავსტრიული კომპანიისთვის.  ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ გარდა შთამბეჭდავი ტევადობისა ის იწონიდა ვაზნების გარეშე 830 გრამს, სავსე 13 ვაზნიანი მჭიდით მისი წონა შეადგენდა 1090 გრამს. იგივეს იწონიდა ცარიელი 8 ვაზნიანი M1911. გარდა ამისა, როგორც ყველა „გლოკი“ ის იყო მარტივი, გამძლე და საიმედო. კონსტრუქციულად პისტოლეტი არ განსხვავდებოდა სხვა “გლოკებისგან” მათ შორის იყო შენარჩუნებული დეტალების თავსებადობა “პატარა გლოკებთან” თუმცა ამავე დროს იყო სხვაობებიც.  გლოკ 21-ში გამოყენებულია ოქტაგონალური ლულა, ნაცვლად ჰექსაგონალურის, როგორც უფრო პატარა კალიბრების გლოკში. ლულის ასეთი გეომეტრია უზრუნველყოფდა დიდი კალიბრის ტყვიის უკეთეს ობტურაციას.

P1000229

ავტორის კუთვნილი პირველი გამოშვების Glock 21. მას დაასწრეს 10mm Auto და .40S&W “გლოკებმა”, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ იმ პერიოდში ეს ორი ვაზნა განიხილებოდა ამერიკელი ძალოვნების მიერ, როგორც პერსპექტიული კალიბრები და ბუნებრივია “გლოკისთვის” ამ კალიბრის ახალი პისტოლეტების გამოშვება იყო პრიორიტეტული დავალება.  

G21 იყო არა პირველი, არამედ იყო მეორე “გლოკი” არასტანდარტული  ე.წ. “დიდი ჩარჩოთი” გათვლილი ძლიერ კალიბრზე. პირველი ასეთი პისტოლეტი იყო G20, გათვლილი მძლავრ 10mm Auto-ზე. სწორედ ამ პისტოლეტზე იყო დაფუძნებული ახალი G21. აქამდე მწარმოებლები ყოველთვის პირიქით აკეთებდნენ, როდეაც მათი 10მმ-ნი პისტოლეტები იყო დაფუძნებული .45 კალიბრის პისტოლეტებზე, 10mm-ნი Сolte Delta Elite იყო დაფუძნებული .45 კალიბრის M1911-ზე. პირველი 10მმ “სმიტ&ვესონები”  იყო დაფუძნებული .45 კალიბრის მოდელ 4506-ზე.  უნდა აღნინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 10მმ აუტოს ნომინალური კალიბრი უფრო მცირეა ვიდრე .45ACP-ს, პირველი ბევრად უფრო ძლიერი ვაზნაა. აქიდან გამომდინარე მალე აღმოჩნდა, რომ .45 კალიბრზე გათვლილი და შემდგომ 10მმ-ნი ვაზნისთვის ადაპტირებული პისტოლეტები არ გამოირჩეოდნენ დიდი რესურსით და ნაადრევად გამოდიოდნენ მწყობრიდან. პირველი დიდ ჩარჩოიანი “გლოკი” თავიდანვე, სუფთა ფურცლიდან იქმნებოდა სპეციალურად ძლიერი 10მმ-ნი ვაზნისთვის, შესაბამისად პირველი .45 კალიბრის “გლოკი” დაფუძნებული იყო უფრო ძლიერი 10მმ-ნი პისტოლეტის კონსტრუქციაზე. ასე, რომ .45 კალიბრის “გლოკები” “გენეტიკურად” გამოირჩევიან დიდი რესურსით. რომ შევადაროთ  G21 9მმ-ან G17-ს, რომელსაც სტანდარტული ჩარჩო აქვს, აღმოჩნდება, რომ  G21-ის საკეტი 2მმ-ით უფრო განიერია, G21 ასევე 5 მმ-ით უფრო გრძელია ვიდრე უკანასკნელი და აქვს 3მმ-ით უფრი გრძელი ლულა. ტარიც პროპორციულად უფრო სქელია. მსროლელების (განსაკუთრებულად ქალი მსროლელების) დიდ ნაწილს გლოკ 21-ს მოეჩვენება ზედმეტად მსხვილი.   ფაქტებიც იგივეს ადასტურებდნენ 10 გაყიდულ სტანდარტულ ჩარჩოიანი  გლოკის პისტოლეტზე მოდიოდა მხოლოდ სამი დიდი ჩარჩოიანი “გლოკი”. “გლოკში” ეს ესმოდათ და მათი მცდელობები .45 კალიბრის გლოკების გაბარიტების შემცირების არასდროს არ წყდებოდა. მითუმეტეს მათ თვალწინ იყო ამერიკული კომპანია “Robar-ის” მაგალითი, რომელიც დიდ ფულს შოულობდა G21-ის ტარის კონტურების შეცვლით.

Glock-რობ

რობერტ ბარქსმანის (Robar-ის დამფუძნებელი) იყო ალბათ პირველი ვინც ახორციელებდა “გლოკის” პისტოლეტების ტარის კონტრუსი შეცვლას, მათ შორის ეპოქსიდის გამოყენებით. დიდ ნაწილს შეკვეთების წარმოადგენდა დიდ ჩარჩოიანი “გლოკების” მოდიფიცირება. 

რა თქმა უნდა “გლოკშიც” ცდილობდნენ .45 კალიბრის პისტოლეტების გაბარიტების შემცირებას.  ასე გაჩნდა  მოდელი 21 SF (Short Fame), გამორჩეული უფრო თხელი კონტურის ტარით. თხელში მე ვგულისხმობ მანძილს ტარის უკანა ნაწილიდან სასხლეტამდე, ე.წ. trigger reach. მეოთხე თაობის G21-ს ტარი კიდე უფრო შეთხელებული აქვს SF-თან შედარებით.  “გლოკის” მცდელობები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტარების კონტურების ცვლილებით და 1997 წელს გამოვიდა სუბ-კომპაქტურ კონფიგურაციაში .45 კალიბრის პისტოლეტი, მოდელი 30. 1999 წელს გამოვიდა პირველი “გლოკი” ერთ-რიგიანი მჭიდით, თხელი ჩარჩოთი და საკეტით,  მოდელი 36. 2004 წელს   ”გლოკმა” მიმართა რადიკალურ ხერხს და ამჯერად დააპატარავა არა პისტოლეტი არამედ ვაზნა. ახალ კომპაქტურ .45 კალიბრს დაერქვა .45GAP და მასთან ერთად “გლოკმა” გამოუშვა  სამი ახალი პისტოლეტი გათვლილი ამ კალიბრზე. მასრის სიგრძის შემცირებამ 3.4მმ-ით შესაძლებელია გახადა პირდაპირ პროპორციულად შემცირებულიყო ახალი პისტოლეტების ჩარჩოს ზომებიც, ხოლო ვაზნის წნევის გაზრდამ მინიუმამდე დაიყვანა სხვაობა სიმძლავრეში ორ კალიბრს შორის, მაგრამ ამბიციური მიზანი შექმნილიყო .45 კალიბრის “გლოკი”, რომელიც იქნებოდა 9მმ-ნი “გლოკის” გაბარიტების მქონე, მაინც ვერ იქნა მიღწეული.  არც კალიბრი არ გამოდგა ზედმეტად პოპულარული და ფეხი ვერ მოიკიდა. ამჯერად მხოლოდ “გლოკი”  აგრძელებს .45GAP კალიბრის იარაღების გამოშვებას. ასე, რომ, როგორც ხვდებით გაბარიტები ყოველთვის იყო ყველაზე დიდი ნაკლი .45 კალიბრის “გლოკების”. აქვე უნდა ვთქვა, რომ ალბათ არასდროს .45 კალიბრის გლოკებს არ ქონდათ პრობლემები საიმედოობის მხრივ, რაც საკმაოდ სერიოზული მიღწევაა. ტაქტიკურ-პრაქტიკული “გლოკებიც” ისევე როგორც სუბ-კომპაქტური მოდელები გამოირჩევიან ერთნაირი საიმედოობით, ხოლო დაბალწნევიანი ვაზნის გამო, მათი რესურსი არის ძალიან მაღალი.  რა თქმა უნდა .45-ის თანდაყოლილი სიზუსტე ასევე გამოიხატება იმაში, რომ .45 კალიბრის “გლოკები” ალბათ ყველაზე ზუსტი “გლოკის” პისტოლეტებია. Glock-41-narrower-slide

უახლესი G41, რომლის საკეტი აღებულია G36-სგან, სტანდარტულ G21-თან შედარებით. 

როგორც უკვე ვთქვი ტექნუკურად დიდი და პატარა “გლოკები” ერთნაირია, მოწყობილობა, ავტომატიკის სქემა. დამზადების ტექნოლოგია, მასალები უცვლელია. შენარჩუნებულია გარკვეული დეტალების თავსებადობა დიდი და სტანდარტულ ჩარჩოებიან მოდელებს შორის. გასტონ გლოკის პრაგმატული მიდგომა წარმოებისადმი გამოიხატა კიდევ ერთ, თითქოს უმნიშვნელო დეტალში. “გლოკ-21″-ები მაგალითად იყენებენ სტანდარტულ ჩარჩოინაი ტაქტკურ-პრაქტიკული მოდელების მჭიდის ღილაკებს, რომლებიც სტანდარტულზე ოდნავ დიდია და შესაბამისად აღარ გახდა საჭირო ახალი დეტალის დაპროექტება. იგივე ეხება მაგალითად სხვაობას 10მმ-ან და .45 კალიბრის გლოკებს შორის. ორივე პისტოლეტი იყენებს იდენტურ ჩარჩოებს, დანაბრუნებელი ზამბარებიც კი იდენტურია.  იმიტომ, რომ ინჟინერები წავიდნენ სხვა გზით და უბრალოდ შეამსუბუქეს საკეტი .45 კალიბრის პისტოლეტზე. შედეგად გლოკ 20-ის და 21-ის საკეტები ურთიერთ ცვლადია ხოლო დამაბრუნებელი ზამბარაც ერთნაირია, რაც აადვილებს ლოგისტიკას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “გლოკების” კონსტრუქცია მუდმივად განიცდის თითქმის უხილავ ცვლილებებს და უკვე 5 თაობის პისტოლეტები არსებობს, ასე რომ დეტალების შეკვეთისას დარწმუნდით, რომ უკვეთავთ დეტალს, რომელიც განკუთვნილია ზუსტად თქვენი იარაღისთვის.

2010 წელს “გლოკმა” წარმოადგინა მეოთხე თაობის პისტოლეტების სერია და სულ მალე გაყიდვაში წავიდა ასევე მე-4 თაობის “გლოკ 21″-იც. სწორედ ასეთი პისტოლეტი მოხვდა ჩემ ხელებში. პრაქტიკულად ახალი, მე ის ვიყიდე საკმაოდ დაბალ ფასად, 1400 ლარად. როგორც, ყველა მეოთხე თაობის პისტოლეტს, მას ქონდა ცვლადი საზურგეები, რომლებიც მე არასდროს არ მომწონდა, დიდი ზომის მჭიდის ღილაკი, რომელიც მე ძალიან მომეწონა, ჯერ კიდევ ჩემ მეოთხე თაობის გლოკ-19-ზე. ასევე რამდენადაც მე გავარკვიე, მე-4-თაობის გლოკ 21-ის ჩარჩო კიდევ უფრო შემცირებულია ზომებში ვიდრე მაგალითად მოდელი SF. მე მქონდა საშუალება ახლოს გამეცნო, როგორც მეორე თაობის გლოკ 21, ასევე მოდელი SF და რა თქმა უნდა ეხლა უკვე მე-4 თაობის პისტოლეტიც. მე ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც მეორე თაობის გლოკის სახელური იყო ჩემთვის მოუხერხებელი, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რომ ის იყო კომფორტულობის ზედა ზღვარზე. ამავე დროს SF და მეოთხე თაობა ჩემ ხელში იდეალურად ზის და უმეტესობა მსროლეს არ უნდა ქონდეს მასთან პრობლემები. რაც შეეხება პისტოლეტის დაშლას და მოვლა მომსახურებას, ის არ განსხვავდება სხვა “გლოკებისგან”. პისტოლეტი ადვილად იშლება, მათ შორის ბოლომდე, ისე რომ შესაძლებელია მისი ინსპექტირება და გაწმენდა.

21-gen4-nib_1

მე-4 თაობის გლოკის კომპლექტაცია პრაქტიკულად უცვლელია, თუ არ ჩავთვლით ცვლად სზურგეებს. საფირმო პლასტმასის კეისში მოთავსებულია ინსტრუქცია, ინფორმაციული ბუკლეტების ნაკრები, პლასტმასის ჯაგრისი, ორი მჭიდი და პისტოლეტი. აღსანიშნვია, რომ ამჯერად მეოთხე თაობის გლოკებს მოყვება სამი მჭიდი ნაცვლად ორისა. რატომ იყიდება ჩვენთან ეს პისტოლეტები მხოლოდ ორი მჭიდით, ჩემთვის უცნობია. შეიძლება ეკონომიის გამო იარაღები მოდიან მხოლოდ ორი მჭიდით და საკეტის გარეშე ან ამ ყველაფრის გაყიდვა ცალკე ხდება. 

კიდევ ერთი, რაც განასხვავებს მეოთხე თაობის გლოკებს არის ორმაგი დამაბრუნებელი ზამბარა.  სიმართლე გითხრათ მე არ მქონდა საშუალება ასე გვერდი-გვერდით შემედარებინა G21 სტანდარტული და ახალი ტიპის ზამბარებით, მაგრამ იმის მიხედვით რას წერენ და იძახიან ინტერნეტში, შესამჩნევი სხვაობა უკუცემაში არ არის. უკუცემის აღქმა რა თქმა უნდა სუბიექტურია, ჩემი აზრით G21 არ არის რთული “სამართავი”, მაგრამ საოცრებები არ ხდება და ცხადია 9მმ-ნი გლოკები უფრო სწრაფად ბრუნდებიან სამიზნე ხაზზე ვიდრე G21 და სწრაფი სროლისას დიდი “გლოკის” გაკონტროლება რთულია იგივე 9მმ-ან “გლოკთან” შედარებით.

სროლისას ჩვენ დავრწმუნდით, რომ G21 გამოირჩევა შესანიშნავი სიზუსტით. ასევე შევამჩიე, რომ ჩემ ხელს გაცილებით უკეთესად ერგება დიდ ჩარჩოიანი “გლოკები”. რამდენად სწრაფადაც არ უნდა ისროლო არ იცვლება მოხვედრის წერტილი, რომელიც როგორც წესი გადაინაცვლებს ხოლმე მარცხნივ ქვევით. როგორც უნდა ველოდოთ ხოლმე, პისტოლეტმა იმუშავა უპრობლემოდ ყველა ვაზნასთან, რომელზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდა. საქართველოში პრაქტიკულად არ იშოვება მუხტები ექსპანსიური ტყვიით და შესაძლებელია მხოლოდ FMJ, მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით ვაზნების შეძენა.  აბსოლუტური უმეტესობა არის სტანდარტულ წონის, 230 გრანი. ბუნებრივია ასეთი ვაზნებით პისტოლეტი უბრალოდ ვალდებულია  იმუშაოს კარგად.  ჩვენთან ითვლება რომ ამერიკული Federal-ის .45 კალიბრის 230 გრანიანი FMJ ტიპის ვაზნები არის “ოქროს სტანდარტი”. როდესაც მე დავაპირე ვაზნების შეძენა აღმოვაჩინე, რომ სწორედ ეს მუხტი ითვლება საუკეთესოდ. რაზეა ლაპარაკი Federal არის კარგი მწარმოებელი, მაგრამ სტანდარტული სიჩქარის .45 კალიბრის ვაზნა, 230გრანიანი FMJ  ტყვიით იქნება ერთნაირი განურჩევლად მწარმოებლისა. თუ რა თქმა უნდა მწარმოებელი იცავს სპეციფიკაციებს. სიზუსტე და ტერმინალური ბალისტიკა იქნება პრაქტიკულად იდენტური.  ტესტირებამ სიზუსტეზე გამოავლინა რომ Federal-ი იყო ყველაზე ნაკლებად ზუსტი მუხტი, დანარჩენ სამს შორის (S&B 230 gr FMJ “gold box”, S&B 230 gr FMJ “red box”, Magtech 230 gr FMJ). ყველა მუხტი გამოდგა ზუსტი, ყველა მუხტის მოხვედრის წერტილი დიდად არ განსხვავდებოდა, უბალოდ ყველაზე დიდ ჯგუფებს ვიღებდით Federal-ის ვაზნებით. ამერიკული წარმოების მუხტის დასაცავად ვიტყვით, რომ თუ ვენდობით მწარმოებლის მონაცემებს Federal-ის მუხტს აქვს 10 მ/წ-ით უფრო დიდი საწყისი სიჩქარე ვიდრე კონკურენტებს.

20180126_232050

პირველი სამი გასროლა 12 მეტრიდან

20180126_184711

15 მეტრი 

20180309_190421

საკვალიფიკაციო სამიზნე, 15-10 მეტრი. სამწუხაროდ სილუეტების ზომა 30-40% მცირეა რეალური ადამიანის სილუეტის ზომაზე, რის გამოც ჯგუფები ჩანს დიდი სილუეტთან შედარებით. შემდეგ სტატიებში ჩვენ გამოვიყენებთ უფრო რეალისტურ სამიზნეებს. 

ასე, რომ ჩემი აზრით, წყნარი გულით შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერი დასახელებული ან სხვა კარგი რეპუტაციის მწარმოებლის ვაზნები  და პრობლემა არ გექნებათ. არ ღირს ფულის გადახდა მხოლოდ კოლოფზე წარწერის გამო.  გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შემოვიდა სამხრეთ-აფრიკული წარმოების, გადატენილი ვაზნები. მათი ხარისხი იყო ძალიან ცუდი, გამოიყენებოდა ნაყარი (სასროლეთზე აკრეფილი) მასრები სსხვადასხვა მწარმოებლების. მასრების “რესაიზინგს” და შემოწმბას ადგილი არ ქონდა, რის გამოც ვაზნებზე აღინიშნებოდა ბზარები და მათი ზომები არ ჯდებოდა სპეციფიკაციაში. იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკურად შესაძლებელია .45 კალიბრის მასრაში შეცდომით ორმაგი დენთის მუხტის მოთავსება, ასეთი ვაზნების გამოყენება ემსგავსება სახიფატო ლატარეის თამაშს. ერთი ასეთი ვაზნის გამორჩევა ძნელია, მაგრამ თუ თქვენ ხედავთ რომ 10-20 ან მეტი ვაზნიდან უმეტესობაზე სხვადახვა მათ შორის უცნობი დამღებია, დიდი ალბათობით ეს ის ვაზნებია. თუ არ ხართ დარწმუნებული, ვიზუალურად დაათვალიერეთ ვაზნები რაიმე სახის დეფორმაციების ან ბზარების აღმოჩენის მიზნით და უსაფრთხოების წესების დაცვით “გაატარეთ” ისინი ყველა პისტოლეტში (მიაწოდეთ მჭიდიდან სავზნეში და ამოაგდეთ). თავის დროზე ჩემი ტესტირებისას 50 ასეთი ვაზნიდან 8 გაიჭედა სავაზნეში, იმიტომ რომ იყო გაბერილი ხოლო ორს ქონდა ბზარები მასრაში.  რა თქმა უნდა შეუძლებელია შეამოწოთ დენთის მუხტი ვაზნის დაშლის გარეშე, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება გამოიყენოთ, მხოლოდ ქარხნული ვაზნები.

fsvltac

ავტორის კუთვნილი Glock 21, ქართული წარმოების VL Tactical-ის კაიდექსის ბუდესთან ქარმრის შიგნით ტარებისთვის. ეს ბუდეები გაოირჩევა დამზადების კარგი ხარისხით და თითქმის ორჯერ უფრო დაბალი ფასით ვიდრე ამერიკული ანალოგები. ხშირად მესმის, რომ იძახიან, რათ მინდა ბუდე თუ იარაღს ვერ ვატარებო, მაგრამ ტარება აკრძალულა კანონით ხოლო კანონი შეიძლება გაუქმდეს ან უბრალოდ ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც კანონები აღარ მოქმედებენ, ამიტომ კარგი ბუდე და მასთან ერთად თუნდაც “მშრალი” ვარჯიში არის აუცილებელი. VL Tactical-ის ბუდეები არის ბიუჯეტური და ხარსხიანი პროდუქცია, რომლის შეძენა თქვენ ჯიბეს არ დაარტყავს. 

ახალი მეოთხე თაობის G21-ის , ისევე როგორც ყველა სხვა “გლოკი” აქამდე გამოდგა ზუსტი და საიმედო.  პისტოლეტს აშკარად მოუხდა უფრო თხელი ჩარჩო და მჭიდის დიდი ღილაკი. 13 +1 ტევადობაც წარმოადგენს სერიოზულ საცეცხლე ძალას. კი პისტოლეტი დიდია და მისი ტარება კარგი ხარსხის ბუდის გარეშე რთულია, მაგრამ შეარჩიეთ კარგი ბუდე და კომფორტული ტარების პრობლემაც მოგვარებული იქნება.  განსაკუთრებულად სერიოზულად განწყობილი ხალხი ალბათ ასევე შეცვლის სამიზნე მოწყობილობებს და დააყენებს რკინისგან დამზადებულებს.  ტრადიციულად მე არ დავუჭერ მხარს სასხლეტის მოდიფიცირებას ან გამოცვლას. ის აბსოლუტურად ადეკვატურია ასეთი პისტოლეტისთვის, თუმცა ალბათ ამ პისტოლეტის მაღალი სიზუსტის გათვალისწინებით ბევრს მოუნდება საასპარეზო სასხლეტის დაყენება.

dfghd

13 .45 კალიბრის ვაზნა ზუსტ და საიმედო იარაღში. კარგი ფარანი. ასეთი “სისტემა” იდეალურია სახლის დაცვის იარაღის როლში. 

shooterscentral.ge-ს დასკვნა: მეოთხე თაობის Glock 21 არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქარხნული წარმოების .45 კალიბრის სრული ზომის პისტოლეტი. მიუხედავად დიდი გაბარიტების და შთამბეჭდავი ტევადობის მჭიდისა, მისი წონა არ აღემატება სრული ზომის რკინის 9მმ-ნი პისტოლეტის წონას. სუსტი აღნაგობის ადამიანს, პატარა ხელებით ეს პისტოლეტი არ მოეჩვენება კომფორტულად ტარებისას და სროლის დროს, მაგრამ თუ მისი გაბარიტები თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას, ფასის გათვალისწინებით ძნელი იქნება G21-ზე უკეთესი იარაღის არჩევა. ნებისმიერი მისი კონკურენტის ფასი იქნება ალბათ მინიმუმ ორჯერ უფრო დიდი. G21 ისევე, როგორც ყველა “გლოკი” გამოირჩევა მარტივი და საიმედო კონსტრუქციით, მისი მოდიფიცირება არის ძალიან ადვილი და ხელმისაწვდომია ყველანაირი აქსესუარი. ჩემი აზრით G21 დღეს არის საუკეთესო .45 კალიბრის პისტოლეტი საქართველოში, ფასი-ხარისხის კრიტერიუმით. ასეთი პისტოლეტის ყოველდღიური ტარებისთვის, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს კარგუ ბუდის შერჩევას.

მფლობელის თვალით – მარგოლინის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი МЦ

Monday, March 5th, 2018

2VF6hjT

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მოხდა ისე რომ აქამდე ამ პისტოლეტზე, არც ერთი სიტყვა არ მქონდა დაწერილი. არა და МЦМ-ის, ასევე ცნობილი, როგორც უბრალოდ “მარგოლინის” პისტოლეტებთან მე „ვმეგობრობ“ აგერ უკვე ალბათ 10 წელზე მეტია. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად  დაკავებული ვიყავი ამ პისტოლეტის ისტორიის და კონსტრუქციის შესწავლით, მე უბრალოდ წლების განმავლობაში ვისროდი ამ პისტოლეტებიდან, მათ შორის “სკას” ტირში სადაც ორი ასეთი პისტოლეტი ინახებოდა. წლების განმავლობაში ყოველი შაბათი-კვირა მე მანდ ვატარებდი, მეტ წილად ჩემი მცირეკალიბრიანი შაშხანებით, მაგრამ ყოველ მისვლაზე გადავდები ვაზნების ერთ კოლოფს “მარგოლინიდან” სასროლად.  ერთი პერიოდი მქონდა ჩემი საკუთარი ორი „მარგოლინიც“, ასე რომ პისტოლეტს კარგად ვიცნობ და როგორც ხვდებით ის მე ძალიან მომწონს.

მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს დიდი წარმოდგენა საბჭოთა იარაღებზე, უნდა ვაღიარო, რომ საბჭოთა წარმოების მცირეკალიბრიანი იარაღის მოყვარული ყოველთვის ვიყავი. საქართველოში ასეთი იარაღები უხვად არის, მათი ფასი, როგორც წესი არც ისე მაღალია, ხოლო მათი კონსტრუქცია ხსიათდება გამძლეობით, დამზადების ტრადიციული მეთოდებით, (ხე, ფოლადი, ფრეზირება) და ყველა ასეთ იარაღს, როგორც წესი აქვს ძალიან კარგი ხარისხის ლულები. ყველა ეს იარაღი, იქნება ეს ცალ ვაზნიანი ТОЗ-8 თუ სპორტული ИЖ-35, მუშაობს, მუშაობს კარგად, არის ზუსტი და იშვიათად ფუჭდება.  მათი ძირითადი მტერი არის ძველი ვაზნები, რომლებიც იჭედება ლულაში. მსროლელი ვერ ამჩნევს ამას და ისვრის მეორეჯერ. წნევა არ არის იმდენად მაღალი, რომ ლულა გახეთქოს, მაგრამ არხში ჩნდება წრიული ფორმის შებერილობა, რომელიც ადვილად შესამჩნევია ლულის არხის ზედაპირული დათვალიერებისას და გამოიყურება როგორც მუქი რგოლი ლულის არხში. შეიძლება შენახვის ცუდი პირობების გამო, რკინის დეტალები იყოს ჟანგით დაფარული, ხე დაზიანებული მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში ეს იარაღები, 50-ან, 60-ან წლებში გამოშვებულები, მაინც ძალიან კარგ მუშა მდგომარეობაში არიან. ეს ასევე ეხება “მარგოლინის” პისტოლეტებსაც. ამ სტატიაში მე მოგიყვებით ამ პისტოლეტის შექმნის მოკლე ისტორიას, აღვწერ მის მოწყობილობას, მოგიყვებით ჩემ პირად გამოცდილებაზე და ასევე გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ მოიყვანოთ პისტოლეტი წესრიგში და უზრუნველყოთ მისი ხანგრძლივი და უპრობლემო ექსპლუატაცია.

დავიწყოთ იმით, რომ როგორც ბევრს უკვე ალბათ გსმენიათ, პისტოლეტის ავტორი, კიევში დაბადებული მიხაილ მარგოლინი იყო ბრმა. გაცილებით ნაკლებმა ალბათ იცით, რომ მარგოლინმა დაიწყო იარაღების კონსტრუირება, უკვე დაბრმავების შემდეგ, როგორც ჰობი რომ თავი გაერთო. ყოველ შემთხვევაში ასე იუწყება ოფიციალური ისტორია. ძალიან ბევრი ნაბეჭდი სტატია და ინტერნეტ რესურსი დეტალებში აღწერს, როგორ ქმნიდა მარგოლინი იარაღებს, რა მეთოდებს იყენებდა, როგორ სწავლობდა კოსნტრუირებას. ჩემი გამოცდილებით ასეთ ისტორიებს საბჭოთა კავშირიდან დიდი სკეპტიციზმით უნდა შევხედოთ. ძალიან ბევრი, რამ ასეთ ისტორიებში არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს უბრალო პროპაგანდას, რომლის მიზანი იყო ყველას დარწმუნება, რომ საბჭოთა კავშირი იყო საოცნებო საცხოვრებელი ადგილი.  ბრმა ომის ვეტერანი, რომელიც გახდა იარაღების წარმატებული კონსტრუქტორი, კარგად ჯდება ამ ნარატივში და ნაკლებად ჯდება იმ რეალურ სურათში, რომელიც იმ დროს არსებობდა. გამძაფრებული კონკურენცია კონსტრუქტორებს შორის, ნეპოტიზმი, კორუფცია. ყოველ იარაღს, რომელიც ხვდებოდა წარმოებაში მოყვებოდა ჯილდოები, ფულადი პრემიები, სამეცნიერო წოდებები და ასე შემდეგ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ არენაზე თამაშის უფლება მიცემოდა ბრმა თვითნასწავლ კონსტრუქტორს. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, გამყარებული ასევე იმით, რომ პისტოლეტს არ დაერქვა კონსტრუქტორის სახელი. ახალ იარაღს დაერქვა МЦ, სადაც М არ ნიშნავს მარგოლინს. МЦ გაიშიფრება როგორც Модель ЦКИБ  იგივე, როგორც ჩვენთან კარგად ცნობილი სანადირო თოფები.  აღნიშნული აიხსნა იმით, რომ სწორედ „ცკიბში“ (Центральное конструкторско-исследовательское бюро спортивного и охотничьего оружия), მოხდა პისტოლეტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მაგრამ რეალობა შეიძლება სულ სხვა ყოფილიყო. ასევე არსად არ არის ხსენებული რა ტიპის ჯილდოები მიიღო მარგოლინმა პისტოლეტის შექმნის შემდეგ. შეიძლება მე ვცდები, შეიძლება ოფიციალური ისტორია არის სრული სიმართლე, აღნიშნული უნდა იყოს კვლევის საგანი იარაღის ისტორიით დაინტერესებული ხალხისთვის, მაგრამ ამჟამად რუსეთში ურჩევნიად საბჭოთა პროპაგანდის ტირაჟირება, ხოლო საზღვარგარეთ საკითხი ან საერთოდ არ აინტერსებთ ან უბრალოდ ამ პროპაგანდას იმეორებენ.  ასეა თუ ისე, 1948 წელს “МЦ” მზად იყო წარმოებისთვის და მისი მიწოდება დაიწყო სპორტულ სექციებში, ხოლო პისტოლეტის დებიუტი შედგა 1954 წელს, კარაკასში, ვენესუელა, სადაც გაიმართა 36-ე საერთაშორისო ჩემპიონატი სროლაში. დებიუტი წარმატებული გამოდგა, საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა კალინიჩენკომ აიღო 584 ქულა და გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი. 2317 ქულით საბჭოთა ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა. სპორტულ არენაზე, სადაც აქამდე კოლტები და ვალტერები დომინირებდნენ ახალი მოთამაშე გაჩნდა…

1992 წელს იჟევსკში დაიწყო მარგოლინის პისტოლეტის უფრო პრაქტიკული საექსპორტო ვერსიის გამოშვება, რომელსაც მიენიჭა სახელი „მარგო“. ამ პისტოლეტზე „მუშაობდა“ კონსტრუქტორი იარიგინი. მუშაობა ბრჭყალებში, იმიტომ რომ იარიგინმა პრაქტიკულად გააფუჭა შესანიშნავი იარაღი და მიანიჭა თავის ქმნილებას სახელი, რომელიც უფრო წააგავს პისტოლეტის კონსტრუქტორის გვარის დამახინჯების მცდელობას. ახალ პისტოლეტს ერგო მოკლე 98მმ-ნი ლულა, უფრო ხისტი სასხლეტი გრძელი სვლით, რაც უფრო უხდებოდა ასეთი ტიპის იარაღს. მაგრამ პისტოლეტი შესრულდა მცველის გარეშე, ხოლო სამიზნე მოწყობილობები გამოვიდა პრაქტიკულად რეგულირების შესაძლებლობის გარეშე. საბოლოო პროდუქტი გამოდგა კარგი „პლინკერი“ მაგრამ არაადეკვატური სამიზნე მოწყობილობები და შეყენებული ჩახმახის ჩაკეტვის შეუძლებლობის გამო ზღუდავდა მის გამოყენებას, როგორც სანადირო ან მიზანში სასროლი იარაღის. მჭიდის ტევადობაც იყო მხოლოდ 7 ვაზნა, 3 ვაზნით ნაკლები „სტანდარტზე“, რომელიც შეადგენს 10 ვაზნას.

МЦ-ს გამოშვების წლის დადგენა დამღებით ან ნომრით შეუძლებელია. ადრე “იჟევსკის” ქარხანას ქონდა ელ. ფოსტის სპეციალური მისამართი, რომელზეც წერდი იარაღის ნომერს და პასუხად იღებდი გამოშვებული იარაღის წელს. მიახლოებით გამოშვების პერიოდის დადგენა შეიძლება კონკრეტული დეტალების შესრულების და კომპლექტაციის მიხედვით.

2008071101

პისტოლეტი “მარგო” არის МЦ-ს გამარტივებული, მე ვიტყოდი პრიმიტიული ვარიანტი, არაფრით გამორჩეული .22 კალიბრის “პლინკერი”. 

“მარგოლინის” ბაზაზე სხვა იარაღების შექმნის მცდელობებიც იყო. რუსეთში გამოდიოდა ასევე 5.45 კალიბრის პისტოლეტი სახელწოდებით “Дрель”, რომელიც შექმნილი იყო მარგოლინის ბაზაზე. უკრაინა უშვებდა კარაბინს, რომელიც სხვა არაფერს წარმოადგენა თუ არა “მარგოლინის” პისტოლეტს ზედ დაყენებული ხის კონდახით. ასევე უკრაინაში იყიდებოდა ტრავმატული 9მმ-ნი პისტოლეტი აწყობილი მცირეკალიბრიანი მარგოლინის ნაწილების გამოყენებით. მაგრამ ალბათ ყველაზე ცნობილი მარგოლინის მოდიფიკაცია არის “ვარსკვლავეთის ომებიდან” პრინცესა ლეას მინიატურული ბლასტერი, წინა ცხოვრებაში ცეცხლსასროლი “მარგოლინი”.

star-wars-618x400

არც ერთი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი, რომელიც მე მქონია ახლოსაც ვერ მოდის მარგოლინთან ერგონომიკის და ბალანსის თვალსაზრისით.  ალბათ ადამიანს, რომელიც ვერ ხედავ სხვა გრძნობები გამძაფრებული აქვს, იმიტომ, რომ სხვაგვარად მე ვერ ავხსნი მარგოლინის ბრწყინვალე ერგონომიკას. ორთოპედიულის სახელურების და ბალანსირების გარეშეც პისტოლეტი ისე ზის ხელში, თითქოს სპეციალურად იქნა მორგებული ჩემ ხელზე. გარკვეული პერიოდი მე ასევე მქონდა  სპეციალიზირებული იჟ-35, რომელიც მართალია დახურულ ტირში უკეთესი შედეგების ჩვენების საშუალებას მაძლევდა, მაგრამ განსხვავებით МЦ-სგან, მის სხვა გამოყენებაზე (ტირის გარეთ) ფიქრიც ზედმეტ იყო, პისტოლეტის დიდი მასის, გაბარიტების და სპეციფიური ერგონომიკის გამო, რომელიც გათვლილი იყო მხოლოდ ერთი ხელიდან სასროლად. კიდევ ერთი პისტოლეტი, რომელიც სროლისუნარიანობით და სიზუსტით ახლოს იდგა МЦ-სთან იყო ბრაუნინგის “ბაკ მარკი”, გრძელი და სქელი საასპარეზო ლულით, მაგრამ ერგონომიკის თვალსაზრისით, МЦ მას ჩემი აზრით ჯობნიდა. ყველა დანარჩენი პისტოლეტი,  Beretta Neos, SIG Mosquito, Walther P22, Beretta 71 გამოდგებოდნენ პლინკინგისთვის, მაგრამ მხოლოდ МЦ გაძლევდათ საშუალებას მიზანში მართლაც ზუსტი სროლის და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის მიღწევას. ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, მიუხედავად იმისა, რომ МЦ ღირს იმდენივე რაც თანამედროვე პლინკერები, ის არის წმიდა სისხლის საასპარეზო იარაღი.

რაც შეეხება МЦ-ს კონსტრუქციას, მისი მოწყობილობა ძალზედ მარტივია. ბუნებრივია ის ასევე იყენებს ავტომატიკას თავისუფალი საკეტით. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის, გარეთ განლაგებული ჩახმახით. იარაღი იკვებება 10 ან 6 ვაზნაზე გათვლილი ერთ რიგიანი მეტალის მჭიდებიდან, გააჩნია რა სპორტული დისციპლინისთვის  იყო განკუთვნილი იარაღი. დაცვის მექანიზმები ძალზედ მარტივია, ჩახმახს აქვს ნახევრად შეყენების ფუნქცია, რაც მისი დაწევისას გამორიცხავს დაცემას (თუ რა თქმა უნდა თითი მოაცილეთ სასხლეტს მისი გათავისუფლების შემდეგ), ასევე იარაღს აქვს დისკონექტორი, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას ისროლოთ თუ საკეტი ბოლომდე არ არის დახურული. ასევე ზოგ მოდელზე ჩარჩოს მარცხენა მხარეს ყენდება მექანიკური ბერკეტი, რომელიც ასრულებს მექანიკური მცველის ფუნქციას. ეს ბერკეტი ნაკლებად მოსახერხებელია, მაგრამ პისტოლეტი იქმნებოდა მხოლოდ ტირისთვის და იქ ასეთი კონსტრუქცია იქ პრობლემას არ ქმნიდა.

პისტოლეტის ლულა მაღალი ხარისხის არის, გააჩნია 6 ხრახნი ნაცვლად 4-ისა, როგორც იმ დროინდელ საბჭოთა მცირეკალიბრიან კარაბინებში. ასეთი კონფიგურაცია უზრუნველყოფდა უკეტეს სიზუსტეს და ეს მაგოლინმა გადმოიღო ვალტერის ანალოგიური კალიბრის პისტოლეტიდან.  ლულის სიგრძე შეიძლება იყოს 140, 160 და 180მმ (ყველაზე ადრინდელი მოდელები), გააჩნია მოდელს და გამოშვების წელს. პისტოლეტის წონა მერყეობს 900 გრ – 1კგ-ის ფარგლებში.  სოლიდური წონა განპირობებულია მთლიანად ფოლადის კონსტრუქციით. „მარგოლინის“ სასხლეტის წონა 1 კილოგრამის ფარგლებში მერყეობს, სვლა ძალზედ მოკლე აქვს 1-2 მმ, პისტოლეტს გააჩნია „ტრიგგერ სტოპი“, რაც ამცირებს სასხლეტის სვლას ჩახმახის გათავისუფლების შემდეგ და ხელს უწყობს ზუსტ სროლას.

პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობები ცალკე აღწერას ითხოვენ.  სამიზნე მოწყობილობები ისე შესრულებული, რომ შესწორებების შეტანა შეიძლება ინსტრუმენტის გარეშე, ხელით, რაც ძალიან მოსახერხებელია. წინა სამიზნე მოწყობილობა განლაგებულია ლულაზე, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა, არის ხიდის ტიპის და წარმოადგენს ჩარჩოს ნაწილს. იქიდან გამომდინარე რომ ლულაც არის ხისტად დამაგრებული ჩარჩოზე, მოძრაობა წინა და უკანა სამიზნეებს შორის არ არის. მაგალითად გერმანულ „ვალტერ ოლიმპიაზე“ წინა საიზნე მოწყობილობა განალგებულია უძრავ ლულაზე ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა მოძრავ საკეტზე. ცხადია რომ МЦ-ს თანდაყოლილი სიზუსტის ხარსხი ექნება უფრო დიდი. ეს იყო ის ინოვაცია, რომელმაც მისცა პისტოლეტს უპირატესობა კონკურენტებზე და განაპირობა მისი წარმატება სპორტულ არენაზე. სწორედ ასეთი ინოვაციურობა ყოველთვის აკლდა და აკლია რუსულ/საბჭოთა იარაღებს, რომლებიც ყოველთვს მეტ წილად იყვნენ აფუძნებულები უკვე არსებულ, დასავლურ სისტემებზე და ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე.

27073427_10156039581494257_4640078770326550942_n

ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული სპორტული პისტოლეტი Hi-Standard Supermatic Citation, ასევე იყენებდა მარგოლინის გადაწყვტილებას, ე.წ. ხიდისებს სამიზნე მოწყობილობას.  ეს პისტოლეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკელ სპორტსმენებს შორის.  

  

მოგეხსენებათ, რომ რკალიანი .22lr კალიბრის ვაზნას აქვს რბილ თავიანი ტყვია, რის გამოც ამ ვაზნაზე გათვლილ ავტომატურ იარაღში მჭიდის კონსტრუქცია თამაშობს მნიშვნელოვან როლს საიმედოობის მიღწევაში. ვაზნების განლაგება მჭიდში, მიწოდების კუთხე და მანძილი სავაზნემდე სწორად უნდა იყოს შერჩეული, რომ იარაღი გამოვიდეს საიმედო. МЦ-ს ფოლადის მჭიდი არის ძალიან საიმედო კონსტრუქციის. ის უზრუნველყოფს ვაზნის მიწოდების ოპტიმალურ კუთხეს, აქვს დიდი რესურსი. მისი შექმნისას, მარგოლინმა იხელმძღვანელა გამოცდილებით, როდესაც ქმნიდა მცირეკალიბრიან საწვრთნელ ტყვიამფრქვევს, რომელიც ასევე მჭიდებიდან იკვებებოდა. ჩვეულებრივი ექსპლუატაციით მარგოლინის მჭიდის გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია.

3226725

МЦ-ს სხვადასხვა მჭიდები. პირველი მჭიდი არის ადრინდელი 10 ვაზნიანი ვარიანტი, ვიზუალურად ძალიან წააგავს “ვალტერ ოლიმპიას” მჭიდს.  მეორე მჭიდი უფრო ახალი გამოშვება. მესამე მჭიდზე ყურადღებას იქცევს ხის მიმწოდებელი. მეოთხე მჭიდი შედარებით გვიანი გამოშვება სადაც ხუფი დაფიქსირებულია შტიფტით.  სათადარიგო მჭიდის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ მჭიდი შეიძლება ან საერთოდ არ მოერგოს კონკრეტულ პისტოლეტს ან დაჭირდეს მორგება ქლიბით.

 12630_900

.22 Short-ზე გათვლილი МЦУ, ალუმინის მსუბუქი საკეტით.

პისტოლეტი საკმაოდ უცნაურად იშლება, მაგრამ ვერ იტყვით რომ მისი დაშლა რთულია. ასევე პისტოლეტის დასაშლელად არ არის საჭირო ხრახნების დაშვება (როგორც “ბერეტა ნეოსში” ან “ბრაუნინგ ბაკ მარკში”) ან რაიმე ინსტრუმენტის გამოყენება.  დამაბრნებელი ზამბარის ღერძის თავში განლაგებულია ზამბარიანი ფიქსატორი. მის გასახსნელად უნდა გამოწიოთ ის გარეთ და გადაატრიალოთ, რაც დააფიქსირებს მას ღია მდგომარეობაში. აღნიშნული გაათავისუფლებს საკეტის ჩამკეტს, რომელიც გვერდიდან გამოძვრება და გაათავისუფლებს საკეტს. შემდეგ გაწიეთ საკეტი უკან და მოაცილეთ ის ჩარჩოს. იარაღი მზად არის გასაწმენდად. დამატებით შესაძლებელია სალოყების მოხსნა, რომ უკეთესად მიუდგეთ დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.

337658

არასრულად დაშლილი „მარგოლინი“. დამაბრუნებელი ზამბარის და ღერძის “მოდული” უცნაურად გამოიყურება, სამაგიეროდ პისტოლეტის დასაშლელად არ არის საჭირო ხრახნების დაშვება ან ინსტრუმენტების გამოყენება. 

საკეტის ჩამკეტი შეიძლება იყოს მოკლე, ან შეიძლება ქონდეს ფარფლები, რაც გეხმარებათ საკეტის გადატენვისას. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მაღალი საბრძოლო ჭერისას ეს ფარფლები შეიძლება მწარეთ თითებზე მოგხვდეთ. პისტოლეტის კონსტრუქციის ნაწილს წარმოადგენს საკმაოდ “არა ტაქტიკური” მცველი, რომელიც პარალელურად ასრულებს საკეტის შემაკავებლის ფუნქციას. ქვევით ჩამოწეული ის არ მოგცემთ საშუალებას გასროლის განხორციელების, ხოლო თუ საკეტი გაწიეთ უკან და მცველი დაწიეთ ბოლომდე წინ, მცველის კუდი შევა საკეტის შიგნით შესრულებულ კილოში და საკეტი დაფიქსირდება ღია მდგომარეობაში.

stopor marg

МЦ-ს მცველის-საკეტის შემაკავებლის მოწყობილობა და მუშაობა. ის ყენდებოდა მხოლოდ ადრინდელ მოდელებზე. 

ჩვენ შემთხვევაში, МЦ-ს კონკურენტები არ არიან “ვალტერები” ან “კოლტები”, არამედ უფრო “პლინკერის” კლასის იარაღი, შექმნილი არაფორმალური, გასართობი სროლისთვის. მათთან შედარებით МЦ მართლაც გამოირჩევა შესანიშნავი ბალანსით, ბევრად უფრო უკეთესი სასხლეტით და ასევე შეუდარებელი სიზუსტით, რაც გასაკვირი არ არის. განსხვავებით თანამედროვე “პლინკერებისგან” МЦ იქმნებოდა, როგორც სპორტული პისტოლეტი. მისი უცხოური ანალოგების საქართველოში შემოტანა პრაქტუკლად არასდროს არ ხდებოდა ამიტომ შედარებაც შეუძლებელია.

ჩემი გამოცდილებითაც, “მარგოლინები” არის უკიდურესად გამძლე, ხარისხიანი და ძალიან ზუსტი პისტოლეტები თუ რა თქმა უნდა ხდება მათი სწორი ექსპლუატაცია.  ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არაფერი მიხალოებული МЦ-ს  სასხლეტთან მე არ შემხვედრია არც ერთ სხვა პისტოლეტზე. ჩემი აზრით “მარგოლინის” სასხლეტი არის იდეალური სპორტული მცირეკალიბრიანი პისტოლეტისთვის. დიდი სამიზნე მოწყობილობები ძალიან კარგად მუშაობენ და გაძლევენ საშუალებას განახორციელო ზუსტი დამიზნება. ტარის კუთხე და ფორმა უზრუნველყოფს მის კომფორტულ ჭერას, როგორც ერთი ასევე ორი ხელთ. ყველაფერი ამის წყალობით, МЦ-დან  შესაძლებელია ძალიან ზუსტი სროლა, მათ შორის ე.წ. “ტრიკ შუთინგი”, სროლა განსაკუთებულად მცირე და რთულ სამიზნეებში.  პისტოლეტი სტაბილურად ზუსტად ისვრის ამიტომაც პატარა სამზინეების განადგურება არ წარმოადგენს პრობლემას. 20 თეთრიანები, 12 კალიბრის და 9მმ-ნი მასრები არის ჩვენი ტიპიური სამიზნეები 10-15 მეტრიდან სროლისას.

28694486_603228693352625_1523866487_o

ჩემი პირადი კოლექცია “მარგოლინიდან” განადგურებული სამიზნეების.  

ასევე ამდენი წლის მერე მე ვერ ვიხსენებ რაიმე პრობლემებს МЦ-ს საიმედოობასთან. მჭიდები მიუხედავად ასაკისა უპრობლემოდ მუშაობენ, რაც მეტყველებს ხარისხზე, რომლითაც ეს პისტოლეტები მზადდებოდა. კიდევ ერთი ისტორია მახსენდება, რომელიც უკავშირდება ამ პისტოლეტის საიმედოობას. ერთხელ ყოფილი “სკას” ტირში, მე ვისროდი МЦ-დან. პისტოლეტი ჩვეულებრივად მუშაობდა და როდესაც მე ამოვწურე ვაზნების მარაგი, შევამოწმე სავაზნე, მხოლოდ ამ მომენტში შევამჩნიე, რომ პისტოლეტს არ აქვს ექსტრაქტორი. როგორც ჩანს, ის ან ვიღაცამ მოიპარა ან ის უბრალოდ ამოხტა თავისი ადგილიდან და დაიკარგა. მიუხედავად ამისა, დენთის აირების წნევა საკმარისად მაღალი იყო საკეტის გახსნის შემდეგ, რომ მოეხდინა ვაზნის ექსტრაქცია და პისტოლეტმა ჩვეულებრივად იმუშავა.

maracc

აბსოლუტურად ყველა “მარგოლინი”, რომლიდანაც მე მისვრია იყო ძალიან ზუსტი. ხელიდან სროლისა 25 მეტრზე თუ ყველაფერს კარგად ვაკეთებდი შესაძლებელი იყო 3 სმ-ნი ჯგუფების მიღება.

 რაც შეეხება ამ ტიპის პისტოლეტების მოვლას და მომსახურებას, გაითვალისწინეთ, რომ უმეტესობა ასეთი პისტოლეტების, რომელიც ეხლა მიმოქცევაშია არის საკმაოდ ასაკიანი. ნაწილის გამოყენება ხდებოდა ტირებში და შესაბამისად აქვთ დიდი გარბენი. ასე, რომ მწვავედ დგას ამ პისტოლეტების სათანადო მომსახურების და მოვლის საკითხი. პისტოლეტი უნდა რეგულარულად გაწმინდოდ და დაზეთოთ. წმენდა უნდა განახორციელოთ ფანატიზმის გარეშე. გახსოვდეთ, რომ გაცილებით უფრო მეტი იარაღი და მათი ლულა ნადგურდება არასწორი მოვლით ვიდრე სროლის შედეგად გამოწვეული ცვეთით.  თანამედროვე .22lr კალიბრის ამუნიცია არ არის კოროზიული, ამიტომ წმენდა რომ გადადოთ, კოროზია არ გაჩნდება, მაგრამ თუ პისტოლეტი რეგულარულად გაწმინდეთ, მაშინ აგრესიული წმენდა საჭირო არ იქნება, იმის გამო, რომ იარაღის დეტალები დაიფარა გამაგრებული ნამწვავით ხოლო ლულა გაიბიდნა ტყვიის ნადებით. ლულა ყოველთვის უნდა გაიწმინდოს სავაზნის მხრიდან, რისი საშუალებასაც МЦ-ს კონსტრუქცია იძლევა. მე ასევე კარგად მახსოვს, რომ “სკას” ტირის განმკარგულებელი ბატონი სოსო, არ ადებინებდა მჭიდში 6 ვაზნაზე მეტს, რის გამოც ასაკიანი პისტოლეტები სოლიდური გარბენით მუშაობდნენ უპრობლემოდ. ასევე სოსო არ მოგცემდათ უფლებას ცარიელს სავაზნეზე ჩახმახის დაცემას, ხოლო მშრალი ვარჯიშისთვის იყენებდა რეზინის საშლელის ნაჭრებს, რომლებიც თავსდებოდა საკეტში. ასე ხებოდა სავაზნის და დამრტყმელის შენახვა. მოგეხსენებათ გვერდითი აალების მასრებზე დამრტყმელი ურტყვას არა მასრის ცენტრში არამედ მასრის რკალში. თუ იქ მასრა არ აღმოჩნდა დარტყმა მოდის სავაზნის კიდეზე, რასაც მოყვება მისი დეფორმაცია. წარმოქმნილი დეფორმაცია ხელს უშლის ვაზნის ექსტრაქციას, მცირდება დამრტმელის რესურსიც. ამიტომ გამოიმუშავეთ ჩვევა, რომ დაითვალოთ გასროლები და მჭიდის დაცლის შემდეგ არ დააჭიროთ სასხლეტს ცარიელი სავაზნით. ჩადეთ 5 ვაზნა მჭიდში, ისროლეთ 5 ვაზნა, დარწმუნდით რომ მჭიდი და სავაზნე ცარიელია და დინჯად დაუშვით ჩახმახი ხელით.  ასევე გაითვალისწინეთ, რომ МЦ-დან არ არის რეკომენდირებული ზე-სწრაფი ვაზნების გამოყენება. არც ლულა და არც საკეტის კონსტრუქცია არ არის გათვლილი ასეთი ვაზნების გამოყენებაზე. მათი ხშირი გამოყენება გამოიწვევს იარაღის რესურსის შემცირებას. საერთოდ დაიმახსოვრეთ მარტივი წესი: “ცხელი” მუხტები (ე.წ. hyper-velocity ammo), გამოიყენეთ მხოლოდ თანამედროვე იარაღში.  გამართული МЦ უნდა მუშაობდეს საიმედოთ სტანდარტულ სიჩქარიან და მრგვალთავიან ვაზნებთან. დამჯდარი დამაბრუნებელი ზამბარის გამო შეიძლება საკეტმა იმოძრაოს გაზრდილი სიჩქარით, ის გამოც ზედმეტი დატვირთვა მიადგება საკეტს და საკეტის ჩამკეტს. ახალი ზამბარის შოვნა შეიძლება შეუძლებელი გახდეს, მაგრამ შესაძლებელია ზამბარის დიამტრის მიხედვით რამე სხვა თნამედროვე .22 კალიბრიანი იარაღის დამაბრუნებელი ზამბარის შეკვეთა და მერე მორგება. ბოლოს მინდა კიდევ ერთი ისტორია გავიხსენო და გამოვიყენო ის როგორც გაფრთხილება სხვებისთვის. ერთხელ ისევ “სკაში” ყოფნის დროს, “მარგოლინიდან” გასროლის შემდეგ, მსროლელს თვალში მოხვდა ნამწვავის ნაწილაკი, გამოსროლილი სავაზნიდან. თვალის გუგის მიკროსკოპული დაზიანებაც კი იწვევს ძლიერ ტკივილს, ასე რომ მსროლელს ჩაეშალა სროლაც და მომდევნო რამდენიმე დღე ტკივილისგან იტანჯებოდა. რატომ მოხდა ეს? ძველ ვაზნაში არ მოხდა დენთის ბოლომდე წვა, ასაკოვან პისტოლეტზე დამჯდარი ზამბარებსი გამო, საკეტი ნაადრევად იხსნებოდა, როდესაც წნევა ლულაში ჯერ მაღალი იყო, რის გამოც ნამწვავის გამოსროლა ხდებოდა სავაზნიდან, მსროლელის მიმართულებით. ასე, რომ ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი სათვალე არა მარტო მცირეკალიბრიანი არამედ საერთოდ ყველა ტიპის იარაღიდან სროლისას.

19369678_1

რამდენიმე წლის წინ, შსს-მ თავის არსენალებიდან სიმბოლურ ფასში გაასხვისა თავის თანამშრომლებზე მცირეკალიბრიანი იარაღის გარკვეული რაოდენობა. მათ შორის იყო ეგზემპლიარები, ხის ყუთში, დეტალების და აქსესუარების სრული კომპლექტით. მათი ნაწილი შემდგომ გასხვისდა მეორადი იარაღის ბაზარზე. ასეთ პისტოლეტებს შეიძლებ ქონდეთ არასტანდარტული სალოყეები, რეგულირებადი კომპენსატორები, ბალანსირები, ტარზე დასამაგრებელი ორთოპედიული “სოკო”, თუმცა ყველაზე სასურველი “აქსესუარი” არის ალბათ სათადარიგო მჭიდი, იმიტომ, რომ უმეტესობა პისტოლეტების იყიდება, როგორც წესი მხოლოდ ერთი მჭიდით.

МЦ-ს არჩევისას, ყურადღება უნდა მიექცეს ლულის არხს, ლულის გამოსასვლელს და სავაზნის კიდეს სადაც მას წვდება დამრტყმელი. ლულის არხი უნდა იყოს სუფთა, გამოსასვლელი ერთგვაროვანი, დეფექტების გარეშე, სავაზნის კიდე არ უნდა იყოს დეფორმირებული.  საკეტი და მისი ჩამკეტი უნდა შემოწმედეს ბზარების არსებობაზე, განსაკუთრებულად იმ ადგილში სადაც საკეტში ზის ჩამკეტი, ასევე უნდა შემოწმდეს მჭიდის მდგომარეობა, კონკრეტულად მას არ უნდა ეტყობოდეს ტუჩების შეკეთების კვალი. მჭიდის ზამბარის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს მხოლოდ სროლით.  პისტოლეტი, რომელსაც აქვს საღი ლულა, კარგი მჭიდი და რომელიც კარგად გამოიყურება ვიზუალურად, როგორც წესი უპრობლემოდ უნდა ისროლონ. მაინც საუკეთესო შემოწმება, იქნება სროლით, სტანდარტული სიჩქარის ვაზნებით. ყველაზე სასურველია ქარხნულ მდგომარეობაში იარაღის შეძენა, თავისი ხის ყუთით და აქსესუარებით.

სტატიის ბოლოს მე მინდოდა ასევე ყურადღება გამემახვლილებინა МЦ-ს ნაკლოვანებებზე, რომელიც, როგოც ყველა იარაღს ამ პისტოლეტსაც გააჩნია.  პრაქტიკული თვალსაზრისით МЦ არის იარაღი შექმნილი დახურული ტირის პიობებში სროლისვის. რას ვგულისხმობ ამაში? პისტოლეტს აქვს უამრავი გამოშვერილი დეტალი, ზედმეტად მსხვილი სამიზნე მოწყობილობები შესწორების მექანიზმებით, ფარფლები საკეტის ჩამკეტზე, გრძელი ლულა (გააჩნია მოდიფიკაციას). ნებისმიერი პისტოლეტი ჩემი აზრით არის პირველ რიგში სატარებელი იარაღი, და ეს შესაძლებლობა უნდა იყოს შენარჩუნებული. იგივე ჩემი კუთვნილი Browning Buck Mark 20 სმ-ნი ლულით, არ შეგაწუხებთ თუ გამიყენებთ შესაბამის ბუდეს. „МЦ“ “საველე” იარაღის როლში ნაკლებად პრაქტიკულია, ასევე მისი შედარებით დიდი მასის გამო. პისტოლეტის საკეტის გადატენვა ასევე მოუხერხებელია, რასაც ხელს უშლის უკანა სამიზნე მოწყობილობის ხიდი. კომპენსატორის ეფექტი პრაქტიკულად არ იგრძნობდა და მხოლოდ მისი მასა ცვლის ბალანს და ცოტათი ამცირებს ლულის ხტომას. პრინციპში მეტი ცუდის თქმა ამ პისტოლეტზე მე არ შემიძლია. ის ფაქტი, რომ პისტოლეტში არ არის რეკომენდირებული ზე-სწრაფი ვაზნების გამოყენება ჩემი აზრით მინუსი არ არის. ასეთი ვაზნების გამოყენება აქტუალურია მხოლოდ ნადირობისას, როდესაც გინდა მაქსიმუმი .22lr-ის შესაძლებლობების. მიზანში სასროლად და პლინკინგისთვის ყოველთვის უმჯობესია გამოიყენო სტანდარტული მუხტები, რომლებიც უფრო იაფია, არც ცვითავს პისტოლეტს, აქვს ნაკლები ხმა და რაც მთავარია, როგორც წესი სტანდარტულ სიჩქარიანი მუხტები უფრო ზუსტებია.

mod-ema-10უკრაინაში კარაბინად გადაკეთებული მარგოლნის პისტოლეტი, იყიდება როგორც სამოქალაქო იარაღი.

ПМ vs TT

Wednesday, December 20th, 2017

P1140004_zpsw27zvwg7

სურათის წყარო gunboards.com

რა ვიყიდო? მაკაროვი თუ “ТТ”?  ეს არის ალბათ ყველაზე ხშირი შეკითხვა, რომელსაც მათ შორის მეც ხშირად მისვავენ.  მიუხედავად იმისა, რომ მე ზოგადად არ მიყვარს ასეთი შეკითხვები  (აბა მე რა ვიცი თქვენ რა გინდათ და რისთვის ან როგორ ფლობთ იარაღს ან რა აგებულების ხართ)  უნდა ვაღიარო, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ეს შეკითხვა მართებულია. განსხვავებით მაგალითად შეკითხვისგან: 12 კალიბრი ვიყიდო თუ „სკს“? რატომ? იმიტომ, რომ ორივე პისტოლეტია, ორივე წარმოებულია ერთ ქვეყანაში, ორივე დაახლოებით ერთი ფასის კატეგორიაშია (1000 ლარამდე) და ორივეს აქვს სამხედრო „ბექგრაუნდი“ და პრინციპში ერთი გამოყენების “ნიშა”. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ეს ორი პისტოლეტი იყო ერთადერთი ალტერნატივა, იმიტომ რომ ყველა სხვა პისტოლეტის ფასი იყო სამჯერ უფრო ძვირი. გარდა ამისა, განპირობებული იმით რომ ყოველი მოდელი იარაღის წარმოებული საბჭოთა კავშირში ეგრევე ხდებოდა სხვადასხვა მითების და ლეგენდების “გმირი”. არის ბევრი ხალხი, რომელიც თვლის რომ მათ შორის ორი ეს პისტოლეტი არის განსაკუთრებული და რაღაცით გამოირჩევა სხვა ქვეყნებში წარმოებული იარაღებისგან, გააჩნია თვისებები, რომლებიც არ გვხვდევა სხვა იარაღებში.

ამ ორი პისტოლეტის შორის არჩევანის გაკეთების საკითხს, რომ დაუბრნუნდეთ, მოდით შევადაროთ ეს იარაღები ერთმანეთს, როგორც ტექნიკურად ასევე იმ რეალიების გათვალისწინებით, რაც ეხლა გვაქვს საქართველოში.  ეგრევე უნდა ითქვას, რომ “TT“ არის ბევრად ძლიერი იარაღი, იმიტომ რომ იყენებს უფრო მცირე კალიბრიან 85 გრანიან ტყვიას (7.62) მაგრამ შთამბეჭდავი სიჩქარით რომელიც შეიძლება 500 მ/წ-ში აღწევდეს ხოლო ენერგია 700 ჯოულს. 7.62Х25 არის გერმანული 7.63Х25 Mauser-ის ზუსტი ასლი.  ვაზნა ძლიერია და შესაბამისად „TT“ იყენებს გადაბმულ საკეტს, როგორც „კოლტ-ბრაუნინგი“.

მეორეს მხრივ “მაკაროვი” იყენებს 9მმ-ან ვაზნას, 95 გრანიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე 310-320 მ/წ-შია ხოლო ენერგია 310 ჯოულს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ტყვიის კალიბრი მეტია, მაკაროვის ვაზნა ბევრად უფრო მოკრძალებულად გამოიყურება ‘TT“-ს ვაზნასთან შედარებით. აქიდან გამომდინარე ავტომატიკის სქემაც ბევრად უფრო მარტივია და იყენებს თავისუფლას საკეტს და ჩარჩოში ფიქსირებულ ლულას.

ორი ვაზნა ერთმანეთს, რომ შევადაროთ იკვეთება შემდეგი მნიშვნელოვანი განსხვავებები, ‘TT’-ს ვაზნა უფრო მაღალი სიჩქარის გამო, უკეთ გადის წინაღობაში, უფრო მეტი შეღწევა აქვს, გააჩნია უფრო დაფენილი ტრაექტორია.  ეს გასაკვირი არ არის. ვაზნა იქმნებოდა დიდი, სამხედრო პისტოლეტისთვის, რომელიც ასევე დაყენებული კონდახით მოისაზრებოდა, როგორც მსუბუქი კარაბინი. რუსებმა დამატებით აღჭურვეს ტყვია ფოლადის გულით, რომ კიდე უფრო გაეზარდათ მისი შეღწევის და წინაღობებში გავლის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა ვაზნა გამოვიდა „ავი“, გასროლის ხმა ძალიან მაღალია, ლული ალი დიდია, უკუცემაც მკვეთრია. დაუმატეთ ამას „TT“-ს მოკლე და ვიწრო ტარი და თქვენ მიიღებთ იარაღს, რომლის კონტროლირება ძალიან ძნელია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში, როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ „TT’“ გამოდგა ზედმეტად ძლიერი და მძიმე, ხოლო ჯარისკაცებს და ოფიცრებს ჭირდებოდათ უფრო კომპაქტური და მსუბუქი იარაღი, ამიტომაც ამჯერად არჩეულ იქნა მოკლე 9მმ-ნი, პრინციპში “სამოქალაქო-ტაქტიკური” ვაზნა და შესაბამისად უფრო მარტივი ავტომატიკის სქემა, თავისუფალი საკეტით. შედეგად მივიღეთ უფრო მსუბუქი (730 გრამი ნაცვლად 850-ის), უფრო კომპაქტური და უფრო კონტროლირებადი იარაღი, უკეთესი რესურსით. არც ის არის დიდი საიდუმლოება, რომ საბჭოთა კავშირში არ იყვნენ კმაყოფილები 7.62 კალიბრის ვაზნის ტერმინალური ეფექტურობით.  გამომდინარე იქიდან, რომ „მაკაროვი“ კვლავ რჩებოდა სამხედრო იარაღად, მისი ტყვია ასევე აღიჭურვა ფოლადის გულით, რომ რაღაც დონეზე შენარჩუნებულიყო წინაღობებში გავლის უნარი. ისევე, როგორც 7.62×25-ის შემთხვევაში 9×18-ს საფუძვლად ჩაედო გერმანული ვაზნა, „პოლიციური“ დანიშნულების 9×18 Ultra. რეალურად საბჭოთა კავშირმა მაგრად დააგვიანა, როდესაც ჯერ  გამოჩემიდან თითქმის 30 წლის შემდეგ მიიღო მაუზერის ვაზნა შეიარაღებაში, რომელსაც იმ დროს უკვე  ჩაენაცვლა 9×19 Luger-ი და უკვე შემდეგ გადადგა ნაბიჯი უკან, როდესაც შეიარაღებაში მიიღო პრაქტიკულად “სამოქალაქო/პოლიციური” “მოკლე 9მმ-ნის” საკუთარი ვარიანტი.

9x18mm-makarov-6700

“მაკაროვის” და “TT”-ს ვაზნები.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ორივე ვაზნა არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ფოლადის გულის გამოყენება თავდაცვით ვაზნაში, აზრს მოკლებულია, მთლიანად გარსით დაფარული მრგვალთავიანი ტყვია ასევე არ გამოირჩევა დამაკმაყოფილებელი ტერმინალური ეფექტით. მაგრამ „TT“ ვაზნას გააჩნია უპირატესობა, შეღწევის უნარი. რაც არის როგორც უპირატესობა ასევე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ახლო მანძილიდან ნასროლი „TT“-ს ტყვია გახვრიტავს სამიზნეს და შეინარჩუნებს საკმარის ენერგიას, რომ მიაყენოს სასიკვდილო ჭრილობა სამიზნის უკან მდგომ ადამიანს. დიახ, “TT”-ს ვაზნას მეტი ენერგია აქვს მაგრამ კალიბრის, ტყვიის ფორმის და კონსტრუქციის გამო ეს ენერგია არ იხარჯება ოფტიმალურად.  რა თქმა უნდა მეტი ენერგია ნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მეტ ენერგიას შეუძლია მეტი დაზიანების მიყენება. მაგალითად თუ ტყვია მოხვდება ძვალს. “TT”-ს  უფრო სწრაფი ტყვია გადასცემს საკმარის ენერგიას რომ ძვლების ნატეხებმა დამატებითი ჭრილობები მიაყენონ სამიზნეს, შესაბამისად მისი ეფექტურობა იქნება უფრო მეტი ვიდრე “მაკაროვიდან” ნასროლო ტყვიის, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში. არც სქელი ზამთრის ტანსაცმელი არ იქნება დაბრკოლება ‘TT”-ს ვაზნისთვის. “მაკაროვის” ვაზნას ასევე აქვს მრგვალი, მოკლე ტყვია, უფრო დიდი დიამეტრით, რომლის ენერგია ასევე არ იხარჯება ოპტიმალურად. დღეს მაღალტექნოლოგიური ტყვიები კონტროლირებადი ექპსანსიით არის საყოველთაოდ აღიარებული პარადიგმა და “ძველებური” მთლიანად გარსით დაფარული მრგვალთვაიანი ტყვიები არ გამოიყენება იქ სადაც ხელმძვანელობა საკმარისად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და ამარაგებს მათ ადეკვატური ტყვია-წამლით. სამოქალაქო მსროლელებშიც ექსპანსიური ვაზნების გამოყენება კარაგახანია ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება.

maktt

ორი პისტოლეტის დიაგრამები. ორივე პისტოლეტი გამოირჩევა კონსტრუქციული სიმარტივით რაც დამახასიათებელია საბჭოთა იარაღისთვის. 

„მაკაროვი“ თუ „TT“, ორივე საჭიროებს ადეკვატურ თავდაცვით მუხტს ექსპანსიური ტყვიით და საქართველოში სამწუხაროდ „მაკაროვის“ თავდაცვითი მუხტები ძალიან იშვიათია და „TT“-სი უბრალოდ პრაქტიკულად არ არსებობს. ეს აიხსნება იმით, რომ ეს ვაზნა განიხილება ყველგან, როგორც ეკზოტიკა. ამ კალიბრზე თანამედროვე იარაღი არ გამოდის და შესაბამისად არც მოთხოვნა ექსპანსიურ ვაზნებზე არ არსებობს. ”TT”-ს კალიბრი არის პრაქტიკულად მკვდარი კალიბრი, ანუ ამ კალიბრზე ახალი იარაღი აღარ გამოდის ხოლო ძველიც ჩამოითვლება ერთი ხელის თითებზე. მე არ მინდა იმის თქმა რომ ახლო მომავალში 7.62х25 საერთოდ გაწყდება, უბრალოდ ასორიმენტი და ხელისაწვდომობა იქნება მუდმივი პრობლემა. ამის გამო ეს ვაზნა როგორც წესი უფრი ძვირიც ღირს ვიდრე 9х18.  უკანასკნელის ფასი 1.30 ლარის ფარგლებში მერყეობს, პირველის 2 ლარი და მეტი.

9x18-Makarov-self-defense

9×18-ის თანამედროვე თავდაცვითი მუხტი. ასეთი ვაზნებით დატენილი “მაკაროვი” ადეკვათური თავდაცვითი პისტოლეტია. 

ზოგადად მიჩნეულია, რომ თუ “TT” კარგად გადის წინაღობებში, რაც შეესაბამება სიმართლეს და განპირობებულია ფოლადის გულის არსებობით, “ვიწრო” და სწრაფი ტყვიით რომელსაც გააჩნია სქელი და მკვრივი გარსი, ხოლო “მაკაროვიდან” ნასროლი ტყვია გამოირჩევა კარგი “შემაჩერებელი ეფექტით”. თავისთავად ეს ტერმინი არაზუსტია და ამაში იგულისხმება, რომ ტყვიას აქვს მაღალი ტერმინალური ეფექტურობა, ანუ მას ეფექტურად გამოყავს მწყობრიდან სამიზნე. სამწუხაროდ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, და “მაკაროვის” კალიბრს როგორც უკვე ხვდებით ჯადოსნური თვისებები არ აქვს. აღნიშნული მითი ალბათ წარმოიშვა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით 9×18 ვაზნა ამჯობინეს 7.62×25-ს იმიტომ, რომ უკეთესი “შემაჩერებელი ეფექტი” ქონდა და ხალხმა ჩათვალა რომ რამდენადაც 7.62×25 კარგად გადის წინაღობაში იმდენად კარგად “აგდებს” 9×18. როგორც უკვე ვთქვი არც ციფრები და არც გამოყენების სტატისტიკა ამას არ ადასტურებს. ენერგიით 9×18 იკავებს ზედა ზღვარს “მოკლე 9მმ-ან” ვაზნებში მაგრამ მეტი არაფრით არ გამოირჩევა.

9x18_Pst_3

9×18-ის კიდევ ერთი თავისებურება არის ის, რომ ის გამოდიოდა ფოლადის გულით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პისტოლეტი ასევ ასრულებდა საარმიო ირაღის როლს, წინაღობებში (ზამთრის ფორმა, ეკიპირების ელემენტები) გავლას ქონდა მნიშვნელობა და ამიტომ გახდა საჭირო ფოლადის გულის გამოყენება.  მოგვიანებით როდესაც აშკარა გახდა, რომ 9×18-ს არ გააჩნია ადეკვატური სიმძლავრე გაჩნდა უფრო “ავი” მისი მუხტები მათ შორის აღჭურვილი ნაწრთობი ფოლადის გულით. ეს ვაზნები როგორც წესი გაყიდვაში არ გვხვდება. კომერციული 9×18 კალიბრის ამუნიციაში ფოლადის გული არ გამოიყენება.  სურათში ჩანს რომ ფოლადის გული ფორმა მაინც და ამინც არ არის ოპტიმალური ფორმის წინაღობებში გასასვლელად, და არსებობს მოსაზრება, რომ ფოლადის გული გამოიყენებოდა უფრო ეკონომიისთვის, იმიტომ რომ ტყვია უფრო ძვირი ღირს ვიდრე ფოლადი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ როგორც წესი ორ კომპონენტიანი ტყვიები ნაკლებად ზუსტია იმიტომ რომ რთულია გულის “ცენტრირება” ტყვიაში. 

გამომდინარე იქიდან, რომ “მაკაროვი” იყენებს თავისუფალ საკეტს, ის უფრო მარტივია. შესაბამისად უფრო საიმედოც არის. მე არ ვიძახი, რომ პისტოლეტი ფიქსირებული ლულით  და თავისუფალი საკეტით ყოველთვის უფრო საიმედოა ვიდრეპისტოლეტი  გადაბმული საკეტი, თუმცა თეორიულად ეს ასე გამოდის. არც “TT” არ არის რთული იარაღი ბევრი და სხვადასხვანაირი დეტალით, მაგრამ ავტომატიკის სქემა გადაბმული საკეტით უფრო რთულია.  საქმე ასევე იმაშია, რომ ჩემი აზრით „TT“ დარჩა ნედლ იარაღად. მისი შესრულების ხარისხი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა, რამაც ასევე იმოქმედა საიმედოობაზე და რესურსზე. ჩემი პირადი გამოცდილებაც იგივეს ადასტურებს. 10-დან 9 „TT“-ს პისტოლეტი, რომელიც მე შემხვედრია ან მქონია, იყო პრობლემური. განურჩევლად დამზადების ადგილისა. ჩინური, რუსული თუ იუგოსლავიური, პრაქტიკულად სულ ყველა იყო პრობლემური. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ 50-ამ წლებში იჟევსკის ქარხანაში წარმოებული “TT-”ს პისტოლეტები. ეს პისტოლეტები დამზადებულია მაღალი ხარისხით, აქვთ ხარისხიანი, გამძლე მოსევადობა და როგორც ჩანს მეტ წილად უპრობლემოდ მუშაობენ. მაგრამ უპრობლემო მუშაობისას, არასად არ მიდის პრობლემები გამოწვეული მოკლე და ვიწრო ტარით, მცველის არ არსებობით, რის გამოც  შეუძლებელია მისი ტარება შეყენებულ და დამცველზე დაყენებულ მდგომარეობაში და გამომდინარე იქიდან რომ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიმზი მხოლოდ ერთმაგი მოქმედების არის, ესეიგი პირველ გასროლამდე მოგიწევთ ჩახმახის შეყენება.  მიწაზე დავარდნისას პისტოლეტი სახიფათოა, იმიტომ რომ არ გააჩნია დამრტმელის მცველი და არც ჩახმახში განთავსებული ხვეული ზამბარის სიცოცხლის ციკლი არ არის გაზრდილი.  სწორედ ყველაფერი ეს არის იმის მიზეზი, რომ მე ვთვლი, რომ „TT“ არის ნედლი, ბოლომდე დაუმთავრებელი პისტოლეტი.

პისტოლეტში გადაბმული საკეტით, დეტალების მორგება თამაშობს დიდ როლს ადეკვატური სიზუსტი მიღწევაში. ლულა შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ თუ ლულა, საკეტი, ჩარჩო არ არის ერთმანეთზე კარგად მორგებული სიზუსტე იქნება ცუდი. „მაკაროვში“ ლულა დაფიქსირებულია ჩარჩოში, ამიტომ ეს პრობლემა არ არსებობს. ამიტომ მეცინება მე როდესაც ვინმე იღებს მაკაროვს და პროფესიონალის სახით  იწყებს „ლუფტის“ შემოწმებას. კარგი იქნებოდა „TT“ შეძლებოდა მაუზერის ვაზნის პოტენციალის გამოყენება მაგრამ საზიზღარი სასხლეტი, საშუალო შესრულება და ასეთივ საშინლად მოუხერხებელი ტარის გამო, თქვენ ვერასდროს ვერ გაიგებთ 7.62 მაუზერის ვაზნის სიზუსტის და შესაძლებლობების ზღვრებს. სამიზნე მოწყობილობები ორივე პისტოლეტზე ერთნაირია, უბრალო შავი, პარტრიჯის ტიპის, ვიწრო და ძნელად ხილვადი. ტიპიური კონფიგურაცია იმ დროისთვის. ორივე იარაღზე კორა შესრულებულია საკეტთან ერთად და მისი მოხსნა და გამოცვლა შეუძლებელია. “ტოკარევზე” სამიზნე მოწყობილობები ოდნავ დიდია რაც ოდნავ აადვილებს დამიზნებას ცუდი განათების პირობებში.

P1080154

პრობლემა “TT”-ებთან ის არის, რომ დაბრკოლებები არის ბევრი და მრავალფეროვანი. ყველაზე ხშირი, ვაზნის არ მიწოდება და შეფერხება ექსტრაქციის დროს. მაგალითად ამ პისტოლეტის მწყობრში მოსაყვანათ საჭირო გახდა ექსტრაქტორის ზამბარის შეცვლა, სავაზნის გაპრიალება და დამაბრუნებეი ზამბარის დამოკლება. 

ეხლა „მაკაროვი“. ეს პისტოლეტი შექმნილია „ვალტერ პპ“-ს „მოტივებით“ და არა, „მაკაროვი“ არ არის „პპ“-ს კოპია. პისტოლეტები ვიზუალურად მსგავსია, ორივე იყენებს „მოკლე“ 9მმ-ან ვაზნას და თავისუფალ საკეტს, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმს, ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარით. მეტი მსგავსება ამ ორ პისტოლეტს შორის არ არის.  დიახ “მაკაროვში” იგრძნობა “ვალტერ პპ”-ს გავლენა მაგრამ შიგნიდან „მაკაროვი“ მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავებით “TT-”სგან, თუნდაც დღევანდელი სტანდარტებით „მაკაროვი“ უსაფრთხო იარაღია. პისტოლეტს აქვს ორმაგი-მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, მცველი, „დეკოკერი“. პისტოლეტს აქვს კოლოსალური რესურსი და გამძლეობა. კი დრო მიდის და მართლაც კარგი „მაკაროვის“ შეძენა სულ უფრო ძნელია, მაგრამ  როგორ შელახული პისტოლეტი არ უნდა იყოს გარედან ან თუნდაც შიგნიდან, ის, როგორც წესი მაინც იმუშავებს. მე ერთხელ ვნახე კარგად „დაღლილი“ მაკაროვი, კუსტარულად აღდგენილი დაფარვით, რემონტის დამღებით, ლულა სავაზნის მხრიდან იყო დაჭეჭყილი (ადგილში სადაც მას ურტყავს საკეტი), ნიშანი რომ იარაღიდან ნასროლი იყო ძალიან ბევრი ვაზნა, მჭიდების იყო დეფორმირებული წინა ნაწილში, ასევე ნიშანი იმისა, რომ იარაღიდან ძალიან ბევრი ვაზნა იყო ნასროლი. და მიუხედავად ამისა მაინც, ქრომირებული ლულის არხი იყო კარგი, პისტოლეტი ისროდა და ისროდა ზუსტად. ქრომირებული ლულა და ის ფაქტი, რომ „მაკაროვი“ უფრო ახალგაზრდაა, ასევე იმას ნიშნავს, რომ თავსის მასაში „მაკაროვები“ უფრო უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე „TT“-ები. მაკაროვის კონსტრუქციას არ გააჩნია სუსტი წერტილები, როგორც “TT”-ს ხვეული საბრძოლო ზამბარა „შეტენილი“ ჩახმახში, რომელიც ხშირად ტყდება. “მაკაროვის” საიმედოობა არასდროს არ დამდგარა ეჭვქვეშ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ პრიციპში ამ პისტოლეტში გამოიყენებოდა ერთი სტანდარტული მუხტი,  რომელიც შეიქმნა ამ პისტოლეტისთვის. 95 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვიით. ძალიან ადრე მე წავაწყდი პრობლემებს ექსპანსიური ტყვიების გამოყენებისას.არ ხდებოდა ვაზნის სტაბილური მიწოდება. თუ სწორედ მახსოვს ეს იყო რუსუი წარმოების “silver bear”. ზოგადად ცნობილია, რომ ამ პერიოდის იარაღები ყოველთვის კარგად არ მუშაობს ექსპანსიურ ვაზნებთან, რისი მიზეზიც არის, რომ: ა) იმ დროს ასეთი ვაზნები პრაქტიკულად არ არსებობდა. ბ) სამხედრო იარაღი იყენებდა მრგვალთავიან ტყვიებს. სტანდარტული მუხტებით ყველა “მაკაროვი”, რომელიც მე შემხვედრია მუშაობდა უპრობლემოდ. არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს ბულგარულლი, რუსული, საბჭოთა, კომერციული, ყოფილი სამხედრო.

HPIM0672

ავტორის კუთვნილი და იშვიათი საქართველოში, აღმოსავლეთ გერმანული წარმოების “მაკაროვი”. აღნიშნული პისტოლეტების პატარა პარტია შემოტანილ იქნა საქართველოში სავარაუდოთ მხოლოდ ერთხელ 2000-ნი წლების დასაწყისში. დამღა ლათინური ასო “s”, შავი ტარი და უნაკლო შესრულება ადვილად გამოარჩევს მას სხვა “მაკაროვებისგან”. 

სროლისუნარიანობით არც ერთი და არც მეორე არ გამოირჩევა, მაგრამ ჩემი აზრით “მაკაროვიდან” სროლა უფრო მოსახერხებელია.  შედარებით სუსტი კალიბრის და მაღალი წონის გამო პისტოლეტიდან სწრაფად სროლა საკმაოდ ადვილია, რასაც ვერ ვიტყვით “TT”-ზე. ჩემი გამოციდლებით “მაკაროვები” უფრო ზუსტია ვიდრე “TT”. “TT”-ს კიდე აქვს არასასიამოვნო თავისებურება, ის „კბენს“ მსროლელს, ხელი ყვება ჩახნახს და ჩარჩოს შორის. სხვათაშორის არც “მაკაროვიდან” ხანგრძლივი სროლა არ არის სასიამოვნო, სისხლისღვრას ადგილი არ აქვს მაგრამ ორი სამი კოლოფი ვაზნის შემდეგ, ხელში არასასიამოვნო შეგრძნება ჩნდება, რისი მიზეზიც არის ვიწრო ტარი რომელიც მკვეთრად გადასცემს ხელს უკუცემას.  

P1200153

ეს “სწრაფი” სამიზნე ადასტურებს, რომ თუ მსროლელი თავისას გააკეთებს “მაკაროვი” მას გულს არ დაწყვიტავს. 

მოვლა მომსახურებას რაც შეეხება, ორივე იარაღი არის მეტალის, ტრადიციული ქიმიური მოსევადობით. ორივე შედარებით ადვილად იჟანგება. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და წმენდის გარეშე ამ პისტოლეტების ექსპლუატაცია  გამოიწვევს კოროზიას რკინის დეტალების ზედაპირზე. ჩემი აზრით “მაკაროვის” დაფარვა უფრო უკეთესი ხარისხის არის და შესაბამისად უფრო გამძლეა. გარდა ამისა მაკაროვი იყენებს ქრომირებულ ლულას, რომლის რესურსი საკმაოდ მაღალია. მერ ვერ ვიხსენებ “მაკაროვს” შელახული ლულით. “TT” შელახული ლულით? რამდენიც გინდა.

asdf09

“მაკაროვი” ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი შესრულებით, “TT”, განსაკუთრებით 40-ან წლებში გამოშვებულები დამწუხრებულ შთაბეჭდილებას ტოვებენ. 

დაშლა აწყობა ორივე პისტოლეტის ადვილია, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება სრულ დაშლამდე აქაც “მაკაროვი” უკეთესად გამოიყურება. პისტოლეტი ბოლომდე, რომ დაშალოთ სპეციალური ინსტრუმენტი საჭირო არ არის. პისტოლეტი იყენებს რთული გეომეტრიის დეტალებს, მაგრამ სამაგიეროდ კონსტრუქციიდან ამოღებულია შტიფტები და ხრახნები, ერთადერთი ხრახნი “მაკაროვში” აფიქსირებს ბაკელიტის ტარს და მისი მოხსნა შესაძლებელია მჭიდის ხუფით, სახრახნისი საჭირო არ არის. “TT” ასე ადვილად არ იშლება. საკეტი აწყობილია წკირებით (შტიფტებით) და მათ ამოსაყრელად საჭიროა სპეც. ინსტრუმენტი. “TT”-ს აწყობა წმენდის მერე არც ისე სასიამოვნოა, და გრძელი დამაბრუნებელი ზამბარის მოთავსება პისტოლეტში ნაკლებად სახალისო პროცედურაა. “მაკაროვის” ლულა ქრომირებულია და ადვილად იწმინდება. უკვე შელახული “TT”-ს ლულის წმენდა და დაცვა კოროზიისგან გახდება მოსაბეზრებელი და მოსაწყენი “გართობა”. ამავე დროს “ტოკარევის” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი შესრულებულია ერთიან და ამავე დროს ადვილად მოსახსნელ მოდულად, რის გამოც მისი წმენდა პრინციპში არ ითხოვს ამ მოდულის ბოლომდე დაშლას, რაც მცირე მაგრამ მაინც უპირატესობაა.

25564875_564104043931757_507563272_n

ავტორის კუთვნილი 1952 წელს, იჟევსკის გამოშების “TT”. ეს პისტოლეტი გამოირჩეოდა კარგი შესრულებით, საიმედოობით და იყო საკამოდ ზუსტი. მხოლოდ ასეთი “TT” შეიძლება იყოს რეკომენდირებული თუ რა თქმა უნდა პისტოლეტი კარგ მდგომარეობაშია. 

ბოლოს გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ დროს, მეორადი იარაღის ბაზარზე უფრო მეტი შემოთავაზება არის „მაკაროვზე“ ვიდრე „TT“-ზე და ამიტომაც, როგორც წესი „მაკაროვი“ უფრო იაფიც ღირს (200-300 ლარით) ვიდრე “TT”. იგივე ეხება ვაზნებს, აქსესუარებს, ბუდეებს და ასე შემდეგ.

ასე, რომ თუ არ ჩავთვლით უფრო ძლიერ, მე ვიტყოდი საჭიროზე უფრო ძლიერ „TT”-ს ვაზნას, ყველა სხვა მაჩვენებლით „მაკაროვი“ ტექნიკურად უპირატესი იარაღია და უფრო პრაქტიკულიც. ეხლა არჩევანი თქვენზეა.

25593240_564104090598419_1202839814_o

ეს პისტოლეტი არ გამოიყურება კარგად ატარებს კუსტარული შეკეთების და სერიოზული ცვეთის ნიშნებს მაგრამ ის მაინც მუშაობდა საიმედოთ და იყო ზუსტი. 

ps

სტატიის სათაურში მე დავწერე, რომ ერთი პერიოდი მაკაროვს არ ქონდა ალტერნატივა 1000 ლარამდე ფასის იარაღის კატეგორიაში. რეალურად მაკაროვის შეძენა შესაძლებელია 400 ლარად და ამ ფასში საერთოდ შეუძლებელია ნორმალური პისტოლეტი ნახოთ. 1000 ლარამდე ფასის კატეგორიაში დღეს ბევრი პისტოლეტია, სულ რამდენიმე რომ დავასახელოთ ეს არის ბულგარული “არკუსი”, ზოგი “ტაურუსი”, ბევრი თურქული წარმოების პისტოლეტი, სულ ყველა უფრო ერგონომიულია, უფრო ძლიერ ვაზნებს იყენებენ და უფრო ტევადი მჭიდები აქვთ, მაგრამ ასეთი იარაღის შეძენისას შენ გიჩნდება კითხვა, კი მაგრამ რის წყალობით არის მიღწეული ასეთი დაბალი ფასი? ეკონომია ხარისხის კონტროლზე? უფრო დაბალი ხარისხის მასალები? არაკვალიფიციური მუშა ხელი? “მაკაროვის” მიმართ ეს კითხვები არ ჩნდება, ეს პისტოლეტი იქმნებოდა ომისთვის, ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის დაბალი მომზადების დონის მქონე მოსამსახურეებისთვის ამიტომ, მიუხედავად მოუხერხებელი მჭიდის საკეტელის, ცუდი სამიზმე მოწყობილობების და დაბალი ტევადობის მჭიდისა მე მაინც სერიოზულად დავფიქრდებოდი “მაკაროვზე” იმიტომ რომ საიმედოობა იყო, არის და რჩება თავდაცვითი იარაღის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად.

DSC08292

ავტორის კუთვნილი იუგოსალვიური “ზასტავას” წარმოების “TT”, გრძელი და შესაბამისად უფრო მოსახერხებელი ტარი იტევს უფრო გრძელ მჭიდს. რომელიც პრაქტიკულად არ იშოვება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი გამოირჩევა კარგი შესრულებით და იყო ახალი, ის პერიოდულად არ აწვდიდა ვაზნას სავაზნეში. 

CZ P-01 – სრულყოფილება ჩეხურად

Sunday, December 10th, 2017

po1main

არის რაღაც იარაღები, რომლებიც მე განსაკუთრებულად მომწონს და ვაფასებ. ესეთია მაგალითად მოსბერგის „პომპები“, „გლოკები“, AR-15 სისტემის იარაღები. ასეთ იარაღებზე წერას და კიდევ ერთხელ  ხაზის გასმას მათი მაღალი საბრძოლო და სექსპლუატაციო თვისებებისთვის, ჩემი მხრიდან მე განვიხილავ, როგორც პატივისცემის გამოხატვას იმ ნიჭიერი ადამიანებისადმი, რომლებიც ამ იარაღს ქმნიდნენ და უშვებდნენ. იზეზი ასეთი „საყვარული“ იარაღების სიის არსებობის არის ის, რომ ასეთი იარაღი მე მქონდა და თან არა ერთი და ორი, არამედ ბევრად მეტი და ყველა ეს იარაღი ყოველთვის მუშაობდა კარგად და არ ქმნიდა პრობლემებს. რაც მთავარია კარგი სროლა ასეთი იარაღებიდან იყო ჩემთვის ადვილი და სასიამოვნო. როგორც წესი იარაღები ამ სიიდან ასევე არ ღირს ძვირი. მე მომწონს ხელმისაწვდომი იარაღი. გასაგებია, რომ 2000 დოლარიანი პისტოლეტი იქნება კარგი. გააკეთო 500 დოლარიანი კარგი პისტოლეტი ბევრად უფრო რთულია.  თან მე არასდროს არ მქონდა ბევრი ფული, რომ მეყიდა ძვირადღირებული იარაღები. სწორედ ასეთ ჩემ ფავორიტებს ასევე განეკუთვნება ჩეხური „ჩეშსკა ზბროიოვკას“ იარაღები, როგორც შაშხანები ასევე პისტოლეტები. შაშხანებში მე მომწონს მაუზერის ტიპის საკეტი, კონტროლირებადი მიწოდებით და როგორც წესი ძალიან კარგი ხარისხის ნაჭედი ლულები. ეს ყველაფერი დამატებული შედარებით მოკრძალებულ ფასი, ხდის СZ-ს შაშხანებს ძალიან კარგ იარაღებად. ჩეხური პისტოლეტები, მე ასევე ყოველთვის მომწონდა და საკმაოდ ბევრიც მქონდა, მათ შორის პრაქტიკულად მთელი გამა СZ-ს პისტოლეტების. გარდა ამისა СZ-83 და СZ-75 იყო პირველი პისტოლეტები, საიდანაც მე დავიწყე სროლაში მართლა კარგი შედეგების ჩვენება. მანამდე მე მქონდა მხოლოდ „მაკაროვი“ და ასევე 2003 წლისთვის ახალი და უხილავი ხილი, რუსული 9მმ-ნი პისტოლეტი „ვიკინგი“. “მაკაროვი” თავისი ერგონომიკის, სასხლეტის და არასრულფასოვანი სამიზნე მოწყობილობების გამო ხელს არ მიწყობდა მაღალი შედეგის მიღწევაში, ვიკინგი თავისი საზარელი სასხლეტით და გაუთვლელი ავტომატიკის სქემით ასევე არ მაძლევდა საშულებას დამეხვეწა ჩემი ზუსტი და სწრაფი სროლის უნარები. ყველაფერი შეიცვალა, როდსაც მე გავცვალე “ვიკინგი” შესანიშნავ Z-83-ში და ამავე დროს მომეცა საშუალება მესროლა СZ-75-დან. იმ დროიდან მოყოლებული ორივე ეს პისტოლეტი შედის ჩემი ფავორიტების სიაში. იმის მერე 15 წელი გავიდა და რა პისტოლეტი არ მოხვედრილა ჩემ ხელებში, მაგრამ СZ-75, ყოველთვის რჩებოდა ჩემ ფავორიტად. რატომ? პირველ რიგში შეუდარებელი ერგონომიკა, თითქოს ეს პისტოლეტი შეკვეთით სპეციალურად ჩემი ხელისთვის დამზადდა. მეორე მიზეზია სიზუსტე, ჩველა СZ-75 და მისი კლონი, რომელიც მე მქონია იყო ძალიან ზუსტი. მესამე მიზეზი – მაღალი სროლისუნარიანობა. მთლიანად ფოლადისგან დამზადებული, დაბალი ლულის ღერძით, სრული სიგრძის მიმმართველებით, რომლებზეც საკეტი დადის ჩარჩოს შიგნით და კარგი ორმაგი მოქმედების სასხლეტით, ეს პისტოლეტი ძალიან ზუსტია და სროლა ამ პისტოლეტიდან ძალიან ადვილია. რა გასაკვირია, რომ თვით გურუ, ჯეფ კუპერი იმდენად იყო აღრთოვანებული ამ პისტოლეტით, რომ უწოდა მას „მსოფლიოში საუკეთესო  ორმაგი მოქმედების პისტოლეტი“. გარდა ამისა ეს პისტოლეტები, არასდროს არ ღირდა ძალიან ძვირი და როგორც წესი ბევრად უფრო დაბალი ფასი ქონდა ვიდრე „გლოკებს“, „ზიგებს“ და „ბერეტებს“.  სხვადასხვა დროს მე სხვადასხვა მოდიფიკაციის „75“-ები მქონდა, სტანდარტული და კომპაქტური მოდელებეი, “BD” მოდელი დეკოკერით, მოდელი 85, ორმხრივი საკეტის შემაკავებლით და მცველით, „ფანტომი“ შედარებით იშვიათი მოდელი პოლიმერის ჩარჩოთი, რომელიც პირველი საქართველოში მე და ჩემმა მეგობარმა შემოვიტანეთ ჩეხეთიდან, ასევე „ტაქტიკურ-სპორტული“ SP-01. მაგრამ СZ-75-ის ერთი კონკრეტული მოდიფიკაცია იპყრობდა ჩემ ყურადღებას, ეს იყო მოდელი P-01. ეს მოდელი არის ალუმინის ჩარჩოთი, კომპაქტური ზომის, ფარნის სამაგრით და სწორედ ამ მოდელს, ყოველმხრივი ტესტირებების შემდეგ მიენიჭა NATO-ს “სასაწყობო ნომერიც”. ასევე სწორედ ის გახდა ჩეხური პოლიციის სტანდარტული პისტოლეტი. СZ-ში ამ პისტოლეტს უწოდეს „ყველაზე საიმედო და გამძლე“ სამსახურეობრივი პისტოლეტი, რომელიც კომპანიამ გამოუშვა. დასაწყისი დამეთანხმებით დამაინტრიგებელია.

რამდენადაც მე მომწონდა СZ-75 მე ასევე კარგად ვათვითცნობიერებდი, რომ ის გარკვეულწილად მორალურად მოძველებული იყო. მისი წარმოება დაიწყო 1975 წელს და იმ პერიოდისთვის ეს იარაღი იყო ძალიან ინოვაციური, პრაქტიკულად პირველი ევროპული სერიული წარმოების 9მმ-ნი პისტოლეტი, დიდი ტევადობის მჭიდით და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. დღეს უკვე არც ეს დამრტყმელი-სასხლეტი მექანზმი არ არის „მოდაში“ და არც არავინ აღარ უშვებს სრული ზომის 9მმ-ან პისტოლეტს ფოლადის ჩარჩოთი. ჩემი აზრით უფრო კომპაქტური და მსუბუქი P-01 უნდა ყოფილიყო საუკეთესო, “უნივერსალური” ვარიანტი СZ-75-ის, რა თქმა უნდა თუ ის შეინარჩუნებდა ამ მოდელის პისტოლეტის საფირმო, შეუდარებელ ერგონომიკას, სიზუსტეს და სროლისუნარიანობას. ამავე დროს ის უნდა ყოფილიყო უფრო პრაქტიკული ვიდრე კილო და ასიანი СZ-75B. სამწუხაროდ წლები ისე გადიოდა, რომ მე არ მომცემია შანსი ამ პისტოლეტის შეძენის. ეს ყველაფერი შეიცვალა წელს, როდესაც მე წავაწყდი განცხადებას მეორადი P-01-ის გაყიდვის შესახებ განცხადებების პოპულარულ ონლაინ რესურსზე. ვიზუალურად კარგად გაქუცული პისტოლეტი იყიდებოდა პატარა მაღაზიაში, კოლმეურნეობის მოედნათან. ეს მაღაზია ძალიან დიდიხანია არსებობს და იქ რომ შევდივარ, მახსენდება ის დრო როდესაც მე ძალიან ახალგაზრდა  ვიყავი და იარაღის მაღაზიები სწორედ ასე იყო გაწყობილი და შიგნით რას არ ნახავდი კიდე. ეს ეხლაა, რომ მაღაზიები გადაიქცა ბუტიკებად, ლამაზი დახლებით და თაროებით. ჩემი აზრით ესეთი პატარა მაღაზიები უნდა არსებობდნენ და იარაღების თავისებური „მშრალი ხიდის“ როლს უნდა ასრულებდნენ. მოკლედ  ასე მოხდა,  რომ  სწორედ ამ მაღაზიაში მოხვდა მეორადი იარაღების პარტია და მათ შორის ერთი ცალი P-01-იც. ამ იარაღებს ადრე იყენებდა ან კერძო დაცვის სამსახური ან ინკასაცია. ეს იარაღები იყო გარედან ცვეთის ნიშნებით, ხანდახან ძალიან გაქუცულები, მაგრამ რაც მე ვნახე, სულ ყველა იყო პრაქტიკულად იდეალურ მდგომაროებაში შიგნიდან. P-01-ის განცხადების ტექსტში მითითებული იყო განსაკუთრებული ფასდაკლება. ტელეფონით დავრწმუნდი, რომ პისტოლეტის ფასი, რომელსაც ამდენიხანი ვეძებდი, ნამდვილად გამოდიოდა სასაცილო 960 ლარი და ეგრევე გავარდი მის შესაძენად.  როგორც წესი ეს იარაღები იყიდებოდა ცალი მჭიდით, ამიტომ პირველ რიგში  მისვლისთანავე ვიკითხე შესაძლებელი იყო თუ არა შეძენა სათადარიგო მჭიდის. მაღაზიის მეპატრონემ მითხრა რომ მეორე მჭიდს მოაყოლებდა. მჭიდზე რომელიც გადმომცა დაკრული იყო სტიკერი ფასით, ანუ კარგი ფასდაკლების გარდა მერგო ასევე მჭიდი საჩუქრად. საუკუნის გარიგება პრაქტიკულად. ასევე მაღაზიის მაპტრონემ დაშალა იარაღი, რომ დაედასტურებინა მისი კარგი ტექნიკჯური მდგომარეობა, თუმცა ამის საჭიროება არ იყო, მე უკვე მქონდა იგივე პარტიიდან „Sig Sauer“ P-239, რომელიც ასევე პრაქტიკულად ახალი იყო შიგნიდან მიუხედავად გაქუცული დაფარვისა. დაშლილი “ჩეზე”, რომ დავათვალიერე მივხვდი, რომ ამ იარაღიდან იქნებოდა ძალიან ცოტა ნასროლი. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ მე გამიმართლა მენახა P-01 და დამატებით გამიმართლა რომ ის ღირდა ძალიან იაფი.

რაც არ უნდა იყოს, მეორადი იარაღის ყურადღებიანი ინსპექტირება აუცილებელია, ხოლო მაღაზიაში შესაძლებელია მაქსიმუმ ვიზუალური დათვალიერება და ფუნქციონალური შემოწმება. პისტოლეტის არ ქონდა დავარდნის ნიშნები, ლულის არხი და გამოსასვლელი იყო სუფთა, ბზარები არ ქონდა, მართვის ელემენტები მუშაობდა კარგად, მჭიდები ასევე ვიზუალურად კარგ მდგომაროებაში იყო. გარედან იარაღს ცვეთა ეტყობოდა, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავდა. უკვე სახლში მოტანის და საფუძვლიანი წმენდის შემდეგ, სარკესავით პრიალა ლულის არხის ზედაპირი და შიგნიდან ხელუხლებელი დაფარვა, იუწყებოდა რომ პისტოლეტი იმყოფებოდა იდეალურ ტექნიკურ მდგომარეობაში და დიდი ალბათობით ამ იარაღიდან იქნებოდა ალბათ 100-200 ვაზნა ნასროლი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და ვიზუალური დათვალიერებით დადგენა, თუნდაც დაახლოებით რამდენი ვაზნაა ნასროლი, ძალიან ძნელია თუ არა შეუძლებელი.

dfp01

წარწერა СZ-75 D Compact მეტყველებს იმაზე, რომ პისტოლეტი ევროპული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. ამერიკაში ის იყიდება, როგორც P-01 ხოლო СZ75 D Compact ამერიკაში ქვია იარაღს რომელიც შესრულებულია უნივერსალური სამაგრის გარეშე. ამ პისტოლეტების დასახელების ნაწილს წარმოადგენს აბრევიატურა PCR (Police Czech Republic), რომელიც დატანილია შესანახ კეისზე დაკრულ სტიკერზე. 

ეხლა დაუბრუნდეთ პისტოლეტის ტექნიკურ მიმოხილვას.  ჩემი აზრით P-01 არის „ჩეშსკა ზბროიოვკას“ მცდელობა, „გაახალგაზრდავოს“ კლასიკური СZ-75, ისევე როგორც თავის დროზე ‘ვალტერმა“ ცადა P-38-ის „გაახალგაზრდავება“ და შესთავაზა მომხმარებლებს მოდელი P5. ერთის მხრივ “ვალტერს” ქონდა კარგად გამოცდილი, აპრობირებული და ათვისებული წარმოებაში პისტოლეტი, მეორეს მხრივ ის იყო დიდი, მძიმე და ასოცირდებოდა ფაშისტების იარაღთან. კონცეპტუალურად  P-01 იგივე პროდუქტს წარმოადგენს. ვიღებთ პისტოლეტს ნაცადი კონსტრუქციით და შეგვაქვს ცვლილებები იმისთვის, რომ პისტოლეტმა უკეთ დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომლებიც უყენდება თანამედროვე პირად იარაღს. ამ მიზნით არჩეულ იქნა კომპაქტური პისტოლეტი, რომელიც იყენებს 14 ვაზნიან მჭიდს და ამავე დროს მაინც გაძლევთ საშუალებას ქონდეთ სრულყოფილი ჭერა. ლულის და სამიზნე ხაზის სიგრძეც ადეკვატურია სამსახურეობრივი იარაღისთვის. ჩარჩო შესრულებულია ალუმინისგან (მარკა 7075 T6) რაც უფრო მოკლე ლულასთან (სიგრძე 92მმ) და საკეტთან ერთად შეამცირა პისტოლეტის წონა მისაღებ 780 გრამამდე. გარდა ამისა ალუმინი განსხვავებით ფოლადისგან არ იჟანგება. მართვის ელემენტები და მათი განლაგება არ შეცვლილა, მართვის ელემენტები, ჩვენ პისტოლეტზე ერთმხრივია და რაც მთავარია პისტოლეტი მექანიკური მცველის ნაცვლად აღჭურვილია დეკოკერით, რომელიც გაძლევთ საშუალებას უსაფრთხოდ დაუშვათ ჩახმახი, სასხლეტზე დაჭერის გარეშე. ალუმინის ჩარჩოზე ასევე შესრულებულია 1913 სტანდარტის უნივერსალური სამაგრი, ცალი ბჯენით. აღსანიშნავია, რომ P-01-ის საკეტი არ განსხვავდება კომპაქტური მოდელის საკეტისგან მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტის ჩარჩო ოდნავ განიერია.  გამომდინარე იქიდან, რომ საკეტი მოძრაობს ჩარჩოს შიგნით, განიერი ჩარჩოს გამოყენებამ არ გახადა საჭირო არასტანდარტული საკეტის გამოყენება.

p01pcscom

კომპაქტური CZ-75-ის შესრულების სამი ვარიანტი. ზევიდან ქვევით, ვარიანტი უნივერსალური სამაგრით და ალუმინის ჩარჩოთი. ვარიანტი პირობითი სახელით PCR, იგივე პისტოლეტი ალუმინის ჩარჩოთი მაგრამ უნივერსალური სამაგრის გარეშე და სტანდარტული კომპაქტური მოდელი ფოლადის ჩარჩოთი. მცირე გაურკვევლობა დასახელებებში, გაგრძელდა P07-ის მაგაითით, რომელსაც დაერქვა CZ-75 მიუხედავად იმისა, რომ არაფერი საერთო ახალ პისტოლეტს CZ-75-თან არ ქონდა.  ასევე სურათებიდან ჩანს პატარა სხვაობები, ზედა ნაწილში უფრო სქელი ჩარჩო, მჭიდის ღილაკის და საკეტის დამშვების განსხვავებული ფორმები. 

პისტოლეტი აღჭურვილია შედარებით ახალი ტიპის, პლასტმასის ტარის სალოყეებით, რომლებიც გარედან არიან გადაკრული რეზინით. მათი ფორმა არის პრაქტიკულად ორტოპედიული და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ძალიან მყარ და კომფორტულ ჭერას. ეს სალოყეები ათი თავით უკეთესია ვიდრე პლასტმასის სალოყეები, რომლებსაც CZ ადრე იყენებდა, ხოლო ჩვენ პისტოლეტზე მიუხედავად იმისა, რომ იარაღი 2003 წელს იყო გამოშვებული და სალოყეებზე ტექსტურაც კი წაიშალა ცვეთისგან, მაინც რეზინა არ დასკდა, არ დაიგლიჯა და არ აძვრა. ანუ ყველაფერთან ერთად ეს სალოყეები უკიდურესად გამძლეც აღმოჩნდა.

P-01 ისევე, როგორც სხვა CZ-75-ები აღჭურვილია მყარი, ფოლადის სამიზნე მოწყობილობებით, რომლების დაზიანება, ან ადგილიდან დაძვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი აზრით მაინც ჯობია თუ არჩევანი იქნება პისტოლეტის შეძენა ქარხნული ტრიტიუმის „მეპროლაითებით“, იმიტომ რომ საკუთარი ძალებით სამიზნეების გამოცვლა ამ პისტოლეტებზე ძალიან ძნელია, იმდენად მყარად ზის სამიზნეები თავის კილოებში.

po1sight

როგორც ჩანს P-01-ში უკანა სამიზნე დამატებით დაფიქისრებულია ხრახნით, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მის დაძვრას ადგილიდან ხანგრძლივი სროლის ან თუნდაც ძლიერი დარტყმის შედეგადაც. ჩემი გემოვნებით სამიზნე მოწყობილობები და თეთრი წერტილები პატარა ზომის არის. იმისთვის რომ განაახლოთ გამუქებული და დაბინძურებული თეთრი წერტილები, გამოიყენეთ ბამბის ჩხირი ამოვლებული სპირტში. წმენდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თეთრი საღებავი ლიმინისცენტურია. 

P-01-ის არასრული დაშლა ადვილია. მოხსენით მჭიდი, დარწმუნდით რომ იარაღი განმუხტულია, გაწიეთ უკან ოდნავ საკეტი სანამ ერთმანეთს გაუტოლდებიან ორი ნაჭდევი განლაგებული საკეტის და ჩარჩოს მარცხენა უკანა მხარეს, შემდეგ დააწექით მარჯვნიდან საკეტის შემაკავებლის ღერძს, რომელიც გამოძვრება გარეთ. განცალკევეთ საკეტი და ჩარცჩო. ამოიღეთ საკეტიდან დამაბრუნებელი ზამბარა თავისი ღერძით. დაშლის შემდეგ ყურადღებას იქცევს დამაბრუნებელი ზამბარის პლასტმასის ღერძი, რომელიც არის სრული სიგრძის და არა მოკლე როგორც სტანდარტულ CZ-75-ში. გარდა ამისა ის არის პლასტმასის და ჩემი სუბიექტური აზრით არ გამოიყურება, როგორც განსაკუთრებულად გამძლე მაგრამ პისტოლეტის ასაკიდან გამომდინარე, როგორც ჩანს ის ადეკვატურად გამძლეა.  ხვეული დამაბრუნებელი ზამბარა ბრტყელი პროფილით არის. ჩარჩოს სისქე ზედა ნაწილში ოდნავ გაზრდილია მაგრამ სახელურის ფორმა უცვლელია რაც ნიშნავს, რომ ალუმინის P-01 იყენებს სტანდარტულ სალოყეებს, რომლებიც გათვლილია კომპაქტური СZ-75-ებზე გამოყენებისთვის. პისტოლეტის დაშლა, აწყობა, მოვლა და მომსახურება არ განსხვავდება „კლასიკური“ СZ-75-სგან და არ ითხოვს რაიმე განსაკუთრებულ პროცედურებს ან ძალისხმევას.

barp01

СZ-ს პისტოლეტების ლულები ხანგრძლივი შენახვის შემდეგ, იძენენ მუქ ზედაპირს და შეიძლება უმნიშვნელო კოროზიაც გაუჩნდეს გარედან. სურათზე არის ლულა გასუფთავებამდე და გასუფთავების შემდეგ. რეკომენდირებულია ზედაპირის დაცვის მიზნით ლულის გაედან ზეთის თხელი დამცავი ფენით დაფარვა. ლულები მზადდება ცივი ჭედვის მეთოდით და გამოოირჩევა სიზუსტით და მაღალი რესურსით. ლულები შეიძლება იყოს როგორც პრიალა, ფოლადის ასევე დაფარული მუქი, არაერთგაროვანი დაფარვით. პირველად ასეთი ლულის ნახვის შემდეგ მე ჩავთვალე, რომ ადგილი ქონდა მოსევადობეის პროცესის ტექნოლოგიის დარღვევას, მაგრამ როგორც ჩანს “ჩეშსკა ზბროიოვკაში” დალაქაიანებულ დაფარვას არ თვლიან ხარვეზად. 

დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ჩვენ პისტოლეტზე არის ტრადიციული, ორმაგი მოქმედების, ახალი სტილის დამრგვალებული გარეთ განლაგებული ჩახმახით. მექანიკური მცველი შეცვლილია დეკოკერით. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, დამრტყმელის მცველი, რომელიც კეტავს დამრტყმელს სანამ არ მოხდება სასხლეტზე დაჭერა და ასევე შეუძლებელია პისტოლეტიდან გასროლა თუ საკეტი ბოლომდე არ არის დაკეტილი. პისტოლეტს ასევე გააჩნია ჩახმახის ნახევრად შეყენების ფუნქცია. საკმაოდ მძიმე და გრძელი სვლა ორმაგ რეჟიმში პრაქტიკულად გამორიცხავს დაუდევრობით გამოწვეულ გასროლას. პოლიცია ბევრი მიზეზის გამო კრძალავს იარაღის ტარებას შეყენებული ჩახმახით, მცველზე დაყენებული (cocked&locked), ხოლო ჩახმახის დაშვებისას ვაზნის სავაზნეში მიწოდების შემდეგ უნებლიე გასროლები ხშირად ხდება. ამიტომ ასეთი კონფიგურაციის არჩევა (დეკოკერი ნაცვლად მცველისა) ბუნებრივი და გამართლებულია. მეც ყოველთვის მომწონდა BD შესრულება (D – Decoker).

2009 წელს „ჩეშსკა ზბროიოვკამ“ წარმოადგინა მათი ახალი პისტოლეტი P-07, რომელშიც  გამოიყენა ახალი ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელსაც დაარქვა „ომეგა“. ცოტახანში “ომეგას” გამოყენება დაიწყო СZ-75-ებშიც. მე ვერ ვიტყვი რომ „ომეგა“ უფრო უკეთესი სასხლეტია ვიდრე კლასიკური, მაგრამ ის იყენებს ნაკლებ დეტალს და შესაძლებელია, მისი კონფიგურაციის შეცვლა (მცველი, დეკოკერი) ოსტატის და სპეციალური ინსტრუმენტების დახმარების გარეშე. ამჯერად P-01 ხელმისაწვდომია „ომეგას“ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. ჩვენი პისტოლეტი 2003 წელს არის გამოშვებული და შესაბამისად აღჭურვილია „ტრადიციული“ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით.

პისტოლეტის ფოლადის მჭიდები 14 ვაზნიანია, მჭიდების ხუფები მეტალის არის, ზედ გადაკრული სქელი რეზინის დამცავი „ბალიშებით“. ეს „ბალიშები“ ორ ფუნქციას ასრულებენ, აგრძელებენ ტარის მოყვანილობას და შესაბამისად უზრუნველყოფენ პისტოლეტის კომფორტულ, სრულფასოვან ჭერას და ასევე ძირს დავარდნისას მჭიდებს იცავენ დაზიანებისგან. ეს ისეთი დეტალია, რომელიც გვხვდება, მაღალი კალსის, ძვირიან პისტოლეტებში. სხვათაშორის უნდა აღვნიშნო, რომ სტანდარტულ კომპაქტურ CZ-75-ში, მჭიდები როგორც წესი რკინის ხუფებით არის, რის გამოც პისტოლეტის ჭერა არ არის სრულყოფილი (ნეკა თითი გარეთ რჩება) ხოლო ხუფის წვერი არასასიამოვნოთ გერჭობათ თითში, რაც ქმნის სერიოზულ დისკომფორტს თუ ხანგრძლივ დროს ატარებთ რენჯზე. მე მინახია ასეთი მეორადი მჭიდები რომელბზეც ხუფის კიდე მოღუნული იყო მფლობელის მიერ. ახალი ტიპის ხუფების გამოყენებამ რეზინის ბალიშებით ეს პრობლემა მოაგვარა.

როგორც ხვდებით პისტოლეტი მე ძალიან მომეწონა და პრინციპში ჩავთვალე, რომ მე არ ვცდებოდი, როდესაც ვივარაუდე რომ P-01 დიდი ალბათობით იქნებოდა საუკეთესო СZ-75-ის მოდიფიკაცია. პისტოლეტი საოცრად კარგად ზის ხელში და აქცს შეუდარებელი ბალანსი. ბოლომდე, რომ დავრწმუნებულიყავი P-01-ის განსაკუთრებულობაში საჭირო იყო მხოლოდ რენჯზე ტესტირება.

სანამ გადავალთ რენჯზე ტესტირების შედეგების მიმოხილვაზე მე მინდა გიამბოთ, იმაზე თუ რა ტიპის ტესტირებები გაიარა ამ პისტოლეტმა სანამ მიიღებდა „აკრედიტაციას“ „ნატოში“.  ტესტირებებს უნდა დაედგინა სამსახურეობრივი და საექსპლუატაციო გამძლეობა, უსაფრთხოება და რესურსი. ამისთვის პისტოლეტს უნდა გაეძლო 4 000 მშრალი გასროლისთვის და 3 000 ჩახმახის დაშვების ციკლისთვის. 1350 არასრული და 150 სრული დაშლის ციკლების. 54 დავარდნას 1.5 და 3 მეტრის სიმაღლიდან ბეტონის ზედაპირზე. დავარდნების შედეგად პისტოლეტს არ უნდა გაესროლა.

პისტოლეტი იყინებოდა -35 და ხურდებოდა + 70 გრადუსამდე სიცხეში ფუნქციონალურობის შენარჩუნებით. შემოწმდა პისტოლეტის ფუნქციონალურობა და საიმედოობა ტალახით და ქვიშით დაბინძურების პირობებშიც.

რესურსი დადგენილი იყო როგორც 15 000 გასროლა  +P (გაძლიერებული მუხტი) ტიპის ვაზნებით. მინიმალური რესურსი დადგინდა როგორც 30 000 გასროლა სტანდარტული ვაზნებით.

ტესტირებებისას პისტოლეტმა დააგროვა შთამბეჭდავი მაჩვენებელი, მხოლოდ შვიდი მტყუნება 15 000 გასროლაზე, რაც შეადგენს 0.05% მტყუნების ალბათობას (დაშვებული იყო 2.0%) .  გარდა ამისა P-07-ის წარმოება დაიწყო განახლებულ საწარმოო ხაზზე, რამაც უზრუნველყოფა სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილება, დეტალების სრული თავსებადობა პისტოლეტებს შორის. ანუ დეტალების გადაყენება პისტოლეტიდან პისტოლეტში ან ახალი დეტალების დაყენება არ ითხოვს მორგებას.

რაც შეეხება რენჯზე ტესტირებას, რა თქმა უნდა შეუძლებელია ბოლომდე ზუსტი და ობიექტური შეფასების გაკეთება, იმაზე თუ როგორ იქცევა პისტოლეტი, იმიტომ რომ უკუცემის აღქმა ძალიან ინდივიდუალურია ისევე როგორც ერგონომიკის შეფასება და ასევე სიზუსტის, მაგრამ რაც მივიღეთ იმის შესახებ მაინც გიამბობთ. პისტოლეტი სასხლეტი და სამიზნე მოწყობილობები ადეკვატურია ზუსტი და სწრაფი სროლისთვის. გამომდინარე იქიდან რომ პისტოლეტი შედარებით მსუბუქია უკუცემა საკმაოდ მკვეთრად იგრძნობა, მაგრამ ლულის დაბალი განლაგება და კარგი, სრულყოფილი ტარი, გეხმარებიან უკუცემის კონტროლში და პისტოლეტი მალევე ბრუნდება დამიზნების ხაზზე. თუნდაც სწრაფი სროლის დროს გაბნევა დიდი არ არის.

sdfpo1acc

სროლის მანძილი 15 მეტრი. ამჯერად აღმოჩნდა ისე, რომ ბრაზილირუი წარმოეის Magtech-ის 124 გრანიანი ვაზნები აღმოჩნდა უფრო ზუსტი ამ კონკრეტულ პისტოლეტში ვიდრე ჩეხური S&B-ის წარმოების, რომელიც როგორც წესი უფრო უკეთ შედეგს იძლევა ხოლმე.  საუკეთესო ჯგუფმა შეადგინა შთამბეჭდავი 38მმ (მინუს ერთი “ფლაიერი”, რომელიც მსროლელის სინდისზეა), რაც ხელიდან სროლის შემთხვევაში ძალიან კარგი შედეგია. 

po1sil

სწრაფი “დაბლ-ტეპები” 10 მეტრიდან ასევე იყო ადვილი. სურათზე აღვეჭდილი სამიზნე არ არის საუკეთესო ვარიანტის, ის ბევრად უფრო პატარაა ვიდრე რალური ადამინის სილუეტი ხოლო ცენტრალური  ჩათვლითი ზონა განლაგებულია ზედმეტად დაბლა. ამის  შედეგი შეიძლება იყოს დამაბნეველი. ჯგუფი დიდი ჩანს სილუტთან შედარებით მაგრამ სილუეტი თითქმის 30% უფრო პატარაა ვიდრე ცოცხალი ადამიანის სილუეტი. 

როგორც ველოდებოდით კომპაქტური “სამოცდამეთხუთმეტე” აღმოჩნდა ისეთივე ზუსტი, როგორც მისი დიდი ძმა, რამაც ძალიან გაგვახარა. მოხმარებაში ეს პისტოლეტი ადვილია. სროლა ამ პისტოლეტიდან სასიამოვნოა, არაფერი რაც არ მოგვეწონებოდა ან პრობლემებს შექმნიდა ჩვენ არ აღმოვაჩინეთ. დეკოკერიც ძალიან მოსახერხებელია და მნიშვნელოვნად  ზრდის უსაფრთხოების ხარისხს. ამოიღე მჭიდი, ამოაგდე ვაზნა სავზნიდან, დააჭირე დეკოკერს და პისტოლეტი წამებში მოდის უსაფრთხო მდგომარეობაში.  პისტოლეტი გასწორებული იყო. უბრალოდ მორტყმები იყო ოდნავ დაბლა რაც განპირობებულია 124 გრანიანი ვაზნების გამოყენებით. “ჩეშსკა ზბროიოვკა” დღემდე ცდის ყველა თავის პისტოლეტს სიზუსტეზე (იყენებს 115 გრანიან ტყვიებს) და ყველა პისტოლეტს აყოლებს სატესტო სამიზნის ამონაბეჭდს. ასე არ აკეთებს პრაქტიკულად არც ერთი მწარმოებელი CZ-ს ფასის სეგმემტში.

ბოლოს სროლა განხორციელდა 25 მეტრის მანძილიდან. 25 მეტრიდან სროლა სიზუსტეზე და პატარა ჯგუფებზე უფრო განეკუთვნება სპორტული შეჯიბრის თემას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მანძილი საკმაოდ გრძელია და რეალურ სამყაროში სამიზნეები არ არიან კონტრასტულები და არც ერთ ადგილზე დგანან. ამით იმის თქმა მინდა, რომ 25 მეტრზე სროლა ხარის თვალში არ არის ყველაზე კარგი გზა თავდაცვითი სროლის უნარების განვითრებისკენ.   ნაცვლად მე ვიყენებ ასეთ მიდგომას, სროლა ხორციელდება მზადყოფნის პოზიციიდან, მაქსიმლაურად სწრაფად, სილუეტის ტიპის სამიზნეში. მთავარია მორტყმა იყოს მასის ცენტრში. თუ პისტოლეტი გაძლევს საშუალებას ეს ვარჯიში შეასრულო სწრაფად და სტაბილური სიზუსტით, ის ვარგისია სამსახურისთვის. ხშირად ახალბედა მსროლელს აყენებენ 25 მეტრზე და ის რა თქმა უნდა ვერანაირ შედეგს ვერ აჩვენებს და კარგავს რწმენას საკუთარ შესაძლებლობებში. ხშირად 25 მეტრი განიხილება როგორც სტანდარტული დისტანცია პისტოლეტიდან, სროლაში რაც ასევე არასწორი მიდგომაა. ჩემი აზრით ვარჯიშების 85% უნდა სრულდებოდეს 15 მეტრზე და უფრო ახლო დისტანციებზე.

რა განაპირობებს ამ პისტოლეტების მაღალ სიზუსტეს? პირველ რიგში ხარისხიანი ლულა, ასევე ის ფაქტი, რომ საკეტი მოძრაობს გრძივ ნალოებზე ჩარჩოს შიგნით, რომელიც მთელ სიგრძეზეა შესრულებული. საკეტის წინა ნაწილში ჩაპრესილია რგოლი, რომელიც ასრულებს “ბუშინგის” ფუნქციას და უზრუნველყოფს ლულის პოზიციონირებას საკეტში. როგორც წესი, ერთმაგ რეჟიმში СZ-ს პისტოლეტებს აქვთ კარგი სასხლეტები, მსუბუქი, მოკლე სვლით, მინიმალური ოვერ-ტრეველით და მოკლე რესეტით. ორმაგ რეჟიმში სასხლეტი შორს არის იდეალურისგან და ახლოს ვერ მიდის ეტალონურ “ზიგ ზაუერ” Р226-ის სასხლეტთან, რომელიც ქარხნულ სამსახურეობრივ პისტოლეტებში ალბათ საუკეთესოა. ამიტომ რჩევა რომელიც ეხება ყველა ორმაგი/ერთმაგი მოქმედების პისტოლეტების პატრონებისთვის, და გულისხმობს პირველი სწრაფი და ზუსტი გასროლის წარმოებას ორმაგ რეჟიმში, განსაკუთრებულად აქტუალურია.

ეხლა რაც შეეხება მინუსებს. რამე სერიოზული ნაკლი პისტოლეტს არ აქვს. მე დიდად არ მომწონს დაფარვა, რომელსაც იყენებს “ჩეშსკა ზბროიოვკა” თავის პისტოლეტზე. ადრე ხდებოდა უბრალო ოქსიდირება, მოსევადება. მერე ამ პროცესს დაემატა “პოლიმერული საღებავით” შეღებვა.  მე ცვეთის ნიშნები დიდად არ მადარდებს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ პისტოლეტი იძენს “ფეთხუმ-გაქუცულ” იერსახეს. ასეთი დაფარვის აღდგენა რთულდება იმით, რომ ჯერ უნდა მოხდეს ქარხნული საღებავის მოცილება და შემდგომ ახალი დაფარვის დატანა.  ამიტომ თუ დაფარვა მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ალბათ ჯობია საკეტი და ჩარჩო შეიღებოს რაიმე გამძლე საღებავით. ასევე მე მეღიმება ხოლმე როდესაც სხვადასხვა ადამიანები “ჩეზეს” პისტოლეტების მიმოხილვისას ამახვილებენ ყურადღებას შესრულების ხარისხზე.  ეს პისტოლეტები არასდროს არ გამოირჩეოდნენ დამზადების მაღალი ხარსხით, გარემოხაზულობა საკეტის და ჩარჩოსი არ არის ერთგვროვანი, შიგნიდან ჩარჩოს და საკეტს ეტყობა ყველგან ინსტრუმენტის კვალი. დაფარვა შიგნიდან შეიძლება იყოს არაერთგვაროვანი, ხოლო ლულებზე უცნაური დალაქიანებული დაფარვით მე უკვე დავწერე. აქვს СZ-75 ასევე თავისი “აქილევსის ქუსლი”, საკეტის შემაკავებლის ღერძი, რომელიც გასროლისას იღებს დარტყმას ხოლო თუ ჩარჩო არ არის გაბურღული ზუსტად, დატვირთვა მოდის კონცენტრირებულად ერთ ადგილზე და არა ღერძის მთელ ფართობზე და პრობლემა უარესდება, ბოლოს კი ღერძი უბრალოდ ტყდება შუაზე. ამიტომ თუ თქვენ გაქვთ СZ-75 ტიპის პისტოლეტი და ისვრით ბევრს, დამაბრუნებელ ზამბარასთან ერთად უნდა მოიმარაგოთ სათადარიგო საკეტის შემაკავებელიც. სპორტულ დისციპლინებში სადაც გამოიყენება CZ-75, ეს დეტალი განიხილება, როგორც სახარჯი მასალა და სპორტულ მოდელებს ქარხნიდან მოყვება რამდენიმე სათადარიგო შემაკავებელი. სულ ბოლოს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ადრინდელ პისტოლეტში და ახლებშიც ლულის ზედაპირი არ არის ადეკვატურად დაცული კოროზიისგან ამიტომ მიაქციეთ ამ დეტალს ყურადღება და პერიოდულად გაწმინდეთ გარედან ზეთიანი ჩვარით. ოდნავ განიერი ჩარჩო P-o1-ზე ნიშნავს რომ ბუდეების არჩევისას უნდა იყოთ ყურადღებით. კაიდექსის ბუდეები უნდა შეუკვეთოთ სპეციალურად ამ მოდელისთვის და დარწმუნდეთ, რომ ის გათვლილია მოდელზე უნივერსალური სამაგრით, გამომდინარე იქიდან რომ ამერიკაში (საიდანაც როგორც წესი ხდება აქსესუარების გამოწერა) СZ75D Compact-ს უწოდებენ პისტოლეტს სამაგრის გარეშე. P-o1 ძალიან პოპულარული მოდელია და წესით არ უნდა იყოს პრობლემა მისთვის ბუდის არჩევა. ნეგატიურ მხარეებზე საუბარს დავასრულებდი იმით, რომ პისტოლეტს აქვს დაბალი საკეტი, რაც არც ისე მოსახერხებელს ხდის მის სწრაფ გადაკვრას ან შედარებით ვიწრო საექსტრაქციო ფანჯარასთან ერთად დაბრკოლების აღმოფხვრას.  რა თქმა უნდა პისტოლეტის კასტომიზაციაც ისეთი ადვილი არ არის, როგორც ვთქვათ “გლოკის”.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. CZ P01 უდაოდ შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო all-around პისტოლეტად, რომელიც შექმნილია СZ-75-ის ბაზაზე. ერთადერთი რითიც ის ჩამოუვარდება სრული ზომის СZ-75-ს არის მჭიდის ერთი ვაზნით შემცირებული ტევადობა, რაც უმნიშვნელოა იმის გათვალისწინებით რომ P-01 იღებს ნებისმიერი ტევადობის СZ75-ის მჭიდებს. კომპაქტური ფორმატი და ალუმინის ჩარჩო უზრუნველყოფენ შეუდარებელ კომფორტს, თუ საჭიროა მისი ყოველ დღე ტარება. იმის გათვალისწინებით რომ გარე ჩახმახიანი კომპაქტური პისტოლეტების ასორტიმენტი სულ უფრო სრულდება ეს პისტოლეტი სულ მალე გახდება ალბათ ყველზე საუკეთესო არჩევანი იმათთვის ვისაც ურჩევნია ტრადიციული, ორმაგი/ერთმაგი მოქმედების პისტოლეტები. რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით, რომ “ჩეშსკა ზბროიოვკა” არ დაუშვებს დიდ შეცდომას და არ შეწყვეტს მის წარმოებას.

 

გამადიდებელი შუშის ქვეშ: Glock 26

Thursday, May 25th, 2017

18358578_2350722281818973_6182052396747607226_o

1992 წელს ამერიკაში დემოკრატები მოვიდნენ ხელისუფლებაში. მათ მიიღეს თავისი პრეზიდენტი და უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში. კონტროლი სამოქალაქო იარაღზე ყოველთვის იყო დემოკრატიული პარტიის (ჩემთვის სოციალისტური პარტიის) დღის წესრიგში და ხელისუფლებაში მოსვლიდან ეგრევე დაიწყო უპრეცენდენტო შეტევა აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ იარაღის ფლობის უფლებას. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არც ერთ ქვეყანაში არ გამოირჩევიან ეფექტურობით და პროფესიონალიზმით და ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა იარაღის ფლობის უფლების მიმართ  ინტერპრეტირებულ იქნა აღამასრულებელი ხელისუფლების მიერ, როგორც პირდაპირი ბრძანება აქტიური ქმედებების დაწყებაზე. სულ მალე ამ ქმედებებს შეეწირა კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეები.  1992 წლის 21 აგვისტოს FBI-ს და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისგან დაკომპლქტებულმა ოპერატიულმ ჯგუფმა ცადა ერთი ოჯახის წევრების დაკავება ქალაქ რუბი რიჯში, აიდახოს შტატში. სახელმწიფო უწყებების აზრით აღნიშნული ოჯახო ეწეოდა ექსტრემისტულ საქმიანობას და უკანონოდ ვაჭრობდა იარაღით. დაკავების მცდელობას მოყვა ორმხრივი სროლა და ერთი აგენტის, ბავშვის და ქალის სიკვდილი. უკანასკნელი FBI-ს სნაიპერის ცეცხლს ემსხვერპლა. მომდევნო 11 დღიანი დაპირისპირება დასრულდა, როდესაც ოჯახის გადარჩენილი წევრები ჩაბარდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. შემდგომი სასამართლო გარჩევისას „ექსრემისტებმა“ მიიღეს ჯამში 3.5 მლნ დოლარი კომპენსაციის სახით, სნაიპერს წაუყენეს ბრალდება სიცოცხლის უკანონო მოსპობაში  და შემდეგ ეს საქმეც მიჩქმალეს. მოვლენების გამოძიების მიზნით შექმნილმა სენატის ქვე-კომიტეტმა გამოსცა ანგარიში, რომელიც ითვალისწინებდა სამართალდამცავი უწყებების რეფორმირების მოთხოვნას, აღნიშნული მოვლენების განმეორებისგან თავის დასაცავად. ბევრად უფრო ტრაგიკული შედეგი მოყვა სამართალდამცავების მორიგ ინიციატივას. ამჯერად მოვლენები განვითარდა  ტეხასში, ქალაქ ვაკოს მახლობლად, სადაც დასახლებული იყვნენ რელიგიური სექტის Branch Davidian-ის წევრები თავისი ოჯახებით. ხელისუფლების აზრით აღნიშნული ჯგუფი ასევე ფლობდა იარაღებს და არღვევდა არსებულ რეგულაციებს, რომლებიც უკავშირდებოდა სამოქალაქო იარაღის ბრუნვას. ATF-მა და FBI-მ გადაწყვიტეს ერთობლივი ოპერაციის ჩატარება და 1993 წლის 28 თებერვალს მიიტანეს მოულოდნელი იერიში კომპლექსზე სადაც ცხოვრობდნენ სექტის წევრები და მათი ოჯახები. ოთხი ATF-ის აგენტი და 6 სექტის წევრი დაიღუპა პირველი იერიშისას და მომდევნო 51 დღიანი დაპირისპირება დასრულდა  სექტის 76 წევრის მათ შორის ქალების და ბავშვების დაღუპვით, რომლებიც ემსხვერპლნენ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ცეცხლს. 1993 წლის პირველ ივლის მორიგი გახმაურებული ინციდენტი ამჯერად ხელიუსფლებების წარმომადგენლის მონაწილების გარეშე, მოხდა სან ფრანცისკოში, კალიფორნიას შტატი. ამოუცნობი მიზეზების გამო წარუმატებელი ბიზნესმენი შეიჭრა ირიდიულ კომპანიაში და მოკლა 8 და დაჭრა 6 ადამიანი რის შემდეგაც თავი მოიკლა. ამ შემთხვევას ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა. ამ და სხვა შემთხვევებმა, ისევე როგორც ზოგადად კრიმინალის ზრდამ ხელი გაუხსნა ახალ ადმინისტაციას და სულ მალე აშში ამოქმედდა ე.წ. ბრეიდის სახელობის კანონი (ჯეიმს ბრეიდი, თეთრი სახლის პრესს მდივანი მძიმედ დაჭრილი პრეზიდენტ რეიგანზე წარუმატებელი თავდასხმის დროს). ბრეიდის კანონი აწესებდა მოკლელულიანი იარაღის გაყიდვის წესებს რა დროსაც იარაღის გადაცემა მყიდველზე მოხდებოდა  მხოლოდ 5 დღიანი მოსაცდელი პერიოდის  შემდეგ რა დროსც მოხდებოდა მყიდველის შესწავლა. ეს პროცედურა შემდგომში ეს უნდა შეცვლილიყო მონაცემთა ბაზის გამოყენებით შემოწმებაზე, რომელსაც გააკონტროლებდა FBI. აღთქმული, როგორც შეტევა პირად თავისუფლებაზე ამ კანონს მოყვა 1994 წელს ე.წ. „საიერიშო იარაღის” აკრძალვა, რა დროსაც მოხდა ძალიან ზოგადად რომ ავხსნათ ნახევრად ავტომატური შაშხანების აკრძალვა, მოსახსნელი მჭიდით, რომელიც იტევდა 10 ვაზნაზე მეტს. ამას ასევე მალევე მოყვა აკრძალვა პისტოლეტის მჭიდებზე, რომელიც  ასევე იტევდა ათ ვაზნაზე მეტს. ბუნებრივია ამ აკრძალვებმა არანაირი პრაქტიკული სარგებელი არ მოუტანია კრიმინალის შემცირების თვალსაზრისით, ხოლო იმ შტატებში და ქალაქებში სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაგრძო კანონმორჩილი ხალხის განიარაღება ეფექტი პირდაპირ საწინააღმდეგო იყო, მოსახლეობის განიარაღებას მოყვა კრიმინალის დონის ზრდა. ამ მომენტისთვის მკითხველს უნდა გაჩენოდა ლოგიკრუი კითხვა, რატომ გიყვებით ამას ყველაფერს და  რა კავშირშია აღწერილი მოვლენები გლოკ 26-თან, რომელზეც მე უნდა გიამბოთ? კავშირი კიდე არის პირდაპირი. გლოკ 26 და გლოკ 27 წარმოდგენილი იქნა ავსტრიული მწარმოებლის მიერ იმ პერიოდში, როდესაც უბრალო მოქალაქეებს არ შეეძლოთ ეყიდათ პისტოლეტი, რომელშიც ჩავიდოდა ათ ვაზნაზე მეტი. მიხვდით ხო? ვის რად უნდა მაგალითად ბერეტა 92, რომელიც ნაცვლად 15 ვაზნისა, რაც ამართლებდა მის დიდ გაბარიტებს სულელი კანონმდებლების გადამკიდე იტევდა მხოლოდ 10-ს? ამავე დროს ბაზარზე ჩნდება კიდურესად კომპაქტური იარაღი, რომელიც იტევს ათ ვაზნას და ამავე დროს არის ბევრად უფრო მოკრძალებული გაბარიტების მქონე და შესაბამისად ადვილად სატარებელი ვიდრე ნებისმიერი ანალოგიურ კალიბრის იარაღი მანამდე. ახალი პისტოლეტის კარგ გაყიდვებს მათ შორის  ხელს უწყობდა ატეხილი ისტერია. მომავალი აკღძალვებით და შეზღუდვებით შეშინებული ხალხი ყიდულობდა ყველაფერს რაზეც კი მას ხელი მიუწვდებოდა მათ შორის ახალ “მინი გლოკებს”. უნდა ითქვას, რომ მოგვიანებით იგივე გამეორდა უკვე ოაბამას ადმინისტრაციის დროსაც. როგორც ჩანს პოლიტიკოსები ჭკუას ვერ სწავლობენ ვერასდროს.

მინი-გლოკების“ გამოშვება გლოკმა დაიწყო 1995 წელს და ორივე ეს მოდელი  ეგრევე გახდა გაყიდვების ლიდერები და მალე მოდელ 26 და 27-ს დაემატა „მინი-გლოკები“ 29 და 30 (კალიბრებში 10mm Auto და .45ACP შესაბამისად), რომელთა წარმოება გლოკმა დაიწყო 1997 წელს. გარდა იმისა რომ ახალი “მინი გლოკი” კარგად ჯდებოდა ფედერალური მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებში, ამ პისტოლეტების მფლობელებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ მიუხედვად პატარა გაბარიტებისა,“მინი-გლოკები“ გარდა იმისა, რომ ცხადია იყენებდნენ ისეთივე ძლიერ ვაზნებს (9×19, .40S&W), როგორსაც დიდი პისტოლეტები ის ასევე იყვნენ ისეთივე გამძლე, საიმედო და ზუსტი როგორც უფრო დიდი პისტოლეტები. და ეს ყველაფერი თანაც ხელმისაწვდომი იყო ძალიან ზომიერ ფასად.

g171926

სხვაობა ზომებში სტანდარტულ (გლოკ 17), კომპაქტურ (გლოკ 19) და სუბ-კომპაქტურ (გლოკ 26)  პისტოლეტებს შორის

“მინი-გლოკები“, იყვნენ ალბათ პირველი მასობრივი წარმოების „ჯიბის პისტოლეტები“ გათვლილი შედარებით ძლიერ ვაზნაზე. აქამდე ასეთი კლასის პისტოლეტები გამოდიოდნენ  შედარებით სუსტ ვაზნებზე გათვლილი, მაგალითად .380 Auto და 7,65 Browning, ამიტოაც გლოკმა ამ პისტოლეტებით შექმნა პრაქტიკულად ახალი კონეფცია ან პარადიგმა: პატარა ზომის კომპაქტური იარაღი, დიდი ზომის საბრძოლო პისტოლეტის ყველა დადებითი თვისების შენარჩუნებით გარდა ცხადია მჭიდის ტევადობისა. მოდით დეტალურად განვიხილოთ გლოკ 26-ის კონსტრუქცია და გავერკვიოთ როგორ განახორციელა გლოკმა თავისი მორიგი მინი რევოლუცია მოკლე-ლულიანი იარაღების სამყაროში.

sar det

გლოკი არ იყო პირველი ვინც შექმნა სუბ-კომპაქტური პისტოლეტი ძლიერ ვაზნაზე, მაგალითად Detonics Pocket 9 და Sardius SR9, ჯერ  კიდევ 80-ან წლებში გამოდიოდა აშშ-ში მაგრამ ფეხი ვერ მოიკდიეს საკითხავი ტექნიკური გადაწყვეტილებეის გამო, უბრალოდ გლოკი იყო პირველი ვინც შექმნა კომერციულად წარმატებული ასეთი პისტოლეტები. ცხადია მას ამაში ხელი შეუწყვეს ასევე დემოკრატიული პარტიის სულელურმა საკანონმდებლო ინიციატივებმა.

განსხვავებით სარდიუსის და დეტონიქსის პისტოლეტებისგან, რომლებიც იყენებდნენ სქემას თავისუფალი საკეტით, „მინი-გლოკები“ იყენებენ ტრადიციულ ავტომატიკის სქემას, ისევე როგორც დიდი პისტოლეტები. გლოკმა არც შემდგომში  უღალატა ამ ტრადიციას და ერთ-ერთი უახლესი კომპაქტური პისტოლეტი მოდელი 42 რომელიც გათვლილია .380 კალიბრის ვაზნაზე ასევე გამოუშვა გადაბმული საკეტით, რისი წყალობითაც ამ პისტოლეტიდან შესაძლებელია კომფორტულად და ზუსტად სროლა თუნდაც მთელი დღის განმავლობაში განსხვავებით სხვა ანალოგებისგან.  გლოკ 26-ის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და თვალსაჩინო განსხვავება იყო დამოკლებული და მსუბუქი საკეტის გამო გამოყენებული ორმაგი დამაბრუნებელი ზამბარა.  „მინი-გლოკებმა“ დიდი გლოკების ერგონომიკა, გამძლე დაფარვა, კოსნტრუქციული სიმარტივე, სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობები და გარკვეული თავსებადობა დეტალების და სრული თავსებადობა მჭიდების, რის გამოც პატარა გლოკ 26-ში შესაძლებელი იყო გლოკ 17-ის და გლოკ 19-ის მჭიდების გამოყენება. მართვის ელემენტების განლაგებით, კონსტრუქციით და მოვლა-მომსახურების მოთხოვნების იდენტურობა დიდ გლოკებთან ნიშნავდა რომ სამართალდამცავებს შეეძლოთ დამატებით შეესყიდათ “მინი გლოკები” და დაეკმაყოფილებინად მოთხოვნა კომპაქტურ იარაღზე ისე რომ არ იქნებოდა საჭირო პერსონალის, ინსტრუქტორების და მეიარაღეების გადასწავლება. ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იყო რამაც განაპირობა პატარა გლოკების წარმატება ბაზარზე. თუ თქვენ მიგაჩნიად რომ არაფერი განსაკუთრებული გლოკ 26-ში არ იყო, უნდა ნახოთ მისი კონკურენტი სმიტ&ვესონის .380 და 9მმ-ნი სუბ კომპაქტური პისტოლეტები, რომლებიც გლოკ 26/27-თან პრაქტიკულად ერთ დროს გამოჩნდენ ბაზარზე. არც ერთს არ ქონდა სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობები. ხმოლოდ ამოჭრილი ღარი საკეტის ზევიდან, მათ დასაშლელად საჭირო იყო ინსტრუმენტი, პისტოლეტებს ქონდათ საშინელი ხარისხის დაფარვა, საკითხავი საიმედოობა და რესურსი 2500-3000 ვაზნა, იმის გამო რომ სმიტ&ვესონმა გადაწყვიტა იაფი შენადნობისგან საკეტების ჩამოსხმა.  არც ხსენებული სარდიუსის და დეტონიქსის პისტოლეტები არ გამოირჩეოდნენ თავისი საბრძოლო თვისებებით. ასე, რომ იმ პერიოდისთვის თვისებების ნაკრები, რომელიც გააჩნდა “მინი გლოკებს” შეიძლება ითქვას იყო აქამდე უპრეცენდენტო და მათთან შედარებით პატარა გლოკი იყო აგებული, როგორც ტანკი.  ბევრმა არ იცის, რომ გლოკ 26-ის პირველი პროტოიპი იყო შესრულებული სრულიად ავტომატურ რეჟიმში, რომ ჯერებით ინტენსიური სროლით შემოწმებულიყო მისი გამძლეობა, რესურსი და გამოვლენილიყო სუსტი წერტილები.  აქამდე ითვლებოდა რომ სუბ-კომპაქტური პისტოლეტები უნდა გაკეკუთვნებოდნენ ტიპს: ატარე ბევრი ისროლე ცოტა. “მინი გლოკებმა” ეს შეცვალეს და ახალი სტანდარტი დააწესეს.

„მინი გლოკების“ გაბარიტები და წონა მნიშვნელოვნად შემცირდა სტანდარტული და კომპაქტურ მოდელებთან შედარებით. გლოკ 26-ის წონა იყო სულ რაღაც 615 გრამი. შედარებისთვის გლოკ-17 იწონიდა 710 გრამს, პოპულარული იმ დროს Walther PP, გარკვეული ეტალონი კომპაქტურ პისტოლეტებში იწონიდა 660 გრამს და იტევდა ნაკლები რაოდენობის უფრო სუსტ ვაზნას. თუმცა გლოკ 26-ის მთავარ კონკურენტად მაინც განიხილებოდნენ აშშ-ში დღემდე უზომოდ პოპულარული ე.წ. „მოკლე-ცხვირიანი“, .38 კალიბრის რევოლვერები მოკლე ლულებით. ჯერ ციფრებით და შემდგომ რეალურ სამყაროში გამოცდებით გლოკმა ეს კონკურენტებიც უკან ჩამოიტოვა. ტიპიური მოკლეცხვირიანი რევოლვერი, კოლტის ან სმიტ&ვესონის შესრულებით იმ დროს იწონიდა 600-700 გრამს, იტევდა 5-6 ვაზნას შედარებით მოკრძალებული მონაცემებით (საწყისი სიჩქარე, ენერგია). ასე რომ გარდა იმისა რომ „მინი გლოკებს“ ქონდათ უპირატესობა საცეცხლე ძალაში, გაბარიტებითაც ისინი უპრობლემოდ უწევდნენ კონკურენციას მოკლე-ცხვირიანებს ვინაიდან მათ შორის განსხვავება გაბარიტებში პრაქტიკულად არ არსებობდა.  ორ რიგიანი მჭიდის გამო, რომელიც 10 ვაზნას იტევს, გლოკ 26-ის სისქე არის 30მმ, რაც მაინც უფრო ცოტაა ვიდრე ტიპიური .38 კალიბრის რევოლვერის. 5 ვაზნიანი სმიტ&ვესონის სისქე არის დაახოლებით 33მმ ხოლო 6 ვაზნიანი კოლტის (Detective Special) 35mm.

g26under337pdsy8

Glock 26 Gen3 შედარებისთვის წარმოდგენილი Smith&Wesson j frame-ის რევოლვერთან. აღნიშნული ოჯახის რევოლვერები და მისი სხვა მწარმოებლების ანალოგები, 50-ნი წლებიდან წარმოადგენდა აშშ-ში ფარული ტარებისთვის განკუთვნილი იარაღის ყველაზე გავრცელებულ ტიპს.

გარდა იმისა რომ წონით და გაბარიტებით „მინი გლოკი“ დიდად არ განსხვავდებოდა “მოკლე-ცხვირიანებისგან” და იყო ისეთივე ადვილი მოხმარებაში, ამავე დროს საცეცხლე ძალით და გადატენვის სისწრაფით ის ბევრად ჯობნიდა რევოლვერებს.  „მინი გლოკიდან“ სროლაც ბევრად უფრო ადვილი იყო ვიდრე რევოლვერიდან. გაგიმხელთ საიდუმლოებას, რომელზეც ბევრს არ საუბრობენ. დიახ ახალბედებს და ქალებს ძალიან მოწონთ რევოლვერი მისი სიმარტივის და ასევე წინასწარ შეყენებულ მდგომარეობაში მსუბუქი სასხლეტის გამო. მაგრამ როგორც კი საქმე მიდის სროლამდე ორმაგ რეჟიმში და გართულებულ პირობებში, აღმოჩნდება რომ პატარა რევოლვერიდან სროლა სინამდვილეში ძალიან ძნელია. მაგალითისთვის გლოკის სტანდარტული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი უზრუნველყოფს სასხლეტის წონას 2.5 კგ-ის ოდენობით. შედარებისთვის ტიპიურ „სმიტ&ვესონის“  კომპაქტურ რევოლვერზე სასხლეტის წონა ორმაგ რეჟიმში იქნება სადღაც 5-6 კგ-ის ფარგლებში. განსხვავება არის დიდი, და ის ნამდვილად ქმნის შესამჩნევ სხვაობას. ჩვენთან ფორუმებზე ძალიან უყვართ სასხლეტების განხილვა, ვის რამდენად მსუბუქი უყენია, ვინ რამდენი დოლარი დახარჯა, ვისი სასხლეტის სახელი უფრო გრძელია და როგორი ცუდი სასხლეტია გლოკზე, მაგრამ ვინმემ თუნდაც შუბლზე იარაღი რომ დაადოთ, თუ გითხრათ რამდენი წამი ან მმ-ი მოიგეს დოლარების ხარჯვით სხვადასხვა “გაუმჯობესებულ” სასხლეტებზე. შესაძლებელია 5 კგ-ნი სასხლეტით სროლა? უდაოდ. მაგრამ საშუალო სტატისტიკური მსროლელი უკეთ გაისვირს გლოკიდან 2.5კგ-ნი სასხლეტით და უფრო მოკლე სვლით ვიდრე რევოლვერიდან 5კგ-ნი სასხლეტით და უფრო გრძელი სვლით, ხოლო თუ სროლა არ იცი ყველაზე ძვირიანი სასხლეტიც ვერ გიშველის. ასე რომ პრაქტიკა და ვარჯიში არის გადამწყვეტი.

edmac

ედ მაკგივერნი, გასული საუკუნის პირველ ნახევარში იყო ყველაზე სახელგანთქმული მსროლელი. მას ეკუთვნის არაერთი მსოფლიო რეკორდი სწრაფსროლაში. თავის რეკორდებს ის ამყარებდა როდესაც უკვე 50 წელს მიღწეული იყო და ამისთვის იყენებდა სტანდარტულ სმიტ&ვესონის რევოლვერებს. ეს იყო მანამდე სანამ წამოვიდა თაობა, რომელსაც ყანწზე უფრო მძიმე არაფერი ცხოვრებაში არ აუწევია და გონიათ, რომ ფულის ხარჯვით სხვადასხვა ჩხარუნებზე ისინი კომპენსირებას გაუკეთებენ საკუთარ უუნარობას.

შეიძლება გასაკვირი და დაუჯერებლი იყოს ბევრისთვის ის ფაქტი, რომ გლოკ 26 სიზუსტით არ ჩამოუვარდება დიდ გლოკებს, ხოლო მაგალითად .45 კალიბრის „მინი-გლოკ“ მოდელი 30 ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ გლოკის პისტოლეტად. ეს ყველაფერი მიუხედავად უფრო მოკლე ტარისა, რომელზეც მესამე თითისთვის არც არის ადგილი გათვალისწინებული, ხოლო სამიზნე ხაზის სიგრძე არის შემცირებული 137მმ-მდე, ნაცვლად 165-ისა სტანდარტულ გლოკებში. ლულის სიგრძეს მაინც და მაინც არ ვთვლი ფაქტორად, რომელიც გავლენას ახდენს სიზუსტეზე, იმიტომ რომ პისტოლეტის გამოყენების ტიპიურ დისტანციებზე ოპტიმალური ვაზნა, ლულის ხარისხი და საკეტი-ლულა-ჩარჩოს ზუსტი მორგება  უფრო დიდ როლს თამაშობს, ალბათ. არც მე არ ვარ პირველი ცხადია ვინც გაუწყებთ, რომ მინი-გლოკები ისეთივე ზუსტებია როგორც დიდი გლოკები. ბევრი კომპეტენტური ექსპერტი ამ საკითხში თვლის, რომ “მინი-გლოკები” უფრო ზუსტებია ვიდრე დიდი გლოკები. მაგალითად ასე თვლის მასად აიუბი, რომლის ციტირება მე ასე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის მოსიარულე ცოცხალი ენციკლოპედია და აღიარებულია როგორც ერთ ერთი თუ არა ყველაზე სერიოზული ავტორიტეტი საკითხებში, რომლებიც ეხება პისტოლეტების გამოყენებას სპორტში და ქუჩაში. თავის სტატიაში რომელიც 2012 წელს გამოქვეყნდა ჟურანალ Personal Defense World-ში, აიუბი წერს რომ გამოჩენის თანავე გლოკ 26-ით შეიარაღებულმა სპორტსმენებმა  დაიწყეს სტაბილურად მატჩებში გამარჯვება,  რომლებსაც ატარებდა გლოკის სპორტული სროლის ორგანიზაცია (GSSF), თან ის დომინირებდა როგორც სუბ კომპაქტების კლასში ასევე პერიოდულად ჩნდებოდა საერთო ღია კლასის შეჯიბრებაში სახელწოდებით “მატჩმაისტერი”. ეს ფენომენი აქამდე არ იყო შემჩნეული სხვა სპორტული სროლის შეჯიბრებებში, ანუ არავინ არ იგებდა რეგულარულად ღია კლასის მატჩებს კომპაქტური პისტოლეტებით ან რევოლვერებით. ასეთი უჩვეულო ფენომენის  მიზეზი იყო როგორც გლოკ 26-ის მაღალი თანდაყოლილი სიზუსტე ასევე მისი კარგი სროლისუნარიანობა. მე უკვე გითხარით, რომ “მინი გლოკები” აღჭურვილები იყვნენ ორმაგი დამაბრუნებელი ზამბარებით. ასეთი მოწყობილობა უფრო ხისტი არის, რაც საჭიროა იყო იმისთვის, რომ  უფრო მოკლე და მსუბუქი საკეტის მოძრაობის სიჩქარე დარჩენილიყო დასაშვებ ზღვრებში და არ მომხდარიყო იარაღის რესურსის შემცირება. ამის გამო, ასევე ჩაკეტვა გამოვიდა უფრო მყარი და საკეტი არ იწყებს გახსნას სანამ ტყვია არ დატოვებს უფრო მოკლე და შესაბამისად უფრო ხისტ ლულას. შემდგომ, როდესაც გლოკმა 2009 წელს წარმოადგინა მეოთხე თაობის პისტოლეტები, ამჯერად ყველა მოდელი აღჭურვილი იყო ანალოგიური დამაბრუნებელი ზამბარებით. რაც შეეხება სროლისუნარიანობას, იარაღზე სათანადო კონტროლი მიიღწეოდა დამახასიათებელი კუზით მისი ტარის უკანა მხარეს. ეს კუზი ღრმად ებჯინება მსროლელის ხელს და უზურნველყოფს ძალიან ძლიერ ჭერას. დაუმატეთ ამას 9მმ-ნი ვაზნის შედარებით რბილი უკუცემა და გასაგები ხდება, რატომ გლოკ 26 და არა 27 ან 30 ასე კარგად გამოავლინა თავი საკმაოდ მომთოვნ შეჯიბრებაზე.

პისტოლეტის ლულას რაც შეეხება, ხშირად ბევრს აქვს მცდარი წარმოდგენა, რომ ლულის სიგრძე პირდაპირ კავშირშია პისტოლეტის სიზუსტესთან. პრაქტიკამ (და თეორიამაც) დაგვიდასტურა რომ ეს ასე არ არის. მოკლე-ლულიან პისტოლეტებს აქვთ სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომელიც გასათვალისწინებელია. პირველ რიგში მოკლე ლულა ნიშნავს, რომ სამიზნე ხაზი არის მოკლე, რაც ნიშნავს რომ დამიზნებისას უზუსტობა კორასა და სამარჯვის (целик) ერთმანეთის მიმართ გასწორებისას ტრანსფორმირდება უფრო დიდი ცდომილებაში. ასევე რა თქმა უნდა მოკლე ლულა ნიშნავს ტყვიის უფრო ნაკლებ საწყის სიჩქარეს და ნაკლებ ენერგიას. ნაკლები ენერგია ნიშნავს, რომ შეღწევა და ტყვია ესქპანსიურია, გაშლა იქნება ნაკლები. სწორედ ეს ასეთი მინი პისტოლეტის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს პირველ რიგში და არა ლულის სიგრძე და მისი გავლენა სიზუსტეზე. შეგახსენებთ ასევე, რომ ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ მასობრივი წარმოების საბრძოლო/თავდაცვით იარაღზე. ცხადია იარაღი რომელიც განკუთვნილია სპორტული შეჯიბრებებისთვის იქმნება სხვა ფილოსოფიით. გლოკებს რაც შეეხება ჩვენი გამოცდილება გვეუბნება რომ პისტოლეტის გამოყენების ტიპიურ დისტანციებზე, სხვაობა კომპაქტურ, სტანდარტლ და სუბ კომპაქტურ გლოკებს შორის პრაქტიკულად არ ჩანს.

g26 accuracy

“წრაფი” 10-15 მეტრიანი სამიზნე

P1080504

4 დამიზნებული გასროლა 15 მეტრიდან. ერთი მსროლელის შეცდომაა მაგრამ დანარჩენი სამი მორტყმა ნათლად ასახავს ამ პისტოლეტების სიზუსტის პოტენციალს. (ამ ტიპის სამიზნეზე თავის ზომა რეალურზე 30-40%-ით ნაკლებია)

იმის წყალობით რომ გლოკის ლულა პოლიგონალურია საწყისი სიჩქარე ოდნავ მეტია ვიდრე ლულიდან “კლასიკური” ხრახნებით. ვინც არ იცით, ასეთი ეფექტი მიიღწევა ტყვიის უკეთესი ობტურაციის გამო ლულის არხში, რის გამოც დენთის აირების ენერგიის დანაკარგები მინიმალურია. აქიდან გამომდინარე სხვაობა საწყის სიჩქარეში გლოკ 26-სა და ვთქვათ 9მმ-ან კომპაქტურ პისტოლეტს შორის, ჩვეულებრივი ლულით იქნება კიდევ უფრო მცირე და როგორც წესი ეს სხვაობა არ აღემატება 10%-ს.  აღსანიშნავია ისიც, რომ 9მმ-ნი ან .40 კალიბრის ვაზნები ბევრად ნაკლებ საწყის სიჩქარეს კარგავენ ლულის სიგრძის შემცირებით, ვიდრე .45ACP, რაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია 9მმ-ნი გლოკ 26-ის არჩევისას. ზედმეტია იმის თქმა, რომ 9მმ-ნი ვაზნის უკუცემა ასევე უფრო ნაკლებია, როგორც .45-ზე ასევე .40-ზე, რაც ხდის გლოკ 26-ს ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად “მინი-გლოკებს” შორის.

რა თქმა უნდა “მინი-გლოკის” შეძენისას უნდა შეეგუოთ მჭიდის ტევადობის შემცირებას, რომელიც ამჯერად შეადგენს გლოკ 26-ის შემთხვევაში მხოლოდ 10 ვაზნას. შესაძლებელია “მინი-გლოკის” “საცეცხლე  ძალის” გაზრდა რამდენიმე გზით. პირველი და ყველაზე მარტივი არის ცხადია უფრო ტევადი მჭიდების შეძენა. გლოკ 26 ‘იღებს”  ნებისმიერ ორ რიგიან გლოკის 9მმ-ან მჭიდს. ნაკლი ამ მეთოდის იმაშია, რომ მჭიდი იქნება გარეთ გამოშვერილი. არსებობს მჭიდის ”დამაგრძელებლები” (magazine extension), აქიდან ყველაზე იაფს Pearce  უშვებს და ის ზრდის გლოკ 26-ის სტანდარტული მჭიდის ტევადობას 2 ვაზნით, სტანდარტული ზამბარის გამოყენების პირობით. დამაგრძელებელი აგრძელებს ტარს და პისტოლეტის ჭერაც უფრო კომპაქტურია. +2 ვაზნა არ არის დიდი შეღავათი მაგრამ პისტოლეტის გაბარიტებიც მხოლდო უმნიშვნელოდ იზრდება. “პირსის” აღნიშნული დეტალი ხშირად გვხვდება, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ კონკრეტულად ეს დეტალი ისეთი გამძლე არ არის, როგორც თუნდაც გლოკის სტანდარტული მჭიდის ხუფი. სავსე მჭიდის მყარ ზედაპირზე დავარდნამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაზიანება და მჭიდის მწყობრიდან გამოსვლა. ალბათ ამიტომ “პირსის” დამაგრძელებელი ღირს სულ რაღაც 10 დოლარი, ხოლო Hyve Technologies წარმოებული დამაგრძელებელი სამჯერ უფრო ძვირია და შესაბამისად უფრო გამძლეც არის.

იმ შემთხვევაში თუ  10 ვაზნიანი ტევადობა თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას მე შემოგთავაზებდით უბრალოდ დაგრძელებული ხუფის დაყენებას (extended floorplate/grip extension), რომელიც მოგცემთ საშუალებას ნეკა თითი განათავსოთ მასზე და ამით უკეთესი კონტროლი მიიღოთ იარაღზე, პისტოლეტის გაბარიტების უმნიშვნელო გაზრდის ხარჯზე. საცეცხლე ძალის და კომფორტის კიდე უფრო რადიკალური გაზრდა შესაძლებელია დიდი გლოკების მჭიდების გამოყენებით, რომლებზეც ყენდება სახელურის ადაპტორები (grip adapters). ის ეცმევა ზევიდან მჭიდს და მისი პისტოლეტში მოთავსებისას ის გემსახურებათ როგორც ტარის დამაგრძელებელი, თუმცა დიდი მჭიდების გამოყენენა შესაძლებელია ადაპტორის გარეშეც. ზოგი თვლის, რომ გარეთ გამოშვერილი მჭიდის გამოყენება არ არის საიმედო და შესაძლებელია იარაღის დავარდნისას მჭიდმა “გააძროს” საკეტი პისტოლეტს იმის გამო რომ მისი ხუფი „ვერ მიწვდება“ ტარს, მაგრამ უკანასკნელი 20 წელი გლოკები გამოდის სპეციალური ბჯენით ჩარჩოს შიგნით, რომელსაც ედება მჭიდი მასზე შესრულებული “თაროს” შაშუალებით, და დარტყმის შემთხვევაში ეს ბჯენი არ აძლევს საშუალებას მჭიდს დარტყმის ენერგია გადასცეს საკეტს და ამით რამე დაზიანება მიაყენოს მას.

რაც შეეხება 33-ან მჭიდებს, ჩვენი გამოცდილებით ეს მჭიდები კარად არ მუშაობს გლოკ-26-ში და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის რომ გრძელი მჭიდი შიგნით საკმაოდ თავისუფლად ზის და ამით იცვლება ვაზნების მიწოდების კუთხე და ხდება დაბრკოლება. ასევე გლოკის საკეტი სწრაფად მოძრაობს და მჭიდის ზამბარა ვერ ასწრებს ვაზნის აწევას რომ დაახვედროს საკეტს. ასეა თუ ისე 33-ნი მჭიდის გამოყენებისას, როგორც მიწოდებისას დაბრკოლებას გადავაწყდით ასევე ხანდახან საკეტი იკეტებოდა ცარიელ სავაზნეზე. სამწუხაროდ ჩვენ არ გქვონდა საშუალება გამოგვეცადა გლოკის ქარხნული 33-ნი მჭიდი და ვიყენებდით კორეული წარმოების მჭიდებს, რამაც შეიძლება გამოიწვია ეს შეფერხებები, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა ამის შესახებ მანც მოგიყვეთ და გაგაფრთხილოთ რომ სანამ ენდობით 33-ან მჭიდს ჯობია დარწმუნდეთ, რომ ის კარგად მუშაობს. ჩვენი აზრით ყველაზე ოპტიმალური არასტანდარტული მჭიდი გლოკისთვის არის 15 ვაზნიანი გლოკ-19-ის, დაყენებული ტარის ადაპტორით ის მაქისმალურად კომფორტულს ხდის პისტოლეტის ჭერას, არ ზრდის რადიკალურად მის გაბარიტებს და ამავე დროს მისი ტევადობას ზრდის 15 ვაზნამდე, რაც სტანდარტული ტევადობაა სრული ზომის პისტოლეტებისთვის.

g26sol

რახან ლაპარაკი წავიდა მოდიფიკაციებზე, ჩემი ღრმა რწმენით, ნომერ პირველი მოდიფიკაცია, რომელიც თქვენ უნდა განახორციელოთ, არის სამიზნე მოწყობილობების შეცვლა. გლოკ 26 ისევე როგორც სხვა ყველა გლოკი სტანდარტულად აღჭურვილია საკმაოდ სუსტი პლასტმასის სამიზნე მოწყობილობებით. თუ პისტოლეტი გიდევთ სახლში და მისი გამოყენება პირდაპირი დანიშნულებით არ ხდება (სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ან თავდაცვის მიზნით) გლოკის სამიზნეები ყელამდე გეყოფათ, სხვა შემთხვევაში უმჯობესია “ტრიტიუმების” დაყენება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გლოკ 26-ს არ გააჩნია ფანრის სამაგრი. კარგი “ტრიტიუმები” ღირს 80-120 დოლარი და ეს ჩვენ პირობებში ხარჯიანი მოდიფიკაცია არის, მაგრამ მე თუ მკითხვავთ აუცილებელი, თუ არსებობს მცირე შანსი რომ მოგიწევთ ამ იარაღით თავის დაცვა.

Glock-26-GEN-4

2010 წელს გამოვიდა მეოთხე თაობის გლოკ 26, შეიცვალა ტარის ტექსტურა, გაიზარდა ზომებში მჭიდის ღილაკი, შესაძლებელი გახდა სახელურის ცვლადი ჩანართების გამოყენება.

როგორც უკვე აღვნიშნე მინი გლოკები ტექნიკურად და კონსტრუქციულად იდენტურია დიდი გლოკების. ამის გამო მათი დაშლა აწყობის და მომსახურების პროცედურები არაფრით არ განსხვავდება. ამიტომაც გლოკ 26-ის დაშლის და წმენდის პროცედურების  აქ კიდევ ერთხელ აღწერას აზრი არ აქვს.  შესაბამისად მინი გლოკი ისევე ადვილად იშლება, ისევე ადვილია მომსახურებაში და როგორც უკვე აღვნიშნე ისეთივე გამძლე და საიმედოა , როგორც დიდი გლოკები. ეს კიდევ ერთი დიდი პლიუსია ჯიბის პისტოლეტისთვის, რომლებიც გლოკ 26-ის გამოჩენამდე მაინც და მაინც არ ხასიათდებოდნენ დიდი გამძლეობით და მითუმეტეს არ ხასიათდებოდნენ ძლიერი კალიბრების გამოყენებით. დიახ ოსტატები ამზადებდნენ შეკვეთით დიდი კალიბრის სუბ კომპაქტურ პისტოლეტებს, ძირითადად М1911-ის ბაზაზე და ასევე Smith&Wesson ASP, რომელსაც პერის ტეოდორი და უფრო მოგვიანებით ჩარლზ კელსი საკუთარი ხელებით, ცალობით აწყობდნენ. ასეთი იარაღების ფასი იყო ძალიან მაღალი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პისტოლეტები ინდივიდუალური წესით მზადდებოდა.

გლოკ 26 – შეიძლება ითქვას არის იდეალური თავდაცვის პისტოლეტი, პატარა, საიმედო და ძლიერ ვაზნაზე გათვლილი თანაც ზუსტი და კონტროლირებადი. იაფი. რა შეიძლება კიდე ისურვო? საასპარეზო სასხლეტი? დიდი ბოდიში, მაგრამ თუ გსურთ, არც ეს არის პრობლემა, გადაიხადეთ ფული და ყოველგვარი დახმარების გარეშე თავად შეგიძლიათ მოათავსოთ შიგნით Zev Technologies ან სხვა მწარმოებლის გამზადებული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულები. არ დაგვავიწყდეთ, რომ გლოკები ერთ-ერთი ყველაზე ადვილად მოდიფიცირებადი პისტოლეტებია, რომლებისთვისაც უამრავი აქსესუარი და გაუმჯობესებული ნაწილი გამოდის. ყველაფერი ამის გათვალისწინებით შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ გლოკ 26 არის ყველაზე საუკეთესო თავის კლასში, ეტალონი რომელსაც ედრება ყველა სხვა ანალოგიური კლასის პისტოლეტები. ცხადია ყველას არ მოწონს გლოკის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ტიპი, ის ფაქტი რომ ჩარჩო არ არის ნაღდი კომუნისტური რუსული რკინისგან დამზადებული ან ვიღაცას უბრალდ არ მოწონს გლოკის დიზაინი, ამის გარდა სხვა მიზეზი ამ პისტოლეტზე უარის თქმის უბრალოდ არ არსებობს. ერთი პერიოდი მე-3 თაობის გლოკ 26 იყიდებოდა თბილისში ახალი, 1450 ლარად, რაც ნიშნავდა, რომ გლოკ 26 იყო ყველაზე იაფი ახალი გლოკი, რომლის შეძენაც შეგეძლოთ (.380 გლოკ 42-ის გარდა, რომელიც  1250 ლარად იყიდებოდა და ასევე ჩინებული იარაღია). აშშ-ში ახალი გლოკ 26 ღირს 500-550 დოლარი, ხოლო სამართალდამცავებს ფასდაკლებით შეუძლიათ იყიდონ გლოკ 26 სულ რაღაც 399 დოლარად.  მე ვიცი რომ კატეგორიულობა ჩემ სტატიებში მოეწონება იმათ ვისი აზრიც ემთხვევა ჩემსას და დააშორებს ჩემგან იმათ ვინც არ მეთანხმება, მაგრამ ჩემი აზრით ყველა იმ მიზეზის გამო რაც მე ჩამოვთვალე და ამას დამატებული გლოკების ნაწილების და მჭიდების თავსებადობა, გლოკ 26 თავისი გამოჩენიდან 22 წლის შემდეგაც რჩება მეფედ სუბ-კომპაქტებს შორის, მიუხედავად იმისა. რომ ბევრმა თუ არა ყველა მწარმოებელმა ცადა გლოკის წარმატების გამეორება და ასვე გამოუშვეს სუბ-კომპაქტური პისტოლეტები, როგორც სრული ზომის პისტოლეტების ბაზაზე ასევე პრაქტიკულად სუფთა ფურცლიდან შექმნილები.

18742283_470053236670172_1723256265_o

ვისაც პრობლემები აქვს გლოკის დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმთან, ჩვენ ვურჩევთ ე.წ. სასხლეტის ბუდეს (trigger guard holster) გამოყენებას. სურათზე არის კაიდექსისგან დამზადებული ასეთუ ბუდე, რომელიც ჩვენ ჩვენი ძალების დავამზადეთ. თუ გეზარებათ კაიდექსთან მუშაობა მოემზადეთ გადაიხადოთ 15-25 დოლარი ასეთ მოწყობილობაში, რომელიც დაიცავს სასხლეთ დაჭერისგან. გლოკებისთვის, რომელიც კანონმორჩილი მოქალაქეების საწოლთან ინახება თავდაცვის მიზნით ეს მოწყობილობა არის აუცილებელი. 

 მოგეხსენებათ, გლოკ 26 არის ორ რიგიანი პისტოლეტი და შესაბამისად მას გააჩნია შედარებით სქელი ტარი და საკეტი, გლოკ 26 სისქე შეადგენს 30მმ-ს. ეს არც ისე ბევრია მაგრამ ბევრი გლოკის მოყვარული წლებია ელოდებოდა როდის გამოვიდოდა გლოკი ერთ-რიგიანი მჭიდით და შესაბამისად უფრო შეთხელებული.  მართალია დიდი დაგვიანებით, გლოკმა უპასუხა ამ მოთხოვნებს და გამოუშვა ჯერ .380 კალიბრის გლოკ 42, რომლის სისქე არის 24მმ და მას მალევე მოყვა 6 ვაზნიანი 9მმ-ნი გლოკ 43 რომლის სისქე იყო 26მმ. ორივე ეს პისტოლეტი ასევე ძალიან წარმატებული გახდა კომერციული თვალსაზრისით. გლოკ 42-ზე ვრცელი მიმოხილვა ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ და პისტოლეტმა დაიმსახურა უმაღლესი შეფასება, იმედს ვიტოვებთ რომ მალე გლოკ 43-ზეც ორი სიტყვის დაწერას შევძლებთ.

Stoeger Cougar – გრძელვადიანი ტესტი

Saturday, May 20th, 2017

როგორც გახსოვთ ალბათ, მე არ ვარ თურქული იარაღის დიდი მოყვარული. მიზეზი ამისა არის ის რომ თურქული იარაღი არ არის სტაბილური თავისი ხარისხით და შესრულებით. თურქეთი არ არის “მსროლელი” ქვეყანა სადაც სპორტული სროლა, ნადირობა არის ფართოდ გავრცელებულია ისევე, როგორც თურქეთში პრაქტიკულად აკრძალულია იარაღის ტარება, რის გამოც თურქი მწარმოებლები მეტ წილად არიან დაკავებულები კომპილაციებით და კოპირებით ევროპული თუ ამერიკული წარმოების იარაღების. ცხადია არის იარღები, რომლებიც კარგია. ჩვენ ადრე უკვე ვწერდით Stoeger Cougar-ზე, თურქული წარმოების პისტოლეტზე, რომელიც წარმოადგენს Beretta Cougar-ის ასლს. პისტოლეტი ჩვენ მაშინ ძალიან მოგვეწონა, იმიტომ რომ მისი შესრულება იყო ძალიან კარგი, პისტოლეტს ქონდა ქრომირებული ლულა, ორიგინალური ბერეტას მჭიდები. ჩვენ ხელში ამ იარაღმა თავი კარგად გამოავლინა და ყველას ძალიან მოგვეწონა. მას მერე მე არაერთხელ ხაზი გამისვავს სტატიებშიც და პირად საუბრებშიც რომ იმ ფასიდან გამომდინარე რასაც ითხოვენ მეორად “სტოეგერში” ის არის ერთ ერთი საუკეთესო შენაძენი. ცხადია ბევრს ვინც დაინტერესებულია ამ იარაღის შეძენით აინტერესებს, როგორ გამოავლენს თავს ეს პისტოლეტი გრძელვადიან პერსპექტივაში და ეხლა ჩვენ მოგვეცა საშუალება შეგვესწავლა “სტოეგერი”, რომლიდანაც ნასროლია ყველაზე 8 წლის განმავლობაში დაახლოებით 15 000 ვაზნა. ეს პისტოლეტი იყო ე.წ. “rent gun” ერთ-ერთ სასროლეთზე, რის გამოც მან მიაღწია ასეთ, საქართველოსთვის უჩვეულ “გარბენს”. იარაღი იმყოფება აქტიურ ექსპლუატაციაში, გააჩნია ქარხნული დეტალები, ის არასდროს არ იმყოფებოდა შეკეთებაზე და პატრონების განცხადებით მუშაობს გამართულად. გთავაზობთ ამ პისტოლეტის სურათებს, ჩვენი კომენტარებით.

P1080506

გარედან დაფარვმა კარგად გაუძლო ექსპლუატაციას. დიახ იარაღი დაკაწრულია, ტარზე აქვს ტიპიური “დამღა” რომელსაც ტოვებემ სხვადასხვა მსროლელების საქორწინო ბეჭდები. რამე განსაკუთრებულ, ანომალიურ ცვეთას ადგილი არ აქვს.  თხელი პლასტმასის სალოყეები ასევე აბსოლუტურად საღია, ბზარების და სხვაგვარი დეფექტების გარეშე.

P1080505

ტარის ყელი ასევე საღია, ატარებს ნორმალური ცვეთის ნიშნებს, რომლებიც გამოწვეულია მჭიდის მოტავსება ამოღების მრავალი ციკლებით.

P1080509

ექსტრაქტორის ქვეშ ჩანს რომ დაგროვილია საკმაოდ ბევრი ჭუჭყი, დიდი ალბათობით ის არასდროს  არ მოხსნილა, გამომდინარე იქიდან რომ პისტოლეტიდან სულ ისვრიან ის მუდამ იზეთება და ამის გამოეს მასა არ გამაგრდა. დაასვენე ეს იარაღი რამდენიმე თვე და ის შეწყვიტავს მუშაობას.

P1080490

პისტოლეტის ჩაკეტვის სისტემის ელემენტები. საბრძოლო ბჯენი და დაკლაკნილი კილო რომელშიც ის მოძრაობს არ ატარებენ რაიმე ცვეთის ნიშნებს, რაც მეტყველებს იმაზე რომ ფოლადი მყარია და კარგად ნაწრთობია, ცვეთა ამ ადგილებში გარანტირებულად იმოქმედებდა პისტოლეტის საიმედოობაზე.

P1080499

ჩახმახის ზედაპირი, რომელიც ურტყავს ნემსებს ასევე აბსოლუტურად სწორია და პრიალა, ყოველგვარი დეფორმაციის გარეშე , რაც ასევე მეტყველებს, რომ ეს დეტალი არის საჭირო მარკის ფოლადისგან დამზადებული და შესაბამისად ნაწრთობი.

P1080495

პისტოლეტის ლულა გაბიდნულია ნადებით, ადგილში სადაც ტყვია შედის ხრახნებში, ხრახნების კუთხე თითქოს გადამრგვალებულია, მაგრამ ლულა იმყოფება კარგ დმგომარეობაში, არ გააჩნია კოროზია, თუმცა არ აწყენდა კარგი გაწმენდა მაღალი ხარისხის ლულის საწმენდი სითხეთი და ლატუნის ჯაგრისით. პისტოლეტი იღებდა მინიმალურ საჭირო მომსახურებას და უნდა ვივარაუდოთ რომ ლულის რესურსი სათანადო მოვლის შემთხვევაში იქნება 30 000 გასროლის ფარგლებში, მეტი თუ არა.

შემდგეი ნაბიჯი იყო პისტოლეტის გასინჯვა სროლით. იარაღმა განიცადა მხოლოდ ერთი დაბრკოლება, ბოლო ვაზნა არ მიაწოდა მჭიდიდან ისი მიზეზიც არის უკვე საკმაოდ დარბილებული მჭიდის ზამბარა. მჭიდის ზამბარა იღლება დატენვა დაცლის ციკლებისგან და ცხადია სასროლეთის პირობებში და 8 წლის განმავლობაში ეს ციკლები იყო ძალიან ბევრი. სროლის დროს სუბიექტურად აღინიშნებოდა თითქოს საკეტი “ეკიდება” და მცირეოდენი პაუზის შემდეგ იწყებს წინ მოძრაობას გასროლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე რომ დამაბრუნებელი ზამბარა ალბათ უკვე გამოსაცვლელია. ზამბარის არ გამოცვლა ნიშნავს იმას რომ ენერგია რომელსაც ზამაბარა არ დაახშობს გადავა პისტოლეტის ჩაკეტვის სისტემაზე და ადრე თუ გვიან რაღაცა გატყდება. პისტოლეტის სასხლეტი, მცველი, მჭიდის ღილაკი და საკეტის შემაკავებელი მუშაობს ისე როგორც საჭიროა, მკაფიოდ და არსად არ აღინიშნება ზედმეტი თამაში. ამ მხრივ პისტოლეტი ისე იქცევა თითქოს სულ ახალია.

P1080503

ასეთი ჯგუფი ჩვენ მივიღეთ 15 მეტრიდან სროლისას. 6-8 სმ-ნი ჯგუფები, რაც აბსოლუტურად ადეკვატური სიზუსტეა ასეთი ტიპის პისტოლეტისთვის. ანუ სიზუსტის რაიმე დეგრადაციას ადგილი არ აქვს, თუმცა ეს რომ ზუსტად ვთქვათ უნდა გვენახა ამ პისტოლეტის ჯგუფები როდესაც ის ჯერ კიდევ ახალი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში 7-8 სმ 15 მეტრზე არის დამაკმაყოფილებელი შედეგი.

როგორც ხედავთ Stoeger-მა ღირსეულად გაუძლო ექსპლუატაციას და დაგვიდასტურა რომ ჩვენი შეფასება ამ პისტოლეტის იყო ობიექტური და მართალი. დღეს ეს პისტოლეტები იყიდება მეორად ბაზარზე 1000-1200 ლარის ფარგლებში. მე რომ მჭირდებოდეს 9მმ-ნი პისტოლეტი და ვინმეს შემოეთავაზებინა ეს პისტოლეტი ასეთ მდგომარეობაში, როგორც ის არის და არ ეთქვა რამდენია ნასროლი ამ იარაღიდან, მე ამ იარაღს შევიძენდი 800-900 ლარად. მერე კარგად გავწმინდავდი, გამოცვლიდი მჭიდის და დამაბრუნებელ ზამბარას და ვიქნებოდი კმაყოფილი შენაძენით. ვისაც გაქვთ ასეთი პისტოლეტები, შეგიძლიათ აღარ იდარდოთ მის რესურსზე და გამძლეობაზე.

ჩვენი ტესტი – Norinco M54

Wednesday, March 8th, 2017

რა შეიძლება იყიდო 350 ლარად თბილისში? ფეხსაცმელების წყვილი ალბათ, ქურთუკი ან ძალიან საბაზისო „სმარტფონი“. იარაღის მოყვარულისთვის 350 ლარი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ამ ფასად მეორად ცალ-ლულიან თოფს თუ იყიდი ან თუ გაგიმართლა ნაწვალებ, ჩამოწერილ „მაკაროვს“, რომელსაც დაფარვის აღდგენის პროცესში ორიგინალური წარწერებიც კი არ ექნება შენარჩუნებული.  მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელი აღმოჩნდა ამ ფასად, ბევრად უფრო საინტერესო რამის შეძენა. კონკრეტულად კი „ნორინკოს“, ჩინური წარმოების საბჭოთა “TT”-ს კლონის, რომლებიც ჩვენთან იშოვება როგორც ორიგინალურ კალიბრში 7.62×25, ასევე 9×19-ზე გათვლილი. როგორც კლასიკური „TT“-ს ზუსტი ასლი ასევე ე.წ. „ტოკეჯიპტის“ კონფიგურაციაში, შედარებით უფრო კომფორტული სახელურით და საშინლად მოუხერხებელი და არაესთეტიური მექანიკური მცველით. სწორედ ეს პისტოლეტი ვიყიდეთ ჩვენ 350 ლარად და სწორედ მას კონკრეტულად და ასევე ზოგადად ტოკარევის სისტემის სხვა პისტოლეტებს ეძღვნება ეს სტატია.

ეგრევე უნდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში, რაც მე ვწერ იარაღებზე და კიდე უფრო ადრეც, სანამ ამას ყველაფერს დავიწყებდი, მე მქონდა შესაძლებლობა მესროლა ბევრი “ტოკარევიდან”. მქონდა პირად საკუთრებაში სამი ასეთი პისტოლეტი, საბჭოთა, იუგოსლავიური და ჩინურიც, უკანასკნელი 9მმ-ან ვარიანტში. მე ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვიყავი იმით თუ როგორ მუშაობდნენ “ტოკარევები” ზოგადად და კონკრეტულად ჩემი ამ სისტემის პისტოლეტები. ასე გამოდის რომ “ტტ”-ზე მოდის ლომის წილი პრობლემების, რომლებიც მე მინახია ავტომატურ პისტოლეტებში. პირადი შთაბეჭდილება, რომელიც მე შემექმნა “ტოკარევებთან” ურთიერთობისას ისეთია, რომ ეს პისტოლეტი არის ნედლი და გარკვეულწილად პრიმიტიული იარაღიც კკი, რომელიც თანაც არ არის უსაფრთხო. მაგრამ ამავე დროს უნდა ვაღიარო, არის ამ პისტოლეტებში ისეთი რამე, რაც მაინც მიზიდავს და მაიძულებს ვიყიდო მორიგი “ტოკარევის”. ეს არის მაგალითად უკიდურესად კომპაქტური ზომები ასეთი ძლიერი იარაღისთვის, ასკეტური ფორმა და შესრულება, მარტივი მოწყობილობა, საკმადო საინტერესო ვაზნა და ჩინური პისტოლეტის შემთხვევაში ყველაზე დაბალი ფასი. ამიტომაც როდესაც მორიგი “ტოკარევი” გაჩნდა იმ ფასად რა დროსაც ლარი “ლარობდა” მე ზედმეტი ფიქრების გარეშე ვიყიდე ის, Norinco M54, ორიგინალურ კალიბრში და ორ მჭიდით, 350 ლარად.

ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებს უშვებდა უამრავი ქვეყანა, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩრდილო კორეა, პაკისტანი და ასე შმდეგ,  ხოლო ჩინური „ტოკარევების“ ისტორია იწყება 1951 წელს, როდესაც ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებაში მიიღეს შენგიანგში განლაგებული ნომერ 66 ქარხნის მიერ წარმოებული პისტოლეტი, მოდელი „მ51“. ეს პისტოლეტი იყო საბჭოთა TT-33-ის ზუსტი ასლი და მისი წარმოებისას გამოიყენებოდა, როგორც ადგილობრივი ასევე საბჭოთა წარმოების ნაწილები. 1954 წელს დაიწყო გაუმჯობესებული პისტოლეტის წარმოება ინდექსით M54, რომელიც ამჯერად იყენებდა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ნაწილებს. ლიტერატურაში და ვებ-რესურსებზე წერენ რომ მოდელი 54 იყო გაუმჯობესებული ვარიანტი, მაგრამ რაში მდგომაროებდა გაუმჯობესება მე ვერ დავადგინე ვინაიდან მოდელი 54 ერთი შეხედვით საბჭოთა “ტტ”-ს პრაქტიკულად ზუსტი ასლია. მოდელი 54 ასევე გამოდიოდა შეზღუდული რაოდენობით 9მმ-ან ვარიანტშიც, გათვლილი 9×19 Luger ვაზნაზე.  იმისთვის რომ “ტტ” გახადოთ 9მმ-ნი, მინიმუმ საჭიროა უბრალოდ ლულის და ალბათ დამაბრუნებელი ზამბარის გამოცვლა.

მოდელი 54 კალიბრში 7.62, იყო და შეზღუდულად დღემდე არის, სტანდარტული სამხედრო პისტოლეტი ჩინეთის სახალხო-გამანთავისუფლებელ არმიაში. გარდა ამ მოდელებისა სახელმწიფო საწარმო NORINCO დღემდე უშვებს ანალოგიური კონსტრუქციის კომერციულ 9მმ-ან პისტოლეტებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ინდექსები NORINCO Model 201C, NORINCO Model 213, NORINCO TU-90, NORINCO NP-10, NP-17 და M20, გააჩნია რომელ ქვეყანაში და რა დროს იყიდებოდა. სულ ყველა აგებულია M54-ის ბაზაზე და ცვლილებები მათ შორის ძალიან უმნიშვნელოა. პრაქტიკულად პისტოლეტს დაემატა მხოლოდ მექანიკური მცველი და შედარებით უფრო ერგონომიული სახელურის პანელები. ამ ინდექსებით ეს პისტოლეტები იყიდება პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში და 1993 წლამდე აშშ-იც, სანამ „ნორინკო“ არ მოექცა სანქციების ქვეშ ირანისთვის აკრძალული ტიპის პროდუქციის მიყიდვისთვის და შესაბამისად მისი პროდუქციის იმპორტი აშშ-ში შეწყდა. გარდა ამისა “ნორინკო” აღმოჩნდა ჩართული სკანდალში, რომელიც უკავშირდებოდა ავტომატური იარაღით ამერიკული კრიმინალური ორგანიზაციების მომარაგებას. 1996 წელს ამერიკაში დააკავეს რამდენიმე იარაღით მოვაჭრე, რომელბსაც უპოვეს “ნორინკოს” წარმოების ავტომატური იარაღის მსხვილი პრტიები, რომლის მიყიდვასაც ისინი აპირებდნენ მაფიისთვის და სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებებისთვის. მინიმუმ ერთმა დაკავებულმა დილერმა განუცხადა აგენტებს, რომ ჩინეთის მთავრობა ფლობდა სრულ ინფორმაციას ამ უკანონო გარიგებებზე. მოგეხსენებათ China Northern Industrial Corp. ან შემოკლებულად Norinco, არის ჩინეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმო. საწარმო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის გიგანტური, მასში დასაქმებულია 270 000 მეტი ადამიანი. რა თქმა უნდა ეს ხალხი არ არის მარტო სხვადასხვა იარაღების კლონების წარმოებით დაკავებული და ასევე უშვებს მძიმე შეიარაღებას, ტანკებს და ა.შ.

fa_psl

უნგრული TT-58 გათვლილი 9×19 Luger-ზე  და ცნობილი სახელით “Tokegypt” იყო პირველი 9მმ-ნი ტოკარევი, დამზადებული სპეციალურად ეგვიფტესთვის. „ნორინკოს“ 213-ე  მოდელი პრაქტიკულად „ტოკეჯიპტის“ ასლია.  ერთ-ერთი ვერსიით 213-ე მოდელზე მცველის გაჩენა უკავშირდება აშშ-ში მისი გაყიდვის უფლების მოპოვებასაც. 9მმ-ნი მოდელი 213 ყველაზე გავრცელებული ჩინური “ტოკარევია” საქართველოში. 7.62 კალიბრის M54 გაცილებით უფრო იშვიათია.  

„ნორინკოს“ პისტოლეტები მოხდა ასევე საქართველოში.  ჩვენთან ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი მოდელი არის „213“, 9მმ-ან ვარიანტში, ‘ტოკეჯიპტის“ სტილის სახელურით და მექანიკური მცველით. სამი-ოთხი წლის წინ ასეთი პისტოლეტი შეძენა შესაძლებელი იყო სულ რაღაც 319 ლარად. ამ ფასში მოგივიდოდათ ახალი პისტოლეტი, ერთი მჭიდით, მოთავსებული მუყაოს და პენოპლასტის ყუთში, შომპოლთან და ინსტრუქციასთან ერთად.

003-5

9მმ-ნი Norinco 213 გაყიდული აშშ-ში. “KSI Pomona” არის კალიფორნიული იმპორტიორი კომპანიის დამღა. 

ჩინური კლონების გარდა, საქართველოში ასევე იყო ხელმისაწვდომი, როგორც ორიგინალური საბჭოთა „ტოკარევები“ (ფასი ამ სტატიის დაწერის პერიოდში, 700-900 ლარი ნორმალურ/კარგ მდგომაროებაში მყოფ მოდელში) ასევე იუგოსლავიური წარმოების კლონები, საიდანაც იუგოსლავიური Zastava Arms-ის პისტოლეტები (M57 და მისი მოდიფიკაციები) ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მეორად ბაზარზე, 900-1300 ლარის ფარგლებში. შესაძლებელია საქართველოში მოხდა „ტოკარევების“ კლონები სხვა ქვეყნებიდანაც მაგრამ მე ასეთები არ შემხვედრია. ალბათ ასეთი სხვაობა ფასებში ითხოვს ჩვენგან დეტალურ ახსნას თუ არა კომენტარის გაკეთებას მაინც. საბჭოთა „ტოკარევები“ ბოლო 10 წელი არასდროს არ იყიდებოდა საქართველოში 600 ლარზე ნაკლებად. ბუნებრივია, რომ წარმოშობის გამო ყველაზე დიდი მოთხოვნა და ყველაზე ფართო გავრცელება სწორედ საბჭოთა წარმოების პისტოლეტებს ერგოთ, რომლის იმპორტირებაც საქართველოში ხდებოდა რუსეთიდან და უკრაინიდან. ამავე დროს ვიზუალურად ყველაზე ლამაზი და დახვეწილი პისტოლეტები იუგოსლავიური ‘ზასტავებია“, რაც შედარებითი იშვიათობასთან ერთად განაპირობებს მაგათ მაღალ ფასს. შესრულების მხრივ, საბჭოთა „ტოკარევები“ ძალიან მოიკოჭლებენ. ომის დროს გამოშვებული პისტოლეტი ზოგადად საშინლად დაბალი ხარისხის არიან და ძალიან ცუდათ არიან შესრულებულები. თავის მხრივ ომამდე გამოშვებული და ომის შემდეგ გამოშვებულებს შესრულება აქვთ კარგი, საიდანაც ბოლო წლების (51-52) იჟევსკის გამოშვებები ხარისხით და შესრულებით არიან საუკეთესო საბჭოთა გამოშვების „ტოკარევებს“ შორის (სულ საბჭოთა კავშირში „TT”-ს სამი ქარხანა უშვებდა, ტულის, იჟევსკის და კოვროვის). გამომდინარე იქიდან რომ საბჭოთა ‘ტოკარევები“ „სურპლუსია“ ანუ ყოფილი სამხედრო იარაღებია მათი მდგომარეობა შეიძლება იყოს როგორც კარგი ასევე ნაცვეთი ან უბრალოდ უვარგისი. ჩემი გამოცდილებით საბჭოთა  „ტოკარევები“ ყველაზე პრობლემური პისტოლეტებია საიმედოობის მხრივ, იმიტომ რომ მათი დიდი პროცენტი სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაშია, ხოლო ომის დროს გამოშვებულები ძალიან დაბალი დონის შესრულებით ხასიათდებიან. ყველაფერი ეს ცხადია პირდაპირ მოქმედებს მათ საიმედოობაზე.

DSC08292

იუგოსლავიური „ზასტავა მ57“, კარგი პისტოლეტია, მაგრამ არასტანდარტული ტარი ითხოვს შესაბამის უფრო გრძელ მჭიდებს, რომლებსაც აქ ვერ იშოვით. შედარებით გრძელი და ამის გამო უფრო ერგონომიულ ტარში თავსდება 9 ვაზნიანი მჭიდი. 

IMG_1482

 1952 წელს იჟევსკში გამოშვებული „TT“ გამოირჩეოდა ძალიან მაღალი შესრულების დონით, კარგი სიზუსტით და აბსოლუტური საიმედოობით.

side

ომის დროს გამოშვებული საბჭოთა „TT“. დააკვირდით რამდენად არაზუსტად არის დეტალები დამზადებული. შიგნიდან პისტოლეტი კიდე უფრო უარესად გამოიყურება. ასეთ თუნდაც პრაქტიკულად ახალი პისტოლეტები ხასიათდებიან პრობლემური საიმედოობით და შედარებით ცუდი სიზუსტით.

საქართველოში ცხადია ჩინურ TT-ს არ აქვს განსაკუთრებული სიმბოლური ღირებულება,  მაგრამ ის არის ახალი, ის არის იაფი, ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება  და ის არის როგორც 7.62 ასევე 9მმ-ან კალიბრში. მაგრამ როგორ მუშაობს ის? არის ის კარგი შენაძენი თუ “ჩინური ნაგავია” რომელსაც არ უნდა გაეკარო? სიმართლე გითხრათ ნებისმიერი “ტტ”-ს შეძენისას არ არის არანაირი გარანტია რომ იარაღი უპრობლემოდ იმუშავებს და ამიტომ “ტტ”-ს კაცი თუ იყიდისს, მხოლოდ იმისთვის რომ შეავსოს კოლექცია და/ან იშვიათად ისროლოს მიზანში და დატკბეს გასროლის ხმამაღალი ხმით, იმიტომ რომ ჩემი აზრით სხვა როლში ამ პისტოლეტის წარმოდგენა რთულია. იქნება ბევრი “ტტ”, რომელიც ნორმალურად იმუშავებს მაგრამ იმ “ტოკარევების” რიცხვიც ბევრია, რომელიც არ მუშაობს. როდესაც საუბარია ნებისმიერ ბიუჯეტურ იარაღზე არის შესაძლებლობა რომ გერგოს გაუმართავი პისტოლეტი, ტექნიკური წუნებით ან პირიქით გაგიმართლოს და მიიღო მუშა პისტოლეტი, ასე რომ ასეთი იარაღის შეძენისას ლოტოს პრინციპი ნამდვილად მოქმედებს. ჩვენც გადავწყვიტეთ მეცნიერების და თქვენი ცნობის მოყვარეობის ხათრით ეს ლატარეა გვეთამაშა და ხანმოკლე გაფორმების პროცედურის შემდეგ ჩინური “ტოკარევი” გადმოვიდა ჩვენ საკუთრებაში და ამიტომ სტატია გავაგრძელოთ სწორედ ამ პისტოლეტის აღწერით.

P1080209

ჩვენი მორიგი მიმოხილვის ობიექტი, ჩინური წარმოების „კლასიკური“ კონფიგურაციის Norinco M54. ჩემი აზრით ასეთი პისტოლეტი უკვე გადის საკოლექციო იარაღში, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ კონფოგურაციაში “ნორინკოს” პისტოლეტები ძალიან იშვიათია.

როგორც უკვე აღვნიშნე, მოდელი M54 არის ყველაზე სასურველ, კლასიკურ კონფიგურაციაში, საბჭოთა ტიპის სახელურით და მექანიკური მცველის გარეშე. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ დეტალების გარკვეული თავსებადობაც უნდა იყოს. პისტოლეტი უპრობლემოდ იღებს საბჭოთა წარმოების მჭიდებს, რაც კარგია იმის გათვალისწინებით, რომ ის იყიდება როგორც წესი ერთი მჭიდით. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ერთი მოდელის პისტოლეტებს შორის სრულად თავსებადი დეტალების წარმოება პრობლემური იყო ასე, რომ თუ “ნორინკოს” რამე გაფუჭდა წავა საბჭოთა წარმოების დეტალი, რომელსაც შეიძლება მცირე მორგება დაჭირდეს. პისტოლეტი მარცხენა მხარეს დატანილია საკმაოდ ლამაზად შესრულებული სერიული ნომრები და საფირმო წარწერები “ნორინკოს” ლოგოთი. სავაზნე გარედან ასევე მარკირებულია შესაბამისი კალიბრით. მეტი მარკირებები ან დამღები პისტოლეტზე არ არის.

ტექნიკურად „ტტ“ აგებულია კოლტ-ბრაუნინგის სქემით, საიდანაც მას ერგო ჩაკეტვის სქემა ლულის ირგვლივ  განლაგებულ ორი საბრძოლო ბჯენის და საყურის გამოყენებით, რომელშიც გაყრილია საკეტის შემაკავებლის ღერძი. საკეტის წინა ნაწილში განლაგებულია “ბუშინგი”, რის გამოც “ტოკარევს” ერგო “კოლტ-ბრაუნინგის” დაშლის შედარებით რთული ალგორითმი. მოსახსნელ მჭიდში ჩადის 8 ვაზნა და ის ადვილად იშლება გასაწმენდად. ჩვენ პისტოლეტს მოყვა ორი მჭიდი, ერთი ორიგინაკური ჩინური და ერთიც საბჭოთა წარმოების. პისტოლეტი დაფარულია თხელი შავი ოქსიდირებით ხოლო ლულა რომლის სიგრძე 116მმ-ია ოქსიდირებული არ არის. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ტრადიციული, ერთმაგი მოქმედების არის. პისტოლეტს აქვს მხოლოდ ერთი მცველის ფუნქცია, ანუ ნახევრად-შეყენების შესაძლებლობა. ეს პისტოლეტი 1933 წელს დაიბადა, ხოლო იმ დროს ავტომატური მცველები დიდი იშვიათობა იყო ამიტომაც დიდი სიფრთხილე გმართებთ ასეთ იარაღებთან ურთიერთობისას. არსებული ლეგენდის თანახმად სემიონ ბუდიონიმ უბრძანა ტოკარევს ამოეღო კონსტრუქციიდან ავტომატური მცველი, რომელიც ჩაკეტავდა დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, თუ ტარს ხელს გაუშვებდი. ეს საკმაოდ საინტერესო მოთხოვნაა, იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ში 1911 წლის „კოლტზე“ ასეთი მცველი გაჩნდა სწორედ კავალერისტების მოთხოვნით, როგორც უსაფრთხოების აუცილებელი ელემენტი. მე ვერ მოვიპოვე „ტოკარევის“ სურათი ავტომატური ტარის მცველით. შეიძლება ეს ისტორია უბრალოდ ლამაზი ლეგენდაა და მცდელობა მისი კონსტრუქტორის ფიოდორ ტოკარევის აშკარა შეცდომის სხვაზე გადაბრალების. ასე რომ გაითვალისწინეთ, “ტოკარევი” არ არის უსაფრთხო იარაღი! ხოლო ჩახმახი უნდა იუოს ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში თუ ვაზნა სავაზნეშია, თუ ის ბოლომდე დაშვებულია, მსუბუქი დარტყმაც საკმარისია რომ იარაღმა გაისროლოს. ნახევრად შეყენებული ჩახმახით პისტოლეტზე იბლოკება საკეტი და მისი გამოწევა უკან შეუძლებელია. ეს ნორმალურია. თუ ნახევრად-შეყენებულ ჩახმახზე საკეტის გახსნა შესაძლებელია ესეიგი პისტოლეტი გამოსულია მწყობრიდან.  ტყვიის გავარდნის საფრთხის გამო იქ სადაც აღელვებდათ ადამიანის სიცოცხლე „ტოკარევის“ ტარება ვაზნით სავაზნეში იყო აკრძალული. არსებული ლეგენდის თანახმად კრიმინალისტიკის საბჭოთა სახელმძღვანელოში აღწერილი იყო “ტტ”-თან დაკავშირებული უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ტიპიური ჭრილობის და განგებ მიყენებული (самострел) ჭრილობის იდენტიფიცირების და გამორჩევის მეთოდოლოგია. არც სამეგობროში არ აღმოჩნდა პრობლემა მომეძებნა ხალხი, რომელიც გახდნენ მომსწრეები როგორ გაისროლა დავარდნილმა “ტოკარევმა” “თავისით”. სწორედ ამიტომ მე არავის არ ვაძლევ რეკომენდაციას განიხილოს ეს პისტოლეტი როგორც თავდაცვის ან სამსახურეობრივი იარაღი.

მიუხედავად ამისა მაინც, თავისი დროისთვის „ტოკარევი“ ითვლებოდა კარგ პისტოლეტად. კოლტ-ბრაუნინგის ავტომატიკის სქემის და 1903 წლის ბრაუნინგის ერგონომიკის დიზაინის გამოყენებით, ის გამოირჩეოდა სიმარტივით, ლაკონური ფორმებით, იყო თხელი და ვაზნების გარეშე იწონიდა 850 გრამს (სავსე მჭიდით 940 გრამს) და იყენებდა ძლიერ ვაზნას. კონსტრუქციის თავისებურებებს ასევე განეკუთვნებოდა ცალკე შესრულებული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდული, რომლის ამოღება და გაწმენდა ადვილი იყო. ასევე საბრძოლო ზამბარა განთავსებული ჩახმახის შიგნით, ხოლო ტარში დარჩა მასიური ბრტყელი ზამბარა რომელიც ასრულებდა სასხლეტის დამაბრუნბლის ფუნქციას. პისტოლეტის აქილევის ქუსლიც სწორედ საბრძოლო ზამბარა არის, განთავსებული ჩახმახის შიგნით, ის დიდ დატვირთვებს განიცდის და მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები არც ისე ცოტაა.  არ არის რეკომენდირებული მშრალად სროლაც, რომ არ გატყდეს დამრტყმელი ან ის ღერძი, რომელიც მას საკეტში აქვს გაყრილი და დამრტყმელს იჭერს.

P1080197

პისტოლეტის შესრულება არის დამაკმაყოფილებელი. შიგნიდან პისტოლეტი უხეშად არის დამუშავებული მაგრამ დეტალების მორგება კარგია, არაფერი არ თამაშობს, არ ხმაურობს, საკეტის და ლულის მორგება კარგია, მჭიდი მჭიდროდ ზის ტარში, ტარის პანელებიო მყარად არის დამაგრებული. პისტოლეტი ტოვებს “მყარი” საიმედო იარაღის შთაბეჭდილებას.  

ორი სიტყვით მინდა ასევე შევეხო პისტოლეტის შესრულების ხარისხს. ის ნამდვილად ვერ შეედრება „ზასტავის“ მიერ წარმოებულ პისტოლეტებს. ყველგან ეტყობა ინსტრუმენტის კვალი, დაფარვა არ არის საუკეთესო, შეიძლება სულ ახალ პისტოლეტს ქონდეს ნაკაწრები ან თუნდაც დაფარვის დეფექტები, მაგრამ ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებშია, რაც ასეთი ფასის იარაღზე დასაშვებია. რაც მთავარია როგორც წესი ეს პისტოლეტები მუშაობენ პირდაპირ კოლოფიდან და ქლიბით დამუშავებას არ ითხოვენ. ასევე ეს პისტოლეტები გაცილებით უფრო უკეთესად გამოიყურებიან ვიდრე ომის დროს გამოშვებული საბჭოთა „ტოკარევები“. ასე რომ შესრულებით “ნორინკო” დგას „ზასტავას“ და ომის დროინდელ საბჭოთა „ტოკარევებს“ შორის და თითქმის ისეთივე კარგია როგორც ბოლო წლების საბჭოთა „ტოკარევები“. აღსანიშნავია, რომ  „ნორინკოს“ ძალიან კარგი ხარისხის ლულები აქვთ. რაც მე მინახია, უმეტესობას სუფთა პრიალა ლულის არხები და სავაზნეები ქონდა.  ასეთ ლულებს საბჭოთა „ტოკარევებზე“ იშვიათად თუ წააწყდებით ამიტომ ხშირად მფლობელს გონია რომ ჩინური “ტტ”-ს ლულები ქრომირებულია მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. არსებობს ინფორმაცია რომ ლულები იმ პისტოლეტებზე რომლებიც მიეწოდება ჩინეთის არმიას ქრომირებულია, მაგრამ ამის მყარი მტკიცებულება მე ვერ მოვიპივე. ასევე არსებობს მონაცემები რომ უახლესი 9მმ-ნი “ტოკარევების” ლულებიც ქრომირებულია, ყოველ შემთხვევაში ასე წერია კანადაში ნორინკოს იმპორტიორი კომპანიის ვებ-გვერდზე მაგრამ ყველა “ნორინკოს”, რაც მე მინახია ქონდა სუფთა პრიალა ლულა და არ ქონდა ქრომირება.

დანარჩენში „ნორინკო“ არის ტიპიური „იმ” ეპოქის პისტოლეტი. იმ ეპოქის, როდესაც სწრაფი გადატენვები და ტაქტიკურ-პრაქტიკული სროლის ტექნიკები ჯერ არ იყო გამოგონილი. პისტოლეტი ცოტათი უხეშია, ვიწრო და მოკლე ტარი ხელში არ ზის კარგად, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი მუშაობს მკაფიოდ. მჭიდის ღილაკი, საკეტის შემაკავებელი, ჩახმახი, მკაფიო „კლიკით“ გატყობინებენ თავიანთი მდგომარეობის შესახებ. მჭიდები თავისუფლად თავსდება პისტოლეტში და ასევე თავისუფლად ვარდება გარეთ მჭიდის ღილაკზე დაჭერის შემდეგ. კი კუთხეები პისტოლეტს ბასრი აქვს, დიახ სახელური ისეთი ერგონომიული არ არის, ცოტა მეტი ძალა გინდა რომ საკეტი უკან გამოწიო, მაგრამ მერე მაინც გახსენდება რა დაგიჯდა ეს პისტოლეტი და ასევე ის, რომ 7.62×25 ფოლადის გულით ხვრეტს სტანდარტულ რბილ ჯავშან-ჟილეტებს. ხვდები რომ ეს არ არის “ჯიბის” კალიბრის პიტოლეტი.  უყურებ მის სუფთა, ლაკონურ ფორმებს და ჩამოთვლილ ნაკლოვანებები უკვე ისე არ იქცევენ ყურადღებას. დიახ, ლაკონურობა, სიმარტივე და მცირე გაბარიტები, უფრო სწორედ პისტოლეტის სითხელე, არის ის რაც ყოველთვის მხიბლავდა “ტოკარევის” პისტოლეტში. გარდა ამისა მხილავს ისიც რომ ასეთ იაფ იარაღში ყველა დეტალი დამზადებულია ფრეზირების მეთოდით რაც დღეს ბიუჯეტურ იარაღში უბრალოდ აღარ ხდება. ძალიან ბევრს ხიბლავს ასევე 7.62×25 კალიბრის ვაზნაც, რომელიც “ტოკარევის” ორიგინალური და ალბათ ყველაზე გავრცელებული კალიბრია. ის პრაქტიკულად ზუსტი ასლია გერმანული 7.63×25 ვაზნის, იგივე .30 Mauser Automatic-ის, რომლის შემქმნელებიც არიან ძმები ფედერლეები, და შექმნეს მათ ეს ვაზნა 1896 წელს C96 ტიპის, მაუზერის კონსტრუქციის პისტოლეტისთვის. ბოთლის ფორმის მასრაში მოთავსებული იყო 86 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვია, რომელსაც გააჩნდა საწყის სიჩქარე 440 მ/წ-ის ოდენობით და ენერგია 545 ჯოულის ოდენობით. იმ დროისთვის და ეხლაც, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები იყო. რუსეთში და შემდგომ საბჭოთა კავშირში მაუზერის პისტოლეტები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და ამიტომაც  ეს ვაზნა აარჩიეს, როგორც სტანდარტული პერსპექტიული პისტოლეტ-ტყვიამფრვევისთვის და პისტოლეტებისთვის, რომლებიც საბჭოთა არმიას უნდა მიეღო მომავალში შეიარაღებაში. გარდა ამისა ამ არჩევანს ქონდა ასევე კონკრეტული ეკონომიკური მიზეზებიც. პისტოლეტის, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების, ტყვიამფრქვევბის და შაშხანების ლულების წარმოება შესაძლებელი იქნებოდა ერთი და იგივე დაზგა-დანადგარებზე რაც ამცირებდა დიდი ჯარის გადაიარაღების და მომარაგების ხარჯებს. არსებული მონაცემებით ახალი ვაზნის წარმოებისთვის საბჭოთა კავშირმა შეიძინა აუცილებელი დანადგარები და ლიცენზია გერმანიაში, პირდაპირ DWM-სგან. 30-ან წლებში, ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ამ ვაზნას ეძახდნენ 7.62 კალიბრის მაუზერის ვაზნას. ზომებით ის პრაქტიკულად იდნეტურია მაუზერის ვაზნის, უბრალოდ იყენებს ბერდანის ამაალებლებს. უკვე 1953 წლიდან სსრკ-ში შეიარაღებაში მიიღეს ახალი ტიპის უფრო “ეკონომიური” ვაზნა, ბიმეტალის მასრით და ფოლადის გულით, ხოლო 53 წლამდე გული ტყვიის იყო. ითვლება რომ საბჭოთა ვაზნები შედარებით ძლიერი მუხტით არიან და შესაბამისად მეტი ენერგია აქვთ, ამიტომ მათი გამოყენება მაუზერის ვაზნაზე გათვლილ, განსაკუთრებულად ძველ იარაღებში არ არის რეკომენდირებული. ამის მიზეზი ჩემი აზრით გარდა უფრო დიდი წნევისა, ასევე არის ის რომ მასრა ბიმეტალის არის რაც მეტად ტვირთავს ექსტრაქტორს, ხოლო საბჭოთა დენთი არასტაბილურობით გამოირჩევა და შესაძლებელია წნევა კიდე უფრო მაღალ მაჩვენებელზე ადიოდეს ვიდრე ეს მითითებულია სპეციფიკაციებში, ასე რომ აქაც მოქმედებს დაუწრელი კანონი: საბჭოთა ვაზნები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ საბჭოთა იარაღში. ვისაც გაქვთ ორიგინალურ მაუზერის ვაზნაზე გათვლილი იარაღი, თუ ვერ შოულობთ ორიგინალურ ვაზნებს, გამოიყენეთ კომერციული, ახალი გამოშვების „ტოკარევის“ ამუნიცია და ისიც თუ იარაღი კარგ მდგომარეობაშია. შესაბამისად მაუზერის ვაზნების გამოყენება უპრობლემოდ შესაძლებელია „ტოკარევებში“, თუმცა ჩემი რჩევა იქნება თუ გაქვთ ორიგინალური მაუზერის ვაზნები, იპოვეთ C96-ის პატრონი და გადაუცვალეთ ეს ვაზნები მას.

რუსები რატომღაც თვლიან რომ 7.62TT-მ ჯერ კიდევ არ ამოწურა თავის პოტენციალი მაგრამ ჩემი აზრით ეს ასე არ არის. როგორ შეიძლება ვაზნამ, რომელიც დაიბადა 1896 წელს და დიდი ხნის წინ მოიხსნა შეიარაღებიდან, უწოდო პერსპექტიული? ბალისტიკაში არაფერი მუქთად არ არის. პირველ რიგში ტყვიის პატარა წონა ზღუდავს ამ ვაზნის ეფექტურობას, მისი დიდი სიგრძე ითხოვს შესაბამისად დიდ სახელურს. “ტტ-ს ვაზნის” ნაქები შეღწევის და გახვრეტის უნარი საერთოდ არასასურველი პარამეტრია სამოქალაქო იარაღისთვის.  ”ტოკარევი” ვაზნებით ფოლადის გულებით არის უბრალოდ სახიფათო ქალაქში. გასროლის ხმა და უკუცემა სუბიექტური შეფასებით უფრო დიდი ვიდრე 9×19 ვაზნის შემთხვევაში.  თანამედროვე მუხტები ექსპანსიური ტყვიით პრაქტიკულად არ იწარმოება. alloutdoor-მა ჩაატარა ტესტები იუგოსლავიური ექსპანსიური ვაზნებით და დაადგინა, რომ ჟელატინში 7.62 კალიბრის ტყვია ისეთივე ჭრილობის არხს ქმნიდა როგორც  .45 კალიბრის მთლიანად გარსით დაფარული ტყვია, მაგრამ შეღწევა იყო ნაკლები (რაც ბუნებრივია ექსპანსიური ტყვიისთვის რომელიც ამ კალიბრის შემთხვევაში თანაც ძალიან მსუბუქია). ხსენებულმა გამოცემამ ჩათვალა, რომ ეს ვაზნა ასეთ კონფიურაციაში ადეკვატურია თავდაცვისთვის. სამწუხაროდ ამ კალიბრის ექსპანსიური ვაზნის შოვნა საქართველოში და ალბათ დანარჩენ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია. მთლიანად გარსით დაფარული ტყვიის ტერმინალური ეფექტურობა თუნდაც ტყვიის გულით, არის საკმადო მცირე, რაც დასტურდება მეორე მსოფლიო ომში მიღებული გამოცდილებით.ყველაფერი ამის გამო ეს კალიბრი დღეს პრაქტიკულად მკვდარია. რომ არა მეორადი „ტოკარევების“ დიდი რაოდენობა, მისი წარმოებაც საერთოდ დიდიხანია შეწყდებოდა.

ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს, რაღაც გაძლიერებულ ვაზნებზე, რომლებიც გამოიყენებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში და თუ გაისროდი მას პისტოლეტიდან ის გაიბზარებოდა, აფეთქდებოდა, გაფუჭდებოდა, გააჩნია ამ მითის რომელ რედაქციას კითხულობთ.  ოფიციალურად ასეთი განსაკუთრებული ვაზნა საბჭოთა კავშირში არასდროს არ არსებობდა, რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით П-41 ტიპის ჯავშან-გამტან ვაზნას, მაგრამ ასეთი ვაზნა აღჭურვილია შესაბამისად მარკირებული ტყვიით, რომლის თავი შეღებილია შავად წითელი ზოლით და ის არ აგერევათ სტანდარტულ ვაზნებში. ბევრად უფრო არეული მდგომარეობაა სხვა ქვეყნენში წარმოებულ ვაზნებთან. წერდნენ ბულგარულ და ჩეხურ ვაზნებზე ძალიან მაღალი წნევებით, რომელთა ტყვიის საწყისის სიჩქარე აღწევდა 500 და 560 მეტრს წამში. დეტალური ექსკურსი „ტოკარევის“ ამუნიციაში ცალკე სტატიის თემაა, მითუმეტეს თუ ეს ვაზნა ამდენიხანი არსებობს, ამიტომ ერთი რჩევით შემოვიფარგლები მხოლოდ, თუ იარაღს და პრინციპში საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებით, გაურკვეველი წარმოშობის ძველი ვაზნების გამოყენება არ არის კარგი იდეა. თუ სერიოზულად ხართ განწყობილები გამოიყენეთ ქრონოგრაფი, რომ დაადგინოთ ტყვიის საწყისი სიცქარე მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძველი გამოშვების ვაზნებში პარტიებს ან თუნდაც ერთი და იგივე პარტიის ვაზნებში სხვაობა საწყის სიჩქარეში შეიძლება იყოს ძალიან დიდი.  ინტერნეტი სავსეა “ხორორ ისტორიებით” დანგრეულ, გაბზარულ და აფეთქებულ 7.62 კალიბრის პისტოლეტებზე (ძირითადად “ტტ” და CZ52, ორი ყველაზე გავრცელებული პისტოლეტი ამ კალიბრში). ჩემი დაკვირვებით ყველაზე მეტი ასეთი ისტორია უკავშირდება ბულგარეთში გამოშვებულ ვაზნებს.

ბუნებრივია ამ სტატიისს მკითხველს აინტერესებს ამართლებს ჩინური “ტოკარევი” თუ არა, ანუ როგორ ისვრის ის? არის ის საიმედო? იდეაში გრძელი სამიზნე ხაზი (156მმ), სწრაფი ტყვია სწორი ტრაექტორიით და ერთმაგი მოქმედების სასხლეტი ქმნიან კარგ კომბინაციას შორს მსროლელი და ზუსტი პისტოლეტისთვის, მაგრამ პისტოლეტის შესრულების ხარისხი ამას ხელს უშლი. მოუხერხებელი ტარი და მძიმე სასხლეტი არ უწყობენ ხელს ზუსტ სროლას. საიმედოობას რაც შეეხება, სამწუხაროდ ასევე დადასტურდა, რომ უფასო (ან იაფი) ყველი მარტო ხაფანგში თუ მოიძებნება. პირველი გასროლებიდან ცხადი გახდა რომ პისტოლეტს პრობლემები აქვს.  ყოველ 6-7 გასროლაზე, არ ხდებოდა მასრის ბოლომდე ექსტრაქცია. სხვა პრობლემა მას არ ქონდა. პისტოლეტი უნდა აღინიშნოს რომ არ ითხოვდა გასწორებას, ზომიერად ზუსტად ისროდა და რომ არა პრობლემები საიმდოობასთან მე ვიტყოდი რომ პისტოლეტი დამაკმაყოფილებლად მუშაობდა. სამიზნე მოწყობილობები იმ ეპოქისთვის ტიპიურია, პარტრიჯის ტიპის, საკმაოდ მაღალი თარაზოთი და თხელი კორით. ბუნებრვივია ცუდი განათების პირობებში მათი გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ მიზანში სროლისას განათებულ ტირში მათი ზომები და ფორმა არ ქმნიდა დიდ პრობლემას. უკუცემა იყო დიდი, არაკომფორტული და მისი მოთვინიერება მოუხერხებელი, მოკლე ტარის გამო იყო ძნელი,  ხოლო გასროლის ხმა იყო ძალიან მაღალი. ამის გამო ერთი ხელიდან ზუსტი სროლა ასევე იყო საკმაოდ რთული.  ჩინურ პისტოლეტს ოდნავ შეცვლილი აქვს ჩარჩოს ფორმები რის გამო სროლისას პისტოლეტი იკბინებოდა, ანუ კანი ყვებოდა ჩახმახის ქვეშ. ეს დამახასიათებელია ბევრი “ტტ-ს” კლონისთვის, რომელზეც ტარი ისეა შესრულებულია რომ პისტოლეტი ოდნავ ღრმად იჯდეს ხელში.

17193771_432461823762647_20757258_o

ასე გამოიყურება სამიზნე 15 მეტრიდან ორი ხელით სროლის შემდეგ.  დიდი არაფერი შედეგი არ არის მაგრამ საბრძოლო ან თუნდაც თავდაცვითი იარაღისთვის ასეთი შედეგიც მისაღებია. (ვაზნები S&B 90gr FMJ)

უნდა ითქვას, რომ მორალურად ჩვენ მზად ვიყავით პრობლემებისთვის, ამიტომ დიდად არ გაგვიკვირდა როდესაც “ნორინკომ” შემოგვთავაზა გამოცანა, რომლის ამოხსნაც მოგივწევდა. როდესაც პისტოლეტი ჭედავს, უნდა დავრწმუნდეთ პირვლ რიგში, რომ ეს არ არის ვაზნის ან დეფექტური მჭიდის ბრალი. გამომდინარე იქიდან რომ პისტოლეტი ჭედავდა ორივე მჭიდზე და ორივე ვაზნით რაც ჩვენ გვქონდა (უკრაინული და ჩეხური S&B), შეგვეძლო თამამად გამოგვერიცხა ეს ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზი რომელიც იწვევს დაბრკოლებებს ავტომატურ პისტოლეტში. შემდეგ უნდა დააკვირდეთ პისტოლეტიდან გასროლის და გადატენვის ციკლის კონკრეტულად რა ეტაპზე ხდება  დაბრკოლება. ჩვენ შემთხვევაში მასრა ან ბოლომდე ან ნაწილობრივ ტოვებდა სავაზნეს, მაგრამ არ ხდებოდა მისი ეჟექცია, ანუ რაღაც მიზეზის გამო საკეტს, ექსტრაქტორის საშუალებით ვერ “მიქონდა” მასრა ეჟექტორამდე და შესაბამისად ის რჩებოდა პისტოლეტში. ჩემი აზრით საქმე იყო ან ზედმეტად ვიწრო სავაზნეში, ან ექსტრაქტორის სუსტ ზამბარაში ან უბრალოდ საკეტი ბოლომდე უკან ვერ მიდიოდა და მასრას ვერ “აჯახებდა” ეჟექტორს. იმისთვის რომ დაგვედგინა სავაზნის მდგომარეობა ჩვენ დავათვალიერეთ მისი ზედაპირი რაიმე დეფექტის არსებობის საგანზე, დეფორმაცია, ღრმა ნაკაწრი, კოროზია. არაფერი ისეთი რაც შეიშლიდა ვაზნის ექსტრაქციას ჩვენ არ აღმოვაჩინეთ. გასროლილი მასრებიც ჩვეულებრივად თავსდებოდა სავაზნეში. მასრები არ იყო გაბერილი, არც რკალზე არ ქონდა დაზიანებები რაც მიგვანიშნებდა რომ ექსტრაქტორი ახტებოდა მას ან გლიჯავდა, გაჭედილი მასრის ამოღების მცდელობისას. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ზომიერად გავაპრიალეთ სავაზნის ზედაპირი. თუ რამის გამოსწორების აუცილებლობა არ არის დადასტურებული, ჯობია ეს არ გააკეთოთ, მაგრამ ჩვენ შეზღუდულები ვიყავით ვაზნების რაოდენობაში რომელიც 2 ლარი ღირს და ასევე ტესტირების ამბავშიც, რომელიც უნდა მოხმდარიყო უკვე იარაღის ახალ მფლობელზე გადაფორმების შემდეგ, ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიგვეღო ზომები დაბრკოლების ყველა შესაძლო მიზეზის აღმოსაფხვრელად. ასე, რომ სავაზნე გაპრიალდა. შემდეგ მოვხსენით იარაღს ექსტრაქტორი რომელიც დამაგრბულია საკეტში ერთი ვერტიკალური შტიფტით. სიმართლე გითხრათ როდესაც ვნახეთ მისი ზამბარა, უბრალოდ სიცილი აგვიტყდა. ეს იყო მინიატურული, იმდენად პატარა და სუსტი ხვეული ზამბარა რომ ალბათ მოუხდებოდა საათის მექანიზმს და არა საბრძოლო იარაღს. ამიტომ ზამაბარა შეიცვლა უფრო ხისტი და ძლიერით. ძლიერი ზამბარა ახშობს ექსტრაქტორის ვიბრაციას გასროლის მომენტში და ამცირებს ალბათობას რომ ის ამ ვიბრაციისას უბრალოდ აცდება მასრის რკალს და საკეტი დაიძვრება უკან უკვე მასრის გარეშე. ზამბარის გამოცვლის შემდეგ მოვიდა ჯერი გაგკვერვკია, მიდის თუ არა საკეტი ბოლომდე და აღწევს თუ არა მასრა ეჟექტორამდე.

tteje

“ტოკარევში” ეჟექტორის როლს ასრულებს ეს ადგილი დამრტყმე;-სასხლეტი მექანიზმის კორპუსზე. იაფი და ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, რომელიც მეორეს მხრივ ართულებს მის “ტუნინგს” ეჟექციის სასურველი ხასიათის მისაღწევად.

შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მე მომეჩვენაб რომ ზამბარა “ნორინკოში” იყო მეტის-მეტად გრძელი. ამის გამო მისი მოთავსება პისტოლეტში იყო ძალიან რთული და ხელი რომ აგეშვათ ის თუნდაც ბოლომდე მოთავსებული შიგნით , მაინც აიხვეოდა და ამოხტებოდა გარეთ. ჩემი ვარაუდით გასროლის მომენტში ის ისე იხვეოდა შიგნით, რომ არ აძლევდა საკეტს ბოლომდე მისვლის საშუალებას. ამ პრობლემის შესახებ მე ნეტში ადრეც წამიკითხავს და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ხდებოდა ორი სამი ნახვევით ზამბარის დამოკლება. ჩვენც იგივე გავაკეთეთ. ამით ჩვენ ვუპასუხეთ პრაქტიკულად ყველა მიზეზს, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ასეთი ტიპის დაბრკოლება.

არ ვიცი რა იყო ზედმეტი და რა იყო საჭირო, იმიდან რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ პისტოლეტი “ჯადოსნურად” ამუშავდა.  ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რასაც ჩვენ არაერთხელ გვითქვავს ბლოგის “ფეისბუქის” გვერდზე და ასევე სტატიებში. ასეთი იაფი იარაღების შეძენისას მყიდველი უნდა მორალურად მზად იყოს პრობლემებისთვის და იცოდეს როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები. თუ თქვენ არ გესმით კარგად, როგორ მუშაობს იარაღი, თუ გეზარებათ ამაში გარკვევა, არ გაქვთ სათადარიგო ზამბარების, ხრახნების, შტიფტების მარაგი და ინსტრუმენტების მინიმალური ნაკრები, ჯობია იყიდოთ თანამედროვე  იარაღი მწარმოებლისგან კარგი რეპუტაციით ან იარაღი გარანტიით,  დარწმუნდით, რომ ის მუშაობს და თუ არა, დააბრუნეთ და აიღეთ სხვა. ასევე მინდა გითხრათ, რომ იარაღის საკუთარი ძალებით რემონტი ყოველთვის არის სერიოზული რისკი, ამიტომ შეხედეთ ამ მონაყოლს, როგორც საინტერესო და სახალისო ისტორიას და არა როგორც ინსტრუქციას “ტოკარევის” შეკეთების ან “ტუნინგის” ან თუნდაც, როგორც მოწოდებას ჩაძვრეთ იარაღის შიგნით, ქლიბოთ და აპრიალოთ ყველაფერი. თუ იარაღი მუშაობს, მისი ხელის ხლება არ შეიძლება. საუკეთესო არის კარგის მტერი, როგორც რუსები იტყვიან და ამაში მე თავად არაერთხელ დავრწმუნდი როგორც თავად ასევე სხვის მაგალითებზე.  ასე “გაუმჯობესებული” და შედეგად გაფუჭებული იარაღიც ბევრი მინახია, ასე რომ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილბელობა არ არის და კარგად არ გემსით რას აკეთებთ, იარაღს ხელს ნუ ახლებთ. იმ მცირე რაოდენობით წარმოდგენილი იარაღის ენთუზიასტებისთვის, რომლებიც ერკვევიან იარაღების მოწყობილობაში და აქვთ უნარები მექანიზმების შეკეთების და რკინასთან მუშაობის, ასეთი “ნორინკო” ცხადია იქნება ნამდვილი საჩუქარი. იაფად ყიდულობ საინტერესო პროექტს, “project gun”, როგორც ასეთ იარაღს უწოდებენ ამერიკაში და იღებ სიამოვნებას მის წესრიგში მოყვანით. ხელზე კბენის პრობოლემის მოგვარებაც იყო შესაძლებელი ჩარჩოზე კუთხის დაქლიბვით მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტის დატოვებას არ ვაპირებდით გადავწყვითეთ ეს აღარ გაგვეკეთებინა.

tthammerbite

სურათიდან კარგად ჩანს სხვაობა საბჭოთა (მარცხნივ) და მის რუმინულ კლონს შორის. გამომდინარე იქიდან რომ “ნორინკოზე” ისევე როგორც რუმინულ “ტოკარევზე” ჩახმახი ექცევა ხელათან უფრო ახლოს, ადგილი აქვს მსუბუქ “კბენას”. ჩარჩოს ან თუნდაც ჩახმახის მცირე დაქლიბვით ადვილად შესაძლებელია ხელზე კბენის პრობლემის მოგვარება. 

გამომდინარე იქიდან, რაც მე უკვე დავწერე, ვგულისხმობ კალიბრის თავისებურებებს და ასევე იმას, რომ “ტტ” არ არის უსაფრთხო, მე ვერ გაუწევ მას რეკომენდაციას, როგორც იარაღს რომელსაც შეიძლება ანდო თავისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ეს პისტოლეტი ასევე არ გამოირჩევა დიდი რესურსით. რამდენადაც ჩვენ დავადგინეთ 7.62 კალიბრის ნორინკოს ინსტრუქციაში ლულის  მითითებული რესურსი შეადგენდა 8 000 გასროლას რაც ძალიან ცოტა არის თუმცა ცხადია რომ გარანტირებულ და რეალურ რესურს შორის შეიძლება იყოს უშველებელი სხვაობა. პირადად ჩემი აზრით “ტოკარევი” მექანიკურად პრობლემურია, მისი შესრულება და ხარისხის კონტროლი არ გამორიცხავს ალბათობას, რომ თქვენ ხელში მოხვდება იარაღი წუნით. პისტოლეტს აქვს ძალიან საშუალო ერგონომიკა. ჩინური, საბჭოთა და იუგოსლავიური “ტოკარევები” არ არიან საიმედო პისტოლეტები, იმიტომ რომ ბევრი მინახია რომელიც არ მუშაობდა, თუმცა ვიზუალურად პისტოლეტებს არ ეტყობოდა ცვეთა. ჭედავდა ასევე სულ ახალი და ლამაზი “ზასტავაც”. შედარებისთვის, მე პრაქტიკულად არ მინახია “მაკაროვი”, რომელიც არ მუშაობდეს. ჩემმა მეგობარმა ერთხელ იყიდა ასეთი “დაფეხვილი” “მაკაროვი”, უხეშად აღდგენილი დაფარვით, მჭიდი იყო დეფორმირებული, ამობურცული წინა მხარეს, რაც მეტყველებდა რომ ის ძალიან დიდი ხანი გამოიყენებოდა. სავაზნეს უკანა ნაწილი დაჭეჭყილი იყო საკეტის დარტყმისგან, რაცუკვე მეტყველებდა, რომ პისტოლეტიდან მრავალი  ათასი ვაზნა იყო ნასროლი და მაინც, ის მუშაობდა. ასე, რომ ჩვენი აზრით “ტოკარევი” 7.62 კალიბრში არის, საკოლექციო, გასართობი ე.წ. “range gun” და თუ სხვა გამოსავალი არ არის პატრონსაც დაიცავს, რა თქმა უნდა თუ გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაშია. თუ გინდათ იარაღი თავდაცვის მიზნით, იგივე “მაკაროვი” დაჯდება 100-200 ლარით მეტი, მაგრამ ბერვად უკეთესი იარაღიც იქნება. თავის ფასში “მაკაროვს” საერთოდ ალტერნატივა არ აქვს.

საბოლოო ჯამში ჩვენი პატარა თავგადასავალი “ნორინკოსთან” დასრულდა “ხეპი ენდით”, იმედია სტატიაც მოგეწონათ. ბოლოს ჩვენ მივიღეთ მუშა იარაღი, იდეალურ მდგომარეობაში, რომელიც დაამშვენებდა ნებისმიერ კოლექციას. თუ ვინმს უყვარს “ტტ”-დან სროლა და გააჩნია ამის საშუალება, ის ასევე დააფასებს იმ ფაქტს რომ პისტოლეტი ახალია, ანუ მისი ბიოგრაფია ცნობილია და რომ მისი ლულა აბსოლუტურად საღია და გაუძლებს ინტენსიურ ექსპლუატაციას. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, იარაღი ეგრვე გაწმინდოთ სროლის შემდეგ, იმიტომ რომ კოროზიული ვაზნები სულ ახალ ლულას შეჭამენ უფრო მალე ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ.

DSC09954

ბერდანის ამაალებელი კოროზიულია, რის გამო სროლის შემდეგ იარაღი სათანადოდ უნდა გაიწმინდოს. სურათზე არის იუგოსლავიური „ზასტავას“ ლულა რომელიც გაფუჭდა მხოლოდ იმის გამო რომ პატრონმა დროზე არ გაწმინდა პისტოლეტი.

Glock 21 Gen2 და სხვა .45 კალიბრის გლოკები

Monday, December 12th, 2016

1990 წელს გლოკმა წარმოადგინა თავისი პირველი .45 კალიბრის პისტოლეტი დარქმეული როგორც “გლოკ 21″. შექმნილი 10მმ-ნი გლოკ 20-ის ბაზაზე (“გლოკ 21″ რამდენიმე თვით გვიან “დაიბადა” “გლოკ 20″-ზე) რაქტიკულად სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის ახალი სრული ზომის .45 კალიბრის “გლოკი” აგებული იყო უფრო დიდი ზომის ჩარჩოს და საკეტის გამოყენებით. ასევე ახალი პისტოლეტი იყენებდა ორ-რიგიან მჭიდს, რომელშიც ჩადიოდა 13 ვაზნა და როგორც ყველა „გლოკი“ მანამდე, გამოირჩეოდა ტრადიციული სიმარტივით და საიმედოობით. რა გასაკვირია, ეს პისტოლეტი ეგრევე გახდა კომერციულად წარმატებული პროექტი.

glock-21-and-glock-17

ამ სურათიდან კარგად ჩანს სხვაობა ზომებში სტანდარტულ 9×19, .357SiG და .40S&W კალიბრის და .45ACP, 10mm Auto “გლოკებს” შორის.  

უნდა აღინიშნოს, რომ .45ACP არასდროს არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით აშშ-ის საზღვრებს გარეთ, ის პრაქტიკულად არსად არ იყო შეიარაღებაშიც მიღებული, ხოლო სამოქალაქო ბაზარზე სარგებლობდა პოპულარობით იარაღის მოყვარულების ძალიან ვიწრო წრეში. მეორეს მხრივ აშშ-ში, .45ACP ყოველთვის იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ პოპულარული და გავრცელებული კალიბრი. ის იყო ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილი, ეროვნული სიამაყე თუ შეიძლება ასე ითქვას. „გლოკ 21-ის“ გამოჩენამდე, აშშ-ში ამ კალიბრში მხოლოდ M1911 ტიპის პისტოლეტი და მისი მოდიფიკაციები იყო პოპულარული და გავრცელებული. M1911 იყო თხელი, ერგონომიული, მაგრამ ვაზნების გარეშე იწონიდა 1100 გრამს და იტევდა 7+1 ვაზნას. „გლოკ 21“ იწონიდა იგივეს მაგრამ 13+1 ვაზნასთან ერთად. დაუმატეთ ამას ტრადიციული გლოკისთვის სიმარტივე, გამძლეობა, საიმედოობა და მიხვდებით რატომ გახდა მოდელი 21 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „გლოკი“ და ყველაზე ფართოდ გავრცელებული .45 კალიბრის პოლიციური იარაღი აშშ-ში.

ჩვენ მოგვეცა საშუალება ახლოს გაგვეცნო ეს იარაღი როდესაც ერთ დღეს ჩვენ პრაქტიკულად შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში სწორედ ისეთი „გლოკი“, რომელმაც ასე მოხიბლა ამერიკელები 90-ნი წლების დასაწყისში, საქართველოსთვის იშვიათი,  მეორე თაობის „გლოკ 21“. ისტორია როგორ მოხვდა ეს პისტოლეტი ჩვენთან იმსახურებს მოყოლას. ამ იარაღს მე წავაწყდი თბილისის ერთ-ერთ იარაღების პატარა მაღაზიაში სადაც შემთხვევით შევიარე. რა თქმა უნდა დიდმა გლოკმა ეგრევე მიიპყრო ჩემი ყუარდღება. ის ფაქტი რომ ის მეორე თაობის იყო დამარწმუნა, რომ ეს პისტოლეტი უნდა აუცილებლად ჩემი გამხდარიყო, თანაც მე ყოველთვის ვთვლიდი რომ ერგონომიკის თვალსაზრისით მეორე თაობის „გლოკებს“ საუკეთესო ფორმის ტარები აქვთ. იარაღი არ იყო ახალი არამედ იყო, რასაც ჩვენ ვეძახით „ხელებში ნაწვალები“ თანაც კარგად ნაწვალები. მას აკლდა უკანა სამიზნე მოწყობილობა, ჩარჩოზე ამოკაწრული იყო, როგორც ჩანს წინა მფლობელის სახელი – „იკა“, ასევე ხელში აღებისთანავე აღმოჩნდა რომ საკეტი ბოლომდე უკან არ მიდიოდა და რაღაც ხრაშუნი ისმოდა, რაც მეტყველებდა იმაზე რომ დიდი ალბათობით ან დამაბრუნებელი ზამბარა ან მისი ღერძი იყო გატეხილი. როდესაც როგორც იქნა საკეტი მოვხსენი და შევამოწმე იარაღის მდგომარეობა დავრწმუნდი რომ გარდა გატეხილი დამაბრუნებელი ზამბარის ღერძისა პისტოლეტის ძირითადი მექანიზმები იდეალურ მდგომარეობაში იყო და ნასროლი ამ იარაღიდან სავარაუდოთ იყო ძალიან ცოტა ვაზნა.  ხანმოკლე და გაცხარებული ვაჭრობის შემდეგ (როგორ ძმაო, პისტოლეტი გაფუჭებულია და დააკელი!) მე ეს იარაღი მერგო 1300 ლარად რაც იმ დროისთვის იყო ძალიან კარგი ფასი “გლოკში” ასე, რომ ცალკე მადლობა იმ მაღაზიის ხელგაშლილ მეპატრონეს.

p1000231

ჩვენი “გლოკ 21″, რომელიც მიუხედავად ცვეთის ნიშნებისა, ჩვენ თვალში ისეთივე ლამაზი იყო, როგორც სულ ახალი ხელუხლებელი იარაღი

სახლში მიტანის თანავე დავიწყე ფიქრი რა მექნა გატეხილი ზამბარის რერძისთვის. „გლოკ 21“ იყო პირველი “გლოკი” რომელშიც დამაბრუნებელ ზამბარა და ღერძი ერთ მოწყობილობაში იყო გაერთიანებული, შემდგომში ასეთი მოწყობილობები გახდა სტანდარტული დანარჩენი “გლოკებისთვის”. ვინაიდან ზამბარა საღი იყო მე უბრალოდ გადავწყვიტე, პირველ ეტაპზე ფოლადის ღერძის დამზადება და მორგება საკუთარი ძალებით. ნახევარ საათში პისტოლეტი უკვე იყო პირობითად საბრძოლო მდგომაროებაში. პირობითად იმიტომ, რომ მას კვლავ აკლდა უკანა სამიზნე მოწყობილობა.

hf8900

პისტოლეტის მწყობრში დაბრუნების პროცესი. მეტალის ღერძში ითხოვენ 20-30 დოლარს. მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით ეს ღერძი ნახევარ საათში დამზადდა რკინის ჯართისგან. 

კიდევ პისტოლეტს ქონდა დაკაწრული საკეტის ხუფი. როგორც ჩანს მისი ამოძრობით ცდილობდნენ პისტოლეტის დაშლას და ამ პროცესში ხუფი სერიოზულად დაკაწრეს. ახალი ხუფი მე ისედაც მქონდა გადანახული და ამიტომაც ეს დეტალიც ეგრევე გამოვცვალეთ. უკანა სამიზნე მოწყობილობის „გამოთლა“ და „გაშავება“ არ იყო დიდი პრობლემა, საჭირო იქნებოდა ქლიბით ბევრი მუშაობა, ამიტომაც ჩვენ წავედით იოლი გზით. უბრალოდ შევუკვეთეთ უკანა სამიზნე მოწყობილობა და ბარემ ახალი ზამბარაც თავისი ღერძით. ჩვენ ავირჩიეთ გლოკის რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც გლოკი აყენებს სპორტულ მოდელებზე. ჩვენ არ ვიცოდით რა სიმაღლის იყო უკანა სამიზნე მოწყობილობა და ამიტომაც რეგულირების შესაძლებლობა მოგვცემდა საშუალებას პისტოლეტი ზუსტად მიგვესროლა.ჯამში ეს ყველაფერი დაჯდა 45 დოლარი რაც იმ დროს შეადგენდა 70 ლარს. დამატებით ჩვენ ასევე ამოვიყვანეთ ნაკაწრები და გავაქრეთ „იკა“. სანამ ახალ ნაწილებს ველოდებოდით საკეტი დავფარეთ შავი ფერის Duracoat-ის საღებავით. ორ კვირაში როდესაც ნაწილები ჩამოვიდა, დიდი გლოკი ბზინავდა როგორც ახალი.

twoglocks21

აღდგენის პროცესი კარგი შედეგით დასრულდა. 

გლოკების დიდი უპირატესობა არის ის რომ წლების განმავლობაში მოდელიდან მოდელმადე ამ პისტოლეტების კონსტრუქცია დიდად არ იცვლებოდა. ამიტომ ახალი დამაბრუნებელი ზამბარა და უკანა სამიზნე მოწყობილობა ეგრევე დადგნენ თავის ადგილას.  გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პისტოლეტი იყო მეორე თაობის, ის ოდნავ განსხვავდებოდა უფრო თანამედროვე გლოკებისგან.

ჩარჩოს გარდა ასევე ყურადღებას იქცევდა 90 გრადუსიანი ექსტრაქციის ფანჯარა, ექსტრაქტორი სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორის გარეშე და ასევე საკეტის დაფარვა, რომელიც არ იყო ტიპიური შავი ფერის დაფრქვევა, არამედ უფრო გავდა ე.წ. პარკერიზაციას. თხელი, ხავერდოვანი და მუქი რუხი ფერის. მიუხედავად ასაკისა პისტოლეტს არსად არ ქონდა ჟანგის კვალი, რამაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ თუ საქმე გვაქვს „ტენიფერთან“ შეიძლება კოროზიაზე არ ვიდარდოთ ხოლო ზედაპირის შავი დაფარვა გლოკებზე არის სუფთა კოსმეტიკური დეტალი.

p1000190

პისტოლეტის ძირითადი მექანიზმები იყო იდეალურ მდგომარეობაში. ოქტაგონალური ლულა იყო სარკესავით სუფთა. .45 კალიბრის გლოკებში პოლიგონალური ხრახნები არის ოქტაგონალური და არა ჰექსაგონალური რისი მიზეზიც არის ლულის გაზრდილი დიამეტრი და ოქტაგონალური (ანუ რვა) ხრახნები საჭიროა რომ მოხდეს ტყვიის საკმარისი ობტურაცია ლულის არხში. დანარჩენში, როგორც სურათიდან ხედავთ .45 კალიბრის გლოკი არაფრით არ განსხვავდება სხვა “გლოკებისგან”. 

როდესაც იარაღი დაბრუნდა მწყობრში და სრულად შეკეთდა ჩვენ მოგვეცა საშუალება იარაღი სათანადოდ შეგვეფასებინა.  დიახ, ნამდვილად „გლოკ 21“ მსხვილი იარაღია მაგრამ არც 13+1 .45 კალიბრის ვაზნა არ არის სახუმარო, თანაც პისტოლეტში, რომელიც ადვილად შთანთქავს .45 კალიბრისთვის დამახასიათებელ ისედაც დინჯ მაგრამ ძლიერ უკუცემას. დანარჩენში ის ტიპიური “გლოკია”. მარტივი, უბრალო, არაფერი ზედმეტი. მეორე თაობის გლოკ 21-ს სახელური მე მომეჩვენა იდეალური, თუმცა ჩემი აზრით სისქით ის დასაშვების ზედა ზღვარზეა და არ მოეწონება ადამიანებს პატარა ხელებით. “გლოკში” ამის შესახებ იცოდნენ და მესამე თაობის გლოკ 21-ის ჩარჩო უფრო დათხელდა, დაემატა პიკატინის სამაგრი. შემდეგ გამოჩნდა მოდელი SF კიდე უფრო თხელი ჩარჩოთი პიკატინის სტანდარტის სამაგრით და ორმხრივი მჭიდის ღილაკით. ეს ორივე ოფცია წარსულს ჩაბარდა და ახალი მესამე თაობის გლოკ 21SF, რომლის გამოცდის საშუალბა ჩვენ მოგვიანებით მოგვეცა, შერჩა მხოლოდ შეთხელებული სახელური.  21-ე მოდელის ევოლუციის უკანასკნელ საფხურს წარმოადგენს მეოთხე თაობის მოდელი 21, რომელიც ამჯერად იყენებს ტარის ცვლად პანელებს, უფრო დიდი ზომის მჭიდის ღილაკს და ორ ზამბარიან დამაბრუნებელ მექანიზმს. გარდა მოდელი 21-სა, გლოკმა გამოუშვა კომპაქტური მოდელებიც. 1997 წელს როდესაც დაიწყო “გლოკის” ახალი სათაო ოფისის მშენებლობა დოიჩ-ვაგრამში, გლოკმა გამოუშვა გლოკ 21-ის სუბ-კომპაქტური ვარიანტი, მოდელი 30. ეს იყო კომპაქტური ორ რიგიანი . 45 კალიბრის პისტოლეტი, რომელიც იწონიდა სულ რაღაც 750 გრამს ცარიელი, ქონდა 96მმ-ნი ლულა და იტევდა 10 .45 კალიბრის ვაზნას. “გლოკ 30″ ასევე გახდა ძალიან პოპულარული იარაღი და ცნობილმა ექსპერტმა პიტერ კოკალისმა უწოდა მას იდელაური თვდაცვითი პისტოლეტი. მისი სტატია “გლოკ 30″-ზე, რომელიც გამოქვეყნდა “Soldier of Fortune” ჟურნალში, იყო ის სტატია საიდანაც მე პირველად გავიგე “გლოკის” არსებობაზე, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალაზრდა ვიყავი. მას მერე “გლოკ 30″ რჩება ჩემი სურვილების სიაში და ოდესმე მე მას შევიძენ და ამჯერად თვითონ დავწერ მასზე სტატიას.

შემდეგი .45 კალიბრის სიახლე გლოკისგან გამოჩნდა 1999 წელს, როდესაც გამოშვებული  გლოკის პისტოლეტების  რაოდენობამ  2 მლნ ცალს მიაღწია. ეს იყო “თხელი” მოდელი 36, ერთ რიგიანი მჭიდით, რომელიც იტევდა 6 .45 კალიბრის ვაზნას. ის იყო 4მმ-ით უფრო თხელი ვიდრე “გლოკ 30″, ქონდა პროპორციულად თხელი სახელური იწონიდა სულ რაღაც 635 გრამს ცარიელი ხოლო ლულის სიგრძე “გლოკ 30″-ის იდენტური იყო (96მმ). მოდელ 42/43-ის გამოჩენამდე ეს პისტოლეტი იყო კონსტრუქციულად ყველაზე განსხვავებული “გლოკი”.  ეს მოდელი არ იყო ისეთი გავრრცელებული, როგორც მოდელი 21 ან 30, მაგრამ მას გაუჩნდა თავისი ერთგული ფანატების ვიწრო წრე. 2012 წელს ჟურნალ “American Rifleman”-ის სტატიაში, რომელიც მიეძღვნა ამ პისტოლეტს, მას უწოდეს გლოკის მარკეტინგული გამოცანა.

g3611

სანამ 2015 წელს დიდი ზარ-ზეიმით გლოკი წარმოადგენდა ულტრა-კომპაქტურ მოდელებს 42 და 43-ს, გლოკს უკვე კარგახანია ქონდა იგივე კონცეფციით შექმნილი “გლოკ 36″.  

.45ACP კალიბრის “გლოკების” ოჯახის უახლესი წარმომადგენელი არის მხოლოდ მეოთხე თაობის ვარიანტში წარმოდგენილი “ტაქტიკურ/პრაქტიკული” მოდელი 41, რომელიც შექმნილია იგივე კონცეფციით რაც კარგად ცნობილი მოდელები 34 და 35. ეს არის გრძელ-საკეტიანი მოდელი რომელიც იყენებს სტანდარტულ 21-ის ჩარჩოს მაგრამ გრძელ საკეტს შესაბამისად გრძელი ლულით, რომლის სიგრძე შეადგენს 135მმ-ს ნაცვლად 117 მმ-სა “გლოკ 21″-ში. ის ასევე ხელმისაწვდომა MOS კონფიგურაციაში, ანუ მასზე შესაძლებელია ოპტიკის დაყენება.

g41-hero-mos

MOS (Modular Optic System) წარმოდგენილი 2015 წელს არის გლოკის პასუხი პისტოლეტებზე ოპტიკური სამიზნეების დაყენების ტრენდზე. ის გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ პისტოლეტი ქარხნულად შესრულებული ოპტიკის სამაგრით.  

გლოკში მუდმივად ცდილობდნენ .45 კალიბრის პისტოლეტების ზომების შემცირებას მაგრამ პისტოლეტი აგებული დიდი .45 კალიბრის ვაზნის ირგვლივ ვერ იქნებოდა ისეთივე კომპაქტური როგორც 9მმ-ნი პისტოლეტი. ამიტომაც  2004-ში ტყვიაწამლის მწარმოებელმა Speer-მა გლოკის დაკვეთით შექმნა ახალი „დამოკლებული“ .45 კალიბრის ვაზნა, .45 GAP, რომლის ბალისტიკა იყო პრაქტიკულად იდენტური .45ACP-სი, მაგრამ ის იყო უფრო მოკლე და შესაბამისად შესაძლებელი იყო მისი ჩატევა სტანდარტული ზომის გლოკში, თეორიულად….. სინამდვილეში ახალი “გლოკები” (37, 38, 39) კი იყენებდნენ უფრო თხელ სტანდარტულ ჩარჩოებს, მაგრამ საკეტი იყო მსხვილი. დამატებითი საფასური ჩარჩოს ზომების შემცირებაში გახდა მჭიდის ტევადობის შემცირება, რომელიც სრული ზომის “გლოკ 37″-ის შემთხვევაში შეადგენს 10 ვაზნას. თავდაპირველად ახალ ვაზნას და პისტოლეტებს დიდი ენთუზიაზმით დახვდნენ,  მგრამ ახალი “გლოკები” ბოლომდე არ იმეორებდნენ სტანდარტუული “გლოკების” ზომებს შეუძლებელი ხდებოდა ერთნაირი ბუდეების გამოყენება. ესეიგი ვერ მოხდებოდა პოლიციური სამსახურებისთვის 9მმ-ნი და .40 კალიბრის პისტოლეტების გამოსყიდვა და ჩანაცვლება .45 კალიბრის ახალი გლოკებით (ბიზნეს მოდელი რომელიც გლოკმა დანერგა და რომლის წყალობითაც ამ კომპანიამ შეიარაღა ამერიკელი სამართალდამცავების 65%). გასტონ გლოკის ამბიციური იდეა, შეექმნა სტანდარტული გლოკის ზომის .45 კალიბრის პისტოლეტი რომლის ვაზნაც ატარებდა მის სახელს პრინციპში დასრულდა წარუმატებლობით. გლოკის მორიგი მინი-რევოლუცია არ შედგა. ფიზიკის კანონების წინააღმდეგ ვერ წახვალ. დიდი და შესაბამისად მძიმე საკეტი იყო აუცილებელი რომ მისი მოძრაობის სიჩქარე დარჩენილიყო დასაშვებ ფარგლებში შედარებით მაღალწნევიანი ვაზნის გამოყენებისას. ინტერესი ახალი ვაზნის და ახალი გლოკების მიმართ მალევე გაქრა. ამჯერად მხოლოდ გლოკი აგრძელებს ამ კალიბრის იარაღის გამოშვებას, ხოლო დანარჩენმა მწარმოებლებმა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია უკვე შეწყვიტეს ამ კალიბრზე გათვლილი იარაღების წარმოება.  რას იზამ? მხოლოდ ის ვინც არაფერს არ ცდილობს არასდროს არ მარცხდება.  გლოკის წარუმატებლობამ ახალ ვაზნასთან მეტ წილად შეუმჩნევლად ჩაიარა, მითუმეტეს ახალი ულტრა-კომპაქტური გლოკების (42, 43) ხმაურიანი და წარმატებული ბენეფისის ფონზე.

45gapvs45acp

.45GAP დარჩა ჩვენი მზერის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობა ამ პისტოლეტების საქართველოში გაიყიდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარის, რომ ჩვენ დაგვეხარჯა ფული ამ ეგზოტიკის მიმოხილვაზე.  მეორეს მხრივ ჩვენ გვქონდა საშუალება შეგვედარებინა .45ACP კალიბრის G21 Gen2 და G21SF Gen 3. ჩემი აზრით დიდი ხელებისთვის მეორე თაობის გლოკი იდეალურია, მაგრამ მესამე თაობის SF მოდელი უფრო კომპაქტურია, მოერგება უფრო მეტ ადამიანს და ამასთანავე სამაგრი ჩარჩოზე კარგი ოფციაა. ოცნებებში ბოლომდე რომ გადავარდეთ, მეორე თაობის G21SF სამაგრით ჩარჩოზე იქნებოდა ჩემთვის იდეალური გლოკის პისტოლეტი, მაგრამ სად არის რომ ეგეეთი გლოკი?

სროლისუნარიანობა .45 კალიბრის გლოკების არის ის რამაც ასევე განაპირობა ამ პისტოლეტების წარმატება. .45-ის რბილი, დროში გაწელილი უკუცემა დამატებით დარბილებული გლოკის პოლიმერის ჩარჩოთი და გადაცემული მსროლელის ხელში შედარებით სქელი ტარით, აქცევს სროლას ამ პისტოლეტიდან უკიდურესად კომფორტულ მე ვიტყოდი სასიამოვნო პროცესად. .45ACP ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი თანდაყოლილი სიზუსტის პოტენციალით, დაუმატეთ ამას პოლიგონალური ლულა, კონსტრუქციის სიმარტივე, დამზადების მაღალი ხარისხი და თქვენ მიიღებთ მასობრივი წარმოების პისტოლეტს რომელსაც აქვს საბრძოლო იარაღის საიმედოობა და  საასპარეზო იარაღის სიზუსტე.

p1220724

ჩვენი მეორე დიდი “გლოკი”, Glock 21SF, ოდნავ დათხელებული ჩარჩოთი გამოირჩევა შესაშური ერგონომიკით, ამასთანავე უნივერსალური სამაგრი ჩარჩოზე შესაძლებელს ხდის ფარნის ან ლაზერული სამიზნის გამოყენების. წარწერა ჩარჩოზე SF ადვილად იძლევა ამ მოდელის პისტოლეტის იდენტიფიკაციის საშუალებას. 

ჩვენი ორივე .45 კალიბრის გლოკი გამოდგა ძალიან ზუსტი. 15 მეტრიდან ჯგუგები შეადგენდა 2.5-3 სმ-ს. ეს ძალიან კარგი მაჩვენებეელია, მიუხედავად იმისა, რომ გლოკის სტანდარტული სასხლეტი და სამიზნე მოწყობილობები არ არის შექმნილი ზუსტი/საასპარეზო სროლისთვის. აღსანიშნავია, რომ პატარა .45 კალიბრის “გლოკები” ისეთივე ზუსტი იარაღების რეპუტაციით სარგებლობენ როგორც დიდი “გლოკები”.

მე შეგნებულად არ ვწერ .45 კალიბრის ვაზნების ეფექტურობაზე. ამ მხრივ .45-ის შესაძლებლობები სხვადასხვა მითების წყალობით ზედმეტად გადაფასებულია. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პისტოლეტის კალიბრი .45 ხანდახან მუშაობს კარგად სამიზნის წინააღმდეგ და ხანდახან ამას ვერ ახერხებს. როგორც უკვე მე ადრე ვიძახდი, ნომინალურ კალიბრს არ აქვს გადამწყვეტი გავლენა ვაზნის ეფექტურობაზე თუ საქმე გვაქვს ტიპიურ პისტოლეტის კალიბრებთან. მთავარია ტყვიის კონსტრუქცია და რამდენად კარგად ეს კონსტრუქცია  გარდაქმნის ენერგიას დაზიანების მექანიზმში. თუმცა ამავე დროს უნდა დავამატო, რომ თუ ხელმისაწვდომია მხოლოდ გარსით დაფარული ტყვიები, მაშინ ალბათ უმჯობესია ასეთი ტყვია იყოს მაქსიმალური დიამეტრის. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის კარგი ხარისხის .45 კალიბრის ვაზნა ჯდება ორჯერ უფრო ძვირი ვიდრე 9×19 კალიბრის ვაზნა. პისტოლეტისთვის, რომელიც ინახება სახლში ასეთი სხვაობა არ არის გადამწყვეტი.

დამატებით რამის დაწერა “გლოკებზე” შეუძლებელია, რომ არ დავიწყო იმის გამეორება რაც ისედაც არაერთხელ მაქვს დაწერილი ჩემი ბლოგის ვირტუალურ ფურცლებზე. გლოკი გლოკია. იაფი, გამძლე, მუშა. თუ “დიდი” ჩარჩოს ერგონომიკა და შედარებით მსხხვილი გაბარიტები  არ გიქმნით უხერხულობას, .45 კალიბრის გლოკი იქნება საუკეთესო გლოკი რომელსაც თქვენ ხელში აიღებთ. ჩვენმა მეორე თაობის “გლოკ 21″-მა მალე იპოვა ახალი პატრონი, რომელიც შემოთავაზებული ფასით არ დარჩა უკმაყოფილო, მაგრამ პერიოდულად მე მახსენდება ეს შესანიშნავი იარაღი და ვნანობ, რომ ცოტათი უფრო დიდხანს არ გავიჩერე.