Archive for the ‘მოკლელულიანი იარაღი/handguns’ Category

Ruger Mk III – წარჩინება მესამე თაობაში

Saturday, September 26th, 2020

P1130446

მე ისევე როგორც ალბათ ყველა იარაღის მოყვარულს, მაქვს ჩემი სია იარაღების, რომლებიც მინდა რომ ვიქონიო. ამ სიაში შედის მეტ წილად ის იარაღები, რომლებიც ჩვენთან პრაქტიკულად არ იშოვება. გრძელ-ლულიან იარაღში ეს მაგალითად არის FN FAL, რომელიც მე შემხვდა საქართველოში მხოლოდ ორი და ისიც მრავალი წლის წინ. მოკლელულიან იარაღებში, ეს არის Heckler&Koch P7, რომელიც მე აქ გაყიდვაში არასდროს არ მინახავს არც ახალი და არც მეორადი, ასევე .44 კალიბრის Smith&Wesson M29, “ყველაზე ძლიერი პისტოლეტი მსოფლიოში”, როგორც იტყოდა ჰარი კალახანი. ამ სიაში ასევე კარგახანია იყო პისტოლეტი რომელიც არ არის ყველაზე ძლიერი, როგორც “სმიტ&ვესონის” მაგნუმი და ისეთი იშვიათი, როგორც “ხეკლერ&კოხის” P7. ეს არის მცირეკალიბრიანი, Ruger Mk სერიის პისტოლეტები. არ ვიცი რატომ მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ამ ტიპის პისტოლეტი, რომელიც გამოდის არც მეტი არც ნაკლები 1949 წლიდან, რამდენადაც მე მახსოვს არასდროს არ იყო შემოტანილი საქართველოში და არც ერთხელ არ შემხვედრია მეორადი იარაღების ბაზარზეც.

ზოგადად, მცირეკალიბრიანი პისტოლეტები მე ძალიან მომწონს და მიყვარს, იმ მიზეზის გამო, რომ გაქვთ საშუალება გატესტოთ თქვენი რეალური შესაძლებლობები, როგორც მსროლელის. კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტით შეიძლება წარმოუდგენელი სიზუსტის გასროლების წარმოება. რა თქმა უნდა ნებისმიერი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი ამის საშუალებას არ მოგცემთ, ალბათ საქართვეელოში გავრცელებული Walther P22 ამისთვის ნაკლებად გამოდგება, ისევე როგორც ბევრი სხვა ანალოგიური “პლინკერი”, მაგრამ არიან მოდელები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას სრულად გამოიყენოთ .22lr-ის სტანდარტულ სიჩქარიანი მუხტის უდიდესი სიზუსტის პოტენციალი. მაგალითად საბჭოთა МЦМ, რომელიც პირდაპირ კოლოფიდან წარმოადგენს სრულყოფილ საასპარეზო მოდელს. МЦМ-ის შემთხვევაში ჩვენ განკარგულებაშია შესანიშნავი ხარისხის ლულა, ერგონომიკა, კარგი სასხლეტი, კარგი რეგულირებადი სამიზნი მოწყობილობები. ამ პისტოლეტის ერთადერთი მინუსია, ნაკლები პრაქტიკულობა – ბევრი გამოშვერილი დეტალის გამო და პისტოლეტი არ არის გათვლილი თანამედროვე “ცხელ” მუხტებზე, მიუხედავად იმისა რომ ის მთლიანდ არის ფოლადისგან დამზადებული.  თუ არ ჩავთვლით რამდენიმე იშვიათ მოდელს, მეტი საქართველოში კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი უბრალოდ არ იშოვება, რასაც მე მათ შორის ამ ბლოგზე არაერთხელ აღვნიშნავდი.

წლების წინ მე მქონდა BrowninG Buckmark, ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტი თავის კლასში, მაგრამ კონკრეტულად ამ მოდელს ქონდა ძალიან გრძელი და სქელი ლულა და არც ისე მოსახერხებელი ტარი, რომელიც უფრო გვიან მოდელებში უკვე განსხვავებულად არის შესრულებული. პისტოლეტს ქონდა ასევე კარგი სამიზნი მოწყობილობები და კარგი სასხლეტიც. ამ პისტოლეტმა პრაქტიკულად “შემიყვანა” შორ მანძილებზე სროლაში და უკვე მაშინ, მრავალი წლის წინ სანამ ალბათ მე დავიწყებდი იარაღებზე წერას დამანახა, რამდენად შორს შეიძლება სროლა მოკლელულიანი იარაღიდან.

სამწუხაროდ, რიგი მიზეზის გამო, საქართველოში ყოველთვის იყო ერთგვარი დეფიციტი ხარისხიანი .22 კალიბრის პისტოლეტების. Browning Buckmark, Ruger Mk, Colt Woodsman, High Standard, Smith&Wesson 41, ასევე ევროპული ანალოგები, არასდროს საქართველოში არ იშოვებოდა. ამიტომ, როდესაც შანსი მომეცა რომ ხელში ჩამეგდო სახელგანთქმული მცირეკალიბრიანი “რუგერი”, ერთი წამით არ მიფიქრია, მიუხედავად მისი საკმაოდ მაღალი ფასისა.

რატომ არის რუგერის “მკ” სერიის პისტოლეტები ასეთი, შეიძლება ითქვას მნიშვნელოვანი? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იყო პირველი პისტოლეტი, საიდანაც დაიწყო ისტორია Sturm, Ruger & Co-მ, მეორე მსოფლიო ომის შემეგ შექმნილმა ყველაზე წარმატებულმა იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ. პისტოლეტის კონსტრუქციის ავტორი გახლდათ თავად ბილ რუგერი, რომელმაც საფუძვლად გამოიყენა იაპონური, კიჯირო ნამბუს კონსტრუქციის 8მმ-ნი პისტოლეტი. ასევე რუგერის პისტოლეტი, მიუხედავად იმისა, რომ იყო იაფი (იყიდებოდა სულ რაღაც 37 დოლარად) მან ეგრევე დაუწყო კონკურენციის გაწევა სპორტულ შეჯიბრებებში ისეთი მოდელებისთვის, როგორიც არის High-Standard Citation და Colt Woodsman-ის საასპარეზო მოდელები. ორივე ეს პისტოლეტი კარგახანი იყიდებოდა ამერიკაში და დამსახურებულად სარგებლობდნენ  მსროლელების სიყვარულით. უკვე 1953 წელს, სახელგანთქმულმა მსროლელმა და იარაღების ოსტატმა ჯიმ კლარკმა, მოიგო ეროვნული ჩემპიონატი კემპ პერიში რუგერის ქარხნული პისტოლეტით.   ”რუგერი” პისტოლეტი ასევე პრაქტიკულად უცვლელი გამოდიოდა 1982 წლამდე, როდესაც გამოვიდა გაუმჯობესებული ვარიანტი Mk2. ასევე თუ არ ჩავთვლით ადრინდელი Mk4  სერიის პისტოლეტების გამოთხოვას, მცველის მექანიზმში დეფექტის გამო, მთელი ეს წლები ამ პისტოლეტს ასეთი გამოთხოვები არ ქონდა, რაც ადასტურებს მისი კონსტრუქციის საიმედოობას და წარმოების ხარისხს.  და ბოლოს, პისტოლეტი დღემდე გამოდის და ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ თავის კლასში, რაც ასევე შთამბეჭდავი მიღწევაა. თავად ბილ რუგერი აღნიშნავდა, რომ მისი ყველაზე საყვარელი იარაღი, რომელსაც მისი კომპანია უშვებდა იყო Ruger Standard, იმიტომ რომ ამ პისტოლეტმა მოუტანა მის კომპანიას წარმატება და მისცა საშუალება გაეზარდა და განევითარა თავისი ბიზნესი.  ამის გამო, ჩემი აზრით ნებისმიერი იარაღის მოყვარულს გაუჩნდება სურვილი თავად გაეცნოს ამ უდაოდ განსაკუთრებულ იარაღს.

3795

Ruger Standard, ამ პისტოლეტით დაიწყო რუგერის კომპანიის ისტორია. მალევე მას დაემატა Mk I Target. მიაქციეთ ყურადღება წითელ ლოგოს, 1952 წელს ბილ რუგერის ბიზნეს პარტნიორი, მეგობარი და ამ ლოგოს დიზაინის ავტორი ალექსანდერ შტურმი გარდაიცვალა და ამის გამო რუგერმა შეცვალა ლოგოს ფერი, რომელიც გახდა შავი. 1949 წლიდან 52 წლამდე გამოშვებულ რუგერებს წითელი ლოგოთი აქვთ დიდი საკოლექციო ღირებულება. 

მიზეზი რუგერის პისტოლეტის ასეთ სწრაფ წარმატებაში არის რამდენიმე. პირველ რიგში ფასი, რომელიც იყო და ეხლაც არის საკმაოდ დაბალი. დაბალი ფასი მიღწეული იყო ტექნოლოგიურობით. პისტოლეტის ჩარჩო იყო დამზადებული ორი ერთმანეთთან შედუღებული ნახევრისგან. მე ვიხსენებ მარტო ერთ პისტოლეტს, გერმანულ H&K P9-ს რომელშიც  გამოყენებული იყო ასეთი ტექნოლოგიას. ასევე პისტოლეტის, პირობითად სალულე კოლოფი, არის მარტივი ცილინდრული ფორმის, რომელშიც მოძრაობს ცილინდრული ფორმის საკეტი. ლულა ჩახრახნილია ცილინდრული ფორმის სალულე კოლოფში, ხოლო საკეტის გადაკვრა ვაზნის მიწოდებისთვის ხდება ისევე როგროც იაპონურ ნამბუს პისტოლეტებში, საკეტის უკანა ნაწილზე შესრულებული შვერილების გამოყენებით. პისტოლეტი ასევე იყო საიმედო, და გამძლე. სიზუსტე საკმარისი იყო პირდაპირ კოლოფიდან, იმისთვის რომ მოგეგოთ პრიზები შეჯიბრებებზე.

კონსტრუქციულად Ruger Mk არის მარტივი “ბლოუბექი”, თავისუფალი საკეტით. მარტივი კონსტრუქციის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი განლაგებულია ჩარჩოში, არის ერთმაგი მოქმედების და იყენებს დახურულ ჩახმახს. პისტოლეტი იკვებებოდა 9 ვაზნიანი მჭიდიდან, რომელიც ფიქსირდებოდა ტარში, ტარის ძირში განლაგებული საკეტელას მეშვეობით. 1982 წლამდე სანამ პირველ მოდელს შეცვლიდა მოდელი MkII  1 250 000 ცალი პისტოლეტი იყო გამოშვებული დაახლოებით 30 ვარიანტში.  Mk II-ში, რომლის წარმოება დაიწყო 1982 წელს, პისტოლეტს დაემატა საკეტის შემაკავებელი და 10 ვაზნიანი მჭიდები. 1991 წელს  იწყება განსხვავებული Ruger 22/45 მოდელის წარმოება, რომლის კონსტრუქციის ავტორი იყო ჯიმ მაკგარი. ახალი პისტოლეტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ადრინდელი მოდელებისგან, იმით რომ იყენებდა პოლიმერის ჩარჩოს შეცვლილი ტარის კუთხით, რომელიც იყო კოლტის 1911 წლის მოდელის ანალოგიური.  ასევე მჭიდის ფიქსაციის მეთოდიც შეიცვალა, ტარის ძირში შესრულებული საკეტელა ჩაანაცვლა უფრო ტრადიციულმა ღილაკმა ტარის ზედა მარცხენა ნაწილში. 2004 წელს სერიაში წავიდა მოდელი Mk III, რომელიც განსხვავდებოდა Mk II-სგან იმით, რომ გააჩნდა 22/45-ის მაგვარი მჭიდის ღილაკი, დამატებითი დაცვის მექანიზმები, ინტეგრირებული უსაფრთხოების საკეტი, სავაზნეში ვაზნის ინდიკატორი, მჭიდის მცველი (იარაღი არ გაისვრის მოხსნილი მჭიდით), ყველა მოდელი რეგულირებადი სამიზნი მოწყობილობებით არის გამზადებული უივერის ან პიკატინის სამაგრის დასაყენებლად, რომელიც კომპლექტში მოყვებათ.

უახლესი Mk IV იყენებს ფრეზირებულ ჩარჩოს, მცირედით განსხვავებულ დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმის, გაუმჯობესებულ მართვის ელემენტებს და რაც მთავარია იშლება მარტივად ერთ ღილკაზე დაჭერით, რომელიც აცალკევებს ჩარჩოს და სალულე კოლოფს ლულით და საკეტით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა, იმის გათვალისწინებით, რომ რუგერის ამ მოდელის პისტოლეტების ყველაზე დიდი ნაკლი იყო მათი დაშლა-აწყობის სირთულე, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა, Mk IV-ში მჭიდები თავისუფლად ტოვებენ იარაღს, მაშინ როდესაც Mk III-ში მჭიდის მცველის გამო, ღილაკზე დაჭერისას მჭიდი მხოლოდ ნაწილობრივ გამოდის გარეთ და მერე ხელით უნდა ამოიღოთ. ყველაზე დიდი ნაკლი რუგერის პისტოლეტების ის არის, რომ მჭიდები თაობებს შორის თავსებადი არ არის ამიტომ თუ საქმე არჩევნამდე მივიდა, უმჯობესია იყიდოთ უახლესი მოდელები იმიტომ, რომ ადრინდელი თაობის მჭიდები საკამოდ ძვირი ღირს.

ეხლა რაც შეეხება ჩვენ პისტოლეტს. მე მერგო Mk III Target რაც ნიშნავს, რომ პისტოლეტი აღჭურვილია რეგულირებადი სამიზნი მოწყობილობით, გრძელი სქელი ლულით და ის ასევე დაკომპლექტებულია პიკატინის სამაგრით, რომელიც ყენდება სალულე კოლოფზე. ლულის სიგრძე 137 მმ-ია. ტვისტი 1:16. წონა შთამბეჭდავი 1100 გრ. დაფრავა: შავი ოქსიდირება.

P1130486

ასე გამოიყურება Ruger Mk III-ის ქარხნული კომპლექტაცია. პისტოლეტს მოყვება ორი 10 ვაზნიანი მჭიდი, რაც კარგია, იმიტომ რომ მაგალითად ბრაუნინგის “ბაკმარკს” მგონი დღემდე მოყვება მხოლოდ ერთი.

მოდით პისტოლეტის მიმოხილვას დავიწყებ იმით, რომ გეტყვით რამდენად ლამაზია ეს პისტოლეტი. მუხედავად იმისა, რომ ის გამოშვებულია 2000-ან წლებში, ის ტოვებს ძველი, კლასიკური იარაღის შთაბეჭდილებას. მეტალი გაპრიალებულია და ოქსიდირებულია, რის გამოც პისტოლეტის ზედაპირი ლამაზი პრიალა შავი ფერის არის.  დეტალების დამუშავება არის პრაქტიკულად უნაკლო, გარედანაც და შიგნიდანაც. ტარის პლასტმასის პანელები ასეთივე უნაკლოა და ენა არ მოგიტრიალდება თქვა, რომ ეს პისტოლეტი არის იაფიანი იარაღი (ეხლა ის ამერიკაში იყიდება სადღაც 360 დოლარად). ასეთი შეგრძნება ბოლოს მქონდა, როდესაც ხელში ავიღე ფინური ლახტის კონსტრქუციის პისტოლეტი L-35. სოლიდური, ხარისხიანი, საკმაოდ მძიმე იარაღი, რომელიც კარდინალურად განსხვავდება ყველაფრისგან რაც მე მქონდა აქამდე. ყველაზე ახლოს ამ “რუგერთან” არის ბრაუნინგი “ბაკმარკი” მაგრამ მისი ხაოიანი მონაცრისფრო პარკერიზაციის მაგვარი დაფარვა ახლოს ვერ მოვა რუგერის პრიალა, შავ ოქსიდირებასთან. პისტოლეტი საკმაოდ მძიმეა, რისი მიზეზიც პირველ რიგში არის მთლიანად მეტალის კონსტრუქცია და სქელკედლიანი ლულა. გარკვეული სიმძიმე კარგია საასპარეზო პისტოლეტისთვის, ის შთანთქავს უკუცემას ეს ერთი და მეორე, წონა გაძლევთ საშუალებას პისტოლეტი უკეთ დაუმიზნოთ. იერსახე ამ პისტოლეტის იყო სასიამოვნო სიურპრიზი და ჩემთვის ნაწილობრივ გასაგები გახდა, რატომ უყვართ ამერიკელებს ასე ეს პისტოლეტი. ის უბრალოდ ძალიან ლამაზია.

მართვის ელემენტების განლაგება “რუგერზე” სტანდარტულია. თუ არ ჩავთვლით საკეტს, დანარჩენში ეს პისტოლეტი არაფრით არ განსხვავდება სხვა პისტოლეტებისგან. საკეტის შემაკავებელი, ერთმხრივი მცველი, მჭიდის ღილაკი, იქ არის სადაც მიჩვეულები ვართ.

sightsmk3

სამიზნი მოწყობილობები საასპარეზო ტიპის არის. თარაზო რეგულირდება ვერტიალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში. როგორც მიღებულია, კორაც და თარაზოც შავია.  

P1130379

შავი პლასტმასის ტარის პანელები რუგერის ლოგოთი აგრესიული ჩეკერინგით არის და პისტოლეტის ჭერისას არ გაქვს შეგრძნება რომ პისტოლეტი თითქოს ცდილობს ამოცურდეს ხელებიდან. 

“რუგერს” აქვს ერთი უპირატესობა ბევრ კონკურენტთან, კერძოდ გამოყენებული კონსტრუქცია გაძლევს საშუალებას წინა და უკანა სამიზნი მოწყობილობები განლაგდეს ლულაზე და სალულე კოლოფზე, რომლებიც მყარად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. მანამდე “რუგერის” ორი ძირითადი კონკურენტი კოლტის “ვუდსმენი” და ჰაი-სტანდარდის სხვადასხვა მოდელები, იყენებდნენ კონსტრუქციას, რომელშიც კორა იყო შესრულებული ჩარჩოზე განლაგებულ ლულაზე, ხოლო თარაზო მოძრავ საკეტზე, გასროლიდან გასროლამდე საკეტი ან დაბრუნდებოდა იგივე მდგომარეობაში ან არა. ასევე, ტექნიკურად “რუგერი” რომ დაშალო არ არის საჭირო ინსტრუმენტები და არ არის საჭირო ხრახნების დაშვება. მაგალითად “ბაკმარკი” რომ დაშალოთ, საჭიროა ორი ხრახნის მოხსნა. ხშირი მოშვება-დაჭერის ციკლის შემდეგ ჩნდება რისკი რომ დაზიანდება ან ხრახნები ან პისტოლეტი. ასევე განსხვავებით МЦМ-სგან, “რუგერიდან” შეიძლება ისროლო ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ცხელი მუხტები. ერთადერთი იარაღი, რომელიც ჩემი გამოცდლებით ახლოს დგას “რუგერთან” არის Beretta U22 Neos, რომელშიც ორიგინალურად არის გადაწყვეტილი მარტივი დაშლა/აწყობის საკითხი მაგრამ ის ასევე იყენებს ხრახნს, პისტოლეტის დიზაინი ძალიან თავისებურია და მისი სასხლეტი ნაკლებად გამოდგება მართლა ზუსტი სროლისთვის. ამ მოცემულობით “რუგერი” ჯერ-ჯერობით არის საუკეთესო მცირეკალიბრიანი პისტოლეტი, რაც მე მქონია.  მასში დაბალანსებულია კარგი ერგონომიკა, კონსტრუქციული სიმარტივე, სიზუსტე, საიმედოობა, რაც ხდის მას უნივერსალურ პისტოლეტად, რომელიც გამოდგება მიზანში სროლისთვის და ასევე, როგორც ზოგდი დანიშნულების მცირეკალიბრიანი პისტოლეტი.

P1130388

ასეთი კონსტრუქცია, სქელი ლულა და მასზე “გადაბმული” ფოლადის მილისებრი რესივერი (მხოლოდ ამ დეტალზე არის დატანილი სერიული ნომერი) უნდა უზრუნველყოფდნენ კარგ სიზუსტეს. 

სამწუხაროდ ტექნოლოგიურობაში და სხვა ოფციებში რაც ამ პისტოლეტს ერგო, გარკვეული ფასია გადახდილი და ეს გამოიხატება იმაში, რომ პისტოლეტი დაშლა-აწყობა რადიკალურად განსხვავდება ყველაფრისგან რაც მე აქამდე მქონდა ნანახი. პირველ რიგში იარაღს უნდა მოცილდეს მოდული საბრძოლო ზამბარით, ამისთვის ჩახმახი უნდა იყოს დაშვებული და უნდა ამოწიოთ ბერკეტი რომელიც განლაგებულია ტარის უკანა ნაწილში. ახლა პისტოლეტებში ამას ინსტრუმენტის გარეშე ვერ შეძლებთ. ამ მოდულს რომ ამოიღებთ, შესაძლებელი ხდება საკეტის ამოღება, ამისთვის ჩახმახი უნდა იყოს დაწეული ქვევით. ახალ ან დაბინძურებულ პისტოლეტში ის თავისი წონით არ დაიწევა, ამიტომ ტარის უკნიდან რაიმე რკინის ღერძით ის უნდა დაბლა ჩამოწიოთ რაც მისცემს საკეტს საშუალებას დატოვოს სალულე კოლოფი. იმისთვის რომ განაცალკევოთ სალულე კოლოფი და ჩარჩო (თუ პისტოლეტი ახალია) დაგჭირდებათ რეზინის ჩაქუჩი. რამდენიმე მსუბუქი დარტყმა და ეს ორი დეტალიც განცალკევდება. აწყობა რთულდება იმით, რომ ა) სალულე კოლოგი და ჩარჩო უნდა გაუსწორდეს ერთმანეთს იდეალურად და ამისთვის ის არა მარტო ბოლომე (ისევ რეზინის ჩაქუჩის დახმარებით)  ჩასვად არამედ დამატებით ხელით ჩაატრიალოთ. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი საკეტის შემდეგ საბრძოლო ზამბარიანი მოდულის რომ მოათვასოთ უკან პისტოლეტში. აქაც საჭირო გახდება ყურადღება რომ პინი რომელი ეყრება სალულე კოლოფს ქვევიდან ჩაჯდეს თავის ადგილას და ასევე ჩახმახის კუდი მოექცეს შესაბამის კილოში საბრძოლო ზამბარის მოდულზე. იმისთვის რომ აწყობისას არ გაგიჟდეთ, უყურეთ რაც შეიძლება ბევრ ვიდეოს სადაც ეს პროცესი დეტალურად აღწერილია, დახარჯეთ ნახევარი საათი, რომ ზუსტად გაერკვიოთ მოწყობილობაში და იმაში თუ როგორ ზემოქმედებენ პისტოლეტის დეტალები ერთმანეთთან და მხოლოდ ამის მერე დაიწყოთ აწყობა. დროთა განმავლობაში ეს პროცესი გამარტივდება.

P1130378

ასე გამოიყურება გასაწმენდად დაშლიკი Mk III

იმის გათვალისწინებით, რომ Mk IV სერიის რუგერები იშლებიან ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, ჩემ თვალში Mk IV საუკეთესო მცირეკალიბრიანი პისტოლეტია.

24462_688_2017Mk IV როგორც მინიმუმ, არის ყველაზე ლამაზი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი.

“Ruger Mk III” არ არის ტაქტიკური/საბრძოლო იარაღი, მისი დანიშნულება არის განსხვავებული, ამიტომ პირველ პლანზე გამოდის სხვა მოთხოვნები. კონსტრუქციული სიმარტივე, მარტივი დაშლა/აწყობა, drop-free მჭიდები კარგია, მაგრამ ჩემი აზრით მცირეკალიბრიან პისტოლეტს უნდა ქონდეს ორი მნიშვნელოვანი თვისება, პისტოლეტი უნდა საიმედოდ მუშაობდეს ყველა ტიმის .22 კალიბრის მუხტთან და უნდა იყოს ზუსტი. დანარჩენი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ორი პარამეტრი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

“რუგერის” სიზუსტე მოცემულია ცხრილში, ხოლო საიმედოობას რაც შეეხება იარაღმა მოინელა 40-42 გრანიანი ვაზნები და ასევე ქვებგერითი საწყისი სიჩქარის მქონე მუხტები, მრგვალთავიანი და ჩახვრეტილთავიანი ტყვიებით. რაიმე დაბრკოლებას ადგილი არ ქონია.  პისტოლეტმა იდეალურად იმუშავა.

ტრდიციულად შევამოწმე, ვაზნის მიწოდებისას ხდება თუ არა რბილი ტყვიის თავის დეფორმაცია/აპარსვა, ორი-სამი მიწოდების შემდეგ ვაზნაზე რამე დაზიანებები ვერ აღმოვაჩინე. ვაზნების მიწოდების კუთხე მცირეა და ვაზნა საკმაოდ ახლოს არის სავაზნესთან რაც ერთ-ერთი წინაპირობაა საიმედოობის.

rugaacc

ყველაზე საინტერესო ის არის რომ ეს შედეგი (საშუალო სიზუსტე) ერთი-ერთში იმეორებს მასად აიუბის წიგნში “Greatest Handguns of the World” მოცემულ რუგერიდან (Mk I Target) სროლის შედეგებს. საუკეთესო სამი გასროლის ცალკე გამოყოფა გაძლევთ საშუალებას დაინახოთ პისტოლეტის რეალური სიზუსტე მინუს მსროლელის შეცდომები. როგორც წესი დაზგიდან სროლისას მიღებული სიზუსტე შეესაბამება ხელიდან საუკეთესო სამი გასროლის კალკულაციით მიღებულ სიზუსტეს.  

რაც შეეხება ერგონომიკას, პისტოლეტი კარგად ზის ხელში, ტარის ფორმა, კუთხე და ტარის პანელების ტექსტურა ადეკვატურია და ერგონომიკის თვალსაზრისით შენიშვნები მე არ მაქვს. მცველი ერთი შეხედვით მოუხერხებელია, მაგრამ სინამდვილეში მისი ჩართვა გამორთვა შესაძლებელია დიდი თითით, ჭერის შეცვლის გარეშე და ის ძალიან მოსახერხებელია, ირთვება და ითიშება მკაფიოდ, კარგად გასაგონი “კლიკით”. ანალოგიურად ადვილად ხელმისაწვდომია საკეტის შემაკავებლის და მჭიდის ღილაკები. მანძილი სასხლეტამდე ჩემი ხელისთვის კარგია. სასხლეტი განიერია, ნაჭდევებით რაც იდეაში მისაღებია პისტოლეტისთვის ერთმაგი მოქმედების სამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. სასხლეტი კარგია, დაჭერისას არის სადღაც 2მმ-ნი თავისუფალი სვლა, შემდეგ ხდება მოულოდნელი ჩახმახის გათავისუფლება და რესეტიც არის მოკლე. მასობრივი წარმოების პისტოლეტისთვის ეს არის კარგი სასხლეტი. კარგია, რომ პისტოლეტის მჭიდები ადვილად იშლება გასაწმენდად. სხვათაშორის როდესაც დავაპირე მჭიდების დანომრვა, აღმოვაჩინე რომ ორივე მჭიდის მიმწოდებელი ქარხნულად დანომრილია ციფრებით “1″ და “2″, არ ვიცი შეიძლება ეს ციფრები რამე სხვას აღნიშნავენ მაგრამ მე მგონია რომ მწარმოებელმა ისინი თავიდანცე დანომრა.

P1130375

მჭიდები არის ხარისხიანი, ადვილად იშლება, პატარა გორგოლაჭი გვერდიდან გაძლევთ საშუალებას თითით შეკუმშოთ ზამბარა და ადვილად აავსოთ მჭიდი, რომელიც უპრობლემოდ ივსება სრულ ტევადობამდე.  

ნაკლოვანებებში პირველ რიგში ჩავწერდი მჭიდის მცველს რის გამოც მჭიდები თავისუფლად არ ვარდება. ჩემი აზრით ასევე ზედმეტია სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორი და ინტერგირებული უსაფრთხოების საკეტი. იმისთვის რომ Mk III Target გახდეს ჭეშმარიტი target პისტოლეტი მას ჭირდება ჭეშმარიტი საასპარეზო სასხლეტი, იმიტომ რომ სტანდარტული კარგია მაგრამ ცოტა მძიმეც არის.  რათქმა უნდა პისტოლეტში ასეთი მასით უკუცემა პრქტიკულად არ არის. მთლიანობაში პისოტოლეტმა დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილება.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Ruger MkIII Target არის სერიოზული მცირეკალიბრიანი პისტოლეტი, რომელიც გამოდგება როგორც საასპარეზო, სანადირო ან თუნდაც თავდაცვითი იარაღი, მისი მაღალი საიმედოობის და სიზუსტის გამო. კონსტრუქციით და დამზადების ხარისხით ის ორი საფეხურით მაღლა დგას ფსევდო-ტაქტიკურ პლინკერებზე, როგორების არიან Walther P22, SIG Mosquito, GSG 1911. დამზადებული მთლიანად ფოლადისგან ეს არის იარაღი რომელსაც ყიდულობენ სამუდამოდ და რომელიც მოემსახურება მსროლელების რამდენიმე თაობას. თუ გინდათ კარგი თუ არა საუკეთესო .22 კალიბრის პისტოლეტი, იყიდეთ Ruger Mk თუ რა თქმა უნდა შეძლებთ მის პოვნას საქართველოში.

P1130459

პირველი სუბ-კომპაქტური 1911 – Detonics Combat Master

Wednesday, September 23rd, 2020

classics-detonics-combat-master-pistol-f

როგორც მე არაერთხელ აღვნიშნავდი კოლტის 1911 დიზაინის დახვეწა და განვითარება თავის თავზე აიღო უამრავმა ნიჭიერმა ადამიანმა არაორდინარული ბიოგრაფიებით. დღეს რომ აიღოთ თანამედროვე 1911, ორმხრივი მცველით, ჩამოჭრილი სახელურით, კარგად ხილვადი სამიზნი მოწყობილობებით, განიერი მიოსახერხებელი ტარის მცველით, ყოველი ამ გაუმჯობესების უკან დგანან კონკრეტული ადამიანი, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ პისტოლეტის განვითარებაში, რისი წყალობითაც 1911 ერთი საუკუნის შემდეგაც რჩება აქტუალურ ინსტრუმენტად ყველა ტიპის მსროლელისთვის. სვენსონი, კლარკი, ხოაგი, სტოუნი, უილსონი, ბაერი, ნოვაკი, მათი ინოვაციური გადაწყვეტილებები შეგხვდებათ უმეტესობა მაღალი დონის თანამედროვე 1911-ზე, აქიდან მაგალითად ჯიმ კლარკის სახელი ყოველთვის იქნებ ასოცირებული ე.წ. გრძელ საკეტიან 1911-ებთან. ჯიმ კლარკი, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მსროლელი და იარაღების ოსტატი აშშ-ში, იღებდა ორ სტანდარტულ საკეტს, ჭრიდა, ადუღებდა და აწყობდა “გრძელ საკეტიან” (Long Slide) 1911-ებს. თავის მხრივ სუბკომპაქტური 1911-ის “მამა” გახლდათ სიდ ვუდკოკი, რომელმაც პირველმა მისცა მსროლელებს სერიული სუბკომპაქტური 1911.  დღეს სუბკომპაქტური 1911 არ არის რაიმე განსაკუთრებული, ასეთ პისტოლეტებს უშვებს პრაქტიკულად ყველა კომპანია, რომელიც უშვებს 1911-ებს მაგრამ მაშინ, 70-ან წლებში,  ეს იარაღი იყო შეიძლება ითქვას რევოლუციური.  სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვანაირად არის აღწერილი სიდ ვუდკოკის როლი ამ პისტოლეტის შექმნაში, ერთი ვერსიით ის თავად იყო ამ პისტოლეტის იდეის და კონსტრუქციის ავტორი, მეორე ვერსიით მან უბრალოდ ხელი შეუწყო ამ პისტოლეტის შექმნას და შემდგომ იყიდა მისი წარმოების უფლებები პატრიკ იეიტსისგან. სხვდასხვა წყაროების ანალიზით მე მრჩება შთაბეჭდილება რომ იდეა ეკუთვნის პატრიკ იეიტს ხოლო იდეის დახვეწა და სერიულ იარაღად ქცევა სიდნი ვუდკოკის დამსახურებაა.

პატრიკ იეიტსმა დაიწყო ექსპერიმენტები პრაქტიკულად ჯიბის პისტოლეტებზე, რომლებიც ამავე დროს იქნებოდნენ სერიოზული კალიბრის, ჯერ კიდევ 70-ნი წლების დასაწყისში და აკეთებდა ამას თავისი ხარჯებით და თავისუფალ დროს.  საბოლოო ჯამში მან იყიდა სამი .45 კალიბრის 1911 და რადიკალურად გადააკეთა ისინი. მეორე პროტოტიპში მოხდა სახელურის, საკეტის, მჭიდის და ლულის რადიკალური დამოკლება. პისტოლეტის კონსტრუქციიდან იყო ამოღებული სახელურის მცველი და მექანიკური მცველი. “ჩამოჭრილი” საკეტი (და ამის გამო წინ გადაწეული უკანა სამიზნი მოწყობილობა) აადვილებდა ჩახმახის შეყენება-დაშვებას. ვინც ისვრის 1911-ებიდან ადვილად მიხვდება ამ მოდიფიკაციის სარგებელს. ასევე შეცვლილი იყო ჩახმახის ფორმა, რომ გამორიცხული ყოფილიყო ხელის კბენა გასროლის დროს. კონუსური ფორმის ლულა არ ხდიდა საჭიროდ ბუშინგის გამოყენებას. პისტოლეტის შიგნით ასევე იმალებოდა ჭკვიანური უკუცემის მექანიზმი სამი ზამბარით, რაც აუცილებელი იყო, რომ ასეთ მოკლე პისტოლეტში პატარა და მსუბუქ საკეტს არ “დაენგრია” ჩარჩო და ამავე დროს ქონოდა საკმარისი ენერგია, რომ გადატენვის ციკლი ყოფილიყო საიმედო.  პისტოლეტს ასევე ქონდა სახეშეცვლილი (უკან გვერდიდან ჩამოთლილი) საექსტრაქციო ფანჯარა, რომ მასრის ექსტრაქცია ყოფილიყო უპრობლემო. დამრტყმელის ზამბარა იყო უფრო ხისტი რომ გამორიცხულიყო გასროლა პისტოლეტის დავარდნის შედეგად.    ყველაფერი ეს იყო საკმარისი და სიდ ვუდკოკმა დაარწმუნა პატრიკ იეტსი (ეს ორი მანამდე ერთად მუშაობდნენ კომპანიაში, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს უშვებდა) ამ პისტოლეტის წარმოების იდეის წარმატებაში. მანამდე სიდ ვუდკოკი არც ფიქრობდა იარაღების გამოშვებას და დაარსა კომპანია სადაც აპირებდა ასაფეთქებელი ნივთირებების წარმოებას და სახელიც შესაბამისი შეარჩია: Detonics.

sw1

სიდ ვუდკოკი იყო უნიკლური პიროვნება, OSS-ის ვეტერანი, აღმოსავლური ორთაბრძოლების, იარაღების და ასაფეთქებლების ექსპერტი, ასევე მესაათე, ასწავლიდა აშშ-ის სპეციალური ძალების დანაყოფების შემადგენლობას და თავად ბრიუს ლის. OSS-ის შექმნის პირველი დღიდან იყო ლაბორატორია სპეციალური იარაღების და ტაქტიკის და ბუნებრივია რომ ამ ორგანიზაციის ვეტერანი დაინახავდა პოტენციალს ულტრა კომპაქტურ .45 კალიბრის პისტოლეტში.

პატენტი ახალ პისტოლეტზე გაიცა 1978 წელს. შესაბამისად Combat Master იყო პირველი სერიული სუბ-კომპაქტური 1911. უნდა აღინიშნოს რომ იმ პროტოტიპიდან, რომელიც შექმნა პატრიკ იეიტსმა, ისროლეს 20 000 ვაზნა სანამ Detonics-ის ინჟინერები არკვევდნენ, როგორ ექციათ პატრიკის “გადაჭრილი” 1911 სერიულ პისტოლეტად და ის კვლავ იყო მუშა მდგომარეობაში. სერიული პისტოლეტი უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა პროტოტიპისგან ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება  იყო მექანიკური მცველის დაბრუნება კონსტრუქციაში.  ასევე უარი ითქვა იეტსის ძვირადღირებულ მოდიფიკაციებზე, როგორებიც იყო სახელურის პროფილის შეცვლა, დადაბლებული მჭიდის ღილაკი, დათხელებული ტარის პანელები და ასევე ჩახმახის ფორმა სერიულ “დეტონიქსებზე” მოგვიანებით იყო განსხვავებული. ამავე დროს პისტოლეტი გამოდიოდა სხვადასხვა დროს ორ და სამ ზამბარიანი  უკუცემის მექანიზმით.

ysxomk5xaqd31

სავარაუდოდ Mk1  Combat Master, რაზეც მეტყველებს ჩახმახის ფორმა და “დაწეული” საექსტრაქციო ფანჯარა. სულ გამოდიოდა 7 მოდიფიკაცია ამ პისტოლეტის. 

ასევე პისტოლეტი იყო განკუთვნილი ექსპანსიური ვაზნების გამოყენებისთვის და ამისთვის მისაწოდებელი რამპა და სავაზნე იყო ოპტიმიზირებული ფორმის, რაც ასევე იყო ინოვაციური გადაწყვეტილება სერიულ 1911-ში. მიუხედავად პატარა ზომისა მჭიდი იტევს 6 ვაზნას. ეს შესაძლებელია იმის წყალობით, რომ მჭიდის ხუფში არის შესრულებული ჭრილი. 6 ვაზნის მოთავსების შემდე ამ ჭრილში გადის მიმწოდებელის “ფეხი” და აძლევს მიმწოდებელს შესაძლებლობას უფრო დაბლა დაიწიოს. გარეთ გამოშვერილ მიმწოდებელს ეწოდა მჭიდის სრული დატენვის ინდიკატორი.

ინოვაციურმა უკუცემის მექანიზმმა მოაგვარა ორი პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა სუბ-კომპაქტურ 1911-ებს. ზამბარების რესურსი გაიზარდა 5000 გასროლამდე ნაცვლად 800-1000 გასროლისა. ასევე ეს სისტემა უზრუნველყოფდა უკეთეს საიმედოობას სხვადასხვა მუხტების გამოყენებისას მათ შორის +p ტიპის. ტიპიურ სუბ-კომპაქტურ 1911-ში ასეთი ცხელი მუხტები აძლევენ საკეტს ისეთ სიჩქარეს რომ მჭიდი უბრალოდ ვერ ასწრებს ვაზნის მიწოდებას და საკეტი იკეტება ცარიელ სავაზნეზე. 2010 წელს ჟურნალ Handguns-ისთვის, უოლტ რაუხმა გატესტა ახალი გამოშვების Detonics Combat Master და დარწმუნდა, რომ ეს პისტოლეტი საიემედოდ მუშაობს მათ შორის +P ტიპის მუხტებით. თუმცა პატრიკ იეიტსი 2002 წლის თავის სტატიაში ამინც აღნიშნავდა რომ მისი პროტოტიპიც და სერიული Combat Master-ები არ იყვნენ “ყველაფრის მჭამელები”, რაც ბუნებრივია, ასეთ პისტოლეტებში ადვილია იპოვო მუხტი რომელიც დაარღვევს დეტალების ჰარმონიულ მუშაობას რასაც მოყვება დაბრკოლებები, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი ვინც ერკვევა საკითხში გირჩვეთ იპოვოთ მუხტი რომელიც ზუსტიც იქნება და საიმედოც თქვენ სუბ-კომპაქტში და შემდგომ ეს მუხტი მოიმარაგოთ საკმარისი რაოდენობით. ბევრისთვის ასეთი წინაპირობა მიუღებელი აღმოჩნდა და პისტოლეტების გარკვეული რაოდენობა დაუბრუნდა Detonics-ს პრობლემური საიმედოობის გამო. მაგრამ რაც არის ეს არის, ასეთი ფორმატის პისტოლეტები უბრალოდ ვერ იქნება ისეთი როგორიც სრული ზომის პისტოლეტები. პისტლეტიდან სერიოზული მსროლელები ადიდებდნენ Combat Master-ს, თავად ჯეფ კუპერმა უწოდა მას “საბრძოლო დიზაინის შედევრი” და “საუკეთესო თავდაცვითი პისტოლეტი მსოფლიოში”. სახელგანთქმული აღჭურვილობის მწარმოებელი Alessi უშვებდა მთელ სერიას ბუდეების, რომელიც განკუთვნილი იყო სპეციალურად ამ პისტოლეტისთვის.

D-CM-Fieldstripped

დაშლილი Combat Master. მიაქციეთ ყურადღება დამაბრუნებელი ზამბარის ღერძს და იმას თუ როგორ  “ზის”  ის ლულაზე. ამის წყალობით შესაძლებელი გახდა ზამბარის დაგრძელება. 

სიდ ვუდკოკის კომპანიამ იარსება 1976 წლიდან 1986 წლამდე რა პერიოდშიც გამოუშვა სადღაც 17 000 პისტოლეტი. კომპანიამ მას მერე მრავალჯერ შეიცვალა მფლობელები და ადგილმდებარეობა და ეხლა როგორც ჩანს აღარ მოქმედებს. ნაწილობრივ ამის მიზეზი ალბათ არის ისიც, რომ “დეტონიქსის” ეს პისტოლეტები ღირდა ძალიან ძვირი. 90-ების დასაწყისში,  კოლტის “კომანდერი” იყიდებოდა 250 დოლარად ხოლო Combat Master-ი 450 დოლარად ხოლო “სასაჩუქრე” MkVI ღირდა სტანდარტულზე ორჯერ უფრო ძვირი.  არ უშველა კომპანიას სრული ზომის Servicemaster და Scoremaster-ის გამოშვებამაც. ნაწილობრივ შეიძლება იმიტომ რომ ბაზრის წილი მას წაართვეს უფრო მსხვილმა მწარმოებლებმა მაგრამ სუბ-კომპაქტური 1911-ები ყოველთვის იქნება ასოცირებული სიდ ვუდკოკთან და Detonics-თან, რომლის Combat Master გახდა საკულტო იარაღი და შექმნა ახალი კლასი 1911 ტიპის პისტოლეტებში.

Combat Master-ის წარმოება განახლდა 2004 წლიდან 2007 წლამდე მაგრამ შემდეგ ისევ შეიცვალა მფლობელები და ადგილმდებარეობა და 2017 წლიდან შეწყვიტა პისტოლეტების გამოშვება, კომპანიის საიტიც გათიშულია. დარწმუნებული ვარ ამით Combat Master-ის ისტორია არ დასრულდა და ადრე თუ გვიან ვინმე საკმარისად მოტივირებული განაახლებს მის წარმოებას.

 

 

M1911 თანამედროვე მსროლელის თვალით

Sunday, August 16th, 2020

S6O24CSBCVGSXEIZ25D3BJWURQ

აღნიშნული სტატია არის სრული იმპროვიზაცია ჩემი მხრიდან და მცდელობა ავხსნა 1911-ის ფენომენი და შევეცადო გავცე პასუხი კითხვაზე, რა არის 1911 დღეს? კვლავ აქტუალური საბრძოლო პისტოლეტი თუ წარსული დროის რელიქტი, რომელიც გამოდგება მხოლოდ, როგორც საკოლექციო ექსპონატი. იარაღის მოყვარულთა და მფლობელთა წრეებში ზუსტად ორი ასეთი მოსაზრება არსებობს, 1911, მორალურად მოძველებული, ცოტა ოდენ გადაჭარბებული რეპუტაციის მქონე იარაღი და პირიქით იდეალური საბრძოლო პისტოლეტი, რომელიც ოდესმე შეუქმნია ადამიანს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სიმართლე სადღაც შუაში იმალება, მაგრამ მოდით ყველაფერზე თანმიმდევრულად ვისაუბროთ.

თავისთავად, მე მიმაჩნია ნამდვილ საოცრებად, რომ პისტოლეტი, რომელიც ჯონ ბრაუნინგმა შექმნა დაიბადა ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ადამიანს ფრენის საიდუმლოებაც კი არ ქონდა ამოხსნილი, ავტომანქანა და მასთან ერთად აბსოლუტური უმეტესობა ნივთების, რომელთა გარეშე წარმოუდგებელია ჩვენი ცხოვრება ან საერთოდ არ არსებობდა ან აბსოლუტური უმეტესობა ადამიანისთვის იყო მიუწვდომელი.  შეგახსენებთ ასევე, რომ 1911 ერთადერთი პისტოლეტია იმ ეპოქიდან, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პრაქტიკული იარაღის როლს და არა საკოლექციო/ისტორიულის, როგორც მაგალითად იგივე ასაკის „მაუზერები“, „ბერგმანები“ და „ლუგერები“. 1911-ს მჭიდი აქვს იქ სადაც უნდა ქონდეს თანამედროვე პისტოლეტს, მისი აგებულება, ერგონომიკა ასევე პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, პისტოლეტი ასევე მარტივი მოწყობილობის არის.  კიდევ ერთი პლიუსი 1911-ის სასარგებლოდ არის ის, რომ პისტოლეტი აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. ის აღჭურვილია მექანიკური მცველით, ავტომატური სახელურის მცველლით, ინერციული დამრტყმელით, დამრტყმელის მცველით.  ჩახმახს გააჩნია ნახევრად შეყენების შესაძლებლობაც, რაც ერთგვარი დაცვის მექანიზმია თუ ჩახმახის დაშვებისას თითი აგისხლტებათ. ამ პისტოლეტში პრინციპში არ არის არც ერთი კონსტრუქციული ელემენტი/გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც უადგილო თუნდაც ჩვენ დღევანდელ რეალობაში, მაგრამ ცხადია მთელი ეს წლები სხვა კონსტრუქტორები არ იდგნენ ერთ ადგილას, იხვეწებოდა პისტოლეტების კონსტრუქციები და რა თქმა უნდა ვითარდებოდა პისტოლეტიდან სროლის ხელოვნებაც. მსროლელების ახალი მოთხოვნები მუდმვივად კმაყოფილდებოდა კონსტრუქტორების მიერ, რაც განაპირობებდა პისტოლეტის ევოლუციის გეზს.

დღევანდელი გადმოსახედიდან 1911 არ ჯდება თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტის პარადიგმაში, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად, მინიმალური წონა, კომპოზიტური მასალების გამოყენება, დიდი ტევადობის მჭიდები, მინიმალური მოვლა/მომსახურება, ბოლო წლებია ასევე, როგორც ჩანს ისტორიას ასევე ბარდება ორმაგი მოქმედების დამრტყემლ-სასხლეტი მექანიზმი გარედან განლაგებული ჩახმახით, რომელიც ერთ დროს განიხილებოდა როგორც უპირატესი 1911-ში გამოყენებულ ერთმაგი მოქმედების მექანიზმზე. მიზეზი ამისი ადვილად მისახვედრია. მწარმოებელს „ პოლიმერის სტრაიკერის“ გამოშვება უჯდება უფრო იაფი, ხოლო საბოლოო მომხმარებელი იღებს იარაღს, რომელსაც სასხლეტი გასროლიდან გასროლამდე არ იცვლის თვისებებს. გარდა ამისა, „სტრაიკერები“ დახურული კონსტრუქციიდან გამომდინარე, უფრო საიმედოდ მუშაობენ რთულ პირობებში. თხელი ფენა ტალახის/ჭუჭყის მოხვედრილი ჩახმახსა და დამრტყმელს შორის და გასროლა უკვე არ მოხდება, „სტრაიკერები“ ასეთი პრობლემებისგან უკეთ არიან დაცულები. წლების წინ ითვლებოდა, რომ „სტრაიკერები“ უფრო ნაკლებად საიმედოები არიან როდესაც საქმე ეხება ამაალებლის საიმედოდ აალებას, იმიტომ რომ ძლიერი/მასიური საბრძოლო ზამბარით აღჭურვილი გარე ჩახმახიანი პისტოლეტებს მეტი ენერგია ქონდათ ამაალებლისთვის საკმარისად ძლიერი დარტყმის მიყენებისთვის, მაგრამ დაიხვეწა ვაზნები, დაიხვეწნენ „სტრაიკერები“ და ეს პრობლემაც გაქრა.

P1120555

“გლოკი” ჭეშმარიტი სრულყოფილებაა, მაგრამ უფრო წარმოების თვალსაზრისით, რბილი ფოლადისგან დამზადებული საკეტი ითხოვს დაზგის მინიმალურ ოპერაციებს და მარტივად მზადდება ხოლო ზედაპირის ცემენტირება უზრუნველყოფს საბოლოო გამძლეობას და წამოუდგენელ კოროზიულ მდგრადობას. პოლიმერის ჩარჩო არაფერს არ იწონის, არაფერი არ ღირს და შესანიშნავად უძლებს ცვეთას. დანარჩენი დეტალების უმეტესობა ნაშტამპია, არც-ერთი დეტალი არ ითხოვს მორგებას.  

ალბათ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც თავიდან 1911-ს შეხვდა ძალიან შეზღუდული აღიარება იყო მისი კალიბრი, .45ACP.  ეს არის დიდი ვაზნა რაც ნიშნავს, რომ იარაღი გათვლილი ამ ვაზნაზე ასევე იქნება დიდი. სახელურიც უნდა იყოს განიერი რომ დაატიოს მჭიდი სავსე დიდი ვაზნებით. ასევე 1911 (სამთავრობო მოდელი) დამზადებულია მთლიანად ფოლადისგან და ამიტომ მძიმეა და ამავე დროს იტევს ცოტა ვაზნას, იმიტომ რომ გათლილია ერთ რიგიან მჭიდზე. ამბობენ, რომ თავის დროზე 1911 გადაურჩა დავიწყებას, როდესაც ბილ კლინტონმა მიიღო ავად სახსენებელი აკრძალვა „საიერიშო იარაღზე“, რაც მათ შორის გულისხმობდა შეზღუდავას მჭიდების ტევადობაზე, რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო 10 ვაზნაზე მეტი. უცბად „ჯადოსნურმა ცხრიანებმა“ ანუ მაღალი ტევადობის 9მმ-მა პისტოლეტებმა დაკარგეს აქტუალობა თანაც მსოფლიოს ყველაზე დიდ და. მომხიბვლელ ბაზარზე. გლოკ 17 უკვე აღარ იტევდა 17 ვაზნას, ამ პიისტოლეტის მფლობელებმა დაკარგეს 7 ვაზნა 17-დან. ბუნებრივია გაჩნდა ინტერესი დიდი კალიბრის მცირე ტევადობის პისტოლეტების მიმართ მათ შორის 1911-ის მიმართ. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ მხოლოდ ბილ კლინტონის წყალობით 1911 არ მოკვდა მაგრამ, უდაოდ მწარმოებლებს გაუჩნდათ მეტი მიზეზი დაეხვეწად 1911-ები იმიტომ რომ მოთხოვნა მათზე გაიზარდა. თანაც აღნიშნული აკრძალვა უკვე კარგახანია ჩაბარდა ისტორიას, მაგრამ 1911 არსად არ აპირებს წასვლას. უფრო მეტიც, დღეს ამ პისტოლეტს უფრო მეტი მწარმოებელი უშვებს, უფრო მეტ ქვეყანაში, ვიდრე ოდესმე აქამდე.

ბუნებრვივია ტექნოლოგიური პროგრესი შეეხო 1911-საც. დაიხვეწა წარმოების მეთოდები, გაჩნდა MIM ტექნოლოგია, 1911-ის დეტალების დასამზადებლად აღარ არის საჭირო რთული და კომპლექსური პროცედურები და მაღალკვალიფიციური ოსტატები. როგორც კენ ხაკატორნმა აღნიშნა პისტოლეტები დღეს იწყობა და არა იგება, რაც ნიშნავს, რომ პისტოლეტებს უბრალოდ აწყობეენ დეტალებიდან და აღარ არიან ოსტატები, რომლებიც არგებენ დეტალებს ერთმანეთზე და უზრუნველყოფენ პისტოლეტის ყველა კომპონენტის უნაკლო ფუნქციონირებას. ამიტომაც ითვლება, რომ 1911 რომელიც დაპროექტდა იმის გათვალისწინებით, რომ მისი აგება მოხდებოდა ოსტატის მიერ, ასეთი ახალი მოცემულობით წარმოებული ვერ იქნება ისეთი კარგი, როგორც ოსტატის მიერ აგებული. მე არ მაქვს საკმარისი ტექნიკური კომპეტენცია, რომ ჩემი დასკვნა წარმოგიდგინოთ ამ საკითხზე მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მხოლოდ გააუმჯობესებენ 1911-ს, თუ რა თქმა უნდა მწარმოებელმა იცის რას აკეთებს და ასევე რაც მნიშვნელოვანია შეამცირებს მის ფასს.

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, გაჩნდა ახალი კლასი 1911-ების, რომლებიც გამოირჩევიან კარგი შესრულებით და როგორც ჩანს ასევე გამოირჩევიან საიმედოობით, ხოლო მათი ფასი არ აღემატება 1000 დოლარს (ამერიკაში) და ხანდახან ბევრად ნაკლებია. ასეთებია მაგალითად Springfield Armory Loaded, Ruger SR1, Kimber TLE II.  1911-ის სნობებს არ მოწონთ ეს მოდელები, იმიტომ რომ მათი ფასი არ არის საკმარისად დიდი მაგრამ ეს იარაღები აძლევენ საშუალებას პრაქტიკულად ყველა მსროლელს “ეზიარონ” 1911-ს და ჩემი სტატიაც იმედია დაგეხმარებათ 1911-ის გაგებაში და ასევე რომ იყოდ მზად და იცოდეთ რასთან გაქვთ საქმე. თურქეთი ბოლო წლებია გვევლინება 1911-ის მწარმოებლად და მათი პისტოლეტები კარგად გამოიყურება, ზოგი მოდელი იყენებს ხარისხიან Mec-Gar-ის მჭიდებს რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა და დაზღვევაა ბევრი პრობლემისგან. ფასი როგორც წესი ამერიკაში არ აღემატება 500 დოლარს.  მაგრამ აქვე გავმეორდები, თუ გინდათ გაეცნოთ 1911-ს, კი ბატონო, გამოდგება თურქული 1911-იც. მაგრამ თუ ეძებთ თავდაცვის ინსტრუმენტს, ჯობია მაინც არჩევანი გააკეთოთ თუნდაც ბიუჯეტურ პოლიმერის “სტრაიკერზე”, პრობლემების ალბათობა გაცილებით ნაკლები იქნება.

ჩემი აზრით თუ ადამიანს უნდა საბრძოლო/თავდაცვითი პისტოლეტი, ბიუჯეტური/იაფი 1911 მწარმოებლისგან, რომელსაც არ აქვს დიდი გამოცდილება ასეთი პისტოლეტის წარმოების ალბათ არ იქნება საუკეთესო ვარიანტი. ჩემი აზრით ბიუჯეტური „სტრაიკერი“ იქნება უკეთესი იარაღი ვიდრე ბიუჯეტური 1911. ჩემი პირადი გამოცდილებაც ამას ადასტურებს.

19112

ნაწილობრივ იმას, რომ მე კარგად მესმის 1911-ის მოწყობილობა და კონსტრუქცია, უნდა ვუმადლობდე ბიუჯეტურ „ტაურუსს“ და „ბულს“. ორივე იყო პრობლემური და ამ პრობლემების გადაწყვეტისთვის მე მომიწია 1911 მოწყობილობის საფუძვლიანად შესწავლა. აქვე უნდა აღვნიშნო „ტაურუსიც“ და „ბულიც“ როცა ისროდნენ, ისროდნენ ძალიან ზუსტად, რაც დამარწმუნა რომ ადრე იყო 1911 ჩამოწერა.

შეიძლება იფიქრო რომ თუ არ ჩავთვლით იმას რომ პისტოლეტის მთლიანად ფოლადის არის, ცოტა ვაზნას იტევს და აქვს ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მეტი განსხვავება 1911-სა და ტიპიურ პოლიმერის 9მმ-ან პისტოლეტს შორის განსხვავება არ არის ხო? სინამდვილეში არა.  განსხვავებები ბევრია და მე შევეცდები ისინი ისე დავაჯგუფო რომ ამ სტატიის წაკითხვის მერე მკითხველი არ დავტოვო უფრო მეტი კითხვით ვიდრე პასუხით და საბოლოოდ არ დავაბნიო.

1. კონსტრუქციის თავისებურებები 

რა თქმა უნდა 1911-ის კონსტრუქცია თავისი დროისთვის იყო რევოლუციური. ის ადვილად იშლებოდა, მათ შორის ბოლომდე. ის შედგებოდა ცოტა დეტალისგან. Youtube-ზე დევს Wilson Combat-ის ძველი  ვიდეო 1911-ის სრულ დაშლაზე, ეს ვიდეო ასახავს 1911 სრულ დაშლას და აწყობას, კომენტარებით, ხოლო ვიდეოს სრული სიგრძე არის სულ რაღაც 15 წუთი. თან პისტოლეტი იმ ვიდეოში აღჭურვილია ორმხრივი მცველით და „მაგველით“ რაც ორიგინალურ 1911-ზე არ ეყენა. მაგრამ არის ნიუანსებიც. პისტოლეტს გააჩნია დახურული ექსტრაქტორი, რომელიც მოთავსებულია საკეტის შიგნით. ეს კარგია, იმიტომ რომ ის დაცულია გარე ზემოქმედებისგან, ჭუჭყისგან და ტალახისგან. ექსტრაქტორი გრძელია და ის თავად ასრულებს ზამბარის ფუნქციას იმიტომ რომ არის მოღუნული ფორმის როგორც ავტომობილის რესორი. საკეტში მას იჭერს მეტალის ფირფიტა რომელიც ასევე იჭერს დამრტყმელს. ასეთი გადაწყვეტილება იყო ტიპიური და გამოიყენებოდა ბევრ პისტოლეტში, ადრინდელი გამოშვების CZ-75-ში, ბრაუნინგის “ჰაი პაუერში” და ასე შემდეგ. ჩეხურ პისტოლეტში ეს დეტალი იჭერდა მხოლოდ დამრტყმელს, ბელგიურ პისტოლეტში, მის ადრინდელ მოდელებში ეს დეტალი ისევე, როგორც 1911-ში იჭერდა “რესორის” მაგვარ ექსტრაქტორს ხოლო შემდგომში FN-ის პისტოლეტები აღიჭურვა უფრო საიმედო, ზამაბარიანი, მოკლე ექსტრაქტორით.  ეხლა თანამედროვე პისტოლეტები ასეთ ფირფიტებს და ექსტრაქტორებს პრაქტიკულად არ იყენებენ. ნაწილობრივ იმიტომ რომ ეს ფირფიტა ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემთხვევაში ტყდება ხოლმე, იმიტომ რომ ის მოთავსებულია ჩახმახსა და საკეტს შორის და დიდი დატვირთვის ქვეშ მუშაობს, ჯერ მას ურტყავს ჩახმახი, შემდეგ საკეტი უკუსვლის შედეგად ისევ მისი გამოყენებით აიძულებს ჩახმახს დაბრუნდეს შეყენებულ მდგომარეობაში. თუ ახალი ფირფიტა კარგად არ მოერგო საკეტს, ექსტრაქტორი იწყებს თამაშს (განსმიტები ამ მოვლებას ეძახიან “ქლოქინგს”) რის შედეგადაც ექსტრაქტორი კარგავს უნარს საიმედოდ წაავლოს მასრას და იწყება პრობლემები ექსტრაქციასთან. 1911-ზე არა, მაგრამ მე მინახია, როგორ ანალოგიური ნაწილი გადატყდა შუაზე ბრაუნინგ „ჰაი პაუერში“ რომლიდანაც საკმაოდ ბევრი ვაზნა იყო ნასროლი. ეს პოტენციურად საშიში სიტუაციაა, იმიტომ, რომ უკან გამოსროლილი დამრტყმელი შეიძლება მოხვდეს მსროლელს თვალში.  ამიტომ 1911-ის ეს დეტალი უნდა რეგულარულად დათვალიერდეს, იმიტომ რომ სანამ ის ბოლომდე გატყდება მას ჯერ გაუჩნდება ბზარი ყველაზე თხელ ადგილას. ამჟამად თანამედროვე პისტოლეტები იყენებენ მოკლე ექსტრაქტორებს ცალკე ზამბარებით, ხოლო დამრტყმელს როგორც წესი იჭერს საკეტში გაყრილი პინი. პინი, რომც გატყდეს, მისი თუნდაც კუსტარულად დამზადება და მორგება უფრო ადვილი იქნება. დროთა განმავლობაში 1911-ის ექსტრაქტორი კარგავს ძალას და საჭიროა მისი ხელახალი მოღუნვა და ხანდახან კბილთან მეტალის მოცილება, რომ კბილი უკეთ მიწვდეს მასრას. მეორეს მხრივ მაგალითად Wilson Combat-ი ამზადებს ექსრაქტორებს უკვე წინასწარ მოღუნულებს (მადლობა თანამედროვრ CNC დაზგებს), ასეთი ექსტრაქტორები გამოირჩევიან დიდი რესურსით და ნაკლებად საჭიროებენ მომსახურებას. 1911-ის პატრონი ვალდებულია იცოდეს როგორ მოახდინოს ამ პრობლემის დიაგნოსტირება და გამოსწორება მანამ სანამ პისტოლეტი გაჭედავს. თანამედროვე პისტოლეტის მფლობელები ექსტრაქტორზე ფიქრით თავს დიდად არ იტკიებენ.

პისტოლეტის კონსტუქცია ჩემი აზრით შედარებით ფაქიზია. მაგალითად სვარცის კონსტრუქციის მცველი, რომელიც კეტავს დამრტყმელს სანამ პისტოლეტის სახელურს კარგად არ მოკიდებთ. ის დეტალი რომელიც ამოდის ჩარჩოდან და აწვება ბლოკირატორს საკეტში, თხელია, მე ვიტყოდი მიკროსკოპული. პატარა უყურადღებობა დაშლა/აწყობისას (არ უნდა იყოს დაჭერილი სახელურის მცველზე) და საკეტით  შეიძლება ის დააზიანოთ. თანამედროვე პისტოლეტები ასეთ ყურადღებას არ ითხოვენ. სვარცის მცველიც შეიძლება იყოს როგორც “კიმბერის”, თხელი მეტალის ღერძი, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ ან როგორც მეტალის ფირფიტა, რომელიც უნდა ვივარაუდოთ უფრო გამძლეა.

მე არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ 1911 თხელი პისტოლეტია და მიუხედავად წონისა მისი ფორმები „სპორტულია“, ის არ არის ისეთი მასიური და გაბარიტული, როგორც მაგალითად .45 კალიბრის Glock 21. ამ სითხელეს მოყვება თავისი ფასი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის. სამთვარობო მოდელზე დამაბრუნებელი ზამბარა უნდა გამოიცვალოს სადღაც 2 000 გასროლის შემდეგ. უკვე რამდენიმე ასეული გასროლის შემდეგ ზამბარა საგრძნობლად იკლებს სიგრძეში და შესაბამისად მისი უნარი შეანელოს საკეტი მცირდება. 1911-ზე უფრო მოკლე საკეტებით და მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული ჩარჩოთი ეს დეტალი კიდე უფრო ხშირად უნდა შეიცვალოს.

1911-ს აქვს დეტალი, რომელიც პრაქტიკულად აღარ გამოიყენება თანამედროვე პისტოლეტებში. ეს არის ლულის ბუშინგი. ეს დეტალი ყენდება საკეტში და უზრუნველყოფს ლულის ფიქსქაციას საკეტში. მჭიდრო ბუშინგი ამცირებს ლულის “თამაშს” საკეტში და უზრუნვლეყოფს კარგ სიზუსტეს, მეორეს მხრივ ზედმეტად მჭიდრო ბუშინგი გამოიწვევს საიმედოობის შემცირებას. რამდენად მჭიდრო უნდა იყოს ბუშინგი 1911-ში არის ერთ-ერთი იმ საკითხებიდან, რომელიც იწვევს ყველაზე მეტ გაცხარებულ კამათს 1911-ის მოყვარულების ფორუმებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მეტ წილად ტექნიკურად, კონცეფციით და შესაბამისად მართვის ელემნეტბის განლაგებით 1911-მა თითქმის არ განიცადა ცვლილებები, პატარა ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ პისტოლეტის ერგონომიულობის და საიმედოობის გაზრდას იყო საკმაოდ ბევრი.

გამარჯობათ მეგობრებო

უფრო ერგონომიული და მსხვილი სახელურის მცველი კუდით, განიერი საექსტრაქციო ფანჯარა, ჭრილი საკეტზე საექსტრაქციო ფანჯარასთან, ერგონომიული ფორმის მცველი, ეს ყველაფერი გაჩნდა მოგვიანებით და იმ ოსტატების წყალობით, რომლებიც მუშაობდნენ ამ პისტოლეტების დახვეწაზე. ყოველი ეს გაუმჯობესება უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს და კონკრეტულ ისტორიას. 1911-ის ყველა დეტალზე შეიძლება გრძელი ისტორიების მოყოლა.

მე ვერაფერს ვერ ვიტყვი მოსაზრებაზე, რომ 1911 მოიგონეს მაშინ როდესაც იარაღს აგებდნენ კვალიფიციური ოსტატები და ეხლა როდესაც იარაღი იწყობა დეტალებისგან და არანაირი ხელით მორგება არ არსებობს ამიტომ 1911 ასეთ პირობებში ვერ გამოდის კარგი. ჯეიმს იეგერმა თქვა, რომ თუ ნაწილი დეტალების არის დაშვებების ერთ მხარეს და ნაწილი მეორესმ, 1911 არ მუშაობს. მე არ ვარ მეიარაღე და კონსტრუქტორი ამიტომ აზრი ამ საკითზე არ მაქვს, უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ თანამედროვე დაზგებზე შეიძლება რთული გეომეტრის დეტალების წარმოუდგენელი სიზუსტით დამზადება და 1911-მა მხოლოდ უნდა მოიგოს ამით. რამდენად მწარმოებლებმა შეძლეს ხელით ასაგები პისტოლეტის თანამედროვე დაზგებზე დამზადებული დეტალებისგან აწყობის პროცესის მოწყობა, მე არ ვიცი. ეჭვი მაქვს ზოგმა ეს შეძლო ზოგმა ვერა.

1911-ები არ არიან ერთნაირი, 100% თავსებადი დეტალი ყველა 1911-ს შორის არის ალბათ მარტო მჭიდი. ბევრი მოდელი სტანდარტული კონფოგურაციიტ გამოდის, სამთავრობო, სამეთაურო, საბრძოლო სამეთაურო, ოფიცრის და ა.შ. არის კიდე არასტანდარტული 1911-წები, კიდე 2011, ორ რიგიანი მჭიდებით, ვიყიდე დავაყენე აქ არ გამოვა. საჭირო გახდება ან მორგება ან საერთოდ დეტალი არ მოერგება. მე მეგონა რომ ვიყიდე Wilson Combat-ის სტანდარტული ექსტრაქტორი, რომელიც არ აღმოჩნდა თავსებადი Taurus PT1911-ის დამრტყმელის მცველთან არა და PT1911 თითქოს სტანდარტული სამთავრობო 1911-ია……

საინტერესო და უჩვეულო დეტალი, რომელიც მათ შორის ალბათ ნაწილობრივ განაპირობებს 1911-ის კონსტრუქციულ სიმარტივეს არის ე.წ. sear spring.  ეს ბრტყელი ზამბარა სამი “საცეცით” არის “მულტი-ტული” რომელიც ამუშავებს პისტოლეტს. ერთი მარტივი დეტალი ასრულებს ოთხ ფუნქციას.  პირველი საცეცი აწვება უშუალოდ sear-ს (რუსულად: шептало) რომელიც იჭერს ჩახმახს. მეორე საცეცი მოქმედებს როგორც დისკონექტორის და სასხლეტის დამაბრუნებელი ზამბარა, მესამე საცეცი არის სახელურის მცველის ზამაბარა. ბრტყელი ზამბარები ცნობილია იმით, რომ მათ რესურსი ისეთი არ არის როგორც ხვეული ზამბარების მაგრამ 1911-ის შემთხვევაში ეს ზამბარა თითქმის არ ითხოვს ყურადღებას, თუ ის ხარისხიანია.

1911sear

სამ-საცეციანი sear-spring

2. მომსახურება

კონსტრუქციის თავისებურებები, რომლებიც მე აღვწერე ზევით განაპირობებენ მეტ მომსახურებას, რაც საჭიროა იმისთვის რომ 1911-მა იმუშაოს საიმედოდ. პისტოლეტი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა, უნდა იყოს დაზეთილი. დამაბრუნებელი ზამბარა უნდა შეიცვალოს 2000 გასროლის შემდეგ.

Rust Underneath grips

ტარის პანელების ქვეშ გროვდება ჭუჭყი და ნესტი, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ რომ მანდ არ გაჩნდეს კოროზია, თუ პისტოლეტი არ არის დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან. პანელები პერიოდულად უნდა მოიხსნას და პისტოლეტის ჩარჩო უნდა გაიწმინდოს. 

იმისთვის, რომ პისტოლეტი გაწმინდოთ და დაათვალიეროთ მისი დეტალები, ის უნდა დაშალოთ. 1911 იშლებოდა მარტივად მე-20 საუკუნის დასაწყისის სტანდარტებით. დღეს თანამედროვე პისტოლეტები იშლება ერთი ბერკეტის დაწევით. 1911-ის დაშლის პროცედურა უფრო შრომატევადია.

1911idiot

თანამედროვე პისტოლეტები ისეა დაპროექტებული რომ იშლებიან შიშველი ხელებით და შეუძლებელია რამე დააზიანო ან გააფუჭო. 1911-ს განსაკუთრებულად მჭიდრო ლულის ბუშინგით ჭირდება ქანჩი ხოლო სლაიდ სტოპის დაყენებისას თუ უყურადღებობა გამოიჩინეთ პისტოლეტს გაუჩნდება “იდიოტის ნაკაწრი”.  ქანჩის გარდა არსებობს ასევე ინსტრუმენტი რომელიც დაიცავს თქვენ პისტოლეტს ასეთი ნაკაწრისგან, სახელად Idiot Scratch Prevention Tool. 

ამასთან ერთად დაივიწყეთ მშრალი პისტოლეტიდან ათასობით და უკვე ათი ათასობით გასროლა, რაც ნორმაა გლოკისთვის. 1911 იქმნებოდა იმ დროს როდესაც მეტალი არ იყო ისეთი ხარისხის როგორც დღეს, საკეტი მოძრაობს გრძელ მიმმართველებზე, საბრძოლო ბჯენების კონტაქტის ფართიც დიდია. 1911 უნდა იყოს სუფთა და კარგად დაზეთილი, რომ იმუშაოს საიმედოდ. ის ფაქტი, რომ 1911 მწარმოებლები დღეს დიდ ყურადღებას აქცევენ სიზუსტეს, 19110ის დეტალების მორგებაც მჭიდროა, რაც მხოლოდ აუარესებს ამ პრობლემას. სამაგიეროდ, როგორც აღვნიშნე, 1911 შეიძლება იყოს ფენომენალურად ზუსტი. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და წარმოების განვითარებამ განაპირობა, რომ  ამერიკაში შეგიძლია 800 დოლარად იყიდო მეორადი Springfield Armory Range Officer   და მიაღწიო master-ს ხარის თვალში სროლაში. ტექნიკურად პისტოლეტი მოგცემს ამის საშუალებას მაგრამ მსროლელი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს.

 3. ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი

1911 არის ერთმაგი მოქმედების, რაც ნიშნავს, რომ პირველი გასროლის წარმროებისთვის საჭიროა ჩახმახის შეყენება. ჩახმახი ისეა განლაგებული, რომ იმისთვის რომ ის შეაყენოთ უნდა შეცვალოთ პისტოლეტი ჭერა, პრობლემა უარესდება ერგოონომიული მაგრამ უფრო მასიური beaver tail-ის გამოყენებით, რომელიც გამოიყენება პრაქტიკულად ყველა თანამედროვე 1911-ზე თუ ის არ არის სპეციალურად შექმნილი როგორც რეტრო/აუტენტური „სამთავრობო“ 1911. ახალი ტიპის სახელურის მცველი ასეთი განიერი კუდით ერთის მხრივ კარგად გიცავთ საკეტისგან და ჩახმახის კბენისგან, მაგრამ მეორეს მხრივ ართულებს წვდომას ჩახმაზე მისი სწრაფი შეყენებისთვის. ამიტომ, ითვლება, რომ 1911 უნდა ატაროთ „კონდიცია 1“-ში, როგორც გვასწავლიდა პოლკოვნიკი ჯეფ კუპერი. “კონდიცია 1″ გულისხმობს ვაზნას სავაზნეში, ჩახმახი შეყენებულია და პისტოლეტი მცველზეა აყვანილი. დღევანდელი სტანდარტით ეს უკვე მოვეტონია. შეყენებული ჩახმახი ბევრისთვის არის მომატებული საფრთხის ნიშანი, მიუხედავად იმისა, რომ 1911 ასეთ კონდიციაში აბსოლუტურად უსაფრთხოა. შემთხვევითი გასროლისგან მას იცავს ჯერ მექანიკური მცველი და შემდეგ სახელურის მცველი. გასროლის წარმოებისთვის საჭიროა მხოლოდ დიდი თითის მოკლე მოძრაობით მცველის მოხსნა რაც არანაირად არ შეგანელებთ. ეს ტექნიკა სამწუხაროდ მოდის წინააღმდეგობაში იმ პრაქტიკებთან რაც არსებობს დღეს. ჩემს მიერ ხსენებული ჯეფ კუპერი, კაცი ლეგენდა, კაცი ისტორია, თანამედროვე პისტოლტიდან საბრძოლო სროლის ტექნიკის ფუძემდებელი იყო 1911-ის დიდი მოყვარული. რისი ერთ-ერთი მიზეზიც იყო 1911-ის სასხლეტი. 1911-ს ერთმაგი მოქმედების სასხლეტი, კვალიფიციური ოსტატის მაგიის შემდეგ ხდება საუკეთესო სასხლეტი, რომელიც შეიძლება მიიღო ავტომატურ პისტოლეტში და კუპერმა ეს იცოდა, ამიტომაც ცხოვრების ბოლომდე ის უარყოფდა, როგორც სტრაიკერებს ასევე პრინციპში ორმაგი მოქმედების პისტოლეტებს. თავისი სიცოხლის ბოლო წლებში, პოლკოვნიკი გამოირჩეოდა კონსერვატიული ხედვებით და აღარ მიყვებოდა იმ ცვლილებებს, რომლებსაც ადგილი ქონდათ, მაგრამ თავისი როლი მან უკვე ითამაშა და უდიდესი წვლილი შეიატანა იმ კულტურის ფორმირებაში, რომლითაც ჩვენ დღემდე ვსარგებლობთ, რისთვისაც  ჩვენ ის გვიყვრს და პატივს ვცემთ მას.

trig1911

სასხლეტი 1911-ზე მოძრაობს პირდაპირ უკან და არა ღერძის ირგვლივ, როგორც აბსოლუტურ უმეტესობა სხვა პისტოლეტში. ასევე კვალიფიცირებულ ოსტატს შეუძლია  1911-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი დაიყვანოს აბსოლუტურ სრილყოფილებამდე.  ადვილად შესაძლებელია სასხლეტის სიგრძის შეცვლა, რაც მსროლელს აძლევს საშუალებას ადვილად მოირგოს პისტოლეტი. სასხლეტამდე საჭირო წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარამეტრია პისტოლეტში რომელიც გამოიყენება ზე-ზუსტი სროლისთვის. 

“კონდიცია 1″  უნდა განიხილებოდეს როგორც ერთადერთი ვარიანტი 1911 ტარების იქ სადაც არის ალბათობა რომ მოგიწევთ ამ იარაღის დანიშნულებით გამოყენება. პრობლემა აქ იმალება იმაში, რომ შეყენებული ჩახმახი ტოვებს საკეტის ნაწილს ღიად სადაც შეიძლება დაგროვდეს მტვერი ან ტალახი რაც არ მისცემს საშუალებას ჩახმახს გადასცეს საკმარისი ენერგია დამრტყმელს. ქალაქის პირობებში ეს დიდი პრობლემა არ იქნება მაგრამ საველე პირობებში ეს შეიძლება იყოს ფატალური.

4. მჭიდები

აბსოლუტური უმეტესობა პრობლემების, რომელიც შეიძლება წარმოიშვას 1911-თან უკავშირდება მჭიდს. რიცხვი მწარმოებლების, რომლებიც უშვებენ კარგ მჭიდებს არც ისე დიდია, აქიდან საუკეთესოები არია Wilson Comabt, Chip McCormick, Metalform, Mec-gar და რამდენიმე სხვა. მჭიდები შეიძლება იყოს ორიგინალური “სამხედრო” კონფოგურაციის ან ახალი ტიპის გათვლილი ვაზნებზე ექსპანსიური ტყვიით.

თავიდან 1911 იყო გათვლილი 7 ვაზნიან მჭიდზე. მჭიდის კონსტრუქციის მცირე ცვლილებით გახდა შესაძლებელი 8 ვაზნიანი მჭიდის დამზადება, რომელიც არ იქნებოდა გარეთ გამოშვერილი. საიდუმლოება მდგომარეობს იმაში, რომ, როგორც ჩანს, განურჩევლად მჭიდის მწარმოებლისა, მხოლოდ 7 ვაზნის მოთავსება უფრო საიმედოა. როგორც 1911 ცნობილმა მოყვარულმა და ექსპერტმა აღნიშნა, მას ურჩევნია შვიდი “უეჭველი” ვიდრე 8 “შეიძლება” თან ეს თქვა ბილ ვილსონის წინ, რომლის კომპანია ცნობილია იმით, რომ უშვებს ერთ-ერთ საუკეთესო მათ შორის 8 ვაზნიან მჭიდებს 1911-თვის. ჩემი ახალი Kimber TLE II-იც ამას ადასტურებს, “დე იურე” მჭიდი 8 ვაზნიანია მაგრამ ბოლომდე ავსებული, მისი მოთავსება პისტოლეტში დახურული საკეტით პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ მჭიდებში დევს შვიდი “უეჭველი”.

500C-HD_7 copy

Wilson Combat-ის Elite Tactical მჭიდი გათვლილია 8 ვაზნაზე აქვს სპეციალური მიმწოდებელი რომელიც არ აძლევს საშუალებას ვაზნას “ჩავინთოს” მიწოდებისას. 

5. მუხტები და ვაზნები  

წლები თუ არა ათწლეულები იყო მიჩნეული, რომ 1911 საიმედოდ მუშაობს მუხტებით, მხოლოდ მარგვალთავიან ტყვიებით  (.230gr “hardball”) ანუ მუხტით რომელზეც თავდაპირველად იყო გათვლილი ორიგინალური “სამთვავრობო” 1911.  უკვე კარგახანია ჩამოყალიბდა მოთხოვნა, რომლის მიხედვით საბრძოლო/თავდაცვითი პისტოლეტი აუცილებლად უნდა “ინელებდეს” მუხტებს ექსპანსიური ტყვიებით. ჩემი აზრით რომ თანამედროვე 1911-ები არ მუშაობენ საიმედოდ ექსპანსიური ვაზნებთან არის მეტ წილად მცდარი. დიახ ეს პრობლემა იდგა ადრე, ძალიან ადრე მაგრამ ამდენი წლის შემდეგ რაც ექსპანსიური ვაზნები გახდა სტანდარტი, თანამედროვე 1911-ები უპრობლემოდ უნდა ინელებდნენ ექსპანსიურ ვაზნებს ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე. მეტ წილად ამის შესაძლებლობა ჩემი აზრით უკავშირდება არა პისტოლეტის კონსტრუქციას არამედ მჭიდს, რომელსაც იყენებთ. თუ ის არ აძლევს საშუალებას ვაზნას “ჩაყვინთოს” თავით მიწოდებისას, ნებისმიერი 1911 მიაწვდის ექსპანსიურ ვაზანას თუ რა თქმა უნდა 1911 აგებულია სტანდარტების შესაბამისად. გაპრიალება, დაქლიბვა და ასეთი რამეები არის პისტოლეტის გაფუჭების რეცეპტი. მითუმეტეს უაზრობაა ამის გაკეთება თუ პისტოლეტი მუშაობს ან მანამდე გაკეთება სანამ არ დარწმუნდები რომ პისტოლეტი მუშაობს/არ მუშაობს.

6. breaking-in

მე სიმართლე გითხრათ არ მჯერა ამ იარაღის და ლულის “აბკატკების” და ვთვლი, რომ იარაღს არ უნდა ჭირდებოდეს “აბკატკა” იმისთვის რომ იმუშაოს კარგად. ჩემი აზრი თუ არ გაინტერესებთ ამ ტემაზე მომწერეთ და გამოგიგზავნით აღიარებული ავტორიტეტების გრძელ სიას რომლებიც იგივეს იძახიან. ამავე დროს მე ვაღიარებ, რომ სანამ იარაღს ბოლომდე ენდობით, საჭიროა ისროლოთ გარკვეული რაოდენობა ვაზნების, რომ დარწმუნდეთ რომ ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს. დაარქვით ამას “აბკატკა” თუ გნებავთ, როგორც ვხვდები ბევრი ადამიანი ურევს ამ ორ რამეს ერთმანეთში. თუ მწარმოებელი გიწერს ინსტრუქციაში, რომ პისტოლეტს აქვს “აბკატკის” პერიოდი, მე ვთვლი რომ ის უბრალოდ გეუბნება რომ არ გარანტირებს პისტოლეტის მუშაობას და გთავაზობს შენ შეამოწმო ეს თავად. მერე 300-400 გასროლის შემდეგ (გააჩნია იარაღის ტიპს და მოდელს) თუ იარაღი ისევ ჭედავს უნდა დაუბრუნო მწარმოებელს. მე ეს მიმაჩნია აფერისტობად. რაც შეეხება 1911-ების აბკატკას, ეს შეიძლება იყოს საჭირო საასპარეზო პისტოლეტში სადაც ყველაფერი მჭიდროდ მორგებულია მაქსიმალური ზისუსტისთვის, საბძოლო/სტნადარტულ 1911-ს ეს არ უნდა ჭირდებოდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია “აბკატკის” პროცედურა არ არსებობდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც იყენებდნენ 1911-ს 70 წლის განმავლობაში.

სულ ბოლოს მინდა დავწერო, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა 1911-ებზე დიდია ბევრი კომპანია უშვებს ბევრ 1911-ს. რაღაც ნაწილებს ისინი თავად უშვებენ, რაღაცას ყიდულობენ სხვა კომპანიაებისგან, მიმწოდებლები იცვლება, პატარა ცვლილებებს სპეციფიკაციებში მოყვება პრობლემები. კარგი მაგალითია ასეთი პრობლემების 1911-ის შემთხვევაში, საკეტის შემაკავებლის გააქტიურება როდესაც ვაზნები არ დაიცალა. თუ შემაკავებელი საჭიროზე დიდია და მიწოდებისას ვაზნა ეჯახება მას და იწვევს მის გააქტიურებას, რის გამოც საკეტი დგება შემაკავებელზე მაშინ როდესაც მჭიდში ვაზნებია. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს რომ განსხვავებით CZ-75-სგან, რომელიც ანალოგიურ დეტალს იყენებს, ის 1911-ში არ ტყდება, პრაქტიკულად არასდროს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს რატომ ჯობია იყიდოთ 1911 ტოპ მწარმოებლისგან ან იყოთ მზად პრობლემების დიაგნოსტირებისთვის და შემდგომ აღმოფხვრისთვის საკუთარი ძალებით. სამწუხაროს მილიარდი სტატია და ვიდეო 1911-ის “გაუმჯობესებებზე” ასევე ხელს არ უწყობს ამ პლატფორმის საიმედოობას. ამიტომ ჩემი წესი მარტივია, თუ რამე გაფუჭებული არ არის და მუშაობს კარგად არ ღირს მისი “გაუმჯობესება”.

პრინციპში სულ ეს არის, მე მეტ-ნაკლებად აღვწერე ყველა თავისებურება რაც აქვს 1911 და რაც განასხვავებს მას ტიპიური თანამედროვე პისტოლეტებისგან. ბევრი რამის დაწერა, რაც მე დავწერე 1911 კონსტრუქციულ თავისებურებებზე  შეუძლებელი იქნებოდა რომ  დამეწერა “გლოკზე”. თავის დროს “გლოკმა” დააწესა ახალი სტანდარტი. იღებს პისტოლეტს პირდაპირ ყუთიდან და ისვრი 10 000 ვაზნას ისე, რომ პისტოლეტი არ ჭედავს, არ ფუჭდება, არ ჭირდება მოვლა და მომსახურება. პრაქტიკულად “maintenance-free” პისტოლეტი, ხალხისთვის რომელიც ზედმეტად დაკავებულია, რომ იფიქროს პისტოლეტის კონსტრუქციაზე, მოვლაზე და მომსახურებაზე. საიმედო პისტოლეტი გახდა ხელმისაწვდომი ყველასთვის და არა ტექნიკურად განათლებული ტიპებისთვის, რომლებიც მზად იყვნენ დეტალურად შეესწავლათ იარაღი და უზრუნველყოთ მისი სათანადო მოვლა. თაობას, რომელსაც არ უნახია არაფერი გლოკის გარდა 1911 მოეჩვენება რაღაც რელიქტად და ასევე არ მოეწონება რომ high-end 1911 ღირს გლოკზე ოთხჯერ უფრო მეტი. ხო მართლა, გლოკმა ასევე დააწესა კიდევ ერთი სტანდარტი, სუბ-კომპაქტები რესურსით საიმედოობით და თუნდაც სიზუსტით არ ჩამოუვარდებიან სრული ზომის გლოკებს, 1911-ის შემთხვევაში პირიქით არის. მცირდება რესურსი, მცირდება საიმედოობა, მოვლა/მომსახურება უფრო კრიტიკული ხდება.

როგორც ერთმა ავტორმა აღნიშნა, 1911 არის “ჰოტ-როდი” პისტოლეტებში.  ის ითხოვს მეტ ყურადღებას, მომსახურებას, მისი ყოველდღიური გამოყენება უბრალოდ არაპრაქტიკულია. ის ღირს ძვირი.  ტოიოტა კოროლა შეასრულებს ამ “ყოველდღიურ” ფუნქციებს და არ მოთხოვს პატრონისგან ბევრს. მაგრამ ვისაც უნდა ცოტათი უფრო მეტი და როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ გააჩნია შნო რომ მიხედოს 1911-ს, ის მიიღებს პისტოლეტს, რომელიც გააოცებს მას თავისი შესაძლებლობებით ხოლო რაც შეეხება მის ძირითად კალიბრის .45 ACP-ს, ერთი  საუკუნის მერეც მისი ეფექტურობა არ დგება ეჭვის ქვეშ. ამავე დროს ეჭვი მაქვს რომ აბსოლუტური უმეტესობა დღეს ყიდულობს .45 კალიბრის “ჰოტ როდს” უბრალოდ როგორც სეიფის მოსართავს, ხოლო მსროლელები, რომლებმაც იციან 1911-ის დანიშნულებით გამოყენება, ალბათ გადაშენების პირას არიან. სპორტში 1911 ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს, იმიტომ, რომ მაღალი, პრაქტიკულად შეუდარებელი სროლისუნარიანობის გამო, ამ პისტოლეტისგან შეიძლება იდელაური “რეის განის”, ერთგვარი სარბოლო ბოლიდის მომზადება. ზოგ დისციპლინაში წონას და გაბარიტებს მნიშვნელობა არ აქვს რის გამოც ორ რიგიანი 1911-ები პოპულარობით სარგებობენ, ასეთი პისტოლეტები იტევენ 20-მდე 9მმ-ან ვაზნას და იდეალურად ერგებიან შეჯიბრებების რეგლამენტს და სპეციფიკას. ასევე სასხლეტის და საკეტი/ლულა/ჩარჩოს მჭიდრო მორგების შესაძლებლობის წყალობით 1911 დომინირებს “ხარის თვალში” სროლის დისციპლინებში სადაც ნომერ პირველი თვისება არის ექსტრემალური სიზუსტე. ასე რომ როგორც ხვდებით ბევრნაირი 1911 არსებობს და განსხვავება “მილ-სპეკ” 1911-სა და 9მმ-ან 1911-ის ტიპის  “რეის-განს” შორის შეიძლება იყოს უზარმაზარი, შესაბამისად მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება ამ პისტოლეტების გამოყენების, მოვლა/მომსახურების პროცედურებიც.  რამეს ვერ მიხვდები? ან პისტოლეტი დაიწყებს გაჭედვას ან რაღაცა გაფუჭდება.

Jessie-Duff

ინტერნეტი დუღს აქტიურობისგან, იარაღების სამყარო გაყოფილია ბანაკებად და ეს ბანაკები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში ვინ უფრო ვირტუოზულად “დაასხავს” ოპონენტს, არ წყდება ეს პროცესი 1911-თან მიმართებაშიც. ჩემი პოზიცია ასეთია, ჭკვიანი ადამიანი არ დახარჯავს დროს უშინაარსო პოლემიკზე უცნობ ადამიანებთან ინტერენეტიდან, ჩვენი გზა არის სწავლა და განვითარება, რაც გულისხმობს ყველავრის, რასაც დავინახავთ და წავიკითხავთ, შესწავლას, ყველაფრის გასინჯვას, რაზეც ხელი მიგვიწვდება. როგორ ითქვა, სამურაის არ შეიძლება ქონდეს საყვარელი იარაღი (მაგალითად გლოკი ან 1911) სამურაი სწავლობს ყველა იარაღის ეფექტურად გამოყენებას. როდესაც შენ ზღუდავ შენ თავს რაღაც კონკრეტული არჩევანით. დოგმებით, შეხედულებებით და იმის იქით არ იყურები, შეიძლება გამოგრჩეს რაღაცა მნიშვნელოვანი, ამიტომ გონება და თვალები ყოველთვის უნდა იყოს ღია, რომ დაინახოთ რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი რაც გამოგადგებათ, რომ გახდეთ თუნდაც უკეთესი მსროლელი.

ჩვენი ტესტი – Kimber TLE II .45ACP

Thursday, July 9th, 2020

იცით რა მაოცებს ყველაზე უფრო კოლტის M1911 ტიპის იარაღში? რომ მისი დიზაინი, კონსტრუქცია, მართვის ელემენტები და მათი განლაგება (manual of arms) დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი თანამედროვე პისტოლეტისგან, არა და მისმა შემქნელმა, კონსტრუქტორთა კონსტრუქტორმა, ჯონ ბრაუნინგმა იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი ახალი პისტოლეტი მაშინ, როდესაც ჯერ თვითმფრინავი არ არსებობდა და ძირითადი სატრანსპორტო საშუალება იყო ცხენი. ის რასაც ჩვენ ვიცნობთ როგორც კოლტის .45 კალიბრის პისტოლეტი, რომლის დაბადების წელად ითვლება 1911 წელი, დაფუძნებულია ბრაუნინგის უფრო ადრინდელ პისტოლეტის მოდელებზე, .38 კალიბრის 1900 წლის მოდელზე, რომელზეც ბრაუნინგმა დაიწყო მუშაობა ჯერ კიდევ 1897 წელს!

H1193-L118909131

მიაქციეთ ყურადღება, რომ 1900 წლის მოდელშო საკეტი და გარსაცმი გაერთიანებულია ერთ დეტალში, ის იყენებს მოკლე უკუცემის პრინციპს, როდესაც ლულა და საკეტი მოძრაობენ მოკლე მანძილით, რის შემდეგაც ხდება მათი გახსნა და საკეტი აგრძელებს მოძრაობას ლულისგან განცალკევებული. ყურადღებას ასევე იქცევს ლაკონური დიზაინი, რაც აადვილებდა ამ პისტოლეტის დეტალების წარმოებას. 1900 წლის კოლტის პისტოლეტი არის თანამედროვე  საბრძოლო პისტოლეტის დიდი ბაბუა. 

1907 წელს კოლტმა წარუდგინა პისტოლეტი აშშ-ის ომის დეპარტამენტს და ხანგრძლივი ტესტირების და გაუმჯობესებების შედეგად, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის რასაც ვიცნობთ შეკრებითი სახელით “კოლტის ორმოცდახუთი კალიბრის პისტოლეტი”.  თუ არ ჩავთვლით 1924 წელში განხორციელებულ მცირე ცვლილებებს, ერგონომიკის გაუმჯობესების მიზნით, ეს პისტოლეტი პრაქტიკულად უცვლელი ფორმით არსებობს დღემდე და დღეს მის ვარიანტებს უფრო მეტი კომპანია უშვებს ვიდრე ოდესმე.

ტექნიკურად .45 კალიბრის კოლტი წარმოადგენს ავტომატურ პისტოლეტს, მოკლე უკუცემის სქემით, რომელიც იკვებება სახელურში განლაგებული მოსახსნელი ერთ რიგიანი მჭიდიდან. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის, რაც ნიშნავს, რომ პირველი გასროლის წინ საჭიროა ჩახმახი შეყენება. პისტოლეტი აღჭურვილია მექანიკური მცველით და ასევე სახელურის მცველით, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას გაისროლოთ თუ მანამდე ხელი კარგად არ მოკიდეთ სახელურს. საბრძოლო ბჯენები, ორი ცალი განლაგებულია ლულაზე სავაზნის წინ და ზემოქმედებს შესაბამის კილოებთან საკეტის შიგნით.

ეხლა რაც შეეხება ჩვენი ტესტირების ობიექტს, ეს არის ამერიკული მწარმოებლის “კიმბერის” მიერ წარმოებული 1911-ის ვარიანტი, .45ACP კალიბრის მოდელი Custom TLE II. Custom ნიშნავს რომ პისტოლეტი სრული ზომის არის, მეტალის საკეტითა და ჩარჩოთი (ანუ ე.წ. “სამთავრობო მოდელი”). TLE (Tactical Law Enforcement, ტაქტიკური სამართალდაცვა)  ციფრი II ნიშნავს, რომ გამოყენებულია სვარტცის კონსტრუქციის დამრტყმელის მცველი.

 30-ან წლებში კოლტის 1911 აღიჭურვა უილიამ სვარტცის კონსტრუქციის დამრტყმელის მცველით, რომელიც კეტავდა დამრტყმელს და ათავისუფლებდა მხოლოდ მას მერე რაც მსროლელი ხელს მოკიდებდა სახელურს, აქიდან გამომდინარე გამოირიცხა შემთხვევითი გასროლის შესაძლებლობა დამრტყმელის ინერციით დარტყმისგან. კოლტმა ამ კონსტრუქციაზე უარი თქვა, სავარაუდოთ დამზადების სირთულის გამო. MIM ტექნოლოგიების განვითარებამ “კიმბერს” მისცა საშუალება ამ გადაწყვეტილების გამოყენების, მისაღები ფასის შენარჩუნებით. განსხვავებით მე-80 სერიის კოლტზე გამოყენებული გადაწყვეტილებებისგან, სვარტცის მცველი არ ცვლის სასხლეტის თვისებებს, იმიტომ რომ მისი გააქტიურება ხდება სახელურის მცველისგან და არა სასხლეტისგან.

swartzvs80

სვარტცის მცველი იყო ტექნოლოგიურად რთული და მისი დამზადება შრომატევადი, მხოლოდ კოლტის მე-80 სერიის 1911 პისტოლეტებში გაჩნდა უფრო მარტივი და შესაბამისად უფრო იაფი დამრტყმელის ავტომატური მცველი, რომელიც ითიშებოდა სასხლეტზე დაჭერისას. დღეს სხვადასხვა კომპანიები იყენებენ თავის 1911 ტიპის პისტოლეტებში ორივე ტიპის გადაყწვტილებას. 

kswat1811

TLE არის კომერციული ვარიანტი  პისტოლეტის, რომელიც “კიმბერმა” შექმნა ლოს ანჯელესის SWAT-ისთვის  და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს დანაყოფი 2002 წლიდან დღემდე იყენებს ამ პისტოლეტს. განსხვავება ორს შორის მხოლოდ დამღებშია. 

პისტოლეტის დაფარვა შავი ოქსიდირებაა, სახელური დამზადებულია G10-სგან, მცველი ერთმხრივი, სამიზნი მოწყობილობების რკინის, ფიქსირებული ტრიტიუმის ელემენტებით (მწარმოებელი Meprolight). პისტოლეტი ასევე აღჭურვილია ალუმინის სასხლეტით, სრული სიგრძის დამაბრუნებელი ზამბარის ღერძით და მაგველით. მცველი ერთმხრივია, რაც მე მომწონს, მარჯვენა ხელიდან სროლისას, ორმხრივი მცველი ზედმეტია.  ექსტრაქტორი დახურული ტიპის არის, როგორც ორიგინალურ დიზაინში, ის დამალულია საკეტის შიგნით და დაცულია გარე ზემოქმედებისგან. პისტოლეტის დამზადების ხარისხი ძალიან მაღალია, დეტალების მორგება, დამუშავების ხარისხი ძალიან კარგია. 125მმ-ნი უჟანგავი ლულის არხი გაპრიალებული და უნაკლო.  სამიზნი მოწყობილობები ადეკვატურია მაგრამ მე მირჩევნია როდესაც კორას მანათობელი ელემენტი განსხვავებულია, მაგრამ ქარხნულად რკინის ტრიტიუმები უკვე ძალიან კარგია. ცარიელი პისტოლეტის წონა 1100 გრამია, სავსე მჭიდით 1300 გრ.

729884

არჩევანი ამ მოდელზე გავაკეთე, იმიტომ რომ მომეჩვენა რომ ფასით (3500 ლარი) და ოფციებით ეს იყო საუკეთესო მოდელი, თანაც მას ქონდა ბექგრაუნდ ისტორია რაც ამ იარაღს ჩემთვის პირადად კიდე უფრო ღირებულს ხდიდა.

ახალ პისტოლეტს, როგორც წესი მოყვება ერთი 8 ვაზნიანი მჭიდი, პლასტმასის კეისი, ინსტრუქცია და ბუკლეტები, ე.წ. “ჩამბერ ფლაგი”, უსაფრთხოების საკეტი, დეკალი კიმბერის ლოგოთი, დამატებითი პლასტმასის პადი მჭიდისთვის. ერთი მჭიდის გამო “კიმბერს” ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ამას აკეთებენ სხვა მწარმოებლებიც, სერიოზული მსროლელები მაინც ყიდულობენ სერიოზული მწარმოებლის მჭიდების მარაგს ან უკვე აქვთ ეს მარაგი, ამიტომ “კიმბერში” თვლიან რომ ზედმეტი მჭიდი… ზედმეტია. ქართული  იმპორტიორი დამატებით აკომპლექტებს ამ იარაღს დამატებითი ერთი მჭიდით. მჭიდები საკუთარი, “კიმბერის” წარმოების არის და დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მეტალის ხუფებზე ორი ხრახნით შესაძლებელია პლასტმასის “ბალიშების” დაყენება, რომლებიც იცავენ მჭიდს დაზიანებისგან და აადვილებენ მის მაგველის გავლით მოთავსებას სახელურში. მჭიდი ნომინალურად რვა ვაზნიანია, მაგრამ რვა ვაზნით მისი მოთავსება პისტოლეტში დახურული საკეტით პრაქტიკულად შეუძლებელია. ბევრი მწარმოებელი ცდილობს რომ სხვადასხვა ხრიკებით მოათავსოს პისტოლეტში სტანდარტული სიგრძის მჭიდი გათვლილი 8 და არა როგორც თავიდან  7 ვაზნაზე, მაგრამ დაუწერელი წესი გვეუბნება, რომ საიმედოობისთვის ჯობია 7 ვაზნა. ასე რომ ნომინალურად ტევადობა კი არის 8+1 ვაზნა მაგრამ რეალური ტევადობა არის 7+1.

P1120894

სახელურზე წინიდან და უკნიდან აგრესიული ჩეკერინგია (30 ხაზი 2.5 სმ-ზე) რაც G10-ის სახელურის პანელებთან ერთად უზრუნველყოფს პისტოლეტის ძალიან მყარ ჭერას, თუნდაც სველი ოფლიანი ხელებით.

P1120830

განსაკუთრებულად მომეწონა რკინის “მაგველი”, რომელიც შესაძლებელს ხდის მჭიდების გამოცვლას ელვის სისწრაფით. მაგველი ასეთ პისტოლეტზე მნიშვნელოვანი დანამატია იმის გათვალისწინებით, რომე რთ რიგიანი მჭიდის სახელურში მოთავსება უფრო რთულია ვიდრე ორ რიგიანის, რომელიც ვიწროვდება ზედა ნაწილში. 

პისტოლეტის სასხლეტი არის კარგი, მაგრამ იარაღი ახალია და თანაც მასობრივი წარმოების ამიტომ, სასხლეტში იგრძნობა მსუბუქი “კრაჭუნი”, რომელიც შემცირდება და ალბათ ბოლომდე გაქრება ექსპლუატაციის განმავლობაში. იარაღი ასევე გაბარიტული და მძიმეა. სასხლეტის წონა მერყეობს 1.8-2კგ-ს შორის.

ტესტირებისთვის ჩვენ მოვიმარაგეთ 230 გრანიანი ვაზნები, ექსპანსიური ტყვიით, მრგვალთავიანი (FMJ) ტყვიით და ასევე ე.წ. semi wad cutter, კონუსური ტყვიით ბრტყელი თავით, რომელიც ცნობილია იმით, რომ ავტომატურ პისტოლეტებში ქმნის პრობლემებს მიწოდებისას. საკეტის გადაკვრისას ”სემი ვად კატერი” ეგრევე გაიჭედა მიწოდების მცდელობისას და გაჭედილი ვაზნის სწრაფად ამოგდება ვერ მოხერხდა, მაგრამ როგორც კი დატენვის ციკლი გავიმეორეთ პისტოლეტმა უპრობლემოდ მიაწოდა და გაისროლა ყველა ვაზნა. ასევე იარაღმა უპრობლემოდ მოინელა სტანდარტული ვაზნები და ვაზნები ექსპანსიური ტყვიით.

107802384_278153516633544_5100507141349049717_n

სიზუსტეს რაც შეეხება ვფიქრობ ერთი სურათი იქნება საკმარისი რომ მიხვდეთ რამდენად ზუსტი იარაღია TLE II 

1911-ის ლეგენდარულ ერგონომიკაზე მე ახალს ან რამე განსაკუთრებულს ვერ დავწერ. .45 არის დაბალწნევიანი ვაზნა, რის გამო უკუცმა დროში გაწელილია და კომფორტულია. ამის გამო ეს უკუცემა ასევე “კომფორტულია” იარაღისთვის, რომლის კონსტრუქცია არ განიცდის დიდ დატვირთვას, ამის გამო იარაღის რესურსი არის ძალიან მაღალი და სიზუსტე ძალიან კარგი. ერთმაგი მოქმედების სასხლეტი კომპეტენტური ოსტატის დახმარებით შეიძლება გახდეს საუკეთესო სასხლეტი, რომელიც შეიძლება მიიღო ავტომატურ პისტოლეტში.  შეიძლება მასის, გაბრიტების და ერთრიგიანი მჭიდის გამო 1911 აღარ იყოს ფარული ტარების თავდაცვითი იარაღის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ 109 წლის შემდეგაც, 1911 დომინირებს უამრავ სპორტულ დისციპლინაში, იქნება ეს მატჩები კემპ პერიში, სილუეტბზე სროლა თუ ბიანკის თასი. წლების განმავლობაში ითველბოდა, რომ 1911-დან სროლა ძნელია მაგრამ ეს ეხებოდა ჯარისთვის წარმოებულ იარაღს, მცირე ზომის სამიზნი მოწყობილობებით და მძიმე სასხლეტებით. აღნიშნულს ვერ იტყვი თანამედროვე კარგი ხარისხის 1911-ებზე.

გასათვალისწინებელია, რომ სახელურის მცველის ფორმის გამო, რთულია მიწვდეთ დიდი თითით სასხლეტს ისემ რომ ის სწრაფად შეაყენოთ, ამიტომ თუ სიტუაცია ამას მოითხოვს პისტოლეტის ტარება გულისხმობს ვაზნით სავაზნეში, შეყენებული ჩახმახით და ჩართული მცველით.

P1130007

1911 არ იშლება ისე ადვილად, როგორც თანამედროვე პისტოლეტები, მაგრამ თუ დაიცავით სწორი თანმიმდევრობა (დამაბრუნებელი ზამბარის ხუფი, ზამბარა, ბუშინგი, სლაიდ სტოპი, საკეტი, დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი, ლულა) მაშინ ძალიან მალე ამ პროცედურას უპრობლემოდ განახორციელებთ. იარაღი შედეგბა ძალიან ცოტა დეტაისგან, საკეტი იშლება ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე და ამიტომ პისტოლეტის მოვლა/მომსახურება ადვილია.  საქმის გაადვილებისთვის “კიმბერებს” მოყვება სპეციალური ქანჩი, რომელიც აადვილებს იარაღის დაშლას. 

ეხლა რა არ მომეწონა. მჭიდების ტევადობაზე უკვე დავწერე, ნომინალურად 8 ვაზნიანებია, რეალურად 7 ვაზნიანი. პისტოლეტს დაჭირდა სამიზნის გასწორება, რაც ადვილია (თარაზო ფიქსირდება ხრახნით და რეგულირება მარტივია). ეს იდეაში ნაკლიც არ არის.  სროლის დროს დაიშვა მაგველის ხრახნი, რომელიც “დავსვი” “ლოქთაითზე”. მეტი ნაკლი ამ პისტოლეტს არ აქვს. პირიქით TLE II არის ერთ-ერთი საუკეთესო “კიმბერის” 1911 ფასი/ხარისხი/ოფციების შეფარდებით და სხვა მოდელებს შორის ის სადღაც შუაში არის საბაზისო და უფრო ძვირად ღირებულ მოდელებს შორის. თავად განსაჯეთ რა დაჯდება მაგალითად სტანდარტულ პისტოლეტზე, დამაბრუნებელი ზამბარის სრული სიგრძის მეტალის ღერძი, G10-ის სახელურები, ალუმინის სასხლეტი, “ტრიტიუმები” და მაგველი. თან ყველა ეს კომპონენტი უმაღლესი ხარისხის არის. რას ვისყრვებდი ამ იარაღზე? კორას ტრიტიუმის ელემენტი რომ ყოფილიყო სხვა ფერის, დაფარვა კარგია მაგრამ უფრო მაღალტექნოლოგიური რომ გამოყენებულიყო უკეთესი იქნებოდა. ვისურვებდი რომ სახელურის მცველი ყოფილიყო ე.წ. “მემორი პადით” რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მის არ გამორთვას მაღალი ჭერის გამო. მაგრამ ეს ეხლა განებვირებული მსროლელის პოზიციაა, იმიტომ რომ ჩემი აზრით TLE II ძალიან ახლოს დგას იდეალურ 1911-თან, რომელსაც აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს 1911-ს და არ აქვს არაფერი ზედემტი. ამას იმიტომ ვიძახი, რომ “კიმბერი” იყო პირველი მწარმოებელი 1911-ების, რომელმაც შესთავაზა მყიდველებს პირდაპირ ყუთიდან ის ოფციები რაშიც ადრე ოსტატები ითხოვდნენ დამატებით ფულს. “კიმბერის” ზოგი პისტოლეტების მოდელები შესრულებულია აშკარა განხრით ვიზუალურ ეფექტზე. TLE-ს შემთხვევაში ყველა ოფცია ემსახურება ერთ მიზანს, გახადოს პისტოლეტის უფრო უკეთესი უფრო ეფექტური და უფრო პრაქტიკული იარაღი.

bolandgrip safety

“მემორი პადი” პირველმა მოიფიქრა ემერიკელმა ოსტატმა ჯიმ ბოლანდმა და მას მერე ასეთი ფორმის სახელურის მცველი პრაქტიკულად სტანდარტულია თანამედროვე 1911-ზე და უზრუნველყოფს მცველის გათიშვას, თუნდაც სუსტი, არადამაკმაყოფილებელი ჭერის შემთხვევაში. 

და ბოლოს თუ ამ მიმოხილვამ დაგარწმუნათ, რომ წახვიდეთ და იყიდოთ რომელიმე 1911 გაითვალისწინეთ შემდეგი. ეს იარაღი არის ერთი საუკუნის, ის რასაც მიჩვეულები ხართ “გლოკებზე” და “ზიგებზე” ამ იარაღის შემთხვევაში ჯობია არ გააკეთოთ. საკეტის დახურვა ცარიელ სავაზნეზე საკეტის შემაkავებლის (სლაიდ სტოპის) გამოყენებით შეიძლება არ იყოს კარგი იდეა, განსაკუთრებით მაღალი დონის 1911-ებში, მსუბუქი საასპარეზო სასხლეტებით და მჭიდროდ მორგებული დეტალებით.  ამას შეიძლება მოყვეს გარკვეული დეტალების ნაადრევი ცვეთა.  იარაღი უნდა იყოს გაწმენდილი და დაზეთილი, მშრალი იარღიდან ათასობით ვაზნების სროლა და არ გაწმენდა შეიძლება ნორმაა გლოკისთვის მაგრამ 1911-ში ამის გაკეთება არ ღირს. სვარტცის მცველის შემთხვევაში საკეტის და ჩარჩოს განცალკევებისას სახელურის მცველი არ უნდა იყოს გააქტიურებული, იმიტომ რომ საკეტს ვერ მოხსნით და თუ ვერ მიხვდით რა ხდება და  დიდი ძალა დაატანეთ, მცველი შეიძლება დაზიანდეს. თუ არ არის გამოყენებული თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დაფარვა, პისტოლეტის რკინის დეტალების პერიოდული წმენდა ზეთიანი ტილოთი და კონტროლი ჟანგის გაჩენაზე (მაგალითად სახელურის სალოყეების ქვეშ) არ იქნება ურიგო.  ეს არის და ეს. 1911 ის დიზაინი არის გენიალური და კარგად ნაფიქრი, მაგრამ საჭიროა გარკვეული წესების დაცვა და ყველაფერი იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა.

P1130033

Kimber Custom TLE II,  VL Tactical-ის ქართული წარმოების კაიდექსის ბუდეში. შიგნიდან ამოკრული რბილი ტყავის ფენა საიმედოდ იცავს ძვირადღირებული იარაღის დაფარვას. 

Shooterscentral.ge-ს დასკვნა: გამომდინარე იქიდან, რომ ამ პისტოლეტში არის აბსოლუტურად ყველაფერი რაც უნდა იყოს თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტში და ამავე დროს არ არის გამოყენებული არაფერი ზედმეტი მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, რაც არ ზრდის სროლისუნარიანობას და საიმედოობას მაგრამ ზრდის ფასს, Kimber Custom TLE II არის პრაქტიკული დანიშნულების ერთ-ერთი საუკეთესო 1911 ტიპის პისტოლეტი. პისტოლეტი გამოირჩევა შესანიშნავი სიზუსტით, რომელიც უფრო დამახასიათებელია საასპარეზო პისტოლეტებისთვის, ასევე დამზადების მაღალი ხარისხით. ნაკლოვანებებს განეკუთვნება “კლასიკური” ოქსიდირება, რომელიც არ არის ისეთი გამძლე, როგორც თანამედროვე დაფარვები და ასევე ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მჭიდები 8 ვაზნიანია, მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 7 ვაზნით დატენვის შემთხვევაში.  თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ 1911-ის შეძენა და იცით რას წარმოადგენს ეს პლატფორმა და ამავე დროს გინდათ 1911, რომელიც პირველ რიგში შექმნილია ექსპლუატაციისთვიის  და არა შენახვა/დემოსნტრიებისთვის “კიმბერის” TLE სერია არის თქვენთვის.

მისია შეუძლებელი – Beretta P8000 Cougar

Saturday, October 12th, 2019

72789071_2444560019133105_7672521730669150208_n

ეს პისტოლეტი ბერეტამ შედარებით გვიან გამოუშვა, 1994 წელს. შექმნილი, როგორც უფრო კომპაქტური კომპანიონი მათი ფლაგმანური ბერეტა92-თვის, ახალი პისტოლეტი მასთან იზიარებდა ბევრ საერთო თვისებას. ისევე როგორც 92-ე მოდელს მას ქონდა ალუმინის ჩარჩო, პრაქტიკულად იდენტური მართვის ელემენტები მათ შორის ტიპიური 92-ემოდელისთვის მცველი, განლაეგბული საკეტზე და ასევე იდენტური ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. ძირითადი განსხვავება იყო ჩაკეტვის სქემა, რომელიც ამჯერად იყენებდა ბრუნავ ლულას და შესაბამისად განსხვავებული მოყვანილობის საკეტი და სახელური, რაც ბერეტას მარკეტოლოგების განმარტებით უფრო მოსახერხებელს ხდიდა ახალ პისტოლეტ სყველა ზომის ხელის პატრონებისთვის.  ახალ პისტოლეტს ასევე გააჩნდა შედარებით მოკლე 92mm-ნი  ლულა, თუმცა სახელურის სიგრძე იყო, როგორც სრული ზომის პისტოლეტში  და მასში თავსდებოდა  ოდნავ გადაკეთებული 92-ე მოდელის, ასევე 15 ვაზნიანი მჭიდი. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი გამოირჩეოდა დამზადების მაღალი ხარისხით, საიმედოობით და სიზუსტით, პისტოლეტი გამოდგა კომერციული თვალსაზრისით არც ისე წარმატებული. ამის მიზეზი იყო ის, რომ ის გაჩნდა შედარებით გვიან, 1994 წელს, ხოლო მაშინ ყველაფერი სწრაფად იცვლებოდა პისტოლეტების სამყაროში. დიახ “კუგარი” (ქართულად პუმა) იყო შედარებით კომპაქტური, დიახ ის თავიდანვე იყო გათვლილი იმ დროს მოდურ .40S&W-ზე, დიახ მას ქონდა დიდი ტევადობის მჭიდი, მაგრამ უკვე იმ დროს სამსახურებრივი და ფარული ტარებისთვის განკუთვნილი პისტოლეტის პარადიგმა სახეს იცვლიდა.  პატარა ავსტრიული კომპანია”გლოკი” იპყრობდა მსოფლიოს ახალი, იაფი პისტოლეტით ინოვაციური დამრტყმელ-სასხლეტიმექანიზმით შიდა დამრტყმელით და პოლიმერის მსუბუქი ჩარჩოთი. 95-ში გამოვიდა “გლოკ 26″, რის შემდეგაც  შესაძლებელი გახდა  გქონოდათ პრაქტიკულად იდენტური სრული ზომის და კომპაქტური “ბექაფ” პისტოლეტები.  2 წლის შემდეგ, 1996-ში წელ სგერმანული “ვალტერი” უშვებს მოდელ P99-ს, ტარის, მსროლელის ხელზე სწრაფი ადაპტაციის შესაძლებლობით ხოლო  ერთი წლით ადრე “კუგარის” გამოშვებამდე სხვა გერმანული მწარმოებელი, “ხეკლერ&კოხ”-ი გამოუშვებს “უნივერსალურ თვით-დამტენ პისტოლეტს” USP-ს, გარე ჩახმახით, მაგრამ პოლიმერის ჩარჩოთი ზედ შესრულებული უნივერსალური სამაგრით. ყველაფერი ზემოხსენებული წლების შემდეგ გახდება გარკვეული”ინდუსტრიის სტანდარტი” და ყველაფერი ეს აკლდა ბერეტტას”ახალ” პისტოლეტს.

800px-mi1a

“კუგარი” იყო იტენ  ხანტის იარაღი პირველ მისი აშეუძლებელში”, თავის მხრივ ბერეტტას მიერ ამერიკული ბაზრის დაპყრობა ”კუგარით” იყო მისია შეუძლებელი. 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “კუგარის” წარუმატებლობაში ასევე როლი ითამაშა აშშ-ში 1994 წლის აკრალვამ მაღალი ტევადობის მჭიდებზე, მართალია ძალოვნებს ეს აკრძალვა არ შეეხო, მაგრამ მათთვის “კუგარი” ზემოხსენებული მიზეზების გამო უკვე ისეთი მიმზიდველი არ იყო, როგოპრც 10 წლის წინ Beretta 92.

საკმარისია ასევე დაკვირვებით შეხედოთ “კუგარს” და მიხვდებით, რომ მისი წარმოება შეუძლებელია დაჯდეს იაფი. რთული გეომეტრიის ნაწილები, ჩაკეტვის სქემა რომელიც ითხოვს ზუსტად დამზადებულ, რთული ფორმის დეტალებს. პისტოლეტში პლასტმასის არის მხოლოდ მჭიდის მიმწოდებელი. 90-ებში”კუგარი” იყიდებოდა 700 დოლარად, რაც დღევანდელ ფასებში არის დაახლოებით 1100 დოლარი რაც არც ისე ცოტა არის, იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობა სამსახურებრივი პისტოლეტის ფასი დღეს არის 700 დოლარის ფარგლებში.

მოკლედ, 2004 წელს “ბერეტამ” შეწყვიტა “კუგარის” წარმოება ხოლო ტექნიკური დოკუმენტაცია და დაზგა დანადგარები გადასცა თავის შვილობილ კომპანიას თურქეთში.  აღსანიშნავია, რომ ბერეტტამ დიდი ინვესტიცია ჩადო “კუგარების”  წარმოებაში და წინმსწრებად აქტიურად არეკლამებდა ახალ პისტოლეტს. 2004-წლისთვის “კუგარი” გამოდიოდა 4 კალიბრში (9×19, .357SIG, .40S&W, .45 ACP), სამი ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით,  F - ორმაგი მოქმედების, მცველით და დეკოკერით, G - მხოლოდ დეკოკერით და D - მხოლოდ ორმაგი მოქმედების. ბოლო წლებში მათ დაემატა “T” კონფიგურაცია უნივერსალური სამაგრით.

ზომების მიხედვით პისტოლეტი ხელმისაწვდომი იყო სტანდარტული და კომპაქტური შესრულებით სახელად “Mini Cougar”. უკანასკნელი მოდელი, “მინი კუგარი”  საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ, რომ ალბათ პირველად სწორედ ამ პისტოლეტში იქნა გამოყენებული უფრო გრძელი ვიდრე სახელურის სიგრძის მჭიდი ჩანართით, რომელიც ზრდიდა სახელურის სიგრძეს და პისტოლეტის ტევადობას. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი და მას ჩაენაცვლა უფრო ტექნოლოგიური და შედარებით იაფი “Storm” სერიის პისტოლეტები. კიდ ეუფრო გვიან ბერეტტამ გამოუშვა საკუთარი პოლიმერის “სტრაიკერი” – APX.

wm_4196706

ბოლო გამოშვების კუგარები“ გამოდიოდა განსხვავებული და უფრო მარტივი ფორმის საკაეტით, რომელიც ოდნავ ამცირებდა ამ დეტალის სისქეს და ასევე პისტოლეტის მასასმასა შემცირდა უმნიშვნელოდ, 925 გრამიდან 850 გრამამდე.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, “კუგარი” არ არის ძალიან გავრცელებული პისტოლეტი საქართველოში, როგორც მინიმუმ “ბერეტტას” წარმოების. შეგახსენებთ, რომ ბერეტტას შვილობილი თურქული კომპანია “Stoeger” დღემდე უშვებს “კუგარებს”. “Stoeger”-ის ეს პისტოლეტი საქართველოში საკმაოდ ბევრი შემოიტანეს და მე მასზე არაერთხელ ვწერდი. მე თავად მქონდა ორი ასეთი პისტოლეტი და ვინც ყურადღებით კითხულობს ჩემ სტატიებს უნდა ახსოვდეს, რომ ეს პისტოლეტი ჩემს მიერ აღიარებულია, როგროც ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტი ფასი-ხარისხის კრიტერიუმით. ამასთანავე უნდა აღვნიშნო, რომ მე არასდროს აქამდე არ მქონია შეხება ორიგინალურ ბერეტტას “კუგართან”. თითქმის 16 წლის წინ, როდესაც მე ჯერ კიდევ მხოლოდ გამოვხატავდი ჩემ ინტერესს იარაღების მიმართ, მე მომეცა საშუალება ხელში დამეჭირა”კუგარი” შესრულებული უჟანგავი ფოლადისგან. პისტოლეტი დამამახსოვრდა მე როგორც მძიმე, ძალიან ლამაზი და ხარისხიანი იარაღი. ასევე ის დამამხსოვრდა იმით, რომ ჩვენ დავშალეთ ეს პისტოლეტი და მერე ვწვალობდით მის აწყობისას. საქმე იმაშია, რომ აწყობისას ამ პისტოლეტის ლულა, ზამბარა, საკეტი და ჩამკეტი ბლოკი არ არის გადაბმული და თავისუფლად მოძრაობენ, ამიტომ მისი აწყობა შეიძლება გამოდგეს ცოტა “საჩალიჩო” თუ არ იცი ზუსტად რა უნდა გააკეთო. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ 2003 წელს ასეთი პისტოლეტები ჩემთვის იყო მიუწვდომელი ოცნება მათი მაღალი ფასის გამო, ამიტომ როდესაც მეორად ბაზარზე წვავწყდი შეთავაზებას ზუსტად ისეთ “კუგარზე” როგორიც მე ვნახე 16 წლის წინ, გადავწყვიტე მისი შეძენა და მიმოხილვის დაწერა.

71268933_10214676687086262_8832377172212580352_o

ჩვენი ტესტირების ობიექტი 9mm-ნი Beretta 8000 Cougar F Inox. 

ბუნებრივია მე გამიჩნდა კითხვა, რომელ წელს არის გამოშვებული ჩემი იარაღი. ამის გასაგებად უნდა შეხედოთ დამღებ სლულის ქვედა ნაწილში. დამღა ორი ლათინური ასოთი “BI” იუწყება, რომ პისტოლეტი გამოშვებულია 1997 წელს. ბერეტტას გამოშვების თარიღების დამღები არ არის თანმიმდევრული (BD=1994; BF=1995; BH=1996; BI=1997; BL=1998; BM=1999; BN=2000; BP=2001; BS=2002; BT=2003; BU=2004). ჩვენი პისტოლეტი დამზადებულია იტალიაში და შესაბამისი წარწერა made in italy შესრულებულია საკეტის მარცხენა მხარეს. მარჯვენა მხარეს არის წარწერა BERETTA USA CORP, რაც ნიშნავს, რომ იარაღი განკუთვნილია ამერიკული ბაზრისთვის.

პისტოლეტის ტექნიკურ აღწერილობას დავიწყებდი მისი მთავარი თავისებურებით, ჩაკეტვით ლულის ბრუნვით. “ბერეტტა” ბოლო დრომდე პრინცპულად უარს ამბობდა ბრაუნინგის კარგად ნაცადი სქემის გამოყენებაზე და ამას წარმატებით ახორციელებდა, არც “კუგუარი”, არც”სტორმი” და არც რათქმაუნდა მოდელი 92 არ ჩამორჩებიან ბრაუნინგის სქემის პისტოლეტებს არც საიმედოობით და არც რესურსით.

ჩეკტვა საკუთარი ღერძის გარშემო ლულის ბრუნვით, რომელიც პირველად გამოჩნდა როტ-შტეირის პისტოლეტზე. ბრაუნინგის სქემის შემდეგ ჩაკეტვა ბრუნვით არის ალბათ მეორე ყველაზე გავრცელებული ჩაკეტვის სქემა ავტომატურ პისტოლეტებში. ეს სქემა ჩემი აზრით გულისხმობს.

უფრო რთული გეომეტრიის დეტალების გამოყენება, ცხადია ზრდის საბოლოო პროდუქტის ფასს, მაგრამ ამავე დროს სთავაზობს რიგ უპირატესობებს. ლულა მოძრაობს ერთ სიბრტყეში საკეტთან, რაც უზრუნველყოფს უკუცემის შემცირებას და თეორიულად მეტ სიზუსტეს განაპირობებს. ექსპლუატაციური თვისებების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის, პისტოლეტი კონსტრუქციულად პრაქტიკულად ისეთივე მარტივია როგორც ტიპიური პისტოლეტი ბრაუნინგის სქემით და არც მოვლა მომსახურების ციკლი არ განსხვავდება. “კუგარი” ისევ ეადვილად იშლება, როგორც “Beretta 92″.  დარწმუნდით, რომ იარაღი განმუხტულია, დააჭირეთ ღილაკს, რომ გაათავისუფლოთ საკეტის ჩამკეტი, გადაატრიალეთ ის ქვევით და საკეტი ლულით და დამაბრუნებელი ზამბარით მოცილდება ჩარჩოს. ამოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა ზედ წამოცმული საკეტის ჩამკეტი ბლოკით და შემდეგ განაცალკევეთ საკეტი და ლულა. იარაღი მზად არის გასაწმენდად და ინსპექტირებისთვის. აწყობისას ყურადღება მიაქციეთ საკეტის ჩამკეტი ბლოკი სწორ განლაგებას ზამბარაზე და მალე დაამუღამებთ “კუგარის” სწრაფ აწყობას.

71882971_1453888578119996_2231843136475234304_n

ასე გამოიყურება არასრულად დაშლილი”კუგარი”.ყურადღებას იქცევს ღარი შესრულებული საკეტის  შიგნიდან, რომელიცზემოქმედებს ლულაზე განლაგებულ ბჯენთან. ბერეტტას ახალი თაობის პისტოლეტები PX,იყენებენუფრო მარტივ სქემა, ღარის გარეშე, სოლის გამოყენებით. ჩამკეტ ბლოკზე ისარი მიუთითებს მის სწორ განლაგებას  პისტოლეტში.

“კუგარის” მჭიდი იდენტურია “ბერეტტა 92-ის” მჭიდის, განსხვავდება კილოს განლაგება რომელიც ზემოქმედებს მჭიდის ღილაკის კბილთან. მჭიდის ზამბარა უჟანგავი ფოლადის არის, მიმწოდებელი პლასტმასის, ხუფი მეტალი. მჭიდი გარედან დაფარულია ღია დაფარვით, რომელიც გავს ქრომს.

მართვის ელემენტებით და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაციით ის ასევე იმეორებს 92-ემოდელს. ორმხრივი მცველი/დეკოკერი განლაგებულია საკეტზე. ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გარედან განლაგებული ჩახმახით ასვევე Beretta 92-ის იდენტურია.

როგორც უკვე აღვნიშნე პისტოლეტი გამოირჩევა უნაკლო შესრულებით. ახალი გამოშვების “კლასიკურ” ბერეტტებში, განხორციელდა რიგი ცვლილება ფასის შემცირების მიზნით. Beretta 92-ში მაგალითად სასხლეტი, მცველის კონსტრუქციის ნაწილი, მჭიდის ღილაკი და მჭიდების ხუფები შესრულებულია პლასტმასისგან. ჩვენ პისტოლეტში პლასტმასის არის მარტო მჭიდის მიმწოდებელი. ასევე განსხვავებით ტიპიური 92-ე მოდელისგან “კუგარზე” კორა შესრულებულია როგორც ცალკე დეტალი, რაც ნიშნავს რომ სურვილის არსებობაში სამიზნი მოწყობილობების გამოცვლა ადვილად შესაძლებელია.

72388949_404408553808404_5803619269329551360_n

კუგარის“ სამიზნი მოწყობილობები

როგორც ყველა შედარებით თანამედროვე პისტოლეტი, “კუგარი” აბსოლუტურად უსაფრთხოა. პისტოლეტს გააჩნია, ორმხრივი მექანიკური მცველი, რომელიც როგორც 92SF-ზე “მალავს” დამრტყმელს ჩახმახისგან, ასევე პისტოლეტ სგააჩნია დამრტყმელის ავტომატური მცველი, რომელიც ითიშება სასხლეტზე დაჭერისას. ჩახმახს გააჩნია ნახევრად შეყენების შესაძლებლობა, რაც დეკოკერთან ერთად ზრდის პისტოლეტის უსაფრთხოების ხარისხს.

ყურადღებას იქცევს ასევე სახელურის თხელი ხის ზესადებები ბერეტტას საფირმო ლოგოთი. ამ ლოგოს, რომელსაც ხშირად არასწორად ეძახიან “ტრაიდენტს” საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.  ლოგოზე არის ასახული სამი ისარი წრეში და დევიზი “dare in brocca”.  სამი ისარი სიმბოლიზირებს სამ გასროლას, რომელსაც ახორციელებს საბრძოლო ხომალდი პოტენციალური მტრის მიმართულებით, ორი ისარი არის გამაფრთხილებელი გასროლა ჯერ გემის კილის უკან, შემდეგ ცხვირის წინ და ბოლო მესამე გასროლა, უშუალოდ გემში. დევიზი “dare in brocca” ითარგმნება, როგორც “მოარტყი სამიზნეს”. ლოგოს დიზაინი ეკუთვნის იტალიელ მწერალს, პოეტს, მეზღვაურს და ჟურნალისტს გაბრიელ დ’ანუციოს. დ’ანუციო ცხოვრობდა ვილაზე ქალაქ კარგნაჩოში, რომელიც არც ისე შორს არის ვალ ტრომპიასგან, სადაც განლაგებულია ბერეტას საწარმო. ეს ლოგოც არის მაგ ვილაზე განლაგებული, შესრულებული ქვაში. სწორედ დ’ანუციოს ვილაზე სტუმრობისას ეს ლოგო მოეწონა ბერეტას და მან სთხოვა და მიიღო კიდევაც ნებართვა ამ ლოგოს გამოყენებაზე.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ “კუგარმა” არდაიმკვიდრა თავისი ადგილი, მან გარკვეულ წილად რაღაცნაირად დროს გაუსწრო.   მჭიდი ჩანართით, რომელიც ასრულებს სახელურის გაგრძელებას უკვე ვახსენე, მაგრამ გარდა ამისა სტანდარტული “კუგარი” არის თავისებური ჰიბრიდი, სრული ზომის და კომპაქტური პისტოლეტის. ისეთივე როგორიც თითქმის 20 წლისშემდეგ გამოშვებული Steyr&Mannlicher C9A1 და Glock 19x. ორივე ამ პისტოლეტს ისევე როგორც”კუგარს” აქვთ გრძელი სახელურები დიდი ტევადობის მჭიდებით და შედარებით მოკლე ლულები.  პირადად მე არ მესმის რა აზრი აქვს ასეთი ჰიბრიდების გამოშვებას, იმიტომ რომ პისტოლეტის ტარების კომფორტის გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პირველ რიგში სახელურის ზომის შემცირება, იმიტომ რომ საკეტის/ლულის სიგრძე იმდენად არ ქმნის პრობლემას იარაღის ფარულად ტარებისას, როგორც ამას აკეთებს გრძელი სახელური. ეს კიდე უფრო აზრს მოკლებული აიმის გათვალისწინებით, რომ როგორც წესი კომპაქტურ მოდელებში მიდის სრული ზომის მოდელების მჭიდები ასე, რომ მოკლე სახელური არ ზღუდავს ავტომატურად პისტოლეტის ტევადობას. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს ასეთ პისტოლეტებს აქვთ კარგი ბალანსი და ისინი გამოირჩევიან კარგი სროლისუნარიანობით. ჯერ-ჯერობით მე ვიხსენებ მარტო ორ ასეთ ჰიბრიდს და როგორც ჩანს ეს კონცეფცია მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, ან ჯერ არ  სარგებლობს.

არ დაგიმალავთ და მე მქონდა მოლოდინი, რომ ჩემი კუგარი ისევე კარგად ისროდა, როგოპრც გამოიყურებოდა. ტესტირებისთვის საფუძვლიანად მოვემზადეთ. ამჯერად ჩვენ განკარგულებაში იყო საკმაოდ ბევრი ტიპის 9მმ-ნი მუხტი. 115 გრანიანი Fiocchi FMJ, 115 გრანიანი S&B FMJ, 147 გრანიანი Speer Lawmen, 147 გრანიანი Federal FMJ და 124 გრანიანი Magtech FMJ.

სასხლეტი კარგია, რბილი და ერთგვაროვანი. ერთმაგ რეჟიმში აქვს საკმაოდგ რძელი თავისუფალი სვლა. რესეტი არარის ძალიან მოკლე, მაგრამ აბსოლუტურად მისაღებია. ორმაგ რეჟიმში სასხლეტი ბუნებრივია უფრო მძიმეა და გრძელი სვლით არის, მაგრამ სწრაფი პირველი გასროლის წარმოება შესაძლებელია თუ საკმარისი დრო დაუთმეთ პრაქტიკას.

სიაზუსტეზე სროლისას აღმოჩნდა, რომ იარაღი ისვრის ოდნავ მარჯვნივ. ბერეტების შემთხვევაში ხანდახან ხდება ხოლმე ისე, რომ იარაღი არ არის ზუსტად გასწორებული მაგრამ უმნიშვნელოდ. ასევე აღმოჩნდა რომ კორა თავის კილოში ძალიან თავისუფლად მოძრაობდა რაც ასევე შეიძლება ყოფილიყო შეცვლილი მოხვედრის წერტილის მიზეზი, ამიტომ კორა გასწორდა და დაფიქსირდა “ლოქთაითით”.

72322243_2157293057709678_2140560585920610304_n

15 მეტრზე ხელიდან ნასროლი სამიზნე. “მაგტექის” ვაზნებით 124 გრანიანი ტყვიით მოხვედრები იყო ბევრად მაღლა და ოდნავ მარჯვნივ. ასეთ მანძილზე ასეთი სხვაობა ერთი კალიბრის სხვადასხვა მუხტებით საკმაოდ იშვიათია. სიზუსტეს რაც შეეხება ყველა მუხტმა პრაქტიკულად ერთნაირი შედეგი აჩვენა. 

როგორც სურათიდან ხედავთ სიზუსტე არის კარგი. ასევე პისტოლეტს აქვს განსხვავებული უკუცემა. ერთის მხრივ ლულის ღერძი მაღალია მაგრამ ლულის “ხტომა” არ არის გამოხატული და ეს აშკარად იგრძნობა. იარაღის მნიშვნელკოვანი მასა ასევე კარგად ახშობს უკუცემის იმპულს და პისტოლეტიდან სროლა ძალიან კომფორტულია. შეგიძლია დაწვა ვაზნები კოლოფებით და მაჯებში არანაირი დისკომფორტი არ გექნებათ.

ექსტრაქცია იყო საიმედო და ერთგვაროვანი, მასრები მიფრინავდნენ 4 საათზე მსროლელის უკან დაახლოებით 2-3 მეტრზე. მასრებს არ ეტყობოდა შებერილობა ან რამე დაზიანებები. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ  ყველა ელემენტი პისტოლეტის მუშაობს ჰარმონიულად.

 72656316_1226244920909144_8882171274990714880_n

ასე გამოიყურება სამიზნე (სილუეტი რეალურ ზომებზე დაახლოებით 30 პროცენტით პატარაა) ოთხი სწრაფი გასროლის შემდეგ ორმაგ-რეჟიმში 10 მეტრიდან. სიზუსტე ადეკვატურია მაგრამ ოდნავ მარჯვნივ გადაწეული მოხვედრის საშუალო წერტილი ადასტურებს რატომ არის საჭირო მეტი პრაქტიკა სასხლეტის ორმაგ რეჟიმთან.

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი ზუსტი, საიმედო და საკმაოდ ერგონომიულია, იარაღის წონა (950 გრამი) და გაბარიტები (მისი სისქე  38მმ)  ზედმეტია თანამედროვე 9მმ-ნი პისტოლეტისთვის. მითუმეტეს შედარებით მოკლე ლულით და სამიზნი ხაზით. პისტოლეტი ვიზუალურად ჩანს უფრო დიდი იმის გამო რომ აქვს დაკუთხული სასხლეტის დამცავი კავი და სწორი კვეთის საკეტი ყოველგვარი შევიწროების გარეშე. 

ალბათ ვინმეს დაებადება კითხვა რამდენად ახლოს არის თურქული “კუგარი” ორიგინალთან. დავიწყოთ იქიდან, რომ თურქული პისტოლეტის კონსტრუქცია გამარტივებულია. საკეტის კონსტრუქციას აღარ აქვს ზევიდან შესრულებული თამასა, მჭიდის ღილაკი სხვა ფორმის არის და არის პლასტმასის (ორივე პისტოლეტში ღილაკის გადაყენება მეორე მხარეს შესაძლებელია). ყველაზე დიდი განსხვავება არის საკეტის დაფარვა, თურქულ პისტოლეტზე საკეტი დაფარულია სქელი შავი საღებავით, რის გამოც იტალიურ პისტოლეტთან შედარებით თურქი ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება. ასევე განსხვავდება დეტალების მორგება და “შეგრძნება” იარაღისგან, ამას მე ვერ ავხსნი, დაიჭირეთ ხელში ორივე, გადაკარით საკეტები და მიხვდებით ეგრევე რას ვგულისხმობდი. ამან მე კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მარტო ნახაზები და დაზგა-დანადგარები საკმარისი არ არის. საჭიროა რაღაც ჯადოქრობა და “ბერეტტაში” ეს ჯადოქრობა კარგად გამოსდით.

მიუხედავად ამისა, თურქული ”კუგარი“ ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო თურქული წარმოების პისტოლეტი და ალბათ ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესო ფასი-ხარისხის კრიტერიუმით. თურქული “კუგარის” შეძენა მეორად ბაზარზე შეიძლება 1100 ლარის ფარგლებში.

ფასის, წონის და გაბარიტების გამო არ არსებობს არანაირი მიზეზი რის გამოც ადამიანი რომელიც ეძებს ხარისხიან თავდაცვით ინსტრუმენტს, უნდა არჩიოს “კუგარი” რომელიმე “გლოკს” ან ნებისმიერ სხვა თანამედროვე პოლიმერის სტრაიკერს.  ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბუდეების და აქსესუარების არჩევანი იქნება საკმაოდ მწირი. მაგრამ თუ ვინმე ეძებს ხარისხიან იარაღს იმ ეპოქიდან, როდესაც საქართველოს სულ ახლახან ქონდა მოპოვებული დამოუკიდებლოა და ჩვენ ქვეყანაში პირველად მიეცათ ადამიანებს საშუალება თავისუფლად ეყიდათ პირადი იარაღი, მაშინ ასეთი “ბერეტტა” იქნება ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი. თუ რა თქმა უნდა გაგიმართლად და წააწყდით მას მეორადი იარაღის ბაზარზე.  ესთეტები განსაკუთრებულად დააფასებენ იმას, რომ პისტოლეტი დამზადებულია იტალიაში და არ გააჩნია პლასტმასის ნაწილები, როგორც თანამედროვე ბერეტას პისტოლეტებს.  მე მიჭირს გამოვაცხადო “კუგარი” საკოლექციო იარაღად, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ თუ რამდენიმე წლის წინ აშშ-ში “კუგარი” ღირდა სასაცილოდ იაფი, ბოლო წლებია მათი ფასი იზრდება და უახლოვდება ახალი თანამედროვე “სტრაიკერის” ფასს. გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “სტოეგერი” უშვებს პისტოლეტს, რომელიც თუ არ ჩავთვლით გაურკვეველი საღებავით შეღებილ საკეტს და წვრილმან განსხვავებებს პრაქტიკულად იდენტური იარაღია და თანაც ახალი ღირს 450-500 დოლარი. თუმცა თუ ადამიანი ბერეტას ფანია, მაშინ მან შეიძლება ბევრად მეტიც გადაიხადოს იტალიურ “კუგარში”.

“ახალი” რუსული პისტოლეტი “Удав”

Thursday, June 13th, 2019
4930981
რამდენიმე დღეა, რაც პრესით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა შეიარაღებაში მიღეს ახალი საბრძოლო პისტოლეტი, ან კომპლექსი, როგორც მას ეძახიან სახელწოდებით “Удав”. ტრადიციულად ამ ქვეყნის თავდაცვის უწყებასთან აფილირებულმა “გამოცემებმა” გამოაქვეყნეს რიგი ვიდეო სიუჟეტები ახალ პისტოლეტზე, რომლებიც ნაკლებ ინფორმატიულია და როგორც ჩანს მიზნად ისახავენ მხოლოდ დაარმწუნოს მოსახლეობა რომ რუსულმა ჯარმა მიიღო უახლესი, ყველაზე საუკეთესო ირაღი. პრესაში გამოქვეყნებული სურათებიდან, მწირი ინფორმაციიდან და რამდენიმე ვიდეო კლიპიდან შეიძლება შემდეგი შეფასებების გაკეთება.
თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტის პარადიგმა არის მაღალი ტევადობის 9მმ-ნი პისტოლეტი, მსუბუქი მასალებისგან დამზადებული ჩარჩოთი, დახურული დამრტყმელით (ე.წ. “სტრაიკერი” გარედან განლაგებული ჩახმახის გარეშე) და მაღალტექნოლოგიური დამცავი დაფარვით, რაც უზრუნველყოფს მდგრადობას ცვეთისა და კოროზიისადმი.  რა გააკეთეს რუსებმა?  უფრო მარტივი და იაფი “სტრაიკერის” ნაცვლად ისევ ჩახმახიანი სისტემა ამჯობინეს, თანაც საკეტზე განლაგებული მცველით რაც 2019 წელს უკვე ანაქრონიზმია. საკეტზე განლაგებული მცველი შემორჩა მარტო “ბერეტას” პისტოლეტებს აქიდან 70-ნი წლების  Beretta 92-ის უახლეს მოდიფიკაციაზე  A3-ზე ის შესრულებულია დახრილი, რომ საკეტის გადაკვრისას არ ჩაირთოს თავისით. რუსებმა თავის პისტოლეტში გამოიყენეს ანალოგიური მცველი, მაგრამ ისევე, როგორც “მაკაროვში” ის მუშაობს პირიქით, გათიშულია ქვედა მდგომარეობაში და ჩართულია ზედაში. ეს გამორიცხავს მის ჩართვას საკეტის გადაკვრისას, მაგრამ ართულებს მის სწრაფ გამორთვას, რომ განახორციელოთ პირველი გასროლა. პისტოლეტი დიდია, მაღალი საკეტით და მეეჭვება ვინმემ შეძლოს მცველიდან მისი მოხსნა ჭერის შეცვლის ან მეორე ხელის დახმარების გარეშე. იგივე ბერეტაზე მცველი ითიშება თითის აკვრით, ადვილად და სწრაფად, იგივე “მაკაროვზე” ეს უფრო რთულია. კიდე უფრო რთული იქნება “უდავზე”.
თანამედროვე პისტოლეტები ორმხრივია, რაც ნიშნავს, რომ პისტოლეტის მართვის ელემენტები (მცველი, საკეტის შემაკავებელი, მჭიდის ღილაკი) ერთნაირად ადვილად ხელმისაწვდომია როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ხელიდან სროლისთვის. მცველი და მჭიდი “უდავზე” ორმხრივია მაგრამ საკეტის შემაკავებელი ავტომატურია, რაც ნიშნავს, რომ საკეტის ხელით ღია მდგომარეობაში ვერ დააფიქსირებ. ეს არის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება და ალბათ პისტოლეტის შემქნელებს ასე უნდოდათ თავის გამოჩენა.  ავტომატური საკეტის დაშვება მჭიდის მოთავსებისას არის აბსოლუტურად ზედმეტი. ეს ქმნის უსაფრთხოების პრობლემას და ართულებს დაბრკოლების აღმოფხვრას, იმიტომ შეუძლებელია პისტოლეტის საკეტის სწრაფად დაფიქსირება ღია მდგომარებაში, პროცედურა, რომელიც აუცილებელია, რომ აღმოფხვრათ დაბრკოლება სროლისას.  მჭიდი არის ორ რიგიანი, ვაზნების ორმხრივი გამოსვლით, რაც ძალიან ასევევ საეჭვო გადაწყვეტილებაა. მიუხედავად ამისა რუსები ჯიუტად ამ სქემას არ ღალატობენ, მაგრამ რატომ მე არ მესმის. ერთის მხრივ ასეთი მჭიდით იგებ ტევადობაში და პისტოლეტში არც მეტი არც ნაკლები ერთი ვაზნით მეტი ჩადის ვიდრე გლოკ 17-ში მაგრამ მეორესმხრივ მიწოდება სავაზნეში ხდება ორი კუთხიდან რაც იდეაში ზრდის დაბრკოლების ალბათობას და ნეგატიურად აისხება სიზუსტეზე იმიტომ რომ ვაზნის პოზიციონირება სავაზნეში ხდება განსხვავებულად გასროლიდან გასროლამდე, მაგრამ რა ეფექტი აქვს ამას სიზუსტეზე გაირკვევა მარტო რეალური ტესტირებით.  ყურადღებას იქცევს “მაკაროვის” სტილში შესრულებული მცირე ზომის ექსტრაქტორი და ასევე მაკაროვის სტილში შესრულებული მჭიდი ღია კედლებით რაც იდეაში არ არს კარგი იმიტომ რომ მჭიდები ადვილად გამოიტენება ჭუჭყით/ქვიშით ხოლო პრაქტიკა ადასტურებს რომ დახურული მექანიზმები დაცული ჭუჭყისგან/მტვერისგან უკეთ მუშაობენ ვიდრე ღია მექანიზმები. ცხადია ზედმეტია საუბარი მჭიდების რამე მაღალ-ტექნოლოგიურ ანტიფრიქციულ დაფარვაზე). საკეტიც და სხვა რკინის დეტალები დაფარულია ბანალური შავი ოქსიდირებით და ყველა სურათში ჩანს ცვეთის ნიშნები, რაც შეიძლება იმის ბრალიც იყოს რომ ეს სატესტო ნიმუშებია, მაგრამ ცხადია, რომ რამე მაღალტექნოლოგიური დამცავი დაფარვა გამოყენებული არ არის. ასევე ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ   მაღალი სამიზნი მოწყობილობები გათვლილი მაყუჩის გამოყენებაზე არის შესრულებული რაღაც გაურკვეველი ნასვრეტებით, ანუ როგორც ჩანს რუსები ჯერ ვერ უშვებენ ასეთ მოწყობილობებს კომპაქტური და ეფექტური ტრიტიუმის მანათობელი ელემენტებით.
ტრადიციულად (და გაგუგებარი მიზეზებით) რუსები დიდი ყურადღბას ანიჭებენ ჯავშანგამტან ეფექტს და ამიტომ 9×21 კალიბრის (შესაძლებელია სტანდარტული 9×19 კალიბრის ვაზნების გამოყენება) ვაზნები ამ პისტოლეტისთვის იქნება ძალიან მაღალწნევიანი (რაც უბრალოდ არ არის საჭირო, 9მმ-ნი ტყვია მაინც ვერ გახვრიტავს ჯარისკაცის ტიპიურ ჯავშანს, რომელიც აჩერებს შაშხანის ტყვიებს), რაც შესაბამისად განაპირობებს დეტალების დიდ მასას (ასევე მაღალ უკუცემას, ლულის ალს) იმისთვის რომ პისტოლეტის დეტალები დროზე ადრე არ გამოვიდეს მწყობრიდან. იმის გათვალისწინებით რომ პისტოლეტი იწონის 780 გრამს, რაც ნამდვილად არ არის ბევრი, ჩემი ვარაუდით არ მგონია მას ქონდეს დიდი რესურსი ასეთი მაღალწნევიანი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში.  პრომო ვიდეოებში პისტოლეტის ჯავშანგამტან თვისებებს ადარებენ სტანდარტულ “მაკაროვის” პისტოლეტის, რაც უბრალოდ სასაცილოა. გასაგებია, რომ ბევრად უფროძლიერ ვაზნას სპეციალური ჯავშანგამტანი ტყვიით უფრო უკეთესი უნარი ექნება წინაღობებში გავლის ვიდრე 9×18 კალიბრის FMJ ტყვიას. გამოცხადდა რომ პისტოლეტიდან შეიძლება ეფეტქური სროლის წარმოება 100 მეტრზე რაც ცხადია პრობლემურია “მაკაროვიდან” მაგრამ რეალურად შესაძლებელია ნებისმიერი 9მმ-ნი პისტოლეტიდან, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ პისტოლეტიდან სროლის უნარების დახვეწა ჯარში დგას პრიორიტეტებს შორის ბოლოდან მეორე ადგილზე და ამიტომ ასეთი პოტენციალი თითქმის ყოველთვის დარჩება აუთვისებელი.
გამოცხადდა, რომ პისტოლეტის დიზაინზე მუშაობდნენ პროფესიონალური დიზაინერები, მაგრამ პისტოლეტს ეს არ ეტყობა. დიახ არსებობენ  ასეთი პისტოლეტები, რომლებსაც ქმნიდნენ დიზაინერები და ყველა მათგანი გამოირჩევა ექსტრავაგანტური იერსახით. “უდავი” უბრალო პისტოლეტია, რომელიც უფრო გავს ნედლ პროტოტიპს ვიდრე დიზაინერების ქმნილებას. უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ პისტოლეტი ფართოდ იყენებს ფრეზირებულ დეტალებს და მისი დამზადება არ იქნება ისე მარტივი და იაფი, როგორც თანამედროვე პისტოლეტების.
დაშლილი პისტოლეტის სურათები არ მოიპოვება, ამიტომ კონსტრუქციაზე მსჯელობა შეუძლებელია, მაგრამ ჩემი აზრით გამოყენებულია ტრადიციული ბრაუნინგის მოდიფიცირეული ჩაკეტვის სქემა, რაც ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნა ЦНИИТочМаш-ის წარმომადგენელმა და დაუმატა ჩვენი გაუმჯობესებებითო. არ ვიცი რა გააუმჯობესეს რუსებმა ბრაუნინგის სქემაში, ჩემი აზრით მანდ გაუმჯობესებას არაფერი არ საჭიროებს, მაგრამ ის ფაქტი რომ რუსები შეეშვნენ მაიმუნობას და გამოიყენეს ნაცადი კონსტრუქცია, მოწონებას იმსახურებს. იგივე ეხება პისტოლეტის ჩარჩოზე შესრულებულ უნივერსალურ სამაგრს, რომელიც როგორც ჩანს დასავლური სტანდარტის არის (MIL-STD-1913).  ეს გადაწყვეტილება არ არის უცნაური იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე კარგი მოწყობილობები, რომლის დაყენება შეიძლება პისტოლეტზე არის დასავლური წარმოების. ჩემი აზრით კრიტიკას იმსახურებს მხოლოდ ის რომ ეს სამაგრი ძალიან მოკლეა სრული ზომის პისტოლეტისთვის.
ეს პისტოლეტი ნათელი მაგალითია, რომ რუსეთი არ იყო, არ არის და არ იქნება  ცეცხლსასროლი იარაღის წამყავნი “დეველოპერი”. პისტოლეტი არ გამოირჩევა ორიგინალური/ინოვაციურ კონსტრუქციით, იყენებს საეჭვო ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და შეესაბამება გასული საუკუნის 80-ანი წლების დონეს, რაც ადასტურებს ჩემს მიერ არაერთხელ გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ რუსეთი, საბჭოთა კავშირი ყოველთვის აგვიანებდა პერსპექტიული შეიარაღების ტიპების შექმნაში და შეიარაღებაზე მიღებაში. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ “უდავი” ამავე დროს ბევრად უკეთესია, როგორც მინიმუმ კონსტრუქციის და დიზაინის თვალსაზრისით ვიდრე ГШ-18 ან СР-1. დანარჩენს დრო გვაჩვენებს, იმიტომ რომ 90-ნი წლების დასაწყისიდან რუსეთმა ბევრი კარგად გაპიარებული პისტოლეტი გამოუშვა, მაგრამ დაასრულა იმით, რომ შეირაღებაში მიიღეს რამდენიმე ტიპის დასავლური პისტოლეტი ხოლო ჯარი დღემდე აგრძელებს “მაკაროვის” და “სტეჩკინის” პისტოლეტების ექსპლუატაციას.  ღიმილს იწვევს რუსული პროპაგანდისტული რესურსების განცხადებები, რომ ახალი პისტოლეტის უკეთესია ვიდრე “გლოკი”, ასეთი განაცხადები ისმის ბოლო 30 წელი, მაგრამ რაიმე ღირებული და მითუმეტეს კომერციულად წარმატებული ჯერ ამ ქვეყნიდან არაფერი არ გამოჩენილა.
ttkh-pistoleta-гdav-v-sravnenii-s-pm
კიდევ ერთი ვარიანტი “უდავის”. ყურადღებას იქცევს გაპრიალებული შავი ოქსიდირება, რომელიც უფრო ადეკვატურად გამოიყურებოდა მე-19 საუკუნის რევოლვერებზე და მჭიდი, რომლის ხუფიც დამალულია ტარში, რაც ასევე არ არის კარგი გადაწყვეტილება.  ხუფი უნდა იყოს სქელი, რომ უძლებდეს დავარდნას მიწაზე და ასევე ოდნავ გამოშვერილი რომ საიმედოთ “ჩატენოთ” ის ტარში ან საჭიროების შემთხვევაში თუ ის გაიჭედა ასევე ადვილად გამოაძროთ.  ტარის დიზაინიც რაღაც კითხვებს აჩენს.  გარდა ამისა როგორც ჩანს,  უარი ითქვა პისტოლეტის ტარის სხვადასხვა ხელის ზომის ადაპტაციის შესაძლებლობაზე, რაც პრაქტიკულად სტანდარტულია უკვე ყველა პლასტმასის ჩარჩოიან პისტოლეტზე. ამავე დროს ეს პისტოლეტი უფრო გავს დიზაინერების მიერ შექმნილს.

რაშია Colt SAA-ს გამოცანა?

Tuesday, May 7th, 2019

P1100924

წინა მიმოხლვაში სადაც მე მოგიყევით თქვენ Сolt SAA-ზე, მე ასევე გაკვრით ვახსენე, რომ მაინცდამაინც არ ვარ დიდი მოყვარული ტრადიციული ამერიკული იარაღების, იმ მიზეზით, რომ დღეს ბევრად უკეთესი ალტერნატივები არსებობს და მე ამერიკელებისგან განსხვავებით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ვარ ამრიკის ფანი მაინც არ ვგრძნობ ემოციურ კავშირს ამერიკულ იარაღებთან. თურამე ემოციური კავშირი გამაჩნია იარაღებთან ეს იქნება გერმანული, იტალიური და ალბათ საბჭოთა/რუსული სისტემები, რომლებზეცმე მე “გავიზარდე”. მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ ბერკეტიანი ჰენრის სისტემის კარაბინები უიმედოთ მოძველებული სისტემებია უამრავი ნაკლით და შეზღუდვით. ამის გამო ლოგიკური იქნებოდა, რომ მათი წარმოება შეწყვეტილიყო, როგორც თავის დროზე მაგალითად შეწყდა დრეიზეს კონსტრუქციის ნემსიანი იარაღების წარმოება, უბრალლოდ იმიტომ, რომ გაჩნდა უკეთესი ალტერნატივები.  არც ნამდვილი ამერიკული ლეგენდის 1911-ის დიდი მოყვარული არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პისტოლეტს ნამდვილად გააჩნია შესანიშნავი ერგონომიკა და სროლისუნარიანობა … თუ რათქმაუნდა დაბრკოლებამ ხელი არ შეგიშალათ სროლაში. თანაც  მე არ გამიმართლა და ყველა 1911 ტიპის იარაღი, რომელიც მე შემხვდა, აღმოჩნდა პრობლემური, რის გამოც ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენ, რომ რომელიმე 1911 ჩაანაცვლებს ყველაზე გაფარჩაკებულ “გლოკს” რომელიც მე ოდესმე მინახავს….  ამ განცდამ, რომ ყველა ტრადიციული ამერიკული იარაღი საკმაოდ შორს არის იდეალისგან , მე არ დამტოვა მაშინაც, როდესაც მომეცა საშუალება ახლოს გამეცნო 1911-ის მერე რიგით მეორე ყველაზე ლეგენდარული ამერიკული პისტოლეტი, .45 კალიბრის Сolt SAA, უფრო სწორედ მისი იტალიური რეპლიკა. უნდა ითქვას, რომ კონკრეტულად ამ მოდელმა დაიმსახურა ქება და მაღალი შეფასებები ისეთი ცნობილი  პისტოლეტის ამერიკელი ოსტატებისგან, როგორებიც არიან ჩიკ გეილორდი, სკიტერ სკელტონი, კლინტ სმიტი, ჯიმ ვილსონი, ჯონ ტაფინი და ა.შ.  მაგრამ თავად განსაჯეთ. რევოლვერი ტექნიკურად არის 6 ვაზნიანი, მაგრამ რელაურად უსაფრთხოდ შესაძლებელია მისი გამოყენება მხოლოდ 5 ვაზნით დოლურაში, წინააღმდეგ შემთხვევაშ არსებობს საფრთხე რომ მიწაზე დავარდნისას მოხდება გასროლა. 6 ვაზნიანი რევოლვერი, რომელშიც თუ ჩადე 6 ვაზნა შეიძლება ან შენ ან შენი ცხენი დაემშვიდობოთ სიცოცხლეს. ლეგენდის თანახმად თვით უატ ერპს შემთხვევით გაუვარდა ტყვია  SAA-დან…..

რევოლვერს გააჩნია ალბათ ყველაზე რთული და ნელი გადატენვის პროცედურა, სადაც მასრების ექსტრაქცია და  დოლურას ავსება ხდება ცალობით.  ცალმუხტიანი ან მრავალ ლულიან კაჟიან პისტოლეტებთან შედარებით ეს მეთოდი უდაოდ იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ უკვე მაშინ არსებობდა პისტოლეტები მასრების ერთდროული ექსტრაქციით. არსებობდა რევოლვერები მასრების ავტომატური ექსტრაქციითაც კი, როგორც ფონ შტაიგერის რევოლვერები.

SAA, როგორც სახელიდან გამომდინარეობს არის ერთმაგი მოქმედების რევოლვერი, რაც ნიშნავს, რომ ყოველი გასროლის წინ საჭიროა ჩახმახის შეყენება. იმ დროისთვის უკვე არსებობდა ორმაგი მოქმედების რევოლვერები. ამიტომ SAA-დან სწრაფი სროლა ითხოვს ბევრ პრაქტიკას.

არ ვიცი სხვები რას იფიქრებენ ამ იარაღის ხელში აღების შემდეგ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ერგონომიკა შეიძლება ითქვას სულ ცოტა არის “სპეციფიური”. მიჩვეული ახალ იარაღებს მე ვერ ვიტყვი, რომ SAA არის ერგონომიულად ჩემთვის მოსახერხებელი. სახელური მეჩვენება მოკლე, ჩახმახი ძალიან წინ არის და ჩემთვის ზედმეტად მაღალია. დაივიწყეთ მაქსიმალურად მაღალი ჭერა, იმიტომ რომ თუ სახელური ბოლომდე ჩასვით ხელში, აღმოჩნდება რომ შეუძლებელია ჩახმახის შეყენება. რამდენიმე ისტორიკოსი ახსენებს, რომ სახელურის ასეთი ფორმა განპირობებული იყო იმისთვის, რომ გასროლის შემდეგ იარაღი “ჩაცურებულიყო” ხელში, რაც ამცირებდა უკუცემას, მაგრამ ამავე დროს ეს ითხოვდა ჭერის კორექტირებას ყოველი გასროლის შემდეგ. დღევანდელ სამყაროში სადაც მოდაშია ზე-სწრაფი სროლა, ხოლო იარაღზე, მისი უკეთესი კონტროლისთვის გამოიყენება ყველაფერი დაწყებული სახელურებზე აბრაზიული ფირის დაკრობით და დამთავრებული სტიპლინგით და ცვლადი ჩანართებით, გადაწყვეტილება სადაც უკუცემის შემცირება ხდება იარაღის მოძრაობით ხელში, გამოიყურება, როგორც  ერესი.

როგორც პისტოლეტიდან მსროლელისთვის ჩემთვის ასევე არის მიუღებელი რუდიმენტარული სამიზნე მოწყობილობები. ასეთი კონფიგურაცია, ჩარჩოზე ღარით და მარტივი არარეგულირებადი კორათი, იქნებოდა ბუნებრივი წინა საუკუნის დასაწყისის ჯიბის პისტოლეტებზე მაგრამ არა .45 კალიბრის რევოლვერზე 5.5 ინჩიანი ლულით. ასევე რა მოსაწონია, რომ ჩახმახი დაცემისას ის კეტავს ამ ღარს და შეუძლებელია დაკვირვება, როგორ იცვლება კორას და თარაზოს მდგომარეობა გასროლის შემდეგ, რაც ძალიან გეხმარება იმაში, რომ გაუგო პისტოლეტს და გამოიყენო სროლის ყველაზე ეფექტური ტექნიკა.

დღევანდელი გადმოსახედიდან არც ხრახნების არსებობა კონსტრუქციაში არ ჩაითველბა პლიუსად. არა და SAA-ში არც მეტი არც ნაკლები 11 ხრახნია, რომლებსაც პერიოდულად ჭირდება გადაჭერა.  70-ან წლებში მართალია ეს პრობლემა მოგვარდა, შესაბამისი პლასტმასის საფენების გამოყენებით, მაგრამ რეპლიკების უმეტესობა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გამოდის ამ საფენების გარეშე.

მაგრამ….. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, კომპანია კოლტი თითქმის 150 წლის შემდეგ, ძნელად დასაჯერებელა, მაგრამ კვლავ აგრძელებს ამ რევოლვერების გამოშვებას და მაგის გარდა ალაბათ ერთი 10 კომპანია უშვებს ამ რევოლვერის რეპლიკებს. სულ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ლიდერმა ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაში, იტალიურმა ბერეტამ, შეიძინა რეპლიკების ყველაზე დიდი მწარმოებელი ასევე იტალიური “უბერტი” და ახსნა ეს იმით, რომ სურს დაიკავოს ლიდერის ადგილი ასეთი ტიპის იარაღების წარმოებაში. ანუ მოთხოვნა SAA-ზე და ასევე ჩემს მიერ ნახსენებ ჰენრის სისტემის კარაბინებზე კვლავ არსებობს და როგორც ჩანს საკმაოდ დიდიც არის.

მაშ რატომ არ ჩაბარდა SAA წარსულს, რატომ არის ამ რევოლვერზე მოთხოვნა მიუხედავად ყველა ნაკლისგან (ეხლა ამას რომ ვწერ, მე თვითონ მრცხვენია, ვინ ვარ მე რომ ვაკრიტიკო ამერიკული ლეგენდა) და რატომ გრძელდება მისი წარმოება და ვთქვათ არ გამოდის დღემდე ლე-მატის (Le-Mat), ვებლეის, გასერის ან ჰარინგტონ&რიჩარდსონის რევოლვერები? რაშია SAA-ს საიდუმლოება?  ალბათ პირველ რიგში იმაში, რომ SAA არის უკიდურესად  მარტივი და შესაბამისად საიმედო. SAA არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პისტოლეტი, რომელიც მე ოდესმე მჭერია ხელში ხოლო სიმარტივე და საიმედოობა არასდროს არ გაქრება მოდიდან. ამიტომ უამრავი მონადირე დღეს მაგალითად ნადირობს ცალ-ლულიანი ან ორ-ლულანი თოფებით მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი კონსტრუქციის და საკმარისად საიმედო ნახევრად-ავტომატები. აფრიკაში, სახიფათო ნადირობებზე ორლულიანი შტუცერი დღესაც არის საუკეთესო არჩევანი.  დღეს მწარმოებლები ეჯიბრებიან ერთმანეთს იმაში ვინ გამოუშვებს უფრო მარტივ და ტექნლოგიურ იარაღას, მაგრამ 150 წლის წინ კოლტმა ეს უკვე გააკეთა. SAA ყველა კონკურენთან შედარებით იყო უფრო მარტივი და შედგებოდა უფრო ცოტა დეტალისგან. რაც უფრო ცოტა დეტალია და რაც მთავარია უფრო ცოტა მოძრავი დეტალი, მით უფრო ნაკლები ალბათობაა, რომ რამე გაფუჭდება. ეს კიდე შეიძლება იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი, როდესაც გიწევს არსებობა გარემოში სადაც უახლოეს იარაღის ოსტატამდე, რომ მიაღწიო, რამდენიმე დღე უნდა გაატარო გზაში.  დიახ “სმიტ&ვეოსნის” რევოლვერი უფრო სწრაფად იტენებოდა მაგრამ ამისთვის, მას ქონდა საკეტი, სახსარი, ეჟექტორი, ზამბარები, წკირები.  სხვათაშორის კვალიფიციური ოსტატების და სათადარგო ნაწილების დეფიციტი, არის ფაქტორი, რომელიც ქართველმა იარაღის მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ. არა მე არ გეუბნებით რომ ყველა უნდა გადავიდეთ პრიმიტიულ იარაღებზე, მაგრამ არ იქნება ურიგო ეს ფაქტორი გავითვალისწინოთ.  სწორედ ამის გამო მე არავის არ ვურჩევ  ახალი ან ზედმეტად იშვიათი იარაღის ან ისეთი იარაღების შეძენას, რომლებიც ცნობილი არიან პრობლემური “ხასიათით”. ახალი იარაღი ანუ ახალი მოდელის იარაღს მე იმიტომ ვახსენებ,  რომ დღევანდელობამ რეალობა გახადა ახალი იარაღების პარტიების და მოდელების რეგულარული გამოთხოვა, ექსპლუატაციის პროცესით აღმოჩენილი ხარვეზების გამო, იმიტომ, რომ გაყიდვაში მოხდა იარაღები აწყობილი დეფექტური ნაწილებისგან, იმიტომ რომ ვირაცას რაღაცა გაეპარა, ან ქვე-კონტრაქტორმა მიაწოდა დეფექტური კომპონენტები ამ მასალები. ასეთი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა და ასეთი პრობლემის მოგვარება შეიძლება გახდეს სერიოზული pain in the ass იარაღის მფლობელისთვის.

swsaa

ამ სურათიდან კარგად ჩანს რამდენად მარტივია SAA, “სმიტ&ვესონთან” შედარებით. 

რაც შეეხება დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, დიახ ორმაგი მოქმედების მექანიზმი არის უფრო მოსახერხებელი და თეორიულად უფრო სწრაფიც, ერთი ხელიდან სროლისას კი პრაქტიკულადაც უფრო სწრაფია, მაგრამ მხედრები უპირატესობას ანიჭებდნენ კოლტის ერთმაგი მოქმედების სასხლტებს იმ მარტივი მიზეზით, რომ დაშვებული ჩახმახით აბსოლუტურად გამორიცხული იყო შემთხვევითი გასროლის ალბათობა, მაშინ როდესაც ორმაგი მოქმედების რევოლვერით, ერთ დროულად რევოლვერის ჭერისას და ცხენის მართვისას ალბათობა, რომ სასხლეტზე შემთხვევით დაგეჭირებოდა იყო დიდი, ამიტომ ბევრს მიაჩნდა, რომ ერთმაგი მოქმედების SAA იყო უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელი. ნუ დაგავვიწყდება, რომ SAA იყო ჩაფიქრებული, როგორც კავალერისტების იარაღი. ასე, რომ შეიძლება დღევანდელი გადმოსახედიდან რევოლვერი ასეთი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით მოგვეჩვენება, როგორც ანაქრონიზმი, მაგრამ მაშინ ასე იყო უფრო უკეთესი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ეს იარაღი იქმნებოდა ერთი ხელიდან სროლისთვის. იმიტომ, რომ მეორე ხელში თქვენ გეჭირათ ცხენის სადავი. გამოცდილი მსროლელები იყენებდნენ იარაღის ჭერის ტექნიკას, რომელიც გამორიცხავდა იარაღის ხელში ჩაცურებას. ამისთვის ტარის ქვეშ ხდებოდა ნეკა თითის მოთავსება, რისი საშულებასაც იძლევა სახელური, რომელიც მე აქამდე მომეჩვენა მოკლე.  ასევე რასაც იარაღს ვერ დაუკარგავ არის ის რომ, მისი დამიზნება ძალიან ბუნებრივია. დაიჭირეთ იარაღი ხელში აწიეთ ის დამიზნების ხაზზე და მიხვდებით, რომ არ არის საჭირო კორექტირება იმისთვის, რომ კორა და თარაზო მოთავსდეს ერთ ხაზზე.

6 ვაზნის ნაცვლად 5-ის მოთავსება დოლურაში და ჩახმახის დაშვება ცარიელ ვაზნაზე იყო გავრცელებული პრაქტიკა იმ დროს და არ ეხებოდა მხოლოდ SAA-ს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდით დატენვას ეძახდნენ “კოვბოურ მეთოდს”, იმიტომ რომ მხედრის შემთხვევაში მანძილი მიწამდე იყო გაცილებით დიდი და შესაბამისად დიდი იყო გასროლის ალბათობაც, ამიტომ ჩახმახის დაშვება ცარიელ სავაზნეზე იყო მიღებული პრაქტიკა. სიმართლე გითხრათ არ ვიცი შესაძლებელია თუ არა SAA-მ გაისროლოს უფრო პატარა სიმაღლიდან დავარდნისას, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო თანამედროვე სისტემებზეც ეს საფრთხე არსებობს, მაგალითად ТТ-ს ტიპის ან 1903 წლის კოლტის ნახევრად-ავტომატურ პისტოლეტში, ამიტომ ცხადია თუ თქვენ გაქვთ იარაღი დამრტყმელის ბლოკირების გარეშე, ჯობია, რომ სავაზნე იყოს ცარიელი. მოგვიანებით ყველა რევოლვერებში და მათ შორის SAA-ს თანამედროვე მოდელებში და რეპლიკებში გაჩნდა მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავენ დამრტყმელის “წვდომას” ვაზნამდე თუ სასხლეტზე არ არის დაჭერილი თითი.  შეზღუდულ 5 ვაზნიან ტევადობას და გადატენვის ნელ ციკლს მოყვა ასევე კოვბოური გადატენვის ტექნიკის შემუშავება. გადატენვის ეს მეთოდი არის სწრაფი და ეფექტური. როდესაც დაცლით 5 ვზნას, უბრალოდ ამოიღეთ მეორე SAA-ს და გააგრძელეთ სროლა….

SAA-ს პოპულარობა ასევე უკავშირდება მის მთავარ კალიბრს – .45 Сolt-ს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რევოლვერი გამოდიოდა თითქმის 30 კალიბრში, ყველაზე პოპულარული იყო სწორედაც, რომ .45 Colt. ეჭვი მაქვს, რომ  .45 Сolt უფრო დიდხანს დარჩება ჩვენთან ვიდრე SAA, რომლისთვისაც ის შეიქმნა. ამ კალიბრის მასრის მოცულობა საკმაოდ დიდია, რაც განპირობებულია იმით, რომ ის თავდაპირველად შეიქმნა შავი დენთისთვის, რომელსაც გაცილებით მეტი ადგილი ჭირდება. .45 Сolt თავისი უნივერსალურობით და მოქნილობით არის ალბათ პისტოლეტების სამყაროს 30-06.  ტყვიის წონა ვარირებს 150 გრანიდან 360 გრანამდე, რაც გაძლევთ საშუალებას დატენოთ ვაზნები, როგორც  ქაღალდის სამიზნეებში აკურატული ნახვრეტების გასაკეთებლად ასევე დიდ და საშიშ ცხოველებზე სანადიროთ. უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ცხელი მუხტების გამოყენება SAA-ში და მის რეპლიკებში არ შეიძლება, მაგრამ სტანდარტული მუხტითაც .45 Colt არის სრულიად ადეკვატური. .45 Colt ასევე გახდა საფუძველი ისეთი მონსტრი კალიბრებისთვის, როგორიც  არის .454 Сassul და .460 S&W Magnum.  გულმოდგინე რელოუდერები ასევე აფასებენ იმას, რომ .45 Сolt მუშაობს უფრო დაბალ წნევებზე ვიდრე უფრო ახალგაზრდა “მაგნუმები”, რაც ნიშნავს ნაკლებ დატვირთვას იარაღზე, ნაკლებ უკუცემას, მეტ სტაბილურობას, უკეთეს სიზუსტეს. ჯონ ლაინბო, გურუ მსხვილკალიბრიანი რევოლვერების აღნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ .44 Remington Magnum-ი უკეთესად გამოიყურებოდა ციფრებით ფურცელზე შედარებისას, საველე პირობებში ცხელი .45 კალიბრის მუხტები აჩვენებედნენ ბევრად უკეთეს შედეგებს, რაც გამოიხატებოდა უკეთეს ბალისტიკაში, ოპტიმალურ შეღწევაში, უკეთეს სიზუსტეში და ეს მსროლელისთვის მისაღები ლულის ალის, უკუცემის და ხმაურის დონით.  ასე, რომ .45 Colt-ი არანაკლები თუ არა უფრო მეტი გავლენა იქონია იარაღის განვითარებაზე ვიდრე რევოლვერს, რომლისთვისაც ის შეიქმნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლეგენდარული .45ACP-ს დაბადება ნაწილობრივ უკავშირდება მანამდე .45 Colt-წარმატებას.

45LC-3

სანამ იარსებებს ცეცხლსასროლი იარაღი მანამდე იქნება დაფასებული კალიბრები, რომლებიც მოგცემენ საშუალებას დაბალი დენთის აირების წნევით გაისროლონ მსვილი და მძიმე ჭურვები ისე რომ არ დაამტვრიონ იარაღები და მსროლელის ხელები ან მხრები. სწორედ ამიტომ .45 Сolt და მასთან ერთად ერთ წელს “დაბადებული” 45-70 Government დღემდე არიან ჩვენთან და უახლოეს მომავალში არსად არ აპირებენ გაქრობას. 

რაც შეეხება სამიზნე მოწყობილობებს, კრიტიკა ჩემი მხრიდან არის უსამართლო. უკვე 1888 წელს კოლტმა გამოუშვა მიზანში სასროლი “Target” მოდელი, რომელსაც მოყვა სხვა ანალოგიური მოდელები. თუ თქვენ გინდათ გამოიყენოთ SAA სიზუსტის მთელი პოტენციალი, უნდა ეძებოთ მოდელი საასპარეზო სამიზნე მოწყობილობებით. მე არ მქონდა არჩევანი და ვიყიდე ის რისი საშუალებაც მქონდა. იარაღი უნდა აღინიშნოს ისვრის კარგად, იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის 150 წლის არის.  

The Quick And The Dead 1

ჩვენ ვიცით, რომ ხანდახან კარგ გაყიდვებს უზრუნველყოფს მხოლოდ პოპულარობა ცისფერ ეკრანებზე და რა გასაკვირია SAA არის განუყოფელი ნაწილი ნებისმიერი ვესტერნის. კადრი ფილმიდან  The quick and the dead (1995) სხვათაშორის პისტოლეტი სურათში არის Cimarron-ის მიერ გამოშვებული SAA-ს რეპლიკა. 

543455475224b.image

კიდევ ერთი მიზეზი მდგრადი მოთხოვნის SAA-ზე და მის რეპლიკებზე არის Cowboy Action Shooting-ის ფორმატის შეჯიბრებები, რომლებიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ტარდება რეგულარულად მხოლოდ აშშ-ში და გერმანიაში. ეს არის ნახევრად შეჯიბრი ნახევრად კოსტუმირებული ღონისძიება და გასართობი. გარდა იარაღისა რომელიც შეესაბამება ეპოქას და შესაბამისი ტანისამოსისა, მონაწილეებს ასევე აქვთ ვალდებულება ქონდეთ ოფიციალურად რეგისტრირებული კოვბოური მეტსახელი. 

გარდა ამისა ყველა ადამიანს აქვს თავისი შეხედულება იმაზე თუ რა არის ლამაზი და რა უშნო, მაგრამ ალბათ აბსოლუტური უმეტესობა ყველა ადამიანის შეთანხმდება, რომ SAA არის ლამაზი იარაღი. ხოლო ლამაზ, ძლიერ იარაღს, რომელიც კარგად გამოიყურება და თან ზურგს უკან აქვს დიდი ისტორია, ყოველთვის ეყოლება მყიდველი. ერთხელ სადღაც ამოვიკითხე, რომ მერსედესი არასდროს არ შეწყვიტავს “გელანდევაგენის” წარმოებას, იმიტომ რომ რუსეთში ამ მანქანაზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა.  როგორც ჩანს მიუხეადავად იმისა, რომ ჩრდილო ამერიკის გარდა SAA-მ ფეხი ვერსად ვერ მოიკიდა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ იარაღის წარმოება არ გაჩერებულიყო  აგერ უკვე თითქმის 150 წელი. მე კიდე უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ გამიმართლა და შევძელი მისი ახლოდან გაცნობა და ამ ნაცნობობაზე ორი სიტყვის დაწერა.

Uberti Cattleman – ლეგენდარული “მშვიდობისმყოფელი” თანამედროვე შესრულებით

Thursday, April 25th, 2019

P1100801

ამჯერად ჩვენი მორიგი მიმოხილვის ობიექტია .45 კალიბრის იტალიური წარმოების რევოლვერი Uberti Cattleman. აღნიშნული იარაღი არის  სახელგანთქმული 1873 წლის Colt Single Action Army-ის პრაქტიკულად ზუსტი რეპლიკა. აღნიშნული იარაღს უმეტესობა იცნობს მისი არაოფიციალური სახელით “Peacemaker”, (“პისმეიკერი”, მშვიდობისმყოფელი) და ჩვენც მას ასე დავუძახებთ. ჩემი აზრით შეუძლებელია გადავიდეთ პირდაპირ ტექნიკურ მიმოხილვაზე, იმის გარეშე, რომ ორი სიტყვით მაინც არ მოვყვეთ, ჯერ როგორ მოხვდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ იშვიათი იარაღი ჩემ ხელში და შემდგომ ასევე არ მოვყვეთ, თუნდაც ძალიან მოკლედ “პისმეიკერის” ისტორიაზე. ძალიან მოკლედ, იმიტომ, რომ შეუძლებელია დაატიო ერთ სტატიაში ასეთი იარაღის სრული ისტორია და გარდა ამისა მე უბრალოდ ხელთ არ მაქვს ლიტერატურა, რომელსაც გამოვიყენებდი უფრო სიღრმისეული სტატიისთვის. როგორც ხვდებით მე-19 საუკუნის იარაღები არ შედიან მაინცდამაინც, ჩემი ინტერესების სფეროში, მაგრამ როდესაც მე მომეცა საშუალება ხელში ჩამეგდო ეს უდაოდ ისტორიული იარაღი (თუნდაც მისი თანამედროვე რეპლიკა), მე მივხვდი რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა დიდი სისულელე.  მითუმტეს, როდესაც სწრაფად დავრწმუნდი რომ “უბერტის” მიერ წარმოებული ეს მოდელი იყო პრაქტიკულად ყველაზე ზუსტი ასლი ორიგნალური “პისმეიკერის” რომელიც შეგიძლია იშოვო, თანაც აუტენტურ კალიბრში – .45 Сolt. ამიტომ ის იდეალურად გამოდგებოდა, იმისთვის, რომ მე გამეცნო ერთ-ერთ  ყველაზე ცნობადი, პოპულარული და სახელგანთქმული ცეცხლსასროლი იარაღის მოდელი და უკვე შემდეგ დამეწერა მასზე მიმოხილვა.

ეხლა რაც შეეხება შეძენის ისტორიას. განცხადებას ამ რევოლვერის გაყიდვაზე მე წავაწყდი შაბათს, ერთ-ერთ პოპულარულ ონლაინ სავაჭრო რესურსზე.  ტელეფონით ჯერ დავაზუსტე, რომ ეს რევოლვერი ნამდვილად ის იყო რაც მე მეგონა (განცხადების ტექსტი იყო ძალიან მოკლე) და შემდეგ მფლობელმა ასევე დამარწმუნა რომ ვაზნები ჩვულებრივად იყიდება მაღაზიებში. ვაზნების ხელმისაწვდომობა ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ სანამ იყიდით იარაღს რამე საქართველოსთვის იშვიათ კალიბრზე. ტელეფნით ხანმოკლე საუბრის შემდეგ მე ვუთხარი რომ მოვიფიქრებდი და ამით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ზუსტად ორი წუთი დამჭირდა გამეაზრებინა, რომ მეორე შანსი “პისმეიკერის” შეძენის მე ალბათ არასდროს არ მომეცემოდა, ამიტომ ეგრევე გადავურეკე და დავარწმუნე რომ იარაღს შევიძენდი და ორშაბათსვე გავიფორმებდი. ფასზეც ტელეფონით მოვრიგდით, სოლიდური ფასდაკლებაც მივიღე და ამიტომ შაბათის დანარჩენი ნაწილი და მთელი კვირა მე მხოლოდ იმას ვნატრულობდი, რომ რამე არ შეცვლილიყო და მე არ დავრჩენილიყავი “პისმეიკერის” გარეშე. ორშაბთს დილით, ორივე უკვე ვიყავით მომსახურების სააგნეტოში იარაღის გადაფორმების პროცედურის გასავლელად. უნდა აღვნიშნო, რომ არც ისე იშვიათად ხდება,  რომ ყიდულობ იმ იარაღს, რომელიც გჭირდება და თანაც კარგ ფასად, უფრო იშვიათად ხდება, როდესაც ყიდულობ კარგ იარაღს, კარგ ფასად პიროვნებისგან, რომელსაც ესმის საკითხი და ზოგადად გსიამოვნებს მასთან ურთიერთობა. იარაღის მფლობელი აღმოჩნდა საკმაოდ სასიამოვნო პიროვნება, რომელიც თან როგორც შევატყვე საკითხიც კარგად ესმოდა. ჩვენ დროს როდესაც ყველამ ირგვლივ  საერთოდ დაკარგა ზრდილობიანად საუბრის/ქცევის და ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევის უნარო ასეთი ადამიანთან შეხვედრა უკვე არის როგორც სუფთა ჰაერის ყლუპი სხვაგვარად ყველანაირად დაბინძურებულ გარემოში. მან ასევე არ დაიზარა და მოკლედ ამიხსნა რევოლვერის მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი, ეტიკეტის ეს  მარტივი ნიუნასი, აუხსნა ძირითადი იარაღის შესახებ  ახალ პატრონს, ასეე სამწუხაროდ დავიწყებას მიეცა.  მე ასევე საჩუქრად მივიღე ამ რევოლვერის ტყავის ბუდე, დასაფასებელი საჩუქარი იმის გათვალისწინებით რა ღირს ასეთი ბუდეები დღეს. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ამ ლამაზი იარაღის შეძენის პროცესიც კი სასიამოვნოდ წარიმართა.   მინდა ასევე აღვნიშნო, რომ  თითქმის 200 იარაღის შემდეგ, ახალი იარაღის შეძენა უკვე ჩემში სამწუხაროდ აღარ იწვევს ისეთ ემოციებს, როგორც ადრე და ხანდახან მე ნოსტალგიით ვიხსენებ ძველ დროს, როდესაც ყველაფერი რაც ჩვენ მოგვწონდა ცოტა იყო და ამიტომ როდესაც ამას მივიღებდით, განსაკუთრებულად გვიხაროდა, მაგრამ ამ რევოლვერის შეძენის დროს მე ზუსტად ისეთივე ემოციები განვიცადე, როგორც ადრე. უდაოდ, “პისმეიკერი”საქართველოში არის ძალიან იშვიათი და მე სიმართლე გითხრათ ვერ ვიხსენებ, ოდესმე  ერთი მაინც, რომ მენახოს გაყიდვაში ასე რომ მოდით ჩავთვალოთ, რომ მე მაგრად გამიმართლა და მომეცა საშუალება დამეწერა ამ რევოლვერზე სტატია მასთან უშუალო გაცნობით და არა სხვისი ნაშრომების კომპილაციის შედგენა.

ეხლა მოკლედ ამ პისტოლეტის შექმნის ისტორიაზე და საბრძოლო ბიოგრაფიაზე.  პისტოლეტის კონსტრუქტორები იყვნენ კომპანია კოლტის თანამშრომლები, უილიამ მეისონი და ჩარლზ ბრინკერჰოფ რიჩარდსი (თავად სემუელ კოლტი უკვე ათი წელი რაც გარდაცვლილი იყო). პისტოლეტს ქონდა მთლიანი ჩარჩო (აქიდან ერთ-ერთი პირველი სახელი ამ პისტოლეტის New Strap Pistol, strap-ზღუდარი), რაც იძლეოდა საშუალებას ძლიერი ვაზნების გამოყენების. ერთმაგი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მას ქონდა Walker Colt-ისგან. პისტოლტი ასევე იყენებდა უნიტარულ ვაზნას მეტალის მასრით. ასეთ ვაზნაზე გათვლილი რევოლვერის წარმოებისთვის  “კოლტს” უფლება აქამდე არ ქონდა, ასეთ ვაზნებზე გათვლილ დოლურაზე პატენტის მფლობელი და კონკურენტი სმიტ&ვესონისთვის “როაიალთის” გადახდის გარეშე. როგორც კი პატენტებს გაუვიდა ვადა, “კოლტმა” შეძლო თავისუფლად დაეწყო უნიტარულ ვაზნაზე გათვლილი რევოლვერის შექმნა, წარმოება და შესაბამისად გაყიდვა. მუშაობა “პისმეიკერზე” დაიწყო 1871 წელს, 1872 წელს ის გამოცადეს ამერიკულ არმიაში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მის შეძენაზე.  1873 წლის ივლისში აშშ-ს შეარაღებულმა ძალებმა დაიწყეს პირველი პისტოლეტების მიღება, შეკვეთილი 8000 ცალიდან. თუმცა ამასთან ერთად ასევე შეიძინეს სმიტ&ვესონის მესამე მოდელის რევოლვერებიც.  ამ ფაქტს უკავშირდება “პისმეიკერის” ორიგინალური კალიბრისთვის მეტსახელის დარქმევა, მაგრამ ამაზე ოდნაც მოგვიანებით გიამბობთ.  რა თქმა უნდა კოლტი ყიდდა “პისმეიკერებს” სამოქალაქო ბაზარზეც. 357,869  “პსმეიკერიდან” რომელმაც კოლტმა გამოუშვა 1873 წლიდან 1940 წლამდე, 37 000 მოხვდა ჯარის შეიარაღებაში (სადაც ის რჩებოდა 1892 წლამდე) დანარჩენი გაიყიდა სამოქალაქო პირებზე ან კანონის მსახურებზე. უკანასკნელები იმ დროს თავად ყიდულობდნენ თავისთვის იარაღს და “პისმეიკერი” იყო ბევრი ცნობილი კანონის მსახურის არჩევანი. მათ შორის იყვნენ უაიტ ერპი, ბეტ მასტერსონი, პეტ გარეტი, ფრენკ ჰამერი და დამიჯერეთ ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება.

წლების განმავლობაში კოლტი უშვებდა “პისმეიკერს” უამრავ ვარიანტში და მათი უმეტესობა განსხვავდებოდა მეტ წილად ლულის სიგრძით. 3 ინჩიდან ე.წ. “შერიფის” მოდელში და 7.5 ინჩამდე “კავალერიულ” მოდელში. “პისმეიკერი” გამოდიოდა ასევე საკმაოდ იშვიათი შესრულებით, 12 ინჩიანი ლულით. კოლტს ასევე ქონდა საასპარეზო მოდელი, ბრტყელი ზღუდარით, რომელზეც ნაცვლად სტანდარტული ღარისა, რომელიც ასრულებდა თარაზოს როლს, ეყენა რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა, ამ მოდელს ასევე გააჩნდა ცვლადი კორები. პისტოლეტის ღიებულება შეადგენდა 17 დოლარს, რაც დღევანდელი ფასებით უდრის 329 დოლარს. 329 დოლარად დღეს ნამდვილად ვერ იყიდი უახლეს და ძლიერ პისტოლეტს.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი რომელიც განკუთვნილია ერთი ხელიდან სროლისთვის არის პისტოლეტი და 1873 წლის კოლტის რევოლვერის ოფიციალური სახელიც იყო  “ახალი მოდელის საარმიო მეტალის ვაზნიანი ბრუნავი პისტოლეტი”. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ უკანასკნელ დროს პისტოლეტით მოიხსენიებენ მხოლოდ თვითდამტენ იარაღებს, მაგრამ რეალურად რევოლვერიც და თვითდამტენი პისტოლეტიც ტექნიკურად პისტოლეტები არიან, ასე რომ დროს ნუ დახარჯავთ რომ შემისწოროთ.

gallery-1478179920-screen-shot-2016-11-03-at-92727-am

ნახაზი ორიგინალური 1872 წლის პატენტიდან. ჩარჩოს “შეკვრა” ზევიდან განლაგებული ‘ზღუდარით” იყო აუცილებელი, რომ პისტოლეტს გაეძლო ახალი ვაზნისთვის. ასეთი “ზღუდარის” გარეშე, ტყვიას, რომელიც ტოვებდა დოლურას და გადადიოდა ლულაში, საკმარისი ენერგია ქონდა რომ ჩარჩო წინ გადაეღუნა. ზღუდარი გამორიცხავდა მოვლენების ასეთ განვითარებას. 

თავისი დროისთვის “პისმეიკერი” იყო უდაოდ ყოველმხრივ დახვეწილი იარაღი, ეს ეხება როგორც პისტოლეტის კონსტრუქციას ასევე მის ერგონომიკას და თუ გნებავთ დიზაინს. ის იყენებდა მთლიან და შესაბამისად გამძლე ჩარჩოს, ადვილად იშლებოდა და გააჩნდა შესანიშნავი ერგონომიკა. ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, თითქმის ყოველთვის იყო კარგი სასხლეტით. ტარის კუთხე უზრუნველყოფდა სწრაფ და ინსტინქტურ დამიზნებას. მარტივი კონსტრუქცია  სულ 7 მოძრავი ნაწილისგან და სამი ზამბარისგან, ნიშნავდა რომ იარაღი იყო გამძლე და საიმედო. არა, “პისმეიკერი” არ იყო თავისი დროის ყველაზე გავრცელებული რევოლვერი, ასე მაგალითად ერთ გამოშვებულ “პისმეიკერზე” მოდიოდა დაახლოებით 7 “ჰარინგტონ&რიჩარდსონის” რევოლვერი, მაგრამ “პისმეიკერი” უდაოდ იყო პისტოლეტი, რომელიც ყველაზე უფრო უყვარდათ და ეხლაც უყვართ ამერიკაში. როგორც მსხვილი ონლაინ აუქციონის AntiqueGuns.com-ის მფლობელმა რობ რობლსმა ინტერვიუში განაცხადა, “კოლტ SAA არის იარაღი რომელსაც ყოველთვის დავეძებ და რომლის გაყიდვაც არასდროს არ მიჭირს”.

bisley-before-replace

კოლტის ე.წ. “ბისლის” მოდელი, დარქმეული ინგლისში ცნობილი სასროლეთის საპატივცემულოდ, განიხილებოდა როგორც “პისმეიკერის” საასპარეზო, მიზანში სროლისთვის განკუთვნილი რევოლვერი. ეს იარაღების პირველ რიგში გამოირჩევიან სახელურის სპეციფიური ადვილად ცნობადი ფორმით.

შედარებით მოკლელულიან “პისმეიკერებს” ეძახდნენ “განფაიტერის მოდელებს” რაც უნდა ვივარაუდოთ, პირველ რიგში იყო განპირობებული იმით, რომ ბუდიდან მოკლელულიანი რევოლვერის ამოღებას ნაკლები დრო ჭირდებოდა. ორიგინალური კოლტის “პისმეიკერები” პირობითდად იყოფა სამ თაობად, გამოშვებული 1873 წლიდან 1940 წლამდე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო მათი წარმოება კოლტმა შეწყვიტა, 1956 წლიდან 1974 წლამდე, როდესაც ვესტერნების პოპულარობამ წარმოშვა მოთხოვნა იარაღზე “რომელმაც დაიპყრო დასავლეთი” და მესამე თაობა  რომელიც გამოდის 1976 წლიდან დღემდე. ამ პერიოდში მოთხოვნა კლასიკურ კოლტზე წარმოიშვა “კოვბოური სროლის” დისციპლინების პოპულარობის ზრდით. სულ 77 წლის განმავლობაში “კოლტმა” გამოუშვა 400 000-მდე “პისმეიკერი” სხვადასხვა კონფიგურაციაში და დღემდე აგრძელებს მათ გამოშვებას.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მას მერე რაც 1896 წელს რევოლვერში შეცვალა ჩარჩოში ბარაბნის ფიქსაციის მეთოდი, ამ რევოლვერის კონსტრუქციას მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია.  ასეთი რამე სამწუხაროდ იშვიათად ხდება დღეს, როდესაც მწარმოებლები ცდილობენ დაასწრონ ერთმანეთს ახალი მოდელების გამოშვებაში და მერე უწევთ “ახალი და გაუმჯობესებული” მოდელების გამოშვება, როდესაც მომხმარებლები აღმოაჩენენ, რომ მათ იარაღები არ მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა.

“პისმეიკერის” კონსტრუქციულ თავისებურებებს რაც შეეხება, რევოლვერი იტენება ჩარჩოზე გვერდიდან განთავსებული გასახსნელი კარიდან ისევე, როგორც ჩვენთვის კარგად ცნობილი ბელგიური ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერი. ექსტრაქცია ხდება ცალობით,  ლულს ქვევიდან განლაგებული ღერძიანი ეჟექტორით, ისევ ეისევე როგორც ნაგანში უბრალოდ ეჟექტორი თავიდანვე განლაგებულია გვერდიდან და ყოველთვის მზად არის გამოყენებისთვის. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთჯერადი მოქმედების არის. თუ მოახდენთ ერთ გასროლას და დატოვებთ სასხლეტს დაჭერილ მდგომარეობაში, შესაძლებელია ჩახმახის როგორც შურდულის გამოყენება მომდევნო გასროლების წარმოებისთვის. ეს სროლის  ტექნიკა წესით უნდა გახსოვდეთ ვესტერნებიდან. 6 ვაზნიანი დოლურა მაგრდება ჩარჩოში ღერძის მეშვეობით, რომელიც ფიქსირდება ჩარჩოში ზამბარიანი საკეტელათი (ადრინდელ მოდელებში ხრახნით). დააყენეთ ჩახმახი ნახევრად შეეყენებულ მდგომარეიბაში, დააჭირეთ აღნიშნულ საკეტელას, გამოიღეთ დოლურას ღერძი, მოხსენით დოლურა და იარაღი მზად არის წმენდისთვის. ყველა “პისმეიკერი” მიეწოდებოდა ჯარს სპეციალური სასხრახნისით, რაც აუცილებელი იყო იმ ექვსი ხრახნის პერიოდული გადაჭერისთვის, რომლებიც “კრავენ” რევოლვერს და მის დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.  სახელურის ხის ნაწილი არის “მონობლოკი” მოავსებული ლითონის ჩარჩოს შიგნით.

saa dis

დაშლილი “პისმეიკერი”, კარგად ჩანს რამდენად მარტივი კონსტრუქცია გააჩნია რევოლვერს. ასევე ყუარადღებას იქცევს ხრახნების რაოდენობა. პისტოელტი გამძლე და საიმედოა იმ პირობით, თუ ხრახნები კარგად გადაჭერილია. 

ტექნიკურად რევოლვერი 6 ვაზნიანია, მაგრამ მიჩნეულია, რომ უსაფრთხოების მიზნით ჩახმახი უნდა იყოს დაშვებული ცარიელ სავაზნეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმაღლიდან ჩახმახზე დავარდნისას არსებობს საფრთხე, რომ ის მოწყდება ადგილიდან და დაარტყავს ამაალებეს, რასაც მოყვება გასროლა. ამიტომ დატენვის პროცედურა უნდა იყოს შემდეგი. აყენებთ ჩახმას ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში, ათავსებთ დოლურაში ერთ ვაზნას, ტოვებთ ერთ სავაზნეს ცარიელს და შემდეგა ავსებთ დანარჩენ სავაზნეებს 4 დარჩენილი ვაზნით, შემდეგ ბოლომდე შეაყენებთ ჩახმახს და დაუშვებთ მას ცარიელ სავაზნეზე. იარაღი ასე მოყვანილია “სალაშქრო” მდგომარეობაში.

ჩვენი იარაღი ისევე როგორც ორიგინალური “კოლტი” განკუთვნილია .45 Сolt (მეტრიკული აღნიშვნა 11.43×33mmR,) კალიბრის ვაზნების გამოყენებაზე. აღნიშნული ვაზნა შეიქმნა სპეციალურად “პისმეიკერისთვის” 1872 წელს და წარმოადგენს “კოლტის” და ამუნიციის მწარმოებელ Union Metallic Cartridges Company-ის ერთობლივ პროექტს. ტყვიის კალიბრია 11.43მმ, მასრის სიგრძე 32.6მმ. მასრის ასეთი დიდი სიგრძე განპირობებული იყო შავი დენთის გამოყენებით. თანამედროვე მუხტები უკვე იყენებენ უკვამლო დენთს.  ვაზნა უდაოდ იყო ძლიერი და იმ პერიოდისთვის იყენებდა ყველაზე გრძელ მასრას (თავის ანალოგებს შორის) რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ტყვიას მიეღო საკმარისი ენერგია საკმარისი შავი დენთის მუხტისგან. თავდაპირველად განკუთვნილი კავალერიისთვის, “პისმეიკერიდან” ნასროლ ტყვიას უნდა შეეძლო როგორც მოწინააღმდეგე ჯარისკაცის ბრძოლიდან გამოთიშვა ასევე მისი ცხენის ეფექტურად “მწყობრიდან გამოყვანა”.  ამიტომაც .45 Сolt იყენებდა უფრო მძიმე (250 გრანი) ტყვიას და უფრო დიდ მუხტს (30 გრანი შავი დენთის) ვიდრე სხვა, ანალოგიური დანიშნულების იმ დროინდელი კალიბრები. ხშირად ხდება ხოლმე ამ ციფრების გაბერვა, მაგრამ რამდენადაც მე შევძელი გადამოწმება, სწორედ ეს ციფრები შეესაბამება რეალობას, მაგრამ ასეთი ციფრებითაც .45 Сolt იყო ერთი თავით მაღალი ყველა ანალოგებზე და დღესაც არის შესანიშნავი “მენსტოპერი”.  თუ ეს საკმარისი არ არის არსებობს ცხელი .45 Сolt-ის მუხტები, რომლებიც გადაყავთ ეს კალიბრის .44 მაგნუმის ტერიტორიაზე. თავად იმსჯელეთ, მაგალითად თანამედროვე Cor-bon-ის წარმოების მუხტი იყენებს 300 გრანიან რბილთავიან ტყვიას საწყისი სიჩქარით 400 მ/წ-ში და ენერგიით 1500 ჯოული.  ასეთი მუხტების გამოყენება ორიგინალურ “კოლტებში” და მის რეპლიკებში არ არის რეკომენდირებული. მაგრამ გულდასაწყვეტი აქ არაფერი არ არის. .45 Colt სტანდარტული მუხტებითაც არანაირად არ არის სუსტი კალიბრი. ტიპიური მუხტი იყენებს 230-250 გრანიან ტყვიას საწყისი სიჩქარით 260-280 მ.წ.-ში, რაც შეესაბამება .45 ACP-ს ენერგიას, უკანასკნელი კიდე არანაირად არ არის სუსტი კალიბრი. თითქმის 150 წლის შემდეგ .45 Сolt ისევ წარმატებით გამოიყენება გრძელ და მომკლელულიან იარაღში. რელოუდინგის აღჭურვილობის პოპულარული მწრმოებლის RCBS-ის განცხადებით, 2006 წელს მან გაყიდა უფრო მეტი .45 Сolt-ის მატრიცა ვიდრე ნებისმიერი სხვა კალიბრის. ეს ფაქტი არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მოქნილი არის ეს ვაზნა რელოუდინგის თვალსზარისით.  უბრალოდ უნდა გავხსოვდეს, რომ რეპლიკებში და ორიგინალურ “პისმეიკერებში” უნდა გამოვიყენოთ მუხტები მაქსიმალური დასაშვები წნევით 14 000 PSI, ცხელი მათ შორის +p მუხტები მოლოდ თანამედროვე და გაძლიერებული კონსტრუქციის “პისმეიკერების” კლონებში, როგორებსა მაგალითად უშვებს იგივე “რუგერი”.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია რელოუდინგის სახელმძღვანელოები ცალკე გამოყოფენ მუხტებს ბევრად უფრო ძლიერი კონსტრუქციის რუგერის რევოლვერებისთვის, იმისთვის რომ არ მოხდეს შეცდომის დაშვება.

ზოგადად, “პისმეიკერი” გამოდიოდა 30-ზე მეტ კალიბრში და აქიდან ყველაზე პოპულარული იყო .45 Colt შემდეგ 44-40 და შემდეგ 38-40. არ მგონია საქართველოსთვის ეს იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ უნდა აღვნიშნო რომ ორიგინალური კოლტებს სერიული ნომრით 175 000-ზევით და ყველა მისი თანამედროვე რეპლიკებს შეუძლიათ სროლა ვაზნებით უკვამლო და შავი დენთით. “პისმეიკერებში” სერიული ნომრით 175000-ზე დაბლა (იარაღები გამოშვებული მეტ წილად 1898 წლამდე)  დასაშვებია მხოლოდ შავი დენთის გამოყენება, ისიც თუ რევოლვერი გამართულ მდგომარეობაშია და მას არ გააჩნია ბზარები ან სხვა ტიპის დაზიანებები.

long colt

.45 Сolt-ს ხშირად მოიხსენიებენ როგორც .45 Long Colt-ს, ეს არის ამ ვაზნის არაფორმალური აღნიშვნა, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავდა მის განსხვავებას .45 კალიბრის ვაზნისგან, რომელიც გამოიყენებოდა მეორე რევვოლვერში რომელიც “პისმეიკერთან” ერთად მსახურობდა ამეირკულ ჯარში, სმიტ&ვეონის N3 რევოლვერში. მიუხედავად ამისა რომ ეს სახელი არასწორი/არაფორმალურია ის შეიძლება, როგორც სურათიდან ჩანს შეგვხვდეს  როგორც ფორმალური აღნიშვნა ვაზნების კოლოფზე. საქართველოში .45 კოლტს პირველ რიგში ალბათ აურევენ .45 Auto-სთან მაგრამ ორ ადგილას სადაც მოვითხოვე .45 Сolt, ეგრევე მიხვდნენ რა მინდოდა. საქართველოში ამ ვაზნის ფასი 3 ლარიდან იწყება. 

რა თქმა უნდა, როგორც ეს ყოველთვის ხდება, პოპულარული დიზაინი და კონსტრუქცია გამოიყენეს სხვა მწარმოებლებმაც და “პისმეიკერის” ყველაზე გავრცელებულ კლონებს უშვებს მაგალითად ამერიკული “რუგერი” და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბევრი იტალიური კომპანია.  თუ რუგერი უშვებს გაძლიერებულ და გაუმჯობესებულ რევოვლერებს, იტალიური მწარმოებლები უშვებენ ორიგნალური “პისმეიკერის” პრაქტიკულად ზუსტ ასლებს.  საერთოდ იტალიური წარმოების კლასიკური ამერიკული იარაღები, ერთგვარ ფენომენს წარმოადგენენ, რომელიც ცალკე ახსნას იმსახურებს. პედერსოლი, ბერეტა, ქიმარონი, ქიაპა, პიეტტა, უბერტი, ყველა იტალიური კომპანიები არიან, რომლებიც უშვებენ პრაქტიკულად ყველა მოდელის ამერიკულ კლასიკურ “კოვბოურ” იარაღს და მათ შორის “პისმეიკერებსაც”. აღნიშნული მათ შორის განპირობებული იყო 50-60-ან წლებში იტალიაში გადაღებული ვესტერნების დიდი პოპულარობით, ქართული მაყურებლისთვის პირველ რიგში ეს ფილმები ცნობილი უნდა იყოს სერჯიო ლეონეს დამსახურებით. იტალიური კომპანიები დიდი რაოდენობით უშვებდნენ იარაღებს, რომლებიც გამოიყენებოდნენ ე.წ. “სპაგეტი ვესტერნებში” და შემდგომ ეს იარაღები ასევე იგზავნებოდა აშშ-ში კომერციულ ბაზარზე გასაყიდად, სადაც თავისი  დამზადების მაღალი ხარისხის გამო ამერიკული კომპანიების პროდუქციასთან ერთად დიდი პოპულარობით სარგებლობენ. უბერტის შემთხვევაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავიდანვე მიზნად იყო დასახული, ამერიკული ბაზრისთვის კალსიკური იარაღების გამოშვება.  იტალიური წარმოების ამერიკული  “კლასიკა” აშშ-ში უყვართ, პირველ რიგში იმიტომ, რომ იტალიური იარაღი გამოირჩევა კარგი ხარისხსით, ლამაზი იერსახით და ფასით, რომელიც “პისმეიკერის” შემთხვევაში სამჯერ უფრო მცირეა ვიდრე ორიგინალური “კოლტის”. არც “რუგერის” კლონები, “ვაკერო”, “ბლექხოკი” და ა.შ. არ ღირს ძვირი, მაგრამ განსხვავებით იგივე Сattleman-ისგან, ეს მაინც ორიგინალისგან განსხვავებული იარაღებია. 

637680i_ts

ბილ რუგერმა 50-ამ წლებში დაიწყო გაუმჯობესებული “პისმეიკერების” წარმოება. გაძლიერებული კონსტრუქცია, უფრო საიმედო ხვეული ზამბარები და უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რევოლვერის  უსაფრთხო ტარებას 6 ვაზნით, გამოარჩევდენ რუგერის რევოლვერებს და ეს იარაღები ძალიან პოპულარულია აშშ-ში. სურათზე არის მძლავრი .44 Remington Magnum კალიბრის Ruger “Super Blackhawk”. 

რაც შეეხება იტალიური კომპანია A. Uberti, Srl-ს ვისი წარმოების “პისმეიკერიც” ჩვენ ჩავიგდეთ ხელში, ამ კომპანიის წარმოება განლაგებულია იტალიაშია, ბრეშიას პროვინციის ქალაქ გარდონე ვალ ტრომპიასთან, სადაც განლაგებულია ბევრი სხვა იარაღის იტალიური მწარმოებელი კომპანია, მათ შორის Beretta-ც. კომპანია დაფუძნდა 1959 წელს ალდო უბერტის მიერ და ის თავიდანვე სპეციალიზირდებოდა კლასიკური ამერიკული იარაღების რეპლიკების წარმოებაზე. 2000 წელს უბერტი იყიდება ბერეტამ და მას მერე რამდენჯერმე მოხდა წარმოების მოდერნიზაცია. ამჟამად უბერტი ყიდის რევოლვერებს როგორც თავისი სახელით ასევე აწყობს სხვა კომპანიებისთვის, კონკრეტულად ბერეტასთვის და ქიმარონისთვის.

ეხლა გადავიდეთ უშუალოდ მიმოხილვის ნაწილზე. ჩვენი მორიგი მიმოხილვის ობიექტი არის Uberti Cattleman (კათლმან – მეცხვარე/მწყემსი), Artillery model. ისევე როგორც ორიგინალი ის იყენებს ხის მონოლითურ სახელურს, სპილენძის სახელურის ჩარჩოს და სასხლეტის კავს, ჩარჩოს ფერადი წრთობით. ლულა და დოლურა დაფარულია ლამაზი შავი მოსევადებით.  ლულის სიგრძე 5.5 ინჩია (რაც ხდის მას საარტილერო მოდელად) და რაც გვაძლევს ოდნავ მეტ საწყის სიჩქარეს და ოდნავ უფრო გრძელ სამიზნე ხაზს. პისტოლეტის წონა კილოგრამზე ოდნავ მეტია.  ისევე როგორც ორიგინალურ “პისმეიკერში”, უბერტის პისტოლეტი იყენებს დამრტყმელს ჩახმახზე, რაც ნიშნავს, რომ იარაღის უსაფრთხოდ ტარება დასაშვებია მხოლოდ 5 ვაზნით სავაზნეში.  თუმცა რევოლვერს გააჩნია დამალული უსაფრთხოების ფუნქცია. დოლურას ღერძზე ერთი ფიქსატორის ღარის ნაცვლად არის ორი, შესაბამისად შესაძლებელია ღერძის საკეტელაზე დაჭერით მისი უფრო შიგნით გაწევა, რის შემდეგაც ის მეორე ბოლოთი გამოვა ჩარჩოდან და არ მისცემს საშუალებას ჩახმახს მიწვდეს ამაალებელს. რა თქმა უნდა ასეთი “იმპროვიზირებული” მცველის სწრაფი ჩართვა-გამორთვა გამორიცხულა, ამიტომ ჯობია საერთოდ მისი იგნორირება და დოლურას 5 ვაზნით ავსება. თუმცა თუ არსებობs რისკი, რომ მოხდება არასანქცირებული იარაღის დაუფლება, შესაძლებელია რევოლვერის შენახვა გააქტიურებული მცველით, რაც გამორიცხავს გასროლას. ვერც ბავშვი და ვერც ქურდი უბრალდო ვერ მიხვდება, როგორ აიძულოს რევოლვერს გაისროლოს. ისე, არსებული ლეგენდის თანახმად თავად ლოურენს არავიელი, რომელიც ფლობდა “პისმეიკერს”, გადაურჩა სიკვდილს არაბი ბანდიტის ხელებისგან, როდესაც უკანასკნელი დაეუფლა მის რევოლვერს მაგრამ უბრალოდ ვერ მიხვდა, რომ გასროლის წარმოებისთვის საჭრო იყო ჯერ ჩახმახის შეყენება. დღეს პატარა ბავშვმაც იცის ჩახმახის შეყენება, როგორ უნდა, ამიტომ იტალიური რევოლვერის ეს დამალული მცველი შეიძლება იყოს ბოლო დაცვის “ბარიერი” უბედური შემთხვევისგან.

uberty safety

ამ სურათიდან კარგად ჩანს დოლურას ღერძის მცველის მუშაობის პრინციპი. 

მეორე თაობის უბერტის რევოლვერები, იყენებენ უფრო მექანიკურად სრულყოფილ მცველის სისტემას, რომელიც განლაგებულა ჩახმახის შიგნით და არ აძლევს დამრტყმელს შესაძლებლობას მიწვდეს ამაალებელს თუ სასხლეტზე არ არის დაჭერილი თითი. რაღაცით ის წააგავს “გლოკის” უსაფრთხოების ავტომატური სისტემების მოქმედების პრინციპს. ესტეთიური თვალსაზრისით ასეთი სქემა უფრო უკეთესია ვიდრე მაგალითად გამოყენებული “რუგერის” “პისმეიკერების” კლონებში, რომლებიც 1973 წლიდან იყენებენ ტრანსფერ ბარებს და ჩარჩოში განლაგებულ დამრტყმელებს, როგორც პრაქტიკულად ყველა თანამედროვე რევოლვერი. ასეთი ავტომატური მცველის გამოყენების  გამო მეორე თაობის Сattleman-ებმა დაკარგეს “პისმეიკერის” საფირმო ოთხ კლიკიანი ჩახმახი.  ჩახმახის შეყენებისას ოთხი კლიკის ნაცვლად დარჩა მხოლოდ სამი რამაც ჩემი პირადი აზრით აუტენტურობის თვალსაზირისთ არის ცუდი, თუმცა მეორეს მხრივ Сattleman II გახდა უფრო უსაფრთხო და ჭეშმარიტად 6 ვაზნიანი პისტოლეტი.

ოთხ კლიკიანი C-O-L-T ჩახმახი მუშაობს შემდეგნაირად: პირველი კლიკი  C – ჩახმახი დგება “უსაფრთხო” პოზიციაში როდესაც დამრტყმელი არ წვდება ამაალებელს, შემდეგ მეორე კლიკი O – ნახევრად შეყენება, რომლის დროსაც შესაძლებელია დოლურას დატრიალება და მისი ვაზნებით ავსება, მესამე კლიკი L – დოლურას ჩამკეტი და დოლურას “ხელი” ურთიერთმოქმედებაში მოდიან  და მოთხე კლიკი T – ჩახმახი შეყენებულია და დოლურა ჩაკეტილია, იარაღი მზად არის გასროლისთვის. 

პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობები, შეიძლება ითქვას პრიმიტიულია და მოიცავს რევოლვერის “ზღუდარზე” შესრულებულ ღარს და ლულაზე განლაგებულ კორას.  რაიმე შესწორების შეტანა შეუძლებელია და მე მხოლოდ იმედს ვიტოვებდი, რომ რევოლვერი იქნებოდა მისროლილი ქარხნულად.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ რევოლვერი არ არის დამახინჯებული ზედმეტი წარწერებით და დამღებით. დოლურაზე არის დამოუკიდებელი ტესტირების დამადასტურებელი დამღები, ვინაიდან ყველა უბერტის იარაღი გადის ასეთ შემოწმებას, რომელიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არის სავალდებულო ყველა იარაღისთვის, რომელიც იწარმოება იტალიაში. ასეთი ტესტირებისას დამოუკდებელი გამომცდელი ისვრის ყველა იარაღიდან საცდელი მუხტით, რომლის წნევა 30%-ით აღემატება სტანდარტული მუხტის წნევას და შესაბამისად თუ არსებობს რაიმე ფარული დეფექტი დოლურაში ან ლულაში იარაღი უბრალოდ დაზიანდება. ზოგადად, დამოუკიდებელი ტესტირების ჩატარება იარაღებზე ემსახურება სამ მიზანს, რწმუნების გაცემა მასზედ რომ იარაღი არის უსაფრთხო და ამით იმის უზრუნველყოფა, რომ ქვეყანაში არ შეიქმნება იარაღი, რომელიც ხელში აფეთქდება, ასევე ასეთი დამღა გარკვეულ წილად არის ხარისხის დამადასტურებელი ნიშანი, რომელიც ადასტურებს იარაღის კუთვნილებას კონკრეტული რეპუტაციის მქონე იარაღის წარმოების “ცენტრთან” რაც “უბერტის” შემთხვევაში არის იტალია, კონკრეტულად კი ქალაქი გარდონე ვალ ტრომპია, ადგილი სადაც განლაგებულია ბევრი იარაღის  სახელგანთქმული საწარმო. დღეს იგივე მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება გააკეთო ჩანაწერი იარაღის ინსტრუქციაში და მწარმოებლის ვებ გვერდზე მაგრამ ადრე რათქმაუნდა ეს იყო შეუძლებელი.   ბოლოს რა თქმა უნდა დამღის დატანა არის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმი იმაზე თუ სად, რამდენი და როგორი იარაღი იწარმოება.  ჩვენი რევოლვერის სერიული ნომერი ასევე დამალულია ჩარჩოს ქვედა ნაწილში, სასხლეტის დამცავი კავის წინ. ლულის მარცხენა მარჯვენა მხარეს არის მწარმოებლის წარწერა.  წარწერები და დამღები შესრულებულია ტრადიციულ სტილში და თავისი განლაგებით არანაირად არ აფუჭებს პისტოლეტის იერსახეს.

P1100797

სახელურის ხის ნაწილი ისევე, როგორც ორიგინალურ “პისმეიკერში” არის მონოლითური და დაფარულია სქელი პრიალა ლაკით, რომელიც ჩემი გემოვნებისთვის ცოტათი ზედმეტად პრიალა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი სახელური, თითბერის ჩარჩო,  სასხლეტის დამცავ კავთან ერთად და ჩარჩოსთან ფერადი წრთობით აძლევენ ამ იარაღს ულამაზეს იერსახეს.

პისტოლეტის შესრულება არის ძალიან კარგი, რაც არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ იარაღი იატლურია, ხოლო თუ ვიმსჯელებთ Discovery Channel-ის გადაცემით How It Is Made (სადაც ასახულია ამ რევოლვერების წარმოების პროცესი),  ბევრი ადამიანი არის ჩართული ამ იარაღების შექმნაში, ანუ ხელით შრომის წილი არის საკმაოდ დიდი. მოდით უბრალდო დავწერ, რომ იარაღი ფანტასტიურად ლამაზია და ჩემი ბებერი ციფრული კამერა და ფოტოგრაფიის “ნიჭი” არ მაძლევს საშუალბას გადმოგცეთ ამ იარაღის მთელი სილამაზე. მე სიმართლე გითხრათ არ მესმის როგორ ახერხებს ამასთან ერთად “უბერტი” ასეთი დაბალი ფასის შენარჩუნებას, იმიტომ რომ ახალი Сattleman-ის ფასი აშშ-ში იწყება სადღაც 600 დოლარიდან, რაც ორჯერ, სამჯერ უფრო მცირეა ვიდრე კოლტის წარმოებული პისმეიკერები და უტოლდება “რუგერის” პისტოლეტების ფასს.  “უბერტის” “რუგერთან” შედარებას აზრი არ აქვს, ორივე ეს იარაღი იქმნებოდა განსხვავებული ფილოსოფიით, უბერტი არის “პისმეიკერის” რეპლიკა, ხოლო “რუგერის” პისტოლეტები წარმოადგენენ “პისმეიკერს” სტეროიდებზე, ბევრად უფრო გამძლე და ძლიერი კონსტრუქციით, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ “რუგერის” “პისმეიკერები” უფრო პრაქტიკული იარაღებია, მაშინ როდესაც უბერტის ან სხვა იტალიური წარმოების  “პისმეიკერები” უფრო კლასიკური და აუტენტური.

რევოლვერის მოვლა მომსახურებ არის საკმაოდ ადვილი. დასაშლელად საჭიროა მხოლოდ დარწმუნდეთ რომ რევოლვერი განმუხტულია, დააყენოთ ჩახმახი ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში, გახსნათ დასატენი კარი, დოლურას ღერძის ზამბარიან საკეტელაზე დაჭერით გამოათავისუფლოთ  ღერძი და ამოაძროთ ის ჩარჩოდან. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება დოლურას მოხსნა. იარაღი მზად არის გასაწმნენდად.

smklssblackframe

ერთადერთი მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ცვლილება “პისმეიკერში” იყო დოლურას ღერძის ფიქსაციის სქემაში. ადრინდელ მოდელზე ღერძი დაფიქსირებული იყო ხრახნით, შემდეგ უკვე ზამბარიანი საკეტელათი.  პირველი მეთოდი იყო თეორიულად უფრო საიმედო მაგრამ ახალი კონსტრუქცია იძლეოდა იარაღის სწრაფი, ინსტრუმენტის გარეშე დაშლის შესაძლებლობას. ისე გამოვიდა, რომ ჩარჩოს ხრახნით ეძახიან კვამლიანი დენთის ჩარჩოს და უფრო ახალ მოდელს შესაბამისად “უკვამლო დენთის ჩარჩოს” მაგრამ ასეთი კლასიფიკაცია ზუსტი არ არის და ბევრი შეყავს შეცდომაში. უბრალოდ ეს კონსტრუქციული ცვლილება დროში დაემთხვა კოლტის გადასვლას უკვამლო დენთის  გამოყენებაზე. “უბერტიზე” გამოყენებულია ზამბარიანი საკეტელა.    

დარწმუნებული ვარ ასევე დაგაინტერესებთ რამდენად კარგად ისვრის “უბერტი” და შეესაბამება თუ არა მისი სიზუსტე და საიმედოობა მის იერსახეს. ამის დასადგენად მე შევიძინე ორი ტიპის .45 კალიბრის მუხტი, რომლის შოვნა ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის არ წარმოადგენს პრობლემას.  პირველი იყო Federal American Eagle, გარსით დაფარული 225 გრანიაი ტყვიით რბილი ცხვირით (JSP) მეორე ჩეხური Sellier&Bellot, 230 გრანიანი გარსით დაფარული ექსპანსიური ტყვიით. ორივე მუხტს ქონდა თითქმის იდენტური საწყისი სიჩქარე 250-260 მ/წ-ის ფარგლებში.  შესაბამისად უკუცემა იყო რბილი მაგრამ გასროლის ხმა და ლულის ალი საკმაოდ  დიდი. შემიძლია დავიფიცო, რომ სახეშიc მხვდებოდა ცხელი ჰაერის ნაკადი, ყოველი გასროლის შემდეგ. რევოლვერის სასხლეტი იყო ძალიან რბილი და მოკლე სვლით და ძნელი იყო იმის მიხვედრა როდის მოხდებოდა გასროლა. ეს კარგიც არის და ცუდიც, მაგრამ მე მიუჩვეველი ვიყავი, ამიტომ პირველი ჯგუფი გამოვიდა საკმაოდ განიერი. უკვე შემდგომ როდესაც მე “დავამუღამე” როგორ უნდა გეჭიროს იარაღი ოპტიმალური კონტროლისთვის, ჯგუფებიც ორჯერ შემცირდა სიგანეში.

აშკარა იყო რომ იარაღი ისროდა ოდნავ დაბლა მაგრამ ჰორიზონტალური შესწორებები საჭირო არ იყო. იარაღი აშკარად იყო მისროლილი ქარხნულად ხოლო მოხვედრის წერტილი დაბლა იყო, სავარაუდოთ დაბალწნევიანი მუხტების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი გადახრა არის ყველაზე ადვილად გამოსასწორებელი. უბრალოდ დაქლიბეთ კორა და მოხვედრის წერტილი აიწევს ზევით. ცხადია ამის გაკეთებას მე არ ვაპირებ. ასეთი იარაღისთვის ასეთი პატარა გადახრით ამის საჭიროება ნამდვილად არ არის.

 

57286261_2091225427659762_3666377761120845824_n

ასე გამოიყურება სიზუსტე რომელიც მივიღეთ პირველად ასეთი ტიპის იარაღის სროლიდან (მანძილი 15 მეტრი). არაფერი განსაკუთრებული მაგრამ აბსოლუტურად მისაღები მოკლელულიანი იარაღისთვის. შთამბეჭდავი ზომის, სუფთა ნახვრეტები მეტყველებენ იმაზე, რომ ეს იარაღი იქნება ძალიან ეფექტური ცოცხალი სამიზნეების წინააღმდეგ. 

უკუცემა იყო რბილი, იარაღის კონტროლი იყო ადვილი. ამ იარაღის თავისებურება იმაშია რომ ტარის ფორმის გამო, ყოველი გასროლის შემდეგ ხდება იარაღის “ჩაცურება” ხელში და მომდევნო გასროლისთვის საჭიროა ჭერის კორექტირება. აქედენა ცნობილი ხრიკი, რომელსც იყენებდნენ “პისმიკერის” მსროლელება, როდესაც ნეკა თითით სახელურის ქვეშ მოთავსებით კეტავდნენ მას ხელში. ჩემი გამოცდილება რევოლვერებთან, მეუბნება მე, რომ მე ჯერ კიდე გრძელი გზა მაქვს გასავლელი იმისთვის, რომ გავხდე კარგი მსროლელი რევოლვერიდან.

elmer keith saa

კარგი სამიზნე მოწყობილობები, განიერი სასხლეტი და დაბალი ჩახმახი, რომელიც დაშვებისას არ ფარავს სამიზნე მოწყობილობებს და გაძლევს საშუალებას დააკვირდე იარაღის ქცევას გასროლის მომენტში. ასეთ კონფიგურაციაში “პისმეიკერი” აძლევდა საშუალებას კარგ მსროლელს გამოეყენებინა ამ იარაღის სიზუსტის მთელი პოტენციალი. სურათზე არის ელმერ კიტი (Elmer Keith) კუთვნილი “პისმეიკერი”, რომელიც გარდა ზემოაღნიშნული ოფციებისა ასევე აქვს კასტომიზირებული, ფორმაშეცვლილი სახელური და შესანიშნავი გრავირება. 

სროლის და გადატენვის დროს არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. რევოლვერი მუშაობდა როგორც შვეიცარული საათი. ლულის ქვეშ განლაგებული ეჟექტორის გამოყენება საჭირო იყო მხოლოდ გადატენვის ციკლის დასაჩქარებლად, სხვა შემთხვევაში გრავიტაციის ძალა საკმარისი იყო რომ გასროლილი მასრები ამოყრილიყო დოლურადან. უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო ცხელი მუხტების გამოყენებისას ეჟექტორის გამოყენება გახდება აუცილებელი. ყურადღების მიქცევას ითხოვენ ხრახნები, რომლებსაც ჭირდება ხშირი გადაჭერა. 1960 წლიდან კოლტმა დაიწყო ყველა “პისმეიკერში” პლასტმასის საყელურიანი ხრახნების  გამოყენება რამაც გადაწყვიტა მათი დაშვების პრობლემა. “უბერტისაც” ნამდვილად არ აწყენდა ასეთი ხრახნები მაგრამ ….

მთლიანობაში ჩემი რევოლვერებთან მოკრძალებული გამოცდილების გათვალისწინებით მე შემიძლია ვთვქა, რომ Uberti Cattleman არის ყველაზე კარგი რევოლვერი რომლიდანაც მე ოდესმე გამისვრია.  სიმართლე გითხრათ ეს რევოლვერი რომ ყოფილიყო ერთადერთი ჩემი მოკლელულიანი იარაღი, მე ნამდვილად არ ვიგრძნობდი თავს არაადეკვატურად შეიარაღებულად და ამ განცხადებით მე მინდა გადავიდე ასეთი რევოლვერების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების განხილვაზე. უდაო არის ის ფაქტი, რომ კალიბრი .45 Сolt არის ეფექტური ორფეხა მტცებლების წინააღმდეგ თუნდაც ყველაზე სუსტი სტანდარტული მუხტით, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე იაფი მუხტებიც კი, არიან ექსპანსიური ან რბილთავიანი ტყვიით. იარაღი ასევე არის მექანიკურად საიმედო და საკმარისად ზუსტი თუნდაც გამოუცდელი მსროლელის ხელში. ყველაზე დიდი მინუსები ასეთი იარაღის არის მხოლოდ ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი და იარაღის დიდი გაბარიტები. მისი სრული სიგრძე 300მმ-ია, სიმაღლე 130მმ და სისქე 40მმ ეს იარაღი უფრო დიდია და მძიმე ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე სრული ზომის პისტოლეტი. ამ მიზეზების გამო პრინციპში “პისმეიკერები” არ განიხილება და არც გამოიყენება, როგორც მუდმივად თან სატარებელი თავდაცვის იარაღი. მეორეს მხრივ მიზანში სროლა, გასართობი სროლა, ე.წ. “კოვბოური სროლის” ფორმატის შეჯიბრებები, თუ გნებავთ სალაშქრო იარაღი მტაცებლებისგან თავის დასაცავად ან უბრალოდ საკოლექციოდ, ეს რევოვლერი გამოსადეგია.  ბუნებრივია ის ასევე იქნება საოცნებო იარაღი ყველასთვის ვინც არის ველური დასავლეთის ეპოქის ან ვესტერნების მოყვარული. ასეა თუ ისე ფაქტია, რომ მიუხედავად ყველანაირი კრიზისებისა რაც ჩვენ დროს არსებობს მსოფლიოში, ინტერესი “პისმეიკერის” მიმართ არ მცირდება. “Beretta”-ს მიერ “Uberti”-ის შეძენაც განპირობებულია ამ კომპანიის სურვილით გახდეს ამ კლასის იარაღების დომინანტი მწარმოებელი მოფლიოში, რის შესახებაც მათ განაცხადეს თავის პრეს-რელიზში.

P1100818

რკინის, ხის და ტყავის კლასიკური კომბინაცია

სიმართლე გითხრათ, საერთოდ მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამერიკელებისთვის საყვარელ იარაღებს, იქნება ეს M1911, ჰენრის ბერკეტიანი კარაბინები, M-14 თუ მაგალითად იგივე “რემინგტონ 700″, იმიტომ რომ მე ობიექტურად ვთვლი რომ შესაბამის კლასებში არსებობენ უკეთესი იარაღები, მაგრამ ფაქტია რომ მიუხედავად იმისა, რომ  “პისმეიკერი” რომელიც თავის დროზეც თუნდაც არ იყო ყველაზე სწრაფად დასატენი ყველაზე “სპორტული გარეგნობის”  პისტოლეტი, თავის საფირმო კალიბრთან, .45 Сolt-თან ერთად, თითქმის 150 წლის შემდეგაც ის აკეთებს იმას რასაც უნდა აკეთებდეს, საიმედოთ  ათავსებს 16 გრამიან ჭურვებს იქ სადაც უმიზნებთ.  გარდა ამისა, ის არის სიმბოლო მთელი ეპოქის. ეპოქის რომელიც იქნება ინტერესის, შესწავლის და სიყვარულის ობიექტი კიდე მრავალი თაობისთვის. “პისმეიკერის” იერსახე კიდე,  მანამ სანამ ადამიანს ექნება უნარი გამოიცნოს და დატკბეს სილამაზით, ყოველთვის ქნება უკვდავი, ისევე როგორც მაგალითად Сhevrolet Bell Air-ის იერსახე, რომელიც ისევე, როგორც პისმეიკერი ვერავის ვერ დატოვებს გულგრილს.

P1100823
1999 წელს ჟურნალ Shooting Times-ში გამოქვეყნდა მაიკ ვენტურინოს (Classic Arms-ის რედაქტორი) სტატია სახელწოდებით “გლოკი, მეოცე საუკუნის “პისმეიკერი”. ჩემი აზრით ეს სტატია საუკეთესოდ აღწერს “პისმეიკერს” და იმ გვალენას რაც ქონდა ამ იარაღს, “გლოკის” პისტოლეტების წარმატების ჭრილში.  “პისმეიკერი” მაშინ იყო იგივე რაც “გლოკი” დღეს. ახალი სტანდარტი, საიმედოობის, სიმარტივის. სტანდარტი, რომელითაც ფასდება ყველა სხვა ანალოგიური იარაღები.  არის რაღაცა იმაში, რომ ამ სტატიის წაკითხვიდან ათი წლის შემდეგ, “პისმეიკერიც” და “გლოკიც” გვერდისგვერდ არიან ეხლა ჩემ სეიფში.

საუკეთესო პისტოლეტები

Wednesday, March 13th, 2019

10498010_817660501586495_5804245509431261043_o

ჩემი თუ შეიძლება ასე ითქვას სპეციალიზაცია და ინტერესის მთავარი წყარო, ყოველთვის იყო და არის, პირველ რიგში მოკლელულიანი იარაღი. ეს არის ის იარაღი, რომელიც მე ყველაზე უფრო მომწონს და მაინტერესებს, რასაც ასევე ადასტურებს სტატიების სტატისტიკა, უმეტესობა სტატიების ეხება მოკლელულიან იარაღს და დაკავშირებულ თემატიკას. უკვე თვლაც ამერია რამდენი პისტოლეტი და რევოლვერი მქონდა ამდენი წლის განმავლობაში. ალბათ ასე სადღაც 80-მდე მოდელი ან შეიძლება უფრო მეტი. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მე ვცდილობდი ყველაფერი შემესწავლა კონკრეტული პისტოლეტების შესახებ. შექმნის ისტორია, მოწყობილობა, ექსპლუატაციის თავისბურებები, რას წერენ ჟურნალებში და წიგნებში, რას წერენ ფორუმებზე და FB ჯგუფებში, რას ლაპარაკობენ სხვა ბლოგერები და “იუთუბერები”. ყველაფერი ეს საჭირო იყო მათ შორის იმისთვის, რომ გადამემოწმებინა ჩემი მიგნებები, შემქმნოდა  პისტოლეტზე სრულყოფილი წარმოდგენა და ასევე გამომერიცხა სტატისტიკური შეცდომა, იქნებ მე შემხვდა განსაკუთრებული იარაღი რომელიც არ ჯდება არსებულ სტატისტიკაში, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შემთხვევები, როდესაც მე შემხვდა კარგი რეპუტაციის მწარმოებლის პისტოლეტი, რომელიც არ მუშაობდა, ასეთი შემთხვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. ბიუჯეტური და პრობლემური? ასეთები კი, საკმარისად იყო. ასე, რომ ამდენი წლის მერე მე თამამად შეიძლება ვთქვა, რომ შეკითხვაზე, პირადად მე,  ჩემი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, რომელ პისტოლეტს ვთვლი რომ არის საუკეთესო, გავცემ შემდეგ პასუხს: 1) ნებისმიერი გლოკი; 2) ნებისმიერი “ბერეტა92FS/M9″, გერმანული “Sig-Sauer P226″ და ალბათ H&K USP და მისი ვარიანტები.  ყველა აღნიშნული პისტოლეტები გარდა იმისა, რომ შესანიშნავი იარაღებია ასევე გამოირჩევიან იმით, რომ ყოველთვის მუშაობენ. ალბათობა ნახო აღნიშნული იარაღი გაუმართავ მდგომარეობაში ან ქარხნული წუნით, თითქმის ნულის ტოლია. როდესაც რაღაცას უშვებ საკმარისად დიდხანს, ისე ხდება ხოლმე რომ ხანდახან წარმოებული პროდუქციის ხარისხი “დაცურავს”. წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალი ხარისხის  პროდუქცია გამოუშვა, საკმაოდ სერიოზული მიღწევაა. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ თუნდაც, როგორც მოსპო “რემინგტონმა” თავისი ზეპოპულარული მოდელის, 870-ის კონსტრუქცია და რეპუტაცია. ეს თოფი მე ახალი ვიყიდე და ჩემით დავწრმწუნდი, რომ ეს უბრალო ჭორები არ იყო. ახალ თოფს ქონდა უამრავი პრობლემა და წუნი. არის სხვა ცნობილი მაგალითებიც, როდესაც მწარმოებელი სხვადასხვა მიზეზების გამო აფუჭებდა თავის პროდუქტს, მაგალითად შვეიცარიული “სფინქსი”, რომელმაც პატრონების გამოცვლის პროცესში ერთი პერიოდი უშვებდა პროდუქციას, რომელიც არ პასუხობდა იმ მაღალ სტანდარტს რომელსაც ელოდები ამ კომპანიისგან.  ერთ-ერთი პირველი პარტია ჩეხური СZ-75-ების, რომელიც მოხვდა პრიბალტიკის ქვეყნებში აღმოჩნდა ქარხნული ხარვეზებით, რამაც დიდიხნით გაუფუჭა ამ მწარმოებელს სახელი აღნიშნულ რეგიონში. მე ხშირად მეკითხებიან, რა იარაღი ვიყიდოთ. ეს კითხვა მე არ მომწონს, განსაკუთრებით, როდესაც ამას მეკითხება ადამიანი რომელსაც მე არ ვიცნობ. როგორ გავცე პასუხი მას? როგორ ავუხსნა კაცს რომელი “ბოტასი” იყიდოს, მე არ ვიცი ის დაბრის, კალათბურთს თამაშობს თუ ჰაიკინგი უყვარს, რა ფორმის და ზომის ტერფი აქვს. უნდა წახვიდე მოიზომო და ისე იყიდო, არსებობს ადამინი ვინც იყიდის ფეხსაცმელს მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ ურჩია? სხვა საქმეა როდესაც კონკრეტულად მეკითხებიან რას ვფიქრობ ამა თუ იმ მოდელზე, აქ თუ მე შეხება მქონდა ამ მოდელთან, უკვე მაქვს შესაძლებლობა ვრცელი პასუხი გავცე. ეს სტატია არის ჩემი პირადი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე შედგენილი საუკეთესო პისტოლეტების სია. როგორც ხედავთ ეს არც ტოპ ათეულია და არც ტოპ ხუთეული. ეს არის 4 პისტოლეტი ან პისტოლეტების ოჯახი, რომელიც მე შემიძლია თამამად ვურჩიო ყველას, იმიტომ რომ თუ ადამიანი დამიჯერებს ის მიიღებს ზუსტს, მუშა, გამძლე, საიმედო იარაღს. ცხადია პისტოლეტი არის ძალიან ინდივიდუალური იარაღი ამიტომ ვიღაცას შეიძლება თავიდან არ მოერგოს/არ მოეწონოს, რომელიმე ჩემს მიერ დასახელებული პისტოლეტებიდან ასე, რომ ყიდვამდე მოზომვა აუცილებელია.

ჩემი ფავორიტების ამ ჩამონათვალიდან მე გამოვყოფდი და შესაბამისად პირველ ადგილსაც გადავცემდი “გლოკებს”. დროთა განმავლობაში, რაც უფრო ბევრ სხვადასხვანაირ  პისტოლეტს ვეცნობოდი მით უფრო ვაფასებდი ამ ავსტრიულ იარაღს. თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე პრობლემებს პირველი მეოთხე თაობის გლოკებთან და ასევე ადრინდელ გლოკ 42-თან, ეს მწარმოებელი მიუხედავად იმისა, რომ უშვებს ასიათასობით პისტოლეტს ახერხებს შეინარჩუნოს ხარისხი და პრაქტიკულად არ უშვებს შეცდომებს. მაგაითად, არის რაღაც პოპულარული მწარმოებლების იარაღები, რომელზეც ხანდახან ფორუმზე ან რომელიმე ჯგუფში დაწერენ ხოლმე დაახლოებით ასეთი შინაარსის შეტყობინებას/კითხვას: “კაცო, მეჩვენება თუ ბრენდ X იარაღებს აქვთ ცუდი რეპუტაცია საიმედოობის თვალსაზირისით?”.  რაზეც, როგორც წესი გაიცემა სტანდარტული პასუხი: “უბრალოდ ბრენდ X იარაღი იმდენი გაიყიდა რომ შესაბამისად უფრო ბევრია ბრუნვაში და ამიტომ პროპორციულად ბევრია შემთხვევები, როდესაც იარაღს რამე პრობლემები უჩნდება”. მე პირადად შემიძლია დავასახელო სამი ოთხი ასეთი მწარმოებელი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით “გლოკია” გამოშვებული, ასეთი შეკითხვა “გლოკზე” ადამაინს არ გაუჩნდება.   ყველა მწარმოებელი დღეს უშვებს “გლოკს” ამა თუ იმ ფორმით. S&W M&P და Sigma, Ruder SR, Springfield XD, CZ P10, Beretta APX, H&K VP9 და უამრავი სხვა, არიან პრაქტიკულად “გლოკის” კონცეფციის ზუსტი ასლები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ტექნიკურადაც არ განსხვავდებიან.  “გლოკებმა” დაამტკიცეს რომ უკვე მერამდენე ათწლეული კვლავ წარმოადგენენ სტანდარტს, რომელსაც ედრება ყველა სხვა მწარმოებელი.  ეს არის ობიექტური ფაქტი. ამიტომ თუ სადმე გადაეყრებით “ექსპერტს” რომელიც ლანძღავს ამ იარაღს, კითხეთ შემდეგი, რამდენი გლოკი ქონია მას პირადად და რამდენი ისროლა ამ გლოკებიდან.  თუ პასუხია შესაბამისად, ათზე ნაკლები და არა ათასობით ნასროლი ვაზნა, აუწიეთ მას შუა თითი და გაუშვით შორს. მე მინახია “გლოკები”, რომლებიც არ მუშაობდნენ საიმედოთ, იმიტომ რომ წინა პატრონები შიგნით არაკომპეტენტურ ხელებს აფაცურებდნენ, მაგრამ ალბათობა გადაეყარო ორ “გლოკს”, რომელიც არ მუშაობს იმდენად მცირეა, რომ უფრო დიდი ალბათობით თავზე მეტეორიტი დაგეცემათ.  დიახ, შესაძლებელია რომ არ მოგეწონოთ “გლოკის” დიზაინი, მისი სასხლეტი ან ტარის კუთხე. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და არის ხალხი ვინც ამის გამო არჩევანს აკეთებს სხვა იარაღებზე, რაც ნორმალურია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ მექანიკური თვალსაზრისით “გლოკი” არის იმდენად სრულყოფილი რამდენადაც სრულყოფილი შეიძლება იყოს იარაღი შექმნილი იმდენად არასრულყოფილი არსების მიერ, როგორიც არის ადამიანი, ამიტომ მისი ლანძღვა არის პირველ რიგში საკითხში საკუთარი გაუთვითცნობიერებლობის დეკლარირება.  კითხვაზე კონკრეტულად რომელი “გლოკი” უნდა იყიდოთ, ჩემი უნივერსალური პასუხი იქნება გლოკ 19. ეს პისტოლეტის არის ოქროს შუალედი საბრძოლო თვისებებსა და კომპაქტური გაბარიტებს შორის. თქვენ იღებთ 15/17/19/33 ვაზნიან ტევადობას, კარგ სროლისუნარიანობას, სიზუსტეს რომელიც არ ჩამოუვარდება სრული ზომის “გლოკებს”, შესაძლებლობას დააყენოთ ფარანი და ეს ყველაფერი შედარებით კომპაქტურ და მსუბუქ იარაღზე, რომელიც შეიძლება კომფორტულად ატაროთ მთელი დღე. დანარჩენი დამოკიდებულია თქვენ საჭიროებებზე. რის გამოც მე კიდე ვაფასებ გლოკებს, არის ის, რომ მათი პატარა მოდელები გამოირჩევიან ისეთივე სიზსუტით, საიმედოობით და გამძლეობით და მათ შორის კარგი სროლისუნარიანობით, როგორც დიდი ზომის პისტოლეტები. ამერიკული თუ ავსტრიული, ყველა გლოკი ერთნაირად კარგია. მე მქნოდა ათზე მეტი “გლოკის” პისტოლეტი და არასდროს არც ერთთან მე არ მქონდა არანაირი პრობლემა, ყველა ისროდა ზუსტად და ყველა იყო გასწორებული ქარხნიდან. ფეტიშისტებს და ჰიპსტერებს “გლოკი” არ მოწონთ, ის არ ღირს ძვირი ანუ პროლეტარების ინსტრუმენტია და არა ექსკლუზიური, თავადური იარაღი. მას არ აქვს ბრჭყვიალა ნაწილები, მისი დიზაინი არ არის ჩახუჭუჭებული, საკეტის გადაწევისას ისმის რაღაც ჭყრიალი, პისტოლეტს რომ შეანჯღრევ, შიგნით რაღაც კაკუნის ხმა ისმის, თითქოს რაღაცა მოძვრა და შიგნით ჩარჩა. იარაღი და სხვა ფასიანი ნივთები არის მაგათთვის როგორც სათამაშოები ნაძვის ხეზე, სადაც ნაძვის ხე თვითონ არიან და უნდა მორთონ საკუთარი თავი ლამაზი, იშვიათი და ძვირადღირებული სათამაშოებით. ასეთი უტილიტარული მოწყობილობა, როგორც “გლოკი” ჩემი დაკვირვებით მათში იწვევს თითქმის ზიზღის ტოლ გრძნობას.  მსროლელებს “გლოკი” უყვართ იმიტომ, რომ ის აკეთებს იმას რასაც უნდა აკეთებდეს, ისვრის, ისვრის ზუსტად, ისვრის ყოველთვის, ისვრის დიდხანს, ისვრის მაშინაც როდესაც ყველა სხვა პისტოლეტი ჩუმდება.  სულ ბოლო ჩემმა გლოკმა (მოდელი 43) ასეთივე კარგი გამოდგა, როგორც ყველა წინა პისტოლეტი და უფრო ზუსტი გამოდგა ვიდრე უმეტესობა სხვა მწარმოებლის დიდი ზომის პისტოლეტი. მიუხედავად იმისა, რომ მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი თაობის “გლოკები” არის კარგი და რამე მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის არ არის, ალბათ მე-5 თაობა შეიძლება გამოარჩიო იმით რომ ამ თაობაში გამოყენებულია გლოკის ახალი ტიპის ლულები რომელსაც გლოკი “Marksman”-ს უწოდებს და არესბული გამოხმაურებებით სხვაობა სიზუსტეში შესამჩნევია. შეიძლება ასეთი ლულის წყალობით, ჩემი G43 ისვრის ისეთი სიზუსტით, რომელიც აქამდე იყო უნახავი ასეთი “წონითი კატეგორიის” პისტოლეტებში.

DSC06652

თუ რომელიმე პისტოლეტი იმსახურებს წოდებას “საუკეთესო მსოფლიოში”, მაშინ ეს უნდა იყოს “გლოკ 19″. მეხუთე თაობის Glock 19, Glock 19X და Glock 45 დიდი ალბათობით არის ყველაზე საუკეთესო/ოპტიმალური პისტოლეტები, რომლებიც გლოკს ოდესმე გამოუშვია. 

რაც შეეხება დანარჩენ ჩემს მიერ დასახელებულ პისტოლეტებს, სულ ყველა მათგან არის ისეთივე საიმედო, როგორც “გლოკი” უბალოდ არ არიან ისეთი მარტივი კონსტრუქციის მქონე, ასე ცოტა დეტალით, სადაც საკმარისია ერთ კბილის საჩიჩქნი ან ლურსმანი, რომ იარაღი დაშალო ბოლო დეტალამდე. სწორედ ამიტომ გერმანული USP მოხდა სიის ბოლოში. USP-ზე უბრალოდ არ მომწონს, რომ ის ერთადერთი პისტოლეტია, რომლის სრული დაშლა ვერ გავბედე/დამეზარა. ასევე არ მომწონს მისი დიდი გაბარიტები. სხვა მხრივ USP არის მუშა, გამძლე და ზუსტი პისტოლეტი. სამწუხაროდ USP იყიდება საქართველოში საკმაოდ ძვირად. მე ასევე მაქვს გარკვეული პრობლემები ამ პისტოლეტის სროლისუნარიანობასთან. ლულის ღერძი მაღლად არის განლაგებული, პისტოლეტები დიდია და ვერ ვიტყვი რომ პისტოლეტი კარგად ზის ხელში, ამის გამო სწრაფად და ზუსტად სროლა ამ პისტოლეტებიდან საკმაოდ რთულია. ნაწლობრივ ეს დადასტურდა იმით, რომ როდესაც აშშ-ს სანაპირო დაცვა და რიგი სხვა ფედერალური სააგენტოების გადავიდნენ H&K-ს პისტოლეტებზე, სროლის მაჩვენებლები კვალიფიკაციის დროს მანდ გაუარესდა. შეიძლება ეს იმის ბრალია რომ ახალ იარაღს მიჩვეულები არ იყვნენ, მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ USP-ს ოჯახი არ გამოირჩევა კარგი სროლისუნარიანობით. მაგრამ იმის გამო რომ ეს პისტოლეტები ხარისხიანი, ზუსტი, მუშა და გამძლეებია, მე USP ჩარტში მაინც შევიყვანე. სრული ზომის პისტოლეტს, ალბათ ისევ ჯობია კომპაქტური მოდელი. მე ასევე მომეწობა USP-ს “შთამომავალი” P2000, ხოლო უფრო ახალი P30 დიდიხანია ჩემ სურვილების სიაშია და ოდესმე მაგაზეც დავწერ მიმოხილვას.

14724651_2178335599057643_1144398430616544778_n

მესამე პოზიციაზე არის “ბერეტა 92″, გნებავთ იტალიური წარმოების და გნებავთ ამერიკული, ეს პისტოლეტი ასევე არის ჩემი ფავორიტი.  35 წელი ამერიკულ ჯრში საკმარისია, რომ გამოვლინდეს და გამოსწორდეს ყველა თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ნაკლი/სუსტი წერტილი პისტოლეტის კონსტრუქციაში. ამის წყალობით “ბერეტა 92″ გამოირჩევა შესაშური გამძლეობით და საიმედოობით. ჩემი აზრით ეს პსტოლეტი არ იღებს ისეთ აღიარებას, როგორსაც იმსახურებს, ამ იარაღზე ძალიან ცოტას საუბრობენ, ვინმე რჩევას რომ ითხოვს რატომღაც ბერეტას არავინ არ ურჩევს ხოლმე.  აღსანიშნავია, რომ მთელი ამ წლების განამვლობაში “ბერეტამ” შეძლო წარმოების ხარისხსი შენარჩუნება და ალბათობა წააწყდეთ “ბერეტა 92″-ს რომელიც არ მუშაობს არის ძალიან მცირე. ყველა ბერეტა რაც მე მქონდა და მისვრია იყო ძალიან ზუსტი და რაზეა საუბარი აბსოლუტურად საიმედო, ხოლო ბერეტები მე მქონდა ბევრი და სხვადასხვანაირი. ამ იარაღიდან მე კარგად ვისვრი და ამ იარაღში რწმენა მაქვს, იმ ფაქტორების გამო რაც უკვე დავწერე. ვიღაცას არ მოეწონება მისი გაბარიტები, მოეჩვენება მძიმე ან დიდი, მოძველბული დიზაინის მქონე, კიბატონო ნახეთ რამე სხვა, მაგრამ ყოველთვის როდესაც ყიდულობ ბერტას იცი რომ ყიდულობ ვირივით მუშა, გამძლე იარაღს, რომელიც იქნება ძალიან ზუსტი. მაღალი საიმედოობის, სიზუსტის, გამძლეობისდა შესრულების უმაღლესი დონის გამო ამ პისტოლეტს ვპატიებ ჩემ თვალში კრიტიკულ ნაკლს, მცველის განლაგებას საკეტზე. მინუსი ალბათ ის არის რომ ამ პისტოლეტის კომპაქტური მოდელი მთლად კომპაქტური არ არის და თუ სრული ზომიზ “92″-ის ეხლა შოვნა შეიძლება 1600-1800 ლარად, მისი კომპაქტური ვარიანტები ბევრად უფრო იშვიათია და ბევრად უფრო მეტიც ღირს. მესმის ბევრისთვის არ არის აქტუალური იარაღის ტარების საკითხი, მაგრამ ყველაფერი იცვლება მათ შორის კანონებიც და მათ შორის გარემოც, რომელშიც ვცხოვრობთ და თუ საჭიროებამ მოიტანა, ქალაქის პირობებში და ჩვენ კლიმატში, “ბერეტა 92″-ის ტარება იქნება სერიოზული გამოწვევა.

P1060409

ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი “92″ რომელიც მე მქონია, ჩემი აზრით არის M9A1. ეს პისტოლეტი განსხვავდება სტანდარტული M9-სგან წვრილმანებით, მაგრამ ამ წვრილმანების წყალობით არის ის ასეთი კარგი. თუმცა M9A1-ის ახალი 17 ვაზნიანი გაზრდლი საიმედოობის მჭიდები და პიკატინის სამაგრი წვრილმანები ალბათ არ არის . ის ასევე იყო ყველაზე ზუსტი “ბერეტა 92″ რომელიც მე მქონია. 

ნომერი ორი ჩემ ჩარტში არის Sig-Sauer P226, აუცილებლად ადრინდელი, გერმანული წარმოების და აუცილებლად ნაშტამპი  საკეტით. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით გერმანული (მათ შორს ადრინელი გამოშვების) P226-ები გამოირჩევიან უკეთესი შესრულებით და ალბათ უკეთესი ხარისხის  კონტროლით ვიდრე იგივე მოდელები გამოშვებული აშშ-ში და თუ სხვაობები გლოკის და ბერეტას შემთხვევაშ მე არ შემიმჩნევია (და ჩემთან ერთად მთელ ამერიკას) ამ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით სხვაობები არის (ან უბრალოდ მე არ გამიმართლა). ბოროტი ხმები ამბობენ, რომ 2007-08 წლებიდან ბევრი რამე შეიცვალა “ზიგ-ზაუერში”, მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ. პირადად მე არ მომწონს რა მიმართულებითაც მიდის ეს კომპანია, და მათ შორის ვთვლი რომ მათი “ლეგიონის” სერია არის სირობა რომელიც გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ 5 დღე მოსაბეზრებელ სამსახურებში და შაბათ-კვირას რენჯისთვის იცვავენ როგორც სპეცრაზმელები. დიდი ნაწილი “ზიგ-ზაუერის” პროდუქციის ასევე გათვლილია ადამიან-ნაძვისხეებზე. ისე  მე არ მინდა დავიჯერო რომ რაღაც ეტაპზე მწარმოებლები იწყებენ იარაღის აწყობას და არა წარმოებას და ურჩევნიათ გაყიდონ მეტი და მერე რაღაც პროცენტი შეაკეთონ ვიდრე თავიდანვე გამოუშვან ცოტა, მაგრამ კარგად შესრულებული იარაღი. მაგრამ ბოროტი ხმები ვისაც, როგორც ჩანს აქვთ წვდომა ინსაიდერულ ინფორმაციაზე, სწორედ ამას იძახია “ზიგ-ზაუერთან” დაკავშირებით. რა გინდათ? ესეც თქვენ კიდევ ერთი მიზეზი სცეთ პატივი კომპანია “გლოკს” რომელიც უშვებს მილიონობით პისტოლეტს და ინარჩუნებს წარმოების ხარისხს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ “გლოკი” სპეციალიზირდება პისტოლეტბზე, მაშინ როდესაც “ზიგ ზაუერი” თავისი ზრდის ტემპების გათვალისწინებით, ალბათ მალე დაიწყებს ავეჯის წარმოებას. ჩემს მიერ ხსენებულ ადრინდელ P226-ებს აქვთ ასევე დიდი პლიუსი, ეს არის მსუბუქი ნაშტამპი საკეტი (უფრო ახალ მოდელებზე საკეტი მზადდება ფრეზირებით რკინის ნაჭრისგან). ასეთის საკეტის წყალობით იარაღს აქვს კარგი ბალანის და შედარებით მსუბუქი წონა. გარდა ამისა P226 ისევე, როგორც “გლოკი” და “ბერეტა 92″ არის გამოცდილი ძალიან ბევრი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, მისი კონსტრუქცია არის გამოცდილი, ის გამძლე და უპრობლემო. ასევე P226 შედარებით ადვილად იშლება ბოლომდე და არ არის საჭირო რთული ინსტრუმენტები რომ ის ბოლომდე დაშალოთ. ყურადღებას დაშლაზე იმიტომ ვამახვილებ, რომ საჭიროების შემთხვევაში თუ იარაღში რამე გაუფუჭდა, დეტალის გამოცვლას შეძლებთ საკუთარი ძალებით, სახლის პირობებში. ბოლოს ვიტყვი, რომ ყველა P226 რაც მე მქონდა იყო ძალიან ზუსტი ალბათ ჩემს მიერ დასახელებული ხუთეულიდან ყველაზე ზუსტიც კი. იმის გამო რომ მას არ აქვს მცველი საკეტზე როგორც “ბერეტას” და უფრო ადვილადაც იშლება, მე ამიტომ მას ვაყენებ “ბერეტაზე” წინ. სხვამხრივ ორივე ეს პისტოლეტი არის ტოპ კლასის სრული ზომის და პრინციპში იდენტური საბრძოლო პისტოლეტები. დარწმუნებული ვარ არის ბევრი სხვა კარგი P226 მაგრან გერმანული, ნაშტამპი საკეტით არის ჩემი ფავორიტი. უბრალოდ გაითვალისწინეთ, P226-ის კომპაქტური ვარიანტები ჩემი აზრით ისეთი მაღალი სროლისუნარიანობით არ გამოირჩევიან, როგორც სრული ზომის P226, მაგრამ სხვა ადამიანმა, სხვანაირი ხელებით და აგებულებით შეიძლება სხვანაირად ჩათვალოს.

P1220612

თუ “გლოკი” არ მოგწონთ და გსურთ სრული ზომის უმაღლესი კლასის პისტოლეტი, P226 ნაშტამპი საკეტით იქნება საუკეთესო არჩევანი. მათი უმეტესობა მიუხედავად ასაკისა არის პრაქტიკულად ახალ მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ “ტექ. მოსმახურება” მათ ძალიან დიდხანს არ დაჭირდბეათ. მიუხედავად იმისა რომ ლულის ღერძი შედარებით მაღლა არის განლაგებული, სროლისუნარიანობით ჩემი აზრით ის არც ერთ სხვა პიტოლეტს არ ჩამორჩება. 

honorable mentions

P1000282

ჩარტში არ შევიდა მაგრამ იმსახურებს ხსენებას და ქებას გერმანული, პირველი თაობის Walther p99. ჩემი აზრით ეს პისტოლეტი უფრო მეტ ქებას და დიდებას იმსახურებს ვიდრე ეხლა იღებს სასროლოსნო საზოგადოებისგან. ეს პისტოლეტი გამოსვლისთანავე იყო ინოვაციური და გამორჩეული.  პირველი თაობის P99 აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს ტოპ-კლასის პისტოლეტს, შესრულების მაღალი ხარისხი, საიმედოობა, გამძლეობა, ერგონომიკა, სროლისუნარიანობა. პისტოლეტი პრაქტიკულად ისეთივე მარტივი კონსტუქციის არის როგორც გლოკი, მიუხედავად იმისა, რომ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაცია უფრო “მრავალფეროვანია”, ეს პისტოლეტი არის პრაქიკულად ორმაგი მოქმედების “სტრაიკერი”, ყველაზე იშვიათი სახეობის წარმომადგენელი.  პისტოლეტი ასევე გამოირჩევა კომპაქტური გაბარიტებით, რის გამოც მე უპრობლემოდ დავაყენებდი მას ერთ რიგში გლოკ 19-თან მიუხედავად იმისა, რომ “ვალტერს” არ აქვს ისეთი შთამბეჭდავი “სი-ვი”   როგორც გლოკს. ახალ “ვალტერებზე” ვერაფერს ვერ ვიტყვი ვინაიდან არ მაქვს მათთან გამოცდილება, როგორც ვხვდები P99 დღემდე გამოდის. ამ პისტოლეტის მინუსებს განეკუთვნება “უნივერსალური” სამაგრი, რომელიც “პიკატინის” ეპოქაში გახდა ყოვლად გამოუსადეგარი და ასევე ე.წ. Anti-Stress სასხლეტი, რომელიც ჩემი აზრით არის უსაფრთხოების ზედმეტი საფეხური და რომელიც თან ავითარებს სახიფათო ჩვევას სასხლეტზე წინასწარ დაჭერის. ვისაც უსვრია ამ პისტოლეტიდან მიხვდება რას ვგულისხმობ.

P1080913

СZ75-ს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემ გულში. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ეს იყო ერთ-ერთი პირველი პისტოლეტი, რომლიდანაც მე დავიწყე კარგი შედეგების ჩვენება.  ვაღიარებ, რომ СZ75 და მისი კლონები არიან ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პისტოლეტები, რომლებივ მე შემხვედრია. ვაღიარებ, რომ СZ75-ს აქვს თითქმის შეუდარებელი ერგონომიკა. ვაღიარებ, რომ СZ75-ის სროლისუნარიანობა არის თითქმის შეუდარებელი. მაგრამ, ვინც რა არ უნდა თქვას, ამ პისტოლეტების შესრულება არის საშუალო. დაშალე ეს პისტოლეტი და ნახავ რომ ფრეზის კვალი ყველგან ეტყობა, დეტალების დამუშავება არის არასრულყოფილი. გარედანაც კი რომ დახედოთ დაინახავთ მეტალის დამუშავებაში ხარვეზებს. პისტოლეტს აქვს “აქილევსის ქუსლი”, საკეტის შემაკავებელი, რომელსაც აქვს ძალიან შეზღუდული რესურსი. ჩემი აზრით სრული ზომი СZ75 ფოლადის ჩარჩოთი არის იდეალური რენჯის პისტოლეტი, მაგრამ მისი ყოველდღიური ტარება არის ძალიან ძნელი. ასევე არ მომწონს ამ პისტოლეტების დაფარვა, რომელიც იქუცება და იარაღი იღებს ისეთ იერსახეს თითქოს ვიღაცამ ის მანქანას გამოაბა და მიწაზე ახოხიალა. გარკვეული პრეტენზიები მაქვს ასევე ხარისხის შენარჩუნებასთან. მაგალითად ახალ ჩამოსულ პისტოლეტებზე ლულები იყო დაფარული რაღაც რუხი ანოდირების მზგავსი დაფარვით, რომელიც გამოიყურებოდა ისე თითქოს ლულა ჩადეს ლიმონმჟავაში და ის ძლიერ დაიჟანგა. მე ასევე მქონდა “ტაქტიკურ-პრაქტიკული” СZ75 SP01. პისტოლეტი რომ ჩამომივიდა მე მეგონა, რომ მივიღე “სნაიპერული” პისტოლეტი, მიხაროდა, რომ ეხლა შევძლებდი მართლა საოცარი სიზუსტით სროლას მაგრამ ნურას უკაცრავად……  პისტოლეტს ქონდა საშუალო სიზუსტე და თანაც პირველივე გასვლისას გამახარა დაბრკოლებით, რომელიც გავმეორდები ახალ ხარისხიან იარაღში ქარხნული FMJ ვაზნებით, პრაქტიკულად არ ხდება. ასევე ჩემი აზრით ყველაზე დაბალანსებული СZ75 არის მოდელი P01. ეს არის კომპაქტური პისტოლეტი, ალუმინის ჩარჩოთი, უნივრსალური სამაგრით. ის ანრჩუნებს ამ ტიპის პისტოლეტის სროლისუნარიანობას და სიზუსტეს მაგრამ ამავე დროს არის შედარებით კომპაქტური და მსუბუქი. СZ ახალ P7/P10-ზე მე ასევე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს ჯერ ახალი პისტოლეტებია, თანაც იგივე რესურსმა, რომელმაც აღმოაჩინა რომ  SIG P320 ისვრის მიწაზე დავარდნისგან, აღმოაჩინა, რომ P10-ს აქვს უცნაური თავისებურება, როდესაც დამრტყმელი ტრიალდება თავის არხში საკეტში და იარაღი უბრალოდ კვდება.  ასე, რომ თუ ყიდულობთ СZ75-ს იყიდეთ ახალი, რომ დარწმუნებული იყოთ რომ იარაღი ნაცვეთი არ არის, დანარჩენი თქვენ იცით. დიდი ალბათობით თქვენ მიიღებთ მუშა და ზუსტ პისტოლეტს, მაგრამ არის მცირე მაგრამ ალბათობა რომ შენაძენი არ იქნება უპრობლემო. ასევე ენდურებიან CZ-ს ზამბარების რესურსს, მაგრამ მე პრობლემები არ მქონია და ამიტომ ჩვენი პოლიტიკოსების საყვარელ ფრაზას გამოვიყენებ, ვერ ვუარყოფ ამას და ვერც დავადასტურებ.

არის სხვა კარგი პისტოლეტები? კი რა თქმა უნდა არის. თანაც ბევრი. შეიძლება არის ბევრი “ტაურუსიც”, რომელიც მუშაობს, მაგრამ როგორ ვურჩიო ვინმეს “ტაურუსი”, როდესაც 50% პორბლემების რაც მე მქონია იარაღებთან მოდის სწორედ, რომ ტაურუსის პროდუქციაზე (დარჩენილი 49% TT-ებზე და მათ კლონებზე და კიდე 1% სხვა პისტოლეტებზე)? კი არიან ადამიანები ვინც კმაყოფილები არიან “ტაურუსებით” და ძალიან მოხარული ვარ ამით, უბრალოდ მე ვერ გაუწევ ამ მწარმოებელს რეკომენდაციას. რა ქნას იმან ვისაც მხოლოდ 500 ლარი აქვს და უნდა საიმედო პისტოლეტი? რჩევა ნომერი ერთი: დაზოგეთ, დააგროვეთ და იყიდეთ “გლოკი”. მეორადი “გლოკ 19″-ის შოვნა შეიძლება 1300 ლარად, ხანდახან უფრო იაფადაც. შემდეგ ანალოგიური ხარისხის იარაღს ეღირება ორჯერ მეტი. რჩევა ნომერი ორი: იყიდეთ “მაკაროვი” (ერთადერთი მართლა საიმედო პისტოლეტი, რომელიც ღირს 1000 ლარზე ნაკლები) და ისწავლეთ მისი ეფექტური გამოყენება. რჩევა ნომერი სამი: იყიდეთ რამე იაფი პისტოლეტი, ბულგარული არკუსი (800-1000 ლარი), რომელიმე ხსენებული “ტაურუსი” იმის იმედით, რომ შეგხვდებათ მუშა იარაღი. სხვათაშორის “არკუსის” მიმართ ყოველთვის ვიყავი პოზიტიურად განწყობილი, სანამ მიკროსკოპულმა დაბინძურებამ ექსტრაქტორის ბუდეში არ გამოიწვია დაბრკოლებები.  არის კიდე ასეთი best bang for your bucks კატეგორია, იარაღი, რომელიც კარგია მაგრამ რიგი მიზეზების გამო შეიძლება ჩაიგდოთ ხელში მეორადი და იმაზე ბევრად უფრო პატარა ფასში ვიდრე ის რეალურად ღირს. ეს არის თურქული Stoeger p8000 და Steyr M/S-9, მათი რეალური ფასი მერყეობს 1000-1200 ლარის ფარგლებში და ამ ფასად მოგივათ მართლა მუშა იარაღი. მე მქონდა ეს იარაღები და ყველა კაგად მუშაობდა. Steyr-ის პისტოლეტები საერთოდ შესრულებით არ ჩამოუვარდება არც ერთ ჩემი ფავორიტების ოთხეულიდან, უბრალოდ რარაცა არ აეწყო და ეს იარაღი ისე არ ფასობს, როგორც ამას იმსახურებს. ამიტომ ღირს იაფი. ნაწილობრივ ამის ბრალი ასევე ალბათ არის ამ პისტოლეტის სპციფიური დიზაინი. “Stoeger”-ს რაც შეეხება თბილისის ერთ-ერთ ტირში ეხლაც დევს ასეთი პისტოლეტი, რომლიდანაც გასროლილია 15 000-დან 20 000-მდე ვაზნა და პისტოლეტი ჯერ კიდე მუშაობს. ეს მაძლევს მე უფლებას თამამად გავუწიო მათ რეკომენდაცია.

s9rem

Steyr M9 არის ალბათ ერთადერთი პისტოლეტი, რომელიც ღირს “გლოკზე” ნაკლები, მაგრამ არაფრით არ ჩამოუვარდება უკანასკნელს. ამ პისტოლეტში არის ყველაფერი, შესრულების ხარისხი, ზე-გამძლე დაფარვა, მარტივი კონსტრუქცია,  რესურსი, საიმედოობა, სიზუსტე და მაღალი სროლისუნარიანობა. მე მქონდა 4 თუ 5 ამ მწარმოებლის პისტოლეტი და ყველა მუშაობდა იდეალურად. ხოლო სუბ-კომპაქტური S9 არის ჩემი ფავორიტი. მიუხედავად პატარ ზომებისა პისტოლეტიდან მორტყმა 100 მეტრით მოშორებულ სილუეტზე არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას. 

ჩვენი ტესტი – Glock 43

Friday, March 8th, 2019

P1100606

ჩვენი ტესტირების ობიექტი არის მორიგი “გლოკი”, ამჯერად მოდელი 43, 9×19 კალიბრის ულტრა-კომპაქტური პისტოლეტი, ერთ-რიგიანი მჭიდით, გათვლილი ღრმად ფარულ ყოველდღიურ ტარბაზე. ასეთ პისტოლეტს მსროელელბი ითხოვდნენ გლოკისგან ალბათ იმ პირველი დღიდან, როდესაც გლოკმა შეიქმნა რეპუტაცია ხელმისაწვდომი, საიმედო და გამძლე პისტოლეტის. ნამდვილად არ ვიცი რატომ დაჭირდა გლოკს ამდენიხანი რომ წარმოედგინა ასეთი პისტოლეტი და მითუმეტეს არ მესმის რატომ, თითქოს დაცინა ყველას და პირველი გამოუშვა .380 კალიბრის ულტრა -კომპაქტური G42, რომელსაც საერთოდ თითქოს არავინ არ ითხოვდა. ასე, რომ G43-ს სერიოზულად დააგვიანა გამოჩენა,  მაგრამ მიუხედავად ამისა G43-ს არ გაუჭირდა თავის დამკვიდრება. G43 გლოკისთვის ეგრევე გახდა წარმატების ისტორია (უკვე მერამდენედ). ახალი პისტოლეტის გამოჩენას  მოყვა უამრავი დადებითი მიმოხილვა, პოზიტიურიდან პირდაპრი აღრთოვანებულამდე და რაც მთავარია კარგი გაყიდვები. სულ ყველა ერთხმად აქებდა პისტოლეტის  კარგ სროლისუნარიანობას და ზოგადად მაღალ საბრძოლო თვისებებს. გარდა ალბათ ერთი შემთხვევისა. ერთ-ერთ ჩვენ მაღაზიაში სადაც მოვიკითხე G43, კონსულტანტმა მაცნო რომ პისოლეტით ის უკმაყოფილო დარჩა, ზუსტ არგუმენტები ეხლა უკვე აღარ მახსოვს მაგრამ მგონი მსროლელი უკმაოფილო დარჩა უკუცემით და სიზუსტით. ჩემთვის ეს ყველაფერი ჟღერდა პრაქტიკულად როგორც გამოწვევა….  მე დაახლოებით ვხვდებოდი, რომ G43 იქნებოდა იგივე, რაც G42 თუმცა მოდით მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და დავიცვათ ჩვენი ტიპიური ტესტირების პროტოკოლი.

პროტოკოლი გვავალდებულებს დავიწყოთ G43-ის ტექნიკური აღწერილობით, რაც ამჯრად ჩემი აზრით ზედმეტია. მოწყობილობით, კონსტრუქციულად თუ მართვის ელემენტებით ყველა გლოკი პრინციპში ერთნაირია და G43 არ არის გამონაკლისი. თუ არ ჩავთვლით .45 კალიბრის G36-ს, რომელიც უკვე კარგახანია გამოდის და რომელიც ასევე გათვლილია ერთ რიგიან მჭიდზე, G43 არის რიგით მეორე ულტრა კომპაქტური გლოკის პისტოლეტი ოჯახში რომელიც ეხლა ითვლის უკვე ოთხ პისტოლეტს, .380 კალიბრის G42, უკვე ხსენებული G43, და ასევე ორი უახლესი მოდელი G43x (იგივე 43 მაგრამ გრძელი სახელურით) და მოდელი 48, იგივე 43x მაგრამ შედარებით გრძელი საკეტით და შესაბამისად გრძელი ლულით. ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეოთხე და მესამე თაობის ტიპიური “გლოკებისგან”, G43 განსხვავდება იმით, რომ აქვს ლულა კალსიკური და არა გლოკისთვის ტრადიციული პოლიგონალური ხრახნებით. გარდა ამისა ჩარჩოს ფორმით და ტექსტურით ულტრა-კომპაქტური “გლოკების” კლასიფიცირება, როგორც ეს ხდება სხვა გლოკის პისტოლეტების შემთხვევაში ანუ თაობების მიხედვით, შეუძლებელია. ამ მხრივ ულტრა-კომპაქტური გლოკები წარმოადგენენ პრაქტიკულად ცალკე “ოჯახს”. არის უფრი ძნელად შესამჩნევი სხვაობები, როგორიც არის განსხვავებული დამრტყმელის მცველი, საკეტის ჩამკეტის ხვეული ზამბარა ნაცვლად ბრტყელისა, რაც ასევე გვხვდება G42-ში. პრინციპში G43 პრაქტიკულად წარმოადგენს ზომაში გაზრდილ G42-ს და არა შეთხელებულ G26-ს როგორც ეს შეიძლება თავიდან ივარაუდო. ბუნებრივია როგორც ზოგადად ყველა გლოკი, მოდელი 43-იც არის გამძლე, საიმედო, მარტივი კონსტრუქციის მქომე პისტოლეტი, მეტის თქმა პრინციპში შეუძლებელია. გლოკების ტექნიკურ თავისებურებებზე უკვე იმდენჯერ დავწერე, რომ აზრი არ აქვს იგივეს ათჯერ გამეორებას.

g43vsothers

რეალურად რაც არის საინეტერესო, რისი შეთავაზება შეუძლია ამ პატარა პისტოლეტს, რისი ტრაკი აქვს თუ შეიძლება ასე ითქვას. (არა ტრაკი არ არის უცენზურო სიტყვა). მოდით გეტყვით პირდაპირ, პისტოლეტიდან რომელშიც ჩადის მხოლოდ 6 ვაზნა, არ შეიძლება რომ იყოს რთული სროლა. სულ 6 ვაზნა გაქვს, პლიუს ერთი სავაზნეში. ეს ძალიან ცოტა არის, ამიტომ აცილება დაუშვებელია.  პისტოლეტი შეზღუდული ტევადობით და რთული სასროლად არის ყველაზე ცუდი პისტოლეტი. თუ სულ 6 ვაზნა გაქვთ განკარგულებაში, როგორც მინიმუმ პისტოლეტი უნდა გაძლევდეთ შესაძლებლობას ეს 6 ვაზნა გამოიყენო ეფექტურად. ანუ პისტოლეტი უნდა გამოირჩეოდეს კარგი სროლისუნარიანობით, უნდა იყოს ერგონომიული, ქონდეს კარგი სამიზნე მოწყობილობები, კარგის სასხლეტი, კარგი ბალნსი, დაბალი უკუცემა. შექმნა ულტრა-კომპაქტური პისტოლეტი კარგი სროლისუნარიანობით არის საკამოდ რთული ტექნიკური დავალება. ამის თვალსაზრისით, G43 მე ეგრევე მომეწონა, იმიტომ, რომ პისტოლეტი ძალიან კარგად იჯდა ხელში, ქონდა ერთი შეხედვით ადეკვატური სასხლეტი. ასევე პატარა გლოკებს აქვთ ეს სპეციფიური კუზი სახელურის უკანა მხარეს, რომელიც “გერჭობათ” ხელის გულში და ეს უზრუნველყოფს ძალიან მყარ ჭერას. ანალოგიური კუზი მაგალითად ასევე აქვს   სუბ-კომპაქტურ Jericho 941 FBL-ს და ეფექტიც იგივე არის.  ამ კუზის წყალობით ყველა “ბეიბი-გლოკი” არის კონტროლირბადი სროლისას, დაწყებული G42-დან და დამთავრებული 10მმ აუტოზე გათვლილი G29-ით. Glock 43-ზე ასევე აყენია გლოკის სტანდარტული პლასტმასის სამიზნე მოწყობილობები, რომლებსაც მე უკვე კარგად მიჩვეული ვარ.  მე ასევე მიჩვეული ვარ გლოკის სასხლეტს, მაგრამ G43-ის სასხლეტი თითქოს მომეჩვენა თავისუფალი იმ დიდი გლოკებისთვის დამახასიათებელი სირბილისგან, რასაც ამერიკელები ეძახიან mushy-ს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული ეს როგორ გადმოვთარგმნო ქართულზე, მაგრამ მგონი ყველა მიხვდებით რას ვგულისხმობ. G43-ის სასხლეტი არის უფრო “მკაფიო” და “გასაგები” მაგრამ ეს რა თქმა უნდა ჩემი სუბიექტურ შეფასებით, სხვას შეიძლება სხვანაირად მოეჩვენოს. მოკლედ წინასწარი შთაბეჭდილება იყო იმდენად პოზიტიური, რომ მე არ მივყევი სტანდარტული ტესტირების პროტოკოლს (გახურება, ზეროს დადგენა, სროლა 15-10 მეტრიდან, საიმედოობის დადგენა სხვადასხვა მუხტბით და ბოლოს სროლა სიზუსტის დასადგენად) და ეგრევე დავდეგი 25 მეტრიან ნიშნულზე, დავუმიზნე სამიზნეს და დავაჭირე სასხლეტს. გავაკეთე ზუსტად 5 გასროლა, თან მჭიდი სავსე იყო “ბარნაულის” ვაზნებით რომელებსაც ყველა ლანძღავს. მოკლედ მაქსიმალურად გავართულე საქმე. ულტრა-კომპაქტური პისტოლეტისთვის დიდი დისტანცია, ახალი იარაღი და საკითხავი ხარისხსი ვაზნები. როდესაც მივედი სამიზნესთან მივხდი, რომ მოლოდინი გამართლდა და მე ჩემ პირველ შეფასებებში არ შევცდი. ეს პატარა პისტოლეტი ისროდა, როგორც სრული ზომის Glock 17.

54433448_1180266982140787_3423898304319062016_n

ბარნაული შეიძლება არის “ბინძური” ვაზნა, შეიძლება არ იყოს ისეთი საიმედო როგორც ჩეხური ან ამერიკული მუხტები, შეიძლება რკინის მასრა ნაადრევად ცვითავს ექსტრაქტორს, მაგრამ სიზუსტის მხრიც, როგორც ჩანს “ბარნაულის” ვაზნას პრობლემა არ აქვს.  სროლის მანძილი 25 მეტრი, დგომიდან. გაითვალისწინეთ, რომ სილუეტი  30% უფრო პატარაა ვიდრე რეალური, შესაბამისად ჯგუფი ფიგურასთან შედარებით უფრო განიერი ჩანს.  

53456083_372911373549949_6765146650290683904_n (1)

25 და 15 მეტრიდან ნასროლი 10 ვაზნა. 15 მეტრიდან პისტოლეტი გაძლევს საშუალებას ზედმეტი ძალის დატანების გარეშე ყველა ტყვია ჩასვა 5 სმ-ან “ხარის თვალში”.

ეხლა დავუბრუნდეთ G42-ს.  ადრე როდესაც მე გამოვაქვეყნე სტატია ამ პისტოლეტზე, მე დავწერე, რომ მიუხედავად იმისა, რომ G42 ულტრა-კომპაქტური პისტოლეტია, ამ იარაღიდან შესაძლებელია კომფორტული და ზუსტი სროლა თუნდაც მთელი დღის განამვლობაში. პისტოლეტი არ გღლის, არ გტკენს მაჯას და გახარებს კარგი სიზუსტით. ასეთ რამეს ვერ იტყვი უმეტესობა ულტრა-კომპაქტურ პისტოლეტებზე.  მითუმეტეს ამას ვერ იტყვი ულტრა-კომპაქტურ 9მმ-ან პისტოლეტებზე. ბოლოს ჩვენ გავტესტეთ Kimber Micro 9, რომელსაც ქონდა, ხისტი/არაკომფორტული უკუცემა და მხოლოდ უხეში გრიპ-ტეიპის დაკვირს შემდეგ, სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა და პისტოლეტიდან შესაძლებელი გახდა მეტ-ნაკლებად კომოფრტული სროლა. “კიმბერი” არაფერ შუაში არ არის, ეს არის თავდაცვითი იარაღები სადაც პირველ ადგილზე დგას კომპაქტური გაბარიტები, ეს არ არის საასპარეზო პისტოლეტები. ზაფხულში შორტებით, რომ ხარ კარაბინივით ზუსტ G34-ს თან ვერ იქონიებ…..   G43-ს არ აქვს ეს პრობლემა, ისევე როგორც 42-დან, 43-დან სროლა შესაძლებელია ყოველგვარი ზედმეტი ძალდატანების და დისკომფორტის გარეშე. პისტოლეტი ასევე ძალიან ზუსტია და დიახ დიდად არ ჩამოუვარდება სრული ზომის 9მმ-ან გლოკებს. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი აღმოჩენა ამ პისტოლეტში.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ გლოკ 42-ის შემთხვევაში, საჭირო გახდა პისტოლეტის აფგრეიდი, რომ მას დაეწყო მუშაობა ისე როგორც გლოკს ეკადრება, 43-ის შემთხვევაში “გლოკში” ყველაფერი თავიდანვე სწორად გააკეთეს და 43-ს ასეთი აფგრეიდი არ დაჭირდა. ეს პისტოლეტი თავიდანვე გამოვიდა მუშა და საიმედო, ამიტომ თამამად შეგიძლიათ იყიდოთ გლოკ 43 ყოველგვარი წინასწარი გადამოწმების გარეშე.

რენჯზე რაიმე დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. პისტოლეტმა იდეალურად იმუშავა და შთანთქა, როგორც ჩეხური ასევე რუსული წარმოების ვაზნები რკინის მასრით. მეტს ვერაფერ აქაც ვერ ვიტყვი. ეს გლოკია, ის ისვრის, ყველაფერს და ყოველთვის. 

disg43

ბოლომდე დაშლილი G43. მე-4 თაობისგან  G43-ს ერგო ჩარჩოს ტექსტურა, მჭიდის დიდი ღილაკი მისი გადაყენების შესაძლებლობით. ტექნიკური თვალსაზრისით, G42-ის და G43-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმები უფრო განეკუთვნებიან Gen5 გლოკებს და როგორც ვხვდები Gen5 გლოკებს ერგო იგივე ტექნიკური გადაწყვეტილებები რაც მანამდე იყო აპრობირებული G42/43-ში, მათ შორის ხვეული ზამბარები,  ლულები კლასიკური ხრახნებით, ახალი დამრტყმელის მცველი და ასევე ოდნავ შეცვლილი დამრტყმელ-სასხლეტის მექანიზმის კონსტრუქცია სადაც სასხლეტის დამაბრუნებელი ზამბარა ამჯერად მუშაობს შეკუმშვაზე და არა გაწელვაზე როგორც Gen1/2/3/4-ში. რაც მთავაროა G43-ის საკეტს არ აქვს Gen5-ის დაფარვა, რომელიც როგორც ჩანს არ არის ისეთი ზეგამძლე როგორც “ტენიფერი”, თუმცა არ არის გამორიცხული ახალ გამოშვებულ G43-ებზე უკვე იყოს ახალი დაფარვა.  შეიძლება ითქვას, რომ G43-ს ერგო საუკეთესო ყველა თაობებისგან. 

პისტოლეტს კომპლექტში მოყვება ორი 6 ვაზნიანი მჭიდი, აქიდან ერთ მჭიდს აქვს დაგრძელებული ხუფი რაც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ სრული ჭერა. სიმართლე გითხრათ 25 მეტრიდან სროლის დროსაც მე არ ვთვლიდი საჭიროდ გამომეყნებინდა უფრო გრძელი მჭიდი, რომ უკეთესად მესროლა, იმდენად კარგი ერგონომიკა აქვს პისტოლეტს. მეორეს მხრივ მჭიდის ტევადობის გაზრდა არის ალბათ ყველაზე პოპულარული და საჭირო აფგრეიდი, როდესაც საქმე ეხება გლოკ 43-ის გაუმჯობესებას. უბრალოდ დარწმუნდით, რომ მჭიდის მოდიფიცირების შემდეგ პისტოლეტი ინარჩუნებს საიმედოობას. მაგალითად მალე აღმოჩნდა, რომ Taran Tactical-ის მჭიდის ხუფები იწვევდნენ დაბრკოლებებს გლოკ 43-ში მძიმე ტყვიით მუხტების გამოყენებისას. აღნიშნული პრობლემა მწარმოებელმა მალევე მოაგვარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა არ გამეორდება სხვა მწარმოებლის ხუფების გამოყენებისას.  დიახ, პისტოლეტის გაბარიტები გაიზრდება, თანც გლოკ 43 არ არის ისეთი კომპაქტური პისტოლეტი, როგორც შეიძლება წარმოიდგინოთ, უბრალოდ ის თხელია, მას არ აქვს გამოშვერლი დეტალები და დაკუთხული საკეტის გამო, პისტოლეტი ჩანს უფრო პატარა ვიდრე რეალურად არის. ისევე როგორც Walther PPS,  ის ჩანს პატარა თუმცა არც ისე პატარაა, რაც ასევე ხსნის ორივე ამ პისტოლეტის კარგ სროლისუნარიანობას.

მე კარგმა ადამიანმა საჩუქრად გადმომცა Tango Down-ის +2 დამატება მჭიდზე.  ამ კომპლექტის დიდი უპირატესობა არის ის, რომ მას მოყვება მჭიდის ახალი უფრო გრძელი ზამბარა. მე არ ვთვლი, რომ მჭიდის სიგრძის დაგრძელება და ქარხნული ზამბარის გამოყენება არის სწორი გადაწყვეტილება და ვთვლი, რომ მჭიდის ტევადობის გაზრდას უნდა მოყვეს ახალი შესაბამისის იგრძის ზამბარის გამოყენებაც. Tang Down-ის კომპლექტი ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ჯერ კიდევ იყიდება Mymarket-ზე და სულ რაღაც 40 ლარი ღირს.

P1100636

ავტორის კუთვნილი G43, 8 ვაზნამდე გაზრდილი ტევადობის მჭიდით.  

ეხლა ნეგატიური მომენტები. დიახ, 6 ვაზნა მჭიდში არის ცოტა. ძალიან ცოტა. გასაგებია, რომ საუკუნეა რევოლვერები გამოდის 5 და 6 ვაზნიანი დოლურებით, მაგრამ დრო წინ მიდის და 2019 წელს ავტომატური პისტოლეტი 6 ვაზნით აღარ არის საკმარისი. ამიტომ გლოკს უნდა ქარხნულად მოყვებოდეს ერთი 6 და ერთიც 8 ვაზნიანი მჭიდი.  ასევე დავაკვირდი, რომ თხელი ტარის გამო, პისტოლეტის სწრაფი ამოღებისას ის თითქოს ყოველთვის ერთნაირად არ ჯდება ხელში, და საჭიროა ჭერის კორექტირება, მაგრამ როგორც კი მიაღწევთ ოპტიმალურ ჭერას, იქიდან უკვე იარაღი ვერსად ვერ გაიქცევა. ამ დაკვირვებას მე წავაწყდი მიმოხილვებში, რომლებიც ეხებოდა გლოკ 43-ს და სხვა ულტრა-კომპაქტებს.   ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლობას წარმოადგენს სახელურის მოდერნიზაცია, მაგრამ ალბათ გრიპ-ტეიპის დამატება კიდე უფო მოსახრეხებელს გახდიდა ამ ისედაც მოსახერხებელ პისტოლეტს. ასევე პასუხი ამ გამოწვევაზი არის ბუდეს კარგი არცევანი და პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა. ტრადიციულად უნდა ვახსენო გლოკის სტანდარტული პლასტმასის სამიზნე მოწყობილობები, რომლებიც ადეკვატურია მაგრამ ფაქიზია, ამიტომ მჭიდის ტევადობის გაზრდის შემდეგ რიგში მნიშვნელობის მიხედვით იქნება კარგი სამიზნე მოწყობილობების დაყენება. სულ ალბათ ეს არის.   ყველაფერი დანარჩენი არის უკვე ალბათ გემოვნების ამბავი, თუმცა მე კვლავ ვრჩები ჩემ აზრზე, რომ არ არის საჭირო გლოკში მექანიზმის ქარხნული დეტალების გამოცვლა. ეს პისტოლეტები იდეალურად მუშაობენ ყოველგავრი შიგნით ხელების ფათურის გარეშე. მაგრამ თუ ვერ ისვენებთ, ბაზარზე უკვე არის უამრავი აქსესუარი და “აფთერ-მარკეტ” დეტალი ამ პისტოლეტისთვის, ასე, რომ მისი მორგება საკუთარ საჭიროებებზე არ იქნება პრობლემა.

P1100634

ქართული წარმოების, VL Tactical-ის კაიდექსის ბუდე, გათვლილი ქამრის გარეთ ტარებისთვის.

მიმოხილვის ბოლოს მე მაინც გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ პისტოლეტი არის ცეცხლსასროლი იარაღის ყველაზე რთულად ასათვისებელი და ინდივიდუალური სახეობა. ეს განსაკუთრებულად ეხება ულტრა-კომპაქურ პისტოლეტებს. თუ გლოკ 43 იდეალურად მომერგო მე, სულაც არ ნიშნავს, რომ მოერგება ყველა მსროლელს, ამიტომ ულტრა-კომპაქტის არჩევისას მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ და დარწმუნდეთ რომ იარაღი კარგად გერგებათ თქვენ და ავტომატურად არ დაუჯეროთ რომელიმე ბლოგერს ან “იუთუბერს”. ამით დავასრულებ ამ შედარებით მოკლე მიმოხილვას. არის G43 რთული იარაღი ანუ ექსპერტი იარაღი? ჩემი აზრით გამოუცდელ მსროლელს ან ქალს არ გაუჭირდება ამ პისტოლეტის შედარებით მალე ათვისება.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: გლოკმა ეს შეძლო კიდევ ერთხელ. G43 არის იმ იშვიათი “ჯიშის” პისტოლეტი, რომელშიც კარგად არის შეთავსებული კარგი სროლისუნარიანობა და კომპაქტური გაბარიტები.  ის პრაქტიკულად ჯიბის პისტოლეტია ღრმა ფარული ტარებისთვის მაგრამ ამავე დროს ისვრის როგორც სრული ზომის პისტოლეტი. 6 ვაზნა ძალიან ცოტა არის მაგრამ საბედნიეროდ ამ ნაკლის გამოსწორება ძალიან ადვილია. ისევე როგორც ყველა გლოკი, G43-ის გამოირჩევა მარტივი კონსტრუქციით, გამძლეობით და საიმედოობით.

sg26g43

 G43 და G26